Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

იან ბრაუნლი 3-34

სამართლის წყაროები

სრული ერთგვაროვნება მოთხოვნილი არარი, საჭიროა რომ მხოლოდ არსებითაც იყოს


ერთგვაროვანი სახელმწიფოთა პრაქტიკა

საყოველთაოობა- აბსოლუტური საყოველთაოობა მოთხოვნილი არ არის, დუმილი შეიძლება


ნიშნავდეს ნაგულისხმევ თანხმობას

Opinion jurist სახელმწიფოს თანხმობა ცნონ თუ არა ესა თუ ის ნორმა ტრადიცია


სავალდებულოდ. საერთაშორისო ჩვეულება არის ზოგადი პრაქტიკა რომელიც
სახელმწიფოთა მიერ აღიქმება როგორც შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესი.

საერთაშორისო ხელშეკრულების მაგალითი: მოლოტოვ რიბენტროპის პაქტი ( ცეცხლის


შეწყვეტის)
მინსკის პროტოკოლი ( რუსეთ უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტა)

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს


კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური
შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:


ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი ;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ; გ)
საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და


საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს
შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;


ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე)
საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ხელშეკრულება" ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც დადებულია


სახელმწიფოთა შორის წერილობითი ფორმით და დარეგულირებულია საერთაშორისო
სამართლით, მიუხედავად იმისა, იგი ჩამოყალიბებულია ერთი დოკუმენტის, თუ ორი ან
რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტის სახით და, ასევე, მისი კონკრეტული
დანიშნულების მიუხედავად;
საერთაშორისო სამართალში მოქმედი ზოგადი პრინციპები, რომელთაც აღიარებენ
ცივილიზებული ერებიც (მაგ.:Jus Cogens პატივისცემა);

ისეთი სამართლებრივი მოცემულობები, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნის სამართლის


სიტემისათვის და ამავდროულად გამოსადეგია საერთაშორისო სამართლისთვისაც.

„lex specialis derogate legi generalis“

„non bis in idem”

Chorzow factory case “ვალდებულების დარღვევას მოჰყვება რეპარაციის ვალდებულება“

კეთილსინდისიერების პრინციპი; არაპირდაპირი მტკიცებულების დასაშვებობა;

ავტორები განასხვავებენ სამართლის ფორმალურ და მატერიალურ წყაროებს.


ფორმალური წყაროები წარმოადგენს სამართლებრივ პროცედურებსა და მეთოდებს
რომლებიც საყოველთაოდ გამოიყენება და შესასრულებლად სავალდებულოა. ხოლო
მატერიალური წყაროები წარმოადგენს ფორმალურ წყაროებში დაცული წესების არსებობის
მტკიცებულებას. სწორედ ამგვარი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში იძენს წესები
საყოველთაო გამოყენების შესასრულებლად სავალდებულო სტატუსს.

საერთაშორისო სამართალში ფორმალური წყაროები გარკვეულწილად არც არსებობს. მის


შემცვლელად შეიძლება განვიხილოთ პრინციპები, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოების
ზოგადი თანხმობა წესებს საყოველთაო გამოყენების ინსტრუმენტად აქცევს. ჩვეულების
განსაზღვრა საერთაშორისო სამართალში არსებითად წარმოადგენს ამ პრინციპის
დეკლარირებას და არა უძველეს ჩვეულებებზე მითითებას როგორც შიდასახელმწიფოებრივ
სამართალში.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გაეროს გენერალური ასამბლეის
რეზოლუციები და მრავალმხრივი ხელშეკრულებები წარმოადგენს კონკრეტულ წესებთან და
კონსენსუსის არსებობასთან ან არარსებობასთან მიმართებაში სახელმწიფოების
დამოკიდებულების სწორედ მატერიალურ მტკიცებულებას. მეტიც საქმე გვაქვს
ურთიერთმოქმედების პროცესთან რომელიც ამ მტკიცებულებებს უბრალოდ მატერიალურ
წყაროებზე გარკვეულწილად უფრო მაღალ სტატუსს ანიჭებს, ამიტომ არც
არარატიფიცირებულ ხელშეკრულებას და არც გენერალური ასაბლეისადმი საერთაშორისო
სამართლის კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშს აქვს რაიმე მავალდებულებელი ძალა,
იქნება ეს სახელშეკრულებო სამართალში თუ სხვაგვარად.

