Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

მილენა მკოიან (პ/ნ 07001051079)

თსუ - ფინალური გამოცდა - მედიასამართალი

სერგი ჯორბენაძე - 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

საგაზაფხულო ფინალურ გამოცდაზე სტუდენტს მიეცემა ორი თეორიული საკითხი,


ორი ღია კითხვა და ერთი კაზუსი.

გამოცდის ხანგრძლივობა: სამი საათი.

ნაშრომი სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს გამოცდის დღის 14:00


საათისა.

ნაშრომი იგზავნება შემდეგ ელ. ფოსტაზე: sergi.jorbenadze@tsu.ge ან LMS-ზე.

თითოეული თეორიული საკითხი - 10 ქულა (ჯამში 20 ქულა).

თითოეული ღია კითხვა - 5 ქულა (ჯამში 10 ქულა).

ერთი კაზუსი - 10 ქულა (ჯამში 10 ქულა).

თეორიული საკითხი

1. კომერციული რეკლამის სამართლებრივი განმარტება, არასათანადო


რეკლამის სახეები და დეფინიცია (თეორიული საკითხი - 10 ქულა).
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვვპუნქტის
მიხედვით, კომერციული რეკლამა არის: „საფასურის ან სხვა ეკონომიკური
სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის,
მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი
საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია
პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული
პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და
წამოწყების რელიზაციის ხელშეწყობას“.
ზემოაღნიშნული დეფინიციის მიხედვით, კომერციული რეკლამის
კრიტერიუმებია: ა)რეკლამით გადაცემული ინფორმაცია ნებისმიერი
საშუალებით გავრცელებულია შესაბამის საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე,
იდეაზე, წამოწყებაზე; ბ)რეკლამა მიმართულია პირთა განუსაზღვრელ წრეზე;
გ)რეკლამით გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება ფიზიკური/იურიდიული
პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და
შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის იდეისა და წამოწყების რეალიზაციის
ხელშეწყობას.
რეკლამით გადმოცემული ინფორმაციის შინაარსი
ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება გავიგოთ როგორც ნებისმიერი საჯარო
განცხადება ან პოზიციის დაფიქსირება. რეკლამა ემსახურება განსაზღვრული
სამუშაოს შესრულებას, რომლისთვისაც სამოქალაქო კოდექსის 758-ე მუხლის I
ნაწილის მიხედვით აუცილებელია პრიზის გადაცემა.
პირთა განუსაზღვრელი წრე
პირთა განუსაზღვრელი წრე მოიაზრებს, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა
თვალი ადევნოს სამაუწყებლო რეკლამას და ისარგებლოს რეკლამირებული
საქონლით.
ფიზიკური/იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი
ინტერესის ფორმირება და შენარჩუნება, აგრეთვე საქონლის იდეისა და
წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობა
კომერციული რეკლამის მიზანი და არსი რეკლამის დამკვეთის იდეის
რეალიზებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს ინტერესი
კონკრეტული საქონლის მიმართ, და შემდგომში შენარჩუნდეს კიდეც ეს
ინტერესი.
კომერციული რეკლამის სახეებია:
1)ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამა, რომელიც განიმარტება შემდეგნაირად:
„რეკლამა, რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი
სასმელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს,
ალკოჰოლიანი სასმელის, მისი ტარის, მოხმარების პროცესის ან მასთან
დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას“;
2)მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა, რომელიც განიმარტება
შემდეგნაირად: „ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, რომლის შემადგენლობაში
სპირტის შემცველობა აღემატება 14%-ს“;
3)თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, რომელიც არის: „– თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი
მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და
საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს
აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის,
მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული
ქმედების დემონსტრირება“;
4)სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა, რომელიც არის: „რეკლამა,
რომელიც შეიცავს იმ პროდუქციის დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება
სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, სექსუალური
დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი
სამედიცინო ნაწარმისა“;
5)ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა, რომელიც განიმარტება როგორც:
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ასევე ნებისმიერი ფორმითა და
საშუალებით გავრცელებული მასალა ან/და ქმედება, რომლის მიზანია ამ
ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა“;
