Sabakalavro Saboloo

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 45

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი


ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტი

ზურიკო იასეშვილი

სადეპოზიტო ბაზარი და მისი განვითარების ტენდეციები

ნაშრომი წარმოდგენილია ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის


მოსაპოვებლად

სამეცნიერო ხელმძღვანელი : ბიზნესის მართვის


აკადემიური დოქტორი, ასოც. პროფესორი
ლელა ონიანი

ბათუმი 2022
როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი , ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს,
რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების
შესაბამისად.

ზურიკო იასეშვილი
12/06/2022
ანოტაცია
საბაკალავრო ნაშრომის თემაა „სადეპოზიტო ბაზარი და მისი განვითარების
ტენდეციები“. ზოგადად ეს თემა დღევანდელი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან
საკითხს წარმოადგენს. სადეპოზიტო ბაზარი პოპულარობით სარგებლობს
დღევანდელ საზოგადოებაში. ეს ნაშრომი გაგაცნობთ დეპოზიტების არსს, გაიგებთ
არსებული მდგომარეობის შესახებ და დაგანახებთ თუ რა დამცავი მექანიზმები
გააჩნია სადეპოზიტო ბაზარს.
დღესდღეობით საქართველოში 14 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს და
ისინი მომხმარებლებს სხვადასხვა დეპოზიტებს სთავაზობენ. ნაშრომში
განხილულია საქართველოში არსებული ორი უმთავრესი ბანკის მიერ
შეთავაზებული დეპოზიტების სახეები, განხილულია დეპოზიტების მოცულობა და
მათი ფასები, დეპოზიტების დამცავი მექანიზმები, დეპოზიტები თანამედროვე
სამყაროში. ეს ნაშრომი გაგაცნობთ თუ როგორი მდგომარეობაა დღეს სადეპოზიტო
ბაზარზე და რა შედეგებს შეიძლება მიაღწიოს ამ ბაზარმა თანამედროვე სამყაროში.
ჩემ მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია მდგომარეობს, თემასთან
დაკავშირებით ლიტერატურის შეკრებასა და მის შემდგომ ანალიზში, მე მოვიძიე
სტატისტიკური მონაცემები საქართველოში არსებული და დაზღვეული
დეპოზიტების შესახებ და ასევე კრიპტო ვალუტის შესახებ, ამის შემდგომ კი
მოვახდინე მისი ანალიზი ,რის შედეგადაც გამოვიტანე სარწმუნო დასკვნები.
Annotation
The topic of the bachelor's thesis is "Deposit Market and its development trends". In
general, this topic is an important issue for today's economy. The deposit market is popular
in today's society. This paper will introduce you to the essence of deposits, learn about the
current situation and show you what safeguards the deposit market has.
Today, there are 14 commercial banks in Georgia and they offer various deposits to
their customers. The paper discusses the types of deposits offered by the two main banks in
Georgia, the volume of deposits and their prices, deposit protection mechanisms, deposits in
the modern world. This paper will introduce you to the current situation in the deposit
market and what results this market can achieve in the modern world.
The research methodology used by me is based on the collection of literature on the
topic and its subsequent analysis, I found statistics on existing and insured deposits in
Georgia, as well as cryptocurrency, and then I analyzed it, which led to reliable conclusions.
სარჩევი

შესავალი ................................................................................................................6

თავი 1. დეპოზიტების არსი და მათი სტრუქტურა ........................................7

1.1. დეპოზიტების მნიშვნელობა : წარსული და აწმყო ............................... 7


1. 2. დეპოზიტების სახეები მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები
............................................................................................................................. 10

თავი 2. სადეპოზიტო ბაზარი საქართველოში და გამოწვევები.................17

2. 1 .არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა ............................... 17


2. 2. ქართული სადეპოზიტო ბაზრის დამცავი მექანიზმები................... 27
2. 3. კრიპტო დეპოზიტები თუ საბანკო დეპოზიტები? ............................ 33

დასკვნები და წინადადებები ...........................................................................40

გამოყენებული ლიტერატურა ..........................................................................43


შესავალი
საკვლევი თემის აქტუალობა :
საბანკო დეპოზიტებისა და საკრედიტო ბაზარი არის ფულის ბაზარი, სადაც
ბანკები ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდობით. ეს ბაზარი დიდ ინტერესს
იწვევს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რადგან ეს ბაზარი გადამწყვეტ როლს
თამაშობს ფულის გადარიცხვის მექანიზმის ფუნქციონირებაში.
მსოფლიო პოსტ პანდემიური კრიზისის წინაშეა და მოსახლეობა თანხის
შენახვის მიზნით დიდ ინტერესს იჩენს დეპოზიტების მიმართ, ამასთანავე
დეპოზიტების სისტემა დროსთან ერთად ვითარდება და მომხმარებელს სთავაზობს
ახალ და საინტერესო პროდუქტებს.
კვლევის მიზანია : სადეპოზიტო ბაზრისა და მისი განვითარების
ტენდენციების განხილვა, დეპოზიტების ფასების, მათზე მოქმედი ფაქტორების,
ახალი ტექნოლოგიების განხილვა და ანალიზი. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენს
დეპოზიტების დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა, რაც საბოლოო
ჯამში მიგვიყვანს კვლევის საბოლოო შედეგამდე, ანუ გავარკვევთ თუ რა
მდგომარეობაა ქართულ სადეპოზიტო ბაზარზე და რა უპირატესობები აქვს
დეპოზიტებს სხვა ალტერნატიულ დაბანდების წყაროსთან შედარებით.
კვლევის საგანი : ამ ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ქართული
სადეპოზიტო ბაზარი და მასზე მოქმედი მექანიზმების განხილვა. ასევე
საქართველოში არსებული მთავარი ბანკების სადეპოზიტო პოლიტიკის განხილვა და
შესაბამისი მონაცემების ანალიზი ქართული სადეპოზიტო ბაზრის შესახებ.
კვლევის ამოცანები : ამ კვლევის ამოცანებია გავარკვიოთ რა მდგომარეობაშია
ქართული სადეპოზიტო ბაზარი?, რა პოლიტიკას იყენებენ ქართული ბანკები?, რა
სახის დეპოზიტებს სთავაზობენ მომხმარებელს? რა სახის ახალი ტექნოლოგიები
დაინერგა და როგორ შეუწყო დეპოზიტების განვითარებს?
კვლევის მეთოდები : ამ ნაშრომში გამოყენებულია თეორიული და
რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც უკეთ დაგეხმარებათ გაიგოთ არსებული
მდგომარეობის შესახებ ქართულ სადეპოზიტო ბაზარზე და გააკეთოთ თქვენეული
დასკვნა-შეფასებები.

~6~
თავი 1. დეპოზიტების არსი და მათი სტრუქტურა
1. 1 დეპოზიტების მნიშვნელობა : წარსული და აწმყო
საბანკო საქმის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია მოგების მომტან
კაპიტალთან, რომელსაც წინ უსწრებდა სავახშო კაპიტალი, და იგი უკვე არსებობდა
პირველყოფილი წყობის პერიოდში. ბანკების საწყის და ძირითად ფუნქციას
წარმოადგენდა გადასახადებში შუამავლის როლის შესრულება ზოგადად ბანკების
მსგავსი ინსტიტუტები ადრეულ საუკუნეებშიც არსებობდა. საბანკო ოპერაციები
ეგვიპტეში ხორციელდებოდა ძვ.წთ.აღ 2700 წელს. ბაბილონსა და ასურეთის
დოკუმენტები მოწმობენ იმას რომ , იმ დროსაც არსებობდა ვექილი და ჩეკი, ხოლო
სასესხო ოპერაციები და სახსრების შენახვა კანონით რეგულირდებოდა. სავახშო
კაპიტალმა სრულ განვითარებას ფეოდალურ და მონათმფლობელურ
საზოგადოებაში მიაღწია და იგი არსებობდა ორი ფორმით, ესენია : ნატურალური
ფორმით საქონლის მარტივი მწარმოებელი კლასისთვის და ფულადი სესხის სახით
გაბატონებული კლასებისთვის.
ადრეულ ფეოდალიზმის დროს მეფეები კრიზისისა და ომის დროს
მიმართავენ არსებული ლითონური ფულის გაფუჭებას. ამ ყველაფრის შემდეგ
გაჩნდა ზარაფების პროფესიას და ისინი ამოწმებდნენ არსებული მონეტების ხარისხს
და გაცვეთილი მონეტის შეცვლის აუცილებლობას, ასევე ახდენდნენ ახლის
გამოჭედვას. სწორედ ფულის ასეთმა გაცვლამ გამოიწვია დეპოზიტური ოპერაციების
განვითარება თანამედროვე გაგებით. საბანკო დაწესებულებაში პირველად ფული
თავსდებოდა იმ პირობით , რომ შემდგომ მესაკუთრეებს იგივე მონეტები
დაუბრუნდებოდათ, ამის შემდეგ დაიწყეს დეპოზიტების სესხისთვის გამოყენება,
რადგან მევახშეს უნდა დაებრუნებინა იგივე თანხა და არა ფული, ამის გამო შენახვის
დეპოზიტები პერიოდულად გარდაიქმნა ბანკის დეპოზიტებად, ეს იმას ნიშნავს რომ
მომხმარებელს , ფინანსურ ინსტიტუტში, ბანკში შეჰქონდა ფულადი საშუალებები
იმისათვის , რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის გაეტანა თავისი სავაჭრო
პარტნიორის ანგარიშზე. შემდეგ წარმოიშვა სპეციალური ინსტიტუტები ჟირო
ბანკები.

