Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

1.

არენდტი
ესეისტი, პოლიტიკური თეორიების ფუძემდებელი და ფილოსოფოსი
ჰანა არენდტი XX საუკუნის იმ ავტორებს შორისაა, რომლებმაც ღირებული
ნაშრომები შექმნეს და დაუპირისპირდნენ არსებულ სისტემებს; ეყოთ
გამბედაობა წასულიყვნენ ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და
დაეწერათ თავისუფალი აზრები, რომლებიც ადამიანებზე წარუშლელ კვალს
იქონიებდა.
არენდტი ნაშრომში „სიცოცხლე ნარატივია“ სხვა უამრავ ღირებულ
იდეაზე საუბართან ერთად, აღნიშნავს ტოტალიტარულ სისტემებში
პროპაგანდის გამოყენების გზებს, ამის მიზეზებსა და საზოგადოებისთვის
მოტანილ შედეგებს.
ავტორი აღნიშნავს, რომ ტოტალიტარი ლიდერები იყენებენ
მანიპულაციის, ხალხზე ემოციური ზემოქმედები ხერხებს, პროპაგანდა-
აგიტაციას, რათა მათზე გავლენა მოახდინონ. ეს ხდება მაშინ, როცა მათ
ხელისუფლებაში მოსვლა სურთ და მაშინ, როცა უკვე ძალაუფლება
ძალისმიერი მეთოდებით მოხვეჭილი აქვთ და იწყებენ გაავრცელონ საკუთარი
იდეოლოგია.
ტოტალიტარიზმს სწორედ ინდოქტრინაცია, იდეოლოგიების
გავრცელების აუცილებლობა განასხვავებს ავტორიტარიზმისგან. თუკი
ავტორიტარიზმი უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს,
ტოტალიტარ ლიდერებს უფრო და უფრო მეტად სურთ საზოგადოების
დამონება და ამას ახალი იდეოლოგიების მათთვის თავზე მოხვევით
ახორციელებენ, რისი გზაც უმთავრესად პროპაგანდაა.
არენტდი აღნიშნავს, რომ პროპაგანდას თავისი მიზეზები აქვს და ეს
დამოკიდებულია იმ მასშტაბსა და მოძრაობის აქტიურობაზე, რომელსაც
ტოტალიტარული სისტემა ახორციელებს. მაგალითად, თუკი ძალადობრივი
სისტემა მცირე მასშტაბისაა და არ აქვს საშუალება ტოტალური სისასტიკით
თავს მოახვიოს იდეოლოგიები ხალხს, ამ დროს პროპაგანდა გამოიყენება,
ვინაიდან უფრო მეტი ძალისხმევა და ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ
ადამიანების ემოციურ და გონებრივ ასპექტზე გამიზნულად მოხდეს
რეაგირება.
არენდტი აღნიშნავს, რომ პროპაგანდა გამოიყენება საზოგადოებაში არა
მხოლოდ იდეოლოგიების, არამედ კონკრეტული ძალადობრივი
მეთოდებისადმი მიმღებლობის დასამკვიდრებლადაც. მაგალითად,
ნაციონალ-სოციალისტები პროპაგანდას იყენებდნენ, რათა ებრაელების
დევნისადმი საზოგადოების მხრიდანაც მიეღოთ მხარდაჭერა, საზოგადოების
ამ მასისადმი ერში ნეგატიური განწყობები დაენერგათ და ისინი თავიანთი
სოციუმიდან ძალისმიერი მეთოდებით გაედევნათ. მიზეზი, რატომაც სხვა
მოქალაქეები ამაზე წინააღმდეგობას არ გამოხატავდნენ სწორედ პროპაგანდის
საშუალებით მათ გონებაში ჩაბეჭდილი არასწორი დამოკიდებულებები და
სტერეოტიპები იყო. ასევე ხდებოდა საბჭოთა კავშირში ბურჟუაზიისა და
პროლეტარიატის მიმართაც.

2. მამარდაშვილი

მამარდაშვილი, მე-20 საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, რომელმაც საბჭოთა


კავშირში ცხოვრების მიუხედავად, შეძლო თავისუფალი აზროვნებისა და
გენიალური ფილოსოფიური იდეებით შეექმნა ნაშრომი, რომელიც გახდებოდა
საშუალება ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ წასვლისა.

