მარიამ ნოზაძე ready

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

საქართველო მარიამ ნოზაძის წინააღმდეგ

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი

საქართველო მარიამ ნოზაძის წინააღმდეგ

2017 წლის 15 სექტემბერს 13:50 წუთზე, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ზარი


დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე.ზარი განახორციელა მოქალაქე
თამარ აბაშიძემ, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ თბილისში,
ჭავჭავაძის ქუჩა N34 ადამიანის მკვლელობის თაობაზე. საქართველოს მთავარი
პროკურატურის მიერ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

2017 წლის 16 სექტემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა მარიამ ნოზაძეს თავისი მეგობრის,
ეკა ლაბაძის განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი დამამძიემებელ გარემოებებში. კერძოდ,
მკვლელობა ანგარებით, ჩადენილი მათსავე სამუშაო ოფისში, ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის
ქუჩა N34_ში.
ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის
მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
მარიამ ნოზაძე, ნინო კაპანაძე, თამარ აბაშიძე და აწ უკვე გარდაცვლილი ეკა ლაბაძე ფლობენ
საერთაშორისო სასტუმროების ქსელს „ლუმოსი”, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს
თბილისში, ჭავჭავაძის 34 ნომერში მე-5 სართულზე. 2017 წლის 15 სექტემბერს ოთხივე
მათგანი ერთად მიდის ოფისში, ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ, რომელიც მათ ავიაკომპანია
„air travel“- თან უნდა გაეფორმებინათ. დაახლოებით 13:30 საათზე მარიამ ნოზაძე, ნინო
კაპანაძე და თამარ აბაშიძე დროებით გადიან ოფისიდან, ეკა ლაბაძე - რჩება ოფისში. უკან
დაბრუნებულებს ოფისში ხვდებათ მოკლული ეკა ლაბაძე და მის გვამთან დაჩოქილი მარიამ
ნოზაძე.

ბრალდების მოწმეები: ნინო კაპანაძე, საბა აფხაზავა, ილია ჯანხოთელი,


დაცვის მოწმეები : თამარ აბაშიძე, ნიკა გეგუჩაძე, ბრალდებული - მარიამ ნოზაძე

მტკიცებულების სახით, საქმეს, ასევე თან ერთვის ვიდეო ჩანაწერი

მხარეები სადაოდ არ ხდიან და თანხმდებიან შემდეგ ფაქტებზე:

1. ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა მარიამ ნოზაძის ხელებზე დენთის კვალის


არსებობა.
2.დენთის კვალი ეკა ლაბაძეს აღენიშნება გულ-მკერდის არეში.
3. მარიამ ნოზაძის ქურთუკის მარჯვენა მკლავის მანჟეტზე აღენიშნებოდა სისხლის ლაქები,
რომელიც აღმოჩნდა II ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეკა ლაბაძეს ჰქონდა II ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი.

4. ეკა ლაბაძის გულ-მკერდის არედან ამოღებული ერთი ტყვია გასროლილია იმ იარაღიდან,


რომელიც პოლიციამ იპოვა „ლუმოსის“ ოფისში.
5. ოფისიდან ამოღებული იარაღის კვლევით დადგინდა, რომ იგი მიეკუთვნება ქართული
წარმოების იარაღის ტიპს, რომელსაც „მორიელი“ ეწოდება. იგი გათვლილია 9x17 მმ
კალიბრის ვაზნების გამოყენებისთვის, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე
ნაკლებია, რაც აადვილებს მაყუჩის გამოყენებით ხმის შემცირებას...

6. ეკა ლაბაძის სიკვდილის უშუალო მიზეზია, გულ-მკერდის არეში, შემავალი ტყვიის მიერ
გულის კუნთის დაზიანება. გასროლა ნაწარმოებია გვამიდან 3-4 მეტრის დაშორებით.

7. დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იარაღზე არსებული სამი სხვადასხვა


თითის ანაბეჭდიდან ერთი ეკუთვნის საბა აფხაზავას, ერთი - ნინო კაპანაძეს, და ერთი -
მარიამ ნოზაძეს. ანაბეჭდებს შორის რომელია უფრო ახალი ექსპერტიზის შედეგად ვერ
დადგინდა.

8. ვიდეო ჩანაწერში არსებული ხმების ფონოსკოპიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ


ჩანაწერში მოსაუბრე ადამიანების ხმები მარიამ ნოზაძესა და ეკა ლაბაძეს ეკუთვნის.

ანგარიში დანაშაულებრივ ქმედებაზე


მომზადებულია: კაპიტანი ილია ჯანხოთელი(5წლიანი სტაჟი)

2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 13:50 წუთზე, ოპერატორმა გადმომცა შეტყობინება,


