1832 წლის შეთქმულება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

რუსული მმართველობა

საქართველოში . 1832 წლის


შეთქმულება.
რუსეთის ხელისუფლების ინტერესები არ
ითვალისწინებდა იმპერიაში გაერთიანებული
ქვეყნების აზრს , მათ შორის საქართველოსას.
აღსანიშნავია დადებითი ფაქტორებიც, რომლებიც
საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
შესვლამ მოუტანა.
1.მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის მიერ
ოსმალეთთან და ირანთან წარმოებული ომების
შედეგად მოხდა ისტორიული ქართული მიწების
შემოერთება.
2. აღდგა კავშირები ქართულ სამეფო-
სამთავროებთან, ასევე ოსმალების იმპერიაში
შემავალ ქართულ მხარეებს შორის.
3. ქართულ საზოგადოებას მიეცა საშუალება
ევროპის კულტურასთან ზიარებულიყო, შეიქმნა
სასურველი პირობები კულტურის
განვითარებისთვის.

1832 წლის შეთქმულება.(პირველი


ღამის განკარგულება)
1825 წელს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა „
დეკამბრისტას“ ამბოხი ,რომლის მიზანიც მონარქიის
დამხობა იყო ( ამ აჯანყებაში მონაწილეობდა
ქართველნიც : ა. განგებაძე , მ. ბარათაშვილი)
დეკამბრისტას ნაწილი ციმბირში გადაასახლეს.
თბილისში მათ აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ
ქართველ განათლებულ წრეებთან ( ალექსანდრე
ჭავჭავაძე. გრიგოლ ერისთავი, სოლომონ
დოდაშვილი), დეკამბრისტას აჯანყების გარდა დიდი
გავლენა იქონია ქართველ პატრიოტებზე 1830 წლის
საფრანგეთის რევოლუციამ.
ქართულად ითარგმნებოდა რუსი და ევროპელი
მწერლების შემოქმედება, ევროპული
განმანათლებლობის იდეოლოგიამ საფუძველი
დაუდო ქართულ ეროვნულ და სოციალურ
მოძრაობას, ამგვარად ვითარებაში ქართულ
ინტელექტუალურ წრეებში გამოიკვეთა რუსეთის
წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის აუცილებლობა.
20 იან წლებში ქართული თავადაზნაურობის სამი
ჯგუფი გამოიყო :
1.პირველი ჯგუფი ნაადრევად მიიჩნევდა
რუსეთისგან გამოყოფას , და დამოუკიდებელი
სახელმწიფოს შექმნას , რადგანაც კვლავ
არსებობდა საფრთხე ირანისა და თურქების . მათი
აზრით საქ-ლოს კიდევ 100 წელი სჭირდებოდა , რომ
გამოჰყოფოდა რუსეთს. ამ ჯგუფში შედიოდა
( ალექსანდრე ჭავჭავაძე )
2. მეორე ჯგუფი სოლომონ დოდაშვილის
მეთაურობით თვლიდა, რომ უკვე არსებობდა
პირობები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის
და ქვეყანას უნდა დაეწყო ბრძოლა
გათავისუფლებისთვის .
3. მესამე ჯგუფი თვლიდა რომ უნდა აღდგენილიყო
1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პირობები.
ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა
სოლომონ დოდაშვილი ( განათლება მიიღო სანკტ-
პეტერბურგში), უნივერსიტეტში ყოფნისას მან
გამოსცა ფილოსოფიის კურსის პირველი ნაწილი
„ლოგიკა“.
საქართველოში დაბრუნებისას ის ეწეოდა
საგანმანათებლო საქმიანობას , ის იყო გაზეთი
„თბილისის უწყებანის|“ ქართულენოვანი ნაწილის
რედაქტორი , დაარსა „სალიტერატურო ნაწილნი
თბილისის უწყებანი“ , რომელშიც იბეჭდებოდა
ქართული კულტურისს , ტრადიციების, ენის შესახებ
ცნობები. დიდი ცენზის მიუხედავად მაინც ხდებოდა
პატრიოტული იდეების პროპაგანდა.
ქართველი უფლისწულები დიმიტრი და ოქროპირი ,
რომლებიც იმჟამად სანკტ-პეტერბურგში
ცხოვრობდნენ ,სურდათ კონსტიტუციური მონარქიის
დამყარება . ისინი ასევე სამიე ჯგუფების
გაერთიანებას ცდილობდნენ. სოლომონ
დოდაშვილს კი სურდა რესპუბლიკის დამყარება.
1829 წელს შეთქმულების ცენტრმა სანკტ-
პეტერბურგიდან თბილისში გადაინაცვლა, ისინი
იმედოვნებდნენ რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ
მთელი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა
ჩაერთვებოდა.
1831 წელს პოლონეთის აჯანყების ჩახშობამ
შეთქმულთა ნაწილი დაარჭმუნა აჯანყების ამაოებაში
ნაწილმა კი გადაწყვიტა გაეგრძელებინა
ბრძოლა.აჯანყების დასაწყების თარიღი
რამდენჯერმე გადაიწია , 1832 წლის ნოემბერში
შემუშავებულ ამბოხის გეგმას „ პირველი ღამის
განკარგულება“ ეწოდა .( შეთქმულთა გეგმას და
ორგანიზაციის წესდებას ეწოდა „აქტიგონი“),
საბოლოოდ აჯანყების თარიღად 20 დეკემბერი
გამოცხადდა, მაგრამ 9 დეკემბერს შეთქმულება
გაამჟღავნა იესე ფალავანდიშვილმა.
ხელისუფლებამ ოთხ თვეში 145 კაცი დააპატიმრა, 38
ბრალდებული გაასამართლეს.

