Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

პროგრამის დასახელება: მათემატიკა

ფაკულტეტი: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში

მისაღები კონტიგენტი: 50

კოდი NAEC ცნობარში: 0100121

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა 2011


წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის
გასაუმჯობესებლად.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი მათემატიკის ძირთად მიმართულებებსა და


პრაქტიკულ ასპექტს. პროგრამის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა უმაღლესი მათემატიკის
ბაზისს, ფუნდამენტურ ცნებებს, ამოსავალ კონცეფციებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების
ხერხებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
წარმოადგენს მყარ საფუძველს თანამედროვე მეცნიერებებისა, ტექნოლოგიების და სხვა
მრავალი ტექნიკური პროფესიის შესწავლისთვის.

სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი


სასწავლო ლაბორატორიები და კლასები. მათ განკარგულებაშია ფუნდამენტური და
ინტერდისციპლინური მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი, გამოთვლითი ცენტრი და
კომპიუტერული ალგებრული სისტემა – MAXIMA.

პროგრამის მიზანი

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია უმაღლესი მათემატიკის ძირითადი


მიმართულებების შესწავლით, ამოცანებისა და მათი ამოხსნების მეთოდების განზოგადების
გზით მისცეს სტუდენტს პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო ცოდნა.
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ პრაქტიკული ხასიათის პროექტების შექმნა და
განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან უმაღლესი მათემატიკის ფუნდამენტურ


კონცეფციებს, ძირითად ცნებებს, კლასიკურ მათემატიკურ მოდელს, პრინციპებს, თეორიებსა
და მათ შორის არსებულ ორგანულ კავშირებს.
სტუდენტები შეიძენენ ნებისმიერი პროფესიისთვის საჭირო ლოგიკური ამოცანების
ამოხსნის უნარს, შეისწავლიან მათემატიკური მსჯელობის მეთოდებს, არგუმენტებზე
დაყრდნობით ადექვატური დასკვნების გაკეთებას და მათი კომუნიკაციის ხერხებს.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ძირითადი მიმართულებაა მათემატიკური ანალიზის, ალგებრისა და ანალიზური


გეომეტრიის ფუნდამენტების გაცნობა. ალბათობის თეორიების შესწავლა და მონაცემთა
ანალიზისთვის სხვადასხვა თანამედროვე და მოთხოვნადი კომპიუტერული პროგრამის
გამოყენება.

სწავლის შედეგები

 კურსდამთავრებულს ექნება უმაღლესი მათემატიკის ფუნდამენტური კონცეფციების,


ძირითადი მათემატიკური ცნებების, მათ შორის კლასიკური მათემატიკური
მოდელის, პრინციპებისა და თეორიების საბაზო ცოდნა და შეძლებს მათ შორის
არსებული ორგანული კავშირების იდენტიფიცირებას;
 კურსდამთავრებული შეძლებს ამ საბაზო ცოდნის ფარგლებში თეორიული და
პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ამოსახსნელად მათემატიკური მეთოდების
შერჩევასა და გამოყენებას, კლასიკური მათემატიკური მოდელის შესაბამისი
ამოცანების გამოკვლევას;
 კურსდამთავრებულს ექნება დამტკიცებისა და ლოგიკური მათემატიკური
მსჯელობის უნარი მოცემულობების, დაშვებებისა და დასკვნების მკაფიო
იდენტიფიკაციით;
 კურსდამთავრებული შეძლებს პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელებას
წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით;
 კურსდამთავრებული მკაფიოდ და ზუსტად შეძლებს საკუთარი არგუმენტებისა და
დასკვნების კომუნიკაციას (ქართულსა და ინგლისურ ენებზე) სპეციალისტებსა და
არასპეციალისტებთან; ურთიერთობისას დაიცავს აკადემიური
კეთილსინდისიერების პრინციპებს;
 კურსდამთავრებული გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს;
 კურსდამთავრებული შეძლებს საკუთარი სწავლის პროცესის მართვასა და
შესაბამისი რესურსების გამოყენებას.

სწავლის მეთოდები

 ლექცია;
 სემინარი;
 პრაქტიკული მეთოდი;
 დისკუსია/დებატები;
 დემონსტრირების მეთოდი;
 ელექტრონული სწავლების ელემენტები.

დასაქმების შესაძლებლობები
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი მრავალფეროვანი ტექნიკური
მომზადება საშუალებას აძლევს ბაკალავრს, იმუშაოს სრულიად განსხვავებულ სფეროებში,
როგორებიცაა: ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები, სამრეწველო,
საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიები, კომპიუტერული ელექტრონიკის სავაჭრო და
მომსახურების სფერო, კერძო სექტორი, საბანკო და სადაზღვევო კომპანიები, სტატისტიკის
სამსახური, ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებშიც ითხოვენ მათემატიკის და/ან
კომპიუტერული მოდელირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნას.

პროგრამა საუკეთესო მომზადებაა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა


სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა


სტუდენტმა მათემატიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240
კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი

 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60

 ძირითადი (major) პროგრამა  120

 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი


 60
კურსები)   

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები

თუ გსურს ისწავლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და


განათლების ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აირჩიე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური პროგრამების ბლოკი (ინდივიდუალური მიღება) კოდით 0100121 და ჩააბარე
ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჩასაბარებელი გამოცდები წონა რაოდენობა


ქართული ენა და ლიტერატურა
უცხო ენა
მათემატიკა ან ფიზიკა
საკონტაქტო ინფორმაცია

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180) (181) (195)

✉ bte@iliauni.edu.ge

➳ ოთახები: E302, E 305, E303, E405, E403

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

You might also like