რომ ჭავჭავაძის ქუჩა N34-ში მომხდარი იყო მკვლელობა. მე დაუყოვნებლივ გავემართე
შემთხვევის ადგილზე. როდესაც აღნიშნულ მისამართზე გამოვცხადდი , შემთხვევის
ადგილზე მარიამ ნოზაძე, ნინო კაპანაძე, თამარ აბაშიძე, დაცვის თანამშრომელი ნიკა
გეგუჩძე და გვერდითა ოფისების რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. მე გამოვიძახე
დამხმარე ძალები. ოფისში შესვლისთანავე დავინახე იატაკზე დაგდებული გვამი. გვამი
ეკუთვნოდა ახალგაზრდა ქალბატონს, როგორც შემდეგში გაირკვა იყო ეკა ლაბაძე. გვამის
გარშემო აღინიშნებოდა ჭრილობიდან გამომავალი სისხლი. მე არ შემიმოწმებია იგი
ცოცხალი იყო თუ არა, ვინაიდან გვამს გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა დიდი ჭრილობა
და მივხვდი, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იქნებოდა. როგორც მოგახსენეთ,
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თანამშრომლები. მე ვუბრძანე ყველას, რომ არ
შეხებოდნენ არაფერს და დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი. ამ დროს ჩემი
განყოფილებიდან მოვიდნენ დამხმარე ძალები და კრიმინალისტები და მეც მათთან ერთად
უზრუნველვყავი, რომ შემთხვევის ადგილიდან გასულიყო ყველა და რომ კრიმინალისტებს
დაეწყოთ მუშაობა. მარიამ ნოზაძეს ხელებზე და მარჯვენა მკლავის მანჟეტზე აღენიშნებოდა
სისხლის ლაქები. მე მას დაუყოვნებლივ წარვუდგინე ბრალი და ვუთხარი, რომ დაკავებული
იყო სსკ -ის 108 მუხლის საფუძველზე. ( თუმცა საქმის გარემოებების გარკვევის შემდეგ, საქმე
გადაკვალიფიცირდა და 109 მუხლით გაგრძელდა გამოძიება). ამასთანავე მე ჩავიწერე ოთხი
პოტენციური მოწმის სახელი და გვარი, ისინი გადავიყვანე პოლიციის განყოფილებაში
დასაკითხად. შემდეგ კი დავბრუნდი შემთხვევის ადგილას, რათა მეთვალყურეობა გამეწია
მტკიცებულებათა მოძიებისა და ამოღებისათვის.

დავათვალიერე კომპანია „ლუმოსის“ ოფისი. გვამი იმყოფებოდა ოფისის შესასვლელიდან 5-6


მეტრის დაშორებით, გვამის გარშებო, იატაკზე, შეიმჩნეოდა ჭრილობიდან გამომავალი
სისხლის ნაჟღენთები. გვამის გვერდით, მარჯვენა ხელთან ეგდო მაყუჩიანი, ნახევრად
ავტომატური პისტოლეტი „მორიელი“. შემთხვევაზე დანიშნულმა ბალისტიკურმა
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული მასრა გასროლილია
სწორედ ამ იარაღიდან. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გასროლა ნაწაემოებია
მარჯვენა მხრიდან, გვამიდან 3-4 მეტრის მანძილიდან. (მოცემულ ადგილას მდებარეობს
ნინო კაპანაძის კაბინეტი). ასევე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ იარაღი ნინო კაპანაძის
პაბინეტში არსებულ სეიფში ინახებოდა.

მოწმეთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა კიდევ ერთი პოტენციური მოწმე, საბა


აფხაზავა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მოწმის, ნინო კაპანაძის მეუღლე. სწორედ მას
ეკუთვნის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი. ვინაიდან საბა აფხაზავა
იმყოფებოდა ქალაქგარეთ, განყოფილებაში მეორე დღეს, 16 სექტემბერს გამოცხადდა
დასაკითხად. საბა აფხაზავას დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ის იარაღების
მოყვარულია და აღნიშნული იარაღი გატაცების გამო შეიძინა და დაარეგისტრირა შენახვის
უფლებით.

ნინო კაპანაძის ჩვენება:

