სალომე ჯანაშია 1. საგამოცდო ვარიანტები მასალათმცოდნეობაში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სტუდენტი: სალომე ჯანაშია

მასალათმცოდნეობა. მე-2 კურსი . დასკვნითი გამოცდა

2022 წ.

პირველი ვარიანტი

1. როგორ მიიღება ქსოვილი ? ჩამოთვალეთ ხლარტის სახეები.

2. რომელი სატანსაცმლე მასალები ითვლება დამხმარე მასალებად?

3. დაახასიათეთ მათბუნებელი ქსოვილები.

4. დაახასიათეთ შუასადები მასალები. მათი დანიშნულება.

5. დაახასიათეთ საკერავი ძაფები.

პასუხები:

1. ქსოვილების წარმოება. ქსოვილი საფეიქრო ნაწარმია, რომელიც წარმოიქმნება


ურთიერთპერპენდიკულარული ძაფების გადახლართვით. ქსოვილის გრძივი
მიმართულებით განლაგებულ ძაფს ქსელის ძაფი ეწოდება, ხოლო განივად - მისაქსელის.
ქსოვილის წარმოება შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან: მოსამზადებელი , ქსოვა და
გამოყვანა. ხშირად გამომყვანი წარმოება ცალკეა გამოყოფილი. საქსოვ საწარმოებში
მისაქსელის ძაფი მაქოიან საქსოვ დაზგებზე მიეწოდება შულოებად, ხოლო უმაქოო საქსოვ
დაზგებზე კი ბობინებად. მისაქსელის ძაფი გადაეხვევა, დატენიანდება ან ემულსირდება . მ ო
ს ა მ ზ ა დ ე ბ ე ლ ი ე ტ ა პ ი. ქსელის ძაფები მოსამზადებელ განყოფილებაში განიცდის
გადახვევას, ქსელვას, გახამებას, გატარებას (გადაბმას). გ ა დ ა ხ ვ ე ვ ა. ძაფის სიგრძის
გაზრდაა რამდენიმე შულოს ბოლოების გადაბმით და ერთ ბობინაზე დახვევით . ქ ს ე ლ ვ ა -
ქსელის მიღება ანუ პარალელურად განლაგებული ერთნაირი სიგრძის და დაჭიმულობის
ძაფების რიგის წარმოქმნა საერთო ცილინდრულ ბობინაზე - საქსოვ ღერძზე . გ ა ხ ა მ ე ბ ა -
წარმოადგენს ქსელის ძაფზე მწებავი ნივთიერების (სახამებლის) თხელი ფენის წასმის
ოპერაციას, რის შედეგადაც ძაფის ზედაპირი ხდება უფრო 81 გლუვი. ამით მცირდება ხახუნი
ქსოვისას. სახამებელი აღწევს რა ძაფის შიგნით გაწებავს ბოჭკოებს, რის შედეგადაც
მაღლდება ქსოვის პროცესში წარმოქმნილი ცვლადი დატვირთვების მიმართ ძაფის სიმტკიცე
და მდგრადობა.

