Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 31

სიგნალების დამუშავება - ყოველდღიურ ცხოვრებაში

პირველი ავტორი: ნინო შაინიძე


ბსუ, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაცია, ბაკალავრიატი
ელ.ფოსტა: shainidze27@gmail.com
მეორე ავტორი: ნანა გორჯელაძე
ბსუ, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაცია, ბაკალავრიატი
ელ.ფოსტა: 61004072671@bsu.ge
მესამე ავტორი: ნიკა გუგესაშვილი
ბსუ, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაცია, ბაკალავრიატი
ელ.ფოსტა: 61001075879@bsu.ge

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მარინა ჩხარტიშვილი, ასისტენტ პროფესორი


ნუგზარ ჭედია, ასოცირებული პროფესორი

1
აბსტრაქტი

ნაშრომში „სიგნალების დამუშავება - ყოველდღიურ ცხოვრებაში“


შესრულებულია რეგრესიული ანალიზი ქ. ბათუმის, სოფ. ხალის და ურეხის
დასახლების ადგილებში ექსპერიმენტული გაზომვების საფუძველზე.
სიგნალების დამუშავება განხორციელებულია კომპიუტერული
უზრუნველყოფით MathCad 15.0.
 განსაზღვრულია რეგრესიის განტოლების კოეფიციენტები;
 აგებულია რეგრესიული დამოკიდებულების მრუდები დაკვირვების სამივე
ადგილზე;
 შესრულებულია ტემპერატურის ტენიანობაზე დამოკიდებულების შესახებ
ანალიზი დაკვირვების სამივე ადგილზე;
 წარმოდგენილია რადიოსიგნალების მილევის საკითხები დაკვირვების სამივე
ადგილისათვის;

საკვანძო სიტყვები: რეგრესია, ტემპერატურა, ტენიანობა, რადიოსიგნალის


მილევა.

2
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტელეკომუნიკაციის სპეციალობა

საკონფერენციო თემა:

სიგნალების დამუშავება - ყოველდღიურ ცხოვრებაში

II კურსის სტუდენტები:

ნინო შაინიძე
ნანა გორჯელაძე
ნიკა გუგესაშვილი

ხელმძღვანელები: ასისტ. პროფ. მარინა ჩხარტიშვილი

ასოც. პროფ. ნუგზარ ჭედია

ბათუმი

2019
3
თავი 1. შესავალი
1.1.ადამიანის ორგანიზმი და მასზე მოქმედი ფაქტორები

ადამიანის ორგანიზმი ბუნების მართლაც რომ საოცარი ქმნილებაა. იგი საკმაოდ


რთულია და იმავდროულად გენიალურად მარტივად მოქმედებს. ორგანოთა
სისტემებს შესაძლოა ერთმანეთისგან გარკვეული მანძილი აშორებდეს, მაგრამ
დაკავშირებულნი იყვნენ ფუნქციურად. თითოეული მათგანი თავის სამუშაოს
ასრულებს, რომლის ხარისხზეც გარე სამყარო უშუალო გავლენას ახდენს [4-9].
სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც,
მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის
ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე
ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენ გარშემო საოცრად
შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების
წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური
წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც
გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც
გასულ საუკუნეში იყო [3-7].

1.2. ეკოლოგიური ფაქტორები

კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან


იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად
მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
 კლიმატური;
 მინერალური;
 წყლისა;
 მიწისა;
 ბიოლოგიური.

4
თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და
არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს.
მნიშვნელოვანია კლიმატური ფაქტორი. კერძოდ, ჰაერში ჟანგბადის
შემცველობაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჰაერის სისუფთავე და
სიჯანსაღე [6-10]. ჟანგბადი დედამიწის გარშემო ოზონის შრესაც ქმნის,
რომელიც აკავებს, ჩვენამდე არ უშვებს კოსმოსიდან წამოსულ მავნე
გამოსხივებას.
ქარი
უშუალოდ მოქმედებს მცენარეებსა და ცხოველებზე, ხელს უწყობს მათ ზრდა-
განვითარებას, გამრავლებას.

5
რაც შეეხება ადამიანს, ქარს შეუძლია შეცვალოს მისი თვითშეგრძნება და
საგრძნობლად გაზარდოს ალერგიული დაავადებებისადმი მგრძნობელობა.
ატმოსფერული წნევა
პირდაპირ განსაზღვრავს ამინდსა და კლიმატს, ამიტომ ჯანმრთელობაზე
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ მისი გავლენის მიხედვით ყოფენ
ადამიანებს მეტეომგრძნობიარე და არამეტეომგრძნობიარე ტიპებად [6-12].
წყალი
ადამიანის ჯანმრთელობაზე წყალი სხვადასხვა თვისებით მოქმედებს,
რომელთაგან, უპირველესად, აღსანიშნავია მჟავურობა, მარილიანობა, წყლის
აირები, ჰიდროსტატიკური წნევა.

ნიადაგი
ნიადაგი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილია, რომელიც
მიკროორგანიზმებითაა დასახლებული და გამუდმებით, დინამიკურად
იცვლება და ვითარდება. ნიადაგს 4 ძირითადი სტრუქტურული კომპონენტი
აქვს: მინერალური ფუძე (ნიადაგის 50-60 %-ს შეადგენს), ორგანული
6
ნივთიერებები (10 %-მდე), ჰაერი (15-25 %) და წყალი (25-30 %). წყალსა და
ჰაერზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოველმყოფელობისას
ნიადაგის სისუფთავეს, რადგან მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული იმ
საკვების ვარგისობა, ურომლისოდაც ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია
[8-11].
გარემოს ტემპერატურა

მნიშვნელოვანი კლიმატური ფაქტორია, რომელზეც უშუალოდ არის


დამოკიდებული ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა და მათი
გეოგრაფიული გავრცელება. სწორედ გარემოს ტემპერატურის მიხედვით
ენაცვლება ერთმანეთს ადამიანის სეზონური და დღეღამური აქტივობები.
ნებისმიერი ორგანიზმისთვის არსებობს განსაზღვრული ტემპერატურა,
რომელზეც ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ცოცხალი
ორგანიზმების უმრავლესობისთვის საარსებო ოპტიმალური ტემპერატურა არც
ისე მაღალია.

ნალექების რაოდენობა
ის უმთავრესად ჰაერის დიდი მასების გადაადგილებასა და
გეოგრაფიულ არეალზეა დამოკიდებული. წლის განმავლობაში მოსული
ნალექების რაოდენობა უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ხშირად
მის ფსიქიკურ თავისებურებებსაც კი განსაზღვრავს.
ტენიანობა
ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობის მაჩვენებელია. ტენიანობას
დღეღამური ცვლა ახასიათებს, ღამით იმატებს, დღისით კი იკლებს.

