Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 9

წესდება

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1 ა(ა)იპ ,,ხანდაზმულთა ფონდი ლაზარეთი“ წარმოადგენს საქართველოს


სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (შემდგომში ‐ ფონდი);
1.2 სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და
არსებობს განუსაზღვრელი ვადით;
1.3 საზოგადოების სრული სახელწოდება: ა(ა)იპ ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების
ფონდი;
1.4 იურიდიული მისამართი: თბილისი. ნაგომარის 46.
1.5 ფონდი რეგისტრაციის შემდეგ იძენს იურიდიული პირის სტატუსს და
უფლებამოსილებას დაკავებული იყოს ამ წესდებით განსაზღვრული და
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით. ფონდს
აქვს საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო
დაწესებულებებში. შესაძლოა ჰქონდეს ბეჭედი;
1.6 ფონდს უფლება აქვს, გამოვიდეს თავისი სახელით მესამე პირებთან
ურთიერთობაში, აქვს დამოუკიდებლობა შიდა ორგანიზაციის, საკუთარი სახსრებისა
და ქონების განკარგვის საკითხებში;
1.7 ფონდი თავისი დამფუძნებლების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების)
მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ფონდის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება
მისი ქონებით. ფონდის ვალდებულებებისათვის მისი დამფუძნებლები, აგრეთვე მისი
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი
(პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ფონდი საკუთარი წევრების,
აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის;
1.8 ფონდი, თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მოქმედებს
ტერიტორიული პრინციპის შეუზღუდავად.

1
მუხლი 2

ფონდის დამფუძნებლები

2.1 ფონდის დამფუძნებლები არიან:

2.1.1

2.2 დამფუძნებლები ვალდებულნი არიან ფონდის საქმეები წარმართონ


კეთილსინდისიერად კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და ფონდის
წინაშე პასუხს აგებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან
არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოშობილი ზიანისთვის.

2
მუხლი 3

ფონდის მიზნები

3.1 ფონდის მიზნებია:


3.1.1 მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა საცხოვრებელი პირობებით
უზრუნველყოფა;
3.1.2 მიუსაფარ ხანდაზმულთა მოვლა - პატრონობა;
3.1.3 მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა უზრუნველყოფა საცხოვრებლით,
საკვებით და სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული
და ამბულატორიული მკურნალობა.
3.1. საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება;
3.1.5 ქვეყანაში მოქმედ თავშესაფრებთან კონტაქტების დამყარება და
გაფართოებისათვის ხელშეწყობა;

მუხლი 4

ფონდის საქმიანობა

4.1 წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ფონდი ახორციელებს შემდეგ


საქმიანობას:
4.1.1 ეხმარება უსახლკარო მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს;
4.1.2 აწყობს სემინარებს, კონფერენციებს, დისკუსიებს და სხვა სახის
ღონისძიებებს.
4.1.3 მონაწილეობს მისი ინტერესის სფეროებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და
პროექტებში, გრანტებში. მიზნების შესაბამისად ამზადებს კომპლექსურ
პროგრამებსა და კონკრეტულ პროექტებს, უზრუნველყოფს მათი
განხორციელების რეგულარულ მონიტორინგს;
4.1.4 იზიდავს სახსრებს მოხუცთა მატერიალური ყოფის გაუმჯობესებისთვის და
ფონდის სხვა მიზნების განსახორციელებლად, მოქმედი კანონმდებლობის
ფარგლებში;
4.1.5 თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
გაერთიანებებთან;
4.1.6 ეწევა თავისი საქმიანობის პოპულარიზაციას და ცდილობს, დაინტერესებულ
პირთა მასში აქტიურ ჩართვას;
4.1.7 შეიმუშავებს ჰუმანიტარული ხასიათის პროგრამებს;
4.1.8 ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას;
4.1.9 ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი,
როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხასიათს;
4.1.10 ფონდი ახორციელებს სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც
აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
4.2 საქმიანობას, რომლის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობა
ითვალისწინებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზირება, სერტიფიცირება), ფონდი

3
წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო
ნებართვის (ლიცენზიის, სერთიფიკატის) მიღების შემდეგ;
4.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც
უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების
განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
დამფუძნებლებს, შემომწირველებს, აგრეთვე, ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია;
4.4 ფონდის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება
ემსახურება ფონდის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს
მისი მიზნების განხორციელებას, ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 5