2. მსუბუწქი მრეწველობის ნაწარმის დასამზადებლად გამოიყენება ძირითადი და დამხმარე


მასალები . ძირითად მასალებად გამოიყენება ქსოვილები, ტყავი, ნატურალური და ხელოვნური
ბეწვი, მუყაოები, რეზინები, სინთეტიკური პოლიმერები. ნედლეულის, დამზადების მეთოდისა
და ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით ცალკეული ჩამოთვლილი მასალისაგან
მიღებული ნაწარმი იყოფა ქვესახეებად და სახესხვაობებად, რაც მოცემული იქნება
სახელმძღვანელოს შესაბამის პარაგრაფებში. დამხმარე მასალებს მიეკუთვნება ნაწარმის
დამზადებისას გამოყენებული შემაერთებელი და გამომყვანი მასალები და ფურნიტურა.
შემადგენლობის, მიღების მეთოდისა და დანიშნულების მიხედვით მასალებს შეიძლება
ჰქონდეს სხვადასხვა სტრუქტურა: მონოლითური, მონოლითურფორიანი, ბოჭკოვანი,
ბადისებრი და მონოლითურშევსებული . ნაწარმის დამზადებისას გამოიყენება კომპლექსური
მასალები, რომლებიც შედგება რამდენიმე სტრუქტურისაგან. სტრუქტურული ელემენტების
განლაგება და ერთმანეთის მიმართ მათი ორიენტაცია განსაზღვრავს მასალის თვისებებს.
სტრუქტურული ელემენტების ერთი მიმართულებით უპირატესი განლაგება იწვევს მასალის
თვისებების ანიზოტროპიას (უთანაბრობა). თუ კი სტრუქტურული ელემენტები
ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებით თანაბრად, მაშინ ასეთ მასალას აქვს
იზოტროპული (თანაბარი) თვისებები. 11 ნაწარმში დეტალის ფუნქციონალური დანიშნულების
მიხედვით გამოიყენება როგორც ანიზოტროპული, ასევე იზოტროპული თვისებების მასალები.

3. მათბუნებელი არის ჩვეულებრივ შეწებილი თბოსაიზოლაციო მასალა სინთეპონი.


ქსოვილის სისქე განსაკუთრებით მოქმედებს მათბუნებლიანი პაკეტის სისქეზე. ასეთი პაკეტის
აკრების სქემა, ე.ი. დეტალებისა და კვანძების შეერთების თანმიმდევრობა დამოკიდებულია
ძირითადი მასალის სისქეზე. განვიხილოთ მამაკაცის თბილი პალტოს აკრების სქემა
საზედაპირე მასალის სხვადასხვა სისქის დროს. შალის ქსოვილის პალტოს დასამზადებლად
კალთის პაკეტი შედგება: ძირითადი მასალა (დრაფი, მაუდი, და ა.შ.) ვატინი, სასარჩულე
ქსოვილი, რადგანაც ძირითადი ქსოვილი საკმაოდ სქელია, ამიტომ წინასწარ უერთებენ
ერთმანეთს ვატინასა და სარჩულს. ეს უკანასკნელებიც წარმოქმნიან ახალ კომპოზიციურ
მათბუნებელს.
საპალტოე ქსოვილების ასორტიმენტში მეტი წილი მოდის შალის ქსოვილებზემაუდის. თხელი
და უხეში მაუდის და კამვოლურ ქსოვილებზე. კამვოლური ანუ ვარცხნითი ქსოვილები
შედარებით მსუბუქი არიან და ამიტომ მათ უმეტესად იყენებენ ქალისა და მამაკაცის
საზაფხულო და მათბუნებლიან საზამთრო პალტოების დასამზადებლად. აგრეთვე იყენებენ
სხვადასხვა გაჟღენთვის გამოყენებით, ხოლო ქალის, მამაკაცის, ბავშვის სხვადასხვა სეზონის
პალტოებისათვის გამოიყენება თხელი მაუდის ქსოვილები. უხეში მაუდის ქსოვილები
გამოიყენება ძირითადად საუწყებო (შინელის) ტანსაცმლის დასამზადებლად და მამაკაცისა და
ბიჭის პალტოსა და ნახევარპალტოს დასამზადებლად. ბამბის ქსოვილები წყალამრიდი და
წყალმედეგი გამოყვანით ძირითადად გამოიყენება ლაბადების და ქურთუკების
დასამზადებლად. აგრეთვე მათბუნებელი შუასადების გამოყენებით პალტოსა და
ნახევარპალტოს დასამზადებლად. სელის ქსოვილები და ზოგიერთი სხვა ქსოვილები
გამოიყენება საუწყებო ლაბადებისა და ქურთუკების დასამზადებლად. აბრეშუმის
ასორტიმენტის ქსოვილები გამოიყენება საზაფხულო პალტოების, ლაბადებისა და ქურთუკების
დასამზადებლად.