7
სწორედ ამ დღეღამური ცვალებადობის გამოა, რომ იგი, ტემპერატურასა
და სინათლესთან ერთად, უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სინათლე
დედამიწაზე სინათლის წყარო მზის გამოსხივებაა, რომელიც ჩვენამდე
სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების სახით აღწევს.

მზის სინათლე ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაა, რადგან


დედამიწაზე ენერგიის უნივერსალურ წყაროს წარმოადგენს [14-15]. მზის
ელექტრომაგნიტური გამოსხივება შედგება სხვადასხვა გამოსხივებისგან,
რომლებიც ორგანიზმზე ტალღის სიგრძის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის
მიხედვით სხვადასხვანაირად მოქმედებს.

თავი 2. ძირითადი ნაწილი


2.1. გლობალური დათბობა და მისი ფაქტორები

ბოლო ხანს მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ გარემოზე,


რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ
დაავადების წარმოშობაში გარემო დიდ როლს ასრულებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის თანახმად,
საქართველოში სიკვდილიანობის 91% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით,
რომელთა შორის მთავარი პოზიცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავია. ისინი
მეტად მგრძნობიარეა გარემოს ფაქტორების მიმართ. მას მოსდევს ფსიქიკური
დარღვევები, სიმსივნეები. კერძოდ, 102 ძირითადი დაავადებიდან 85 ნაწილობრივ

8
მაინც გარემოს ზემოქმედებით არის განპირობებული [13]. საქართველოში ავადობის
მთლიანი ტვირთის 17% და სიკვდილიანობის 19% გარემოს საზიანო ზემოქმედების
შედეგია, ხოლო იმ შემთხვევებიდან, რომლებიც გარემოს ზემოქმედებას არ
უკავშირდება, მეხუთედი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილად მოდის.
ექსპერტთა შეფასებით, ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი
ზემოქმედება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების,
ასევე კიბოს განვითარების რისკს. წლების განმავლობაში საქართველოში ჰაერის
მონიტორინგი ძალზე შეზღუდულად წარმოებდა [13]. 2009 წელს ჩატარებული
კვლევის შედეგად, რომელიც რამდენიმე ქალაქს მოიცავდა (თბილისი, ქუთაისი,
ბათუმი და ზესტაფონი), გაირკვა, რომ ჰაერის შემადგენლობა დადგენილ ნორმებს არ
შეესაბამება.
კლიმატის ცვლილებას ხშირად მხოლოდ სიცხესთან აიგივებენ, რაც არამც და არამც
არ არის მართებული. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს:
ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას და ა. შ. კლიმატის ცვლილებასა და
გლობალურ დათბობაზე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ალაპარაკდნენ, სწორედ
იმ დროიდან, როდესაც მთელი მსოფლიოს ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. საწარმოო-
ტექნიკური რევოლუციის კვალდაკვალ გაუარესდა გარემო: დაბინძურდა ატმოსფერო,
გათხელდა ოზონის შრე... ამ ცვლილებებმა კლიმატზეც მოახდინა გავლენა და
საბოლოოდ გლობალური დათბობა მოგვიტანა. გლობალური – იმიტომ, რომ მთელი
დედამიწა მოიცვა, დათბობა კი იმიტომ, რომ წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა. ეს
იმას ნიშნავს, რომ თუ მთელი წლის ტემპერატურის მაჩვენებლებს გადავავლებთ
თვალს, შევამჩნევთ, რომ ზოგიერთ დღეს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა
აღირიცხებოდა და ასეთი დღეების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი
იყო.

9
დედამიწაზე ტემპერატურის მატებას ამგვარად ხსნიან: წარმოიდგინეთ მინის
სათბური, რომელშიც მზის სხივები შედის, უკან კი ვეღარ გადის, შენობაში რჩება და
მცენარეებს ათბობს. დედამიწასაც სწორედ ასე დაემართა: ინდუსტრიალიზაციისა და
ტექნიკური პროგრესის შედეგად ატმოსფეროში უამრავი მავნე აირი გამოიტყორცნება,
რომლებიც ოზონის შრის ქვეშ იყრის თავს [13]. მზის სხივები ოზონის გამჭვირვალე
შრეს სათბურის კედლებივით იოლად გაივლის, აღწევს ჩვენამდე, ათბობს დედამიწას,
მისი ზედაპირიდან აისხლიტება და უკან დაბრუნებას ლამობს. ყველაფერი
მშვიდობიანად დასრულდებოდა, დედამიწის ზედაპირიდან ასხლეტილი სითბო
ოზონის შრის გავლით კოსმოსში რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ატმოსფეროში
დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ნახშირორჟანგი, მეთანი...) ბოჭავენ მათ და გასაქანს
არ აძლევენ. ასე გროვდება სითბო დედამიწის გარშემო, რაც ჰაერის გავარვარებას და
კლიმატის ცვლილებას იწვევს. დედამიწის გარშემო ტემპერატურამ ისე მოიმატა, რომ
მყინვარებმა დნობა იწყო, ოკეანეებმა კი ადიდება. ამას ისიც ემატება, რომ წყალმა
ძლიერი აციდიფიკაცია განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოკეანე მჟავე ნივთიერებებით
აივსო...
არსებობს დაავადებები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ
კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ჯგუფში გააერთიანა. თითქმის ყველა
დაავადება პირდაპირ თუ ირიბად კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. კლიმატის
ცვლილება გარემოს იმგვარად ცვლის, რომ ადამიანი საფრთხეს ყოველი მხრიდან
უნდა ელოდეს [13].
კლიმატის ცვლილებას სულ უფრო მეტი დაავადების მიზეზად მიიჩნევენ.
მეტისმეტად ცხელ დღეებში, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
გამწვავების რისკი. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარებული კვლევის
10
საფუძველზე ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში აღირიცხა სწორედ გულ-
სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება. ამ დაავადებების მეორე პიკი თებერვალი-
მარტზე მოდიოდა, უმთავრესად – იმ დღეებზე, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად
ეცემოდა. ერთი სიტყვით, აშკარაა – გულ-სისხლძარღვთა სისტემა მძაფრად განიცდის
ტემპერატურის ყოველგვარ ცვლილებას, ტემპერატურის ცვლილება კი კლიმატის
ცვლილების განუყრელი კომპონენტია.
კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ნუსხაშია აგრეთვე ალერგია. რომელსაც
გლობალურ დათბობას უკავშირებენ: თურმე მეტისმეტად თბილი და ხანგრძლივი
ზაფხული ზოგიერთი მცენარის ყვავილობას ახანგრძლივებს, ხოლო თუ ადამიანს ამ
მცენარის მტვერზე აქვს ალერგია, ცხადია, ცხვირცემინება და ცრემლდენა გაცილებით
მეტხანს შეაწუხებს. რაკი კლიმატის ცვლილება ჰაერის დაბინძურებასა და ტენიანობის
მომატებასაც უკავშირდება, არც ასთმის გახშირება უნდა იყოს გასაკვირი... შესაძლოა,
ერთი შეხედვით უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები
კლიმატის ცვლილებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ურთიერთკავშირსაც კი
მოწმობს.
მაღალი ტემპერატურის დროს განვითარებული სითბური დაავადებები
საუკეთესო შემთხვევაში – მოთენთილობასა და უღონობას, ხოლო მძიმე შემთხვევაში
სითბურ დაკვრას, კომას და სიკვდილს იწვევს. როგორც ექსპერტები ამბობენ,
ჯანდაცვის სისტემები დროულად რომ მომზადებულიყვნენ, საზოგადოება
მოსალოდნელი პაპანაქების შესახებ გაეფრთხილებინათ და ესწავლებინათ, როგორ
დაეცვათ თავი გადახურებისგან, ასეთი შედეგის თავიდან აცილება იოლად
მოხერხდებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წინასწარი
შეტყობინების სამსახურები [13-14]. ისინი მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან
თანამშრომლობენ და ამინდის პროგნოზს აკეთებენ, მოსალოდნელი საფრთხის
შესახებ ხალხს ატყობინებენ და განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებზე ზრუნავენ –
მედპერსონალი გულით ავადმყოფებს, მოხუცებსა და ბავშვებს განსაკუთრებულად
მეთვალყურეობს, ხოლო სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობის საგანგებო
რეჟიმზე გადადის. არ გეგონოთ, “სიცხის ტალღებისგან” თავის დაცვა
განსაკუთრებულ ფილოსოფიას მოითხოვდეს. რეკომენდაციები, რომლებსაც
წინასწარი შეტყობინების სამსახურები გვაძლევენ, მარტივზე მარტივია: თუ