6)ჩვილ ბავშთა ხელოვნური კვების რეკლამა: „აკრძალულია ჩვილ ბავშვთა
ხელოვნური კვების პროდუქტების (გარდა დამატებითი საკვებისა), საწოვრიანი
ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა“; კანონი არ
აკონკრეტებს თუ რა არის ე.წ. დამატებითი საკვები, თუმცა მედიცინის მიერ
ასეთად აღიარებულია: ფაფა, ხილფაფა, ჩაი, ორცხობილა და სხვ.;
7)იარაღის რეკლამა- „რეკლამის შესახებ“ კანონის მიხედვით: „აკრძალულია
საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის,
სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური
ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა
შესაბამისი ორგანო.“, ყველა სახის იარაღში მოიაზრება მაგალითად სანადირო,
სპორტული და ა.შ.;
8)ფასიანი ქაღალდების რეკლამა: “ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და
განთავსების შესახებ რეკლამის გავრცელების მიზანია ინფორმატიულობა.
ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიწოდება ხდება მხოლოდ მათი ემისიის
პროსპექტის მეშვეობით”; ამასთან, ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და
მიწოდება მხოლოდ მათი ემისიის პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს.
ემისიის პროექტი - „წერილობითი შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი
საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად
შეთავაზება“ – „ფაზიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-12 მ-ის მე-12 პუნქტი.
არასათანადო რეკლამა „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2
ნაწილის მიხედვით, ეს არის „არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო,
არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია
მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“.
არასათანადო რეკლამის სახეებია:
1)არაკეთილსინდისიერი რეკლამა, რომელიც „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3
მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის: „რეკლამა, რომელიც შეიცავს
რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის,
ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ
რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა
მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით
შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების
შესახებ“.
2)არასარწმუნო რეკლამა, რომელიც „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3
მუხლისის მე-4 ნაწილის მიხედვით არის: „რეკლამა, რომელიც შეიცავს
სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის
თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის, წესის, თარიღის,
დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების,
სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის,
რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით
მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის
გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი
პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო
ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა,
გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების, ოფიციალური აღიარების (მადლობის,
პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და
გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის
შესახებ“
3)არაეთიკური რეკლამა, რომელიც „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი
მე-5 ნაწილის მიხედვით, არის: „რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა
ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის,
რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ
შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს
საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს
ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების
ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო
სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს
ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს,
მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს“.
4) შეცდომაში შემყვანი რეკლამა, რომელიც „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3
მუხლის მე-6 ნაილის მიხედვით არის: „რეკლამა, რომლის მეშვეობითაც
რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს)
განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია
დააზიანოს კონკურენტი“.
5)შედარებითი რეკლამა, რომელიც რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის
მე-61
ნაწილის მიხედვით არის: „რეკლამა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად
მიუთითებს კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც
შეთავაზებულია კონკურენტის მიერ“.