4. საწყისი მასალებიდან - ძირითადი (საზედაპირე), შუასადები და სასარჩულე მასალებიდან,


ყალიბდება მასალების ახალი სისტემები - ტანსაცმლის პაკეტი, ისინი განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან შეერთებისა და მიღების მეთოდებით, ესენია: 1. ძაფით შეერთება; 2. შეწებვით
და შედუღებით შეერთება; 3. კომპოზიციური მასალები; 4. მექანიკური შეერთება. მექანიკურ
შეერთებას მიეკუთვნება მასალების ღილებით, ღილაკებით, ელვა შესაკრავით შეერთება. ყველა
ჩამოთვლილი პაკეტი შედგება მასალების რამდენიმე ფენისაგან, რომელთაგან თითოეულს
გააჩნია მკაცრად განსაზღვრული თვისება. შეერთების ესა თუ ის მეთოდი სისტემას (პაკეტს)
ანიჭებს თვისებათა ახალ კომპლექსს, ასეთ ეფექტს ეწოდება ენერგეტიკული, მისი არსი
მდგომარეობს იმაში, რომ ახალი სისტემა ავლენს საწყისი მასალის თვისებას, მაგრამ
რაოდენობრივი მაჩვენებლები მეტია ან ნაკლებია საწყისთან შედარებით.
სხვადასხვა სახის ტანსაცმლის დამზადებისას შუასადებ მასალად ფართოდ გამოიყენება
წებოვანი უქსოვადი მასალები და უქსოვადი მასალები ნემსგაჩხვლეტით და კომბინირებული
წესით მიღებული. მათთვის დამახასიათებელია მარალი დრეკადობა, ერთნაირი ჭიმვადობა
ყველა მიმართულებით. მცირე სისქე, მცირე ზედაპირული სიმკვრივე. დამაკმაყოფილებელი
ჰიგიენური მაჩვენებლები. აღნიშნული თვისებები უზრუნველყოფს ნაწარმის კარგ
ფორმამედეგობას ექსპლუატაციის პირობებში. 77 წებოვანი მეთოდით მიღებულ უქსოვად
წებოვან მასალებს მიეკუთვნება ფლიზელინი არტ. 915502, და 935502, პროკლამილინი არტ.
935506, 935507 და 935508 აგრეთვე შუასადები ტილო არტ. 935509, 935517, 935556. ფლიზელინი
მიიღება ბამბის ან ვისკოზის ბოჭკოს კაპრონთან შენაზავში. ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 90-
110 გ/მ 2 , განი 125 სმ, ხოლო სისქე 0,3-0,9 მმ. ის გამოიყენება ლაბადებისა და კოსტუმების
შუასადებად. ფლიზელინის მნიშვნელოვან ნაკლს წარმოადგენს მისი არამდგრადობა
ქიმწმენდის მიმართ. ია ძალზე მსხვრევადი ხდება, რაც ამცირებს ნაწარმის ხარისხს.

5. აგებულების მიხედვით საკერავი ძაფები არსებობენ ერთ ან ორ ნაგრეხი. ერთნაგრეხი საკერავი


