Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

“როდესაც არჩევა აუცილებელია და თქვენ მას არ აკეთებთ , - ესეც არჩევაა.

“ William James

VII.3.ტესტები
ედ1.სხვადასხვა წინაღობის გამტარების პარალელური შეერთებისას სრული წინაღობა:
a. მეტია მათ შორის უდიდესზე; b. ტოლია გამტართა წინაღობების საშუალო არითმე-
ტიკულის; g. ნაკლებია მათ შორის უმცირესზე; d. ტოლია ამ წინაღობათა ჯამის.

ედ2.სხვადასხვა წინაღობის ორი ნათურა შეერთებულია პარალელურად. უფრო მეტად


გაანათებს ის ნათურა:
a. რომელზეც მეტი ძაბვაა; b. რომელშიც მეტი დენი გადის;
g. რომელსაც მეტი წინაღობა აქვს; d. ორივე ერთნაირად გაანათებს.

ედ3. როგორ შეიცვლება ამპერმეტრის ჩვენება,


თუ K ჩამრთველს ჩავრთავთ (ძაბვა U მუდმი-
ვია, R1 = 2R2)?
a. გაიზარდა 1.5-ჯერ; b. შემცირდება 1.5-ჯერ; g.
გაიზრდება 2-ჯერ; d. შემცირდება 2-ჯერ.

ედ4. როგორ შეიცვლება ვოლტმეტრის ჩვენება, თუ


K ჩამრთველს ჩავრთავთ (ძაბვა U მუდმივია)?

a. შემცირდება 2-ჯერ; b. გაიზრდება 2-ჯერ;


g. არ შეიცვლება; d. გაიზრდება 4-ჯერ.

ედ5. როგორ შეიცვლება ნათურების სიკაშკაშე, თუ K ჩამ-


რთველს ჩავრთავთ (ძაბვა U მუდმივია)?

a. არ შეიცვლება;
b. I-ის მოიკლებს, II-ის მოიმატებს; g.
I-ის მოიმატებს, II-ის არ შეიცვლება; d.
I-ის მოიმატებს, II ჩაქრება.

ედ6. U1 = 220 ვოლტზე გაანგარიშებული ნათურა ჩართეს U2 = 110 ვ ძაბვის ქსელში.


რამდენჯერ (z=P2 /P1 ?) შეიცვალა ნათურის სიმძლავრე ნომინალურთან შედარებით?
a. 2; b. 4; g. 1/2; d. 1/4.

64-ედ
ედ7. ერთი ნათურა P1 = 100 ვტ სიმძლავრისაა და გათვლილია U1 = 110 ვ ძაბვაზე,
მეორის სიმძლავრეა P2 = 50 ვტ და გათვლილია U2 = 220 ვ ძაბვაზე. ამ ნათურების
წინაღობათა შეფარდება Z= R2/R1 იქნება:
a. 1; b. 4; g. 8; d. 1/8.

ედ8. ორი წრიული განივი კვეთის მქონე ერთი და იგივე ლითონის ღერო შეერთებუ-
ლია მიმდევრობით. მათი დიამეტრების შეფარდება k = D2 / D1 = 2. როგორია მათში
ელექტრონების დრეიფული სიჩქარეების შეფარდება Z = Vd2 / Vd1 ?
a. 1; b. 2; g. 4; d. 0.25.

ედ9.ორი წრიული განივი კვეთის მქონე სხვადასხვა ლითონის ღერო შეერთებულია


მიმდევრობით. მათი კუთრი წინაღობების შეფარდება k = ρ2 / ρ1 = 16. როგორია მათი
დიამეტრების შეფარდება Z = D2 /D1, თუ მათზე გამოყოფილი კუთრი სიმძლავრეები
ერთნაირია?
a. 1; b. 2; g. 0.5; d. 4.

ედ10.μ ძვრადობის ერთეული SI სისტემაში არის:


2 2 2 2
a. მ /ვ.წმ; b. წმ /ვ.მ; g. ვ /მ.წმ; d. ვ.წმ/მ .

ედ11.ორ ლითონის გამტარში თავისუფალი ელექტრონების კონცენტრაციების


შეფარდება k = n1 / n 2 = 2. როგორი იქნება მათი ძვრადობების შეფარდება Z = μ1 / μ2,
თუ მათი კუთრი წინაღობები ტოლია?
a. 1; b. 0.5; g. 2; d. 4.

ედ12.წრედის რომელიღაც კვანძში შემავალი და გამომავალი დენების აბსოლუტური


მნიშვნელობებია: |I1| = 1 ა, |I2| = 2 ა, |I3| = 3 ა. |I4| = 4 ა. მაშინ შემავალი და გამო-მავალი
დენები, შესაბამისად, შეიძლება იყოს:
a. 1,2 და 3.4; b. 1,3 და 2,4; g. 1,4 და 2,3; d. 2,1 და 3,4 .

ედ13.რთული წრედის რომელიღაც ჩაკეტილ უბანზე ჩართულია ორი წინაღობა: R1 = =5


ომი, R2 = 4 ომი. წრედის ამ უბანზე დენის წყარო არაა ჩართული. პირველ გამტარ-ში
გადის I1 = 2 ა დენი. რა I2 დენი გადის მეორე გამტარში?
a. 1.25 ა; b. 0.25 ა; g. 2.5 ა;d. 0.8 ა.

ედ14.აირში დენი გადააქვს:


a. მხოლოდ ელექტრონებს; b. ხვრელებს; g. ელექტრონებს და იონებს;
d. მხოლოდ იონებს.

65-ედ

You might also like