11
ტემპერატურა ზღვარს გადააჭარბებს, ქუჩაში სიარულს მოერიდეთ, შენობაში დარჩით,
დახურეთ ფანჯრები, ფეხები გრილ წყალში ჩაყავით, თუ პაპანაქებამ ქუჩაში
მოგისწროთ და თავშესაფარი ვერ იპოვეთ, მოძებნეთ წყალი, დაასველეთ ხელსახოცი
და თავზე შემოიხვიეთ.

2.2. გლობალური დათბობის გავლენა სოფლის მეურნეობაზე

გლობალური დათბობა უარყოფითად და მოქმედებს სოფლის


მეურნეობაზე. დათბობა ხელს უწყობს ყურძნის ნაადრევად დამწიდებას, რის
გამოც ნაყოფი კარგავს არომატს და მჟავიანობას, ღვინის ხარისხი დაბლა
იწევს.

დათბობის შედეგად საქართველოში გვალვების სიხშირემ 3–ჯერ მოიმატა, რის გამოც


განადგურდა მცენარეთა ბევრი სახეობა, ხოლო ქართული ხორბალი მხოლოდ
კოლექციებშია შემორჩენილი [14].
გლობალური დათბობის შედეგებია: სურსათის უკმარისობა, შიმშილი,
პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი, მომსახურების დაბალი დონე და სხვა.
მოსალოდნელია ისეთი სტიქიური ბუნებრივი მოვლენები,როგორიცაა კულტურისა
და სულიერ ფასეულობათა კრიზისი, საშიშ დაავადებათა გავრცელება და ა.შ
12
2.3. გლობალური დათბობის გავლენა ჯანრთელობაზე

ადამიანი ის ერთადერთი არსებაა, რომელმაც მშვიდი ცხოვრება არ იკმარა და


თავისი საქმიანობით დაღი დაასვა ბუნებას. მეცნირები გვარწმუნებენ, რომ
ახლოვდება წუთი, როცა შედეგებს ვიწვნევთ და შესაძლოა, დედამიწაზე, სიცოცხლის
არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს. ზოგმა მეცნიერმა კლიმატდამოკიდებული
დაავადებებიც კი გამოუყვეს: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი სისტემის,
ალერგიული, ინფექციური დაავადებები. მედიცინის ჩარევით შესაძლებელია
მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება.სასურველია, ასეთივე სამსახური
საქართველოში არსებობდეს.
გლობალური დათბობის პრობლემა ეხება მთელ კაცობრიობას, ყველა
ქვეყნის ხალხთა და სოციალური ფენების ინტერესებს. დათბობა იწვევს დიდ
სოციალურ დანაკარგებს.
პროგნოზი ასეთია: მოხდება ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა, რაც
გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. შეიცვლება ნალექების რაოდენობა და
გადანაწილება. შემცირდება მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება
ცოცხალი ორგანიზმები [15]. ჯერჯერობით უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი
უფრო დაზარალდება ამ ცვლილებიბის შედეგად. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის
დათბობის მსხვერპლთა რიცხვი დაახლოებით 500 000–მდე გაიზრდება

2.4. ოზონის ხვრელი

ოზონი ჟანგბადის სახესხვაობაა. მას სასიამოვნო სუნი აქვს და ლურჯი


ფერისაა თხევად მდგომარეობაში. ოზონი ელვის დროს წარმოიქმნება
სტრატოსფეროში. ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე
სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, შესაძლებელი გახდა მხოლოდ
მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.
ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში,
მაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი

13
რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს.
ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორს,
რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს.

მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს პლანქტონს,


რომელიც თავის მხრივ თევზებისა და ზღვის ძუძუმწოვრების საკვებს
წარმოადგენს და მათ არსებობას საფრთხეს უქმნის. ულტრაიისფერი
გამოსხივების გაზრდა საზიანოა თვალებისათვის და ადამიანებში კატარაქტას
იწვევს. შეიძლება კიდევ მრავალი სხვა მაგალითის დასახელება, მაგრამ
რადიაციის ყველაზე უფრო ცნობილი საზიანო შედეგია კანის სიმსივნე.
სტატისტიკის მიხედვით, ოზონის შრის 10%-ით შემცირება იწვევს კანის
სიმსივნით დაავადებების 26%-ით გაზრდას.

2.5. პრობლემა - რას გვიქადის მომავალი?

