Professional Documents
Culture Documents
ჭყონია ლია 2
ჭყონია ლია 2
ჭყონია ლია 2
16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
გ დ ა დ დ
სწორი პასუხი შემოხაზეთ და გადაიტანეთ ცხრილში
1. ეკონომიკის მთავარი პოსტულატია შეზღუდული რესურსების რაციონალური
გამოყენებით პასუხი გაეცეს საზოგადოების მთავარ კითხვებს
ა. რა ვაწარმოოთ ბ. როგორ ვაწარმოოთ გ. ვისთვის ვაწარმოოთ დ. ყველა პასუხი
2. ქვეყანაში საარსებო მინიმუმი უნდა გაიზარდოს არის
ა. პოზიტიური ბ. ნორმატიული
3. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი გვიჩვენებს
ა. ქვეყანაში ტექნიკა-ტექნოლოგიების განვითარების დონეს
ბ. წარმოების სხვადასხვა კომბინაციას, რომლის შესაძლებლობაც გააჩნია ეკონომიკას
მოცემული საწარმოო ფაქტორებისა და ტექნოლოგიის პირობებში
გ. როგორ მოძრაობს მზა საქონელი ბაზრიდან მყიდველამდე
დ. როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი საოჯახო მეურნეობსა და ფირმებს შორის
სხვადასხვა ბაზრების გავლით
4. დავუშვათ, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ კომპიუტერები და ტელევიზორები იწარმოება,
აითვისეს ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები, რა მოუვა საწარმოო
შესაძლებლობათა საზღვარს
ა. უცვლელი დარჩება ბ. გადაადგილდება მარჯვნივ გ. გადაადგილდება მარცხნივ
დ.კომპიუტერების წარმოება გაიზრდება ტელევიზორების წარმოების შემცირების
გარეშე
5. რესურსების წრებრუნვის მოდელის განხილვისას, რომელ ბაზარზეა მყიდველი
საოჯახო მეურნეობა
ა. საწარმოო ფაქტორების ბაზარზე xბ. მზა პროდუქციის ბაზარზე გ. ორივე ბაზარზე
დ. არცერთ ბაზარზე
6. ნივთის ალტერნატიული დანახარჯი არის:
ა. ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის სანაცვლოდ ბ. მეწარმის ხარჯები
გ. ის, რაც უზრუნველყოფს სარგებლის სამართლიან განაწილებას დ. არცერთი
7. მოთხოვნის კანონი არის
ა. საქონლის რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი და შესაძლებლ;ობა აქვს
მყიდველს
ბ. დებულება, რომლის თანახმად საქონელზე ფასის გაზრდა იწვევს მასზე
მოთხოვნის რაოდენობის შემცირებას, როდესაც სხვა პირობები უცვლელია.