ფონდის წევრობა

5.1 ფონდის წევრობა არის პირადი, ინდივიდუალური ხასიათის უფლება, რომელიც არ


ექვემდებარება მემკვიდრეობით ან მინდობილობით გადაცემას;
5.2 ფონდის წევრები შეიძლება იყვნენ:
5.2.1 ფონდის დამფუძნებლები;
5.2.2 ფონდის დამფუძნებლების ან ფონდის სხვა წევრების მიერ წარმოდგენილი
კანდიდატები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ;
5.2.3 ფონდში წევრობის პირობას წარმოადგენს წევრობის კანდიდატის განცხადება
წევრად მიღებაზე და მასსა და ფონდს შორის გაფორმებული წევრობის
ხელშეკრულება;
5.2.4 ფონდში წევრად მიღება ხდება ფონდის წევრთა საერთო კრების მიერ დამსწრე
წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით;
5.2.5 ფონდის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია ნებაყოფლობით
გასვლა წევრობიდან და წევრობაზე ფონდთან გაფორმებული
ხელშეკრულების შეწყვეტა;
5.2.6 ფონდის წევრები არიან ფონდის დამფუძნებლები და ასევე ის პირები,
რომლებიც წევრობის ხელშეკრულებით გაწევრიანდებიან ფონდში ამ
წესდებით განსაზღული საერთო მიზნების განსახორციელებლად.
5.3 ფონდის წევრების უფლებებია:
5.3.1 საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ფონდის წევრთა საერთო კრების
მუშაობაში მონაწილეობა;
5.3.2 კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაში - ფონდის წარმომადგენლობასა და
ხემძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების არჩევა.

5.4 ფონდის წევრების მოვალეობაა:

4
5.4.1 ფონდის წესდების დაცვა;
5.4.2 ფონდის მიზნების და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა.
5.5 ფონდის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
5.5.1 საკუთარი განცხადების საფუძველზე.
5.5.2 სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში.
5.5.3 გარდაცვალებისას, აგრეთვე სასამართლოს მიერ გარდაცვლილად ან უგზო‐
უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში.
5.5.4 ფონდის წევრის წევრობიდან გარიცხვა ხდება ფონდის წევრთა საერთო
კრების გადაწყვეტილებით დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით თუ
წევრის ქმედება არ შეესაბამება წესდების მოთხოვნებს ან წევრის მოქმედება
ეწინააღმდეგება ფონდის მიზნებს.
5.5.5 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5.6 უფლებამოსილების შეწყვეტისას:
5.6.1 წევრმა უნდა უზრუნველყოს ამ წესდებით და ფონდთან დადებული
ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება.
5.6.2 წევრს არა აქვს უფლება მოითხოვოს ფონდის ქონება, ან მისი ნაწილი,
რომელიც მან გადასცა ფონდს.

მუხლი 6

ფონდის წევრთა საერთო კრება

6.1 ფონდის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო


კრება, რომელიც ტარდება თვეში ერთხელ მაინც, ან როცა ამას ფონდის ინტერესები
მოითხოვს.
6.2 კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფონდის წევრთა ნახევარზე მეტი. კრება
გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე პირთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ
წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ პირს აქვს ერთი ხმა. ხმის
გადაცემა დაუშვებელია. ხმის მიცემა შესაძლებელია აგრეთვე დაუსწრებლად,
ტექნიკური საშუალებების მეშვეობით (აუდიო‐ვიდეო კავშირის გამოყენებით).
6.3 ფონდის წევრთა საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
6.3.1 წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით ფონდის წესდების
დამტკიცება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა;
6.3.2 წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით ფონდის მიზნის შეცვლა;
6.3.3 ფონდის წევრების, ფონდის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა,
მათი უფლებამოსილებების განსაზღვრა;
6.3.4 ფონდის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ფინანსური და სხვა
ხასიათის ანგარიშების მოსმენა;
6.3.5 ფონდის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების, გეგმების, მიზნობრივი
პროგრამებისა და პროექტების დამტკიცება;
6.3.6 ფონდის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის
დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა;

5
6.3.7 ფონდის წევრთა საერთო კრების მიერ დამსწრე წევრთა ოთხი მეხუთედის
უმრავლესობით ფონდის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღება;
6.3.8 ფონდის წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით ფონდის წევრის
მიღების (არჩევის) და ფონდის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება;
6.3.9 ფონდის მიზნების განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში,
განყოფილებების, სექციებისა და ჯგუფების შექმნა და მათი ხელმძღვანელების
დამტკიცება;
6.4 ფონდის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ფონდის თავმჯდომარის მიერ:
6.4.1 საკუთარი ინიციატივით;
6.4.2 ფონდის წევრთა ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;
6.4.3 თავმჯდომარე ფონდის დამფუძნებელთა კრებას იწვევს შესაბამისი მოთხოვნის
წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა. კრების მოწვევის შესახებ ყველა
წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, ან ფონდის ბეჭდვით ორგანოში
ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

მუხლი 7

ფონდის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

ფონდის თავმჯდომარე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები

7.1 ფონდის ხელმძღვანელის პირის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა,