2. წინასაარჩევნო კამპანიის სამართლებრივი მოწესრიგება მედიაში


(თეორიული საკითხი - 10 ქულა).
ტელევიზიის როლი წინასაარჩევნო პერიოდში უდიდესია. არსებობს მოსაზრება,
რომლის მიხედვითაც, „ტელევიზია აქვეითებს საკუთარი პუბლიკის უნარს,
შეიქმნას ობიექტური წარმოდგენა რეალური პოლიტიკური მოცემულობის
შესახებ. შესაძლებელია ამომრჩეველს მიეწოდოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო
ინფორმაცია მედიის საშუალებით, მაგრამ საარჩევნო სუბიექტმა ამომრჩეველი
შესაძლოა სწორედ იმ კონკრეტული ინფორმაციის ჭრილში დააფიქროს. მედიის
მეშვეობით, შეიძლება პირმა საარჩევნო პირს მისცეს ხმა ისე, რომ საერთოდ
არც იცნობდეს მას და მის საარჩევნო პროგრამას.
საარჩევნო სუბიექტები მედიაში ხშირად გამოჩენის მიზნით, სპეციალურ
ქმედებებსაც ახორციელებენ, მაგალითად, ატარებენ პრესკონფერენციებს,
ხვდებიან ამომრჩევლებს და სხვა, სადაც მოსახლეობას აცნობენ თავიანთ
სამომავლო გეგმებსა და მიზნებს. არჩევნების ჩატარება დემოკრატიული
საზოგადოების უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს, ამიტომ ყურადღება უნდა
მიექცეს იმ პრინციპებს რაც არჩევნებს უკავშირდება, ესენია: საყოველთაო
საარჩევნო პრინციპი, თანასწორობის საარჩევნო პრინციპი, პირდაპირი
საარჩევნო პრინციპი, არჩევნების ფარულობა და თავისუფალი არჩევნების
პრინციპი.
საყოველთაო საარჩევნო პრინციპი - ნებისმიერ პირს აქტიური ხმის უფლება
აქვს. თუ საარჩევნო სიების დროს შესაბამის სტრუქტურას გამორჩა
ამომრჩეველი და არ შეიყვანა საარჩევნო სიაში, მედია საშუალებას აქვს
აბსოლუტური უფლება მსგავსი სახის ინფორმაცია გაასაჯაროვოს, რითაც
უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას.
თანასწორობის საარჩევნო პრინციპი - ამომრჩეველსაც და კანდიდატსაც
არჩევნებზე თანაბარი ზემოქმედების შესაძლებლობა გააჩნიათ. თუ ამ პრინციპის
შეზღუდვას ექნება ადგილი, ერთი მხრივ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია
ინფორმაციის გასაჯაროვება, მეორე მხრივ კი მედია საშუალების დახმარებით
მოსახლეობას გადაეცემა აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია.
პირდაპირი საარჩევნო პრინიცპი - მოსახლეობის შესაძლებლობა, არჩევნებში
უშუალო მონაწილეობით აირჩიოს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები
დელეგატის გარეშე.
არჩევნების ფარულობის პრინციპი - არავის აქვს უფლება, მოიპოვოს
ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა. ამ
პრინციპის დარღვევა არ იქნება თუ ჟურნალისტი პირს ჰკითხავს იმის შესახებ,
თუ ვინ აირჩია არჩევნებზე, ხოლო თუ პასუხად უარს მიიღებს, მას ეკრძალება
აღნიშნულზე ინფორმაცია თავად მოიძიოს და მესამე პირთათვის
ხელმისაწვდომი გახადოს იგი.
თავისუფალი არჩევნების პრინციპი - აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირი
თავად წყვეტს მივიდეს თუ არა არჩევნებზე და დააფიქსიროს თუ არა საკუთარი
პოზიცია.
თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობას იღებდეს
მედია საშუალება როგორც ერთგვარი მაკონტროლებელი რგოლი, ხოლო თუ
რომელიმე პრინციპი დაირღვევა უნდა გაავრცელოს ამის შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული უფლების შეზღუდვა მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევა ან
თავისუფლების უფლების შელახვა იქნებოდა.
საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვვეპუნქტის მიხედვით,
კენჭისყრის შენობაში დასწრების უფლებამოსილებით პრესისადა მასობრივი
ინფორმაციის ის საშუალებები სარგებლობენ, რომელთაც გავლილი აქვთ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაცია.მედია ამ დროს
გვევლინება როგორც ინფორმაციის გამავრცელებლად, ასევე დამკვირვებლად.
მედია საშუალებებს არჩევნების ობიექტურად გაშუქების ვალდებულება
გააჩნიათ. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლისის I ნაწილით,
გათვალისწინებულია, რომ მედია საშუალებებმა უნდა დაიცვან
სამართლიანობის დამიუკერძოებლობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს
მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის გაშუქებას თავისუფალს თავისი
შეხედულებისა და გრძნობებისგან.
საქართველოს კანონის „მაუწყებლის შესახებ“ 54-ე მუხლის I ნაწილის
მიხედვით, განსაზღვრულია, რომ „მაუწყებლები ვალდებულნი არიან,
უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის
მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება“. წინააღმდეგ
შემთხვევაში, არაობიექტური ინფორმაცია მაყურებელს შეცდომაში შეიყვანს.
ამავე მუხლისის II ნაწილით კი დაუშვებელია დისკრიმინაცია. ასეთი დათქმა არ
არის მედია საშუალების უფლებაში ჩარევას, კონსტიტუციით მინიჭებული
გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. კონსტიტუციით მედია
საშუალება თავისუფალია საარჩევნო მასალის შერჩევაში, ის სახელმწიფოს არ
უთანხმდება გასაშუქებელ საკითხებს, ხოლო ამგვარი დანაწესი კი ემსახურება
სხვათა უფლებების დაცვას.
ინფორმაციის მიუკერძოებლად გაშუქების ვალდებულება აკისრიათ მაუწყებლებს
მაუწყებელთა ქცევის კოდექსით.დასახელებული პრინციპით, მაუწყებელი
ვალდებულია ინფორმაცია ისეთი სახით გადასცეს, რომ დაიცვას კონკრეტულად
მომხდარი ფაქტი. გარდა მიუკერძოებლობისა, აუცილებელია
გავითვალისწინოთ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლისის V ნაწილის დათქმა,
კერძოდ: „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის
დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის
გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო
მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა“.
