რუსეთი -უახლოესი ისტორია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

სსრკ დაშლა

1991 წლის დეკემბრის ბოლო დღეს, საბჭოთა კავშირმა, ერთ-ერთმა იმ ორ სუპერ-


სახელმწიფოთაგან, რომლებიც დომინირებდნენ მსოფლიო პოლიტიკაში თითქმის
ნახევარი საუკუნის მანძილზე, არსებობა შეწყვიტა. ამ კომუნისტური „მონსტრის“
სიკვდილი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური
მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღსასრული საკმაოდ მოულოდნელად
დადგა, ეს არ მომხდარა წინაპირობების გარეშე; პირიქით, 1985 წლიდან
მოყოლებული, საბჭოთა კავშირს მიმზიდველი, თუმცა მშფოთვარე ცვლილებების
პერიოდი დაუდგა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა, ქვეყნის ახალმა ქარიზმატულმა
ლიდერმა, რეფორმების მთელი სერია წამოიწყო.

საბჭოთა წყობილების დეზინტეგრაციამ სათავე დაუდო ახალ ეპოქას მსოფლიო


პოლიტიკაში. მან ასევე გამოკვეთა გარდამავალი პერიოდის პრობლემები, რაც
აღმოსავლეთ ევროპაში დისფუნქციური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების
წინაშე იდგა. ამ ქვეყნებში ტრანზიციის პრობლემები, ნაწილობრივ, ხელახალი
პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების აუცილებლობითაა გამოწვეული.

ტრანზიცია და განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია; ტრანზიციის


საკითხებს გადაკვეთის მრავალი წერტილი აქვს გარდამავალ პროცესში მყოფი
საზოგადოებების განვითარების საკითხებთან. უფრო მეტიც, როგორც შემდეგ
დავინახავთ, ცნება „სახელმწიფოები ტრანზიციის (გარდამავალ) პერიოდში“ დღეს
ბევრ ქვეყანას მიესადაგება მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში.

1989-1990 - სოციალისტური ბანაკის რღვევა.


1991 წ. აპრილი - გორბაჩოვის ახალი კონფედერაციის იდეა.
1991 წლის აგვისტოს პუტჩი, ელცინი ხელისუფლებაში.
1991 წ. 25 დეკემბერი - სსრკ დაშლა.

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი მსოფლიო იმპერიებს შორის ბოლო


იმპერიას წარმოადგენდა. ის ბატონობდა დაპყრობილ ხალხებსა და კულტურებზე,
თუმცა დიდი შიდა დაძაბულობების ფონზე. შეძლებენ თუ არა ასეთი იმპერიები
არსებობას იმ მსოფლიოში, სადაც იზრდება ნაციონალიზმის, ეგალიტარიზმის
გავლენა და თვითგამორკვევის რწმენა? თუ ყველა ასეთი იმპერია სამუდამოდ
განწირულია?

სტალინისტური სახელმწიფო, რომელიც 1991 წლამდე არსებობდა, ტოტალიტარული


მმართველობის ყველა თავისებურებას ამჟღავნებდა, მათ შორის: ცენტრალიზებული
კონტროლი სამხედრო ძალებზე, მასმედიასა და ეკონომიკაზე; გაბატონებული
მონოპოლისტი პარტია; ოფიციალური იდეოლოგია; სისტემური ტერორი საეჭვო
პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რეჟიმისათვის უვარგისად ან საშიშად
მიჩნეული უდანაშაულო ადამიანების მასობრივი მკვლელობები. საბჭოთა კავშირის
ტოტალიტარული წარმომავლობა არსებითი საფუძველია დღევანდელი რუსეთის
პოლიტიკის ბუნების გასაგებად.