სახელშეკრულებო სამართალი ეხება ინდივიდუალურ სახელმწიფოებს შორის არსებული


ვალდებულებების შინაარს: სწორედ ფორმულირებული თანხმობიდან წარმოშობილი
ვალდებულებების მოქმედების სფეროს შესახებ.

ხელშეკრულებები რომლებიც სავალდებულოა რამდენიმე სახელმწიფოსთვის მოიხსენიება


როგორც სპეციალური საერთაშორისო სამართალი, განსხვავებით ზოგადი საერთაშორისო
სამართისგან რომელიც მოიცავს მრავალმხრივ საკანონმდებლო ხელშეკრულებებს და
რომელთა მონაწილე მხარეები სახელმწიფოთა უმრავლესობაა. თუმცა სიმკაცრის
თვალსაზრისით აქ ფუნდამენტური განსხვავება არ არსებობს: ხელშეკრულების ორივე სახე
წარმოშობს მხოლოდ კონკრეტულ ვალდებულებებს და ხელშეკრულებები როგორც ასეთი
წარმოადგენს კონკრეტული ვალდებულების და არა საყოველთაო გამოყენების წესების
წყაროს.

ტერმინი შესაძლოა აღნიშნავდეს საერთაშორისო სამართლის მავალდებულებები თვისების


მქონე წყაროს როგორც ასეთს და აგრეთვე სამართლის სამეცნიერო წყაროს, როგორც
ინფორმაციის წყაროს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი

მუხლი 38.

1. სასამართლო რომელიც მოვალეა გადაწყვიტოს მისთვის გადაცემული დავები


საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში იყენებს:
ა) საერთაშორისო კონვენციებს, როგორც ზოგადს, ისე სპეციალურს, რომლებიც
ადგენს მოდავე სახელმწიფოების მიერ გარკვევით აღიარებულ წესებს.
ბ) საერთაშორისო წეს-ჩვეულებას, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული
საყოველთაო პრაქტიკის დადასტურებას
გ) ცივილიზებული ერების მეირ აღიარებულ სამართლის ზოგად პრინციპებს
დ) 59 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, სხვადასხვა ერის საერთაშორისო
სამართლის ყველაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტების სასამართლო
გადაწყვეტილებებსა და დოქტრინებს როგორც სამართლებრივი ნორმების დადგენის
დამხმარე საშუალებას.

38 მუხლი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საერთაშორისო სამართლის წყაროების


სრული ჩამონათვალი.

ზოგადად 38 მუხლი არ განასხვავებს ფორმალურ და მატერიალურ წყაროებს და


გამოყენების პრიორიტეტის სისტემა უბრალოდ ა დან დ მდე რიგითობასა და
დამხმარე საშუალებებზე მითითებაზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო ჩვეულება

ადათი არის ზოგადი პრაქტიკა რომელიც არ გულისხმობს სამართლებრივი ვალდებულების


არსებობას რისი მაგალითივაა ზღვაზე მისალმების ცერემონია ან პარკირებასთან
დაკავშირებული აკრძალვებისგან დიპლომატიური ავტომანქანების განთავისუფლების
პრაქტიკა.

მტკიცებულება

ჩვეულების მრავალი მატერიალური წყარო არსებობს და მოიცავს შემდეგს:


მაგალითად სამხედრო სამართლის სახელმძღვანელოები, გადაწყვეტილებები და
პრაქტიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, სამხედრო საზღვაო ძალების
მიმართ გაცემული ბრძანებები, მთავრობათა კომენტარები საერთაშორისო
სამართლის კომისიისმიერ მომზადებული პროექტების თაობაზე

ჩვეულების შემადგენელი ელემენტები

ა) ხანგრძლივობა

იმ შემტხვევაში თუ პრაქტიკა თანმიმდევრული და საყოველთაოა, ხანგრძლივობის


კონკრეტული პერიოდი სავალდებულო არ არის, დროის პერიოდის გავლა, რა თქმა
უნდა საყოველთაოობისა და თანმიმდევრულობის მტკიცეების შემადგენელი
ნაწილია. ხანგრძლივი პრაქტიკა აუცილებელი არ არის მაგალითად საჰაერო სივრცისა
და კონტინენტური შელფის მარეგულირებელი წესები საკმაოდ სწრაფად
მომწიფებული პრაქტიკიდან წარმოიშვა. დროის ელემენტს როგორც ასეთს
საერთაშორისო სასამართლი თავის პრაქტიკაში არ გამოყოფს