ასევე საყურადღებოა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის I ნაწილის, რომლის
მიხედვით, „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60
დღით ადრე“. რაც შეეხება მაუწყებლის ვალდებულებას, ეს განისაზღვრება
საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლისის V, VI და VI1 ნ-ებ-ით რომლის მიხედვითაც,
„საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი
მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი
გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3
საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი
წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო
სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს
(საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ
შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ
დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის“.
„საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას
საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან
თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო
რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და
არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით,
რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო
დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო
რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ
გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის“.
„მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული
მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო
რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში“.
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება მხოლოდ სამაუწყებლო
სფეროთი არ შემოიფარგლება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მ-ით
განსაზღვრულია გაზეთის, როგორც ბეჭდური მედიის, ერთ-ერთი საშუალების
ვალდებულებაზე წინასაარჩევნო პერიოდში. ამ მხრივ ბეჭდური მედიის ორი
ძირითადი სახე გამოიყოფა: ა)გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური
ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ბ)გაზეთები, რომლებიც ფინანსდება
დამფუძნებლის მიერ. პირველი სახის შემთხვევაში, მკაცრადაა განსაზღვრული
გაზეთის ის ფართობი, რაც უნდა დაეთმოს საარჩევნო სუბიექტს. ამასთან, როცა
საქმე გვაქვს მეორე სახის გაზეთთან, მას ამგვარი ვალდებულება არ გააჩნია.
მაუწყებელს აკისრია ვალდებულება გააშუქოს დებატები, თუ იგი გადაწყვეტს
საკუთარ ტელეეთერში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას. საზოგადოებრივ
მაუწყებელზე, სათემო მაუწყებელზე და საერთო მაუწყებლობის მქონე ლიცენზიის
ეროვნულ მაუწყებელზე ვრცელდება ვალდებულება, რომ დებატებში
აუცილებელია მონაწილეობდნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ხოლო
რაც შეეხება სპეციალიზებულ ან ადგილობრივ მაუწყებელს, ასეთ შემთხვევაში
კანონის მიხედვით, ნებადართულია დებატებში მონაწილეობა მიიღონ ისეთმა
პირებმაც, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს.
ღია კითხვა
1. როგორ განმარტავთ კიბერდანაშაულს და რას ითვალისწინებს
საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით (ღია კითხვა - 5 ქულა).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე,
285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც
და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული
სისტემის გამოყენებით. მაგალითად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო
შეღწევა (284), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან
დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომიუტერული მონაცემის
უნებართვო დაზიანება (286) და სხვ. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს
დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში
უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას
(სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).დღესდღეობით კიბერდანაშაულის საკმაოდ
გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტ თაღლითობა/ქურდობა, კომპიუტერულ
სისტემასთან უნებართვო წვდომა,კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის
უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერ დამნაშავეები ძირითადად იყენებენ
სპამის მეთოდებს და სხვადასხვა მავნე პროგრამებს. კიბერდანაშაულის მზარდი
სტატისტიკა განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი
ცნობიერებით.ინტერნეტ სივრცეშიც ხდება ისეთი დანაშაულები, როგორიცაა
ქურდობა. ელექტრონული შესყიდვებისა და ელექტრონული ბანკინგის
მეშვეობით, კიბერდამნაშავეებს წვდომა მისცეს სხვა პირთა ქონებისა და
ფინანსებისადმი. მათ შეუძლიათ მოიპარონ პირის საბანკო მონაცემები,
დააზიანონ სხვა პირის ინფორმაცია ან პროგრამა.საქართველოში
კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის
კოდექსი ,რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს
კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში
უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის
უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული
სისტემის ხელყოფა.კიბერ სივრცეს არ გააჩნია საზღვრები. კიბერდანაშაულთან
ბრძოლის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის
კიბერსივრცეში გამართულ ფუნქციონირებას,ელექტრონული ტრანზაქციების
უსაფრთხო განხორციელებასა და ქვეყანაში ეკონომიკისა და
ბიზნესის შეუფერხებელ განვითარებას.