14
კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე დგას. რაც ისევ და ისევ ადამიანების
დაუდევრობით ხდება. ამის ერთ – ერთი მაგალითია ოზონის ფენის დარღვევა,
შედეგად კოსმოსიდან დედამიწაზე შემოდის ულტრაიისფერი სხივები და იწამლება
ატმოსფერო. XXI-ე საუკუნის უდიდესი პრობლემაა ნახშირორჟანგის მატებაა
ატმოსფეროში. ქარხნების, მანქანებისა და წვის შედეგად გამოყოფილი
ნახშირორჟანგი იფანტება ატმოსფეროში, როდესაც დედამიწაზე მზის სხივები
შემოდის მიწაზე დაცემისას ის ირეკლება, ნახშირორჟანგი მზის სხივებს არ ატარებს
და სითბო დედამიწაზე რჩება [12-14] . დარჩენილი სხივები იწვევს დათბობას და
თოვლის საფარის დნობას,დამდნარი თოვლისგან წარმოიქმნება პატარ-პატარა
ნაკადულები, რომელიც მდინარეს ასაზრდოებს შედეგად მდინარის დონე იწევს და
იწვევს ეროზიულ პროცესებს

საზოგადოდ, კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა საკმაოდ ვრცელი თემაა,


მასზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამჯერად აქ შევჩერდეთ.

თავი 3. რადიოსიგნალის მილევა და მისი გამომწვევი მიზეზები

რადიოტალღები - ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომლის ტალღის


სიგრძეებიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ინფრაწითელ გამოსხივებაზე
უფრო გრძელია. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე და
შესაბამისი ტალღის სიგრძე 100 კილომეტრიდან 1 მილიმეტრამდე [16-17].
როგორც ყველა სხვა ელექტრომაგნიტური ტალღა, რადიოტალღებიც
სინათლის სიჩქარით ვრცელდება. რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს
წარმოადგენს ელვა და ასტრონომიული ობიექტები.

3.1. რადიოსიგნალების გავრცელება ატმოსფეროში

ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება სტაციონარული და


მობილური რადიოკავშირისთვის, რადიომაუწყელობისთვის, რადიოლოკაციებისა და
სხვა.
რადიოსიგნალების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვაგვარად ვრცელდება
დედამიწის ატმოსფეროში: გრძელ ტალღებს დედამიწის ნაწილის დაფარვა შეუძლიათ
თანმიმდევრულად უფრო მოკლე ტალღებს შეუძლიათ იონოსფეროდან არეკლვა და
15
მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო კიდევ უფრო მოკლე სიგრძის რადიოტალღები
იდრიკება ან ირეკლება ძალიან სუსტად და ვრცელდება პირდაპირი ხედვის
საზღვრებში [16]
ელექტრომაგნიტური ველის დონის შემცირება (მილევა) განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია რადიოტალღური მოწყობილობების სიმძლავრის შემცირებისა და
ენერგიის ეკონომიისა, მცირე დანახარჯისათვის და ხარისხიანი მომსახურების
უზრუნველყოფისათვის.

მეტეოროლოგიური პარამეტრები (P,T,e) და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები


მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რადიოსიგნალების გარდატეხის კოეფიციენტის
ცვლილებაზე. წარმოიქმნება მიწისპირა ჰაერის ფენები არაერთგვაროვანი
დიელექტრიკული განვლადობით, რაც იწვევს რადიოსიგნალების გავრცელების
პირობების არაპროგნოზირებად ცვლილებას. მეცნიერული კვლევის შედეგად
დადგენილია, რომ ატმოსფეროში გარდატეხის კოეფიციენტის (N) ცვლილება
დამოკიდებულია (P,T) პარამეტრებზე, ფიზიკურ-გეოგრაფიულ, მეტეოროლოგიურ და
კლიმატურ პირობებზე. სინოტივის გაზრდა და ტემპერატურის შემცირება იწვევს
გარდატეხის კოეფიციენტის გაზრდას. შავი ზღვის სანაპიროზე აღინიშნება
გარდატეხის კოეფიციენტის მკვეთრი შემცირება სიმაღლის მიხედვით.

რადიოსიგნალების გავრცელება მოცემულ დიაპაზონში, რომლებზეც გარემოს


გარე ფაქტორები (კერძოდ, ტემპერატურულ ცვლილებაზე) ახდენს გავლენას, იწვევს
ველის პარამეტრების ცვლილებას, რაც თავის მხრივ მოქმედებს რადიოდაფარვის
რეგიონის მოსახლეობის მომსახურეობაზე. ასეთი თავისებურებები განსაკუთრებით
შეიმჩნევა გაზაფხულის სეზონზე, როცა ტემპერატურა მკვეთრად იწევს 10-15
გრადუსით და ზაფხულის პერიოდში, როცა ტემპერატურა სტაბილდება 35-40
გრადუსის ფარგლებში. თეორიულად, ზემოთმოყვანილი მოვლენის მიზეზი
მდგომარეობს ინტერფერენციული პროცესების გაძლიერებაში იმ რაიონებისთვის,
სადაც კავშირის ხარისხი იყო სტაბილური სხვა სეზონებთან შედარებით.
ინტერფერენცია გაზაფხულზე ჩნდება ჰაერის მასების შეღწევადობის დაქვეითების
შედეგად ქსელის სიხშირული განაწილების არათანაბრობით, განსაკუთრებით
ქალაქებში. გაზაფხულის პერიოდში დედამიწის ზედაპირი თბება, ტემპერატურა

16
იწევს მაღალა და იზრდება აორთქლება, შესაბამისად იცვლება საბაზო სადგურების
სექტორებს შორის შეთანხმების ზონის შუალედი.

სიგნალის შთანთქმაზე კლიმატური პირობების გავლენა განპირობებულია


ჰიდრომეტეორული ნაწილაკების ენერგიის გაბნევით. გაბნევის ინტენსივობა
დამოკიდებულია მოცულობის ერთეულში ნაწილაკების რაოდენობაზე, ზომაზე მათ
ელექტრულ თვისებებზე (დამოკიდებულია მათ ტემპერატურაზე და
მდგომარეობაზე).

3.2. რადიოსიგნალზე მოქმედი დამატებითი ფაქტორები

დამატებით მოქმედ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს გაზაფხულზე


რადიოდაკარგვის ზონაში არსებული არეშე ხეების შემოსვლა მწვანე საფარით
(ფოთლებით), რაც აგრეთვე გავლენას ახდენს სატელეკომუნიკაციო მომსახურების
ხარისხზე. ეს პროცესი ცხადია ხდება გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა მკვეთრად
იზრდება და მცირდება 2-4 კვირა, სანამ ფორმირდება ფოთოლი. პერიოდის
ხანგძლივობა მოიცავს 20-40 დღეს. შემდგომში, როცა ხდება დედამიწის ზედაპირის
გათბობა, სიტუაცია სტაბილიზდება. მაგრამ შემდგომი ტემპერატურული ცვლილება
(ზაფხულისთვის 350 – 400) იწვევს ისევ სიხშირული განაწილების დესტაბილიზაციას,
რაც გამოწვეულია თანამედროვე რადიოსისტემებში გარემოს გამტარებლობის
ტემპერატურაზე დამოკიდებულების აღვრიცხვიანობის გაუთვალისწინებლობით [17].

რადიოკავშირის გავრცელების სიშორე იზრდება ზაფხულის პერიოდში.


