გიორგი მეფის დახასიათება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

გიორგი პირველის დახასიათება

გიორგი პირველს, გაერთიანებული საქართველოს ახალგაზრდა


მეფეს, არაჩვეულებრივი ოსტატობით გვაცნობს კონსტანტინე
გამსახურდია ნაწარმოებში „დიდოსტატის მარჯვენა“. სამეფო კარზე
მომხდარი ინტრიგები, სასიყვარულო საიდუმლოებები და მწერლის
მიერ გადმოცემული სხვა მრავალი ფაქტი, გვაძლევს საშუალებას კიდევ
უფრო ღრმად ჩავწვდეთ მეფის პიროვნებას, ხასიათსა თუ სურიერებას.
გიორგი პირველი იყო ბაგრატ მესამის ვაჟი, რომელსაც მამის
სიკვდილის გამო 12 წლისას მოუწია სამეფო ტახტზე ასვლა და იმხელა
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რასაც მეფობა ჰქვია. მისი
მეფობის ხანა არ იყო მარტივი, საქართველოს უამრავი გარეშე მტერი
ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ბიზანტია- ბასილი კეისარი,
რომელიც „ციხის შიგნიდან გატეხას ცდილობდა“. ყველა ამ მძიმე
ფაქტორმა უნდა მიგვახვედროს, რომ მეფეზე ეს ყველაფერი ასე
მარტივად არ აისახებოდა. გიორგი იყო მებრძოლი სულის მქონე
პიროვნება, რომელიც არ უშინდებოდა მტერს. ის გამჭრიახობითა და
წინდახედულობით ცდილობდა ძლიერად დახვედროდა მტერს, რაც
აუცილებლად ჯერ შინაგანი შენებით ანუ საქართველოს შინაგანი
ერთიანობის აღდგენით უნდა დაეწყო. სწორედაც რომ ასე იქცეოდა იგი,
მთელი თავის მეფობის ხანა ცდილობდა თავიდან აეცილებინა
მოღალატე ფეოდალების მიერ მომხდარი აჯანყებები და მშვიდობა
დაემყარებინა. ის არ ინდობდა არავის ვინც სამეფოს შიგნიდან აღრევას
ეცდებოდა, სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას „გულმხეცს“. მაგრამ
მკითხველს ნამდვილად უჭირს ამ ყოველივეს დაეთანხმოს, გულმხეცი
იყო კი გიორგი მაშინ, როცა ცხარე და გულწრფელ ცრემლებს ღვრიდა
ჭიაბერის ტირილზე მოსული ?! მაგრამ ჭიაბერის სიკვდილის მიზეზიც
ხომ სწორედ მისი ბრძანება გახდა - მოწამლული ჯვარი. თუმცა ის
ფაქტი, რომ გიორგი იძულებული იყო ეს გაეკეთებინა კიდევ უფრო
გვარწმუნებს, რომ არ იყო გიორგი ისეთი გულმხეცი, როგორიც ის ხალხს
ეგონა. მისი ის გადაწყვეტილება, რომ ჭიაბერი უნდა ფარულად,
მოწამვლით მოეკლად იყო სასტიკი, მაგრამ წინდახედული ნაბიჯი. მეფი
წინდახედულობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჭიაბერის სიკვდილით
თავიდან აიცილა შიდა ომი , რომელიც ასე ძალიან ძაგდა მას და
ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან აეცილებინა იგი. მის
ტახტს ემუქრებოდა საფრთხე და მოგვეხსენება, როცა ტახტს ეხება საქმე
არცერთი მეფე, რა თქმა უნდა, არ უყურებს ამ ყველაფერს მშვიდად.
მეფე გიორგის განათლებულობის დამსახურება იყო ისიც, რომ ასე
აფასებდა ხელოვნებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული
მონასტრების მშენებლობაში. მან ისიც იცოდა, რომ საქართველოს
ბიზანტიისგან ხსნის გზა მხოლოდ ხელოვნება იყო, ქრისტიანობის
კერები, რომელიც ხალხში გაამტკიცებდა რწმენას და გააერთიანებდა
მათ. „მისმა ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომელითაც ბიზანტიის
ეკლესია ბოჭავდა ქართულს“.
„მშვიდი იყო ბუნებით გიორგი. ენამზეობას მოკლებული, მაგრამ
ამოდმოუბარი და სახით სათნო“-ასე აღგვიწერს მწერალი მას.
კონსტანტინე გამსახურდია არ ინანებს ლამაზ სიტყვებს გიორგის
შესამკობად, ხშირად ყვება მის უშიშარ, თამამ, გამბედავ და მზრუნველ
ბუნებაზე. მეფე არც მიწისძვრას შეშინებია და შუა მცხეთაში ეტლით
დაჰქროდა, რათა ხალხი დაემშვიდებინა. თამამად შედიოდა ჭირიანთა
სენაკებში, ამშვიდებდა განწირულებს და არწმუნებდა „ვერ მოგვერევაო
ჟამიც“.
მკითხველი ხედავს რაოდენ დაღლილია გიორგი მეფობის
ტვირთისაგან. ის ხშირად გადაიცვამს და გადის ქალაქში თავის
საიდუმლო იდენტობით. სულ ცოტა ხნით ივიწყებს თავის რეალურ
ვიანობას და ეშვება თავდავიწყებაში. ილხენს და აკეთებს იმას რაც სურს.
რომ არა მისი უბრალოება, ის ვერ შეძლებდა ასე უცბად გამხდარიყო სხვა
პიროვნება და დაემალა მეფის ამპარტავანი ხასიათი.
ყველაზე საინტერესო, დაუნდობელი მაგრამ ამავდროულად
უბედური მხარე გიორგისა იყო სიყვარული. მეფეს უყვარდა შორენა,
მტრის, მის მიერ მოკლული ჭიაბერის ქვრივი. „თავდავიწყებით უყვარდა
მეფეს შორენა“, მზად იყო ყველაფერზე წასულიყო მისთვის,
ჩამოიშორებდა ყველას ვინც საყვარელი ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე
გადაეღობებოდა. ჭირიანობის ჟამს „შენს მაგივრად მე შემეყაროს ჟამიც“
ამბობდა და ამით კიდევ უფრო ამტკიცებდა მის სიყვარულს. იმდენად
რაინდი იყო გიორგი, რომ მხოლოდ შორიდან უცქერდა ხოლმე ტურფას,
ზედმეტსაც კი არ შეჰბედავდა მას. აი იმის შემდეგ, რაც მან შორენასგან
გაიგო, რომ იმ ქალის გული სხვას ეკუთვნუდა, მეფე გადაიქცა
დაუნდობელ პიროვნებად. მას, ვიზეც შორენას „ტურფობას“ ეჭვობდა,
მას ვისი ნამუშევრებით და ოსტატობით ასე ოცდებოდა თავადაც,
სვეტიცხოვლის ამგებელს არსაკიძეს მოჰკვეთა მარჯვენა. შორენა კი
მონაზვნად აღაკვეცინა. ამ ყველაფრის შემდეგ გიორგისთან მოვიდა
ამბავი, რომ შორენას მოეკლა თავი , რამაც სრულად შეარყია მისი
პიროვნება და სულიერი მდგომარეობა.
საბოლოოდ კონსტანტინე გამსახურდია გიორგიზე წერს:
„უშიშარი, ვითარცა უხორცო“. მართლაც, რომ არ შეიძლება მკითხველი
მოხიბლული არ იყოს ამ უშიშარი, მებრძოლი და მამაცი მეფით,
რომელსაც ისე უყვარდა, რომ სიკვდილზეც კი იყო წამსვლელი.
უბედური იყო მეფე ყველა მისი დადებითის მიუხედავად. მისი
„ბობოქარი და უიღბლო სიკვდილიც“ კი უბედურად დასრულდა. „არც
სიკვდილში ჰქონიაო ბედი მეფე გიორგის“-უთქვამს ნაღვლიანად მოხუც
მესაფლავეს.

You might also like