ძაფების მისაღებად ნატურალური ან ქიმიური ნედლეულის ძაფებს შეგრეხენ სამ წვერად, ხოლო
ორნაგრეხი ძაფის მისაღებად თავდაპირველად ცალწვერა ძაფებს შეგრეხენ სამ წვერად და
შემდეგ რამდენიმე ძაფს შეაერთებენ და მისცემენ საბოლოო მეორად გრეხას. ბოჭკოვანი
შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ბამბის, აბრეშუმის, სინთეზურს, არმირებულს,
გამჭვირვალეს, ტექსტურირებულს, წებოვანს, მათი გამოყენება ტანსაცმლის წარმოების
პროცესში ხდება დანიშნულების მიხედვით. ბამბის საკერავი ძაფები. მათ გამოიმუშავებენ
„ექსტრა“, „პრიმა“ და „მტკიცეს“ და განსაკუთრებით „მტკიცე“. „ექსტრა“ და „პრიმა“ გამოდის
შემდეგი სავაჭრო ნომრით: 10, 20, 30, 40, 50. 60, 80, 100, 120, მტკიცე ოთხ წვერა 30, 50, 60, 80.
„მტკიცე“ 6 წვერა: 10, 20, 30, 40, 50, 60. 80. განსაკუთრებით „მტკიცე“ 9 წვერა 0, 1, 3 , 4, 6, 30, 40.
ძაფებს უშვებენ მარცხენა S და მარჯვენა Z გრეხით. ნატურალური აბრეშუმის ძაფები.
გამოიმუშავებენ შემდეგი პირობითი ნომრით:65, 65ა, 33, 33ა, 18, 18ა, 13, 13ა. ძაფები
ექვემდებარებიან ორ მომდევნო მარცხენა S და მარჯვენა Z გრეხას. სინთეზური საკერავი ძაფები.
უშვებენ კომპლექსურს, არმირებულს, გამჭვირვალეს მონო ძაფის სახით, ტექსტურირებულს,
წებოვანს. კომპლექსურ სინთეზურ ძაფებს უშვებენ პოლიეთერულს (ლავსანის) 22ლ, 33ლ, 42ლ,
55ლ, 83ლ. 90ლ და 600ლ. პოლიამიდურს (კაპრონი) – 50კ, 65კ, 95კ. ლავსანის ძაფები მდგრადები
არიან მჟავების მოქმედების მიმართ, ხოლო კაპრონის ძაფები - 92 ტუტეების მიმართ. მათი
გამოყენება რეკომენდირებულია მცირედ კლებადი ან შეუკლებადი მასალების
დასამზადებლად. რადგან აღნიშნული ძაფების შეკლება 0,2%- ია. არმირებული საკერავი ძაფები.
შედგებიან მაღალ სტაბილიზირებული, მტკიცე ლავსანის კომპლექსური ძაფებისაგან და მასზე
შემოხვეული წმინდა ბოჭკოვანი ბამბის ბოჭკოსაგან. ბამბა იცავს ლავსანის გულას
გახურებისაგან, ხოლო ლავსანის ძაფი ანიჭებს მას სიმტკიცეს. არმირებულ ძაფებს უშვებენ
შემდეგი ნომრით: 44 ლხ(45 ტექსი), 65 ლხ (64,5 ტექსი), 36 ლხ (33,5 ტექსი), 25 ლხ (12,5 ტექსი).
გამჭვირვალე საკერავ ძაფებს უშვებენ პირობითი აღნიშვნით 7 კმპ, 13 კმპ, 20 კმპ,. ისინი
დრეკადნი არიან, ცვეთამედეგნი, გამჭვირვალენი, მაგრამ იძლევიან ხისტ ნაკერს და ადვილად
ირღვევიან, ამიტომ აღნიშნულ ძაფებს იყენებენ ტანსაცმლის შემოსაქობად. ტექსტურირებული
საკერავი ძაფები ხასიათდებიან მაღალი ჭიმვადობით. დაბალი ჭიმვადობის ტექსტურირებულ
ძაფებს მიეკუთვნება ძაფები: 24 ლტ, 37 ლტ, (4,6 ტექსი , 37 ტექსი). წებოვანი საკერავი ძაფები
არიან პოლიამიდის და პოლიეთერის, კაპრონის წებოვანი ძაფების სტრუქტურის პირობითი
აღნიშვნაა 33 კკ, 65 კკ, ძაფის სტრუქტურა შეწებვა გამოიყენება ძაფის მჭიდროდ შეტანისა და
თვისებათა სტაბილიზაციისათვის. საკერავი ძაფების გამოყენება ნაწარმის დანიშნულებისა და
გვირისტის სახის მიხედვით მოცემულია ცნობარში.

You might also like