მე ვარ ნინო კაპანაძე, 27 წლის, დავიბადე ქალაქ თბილისში, 1990 წლის 26 აგვისტოს, ვარ
კომპანია „ლუმოსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე კომპანიის იურისტი. მყავს
მეუღლე, საბა აფხაზავა და ერთი მცირეწლოვანი შვილი. ვცხოვრობ ნუცუბიძის ქუჩა 9ა-ში.
2015 წლის 7 სექტემბერს მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ საერთაშორისო სასტუმროების
ქსელი „ლუმოსი“, სადაც თაკოს და მარიამს თანაბარი, 25%იანი წილი ჰქონდათ, ეკას
ყველაზე მეტი - 30%, ხოლო მე 20%, იმ სიტყვიერი შეთანხმებით, რომ დროთა განმავლობაში
ეკა მე მომყიდიდა იმ 5%საც, რის შემდეგაც ჩვენ თანაბარი წილის მფლობელები
ვიქნებოდით. სწორედ ამის გამო დაგვეძაბა ბოლო პერიოდში ურთიერთობა მე და
ეკას,რადგან წლები გავიდა და როდესაც მე დათქმული შეთანხმება შევახსენე და ჩემი 5%-ის
გამოსყიდვა მოვინდომე, მან რატომღაც უარი მითხრა. რამდენიმეჯერ ვიკამათეთ კიდეც. ამ
ამბებში გოგოებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, მარიამი და თაკო თავდაპირველად მე
მხარს მიჭერდნენ, თუმცა მოულოდნელად მარიამმა განაცხადა, რომ ეს „ზეპირი დათქმა“ და
ამ საკითხზე კამათი საერთოდ უაზრობა იყო და ამ საკითხში ჩარევა აღარ უნდოდა.
სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რატომ მოიქცა მარიამი ასე, ეს ფაქტი გამიკვირდა
იმიტომ რომ როდესაც ჩემთან მარტო რჩებოდა, მუდმივად ეკას ლანძღვაში იყო და
შესაბამისად მის ამ დავიდან გასვლას არ ველოდი. შემდგომ ვიფიქრე, რომ მას უფრო მეტად
აღარ უნდოდა ეკასთან ურთიერთობის გაფუჭება, რადგან უკვე ისედაც საკმაოდ დაძაბული
ურთიერთობა ჰქონდათ დიდი რაოდენობით თანხის დანაკარგის გამო. ამაზე ეკა, როგორც
აღმასრულებელი დირექტორი,პასუხს მარიამს სთხოვდა, რადგან სწორედ ის იყო ჩვენი
ფინანსური დირექტორი. ამასთან დაკავშირებით ისინი ხშირად კამათობდნენ და ერთხელ,
მარიამის ახალ აგარაკზე ყოფნისას, ეკა მარიამს პოლიციის საქმეში ჩარევითაც კი დაემუქრა.
ეს მეც მოგვიანებით გავიგე, როდესაც ჩემს ტელეფონში აღმოვაჩინე შემთხვევით
გადაღებული ვიდეო, სადაც მათი ყვირილი ისმოდა.
2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე ოფისში ოთხივენი ერთად მივიდეთ,
ახალ კონტრაქტზე სასაუბრად. ოფისში დაახლოებით ოცი წუთი გავატარეთ. შემდეგ მე
დამირეკა საბამ, ჩემმა მეუღლემ, და მთხოვა ქვემოთ, პარკინგზე ჩასვლა,რადგან იმ დღეს იგი
მივლინებაში მიდიოდა და ჩემთვის სახლის გასაღები უნდა დაეტოვებინა. როდესაც ვთქვი,
რომ ქვემოთ ჩავდიოდი, მარიამმა თქვა, რომ სანამ სეიფიდან აიღებდა საბუთებს ბარემ
აფთიაქში გავიდოდა, ხოლო თაკომ საბასთან ჩაყოლა შემომთავაზა. ეკა ოფისში დარჩა.
ლიფტთან სამივენი ერთად მივედით, მარიამი აფთიაქისკენ წავიდა, ხოლო თაკომ, შუა გზაში
მითხრა, რომ დისშვილისთვის სურდა საჩუქრის ყიდვა და საბავშვო მაღაზიაში წავიდოდა. მე
დავთანხმდი და საბასთან ჩავედი,გასაღები გამოვართვი, და დაახლოებით 25 წუთში უკან
ამოვბრუნდი და დავურეკე თაკოს, რომ თუ ოფისში არ იყო ჯერ ასული, ლიფტთან
შემხვედროდა და ბარემ ერთად წავსულიყავით. თაკო ლიფტთან დამხვდა და ერთა შევედით
ოფისში.
შიგნით შესვლისთანავე, დავინახეთ იატაკზე დაგდებული ეკა და მარიამი, რომელიც მასთან
დაჩოქილი იყო. თაკო მაშინვე მას მივარდა, შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ
112-ში დარეკა. თაკო ხმამაღლა ყვიროდა, რაზეც ოფისში დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი
შემოვარდა. ვადასტურებ, რომ მკვლელობის იარაღი ნამდვილად ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა,
სრულიად კანონიერად, შენახვის უფლებით. სანამ სახლისთვის საჭირო სეიფს
დავამზადებინებდით, სახლში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იარაღის ქონას, ვამჯობინეთ
იგი ოფისში შეგვენახა, სადაც სეიფი გვქონდა.

კითვაზე გპასუხობთ, რომ ერთ-ერთი მეწილის გარდაცვალების შემთხვევაში, წილების


განაწილების თაობაზე არსებობს სპეციალური დათქმა, რაც გულისხმობს,რომ სხვა
დანარჩენი მეწილეები ვსარგებლობდით კომპანიის წილების უპირატესი შესყიდვის
უფლებით.

კითხვაზე გპასუხობთ, რომ აღნიშნული სეიფი სადაც იარაღი ინახებოდა ნამდვილად იყო
ჩემს კაბინეტში, სეიფის გასაღები მქონდა მარტო მე, თუმცა აღნიშნულ დღეს ოფისიდან
გამოსვლამდე მარიამმა მთხოვა, რომ ფინანსური ანგარიშგების გასაკეთებლად სჭირდებოდა
ჩემს სეიფში არსებული ხეშეკრულებები. რაზეც თანხმობა განვუცხადე და გასაღები მივეცი,
რადგან სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მე უნდა ჩავსულიყავი პარკინზე.
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მარიამი გასაღების გამორთმევას იარაღის ასაღებად
აპირებდა.

საბა აფხაზავას ჩვენება

მოგესალმებით. მე ვარ საბა აფხაზავა, 29 წლის. დავიბადე ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩა N10
-ში. ვარ ნინო კაპანაძის მეუღლე და გვყავს მცირეწლოვანი შვილი. მაქვს ღვინის ქარხანა და
ვაწარმოებ ღვინო „Sunwine”-ს. მკვლელობის დღისით, მე ვაპირებდი საქმიან მივლინებაში
წასვლას ყვარელში, სასტუმრო ლოპოტაზე, უცხოელ ინვერსტორებთან შესახვედრად.
შუადღისით, სანამ გავემგზავრებოდი, დავურეკე ნინოს რათა მისთვის სახლის გასაღები
დამეტოვებინა. დაახლოებით 13:20 წუთისთვის მივედი ნინოს სამსახურის ავტოსადგომზე,
და დავურეკე რომ ჩამოსულიყო და გასაღები წაეღო. ნინო მალევე ჩამოვიდა გასაღები მივეცი,
ცოტა ვისაუბრეთ მივლინების და ბავშვის შესახებ. მას ძალიან უნდოდა ლოპოტაზე ჩემთან
და ბავშვთან ერთად წამოსვლა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ახერხებდა და მითხრა, რომ
უახლოეს პერიოდში გამონახავდა დროს და ერთად შევძლებდით წასვლას. დაახლოებით 15
წუთში დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი. წამოსვლიდან დაახლოებით
საათნახევარში დამირეკეს და შემატყობინეს მომხდარის შესახებ, მითხრეს რომ დაკითხვაზე
ვიყავი დაბარებული, რადგან მკვლელობა ჩემს საკუთრებაში არსებული იარაღით იყო
მომხდარი. თუმცა, ვინაიდან ჩემი შეხვედრის გადადება არ შემეძლო, ვუთხარი, რომ მეორე
დღესვე გამოვცხადდებოდი განყოფილებაში რაზეც დამთანხმდნენ.