~7~
არსებული თანამედროვე გაგებით პირველი ბანკი იტალიაში, ქ. გენუაში
წარმოიშვა 1407 წელს. ამ დროისთვის იტალიაში წარმოიქმნა საბანკო საქმიანობის
ახალი ინსტიტუტები. წარმოიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის ორმაგი სისტემა,
რომელმაც ის მნიშვნელობა რაც მაშინ ქონდა დღემდე შეინარჩუნა. მე-12 საუკუნეში
გამოჩნდა ვექილის პროფესია, ხოლო მე-14 საუკუნეში ის წარმოადგენდა არა მარტო
მეანაბრედ არამედ მესამე პირადაც. მე-17 საუკუნის მიწურულს შემოიღეს
გადაცემითი მინაწერი, ანუ იგივე ინდოსამენტი ვექილებზე, რაც იქცა აბსტრაქტულ
საგადასახადო ვალდებულებად. სადეპოზიტო ბაზარზე დროთა განმავლობაში
გაჩნდა ბანკნოტებიც, ეს კი იტალიაში მოხდა, რადგან ოქრო არ იყო საკმარისი და
დადგა იმის საჭიროება, რომ წარმოშობილიყო მოთხოვნა სავაჭრო ფულზე.
თავდაპირველად ბანკნოტები სრულყოფილად უზრუნველყოფილი იყო
დეპოზიტებით. როცა ზარაფებმა შენიშნეს, რომ მთელი დეპოზიტები
ყოველდღიურად არ გამოიყენებოდა მისი მფლობელების მიერ და ის ფაქტი, რომ
ყოველდღიური მოთხოვნილება ყველა დეპოზიტზე მათგან მხოლოდ გარკვეულმა
პროცენტს შეადგენდა, დაიწყო ფასიანი ბილეთების გაცემა, ვაჭრებზე დეპოზიტური
დეპონირების გარეშე და ამით მათ კრედიტის მიცემა დაიწყეს. ასეთი სახის
ბანკნოტები განხილულ შეიძლება იქნეს როგორც თანამედროვე ბანკნოტის
წინამორბედი. მე-17 საუკუნეში კაპიტალიზმის განვითარების საწყის ეტაპზე,
ბანკნოტები ფართოდ გავრცელდა ინგლისში მას შემდეგ რაც ინგლისის ბანკმა
დაიწყო ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება.
ახლა კი რაც შეეხება თანამედროვე გაგებით დეპოზიტებს, მას შემდეგ რაც
დეპოზიტები პირველად გამოჩნდა მსოფლიო ისტორიაში მან ფართო განვითარება
ჰპოვა. თანამედროვე მსოფლიოში მეანაბრეს აქვს ბევრი საშუალება იმისათვის რომ
თანხა შეინახოს, მაგრამ მისთვის ყველაზე სასურველს მაინც დეპოზიტები
წარმოადგენს, რადგან ის საიმედო და სარგებლის მომტანია. ამჟამად მსოფლიოში
მეანაბრეებს ყველაზე სანდოდ და საიმედოდ შეუძლიათ განათავსონ თავიანთი
ფულადი სახსრები ფინანსურ ინსტიტუტებში, კერძოდ, ბანკებში.
საბანკო დეპოზიტებისა და საკრედიტო ბაზარი არის ფულის ბაზარი, სადაც
ბანკები ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდობით. ეს ბაზარი დიდ ინტერესს
იწვევს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რადგან ეს ბაზარი გადამწყვეტ როლს

~8~
თამაშობს ფულის გადარიცხვის მექანიზმის ფუნქციონირებაში. საქართველოს
ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას ახდენს მონეტარული
პოლიტიკის დეკლარირებით და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების
გამოყენებით. ზოგადად საბანკო პროდუქტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს
დეპოზიტები წარმოადგენს და თანამედროვე გაგებით იგი არის დეპოზიტორის
ანგარიშზე დარიცხული თანხა, რომელიც უნდა გადაიხადონ კომერციულმა ბანკებმა
მეანაბრეებისა და ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით.
(საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, თ.
გ.)კომერციული ბანკის რესურსები არის საკუთარი და დაბრუნებითობის
საფუძველზე მოზიდული ფიზიკური და იურიდიული პირების ფულადი სახსრები.
ფორმულირებული კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პასიური
ტრანზაქციების შედეგად, რომლებიც გამოიყენება ერთობლივად აქტიური
ოპერაციების განსახორციელებლად, ანუ კომერციული ბანკის რესურსები მათი
შექმნის მეთოდის მიხედვით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად : საკუთარი და ნასესხები
კაპიტალი. სააქციო კაპიტალი უშუალოდ ბანკს ეკუთვნის მისი საქმიანობის მთელი
პერიოდის განმავლობაში, ხოლო მოზიდული თანხები დროებითია. მოზიდულ
სახსრებს კომერციული ბანკის სტრუქტურაში დიდი წილი უჭირავს. ასე რომ,
კომერციული ბანკები განსხვავდება სხვა კომერციული სტრუქტურებისგან.
კომერციული ბანკის საკუთარი კაპიტალის წილად დაახლოებით 20% მოდის,
შესაბამისად, სხვა კომერციულ საწარმოებში ეს წილი 50-60%-ია.
კომერციული ბანკების მოზიდულ სახსრებში აკუმულაციის მეთოდის
მიხედვით გამოყოფენ დეპოზიტებს და სხვა მოზიდულ სახსრებს.
ანაბარი(დეპოზიტი), ისევე როგორც კრედიტი, წარმოადგენს სესხის
ხელშეკრულების კერძო სახეს, რომლის ფარგლებშიც, მეანაბრე გადასცემს ფულად
თანხას სპეციალურ სუბიექტს (საკრედიტო დაწესებულებას), ხოლო ეს უკანასკნელი
ვალდებულია დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა ანაბრის ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ვადაში და დაარიცხოს შესაბამისი პროცენტი. თუ ვადა არ არის
განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს
მოთხოვნილი. ანაბრის ხელშეკრულება ძალაში შედის მეანაბრის მიერ საკრედიტო
დაწესებულებაში თანხების გადარიცხვის მომენტიდან. ანაბრის ხელშეკრულებით

~9~
საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დააბრუნოს თანხა, მეანაბრეს კი უფლება
აქვს მოითხოვოს გადარიცხული თანხის დაბრუნება. ანაბრის განხორციელებისას
საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მეანაბრის მოწმობა ან წიგნაკი,
რომელიც ადასტურებს მეანაბრის უფლებას განაცხადოს მოთხოვნა საკრედიტო
დაწესებულების მიმართ.