რუსეთის პოლიტიკა საქართველოში


XIX საუკუნე
ცარისტული რეჟიმით საქართველო უნდა
გამხდარიყო საყრდენი პუნქტი რუსეთის
ექსპანსიისთვის ( დაპყრობა) , ამ მიზნის
განსახორციელებას რუსეთი საქართელოს
რუსიფიკაციით ( ქვეყნის გარუსება) . ამის გამო
საქართველოში დაიწყეს არაადგილობრივი
მოსახლეობის ჩასახლება . 1817-19 წლებში საქ-ლოს
ტერიტორიაზე ჩაასახლეს 500 გერმანული ოჯახი,
1828-29 წლებში ჩამოასახლეს მუსლიმები,1837
წლიდან კი რუსი ემიგრანტების რიცხვი საკმაოდ
გაიზარდა.
ანტირუსულმა აჯანყებებმა და შეთქმულებამ
ხელისუფლებას მმართველობის ნაკლოვანებანი და
რეფორმების საჭიროება დაანახა. მათ ამ მხრივ 1840-
41 წლებში რამდენიმე ნაბიჯები გადადგეს , მოხდა
სამხრეთ კავკასიის ორ მსხვილ ადმინისტრაციულ
ერთეულად საქართველოს -იმერეთის გუბერნიებად
და კასპიის ოლქად დაყოფა . ასევე 1840 წლიდან
თბილისში შემოიღეს საქალაქო მმართველობა,
ქალაქის თავისა და ხმოსანის შედგენილობით .
ქალაქის თავს მოსახლეობა ირჩეოდა, ექვს
წარმომადგენელს ( ხმოსანს) კი - უძრავი ქონების
მფლობელები , ვაჭრები და ხელოსნები. ( ორ-ორ
წარმომადგენელს) , მათ შეზღუდული უფლებები
ჰქონდათ , ქალაქის კონპეტიციაში შედიოდა :
ქალაქების კეთილმოწყება, სახელმწიფო
გადასახადების დროული აკრეფა , ხელოსნობისა
და მეურნეობის , სხვა დარგებისთვის
ხელისშეწყობა .
1844 წელს მთავარმმართებლის თანამდებობა
მეფისნაცვილის ინსტიტუტმა შეცვალა .
მეფისნაცვალი მთავარმართებლისგან
განსხვავებით შეუზღუდავი ძალაუფლებით
სარგებლობდა და მხარის თითქმის ყველა საკითხის
გადაწყვეტა თავად შეეძლო. პირველი
მეფისნაცვალი გახდა მიხეილ ვორონცოვი ,
სამხედრო წინამორბედებისგან განსხვავებით
დიპლომატიით და მოქნილი პოლიტიკით
ცდილობდა ქართველებში რუსული პოლიტიკის
გავლენის გაზრდას.ამის გამო მან დაიწყო
კულტურული ღონისძიებების გატარება : ნებართვა
გასცა აღედგინათ ქართული თეატრი, 1850 წელს
თბილისის გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა
გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“. 1851 წელს
თბილისის ქარვასლის თეატრში გაიმართა პირველი
საოპერო წარმოდგენა , 1852 წელს თბილისის
რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული
საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი
დაარსდა , რომლის ბაზაზე 1865 წელს კავკასიის
მუზეუმი ჩამოყალიბდა ( პირველი დირექტორი
გერმანელი მეცნიერი გუსტავ რადე) , 1847 წელს
ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ქართველ პოეტსა
და საზოგადო მოღვაწეს ვახტანგ ორბელიანს ააეგო
მისივე სახსრებით ბიბლიოთეკა , რაზეც ის
დასთანხმდა და 1851 წელს საჯარო ბიბლიოთეკაც
არსებობდა.1852 წელს საცენზურო კომიტეტს
დაევაელა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი
ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარის საჯარო
ბიბლიოთეკოსთვის გადაცემა.
რუსული ენის გავრცელების მიზნით ქართველი
თავადაზნაურების შვილები სასწავლებლად
მოსკოვსა და პეტერბურგში გაგზავნა , ასევე 30 ათას
კაცს თავადაზნაურის წოდება
დაუმტკიცდა .ვორონცოვმა შეძლო საერთო ენის
გამონახვა ქართულ არისტოკრატიასთან და მათი
დიდი ნაწილი რუსეთის ქვეშერდომად იქცა.

You might also like