ვადასტურებ, რომ ნახევრად ავტომატური პისტოლეტი „მორიელი“ ნამდვილად ჩემს


საკუთრებაშია, და მას ვფლობ შენახვის უფლებით. იარაღი ინახებოდა ჩემი მეუღლის
სამსახურში, მისი სამუშაო კაბინეტის სეიფში, რადგანაც ჩვენ მცირეწლოვანი შვილი გვყავს
და იარაღის სახლში შენახვისგან თავი შევიკავეთ, სანამ სეიფს დავამზადებინებდით.
გოგოები დაგვთანხმდნენ და ამაზე ნინომ იხუმრა კიდეც ერთხელ. ოფისში მიტანის შემდეგ
ნინომ იარაღის გამოყენების იმიტაციაც გააკეთა და გოგოებს უთხრა: „არ შეგეშინდეთ, ვინმე
თუ თავს დაგვესხმება, მისი მოგერიება შეგვეძლება“, რაზეც გოგოებს გაეცინათ და მარიამმაც
სთხოვა ნინოს, რომ იარაღის გადატენვა ესწავლებინა. იარაღის სეიფში შენახვის შემდეგ მე
მასთან შეხება აღარ მქონია.

მე ვიცოდი, რომ გოგოებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ სხვადასხვა მიზეზების გამო,


რომლებიც ძირითადად სამსახურს შეეხება, თუმცა ბოლო პერიოდში მეც გავხდი მათი
უთანხმოების მიზეზი (იცინის). მაგრამ სერიოზული არაფერი. რადგან მე და ნინოს გვაქვს
ძალიან კარგი ურთიერთობა ზოგადად ნინო ძალიან მოსიყვარულე დედა და კარგი ცოლია
და ვფიქრობ სამაგალითო ოჯახი ვართ.

რაც შეეხება იარაღს მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ მარიამი მას ასე გამოიყენებდა. თუმცა
ახლა რომ ვიხსენებ ყველაფერს, მარიამი ყოველთვის ნეგატიურად იყო განწყობილი ეკას
მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მას და ეკას დანაკლისის პრობლემა წარმოეშვათ.
რამდენჯერაც ჩვენთან ამოვიდა გოგოების გარეშე, ყოველთვის ეკას ლანძღავდა,
მატერიალისტს უწოდებდა და ამბობდა რომ სამსახური რომ არ ყოფილიყო მასთან
ურთიერთობა აღარ ექნებოდა. თანხის დანაკლისის საკითხი რაც წარმოიშვა მას შემდეგ
მარიამი საერთოდ გამოსული იყო წყობილებიდან, ვინაიდან ეკა პირადად მას სთხოვდა
პასუხს, როგორც კომპანიის ფინანსურ დირექტორს, და მარიამი თვლიდა, რომ გარდა
სამსახურისა ეს ყველაფერი მის პირად ღირსებებს ლახავდა, რადგანაც ეკას თქმით
ყვალეფერი მარიამის ბრალი იყო და მარიამი ფაქტობრივად ქურდი გამოყავდა.

თამარ აბაშიძის ჩვენება


მოგესალმებით, მე ვარ თამარ აბაშიძე, 26 წლის, დავიბადე ქალაქ თბილისში, 1991 წლის 14
თებერვალს. ვცხოვრობ საირმის ქუჩა #4 კორპუსში მე-3 სადარბაზო მე-8 სართული. ვარ
კომპანია „ლუმოსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი 25% წილის მფლობელი და ამავე კომპანიის
პიარ მენეჯრი. ამ ეტაპზე არ ვარ დაოჯახებული. 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით
13:00 საათზე ოფისში ოთხივენი ერთად მივიდეთ, ახალ კონტრაქტზე სასაუბრად. 13:20
საათზე სხვადასხვა მიზეზების გამო მე, ნინო და მარიამი გამოვედით ოფისიდან. მე და ნინო
წავედით ერთად საბასთან შესახვედრად, მაგრამ შემდგომ ვიფიქრე რომ რადგან საბა ოფისში
არ ამოვიდა და ნინოს სთხოვა პარკინგზე შეხვედროდა, შეიძლებოდა რაიმე პირად საკითხზე
სურდა საუბარი და ამიტომაც ნინოს აღარ გავყევი და ვუთხარი რომ ჩავიდოდი საბავშვო
მაღაზიაში ჩემი დისშვილისთვის საჩუქრის საყიდლად. დაახლოებით 15-20 წუთში ნინომ
დამირეკა რომ თუ ჯერ ოფისში არ ვიყავი ასული ლიფტთან შევხვედროდი, მე ვერაფერი
შევარჩიე ამიტომ დავთანხმდი და შევხვდი ნინოს.

