Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სტუდენტი: ლიკა გუნაშვილი

კონსპექტბარათი 9

მთავარი თემა:

ა) ლიტერატურის მიმოხილვის დასკვნა/შეჯამება

წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები - 38.

სამეცნიერო ნაშრომის დასკვნა და შესავალი ნაწილი ერთმანეთთანაა


დაკავშირებული. დასკვნა სრულყოფილს ხდის მთლიან ნაშრომს, ამიტომაც
საყურადღებოა მისი დაწერა/ჩამოყალიბება.

დასკვნა 3 ძირითად ნაწილს მოიცავს:

1. კვლევის მიზნის, მთავარი კითხვის რეკონსტრუქცია;

2. კონკრეტული შედეგების წარმოდგენა;

3. სამომავლო პერსპექტივების დასახვა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასკვნაში აღარ გვჭირდება რაიმე ახალი


თემის/აზრის წამოჭრა, უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის
მონაპოვარზე, ხოლო მისი მოცულობა უნდა იყოს ნაშრომის 10%.

დასკვნაში არ ვწერთ:

* მონაკვეთებს, რომელიც უკვე გვიწერია;

* კონტექსტის აღწერას;

* ციტატას და პარაფრაზს, რადგან დასკვნა კვლევის შედეგებს მოიცავს;

* ცნებების განმარტებებს.

წყარო: თურაბიანი 150-156.

გამორჩეულად ორი კომპონენტი, შესავალი და დასკვნა, იმსახურებს დროის


დათმობას, რადგან სწორედ მათ უნდა დააინტერესონ მკითხველი.
შესავალი მოიცავს სამ მიზანს:

1. კვლევის მოქცევა სხვა კვლევის კონტექსტში;

2. აგებინებს მკითხველს თუ რატომ უნდა წაიკითხოს ნაშრომი;

3. გასაგებს ხდის მოხსენებას.

დასკვნაც 3 მიზანს ემსახურება:

1. მკაფიოდ აგებინებს მკითხველს დებულებას;

2. მნიშვნელობის გაგება;

3. შემდგომი კვლევის განხორციელების რეკომენდაციის წარმოდგენა.

მოცულობით დასკვნა შესავალ ნაწილზე მცირეა და სხვადასხვა თავებადაა


წარმოდგენილი.

შესავალის წერას საფუძვლად უდევს 4 ნაწილი:

1. საწყისი კონტექსტი/წინაისტორია;

2. კვლევის შეკითხვების წარმოდგენა;

3. შეკითხვების მნიშვნელობა;

4. დებულება - შეკითხვებზე პასუხი.

აუცილებელია უკვე ჩატარებული კვლევის ობიექტურად წარმოდგენა


მკითხველისთვის, ციტატებიც კი ისე უნდა შევარჩიოთ, როგორც ავტორმა
იგულისხმა კონტექსტში.

უნდა აღვნიშნოთ რა არ არის გაკეთებული მანამდე ჩატარებულ კვლევაში.

მკითხველმა უნდა დაინახოს რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევის შეკითხვაზე


პასუხის გაცემა. ,,მერე რა?“ ამ შეკითხვას უნდა ვცემდეთ პასუხს.

ამ ყოველივეს შემდეგ დებულებას წარვადგენთ, შესაძლოა ის ბოლოსკენ


შემოვინახოთ და შესავლის ბოლოს დასკვნით წინადადებად დავწეროთ.
კითხვები:

1. რომელ 3 ძირითად ნაწილს მოიცავს დასკვნა?

2. რომელი 4 ნაწილი უდევს საფუძვლად შესავალის აგებას?

3. რას ვწერთ დასკვნაში?

You might also like