1. 2 დეპოზიტების სახეები მათი დადებითი და უარყოფითი


მხარეები
დღესდღეობით ბანკები გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის დეპოზიტებს
ინდივიდუალურად შემუშავებული პირობებით და სხვადასხვა სახელწოდებით,
თუმცა ყველა ანაბარი იყოფა 2 ძირითად ტიპად : ვადიანი ან უვადო დეპოზიტები.
მაგრამ ეკონომიკური შინაარსის მიხედვით დეპოზიტები იყოფა შემდეგ ჯგუფებად :

• მოთხოვნამდე დეპოზიტი
• ვადიანი დეპოზიტი
• ზრდადი დეპოზიტი
• საბავშვო დეპოზიტი
• სადეპოზიტო სერთიფიკატი:
მოთხოვნამდე ანუ უვადო დეპოზიტის გახსნა მოსახერხებელია მაშინ როცა
მეანაბრე აგროვებს თანხას არა რაიმე კონკრეტული მიზნისთვის არამედ იქმნის ე. წ
„ფინანსური უსაფრთხოების ბალიშს“ ანუ აგროვებს თანხას, რომელსაც გამოიყენებს
გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. უვადო, ე. ი. მოთხოვნამდე
დეპოზიტი შეიძლება მოიძებნოს სხვადასხვა სახელწოდებით სხვადასხვა ბანკში,
მაგრამ მათ მაინც აქვთ ძირითადი საერთო მახასიათებლები, კერძოდ : ანაბარი
გაიხსნება უვადოდ და, როგორც წესი, არ იქნება შეზღუდვები მისგან თანხის
შეტანაზე ან გატანაზე. მოთხოვნამდე ანაბრის გახსნისას, უპირველეს ყოვლისა,
მეანაბრემ უნდა მიაქციოს ყურადღება, სჭირდება თუ არა დეპოზიტის საწყისი
ანაბარი და თუ ასეა, შეესაბამება თუ არა ის მის განკარგულებაში არსებულ თანხას.
მნიშვნელოვანი დეტალი არის ანაბრის პროცენტის გარკვევა და მისი
დაანგარიშება. მოთხოვნამდე დეპოზიტებზე პროცენტის გაანგარიშება ძირითადად
ეფუძნება კომპლექსურ პრინციპს, თუმცა გასათვალისწინებელია პროცენტის

~ 10 ~
კაპიტალიზაციის პერიოდულობა, ანუ, პროცენტის გადარიცხვა ანგარიშზე. გარდა
ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში დგინდება მინიმალური ნაშთი, რომლის არსებობისას
დეპოზიტზე ერიცხება პროცენტი. მოთხოვნამდე დეპოზიტის სარგებლობისას
უმნიშვნელოვანესია მეანაბრემ დააზუსტოს თანხის განთავსების არხები, თანხის
ხელმისაწვდომობის საკითხი და მასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.
ძირითადად, ბანკები მეანაბრეებს საშუალებას აძლევენ დეპოზიტზე თანხა
განათავსონ როგორც ნაღდი ფულის საშუალებით, ისე დისტანციური არხების
გამოყენებით ან გადარიცხვით, ასევე, შესაძლოა, შემოთავაზებულ იქნეს ავტომატური
გადარიცხვის მომსახურებაც, როცა ანაბარზე ანგარიშიდან თანხა მათ მიერ წინასწარ
განსაზღვრული მოცულობითა და პერიოდულობით ხორციელდება.
ვადიანი ანაბარი არის კლიენტის მიერ ბანკში განთავსებული თანხა
გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რომელსაც აქვს ფიქსირებული საპროცენტო
განაკვეთი. ვადიანი ანაბარი იხსნება გარკვეული ვადით და გარკვეული თანხით და
ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ფულის დამატება შეუძლებელია.
როგორც წესი, ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები უფრო
მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის დეპოზიტებზე. სხვა დეპოზიტებთან შედარებით გარდა
ამისა, რაც უფრო გრძელია ანაბრის ვადა, მით უფრო გრძელია ინტერესის დონე.
ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს ეკისრება გადასახადი
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი განაკვეთი.
ხშირად, მინიმალური თანხა, რომელიც უნდა შეიტანოს მეანაბრემ ანაბრის
გასახსნელად, წინასწარ არის განსაზღვრული. ვადიანი ანაბრის არჩევისას
ყურადღება უნდა მიაქციოს მისაღები საპროცენტო განაკვეთსაც.
ზრდადი ანაბარი არის ვადიანი ანაბარი, რომელიც იხსნება გარკვეული
პერიოდის განმავლობაში და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, თუმცა
შესაძლებელია თანხის დამატება დეპოზიტზე. თანხის ჩარიცხვის მინიმალური
ოდენობა და სიხშირე წინასწარ განისაზღვრება. პროცენტი ხშირად გამოითვლება
ყოველდღიურად, ანუ, ბანკი ითვლის იმ დღეს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ
თანხას, რათა დაითვალოს თქვენთვის ყოველდღიურად გადახდილი პროცენტი.
ზრდადი ანაბრის მთავარი მახასიათებელია მისი პერიოდულად შევსების
საჭიროებაა. მოთხოვნები დამატებით თანხაზე - მოცულობა, პერიოდულობა

~ 11 ~
განისაზღვრება ბანკების მიერ. ზოგიერთ შემთხვევაში პერიოდული შენატანები
შეიძლება იყოს სავალდებულო და ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში დაერიცხება
შეღავათების შემცირება და ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, მეანაბრეს შეუძლია
ასევე იპოვოს უფრო მოქნილი შეთავაზებები. ხანდახან დარღვევად არ ჩაითვლება,
თუ რამდენიმე პერიოდულ შენატანს გამოტოვებს მეანაბრე, ზოგიერთ შემთხვევაში
კი ფულის დამატების მკაცრი ვალდებულება საერთოდ არ არის.
მეანაბრეს შეუძლია გახსნას საბავშვო ანაბარი ბავშვის სახელზე და მისი ვადა
ჩვეულებრივ განისაზღვრება მანამ, სანამ ბავშვი არ მიაღწევს სრულწლოვანებას. ეს
არის კონკრეტული ტიპის ვადიანი ანაბარი, რომლის მთავარი მახასიათებელია ისაა,
რომ ის იხსნება ბავშვის მიერ ფულის დაგროვებისთვის. ბანკებს აქვთ სხვადასხვა
შეთავაზება საბავშვო დეპოზიტებზე. ამ ტიპის დეპოზიტზე თანხის დაგროვების
პრინციპი წააგავს ზრდად დეპოზიტს - იწყება მინიმალური ან ნულოვანი ფულადი
შენატანით და მეანაბრე პერიოდულად ამატებს თანხას. ამ დეპოზიტებზე პროცენტის
დარიცხვა შესაძლებელია როგორც მარტივი, ასევე რთული დარიცხვით. ბავშვის
ანაბრის გასახსნელად, როგორც წესი, საჭიროა ბავშვის დაბადების მოწმობა.
სტანდარტულად, საბავშვო ანაბრის გახსნა შეუძლია ნებისმიერს, ვინც
წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობას. თუმცა, დეპოზიტის განკარგვა შეუძლია
მხოლოდ მშობელს/მშობლებს ან მეურვეს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს.
ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ როდესაც ბავშვი სრულწლოვანი ხდება,
მხოლოდ მას აქვს ანაბრის განკარგვის უფლება.
დეპოზიტების შემდეგ სახეობას წარმოადგენს სადეპოზიტო სერთიფიკატი,
რომელსაც ბანკები სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს. სადეპოზიტო
სერტიფიკატი - ეს არის ერთგვარი გარანტია, რომლითაც ბანკი იღებს
ვალდებულებას, გადაგიხადოს მომხმარებელს, როგორც სერტიფიკატის მფლობელს,
წინასწარ განსაზღვრული თანხა სერტიფიკატში წინასწარ მითითებულ დღეს.
მომხმარებელი სადეპოზიტო მოწმობას ყიდულობს იმაზე იაფად, ვიდრე ბანკი
გადაუხდის მასში, სერტიფიკატზე მითითებული ვადის ბოლოს. დაბოლოს,
დეპოზიტების მსგავსად, სადეპოზიტო სერტიფიკატი საშუალებას აძლევს
მომხმარებელს შეიტანოს თავიანთი თანხა ბანკში და მიიღონ დამატებითი
შეღავათები ამ თანხასთან ერთად წინასწარ შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.