როდესაც ოფისში შევედით, ეკა დაგხვდა იატაკზე დაგდებული, დავინახე რომ გულმკერდი
ჰქონდა სისხლით გაჟღენთილი, მასთან იყო მუხლებზე დაჩოქილი მარიამი. მე შოკში
ვიყავი,დავიწყე კივილი რაზეც დაცვის თანამშრომელი შემოვიდა უმალვე შემდგომ ერთი ის
მახსოვს რომ 112 დავრეკე სწრაფადვე და პოლიციელები მალევე მოვიდნმენ თუმცა ეკა უკვე
გარდაცვლილი იყო.

მე ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩვენი მეგობრობა ასე დასრულდებოდა რადგანაც


სტუდენტობიდან მოყოლებული ერთად ვართ და მთელი ამ დროის განმავლობაში ( ბოლო
პერიოდს თუ არ ჩავთვლით) რაიმე დიდი უთანხმოება არ გვქონია. მე არ ვიცი
სინამდვილეში რა მოხდა თუმცა გამოვრიცხავ რომ მარიამს შეეძლო ვინმეს მოკვლა და
მითუმეტეს ეკასი. გაკვირვებული ვარ იმით, რომ ნინო ესე ცალსახად ადანაშაულებს მას და
ჩემთან საუბრისასაც აღნიშნა ეს, რადგანაც არასდროს ისეთი ფაქტი არ გამოვლენილა
რომელიც ნინოს ამ ყველაფრის თქმის საბაბს მისცემდა მარიამზე.

მართალია, მარიამს და ეკას შორის ბოლო პერიოდში არსებობდა დაძაბულობა თანხის


დანაკლისის გამო, მაგრამ ეს არ იყო ისეთი საკითხი რომელსაც მშვიდობიანი თუნდაც
სამართლებრივი გზით ვერ გადავწყვეტდით. მითუმეტეს, რომ ნინოს და ეკასაც არანაკლები
უთანხმოება ჰქონდათ 5% -იანი წილის თაობაზე. თუმცა, ჩემი აზრით, წილზე დავა უფრო
მეტად განპირობებული იყო იმით, რომ ნინოს ეკას მიმართ ასევე პირადი შუღლიც გააჩნდა.
კერძოდ, ის გამუდმებით ეჭვიანობდა ეკაზე, რადგან ნინოს გაცნობამდე საბა და ეკა იყვნენ
შეყვარებულები და ნინოც ეკასგან გაიცნო საბამ. ეკა საბას მალევე დაშორდა, რის შემდეგაც,
საბა და ნინო დაახლოვდნენ, მათი ურთიერთობა მალევე შეუღლებამდეც მივიდა, ეკას ამაზე
პრობლემა თითქოს არ ჰქონია . მე და მარიამს, საბას და ნინოს ურთიერთობა დიდად არ
მოგვწონდა, რადგანაც ვთვლიდით, რომ ნინოს საბასთან ასეთი ურთიერთობა არ უნდა
ჰქონოდა. თუმცა, მათი შეუღლების მერე ამაზე ლაპარაკი აღარ გვქონია. ეს საკითხი
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამწვავდა როდესაც, წილის თაობაზე ერთ-ერთი კამათის
დროს, ეკამ ნინოს წამოაძახა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული არ კმაროდა და ახლა მისი
წილიც უნდოდა და ეკას ხარჯზე იწყობდა ცხოვრებას. რაზეც ნინო განსაკუთრებით
გამოვიდა წყობიდან და ხელით შეხებაც სცადა, მაგრამ მე და მარიამი მაშინვე ჩავერთეთ და
ნინო მოვარიდეთ იქაურობას.

საერთოდ ნინო ისედაც ფეთქებადი ხასიათის პიროვნებაა, ჩვენც გვქონია რამდენჯერმე


საქმესთან დაკავშირებული დავა, ზოგადად ჩვენს ბიზნესში ჩემი და ნინოს ხედვები
არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს და ამის გამო ხშირად გვიწევდა დავა,ზოგადად ნინო
რატომღაც საქმიან ურთიერთობაში ჩვენს დავებს ყოველთვის პირადულს უკავშირებდა,
რატომ არ ვიცი. ასევე ვფქირობ ნინო ეჭვიანობდა ჩემზე და მარიამზე, მარიამს და მე გვაქვს
განსაკუთრებული მეგობრობა და ეს აშკარად შეიმჩნეოდა ჩვენ ოთხში, თუმცა ამაზე
პრობლემა ნინოსგან განსხვავებით ეკას არასდროს ჰქონია.

ნიკა გეგუჩაძის ჩვენება


მოგესალმებით, მე ვარ ნიკა გეგუჩაძე, ვარ 35 წლის, ვცხოვრობ დიღომში, მე-3 კვარტალი, მე-
11 კორპუსში, მე-4 სადარბაზო, მესამე სართული ბინა N14-ში. ვმუშაობ ქალაქ
თბილისში,ჭავჭავძის ქუჩა N34-ში. სავაჭრო და ბიზნეს ცენტრში, სადაც ვარ დაცვის
თანამშრომელი, შემთხვევის დღეს მე ვმორიგეობდი , ჩემი ყურადრება მიიქცია ხმამ,
როდესაც ერთ-ერთი ოფისიდან გავიგონე ქალის კივილი, რა თქმა უნდა, უმალვე შევედი
ოფისში და დამხვდა იატაკზე დაგდებული ქალბატონი, გულ-მკდერში მიყენებული
ჭრილობით, იქ ჩემს გარდა იმყოფებოდნენ 3 ქალბატონი, ერთ-ერთი იყო გარდაცვლილთან
მულხებზე დაჩოქილი, ხოლო ორი ქალბატონი იდგა შესასვლელთანვე ახლოს, როდესაც
დავაპირე პოლიციის გამოძახება, ერთ-ერთმა, სახელი არ მახსოვს, მითხრა რომ უკვე
დარეკილი ჰქონდა. მე გასროლის ხმა არ გამიგია.