1985 წელს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი


ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მდივანი გახდა 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი. მის
წინაშე ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა იდგა. გორბაჩოვს სწამდა,
რომ ამ პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური
რეფორმების გარეშე ვერ მოხერხდებოდა და რადგანაც პოლიტიკური სისტემა სხვა
არაფერი იყო, თუ არა კომუნისტური პარტიის ძალაუფლებისა და გავლენის
ანარეკლი, მან მიიღო საბედისწერო და ამავდროულად მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება: გარდაექმნა კომუნიზმი და პარტია ორივე მათგანის შენარჩუნების
მიზნით. გორბაჩოვმა ამ მიზნით განახორციელა ქმედებები, რაც დასავლეთში
პერესტროიკის, გლასტნოსტის და დემოკრატიზაციის სახელებით გახდა ცნობილი.
(რატომ გარისკა გორბაჩოვმა? - ცენტრალური დაგეგმვა წარმოადგენდა რიგი
პრობლემების საფუძველს - პოლიტიკური სისტემისადმი დაკარგული ნდობა,
სიღარიბე, რიგები, მოუმარაგებელი მაღაზიები, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, ის
რაც დასავლეთისთვის ჩვეული მოვლენა იყო, სსრკ-ში ფუფუნებად მიაჩნდათ.
საბჭოთა ეკონომიკის დაქვეითებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის
ფონზე, გაუარესებულმა სოციალურმა პრობლემებმა საფრთხე საბჭოთა
საზოგადოების საფუძველს შეუქმნა. ყველაზე დიდ პრობლემებს შორის იყო
ალკოჰოლიზმი და კორუფცია. სამომხმარებლო საქონლის ქრონიკული არარსებობა
და სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი შავი ბაზრის აყვავებას იწვევდა. საბჭოთა
ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუროკრატიზირებული იყო და ნებისმიერ
საკითხზე ოფიციალურ სახელმწიფო თანხმობას საჭიროებდა, რამაც გავლენების
არაოფიციალური სისტემის განვითარება გამოიწვია. იმისათვის, რომ დაეჩქარებინათ
ოფიციალური თანხმობა ან ბიუროკრატიისგან სასურველი მოპყრობისათვის
მიეღწიათ, საბჭოთა მოქალაქეებისათვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა.)

რეფორმის პოლიტიკა. გორბაჩოვის სამი რეფორმისტული პროგრამის მიზანს


წარმოადგენდა კომუნიზმის გადარჩენა და არა მისი დანგრევა.
პერესტროიკა (სსრკ-ს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა). პერესტროიკის მიზანი
ცენტრალური დაგეგმვის დოგმატური სისტემის გამოცოცხლება იყო. გორბაჩოვი ამ
ამბიციური მიზნის მიღწევას ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების სოციალურ და
პოლიტიკურ სათავეებზე იერიშის მიტანით იმედოვნებდა, რაც ნიშნავდა
ნომენკლატურის (გავლენიანი თანამდებობის პირების) და აპარატჩიკების გავლენის
შემცირებას და ამავდროულად, საბჭოთა მუშახელის ეფექტიანი შრომის ზრდას.

გორბაჩოვის დამსახურება იყო ნაწილობრივი რეფორმების გატარების მცდელობა,


რომელიც მიზნად ისახავდა ინდივიდუალური ინიციატივის ამაღლებას. ხელფასების
გამომუშავების, განაწილებისა და ფასწარმოქმნის სისტემის რეფორმირების, ზედა
ეშელონის ბიუროკრატების ძალაუფლების შემცირებას, ადგილობრივი მენეჯერული
თავისუფლების ხელშეწყობის, სახელმწიფო საწარმოებისა და მუშების
მფლობელობაში არსებული საწარმოებისა და კოოპერატივების წახალისების გზით.

გლასტნოსტი - საჯაროობა, ცენზურების შემცირება - ქვეყნა, რომელიც არ უშვებდა


არანაირ კრიტიკას, იქცა იმ ქვეყნად, სადაც კრიტიკა სწრაფად აცლიდა
ლეგიტიმურობას კომუნისტურ პარტიასა და პოლიტიკურ სისტემას, რაც დიდი ხნის
მანძილზე მისი მმართველობის ინსტრუმენტებს წარმოადგენდა.

დემოკრატიზაცია არჩევნები იქნებოდა ნებადართული, თუმცა რა დოზით


გაურკვეველი რჩებოდა. ეს ხედვა ასახული იყო 1989 წელს მთელი სახელმწიფოს
მასშტაბით ჩატარებულ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში, რომელიც
ამომრჩეველს უფლებას აძლევდა ხმა მიეცა ოპოზიციისათვის კომუნისტური
პარტიის წევრების წინაღმდეგ, რაც პირველი შემთხვევა იყო საბჭოთა ისტორიაში.

სსრკ-ს დაშლის მიზეზები -

 არაეფექტური პოლიტიკური მართვა, კორუფცია.