~ 12 ~
სტანდარტული და არასტანდარტული სადეპოზიტო სერთიფიკატი

სერთიფიკატი შეიძლება იყოს სტანდარტული ან არასტანდარტული მისი


სახელშეკრულებო პირობების მიხედვით. მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ
სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები რეგულირდება
საკანონმდებლო დონეზე და თუ არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის
პირობები შეიძლება ცალმხრივად შეიცვალოს ბანკის მიერ გაფრთხილებიდან 30
დღის განმავლობაში, სტანდარტული სადეპოზიტო სერთიფიკატის პირობების
შეცვლა შეუძლებელია ვადის დასრულებამდე. მაგალითად, სადეპოზიტო
ხელშეკრულების არასტანდარტული სერტიფიკატის მიხედვით, ბანკი შეიძლება
დათანხმდეს, რომ ვადის ბოლოს გადაგიხადოთ 10% ყოველწლიურად 1 წლიან
სადეპოზიტო სერტიფიკატზე. მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს 30 დღით ადრე
შეგატყობინოთ, რომ წლიური 10%-ის ნაცვლად გადაიხდის 9, 5%-ს. ბანკს არ აქვს
უფლება განახორციელოს ასეთი ცალმხრივი ცვლილება სტანდარტულ სადეპოზიტო
სერტიფიკატზე და ვალდებულია შეინახოს იგი ვადის ბოლომდე.
დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი
სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი შეიძლება იყოს
დისკონტირებული ან საპროცენტო. დისკონტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატი
ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ მას ფასდაკლებულ ფასად და იღებთ ნომინალურ
ღირებულებას ვადის ბოლოს. მაგალითად, თუ ყიდულობთ 1000 ლარის
სადეპოზიტო მოწმობას, შეძენისას შეიძლება პირობითად გადაიხადოთ 900 ლარი,
მაგრამ ვადის ბოლოს ბანკი გადაგიხდით მის ნომინალურ ღირებულებას ანუ 1000
ლარს. როდესაც გაქვთ საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი, მოქმედებს
საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც მიიღებთ სადეპოზიტო სერტიფიკატში
გადახდილი თანხის დამატებით. მაგალითად, თუ თქვენ იყიდით საპროცენტო
სადეპოზიტო მოწმობას 1000 ლარად, ბანკი შემოგთავაზებთ გარკვეულ საპროცენტო
განაკვეთს, რომელსაც მიიღებთ პერიოდულად ან ვადის ბოლოს.
სადეპოზიტო სერთიფიკატის გამოსყიდვა

~ 13 ~
სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი იხსნება ლარში 3, 6, 9, 12, 18 ან 24
თვის ვადით. სერთიფიკატის გაცემისას ბანკი ხელშეკრულებაში დააზუსტებს, აქვს
თუ არა უფლება მომხმარებლისგან ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო
სერტიფიკატი. გამოსყიდვის უფლება ნიშნავს ბანკის უფლებას დაგიბრუნოთ სრული
თანხა და პროცენტი ანაბრის ვადამდე. თუ მას აქვს ასეთი უფლება, გამოსყიდვის
პირობები წინასწარ განისაზღვრება. სადეპოზიტო მოწმობის გახსნისას საჭიროა
სერტიფიკატის ხელშეკრულებაში მიეთითოს მისი სახეობა, თანხა, გადასახდელი
პროცენტი, ვადა, პროცენტის გადახდის ვადა.
სადეპოზიტო სერტიფიკატის დარღვევის და გასხვისების უფლება
სადეპოზიტო სერტიფიკატის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი
სტანდარტული ვადიანი დეპოზიტისგან არის მისი დარღვევისა და გასხვისების
უფლება. თუ სტანდარტულ ვადიან დეპოზიტს დაარღვევთ და თანხის მიღებას
მალევე შეძლებთ, სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების დარღვევის
უფლება სტანდარტულ შემთხვევაში არ გექნებათ. თუმცა ამ დისკომფორტის
მიუხედავად ამ პროდუქტის არჩევა თქვენთვის შეიძლება მისაღები იყოს, რადგან
ძირითადად სადეპოზიტო სერტიფიკატზე მისაღები საპროცენტო სარგებელი უფრო
მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ვადიან ანაბარზე. ამასთან, პირობების ცვლილებისგან
თქვენ უფრო მეტად ხართ დაცული და თანხის საჭიროების შემთხვევაში ორი
არჩევანი გაქვთ : ან ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით ან
გაასხვისოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი. გასხვისება ნიშნავს იმას, რომ თქვენ
შეგიძლიათ მოძებნოთ პირი, ვინც იყიდის თქვენს სადეპოზიტო სერტიფიკატს, ანუ
გადაგიხდით შეთანხმებულ ფასს მისი ვადის ამოწურვამდე. სერტიფიკატის
გასხვისებით თქვენ უკვე ახალ მფლობელს აძლევთ უფლებას, მიიღოს საპროცენტო
სარგებელი და სერტიფიკატის თანხაც ვადის ამოწურვის შემდეგ.
ამ დეპოზიტებიდან ქართულ საბანკო სისტემაში ყველაზე მოთხოვნადი მაინც
რჩება ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები. მოდით მოკლედ განვმარტოთ ისინი
ვადიანი დეპოზიტი არის კლიენტის მიერ ბანკში განთავსებული თანხა გარკვეული
პერიოდის განმავლობაში. რომელსაც აქვს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
ვადიანი ანაბარი იხსნება გარკვეული ვადით და გარკვეული თანხით და
ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ფულის დამატება შეუძლებელია. ხოლო

~ 14 ~
მოთხოვნამდე დეპოზიტი ეს არის უვადო სახის დეპოზიტი და მას ერიცხება
განსაზღვრული სახის პროცენტები ანუ სარგებელი. მომხმარებელს შეუძლია
დეპოზიტის თანხა გაზარდოს ან შეამციროს. მართალია ეს იგივე უვადო და
პერიოდულობა შეუზღუდავია, მაგრამ არსებობს შემთხვევები როცა ანაბრიდან
დღიური გატანის ლიმიტი გააჩნია.
ახლა კი მოდი განვიხილოთ თუ რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები
აქვს თითოეულ მათგანს. დავიწყოთ ვადიანი დეპოზიტით ვადიან დეპოზიტს
გააჩნია უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი სხვა დეპოზიტებთან შედარებით,
თანხის გატანის შემთხვევაში საკომისიო არ ერიცხება. ის დაბალ რისკიანი, ანუ ეს
იმას ნიშნავს რომ ვადიანი ანაბარი უზრუნველყოფილია ფიქსირებული ვადით და
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ამის გამო ფულადი თანხის დაკარგვის
მცირე შანსია. რადგან ამ სახის დეპოზიტს გააჩნია გარკვეული ვადა მის
ამოწურვამდე მეანაბრეს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია და მოკლედ რომ ვთქვათ
ეს შეიძლება აღმოჩნდეს მეანაბრისთვის გადარჩენის გეგმა.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ვადიან დეპოზიტს გააჩნია გარკვეული ვადა
და ამ ვადის პერიოდში მეანაბრეს არ შეუძლია თანხის დამატება , ამასთანავე უნდა
აღინიშნოს რომ ხშირ შემთხვევაში განსაზღვრულია წინასწარი თანხა , რომელიც
გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის. მინუსად შეიძლება ისიც
ჩავთვალოთ, რომ როცა მეანაბრე ბანკში განათავსებს თანხას მასთან წვდომა აღარ
ექნება ვადის დასრულებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს საკომისიოს
გადახდა. მართალია ვადიანი დეპოზიტები დაბალ რისკიანია მაგრამ ის ნაკლებად
მოქნილია სხვა დეპოზიტები უფრო მოქნილი ვარიანტებია ვიდრე ვადიანი
დეპოზიტები.
მოთხოვნამდე დეპოზიტი ვადიანი დეპოზიტისგან განსხვავებით უფრო
კომფორტული შეიძლება იმ პირებისთვის ვისთვისაც პრიორიტეტია ვადა. ვადიანი
დეპოზიტებისგან განსხვავებით მოთხოვნამდე დეპოზიტებს არ გააჩნია ვადა,
შესაძლებელია თანხის დამატება ან თანხის შემცირება პერიოდის განმავლობაში
სხვაგვარად რომ ვთქვათ მოთხოვნამდე დეპოზიტი გვთავაზობს უფრო დიდ
ლიკვიდობას და წვდომას საკუთარ თანხებზე, ასევე უნდა აღინიშნოს ის რომ ვადიან
დეპოზიტში პროცენტის დარიცხვა ხდება მარტივი პროცენტის საშუალებით ხოლო

~ 15 ~
მოთხოვნამდე დეპოზიტის შემთხვევაში რთული პროცენტის საშუალებით.
მეანაბრეს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაიტანოს ნებისმიერი ან
ყველა თანხა საკომისიოს გარეშე, მაგრამ საკომისიო შეიძლება დააკისროს ბანკმა, ანუ
ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ ბანკზე.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს არსებობს შემთხვევები როცა დაწესებულია
გატანის დღიური საკომისიო, მართალია მოთხოვნამდე დეპოზიტები უფრო
მოქნილია მაგრამ ამასთანავე მათ გააჩნიათ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ამის
მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივი წვდომა საკუთარ სახსრებთან, უნდა აღინიშნოს
ისიც რომ ზოგ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი საერთოდ არ ერიცხება. გატანის
შემთხვევაში მომხმარებელი იხდის საკომისოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია საბანკო
დაწესებულებაზეც.