მე ამ სამსახურში არც ისე დიდი ხანია ვმუშაობ, სახეზე თითქმის ყველა თანამშრომელს
ვცნობ თუმცა პირადად ამ გოგონებს არ ვიცნობდი. შემთხვევის დღეს დაახლოებით 13:00 ზე
მართლაც შევნიშნე გოგონები, რომლებიც მომესალმდნენ და ოფისში შევიდნენ, სანამ
ოფისიდან ქალის კივილის ხმას გავიგონებდი, რამდენიმე წუთით ადრე მე-3 სართულზე
შემხვდა ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შემდგომში ნინო კაპანაძე აღმოჩნდა, მე მისთვის
ყურადღება არ მიმიქცევია და ავედი მე-5 სართულზე სამორიგეოდ, ასვლიდან 3-4 წუთში
გავიგონე კივილი, როგორც უკვე მოგიყევით.

მარიამ ნოზაძის ჩვენება


გამარჯობა. მე ვარ მარიამ ნოზაძე, 26 წლის, დავიბადე ქალაქ თბილისში, 1991 წლის 12
თებერვალს. ვცხოვრობ დოლიძის ქუჩა N30- ში. ვარ კომპანია „ლუმოსის“ ერთ-ერთი
დამფუძნებელი 25% წილის მფლობელი და ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი.
შემთხვევის დღისით, ჩვენ ოთხივე პარტნიორი (მე, ეკა, ნინო და თამარი) ერთად მივედით
ოფისში, დაახლოებით 13:00 საათზე. დაახლოებით 15-20 წუთში ნინოს დაურეკა მისმა
მეუღლემ რომ ჩასულიყო პარკინგზე სახლის გასაღების მისაცემად, თამარმა უთხრა მას რო
თან გაყვებოდა , ამიტომ გადავწყვიტე რომ ბარემ მეც ჩავსულიყავი აფთიაქში გაციებისთვის
რაიმე წამალის საყიდლად, როდესაც ოფისიდან გავედით ნინო და თამარი პარკინგისკენ
გაემართნენ ხოლო მე მეორე მხარეს წავედი აფთიაქისკენ, აფთიაქში დამხვდა რიგი, ასევე
წამლის შესარჩევადაც დამჭირდა დრო რადგან ვარ ზოგიერთი პრეპარატის მიმართ
ალერგიული, საბოლოოდ შევძელი წამლის ყიდვა, ამ ყველაფრისთვის დაახლოებით 20
წუთი მაინც დამჭირდა, შემდეგ ამოვბრუნდი ოფისისკენ და ვ როდესაც ოფისში შემოვედი
ეკა დამხვდა ძირს დაგდებული გულ-მკერდზე სისხლით, ამ ყველაფრის დანახვისას
მუხლები მომეკვეთა, ძალიან შემეშინდა და სხვა არაფერზე არ მიფიქრია გარდა იმისა რომ
სასწრაფოდ რაიმეთი დავხმარებოდი, ამიტომაც მაშინვე მივვარდი ეკასთან და შევუმოწმე
პულსი როგორც ჩანს გულისცემა უკვე შეჩერებული იყო და პულსიც აღარ ესინჯებოდა,
ვერც წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში ვიყავი როდესაც მივხვდი რომ ეკა შესაძლოა
ცოცხალი აღარ ყოფილიყო, ჩვენ ხომ ფაქტობრივად ოჯახის წევრებივით ვიყავით, ამიტომაც
სანამ აზრზე მოვედი და სასწრაფოს დავურეკავდი, ნინო და თამარი ისე შემოვიდნენ ოფისში
არც გამიგია მხოლოდ თამარის კივილმა გამომაფხიზლა და როდესაც აზრზე მოვედი ხელი
და მანჟეტი რომლითაც პულსი შევამოწმე მქონდა სისხლიანი, შემდეგ ის მახსოვს რომ
მოვიდნენ პოლიციელები და დამაკავეს, თუმცა რატომ და რის გამო არავის არ
დაუკონკრეტებია, მე იმდენად შოკში ვიყავი, არც იარაღი მახსოვს სადმე რომ დამენახა და
არაფერი გარდა იმისა რაც უკვე მოგიყევით.

როგორც ვიცი ჩემი დაკავების ერთ-ერთი მიზეზი არის ის ფაქტი რომ უთანხმოება გვქონდა
საქმესთან დაკავშირებით, რასაც ნამდვილად ვადასტურებ, თუმცა ამის გამო არასდროს
დავუშავებდი მას რამეს, მითუმეტეს სიცოცხლეს ვერ მოვუსწრაფებდი. ჩვენ ხომ ერთად
გავიზარდეთ ფაქტობრივად, ერთად ჩამოვაყალიბედ ჩვენი საერთო საქმე. მე მას დასავით
ვუყურებდი და ოჯახის წევრივით მყავდა. ის კიარა, დანაკლისის ამბავიც თითქმის
მოგვარებული გვქონდა და აღმოვაჩინეთ ყველა თანხა, რაც კომპანიას აკლდა. ამის შესახებ
რაიმე განსაკუთრებული უთანხმოება არ გვქონია და არც არასდროს გვიჩხუბია.