მერაბ მამარდაშვილი წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირის მიერ ადამიანის იდეური


დამონებისა და ფიზიკური შეზღუდვების, მიიჩნევდა, რომ საქართველოში საბჭოთა
კავშირის მიერ დამყარებულმა ძალაუფლებად არაერთი ადამიანის „შინაგანი
სიკვდილი“ გამოიწვია, რაც ადამიანებში „მკვდარი აზრის“ გავრცელებას და გონებაში
დამკვიდრებას გულისხმობდა. მამარდაშვილი გვახსენებს, რომ სისტემამ ადამიანებს
შეუზღუდა გონებრივი თავისუფლებაც კი, რადგან პროპაგანდითა და აგიტაციით,
ტოტალური კონტროლით იმდენად გაავრცელეს მკვდარი იდეები, რომ ადამიანთა
გონებაში დამკვიდრდა.

მამარდაშვილის აზრით, ყველაზე ცუდი, რაც ქართველ საზოგადოებას შეიძლება


დამართნოდათ სწორედ ეს შინაგანი სიკვდილი იყო, ვინაიდან აზრობრივად მკვდარი
ადამიანი გავს იმ სისხლის მიმოქცევა გაჩერებულ კაცს, რომელიც უცბად წამოდგება,
ცდილობს გამოცოცხლდეს მაგრამ აუტანელ ტკივილს გრძნობს და კვლავ დაწოლა
უნდა, ამიტომაც ვერ ახერხებს ან ძნელად თუ შეძლებს ტკივილის მარწუხებისგან
თავის დაღწევას. ასევეა საბჭოთა აზროვნებიდან გამოსვლის მცდელობაში მყოფი
ადამიანიც.

ემპირიულ ცოდნასთან დაკავშირებით ავტორი გალილეის სიტყვებს იმოწმებს - ჩვენ


გარედან შეგვიძლია მივიღოთ ცოდნა და ინფორმაცია, მაგრამ თუ შიგნიდან,
საკუტარი სურვილითვე არ მოვიწადინეთ ისე არაა შესაძლებელი გავიგოთ რა არის
ჭეშმარიტება და რა სიყალბე, ვერ შევძლებთ გავარჩიოთ რა ცუდია და რა კარგი.
სიკეთისა და ბოროტების განურჩევლობა, მამარდაშვილის აზრით, ტოტალიტარულ
სისტემას დამონებული ადამიანის თვისება იყო, რადგან ის ვეღარ იაზრებდა
საკუთარი მორჩილების ტრაგიკულ მნიშვნელობას.

ამიტომაც მამარდაშვილისთვის გამოსავალია ადამიანებმა მონახონ „ნება ნებისა“ და


დაიწყონ საკუთარი ნება-სურვილებისა და საჭიროებების შეცვლა, ახალი იდეის
გააზრება, რომ სწავლა და შემეცნება მნიშვნელოვანია, ამ გზით ისინი შეძლებენ
საბჭოთა სისტემის ნაკლოვანებების დანახვას.

მამარდაშვილისთვის ცოდვას წარმოადგენს სწორედ ამგვარი „ნება შემეცნების“ არ


ქონა, როცა არ გვსურს ვაკეთოთ ის, რაც მართებულია და ვიცით, რომ სამართლიანია.
ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ადამიანებმა ვიცით რა არის სწორი, მაგალითად
გლეხმა იცის, რომ კოლმეურნეობა არაფერ კარგის მომტანი არაა, რადგან ადამიანის
პირადი საკუთრების ქონის უფლებას ზღუდავს, მაგრამ ის მაინც აგრძელებს
კოლმეურნეობისთვის მხარის დაჭერას. ეს კი იმით აიხსნება, რომ ადამიანები
ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენთვის გამოსადეგია და არა იმას, რაც
მართებულია. ხოლო ეს არის უდიდესი ცოდვა, რომელიც კატასტროფულ
შედეგებამდე მიგვიყვანს.

You might also like