Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 68

პოსტ-სტალინური ეპოქიდან ფორმირებული საბჭოური

მენტალობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები


თანამედროვე საქართველოს საზოგადოებაში.

ირაკლი ხვადაგიანი, რუსიკო კობახიძე, ბადრი ოყუჯავა, დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

თბილისი

2022
ბოლო ათწლეულია, თანამედროვე საქართველოს საზოგადოების ფუნდამენტური
გამოწვევების - დემოკრატიის მშენებლობის, ღია და ჰუმანური საზოგადოების
ჩამოყალიბებისა და დასავლურ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე
წინაღობად ხშირად სახელდება „საბჭოური მემკვიდრეობა“ და მუდმივადაა საუბარი
ტოტალიტარული წარსულის, საბჭოთა რეჟიმის გავლენისა და მემკვიდრეობის
გააზრებასა და მისგან განთავისუფლებაზე, თუმცა ეს რიტორიკა ხელშესახებ ფორმას ვერ
იღებს და კონკრეტულად ქცევის რა მექანიზმები, ძალაუფლების რა სტრუქტურა და
აზროვნების რა მოდელს ვარქმევთ „საბჭოურს“ - გაურკვეველი რჩება.

წინამდებარე ნაშრომი, ფოკუსირდება პოსტ-სტალინური ხანის საბჭოეთის რეალობებზე


საქართველოში, რამდენადაც სწორედ ამ პერიოდში სოციალიზებული თაობის
ღირებულებებში, მენტალობასა და გამოცდილებაში ცოცხლობს ხსენებული „საბჭოური
მემკვიდრეობა“ და ჩვენი დაკვირვებით მას ოთხი ძირითადი ფაქტორი - კომუნისტური
პარტიის კასტური წყობა და ღია სახელმწიფო ინსტიტუტების ვაკუუმი , მეორე მსოფლიო
ომის საბჭოური მეხსიერება, სტალინის კულტი და გვიან საბჭოური ეთნიკურ -რელიგიური
ნაციონალიზმი განსაზღვრავს, რომელთა მიმოხილვასაც გთავაზობთ წინამდებარე
ტექსტში.

კომპარტიის - კასტური და დახურული იერარქიის ბატონობის


მემკვიდრეობითი ეფექტი

პოსტსტალინური საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური


პროცესების მიმართ არსებული უკიდურესი უყურადღებობა და სამეცნიერო ანალიზის
სიმწირე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თვალი გავადევნოთ მთელს პანორამას
საბჭოური ტოტალიტარიზმის კონსოლიდაციიდან - მის კრიზისამდე და დავაკვირდეთ
ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციას. ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში
დამკვიდრებული უკიდურესად გამარტივებული სქემები - გმირი/მოღალატე ,
ჯალათი/მსხვერპლი, ოკუპაცია/წინააღმდეგობა - ნაკლებად ტოვებენ სივრცეს, რომ
კომპლექსურად შევხედოთ საბჭოურ წარსულს და რაციონალურად, წინასწარი
დასკვნების გარეშე, ვცადოთ, გავიგოთ იმ პროცესების ლოგიკა, რომელმაც 1921 წელს
საბჭოთა რუსეთის მიერ უხეში, შეიარაღებული ძალით დამორჩილებული, ამ
მომენტისთვის მოდერნიზებული, საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე და
დასავლურ ცივილიზაციაზე ორიენტირებული საქართველოს საზოგადოება , შვიდი
ათწლეულის განმავლობაში - ერთ-ერთ ყველაზე ინერტულ, კონფორმისტ და
რეტროგრადულ მასად გადააქცია.
ამ ყოველივეში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი - გაბატონებული, მმართველი კლასის,
კომპარტიის ძალაუფლების ანატომიის, ორგანიზაციული სტრუქტურის , შიდა
სამზარეულოს და საკადრო პოლიტიკის ტრანსფორმაციის ანალიზია , რაც მასშტაბურ ,
სიღრმისეულ და კომპლექსურ კვლევას მოითხოვს. ამის პრეტენზიაც, რა თქმა უნდა, ჩვენს
მცირე სტატიას არ აქვს, მაგრამ შევეცდებით ყურადღება ყველაზე საბაზისო ელემენტზე -
70 წლის მანძილზე საქართველოს კომპარტიის კადრების სტატისტიკაზე გავამახვილოთ.
თვალი მივადევნოთ, როგორ აისახებოდა მთელს საბჭოეთში მიმდინარე პოლიტიკური და
სოციალური პროცესები მასზე და იმ დროის საზოგადოების ტრანსფორმაციის რა
სიმპტომებს გამოკვეთს კომპარტიის წევრთა ოდენობის ზრდა. მარტივად რომ ვთქვათ ,
როგორ გადაიქცა რუსული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ადგილობრივი აგენტი - ერთ -
ერთ ყველაზე მასობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად?

საბჭოური დიქტატურის - მანამდე უცნობი და უცნაური ფორმის სახელმწიფოს და


საზოგადოების არსის მიმართ პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში ინტერესი რუსეთში ამ
რეჟიმის დამყარებიდან მალევე გაჩნდა. რეჟიმის ანალიზის სხვადასხვა თეორიული თუ
იდეოლოგიური ჩარჩოებისათვის გადამწყვეტი მაინც ძალაუფლების არქიტექტურის ,
საზოგადოების ფენების ურთიერთმიმართების ფორმულისა და ეკონომიკური საფუძვლის
განსაზღვრა იყო. შესაბამისად, მუდმივი კვლევის საგანი ძალაუფლების მთავარი აგენტის ,
ერთპარტიული დიქტატურის განმახორციელებლის - კომუნისტური პარტიის ანატომია ,
მისი სოციალური ბაზისი, სტრუქტურა, ძალაუფლების მექანიზმი, მართვის ლოგიკა იყო. ამ
ყოველივესათვის კი “გარე თვალს” ფრიად მწირი რესურსები გააჩნდა - მას არ ჰქონდა
ფუფუნება, მარტივად ჩაეხედა პარტიის შიდა სამზარეულოში , აქტიურად ემუშავა პარტიის
სხვადასხვა რანგის წარმომადგენლების ღირებულებების და გამოცდილების კვლევაზე ,
ვერ სარგებლობდა ღია და სანდო რესურსით - პრესის ანალიზით, რადგან საბჭოთა
სახელმწიფოში ეს უკანასკნელი პარტიის აგიტაცია-პროპაგანდისა და კოლექტიური
ორგანიზების იარაღს წარმოადგენდა და, რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი
(საბჭოთა ქვეყნის შიგნითაც, ფაქტობრივად 1920-იანი წლების ბოლოდან) არ იყო
პარტიული კადრების სტატისტიკა - პერიოდული პარტიული აღწერის მასალები , რომელიც
რიცხობრივად აჩვენებდა პარტიის მთელს ანატომიას.
დასავლელ მკვლევართა საზოგადოებისათვის ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდებოდა
“გემრიელი ლუკმა” - საბჭოური შიდაპოლიტიკური კრიზისებისა და პარტიული წმენდების
სერიებს გაქცეული და დასავლეთში გადაბარგებული კომპარტიის მაღალი თუ საშუალო
რანგის ჩინოსნები, რომელთა ჩვენებები თუ მემუარები პუბლიკას კომპარტიის შიდა
სამზარეულოს პერსონალური გამოცდილების შუქზე აჩვენებდა. საბჭოეთიდან გატანილი ,
შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა და იშვიათად - საარქივო მასალებიც .
ამ მხრივ ყველაზე ცნობილი “სმოლენსკის არქივი” გახდა - საკავშირო კომპარტიის
სმოლენსკის საოლქო კომიტეტის არქივი, რომელიც ნაცისტური გერმანიის საბჭოეთზე
თავდასხმის პირველსავე ხანებში, 1941 წლის 15 ივლისს ჩაიგდეს ხელში გერმანელებმა,
ომის დასასრულს კი აშშ ჯარების ხელში აღმოჩნდა. 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან
ამ არქივთან ღიად მუშაობის საშუალება სოვიეტოლოგებს მისცეს, რითაც ფრიად დიდი
სამსახური გაუწიეს დარგის განვითარებას.
თავისთავად, დასავლური სახელმწიფოების სპეცსამსახურები აგენტურული მუშაობის
გზით მუდმივად ცდილობდნენ ინფორმირებული ყოფილიყვნენ კომპარტიის რეალური
მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათი მოპოვებული მასალებთან მუშაობის საშუალება
მკვლევართა ვიწრო წრეს ჰქონდა და ანალიტიკური პროდუქტიც ასევე საკმაოდ
შეზღუდული აუდიტორიისათვის რჩებოდა ხელმისაწვდომი.
პოსტსტალინურ ხანაში, ცივი ომისას, საბჭოეთი კვლავ “შავ ყუთად” რჩებოდა გარე
სამყაროსათვის, თუმცა საბჭოთა სახელმწიფოს, მმართველი კომპარტიისა და
საზოგადოებრივი ინსტიტუტების შესახებ ინფორმაცია გარკვეული დოზებით მაინც
ხელმისაწვდომი ხდებოდა, მათ შორის - სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ,
მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, გეგმური ეკონომიკის და ტოტალური კორუფციის
გამო იმთავითვე აცდენილი იყო რეალობას და ამასთანავე “დავარცხნილი” სახით
მიეწოდებოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მისი ანალიზით და ინტერპრეტაციით
მაინც შესაძლებელი ხდებოდა საბჭოთა რეჟიმის ფუნდამენტური შიდა
წინააღმდეგობრიობის და კრიზისის კონტურების გამოკვეთა. ამ ფონზე , განსხვავებით
საერთო ეკონომიკური თუ სოციალური სტატისტიკური მონაცემებისაგან , პარტიული
კადრების დეტალური მონაცემები უკანასკნელ წლებამდე გარე თვალისათვის
ფაქტობრივად მიუწვდომელი რჩებოდა.
დღეისათვის, საბჭოთა საქართველოს მაგალითზე - საქართველოს შსს აკადემიის არქივის
მეორე განყოფილების - ყოფილი "იმელის" მემკვიდრეობის, საქართველოს კომპარტიის
ცენტრალური არქივის ფონდების წყალობით, ნამდვილად გვაქვს სრულფასოვანი
პირობები, რომ მაქსიმალურად დეტალურად შევისწავლოთ და გავაანალიზოთ
საქართველოს კომპარტიის სტატისტიკა და საბჭოური რეჟიმის საერთო პროფილისა და
ერთმმართველი პარტიის ტრანსფორმაციის პანორამა ლენინიდან - გორბაჩოვამდე ,
ციფრების ენას შევუსაბამოთ.
უშუალოდ სტატისტიკური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ვიზუალიზაციის
პროცესამდე, თავისთავად საინტერესო იქნება, თვალი მივადევნოთ როგორ
ვითარდებოდა პარტიული კადრების სტატისტიკის საქმე საბჭოთა საქართველოში , რა
საერთო-საკავშირო იმპულსები ზემოქმედებდა მასზე და რამდენად აქტუალური იყო
პარტსტატისტიკა საბჭოური პერიოდის სხვადასხვა ეტაპებზე .
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ოკუპირებისას, საქართველოს კომპარტიის ორგანიზაცია ფაქტობრივად განადგურებული
იყო; 1918-1920 წლებში რესპუბლიკის წინააღმდეგ იატაკქვეშა მუშაობის
გამო, საქართველოს უშიშროების სამსახური - განსაკუთრებული რაზმი მას ფხიზლად
ადევნებდა თვალს და პერიოდული დაპატიმრება-გადასახლებებით ანეიტრალებდა . 1920
წლის 7 მაისის საქართველო-საბჭოთა რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად
კომპარტიის ლეგალიზაციამ, მათდა სამწუხაროდ უკუშედეგი გამოიღო და საბოლოო
დარტყმა მიაყენა პარტიის საქართველოს ქსელს - იატაკქვეშეთიდან ამოსული , ისედაც
კარგად შესწავლილი და დამუშავებული, იგი დამატებით მოწყვლადი გახდა
განსაკუთრებული რაზმის თვალისათვის, რომელმაც სულ რამდენიმე კვირაში ჯაშუშური
მუშაობისა და შეიარაღებული ამბოხების მზადების ბრალდებით კვლავ ციხეებში შეაბრუნა
ან საზღვარგარეთ გააძევა ბოლშევიკთა უმრავლესობა, ისე რომ - ომის დაწყებისას
“ზურგში” ფაქტობრივად თითზე დასათვლელი კომუნისტები თუღა იყვნენ თავისუფლები .
ოკუპაციის დასრულებისა და სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების კონსოლიდაციის
კვალდაკვალ, საქართველოს კომპარტიის ლეგალური და გასახელმწიფოებრივებული
ორგანიზაციული მშენებლობა დაიწყო, თუმცა პირველი თვეების განმავლობაში მისი
კადრების აღრიცხვისა და სტატისტიკის წარმოების აპარატი ფორმალურად , სახელის
დონეზე, ქაღალდზე თუ არსებობდა.
1921 წლის მეორე ნახევრისათვის საქართველოს კომპარტიამ პარტიული კადრების
აღწერა ჩაატარა, თუმცა ეს არ ყოფილა სრულფასოვანი სტატისტიკური ანალიზი - იგი
მხოლოდ კადრების რიცხობრივი სიდიდის გასარკვევად თუ გამოდგებოდა . 1922 წელს
ჩატარდა მეორე - ფაქტობრივად სრულმასშტაბიანი და მეთოდოლოგიურად გამართული
აღწერა, რომელმაც პირველად ამოიღო მონაცემების ძალზე ფართო სპექტრი
ანალიზისათვის.1 თუმცა, მოგვიანებით ამ აღწერის მიმართ კრიტიკული შეფასებებიც
ისმოდა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კი ის იყო, რომ აღწერაზე მომუშავე კადრების
უმრავლესობა რუსულენოვანები იყვნენ, აღწერაც რუსულად ტარდებოდა და ქართულის
თარჯიმანთა დახმარებას იყენებდნენ, რაც მიღებული ცნობების ხარისხზე ცუდად
აისახებოდა.2 ამ დროისათვის საქართველოს კომპარტიის სტრუქტურაში უკვე
ჩამოყალიბებული იყო სტატისტიკური სამსახური რომელიც პარტიის აღრიცხვის
განყოფილებასთან არსებობდა. 1924 წელს იგი საინფორმაციო განყოფილებას შეუერთდა
და მისი საინფორმაციო-სტატისტიკური ქვეგანყოფილება გახდა .3 მომდევნო ხანებში მან
კვალავ შეიცვალა სტრუქტურული პოზიცია და საორგანიზაციო განყოფილების ქვეშ -
აღრიცხვა-განაწილების სამსახურის (“Учраспред”) ნაწილად განაგრძო არსებობა.
ამ დროიდან პარტიული კადრების აღწერამ რუტინული სახე მიიღო - როგორც საკავშირო,
ისევე ადგილობრივ დონეზე.
პარტიის კადრების აღრიცხვის მასალები და პერიოდული პარტიული აღწერები ქმნიდა
მონაცემთა მდიდარ ბაზებს, რომელთა სტატისტიკური ანალიზი, პარტიის ცენტრალური
მმართველი ორგანოებისათვის ყოველდღიურ მუშაობაში საჭირო მასალად და
ყრილობის წინ მორიგი ამოცანების განსაზღვრისთვის აუცილებელ ინფორმაციად
განიხილებოდა. პარტიის შემადგენლობის მრავალშრიანი ანალიზისათვის
გამოიყენებოდა წევრთა პირადი საქმეების შემადგენელი საანკეტო მონაცემები ,
სააღრიცხვო ფურცლები, სრულიად რუსეთისა (1925 წლიდან - საკავშირო) და მოკავშირე
რესპუბლიკების პარტიული აღწერების ბლანკები.
კომპარტიის წევრის სტანდარტული სააღრიცხვო ფურცელი მოიცავდა ინფორმაციის
საკმაოდ ფართო სპექტრს - ვინაობა, ასაკი, ეროვნება, მშობლიური ენა, სხვა ენების
ფლობა, სსრკ და უცხოეთის ტერიტორიების ცოდნა, სოციალური წარმოშობა და
მდგომარეობა, განათლება, სამხედრო ვალდებულება, სამხედრო სამსახური , პარტიული
სტაჟი, ნასამართლობა, პარტიული ნასამართლობა, ჯანმრთელობა/ფიზიკური ნაკლი,
პარტიული მუშაობის დეტალები, პროფესიული საქმიანობა.
პარტიული აღწერის ბლანკები კი გაცილებით მოცულობითი იყო - დამატებით
დეტალურად იყო გაშლილი ცნობები პარტიული სტაჟის, მუშაობის და რევოლუციური
მოძრაობაში ჩაბმულობის შესახებ, განათლება დეტალურად, დამოუკიდებელი შრომითი
და პროფესიული საქმიანობის ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა , ოჯახის
შემადგენლობა, შემოსავლები, საკუთრება, საბინაო მოწყობა და ა. შ.
არსებობდა განსხვავებული აღწერის ბლანკები პარტიის ქალაქის ორგანიზაციების და
სოფლის ორგანიზაციების წევრთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლების განმავლობაში პარტიული აღრიცხვისა და
სტატისტიკის დებულებები, ინსტრუქციები დამუშავდა, აპარატი მოეწყო , საკავშირო და
რესპუბლიკურმა აღწერებმა სისტემატური სახე მიიღო, მომდევნო ათწლეულამდეც კი
კომპარტიის სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტები მაინც მიუთითებდნენ არასაკმარის
ყურადღებასა და ზერელე დამოკიდებულებაზე ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
დარგის მიმართ. სტატისტიკოსები ჩიოდნენ, რომ პარტიის წევრები არ თვლიდნენ თავს
ვალდებულად, დროულად დამდგარიყვნენ აღრიცხვაზე პარტუჯრედის შეცვლის შემდეგ ,
დროულად არ ავსებდნენ სააღრიცხვო ფურცლებს და არ აწვდიდნენ აღრიცხვის
განყოფილებას, საიდანაც მთელი ეს მონაცემები სტატისტიკოსებს უნდა
გადაჰბარებოდათ დასამუშავებლად, პარტმუშაკები კი ყოველ ჯერზე დაჩქარებით
მოითხოვდნენ სტატისტიკურ ანალიზს - “...ყოველდღიურ მუშაობაში ნაკლები ყურადღება
ექცევა სტატისტიკოსს, იგი მოაგონდებათ ხოლმე საჭირო მომენტში, განსაკუთრებით
მაშინ, როცა სასწრაფოდ დასჭირდებათ რაიმე ციფრები . მაშინ ამბობენ : “მოგვეცით
ციფრები დაუყოვნებლივ!” ამხანაგებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომ შეუძლებელია ამ
ციფრების ასე სწრაფად და უბრალოდ მიცემა, თუ არ არსებობს სისტემა მუშაობაში .
მასალის წინასწარი დამუშავება და მომზადება. აი, რაში მდგომარეობს ძირითადი
ბოროტება, აი სად არის სათავე ეგრედ წოდებული “თითიდან გამოწუწნული ” ციფრებისა ,
რომლებიც არ ეთანხმებიან სინამდვილეს.”4 - წუწუნებდა სტატისტიკოსი ანანოვი 1929
წელს.
1920-იანი წლების განმავლობაში ასევე სისტემატური სახე მიიღო პარტიის წევრთა
აღრიცხვისა და სტატისტიკური ანგარიშის ყოველწლიურმა ციკლმა . წლის განმავლობაში
აღრიცხვა-სტატისტიკის სამსახური ამზადებდა და ცენტრალურ ორგანოებს წარუდგენდა 3
სტატისტიკურ ფორმას.

1. წელიწადში ოთხჯერ, კვარტალურად - პარტორგანიზაციის რიცხობრივი


შემადგენლობის, პარტიის წევრთა კანდიდატების, მიღებისა და გარიცხვის , წევრთა
მოძრაობის შესახებ.
2. 1 იანვრის მდგომარეობით - პარტიის პირველადი ორგანიზაციების რიცხოვნობა და
თვისებრივი შემადგენლობა; პარტიის კადრების განაწილება მეურნეობის
დარგების და პარტნომენკლატურის შესახებ.
3. რაიკომებისა და ქალაქკომების წევრთა სია. მათი პარტორგანიზაციების წევრთა
რიცხვი და პირველადი პარტორგანიზაციების რაოდენობა .5

1920-იანი წლების განმავლობაში, საბჭოთა საქართველოს შემთხვევაში , განსაკუთრებული


ყურადღებითა და მობილიზებით გამოირჩეოდა 1926-1927 წლების პარტიული აღწერის
კამპანია. აღრიცხვის სამსახურის მუშაკები არ კმაყოფილდებოდნენ სტანდარტული
აპარატით და ვიზუალურ გზამკვლევებსაც კი ამზადებდნენ მათთვის ჩაბარებულ
ტერიტორიული ერთეულებში პარტორგანიზაციების სტრუქტურისა და სტატისტიკის უკეთ
აღსაქმელად. ამ მობილიზაციას ის განაპირობებდა,6 რომ, ამავე წელს მოსახლეობის
აღწერის სრულიად საკავშირო კამპანია მიმდინარეობდა , რომელიც საბჭოეთში
პირველად ჩატარდა და უკვე პარტიულ აღწერასთან ერთად ეს მონაცემები
პარტსტატისტიკოსებს მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაში უნდა დახმარებოდა .
1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან, პარტსტატისტიკის დარგში, ერთი შეხედვით ,
უცნაური პროცესები დაიწყო - თუკი მანამდე, აღწერების შედეგები , სტატისტიკური
მონაცემები სრულად, დეტალური ცხრილებითა და გრაფიკებითაც კი, კრებულებად
გამოიცემოდა, ყოველ მორიგ პარტიულ აღწერას პრესაში მოსამზადებელი კამპანია
უძღოდა და კადრების ზრდისა და “გაჯანსაღების” რიცხობრივი ანალიზი ღიად იყო
ხელმისაწვდომი, მომდევნო ათწლეულიდან ეს კომფორტი საბჭოთა მოქალაქეებმა და
პარტიის ქვედა ეშელონებმა თითქმის სრულიად დაკარგეს. პარტიული აღწერის მხოლოდ
2 სრულფასოვანი კრებულის გამოცემის შემდეგ 1923 და 1925 წლებში, მსგავსი რამ
საბჭოეთის დასასრულამდე საქართველოში აღარ დაფიქსირებულა. ჯამური რიცხვები და
ფრაგმენტული მონაცემები აქა-იქ თუ გაიელვებდა პარტისტორიისა თუ პარტიული
მშენებლობის სახელმძღვანელოებში და ვიზუალურ/საილუსტრაციო დამხმარე
მასალებში. “უძრაობის ხანაში”, 1976 წელს, საქართველოს კომპარტიამ მკითხველს
შესთავაზა, ანალოგიურად, მხოლოდ ჯამურ რიცხვებზე დაყრდნობით მომზადებული
ფერადი, მიმზიდველი გრაფიკებით დაკომპლექტებული - “თვალსაჩინო
სახელმძღვანელო პარტიულ მშენებლობაში”, რომლის ოფიციალური მონაცემები ,
დასახელებული გამოცემები და საქართველოს კომპარტიის არქივის #14 ფონდში
(საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი) ჩვენ მიერ შერჩევით ამოღებული
მასალები გვაძლევენ მონაცემთა საინტერესო სპექტრს, რომელთა შედარება და
ინტერპრეტაცია საქართველოს კომპარტიის ტრანსფორმაციის ხანგრძლივ და
კომპლექსურ პროცესს საინტერესო კუთხით დაგვანახებს.
საქართველოში, კომუნისტური პარტიის ტრანსფორმაციის ისტორიის სტატისტიკურ
ანარეკლზე დასაკვირვებლად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 3 ძირითადი მონაცემით
ვისარგებლეთ:

 ზემოხსენებული ბროშურა - “საქართველოს კომუნისტური პარტია ციფრებში


(თვალსაჩინო სახელმძღვანელო პარტიულ მშენებლობაში)”, 1976 წელი.
 საქართველოს კომპარტიის არქივის #14 ფონდში (საქართველოს კომპარტიის
ცეკა) ამოღებული - 1922, 1926, 1930, 1935, 1937, 1939, 1945, 1950, 1970, 1980, 1988
წლების პარტიის აღრიცხვისა და სტატისტიკის მასალები, ოფიციალური -
გამოქვეყნებული რიცხვების საკონტროლოდ და დეტალური ჩაშლისათვის.
 ამავე ფონდის #6 ანაწერის საქმე #96-ში, კომპარტიის კადრების სტატისტიკის
ანგარიშში მოყვანილი 1922-1930 წლების ჯამური მონაცემები.

დამატებით, 1921-1924 წლების სტატისტიკის გადამოწმებისა და დეტალურად ჩაშლის


საშუალებას იძლევა ზემოთ უკვე ნახსენები, ოფიციალურად გამოცემული მასალები 1923
და 1925 წლებში.
ამ სტატიაში გამოყენებული წლიური მონაცემები წარმოადგენს პარტიის წევრთა და
კანდიდატთა ჯამურ რიცხვს.

გაერთიანებული გრაფიკი, ერთი შეხედვით, საგანგაშო აცდენას და რიცხვებით


მანიპულირების სურათს არ აჩვენებს. კონსოლიდირებული წირი კი საკმარისად ტეხილია
კითხვების აღძვრის, მოცემული პერიოდის სოციალური და პოლიტიკური პროცესების და
პარტიის კულისებში მიმდინარე ბატალიების სტატისტიკური მონაცემების სურათთან
შეპირისპირებისა და ინტერპრეტაციისათვის. თუმცა, როგორც იტყვიან - “ეშმაკი
დეტალებშია”. ჩვენ ხელთ არსებული საკონტროლო მონაცემები და მონიშნული წლების
ჩაშლილი სტატისტიკა საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ ოფიციალურად
გამოქვეყნებული ჯამური რიცხვების შერჩევითობას, “ჩავავლოთ” მანიპულაციის ფაქტებს
და ასევე დავუფასოთ პარტიის ისტორიკოსებსა და “ზასტოის” ხანის ცენზურას საკმაოდ
საჩოთირო სურათის გასაჯაროებაც, რომელსაც დაკვირვებული თვალი ადვილად
შენიშნავდა და შესაფერის დასკვნებსაც გამოიტანდა .
აუცილებელია აღინიშნოს, რომ 1920-იანი წლების ბოლოდან გამოქვეყნებული პარტიის
წევრთა ჯამური რიცხვები კონკრეტული წლის პირველი კვარტლის (იანვარი-აპრილი)
იანვრის თვის მონაცემებს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, საარქივო დოკუმენტების
მეოთხე კვარტლის მონაცემებისაგან საკმაოდ განსხვავდება - წლის განმავლობაში
კადრების მოძრაობის, ბუნებრივი კლების (გარდაცვალების) და წმენდის შედეგების
გათვალისწინებით, თუმცა ეს დეტალი, ჯამში, საერთო სურათის ინტერპრეტაციაზე
არსებით გავლენას არ ახდენს, მაგრამ კონკრეტული წლის სიტუაციის აღსადგენად
ხშირად ძალზე მნიშვნელოვანია.
1976 წლის ბროშურის ოფიციალური სტატისტიკა ოკუპაციის პირველი 4 წლის
განმავლობაში საქართველოს კომპარტიის წევრთა სტატისტიკის შესახებ შემდეგ
მონაცემებს გვთავაზობს:

 1921 წ. - 9 190


 1922 წ. - 10 727
 1923 წ. - 15 247
 1924 წ. - 11 618

თუკი ამ რიცხვებს ბრმად ვენდობით - სახეზეა სტაგნაცია, ერთი გამონაკლისით -


ნახტომისებრი მატება 1922 წლიდან და ისევ კლება 1924 წლისათვის, რაც მრავალ კითხვას
ბადებს, რამ განაპირობა მყისიერი ზრდა და რას მივაწეროთ ასევე სასწრაფო წმენდა
პარტიის რიგებში?

რა თქმა უნდა, თავად ბროშურა, საქართველოს კომპარტიის ისტორიის


სახელმძღვანელოები და პარტისტორიის შრომები ამ კითხვაზე პასუხს თავს
აარიდებდნენ, ეს რიცხვები კიდევაც რომ რეალობას შეეფერებოდეს . ჩვენ მიერ
წარმოდგენილ, შეჯერებულ გრაფიკში, სწორედ ეს მონაკვეთი - 1921-1924 წლების
მონაცემებია ყველაზე მეტად მანიპულირებული, რომლის სტატისტიკის რეალურად და
სრულად ჩვენება ერთდროულად ორ უხერხულ საკითხს გააშიშვლებდა ბოლშევიკური
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და კომუნისტური პარტიის ისტორიიდან: ბოლშევიკური
პარტიის საქართველოს ორგანიზაციის ოკუპაციამდელ პროფილს, საოკუპაციო რეჟიმის
პირველი წლების კატასტროფას და ჯამში - ბოლშევიკური (კომუნისტური) პარტიის
რეალურ დღის წესრიგს, რომლითაც იგი საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა მის მიერ
დეკლარირებულ ლოზუნგებს.
რეალური (მაქსიმალურად დაზუსტებული) მონაცემების უკან შემდეგი სურათი დგას :
საქართველოს ბოლშევიკური პარტიის წევრთა რიცხვი, 1921 წლის საბჭოთა რუსული
ოკუპაციის მომენტისათვის ფიქსირებული არ იყო, პარტიის ფაქტობრივი განადგურებისა
და იატაკქვეშეთში ყოფნის გამო. მისი მონაცემის დაზუსტება მხოლოდ 1922 წლის
პარტიულმა აღწერამ შეძლო წევრთა პარტიული სტაჟის გაანგარიშების მიხედვით და ეს
რიცხვი საარქივო წყაროებშიც, 1920-იან წლებში გამოცემულ სტატისტიკურ კრებულებშიც
და 1976 წლის ბროშურაშიც ერთი და იგივეა. სამაგიეროდ, საქართველოს კომპარტიის
წევრთა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა ოკუპაციის შემდეგ - 1921 წლიდან, იმდენად
რომ 1922 და 1923 წლებში ჩატარებული პარტიული წმენდების შემდეგ მას ლამის იმდენივე
წევრი გამოაკლდა რაც ამ პირველი წლის განმავლობაში შეემატა და 1924 წლისათვის
კომპარტიის წევრთა და კანდიდატთა ჯამური რაოდენობა ოკუპაციის მომენტის რიცხვის
სიახლოვეს ჩამოქვეითდა. კონკრეტული რიცხვების დონეზე, გადამოწმებული და სანდო
სტატისტიკა შემდეგია:

 1921 წ. - 9 190


 1922 წ. - 18 837
 1923 წ. - 11 166
 1924 წ. - 11 618

შესაბამისად, ეს სურათი, პარტისტორიის და საბჭოური პროპაგანდისათვის ჩვენს მიერ


მონიშნული საჩოთირო თემებიდან მეორეს - საბჭოთა რუსული ოკუპაციის პირველი წლის
კატასტროფულ მდგომარეობას ასახავს. ამ მომენტისათვის საქართველოს კომპარტიას,
მარგინალურ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის წევრთა მაქსიმალურად გაბერილი
რიცხვი 10 000-აც კი ვერ აღწევდა 2,5 მილიონიან ქვეყანაში, არ ჰქონდა რესურსი სწრაფად
და საიმედოდ ჩაენაცვლებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი
სახელმწიფო აპარატი, ცენტრალურიდან - ადგილობრივი თვითმმართველობების
დონეზე. ამავე დროს, ოკუპაცის პირველ ხანებში, მოსახლეობის უმრავლესობის ღია თუ
პასიური პროტესტი და კოლაბორაციისაგან თავის შეკავება კადრების შიმშილს უფრო
ზრდიდა. კომპარტიის კარი ფართოდ გაიღო ყველასათვის ვინც საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკისაგან თავს დაჩაგრულად და დევნილად წარმოაჩენდა და
საბჭოთა წყობილებას ერთგულებას ეფიცებოდა. ამ პროცესის ნაყოფი ყველაზე მძიმედ
რეგიონების - მაზრების მოსახლეობამ იწვნია, რომელიც კომპარტიის ახლადგამომცხვარ
წევრებად მოვლენილი ბნელი წარსულისა და კრიმინალური მიდრეკილებების
ადმინისტრატორების და “სამართალდამცველების” ხელში ჩავარდა . ამ დაკანონებული
ძარცვა-გლეჯისა და აწიოკების შესახებ ცნობები მრავლად გვხვდება საზღვარგარეთ
ემიგრანტული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის
ბიუროსათვის წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ გაგზავნილ საიდუმლო მასალებში ,
რომლის ნაწილი ქართულ ემიგრანტულ პრესაშიც ქვეყნდებოდა ხოლმე და აქ ნიმუშად
რამდენიმე ამონარიდს მოვიტანთ:
“...[ბორჩალოს მაზრა] სამაგიეროდ მეტათ არხეინად გრძნობენ თავიანთ თავს ბაზრის
ქურდ-ბაცაცები, ყაჩაღები და ყოველგვარი ნაძირალები. წინათ დევნილნი და
შევიწროვებულნი, დღეს ესენი, როგორც კომუნისტური პარტიის წევრები , იარაღით ხელში
დაპატრონებულან ბეჩავ მაზრას და რაც უნდათ იმას სჩადიან. წინათ თუ ამ მაზრაში
ადგილი ქონდა მალულ მექრთამეობას, ახლა ეს სენი აშკარა და ჩვეულებრივ მოვლენათ
გადაქცეულა. ქრთამით ყველაფერს გახდები, უქრთამოთ კი ვერაფელს, გამკითხავი
არავინ არის. როცა შეურაცყოფილი და უსამართლოდ დაჩაგრული მიმართავს მაზრის
რევკომის მესვეურებს სამართლისა და დახმარების აღმოსაჩენად , ხშირათ ასეთ პასუხს
ღებულობს: “ახია თქვენზე, რაც დაგემართებათ, რატომ არა გწამთ საბჭოთა სისტემა .
წადით და ჟორდანიას მიმართეთო” და სხვა ასეთები…”7
“...სოფელში რევკომებს ცალკე საბრძანებლოები აქვთ შექმნილი. ცემა ტყეპა, ხეზე დაბმა
კაცის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ამბებს, თუკი ინებეს და მას ყურადღება მიაქციეს ,
ბოლშევიკები იმით ხსნიან, რომ სოფელში კონტრ-რევოლიუციონერი ელემენტები
განზრახ გაეხვიენ კომუნისტების ქურქში და ჩვენ სახელს გვიტეხენო…”8
“...ს. ახმეტაში ხალხმა დაატყვევა ადგილობრივი რევკომის წევრები და თიანეთის
სამაზრო რევკომს გაუგზავნა, როგორც სისხლის დამნაშავენი, მაგრამ უკეთესი არც თვით
თიანეთის რევკომი აღმოჩნდა. მისი თავმჯდომარე, ვინმე არაბული საქ. რევკ. შეიპყრო
სხვა და სხვა დანაშაულობისათვის. მეორე არაბული, ყოფილი ყაჩაღი, ჯერ პოლიტ.
ბიუროს თავმჯდომარეობდა, შემდეგ მილიციის უფროსათ დანიშნეს იქვე . მაგრამ მისი
“კაიკაცობისთვის” იძულებული გახდენ დაეტუსაღებიათ და დაეხვრიტათ…
თელავის მაზრაში მილიციის უფროსათ არის არჩილ მურდიაშვილი, რომელიც
რამდენჯერმე იყო დასჯილი ცხენის და სხვა ქურდობისთვის. საერთოთ ყოფილი
ყაჩაღების და კაცის მკვლელების დანიშვნა ადმინისტრ . პოსტზე ჩვეულებრივია .
…მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: … 2) ს. რიკაძის და ლ. ჩირდილელის მკვლელი
გურგენაშვილი დღეს გრემისხევის (დუშ. მაზ.) რევკომის თავმჯდომარეა და იკლებს მთელ
ხეობას 3) ს. წეროვანის მცხოვრებნი, ირემაშვილი და მეზვრიშვილი, რომლებმაც
გაცარცვეს სოფ. სოვრიშში ნემცის ქალი ნეიბაუმი, კომუნისტებმა ციხიდან
გაანთავისუფლეს, კომპარტიაში ჩარიცხეს და მილიციონერებათ დანიშნეს 4) მილიციაში
მსახურობენ და კომპარტიაში ირიცხებიან ასევე ავაზაკი გულასაშვილი და ქოსაშვილი ,
რომელთაც სხვათა შორის გაცარცვეს სოფ. ახალგორში სტ. ბაჯვიძე და შემდეგ მოკლეს
კიდეც 5) ავაზაკი დარჩო ჩოდოშვილი, რომელსაც ბრალდება არა ერთი თავდასხმა და
მკვლელობა, სხვათა შორის სოფ. ახალგორის მცხოვრებ ტერტეროვისა დღეს ანანურის
რევკ. თავმჯდომარეა და კომპარტ. წევრი 6) ალ. კობიაშვილი და ალ. თათარაშვილი
ძველი ყაჩაღნი რომლებსაც თფილისში ინგლისელების მკვლელობა ედება, მსახურობენ
პირველი ჩეკაში, მეორე რკ. გზ. მილიციაში… აი, შემთხვევით აღებული ცნობები ერთ
პატარა მაზრიდან. სხვებში ხომ უარესადაა საქმე. გურიიდან გვატყობინებენ , რომ იქ
რევკომები თითით საჩვენებლათ არის გამხდარი. ხალხი ამბობს, რაც ქურდები იყო ყველა
შიგ არის და გარეთ რომ აღარავინ დარჩა, ქურდობაც შემცირდაო. სადაც მეტი
რევკომებია, იქ მეტი ავი კაცებია შიგ მოგროვილი. აი ასეთ ხალხის ხელშია დღეს
საქართველოს ბედი!”9
1922-1923 წლების პარტიული წმენდის ორი კამპანიის შედეგად კომპარტიის რიგებს 10 586
წევრი გამოაკლდა, 1922 წლის დასაწყისისთვის მთელი შემადგენლობის 20,6 % და 1923
წლის დამდეგისათვის კი 36,82 %. ამ მასობრივი წმენდის კონტინგენტის დეტალურ
სტატისტიკას - მიზეზის ფორმულირება, პარტიული სტაჟი, პროფესია, სოციალური ფონი ,
ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ. 1920-იანი წლების სტატისტიკური კრებულები კი ამ თემის
დეტალურ დამუშავებას გასაგებ მიზეზთა გამო არ გვთავაზობენ. სხვადასხვა წყაროებში ,
ზოგადი ვერბალური ფორმულირებით, წმენდის კრიტერიუმად პარტიაში მექანიკურად ,
წესების დარღვევით მოხვედრა, პარტდოკუმენტების უქონლობა და ა. შ. სახელდება ,
თუმცა გარიცხვის მასშტაბი მკაფიოდ მიუთითებს პრობლემის მწვავე შინაარსზე .
1923-1924 წლებში კომპარტიაში კვლავ კადრების სტაგნაციაა. ამ დროისათვის
საოკუპაციო რეჟიმი გენერალურ ბროლაში არის ჩაბმული საქართველოს
წინააღმდეგობის მოძრაობასთან, რომლის ბირთვი და მამოძრავებელი ძალა
საქართველოს ბოლშევიკური პარტიისათვის მტრის ხატის განსახიერება - საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ყოფილი რსდმპ “მენშევიკების” ფრაქცია ) იყო,
რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 80 000-მდე წევრს აერთიანებდა.
საოკუპაციო რეჟიმი, საკადრო შიმშილის პირობებში, მოსახლეობის წინააღმდეგ
ტერორის პოლიტიკის დანერგვაში ძირითადად უშიშროების აპარატსა და სამხედრო
ძალას ეყრდნობოდა. ამ ფონზე, ძალაუფლების უზურპატორის, კომპარტიის საოკუპაციო
რეჟიმის პროპაგანდისტული კამპანიის ერთი ეპიზოდი ძალზე ტრაგიკომიკურად მოჩანს ,
თუკი მას სტატისტიკის ენაზე გადავთარგმნით. 1923 წლის განმავლობაში რეჟიმი
მოწინააღმდეგე “ანტისაბჭოთა” პარტიების “გახრწნის” კამპანიას ატარებდა . მასობრივი
დაპატიმრების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგით და საშუალო რანგის
წევრებზე, ასევე ლიდერებზეც ტერორის აპარატი ზეწოლას ახორციელებდა , რათა მათ
საჯაროდ - კომუნისტურ პრესაში განცხადებით ეთქვათ უარი “მენშევიკური პარტიის”
წევრობაზე და საბჭოთა ხელისუფლება ეღიარებინათ. შემდგომ ეტაპზე ამ პირებისაგან
რეჟიმი ქმნიდა საორგანიზაციო კომიტეტებს, რომელთაც საბოლოოდ 1923 წლის
აგვისტოში თბილისში კონფერენციაზე მოუყარეს თავი და “მენშევიკური პარტიის 12 000
წევრის” სახელით საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია დაშლილად
გამოაცხადებინეს.10 ეს ყოველივე კი იმ დროს, როდესაც თავად საქართველოს
კომპარტიის წევრთა ოფიციალური რიცხვი 11 166 იყო.
შიდაპარტიული წმენდების, საკადრო პოლიტიკის ახალი ლოზუნგებისა და კამპანიების
მიუხედავად, საკავშირო კომპარტიის და თავისთავად საქართველოს ორგანიზაციის
ფუნდამენტურ პრობლემას სხვა ფაქტორი წარმოადგენდა, რომელიც ჯამურ რიცხვებში არ
ჩანდა, თუმცა გამოქვეყნებულ დეტალურ სტატისტიკაში თვალნათლივ იკითხებოდა და
მისი შეფუთვა და ლენინური ლოზუნგებითა და რიტორიკით გადაფარვა მუდმივად
უწევდათ პარტიის იდეოლოგებს. მხედველობაში გვაქვს კომპარტიის სოციალური
შემადგენლობა. 1921 წლისათვის,“პროლეტარიატის ავანგარდის” რუსეთის კომპარტიის
წევრთა მხოლოდ 40 % იყო მუშა,11 რკპ(ბ) X ყრილობის დელეგატთა კი 27 %. საქართველოს
კომპარტიაში წევრთა და კანდიდატთა შორის მუშათა წილი 1922 წელს - 13 % იყო, მისმა
მაჩვენებელმა ნახტომისებური ზრდა მხოლოდ 1925 წელს განიცადა და შემდგომ ხანებში
კვლავ უკუსვლა დაიწყო. 1922-1930 წლების საქართველოს კომპარტიაში, საბჭოთა
საზოგადოების სამი კლასის ძალთა ბალანსი შემდეგი იყო:

ეს გრაფიკი ცხადად აჩვენებს კომპარტიის სოციალურ სტრუქტურის “დაბრკოლების


ლოდს” - მუშათა წილი ვერასოდეს აჭარბებდა შემადგენლობის ნახევარსაც კი, მაშინ
როდესაც კომპარტია თავს “მუშათა პარტიას” უწოდებდა და “პროლეტარიატის
დიქტატურას” ახორციელებდა.
ბოლშევიკური დიქტატურისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის კრიტიკოსები მუდმივად და
მწვავედ მიუთითებდნენ ლენინური იდეოლოგიის გაცხადებულ და ისედაც
წინააღმდეგობრივი თეორიების და რიტორიკის აცდენას კომპარტიის და სახელმწიფოს
რეალური კურსისაგან. ისინი “პროლეტარიატის დიქტატურის” განმახორციელებელ
პარტიაში პროლეტართა უმცირესობის ფაქტს მსჯელობაში იმ რგოლად აქცევდნენ ,
რომლითაც მთელი ჯაჭვის ამოღებას ახერხებდნენ (როგორც ვლადიმირ ილიჩი იტყოდა
ხოლმე) საბჭოური რეჟიმის არსის ასახსნელად. თუმცა, ამ კუთხით კრიტიკა მხოლოდ
“მტრებისაგან” არ მოდიოდა - პირველი მწვავე დისკუსია და დემარში ამ საკითხის
გარშემო 1921 წელს, რკპ(ბ) მეათე ყრილობაზე “მუშური ოპოზიციის” ლიდერმა,
ალექსანდრ შლეპნიაკოვმა გააჩაღა. მან პირდაპირ ლენინს შეუტია ბრალდებით , რომ
მუშათა და გლეხთა სახელით, მან რეალურად მმართველობა “ინტელიგენციას”
(“მოსამსახურეთა” ფენას, შემდგომ - ნომენკლატურას) ჩაუგდო ხელში. ლენინმა და
ერთგულმა მოწაფეებმა “მუშური ოპოზიცია” ჩაახშეს, თუმცა ამ თვალსაჩინო პრობლემას
ვეღარ წაუყრუებდნენ და გადაჭრის გზები დასახეს, რომელიც ლენინის სიცოცხლის ბოლო
ხანებსა და გარდაცვალების შემდეგ 1923-1924 წლებში პარტიის წმენდას, გლეხთა
პროცენტის შეზღუდვაში და მუშათა წილის ხელოვნურად გაზრდაში გამოიხატებოდა ,
რასაც “ლენინური გაწვევის” კამპანია დაერქვა. ოკუპირებული საქართველო ამ
პროცესების ნაწილი უკვე ზემოთ განხილული საკადრო შიმშილითა და ფუნდამენტური
გამოწვევებით გახდა; მასში გლეხთა წილი გაცილებით დომინანტური ჩანდა ვიდრე
რუსეთის კომპარტიაში, თუმცა “ლენინური გაწვევისა” და კლასების წონასწორობის
პოლიტიკა 1920-იან წლებში უკვე საკავშირო დონეზე მიმდინარე პროცესების სინქრონული
გახდა.
მუდმივი დაბალანსების მცდელობა მუშათა და გლეხთა კადრების შეკუმშვა -
გაფართოებაზე იყო ორიენტირებული, მათ ფონზე კი “მოსამსახურეთა” ფენა
სტაბილურად ინარჩუნებდა პოზიციებს, მეტიც - 1930-იანი წლებისათვის, ჩვენ ხელთ
არსებული არასრული მონაცემებით, ბალანსი უკვე ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ
შეიცვალა. მაგალითად:

1935 წლისათვის საქართველოს კომპარტიის პირველადი პარტორგანიზაციების წევრთა


სოციალური ბალანსი შემდეგი იყო:

 მუშები - 25,8 %
 გლეხები - 30,7 %
 მოსამსახურეები - 42,3 %

1939 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს კომპარტიის წევრთა


სოციალური მდგომარეობა შემდეგია:

 მუშები - 51,7 %
 გლეხები - 26,8 %
 მოსამსახურეები - 21,3 %

თუმცა, იმავე მონაცემებს თუკი საქმიანობის პროფილის მიხედვით გადავიანგარიშებთ ,


შემდეგ ბალანსს ვიღებთ:

 მუშები - 25,1 %
 გლეხები - 19,6 %
 მოსამსახურეები - 53,17 %

1945 წლის მესამე კვარტალში:

 მუშები - 26,5 %
 გლეხები - 27,07 %
 მოსამსახურეები - 46,39 %

საქმიანობის პროფილის მიხედვით:

 მუშები - 20,07 %
 გლეხები - 25,53 %
 მოსამსახურეები - 53,34 %

1971 წლის პირველი კვარტალი:

 მუშები - 29,4 %
 გლეხები - 26,36 %
 მოსამსახურეები - 44,18%

1980 წლის პირველი კვარტალი:

 მუშები - 35,44 %
 გლეხები - 23,78 %
 მოსამსახურეები - 40,76 %

მოსამსახურეთა - სახელმწიფო ბიუროკრატიის, “ინტელიგენციის” და პარტიული აპარატის


დომინაციის უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძლება ვივარაუდოთ იმ ფაქტორის
გათვალისწინებითაც, რომ პარტიული სტატისტიკის და აღწერის მასალებში წევრთა
პროფესიული და სოციალური კუთვნილება პარტიაში შესვლის მომენტის მიხედვით
ფიქსირდებოდა.12 შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ როგორ ცირკულირებდა კადრები
მოსამსახურეთა ფენაში და რჩეული ნაწილი ელიტაში - “ნომენკლატურაში ”, დამატებით ,
სტატისტიკური მასალების ძალზე დეტალურ ანალიზსა და კვლევას მოითხოვს.
პროცენტების შეფარდება და კლასთა ბალანსის ცვლილების ეს დინამიკა ციფრების ენაზე
გვიყვება ძალაუფლების ლენინური ფორმულის რეალობაში განხორციელების
წინააღმდეგობრივ და განწირულ პროცესზე, რომელსაც ზედნაშენად პარტიის სტალინური
მოდელის გაბატონება მოჰყვა. ამ უკანასკნელის ნაწილობრივ ცვლილებას კი საბჭოეთის
არსებობის ბოლომდე ყველა მომდევნო გენმდივანი და მემკვიდრე ელიტები
ცდილობდნენ. ლენინის მიერ XX საუკუნის დასაწყისში შემუშავებული პარტიული
ორგანიზაციის ფორმულა და მომავლის ხედვა, რამდენიმე საკვანძო ელემენტს
ეფუძნებოდა:

 პარტიის დასავლური, დემოკრატიული მოდელის გამორიცხვას და სოციალ-


დემოკრატიული პარტიის - გასამხედროებულ, საიდუმლო შეთქმულების მებრძოლ
და დისციპლინირებულ, მცირერიცხოვან ორგანიზაციად გადაქცევას , რომელშიც
“ინტელიგენტები” დომინირებდნენ.
 თვითმპყრობელობის ბურჟუაზიული რევოლუციით, ან პირდაპირ - ბოლშევიკური
აჯანყებით დამხობისას, ძალაუფლების დაპატრონებას, განვითარების
მარქსისტული მოდელის გამორიცხვით. ამ პროცესში “პროლეტარიატის” - მუშათა
მასის მებრძოლ ძალად გამოყენებას და შემდგომ “პროლეტარიატის ავანგარდის ”
სახელით პარტიული ინტელიგენციის - “პროფესიონალი რევოლუციონერების”
გაბატონებას ბოლშევიკური სახელმწიფოს მმართველობაში.

რა თქმა უნდა, ამ მოდელს და თეორიას მარქსიზმთან და მის განვითარებულ


მემკვიდრეობასთან - ევროპულ სოციალ-დემოკრატიასთან დიდი უფსკრული აშორებდა .
თუმცა, როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი და ორგანიზატორი, ლენინი კარგად იცნობდა
იმპერიის მოსახლეობის უმრავლესობის - რუსი გლეხობის ფსიქოლოგიას და რუსული
ინტელიგენციის ანტიდასავლურ, სლავიანოფილურ ვნებებს. შესაბამისად , მან ისარგებლა
XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული უტოპიური სოციალიზმის, “ნაროდნიკული”
იდეებით, დახვეწა და განავითარა და ახალი ტიპის პარტიის მისეული მოდელით ,
კრიზისულ მომენტში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების გზით შეძლო ძალაუფლების
ხელში ჩაგდება. ამ მომენტიდან, ბოლშევიკური დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის
დამყარების, სამოქალაქო ომის კატასტროფული განადგურების და კრიზისების
კვალდაკვალ, ომში გამარჯვებისა და “საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების”
მიუხედავად, 1920-იანი წლების დასაწყისშივე უკვე ცხადად ჩანდა, რომ სამხედრო
კომუნიზმისას გამოცდილი ლენინური მართვის მოდელი ირყეოდა და მარცხისათვის იყო
განწირული. იმ ბირთვის - “პროფესიონალი რევოლუციონერების”, ძველი ბოლშევიკი
იატაკქვეშელი პარტიული ორგანიზატორების რიცხობრივი მასშტაბი , რომელსაც ლენინი
თავის ძალაუფლებას და მართვის მოდელს აფუძნებდა, აბსოლუტურად მიზერული იყო
უზარმაზარი ქვეყნის მართვისათვის. “პროფესიონალი რევოლუციონერების” კადრები
ვერ ჰყოფნიდა პარტიული სახელმწიფოს მონსტრ ბიუროკრატიულ აპარატს, რომლის
არსებობა უალტერნატივო იყო ბოლშევიკური რეჟიმის შენარჩუნების ამოცანიდან
გამომდინარე. ნოე ჟორდანია, ჯერ კიდევ 1924 წელს, სწორედ ამ ლოგიკას განმარტავდა
მისთვის ჩვეული მსუბუქი ენითა და სიბასრით:

“...საბჭოთა წყობილება დამკვიდრებისთანავე მოემწყვდა მთელ რიგ წინააღმდეგობათა


ჩიხში და ძალზე არყევს მის შენობას. ხელისუფლება იძულებულია თავი დაიცვას იარაღით
და მით კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო უკმაყოფილება. ყველა კლასი, ყველა
საზოგადოებრივი წრე შევიწროებული და შეწუხებულია, არავის არავითარი უფლება არ
აქვს, არც პოლიტიკური, არც მოქალაქეობრივი, არც ეკონომიური. მთელი უფლება
მიისაკუთრა სახელმწიფო აპარატმა, ის სჭრის და კერავს სურვილისამებრ . საზოგადოების
ჩაყლაპვა სახელმწიფოს მიერ სრულია. მათ შორის ორმო გათხრილია, ომი
გამოცხადებულია.
…მთელი ძირითადი კონფლიქტი საწარმოვო ფორმასა და საწარმოვო მოთხოვნილებათა
შორის გამოწვეულია მონოპოლიით, ველური ნაციონალიზაციით. მოსკოვის მეფენი თავის
მონოპოლიას ასაბუთებდენ ფისკალური მოსაზრებით. ხაზინას მართლაც დიდი
შემოსავალი რჩებოდა. ამით ხალხსაც საგადასახადო ტვირთი რამდენიმეთ
უმსუბუქდებოდა. საბჭოთა მეფენი რით ასაბუთებენ თვის მონოპოლიას? ფისკალური
მოსაზრება სწორეთ მონოპოლიის წინააღმდეგ ლაპარაკობს, სახელმწიფო მრეწველობა
მუდმივ ზარალშია და სულდგმულობს მხოლოდ ხაზინის დახმარებით, ე.ი. ხალხი ინახავს
ამ საარაკო წარმოებას თავის ჯიბიდან. მაშ რატომ მას არ ეყრებიან? მიზეზი
პოლიტიკურია. მონოპოლიის წყალობით ყველა კლასი იძულებულია საბჭოთა
მთავრობის წინაშე ეძიოს არსებობის საშუალება, მისგან მიიღოს საცხოვრებელი
წყაროები. მას სთხოვს გლეხი მიწას, მუშა სამუშაოს, ვაჭარი სავაჭროს, ხელოსანი
იარაღებს, ინტელიგენცია სამსახურს - ყველა მასზე დამოკიდებულია. საბჭოთა მთელი
ძალა ამ ეკონომიურ მონოპოლიაზე არის აგებული. სხვა საბუთი არსებობისა მას არ აქვს.
ამიტომ ისინი ასე მაგრათ ებღაუჭებიან მას…”13
1920-იანი წლების დასაწყისისთვის პარტია/სახელმწიფოს აპარატში ახალი , მმართველ
სოციალურ ფენაში შეღწევის მსურველი კადრების დიდი მოზღვავების ხანა დადგა . ამ
დინებას კი მიმართულება მისცა და საკუთარი “პროექტის” მშენებლობის რესურსად აქცია
პარტიის გენერალურ მდივნად გადაყვანილმა იოსებ ჯუღაშვილმა-სტალინმა , რომლის
ხელშიც მდივნის, ერთი შეხედვით ტექნიკური, ბიუროკრატიული პოსტი , რომელსაც
პარტიის სტრუქტურაში მანამდე არავითარი პოლიტიკური წონა არ ჰქონდა ,
ძალაუფლების საკრალურ წყაროდ იქცა:
“...ენამახვილმა ახლობლებმა იმ დროს მას “კარტოთეკების ამხანაგი” შეარქვეს. ის
მართლაც, თანამშრომლებთან ერთად სულ ხელმძღვანელ მუშაკებზე შედგენილი
ბარათებით დაიარებოდა. “ყველაფერს კადრები წყვეტენ” - მოგვიანებით ასე
ჩამოაყალიბა მან თავისი დასკვნა. ამ კადრებს კი ზედმიწევნით სწავლობდა , საკუთარი
ინტერესებისა და გათვლების საცერში ატარებდა, ანაწილებდა მათ ნომენკლატურის
სხვადასხვა დონეებზე, როგორც კომპოზიტორი ნოტებს ბილიკებზე, რათა მისთვის
მოსაწონი სიმფონია შეექმნა. როგორც მიყვებოდნენ, მისთვის რაიმე კუთხით ყველაზე
საინტერესო ხალხის კარტოთეკას 1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტალინი თავად
აწარმოებდა და მას საკუთარ მდივანსაც კი არ აკარებდა.”14
თუ ვისი ინფორმაცია იყო ჩალაგებული ამ კარტოთეკებში და რა სისტემა ააწყო მათით
სტალინმა, როგორ გამოაცალა საყრდენი ლენინურ კომპარტიას და საკუთარი შიდა
იმპერია ააშენა, სტალინის სისხლიანი აღზევების წელს დაწერილი, ნოე ჟორდანიას
სტატია განმარტავს:
“...სტალინმა სავსებით შეაბრუნა ეს ლენინური პარტიული დოქტრინა და გადასწყვიტა
ორგანიზაციული ზომებით თავისი საკუთარი პარტიის შედგენა . მან სავსებით მიიღო
ლენინის დებულება - მე უნდა ვმართო ქვეყანა პარტიის საშუალებითო, მხოლოდ
ამისათვის აუცილებელი გახდა თვით პარტიის მისადმი ერთგულება , მისთვის
დამორჩილება. ხოლო ეს კი შესაძლებელი იყო ორგანიზაციულ-პოლიციური ზომებით . ამ
მიზნით მან დაიწყო მოსკოვიდან დანიშვნა ყველა საგუბერნიო და საქალაქო პარტიული
ცენტრების სეკრეტარების, ხოლო ეს სეკრეტარები ნიშნავდენ თავის მხრით ყველა მათი
ხელქვეითი ორგანიზაციების მდივნებს, ესენი კი აღჭურვილი იყვენ განუსაზღვრელი
უფლებებით, არა მარტო პარტიის, არამედ ყველა სფეროებში. პარტიული ყრილობის
შემადგენლობა ამით წინასწარ ისაზღვრებოდა. ის შედგებოდა სტალინის აგენტებისაგან .
თავისი სეკრეტარიატი მან გადააქცია პოლიციის დეპარტამენტათ , რომლის
მხედველობაში დააყენა მთელი პარტია. თვითეულ ცნობილ ბოლშევიკზე აქ დგებოდა
მთელი “საქმე”, ვინ როდის რას აკეთებდა, ვინ საეჭვო ღირსების იყო და სხ. ურჩს
მოიხმობდა და პირველ გაფრთხილებას აძლევდა… პარტიის 14 ყრილობაზე (1925 წ.)
ზინოვიევი ამაოთ ითხოვდა - “მიეცეს ლენინგრადის ორგანიზაციას უფლება თავის
ხელმძღვანელების არჩევის”-ო. სტალინურათ ჩაწყობილმა ყრილობამ ურას ძახილით
დაადასტურა თავის შეფის ნაბიჯები. ასე გამოაცალა ლილოელმა გლეხმა მსწავლულ
ლიდერებს პარტია და მით მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა. ეს მოხდა არა სტალინის
დიდკაცობით, არამედ მოწინააღმდეგეთა სიგლახაკით…”15
1920-იანი წლების განმავლობაში მიმდინარე ამ ხანგრძლივი და მდორე გადატრიალების
ნაყოფი, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში, დიდი ტერორის გარიჟრაჟზე უკვე
ხელშესახები და ციფრებში გამოხატულიც გახდა. ამ მხრივ ყველაზე ხშირად ციტირებად
მაგალითად საკავშირო კომპარტიის XVII (1934 წ.), ოფიციალურად “გამარჯვებულთა
ყრილობად” მონათლული, მოგვიანებით კი - “დახვრეტილთა ყრილობად” ცნობილი
მოვლენა გახდა. მისი დელეგატების 80 % პარტიული სტაჟი 1920 წლის ქვემოდან
იწყებოდა, 1939 წლისათვის კი ყრილობის დელეგატთა 56,6 % უკვე დახვრეტილი იყო.
სამაგიეროდ 1939 წლის XVIII საკავშირო ყრილობის დელეგატთა ნახევარი 55 წელზე
ახალგაზრდა იყო, ანუ 1920 წლისათვის ისინი სასკოლო ასაკის თუ იყვნენ, მათი პარტიული
სტაჟი კი 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყებოდა. ანალოგიურად, თუკი 1930
წლისათვის კომპარტიის სამხარეო კომიტეტების, საოლქო კომიტეტებისა და მოკავშირე
რესპუბლიკების კომპარტიების ცეკას მდივნების 69% ჰქონდა 1917 წლამდელი პარტსტაჟი ,
1939 წლისათვის მათი 80,5 % კომპარტიაში 1924 წლის შემდეგ იყო შესული. 16
საქართველოს კომპარტიის ბედი ამ პროცესების ფონზე, დამატებით რთული და
კომპლექსური იყო. ლენინური ფორმულის - “პროფესიონალი რევოლუციონერების” მიერ
ქვეყნის მართვის განხორციელება საქართველოში იმთავითვე გამორიცხული ჩანდა . უკვე
განხილული 1921-1924 წლების პერიპეტიების ფონზე, როდესაც კომპარტიამ კარი
ფართოდ გაუღო კრიმინალებს, მათი ხელით “დაამყარა წესრიგი” და შემდეგ პარტიიდან
მოიცილა ისინი, კომპარტია კვლავ მცირერიცხოვან პოლიტიკურ ორგანიზაციად
რჩებოდა, მის შიგნით კი ძველი ბოლშევიკების რიცხვი, რომელთა პარტიული სტაჟი 1917
წლის ქვემოდან იწყებოდა უკიდურესად მცირე იყო და მთელს
საქართველოში 623 ადამიანს შეადგენდა (მათგან მუშა - 27,1%, ხელოსანი - 10,3%, გლეხი -
22,6%, მოსამსახურე - 40%).17 შესაბამისად, “ლენინური გვარდიის” პოლიტიკური წონა
იმთავითვე არასაიმედო იყო და 1920-1930-იანი წლების მძიმე პროცესების კვალდაკვალ
ნაბიჯ-ნაბიჯ საერთოდ ისპობოდა.
ძველი ბოლშევიკების ფენამ, რომელთა უმრავლესობა თავს “ლენინელად” მიიჩნევდა და
არ ურიგდებოდა ბელადის დადგენილი პრინციპების რღვევას, რამდენიმე მძიმე დარტყმა
განიცადა - 1922 წელს “ნაციონალ-უკლონისტური” განხეთქილებისას, 1927-1929 წლებში
“ტროცკისტული ოპოზიციის” წმენდისას და საბოლოოდ 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა
ტერორის დროს, რომელმაც ფაქტობრივად მინიმუმზე დაიყვანა მათი რიცხვი , ისე რომ
1939 წლისათვის საქართველოს კომპარტიის წევრთა შორის 1917 წლამდე პარტსტაჟის
მქონე მხოლოდ 144 ადამიანი იყო დარჩენილი,18 ხოლო 1917-1921 წლების სტაჟით - 2 461,
რაც პარტიის წევრთა 4,44 % წარმოადგენდა.
ამავე დროს, ის ფაქტი, რომ პარტიული სტატისტიკით 1921 წლის საბჭოთა რუსული
ოკუპაციის მომენტისათვის საქართველოს კომპარტიის წევრთა რიცხვი დამატებით 8 567
ადამიანით იყო გაზრდილი, რეალურად სულაც არ ნიშნავდა პარტიის ორგანიზაციულ
ზრდას და “ლენინური გვარდიის” შევსებას. ამ რიცხვის გენეზისს მკაფიოდ აჩვენებს ,
თუნდაც 1922-1923 წლების წმენდაგამოვლილი კომპარტიის წევრთა სტატისტიკა,
რომელიც პარტიის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით არის წარმოდგენილი :

სტატისტიკაში მკაფიოდ ჩანს, რომ დედაქალაქის გარდა, წევრთა რიცხოვნობით


ლიდერობენ - გურიის (ოზურგეთის მაზრა), გორის და სენაკის მაზრების, სამხრეთ ოსეთის
ორგანიზაციები. ამ სურათს თავისი ლოგიკა აქვს - 1917-1921 წლებში სწორედ ამ მხარეებში
მოახერხა ბოლშევიკურმა პარტიამ გლეხთა შორის პროპაგანდის გაშლა და ამბოხებების
ორგანიზება, რომელიც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწრაფად ჩაახშო .
შედეგად, უკვე 1921-1922 წლებიდან სტატისტიკური მასალების ანალიზში, ავტორები
მიუთითებდნენ, რომ საქართველოს კომპარტიაში ეს გლეხთა დომინაცია იმ ფაქტორით
იყო განპირობებული, რომ პარტიის წევრებად ჩათვალეს პირველი მსოფლიო ომიდან
დაბრუნებული ის ჯარისკაცი გლეხები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ხსენებულ
ამბოხებებში, როდესაც მათი რეალური პოლიტიკური განათლება ძალზე დაბალი იყო,
კომპარტიის ლენინური პრინციპები არ აღელვებდათ და მეტიც , მათი მნიშვნელოვანი
ნაწილი რელიგიურიც კი იყო19 (1922 წლის მონაცემებით - სამაზრო ორგანიზაციების
წევრთა 20 %, ხოლო საერთო შემადგენლობის - 17%).20 სხვა აჯანყებაგამოვლილი
მაზრების, მაგ. დუშეთის, ლეჩხუმის, შორაპნის მაზრების მოკრძალებულ სტატისტიკას
ზემოხსენებული წმენდები განაპირობებენ; მაგალითად - 1922 წლის მასობრივი წმენდისას
მათი შემადგენლობის - 43,9%, 50,49%, 51,3 % კომპარტიიდან გაირიცხა.
1930-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოს კომპარტიაში სტალინური კურსის ადვილ
გამარჯვებას, საკავშირო დონეზე გამოკვეთილი ტენდენცია დაერთო თან -
სპეცსამსახურების ГПУ-НКВД-ს დომინირება პარტიისა და სახელმწიფო აპარატზე .
საქართველოს სსრ-ში სტალინის ამ ახალი მანევრის მაუწყებელი სპეცსამსახურების
ყოფილი შეფის - ლავრენტი ბერიას ცეკას ხელმძღვანელად მოვლინება გახდა , რასაც
შიდაპარტიულ ბრძოლებგამოვლილი პროსტალინელი ძველი ბოლშევიკების
შეუკავებელი ზიზღი და დემარშიც მოჰყვა, რამაც უახლოესი რამდენიმე წლის
პერსპექტივით მათი ბედიც განსაზღვრა.
ოკუპაციიდან მალევე საქართველოს კომპარტიის შიგნით წარმოშობილი
უკმაყოფილებისა და ცენტრის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის მცდელობას , რომელიც
სტალინის დაჯგუფებამ და მისმა ემისარმა კავკასიაში - სერგო ორჯონიკიძემ “ნაცონალ -
უკლონიზმად” მონათლა, ამ უკანასკნელთა მხრიდან პასუხად სახელმწიფო და პარტიული
პოსტებიდან “უკლონისტთა” ჩამოშორება და შერისხვა მოჰყვა. 1922 წელს კომპარტიაში
მიმდინარე მასობრივი წმენდის ფონზე, სტატისტიკის ნედლ რიცხვებში ძალზე ძნელია
“უკლონისტთა” წმენდის კვალის გამოცალკევება და სრულფასოვან, დეტალურ კვლევას
საჭიროებს საქართველოს კომპარტიის ყველა ორგანიზაციის დონეზე , რაც
იმდროინდელი პარტიის მცირერიცხოვნობის გამო, სრულიადაც არ წარმოადგენს
მიუღწეველ ამოცანას.
შემდგომი საკავშირო მასშტაბის განხეთქილება და შიდაპარტიული წმენდა -
“ტროცკისტული ოპოზიციის” წინააღმდეგ ბრძოლა 1927-1930 წლების განმავლობაში,
ასევე ცხადად არ იკითხება გრაფიკზე. ანალოგიურად, “ტროცკისტების” პარტიიდან
გაძევების და მათი რეპრესიის რიცხობრივი მონაცემები დეტალურ კვლევას და
დამუშავებას საჭიროებს, რის საშუალებასაც არქივები გვაძლევენ . ამ ეტაპზე , ჩვენს ხელთ
მწირი მონაცემებია და პარტიის წევრთა რიცხვის ცვლილების ამ წლების დინამიკის
ინტერპრეტაცია თუ გვეხმარება პირველადი ორიენტირების განსაზღვრაში .
მაგალითისათვის, წმენდის პირველ ეტაპზე, დაპირისპირების ღია ფაზაში გადასვლისას ,
1927 წელს საქართველოს კომპარტიის ტფილისის ორგანიზაციიდან, ოფიციალურად
გამოქვეყნებული მონაცემებით, წევრთა 2,61 %, ანუ 250 ადამიანი გარიცხეს
“ტროცკისტული ოპოზიციის” აქტივისტობის გამო, როდესაც ქალაქის პარტორგანიზაციის
წევრთა რიცხვი 9 563 ადამიანი იყო.21 თუკი დავაკვირდებით დედაქალაქის
პარტორგანიზაციის რიცხოვნობის ზრდის ტენდენციას 1927-1930 წლებში და შევადარებთ
საერთო რესპუბლიკური მონაცემებს, შიდაპარტიული ბრძოლისა და წმენდის ექო მაინც
შეიძლება დავაფიქსიროთ. კერძოდ, რესპუბლიკურ დონეზე 1924 წლიდან 1927 წლამდე
პარტიის წევრთა რიცხვი სტაბილურად დაახლოებით 5 000-იანი ბიჯით იზრდებოდა , 1928-
1930 წლებში კი ზრდის მხოლოდ 1000-იანი მაჩვენებელი გვაქვს. ანალოგიურად
ტფილისის პარტორგანიზაციის ზრდაც 1927-1929 წლებში - 1 000 ადამიანს უტოლდება.
განსხვავებით 1920-იანი წლების მეორე ნახევრის პერიპეტიებისაგან, გრაფიკზე აშკარად
იკვეთება შემდეგი მასობრივი წმენდის კვალი 1933-1934 წლებში. ამ დროის განმავლობაში
საქართველოს კომპარტიის წევრთა რიცხვი 57 787-დან - 48 431-მდე შემცირდა. ეს
გრანდიოზული წმენდა 1933 წლის დასაწყისში ოფიციალურად დაანონსდა საბჭოურ
პრესაში; ოფიციალურად იგი აცხადებდა, რომ პარტიიდან უნდა გაეძევებინათ
"კლასობრივად უცხო და მტრულად განწყობილი ელემენტები”, დისციპლინის დამრღვევი
“მოლაყბეები”, კულაკებთან შეზრდილი ელემენტები, კარიერისტები და ბიუროკრატები ,
“მორალურად გახრწნილი ელემენტები”.22
რეალურად, სტალინის პოლიტბიურომ წმენდის გადაწყვეტილება ყოველგვარი
ფორმალური წესების დარღვევით მიიღო (პოლიტბიუროს არ ჰქონდა უფლება წმენდის
პროცედურა წამოეწყო) და გადაწყვეტილების შემდეგ უკანა თარიღით დაადასტურებინა
საკავშირო კომპარტიის ცეკასა და ცენტრალურ საკონტროლო კომისიას. წმენდის
ამოცანა სტალინური ვერტიკალის განმტკიცება იყო პარტიაში - “ტროცკისტულ
ოპოზიციაზე” გამარჯვების ხელშემწყობი პარტიის წევრთა მრავალი კატეგორია ამ
უკანასკნელს ასევე “არასაიმედოდ” მიაჩნდა. ამავე დროს, ძალდატანებითი
კოლექტივიზაციის პირველი ტალღის ჩაფუშვა, სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიაში
არსებული ჩავარდნები “განტევების ვაცს” საჭიროებდა. ამ მასშტაბური “კუდიანებზე
ნადირობის” შემაჯამებლად იქცა ზემოხსენებული კომპარტიის XVII ყრილობა , რომელმაც
დაადასტურა სტალინური კურსის ტრიუმფი და “გამარჯვება”, თუმცა, მორიგი და მანამდე
არნახული მასშტაბის წმენდა, უკვე - ფიზიკური მოსპობის გამოყენებით უკვე მალე
გამოჩნდა ჰორიზონტზე და სტალინური პერმანენტული წმენდის წარმატების ლოგიკა
კიდევ ერთხელ დაადასტურა.
გრაფიკზე თვალშისაცემად ასახული მორიგი “ტეხილის” დადგომამდე - 1937-1938 წლების
დიდი საბჭოთა ტერორის პერიოდის მიმოხილვამდე - საინტერესო იქნება თვალი
მივადევნოთ წინა წლების მონაცემებს,23 რომელიც მოახლოებული ქარიშხლის
სიმპტომებს გამოკვეთს და წარმოდგენას გვაძლევს დიდი ტერორის ხანის პარტიული
წმენდის დინამიკაზე, რომელიც მასობრივი რეპრესიების მასშტაბთან შესამჩნევად
კორელირებს.

