Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

არსებითი სახელი, სქესი და რიცხვი

ესპანურ ენაში არსებით სახელებს გააჩნია ორი სქესი:


მამრობითი და მდედრობითი.

მამრობითი სქესის არსებითი სახელების უმეტესობა ბოლოვდება -о-ზე.

el chico - ბიჭი.
el piso - სართული, ბინა.
გამონაკლისები: La mano, la radio…

а-ზე დამთავრებული არსებითი სახელების უმეტესობა მდედრობითია.


la silla - სკამი.
la chica - გოგო.

გამონაკლისები: el día, el idioma, el tema, el problema…

ყოველთვის მდედრობითია სიტყვები, რომლებიც ბოლოვდება: ción


(canción - სიმღერა), sión (televisión - ტელევიზია), dad (felicidad –
ბედნიერება), tad (libertad - თავისუფლება), uz (cruz - ჯვარი).

არსებითი სახელის რიცხვი

ესპანურ ენაში არსებითი სახელი შეიძლება იყოს მხოლობით ან


მრავლობით რიცხვში

არსებით სახელებს, რომლებიც მხოლობით რიცხვში ბოლოვდება


ხმოვნით, მრავლობით რიცხვში ემატება ასო -s: la casa - las casas, el chico -
los chicos.
არსებით სახელებს, რომლებიც მხოლობით რიცხვში ბოლოვდება
თანხმოვანზე, ასო -y-ზე ან მახვილიან ხმოვანზე (გარდა -e), მრავლობით
რიცხვში ემატება დაბოლოება - es: el joven - los jóvenes, el rey - los reyes,
iraní - iraníes...

You might also like