 ეკონომიკური კრიზისი
 შიდა არაერთგვაროვნება - საბჭოთა რეჟიმის უკანასკნელ დღეებში შიდა
არამდგრადობის მთავარი მიზეზი იყო საუკუნოვანი ეროვნული პრობლემა.
რიცხობრივად ყველაზე დიდი ჩვიდმეტი ეროვნება საბჭოთა კავშირის
მოსახლეობის 90%-ზე მეტს შეადგენდა,

გორბაჩოვმა მმართველობის პერიოდში, 1985 წლის მარტიდან 1991 წლის


აგვისტომდე, კომუნიზმისა და კომუნისტური პარტიის რეფორმირების
რადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა შეიმუშავა. საბოლოო
ჯამში ამ წამოწყებებმა სტალინისტური სახელმწიფოს ეროზია გააღრმავა და მთელ
აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დამხობას შეუწყო ხელი. 1989 წლისთვის,
საბჭოთა ეკონომიკა სწრაფ დეზინტეგრაციას განიცდიდა და ორ წელიწადში იგი
სრულ დეპრესიაში აღმოჩნდა; 1991 წლისთვის, საბჭოთა კავშირის ეკონომიკა
ყოველწლიურად 10 პროცენტით მცირდებოდა.

1991 წლის ბოლოსთვის საბჭოთა კავშირი თავისით დაიშალა. გორბაჩოვის ყველა


მცდელობა, გადაეჭრა საბჭოთა კავშირის ფუნდამენტური პოლიტიკური და
ეკონომიკური პრობლემები, მარცხით დასრულდა. 1991 წლის აგვისტოში, გორბაჩოვი
ძალაუფლებად ჩამოაცილა კომუნისტური პარტიის რვაკაციანმა ჯგუფმა, რომელსაც
სამხედროებთან და ე.წ. სუკ-თან (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ჰქონდა
კავშირი, მაგრამ გადატრიალება მარცხით დასრულდა: დემოკრატიისა და საბაზრო
რეფორმებისათვის მებრძოლმა ბორის ელცინმა, რომელიც მოსკოვში
ალყაშემორტყმული რუსეთის პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა და შთააგონებდა
ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას ებრძოლა დემოკრატიისათვის, წინააღმდეგობა
გაუწია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ელცინის დაჟინებით, გორბაჩოვმა
კვლავ დაიკავა თავისი ყოფილი თანამდებობა, 1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის
ფორმალურ დაშლამდე, თუმცა რუსეთს უკვე ახალი გმირი ჰყავდა.

ბორის ელცინი: პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტი

ელცინი: 1991 წ. ივნისი - არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში.


1991 წელს, ძველი საბჭოური რეჟიმის მარცხის შედეგად, ახალი შემცირებული
რუსული სახელმწიფო აღმოცენდა. პოსტსაბჭოთა მთავრობამ ბორის ელცინის
მეთაურობით გაწყვიტა კავშირი წარსულთან და თავდაპირველად კონსტიტუციური
დემოკრატიის დაფუძნებას შეეცადა. შემდეგ მან შექმნა ძალიან სუსტი
კონფედერაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), რომლის
შემადგენლობაში შევიდა რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები,
ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გამოკლებით.

ორი თვის შემდეგ, 1991 წლის აგვისტოში, ელცინმა ჩააჩუმა რეაქციული ძალები,
რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. დრამატულ მომენტში,
როდესაც შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა, ელცინი ავიდა ტანკზე და
წაიკითხა ახლა კარგად ცნობილი მანიფესტი, რომელიც სახელმწიფო
გადატრიალებას არალეგიტიმურად აცხადებდა და მოითხოვდა კონსტიტუციური
წესრიგის აღდგენას, მათ შორის პრეზიდენტ გორბაჩოვის ხელისუფლებაში
დაბრუნებას.

არჩევნებში გამარჯვებით ელცინმა დაჩრდილა გორბაჩოვი, რომელიც არასოდეს


ყოფილა სახალხოდ არჩეული და შესაბამისად, აკლდა ნდობის ის მანდატი, რომელიც
ელცინს გააჩნდა. ელცინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა გორბაჩOოვის
გაურკვეველი, და, სავარაუდოდ, ფატალური მომავლისაგან გადარჩენაში, რამაც
საბოლოოდ ელცინი უპირატეს პოზიციაში ჩააყენა გორბაჩოვთან მიმართებაში,
რომლის ნდობა და პრესტიჟი და, შესაბამისად, ძალაუფლებაც გაქრა სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ბოლოს, გორბაჩოვი არა მხოლოდ მიხვდა, რომ
დაეტოვებინა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა და
განეცალკევებინა პარტია მთავრობისაგან, არამედ ასევე საჭიროდ ჩათვალა
შეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას. გორბაჩოვმა პრეზიდენტის თანამდებობა
1991 წლის 25 დეკემბერს დატოვა.