ბ) პრაქტიკის ერთგვაროვანება, თანმიმდევრულობა

ეს დიდწილად შეფასების საკითხია და ხშირად ტრიბუნალს დგადაწყვეტილების


მიღების საგრძნობი თავისუფლება ექნება. სრული ერთგვაროვანება სავალდებულო
არ არის მაგრამ არსებითი ერთგვაროვანება სავალდებულოა

მხარემ რომელიც ჩვეულებას ეყრდნობა უნდა დაამტკიცოს რომ ეს ჩვეულება ისე


დამკვიდრდა რომ სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა მეორე მხარისთვის რომ
მოყგვანილი წესიშესაბამისობაშია საქმეში მოცემული სახელმწიფოების მხრიდან
თანმიმდევრული და ერთგვაროვანი გამოყენების პრაქტიკასთან ად რომ ეს
გამოყენება წარმოადგენს იმ უფლების გამოხატულებას რომელიც თავშესაფრის
მიმნიჭებელ სახელმწიფოს ეკუთვნის და ვალდებულებისა რომელიც ტერიტორულ
საელმწიფოს აკისრია.

გ) პრაქტიკის საყოველთაოობა

ეს არის ასპექტი რომელიც თანმიმდევრულობის ასპექტს ავსებს. ცხადია


საყოველთაოობა სავალდებულო არ არის მაგრამ რეალური პრობლემაა იმ
სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მხრიდან რომლებიც სხვა
სახელმწიფოთა მიერ წარმოებულ პრაქტიკას აპროტესტებენ, თავის შეკავების
ხარისხის განსაზღვრა, დუმილი შეიძლება ნიშნავდეს ან ნაგულისხმებ თანხმობას ან
უბრალოდ საკითხის მიმართ ინტერესის არ არსებობას.

დ) Opinio Juris et necessitates

საერთაშორისო სასამართოს პრაქტიკასთან მიმართებაში რომელიც პრობლემის


ბუნებასთან დაკავშირებით ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს აყალიბებს
მიდგომის ორი მეთ`დი არსებობს. უმრავლეს შემთხვევაბში სასამართლო მზად არის
დაუშვას opinion juris არსებობა საყოველთაო პრაქტიკის დამამტკიცებელი გარემოების
ან ლიტერატურაში არსებული კონსენსუსის ან სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო
ტრიბუნალების ადრეული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს ახალი ჩვეულებითი წესი მოცემული ქმედებები უნდა


არა მხოლოდ გადაიზარდოს დამკვიდრებულ პრაქტიკაში არამედ მათ თან უნდა ახლდეს
opinion juris sive neccessitatis. სახელმწიფოები რომლებიც ასეთ ქმედებას ახორციელებენ ან
სხვა სახელმწიფოები რომელთაც რეაქცია უნდა. ჰქონდეს ასეთ ქმედებაზე უნდა
მოქცეულიყვნენ იმგვარად რომ მათი ქცევა ყოფილიყო დასტური რწმენისა, რომ მოცემული
პრაქტიკა იყო სავალდებულო სამართლის არსებული წესის შესაბამისად. ასეთი რწმენის
საჭიროება ანუ სუბიექტური ელემენტის არსებობა ნაგულისხმებია თვით opinion juris sive
necessitates ცნებაში.

პრინციპული მოწინააღმდეგე

სახელმწიფოს ფორმირების პროცესში შეუძლია გაითავისუფლოს თავი ჩვეულების


ასფუვძველზე არსებული ვალდებულებებისგან. წინააღმდეგობის მტკიცებულება
აშკარა უნდა იყოს და ალბათ არსებობს თანხმობს ვარაუდი რომელიც უნდა
გაბათილდეს. პრინციპის თეორიული საფუძვლების მიუხედავად ის საკმარისად არის
აღიარებული საერთაშორისო ტრიბუნალებისა და სახელმწიფოთა პრაქტიკის მიერ.

შემდგომი მოწინააღმდეგე

სავარაუდოდ თ სახელმწიფოთა საკმარისი რაოდენობა დაიცავს ახალ წესს, მტკიცე


განდგომის იმპულსი შესაძლოა ახალ წესადა ჩამოყალიბდეს, როგორც კონტინენტური
შელფის შესახებ სამართლის შემთხვევაში. თუ პროცესი ნელა მიმდინარეობს და არც ახალ და
არც ძველ წესს ბევრი მომხრე არ ჰყავს მაშინ შედეგად მიიღებ შედავებაზე, თანხმობასა და
ისტორიულ სამართალზე დაფუძნებულ სპეციალური ურთიერთობების ქსელს.