განსაკუთრებით ველის მილევის დონის შემცირების გამო, განსაკუთრებით 1800 გგჰც
დიაპაზონში. საუბარია მოძრავი რადიოკავშირის სისტემებზე. რადიოკავშირის
შესუსტება ულტრამაღალი სიხშირის (300მგჰც-3გგჰც) დიაპაზონში დამოკიდებულია
აგრეთვე სიგნალის მუშა სიხშირეზე, პირდაპირი ხედვის არსებობაზე, ჟანგბადის
მოლეკულურ შემადგენლობაზე და წყლის ორთქლის არსებობაზე. რადიოტალღების
შთანთქმის დამოკიდებულება ორთქლში და ჟანგბადში 100მგჰც -50გგჰც სიხშირეზე,
გავლენას ახდენს წნევა (ატმოსფერული), ტემპერატურა და ტენიანობა.

რადიოსიგნალების ატმოსფეროში გავრცელებისას სუსტდებიან


ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაწილის დაკარგვის გამო, რომელიც შთაინთქმება და
განიბნევა ჟანგბადისა და წყლის ორთქლის მოლეკულების, ატმოსფეროში ნალექების,
17
მტვრის ნაწილაკებისა და სხვა ატმოსფერული არაერთგვაროვნების გამო. ენერგიის
შესუსტება გამოწვეულია როგორც ტენიანობის გამომწვევი ნაწილაკების შთანთქმით
(განსაკუთრებით ნისლის დროს) ასევე მათი გაბნევის შედეგად (მსხვილი წვეთების
დროს). ენრგიის შესუსტება დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ტალღის სიგრძეზე,
ტენიანობაზე ატმოსფერულ წნევაზე და ელექტრომაგნიტური ენერგიის შთანთქმაზე
და განბნევაზე.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რადიოტალღების მილევა


მცირდება≈3ჯერ, ტემპერატურის 0-დან 400 აწევისას. ხოლო თოვლი და სეტყვა
ინტენსიურ წვიმასთან ერთად გავლენას არ ახდენს ენერგიის შემცირებაზე. შთანთქმა
ჟანგბადში წნევის კვადრატის პროპორციულია და შესაბამისად მცირდება სიმაღლის
ზრდის მიხედვით.

თავი 4. სამუშაოს მიზანი და ექსპერიმენტის მსვლელობა


4.1. ექსპერიმენტული მონაცემის დამუშავების რეგრესიული მეთოდი

რეგრესია ლათინური წარმოშობისაა (regressio - უკუსვლა) და ნიშნავს უკუსვლას,


დაბრუნებას [1]. იგი გამოიყენება ძირითადად მათემატიკურ სტატისტიკაში და
წარმოადგენს მათემატიკურ გამოსახულებას, რომელიც ასახავს დამოუკიდებელი x
ცვლადების დამოკიდებულ y ცვლადთან კავშირს, როცა ეს გამოსახულება

სტატისტიკური ხასიათისაა [15-17]. პირველად იგი გამოიყენა ინგლისელმა


მკვლევარმა ფრანსის გალტონმა (1886) ადამიანის შთამომავლობით ფიზიკური
მახასიათებლების კვლევის შესწავლისას. რეგრესიული არამარტო კავშირის არსებობას
ხსნის, არამედ ამ კავშირის ხასიათსაც ადარებს. ე.ი. წინასწარმეტყველების საშუალება
დამოკიდებული y ცვლადისა x -თან ახალ მიმართებაში, რომელიც არ მონაწილეობდს
ანალიზში.
18
სურ. 4.1 რეგრესიული ანალიზის მრუდები

რეგრესიული ანალიზი ფართოდ გამოიყენება ექსპერიმენტალური მონაცემების


დამუშავებისას, რომელთა ერთობლიობაც წარმოადგენს ნებისმიერ y(x) ფუნქციას [2].
ამ დროს რეგრესიის ამოცანა მდგომარეობს ამ ფუნქციის ისეთი პარამეტრების
მიღებაში, რომელთა ერთობლიობა მიახლოვების ფუნქციის სახეს ქმნის უმცირესი
კვადრატული ცდომილებით (სურ.4.1).

ექსპერიმენტის შედეგები შესაძლებელია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად

𝑦 = 𝑎0 + 𝑎1 𝑥 + 𝑎2 𝑥 2 + ⋯ , + (4.1)

სადაც x-დამოუკიდებელი ცვლადია (ჩვენს შემთხვევაში ტემპერატურა)

y-დამოკიდებული ცვლადია (ჩვენს შემთხვევაში ტენიანობა)

𝒂𝟎 , 𝒂𝟏 და 𝒂𝟐 კოეფიციენტები შერჩეულია ისე, რომ მოცემული განტოლება


ოპტიმალურად ახლოს არის ორიგინალთან. თითოეული 𝑦𝑖 განისაზღვრება
გარკვეული ცდომილებით, რომელსაც ახასიათებენ საშუალო კვადრატული
გადახრით, ანუ

𝑦𝑖 ± 𝑠𝑖

სადაც
19
∑𝑛 ̅−𝑦𝑖 )2
𝑖=1(𝑦
𝑠𝑖 = √ (4.2)
𝑛−1

სადაც 𝑦̅ -ექსპერიმენტის n მონაცემის საშუალო არითმეტიკულია

∑𝑛
𝑖=1 𝑦𝑖
𝑦̅ = (4.3)
𝑛

4.2. წრფივი რეგრესიული ანალიზი

წრფივი რეგრესიული ანალიზისას გამოიყენება შემდეგი ფუნქცია [2]:

𝑦𝑖 = 𝑎𝑥𝑖 + 𝑏 (4.4)

რეგრესიული ანალიზის ამოცანაა 𝑎 და 𝑏 კოეფიციენტების ამ კოეფიციენტების


პოვნა. წრფივ რეგრესიას ხშირად უწოდებენ უმცირესი კვადრატების მეთოდს, რადგან
𝑎 და 𝑏 გამოითვლება |𝑏 + 𝑎𝑥𝑖 − 𝑦𝑖 | (შეცდომის კვადრატების ჯამის მინიმაზაციის)
პირობიდან.

რეგრესიის კოეფიციენტისთვის გვაქვს:

∑(𝑥𝑖 −𝑥̅ )(𝑦𝑖 −𝑦̅)


𝑎= ∑(𝑥𝑖 −𝑥̅ )
(4.5)

𝑏 = 𝑦̅ − 𝑎𝑥,
̅ (4.6)

∑𝑛
𝑖=1 𝑥𝑖
𝑥̅ = (4.7)
𝑛

4.3. ექსპერიმენტი და მიღებული შედეგები

ჩვენი თემის სახელწოდებაა: „სიგნალების დამუშავება-ყოველდღიურ


ცხოვრებაში“. თემის სათაურიდან იკვეთება აქტუალობა, რომელიც ადამიანის
უსაფრთხო და ნაყოფიერ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. სამუშაოს მიზანია:
 ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე რეგრესიული ანალიზის ჩატარება
აჭარის სამ რეგიონში: ქ. ბათუმი, ურეხის დასახლება და სოფელი ხალა;
 რადიოსიგნალის მილევის ხასიათის კვლევის დაგეგმვა სამომავლოდ.