1935 წლის I კვარტლისათვის საქართველოს კომპარტიის წევრთა რიცხვი 46 085 იყო, წლის
ბოლოს, IV კვარტალში კი 39 673-მდე შემცირდა.

 პარტიიდან სულ გაირიცხა - 9 201 ადამიანი.


 საკუთარი ნებით დატოვა პარტიის რიგები - 17-მა ადამიანმა.
 ბუნებრივი მიზეზებით გადაიცვალა - 264.
 სხვა რესპუბლიკის პარტორგანიზაციაში გადავიდა - 577.

ჯამში, 1935 წლისათვის გარიცხულთა პროცენტული წილი 19,96 % იყო

უკვე 1937 წლის დიდი საბჭოთა ტერორის მიმდინარეობისას, I და II კვარტლის


მონაცემებით (იანვარი-ივლისი) პარტიული კადრების წმენდის მასშტაბის დეტალური
მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება.

წლის დასაწყისში, კომპარტიის წევრთა და კანდიდატთა საერთო რიცხვი - 47 526 იყო.


მათგან, I კვარტალში გარიცხეს - 6 572 ადამიანი.
მათგან, პოლიტიკური საბაბით - 3 350. რომელთა ბრალდებების სპექტრი შემდეგია:

 თეთრგვარდიელი და კულაკი - 175,


 ტროცკისტები - 347,
 სხვა კლასობრივად უცხო ელემენტები - 1 134,
 ანტისაბჭოთა პარტიების ყოფილი წევრები - 705
 ამ მომენტისათვის უკვე დაპატიმრებულები - 989

წინა პარტიული წმენდისას გარიცხული, მაგრამ მექანიკურად ჩარჩენილი - 329


აფერისტები - 343
პასიური წევრები - 1 574
სხვა - 976

II კვარტლის განმავლობაში გარიცხეს - 3 897


მათგან, პოლიტიკური საბაბით - 3 528, რომელთა ბრალდებების სპექტრი შემდეგია:

 თეთრგვარდიელი და კულაკი - 178,


 ტროცკისტები - 360,
 სხვა კლასობრივად უცხო ელემენტები - 1 134,
 ანტისაბჭოთა პარტიების ყოფილი წევრები - 729,
 ამ მომენტისათვის უკვე დაპატიმრებულები - 1 127,

აფერისტები - 343,
მოტყუების გზით შესულები პარტიაში - 26,

შედეგად, 1937 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კომპარტიიდან 10 469 ადამიანი


გაირიცხა, რაც წლის დასაწყისის შემადგენლობის 22,02 % იყო. ამათგან, პოლიტიკურად
შერისხულთა კატეგორიაში, ჯამში 6 878 ადამიანი - 14,47 % მოხვდა. 1937 წლის
ივლისისთვის კი გარიცხულებიდან 2 116 უკვე დაპატიმრებული იყო, თუმცა ეს რიცხვი
მეორე კვარტლის დეტალურად ჩაშლილი მონაცემებით უფრო ზუსტდება და 2 480-ს
შეადგენს, რაც წევრთა საერთო რიცხვის 5,21 %-ია.

1976 წელს შედგენილი ბროშურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასში 1937 და 1938
წლებში პარტიის წევრთა კლების სტატისტიკა შეულამაზებლად არის წარმოდგენილი :

 1937 წ. - 45 726
 1938 წ. - 39 397

შესაბამისად, რიგითი მკითხველი წესით მარტივად დააფიქსირებდა ამ კლების დიდი


ტერორის პროცესთან კორელაციას.

1937-1938 წლებში საქართველოს კომპარტიის წევრთა წინააღმდეგ რეპრესიების მასშტაბს


აზუსტებს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივის მასალებზე -
არასასამართლო ორგანოების (შინსახკომის საგანგებო სათათბიროს, განსაკუთრებული
სამეულის) და სასამართლო ორგანოების - სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო
კოლეგიის გამსვლელი სესიის მასალებზე დაყრდნობით მომზადებული სტატისტიკური
ანალიზი. ფუნდამენტურ კვლევაში - ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში (ორტმეული)
სამწუხაროდ ცალკე არ არის გაანალიზებული საქართველოს კომპარტიის
რეპრესირებული წევრების სტატისტიკა და მისი ამოკრება დიდი ტერორის სხვადასხვა
ეტაპის ამსახველი სტატისტიკური ცხრილებიდან მოგვიხდა.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სამეულის, ე.წ. “ტროიკის"
მიერ 1937 წლის 11 აგვისტოდან 1938 წლის 23 ოქტომბრამდე დასჯილთა
(დახვრეტა/გულაგში გადასახლება) შორის კომპარტიის და კომკავშირის წევრთა ჯამური
რიცხვი 1 181 ადამიანია.24
ე. წ. “სტალინურ სიებში”, საკავშირო კომპარტიის პოლიტბიუროს მიერ სანქცირებული
რეპრესირებულების კატეგორიაში, რომელთა ნაწილი სსრკ უმაღლესი სასამართლოს
სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ გაასამართლა, ნაწილის კი “სამეულს” გადაეცა
განაჩენისათვის, კომპარტიის წევრთა და კანდიდატთა ჯამი 1 988 ადამიანს შეადგენს .[27]
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული, პირველი კომპონენტის მონაცემებში არაა შესაძლებელი
კომკავშირელთა რიცხვის გამოცალკევება და მეორე კომპონენტისა და პირველის
გადაფარვის მასშტაბის (სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიიდან “სამეულზე ”
გადაცემა) გამოანგარიშება. უხეში ჯამი - 3 169 ადამიანი მრავალ კითხვას ბადებს. ზემოთ
მოყვანილი, დოკუმენტური წყაროები გვაჩვენებენ, რომ 1937 წლის შუა პერიოდისათვის
რეპრესიული მანქანის ხელში უკვე პარტიის ყოფილი 2 480 წევრი იყო, მაშინ როდესაც
მასობრივი რეპრესიების, დაპატიმრებებისა და დასჯის მასშტაბმა ნახტომისებურად
ზაფხულში იმატა და პიკს 1937 წლის ბოლოს მიაღწია. 1938 წლის მასშტაბები კი
შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა წინა წლის მიწურულის კატასტროფასთან
შედარებით.
შესაბამისად, კომპარტიის რეპრესირებულ წევრთა თუნდაც მიახლოებით რიცხვად 3 169
ადამიანს ავიღებთ, ეს მსხვერპლთა ამჟამად ცნობილი საერთო რაოდენობის ,
დაახლოებით 22 000 ადამიანის - 14,4 % შეადგენს, ხოლო 1937 წლის დასაწყისის პარტიის
შემადგენლობის 6,66 %, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალობასთან უფრო ახლოს
მყოფი რიცხვი გაცილებით მაღალი უნდა იყოს და ამას შემდგომი კვლევები დააზუსტებს
პარტიიდან გარიცხულთა და რეპრესირებულთა შორის კორელაცია ამ ეტაპზე მხოლოდ
1937-1938 წლების სხვაობისა და რეპრესირებულთა მიახლოებითი რიცხვით შეგვიძლია
უხეშად გავთვალოთ და იგი 50,7 % შეადგენს.
პარტიული კადრების განადგურების შემდგომი კატასტროფული სურათი პოლიტიკურ
რეპრესიებს და შიდაპარტიულ წმენდას აღარ უკავშირდება - 1941-1942 წლებში
საქართველოს კომპარტიის წევრთა რაოდენობა 98 553-დან 70 892-მდე შემცირდა, ეს 27
661 ადამიანის დანაკარგი, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე დაღუპულ
კომპარტიის წევრთა რაოდენობას უნდა ასახავდეს. ამ კატასტროფული დანაკარგების
კომპენსირება პარტიამ მხოლოდ 1943-1944 წლების განმავლობაში დაიწყო და ომის
დასასრულს მიუახლოვდა 1941 წლის რიცხოვნობის ნიშნულს.

სტალინის სიკვდილის, პოლიტბიუროში ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ლავრენტი


ბერიას დამარცხებისა და მისი კადრებისაგან შსს-უშიშროების და პარტიის წმენდის
შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვმა, ერთი მხრივ, კვლავ აღადგინა პარტიის დომინაცია და
უშიშროების აპარატი ხელქვეითად დააბრუნა, ხოლო შემდგომ არმიის ამბიციებიც
გაანეიტრალა. ამ ცვლილებების მიუხედავად , კომპარტიაში არსობრივად არაფერი
შეცვლილა - მოჩვენებითი “კოლეგიური მმართველობა” პოლიტბიუროში კვლავ
ხრუშჩოვის დიქტატმა შეცვალა. დაბრუნდა პარტიაში მუშათა პროცენტის ხელოვნურად
ამაღლების ძველი გატაცება და 1958-1964 წლებში “დაზგებიდან” მუშების რეკრუტირების
კამპანია მიმდინარეობდა, რომლის მცირეხნიანი სტატისტიკური ეფექტი კვლავ
გადაფარა “მოსამსახურეთა” რიცხობრივმა უპირატესობამ.
საქართველოს ადგილი ამ პროცესებში, სპეციფიკურია - ბერიას ქსელის მასშტაბის ,
სტალინის კულტის ეფექტის და კომპარტიის XX ყრილობის შემდეგ დაწყებულ
დესტალინიზაციას მოყოლილი სტიქიური პროტესტითა და უკმაყოფილების
გათვალისწინებით. წინა თავში განხილულ რიგი შიდაპარტიული კრიზისების მსგავსად
საქართველოს კომპარტიის წევრთა წლიური, ჯამური სტატისტიკის რიცხვების მიღმა ამ
პროცესების ეფექტი ნაკლებად იკითხება და დეტალურ შესწავლას საჭიროებს ; როგორ
გადაეწყო “მშობლიური სტალინის” ჩამოსხმის ქართული კომპარტიის ორგანიზაცია
მისთვის ახალ და შესამჩნევად მტრულ გარემოსთან ადაპტაციისათვის, როგორ შეაბიჯა
საბჭოეთის სტალინური ეპოქისაგან განსხვავებით უკვე სრულფასოვანმა, მასობრივმა
პარტორგანიზაციამ სტაგნაციის - “უძრაობის” ხანაში და კორუფციის ახალ ფორმებსა და
მასშტაბებს გაუშინაურდა.
რამდენიმე საორიენტაციო დაკვირვებისათვის, საკავშირო დონეზე მიმდინარე
პროცესების ანარეკლად, საქართველოს კომპარტიის პოსტ-სტალინური სტატისტიკის
მონაცემები გვეხმარება.
1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძველი დროისათვის
დამახასიათებელი წმენდის კამპანიები აღარ ჩატარებულა და პარტდოკუმენტების
გამოცვლაც მხოლოდ 1970-იანი წლების დასაწყისში მოეწყო, ზემოხსენებული
რეკრუტირების კამპანიებისა და სხვა ინსტრუმენტების წყალობით , 1960-იანი წლების
ბოლოს კომპარტიის პოსტსტალინურ ელიტას ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მიღწეული
ჰქონდა - პარტიაში უმრავლესობას ის თაობა წარმოადგენდა, რომელთა სტაჟი სტალინის
სიკვდილის შემდეგ იწყებოდა. ამ დროიდან მოყოლებული , ფაქტობრივად
“პერესტროიკის” ეპოქის ზღურბლამდე საკავშირო კომპარტიაში ერთი შეხედვით
ანომალიური მდგომარეობა იყო შექმნილი - პარტიის უმრავლესობა პოსტსტალინური ,
ახალგაზრდა თაობა იყო, მმართველი პოლიტბიურო კი - სტალინური სტაჟით და
გადაბერებული.
საქართველოს კომპარტიის წევრთა შემადგენლობის ზრდის ტენდენცია , 1945 წლიდან
1948-1950 წლების სტაგნაციის გამოკლებით (რომლის განმაპირობებელი ფაქტორები
ასევე საკვლევია) შეუქცევადია. 1975 წლის სტატისტიკით, პარტიის წევრთა ასაკობრივი
შემადგენლობისა და სტაჟის ანალიზი შემდეგ სურათს გვაძლევს:

 1953 წლამდე სტაჟი პარტიის წევრთა დაახლოებით 44 %-ს ჰქონდა


 1953 წლიდან ზემოთ - 56 %

ასაკობრივად ეს სპექტრი შემდეგნაირად გამოიყურებოდა :


50 წელს ზევით - 37,1 %
26-40 წლის - 31,1 %
41-50 წლის - 27,2
25 წლის - 4,6 %

შესაბამისად, საქართველოს სსრ-ში საკავშირო დონისაგან განსხვავებით , ახალგაზრდა ,


პოსტსტალინურ თაობას პარტიის შიგნით გარდამტეხი უპირატესობა არ მოუპოვებია , რაც
მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომ ამ პროცესის განმაპირობებელი მიზეზები და ლოგიკა
ვიკვლიოთ.
ზემოხსენებული თაობათა ცვლის პროცესის კვალდაკვალ, 1950-იანი წლებიდან,
მოსახლეობაში საერთო ზოგადი და უმაღლესი განათლების ქონის პროცენტული ზრდის
ფონზე, განათლების დონეც სტაბილურად იმატებდა საქართველოს კომპარტიის წევრთა
შორის. რამდენადაც 1920-იანი წლების მეორე ნახევარში და ნაწილობრივ 1930-იანი
წლების მონაცემებში (რომლებიც ამჯერად გვაქვს დამუშავებული) კომპარტიის წევრთა
განათლების ცენზი ხშირად ყურადღების მიღმაა დატოვებული, მხოლოდ შერჩეული
წლების რიცხვებით შეგვიძლია ამ ტენდენციას დავაკვირდეთ :

1922 წელს:

 უმაღლესი განათლება - 0,8 %


 არასრული უმაღლესი - 0,8%
 საშუალო - 5,4 %
 არასრული საშუალო - 1,8%
 დაწყებითი - 24,3%
 არასრული დაწყებითი - 16,1 %
 საშინაო განათლებით - 5,6%
 თვითგანათლებული - 19,9%
 წერა-კითხვის უცოდინარი - 24,3%

1939 წელს:

 უმაღლესი განათლება - 6,74 %


 არასრული უმაღლესი - 3,26 %
 საშუალო - 13,83 %
 არასრული საშუალო - 14,3 %
 დაწყებითი - 31,2 %
 არაოფიციალური - 30,6 %

1945 წელს:

 უმაღლესი განათლება - 13,5 %


 არასრული უმაღლესი - 2,9 %
 საშუალო - 26,6 %

1955 წელს:

 უმაღლესი განათლება - 14,4%


 არასრული უმაღლესი - 4,4%
 საშუალო - 29,2%

1965 წელს:

 უმაღლესი განათლება - 23,3%


 არასრული უმაღლესი - 4,2%
 საშუალო - 32,5%
1975 წელს:

 უმაღლესი განათლება - 30,5%


 არასრული უმაღლესი - 4,6%
 საშუალო - 36%

ამ მონაცემების ინტერპრეტირებით, ცხადია, რომ საქართველოს კომპარტიის აშკარად


უხერხული სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც ცხადყოფს, რომ 1940-იანი წლებიდან
მოყოლებული პარტიის შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალური
განათლების ცენზის გარეშე იყო წარმოდგენილი, ზემოხსენებულ თაობათა ცვლის
ნაკლებად აქტიურ პროცესს უკავშირდება და კვლავ საინტერესო აქცენტს გვაწვდის
კვლევისათვის, როგორ იყო განაწილებული რეალური ძალაუფლება ახალ, უმაღლესი
განათლების მქონე თაობასა და ძველი სტაჟის მქონე და განათლების ოფიციალურ ცენზს
მოკლებულ პარტიულებს შორის.
ინტერესს მოკლებული არ იქნება საქართველოს კომპარტიის წევრთა ეროვნული
სპექტრის შესწავლა მთელი მიმოხილული პერიოდის მანძილზე, თუმცა წლიური
სტატისტიკური ანგარიშები იშვიათად შეიცავენ პარტიის მთელი შემადგენლობის
ეროვნული ბალანსის მაჩვენებლებს და ამჟამად მხოლოდ 1921, 1922, 1923, 1975 და 1988
წლების მონაცემების შეპირისპირების საშუალება გვაქვს, რომელიც აჩვენებს რომ
პარტიის ეროვნული ბალანსი კარდინალურად არ განსხვავდებოდა საქართველოს სსრ
ეროვნული შემადგენლობისაგან და ქართველები მუდმივად დომინანტური ელემენტი
იყვნენ სისტემაში:

ეროვნული დომინირების გარდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი და


უძრაობის ხანის რეალობაში გარკვევისათვის თავისთავად აუცილებელ თვალსაჩინოებას
წარმოადგენს კომპარტიის წევრთა პროცენტული თანამიმართება რესპუბლიკის
შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვთან. საბჭოური სტანდარტით შრომისუნარიან
ასაკად 18-60 წლების არე მიიჩნეოდა და შესაბამისად ჩვენც ამ მიდგომას დავეყრდენით .
მაქსიმალურად მიახლოებული რიცხვების სტატისტიკა ამ ფრიად საინტერესო სურათს
გვაძლევს, როგორ გამოკვეთილად იზრდება პარტიისადმი ლოიალურობისა და
ჩართულობის მასშტაბი, 1926 წლის 1,57 %-დან 1988 წლის - 13,93 %-მდე:
ეს რამდენიმე აქცენტი, რომელთა მონიშვნის საშუალებასაც კვლევის საწყის ეტაპზე
არსებული სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს, კიდევ უფრო გამოკვეთს
პოსტსტალინური, გვიანი საბჭოეთის პერიოდის საქართველოს რეალობის კვლევის
აუცილებლობას - ძალაუფლების მფლობელი კლასების რაობის ხელეშესახებად
დადგენას, მათი სოციალური, ეროვნული, პროფესიული პროფილის ანალიზს და
საკავშიროდან ადგილობრივ დონემდე გადაწყვეტილებების დანერგვისა და
მისაკუთრებული რესურსების ცირკულაციის მექანიზმებში გარკვევას.

სტალინის კულტი; საბჭოურ-ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთი


მთავარი მდგენელის ტრანსფორმაცია გვიან საბჭოეთიდან - 1990-
იან წლებამდე.

ამ ქვეთავში მიმოვიხილავთ, სტალინის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკური


სიმბოლოს შესახებ გასული საუკუნის 50-იანებიდან 90-იანი წლებამდე ფორმირებული
დისკურსის/დისკურსების უმთავრესი მახასიათებლებს. დისკურსის ფორმის ძიება
მეთოდოლიგიური თვალსაზრისით კომპლექსური და წინააღმდეგობრივი პროცესია .
ძირითადი მეთოდოლოგიური სირთულეების დასაძლევად კვლევაში შეთავსებულია
რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები. დისკურსის ფორმისა და მახასიათებლების
გამორკვევისთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ რიცხვებში ასახული დინამიკა (როდის
რამდენი წიგნი გამოქვეყნდა იოსებ ბესარიონის ძის პიროვნების შესახებ ), რომელიც
შესაძლოა მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყოს შერჩეულ პერიოდში მიმდინარე სხვადასხვა
სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებთან.
კონტენტის თვისებრივი ანალიზის მეთოდის გამოყენებით წარმოდგენილი სტატიისთვის
დამუშავდა სტალინის შესახებ გამოცემული 70-მდე წიგნი, რომელიც 1989 წლიდან 2021
წლამდე პერიოდში ქართულ ენაზე იბეჭდებოდა. მეთოდის სპეციფიკიდან და კვლევის
მასშტაბებიდან გამომდინარე, მიზნობრივი შერჩევის გზით თავმოყრილი წიგნების
რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის წინასიტყვაობა , ძირითადი და მეორადი სათაურები
(სარჩევი) და ბოლოსიტყვაობა გაანალიზდა. ტექსტის ჩამოთვლილ კომპონენტებზე
დაკვირვება და მათი სიღრმისეული ანალიზი მკაფიო სურათს მოგვცემს ბოლო 30 წლის
მანძილზე სტალინის გარშემო ფორმირებული დისკურსის უმთავრესი მახასიათებლების
შესახებ.
აქვე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ საკუთრივ დისკურსზე. დისკურსი კონკრეტული
ობიექტის, სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენებისა თუ პიროვნებების
გარშემო სპეციფიკურ აზროვნების მოდელებსა და ცოდნის ფორმებს (Constructions of
knowledge) ქმნის. მსგავსი მოდელების წარმოება ვერტიკალური პროცესია, რომელიც
აერთიანებს ცოდნის ობიექტს, მის შესახებ გადმოცემულ ამბავს, შეფასებებსა და
დამოკიდებულებებს. ამასთან, დისკურსის მიღმა შეიძლება იდგეს სხვადასხვა ინტერესთა
ჯგუფი ან კონკრეტული ავტორი. სწორედ ავტორი, განსხვავებული თხრობის მეთოდების,
ტექსტებისა და ინტერტექსტუალური ტექნიკების საშუალებით ცდილობს , კონკრეტული
ფორმა მისცეს ამა თუ იმ ამბავს, დამალოს ან ხილვადი გახადოს წარსულში მომხდარი ან
აწმყოში მიმდინარე მოვლენები.
დისკურსები ასტიმულირებს საზოგადოებრივ განწყობებს ან თვითონვე სტიმულირდება
მსგავსი განწყობების გავლენით. ამდენად, დისკურსი, როგორც ცოდნის ფორმა,
ერთდროულად ძალაუფლების მიზეზიც არის და ძალაუფლების შედეგიც .
დისკურსებზე დაკვირვებისა და მათი ანალიზის დროს მნიშვნელოვანია ,
გავითვალისწინოთ მეთოდოლოგიური ხარვეზებისა და მცდარი ინტერპრეტაციის
საფრთხე. მსგავსი პრობლემის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა დისკურსების
მულტიპერსპექტიული აღქმა და ანალიზია, რაც არა მხოლოდ ავტორის ენასა და
თხრობის ტექნიკებზე დაკვირვებით, არამედ რაოდენობრივად გაზომვადი ცვლადების
იდენტიფიცირებით მიიღწევა.
წარმოდგენილი სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ფოკუსი შეზღუდულია და
მოიცავს მხოლოდ წიგნად გამოცემებს. შესაბამისად, სტატიაში გაანალიზებული არ არის
სხვა ტიპის ბეჭდური გამოცემები, მათ შორის პრესა. სასურველია , რომ სამომავლოდ
მსგავსი ტიპის კვლევებში მოექცეს 90-იანი და 2000-იანი წლების ქართული პრესა, რაც
სტალინის შესახებ ფორმირებული დისკურსების შესახებ შედარებით მასშტაბურ და
მკაფიო სურათს მოგვცემს.
ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის მიხედვით “სტალინ” ფუძე 311
ქართულენოვანი წიგნის სათაურში გვხვდება. პირველი ასეთი წიგნი 1927 წელს არის
გამოცემული (იოსებ ბესარიონის ძე სტალინი: მოკლე ბიოგრაფია. ტოვსტუხა, ი.), ბოლო კი
2021 წელს (სტალინიზმი, ახატნელი, ა.). თუმცა, ბუნებრივია, ამ წიგნებიდან ყველა არ
უკავშირდება სტალინს, როგორც პიროვნებას. თუ საძიებო ინსტრუმენტად ავირჩევთ
პერსონალიას, მაშინ შედარებით შემცირებულ რაოდენობრივ მონაცემებს მივიღებთ .
სტალინზე, როგორც პერსონაზე გამოცემული ქართულენოვანი წიგნების რიცხვი
(ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების მიხედვით) 149-ს შეადგენს.
აღნიშნული წიგნების ნაწილი თარგმნილია რუსული, ინგლისური და გერმანული
ენებიდან, ნაწილი კი ქართველი ავტორების მიერ არის დაწერილი. ჟანრობრივი
თავისებურებების მიხედვით გვხვდება თითქმის ყველა ტიპის, მათ შორის, ბიოგრაფიული ,
სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული, რელიგიურ-ასტროლოგიური ტექსტებიც კი ,
რომელთა დიდი უმრავლესობაც გასული საუკუნის 90-იან წლებშია გამოცემული.
პოსტსაბჭოთა სივრცეში სტალინი ერთდროულად პიროვნებაც არის და სიმბოლოც .
ძნელია ვიპოვოთ მკაფიო ხაზი, რომელიც პიროვნებას, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს ,
სიმბოლური კაპიტალის მატარებელი სტალინისაგან გამიჯნავს. სტალინის შესახებ
ფორმირებული დისკურსებიც, სწორედ ამ ორბუნებოვნებაზეა დაფუძნებული . სტალინი ,
როგორც სიმბოლო, ზეადამიანურია, იოსებ ჯუღაშვილი, როგორც პიროვნება - ადამიანია .
ამდენად ტექსტების უმეტესობა, რომელიც გასული ათწლეულების მანძილზე სტალინის
შესახებ დაიწერა, დიდი დოზით შეიცავს დუალიზმის რელიგიურ და მითოლოგიურ
არქეტიპებს.
დროის, სივრცისა და პოლიტიკური მოცემულობების განსხვავებულ კონტექსტებში
სტალინის ფიგურასთან ასოცირებული სიმბოლური კაპიტალი სხვადასხვაგვარად
გადაითარგმნება. შესაბამისად, სტალინზე დაწერილი ქართულენოვანი წიგნებიც იმგვარ
სტალინს გვთავაზობს, როგორი სტალინის “საჭიროებაც” დგას დროის კონკრეტულ
მონაკვეთებში.
სტალინის სიმბოლოს სოციალურ-პოლიტიკური როლის შესახებ დღემდე
გამოქვეყნებული კვლევები იშვიათია, თუმცა მოგვეპოვება რამდენიმე ხელჩასაჭიდი
სტატია. ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორია რუსი სოციოლოგი და ლევადა ცენტრის
დირექტორი ლევ გუდკოვი. გუდკოვი სტატიაში “ბელადის მითოლოგია: ტოტალიტარული
სიმბოლოს სოციოლოგიისთვის”,25 ცდილობს დაასაბუთოს, რომ:
 “სტალინის სიდიადის” აღდგენის ნელი პროცესი მთელი 90-იანი წლების
განმავლობაში შეინიშნებოდა, მაგრამ მის მიმართ საზოგადოებრივი აზრის
გარდატეხა ხელისუფლებაში პუტინის მოსვლასთან და რუსეთში ავტორიტარული
რეჟიმის დამყარებასთან ერთად მოხდა”.26
 “სტალინის რეაბილიტაცია რთული და ორაზროვანი პროცესი იყო: პუტინის
პოლიტტექნოლოგები მასობრივი რეპრესიების ფაქტს და სტალინის რეჟიმის
დანაშაულებს ვერ უარყოფდნენ, მაგრამ მათ უკანა პლანზე გადაწევას
ცდილობდნენ, სამაგიეროდ, გამუდმებით უსვამდნენ ხაზს სტალინის, როგორც
მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის დამსახურებებს, მის მიერ ქვეყნის
მოდერნიზებისა და მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოდან ერთ-ერთად ქცევის
ფაქტს.”27

გუდკოვის ანალიზი და დასკვნები დამყარებულია ლევადა ცენტრის მიერ 2000-იანი


წლებიდან რუსეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელთა ფარგლებშიც
გაიზომა რუსული საზოგადოების სტალინისადმი დამოკიდებულება. საინტერესოა , რომ
იგივე გამოკითხვების მიხედვით ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ , ერთი
მხრივ იკლო სტალინისადმი პოზიტიურად განწყობილმა გამოკითხულთა რიცხვმა
(შემცირდა 38%-დან 31%-მდე), თუმცა, აგრეთვე პარადოქსულად შემცირდა სტალინისადმი
ნეგატიურად განწყობილ ადამიანთა რაოდენობაც (შემცირდა 43%-დან 24%-მდე). ლევადა
ცენტრმა 2012 წელს სტალინის შესახებ ერთჯერადი, თუმცა საინტერესო გამოკითხვა
ჩაატარა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში. გამოკითხვის შედეგად მიღებული
მონაცემებით ვიგებთ, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში
არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს სტალინის ფიგურის მიმართ
(დიაგრამა 1), რაც ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ
დიაგრამაზე წარმოდგენილი მონაცემები სტალინის შესახებ ფორმირებული დისკურსების
ერთგვარი ასახვაა პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივ აზრზე. მსგავსი დისკურსები წლების
მანძილზე ყალიბდებოდა, იძენდა ფორმას და ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის მედიის
მიერ.
ამდენად, მთელი 90-იანი და 2000-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცე სტალინის სიდიადის
აღდგენის ნელი პროცესის გავლენას განიცდის, რომელიც, თვის მხრივ, გარკვეული
ინტენსივობით მოქმედებს რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ქართულ საზოგადოებრივ
განწყობებზე. 2000-იანი წლების რუსეთში, სტალინის სოციალური რეინკარნაციის პროცესი
წახალისებულია პოლიტიკური მიზნებით, რაც დაკავშირებულია პუტინის
გაპრეზიდენტებასთან და სახელმწიფო ძალაუფლების გადანაწილების იმ პრინციპთან ,
რაზეც თანამედროვე რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დგას.
ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სტალინისადმი სომეხი და
აზერბაიჯანელი ხალხების განწყობებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში , ბუნებრივია ,
გადამწყვეტ როლს სტალინის ქართველობა თამაშობს. ამასთან, საფუძვლიანია ვარაუდი ,
რომ 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან სტალინის შესახებ გამოცემული წიგნების
რაოდენობის ზრდა სწორედ ჯუღაშვილის ეთნიკურობით შეიძლება ყოფილიყო
განპირობებული, რასაც 90-იანი წლების მიწურულიდან ახალი წამახალისებელი
ფაქტორი, რუსეთის პრეზიდენტად პუტინის არჩევა დაერთო.
საფუძვლიანია კითხვა, თუ რამდენად შეეძლო პუტინის მიერ სტალინის ფიგურის
ახლებურ (ვთქვათ, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით) რეპრეზენტაციას გავლენა
ჰქონოდა ქართულ საზოგადოებრივ აზრსა და ბეჭდურ დისკურსებზე ? ეს კითხვა ,
წარმოდგენილი სტატიის ერთ-ერთ ძირითად საკვლევ კითხვად შეიძლება შევარჩიოთ .
წინასწარი დადებითი, ან უარყოფითი პასუხი კი, თავისთავად, ჰიპოთეზის როლს
შეითავსებს, რომლის გადამოწმებაც წარმოდგენილი კვლევის ერთ-ერთი მიზანია .
“მზის მდებარეობა და კავშირები სხვა პლანეტებთან სტალინის ჰოროსკოპში ისეა
მოცემული, რომ მისი სულისკვეთება, საკუთარი მე, შემოქმედებითი არსი ორმხრივი და
ამოუცნობი იყო. ზოგი ხედავდა ლიდერს, ბელადს, ზოგი კი - დიქტატორს, ტირანს…” - ეს
სიტყვები აქვს წამძღვარებული 1990 წელს ქართულ ენაზე გამოცემულ თხელკანიან წიგნს
“სტალინის ჰოროსკოპი”, რომლის ავტორებიც ორი რუსი ასტროლოგი პავლე და თამარა
გლობა არიან.
რთულია ამ წიგნის სერიოზული განხილვა, თუმცა ავტორების მიერ შერჩეული ეპიგრაფი
ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმ განწყობას, იმ დისკურსების ბუნებას, რომელიც სტალინის
ფიგურის გარშემო 1989 წლიდან ყალიბდებოდა და იძენდა წიგნების, სტატიებისა თუ
მონოგრაფიების ფორმას.
სანამ შერჩეული წიგნების შინაარსის შესახებ ვისაუბრებთ , მნიშვნელოვანია , დავინახოთ
საკვლევად აღებულ პერიოდში გამოცემული ბეჭდური მასალის რაოდენობრივი
დინამიკა. დათვლილმა მონაცემებმა გვაჩვენა (დიაგრამა 2), რომ სტალინის შესახებ 1920-
იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე გამოცემული წიგნების რაოდენობრივი დინამიკა
მზარდია, ამასთან, რიცხობრივი ზრდადობა-კლებადობა დაკავშირებულია საბჭოთა და
პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარ და მიმდინარე მთელ რიგ პროცესებთან .