გ. სხვა თანაბარ პირობებში. საქონლის ფასის ცვლილება იწვევს ამ საქონლის მიწოდების
რაოდენობის ცვლილებას. დ. ყველა პასუხი სწორია
8. შემავსებელია ორი საქონელი, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს მეორეზე
ა. მოთხოვნის შემცირებას ბ. მოთხოვნის ზრდას გ.მიწოდების ზრდას დ. არცერთი
9. ზღვრული დანახარჯი არის
ა. ცვალებადი და მუდმივი დანახარჯების ჯამი
ბ. მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის მოცულობაზე
გ. მთლიანი დანახარჯის ნამატი, რომელიც დამატებითი ერთეულის წარმოების
შედეგია
დ. ზღვრული დანახარჯი არ არსებობს
10. მუდმივი დანახარჯი იცვლება წარმოების მოცულობის ცვლილებისას
ა. სიმართლეა ბ. მცდარია
11. მწარმოებლის დანაზოგი არის
ა. სხვაობა მომხმარებლის სურვილსა და შესაძლებლობას შორის
ბ. სხვაობა იმ თანხებს შორის, რომლის გადახდისთვისაც მზადაა მომხმარებელი და
რომელსაც რეალურად იხდის
გ. სხვაობა გამყიდველისთვის საქონელში გადახდილ ღირებულებასა და გამყიდველის
დანახარჯებს შორის
დ. მწარმოებლის შემოსავალი
12. სრულყოფილი კონკურენციის ბაზარზე
ა. ერთგვაროვანი საქონლის ბევრი მყიდველი და გამყიდველია და
თითოეული მათგანი აწესებს საკუთარ ფასს
ბ. ერთგვაროვანი საქონლის ბევრი მყიდველი და გამყიდველია და
თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ფასზე
გ. დიფერენცირებული საქონლის ბევრი მყიდველი და გამყიდველია და
მოლაპარაკების გზით დგინდება ფასი
დ. ერთი უნიკალური საქონლის ერთი მიმწოდებელია და თვითონ აწესებს ფასს
13. სრულყოფილი კონკურენციის ბაზარზე მოქმედი ფირმა, მაქსიმალური მოგების
მიღების მიზნით, მანამდე ზრდის საქონლის მიწოდებას, სანამ არ გაუტოლდება
ერთმანეთს ამ ფირმის
ა. ზღვრული დანახარჯი, ზღვრული შემოსავალი და პროდუქციის ფასი
ბ. ზღვრული დანახარჯი და საშუალო მთლიანი დანახარჯები
გ. ფასი და საშუალო ცვალებადი დანახარჯები
დ. ფასი და საშუალო მთლიანი დანახარჯები
14. როდის დაიხურება კონკურენტული ფირმა მოკლევადიან პერიოდში
ა. როცა ფასი ნაკლებია საშუალო მთლიან დანახარჯებზე
ბ.როცა ფასი ტოლია ზღვრული დანახარჯის
გ. როცა ფასი ნაკლებია საშუალო ცვალებად დანახარჯებზე
დ. როცა ფასი, საშუალო მთლიანი დანახარჯი და ზღვრული დანახარჯი გაუტოლდება
ერთმანეთს
15. ბაზარი, სადაც შესვლა უკიდურესად გაძნელებულია, ერთი უნიკალური საქონლის
ერთი მიმწოდებელი საქონელს ყიდის მის მიერ დაწესებული ფასით, და ბევრი
მყიდველია ეწოდება
ა. კონკურენტული ბ. მონოპოლიური
გ. მონოპოლისტური კონკურენციის დ. ოლიგოპოლიური
16. ბაზარი, სადაც რამოდენიმე გამყიდველი, დაძაბული თანამშრომლობა და საფასო
ომია არის
ა. მონოპოლია ბ. ოლიგოპოლია
გ. მონოპოლისტური კონკურენცია დ. სრულყოფილი კონკურენცია
17. კაპიტალი არის
ა. ეროვნული სიმდიდრე ბ. რესურსი, რასაც გვაძლევს ბუნება მზა ფორმით
გ. შრომის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ახალი საქონლისა და მომსახურების
საწარმოებლად დ. ყველა პასუხი სწორია
18. წარმოების ფაქტორებზე მოთხოვნა არის
ა. სამართლიანი მოთხოვნა ბ. წარმოებული მოთხოვნა
გ. დაგეგმილი მოთხოვნა დ. განპირობებული მოთხოვნა
19. დამოკიდებულება წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობასა და
წარმოებული საქონლის რაოდენობას შორის არის
ა. მიწოდების ფუნქცია ბ. მოთხოვნის ფუნქცია
გ. საწარმოო ფუნქცია დ.არასაწარმოო ფუნქცია
20. შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულება არის
ა. ზღვრული პროდუქტის ნამრავლი ხელფასზე
ბ. შრომის ზღვრული პროდუქტის ნამრავლი ფასზე
გ. შრომის ზღვრული პროდუქტის ნამრავლი ზღვრულ დანახარჯებზე
დ. პროდუქციის ნამეტი