20
ჩავატარეთ დამოუკიდებელი ცდები სამ სხვადასხვა ადგილას (ქ. ბათუმი, სოფ.
ხალა, ურეხის დასახლება. შევარჩიეთ ეს ადგილები კლიმატური პირობების
სხვადასხვაობის გამო.
ტემპერატურული ანათვლების აღება ხდებოდა დილის, შუადღის და საღამოს
საათებში (კერძოდ 800 საათზე, 1200 საათზე და 2000 საათზე). ექსპერიმენტის ჩატარება
დაწყებულ იქნა 13 მარტიდან და გაგრძელდა 22 მაისამდე. სამივე ადგილზე
ტემპერატურაზე დაკვირვება წარმოებდა ერთიდაიგივე დროს. მიღებული
დისკრეტული მნიშვნელობების (სიგნალების) დამუშავება განხორციელდა
პროგრამული უზრუნველყოფით - MathCad 15.0. მიღებული შედეგების საფუძველზე
შესრულდა ანალიზი და გაკეთდა დასკვნები. ამასთან, დაიგეგმა დაკვირვების სამივე
ადგილისათვის სამომავლოდ შესრულდეს რადიოსაგნალების მილევის ხარისხის
განსაზღვრა, რაც სატელეკომუნიკაციო კომპანიების პროვაიდერებისთვის იქნება
სასარგებლო შენაძენი გადაფარვის ზონების გაანგარიშებებისთვის. ასეთი სამუშაო
ჯერჯერობით არ განხორციელებულა აჭარის რეგიონისთვის.
სამუშაოს შესრულებამდე გავეცანით და შევისწავლეთ თეორიული მასალები
სასწავლო კურსიდან ,,ტელეკომუნიკაციის თეორია I’’, კერძოდ ,,ფუნქციის მსგავსების
ხარისხების გაზომვა, რეგრესიული დამოკიდებულება სიგნალებს შორის’’, მოვიძიეთ
მასალები რადიოტალღების ატმოსფეროში გავრცელების, მათი მილევის, შთანთქმისა
და გაბნევის შესახებ. დამატებითი მასალებისათვის ვიყენებდით ინტერნეტ
რესურსებს.
სამუშაოს შესრულება განხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ტემპერატურისა და ტენიანობის მონაცემების აღრიცხვა ბათუმის, ურეხის და ხალის
დასახლებებში დილის-8:00 საათზე, შუადღის-12:00 საათზე და საღამოს-20:00 საათზე;

2. მიღებული მონაცემების მიხედვით ტენიანობის ტემპერატურაზე


დამოკიდებულების ცხრილის შედგენა;

3. რეგრესიული დამოკიდებულების გრაფიკის აგება და რეგრესიული ანალიზის


შესრულება კომპიუტერული უზრუნველყოფით - Mathcad 15.0;

4. ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გაკეთება და სამომავლო


სამუშაოების დაგეგმვა.

21
გავნიხილოთ თითოეული პუნქტი ცალ-ცალკე. როგორც ზემოთ ითქვა,
გაზომვები ტარდებოდა ყოველდღიურად. ექსპერიმენტული კვლევებისთვის
გამოვიყენეთ აღნიშვნები, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული (ცხრილი
1):

ცხრილი 1. ექსპერიმენტული აღნიშვნები

ბათუმი სოფ. ხალა ურეხის დასახლება

დრო ტემპერატურა ტენიანობა ტემპერატურა ტენიანობა ტემპერატურა ტენიანობა


დილა 800 xb1 yb1 xh1 yh1 xu1 yu1
შუადღე 1200 xb2 yb2 xh2 yh2 xu2 yu2
საღამო 2000 xb3 yb3 xh3 yh3 xu3 yu3