2. რას ნიშნავს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი (თვითრეგულიების


კომისია)? (ღია კითხვა - 5 ქულა).
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია თვითრეგულირების
მექანიზმი,რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი გამოვლინებას იმ
წესისა,რომელსაც მაუწყებლობა ემორჩილება . აღნიშნულის გულისხმობს დავის
გადაწყვეტის ალტერნატიულ წყაროს და მაუწყებლის შიგნით არსეუბული
კონკრეტული პირის მიერ გაერთიანების შესახებ აწესებს,რომ ეს უნდა მოხდეს
მაუწყებელთა თანამშრომლების მხრიდან.ამავე წესის მიხედვით კონკრეტულ
თანამშრომელს უნდა გააჩნდეს შემდეგში იმის შესაძლებლობა ,რომ განიხილოს
ესა თუ ის შემოსული საჩივრი,რომელიც გადაეცემა თვითრეგულირების კომისიას
ან თავიდანვე ამ კომისიაში შემოვა.ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილია ,რომ აღნიშნული საჩივრის შეტანის ვადა არის ათი დღე მას
შემდეგ,რაც მას განათავსებენ.კომისია აუცილებლად ვალდებულოა განიხილოს
და ნახოს რამდენადაა დარღვეული ზოგადი პრინციპეპი და მათზე
დაქვემდებარებული ნორმები.ამასთანავე,უნდა აღინიშნოს,რომ ეს მექანიზმი იმ
გარკვეული ეთიკურ-მორალური პრინციპების დაცვის გამო, რომლებიც
მიღებულია,სჯელობს ფაქტების უარყოფასა და განსაზღვრაზე ,რომლებიც ამავე
პრინციპებს ეწინააღმდეგება და არის თუნდაც არც ისე მძიმე ხასიათის
მატარებელი.შესაძლოა განიხილოს ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა
უბრალოდ სიტყვებისა და ფაქტობრივი ინფორმაციის დარღვევა.
მაგალითად,როცა საქმე ეხება კონკრეტულად 153-ე სკოლას, ხოლო ნასხენები
სიუჟეტში არის 154-ე სკოლა. ასეთ დროს კომისია წარადგენს ათი დრის ვადას
რომ თვითრეგულირების სისტემაზე დაყრდნობით შეიცვალოს სიუჟეტში
დარყვევა და გამოსწორდეს მითითებულ ვადაში თვითრეგულირების მექანიზმს
გააჩნია სააპელაციო ორგანო,რომელიც აღარ უნდა იყოს მაუწყებელთა
თანამშრომლებით დაკომპლექტებული და სააპელაციო ორგანოში გასაჩივრების
წესი ასევე 21 დღიანი ვადის ფარგლებში,მოცემულია მაუწყებელთა ქცევის
კოდექსში. ანუ ეს ნიშნავს,რომ თვითრეგულირების მექანიზმის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში უნდა იქნეს გასაჩივრებული.ესეც რა თქმა
უნდა ალტერნატიული საშუალებაა.

კაზუსი — 10 ქულა

ტელემაუწყებელ „თანამედროვეობაზე“ გადიოდა მხოლოდ შემეცნებითი სახის


გადაცემები. შესაბამისად, კომერციული რეკლამის მიწოდებაც არ იყო დიდი
რაოდენობის მატარებელი. „თანამედროვეობამ“ გააკეთა გადაცემა „2100
წელი“, რომელშიც აღწერდა იმ შესაძლო მოვლენებს, რაც კაცობრიობას
დაახლოებით, 80 წლის შემდეგ ელოდა. ამ გადაცემამ დიდი პოპულარობა
მოუტანა „თანამედროვეობას“. თითოეული სარეკლამო დრო (კანონმდებლობის
მიხედვით, განთავსების პროპორციულად) შეივსო და შესყიდულ იქნა
სხვადასხვა დამკვეთისგან. მეტიც, არსებული მოწესრიგების გამო, იგი
ფიზიკურად ვერ ახერხებდა ახალი დამკვეთის დაკმაყოფილებას და
ხელშეკრულებას სამომავლო განთავსებაზე (ორი ან სამი თვით გვიან) დებდა.