ფონდის ხელმძღვანელი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და
პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა შეთანხმებით ამავე წესდებაში;
7.2 ფონდის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას
ახორციელებს ფონდის თავმჯდომარე;
7.3 ფონდის თავმჯდომარე ერთი წლის ვადით აირჩევა ფონდის წევრთა საერთო
კრების მიერ;
7.4 ფონდის თავმჯდომარეობაზე საკუთარი ან სხვისი კანდიდატურის წამოყენების
უფლება აქვს ფონდის ნებისმიერ დამფუძნებელს ან სხვა წევრს;
7.5 ფონდის თავმჯდომარედ არჩეული იქნება პირი, რომელიც მოაგროვებს ფონდის
წევრთა მინიმუმ 10 ხმას;
7.6 თუ კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, ტარდება ხელმეორე
არჩევნები;
7.7 თუ ფონდის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს ორი ან მეტი პირი და ვერც
ერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, გაიმართება
არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობს ორი საუკეთესო შედეგის
მქონე კანდიდატი. არჩევნებში იმარჯვებს ის პირი, რომელიც უფრო მეტ ხმას
დააგროვებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, წინა თავმჯდომარეს აქვს
უპირატესი ხმის უფლება;

6
7.8 ერთი და იგივე პირი ფონდის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ
ორჯერ;
7.9 ფონდის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და
შესაბამისად გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე;
7.10 თუ ფონდის თავმჯდომარე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ვერ ასრულებს თავის
უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მას ცვლის ფონდის თავმჯდომარის
მოადგილე;
7.11 ფონდის თავმჯდომარე:
7.11.1 მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან
ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
7.11.2 ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
7.11.3 ფონდის სახელით დამფუძნებელ კრებასთან შეთანხმებით დებს
ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს
მინდობილობებს, იძენს და განკარგავს ფონდის ქონებას;
7.11.4 ზედამხედველობს ფონდის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ
ქონების მართვას;
7.11.5 ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და
უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს ფონდის საფინანსო, დამფუძნებელთა
კრების სხდომის ოქმს და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;
7.11.6 უზრუნველყოფს ფონდის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებების
შესრულებას;
7.11.7 გაწეული საქმიანობის შესახებ თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს
დამფუძნებელთა კრებას;
7.11.8 დამფუძნებელთა კრებას წარუდგენს განსახორციელებელი პროგრამების
პროექტებს;
7.11.9 დამფუძნებელთა კრების მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში
ახორციელებს სხვა საქმიანობას.
7.12 ფონდის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის ან თანამდებობიდან ვადამდე გადადგომის შემთხვევაში ფონდის
დამფუძნებელთა კრება დაუყოვნებლივ ირჩევს ახალ თავმჯდომარეს, რომლის
არჩევამდე მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის ერთ‐ერთი მოადგილე;
7.13 წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების
გადამეტების ან ფონდის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის ფონდის
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს ფონდის წევრთა საერთო კრება. ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ერთი
თვის ვადაში, მორიგ ან რიგგარეშე კრებაზე ირჩევს ახალ თავმჯდომარეს;
7.14 ფონდის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც
ხელს უშლის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ მისი უფლებამოსილების
განხორციელებას ინტერესთა კონფლიქტის გამო;
7.15 ფონდის თავმჯდომარე ფონდის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად.
7.16 ფონდის თავმჯდომარეა: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

7
7.17 თავისი მიზნების მისაღწევად ფონდის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი ან რამდენიმე
მოადგილე. თავმჯდომარის მოადგილეს ასეთის არსებობის შემთხვევაში ფონდის
თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ფონდის წევრთა საერთო კრება დამსწრე
წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 8

ფონდის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

8.1 ფონდის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით


დადგენილი წესით;
8.2 ფონდის ლიკვიდაცია შესაძლებელია ფონდის წევრთა საერთო კრების
გადაწყვეტილებით თუ მას ხმას მისცემს წევრთა საერთო რაოდენობის ოთხი
მეხუთედი.
8.3 ფონდის გაუქმების და გაკოტრების შემთხვევაში ფონდის ლიკვიდაციის პროცესს
წარმართავს ფონდის თავმჯდომარე ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული
ლიკვიდატორები.
8.4 ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის
საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381‐ე მუხლის
შესაბამისად;
8.5 ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს
მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ
კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს;
8.6 ფონდის წევრთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ფონდის
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის
პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან;
8.7 ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს
განსაზღვრავენ ფონდის წევრები. ფონდის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება
შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
8.8 თუ ფონდის წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების
მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ფონდის ლიკვიდაციის შედეგად
დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები,
როგორიც ლიკვიდირებულ ფონდს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან
შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება, მიღებულ იქნეს
გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ

8
ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან
ექვსი თვის შემდეგ;
8.9 ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი
(პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი
პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

9.1 წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა


დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან;
9.2 თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად
იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების
ნამდვილობაზე;
9.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული
შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

წესდება მიღებულია ქ. თბილისში 2016 წელს

ფონდის დამფუძნებლების ხელმოწერები:

You might also like