ა) შევქმენით მონაცემთა მასივი ამ აღნიშვნებით და შევიტანეთ ცხრილი 2.-ში

ცხრილი 2. ექსპერიმენტული მონაცემები


№ ბათუმი ხალა ურეხი

რიცხვი

თვე
ტემპერატურა ფარდ. ტემპერატურა ფარდ. ტემპერატურა ფარდ.
(t0c) ტენიანობა (t0c) ტენიანობა (t0c) ტენიანობა
(%) (%) (%)
დრო 900 1200 2000 900 12 20 900 1200 20 9 12 20 9 12 20 9 12 20
1 6 10 9 80 75 81 -1 9 3 80 47 64 9 10 8 97 92 99 13 03
2 10 10 9 96 92 94 4 6 8 70 61 63 8 12 11 91 76 81 14 03
3 8 10 10 91 81 88 7 10 8 66 43 65 9 10 9 87 87 93 15 03
4 9 12 7 87 90 94 6 8 5 60 60 72 8 7 6 96 94 87 16 03
5 8 10 6 97 90 91 11 13 9 47 35 50 4 10 10 86 57 76 17 03
6 5 6 8 89 61 73 5 7 6 78 70 74 7 10 8 56 56 77 18 03
7 4 10 8 68 57 70 5 10 13 77 72 60 6 11 9 73 77 86 19 03
8 4 10 9 77 70 87 10 14 11 69 49 43 6 8 8 82 90 90 20 03
9 6 11 6 82 90 80 9 8 7 81 83 89 8 8 7 89 91 97 21 03
10 7 8 7 93 90 91 9 11 8 72 63 70 7 8 7 83 80 85 22 03
11 7 8 7 83 74 88 15 19 12 46 33 66 4 6 5 89 79 85 23 03
12 6 9 6 90 79 89 13 18 10 74 54 82 4 8 6 91 67 90 24 03
13 7 7 6 85 67 90 8 10 5 74 68 81 3 9 5 85 73 93 25 03
14 6 9 6 90 73 93 13 16 21 61 45 70 4 10 7 90 76 89 26 03
15 6 10 7 91 76 89 17 21 14 39 31 31 7 7 6 91 94 93 27 03
16 6 10 5 90 94 93 16 20 15 41 26 46 4 7 6 94 84 79 28 03
17 4 8 6 91 84 79 16 19 9 58 47 53 4 8 8 91 80 71 29 03
18 4 8 8 91 80 71 9 12 6 85 70 85 3 9 7 86 70 78 30 03
19 6 9 7 86 70 78 7 8 7 79 72 83 6 9 8 92 85 90 31 03
20 6 9 6 92 85 90 9 10 13 59 52 68 8 7 8 96 94 92 1 04
21 8 7 7 96 92 92 11 15 10 78 68 70 7 7 7 90 90 94 2 04
22 6 7 9 90 90 94 12 15 12 86 88 89 8 9 7 93 90 91 3 04
23 8 9 10 93 90 91 16 16 7 88 88 89 9 12 9 82 76 89 4 04
22
24 9 12 11 82 76 89 4 9 10 90 76 83 9 12 10 91 81 86 5 04
25 9 12 12 91 81 86 3 7 13 91 45 45 11 15 11 70 73 81 6 04
26 11 15 14 70 73 81 5 10 15 73 42 42 13 13 12 80 81 12 7 04
27 13 13 9 80 81 80 9 12 16 80 68 62 17 19 17 56 47 59 8 04
28 13 15 14 70 60 60 12 12 19 69 69 53 15 17 13 60 61 81 9 04
29 10 12 11 80 75 65 17 20 25 48 32 51 11 18 13 71 59 79 10 04
30 13 16 11 70 65 73 19 23 10 40 31 40 13 16 12 70 56 72 11 04
31 13 15 13 65 60 70 20 20 8 38 38 42 15 17 13 64 50 71 12 04
32 10 13 11 60 65 65 23 27 14 63 34 60 14 22 15 44 83 73 13 04
33 14 14 18 92 93 95 14 11 16 85 90 94 12 16 12 84 97 99 14 04
34 12 12 18 92 93 91 9 9 12 94 94 95 10 12 12 97 94 94 15 04
35 13 15 14 92 90 89 10 12 13 93 90 93 8 10 11 98 75 91 16 04
36 18 21 16 65 68 71 15 19 16 69 69 74 8 12 9 97 80 80 17 04
37 17 19 19 71 77 93 14 17 20 77 77 93 8 11 10 90 71 90 18 04
38 15 18 23 88 83 91 12 15 25 87 84 94 8 10 8 81 84 86 19 04
39 17 21 26 62 64 62 16 18 26 60 66 71 7 10 9 92 85 84 20 04
40 20 26 28 36 41 58 21 24 27 41 42 72 9 9 9 93 84 88 21 04
41 23 30 28 47 36 45 20 28 17 48 31 46 8 11 7 90 63 93 22 04
42 22 29 19 48 44 60 23 26 17 50 44 61 12 13 10 79 71 60 23 04
43 25 29 19 60 58 61 15 27 20 62 55 54 9 14 9 73 78 84 24 04
44 17 21 22 90 79 94 16 18 20 91 77 94 14 13 12 72 93 88 25 04
45 18 21 22 81 72 81 19 19 19 81 74 83 12 12 12 91 93 95 26 04
46 21 25 23 63 58 70 21 22 21 66 58 72 13 14 11 92 90 94 27 04
47 24 24 24 64 49 61 19 23 20 65 46 56 17 16 17 65 65 89 28 04

ბ) გამოვითვალეთ რეგრესიის ზემოთმოყვანილიკოეფიციენტები ჩვენს კონკრეტულ


შემთხვევაში, გამოვიყენეთ ჩაშენებული ფუნქციის სახეობები: „intercept (vx,vy)“ და
“slope(vx,v
y)”.
რეგრესიის კოეფიციენტები დაკვირვების ობიექტებზე
მონაცემებ
დრო ბათუმი ხალა ურეხი

დილა 8 00 a1=-1,48 b1=95,82 a1΄=-1,52 b1΄=87,61 a1΄΄=-1,94 b1΄΄=100,56
შევიტანე
შუადღე 1200 a2=-1,61 b2=96,85 a2΄=-1,36 b2΄=80,07 a2΄΄=-2,34 b2΄΄=103,29 თ
საღამო 2000 a3=-1,25 b3=95,22 a3΄=-0,17 b3΄=67,56 a3΄΄=-0,682 b3΄΄=91,32 ცხრილი
3-ში.

ცხრილი 3. რეგრესიის კოეფიციენტები დაკვირვების ობიექტებზე

23
ბ) რეგრესიული მრუდის ასაგებად მოცემული კოეფიციენტებით შევადგინეთ
რეგრესიის განტოლება შესაბამისად ყველა დაკვირვების ობიექტისათვის. შედეგები

რეგრესიის განტოლებები შევიტანეთ ცხრილი

დრო ბათუმი ხალა ურეხი 4-ში

დილა 800 𝑓𝑏1 = 𝑎1𝑡 + 𝑏1 𝑓b1΄ = a1΄t + b1΄ fb1΄ = a1΄΄ + b1΄΄

შუადღე 1200 𝑓b2 = a2t + b2 𝑓b2΄ = a2΄t + b2΄ fb2΄ = a2΄΄ + b2΄΄

საღამო 2000 𝑓b3 = a3t + b2 fb3΄ = a3΄ + b3΄ fb3΄΄ = a3΄΄ + b3΄΄

ცხრილი 4. რეგრესიის განტოლებები

გ) შესრულებული გამოთვლების საფუძველზე ავაგეთ დამოკიდებულების გრაფიკები


ზემოთმოყვანილ კონკრეტულ შემთხვევებში, კერძოდ, სამივე ობიექტისათვის ავიღეთ
დილის, შუადღის და საღამოს მონაცემები (წყვილ-წყვილად ორი ობიექტი). მაგ:
ბათუმი (დილა) - ურეხი (დილა), ბათუმი (შუადღე) - ურეხი (შუადღე) და ა.შ.
გრაფიკები ავაგეთ დღის სამი პერიოდისათვის: დილა - 8:00 საათი, შუადღე-12:00,
საღამო-20:00 საათი (სურ. 4.2).

24
25
სურ.4.2. ტემპერატურის ტენიანობაზე დამოკიდებულება: ბათუმი-ხალა, ხალა-ურეხი, ბათუმი-ურეხი

დ) ავაგეთ რეგრესიული დამოკიდებულების გრაფიკები სხვადასხვა შემთხვევებში,


ამისათვის თავდაპირველად განვსაზღვრეთ რეგრესიის კოეფიციენტები (4.4-4.7)
განტოლებების საფუძველზე), ხოლო შემდეგ შევადგინეთ რეგრესიის განტოლებები
სამივე შემთხვევისათვის (სურ.4.3)

26
სურ.4.3. რეგრესიის კოეფიციენტები და განტოლებები: ბათუმი, ხალა, ურეხი.