„თანამედროვეობის“ პოპულარობა არ დარჩენილა შეუმჩნეველი


არასამთავრობო სექტორში. ამ უკანასკნელთ როდესაც შეადგინეს რეიტინგი,
ნახეს, რომ პოლიტიკური გადაცემების შემდეგ, სწორედ „2100 წელი“ იკავებდა
რეიტინგში პირველ ადგილს. თავის მხრივ, სპეციალიზებულ მაუწყებელთა
შორის, „თანამედროვეობა“ უპირობო ლიდერი იყო.

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჯანმრთელი მომავალი ქართველ


ერს“ დაამზადა სოციალური რეკლამა, რომელშიც მოწოდება იყო
მოსახლეობაზე, არ დაებინძურებინათ გარემო. თავისი სახელწოდებისა და
„თანამედროვეობის“ რეიტინგის გათვალისწინებით, მან სოციალური რეკლამა
მიიტანა სწორედ დასახელებულ სპეციალიზებულ ტელემაუწყებელზე.

ტელემაუწყებლის დირექტორმა წუხილი გამოთქვა იმ ფაქტთან მიმართებით,


რომ გადატვირთული სამაუწყებლო ბადის გათვალისწინებით, იგი
შესაძლებლობას იყო მოკლებული, განეთავსებინა სოციალური რეკლამა
მომდევნო ორი თვის მანძილზე. მეტიც, კომერციულ რეკლამაზეც კი ვერ
ამბობდა თანხმობას.

ორგანიზაციამ „ჯანმრთელი მომავალი ქართველ ერს“ ტელემაუწყებელს


განუცხადა, რომ მიუხედავად ბადეში არსებული გადატვირთულობისა, იგი
ვალდებული იყო, გამოენახა მისთვის დრო. თუნდაც, ბადიდან ამოეღო
კომერციული რეკლამა და სხვა დროზე გადაენაწილებინა იგი.
„თანამედროვეობის“ განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, დაარღვევდა
ხელშეკრულებას კომერციული რეკლამის დამკვეთთან. ორგანიზაციამ
„ჯანმრთელი მომავალი ქართველ ერს“, გადაწყვიტა, რომ მიმართოს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

შეკითხვა: რამდენად მართებულია ტელემაუწყებლის პოზიცია და რა ზომა


შეიძლება გაატაროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ?
ამოხსნა
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქს სპეციალიზებული
8-
მაუწყებელი,მაუწყებლის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ჰ ქვეპუნქტის თანახმად
სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და
საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით
მაუწყებლობა.კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე უნდა შევეხოთ კომერციულ
რეკლამას ,რომელიც მუცემულია „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის „ნ“ ქვვპუნქტის მიხედვით, კომერციული რეკლამა არის: „საფასურის ან სხვა
ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის,
საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი
საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია
პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული
პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და
წამოწყების რელიზაციის ხელშეწყობას“.რაც შეეხება სოციალურ მედიას
რეკლამის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანამად სოციალური რეკლამა –
საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ,
მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის
ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც
წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.მაუწყებლის შესახებ კანონის 65-ე მუხლის 1-
ლი ნაწილის თანახმდ მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით
წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად
დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.მაუწყებლის შესახებ კანონის მე-141
მუხლის მე -5 თანახმად კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას
კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, სამაუწყებლო სასწავლო-
საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნის, სოციალური რეკლამის დამზადების
დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი
ღონისძიებების ორგანიზების გზით.მაუწყებლის შესახებ კანონის 65-ე მუხლის
პირველი ნაწლის თანახმად უნდა გაუშვას სოციალური რეკლამა.აქვე ყურადღება
უნდა გავამახვილოთ იმაზე,რომ თითოეული სარეკლამო დრო, კანონდმებლობის
მიხედვით, განთავსების პროპორცოულად შეევსოო მან როგორც კომერიული ისე
სოციალური რეკლამა განათავსა და დრო აღარ ჰქონდა .ასევე შეუძლია
დაავალდებულოს რეკლამის გაშვებაზე, ან სანქცია დააკისროს და უკიდურეს
შემთხვევაში შეუჩეროს ლიცენზია.ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
მაუწყებლის პოზიცია სორია,ვინაიდა ამბობს რომ გადანაწილებული
ჰქონდა,მიუხედავად ამისა უნდა გადაამოწმოს კომისიამ მისი ნათქვამი და მართლა
იცავდა თუ არა ნოემებს.

You might also like