მძიმე ეკონომიკური რეფორმები.


1993 წ. კონსტიტუცია.

საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ 1991 წლის დეკემბერში ელცინი აღთქმას იძლევა
რომ რუსეთის სოციალისტურ ეკონომიკას გარდაქმნის კაპიტალისტურ საბაზრო
ეკონომიკად - მოწონებული პროგრამის ”შოკური თერაპიის” წარდგენის შემდეგ. მის
რეფორმებს შორის აღსანიშნავი იყო პრივატიზაციისა და მზარდი ფასების
კონტროლის რეფორმა.

ელცინი ამბობდა რომ შეამცირებდა სახელმწიფო იჯარას. მაგრამ მოსახლეობის


უმეტესი ნაწილი დამოკიდებული იყო საბჭოურ ერაზე , სახელმწიფო სუბსიდიებსა
და კეთილდღეობის პროგრამებზე. შუა დეკადაში რუსეთმა განიცადა ეკონომიკური
ვარდნა, უფრო ძლიერი ვიდრე ამერიკამ და გერმანიამ განვლილი 6 ათეული წლის
განმავლობაში დიდი დეპრესიის დროს. რუსეთის მშპ დაეცა 50 პროცენტით ,
ათობით მილიონი რუსი დარჩა შემოსავლის გარეშე.

ეკონომიკურმა ვარდნამ, რომელიც ასოცირდებოდა საბჭოთა ძალაუფლების


კოლაფსთან და ელცინის მთავრობის მიერ თანმიმდევრული და ენერგიული
ეკონომიკური რეფორმის გატარების მცდელობისას განცდილ მარცხთან, წარმოების
მასშტაბები 1990-იანი წლების შუა პერიოდში ერთი მესამედით შემცირდა.7 მაგრამ
აქვე ზოგიერთი დადებითი სიმპტომიც შეიმჩნეოდა, მათ შორის: ფასების
გათავისუფლებით საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მცდელობა, თავდაცვის
დაფინანსების შემცირება, დისტრიბუციის ძველი ცენტრალიზებული სისტემის
უარყოფა, ვაუჩერული პრივატიზაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის გატარება,
კერძო ბანკების დაარსება და საგარეო ვაჭრობის დემონოპოლიზაცია.

1996 წლისთვის ელცინმა ინფლაციის შემცირებისა და რუბლის სტაბილიზების


თვალსაზრისითაც წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ეკონომიკა
კვლავ დაღმავლობას განაგრძობდა. მთლიანი შიდა პროდუქტი და სამრეწველო
წარმოების მოცულობა 6 პროცენტზე მეტით დაეცა.

ელცინის მმართველობის ფორმა იყო ავტორიტარული, ის მოქმედებდა თავისი


შეხედულებისამებრ, მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა. ამ ყველაფრის
ფონზე მოხდა კონსტიტუციური კრიზისი და 1993 წელს ელცინმა შემოიღო ახალი
კონსტიტუცია, რომელიც ემხრობა საპრეზიდენტო ძალაუფლებას და ეს
კონსტიტუცია დამტკიცდა დეკემბერში.

1993 - გადატრიალების მცდელობა - დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტს და მის


მომხრეებსა და უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობას, სახალხო დეპუტატებსა და
ასევე ვიცე-პრეზიდენტს შორის. საკონსტიტუციო კრიზისის მსგავსი მოველნა,
რომელიც შეიარაღებულ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა მოსკოვს არ ახსოვს
1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.

პარლამენტის და უზენაესი საბჭოს დაშლასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას


მოჰყვა დაპირისპირება, რომლის საბაბიც გახდა ელცინი. იმ ხანებში ელცინის
მთავარი ოპონენტები - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვი და
ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი - თეთრ სახლში, პარლამენტის შენობაში,
გამაგრდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარეს კენჭი. ამას მოჰყვა
ხაზბულატოვისა და რუცკოის მიერ შეიარაღებულ პირთა შეგროვება. მათ ჯერ
მოსკოვის მერიას შეუტიეს, შემდეგ კი რუსეთის მედიის ცენტრს.

