Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

თარიღი: 06.01.

2021

სტუდენტის გვარი, სახელი: მარიამ საჯაია

სპეციალობა: ფარმაცია

საგანი: ლათინური ფარმაცევტული ტერმინოლოგიით

საგნის ხელმძღვანელი: ეკატერინე დოლბაია

1.შემოხაზეთ ყველა სწორი პასუხი:

დიფთონგები გამოყენებულია სიტყვებში:

ა) diaeta;

ბ) Aloe”;

გ) oedema;

დ) aeger;

ე) ae’’r;

ვ) apnoe’’.

2. შემოხაზეთ ყველა სწორი პასუხი:

დიგრაფები გამოყენებულია სიტყვებში:

ა) brachium;

ბ) cilium;

გ) lympha;

დ) cerebrum;

ე) thorax;

ვ) lac;

ზ) rhombus;

თ) profundus.

3. ასო c იკითხება როგორც ,,კ’’ სიტყვაში

ა) cerebrum;

ბ) cito;

გ) columna;

დ) cilium.

4. s იკითხება როგორც ,,ზ’’ სიტყვაში

ა) fossa;

ბ) ansa;
გ) glossa;

დ) axis.

5. შემოხაზეთ ყველა სწორი პასუხი:

y მართლწერა სწორადაა გამოყენებული:

ა) Tetracyclinum;

ბ) atryum;

გ) Anysum;

დ) Oxsygenium;

ე) Hydrogrnium;

ვ) vytrum.

6. ქვემოთ ჩამოთვლილი არსებითი სახელები დაწერეთ ნათესაობით ბრუნვაში:

Nom. sing Gen.sing

ა) Mentha Menthae

ბ) musulus Musuli

გ) tuber lubris

დ) Liquor liquoris

ე) Quercus querci

7. აწარმოეთ შედარებითი ხარისხის ზედსართავი სახელები:

ა) ongus-ongua

ბ) ruber-rubra-rubrum

გ) brevis-breve

დ) celer-celerior

ე) fesix-felicis

8. ზედსართავი სახელიდან აწარმოეთ ზმნიზედა:

ა) paris_pariter
ბ) felicis_feliciter

გ) potent_potenter

დ) citis_cito

ე) simplicis-simpliciter

9. თარგმნეთ ლათინურ ენაზე

ა) რძემჟავა___Lacteolus acid

ბ) ლიმონმჟავა_citric acidum

გ) ძმარმჟავა__Acidum acetic

დ) გოგირდმჟავა__Acidum Sulphuratus

ე) აზოტმჟავა__acidum nitricum

10. ჩამოთვალეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

ა) present timbe active voice of indicative mood singular form.-

ახლანდელი დროის მოქმედებითი გვარის თხრობითი კილოს

მხოლობითი რიცხვის პირველი პირი.

ბ)_past time active voice of indicative mood singular form -,წარსული

დროის მოქმედებითი გვარის თხრობითი კილოს მხოლობითი

რიცხვის პირველი პირი.

გ)_supinum სუპიმუმი - audit-um-for listening.

დ)__infi nitive –ინფინიტივი.

11. თემა: ლათინური ენის განვითარების ისტორია

ლათინური ენის განვითარებაში გამოჰყოფენ შემდეგ პერიოდებს:

არქაული (ძვ. წ. VII - II სს.), რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი პროცესებით


ფონეტიკაში (ხმოვანთა რედუქცია, დიფთონგთა მონოფთონგიზაცია, როტაციზმი და სხვ.),
მორფოლოგიასა (ბუნებისა და უღლების სისტემათა ჩამოყალიბება) და სინტაქსში
(თანწყობის - პარატაქსის სიჭარბე). ძვ. წ. III საუკუნიდან ლათინური ენა გავრცელდა
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. რომის მიერ კართაგენის, მაკედონიისა და საბერძნეთის
დაპყრობის შემდეგ ბერძნული დამწერლობის ძლიერი გავლენით დაიწყო რომაული
ეროვნული ლიტერატურის აღმოცენება-განვითარება, ე.წ. "მაღალ" სამწერლობო სტილთა
ჩამოყალიბება. ამ დროის გამორჩეული მწერლები იყვნენ: პლავტუსი, ტერენციუსი და
კატონი უფროსი.

კლასიკური ლათინური ენის პერიოდი (ძვ. წ. I საუკუნე), რომელსაც "ოქროს ლათინურის


ხანასაც" უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის
პერიოდია. ლათინური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე
დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები როგორც ენის
განვითარების სრულიად გარკვეული ტენდეცია; რთული წინადადების სინტაქსი
მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს
დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურ ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას
მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ
ითვლებოდა ციცერონის ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში
ნორმად აღიარეს ვერგილიუსის ენა. ამ დროს მოღვაწე მწერალთა და პოეტთა შორის
აღსანიშნავია აგრეთვე იულიუს კეისარი, ოვიდიუსი და ჰორაციუსი.

ადრეული იმპერიის ეპოქის ანუ "ვერცხლის ლათინურის" პერიოდში (ახ. წ. I - II სს.)


სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერლებისათვის
ენისათვის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში
იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია. ამ დროს მოღვაწეობდნენ:
ტაციტუსი, იუვენალი, მარციალი, პეტრონიუსი, აპულეუსი.

გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ "გვიანდელი ლათინური ენის" პერიოდში (II - V სს.)
სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ
ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს
შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის
სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია
სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში
დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ
წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს.
ამ პერიოდის მწერლები არიან: ამიანე მარცელინუსი და ქრისტიანი ავტორები.

შუა საუკუნის ეპოქაში (V - XV სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ


სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნის მანძილზე დასავლეთ
ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტ. ენა იყო. V საუკუნიდან ამ
ენაზე შეიქმნა ე. წ. ლათინური ლიტერატურა - შუა საუკუნის საეკლესიო და საერო
მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის
ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხურ
ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული
ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო
ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას
(XIV - XVI სს.). ამ დროის პროგრესული წარმომადგენლები (ტომას მორი, ერაზმ
როტერდამელი, ჯორდანო ბრუნო, ტომაზო კამპანელა, ნიკოლოზ კოპერნიკი და სხვ.)
ლათინურ ენაზე წერდნენ.

XVII - XVIII საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა


მეცნიერებით, კათოლიკური ეკლესიითა და დიპლომატიით - ლათინურ ენაზე წერდნენ
შრომებს დეკარტი, გასენდი, სპინოზა, ბეკონი, ნიუტონი, ლაიბნიცი, ლომონოსოვი,
ეილერი და სხვა.

You might also like