მიღებული მონაცემებით ავაგეთრეგრესიის მრუდები დაკვირვების


სამივე ობიექტისათვის ცალცალკე. კერძოდ, ბათუმი (დილა, შუადღე, საღამო -
ერთ გრაფიკზე), ხალა და ურეხი ანალოგიურად (სურ. 4.3)

27
სურ 4.4. რეგრესიის მრუდები: ბათუმი, ხალა, ურეხი დღის სხვადასხვა პერიოდში

ე) ავაგეთ რეგრესიული დამოკიდებულების გრაფიკები სამივე ობიექტისათვის


დილის, შუადღის და საღამოს მონაცემებით შესაბამისად. მაგ: ბათუმი, ხალა, ურეხი
(დილა); ბათუმი, ხალა, ურეხი (შუადღე); ბათუმი, ხალა, ურეხი (საღამო) (სურ.4.4)

28
სურ.4.5. რეგრესიის მრუდები დღის პერიოდის მიხედვით სამივე ობიექტისთვის: დილით, შუადღეს და
საღამოს

5.1. ექსპერიმენტული შედეგების ანალიზი და დასკვნა

სამუშაოს შემდეგი ეტაპი ითვალისწინებდა რეგრესიული დამოკიდებულების


საჭირო ანათვლებისა და ანალიზის ჩატარებას.
ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებისას
აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის ტენიანობაზე დამოკიდებულების გრაფიკებიდან
სწორი ანალიზის შესაძლებლობა მოკლებული იყო საღ აზრს. სურ. 4.1.-დან ჩანს, რომ
ტემპერატურის ტენიანობაზე გრაფიკული დამოკიდებულებები დაკვირვების
სხვადასხვა ადგილმდებარეობისათვის არ ასახავს მკაფიოდ მოვლენათა დინამიკას.
ადგილი აქვს მონაცემების გრაფიკული ასახვისას გადაფარვებს (სვეტური
დიაგრამები). მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ ანალიზისთვის ასეთი მიდგომა არ
იქნებოდა გამართლებული (სვეტების გადაფარვების გამო სურ.4.1-ზე), ამიტომ
გადავწყვიტეთ გვესარგებლა სიგნალების დამუშავების რეგრესიული მეთოდით.

რეგრესიული მეთოდი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა


სიგნალების შესწავლისას. შედეგებმა გვიჩვენა, რომ გაზაფხულის პერიოდში (მარტი-
აპრილი-მაისი) დაკვირვების სამივე ადგილას შეიმჩნევა ტენიანობის დაბალი დონე
დილით და შუადღისას, მაშინ როცა საღამოობით მდგომარეობა უმჯობესდება,
განსაკუთრებით ხალასა და ურეხში (სურ. 4.3).

29
დღის პერიოდების მიხედვით შედარებამ გვიჩვენა, რომ დილისა და შუადღის
მონაცემები მსგავსია, ცოტათი განსხვავდება საღამოს მონაცემებისაგან, რაც არ
შეიძლება ითქვას დაკვირვების ადგილების საღამოს ექსპერიმენტულ შედეგებზე.
კერძოდ, ხალისა და ურეხის შემთხვევაში ადგილი აქვს საღამოს პერიოდში
ფარდობითი ტენიანობის შედარებით სტაბილურობას. ეს გამომდინარეობს ამ ორი
ობიექტის (ხალა, ურეხი) კლიმატური პირობების ერთგვაროვნებიდან. ჩვენს მიერ
ჩატარებული გამოთვლების შედეგები აისახება სხვადასხვა ფაქტორებზე. კერძოდ,
ჯანმრთელობის პრობლემებზე (ალერგია, სახსრები და ა.შ.), სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის წარმოებაზე (სასურველია მაისის ბოლოდან დაწყება), თევზჭერის
პროგნოზის განსაზღვრაზე (მაისის შუარიცხვებიდან არის სასურველი) და ა. შ.

დაკვირვების არჩეული ადგილმდებარეობებისთვის სამომავლოდ დასახულ იქნა


საკვლები სამუშაოების ჩატარება რადიოსიგნალის გავცელებისას მისი შესუსტების,
მილევისა და შთანთქმის მიზეზებების შესწავლისათვის. ამ მხრივ თეორიული მასალა
მოვიკვლიეთ და სურვილი გვაქვს აღნიშნულ ობიექტებზე მოვახდინოთ სიგნალების
კვლევა და ანალიზი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:


 შესწავლილ იქნა ტემპერატურის ტენიანობაზე დამოკიდებულების ხასიათი
აჭარის რეგიონის სამ ადგილზე: ქ. ბათუმი, სოფ. ხალა და ურეხის დასახლება.
 განსაზღვრულ იქნა რეგრესიის კოეფიციენტები დაკვირვების ადგილებისათვის
და დაიწერა რეგრესიის განტოლებები;
 დაკვირვების სამივე ადგილისათვის აიგო დამოკიდებულების გრაფიკები,
რეგრესიის მრუდები სხვადასხვა შემთხვევებში;
 დაისახა სამომავლო ამოცანები სატელეკომუნიკაციო სივრცეში
რადიოსიგნალების კვლევის თაობაზე აღნიშნულ ობიექტებზე.
დაბოლოს, რეგრესიული მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს სიგნალის
აღმწერი ფუნქციების რაციონალურად გამოსახვაში და სიგნალების ურთერთქმედების
შეფასებაში

30
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მ. ჩხარტიშვილი, ნ. ჭედია. სასწავლო კურსის რიდერი „ტელეკომუნიკაციის თეორია
I“, ბსუ, ბათუმი, 2018.
2. А. Н. Гайдадин, С. А. Ефремова, Н. Н. Бакумова. ПРИМЕНЕНИЕ
РЕГРЕСИОННОГО АНАЛИЗА В ТЕХНОЛОГИЧЕСКИХ РАСЧЕТАХ.
Волгоградский государственный технический университет, Волгоград. 2008
3.https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%8
3%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

4.http://conference.ens2015.tsu.ge/uploads/54cd2ba6a69f5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1
%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%A3_20
15.pdf

5. https://www.osp.ru/lan/2003/12/138371/
6. http://studopedya.ru/1-38927.html
7.http://studopedya.ru/1-38929.html
8.http://sernam.ru/lect_matlab.php?id=14
9.http://life-prog.ru/view_zam.php?id=54
10.http://www.cyberforum.ru/matlab/thread758031.html
11.http://xn----itbabpc0acaivro5j.xn--p1ai/Matlab-postroit-grafik-118.html
12.http://go.mail.ru/search?q=3D%20%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D0%BA
%20%D1%84%D1%83%D0%BD%D0%BA%D1%86%D0%B8%D0%B8%20Matlab&gp=821575
&frc=821575
13.http://globaluridatboba-160.blogspot.ru/2010/12/blog-post_4936.html
14. www.aversi.ge/cnobari/615
15. https://sainteresoinformaciebi.wordpress.com/
16.https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%B5%D0%B3%D1%80%D0%B5%D1%81%D1%81%D0%B
8%D1%8F_(%D0%BC%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%BC%D0%B0%D1%82%D0%B8%D0%BA%D0%B0)
17. https://neurohive.io/ru/osnovy-data-science/linejnaja-regressija/

31

You might also like