ბუნებრივია, სტალინის პერსონისადმი ინტერესი და მის შესახებ დაწერილი ლიტერატურა


მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან ხდება ტრენდული და 50-იანი წლების პირველი
ოთხი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს.
1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სკკპ XX ყრილობაზე წარდგენილი საიდუმლო
მოხსენებით სტალინის პიროვნებას ტაბუ დაედო და მასზე მთელი 33 წლის მანძილზე
არაფერი ქვეყნდებოდა. თუმცა ჯუღაშვილზე დაწერილი წიგნები არავის გაუნადგურებია
და არც დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში უცდია საბჭოურ სისტემას მნიშვნელოვანი
კორექტივების შეტანა.
80-იანი წლების მიწურულს, გარდაქმნისა (Перестройка) და საჯაროობის (Гласность) პიკში,
როცა საბჭოთა სისტემა საკმარისად მოირყა და დღე-დღეზე უნდა ჩამოშლილიყო კიდეც ,
სტალინის პერსონამ კვლავ ამოყვინთა კოლექტიური მეხსიერების სიღრმეებიდან. 90-იანი
წლების საქართველოში ფოლადის კაცის დაბრუნება შესაძლოა კავშირში ყოფილიყო
ბევრ სხვა პროცესთან, მათ შორის ეროვნული მოძრაობის გაჩენასთან, ქვეყნის შიგნით
დაწყებულ და მარცხით დასრულებულ ეთნიკურ კონფლიქტებთან, სამოქალაქო ომთან
და, რაც მთავარია, ამ პროცესების შედეგად გამოწვეულ დიდ სოციალურ , პოლიტიკურ და
ეკონომიკურ კრიზისთან. დიდი კრიზისის პირობებში ისევ გაჩნდა საზოგადოებრივი
მოთხოვნა ძლევამოსილ ბელადზე. სტალინს ვერავინ გააცოცხლებდა, ბელადზე
გაჩენილი მოთხოვნა კი სწრაფად უნდა დაკმაყოფილებულიყო სხვადასხვა ტიპის
ბეჭდური პროდუქტით, განსაკუთრებით - წიგნებითა და პრესით.
ერთია მოთხოვნა, მეორე კი ვითარება და გარემოება, რომელთა პირობებშიც შეიძლება
დაკმაყოფილდეს ან ვერ დაკმაყოფილდეს ესა თუ ის მოთხოვნა. 90-იანი წლების
საქართველოში წიგნების წერა, გამოცემა და გაყიდვა არც ისე მარტივი საქმე იყო . ძნელი
წარმოსადგენია, როგორ მუშაობდნენ იმ პერიოდის გამომცემლობები , ან როგორ
მუშაობდა თავად ავტორი, თუმცა ფაქტია, რომ წიგნები გამოიცემოდა და
საზოგადოებრივი აზრიც გარკვეულ ფორმებს იძენდა. საკუთარი ფორმა და ადგილი უნდა
ჰქონოდა სტალინის პიროვნებაზე გამოცემულ ათობით წიგნსაც, მაგრამ როგორ უნდა
შემოსულიყო დესტალინიზაციისა და პიროვნების კულტის გმობის 33 წლიანი პერიოდის
შემდეგ სტალინის ფიგურა ქართულ სააზროვნო სივრცეში? რაზე უნდა გამახვილებულიყო
ყურადღება? როგორი სტალინი სჭირდებოდათ ქართველებს? - დაახლოებით ამ
კითხვების გარშემო აიგო პოსტსაბჭოთა საქართველოში ხელახლა გაფურჩქნილი
სტალინური დისკურსები მთელი 90-იანი წლების მანძილზე.
სტატიის დანარჩენი ნაწილი პირობითად ორ ქვესათაურშია გაერთიანებული . სათაურები
შერჩეულია იმგვარად, რომ მკითხველმა დაინახოს 90-იანი წლების დასაწყისიდან 2010-
იანი წლების ბოლომდე სტალინის შესახებ ფორმირებული დისკურსების თვისებრივი
ხასიათი და ფორმა.
სტალინის ეთნონაციონალური იდენტობის შესახებ მსჯელობა და მისი ნამდვილ
ქართველად წარმოდგენა ერთ-ერთი წამყვანი დისკურსული ხაზია, რომელსაც 90-იან
წლებში გამოცემული ქართულენოვანი წიგნების ავტორები მიჰყვებიან. პირველი
ქართველი ავტორის მიერ დაწერილი წიგნი, საიდანაც სტალინის ეთნიკურ
ქართველობაზე იწყება მსჯელობა, 1990 წელს, ბათუმშია გამოცემული.28 ეს მცირე
მოცულობის კრებული აერთიანებს რამდენიმე პროზაულ ტექსტს, ერთ-ერთის სათაური კი
- “რომელ ეროვნებას ეკუთვნოდა სტალინი?” - წიგნის სათაურად არის შერჩეული. წიგნის
ავტორი, შოთა როყვა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, არ მალავს
საკუთარ სიმპათიებს სტალინის პერსონის მიმართ. საკუთარ ფიქციურ მონათხრობში
ავტორი ცდილობს აჩვენოს, რომ იოსებ ჯუღაშვილი ნამდვილად ქართველი და თან,
ნამდვილი ქართველი იყო.
სტალინის ქართველობის დასამტკიცებლად, შოთა როყვა ძალიან საინტერესო ხერხს
მიმართავს. ის მოთხრობის დასაწყისშივე ცდილობს, სტალინი ბათუმელ სომხებს
წაართვას, რომლებსაც დიდი ბელადი თურმე სრულიად უსამართლოდ მიუსაკუთრებიათ .
მისაკუთრებაც არის და მისაკუთრებაც, სომხებმა ჯუღაშვილი სომეხი გენერლის,
დაშნაკცუტიუნის (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წევრის, ანდრანიკ ოზანიანის
შვილად გამოაცხადეს, რამაც თურმე ქართველი ავტორის განაწყენება გამოიწვია . თვალი
შევავლოთ როყვას მიერ მოთხრობილ ამბავს და ქართულ-სომხურ დიალოგს სტალინის
ნაციონალური იდენტობის შესახებ:
“ბათუმში, ყოფილი საბჭოს ქუჩაზე, სამ სომეხ მოქალაქეს ელექტროშემდუღებელი
საამქრო გაეხსნა, მათთვის დამახასიათებელი სიბეჯითით მუშაობდნენ. ერთ დღეს მეც
მივედი მათთან, სახლის მოაჯირი უნდა დამეკვეთა. ფასზე შევთანხმდით, დრო
დავადგინეთ და უნდა წამოვსულიყავი, რომ უცებ კედელს მოვაქციე ყურადღება -
სტალინის სურათები გამოეკრათ. სტალინი სამხედრო ფორმით, ასევე - სამოქალაქო
ფორმითაც. გამიკვირდა, ვიფიქრე, ალბათ ამას განგებ აეტებენ, რომ გულუბრყვილო
ქართველები მიიზiდონ და ზედმეტი ფასი გადაახდევინონ-მეთქი. მაგრამ ჩემი ფიქრი არ
გამართლდა. სტალინთან ერთად ის ერთი ჩემთვის უცნობი კაცის სურათიც იყო
გამოკრული, ისიც სამხედრო ფორმით იყო, ოღონდ ძველი, მეფისდროინდელი ფორმით.
მკერდზე ჯვარ-მედლებიც ებნია.
- ეგ კაცი ვინაა? - ვკითხე ცნობისმოყვარედ.
- როგორ თუ ვინაა, ეს ხომ ანდრონიკია, სტალინის მამა!
- რას ჰქვია სტალინის მამა, თქვენ ჭკუაზე ხართ?! - რატომღაც თავი შეურაცხყოფილად
ვიგრძენი.
- შენ, ჩემო ძმაო, შარზე ხომ არა ხარ? - მითხრა ერთმა მათგანმა, - ისტორიას ხომ ვერ
შეცვლი, სტალინი რომ სომეხი იყო, ამას რა მტკიცება უნდა, დააკვირდი ამ სურათებს, განა
არა ჰგავს ანდრონიკს?”
ბუნებრივია, სომეხი ხელოსნების მიერ სტალინის ნაციონალური იდენტობის საკითხის
ასეთი მარტივი გადაჭრა სათვალავში არც იქნებოდა ჩასაგდები , რომ არა ქართველი
ავტორი, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა, გამოხმაურებოდა ჯუღაშვილის
მიტაცების მორიგ ფაქტს. ალბათ ვერც ანდრანიკს ექნებოდა სტალინის მამობაზე
პრეტენზია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, სტალინის დაბადების მომენტში , მომავალი
სომეხი გენერალი სულ რაღაც 13 წლის უნდა ყოფილიყო.
საინტერესოა, რომ როყვას ტექსტში ცალკე გვხვდება ამბავი რუსი სტალინის შესახებ .
რუსები სტალინის მამობას რუს გეოგრაფსა და ბუნების მკვლევარს ნიკოლოზ
პრჟევალსკის მიაწერენ.
თუმცა სტალინის მამათა ჩამონათვალი არც სომეხი ანდრანიკით იწყება და არც რუსი
პრჟევალსკით მთავრდება. ხალხთა მამის ქვეყნად მოვლინების წმინდა საქმეში , თუ
ბიოლოგიურად არა, დისკურსულად მაინც უნდა ყოფილიყო მრავალი ეროვნების მამა
ჩართული. ფოლკლორული ამბები სხვადასხვა ეროვნების მამებზე, გაურკვევლობა და
ბუნდოვანებაც, თითქოს თანხმობაშია სუპრაეთნiკურ (Supraethnicity) საბჭოთა
უნივერსალიზმთან. სტალინს ნაწილობრივ მაინც უნდა დაეთმო პრივატული
ეთნონაციონალისტური მიკუთვნებლობა საქართველოსადმი, რათა საბჭოთა
ხალხთასრულფასოვანი მამა (ყველას მამა) და ბელადი (ყველას ბელადი) გამხდარიყო.
ოდინის მსგავად, რომელმაც საკუთარ თავს საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად,
სტალინმა საკუთარი ქართველობა (ჯუღაშვილობა) საბჭოთა ზეეროვნულ უნივერსალიზმს
შესწირა და პიროვნების კულტის პანთეონის უმთავრეს ღვთაებად - სტალინად - იქცა.
ყველა საბჭოთა ეროვნებას საკუთარი ფოლკლორული სტალინი ჰყავდა, რომელიც
ნაწილობრივ კავშირში იყო ამა თუ იმ ეროვნების გარკვეულ ფიზიკურ თუ ნაციონალურ
მახასიათებლებთან (მაგალითად, ყირგიზულ ხალიჩებზე ამოქარგულ სტალინს ვიწრო
თვალის ჭრილი ჰქონდა).29 ფოლკლორული სტალინი არსებითად განსხვავდებოდა
ოფიციალური, ზენაციონალური სტალინისგან, რომელიც ვიზუალურად, ტექსტურად და
ვერბალურად მკაცრ კანონიკურ ფორმებში თავსდებოდა.
მეორე მხრივ, ქართველებისთვის, სხვა საბჭოთა ხალხებთან შედარებით, სტალინის
პარტიკულარული თუ პიროვნული ეთნიკურობა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი, რომლის
ავტორებიც გრიგოლ აბაშიძე და ალექსანდრე აბაშელი იყვნენ, შემდეგი სტრიქონებით
იწყებოდა:
“იდიდე მარად, ჩვენო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ გაუქრობელი,
ქვეყანას მიეც დიდი სტალინი,
ქვეყნად მონობის დამამხობელი”.
უფრო მეტიც, ჰიმნის თავდაპირველ ვერსიაში მცირე ცვლილებით იყო გადატანილი
პწკარი სოსელოს პირველი ლექსიდან, რომელიც 1895 წელს "ივერიამ" დაბეჭდა,
მოგვიანებით კი იაკობ გოგებაშვილმა დედაენაში შეიტანა :
“შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
აყვავდი, ტურფავ ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.”
სტალინისადმი ქართველების განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ ბელადის
ნაციონალური მიკუთვნებულობით იყო განპირობებული, გამოჩნდა 1956 წლის 9 მარტს,
თბილისში გამართულ საპროტესტო გამოსვლაზე. ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სტალინის
პიროვნების კულტის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა ქართველებმა მტკივნეულად
აღიქვეს. პოსტსტალინური საბჭოთა პოლიტიკა არა მხოლოდ ზეეროვნულ ხალხთა
ბელადსა და მამას, არამედ ქართველ იოსებ ჯუღაშვილსაც გმობდა. 9 მარტის
საპროტესტო გამოსვლამ, რომლის შესახებაც დღესაც ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს,
ათობით დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირა.
დესტალინიზაციისა და პიროვნების კულტის გმობის კვალდაკვალ, საბჭოთა
საქართველოს ჰიმნიდან გაქრა სტალინი, ისევე, როგორც ამონარიდი მისი ლექსიდან.
საფიქრებელია, რომ 1956 წელს დაწყებული დესტალინიზაციის პროცესი საბჭოთა
კავშირის ყველა რესპუბლიკაში იდენტური ტემპებით, გულწრფელობითა და წარმატებით
არ მიმდინარეობდა. სტალინი ქრებოდა ოფიციალური ტექსტებიდან (მაგალითად ,
ჰიმნიდან), მისი მონუმენტების რაოდენობა კლებულობდა (სსრკ-ს მასშტაბით ), სახელს
იცვლიდნენ სტალინის სახელობის დაწესებულებები (მაგალითად, სტალინის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ),
აღლუმებსა და მსვლელობებზე კი იოსებ ჯუღაშვილის პორტრეტები სხვა, ძველი და ახალი
პარტიული მოღვაწეების პორტრეტებით ნაცვლდებოდა. ამასთან, მთელი 33 წლის
მანძილზე თითქმის არაფერი იწერებოდა და ქვეყნდებოდა სტალინზე .
ოფიციალური კურსის ცვლილებამ და ბელადის კულტის გმობამ სტალინი ნაწილობრივ
მართლაც გააქრო საჯარო სივრციდან, თუმცა ფოლკლორული, ხალხის მეხსიერებაში
შემორჩენილი სტალინი კვლავაც განაგრძობდა არსებობას. 1964 წელს ხრუშჩოვი
თანამდებობას ჩამოაცილეს და სკკპ ცკ-ს პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი გახდა .
ბრეჟნევი ნაკლებად თანაუგრძნობდა ხრუშჩოვისეულ დესტალინიზაციის კურსს . მეტიც ,
საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერის პირობებში სტალინი ნაწილობრივ კვლავ ბრუნდება
საჯარო სივრცეში. ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც აღნიშნავს , რომ ბრეჟნევის პერიოდში
სტალინის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ე.წ. რესტალინიზაციაც კი მოხდა.30 სწორედ ამ
გარემოებით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ 1971 წელს, „გასაბჭოების 50 წლისთავთან“
დაკავშირებულ მსვლელობებზე კვლავ ჩნდება სტალინის პორტრეტები.
ლოგიკურია, რომ რესტალინიზაციის პროცესი, ყოველ შემთხვევაში, დესტალინიზაციისა
და პიროვნების კულტის გმობის ინტენსივობის შემცირება, საქართველოზე უფრო
ზემოქმედებდა, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე. 1956 წლიდან 1992 წლამდე,
სტალინის პორტრეტი წითელ მოედანზე არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არ
არის არცერთი ვიდეოჩანაწერი ან ფოტოკადრი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვეძლო
გვეთქვა, რომ საბჭოურ დღეობებზე სტალინის პორტრეტები ყოველთვის აქტიურად
იფინებოდა ცენტრალურ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, სოხუმში... ყოველ
შემთხვევაში, დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ 1960-იანი წლებიდან
საქართველოს რაიონებში ნამდვილად ხშირად ჩანდა სტალინის პორტრეტები საჯარო
სივრცეებში და ოფიციალურ დემონსტრაციებზე.
სტალინისადმი ქართველების დამოკიდებულება წლების მანძილზე სხვადასხვა დონეზე
ყალიბდებოდა. ამდენად, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში სტალინის
ნაციონალური მიკუთვნებულობის გარშემო ფორმირებულ დისკურსებზე ვმსჯელობთ ,
მნიშვნელოვანია, არ მოვწყდეთ ტექსტებს, მაგრამ, ამასთან, ყურადღების მიღმა არ უნდა
დაგვრჩეს სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი. სწორედ სოციალური,
პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტები განსაზღვრავდა ყველა იმ ტექსტის
დისკურსულ თავისებურებებს, რომლებიც იწერებოდა და ქვეყნდებოდა საკვლევად
შერჩეულ პერიოდში.
კიდევ ერთი დისკურსული ხაზი, რომელიც 90-იან წლებში სტალინის შესახებ გამოცემულ
წიგნებს აერთიანებს, დაკარგული ან უგულებელყოფილი სიმართლის გამოაშკარავებას
უკავშირდება. ბუნებრივია, ათწლეულების მანძილზე სტალინის კულტის გმობამ და მისი
დისკრედიტაციისკენ მიმართულმა ოფიციალურმა პოლიტიკამ გარკვეულწილად
შეცვალა ხალხის აღქმები და დამოკიდებულებები მისადმი.
საბჭოთა კავშირის დაშლამ არა მხოლოდ ჯუღაშვილის ქართველობის გარშემო
წამოწყებულ დისკუსიას, არამედ მის პოლიტიკურ და მორალურ რეაბილიტაციასაც მისცა
დასაბამი. ქართველი ავტორები შეწუხებულები არიან იმ ფაქტით , რომ წლების მანძილზე
მიზანმიმართულად ყალბდებოდა და საზოგადოებას არასწორი ინტერპრეტაციით
მიეწოდებოდა ფაქტები სტალინის მოღვაწეობის შესახებ.
„გაყალბებულია დიდი სამამულო ომისა და მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ისტორია .
ავტორები შეგნებულად ამახინჯებენ ომისდროინდელ მოვლენებს , ცდილობენ საბჭოთა
სამხედრო ხელოვნებისა და მხედართმთავართა სარდლური ოსტატობის დამცირებას .
ყველაზე გააფთრებულად ისინი თავს ესხმიან ი. სტალინს - საბჭოთა კავშირის
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.“ - აღნიშნულია ქართველი რედაქტორის
მიერ, რუსი ავტორების, სოლოვიოვისა და სუხუდეევის წიგნზე დართულ
წინასიტყვაობაში.31
ერთი წლის შემდეგ, უკვე 2003 წელს, ქართველი ავტორების მიერ გამოცემულ წიგნში
„სიმართლე სტალინის მოღვაწეობის შესახებ“ აღნიშნულია, რომ:
„ბელადის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვის მიერ „პიროვნების კულტის“ კრიტიკასა და მის
თანამოაზრეთა სტატიებში ორი ძირითადად ორი ბრალდება პრეველირებს . პირველი
უკავშირდება საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიების აქტს, განსაკუთრებით , 30-იანი წლების
მეორე ნახევარს, მეორე კი - სტალინს აკისრებს პასუხისმგებლობას წითელი არმიის
დამარცხების გამო 1941-1942 წლებში, რაც უსაფუძვლოა.“ 32
დესტალინიზაციისა და პიროვნების კულტის გმობის შედეგად დამდგარი შედეგების
აღმოფხვრა, ყოველ შემთხვევაში, სტალინის შელახული იმიჯის შელამაზება რამდენიმე
ქართველმა და რუსმა ავტორმა იტვირთა. სტალინის მსგავსი რეაბილიტაცია
დისკურსული თვალსაზრისით იმაში გამოიხატა, რომ დესტალინიზაციის პირობებში
გამოკვეთილი რამდენიმე საბრალდებო მიმართულება (ბრალდების ხაზი ) საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გაბათილებულიყო შესაბამისი
არგუმენტებითა და წყაროებით.
საინტერესოა, რომ სტალინს აგრეთვე ბრალს სდებდნენ მეფის ოჯახის ამოჟლეტაში ,
სამღვდელოების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებსა და ეკლესიების ნგრევაში .
პოსტსაბჭოთა საქართველოში ამ ბრალდებათა ნაწილმა სრულიად განსხვავებული
ფორმა მიიღო. 90-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 2000-იანი წლების პირველი
ნახევრიდან, სტალინი - „სამღვდელოების ქომაგი“, მეორე მხრივ კი „22 ათასი ეკლესიის
ამშენებელი ხდება“. შემთხვევითი არ არის, რომ ნარატივები სტალინის, როგორც
მართლმადიდებლური ეკლესიის ქომაგის შესახებ, ბოლო წლებში აქტიურად
ქვეყნდებოდა და ვრცელდებოდა რუსული გამოცემების, მათ შორის სპუტნიკ-
საქართველოს მიერ.
ამგვარად, 90-იანი წლებიდან დაწყებული სტალინის პოლიტიკური რეაბილიტაციის
პროცესი რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. დისკურსული თვალსაზრისით , მსგავსმა
რეაბილიტაციის პროცესმა თავი მოუყარა სტალინისადმი სხვადასხვა დროს წაყენებულ
ყველა ბრალდებას. თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სტალინის ახლებური
პოლიტიკური სახე-ხატი, ერთი მხრივ, სტალინისადმი ლოიალურად განწყობილი
ქართველი ავტორების ტექსტებით, მეორე მხრივ კი შესაბამისი ინტერესთა ჯგუფების
გავლენით ჩამოყალიბდა.
როგორ და რა ფაქტორების ზემოქმედებით იძენდა პოსტსაბჭოთა საქართველოს
საზოგადოებრივი აზრი სტალინის შესახებ ფორმასა და შინაარსს? − წარმოდგენილი
კვლევა ამ კითხვაზე პასუხის ძიებას ისახავდა მიზნად. დაკვირვების ძირითად ობიექტად
(პირველად წყაროდ) შეირჩა 1989 წლიდან სტალინის შესახებ გამოცემული
ქართულენოვანი წიგნები, ხოლო კვლევის ობიექტად სტალინის, როგორც სიმბოლოს
გარშემო ფორმირებული სოციალური, პოლიტიკური და კულტურული დისკურსები .
პირველადი წყაროების ანალიზისთვის გამოყენებულმა რაოდენობრივმა მეთოდმა
გვაჩვენა, რომ სტალინის შესახებ დაბეჭდილი წიგნების ოდენობა მიზეზ -შედეგობრივ
კავშირში იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ და
სოციალურ პროცესებთან. მეტიც, სწორედ პოლიტიკური და სოციალური გარემო
განსაზღვრავდა კონკრეტული ტექსტების ფორმასა და შინაარსს, ქმნიდა ცოდნისა და
თხრობის სტრუქტურებს, რომელთა საშუალებითაც მივიწყებული სტალინი კვლავ
ბრუნდებოდა ბეჭდურ დისკურსებში.
მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს, რომ სტალინი წარმოდგენილ
სტატიაში განსაზღვრულია არა როგორც პიროვნება ან ბელადი, არამედ როგორც
სიმბოლო. შესაბამისად, სპეციფიკურ დისკურსებში, რომლებიც სტალინის სიმბოლოს
გარშემო ყალიბდება, თავისთავად რეალიზდება სიმბოლოს მიღმა მდგარი კაპ iტალი .
სტალინის, როგორც „დაუმარცხებელი ბელადის, გამარჯვებების ღმერთისა და ხალხთა
ბრძენი მამის“ სიმბოლური კაპიტალი ახალ, პოსტსაბჭოთა დროში ახლებურად უნდა
გადმოცემულიყო.
პიროვნების კულტის ჩამოყალიბებისთვის ზეეროვნული ბელადი იყო საჭირო,
პიროვნების კულტის გმობამ ბელადი ნაწილობრივ გააქრო, საბჭოთა კავშირის დაშლამ
კი ექსკლუზიურად ქართველი სტალინის გაგებას მისცა დასაბამი.
სტატიის დასაწყისში გაკეთებული დაშვება, რომ საქართველოში, 90-იანი წლებიდან
ფორმირებული დისკურსები სტალინის შესახებ, შესაძლოა რუსული პოლიტიკისა და
გავლენის ჯგუფების მიერ იყო წახალისებული, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება
სიმართლეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს 90-იანი და
2000-იანი წლები. 90-იანი წლების დასაწყისიდან სტალინის გარშემო წამოწყებული
დისკუსია მეტწილად ქართული სააზროვნო სივრცის პროდუქტია და არ განიცდის
მნიშვნელოვან გარე გავლენებს.

მეხსიერება „დიად გამარჯვებაზე“ - მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების საბჭოური