~ 16 ~
თავი 2. სადეპოზიტო ბაზარი საქართველოში და გამოწვევები
2. 1 არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა
დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს 14 კომერციული ბანკი და რა
თქმა უნდა ისინი არიან დეპოზიტების შემნახველი მთავარი ფინანსური ინსტიტუტი
და ეს ინსტიტუტები მომხმარებელს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს.
სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთი არის ის განაკვეთი, რომელიც ბანკმა უნდა
გადაუხადოს კლიენტებს, რომლებიც დეპონირებენ თანხებს ბანკში. იგი გამოიყენება
იმ პროცენტის გამოსათვლელად, რომელიც ბანკმა უნდა გადაუხადოს
მომხმარებელს. დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს სასიცოცხლო მნიშვნელობის
როლი აქვს დეპოზიტების მობილიზაციის შედეგებზე მსხვილმასშტაბიანი და
კაპიტალის სტრუქტურაში. კომერციული ბანკის სადეპოზიტო საპროცენტო
განაკვეთის ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია თითოეული ბანკის ბიზნეს
სტრატეგიაზე. გარდა იმისა, რომ დაფარავს ყველა საოპერაციო ხარჯს, ბანკის
საპროცენტო განაკვეთები უნდა ასახავდეს ბაზარზე ფულის მიწოდება-მოთხოვნის
ურთიერთობას, იგი ყურადღებით აკვირდება ინფლაციის რყევებს და უნდა ჰქონდეს
ბაზრის კონკურენტუნარიანობა. საქართველოს საზოგადოება დადებითად არიან
განწყობილნი ქართული კომერციული ბანკების მიმართ და საპროცენტო
განაკვეთების მიმართ, მაგრამ ამ 14 კომერციული ბანკიდან ქართულ საზოგადოებაში
მაინც გამოირჩევა ის რამდენიმე ბანკი , რომლებიც ყველაზე პოპულარულია
საზოგადოებაში, ესენია :
• სს “ საქართველოს ბანკი“
• სს “ თიბისი ბანკი“
ეს ორი ბანკი არის ყველაზე მოთხოვნადი ბანკი, შეიძლება ითქვას რომ ისინი
არიან საბანკო სისტემის მამოძრავებელი ძალა. ისინი დეპოზიტებს სთავაზობენ
როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ამ შემთხვევაში განვიხილოთ თუ რა
დეპოზიტებს სთავაზობენ ფიზიკურ პირებს. საქართველოს ბანკი თავიანთ
მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის დეპოზიტებს : ვადიანი ანაბარი,
შეგროვებადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი და სერთიფიკატი.
ვადიანი ანაბარი იხსნება ოთხ ვალუტაში : ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი. ის იხსნება
3-24 თვემდე პერიოდში, მომხმარებელს არ შეუძლია თანხის ცვლილება და
~ 17 ~
ამასთანავე საწყისი თანხა უნდა შეადგენდეს 500 ერთეულს, მინიმალური
საპროცენტო განაკვეთია 10, 70% ხოლო მაქსიმალური 12. 35%. , დოლარში 0. 25% და
1. 45%.
შეგროვებადი ანაბარი არის იმ პირებისთვის ვისაც აქვს გარკვეული მიზანი,
მაგალითად, მოგზაურობისთვის, ნივთისთვის, სწავლისთვის და ა. შ. ანაბრის გახსნა
შესაძლებელია ისევ 4 ვალუტაში მაგრამ მინიმალური თანხა არის 10 ერთეული და
მეანაბრეს შეუძლია თანხის დამატება, ასევე საპროცენტო განაკვეთები იგივე რჩება.
მოთხოვნამდე ანაბარი მეანაბრეებს საშუალებას აძლევს თავისუფლად გამოიყენონ
თავიანთი თანხა. ამ შემთხვევაში ანაბარს აქვს მომსახურების და გატანის საკომისიო,
მომსახურების საკომისიოა 10 ლარი ხოლო გატანის 0.6%. ანაბრის გახსნა
შესაძლებელია უვადოდ და წინასწარი თანხა ისევ 10 ერთეულს შეადგენს , რაც
შეეხება საპროცენტო განაკვეთს აქ ის 7% ს შეადგენს ხოლო დოლარში0. 10%, სხვა
ვალუტებში არ იხსნება. საბავშვო ანაბარი ძირითადად გამოიყენება იმისათვის რომ
ბავშვს წარმატებული მომავალი შეუქმნან. ამ ბანკში საწყისი თანხა 10 ერთეულს
შეადგენს 12.35%-ით , რაც შეეხება ვადას ის იხსნება 2-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის,
ანუ უფრო კონკრეტულად მეანაბრეს შეუძლია გახსნას ანაბარი სანამ ბავშვი
სრულწლოვანი არ გახდება. და ბოლოს ამ შემთხვევაში ვადა უფრო ხანგრძლივია და
ის შეიძლება გაიხსნას 3 დან 60 თვემდე , მინიმალური თანხა 5 000 და მისი
ექვივალენტი სხვა ვალუტაში, რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს აქ მინიმალური
განაკვეთი 10. 75%-ია ხოლო მაქსიმალური 15.15%.
გადავიდეთ თიბისი ბანკზე , თიბისი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი
სახის დეპოზიტებს : ვადიანი ანაბარი, ჩემი მიზანი, ანაბარი მინდა, ანაბარი ჩემი
სეიფი, საბავშვო ანაბარი, სერთიფიკატი, საბავშვო ანაბარი, ჩემი ყულაბა.
განვიხილოთ ისინი მოკლედ.
ვადიანი ანაბარი იხსნება 4 ვალუტაში მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.
90%-ა ხოლო მაქსიმალური 12% ია , მინიმალური თანხა 100 ლარია. რაც შეეხება ჩემს
მიზანს და ანაბარ მინდა-ს ისინი ეგრეთ წოდებული ყულაბის ტიპის ანაბრებია ამ
ორივე ანაბარს არ გააჩნია წინასწარ შეტანის ფიქსირებული თანხა , იხსნება 3 დან 24
თვემდე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი ორისვე შემთხვევაში არის 10.90%
ხოლო მაქსიმალური 11, 80%, მაგრამ განსხვავება მათ შორის ისაა რომ ანაბარი მინდა

~ 18 ~
იხსნება მხოლოდ რეზიდენტი პირებისთვის. ჩემი სეიფი არის ისეთი ტიპის ანაბარი
სადაც მეანაბრის თანხა ხელუხლებელია და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს,
შეიძლება ითქვას რომ მისი მნიშვნელობა და სახელი ერთმანეთის
პირდაპირპროპორციულია. ის არის უვადო ტიპის ანაბარი , რომელსაც არ გააჩნია
წინასწარ განსაზღვრული რაიმე თანხა, მაგრამ გახსნის საკომისიო გააჩნია, 10 ლარი,
იხსნება სამ ვალუტაში : ლარი, დოლარი, ევრო. ლარში საპროცენტო განაკვეთი 5.
5%-ია , დოლარში 0, 20%-ი საბავშვო ანაბრის გახსნა თიბისი ბანკში 2020 წლის 14
სექტემბრიდან შეჩერებულია ამის გამო გადავიდეთ სხვა ანაბარზე, სერთიფიკატის
გახსნა შეიძლება 3-დან 60 თვემდე ვადით და განსაზღვრულია წინასწარ შეტანის
თანხა 5000 ლარის სახით, იხსნება ოთხ ვალუტაში რაც შეეხება განაკვეთებს
მინიმალური 10. 90%-ია ხოლო მაქსიმალური 14.80%. შემნახველი ანაბარი არის
უვადო ტიპის ანაბარი , რომელსაც არ გააჩნია მინიმალური შენატანი მაგრამ გააჩნია
საკომისიო, კერძოდ, მომსახურების საკომისიო ყოველთვიურად 0, 90 ლარი , ხოლო
ანაბრის გახსნა 10 ლარი ღირს. იგი იხსნება ლარში 2%-ად და დოლარში 0. 1%-ად. და
ბოლოს დაგვრჩა ჩემი ყულაბა ეს ისეთი სახის ანაბარია, როცა მეანაბრე თანხას
აგროვებს ბარათის ტრანზაქციების მიხედვით და მას არ გააჩნია საპროცენტო
განაკვეთი.
ამ ყველაფრის მიხედვით ჩვენ გვაქვს ზოგადი წარმოდგენა ქართულ
სადეპოზიტო პოლიტიკის შესახებ და ვიცით თუ ძირითადად რა ანაბრების გახსნაა
შესაძლებელი საქართველოს საბანკო სისტემაში. მსოფლიო ყოველ დღე ვითარდება
თითოეულ სფეროში და არც საბანკო სფეროში ჩამორჩება. დღესდღეობით
მეანაბრეებისთვის შექმნილია ისეთი პროდუქტები, რომლებიც მეანაბრეებს
უადვილებს ანაბრის გახსნას და თანხის დაგროვებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის
ფაქტი რომ სხვადასხვა ბანკმა ეს პროდუქტები შეიძლება სხვადასხვაგვარად
შესთავაზოს. ეს პროდუქტები შეიძლება იყოს მობაილ-ბანკით, ინტერნეტ-ბანკით
ახალი დეპოზიტების გახსნა ან დისტანციური მომსახურებით, ანუ ცხელი ხაზით.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და ვნახოთ რა უპირატესობა შეიძლება ქონდეს
ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საბანკო სისტემაში და რა შედეგს მოუტანს
საბანკო სისტემას.