იმდროინდელი ძალადობის, ასევე ბორის ელცინის მიერ საგანგებო მდგომარეობის


გამოცხადების, არმიის მიერ პარლამენტის შენობის აღების დროს დაიხოცა
ათეულობით ადამიანი, დაიჭრა ასეულობით პირი. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს.

ელცინი, თავისთავად, „პერესტროიკის“ ეპოქის გმირი იყო. მან მხარი დაუჭირა


გორბაჩოვის დემოკრატიზების პოლიტიკას. მთავარი ფიგურა იყო ის 1991 წელს,
როცა გადატრიალების მცდელობა ჩაიფუშა და გორბაჩოვი თანამდებობაზე
აღადგინეს. ამის შემდეგ ელცინი სწრაფად ავიდა კარიერის კიბეზე, ის მალევე
აირჩიეს პრეზიდენტად, 1993 წლის აპრილში ხალხმა ხმა მას მისცა. ცხადია,
ეკონომიკური მემკვიდრეობა, როგორიც მას ერგო, არ იძლეოდა აღორძინების
საშუალებას. მისეულმა „შოკურმა თერაპიამ“ ეკონომიკის სფეროში დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში და დაპირისპირება მასა და
კანონმდებლებს, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზბულატოვსა და ვიცე-პრეზიდენტ
რუცკოის შორის გაიზარდა. 21 სექტემბრის დეკრეტს მოჰყვა პარლამენტის დაშლა და
ახალი ორპალატიანი პარლამენტის არჩევნების დანიშვნა დეკემბრისთვის.
პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის ეს საჭირო
იყო, ეს აუცილებელი იყო საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, უკან, საბჭოთა
კავშირში, დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. როცა კანონმდებლებმა
პარლამენტის შენობა დაიკავეს და მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ელცინს წარბი არ
შეუხრია: შენობას გადაუკეტა დენი, სატელეფონო კავშირი და ცხელი წყალი.
შეტაკებების დაწყების შემდეგ, როცა ოსტანკინოს სატელევიზიო ანძას, ასევე ქალაქის
მერიას შეუტიეს, ელცინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საგანგებო
მდგომარეობა შემოეღოთ.

4 ოქტომბრის დილას ელცინმა უბრძანა თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს ჯარი


გამოეყვანა და პარლამენტის შენობა მეამბოხეებისგან გაეწმინდა. შენობა
შუადღისთვის უკვე ჯარის ხელში იყო. ამბოხებულები დააპატიმრეს. სამი თვის
შემდეგ, რეფერენდუმით, ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა, რომელმაც
განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიანიჭა პრეზიდენტს. ელცინი პრეზიდენტად
სამი წლის თავზე განმეორებით აირჩიეს, 1999 წელს კი, არაერთი სკანდალის შემდეგ,
ის გადადგა და ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, რომელიც დღემდე
სარგებლობს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.

რატომ ეშინოდა დასავლეთს სსრკ დანგრევის:

1. სამხედრო გადატრიალება - ეთნიკური ფრაგმენტაცია. 1991 წელს საბჭოთა


კავშირის დაშლას ძველი იმპერიის ბევრ ნაწილში სამოქალაქო ომი, რელიგიური
დევნა და ეთნიკური ამბოხებები ახლდა თან. რუსეთი რჩება ეთნიკურად
მრავალფეროვან ქვეყნად, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს გადალახოს
კონფლიქტური ეთნიკური ჯგუფების ძლიერი ცენტრიდანული ძალა, მით უმეტეს,
რომ ზოგიერთ მათგანს სუვერენული დამოუკიდებლობა სურს. ამ ჯგუფების რუსულ
სახელმწიფოში წარმატებული ინტეგრაცია დაუმთავრებელ საქმედ დარჩა ახალი
ათასწლეულის დასაწყისში.

2. შიდა კონფლიქტები - 1993 წლის კონსტიტუციით ეთნიკური ჯგუფები რუსეთის


ფედერაციაში 21 რესპუბლიკის საფუძველს ქმნიან. ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ
შეძლებს გადაჭრას ეთნიკური დაძაბულობა რუსეთის შიგნით _ დრო,
ურთიერთპატივისცემა და ეკონომიკური წარმატება დომინანტურ რუსულ და
პერიფერიებზე მცხოვრებ ეროვნებებს შორის გრძელვადიანი სტაბილური
ურთიერთობის აუცილებელი ინგრედიენტებია.