სუროგატი

1975 წლის მაისში, როდესაც საბჭოთა კავშირის „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების
დღიდან საიუბილეო 30 წელი სრულდებოდა და წლის დასაწყისიდან მოყოლებული ,
სააგიტაციო მასალითა და თემატიკით გადატვირთული, საბჭოთა საქართველოს პრესის
ფლაგმანის, გაზეთი „კომუნისტის“ სარედაქციო ჯგუფიც დიდი მონდომებით ემზადებოდა
თარიღის აღსანიშნავად. გამარჯვების დღემდე ერთი თვით ადრე 9 აპრილის ნომერში
ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლის , პროფესორ
ავთანდილ იოსელიანის უცნაური და საინტერესო სტატია გამოჩნდა. სავალდებულო
დითირამბების, სკკპ გენერალური მდივნის ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის წვლილის
ხსენებისა და შეფასებების შემდეგ მეცნიერი წერდა :
„ადრე, ჯერ კიდევ ომის მსვლელობის უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში
ჩამოყალიბდა სამამულო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომელმაც შეაგროვა
საჭირო მასალები და სათანადო მეცნიერულ კვლევასაც ჩაუყარა საფუძველი
(მოგვიანებით სწორედ ამ კომისიის ბაზაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ,
არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა საბჭოთა საქართველოს
ისტორიის განყოფილება) სამამულო ომის თემაზე ცალკე ნარკვევები, სადოქტორო და
საკანდიდატო დისერტაციები დაიწერა. გამოქვეყნდა გენერლების , ოფიცრებისა და
სხვათა მემუარები და მოგონებები, მაგრამ ეს კარგი წამოწყება ბოლომდე ვერ იქნა
მიყვანილი. დღემდე, არსებითად კვლევა-ძიება ძირითადად ზურგის მუშაობისა და
პარტიზანულ ბრძოლებში ქართველი ხალხის საბრძოლო თავდადების შესწავლით
იფარგლება (თუმცა გასაკეთებელი აქაც საკმაოდ დარჩა).
მართალია, ომგადახდილი სახელოვანი მეომრებისა და შინმოუსვლელ გმირულად
დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფისთვის ჩვენშიაც კარგი საქმეები გაკეთდა , სპეციალური
მეცნიერული კვლევა-ძიება ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, მაინც ვერ დადგა თავის
სიმაღლეზე. ასეთი კვლევა კი დიდად გაამდიდრებდა ქართულ ისტორიოგრაფიას .
აქამდე დასამალავი არ არის, ჩვენ ამ სფეროში ზოგადი მონაცემებით უფრო
ვიფარგლებოდით; ამ ხარვეზს ოდნავადაც ვერ ავსებს თითო-ოროლა ეპიზოდური
ხასიათის ნარკვევი, ბროშურა, წერილები თუ მოგონებები, რომლებიც ამ 30 წლის
განმავლობაში ქვეყნდებოდა. ჩვენ აქამდე არ მოგვეპოვება ნაშრომი ან თუნდაც
სამეცნიერო სტატიების კრებული, ქართულ დივიზიებსა და სხვა სახის ეროვნულ
სამხედრო დანაყოფებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სამამულო ომის ფრონტებზე ,
მშობლიური კავკასიის და გმირი ქალაქების დაცვაში და მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს მტერზე გამარჯვებაში.“33
მსგავსი კრიტიკული სტატია, რომელიც ფაქტობრივად პირველად გამოქვეყნდა საბჭოთა
საქართველოს პრესაში, იმ აშკარად მძიმე სიმპტომებზე მიუთითებდა , რაც დაკვირვებულ
მკითხველს მიანიშნებდა, რომ საბჭოთა მოქალაქეების უმთავრესი დღესასწაული და მისი
ისტორია მთლიანად ზერელე მასალებით და პროპაგანდისტული შინაარსით იყო
გაჯერებული და ომის საბჭოური მეხსიერების პოლიტიკის მთავარი ლოზუნგი - „არავინ და
არაფერი არ არის დავიწყებული“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა .
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე გადასახედიდან ე. წ . „სამამულო
ომის“ ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული და მითებით და ლეგენდებით არის
გაჯერებული, რადგან საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ათწლეულების განმავლობაში
მანიპულირებდა ნაწილობრივ გაყალბებული და ნაწილობრივ დამალული ისტორიების
ფონზე, რის გამოც საზოგადოების აღქმა და ცნობიერება გამუდმებით არასწორი
მიმართულებით ვითარდებოდა. ამავდროულად, საბჭოთა რეჟიმის ომისშემდგომი
პოლიტიკისა და ბელადების ცვლილების ფონზე, მეხსიერების პროექტიც გამუდმებულად
იცვლებოდა და ახალი რეალობის კონიუნქტურით იტვირთებოდა, რამაც საბჭოეთის
ნგრევის და ასე თუ ისე თავისუფალი სადისკუსიო სივრცის შექმნის შემდეგაც , ინერციით ,
ახალი მითების კვლავწარმოება უზრუნველყო.
აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება თვალი გავადევნოთ, როგორ ფორმირდებოდა
და რა გავლენას ახდენდა საბჭოთა პროპაგანდა ადამიანების მეხსიერებაზე , როგორ
იქმნებოდა მეორე მსოფლიო ომის („სამამულო ომად“ წოდებული და კომუნისტური
საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ომის ფარგლებამდე დაყვანილი ), ამ
გლობალური, უმძიმესი და ტრაგიკული მოვლენის „სამამულო“ ნარატივი.
სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საგარეო
საქმეთა სახალხო კომისრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის 1941 წლის რადიომიმართვა მეორე
დღესვე გადაბეჭდა საბჭოთა პრესის წამყვანმა გამოცემებმა . მოლოტოვის
შოკისმომგვრელი განცხადების ტექსტიდან, სადაც ის სსრ კავშირის მოსახლეობას
აცნობდა მთავრობის და სტალინის დავალებით შედგენილ განცხადებას , რომ გერმანიის
შეიარაღებული ძალები ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე და ომის გამოუცხადებლად
დილის 4 საათზე თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ერთი საინტერესო მონაკვეთიც იყო:
„უკვე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიის ელჩმა მოსკოვში შულენბურგმა დილის 5
საათსა და 30 წუთზე თავისი მთავრობის სახელით განმიცხადა მე, როგორც საგარეო
საქმეთა სახალხო კომისარს, რომ გერმანიის მთავრობამ გადასწყვიტა დაიწყოს ომი სსრ
კავშირის წინააღმდეგ, გერმანიის აღმოსავლეთ საზღვართან წითელი არმიის ნაწილების
თავმოყრასთან დაკავშირებით.“34
ათწლეულების მანძილზე საბჭოთა კავშირში მოსახლეობის აბსოლუტურმა
უმრავლესობამ ფაქტობრივად არაფერი იცოდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის
საიდუმლო დანართის შესახებ, რომლის საფუძველზეც სსრკ-მ და გერმანიამ გავლენის
ზონები გაინაწილეს, უცნობი იყო პაქტის შედეგად გერმანიის პოლონეთზე თავდასხმისა
და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სსრ კავშირის როლი პოლონეთის
დამარცხებაში - ზურგიდან თავდასხმა და პაქტის საფუძველზე „კუთვნილი“ ნაწილის
ოკუპაცია, ომის დროს ტყვედ აყვანილი პოლონელი ოფიცრებისა და რეზერვის
ოფიცრების ჩეკისტების მიერ მასობრივი განადგურება კატინის ტყეში და სხვა
საკონცენტრაციო ბანაკებში, რომელიც სსრ კავშირის არსებობის ბოლომდე გერმანელებს
ბრალდებოდათ; ამის საინტერესო მაგალითი უნგრელი ჟურნალისტისა და მწერლის,
იანოშ ბაჩოს წიგნი „რა ხდებოდა კულისებს მიღმა“ იყო, რომელიც 1969 წელს ქართულ
ენაზეც ითარგმნა და კატინის დანაშაულს შემდეგი სიტყვებით აღწერდა : „დამზადებულია
გერმანიაში.“ ფაქტობრივად, საჯაროდ არ არსებობდა ცოდნა ბალტიისპირეთის
სახელმწიფოების, მოლდავეთის, აღმოსავლეთ უკრაინის, ფინეთის ნაწილის საბჭოთა
რუსული ოკუპაციის შესახებ. არავინ იცოდა გერმანიის ყოფილ მოკავშირე სსრ კავშირს
1941 წლიდანვე როგორ დახმარებას უწევდა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული
შტატები. ამ ფაქტის საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს თავის ავტობიოგრაფიულ
ნაშრომში, „ავტოინტერვიუ“ მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც 1941 წელს საბჭოთა
არმიის უფროსი ლეიტენანტის ჩინით ერთ-ერთი კოლონის გამცილებელი იყო:
„...იმხანად სპარსეთის ყურიდან ირანისა და ამიერკავკასიის გავლით მოკავშირეთა
სამხედრო დახმარება ავტოკოლონებით მოედინებოდა. აქ ყველაფერი იყო,
ავტომანქანებით დაწყებული, ყოველგვარი შეიარაღება, ამუნიცია და დამთავრებული
1903 წლის მოსავლის უხარშავი თეთრი ლობიოთი. ერთ-ერთი ასეთი კოლონის უფროსის
მოადგილეთ გახლდით უფროსი ლეიტენანტის ჩინით“.35
ომის აკრძალულ მეხსიერებად რჩებოდა ვარშავის აჯანყებაც , როდესაც ვარშავასთან
მდგომმა საბჭოთა არმიამ არავითარი დახმარება არ გაუწია აჯანყებულ პოლონელებს და
გერმანულ ნაწილებს დააცადა აჯანყების ჩახშობა და პოლონური წინააღმდეგობის
ძალების განადგურება.
ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის დასაწყისიდან, საბჭოთა
საქართველოს პრესა გადაივსო გმირების ამბებით და ფოტოებით, თუმცა საინტერესო
იყო, რომ გმირების ამბები არ მთავრდებოდა სიკვდილით, არამედ - სარდლობის
დავალების პირნათლად შესრულებით, ბელადის სამადლობელი სიგელების , გმირობის
მედლების, ორდენებისა და წოდებების მინიჭებით იყო გაჯერებული . ამ ყველაფრის
შემაკავშირებელ და ცენტრალურ ფიგურად პროპაგანდის ოფიციალური საშუალებები
წარმოადგენდა „გენიალურ მხედართმთავარს“, იოსებ სტალინს, რომლის დომინანტი
გამოსახულება თითქმის გაზეთის ყველა ნომრის გარეკანსა თუ სტატიებში აუცილებელი
ატრიბუტი იყო. მისივე გამოსახულება იყო გამოტანილი 1945 წლის 9 მაისის გაზეთ
„კომუნისტის“ გარეკანზე, როგორც ომში გამარჯვების მთავარი სიმბოლო.
1945 წლის 22 მაისს ასევე გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე პირველად გამოჩნდა
ინფორმაცია - „წითელი დროშა რაიხსტაგზე აღმართეს, უმცროსმა სერჟანტმა ტანტარიამ
და რიგითმა მებრძოლმა ეგოროვმა.“36 ძნელი სათქმელია, რატომ გამოცხადდა ომის
დასასრულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ფაქტობრივად, ერთი თვის
დაგვიანებით და რატომ არ იცოდა პროპაგანდის საშუალებებმა უმცროსი სერჟანტი
ქანთარიას გვარი და სერჟანტი ეგოროვის წოდება, თუმცა ეს მოვლენა მომდევნო
ათწლეულების ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო და პროპაგანდისტულ იარაღად იქცა
საბჭოთა პრესის არსენალში.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალე სამყარო ახალი გლობალური პრობლემის
წინაშე დადგა, რასაც მოგვიანებით „ცივი ომი“ ეწოდა. დასავლეთთან დაპირისპირებული
საბჭოთა კავშირი და მისი ბელადი სტალინი მალე ივიწყებენ მეორე მსოფლიო ომში
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წვლილს და დახმარებას
საბჭოთა კავშირისადმი. ყოფილ მოკავშირეებს საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები
ფაშისტური პოლიტიკის გატარებასა და გერმანელი ნაცისტების მფარველობაში
ადანაშაულებდნენ, რაც სახელმწიფოს ოფიციალურ პროპაგანდაში , საგაზეთო სტატიებში
და განსაკუთრებით იუმორისტულ ჟანრში და კარიკატურებში კარგად ჩანდა .
დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე საბჭოთა პროპაგანდა გამუდმებით ცდილობდა
დაერწმუნებინა „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი საბჭოთა მოსახლეობა, რომ მეორე
მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხება მთლიანად საბჭოთა ხალხისა და „მისი
გენიალური ბელადის“, იოსებ სტალინის დამსახურება იყო და ამერიკელებს და
ბრიტანელებს მხოლოდ მინიმალური წვლილი მიუძღოდათ ამ ამბებში. უფრო მეტიც ,
საბჭოთა პროპაგანდისტები მუდმივად მანიპულირებდნენ მეორე ფრონტის გახსნისა და
მისი მნიშვნელობის გარშემო.
დასავლეთთან იდეოლოგიური დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ,
რომელიც ფაქტობრივად ომის დამთავრების დღიდან იღებდა სათავეს, იქცა ომში
გამარჯვების დღე. საბჭოთა ოფიციოზმა გამარჯვების დღედ არა 8 მაისი (როდესაც
გერმანიის კაპიტულაცია შედგა), არამედ 9 მაისი დაადგინა, როდესაც საბჭოთა
საინფორმაციო საშუალებებმა ომში გამარჯვების შესახებ 9 მაისის ღამეს გამოაცხადეს .
მნიშვნელოვანი იყო ასევე ომის დაწყების თარიღი - 22 ივნისი და მისი ყოველწლიური
აღნიშვნა, რომელზეც პროპაგანდა ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა „საბჭოთა ხალხის
ისტორიულ გამარჯვებას“.
სტალინურ პერიოდს უკავშირდება ომისშემდგომი ორი მნიშვნელოვანი მოვლენა : ომის
ყოფილი ტყვეების მასობრივი დეპორტაცია 1951 წელს და „ოცნება ტრაპიზონის
ოლქკომზე“, როდესაც სსრ კავშირმა პრეტენზიები წაუყენა თურქეთს 1921 წელს
მიერთებული ქართული და სომხური ოლქების დასაბრუნებლად, რამაც ქართულ
საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გაჩნდა იმედი , რომ ისტორიულ მიწები
კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა. თუმცა ქართული და სომხური
ოლქების დაბრუნება მხოლოდ მიზეზი იყო - სტალინს გაცილებით შორსმიმავალი გეგმები
ჰქონდა, რაც თურქეთის დანაწევრებას, სრუტეებზე კონტროლის დამყარებას, საბჭოთა
ხელისუფლების გამოცხადებას (რომლის მეთაურად თურქი კომუნისტი მწერალი ნიზამ
ჰიქმეთი მოიაზრებოდა), ახლო აღმოსავლეთზე გასვლასა და ქურთისტანის სატელიტი
სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა.
თურქეთში შეჭრის მცდელობებს საინტერესო წინაისტორია ჰქონდა : პირველი მცდელობა
ყოფილი ქართული ოლქების დასაბრუნებლად, რომელსაც ბათუმის პორტის ბუფერული
ზონა უნდა შეექმნა, სსრ კავშირს 1941-1942 წლებში ჰქონდა და მის განსახორციელებლად
კავკასიაში ფორმირებული 46-ე და 47-ე არმიები ემზადებოდა, თუმცა 1942 წლის
გაზაფხულზე გერმანელებმა ფრონტი გაარღვიეს, კავკასიაში შემოიჭრნენ და ორივე
არმია გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაისროლეს, რამაც ეს ოპერაცია
შეაჩერა. მომდევნო მცდელობები, რაც 1944-1945 წლებიდან იწყება და სტალინის
სიკვდილამდე გრძელდება, გაცილებით შორსმიმავალ სტრატეგიულ მიზნებს ისახავდა ,
თუმცა ეს, რა თქმა უნდა, უცნობი იყო მაშინდელი ქართული და სომხური
საზოგადოებისთვის, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ისტორიული მიწების
დასაბრუნებლად; იწერებოდა ლექსები, პიესები, იდგმებოდა სპექტაკლები ...
განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“,
რომელიც არა მარტო ქართულ, ასევე სომხურ სცენაზეც იდგმებოდა და მაყურებლის დიდ
მოწონებასაც იმსახურებდა. ომის სამზადისი უკვე ბირთვული იარაღის მქონე ამერიკის
შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მკაცრმა პოზიციებმა შეაჩერა , რომელთაც
იცოდნენ სტალინის შორსმიმავალი გეგმების შესახებ და სრული მხარდაჭერა
გამოუცხადეს თურქეთს, გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჰექტორ მაკ -
ნეილმა მკაცრად გააკრიტიკა საბჭოთა მხარე, მისი პრესა, პროპაგანდის საშუალებები და
არაორაზროვნად მიანიშნა, რომ თურქეთისთვის 1921 წელს ქართული ოლქებისა და
სომხური ყარსის ოლქის გადაცემაში დიდი წვლილი მაშინდელი საბჭოთა რუსეთის
ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარ იოსებ სტალინს მიუძღოდა.
საკითხი 1953 წლის მაისში დაიხურა, როდესაც იოსებ სტალინის გარდაცვალების
შემდგომ, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ახალი
გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის მითითებით სსრ კავშირში თურქეთის ელჩს ,
ფაიქ ხოზარს წარუდგინა განცხადება, რომელიც ღაღადებდა:
„საბჭოთა მთავრობამ, რომელმაც ბოლო ხანებში მეზობელ სახელმწიფოებთან
ურთიერთობის საკითხები განიხილა, ყურადღება მიაპყრო საბჭოთა კავშირ -თურქეთის
ურთიერთობასაც. კეთილმეზობლობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით
საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების მთავრობებმა ჩათვალეს შესაძლებლად, რომ
უარი თქვან თურქეთთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე. რაც შეეხება სრუტეების საკითხს ,
საბჭოთა მთავრობამ შეცვალა წინანდელი აზრიც ამ საკითხზე. ამრიგად, საბჭოთა
მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს არ აქვს არავითარი ტერიტორიული
პრეტენზიები თურქეთთან.“37
თუმცა, საბჭოთა მთავრობის ამ განცხადების მიუხედავად, თურქეთი მაინც არ ენდობოდა
საბჭოთა კავშირს და მომდევნო წლებში არტაანისა და ართვინის ოლქებიდან ბევრი
ეთნიკურად ქართველი გადაასახლა თურქეთის შიდა პროვინციებში.
1953 წლის 5 მარტს სტალინის სიკვდილის შემდგომ, ჯერ პირველ მაისს და შემდეგ ცხრა
მაისს, ტრადიციულად, გაზეთების გარეკანზე სტალინის პორტრეტების ნაცვლად
კრემლისა და წითელი მოედნის ხედები გამოჩნდა. ლავრენტი ბერიას განადგურების ,
ახალი გენერალური მდივნის. ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლისა და
დესტალინიზაციის პოლიტიკის დაწყებამ ომის მეხსიერების მნიშვნელოვანი ცვლილებები
გამოიწვია: პირველ რიგში, ოფიციალური ტექსტებიდან, გაზეთების გარეკანიდან და სხვა
სააგიტაციო საშუალებებიდან გაქრა სტალინის არათუ დომინანტი გამოსახულება , არამედ
მთლიანადყველა წყაროდან გააქრეს და ამოშალეს სტალინის მარჯვენა ხელის,
„ლეგენდარული ჩეკისტის“ და „ატომური პროგრამის მამის“, ლავრენტი ბერიას
გამოსახულება.
პირველი მნიშვნელოვანი დაპირისპირების ფაქტი 1956 წლის მარტის მოვლენებისა და 9
მარტის დარბევის დროს გამოიკვეთა, როდესაც ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა სხვა
საკითხებთან ერთად ხაზგასმით აღნიშნავდა „იოსებ სტალინის გადამწყვეტ როლს ომში
გამარჯვებაში“ და ახალ ხელისუფლებას ამ ამბის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში
ადანაშაულებდა. ახალი დროის შესაბამისად, ისე, რომ სტალინის როლის გაქრობითა და
დამცირებით ომში გამარჯვებას ჩრდილი არ მისდგომოდა , საბჭოთა ხალხის გადამწყვეტი
ფაქტორის გარდა, პროპაგანდის ველზე მარშალი გიორგი ჟუკოვი და სხვა საბჭოთა
მხედართმთავრები შემოდიან.
ხრუშჩოვის მმართველობის პირობებში გაღრმავებული „ცივი ომის“ რიტორიკის ფონზე
კვლავ გაგრძელდა და პროპაგანდისტული არხებით უფრო დაიხვეწა ნაციზმთან
ბრძოლაში ყოფილი მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთისა ,
ასევე უკვე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის „ფაშიზმში“ დადანაშაულება.
პოსტ-სტალინურ პერიოდში, „სამამულო ომის“ დაწყების თარიღისგან - 22 ივნისისაგან
განსხვავებით, გამარჯვების დღე - 9 მაისი ყოველწლიურად ყურადღების ცენტრში იყო და
საბჭოთა პროპაგანდისტული საშუალებები ლამის წლის დასაწყისიდან იწყებდნენ
კამპანიას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საბჭოთა არმიის „განმათავისუფლებელ “
როლზე იყო გამახვილებული. საბჭოთა არმიის შესვლის თარიღები აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში (რომლებიც უკვე ვარშავის პაქტს იყვნენ მიერთებული ), პოლონეთში ,
უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში პომპეზურად შუქდებოდა. გამარჯვებიდან 10 წლის
მოკრძალებული იუბილესაგან განსხვავებით, გრანდიოზულად აღინიშნა 1965 წლის 9
მაისი - ომში გამარჯვების 20 წლისთავი, ასევე დიდი ზეიმით აღინიშნა მომდევნო
ათწლეულები: 1975 წელს - 30 წლისთავი და 1985 წელს - 40 წელი გამარჯვებიდან.
9 მაისი საბჭოთა კავშირმა ყველაზე მასშტაბურად მაინც 1975 წელს აღნიშნა. ომში
გამარჯვების 30 წლისთავი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური
მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის ზენიტს დაემთხვა. საბჭოთა პროპაგანდის
მიერ ბრეჟნევის საბრძოლო წარსულის განდიდების საქმეშიმნიშვნელოვანი როლი
ჰქონდა საქართველოს. პოლიტიკური კომისარი, პოლკოვნიკი ბრეჟნევი ქართველი
გენერლის, მე-18 არმიის სარდლის, კონსტანტინე ლესელიძის დაქვემდებარებაში
იბრძოდა. მივიწყებული გენერალი ლესელიძე საბჭოთა მთავრობამ ამ ეპოქაში გაიხსენა ,
რადგან, დიდი ალბათობით, ამით გენერლის ყოფილი თანამებრძოლი და უკვე საბჭოთა
ბელადი, ბრეჟნევი იყო დაინტერესებული და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის 1971 წლის 13 მაისის ბრძანებულებით გენერალ ლესელიძეს საბჭოთა
კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
საინტერესოა, რომ საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები და პროპაგანდა ნაკლებ
ყურადღებას უთმობდა ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის ომის დაწყების თარიღს -
22 ივნისს. მრავალი წლის განმავლობაში მთავარი გაზეთების გვერდებზე 22 ივნისის
საინფორმაციო ცნობაც კი არ ჩნდებოდა ომის დაწყების თარიღის აღსანიშნავად და მის
ნაცვლად აქტუალური პოლიტიკური საკითხები იყო გაშუქებული, თუმცა ომის დაწყების
თარიღს ყურადღება ასევე მრგვალი თარიღების ათწლეულების გამო ექცეოდა და
„საბჭოთა ხალხის უკვდავ გმირობაზე“ მრავალი სტატია, სიტყვა თუ ამბავი იწერებოდა .
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა და საინფორმაციო
საშუალებები ომთან დაკავშირებულ უამრავ მასალას აწვდიდა მკითხველს , როგორც
პროფესორი იოსელიანი აღნიშნავდა, ის ფრაგმენტულ, არასიღრმისეულ და , რაც
მთავარია, ობიექტურ კვლევისა და დამუშავების გარეშე შექმნილ ზედაპირულ პროდუქტს
წარმოადგენდა. მიუხედავად მასალის სიდიდისა, ეს პერიოდული გამოცემები იქნებოდა ,
წიგნები, ალბომები თუ დოკუმენტალისტიკა, შინაარსი მაინც ერთფეროვანი და
სწორხაზოვანი იყო, რაც ათწლეულების მანძილზე პრაქტიკულად არ იცვლებოდა და
მკითხველს არავითარ სიახლეს არ სთავაზობდა, რაც, რა თქმა უნდა, ფართო გასაქანს
აძლევდა უამრავი მითისა და ლეგენდის შექმნის შესაძლებლობას.
საბჭოთა რეალობაში, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნებს, გამოცემებს და ომის
თემაზე შექმნილ ლიტერატურას, თავისი რეალისტური და დოკუმენტური შინაარსის გამო
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რევაზ ჯაფარიძის ნაწარმოებმა , „მარუხის თეთრი
ღამეები“. წიგნი პირველად 1963 წელს გამოიცა, მისი ყველა პერსონაჟი რეალური
პიროვნება იყო და შინაარსიც რეალურ მოვლენებზე იყო აგებული, რომელიც საბჭოთა 46-
ე არმიის, ომის დასაწყისისას ფორმირებული ქართული ეროვნული 394-ე დივიზიის 808-ე
პოლკის მე-3 ბატალიონის ბრძოლას და დაღუპვას აღწერს 1942 წლის აგვისტო-
სექტემბერში მარუხის უღელტეხილზე. წიგნის რეალური შინაარსი იმდენად საინტერესო
და ამავდროულად ტრაგიკული იყო, რომ იგი მრავალი წელი დიდი პოპულარობითა და
საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობდა, რის გამოც ის მეორედაც გამოიცა
საიუბილეო 1975 წელს, თუმცა საყურადღებოა, რომ მისმა შინაარსმა გარკვეულ
ეპიზოდებში ცვლილებები განიცადა და ზოგიერთი დრამატული ეპიზოდი ნაწარმოებიდან
ამოიღეს.
ომის თემაზე იდგმებოდა სპექტაკლები, კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ გადაიღო
არაერთი მხატვრული ფილმი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარული იყო
რევაზ ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ (1964 წ.), სულიკო ჟღენტისა და რევაზ ჩხეიძის „ღიმილის
ბიჭები“ (1969 წ.) და გუგული მგელაძის „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“(1969 წ.). 1975 წელს
მანვე გადაიღო „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“. ეს ფილმი მარუხის უღელტეხილის
ბრძოლასა და დაღუპული ლეიტენანტი ჩიმაკაძის ამბავს მოუთხრობდა მაყურებელს.
„ხალხთა მეგობრობასა“ და სლოვაკი ჯარისკაცის ამბავს ეძღვნებოდა ნიკოლოზ
სანიშვილის „შეწყვეტილი სიმღერა“. 1968 წელს გამოვიდა შოთა მანაგაძის
ფილმი, „ჯვარცმული კუნძული“, რომელიც ტექსელზე ქართული ლეგიონის აჯანყებას
ისტორიას ასახავდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფილმის სცენარში არ იყო მოთხრობილი
ნამდვილი ისტორია და ვერმახტის ქართული ლეგიონის ნაცვლად, სიუჟეტი ტყვეთა
ბანაკში ვითარდებოდა.
1970-იან წლებში ომში გამარჯვების მოახლოებულ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით
მოეწყო გრანდიოზული ღონისძიებები: გაიხსნა ომში დაღუპულ გმირთა დიდების
მუზეუმები, პარკები, მაძიებელთა ჯგუფმა, რომელიც პარტიული და სამხედრო
მაღალჩინოსნებით იყო დაკომპლექტებული, ყირიმის ნახევარკუნძულზე , ქერჩის
ბრძოლებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ნეშტი მოიძია და 1975 წლის მაისში
თბილისში, ვაკის პარკის ომის დიდების კომპლექსში დიდი პროცესიით დაკრძალა .
ამავე პერიოდთან არის დაკავშირებული ახალი მემორიალური კომპლექსებისა თუ
ძეგლების მოწყობა. საყურადღებოა, რომ ამ დროს ძეგლებიდან და მემორიალური
კომპლექსების არქიტექტურიდან ქრება საბჭოთა სიმბოლიკა და ისინი მთლიანად
„ეროვნული და პატრიოტული“ მოტივებით იტვირთება. მათ შორის საინტერესოა 1975
წლის დასაწყისში ქალაქ მარნეულთან გახსნილი ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი
მიძღვნილი მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება, „კიდევაც დაიზრდებიან .“
ქალაქ გორში 1979 წლის მაისში გაიხსნა ელგუჯა ამაშუკელის შექმნილი გამარჯვების
მონუმენტი, რომელიც „ლომკაცის“ სახელით არის ცნობილი:
„დამსწრეთა ტაშის გრიალში საქართველოს კომპარტიის გორის საქალაქო კომიტეტის
პირველი მდივანი ბ. მაყაშვილი საბურველს ხსნის ქანდაკებას და მნახველთა თვალწინ
წარმოდგება მაღალ კვარცხლბეკზე შემდგარი ლომზე ამხედრებული მზეჭაბუკის
ქანდაკება. ბრინჯაოთი ჩამოსხმული კუნთმაგარი, ძლიერი რაინდი თითქოს გორის
ციხიდან ჩამოსულა, სადაც მომხდური მტერი შეუმუსრავს და ახლა არწივისებური მზერით ,
მზით გასხივოსნებულ ქართლის მთა-ბარს გასცქერის. თავის სიძლიერეში დარწმუნებულ
მზეჭაბუკს სამშობლოს მტრის შესამუსრავად ძლიერი მკლავი კვლავ წინ, მხრის გასწვრივ
გაუშვერია, ხოლო მეორე ხელში გამარჯვების სიმბოლოდ ხმალი უპყრია, რომელსაც ვაზი
- მარადიული სიცოცხლის სიმბოლო შემოხვევია. როგორც თვით ავტორმა, საქართველოს
სსრ სახალხო მხატვარმა ე. ამაშუკელმა გვითხრა, გმირის სიძლიერის გამომსახველად
ლომისა და ჭაბუკის შერკინება ქართული ხელოვნების ტრადიციებზეა აღმოცენებული .
გმირების შებმა ვეფხვთან და ლომთან ქართულ პოეზიაში, ფრესკებსა და მუსიკაშია
განსახიერებული. ამ მხრივ მარტო ვეფხისა და მოყმის ბალადის დასახელება რად
ღირს!“38 - წერდა გაზეთი „კომუნისტი“.
1981 წელს ქუთაისში საზეიმოდ გაიხსნა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილისა და
არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის მემორიალური კომპლექსი , „გმირთა დიდების
მემორიალი“. ეს კომპლექსიც საბჭოთა სიმბოლიკის ნაცვლად ეროვნული
ორნამენტებითა და მითოლოგიური ფიგურებით იყო დატვირთული. იგი თვით
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ,
ედუარდ შევარდნაძემ გახსნა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მემორიალები ახალი თაობებისთვის , რომელთაც
უშუალოდ აღარ ახსოვდა ომის რეალობა, პირდაპირ ეროვნულ და პატრიოტულ
სიმბოლოებად ტრანსფორმირდა. განსხვავებით გორისა და მარნეულის
კომპლექსებისგან, მძიმე ბედი ერგო ქუთაისის „დიდების მემორიალს“; იგი 1990-იანი
წლების მეორე ნახევრის განმავლობაში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიტოვებული
იყო, საგრძნობლად დაზიანდა და ფერადი ლითონისგან დამზადებული ელემენტებისაგან
თითქმის მთლიანად გაიძარცვა.
2009 წელს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის კომპლექსის მშენებლობისას
მემორიალის დემონტაჟი მოხდა. აფეთქების სამუშაოებისა და უსაფრთხოების ზომების
დარღვევის გამო აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რაც ყველაზე საინტერესო და
საყურადღებოა, რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა დიდი კამპანია გააჩაღეს
მემორიალის დემონტაჟის გარშემო. მომდევნო წელს ვლადიმერ პუტინის პირადი
ინიციატივით მოსკოვში „პაკლონნაია გორაზე“ დადგეს ქუთაისის „დიდების მემორიალის “
შემცირებული ასლი ზედ წაწერილი ლოზუნგით - „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის
წინააღმდეგ ბრძოლაში“. მემორიალურ კომპლექსს „რაიხსტაგი“ ეწოდა. კომპლექსში
ასევე მელიტონ ქანთარიასა და მიხეილ ეგოროვის დროშიანი სკულპტურაც დაიდგა .
2020 წელს ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ
დაიდგა მემორიალური კომპლექსის დემონტაჟისას გადარჩენილი „მზეჭაბუკის“
ქანდაკება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას 100 000 ლარი დაუჯდა.
1970-იანი წლებიდან სსრკ ხელმძღვანელობის დირექტივებით იწყება მასობრივი
მემორიალიზაცია. საქართველოს სსრ-ს ფაქტობრივად ყველა სოფლის საბჭოს დაევალა
საკუთარი ხარჯებით მოეგროვებინა ომში დაღუპულების ფოტოსურათები და მოეწყო
დაღუპულთა ხსოვნის მემორიალები. მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, დაღუპულებთან
ერთად, ომიდან დაბრუნებულთა სურათებიც იყო წარმოდგენილი. სასოფლო
მემორიალები არ იყო ერთი სტანდარტის და ხშირ შემთხვევაში მისი გაფორმება სამუშაო
ჯგუფების თვითშემოქმედებით ხდებოდა და ამასთანავე საბჭოთა და საომარი
სიმბოლიკის ჩარჩოებსაც ითვალისწინებდა. სოფლების სიდიდესა და ფინანსურ
შესაძლებლობაზე, უფრო ხშირად კი კეთილ ნებაზე, იყო დამოკიდებული მემორიალების
მასშტაბი და მისი დასამზადებელი მასალის ხარისხი.
საქართველოს მძიმე ადამიანური დანაკარგები მეორე მსოფლიო ომში მრავალი
ათწლეულის განმავლობაში დიდი ინტერესისა და ნახევრად ოფიციალური დისკუსიის
თემა იყო. დღემდე არ არის ზუსტად გამოკვლეული და დადგენილი, რამდენი ადამიანი
გაიწვიეს საქართველოს სსრ-დან ომში და რამდენი დაიღუპა. ყველაზე უფრო
დამკვიდრებული მონაცემებით, დღემდე ითვლება, რომ მასობრივი მობილიზაცია
საქართველოდან საბჭოთა არმიაში ჯერ კიდევ 1938-1939 წლებში დაიწყო. ქართველი
ჯარისკაცები იბრძოდნენ როგორც ფინეთის წინააღმდეგ „ზამთრის ომში “, ასევე
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ოკუპაციაშიც მიიღეს მონაწილეობა .
1941 წლის მონაცემებით, გერმანიასა და სსრკ შორის ომის დაწყებისას საქართველოდან
საბჭოთა არმიაში 130 000 გაწვეული ჯარისკაცი და კადრის ოფიცერი მსახურობდა. 1941
წლის ზაფხულისა და შემოდგომის გაწვევების შემდეგ ტოტალური მობილიზაცია და
ყველაზე ფართომასშტაბიანი გაწვევა 1942 წლის მარტში იყო. მარტის ტოტალური
მობილიზაციისას გაიწვიეს ფაქტობრივად ყველა ბრძოლისუნარიანი , მაქსიმალური - 50
წლის ასაკამდე ადამიანები. ბოლო გაწვევა 1943 წელს შედგა და ჯარში 1925 წელს
დაბადებული ახალგაზრდებიც გაიწვიეს. მობილიზაცია აღარ შეხებია 1926 წელს
დაბადებულ ახალგაზრდებს.
1980-იან წლებში მომზადდა ომში დაღუპულთა სახელობითი საძიებელი - "წიგნი
მარადიული ხსოვნისა" ორ ტომად. პირველი ტომი თბილისიდან გაწვეული კონტინგენტის
მონაცემებს ასახავდა, მეორე ტომი კი − საქართველოს სსრ-ს აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკებიდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან
გაწვეულებისა.
1989 წლის 9 აპრილის დარბევიდან მალევე, როდესაც საბჭოთა პრესაში ლამის ერთიანად
ჩამოიშალა კომუნისტური პროპაგანდა და საბჭოთა გაზეთებიც კი მთლიანად „ეროვნულ
და პატრიოტულ“ რიტორიკაზე გადაეწყვნენ, გამონაკლისი მხოლოდ „დიდი სამამულო
ომის“ თემა იყო, რასაც ცვლილებები არ შეხებია, თუმცა აქაც გამოჩნდა ბევრი მანამდე
დაფარული და მივიწყებული ფაქტი.
საბჭოთა კავშირის აგონიისას ომის მსხვერპლთან დაკავშირებული სტატია 1990 წლის 9
მაისის გაზეთ „კომუნისტში“ გამოჩნდა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი , მერი როდე -
ჩიჯავაძე წერდა:
„დღემდე ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო, რომ საქართველოდან 700 ათასზე მეტი
მეომარი იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტზე (მათ შორის ომის წინ გაწვეული 130
ათასი კადრის ოფიცერი და რიგითი მებრძოლი, რომლის უმეტესი ნაწილი განლაგებული
იყო საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან) აქედან 16 ათასი ქალი, როგორც
ირკვევა ომის წლებში საქართველოს სსრ რესპუბლიკის კომისარიატებს მობილიზაციით
გაუწვევიათ 673 ათასი ქალი და კაცი. ქალების ჩაბმის თვით ფაქტი მობილიზაციის წესით
ახალი მოვლენა იყო ომების ისტორიაში.
1941 წლის ივნისში მტრის პარაშუტისტებისა და დივერსანტების წინააღმდეგ
საბრძოლველად მთელ საქართველოში შეიქმნა გამანადგურებელი ბატალიონები ,
რომელშიც 25 ათასზე მეტი კაცი და ქალი ითვლებოდა. პარალელურად შეიქმნა
კომკავშირული რაზმები, სადაც დაახლოებით 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა გაერთიანდა .
ჩვენ ახლად მიკვლეული მონაცემების მიხედვით დავადგინეთ, რომ საქართველოდან
დიდ სამამულო ომში იბრძოდა არა 700 ათასი მეომარი, არამედ გაცილებით მეტი,
სახელდობრ 848 000, მათ შორის 23 ათასი ქალი. ბრძოლის ველზე დაეცა 350 ათასი და არა
300 ათასი, როგორც აქამდე ეგონათ.
გამოდის, რომ სამამულო ომის წლებში ჩვენი რესპუბლიკის ყოველი მეოთხე მოქალაქე
თოფქვეშ იყო დაყენებული, ხოლო საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენი მებრძოლი
დაიღუპა გამანადგურებელი ბატალიონებიდან, ჯერ ეს კიდევ დასაზუსტებელია .
1971 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა ნიკ . სტურუამ
მოსკოვში ენციკლოპედიის გამომცემლობას მიაწოდა ცნობა, რომლის მიხედვით, დიდი
სამამულო ომის ფრონტებზე საქართველოდან წარგზავნილი მეომრებიდან დაიღუპა 350
ათასი კაცი. ეს ასე დაიბეჭდა კიდეც, მაგრამ რატომღაც შემდგომ გამოქვეყნებულ ყველა
ნაშრომში მონაცემები 50 ათასით არის შემცირებული. ამ წინააღმდეგობას თავი რომ
დავანებოთ, უფრო პარადოქსული ისაა, რომ არცერთი ეს ციფრი არ ასახავს
სინამდვილეს, იგი გაცილებით მეტია და დასაზუსტებელია. იგივე ითქმის საბჭოთა
კავშირის გმირების რაოდენობაზე, რომელთა რიცხვი ჩვენი გამოკვლევის შედეგად ორი
კაცით გაიზარდა.
განა ჩვენი მფრინავები, მეზღვაურები, ტანკისტები და ჯარის სხვა სახეობის მებრძოლები
არ იმსახურებენ პატივისცემას? რომელთა შესახებ არა გვაქვს სპეციალური ნაშრომები
მონოგრაფიები.“39
რა თქმა უნდა, ავტორის ღია კითხვები და კრიტიკული ანალიზი, მეორე მხრივ, ამ ეპოქის
სულისკვეთებით იყო გამყარებული, რომ ყველა საბჭოური „ჭეშმარიტება “ უნდა
გადასინჯულიყო. საბჭოური ცენზურა-პროპაგანდის პრაქტიკიდან გამომდინარე ,
საზოგადოება მიდრეკილი იყო, ევარაუდა, რომ ყველგან და ყველაფერში მსხვერპლის
მასშტაბი სავარაუდოდ შემცირებული იქნებოდა და ხელახლა გამოკვლევას საჭიროებდა .
მიუხედავად იმისა, რომ პრესაც და პროპაგანდის სხვა საშუალებებიც ცდილობდნენ ,
შეექმნათ წარმოდგენა, რომ ომის ვეტერანები ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი იყვნენ
და ხშირად აქვეყნებდნენ სხვადასხვა აქტივობას ომის ინვალიდებისა თუ
მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარების შესახებ, მდგომარეობა მაინც ყოველთვის
მძიმე იყო. გამუდმებული კრიზისი, კორუფცია თუ პარტიულ-კლანური მმართველობის
შედეგები ომის ვეტერანებზეც ზუსტად ისე აისახებოდა, როგორც სხვა საბჭოთა
მოქალაქეებზე:
„რესპუბლიკის პროკურატურის მუშა ჯგუფმა 2 თვის განმავლობაში 400-მდე განცხადება
განიხილა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც საფუძვლიანი დაკმაყოფილდა
ან დაკმაყოფილების სტადიაშია. ეს გარემოება მიუთითებს, რომ ყველგან და ყოველთვის
როდი სრულდება ჯეროვნად ამ მიმართულებით კანონის მოთხოვნები, ყველა საკითხი
როდი პოულობს დროულ და სრულყოფილ გადაწყვეტას. დიდი სამამულო ომის
ინვალიდები უპირატესი უფლებით სარგებლობენ ამბულატორიულ -პოლიკლინიკურ
დაწესებულებებში მომსახურების დროს, ასევე რიგგარეშეა მათი ჰოსპიტალიზაციაც . მათ
სრულად განხორციელებას ზოგან დაბრკოლებას უქმნიან. დაბა სურამში მცხოვრებ
სამამულო ომის ინვალიდს, პარტიისა და კომკავშირული მოძრაობის ვეტერანს მ.
გრიგალაშვილს, რომელმაც თბილისში სტუმრობისას ქალაქის მე-16 პოლიკლინიკას
მიმართა, კატეგორიული უარი უთხრეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე . უფრო
აღმაშფოთებელი ის არის, რომ ასევე უყურადღებობა გამოიჩინეს მის მიმართ
რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროშიც , სადაც ომის ვეტერანმა მიმართა
განცხადებით.
მაიაკოვსკის ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ყალბ ჩანაწერებს აკეთებდნენ ომის
ვეტერანთა ავადმყოფობის ისტორიებში ვითომ მათთვის სამედიცინო დახმარების
გაწევის შესახებ.
ამბროლაურის რაიონის სადმელის მექანიზებულ სატყეო კომბინატში მომუშავე სამამულო
ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი ბ.ლ გეწაძე 5 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა
სანატორიუმის საგზურის მიღებას, თუმცა წარმოება ვალდებული იყო პირველ რიგში
დაეკმაყოფილებინა იგი. მოქალაქე ბ. გეწაძის თხოვნა მხოლოდ პროკურატურის ჩარევის
შემდეგ დაკმაყოფილდა.
ზოგიერთ წარმოება-დაწესებულებაში იქ მომუშავე სამამულო ომის ინვალიდებისა და
მონაწილეთა აღრიცხვაც კი არ არსებობს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია , შეღავათები ამ
დამსახურებულ ადამიანებზე არ ვრცელდება. ქსნის ერთ-ერთ დაწესებულებაში ომის
ინვალიდ შ. მიქელაძეს უკანონოდ ახდევინებდნენ საშემოსავლო გადასახადს. მცხეთის
არასაუწყებო დაცვის მუშაკს ვ. გორბაჩოვს უარი უთხრეს კუთვნილი შვებულების მიცემაზე ,
რის გამოც ვერ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი სანატორიუმის საგზურით.
ომის ინვალიდების ზუსტი სიების უქონლობის გამო მათი დიდი ნაწილი მცხეთის
ელექტროქსელების და „მცხეთა-გაზის“ სამმართველოში არ სარგებლობდა 50 პროცენტის
ფასდაკლებით დახარჯული ელექტროენერგიის და გაზის ღირებულების გადახდის
შეღავათით. ისინი არ იყვნენ მიმაგრებული ინვალიდთა მაღაზიებზე.
არცთუ იშვიათია ომის ინვალიდებისთვის დადგენილი საბინაო-საცხოვრებელი
შეღავათების დარღვევის ფაქტები.
მოქალაქე ვ. ცერცვაძე-საბანაშვილი, დიდ სამამულო ომში დაღუპულის მეუღლე
იძულებული გახდა არაერთგზის მიემართა სხვადასხვა ინსტანციისთვის , მათ შორის
რესპუბლიკის პროკურატურისთვის. იგი ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანასთან
დაკავშირებით მოითხოვდა მიეცათ მისთვის ცნობა, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობდა
მეუნარგიას ქ. N 2-ში. ყველა ინსტანცია მას ერთნაირ შაბლონურ პასუხს აძლევდა -
საბინაო წიგნი დაკარგულია და ცნობას ვერ მოგცემთო.
სავაჭრო ობიექტებში ზოგჯერ უხეშად არღვევენ სპეციალურ დებულებას სამამულო ომის
ინვალიდებისა და მონაწილეების მომსახურების შესახებ . ვეტერანების სამართლიან
უკმაყოფილებას იწვევს მათთვის განკუთვნილი ზოგიერთი სპეციალიზებული მაღაზიის
მიერ საჭირო საქონლითა და პროდუქტებით მათი არადამაკმაყოფილებელი მომარაგება ,
მომსახურების დაბალი კულტურა, უფრო მეტიც, ზომაში, წონაში, ანგარიშში მოტყუება ,
უხეში დამოკიდებულება მომხმარებლებისადმი , ფართო მოთხოვნის საქონლის
გადამალვის ფაქტები და სხვა დარღვევები.
ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილ ზოგიერთ მაღაზიაში, მოქმედი სპეციალური
დებულების საწინააღმდეგოდ, არ ხდება ინვალიდებისთვის მიყიდული საქონლის
სათანადო რეგისტრაცია. ხშირად მათთვის განკუთვნილი საქონელი იყიდება სხვა
პირებზე, არის იმპორტული საქონლის გადამალვის შემთხვევები და სხვა. ასეთი ფაქტები
იყო ქ. თბილისში, გურჯაანში, ახალციხეში და სხვაგან.
ამ და სხვა ფაქტებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანონ საქართველოს სსრ
ვაჭრობის სამინისტროს და ცეკავშირის გამგეობის ხელმძღვანელებმა , ადგილობრივი
საბჭოების აღმასკომებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა , კონტროლის ორგანოებმა .
ომის ვეტერანთა ცუდი მომსახურების, უსულგულობისა და ბიუროკრატიზმის თითოეული
ფაქტი უნდა გახდეს მწვავე პრინციპული განსჯის საგანი.
დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ბინების ტელეფონიზაციისათვის რესპუბლიკის
კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად ამ
უბანზე კანონიერების დარღვევის ფაქტები კვლავ ბევრია, რაც სამართლიან საჩივრებს
იწვევს“.40 - წერდა საქართველოს სსრ პროკურორი, იუსტიციის მეორე კლასის
სახელმწიფო მრჩეველი ბარაბაძე 1985 წლის დასაწყისში.