~ 19 ~
როგორც ვახსენე დღესდღეობით მსოფლიო დღითიდღე ვითარდება და
თითქმის ყველაფერი გაციფრულებას განიცდის, საბანკო სფეროც არ ჩამოუვარდება
მას და ამ სფეროში შეიძლება მოწინავე ადგილს საქართველოს ბანკი იკავებდეს ,
მაგრამ ამ შემთხვევაში, უშუალოდ, დეპოზიტების კუთხით თითქმის ყველა ბანკი
სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს ამ სამი სახის ახალ პროდუქტს. საქართველოს
ბანკი თავიანთ მომხმარებელს მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით გახსნან
შემდეგი სახის ანაბრები : მოთხოვნამდე, ვადიანი და შეგროვებადი. ამასთანავე ამ
ანაბრებზე 0. 25% -ით მეტი სარგებელი დაერიცხება ვიდრე ფილიალში გახსნისას.
მაგრამ შეიძლება არსებობდეს ისეთი მომხმარებელი ვისაც არ აქვს ინფორმაცია ამა
თუ იმ ანაბრის შესახებ ამისათვის მათ აქვთ ყველა ანაბარი დეტალურად აღწერილი,
მაგრამ ასევე ისინი სთავაზობენ მომხმარებელს ახალ პროდუქტს რასაც მირჩიე
ანაბარი ქვია. ამ პროდუქტის საშუალებით მომხმარებელი ირჩევს კატეგორიებს,
სადაც ირჩევს რისთვის უნდა ანაბარი, რა მიზნით და რა ვადით, ამ ყველაფრის
შემდეგ კი ბანკი მომხმარებელს შესთავაზებს მასზე მორგებულ ანაბარს. ანაბრების
გარდა ასევე შესაძლებელია ყულაბის გახსნაც , რომელიც ცალკე კატეგორიადაა
ჩაშვებული, ამისათვის საჭირო არ არის მომხმარებელს ქონდეს ანაბარი, მას შეუძლია
ნებისმიერ დროს გახსნას ან დახუროს იგი. იგივე პრინციპით ხდება ცხელი ხაზით,
ანუ დისტანციური მომსახურებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხმარებელი უშუალოდ
უკავშირდება ბანკის წარმომადგენელს მობილური ტელეფონის საშუალებით, ბანკის
წარმომადგენელი უხსნის ამა თუ იმ ანაბრის პირობას და დადასტურების შემდეგ
იხსნება ანაბარი.
თიბისი ბანკი თავიანთ მომხმარებელს მობაილ და ინტერნეტ ბანკის
საშუალებით სთავაზობს, რომ გახსნან შემდეგი ანაბრები : ანაბარი მინდა, ჩემი
მიზანი, ჩემი სეიფი, ჩემი ყულაბა და ვადიანი ანაბარი. ამ ანაბრების შემთხვევაში
გარკვეული კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს მომხმარებელს სანამ გახსნის
ანაბარს, ამასთანავე ხელშეკრულების დადასტურებაც, მაგრამ საქართველოს
ბანკისგან განსხვავებით თიბისი ბანკში არაა შეღღავათი და დამატებითი
საპროცენტო განაკვეთი, ასევე არაა ისეთი ღილაკი რასაც მირჩიე ანაბარი ქვია,
რომელიც ეხმარება მომხმარებელს მასზე მორგებული ანაბრის შერჩევაში. შეიძლება
ითქვას რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკი უფრო შეღავათიან და

~ 20 ~
მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს. იმის გამო რომ დეტალური
ახსნა არ აქვს ამა თუ იმ ანაბარს იმ პიროვნებისათვის ვინც არაა გარკვეული
ანაბრებში ცხელი ხაზისა და ფილიალში მისვლა უკეთესი საშუალებაა ვიდრე
მობაილ და ინტერნეტ ბანკით, მაგრამ ხელშეკრულებაში ყველაფერია აღწერილი
რომელიც რთულადაა აღწერილი და ეს შეიძლება რიგითმა მომხმარებელმა ვერ
გაიგოს. უნდა აღინიშნოს თიბის ბანკის დაქვემდებარებაში არსებული სფეის ბანკი,
რომელიც ციფრული ბანკია და ისიც სთავაზობს მომხმარებელს დეპოზიტის სახის
ყულაბას სადაც ერიცხება საპროცენტო განაკვეთი, ვფიქრობ ესეთი სახის ბანკი
შეიძლება ერთადერთი არ იყოს და მომავალში კიდევ შეიქმნას.
მოკლედ რომ შევაჯამოთ რა უპირატესობები აქვს ახალ პროდუქტებს. ესენია :
• დისტანციური მომსახურება ზოგავს დროს და ენერგიას
• ამარტივებს მომხმარებლისთვის დეპოზიტის შესახებ ინფორმაციის
გაგებას
• მარტივია მისი შექმნა და გააქტიურება
თუ ეს სისტემა და პროდუქტები უფრო განვითარდება შესაძლებელია, რომ
სამომავლოდ მკვეთრად შემცირდეს მოთხოვნა ფიზიკურად ბანკების მიმართ და
ყველა ოპერაცია რამდენიმე დაწკაპუნებით შესრულდეს, მაგრამ ამას საზოგადოების
გარკვეული ნაწილი აუწყობს ფეხს , მაგრამ დარჩება საზოგადოების ნაწილი ვინც ვერ
გაიგებს ახალ ტექნოლოგიებს და დამოკიდებული დარჩება ბანკებზე. აღსანიშნავია
ისიც რომ ბანკი ფინანსური ინსტიტუტია და მას ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს
ტექნოლოგიები.
ახლა კი დროა განვიხილოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ,
გავაანალიზოთ ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მდგომარეობა და
ვნახოთ როგორ შეიცვალა დეპოზიტების ფასები, ასევე ვნახოთ თუ რამ იქონია
გავლენა მათზე.

~ 21 ~
გრაფიკი №1

6,000,000 ფიზიკურ პირთა დეპოზიტები(ლარი)


5,000,000

4,000,000

3,000,000

2,000,000

1,000,000

სულ დეპოზიტები მიმდინარე ანგარიშები


სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები სულლ

წყარო: სებ-ის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აგებულია ჩემ მიერ

გრაფიკიდან კარგად ჩანს რომ 2012 წლიდან დეპოზიტები მნიშვნელოვნად


განვითარდა და გაიზარდა , მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ამ
დეპოზიტებიდან ყველაზე მეტი სანდოობა ვადიან დეპოზიტზეა, ამის მიზეზი
შეიძლება იყოს ის ფაქტი რომ ამ სახის დეპოზიტებს უფრო მაღალი საპროცენტო
განაკვეთი აქვს სხვა დეპოზიტებთან შედარებით. მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენების გამო შეიძლება გვევარაუდა რომ დეპოზიტების რაოდენობა
შემცირდებოდა , მაგრამ პირიქით მოხდა 2022 წლის 1 იანვარს დეპოზიტების საერთო
მოცულობამ თავის პიკს მიაღწია და შეადგინა 5 384 718 მლნ. ლარი ხოლო შემდეგ
დაიწყო შემცირება მაგრამ საგრძნობლად არ შემცირებულა და მარტის თვეში
შეადგენდა 5 350 287 მლნ. ლარს.
ახლა კი რაც შეეხება დეპოზიტების ფასებს საინტერესოა დეპოზიტების
რაოდენობის ზრდასთან ერთად ამ წლების განმავლობაში გაიაფდა თუ გაძვირდა
დეპოზიტები. ქვემოთ მოცემულია გრაფიკი სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ
იცვლებოდა დეპოზიტების ფასები 2012 -2021 წლებში.