სახელმწიფოში განსხვავებული ეროვნებების ინტეგრაციის პრობლემის დაძლევა სხვა


სირთულესაც უკავშირდება. დიდი უფლებები რეგიონალურ მთავრობებს -
ტრადიციულად, საბჭოთა კავშირი ბიუროკრატიულად მოსკოვიდან რეგიონული
ადმინისტრაციული ერთობების (ობლასტი) და ეთნიკური (ან ეროვნული)
რესპუბლიკების მეშვეობით იმართებოდა. ორმაგი იურისდიქციის ეს სისტემა
რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას.
მაგრამ ცენტრალური მთავრობის ძალაუფლება კომუნიზმის მარცხის შედეგად
შემცირდა, მაშინ როცა რეგიონების ძალაუფლება გაიზარდა. დათრგუნულმა
ეთნიკურმა სიამაყემ და რუსული დომინანტობის მიმართ პროტესტის გრძნობამ
რესპუბლიკებში განსხვავებულ ეროვნულ ჯგუფებსა და ცენტრალურ
ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ალი აანთო. ამავდროულად, რესპუბლიკები
მეტოქეობას უწევდნენ ობლასტებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლებისა
და გავლენის მოპოვებისათვის.

რუსეთის ეთნიკური რესპუბლიკების მიერ გამოწვეულმა პოლიტიკურმა


პრობლემებმა წინა პლანზე 1994 წლის დეკემბერში წამოიწია, როდესაც რუსეთმა
სამხედრო თავდასხმა განახორციელა მის შემადგენლობაში არსებულ, ეთნიკურად
მუსლიმურ რესპუბლიკაზე, ჩეჩნეთზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, შავ და
კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს. ადრე ჩეჩნეთმა რუსეთისაგან დამოუკიდებლობა
გამოაცხადა. გადაწყვიტა რა ბოლო მოეღო ჩეჩნეთის დაუმორჩილებლობისათვის,
რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ამბოხების ჩასახშობად იქ რუსული ჯარი
გააგზავნა. ომის მსვლელობისას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სასტიკად
დაბომბეს ჩეჩნეთის დედაქალაქი - გროზნო. 1996 წლის ბოლოს ხელმოწერილმა
ზავმა ფაქტობრივად სეპარატისტული მეამბოხეების გამარჯვება აღიარა. მან რუსეთს
მისცა საშუალება 2001 წლამდე გადაეწყვიტა, როგორ მოპყრობოდა ჩეჩნეთის მიერ
დამოუკიდებლობის მოთხოვნას.
3. ახალი სახელმწიფოების გამოჩენა საერთაშორისო სისტემაში - საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ, დისკრედიტირებული კომუნისტური პარტიის ჩასანაცვლებლად
ახალი სამთავრობო სტრუქტურები და მთავრობები გახდა საჭირო. ახლადშექმნილ
სახელმწიფოებს ახალი სამთავრობო სტრუქტურები სჭირდებოდათ სამართავად, მით
უფრო არახელსაყრელი ეკონომიკური გარემოსა და ეთნიკური დაძაბულობის ფონზე

4. ბირთვული საკითხი - ახალი ბირთვული სახელმწიფოები - მსოფლიო


განსაკუთრებულად შეფიქრიანებული იყო იმ ფაქტით, რომ რუსეთი, უკრაინა,
ყაზახეთი და ბელორუსია მათ ტერიტორიებზე განთავსებული საბჭოთა კავშირის
ბირთვული იარაღის მემკვიდრეები იყვნენ. ამის შედეგად მსოფლიოში
მოულოდნელად გაჩნდა რამდენიმე ახალი ბირთვული სახელმწიფო და ეს მაშინ,
როცა ბირთვული იარაღი კიდევ უფრო ამწვავებდა დაძაბულობას ახალ
დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. პოლიტიკური მოტივებით რუსეთი
ყოფილი საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღის საკუთარ არსენალში მოქცევას
შეეცადა. უკრაინამაც და ყაზახეთმაც პირობა დადეს, გადაეცათ ეს იარაღი
რუსეთისათვის, თუმცა ამავდროულად, ამ ნაბიჯის გადადგმამდე, მოსკოვისაგან
ეკონომიკურ და ფინანსურ დათმობებს მოითხოვდნენ, ხოლო დასავლეთისგან _
უსაფრთხოების გარანტიებს. 1996 წლისთვის ყველა ბირთვული იარაღი, მათ შორის
ბელორუსიაში არსებულიც, რუსეთში იქნა გადატანილი.

You might also like