გვიანი საბჭოეთის საქართველოს ეთნიკურ-რელიგიური


ნაციონალიზმის ჰიბრიდის ინსტიტუციური და იდეოლოგიური
საფუძვლები

ამ ქვეთავის ფოკუსი ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ


განხორციელებულ პოლიტიკაზე და ამ ეკლესიების საპასუხო ქმედებების ანალიზზეა
მიმართული, რამაც შედეგად „წითელი ეკლესიების“ წარმოქმნა და პოსტსაბჭოთა
სივრცეში მათი სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა არა მარტო რელიგიური , არამედ
პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
უნდა ითქვას, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის თანამედროვე
მკვლევართა ნაშრომები ძირითადად მიმართულია საბჭოთა ხელისუფლების
დაუნდობელი ბრძოლის შედეგად დევნილი და შემდგომ აღმდგარი ეკლესიის ხატის
კონსტრუირებაზე. ჩვენი კვლევის მიზანია, იმ მიჩქმალული და ყურადღების გარეშე
დატოვებული დეტალებისა და ფაქტორების ანალიზი, რომელიც დამკვიდრებულ
ნარატივს ეწინააღმდეგება და საერთო სურათის გამოკვეთაში მნიშვნელოვანი
ცვლილების შეტანა შეუძლია.
დღეს სახეზე გვაქვს ერთგვარი ჰიბრიდული წარმონაქმნი: შუასაუკუნეობრივი სოციალური
სტატუსის თუ მქონე არა, მაძიებელი მაინც, ორგანიზაცია, რომლის სიტყვა და საქმე
ქრისტიანობის ძირითად პოსტულატებს ეწინააღმდეგება. ამ სახით მის ჩამოყალიბებაში
საბჭოთა პოლიტიკის გავლენა მნიშვნელოვანია.
საბჭოთა ხელისუფლების განცხადებული კურსი ზოგადად რელიგიასთან, და გასაგები
მიზეზების გამო, განსაკუთრებულად მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით
ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლიდან ამ იმპერიის საბოლოო ჩამოქცევამდე
შეუცვლელად მიჰყვებოდა რელიგიის ათეიზმით ჩანაცვლების კურსს, თუმცა სხვადასხვა
ეტაპზე და ამ ეტაპების შიგნითაც რელიგიური ინსტიტუტების მიმართ გამოყენებული
მეთოდი და მიდგომა ერთგვაროვანი არ ყოფილა - სასტიკი დევნიდან დაწყებული
ლოიალურ პოლიტიკამდე. ეს მიდგომებიც ლიდერთა სურვილებისა და მოსაზრებების თუ
პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით სულ იცვლებოდა. მაგრამ მთავარი კურსი -
საზოგადოების თეისტური განწყობა ათეისტურად გარდაექმნათ - უცვლელი რჩებოდა .
ათეიზმი ახალი პოლიტიკური რელიგიის შესაქმნელად იყო საჭირო. ეს ახალი რელიგია
სწორედ რუსეთში ღრმად გამჯდარ მართლმადიდებლობის სტრუქტურაზე დაფუძნდა :
შექმნა „ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრების“ - კომუნიზმის უპირობოდ, უკრიტიკოდ და
უალტერნატივოდ მიღების მოთხოვნა, ქრისტეს და წმინდანების კულტი 30-იანი წლებიდან
დიდი ბელადისა და პარტიული ბელადუკების კულტით შეცვალა , დააწესა
ალტერნატიული დღესასწაულები, შემოიღო ალტერნატიული სიმბოლიკა და რუსული
იმპერიის, „სვიატაია რუსის“ კონცეფცია საღვთო მესიანიზმით აღჭურვილი მესამე რომისა
„თვალუწვდენელი სამშობლოს“ კომუნიზმის დიადი მიზნისკენ სწრაფვით ჩაანაცვლა.
თუ დღევანდელი გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, საკამათოა, გამოუვიდათ თუ არა
მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურება? პოსტსაბჭოთა საქართველოში
რელიგიური განწყობები საკმაოდ ძლიერია, თუმცა თუ წმინდად თეოლოგიური კუთხით
შევხედავთ, ეს ფიქციაა. დღევანდელი საპატრიარქოსა და მისი მრევლისა თუ პოტენციური
მრევლის რწმენას სახარებისეულ ქრისტიანობასთან მხოლოდ გარეგნული ნიშნები თუ
აკავშირებს. დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მძიმეწონიანი პოლიტიკური
მოთამაშეა. მას ანგარიშს უწევს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმისა ,
რომ მისი იდეოლოგიური დისკურსი ამ ძალების განცხადებულ დემოკრატიულ
ღირებულებებს ძირეულად უპირისპირდება. ამ ინსტიტუციის ვერბალური თუ
ინსტრუმენტული აქტივობა ახალისებს ყველა სახის ფობიებს საზოგადოებაში , ის ღიად
გამოდის სახელმწიფოს მიერ არჩეული პროდასავლური კურსის წინააღმდეგ და ხელს
უწყობს პრორუსული განწყობების გაღვივებას.
როგორი იყო რუსულ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში მიმდინარე პროცესები
საბჭოეთში? რა მემკვიდრეობაზე დგას მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში და
რა გავლენები ჰქონდა მასზე საბჭოეთში მიმდინარე პროცესებს?
ერთი წერილის ფარგლებში ძნელია ამ კითხვებზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა ,
მითუმეტეს, რომ მხედველობაშია მისაღები მრავალ ფაქტორთა ერთობლიობა ,
პროცესების მრავალწახნაგოვნება და ისიც, რომ თავად ეკლესიის წიაღში მრავალი
წინააღმდეგობრივი მოვლენა იყრის თავს. ამიტომ გამოვყოფ რამდენიმე საკვანძო
მოვლენას, რომლებიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილები და
შემდგომი პროცესებისთვის ბიძგის მიმცემი იყო. ასეთია 1927 წლის დეკლარაციები და
1943 წლის მოვლენები.
ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას საბჭოთა რუსეთი 1921 წლიდან იპყრობს,
თუმცა, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ საქართველოში
მართლმადიდებლობის დევნა განსაკუთრებით მძვინვარე ხასიათს ატარებდა მთელს
საბჭოთა სივრცესთან შედარებით, ქართული ეკლესიის მიმართ ბოლშევიკური რეჟიმი
ხისტ, მაინც უფრო განსხვავებულ პოლიტიკას ატარებდა, ვიდრე რუსეთში .
ამასაც თავის მიზეზები ჰქონდა. ქართული ეკლესია სუსტი იყო. როგორც ისტორიის
მკვლევარი ელდარ ბუბულაშვილი წერს, „მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ის ორი
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის სახით იყო წარმოდგენილი .
აღმოსავლეთ საქართველო მცხეთის საკათალიკოსოს შემადგენლობაში შედიოდა ,
ხოლო დასავლეთ საქართველო ქუთაისში არსებულ აფხაზთა, ანუ ლიხთ-იმერეთის
კათოლიკოსს ემორჩილებოდა. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად [რუსეთმა ]
იგი თავისი პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩააყენა (რომელშიც თავად რუსეთის
ეკლესია პეტრე დიდის რეფორმების შედეგად იმყოფებოდა ). გარდაქმნები შეეხო
საქართველოს ეკლესიის თითქმის ყველა მხარეს, დაწყებული შესამოსლით და
დამთავრებული წირვა-ლოცვით. გატარებული ღონისძიებებით საქართველოს
ავტოკეფალიაწართმეული ეკლესია, რომელიც საეგზარქოსოს სახით იყო
წარმოდგენილი, რუსეთის სინოდის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა “.41
რუსეთის ეკლესიამ მკვეთრად შეამცირა საქართველოს საეგზარქოსოში ეპარქიებისა და
საარქიმანდრიტოების რაოდენობა. რუსეთის იმპერიას ნელ-ნელა გადაჰყავს ქართული
ეკლესია რუსული მართვის მოდელზე, რომელიც სახელმწიფოსადმი სრულ
დაქვემდებარებაში გამოიხატება. უმაღლეს სამღვდელოებას ჩამოერთვა საეკლესიო
მამულები და ის იმპერიის ხაზინას გადაეცა. სამღვდელოებას დაენიშნა ჯამაგირი (პენსია )
ხაზინიდან, რითაც ის სახელმწიფოზე ეკონომიკურად დამოკიდებული გახადა .
რუსულ ყაიდაზე გადაყვანამ საპროტესტო მოძრაობაც შვა, რაც გამოიხატა , როგორც
აჯანყებებში (1819 წლის გურია-სამეგრელო-იმერეთის აჯანყება, 1820 წელს აჯანყებისას
2000 ქართველი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ მებრძოლი მღვდლები, ბერები და
სასულიერო პირები),42 ასევე ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რაც საბოლოოდ 1917 წელს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით დასრულდა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო დასუსტდა 1918-1921
წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. მართალია, მან 1917
წელს ავტოკეფალია და პატრიარქის ინსტიტუტი აღიდგინა და თვითმართველობაზე
გადავიდა, მაგრამ ახალი სეკულარული იდეებით განმსჭვალულმა მთავრობამ მას
იდეოლოგიური მესაჭის ფუნქცია დაუკარგა. მართლმადიდებლობა სხვა რელიგიებთან
თანაბარუფლებიანად გამოაცხადა, კონსტიტუციით განახორციელა ეკლესიის
სახელმწიფოდან გამოყოფა და ის ჯამაგირიც მოუსპო , რაც სამღვდელოებას ხაზინიდან
ეძლეოდა.43
ესეც და სხვა, უფრო ძველი ისტორიული წანამძღვრები განაპირობებდა მისი
იდეოლოგიური გავლენის სისუსტესაც. სხვა ვითარება იყო რუსეთში, სადაც იმპერიის
იდეოლოგიურ ბაზისს სწორედ მართლმადიდებლობა წარმოადგენდა და ამ
იდეოლოგიაზე დაყრდნობით იმპერია "მესამე რომის" შარავანდედს ეპოტინებოდა .
ასეთი იდეოლოგიურად და ეკონომიკურად გამოფიტული დახვდა წითელ ოკუპაციას
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საბჭოთა საქართველოს რევკომმა 1921
წელსვე გამოსცა დეკრეტი N21, რომელიც იუწყებოდა სახელმწიფოს ეკლესიისგან და
ეკლესიის სკოლისგან გამოყოფის შესახებ. აქ თითქოს არაფერი ახალი არ იყო.
ბოლშევიკური რეჟიმი იმეორებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
მიღებული კონსტიტუციის პუნქტებს სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ ,
დამფუძნებელი კრების დადგენილებებს სკოლიდან საღვთო სჯულის ამოღების შესახებ ,
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლების ჩამორთმევას, თუმცა ამ დეკრეტში
ვკითხულობთ რამდენიმე მუხლს, რომლებიც ბოლშევიკთა "ნოუ ჰაუა":

 მე-4 მუხლის შენიშვნა: ყველა ოფიციალურ აქტებიდან ამოშლილ უნდა იქნეს


ყოველგვარი ცნობა სარწმუნოების აღიარებისა ან მისი უარყოფის შესახებ ;
 მე-5 მუხლი: სახელმწიფო ან სხვა საჯარო უფლებით მოსილ საზოგადო
დაწესებულებათა მოქმედების დროს აკრძალულია სარწმუნოებრივი წესების
აღსრულება;
 მე-6 მუხლი: სარწმუნოებრივი წესის შესრულება უზრუნველყოფილია იმდენად,
რამდენადაც იგი არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ზღუდავს
მოქალაქეთა უფლებებს. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლიან ამგვარ
შემთხვევების დროს მიიღოს საჭირო ზომები საზოგადოებრივ წესრიგისა და
მშვიდობიანობის დასაცავად.
 მე-14: არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება ,
იქონიონ საკუთრება. მათ იურიდიულ პიროვნების უფლება არ აქვთ;
 მე-15: საქართველოს რესპუბლიკაში არსებულ საეკლესიო და სარწმუნოებრივ
საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“.44

როგორც ვხედავთ, რევკომმა ეკლესიას წაართვა იურიდიული პირის უფლება ,


კანონგარეშედ გამოაცხადა და მის საქმიანობაზე ტოტალური კონტროლის უფლება
მოიპოვა.
ქმედებები კი ათეისტურმა რეჟიმმა ეკლესიების დახურვით დაიწყო (1450 მოქმედი
ეკლესიის ნაცვლად 1931 წლისათვის მოქმედებდა 350-მდე, 1600 მღვდელმსახური
შემცირდა 350-მდე, 25 მოქმედი მონასტერი - 5-მდე),45 საბჭოთა იდეოლოგიის
მოწინააღმდეგე მღვდელმთავრებისა და მღვდლების რეპრესირებით გაგრძელდა (1923
წელს დააპატიმრეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), რომელიც ციხიდან
გამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 1924 წელს დახვრიტეს მიტროპოლიტი ნაზარი
(ლეჟავა), დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ
მჭედლიძე და დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე). გაზეთებში იბეჭდებოდა ყოფილი
მღვდლების აღიარებითი წერილები სასულიერო ხარისხის დატოვების შესახებ , დახურულ
ტაძრებში (რომლებიც დანგრევას გადაურჩა) იხსნებოდა სასოფლო კლუბები ,
ბიბლიოთეკები, სკოლები, აბანოც კი.
შედარებისათვის: რუსეთში 1939 წლისათვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას
წარმოადგენდა 2 მიტროპოლიტი და 2 არქიეპისკოპოსი. მთელს რუსეთში დაახლოებით
100 მოქმედი ეკლესია იყო დარჩენილი და არცერთი მონასტერი.46 რუსეთში პატრიარქ
ტიხონის გარდაცვალების შემდეგ აღარ მიუციათ პატრიარქის არჩევის უფლება ,
საქართველოში კი კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა არასოდეს გაუუქმებიათ .
ანტირელიგიურ კამპანიას აწარმოებდნენ გაზეთები . მღვდელი და რელიგიური წიგნები
ახალ-ახალ პოსტერებზე დაცინვის, განქიქების, უარყოფის საგნად იქცა . კომკავშირის
ინიციატივით 1920-იანი წლების დასაწყისში წარმოიქმნა ანტირელიგიური მუშაობის
თავისებური ფორმა „კომკავშირული შობისა“ და „კომკავშირული აღდგომის“
სახელწოდებით. ახალგაზრდული შობის მოსაწყობად შეიქმნა სამხარეო
კომისიაც.47 კომუნისტებმა რელიგიურ დღესასწაულთა ჩასანაცვლებლად დანიშნეს
„მოსავლის დღესასწაული“. ამ დღეს საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაში დიდი
წვლილი უნდა შეეტანა. ამავე დროს მას პროპაგანდისტული მნიშვნელობა
ჰქონდა.48 თბილისში 1923 წლის იანვარში მოეწყო პირველი კომკავშირული შობა,
იმართებოდა ანტირელიგიური კარნავალები, მაგრამ მებრძოლი ათეიზმის ამ ფორმამ
ვერ პოვა შემდგომი განვითარება და ხელისუფლებამ მალევე ხელი აიღო მსგავს
ღონისძიებებზე.
1922-1923 წლებისთვის საქართველოში გაჩნდა ,,ურწმუნოთა'' და ,,ათეისტთა'' წრეები და
უჯრედები. პირველი ოფიციალური ათეისტური ორგანიზაცია ,,ანტირელიგიური
პროპაგანდისა და აგიტაციის სახით’’, ქალაქ ვორონეჟში დაფუძნდა . 1923 წელს მოსკოვში
ჩამოყალიბდა ,,მოსკოვის უღმერთოთა კავშირი’’, რომელიც გაერთიანდა ახალი
ჟურნალის ,,უღმერთო დაზგასთან’’ გარშემო (სილაგაძე, 2014, 67). 1924 წელს რუსეთში,
სევერდოვინის რაიონში ჩამოყალიბდა საზოგადოება ,,ათეისტი’’ (სილაგაძე, 2014, 68). 1924
წლის 27 აგვისტოს, გაზეთ ,,უღმერთოს’’ რედაქციაში შემდგარ კრებაზე მიიღეს წესდება ,
რის საფუძველზეც შეიქმნა ორგანიზაცია: ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი’’, რომლის
თავმჯდომარედ დაინიშნა ემილ იაროსლავსკი (ნამდვილი სახელი და გვარი მინეი
იზრაილოვიჩ გუბელმანი) პროფესიით ისტორიკოსი, პარტიის წევრი და გამოცდილი
ათეისტი, არაერთი გაზეთის სათავეში იდგა (სილაგაძე, 2014, 68). საბჭოთა საქართველოში
უფრო ადრე 1923 წელს ეკლესიის წინააღმდეგ დაარსდა გაზეთი ,,ღვთის წინააღმდეგ“.49
ანტირელიგიური კამპანიისათვის აწყობდნენ ქოხ-სამკითხველოებს , წითელი კუთხეებს , ამ
კუთხით მუშაობდა კომკავშირი, პარტიის უჯრედი, პიონერთა რაზმი, მუშა-ქალების და
გლეხი-ქალების დელეგატთა კრება, კოოპერაცია, ავიაქიმია, სასოფლო-სამეურნეო წრე ,
გლეხთა ახალგაზრდობის სკოლა, რადიო, მუშურ-გლეხური გაზეთი, ურწმუნოთა კავშირის
უჯრედი და ა.შ.50
1927 წელს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთშიც და საქართველოშიც საბოლოოდ
თმობს პოზიციებს და „ეკლესიის ფიზიკური გადარჩენის“ ეგიდით ხელისუფლებასთან
თანამშრომლობას თანხმდება. ამ დროისთვის დახვრეტილი, გადასახლებული ან
საზღვარგარეთ გაქცეულია უმაღლეს იერარქთა აბსოლუტური უმრავლესობა.
დანგრეულია და დახურულია ტაძრები, ეკლესია კანონგარეშედაა გამოცხადებული .
როგორც აღვნიშნეთ, მას ჩამორთმეული აქვს იურიდიული პირის სტატუსი, ეკრძალება
ქადაგება, დახურულია სასულიერო სასწავლებლები,
ამ მებრძოლი ათეიზმის ზეობისას ახალმა პატრიარქმა, ქრისტეფორე ციცქიშვილმა ,
რომელსაც უწინდელი პირველ-იერარქის, ამბროსი ხელაიას ციხეში ყოფნის პერიოდში
უკვე მრავალგზისი ჰქონდა მცდელობა, საბჭოთა მთავრობისადმი ლოიალობა
გამოეცხადებინა და ეკლესიის მართვის სადავეები ხელში ჩაეგდო (1923 წლის 9
ოქტომბრის საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე მისი თაოსნობით მიიღეს
გადაწყვეტილება: „მთავრობა ეკლესიისადმი მტრულ პოზიციას არ შეიცვლის, თუ
კათალიკოსი ამბროსი არ გამოაცხადებს შემცდარად და ეკლესიისთვის მავნებლურ
ნაბიჯად თავის მემორანდუმს“51), 1927 წელს ტფილისში მოიწვია მეოთხე საეკლესიო
კრება, რომელმაც 24 ივნისს გამოსცა დეკლარაცია ხელისუფლებასთან ლოიალური
პოლიტიკის გატარების შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეკლესიას საბჭოთა
ხელისუფლების დროს მოქმედებისა და პროპაგანდის სრული თავისუფლება ჰქონდა
მინიჭებული (მაშინ, როცა ეს უფლება მას 1921 წლის N21 დეკრეტით ჰქონდა გაუქმებული ),
კატეგორიულად აცხადებდა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს არ
შეუძლიათ იქონიონ კავშირი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პარტიებთან და ჯგუფებთან
და გმობდა მათ მოქმედებას, რომელიც „მიმართულია საბჭოთა საქართველოს და მისი
მოკავშირე ერების მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ. ასევე საქართველოს ეკლესიის
მე-4 კრება აღიარებს, რომ არც საქართველოს ეკლესიის მე-3 კრებას, არც
მღვდელმთავართა კრებას არ დაუვალებია არავისთვის საბჭოთა მთავრობის
საპროტესტო მემორანდუმის გაგზავნა გენუის კონფერენციისადმი და რომ ეს ნაბიჯი ,
გადადგმული 1922 წელს, გამოდგა საბედისწერო საქართველოს ეკლესიისათვის,
გაართულა დამოკიდებულება მის ხელისუფლებასთან, რომელიც გელათის საეკლესიო
კრების დროს და მის შემდეგაც იჩენდა საქართველოს ეკლესიისადმი სრულ
ლოიალობას. მე-4 საეკლესიო კრება ადასტურებს, რომ საქართველოში საბჭოთა
ხელისუფლების დამყარების შემდეგ კულტურულ-ეკონომიური აღორძინება ნაციონალურ
ნიადაგზე ვითარდება წარმატებით, ვიდრე მის წინამორბედ რეჟიმების ხანაში “.52
მსგავსი დეკლარაცია რუსეთში იმავე, 1927 წლის 16 (29) ივლისს მიიღო პატრიარქის
მოსაყდრის მოადგილემ, მიტროპოლიტმა სერგიმ (სტაროგოროდელმა), რომელიც გაზეთ
„იზვესტიას“ 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. მანამდე დეკლარაცია 5000
ეგზემპლარად დაიბეჭდა და დაიგზავნა, მაგრამ როგორც მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი )
თავის გამოუქვეყნებელ დისერტაციაში, „Церковные расколы в Русской Церкви 20-х и 30-х
годов ХХ столетия“ წერდა, მათი 90% მიტროპოლიტს უკან დაუბრუნდა. ამიტომ
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს დეკლარაცია გაზეთში გამოექვეყნებინა .53 დეკლარაცია
ამცნობდა სამღვდელოებას, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად ეკლესია ლეგალური
გახდა, რისთვისაც მადლობას უხდიდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომელმაც ყურად იღო
მართლმადიდებელი მოსახლეობის „სულიერი საჭიროებანი“. აქვე მიტროპოლიტი
პირობას დებდა, რომ ამ ნდობას ხელისუფლებას არ გაუცრუებდა , საქმით დაამტკიცებდა ,
რომ ეკლესიის იერარქია საბჭოთა სახელმწიფოს ერთგულ, მისდამი ლოიალურ
მოქალაქეებს წარმოადგენდა. „ჩვენ გვინდა ვიყოთ მართლმადიდებლებიც და ამავე
დროს მივიჩნიოთ საბჭოთა კავშირი ჩვენს სამოქალაქო სამშობლოდ , რომლის სიხარული
და წარმატება ჩვენი სიხარული და წარმატებაცაა“.54 ტექსტი გრძელია, თუმცა გულაგში
გადასახლებული, საზღვარგარეთ წასული თუ ადგილობრივი იერარქების ყურადღება
სწორედ ამ სიტყვებმა მიიპყრო. მიტროპოლიტს არ აპატიეს ლოიალობის გამოცხადება და
მებრძოლი ათეიზმის მპყრობელი სახელმწიფოს სიხარულისა და წარმატების ეკლესიის
სიხარულად და წარმატებად გამოცხადება. რუსეთის სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიოდა
იერარქთა წერილები, რომლებშიც ისინი ბრალად სდებდნენ მიტროპოლიტ სერგის
ქრისტეს ღალატს, ეკლესიის სულის ჩაკვლას. შეახსენებდნენ, რომ პატრიარქმა ტიხონმა
ანათემას გადასცა ბოლშევიკები და ყველა მათთან მოთანამშრომლე ძალა . საბოლოოდ
ამ დეკლარაციამ დიდი განხეთქილება გამოიწვია. საზღვარგარეთის რუსული
მართლმადიდებელი ეკლესია და გულაგებში შექმნილი კატაკომბური ეკლესია არ
აღიარებდა სერგის ოფიციალურ ინსტიტუციას. მას „წითელი ეკლესია“ შეარქვეს და
საკუთარ მრევლს მათთან ზიარება აუკრძალეს. მთავარი მიზეზი ამ განხეთქილებისა ,
რასაც სერგის მოწინააღმდეგე ფლანგი ასახელებს არის სიცრუე და ამ სიცრუესთან
შეგუების მოწოდება, რაც ახალი წითელი ეკლესიის საძირკველში ჩაიდო და დღემდე
გრძელდება. მათ არ უჭირთ შიშველი სიყალბის ქადაგება .
საქართველოში კი პატრიარქ ქრისტეფორეს დეკლარაციას, რამდენადაც ცნობილია ,
მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა ეს საკითხი ჯერაც შესასწავლია. ანანია
ჯაფარიძე თავის წიგნში მხოლოდ ასეთ მწირ ცნობას გვაწვდის: "...ხსენებულ კრებამდე
რამდენიმე დღით ადრე პატრიარქი ამბროსის გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 16
ივნისს ჩატარდა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები, სადაც აირჩიეს ქრისტეფორე III.
მთავრობას ამ არჩევნების შესახებ წარუდგინეს შემდეგი მოხსენება : კრების მონაწილე
ერთმა ნაწილმა ქრისტეფორე მიტროპოლიტს უწოდა „მოღალატე“. მიტროპოლიტმა
ქრისტეფორემ გამოხატა სიმპათიები ბოლშევიკების მიმართ. რეაქციონერებმა დატოვეს
კრება, დარჩენილებმა ქრისტეფორე აირჩიეს სრულიად საქართველოს პატრიარქად . იგი
საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურია. რეაქციული სამღვდელოება არალეგალურ
მდგომარეობაზე გადავიდა, საჭიროა მათი დაპატიმრება “.55 თუმცა ვინ იყო ეს
„რეაქციონერი სამღვდელოება“, რა ბედი ეწიათ მათ, ამაზე ეკლესიის ისტორიის
მკვლევრები დუმან. საპატრიარქოს არქივები მოხალისე მკვლევრებისთვის დახურულია .
თუმცა მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომი კვლევები რაიმე ხელშესახებ ფაქტებს
გამოავლენს. თუმცა ამ დოკუმენტითაც ცხადია, რომ ეკლესია მხოლოდ ლოიალობას არ
დასთანხმდა, ის პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს საბჭოთა ხელისუფლებასთან და
„ურჩების“ დაპატიმრებას მოითხოვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი - ემიგრაციაში მყოფმა
ქართველობამ საბჭოთა ხელისუფლებისადმი საქართველოს ეკლესიის მიერ
შემუშავებული ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსის გამო გაწყვიტა
ევქარისტიული კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ამავე, მე-4 კრებაზე ახალი პატრიარქის, ქრისტეფორეს არჩევასთან ერთად გაუქმდა
საკათალიკოსო საბჭო (რომელიც მმართველობის დემოკრატიულ სისტემას ეფუძნებოდა )
და მის ნაცვლად შემოიღეს საკათალიკოსო სინოდი. კრებამ დაამტკიცა ეკლესიის
მართვა-გამგეობის ახალი დებულება.56
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხმაურიან განხეთქილებას გადაურჩა .
ქრისტეფორედან მოყოლებული, ყველა პატრიარქი მყარად ინარჩუნებდა არჩეულ
ლოიალურ კურსს, ქადაგებდა ყველასთვის ცხად სიცრუეს - საბჭოთა ხელისუფლების
კეთილისმყოფელი როლის შესახებ, თუმცა ეკლესიისთვის ამას რაიმე ხელშესახები
სიკეთე არ მოუტანია. ათეისტური პროპაგანდა ისევ მძვინვარებდა . ეკლესიას კვლავ არ
ჰქონდა სემინარიების გახსნისა თუ აქტიური ქადაგების უფლება .
მეორე საკვანძო მოვლენა უკავშირდება სტალინის „შემობრუნების“ პოლიტიკას,
რომელიც 1943 წელს დაიწყო. 4 სექტემბერს იოსებ სტალინმა კრემლში დაიბარა სამი
იერარქი: პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი სერგი (სტაროგოროდელი),
ლენინგრადის მიტროპოლიტი ალექსი და უკრაინის ეგზარქოსი , კიევისა და გალიციის
მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სადაც პატრიარქის არჩევა გადაწყდა. „საუბრის დროს
მიტროპოლიტმა სერგიმ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს აცნობა , რომ
მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელ წრეებში განზრახვა აქვთ უახლოეს დროში
მოიწვიონ ეპისკოპოსთ კრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ასარჩევად
და პატრიარქთან უწმინდესი სინოდის შესაქმნელად. მთავრობის მეთაური ამხ. ი. ბ
სტალინი თანაგრძნობით შეხვდა ამ მოსაზრებებს და განაცხადა , რომ მთავრობის მხრივ
ამას დაბრკოლება არ შეხვდება“.57
ეკლესიასთან ფლირტი ამ შეხვედრით არ დაწყებულა. ეს უფრო ფინალური აკორდი იყო .
1943 წლის იანვრიდან საკავშირო პრესაში და მათ შორის, გაზ. „კომუნისტშიც “ პირველ
გვერდზე ხშირია იერარქთა განცხადებები წითელი არმიის საჭიროებისთვის და
ფრონტისთვის ფულადი თანხების შეწირვის შესახებ. იქვეა ი. ბ. სტალინის მშრალი ,
მაგრამ მაინც სამადლობელი სიტყვები. თუმცა "დიდი ბელადი" ყველას არ ეხმაურება . მაგ .
პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ სერგის, ასევე საქართველოს კათოლიკოს
კალისტრატეს (ცინცაძე) საპასუხოდ მადლობას უთვლის (კალისტრატემ ჯერ კიდევ 1939
წლის დეკემბერში ი.სტალინს მიულოცა დაბადებიდან 60 წლისთავი. "თქვენ
სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული ნამთა და განსვენება ხორცთა
ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლთა მოსასპობად. ამისათვის მადლიერმა ერმა
დაგსვათ ძლიერთა თვისთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით“58)
„განმაახლებელთა“ ეკლესიის პირველიერარქის, ვვედენსკის შემოწირულობის ცნობას კი
მეორე ჯერზე უპასუხოდ ტოვებს. ასევე არაფერს პასუხობს მოსკოვის ებრაელთა
საზოგადოების თავმჯდომარის, სამუილ ჩობრუცკის განცხადებას, მიუხედავად იმისა , რომ
ის 50 000 მანეთს და ორასგრამიან ოქროს პორტსიგარს უგზავნის წითელ
არმიას.59 ეკლესიის იერარქთა მიერ შეგროვებული თანხა საკმაოდ დიდია - მაგ.
მიტროპოლიტმა სერგიმ სამრევლოებში შეაგროვა 6 000 000 მანეთი, ასევე დიდძალი
ოქროსა და ვერცხლის ნივთები.60 ("დიდი სამამულო ომის" პერიოდში ეკლესიის მიერ
შეგროვილმა თანხამ მთლიანობაში 300 000 000-ს მიაღწია.61) აშკარაა, რომ ბელადის
არჩევანი ძირძველ ეკლესიაზე შეჩერდა და განმაახლებელთა (ობნოვლენცები ) და
„ცოცხალი ეკლესიის“ (ჟივოცერკოვნიკი) მზე ჩაესვენა.
დანაპირებიც მალევე შესრულდა და 8 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს ახალ
შენობაში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც სრულიად რუსეთის პატრიარქად
აირჩიეს მიტროპოლიტი სერგი (სტაროგოროდელი). რუსეთში პატრიარქის ინსტიტუტი
აღდგა. გაიხსნა სასულიერო სემინარიებიც. თუმცა, როგორც საარქივო დოკუმენტები
გვამცნობენ, საბჭოთა ხელისუფლების ფხიზელი თვალი თვალყურს ადევნებდა , რომ
საეკლესიო კრების კანდიდატების უმრავლესობა "ენკავედეს" აგენტი ყოფილიყო , რათა
მათი მეშვეობით ადვილად გაეტარებინათ საჭირო ხაზი.
ამ მოვლენას საქართველოს ეკლესიისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა.
1918 წლიდან რუსეთის ეკლესიას ევქარისტიული კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი
საქართველოს ეკლესიასთან. როდესაც 1917 წელს მოსკოვში, კრემლის მიძინების
ტაძარში გაიხსნა რუსეთის ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელზეც აღადგინეს
პატრიარქის ინსტიტუტი და პატრიარქად მიტროპოლიტი ტიხონი (ბელავინი) აირჩიეს,
ქართული დელეგაცია ამ კრებაზე არ ჩასულა და მხოლოდ მისასალმებელი დეპეშით
შემოიფარგლა.62 მიუხედავად იმისა, რომ 1927 წელს რუსეთის ეკლესიის მმართველმა
სინოდმა აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია,63 ევქარისტიული კავშირი ამ
ორ ეკლესიას შორის მაინც არ აღდგენილა.
რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა 1943 წლის
ოქტომბერში, სწორედ მას შემდეგ, რაც ი.ბ. სტალინის „მოწყალე“ გადაწყვეტილებით
რუსულ ეკლესიას მიეცა საშუალება, აერჩია პატრიარქი. პატრიარქის არჩევიდან მალევე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მიმართა რუსეთის პატრიარქ
სერგის და გამოთქვა სურვილი, „რათა ეკლესიებმა, რუსულმა და ქართულმა, იცხოვრონ
ერთმანეთთან მშვიდობით და თანხმობით სადიდებლად ღვთისა“. პატრიარქი სერგი ,
რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს ეკლესიის მიმართ
კეთილგანწყობით (ის თავიდანვე მომხრე იყო მისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა )
პასუხად სწერს: „თანაცხოვრება ეკლესიებისა ხელს შეუწყობს ამ ორ ხალხს შორის
ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“.
ამის შემდეგ პატრიარქი სერგი საქართველოში აგზავნის სტავროპოლისა და
პიატიგორსკის არქიეპისკოპოს ანტონის იმის გასარკვევად, ხომ არ იყო საქართველოს
ეკლესიაში „ობნოვლენცური“ კავშირები, რომლებიც „ანტირუსულ დაჯგუფებებად “ იყო
მიჩნეული. არქიეპისკოპოსმა ანტონიმ ასევე გამოარკვია, რომ საქართველოში არ
იმყოფებოდნენ ცოლიანი ეპისკოპოსები და ევქარისტიული კავშირის აღდგენა
დასაშვებად ცნო.64
მართალია, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა შორის ევქარისტიული ერთობის
აღდგენა ოფიციალურად ქართული ეკლესიის „სარწმუნოებრივ სიწმინდეში “
დარწმუნებით აიხსნა და ნაწილობრივ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს
მოწადინებას დაბრალდა, თუმცა ძნელია, უარვყოთ ამ ქმედებაში დიდი ბელადის ხელის
გავლენა. საბჭოთა ხალხის მშობელ მამას სრულიად კონკრეტული მოტივაცია ჰქონდა და
შორსმიმავალი მიზნები ამოძრავებდა. საბჭოთა კავშირის ძმურ ოჯახში ეკლესიასაც
ერთიანი „ძმური“ სივრცე უნდა ჰქონოდა.
სამეცნიერო წრეებში არაა ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი, რამ შეცვალა სტალინის
კურსი ეკლესიის მიმართ. ეკლესიის განადგურების მცდელობიდან ამგვარ მოულოდნელ
შემოტრიალებას "დიდ სამამულო ომში" მორწმუნე მოსახლეობის გულის მოგების
სურვილს უკავშირებენ. სოვიეტოლოგი დ. ბრანდერბერგერი ფიქრობს, რომ ეს
დაკავშირებული იყო ნაციონალ-ბოლშევიზმის პოლიტიკის გაგრძელებასთან
„ველიკოდერჟავიეს“ განსამტკიცებლად.65 1936 წლიდან სტალინი ნაციონალურ
სიმბოლოებს აბრუნებს და საბჭოთა იდეოლოგიაში მათ ჩაშენებას ცდილობს . ის ეძებს
ანალოგებს რუსეთის ისტორიაში - იოანე მრისხანე, პეტრე დიდი, ალექსანდრე ნეველი და
ეკლესიაც ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩაჯდა.
ასევე, 1937 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერით აღმოჩნდა , რომ სსრკ ზრდასრული
მოსახლეობის 57% თავს მაინც მორწმუნედ მიიჩნევდა.66 შესაძლოა ამ და კიდევ სხვა
ფაქტორთა ერთობლიობამ განსაზღვრა ანტირელიგიური კურსის ასეთი მოულოდნელი
ცვლილება.
თუმცა სტალინს კონტროლის სადავეები ხელიდან არ გაუშვია. ცენტრალურმა
ხელისუფლებამ 1943 წლის 8 ოქტომბერს ეკლესიაზე კონტროლის უკეთ განხორციელების
მიზნით შექმნა ახალი ორგანო – სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო. საბჭოს თავმჯდომარედ
დაინიშნა გ. კარპოვი.67
კალისტრატეს მოთხოვნის შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 2
სექტემბრის №959 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ
დაადგინა: „საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 22 აგვისტოს №11536
დირექტივის შესაბამისად დამტკიცდეს უფლებამოსილების თანახმად დაწესდეს
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის რწმუნებულის თანამდებობა“.68 ამავე დადგენილებით
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „გაუქმდეს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან
არსებული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს სსრ-ს საკითხებში
საბჭოს რწმუნებულის თანამდებობა“.
ამ მოკლე და შეზღუდული ისტორიული ექსკურსის შემდეგ კვლავ ისმის კითხვა: როგორ
მოხდა, რომ ასეთი სუსტი ორგანიზაცია, როგორიც იყო საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც საბჭოთა წნეხი გამოიარა, დღეს ლამის
შუასაუკუნეობრივ ფეოდალურ ორგანიზაციად წარმოგვიდგა ? ჩემი აზრით ,
განმსაზღვრელი ფაქტორი არის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პიროვნება .
კათოლიკოს-პატრიარქი ილია აღსაყდრდა 1977 წლის 23 დეკემბერს. მისი არჩევაც
მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იყო მისი
გარეგნული მომხიბვლელობა. მისი არჩევა პატრიარქად ჯერ კიდევ ეფრემ მეორის
გარდაცვალების შემდგომ სურდათ. აი, რას იხსენებს ისტორიკოსი, თსუ ყოფილი
რექტორი როინ მეტრეველი:
„მინისტრთა საბჭოს იმდროინდელმა თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორია სირაძემ
საშურ და დროულად შესასრულებელ საქმედ მიიჩნია ილია შიოლაშვილის
კანდიდატურის საკითხის შეთანხმება ქვეყნის პირველ პირთან, ვასილ მჟავანაძესთან .
სათანადო მასალები (ანკეტა და სხვა) მოგვაწოდეს და ჩვენც შევუდექით ამ
საპასუხისმგებლო მისიის შესრულებას. ერთ-ერთი აუდიენციის დროს, სხვადასხვა
საკითხის მოხსენების შემდეგ, ფრთხილად მივაწოდეთ ანკეტა და ვუთხარით , რომ ქვეყნის
მღვდელმთავრის საკითხი იყო გადასაწყვეტი. ბატონმა ვასილმა ჯერ გაიკვირვა , ჩვენ რა
შუაში ვართო. როცა ავუხსენი, რომ მიღებული წესის თანახმად, საქართველოს
სახელმწიფოს პირველი პირი უნდა იყოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესების საქმის
კურსში-მეთქი, დახედა ანკეტას, ილიას სურათს დააკვირდა, რა ლამაზიაო - აღმოხდა
ხმამაღლა, ანკეტას თვალი გადაავლო და მომაწოდა. ეს თანხმობას ნიშნავდა. უფრო
მეტიც - ვასილ მჟავანაძე ნასიამოვნები იყო“.69
მეორე ფაქტორი იყო მისი რუსული ეკლესიის წიაღში მიღებული განათლება - ილია II-მ
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1978 წლის გაზაფხულზე ის
მოსკოვის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრადაც აირჩიეს.70
ესამე ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ ერთგულება საბჭოთა სახელმწიფოსადმი .
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1977 წლის 25 დეკემბერს წერილი
გაუგზავნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ
მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს. წერილში ნათქვამია: „ვიტვირთე რა საჭეთმპყრობელობა
საქართველოს ეკლესიისა, წმიდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ უღრმესი
პატივისცემა და კეთილი სურვილები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს
უჭერს ჩვენი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რომელიც ემსახურება
სოციალურ პროგრესსა და ხალხთა შორის სამართლიან დამოკიდებულებას. ჩვენი
ეკლესია ყოველთვის იდგა და მომავალშიც იდგება მშვიდობისათვის მებრძოლთა
მოწინავე რიგებში. მთელი გულით ვუსურვებთ ჩვენს დიად სამშობლოს შემდგომ
აყვავებას, დიდ მიღწევებს ყოველ საქმეში, კაცობრიობის საკეთილდღეოდ ”.71
ილია მეორე პირველივე წლებიდან შეუდგა ეკლესიის გაძლიერებას. დაიწყო ბეჭდური
გამოცემების გამრავლებით: 1978 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძისადმი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
წერს: „მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის კალენდარი, რომელიც გამოდის
ყოველწლიურად 4500-იანი ტირაჟით, რაოდენობრივად ვერ აკმაყოფილებს ჩვენი
ეკლესიის მოთხოვნილებას... გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და
გასცეთ განკარგულება, რომ მომავალი წლების კალენდრის ტირაჟი გაგვიზარდონ 15
ათასამდე“72
1978 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის, თენგიზ ონოფრიშვილისადმი გაგზავნილ
წერილში წერდა: „გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, გავხსნათ სახელოსნო საეკლესიო ნივთების
დასამზადებლად. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, სომხეთის ეკლესიასა და სხვა
რესპუბლიკაში არსებულ რელიგიურ ცენტრებს, უკვე დიდი ხანია მიეცათ უფლება
სახელოსნოების გახსნისა, სადაც აწარმოებენ მათთვის საჭირო საეკლესიო ნივთებს “.73
1978 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და დიდი ღვაწლით შეძლო
გამოეცა ფერადი, ილუსტრირებული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.
კათოლიკოს-პატრიარქმა, ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად , წმიდა სინოდის
წევრთა რაოდენობა გაზარდა ექვსიდან თორმეტამდე.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბევრს ფიქრობდა, როგორ მოეხერხებინა ქართველ
მეცნიერებთან ათეისტური პოლიტიკის შედეგად ჩატეხილი ხიდის აღდგენა . 1979 წლის 25
ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა დაბადებიდან სამოცდაათი წელი დეპეშით მიულოცა
ცნობილ ქართველ პოეტ-აკადემიკოსს, ირაკლი აბაშიძეს. აღსანიშნავია ცნობილი
ქართველი არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის წერილი, რომლითაც იგი ახალ წელს
ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია მეორეს.
დაიწყო დახურული ეკლესიების გახსნა, მონასტრების აღდგენა , 1980-იან წლებში
(პერესტროიკის პერიოდში) ეკლესიას ახალგაზრდობა მიაწყდა . მათგან გამორჩეულები
ბერ-მონაზვნებად აკურთხეს და მონასტრების იღუმენობა ჩააბარეს.
პატრიარქისადმი ნდობა მრევლში მაღალი იყო 1980-იან წლებშივე. მას აღიარებდნენ
„შეუმცდარად“ და ქრისტეს „ნაცვალად“ დედამიწაზე. ეკლესიაში ნებისმიერ მისულს
პირველი, რასაც თვითორგანიზებული ქალების ჯგუფები „ასწავლიდნენ“ იყო, ის, რომ
„პატრიარქის განკითხვა არ შეიძლება“. (პირადი გამოცდილება). ასე მოირგო ილია
მეორემ უცთომელი პაპის მანტია.
მისი პოპულარობა შემდგომში უფრო გაზარდა იყო საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის აღიარების მოპოვებამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან და
დიპტიხში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯეროვან ადგილას შეტანამ. ამისთვის
მან თავისი საერთაშორისო კავშირები გამოიყენა, რაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში
მისი თანაპრეზიდენტობის დროს ჰქონდა.
1990 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, თბილისის ყოვლადწმიდა
ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საზეიმო საღმრთო ლიტურგიაზე
თანამსახურებდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავარი , მიტროპოლიტი
ქრიზოსტომოსი, რომელმაც წირვის დასასრულს სრულიად საქართველოს განუცხადა ,
რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია და მისი საპატრიარქო ტიტული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქი მიიწვია ისტორიულ კონსტანტინოპოლში აღიარების სიგელთა გადასაცემად .74
2002 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის
გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება იგივე კონკორდატი. ამ შეთანხმებით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხელშეუხებლობის გარანტია მიენიჭა .
მართლმადიდებელ ეკლესიას - განსაკუთრებული სტატუსი სხვა კონფესიებს შორის.
ასევე:

 „ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია, მისი დამზადება ,


შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით
წარმოებული ქონება და მიწა განთავისუფლებულია გადასახადისაგან.(მუხლი 6, 5)
 სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს ( მოქმედს და არამოქმედს ),
მათ ნანგრევებს, ასევე მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განლაგებული . (მუხლი
7)
 სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებსა და
საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (მუხლი 8).

ამით ეკლესიის ეკონომიკური მდგომარეობა გაძლიერდა, რამაც გავლენების ზრდასაც


შეუწყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორე თითქოს დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცა და
მსოფლიო ეკლესიის ასპარეზზეც გავიდა, ის დღემდე მაინც უჩვეულოდაა მიბმული
რუსეთის საპატრიარქოს. ის ყოველმხრივ ახალისებს რუსული საღვთისმეტყველო
სკოლის ფრიად საეჭვო რეპუტაციის მქონე ღვთისმეტყველთა ნაშრომების თარგმნასა და
პოპულარიზაციას. ასევე აღსანიშნია ქართული ეკლესიის წიაღში ისეთი რუსული
ფენომენის გაჩენა, როგორიცაა „პაგრომები“ 2013 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 5
ივლისის დარბევებს საპატრიარქო უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს მისი მიმართვებიდან.
1991 წელს ქართულ-ოსური დაპირისპირებისას გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“
იბეჭდება ილია II-ის მიმართვები მსოფლიო პატრიარქის, დიმიტრიოს პირველის ,
ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს გენერალური მდივნის, ემილიო კასტროს და რუსეთის
პატრიარქ ალექსი მეორისადმი. პირველ ორ წერილში ქართული ეკლესიის
საჭეთმპყრობელი მწვავედ ეხმაურება შიდა ქართლში განვითარებულ მოვლენებს და
ადრესატებს ქმედით დახმარებას სთხოვს. თუმცა მისი ტონი მკვეთრად რბილდება
რუსეთის პირველიერარქისადმი მიწერილ მიმართვაში:
„თქვენო უწმინდესობავ, ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ,
შიდა ქართლში საბჭოთა ჯარების შემოყვანის შემდეგ დაძაბულობა კიდევ უფრო
გამწვავდა. რამდენიმე დღის წინათ საბჭოთა საჯარისო ქვედანაყოფებისმიერ
წაქეზებულმა ოსმა ექსტრემისტებმა დაჭრეს ცხინვალის ოთხი ქართული ეროვნების
მცხოვრები. შემდეგ ისინი მიაბეს ხეს, გადაასხეს ბენზინი და ცოცხლად დაწვეს . 11 აპრილს
დილის 6 საათზე ქარელის რაიონის სოფ. დვანში შეიჭრა სსრკ შინაგანი ჯარების 4
ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებმაც დაწვეს წმინდა გიორგისა და წმინდა სამების
ეკლესიები. ვერტმფრენებიდან ცეცხლს უშენდნენ ქართველ მოსახლეობას და ქართული
მილიციის მუშაკთა რაზმებს. ქართული ეკლესიის სახელით ჩვენი ძნელბედობის ჟამს
გთხოვთ თქვენს წმინდა ლოცვას და სულიერ მხარდაჭერას. ქრისტესმიერი
სიყვარულით ...“75
2008 წლის ომის შემდგომ, 28 დეკემბერს ილია მე-2 რუსეთის ეკლესიის დელეგაციას
მასპინძლობს სამების საპატრიარქო ტაძარში. ამბიონიდან წარმოთქმულ სიტყვაში
მისალმებისა და კეთილი სურვილების გარდა ერთი სიტყვაც არ დაძრულა რუსეთის
აგრესიის შესახებ. აგვისტოს ომის პირდაპირი ხსენებაც არ ყოფილა. აღნიშნულია
მხოლოდ „პრობლემები“, რომლის დაძლევაც მას უფლისთვის მიუნდვია: „ამ წლის
მიწურულს, თითქოს, ნათელი დაინახა ქართველმა ადამიანმა და იმედი გაჩნდა იმისა ,
რომ ის მძიმე პრობლემები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე წარმოიშვა , შესაძლოა ,
მომავალში გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთის ნებაა და მისი უზენაესი
განგება“.76
2013 წელს კათოლიკოს-პატრიარქი გაემგზავრა მოსკოვში და შეხვდა ვლადიმირ პუტინს :
„მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ,
ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება
რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი . მე
ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად
გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო,
რას ნიშნავს დღეს ჩემთვის რუსეთი? - იმას, რასაც ნიშნავდა ყოველთვის. რუსეთი - ეს არის
ქვეყანა, რომელიც ეძებს საკუთარ ჭეშმარიტ გზას. სწორედ იქ მივიღე მე სასულიერო
განათლება, დავამთავრე მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია .იქ ჩამოყალიბდა
ჩემი მსოფლმხედველობა, საბოლოოდ იქ მოხდა ჩემი სულიერი მდგომარეობის
ფორმირება.
მე დიდ პატივს ვცემ რუსეთს, მე ვლოცულობ რუსეთისათვის.
მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ
იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ
წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად
შეიქმნა მტრობა.
იცით, რწმენა - ეს არის ყოველივეს საფუძველი. საქართველოს და რუსეთს ერთი რწმენა
აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩამოვშორდით ერთმანეთს. მე ეს ძალიან მამწუხრებს. ჩვენი ქვეყნები
უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს - ეს გარდაუვალია. საქართველო ხომ ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყანაა. პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხები ერთმანეთს
დააშორონ, მაგრამ ღვთის წყალობით, მათ ეს არ გამოსდით.
მჯერა, რომ ჩვენი რუსი და ქართველი ხალხები იპოვიან საკუთარ თავში ძალას და
სიბრძნეს, რათა შეჩერდნენ და შეხედონ ერთმანეთს. ის, რაც გვაერთიანებს, ძებნას არ
საჭიროებს, ის აშკარაა. არ შეიძლება, კვლავაც ერთმანეთისგან გაქცევა, ჩვენ ერთმანეთს
უნდა ვთხოვოთ პატიება, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი.
მართლმადიდებლებმა არ უნდა დაბომბონ სხვა მართლმადიდებლები , აუცილებელია ,
ჩვენი პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოილაპარაკონ. სხვა
გზა უბრალოდ არ არსებობს. გადაეცით რუსეთში ჩემი თბილი სურვილები, რათა იყოს
სიკეთე და კეთილდღეობა“.
თეოლოგიური გაგებით ქრისტიანული ეკლესიის მთავარი მახასიათებელი არის
სიმართლე ანუ ჭეშმარიტება. სიმართლე არის ის პოსტულატი, რაზეც დგას, მისი , როგორც
ღვთაებრივი ინსტიტუტის საფუძველი: „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა “ - ასეთი უნდა
იყოს მისი არსი. ამ საძირკვლის მორყევა და მითუმეტეს შეცვლა მისი საპირისპირო
ცნებით - სიყალბით, გახდა, თეოლოგიური თვალსაზრისით, მისი ფიქციად ქცევის მიზეზი
საბჭოთა მოცემულობაში. თავად საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიური დისკურსიც
იდგა სიყალბის სიმართლედ შესაღებაზე. სიყალბის ქადაგებამ შეცვალა არა მარტო
ეკლესიის ბუნება, მთლიანობაში საბჭოთა ენა დაეფუძნა სიყალბეს და საბჭოთა
"ნიუსფიქის" შემქმნელი გახდა. გაყალბებულმა სიტყვამ შეცვალა საბჭოთა მოქალაქის
მენტალობა, ქცევა, დამოკიდებულებები. დღემდე პოსტსაბჭოთა მოქალაქისთვის
სიყალბე, რომელზეც დაშენებულია თაღლითობა, უპრინციპობა, რეპუტაციული
სირცხვილის არქონა და სხვა მრავალი მახასიათებელი, ყველაზე უწყინარ ცოდვად
მიიჩნევა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სარწმუნოებრივი ინსტიტუტი ,
დღეს ფიქციას წარმოადგენს. ის წითელი საბჭოთა ეკლესიის სამართალმემკვიდრეა .
მაგრამ ის ძლიერი გავლენიანი ინსტიტუტია, როგორც სახელმწიფო ეკლესია . მას
სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს კონკორდატი, რომლითაც ის აღიარებულია
დამოუკიდებელ ეკონომიკურ სუბიექტად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე
ორგანიზაციად. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. ეს
ხელშეუვალობა არა დე იურე, მაგრამ დე ფაქტო ვრცელდება სხვა ღვთისმსახურებზეც .
სახელმწიფო თვალს ხუჭავს მათ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზეც კი. მაგ. 5
ივლისს დაიკითხნენ, მაგრამ არ დაუკავებიათ დარბევაში მონაწილე მღვდლები .
ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, დეკანოზი გიორგი
მამალაძეა, რომელსაც ბრალად ედება პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა
თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი
ნივთიერება ციანიდი შეიძინა.
ეკლესიის რეიტინგი ძალზე მაღალია, თუმცა მას ყოველთვის უსწრებს პირადად
პატრიარქის რეიტინგი, რომელიც ბოლო წლები 90%-ის ფარგლებში მერყეობს.
ეკლესია მძლავრი პოლიტიკური მოთამაშეა. მას ანგარიშს უწევს თითქმის ყველა
პოლიტიკური ძალა - სამთავრობო თუ ოპოზიციური.
დღეს ის წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში. ძალაუნებურად გვახსენდება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
სიტყვები, რომლითაც მან მიტროპოლიტი ლეონიდე გაისტუმრა: "ჩვენ ვერ შევქმნით
სახელმწიფოს სახელმწიფოში". არადა მიტროპოლიტი მხოლოდ კუთვნილი საეკლესიო
საგანძურის დაბრუნებას ითხოვდა.
ის დღეს რუსეთის დასაყრდენია საქართველოში და წარმოადგენს თანამედროვე
დემოკრატიული განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს, რადგან აშკარად და
ღიად უპირისპირდება ტოლერანტობის აღიარებულ პრინციპებს , რაც თავის მხრივ ,
სწორედ ქრისტიანული სწავლების მთავარ დოქტრინებზეა დაფუძნებული . სწორედ ეს
გვიბიძგებს, შევისწავლოთ და გავაანალიზოთ ის პროცესები, რაც უახლეს წარსულში
ეკლესიის გარშემო ვითარდებოდა.
ამ უცნაური მოვლენის ფესვები ქართული იდენტობის სპეციფიკურ გააზრებასა თუ
გაუაზრებლობაში შეგვიძლია ვეძებოთ. ჯერ კიდევ „პერესტროიკის“ პერიოდში , როცა
ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი გაჩნდა და დისიდენტური
წრეების მუშაობა მასობრივ საპროტესტო მოძრაობად გარდაიქმნა , დღის წესრიგში
დადგა ახალი ერი-სახელმწიფოს კონტურების მოხაზვა.
ამ პერიოდის მედიამ მოახდინა საზოგადოებიდან (უფრო ზუსტად - გარკვეული
პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურებიდან) წამოსული შეტყობინების დეკოდირება ,
და 1988 წლიდან ნაციონალიზმსა და პოპულიზმზე აპელირება, აქცენტის დასმა ეროვნულ
კულტურაზე, ფოლკლორზე, ისტორიაზე მედიის ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდა. უკვე
თავად მედიასაშუალებების სახელწოდებაშივე იყო განსაზღვრული
მაიდენტიფიცირებელი სივრცე. ასე, მაგალითად:

 საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთი „საქართველო“,


 სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების გაზეთი „მამული“,
 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამოცემა „ივერია“,
 ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბეჭდური ორგანო
„თავისუფალი საქართველო“ და სხვა.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალები მოვიდნენ, სახელს იცვლიან გაზეთები
„კომუნისტი“ (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ორგანო) და „ახალგაზრდა კომუნისტი“
(საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ორგანო) - ისინი მკითხველის წინაშე
გამოდიან სახელებით: „საქართველოს რესპუბლიკა“ და „ახალგაზრდა ივერიელი“.77
საქართველოს უზენაესი საბჭოს ორგანო „ერის“ ლოზუნგი გახდა „ხმა ღვთისა, ხმა
ერისა!“.
დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოს იდეისთვის საჭირო იყო ეროვნული იდენტობის
კონცეფცია. სამოქალაქო ნაციონალიზმის ნაცვლად (რაც საფუძვლად ედო 1918 წელს
გამოცხადებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკას) ჯერ ეროვნულ მოძრაობაში და შემდგომ ,
ეროვნული ხელისუფლების რიტორიკაში მოიხაზა ეთნიკურ ნაცინალიზმზე დაფუძნებული
კონცეფცია, რომელსაც რელიგიური მდგენელი დაემატა.
ეროვნული მოძრაობის მიერ წამოჭრილი მტკივნეული თემების სათავეში იდგა დავიდ
გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი, რომელიც სწორედ მისი რელიგიური
მნიშვნელობის გამო იქცა წამყვან თემად (ამავე სენტიმენტებზე ითამაშა რამდენიმე წლის
წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა „გარეჯი საქართველოა “
კამპანია წამოიწყო, რასაც ორი უდანაშაულო მეცნიერის დაპატიმრება მოჰყვა ). 1980-იანი
წლების ბოლოს გამართულ საპროტესტო აქციებს სასულიერო პირები მუდმივად
ესწრებოდნენ. 9 აპრილის დემონსტრაციის დასაშლელად ხელისუფლებამ
დემონსტრანტების გასაფრთხილებლად და დასარწმუნებლად კათოლიკოს-პატრიარქი
ილია მეორე გაგზავნა, როგორც „სულიერი მამა“ (თუმცა მის დარწმუნებას შედეგი არ
მოჰყოლია). დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდა
თითქმის ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო ღონისძიებას. ეს მხარდაჭერის აქტი
მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავდა - ეკლესია ამ ხელისუფლებას ემხრობა . ის მცირე
შემთხვევები, როცა ის პოლიტიკურ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა, ყოველთვის
არსებული ხელისუფლების კრახით მთავრდებოდა. ილია მეორე არ მისულა
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს 1991 წლის 9 აპრილს, რაც უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარე - ზვიად გამსახურდიასთან მის დაპირისპირებად იყო აღქმული . ის არ
მივიდა პარლამენტის სხდომაზე არც 2003 წლის ნოემბერში ედუარდ შევარდნაძის
მხარდასაჭერად, რასაც მალე ვარდების რევოლუცია მოჰყვა (თუმცა მანამდე
შევარდნაძის მონათვლა და მის წინაშე ხალხის დაჩოქება ხელისუფლების განმტკიცებას
ემსახურებოდა). ეკლესიას ლეგიტიმაციის გასამყარებლად დღემდე იყენებს არა
მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, არამედ პოლიტიკური პარტიების დიდი სპექტრიც .
პოლიტიკოსები ესწრებიან წირვებს, სტუმრობენ კათოლიკოს-პატრიარქს პრობლემური
თემების გადასაწყვეტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდ კელაპტარს დაიჭერს
ხელში ხატების ფონზე.
თუ ეროვნული მოძრაობის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1980-იან წლებში
მომრავლებულ „სამიზდატებში“ (არალეგალურ გამოცემებში) ადვილად შესამჩნევია
ნაციონალური იდეის კონცეფციაში მართლმადიდებლობის ჩაშენება და
მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის გამოკვეთა. მეტიც,
იმდროინდელი დისკურსში, მაგალითად, პირველი რესპუბლიკის დამარცხების მიზეზს
სწორედ ეკლესიის როლის ჯეროვნად ვერშეფასებაში ხედავდნენ:
“საქართველოს ისტორიაში განუზომელი იყო ეკლესიის როლი ერის შეკავშირება-
განმტიცების საქმეში. სახელმწიფო და ეკლესია მჭიდროდ იყო ურთიერთდაკავშირებული
და ამიტომაც ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ეკლესიის გაძლიერების
საქმეს ... საქართველომ რომ რამდენიმე წლის შემდეგ დამოუკიდებლობა დაკარგა , ვერ
შეძლო განმტკიცება-გაძლიერება, ამის მიზეზები რთულ საგარეო ვითარებასთან ერთად
შინაგან სისუსტეშიც უნდა ვეძებოთ; ეს უკანასკნელი კი გამოიწვია ეკლესიის იგნორირებამ
მმართველი პარტიის მიერ. ეკლესიას შეეძლო ერის კონსოლიდაცია, მაგრამ იგი
ჯეროვნად ვერ გამოიყენეს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეკლესიასთან
დაკავშირებით ასეთი შეცდომები არ უნდა განმეორდეს. საქართველოს ეკლესია 70-ზე
მეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა დამცირებულ მდგომარეობაში და მხოლოდ
ახლა იწყება მისი აღორძინება. ახლა ჩვენი მოვალეობაა, ყოველმხრივ ამოვუდგეთ მას
მხარში და ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ბედნიერი მომავლისათვის.“78
პირველი რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკა სამოქალაქო ნაციონალიზმზე იყო
დაფუძნებული. ახალი დემოკრატიული და სეკულარული იდეები განსაზღვრავდა
სამოქალაქო ცნობიერების ბაზისურ პრინციპად „მოქალაქის“ და არა „ქართველი
მართლმადიდებლის“ კონცეპტის გამოყენებას.
მკვლევარ კოტე ლადარიას აზრით, ისტორიულად ეკლესია წაგებული გამოვიდა იმ
სოციალური მოძრაობებიდან, რომლებმაც მართვის ფუნქცია ერს, ნაციას გადასცა .
ხოლო, მეფეს, ანუ საკრალურ ხელისუფალს - „თავი მოჰკვეთა“. საკმაოდ ხანგრძლივი
პერიოდის მანძილზე არაფერი ჩანდა, რაც ჩაანაცვლებდა ეკლესიის ძირითად და
ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქციას, რომელიც მონარქიასთან ერთად წარსულს
ჩაბარდა. ამიტომ სოციალურ მეცნიერებათა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები
სეკულარიზაციას თავის ყველაზე აგრესიული მნიშვნელობით წინასწარმეტყველებდნენ .
ღმერთის რწმენა უნდა ჩაენაცვლებინა პროგრესის რწმენას, რომელიც ამქვეყნიურ
ცხოვრებას დღითიდღე გააუმჯობესებდა. ადამიანი კეთილდღეობისა და
სამართლიანობის ნაყოფს ამავე ცხოვრებაში გაუგებდა გემოს.79
დემოკრატიულ რესპუბლიკაში აქტიურად იღებდნენ კანონებს, რომლებიც
სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის ამოცანას ემსახურებოდა . კანონმდებლები და
ამ რეფორმების ქომაგები ასე განმარტავდნენ კანონებს , რომლებიც ეკლესიაზე
თავდასხმად ინათლებოდა:
„როდესაც საღმრთო სჯულის სწავლების გაუქმების კანონპროექტი ირჩეოდა. ამ
კანონპროექტის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრეს ნაციონალ-დემორატების ორივე
ფრთამ. გაკოტრებულ ფეოდალებისა და ბურჟუაზიის იდეოლოგებმა საკითხს გვერდი
აუხვიეს და კამათი სულ სხვა სფეროში გადაიტანეს. მათ მორთეს განგაში , რომ ვითომც
საღმრთო სჯულის სკოლებში სავალდებულო სწავლების გაუქმებით, ჩვენ ვართმევდეთ
ხალხს სარწმუნოებას, ნამდვილათ კი კანონ პროექტი ანთავისუფლებს საქართველოს
სახელმწიფოს ღარიბ ხაზინას იმ ზედმეტ ხარჯებისაგან, რომელიც დღემდე საღმრთო
სჯულის სწავლებისათვის იხარჯებოდა და ეს ხარჯები კი მძიმე ტვირთად აწვა თავს
საქართველოს მთელ დემოკრატიას, მიუხედავათ იმისა, სურდა თუ არა მას თავიანთი
შვილებისათვის საღმრთო სჯული ესწავლებინა, რაიც დღევანდელ პირობებში ყოვლად
გამოუსადეგარი საგანია ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის ."80
“თუ რატომ არ უნდა მიეცეს ჩვენს სამღვდელოებას სახელმწიფო ხაზინიდან ჯამაგირი ,
ამის საბუთი მრავალია. სხვათა შორის ისაა, რომ სახელმწიფო ხაზინა კუთვნის არა მარტო
მართლმადიდებელ ხალხს, არამედ მთელ ერს, განურჩევლად საწმუნოებისა. განა
შეიძლება სამართლიანად ჩავთვალოთ ის წესი, რომ მართლმადიდებელ
სამღვდელოების შენახვა დავაკისროთ ქართველ კათოლიკეთ, ერაელებს, ან სხვა
სარწმუნოების აღმსარებელთ, ხოლო ჩვენი სახელმწიფოს ქვეშევრდომთ, და ან მას, ვისაც
რწმენა სრულიად არ აქვს? სახაზინო ფული შესდგება სხვა და სხვა გადასახდისაგან ,
რომესაც იხდის მთელი ერი სარწმუნოების განურჩევლად და რატომ უნდა დაისაჯონ ამ
ერთობის ხანაში ასე დაუმსახურებლად ისინი, ვინც მართლმადიდებლები არ არიან , ან
ვისაც სარწმუნოება სრულიად არ აქვს. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის
მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეობრივი უფლება ყოველი ქვეშევრდომისა
განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა.“81
თითქმის 100 წლის წინანდელი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი კონცეფციისგან
განსხვავებით, 1980-იან წლებში მომძლავრებული ეროვნული მოძრაობის მთავარ
თეზისად ილია ჭავჭავაძის ფორმულა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ იქცა, ხოლო ილია
ჭავჭავაძის ფიგურა - ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების მთავარ ორიენტირად.
მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე უალტერნატივო ავტორიტეტს წარმოადგენდა ,
ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მისი კანონიზაცია მოითხოვეს, რასაც მიაღწიეს კიდეც.
ლიბერალი საზოგადო მოღვაწე და მწერალი 1987 წლის 2 აგვისტოს წმინდა ილია
მართლის შარავანდედით შეიმოსა. მერაბ კოსტავა თავის წერილში, „ილია ჭავჭავაძე “ ამ
აქტს საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარ დღედ მოიხსენიებდა და დიდ ეროვნულ
მნიშვნელობას ანიჭებდა:
“ილია ჭავჭავაძისთვის მაინც ეს სამი საუნჯეა [მამული, ენა, სარწმუნოება]
ქრისტიანობისგან განუყოფელი. საქართველოს იგი ოდითგანვე ჯვარცმული ღვთისთვის
ჯვარცმულად მიიჩნევდა, ხოლო მოყვასთა ქართველობას ქრისტეს სჯულთან
აიგივებდა“.82
წმინდა ილია მართალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლო გახდა .
მისი ეს დამატებითი რელიგიური ლეგიტიმაცია ეროვნული იდეის განმტკიცების საქმეში
„ერის“ და „ბერის“ გაერთიანების წინაპირობა გახდა. ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით ,
„ილია ჭავჭავაძის კანონიზაციით ეკლესია და კათოლიკოს-პატრიარქი ილია ჭავჭავაძის
ტრადიციაში ჩაეწერნენ:
„წმიდანად აღიარების შემდეგ ილია […] არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე “
ხდებოდა „არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა ,
რწმენისა“ (ხაზგასმა ჩემია ზ.ა.). ერთი მხრივ, სეკულარულ, „საერო წმინდანს“ეკლესია
„ითვისებდა“, მეორე მხრივ კი ილია ჭავჭავაძის ტრადიციაში თვითონ ეწერებოდა და ერის
წინამძღოლობაზე და ბელადობაზე აცხადებდა პრეტენზიას.“83
შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ეროვნული იდეის
განმსაზღვრელი სამი პოსტულატიდან: “ ენა, მამული, სარწმუნოება“ ეს უკანასკნელი
დომინანტ კომპონენტად იქცა და თავის ჩრდილქვეშ მოაქცია „ენისა“ და „მამულის“
კონცეპტები – მათი საკრალიზაცია მოახდინა. ქართული ენა იოანე ზოსიმესეული „მეორედ
მოსვლის ენის“ ნიმბით გამშვენდა,84 ხოლო ქართველი ერი „უძველესი ეტრუსკული
ფესვებიდან ამოზრდილი“, „ღვთის რჩეული ერის“ სახით წარმოუდგა საბჭოური
„პატრიოტული“ მითებით ისედაც ნასაზრდოებ საზოგადოებას.85
მაგალითად, დღეს ფართოდ გავრცელებულ, მითური რჩეულობის ამსახველ სენტენციებს
ხშირად შეხვდებით 1991 წლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ბეჭდვითი ორგანოს „ერის“
ფურცლებზე.
ენის საკრალიზაცია ილია მეორის 1980-იანი წლების ქადაგებებში ხშირად გვხვდება :
„ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი, საუკუნეების
მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი
მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა „წამებაი წმიდისა შუშანიკისა “, მთელს მსოფლიოში
უსაჩინოესი „ვეფხისტყაოსანი“ და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და
იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის
ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს
სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და
ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ „რა ენა წარხდეს, ერიც
დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას“ (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი
ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს."86
„ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ თავიანთ სულიერ
ძალებს - ესაა უძველესი და მაღლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი
ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ იოანე-ზოსიმემ თქვა,
„ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს.“87
„ზეციური სამშობლო“ კი ქართველების ცნობიერებაში არსებობდა კულტურულად
გაზიარებულ სახეებსა და ხატებში. საქართველოს, სამშობლოს ხატი ემყარებოდა
თაობიდან თაობას გადაცემულ შეხედულებებს, ე.წ. სოციალურ და კულტურულ მითებს,
რომლებიც თავიანთ თავში ატარებდნენ: მემკვიდრეობას, ისტორიას, რელიგიას , ენას . -
აღნიშნავს სოციოლოგი ხათუნა მაისაშვილი, - ცალკეულ მედიურ რეპრეზენტაციებში
საქართველო წარმოჩენილია, როგორც ძალიან განსაკუთრებული , შეზღუდული, ატიპური
სივრცე, ხოლო ქართველის სახე - როგორც არქაული, ფეოდალური ეპოქისთვის
დამახასიათებელი ხატი. „ის, რაც სხვაგან ტიპურია, ქართულ სინამდვილეში , არც მეტი ,
არც ნაკლები, - პათოლოგიურად გამოიყურება. იქნებ იმიტომ, რომ ქართული სივრცე
თავისთავად ლოკალურია, შეზღუდული. ეს სივრცე, როგორც სურათი, ვთქვათ, ალაზნის
ველისა ანდა ჯავახეთის ზეგანისა, ისე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიის კედლებზე “
(საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 31 მარტი) და მეორე - „უფუნქციობა ჩემი, როგორც
ქართველისა, უფრო ღრმა პრობლემაა. კიდევაც რომ მოვაშოროთ საბჭოიზმის შრე, ერთ
საინტერესო რამეს დავინახავთ. ვიცი, მავანი არ დამეთანხმება, მაგრამ რამდენადაც მე
ყოველთვის ქართველად ვგრძნობდი თავს, ამდენად საკუთარ თავს არქაულად და
თანამედროვე სამყაროში უადგილოდ ვგრძნობდი. ქართველობა მშვენიერი,
ლეგენდარული ხატია, რომელიც ჩემთვის უფრო ჭეშმარიტი და რეალურია , ვიდრე
ყოველდღიური რეალობა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასეთი ფენომენისათვის , რომელსაც
ცალკეულ მედიურ რეპრეზენტაციებში საქართველო ქართველობა ჰქვია , ადგილი არ
არის თანამედროვე სამყაროში. ეს არის ფეოდალური, ლეგენდარული ხატი“ (7 დღე, 1990,
6 დეკემბერი)“.88
სწორედ ფეოდალური საქართველოს „ოქროს ხანის“ გაიდეალება დაედო საფუძვლად
თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს ნაციონალურ იდენტობის აღქმას , სადაც
წამყვანი ადგილი ქრისტიანობის იმ გაგებამ დაიკავა, რაც საბჭოთა ეკლესიის წიაღიდან
მოდიოდა. ეს იყო ტრაფარეტული ლოზუნგების სახით მოცემული სარწმუნოებრივი
კლიშეები, რომელიც პოსტსაბჭოთა საზოგადოების ცნობირებაში გაუაზრებლად ჩაშენდა .
ეს კლიშეები ეწებებოდა ქვეყნის სოციალური თუ პოლიტიკური მოწყობის ყველა საკითხს
და ბუნდოვან რელიგიურ გარსს არტყამდა.
საკრალიზდა ეროვნული მოძრაობის საკვანძო მოვლენის, საბჭოთა სადამსჯელო ჯარის
მიერ 9 აპრილის დემონსტრაციის დარბევაც. 1989 წლის 26 მაისს გამართულ მიტინგზე
ზვიად გამსახურდიას სიტყვაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გაღებული
მსხვერპლი შეფასდა, როგორც ღვთის წინაშე გაღებული მსხვერპლი:
„ჩვენთან არს ღმერთი! და მარადის იქნება ღმერთი! და ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ
ძალებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიებს შორის
უდიდესს და უბოროტესსაც დავამარცხებთ, რამუთუ ჩვენთან არს წმინდა გიორგი , ჩვენთან
არს წმინდა სისხლი ჩვენი მოწამეებისა, რომელიც დაიღვარა საქართველოსთვის,
დაიღვარა ქრისტესთვის, დაიღვარა 9 აპრილს ... რომელიც შეუერთდა იმ წმინდა
მოწამეთა სისხლს, ასიათასთა და მრავლთა მოწამეთა სისხლს. და ეს სისხლი გვიხსნის
ჩვენ ... ეს არის ჩვენი ერის გზა. გზა ქრისტესი, გზა ეკლის გვირგვინისა, ჯვარცმისა და
გარდაუვალი აღდგომისა ...“89
1980-იანი წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობისას აღმოცენებული პარტიებისა და
საზოგადოებების გზავნილები გაჯერებული იყო ამგვარი რელიგიური სულისკვეთებით .
საქართველოს სამართალ-რადიკალური პარტიისა და საქართველოს ეროვნული
სამართლიანობის კავშირის ერთობლივი გამოცემა „უწყებანის“ ყველა დეკლარაციის,
მიმართვისა და ქარტიის ტექსტი მთავრდება სიტყვებით: ღმერთი იყოს ჩვენი
მფარველი!90 (მსგავსი შეძახილები ასევე ხშირად ისმოდა საპროტესტო მიტინგსა და
დემონსტრაციაზეც).
„დავით გარეჯელის საზოგადოება“ ეროვნული იდეის გარშემო ერის გასაერთიანებლად
მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ქრისტიანობის ქადაგებას მიიჩნევდა :
„ჩვენი საზოგადოება საქართველოს ყველა რაიონში და, შეძლებისდაგვარად , ყველა
სოფელში გამართავს საღამოს თემაზე: „მოკლედ - ღმერთის, ქრისტეს და ქრისტიანობის
შესახებ“. საღამოს შემდეგ კი გაიმართება კითხვა-პასუხი და გაიცემა პასუხები თითქმის
ყველა კითხვაზე, რითაც მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ ერის სულიერად შეკავშირებასა
და გაერთიანებაში.“91
დემოკრატ პედაგოგთა კავშირის ბეჭდვითი ორგანო „საბა“ სავსეა მოვლენათა მისტიკური
ახსნებით. ამ კავშირის მიმართვა სასწავლო პროგრამიდან დაწყებითი სამხედრო
მომზადების ამოღების, პიონერული, კომკავშირული და სკკპ პირველადი ორგანიზაციების
გაუქმების, სკოლებში საარჩევნო-სააგიტაციო უბნების გაუქმების შესახებ მთავრდება
შეძახილით: ჩვენთან არს ღმერთი!92
როცა ეს გაერთიანება (ახალგაზრდა შემოქმედ მასწავლებელთა ასოციაცია , სახალხო
ფრონტთან არსებული მასწავლებელთა ასოციაცია და დემოკრატ პედაგოგთა კავშირი )
საგანმანათლებლო სივრცის გარდაქმნის აუცილებლობაზე საუბრობს, მთავარი
კონცეფციაა „სულიერი აღორძინების ხელშეწყობა“:
„ამა წლის 23 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატთა
ახალგაზრდული ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა შესანიშნავი აქცია : წმინდა გიორგის
ბილწთშემმუსვრელი ხატი შეესვენა უნივერსიტეტის ტაძარში, რაც თითოეული
ჩვენთაგანისთვის განწმენდის უკეთურობასთან შეუპოვარ ბრძოლაში დიადი გამარჯვების
სიმბოლოა. ამ დღეს უნდა დაედოს სათავე სატანური საწყისის ამოძირკვას
საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. აბა, შეუთავსებელი იქნება ერთმანეთთან
წმინდა გიორგის ხატი, ის სულისკვეთება, რომელიც ამის შემდეგ დაისადგურებს
უნივერსიტეტში."93
ეროვნული ლიდერების მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი ოკუპანტთა ჯარში
სამსახურზე უარის თქმის შესახებ მთავრდება მოწოდებით:
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდი საქმის აღსრულებაში! გაუმარჯოს ერთიან,
დამოუკიდებელ, ქრისტიანულ საქართველოს! (ზვიად გამსახურდია, [მერაბ კოსტავა],
ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი)."94
მეტიც, „ჭეშმარიტი პოლიტიკოსის“ ამოსაცნობ ნიშნად მისი ქრისტიანობა და
მორწმუნეობა შეიძლება მიჩნეულიყო:
„პოლიტიკოსი მით უფრო ახლობელი და ძვირფასია ქვეყნისთვის, რაც უფრო ჭარბად
იგრძნობა მის მოღვაწეობაში ქრისტიანული გულისა და გონების მადლი... პრეზიდენტს
დაუპირისპირდა პროფესორი, რომელსაც ერთი ქრისტიანული ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს
ცხოვრებაში, რომელიც ეშმაკების ბაზარზე მილიონჯერ გაჰყიდის სულს ტკბილი და
უზრუნველი ცხოვრებისათვის. მათთვის, ვინც ზვიად გამსახურდიას დიქტატორად
მოიხსენიებენ, სავსებით საკმარისი უნდა იყოს ასეთი პასუხი : „დიქტატორი “ ხშირად დადის
ეკლესიაში, სანთლებს ანთებს, ლოცულობს ... ზვიად გამსახურდია დიქტატორი კი არა ,
მორწმუნე ქართველია, ღმერთს მინდობილი და ძეხორციელის ბედზე ღრმად
ჩაფიქრებული ... მერაბ კოსტავა რომ ჭეშმარიტი ქრისტიანია, ამას ვერავინ უარყოფს .“95
თავის მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესია უკვე აქტიურად ერთვება ეროვნული
იდენტობის ფორმირების საქმეში. ეკლესიის საჭეთმპყრობლის, ილია მეორის
ქადაგებებში სარწმუნოებრივი განმანათლებლობის პარალელურად ჩნდება ისეთი სახე -
ხატები, როგორიცაა „ივერიის გაბრწყინება“, „ზეციური საქართველო“,“ ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყანა“, „წმინდა მიწა“.
„...ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული
რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი, ამჟამად საქართველოს მიწა წმინდაა ,
მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ
კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა
განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა , ივერია
ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ
საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა
წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა , რადგანაც მიწა ,
რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5).“96
„ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და
მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული
მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ : თორნიკე ერისთავი , დავით
და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თედორე. მაშასადამე,
ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო. ჩვენ ვულოცავთ
ჩვენს საყვარელ ერს ამ ბრწყინვალე დღეს ქრისტეს შობისას და ვუსურვებთ , რომ კვლავაც
ქრისტიანული გზითა და აზრით ეტარებინოს თავისი მარად აღმავალი სული და
მისწრაფება... ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის
ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ
ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი... ჩვენ შევსთხოვთ
ღვთისმშობელ დედას, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს მარად
საქართველო, ქართველი ხალხი და მთელი ქვეყანა.“97
„ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს
ეკლესიას.“98
„საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე
არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ეკისრება ეკლესიას.
მღვდელმსახურებსა და სასულიერო განათლების მქონე ღვთისმოსავ მორწმუნეთ.
როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე , უპირველეს
ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.“99
ამგვარად, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული იდენტობა
დასაწყისშივე რეალობის რელიგიურ აღქმას დაუკავშირდა. მითო-პოეტური ხატებით
გაჯერებული საბჭოური „პატრიოტული სულისკვეთების“ სტალინური კონცეფცია,
რომელიც ერის ფენომენსენის ერთობის, ტერიტორიის ერთობის, ეკონომიკური
ცხოვრების ერთობისა და ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე აშენებულად
წარმოგვიდგენდა, დაემატა რელიგიური კომპონენტიც, რომელიც დანარჩენი
კომპონენტების შემკვრელი და გამაერთიანებელი გახდა.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქართული ეროვნული იდენტობის
საძირკველში ჩამოუყალიბებელი ღირებულებათა სისტემა იდო - სამოქალაქო
ნაციონალიზმის კონცეპტებისგან დაცლილი, მკვდარი საბჭოთა იდეოლოგიის ბაზაზე
აღმოცენებული „სამშობლოს“ ცნება, რომელიც საბჭოთა ქართველის კოლექტიურ
ცნობიერებაში სტალინის მითითებით განმტკიცდა. ეს იყო „საქართველოს გმირული
წარსული“, რომელიც საუკუნეებში იყო ჩაკარგული და ეროვნული სიამაყის
გამოხატულებას წარმოადგენდა. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული იდენტობის
კონცეფციაც ამ ცნებას დაეფუძნა და ათეისტური არტახებისგან გამოთავისუფლებული
„მართლმადიდებლობის კულტით“ შეივსო.
2002 წელს პოლიტიკური და სოციალური სივრცის საკრალიზაცია მატერიალიზდა
„კონსტიტუციურ შეთანხმებაში“, რამაც მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული
სტატუსი მიანიჭა. ეკლესია ერის არა მარტო სიმბოლური იდეური წინამძღოლი , არამედ
გამორჩეული უფლებებითა და გავლენებით აღჭურვილი სტრუქტურა გახდა , რომელიც
სახელმწიფოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტორის როლს
თამაშობს და „ღვთის სახელით“ მუდმივად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მოწყობის
დემოკრატიულ პრინციპებს. ის სენტიმენტები, რაც დამოუკიდებლობითვის ბრძოლის
დროს ეროვნული სულის გასაძლიერებლად იყო ჩაფიქრებული, დღეს რუსული
გავლენების იარაღად იქცა. სწორედ ამგვარად გაგებული და ჩამოყალიბებული
ეროვნული იდენტობა, რომელსაც ბუნდოვანი სახელი „ქართველობა“ ჰქვია და
რეალურად ეთნო-რელიგიურ ნაციონალიზმს ეყრდნობა, შეიძლება მივიჩნიოთ
„შებრკოლების ლოდად“ და ქართულ სახელმწიფოში სამოქალაქო ნაციონალიზმის
ჩამოყალიბების მთავარ შემაკავებელ ფაქტორად.

დასკვნა

დასკვნისათვის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დღევანდელი


საზოგადოებისათვის გამოწვევა - საბჭოური მენტალობა, ყველაზე ხელშესახებად სწორედ
ამ რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორის ირგვლივ არის კონცენტრირებული ;
ძალაუფლების ვერტიკალის მიმართ მორჩილების კულტში, სტალინის
ეთნონაციონალური იდენტობის და ძალადობის კულტის ნაზავში, ცივი ომის
განზომილებაში ანტიდასავლური რიტორიკის სქემაში აღქმული მეორე მსოფლიო ომის
მითოლოგიით გაჯერებულ მეხსიერებასა და ფსევდორელიგიური ასევე ძალადობის
კულტზე და იზოლაციონისტურ ეთნონაციონალისტურ რიტორიკაში და ქცევის
პრაქტიკებში. შესაბამისად, გვიან საბჭოეთში დაბადებული და სოციალიზებული თაობა ამ
კომპლექსებით არის დახუნძლული და შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენს რუსული
დეზინფორმაციის მანქანისათვის, რომელსაც საბჭოური წარსულის ამ ელემენტების
ინსტრუმენტალიზაცია უმაღლეს ხარისხში აქვს აყვანილი და ათწლეულების
განმავლობაში, მეთოდურად და გეომეტრიული პროგრესიით „ბომბავს“ სამიზნე
აუდიტორიას. ამ დეზინფორმაციის ნაკადის განეიტრალებისათვის პოსტ -ფაქტუმ
რეაგირება, მანიპულაციური შეტყობინებების და რიტორიკის მხილება ნაკლებად
პროდუქტიულია და შესაბამისად, ზოგადი განათლების დონის ზრდა , მეხსიერების
მწყობრი პოლიტიკის შემუშავება და საზოგადოების ფართო ფენების პოლიტიკური
განათლების უზრუნველყოფა ყველაზე რაციონალური, მაგრამ ფუნდამენტური და
გრძელვადიანი გამოსავალია.
1
Сборник статистических материалов по разработке Всероссийской переписи членов КП Грузии 1922 г. / КП (б)
Грузии.Тифлис, Уч.-стат. п/отд. ЦК КП Грузии, 1923
2
К предстоящей переписи, საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის არქივი, მეორე განყოფილება
(ყოფილი “იმელის” არქივი), ფონდი #14 (საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი), ანაწერი
#3, საქმე #45, გვ. 1.
3
ნ.გ., პარტსტატისტიკის წარმოება და განვითარება საქართველოში, კომუნისტი #78(1533), 08.04.1926, გვ. 2.
4
ლ. ანანოვი, როგორ დავაყენოთ პარტიული სტატისტიკა, კომუნისტი #66(2412), 24.03.1924, გვ. 3.
5
პარტიული მშენებლობა; დამხმარე სახელმძღვანელო (თარგმანი მეხუთე რუსული შევსებული
გამოცემიდან), “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1979, გვ.576-577
6
ს.ტ., პარტაღწერა; პარტაღწერის ამოცანები, კომუნისტი #6(1761), 09.01.1927, გვ. 3.
7
პროვინციის ამბები; ბორჩალოს მაზრა, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი,
ფონდი #1864 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო), ანაწერი #2,
საქმე #716 (სტამბოლის პოლიტიკური კომისიის მიერ რომში გაგზავნილი ინფორმაციები საქართველოში
არსებული მდგომარეობის - ბოლშევიკური რეპრესიების, მოსახლეობის შიმშილობის, აფხაზეთში,
ბათუმში, გურიაში, სიღნაღის, თელავის მაზრებში და სხვა რაიონებში სახალხო გამოსვლების, სტალინის
თბილისში ჩამოსვლის - შესახებ და ა. შ.), გვ. 27.
8
16 ივლის 1921 წ. ქ. ბათუმი, იქვე, გვ. 38.
9
ბოლშევიკების “მოღვაწენი”, თავისუფალი საქართველო #4, 31.08.1921. გვ.12.
10
შსს აკადემიის არქივი, მეორე განყოფილება (ყოფილი “იმელის” არქივი). ფონდი #13 (რკპ(ბ)
ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი), ანაწერი #2, საქმე #98, გვ. 3.
11
ნოე ჟორდანია, ბოლშევიზმი, გამოცემა საქ. ს.-დ. მ.პ. ცენტ. კომიტეტის, 1922 წელი, გვ. 97.
12
U.S.S.R. Government and Politics, National intelligence survey, CIA FOIA, გვ. 5
13
 ნოე ჟორდანია, საბჭოთა წყობილება, 1924 წ. გვ. 58-59
14
Михаил Восленский, Номенклатура. Господствующий класс Советского Союза, 1991, გვ. 51
15
ნოე ჟორდანია, სტალინი, ბრძოლის ხმა #65, 10.1936, პარიზი, გვ. 2-4.
16
Михаил Восленский, Номенклатура. Господствующий класс Советского Союза, 1991, გვ. 60.
17
Сборник статистических материалов по разработке Всероссийской переписи членов КП Грузии 1922 г. / КП (б)
Грузии.Тифлис, Уч.-стат. п/отд. ЦК КП Грузии, 1923, გვ. 29
18
შსს აკადემიის არქივი, მეორე განყოფილება (ყოფილი “იმელის” არქივი), ფონდი #14, ანაწერი #13,
საქმე #31, გვ. 1.
19
Сборник статистических материалов по разработке Всероссийской переписи членов КП Грузии 1922 г. / КП (б)
Грузии.Тифлис, Уч.-стат. п/отд. ЦК КП Грузии, 1923, გვ. 29, გვ. 3.
20
Сборник статистических материалов по разработке Всероссийской переписи членов КП Грузии 1922 г. / КП (б)
Грузии.Тифлис, Уч.-стат. п/отд. ЦК КП Грузии, 1923, გვ. 29, გვ. 93-94
21
მასალები საქ. კ. პ. (ბ) ტფილისის კომიტეტის ანგარიშისათვის, 1927 წ. ოქტომბერი - 1929 წ. იანვარი, საქ.
კ. პ. (ბ) ტფილისის კომიტეტის გამოცემა, ტფილისი, 1929 წ. გვ. 3, 88.
22
Абдурахман Авторханов, Технология власти, Possev-Verlag, V. Gorachek KG., Frankfurt/Main, 1976 წ, გვ. 374-377
23
შსს აკადემიის არქივი, მეორე განყოფილება (ყოფილი “იმელის” არქივი), ფონდი #14, ანაწერი #9, საქმე
#97, გვ. 6-6a, 8-8a, 14-14a, 20-20a. ანაწერი # 11, საქმე #268, გვ. 1, 4-5.
24
მარკ იუნგე, ომარ თუშურაშვილი, ბერნდ ბონვიჩი, ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში, (გამოცემა
ორ ტომად) ტომი I, დიდი ტერორი კავკასიის პატარა რესპუბლიკაში, თბილისი, 2015 წ, გვ. 211.
25
ლიპმანი, მ. გუდკოვი, ლ. ბაქრაძე, ლ. სტალინის თავსატეხი, პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის
ანალიზი, Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office, Carnegie Endowment for International Peace, გვ.
43. 2013.
26
იქვე, გვ. 45.
27
იქვე, გვ.45.
28
როყვა, შოთა. რომელ ეროვნებას ეკუთვნოდა სტალინი? გამომცემლობა საბჭოთა აჭარა, ბათუმი, 1990.
29
ჟან პლამპერის სტატია კრებულიდან Apor, Balázs, Jan C. Behrends, Polly Jones, and E. Arfon Rees.  LEADER CULT IN
COMMUNIST DICTATORSHIPS. Palgrave Macmillan, გვ. 124. 2016.
30
Pospielovsky, Dimitry. "Restalinization or Destalinization?." The Russian Review 27, no. 3 (1968): 307-320.
31
 სოლოვიევი, ბორის. სუხუდეევი, ვლადმიერ. უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი. რედ. კარლო
გარდაფხაძე, თბილისი, 2002.
32
ხაზარაძე, გიორგი. სიმართლე სტალინის მოღვაწეობის შესახებ. თბილისი, 2003.
33
კომუნისტი, 1975 წ. N 83
34
კომუნისტი, 1941 N 146
35
ჭაბუა ამირეჯიბი - ავტოინტერვიუ. რაც ჩეკას გადაურჩა. მოთხრობები. საბავშვო ზღაპრები . პირადი
წერილები. 2001
36
კომუნისტი, 1945 N 100
37
კვირის პალიტრა 2011 წ. N45, 46, 47. - სიმონ კილაძე - რამ გადაარჩინა თურქეთი გასაბჭოებას.
38
კომუნისტი 1979 N 123
39
კომუნისტი 09; 05; 1990
40
კომუნისტი 1985 N 88
41
ე. ბუბულაშვილი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგზარქოსობის პერიოდში . (დისერტაცია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად). თსუისტორიისა და ეთნოლოგიის
ინსტიტუტი. თბილისი. 2006, 6
42
ხ. კ. ლადარია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმა 1917-1921 წლებში
(სამაგისტრო ნაშრომი). ილიაუნი. თბილისი. , 31
43
ხ. რ. კობახიძე. ვინ შეკაზმავს ცხენს. http://archive.ge/ka/blog/71
44
გაზ. კომუნისტი, 1921. N40
45
ა. ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. თბილისი. 2010, 614
46
Чумаченко Т.А. Государство, православная церковь, верующие. 1941 – 1961. гг. М., 1999, 10
47
პარტიული არქივი (თბილისი). ფ. 14, აღწ. 1, ნაწ. 1. ს. 902, ფ. 62 (ი. კვესელავა. ანტირელიგიური
ღონისძიებანი საქართველოში.1921-1925 წლებში. მაცნე. 1. 1979. გვ. 73-84.; 78)
48
გაზ. კომუნისტი. 1923, N 237, 1
49
ა. სარია. საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა 1921-27 წლებში, სადისერტაციო
ნაშრომი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. საქართველოს უნივერსიტეტი , 2019, 74
50
ნტირელიგიური წრეების სახელმძღვანელო, 1928, გვ. 4
51
ს. ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია 1921-1953 წლებში, 70
52
ა. ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 612
53
Иоанн (Снычёв). Церковные расколы в Русской Церкви 20-х и 30-х годов ХХ столетия: григорианский,
ярославский, иосифлянский, викторианский и другие. Их особенность и история (магистерская диссертация, сост. в
нач. 1960-х гг.)
54
Цыпин В. А., прот. История Русской Православной Церкви, 1917 - 1990: Учебник для православных духовных
семинарий. - М.: Издательский дом «Хроника», 1994 (http://www.sedmitza.ru/index.html?did=16241)
55
ა. ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 614
56
ა. ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 284
57
გაზ. კომუნისტი. 05.09.1943, N187, გვ.1.
58
სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998 (ციტირებულია:ს. ვარდოსანიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932-1952 წლებში. https://www.allgeo.org/index.php/ka/1540-
1932-1952)
59
გაზ. კომუნისტი. 12.01.1943, N9, გვ.1
60
 გაზ. კომუნისტი. 05.09. 1943, N187, გვ.1.
61
Чумаченко Т.А. Государство, православная церковь, верующие. 1941 – 1961. гг. М., 1999,12.
62
ა. ჯაფარიძე, საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 582
63
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე. მწარე მოგონებანი (ხელნაწერი), 9 (წიგნში: ა. ჯაფარიძე.
საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 606)
64
ა. ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, 616
65
D. brandenberger. A. Dubrovsky. 'the people need a tsar’. https://www.jstor.org/stable/153897
66
Олег Хлевнюк. Власть и общество в сталинском СССР. https://www.youtube.com/watch?v=9AbpO4vDtUc&t=2030s.
ბოლოს ნანახია 12.01.2022.
67
ს. ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932-1952 წლებში. თავი
1. https://www.allgeo.org/index.php/ka/1540-1932-1952
68
საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი (სსცსა) ფონდი N1879 ან 1. საქმე 11.
ფურც. 1 (დამოწმებულია: ს. ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932-1952
წლებში. https://www.allgeo.org/index.php/ka/1540-1932-1952).
69
რ. მეტრეველი. ისტორია შეულამაზებლად, თბილისი, 2014, 21 http://dl.sangu.edu.ge/pdf/istsheul.pdf
70
ლ. დეისაძე-შარვაშიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები .
(სადოქტორო ნაშრომი). თბილისი, 2019, 34
71
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი : [4 ტომად] / პროექტის ავტ. და შემდგ. მზია
კაცაძე. ნაწ.1. თბილისი. 2018, 136
72
 ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი : [4 ტომად] / პროექტის ავტ. და შემდგ. მზია
კაცაძე. თბილისი. 2018, 162
73
იქვე, 163
74
ლ. დეისაძე-შარვაშიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები .
(სადოქტორო ნაშრომი). თბილისი, 2019, 63
75
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. N72 (92), 1991, 19 აპრილი.
76
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 დეკემბერი, 2008
წ. http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/2008/28-12-2008.htm
77
ხ. მაისაშვილი. ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია 1990-1991 წლების ქართულ ბეჭდურ მედიაში.
თბილისი, 2010, 14.
78
გოჩა საითიძე. „26 მაისი და საქართველოს ეკლესია. გაზეთი „ერი“. N22. 22.05.1991, გვ.7.
79
კ. ლადარია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმა 1917–1921 წლებში,
სამაგისტრო ნაშრომი, 2010, 5-6.
80
”ერთი კანონპროექტის გამო”, გაზეთი „ერთობა“, N259, 29.11.1918
81
ხოტეველი გაზ. „სახალხო საქმე“, 1920 წ. სექტემბერი.
82
მ. კოსტავა. „ილია ჭავჭავაძე“. შეწყვეტილი ფიქრები. თბილისი. მერანი. 1991, 183
83
ზაალ ანდრონიკაშვილი: ილია I და ილია II. https://tdi.ge/ge/blog/ilia-i-da-ilia-ii (ნანახია 25.06.2022)
84
ზ. გამსახურდია. ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. საქართველოს სულიერი მისსია. თბილისი. 2007
85
 ზ. გამსახურდია. საქართველოს სულიერი მისსია. ლექცია, წაკითხული „იდრიარტის“ ფესტივალზე
თბილისში, 1990 წ. 2 მაისს. საქართველოს სულიერი მისსია. თბილისი, 2007.
86
ილია მეორე, საშობაო ეპისტოლე, 1981. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
87
ილია მეორე, საშობაო ეპისტოლე, 1982. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
88
ხ. მაისაშვილი. ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია 1990-1991 წლების ქართულ ბეჭდურ მედიაში.
საკვალიფიკაციო ნაშრომი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად . ილიაუნი .
თბილისი, 2010, 47-48
89
ზვიად გამსახურდიას გამოსვლა, თბილისი, 1989 წლის 26 მაისი (წიგნში: საქართველო: ტრავმა და
ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე (ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშვილი, ირაკლი
ჩხაიძე, ივანე წერეთელი, ქეთევან ეფაძე), თბილისი. 2022, 66.
90
უწყებანი, N1. 29.08.1989
91
გოდერძი გოდერძიშვილი, „გზა ხსნისა“ (დავით გარეჯელის საზოგადოების ბეჭდვითი სიტყვის ორგანო ),
1987 წ. N1. გვ. 2.
92
დემოკრატ პედაგოგთა კავშირის ბეჭდვითი ორგანო „საბა“. 1989, N1, გვ.1
93
კარლო ბარდაველიძე. „ჩვენი პოზიცია“. დემოკრატ პედაგოგთა კავშირის ბეჭდვითი ორგანო „საბა“, N2
1989
94
წმინდა ილია მართლის საზოგადოების სამხედრო საქმეთა კომისიის საინფორმაციო ბიულეტენი . 1989,
N2, გვ. 3
95
ვაჟა ხორნაული. „ ...და საქართველო კიდევ დაიჭრა გულში“. ლიტერატურული საქართველო, N48,
29.11.1991, გვ. 11-12.
96
ილია მეორე, საშობაო ეპისტოლე, 1979. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
97
ლია მეორე, საშობაო ეპისტოლე, 1981. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
98
ილია მეორე, საახალწლო ქადაგება, 1979. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
99
ილია მეორე, „სააღდგომო ეპისტოლე“, 1989 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997.

You might also like