~ 22 ~
გრაფიკი №2

დეპოზიტების ფასი(%)
14.0
12.0
10.0
8.0
6.0
4.0
2.0
0.0

დეპოზიტები სულლ მიმდინარე ანგარიშები


მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები

წყარო : სებ-ის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აგებულია ჩემ მიერ

აქ უკვე კარგად გამოჩნდა რომ ვადიანი დეპოზიტები ყოველთვის მაღალ


პროცენტიანი ანაბარი იყო მაგრამ 2012 წელთან ის მაინც შემცირებულია, მაგრამ
უნდა აღინიშნოს ისიც რომ აქ მოცემულია ვადიანი დეპოზიტების ჯამური საშუალო
პროცენტი ანუ ყველა ვადის ვადიანი დეპოზიტია გათვალისწინებული. ამ
გრაფიკიდანვე კარგად ჩანს რომ ადრეც და ახლაც ყველაზე ნაკლები საპროცენტო
განაკვეთი მოთხოვნამდე ანაბარს გააჩნია. მიუხედავად იმისა რომ ვადიან დეპოზიტს
და ჯამურ დეპოზიტების რაოდენობას ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი
გააჩნია ის მაინც შემცირებულია და განიცდის გაიაფებას.
ახლა კი რაც შეეხება იურიდიულ პირებს, იურიდიული პირებისთვის
დეპოზიტების იგივე სახეები არსებობს, რაც ფიზიკური პირებისთვის. ამ
შემთხვევაში უფრო საინტერესო იქნება დეპოზიტების და მათი ფასების განხილვა,
რადგან კომპანიებს შეიძლება სხვა მოთხოვნები ქონდეს ფიზიკური პირებისგან
განსხვავებით. ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით კარგად ჩანს რომ
მოთხოვნამდე დეპოზიტები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია და ამასთანავე
ფიზიკური პირებისგან განსხვავებით აქ მიმდინარე ანგარიშები იკავებენ მოწინავე
ადგილს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ 2020 წლის 1 დეკემბერს ვადიანმა

~ 23 ~
დეპოზიტებმა გადაასწრო მიმდინარე ანგარიშებს , ეს ყველაფერი დროებითი იყო და
2021 წელს ისევ განიცადა ვარდნა.
გრაფიკი №3

იურიდიულ პირთა დეპოზიტები(ლარი)


10,000,000

8,000,000

6,000,000

4,000,000

2,000,000

დეპოზიტები სულ მიმდინარე ანგარიშები


მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები

წყარო : სებ-ის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აგებულია ჩემ მიერ

2022 წელს დეპოზიტები უფრო გაიზარდა და მაისის მონაცემებით შეადგინა 9


784 590 მლნ. ლარი. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური დეპოზიტების პიკი
იყო მარტის თვეში 10, 239, 013 მლნ. ლარი. ზოგადად დეპოზიტების ფასები
იურიდიული პირებისთვის უფრო დაბალია, მაგრამ საინტერესოა როგორ
ვითარდებოდა , გაიზარდა თუ შემცირდა ეს ფასები.

~ 24 ~
გრაფიკი №4

დეპოზიტების ფასი(%)
14.0
12.0
10.0
8.0
6.0
4.0
2.0
0.0

დეპოზიტები სულლ მიმდინარე ანგარიშები


მოთხოვნამდე დეპოზიტები ვადიანი დეპოზიტები

წყარო : სებ-ის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აგებულია ჩემ მიერ

გრაფიკიდან შეგვიძლია დავინახოთ რომ იურიდიული პირების დეპოზიტების


ფასები უფრო ცვალებადია ფიზიკურ პირებთან შედარებით. ვადიანი დეპოზიტები
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, როცა 2012 წელს ის შეადგენდა 6.1
პროცენტს ხოლო 2021 წლის ბოლოს 11. 6 პროცენტს შეადგენდა, ფაქტობრივად ის
გაორმაგდა, ასევე მოთხოვნამდე დეპოზიტებიც 2012 წელთან შედარებით გაიზარდა ,
მაგრა, არა ისე როგორც ვადიანი დეპოზიტები. აქედან ვხედავთ რომ, ამ
შემთხვევებში დეპოზიტების ფასი გაიზარდა მაგრამ არა ყველა სახის დეპოზიტების.
მიმდინარე ანგარიშების ფასი შეადგენდა 10. 8%-ს და 2021 წლის ბოლოს ჩამოვიდა 9.
5%-მდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ფიზიკური
და იურიდიული პირების დეპოზიტები საკმაოდ ზრდადია ბოლო ათი წლის
განმავლობაში, მაგრამ მათი ფასები საკმაოდ განსხვავდება, რადგან ფიზიკური
პირების დეპოზიტები თითქმის ყველა სახის მცირდება , მაგრამ იურიდიული
დეპოზიტების ფასები უფრო ერთ დონეზეა. იურიდიული პირების დეპოზიტების
ფასები ბოლო 10 წლის განმავლობაში მართალია ერთ დონეზე იყო , მაგრამ ბოლო
პერიოდში მაინც შემცირდა. ახლა კი დროა ვნახოთ რა იყო ამ დეპოზიტების ფასების
შემცირების მიზეზი და რამ შეიძლება განაპირობოს ესეთი ფასის ცვლილება.

~ 25 ~
ახლა კი ვნახოთ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას დეპოზიტების ფასებზე. ის
ფაქტორები რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს დეპოზიტების ფასებზე
მდგომარეობს შემდეგში :
1. კონკურენცია ბაზარზე
2. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება
3. ბანკის მდგომარეობაზე
როგორც ზემოთ ვახსენე დღესდღეობით საქართველოში 14 ბანკი
ფუნქციონირებს, ეს ყველა ინსტიტუტი ცდილობს რომ ერთმანეთს აჯობონ ,
ამისათვის ისინი ცვლიან საპროცენტო განაკვეთებს ახალი მომხმარებლის
მოსაზიდად. სადეპოზიტო ბაზარზე არცერთ ფინანსურ ინსტიტუტს არ სურს
ჩამორჩეს რომელიმე სხვას, ამის გამო თუ სხვა ბანკი გაზრდის დეპოზიტების ფასს
სხვა ბანკიც იმავეს გაიმეორებს წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეილება პოტენციური
მომხმარებლის დაკარგვას უდრიდეს, რაც ფინანსურ ინსტიტუტს არ აწყობს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებამ გაზრდა ბანკებში
დეპოზიტების მოცულობა, რამაც საბოლოო ჯამში გააიაფა დეპოზიტები. ისინი
შედარებით დაბალ პროცენტში ასესხებენ თანხას გაზრდილი დეპოზიტების
მოცულობის ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში დადებითად იმოქმედებს ბანკის
მდგომარეობაზე.
დეპოზიტები ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მთავარი წყაროა.
კლიენტების წახალისების მიზნით მათ შეუძლიათ გაზარდონ დეპოზიტების ფასი
რის შედეგადაც მიღებული თანხა უფრო მაღალ პროცენტში გაასესხოს, რაც საბოლოო
ჯამში ბანკს მოუტანს დამატებით შემოსავალს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ თუ რა იყო მიზეზი
იმისა რომ დეპოზიტების ფასები ბოლო პერიოდში შემცირდა მაგრამ შემდეგ კვლავ
გაიზარდა. ამის მიზეზი შეიძლება ითქვას რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს
შემოღება იყო, რადგან 2017 წლამდე დეპოზიტების ფასები ფიზიკური პირებისთვის
სტაბილურად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო შემცირება. ეს იმის ბრალი იყო რომ
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შემოღების შემდეგ სხვადასხვა ბანკებში
დეპოზიტები შედარებით გაიაფდა მაგრამ საერთო მოცულობა გაიზარდა, შეგვიძლია
ვთქვათ რომ უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია, რადგან მოცულობის ზრდამ

~ 26 ~
გამოიწვია ფასების შემცირება. 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ფასების შედარებით
გაზრდა, როგორც მოგეხსენებათ ამ პერიოდში მსოფლიოში გავრცელდა კოვიდ 19 -ის
ვირუსი, რის გამოც მსოფლიო დადგა მსოფლიო კრიზისის წინაშე ეს შეეხებოდა
ბანკებსაც, რის გამოც ბანკებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები, რათა
გაზრდოდათ ბანკის აქტივებში თანხა და გაეცათ სესხი მაღალ პროცენტში რითაც
დამატებით შემოსავალს მიიღებდნენ.