ჩვეულების დამამტკიცებელი საბუთი

პრინციპში სასამართო უნდა იცნობდეს სამართალს და ის შეიძლება დაეყრდნოს ჩვეულებას


იმ შემთხვევაშიც თუ ეს პირდაპირ არ იყო მოთხოვნილი. პრაქტიკაშ ჩვეულების მომხრეს
აკისრია მტკიცების ტვირთი რომლის ბუნებაც იცვლება საკითხის საგნისა და სასამართლოში
წარდგენილი განცხადებების ფორმის მიხედვით. ზოგადად ჩვეულებასთან მიმართებაში
როდესაც ხდება ადგილობრივი ან რეგიონული ჩვეულების არსებობის მტკიცება მომხრემ
უნდა დაამტკიცოს რომ ეს ჩვეულება იმ სახით არის დამკვიდრებული რომ უკვე
სავალდებულოა მეორე მხარისთვის

კანონშემოქმედებითი ხელშეკრულებები და სხვა მატერიალური წყაროები

კანონშემოქმედებით ხელშეკრულებებს, საერთაშორისო კონფერენციების დასვკნებს, გაეროს


გენერალური ასამბლეის რეზოლციებსა და საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ
მიღებულ დოკუმენტების პროექტებს აქვს პირდაპირი გავლენა სამართლის შინაარსზე,
გავლენა რომლის მნიშვნელობაც მათი მატერიალურ წყაროებად მონათვლით
არაადეკვატურად არის გადმოცემული

კანონშემოქმედებით ხელშეკრულებები

ასეთი ხელშეკრულებები წარმოქმნის სამართლებრივ ვალდებულებებს რომლის დაცვაც არ


აუქმებს ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვალდებულებას. აქედან გამომდინარე
ხელშეკრულება ერთჯერადი წამოწყების ერთობლივად განხორციელების შესახებ არ არის
კანონშემოქმედებითი, რადგან მისი ობიექტების შესრულების შედეგად ვალდებულება
შეწყდება. კანონშემოქმედებითი ხელშეკრულებები აყალიბებს მხარეთა სამომავლო ქცევის
ზოგად ნორმებს სამართლებრივი ნორმების თვალსაზრისით და ვალდებულებები ყოველი
მხარისთვის არსებითად ერთი და იგივეა. ხელშეკრულების ამ ტიპის მაგალითებია 1856
წლის პარიზის დეკლარაზცია საზღვაო ბრძოლის ნეიტრალიტეტის შესახებ. ასეთი
ხელშეკრულებები პრინციპში მხოლოდ მისი მონაწილე მხარეებისთვის არის
სავალდებუბულო, მაგრამ მხარეთა რაოდენობა სამართლის წესების აშკარა აღიარება და ზოგ
შემთხვევაში დებულებების დეკლარაციული ხასიათ, ქმნის ძლიერ კანონშემოქმედებით
ეფექტს. თავის ქმედებით არახელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აღიარონ მრავალმხრივი
კონვენციის დებულებები, როგორც საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების
გამომხატველი

იმ შემთხვევაშიც თუ ხელშეკრულებით წარმოშობილი ნორმები ჩვეულებით სამართლის


ახალ პრინციპეად ან წესებად ჩამოყალიბდება ჩვეულებით ნორმები განსხვავებულობას
მაშნაც კი შეინარჩუნებს როდეაც ორი ნორმა შინაარსობრივად იდენტური.

სხვა ხელშეკრულებები

ორმხრივი ხელშეკრულებები შეიძლება ჩვეულებითი წესების მტკიცებულებებს შეიცავდეს.


სხვა მხრივ კი კანონშემოქმედებითსა და სხვა ხელშეკრულებებს შორის აშკარა და
დოგმატირი განსხვავება არ არსებობსთ ორმხრივი ხელშეკრულებები მაგალითად
ექსტრადაციის შესახებ ერთნაირადაა ჩამოყალიბებული სასამართომ შესაძლოა
ჩვეულებრივი ფორმა კანონად მიიჩნიოს იმ შემთხვევაშიც კი თუ სახელშეკრულებო
ალდებულება არ არსეობბს. თმცა ამ მიზნით ხელშეკრულებების შეფასებისას
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