მე გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით რომ დღესდღეობით ნინო ჩემს წინააღმდეგ არის და ამბობს
რომ მე შემეძლო ეკასთვის რაიმე დამეშავებინა. ნინო ზოგადად ძალიან გულში იდებდა
ყველაფერს, ღიზიანდებოდა თამარის და ჩემი ახლო ურთიერთობით, ასევე მას დაძაბული
ურთიერთობა ჰქონდა ეკასთან წილის გამო, რადგანაც ნინოს ჰქონდა ყველაზე ნაკლები, 20%
იანი წილი კომპანიაში და ამის გამო ყოველთვის უმცირესობაში იყო დირექტორთა საბჭოზე,
ფაქტობრივად არასდროს გადიოდა მისი ინიციატივა და ყოველთვის ეკას
გადაწყვეტილებაზეიყო დამოკიდებული კომპანიის ბედი რადგას ეკა 30% იან საკონტროლო
პაკეტს ფლობდა, მე და თამარს მიუხედავად იმისა რომ 25-25% იანი წილები გვქონდა და ეკას
ჩვენზეც მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ამაზე პრეტენზია არასდროს გამოგვითქვამს რადგან
ჩვენი ხედვები ყოველტვის ემთხვეოდა ერთმანეთს, განსხვავებით ნინოსგან რომელიც
ყოველთვის ჯიბრში ედგა ეკას საქმიანთან ერთად პირადი მიზეზების გამოც, როგორც
მოგეხსენებათ ნინოს მეუღლე არის ეკას ყოფილი შეყვარებული საბა რომელიც ნინომ ეკასგან
გაიცნო.

რაც შეეხება იარაღს, მართალია მე და დანარჩენი გოგოებიც ნამდვილად დავთანხმდით მის


შენახვას ჩვენი ოფისის სეიფში გასაგები მიზეზების გამო, თუმცა თქვენს კითხვაზე რომ
ვიცოდი თუარა ამ იარაღის გამოყენება გპასუხობთ რომ არა, ნინოს გარდა ოფისში არავიონ
არ ვიცოდით ამ იარაღის გამოყენება და ნინო ამითი ამაყობდა კიდეც, მე ამ იარაღთან
არანაირი შეხება არ მქონია გარდა პირველი დღისა როდესაც იარარი ოფიში მოიტანეს და
უბრალოდ ინტერესის გამო ნინოს ვთხოვე ხელში დამეჭირა.
კითხვაზე გპასუხობთ, რომ ნინოსთვის მე არ მითქვამს საბუთების შესახებ, რომელიც მის
სეიფში ინახებოდა. პირიქით, ნინომ თავად შემომთავაზა, რომ რადგან თავად ჩადიოდა
თავის მეუღლესთან შესახვედრად, შემეძლო კაბინეტის სეიფიდან საბუთების თავად აღება.
რის შემდგომაც შემომთავაზა გასაღები. პასუხად, ვინაიდან მეც აფთიაქში ჩასვლას
ვაპირებდი, ვუთხარი, რომ საჭირო არ იყო და მობრუნებისას შეგვეძლო ერთად აღება. არ
მიყვარს თუნდაც ჩემი მეგობრის პირად ნივთებში ქექვა.

ასლის გადაღება სასტიკად აკრძალულია. ვიდეო და სტენოგრამა ინახება საქმის შენახვის

ვადით .

სტენოგრამა
დავალების შიფრი: 123456789

რეგისტრაციის ნომერი: 45

გაფორმების თარიღი: 17.09.2017

ფურცლების რაოდენობა: 3

საუბრობენ ქალბატონები:

(ოთახში შემოდის ქალბატონი მარიამ ნოზაძე, შემდგომში მ.ნ. ოთახში მას ხვდება ეკა ლაბაძე,
შემდგომში ე.ლ)

მ.ნ: აუ თამთა აქაა?

ე.ლ: არაა თამთა მარიამ აქ და შემოდი რა, საქმე მაქ შენთან

მ.ნ: ჩემთაან?

ე.ლ: ხო, შენთან

მ.ნ: კაი...

ე.ლ: კაროჩე ძაან მიჭირს რა ამ თემაზე ლაპარაკი...

მ.ნ: რა გინდა?
ე.ლ: და ძაან ტვინი მეღუნება იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რო შედეგამდე ვერ გავალ, მარა
იქნებ რამე გამომივიდეს შენთან ლაპარაკით

მ.ნ: ხო და რატო შემჭამე?! ხო ხედავ რო თავს გარიდებ უკვე რამდენი ხანია, აქაც, ამ
აგარაკზეც არ მინდა რო გელაპარაკო

ე.ლ: ესეიგი ხვდები მარიამ რაზე მინდა ლაპარაკი

მ.ნ: ხო, ვხვდები, იმიტომ რო რაღაცა მოიგონე, რაღაც სისულელე... არ ვიცი მე მაგაზე რაუნდა
გელაპარაკო...

ე.ლ: რაღაცა არ არი... ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა ნახევარ მილიონზე, რომელიც არსად აღარ
არი. ყველა დოკუმენტი გადავქექე, ვაფშე ყველაფერი...