საერთაშორისო კონფერენციის დასკვნები

სახელმწიფოთა კონფერენციის საბოლოო აქტი შესაძლებელიათავის მხრივ მრავალმხრივი


ხელშეკრულების ფორმას აწრმოადგენდეს. იმ შემთხვევაშიც კი თ ის წარმოადგენს
ინსტურმენტს რომლითაც ფიქსირდება არაერთხმად მიღებული გადაწყვეტილებები შედეგი
შეიძლება მაინც შეიცავდეს ჩვეულებით სამართლის სტატუსისათვის მახასიათებელ
მტკიცებულებას შესაბამის ობიექტებთან მიმართებაში. სავალდებულო რატიფიკაციის
მიაღებამდეც კი ასაბოლოო აქტში ჩამოყალიბებულ და არსებილ პრინციპების კრებსითად
გამოხატულ კონვენციას ცხადია შესაბამისი მნიშვნეობა ენიჭება.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები

საერთ`დ ეს რეზოლუციები არ არის სავალდებულო წევრი სახელმწიფოებისთვის მაგრამ


როდესაც ისინი საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმებს ეხება მაშინ მათ ხმათა
ურმავლესობით აღიარება მოიცავს მთავრობათა მოასზრებების მტკიცებულებას ყველაზე
ფართო ფორომზე სადაც ასეთი მოსაზრების გამოხატვაა შესაძლებელი.

სამართლის ზოგადი პრინციპები

მოცემული სათაური შეიძლება გულისხმობდეს ჩვეულებითი სამართის წესებს, სამართლის


ზოგად პრინციპებს ან ლოგიკურ მსჯელობებს რომლებიც არსებულ საერთაშორისო
სამართისა და შიდაასახელმწიფოებრივ ანალოგიებე დაფუძნებული სამართებრივი
დასაბუთებიდან გამომდინარეობს.

სასამართლო გადაწყვეტილებები

ა) საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებები

სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მკაცრად განსაზღვრული ფორმალური წყარო, მაგრამ


ზოგ შემტხვევაში იგი მიჩნეულია სულ მცირე სამართის სტატუსიის ავტორიტეტულ
დადასტურებად.

საარბიტრაჟო ტრიბუნალები

სამართლებრივი ლიტერატურა შეიცავს მრავალ მიითებას საარბიტრაჟო ტრიბუნალების


გადაწყვეტილებებზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალების ხარისხი მნიშვნელოვნად იცვლებოდა
მაგრამ არსებობს რიგი გადაწყვეტილებებისა რომლებიც შეიცავს არბიტრების მაგრამ
მედიატორი მოსამართლეებისა თუ კომისრების ფარგლებში მოქმედი გამოჩენილი
იურისტების მიერ შეტანილ მნიშვნეოან წვლილს სამართლის განვითარებაში

სასამართლო იყენებს სამართალს და არ ქმნის მას

სასამართო გადაწყვეტილებები არის სამართებრივი ნორმების დადგენის დამხმარე


საშუალება.

კანონიერი ინტერესები

ძალიან კონკრეტულ კონტექსტსა და შემტხვევებში კანონის წესები შეიძლება


დამოკიდებული იყოს კეთილსინდისიერების გონივრულობის და მსგავს კრიტერიუმებზე
და კანონიერი ინტერესები მათ შორის ეკონომიკური ინტერესები შესაძლოა მხოლოდ მას
შემდეგ იყოს გათვალისწინებული თუმცცა კანონიერი ინტერესები შეიძლება თამაშობდეეს
მნიშვნელოვან როლს არსებული წესებისგან გამონაკლისების შექმნასა და საერთაშორისო
სამართლის პროგრესულ განვითარებაში.

შენიშვნა თავაზიანობის შესახებ

საერთაშორისო თავაზიანობა მართა წარმოადგენს ზნეობასთან დაკავშირებული შეთანხმების


სახეობას მაგრამ მიუხედავად ამისა ზნეობისგან განსხვავება. საქმე გვაქვს მეზობლობასთა,
ურთიერთპატივისმცემასა და ფორმალობებზე მეგობრულად უარის თქმის შემთხვევებთან.
თავაზიანობას ოთხ სხვა შემთხვევაშიც იყენებენ: 1. როგორც საერთაშორისო სამართის
სინონიმს 2) როგორც კერძო საერთაშორისო სამართლის ეკვივალენტს 3) როგორც
სამართლის კონფლიქტის კონკრეტული წესების პოლიტიკურ საფუძველსა და წყაროს, და
როგორც საერთაშორისო სამართლის მიზეზსა და წყაროს

მიწრო გაგებით კოდიფიკაცია გულისხმობს არსებული სამართლის წესების ამომწურავი და


მოწესრიგებული ფორმით ჩამოყალიბებასა და შედეგად მიღებული ტექსტის
კანონშემოქმედებითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

You might also like