მ.ნ: რატო ქექავ მერე ჩემ საქმეს, ან ვინ გეკითხება?

ე.ლ: იმიტომ რო ყველაფერს მალავ, იმიტომ რო არ გვეუბნები. თუ რამე პრობლემა გაქვს


გვითხარი, მე მითხარი, რო გოგოებამდე არ მივიდეს ეს ამბავი. მე მითხარი, იქნებ გავიგო
რაში დაგჭირდა შენ ნახევარი მილიონი რომელიც ოთხივეს ფული იყო...

მ.ნ: არაფერში არ დამჭირვებია, მითუმეტეს არაფერი არ ამიღია საერთოდ და შენ ჩემს


საქმეებში ნუ იქექები!

ე.ლ: სად წავიდა ის თანხა? შენი საქმე არ არის...

მ.ნ: ეგ არის ჩემი საქმე...

ე.ლ: შენი საქმე როგორ არის ფული, რომელიც ოთხივეს გვეხება?! ფული, რომელიც ოთხივეს
ჯიბეში ნაწილდება.

მ.ნ: სად რას გადავრიცხავ და სად რა გადაირიცხება ეგ არის ჩემი საქმე და შენ ჩემს საქმეებს
ქექავ და ჩემს საქმეებში ყოფ ცხვირს

ე.ლ: მაშინ მითხარი სად არის ის თანხა, რომელიც ოთხ ადამიანზე უნდა გაყოფილიყო და
სინამდვილეში საერთოდ აღარ ჩანს ანგარიშებზე. რა დოკუმენტით გააკეთე, რა გადარიცხვა
გააკეთე ისეთი, რო საერთოდ არსად არაფერი არ ჩანს. თანხა რომელიც მარტო შენი არარის
და ჩვენიც უნდა ყოფილიყო

მ.ნ: ხო და შენ ვერ გაიგებ მაგას სად რა არის და სად რა არი წასული იმიტომ რომ შენ არ იცი
რეალურად რა მოხდა

ე.ლ: აქ თანხაზე არაა ლაპარაკი, აქ იმაზეა ლაპარაკი რო შენ ამას კადრულობ მარიამ. მაშინ
რაღაც გიჭირს. გვითხარი. რა პრობლემა გაქვს და რატო იქცევი ესე?

მ.ნ: სამაგიეროდ შენ იმას კადრულობ რო ჩემს გაკეთებულ საქმეს მიმოწმებ

ე.ლ: რომელ შენს საქმეს გულისხმობ მითარი?


მ.ნ: ჩემს გაკეთებულ საქმეებს. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია მევალება მე და შენ ჩემს
საქმეებს ამოწმებ

ე.ლ: აზრი არ აქ, აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს, აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს. ან მეტყვი სად წავიდა
თანხები, რა გააკეთე... ან არა და სხვა გზა არ მექნება და პოლიციაში დავრეკავ

მ.ნ: რა პოლიციით მემუქრები საერთოდ

ე.ლ: არ გემუქრები...

მ.ნ: არაფრის არ მეშინია...

ე.ლ: არ გემუქრები... სხვა გზას არ მიტოვებ

მ.ნ: არ მეშინია... რაც გინდა ის ქენი...

ე.ლ: არ გემუქრები. სხვა გზას არ მიტოვებ. ოდესღაც გოგოებიც გაიგებენ...

მ.ნ: და შენ მე ვერსად ვერ მიჩივლებ

(მობილურის ზარის ხმა ისმის)

ე.ლ: ოდესღაც გოგოების გაიგებენ...

მ.ნ: ვერსად ვერ მიჩივლებ...

ე.ლ: გიჩივლებ მარიამ სხვა გზა... სხვა გზას არ მიტოვებ

მ.ნ: ეხლა მირეკავენ და აღარ მინდა შენთან ლაპარაკი, თავი...

სპეციალური დანიშნულების მაყუჩიანი პისტოლეტი „მორიელი“ -


დახასიათება:
1. „მორიელი“ — სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“
წარმოებული მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც 2012 წლიდან იხმარებაა და
განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის და დივერსიული
ჯგუფებისთვის უხმაურო სროლისათვის.

2)მისი 9მმ კალიბრის ლუგერის ტყვიები მოთავსებულია მჭიდში, რომელიც იტევს 15


ცალს.

3)დამცავი მექანიზმის გახსნის შემდეგ გადატენისას ტყვია შედის ლულის ხაზინაში.


ამ დროს მექანიზმი მოყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში და სასხლეტის
გამოკვრის შემთხვევაში ტყვია გაიტყორცნება ლულიდან, რის შემდეგაც ლულა
ნაწილობრივ სვლას აგრძელებს უკუცემის ძალით მასრასთან ერთად. შემდგომში იგი
ჩერდება, ხოლო მასრა კი ამოიტყორცნება ინჟექტორის მოქმედებით, რის შემდეგაც
ლულაში შედის ახალი ვაზნა და იარაღი ისევ საბრძოლო მდგომარეობაშია
მოყვანილი.

კალიბრი - 9 მმ

ვაზნა - 9X17 მმ კურცი

სიგრძე - 195 მმ

მჭიდის ტევადობა - 15 ვაზნა

მასა მჭიდით- 1,2 კგ

სროლის ეფექტიანი მანძილი - 25-50 მეტრი

ხმაურის დონე - 95 დეციბალი

სამუშაო პრინციპები: ნახევრად-ავტომატური

მწარმოებელი ქვეყანა - საქართველო

You might also like