2. 2 ქართული სადეპოზიტო ბაზრის დამცავი მექანიზმები


დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დაარსდა 2017 წლის 24 ივლისს
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
რომელიც 2017 წლის 17 მაისს შევიდა ძალაში. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მისი მთავარი ფუნქციაა
საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში რეზიდენტი და არარეზიდენტი
პირების (ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაციები) დეპოზიტების
დაზღვევა. „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
რომელიმე კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმის წარმოების
დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ვალდებულია 20
კალენდარული დღის ვადაში აუნაზღაუროს მეანაბრეების კუთვნილი თანხა
დადგენილ ზღვრის ფარგლებში.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ახორციელებს დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის ადმინისტრირებას ქვეყანაში და უზრუნველყოფს მის გამართულ და
ეფექტურ ფუნქციონირებას. სისტემა საქართველოში დაინერგა მსოფლიო ბანკის
მხარდაჭერით და ეფუძნება დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის
ძირითად პრინციპებს, რომლებიც შემუშავებულია დეპოზიტების დაზღვევის
საერთაშორისო ასოციაციის და ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის
მიერ.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ზედამხედველობას უწევს 5-კაციანი
სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს წევრები არიან : საქართველოს ფინანსთა მინისტრი -
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
- ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - კობა
გვენეტაძე და კომერციული ბანკების მიერ არჩეული ორი დამოუკიდებელი წევრი -

~ 27 ~
დავით რუსია და გიორგი ბაგრატიონი. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ
კომერციული ბანკების წარმომადგენლები ხმების უბრალო უმრავლესობით ფარული
კენჭისყრით, ამ პროცესებს საქართველოს ეროვნული ბანკი აკონტროლებს. საბჭოს
დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია და მისი ხელახალი
არჩევა შეზღუდული არ არის. კომისიას ერთი წლის ვადით როტაციას უწევენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭოს
2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გონივრულ რეგულირებასთან,
ლიკვიდობის მხარდაჭერასთან და ეფექტურ ზედამხედველობასთან ერთად
წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის
მნიშვნელოვან კომპონენტს და იცავს მეანაბრეებს სახსრების დაკარგვისგან
(დადგენილ ზღურბლში) კომერციული ბანკებში. „კომერციული ბანკების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის
დაწყების შემთხვევაში. სისტემის მიზანი საქართველოში არის დაზოგვის წახალისება
კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდით, ფინანსური
კრიზისების შოკისმომგვრელი შედეგების შემცირებით, სოციალური უსაფრთხოების
ქსელის გაძლიერებით და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით.
როდესაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა, სადაზღვევო მარჟა
თავდაპირველად 5000 ლარი იყო. ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან ეს ლიმიტი 15 000
ლარამდე გაიზარდა. ზღვრის 15 000 ლარამდე აწევა არის პირველი მნიშვნელოვანი
ნაბიჯი დაფარვის გასაუმჯობესებლად, ის ასევე ხელს უწყობს დეპოზიტების
დაზღვევის მნიშვნელობის გაზრდას სისტემის საიმედოობისა და ფინანსური
უსაფრთხოების თვალსაზრისით.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკურ
პირებზე ვრცელდებოდა. ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან იგი გავრცელდა
იურიდიულ პირებზე, რითაც სისტემა კიდევ უფრო დააახლოვა საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკასთან და ევრო დირექტივაში დადგენილ პრინციპებთან.

~ 28 ~
ყველა სახის დეპოზიტი დაზღვეულია, მათ შორის მიმდინარე ანგარიში და
დეპოზიტები. ანაბარი არ ექვემდებარება დაზღვევას იმ დეპოზიტებზე, რომლებზეც
მეანაბრეს შეზღუდული აქვს წვდომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში, აგრეთვე კომერციული ბანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი
წილის მფლობელი აქციონერებისა და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მეანაბრისთვის დამატებით ხარჯს არ
წარმოადგენს. სისტემის დანერგვა საქართველოში გათვალისწინებული იყო
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო
2020 და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით.
ამ ყველაფრის მიხედვით საინტერესოა თუ რა რაოდენობის დეპოზიტებს
აზღვევს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ყოველთვიურად და რა რაოდენობის
დეპოზიტები აქვს დაზღვეული შექმნის დღიდან. მოდით ჯერ განვიხილოთ
ფიზიკური პირების დეპოზიტები, რადგან შექმნის დღიდან ამ სააგენტომ დაიწყო
ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა და მხოლოდ და მხოლოდ 2022 წელს
დაიწყეს იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა.

~ 29 ~
გრაფიკი №5

დაზღვეული დეპოზიტები ფიზიკური


პირებისთვის
5,000,000,000
4,000,000,000
3,000,000,000
2,000,000,000
1,000,000,000
0
01/01/18
01/04/18
01/07/18
01/10/18
01/01/19
01/04/19
01/07/19
01/10/19
01/01/20
01/04/20
01/07/20
01/10/20
01/01/21
01/04/21
01/07/21
01/10/21
01/01/22
01/04/22
დაზღვეული დეპოზიტები სულლ ეროვნულ ვალუტაში
უცხოურ ვალუტაში

წყარო : საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სტატიკური მონაცემების


მიხედვით აგებულია ჩემ მიერ

როგორც გრაფიკიდან ჩანს დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა თითქმის


ერთი და იგივე იყო, რადგან შედარებით სტაბილურად მიდიოდა ტრენდის ხაზი,
მაგრამ 2020 წლის ივნისის თვიდან ივლისის თვემდე საკმაოდ მკვეთრი ზრდა აქვს.
საინტერესოა ამ მკვეთრი ზრდის მიზეზი რა არის? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია
2020 წლის 1 ივლისამდე დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი , მხოლოდ, 5 000 ლარს
შეადგენდა, ხოლო 1 ივლისს ეს ზღვარი გაიზარდა და გახდა 15 000. ივნისის თვის
ბოლოს დაზღვეული დეპოზიტების ჯამური რაოდენობა იყო 2 026 453 ხოლო
ივლისის ბოლოს ეს თანხა გაიზარდა თითქმის 82%-ით და შეადგინა 3 675 357 მლნ.
ლარი.
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა დადგა თუ არა რაიმე სადაზღვეო შემთხვევა ამ
დროის განმავლობაში და როგორ მოახდინა რეაგირება დაზღვევის სააგენტომ. ამ
დროის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი სადაზღვეო შემთხვევა, მაგრამ ბოლო
პერიოდში არსებობდა იმის საშიშროება რომ ეს შემთხვევა დამდგარიყო, კერძოდ,
საუბარი მაქვს ვითიბი ბანკ საქართველოზე. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა,
ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა დააწესეს ფინანსური სანქციები რუსეთს უკრაინაში
მისი აგრესიული სამხედრო ოპერაციების გამო. ეროვნულმა ბანკმა ასევე დაავალა
საქართველოს ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს სანქციებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა

~ 30 ~
საქართველოში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა.
საერთაშორისო სანქციები რა თქმა უნდა გავრცელდა ვითიბი ბაკზეც და საშიშროება
დადგა იმისა, რომ სადაზღვეო შემთხვევა დამდგარიყო, მაგრამ სებ-მა დროული
რეაგირება მოახდინა, რადგან მათი ამოცანა ბანკის მომხმარებლების უფლებების
დაცვა იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბაზის ბანკსა და ვითიბი ბანკს შორის
შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ბანკში არსებული ფიზიკური
პირების დეპოზიტები და საკრედიტო ვალდებულებები ბაზის ბანკში გადავიდა.
კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშრებით სებ-მა გააგრძელა , რადგან კითხვის
ნიშნის ქვეშ რჩებოდა იურიდიული პირების საკითხი. ამასთან დაკავშირებით
შეთანხმება შედგა და იურიდიული პირების სესხებისა და დეპოზიტების გარკვეული
ნაწილი ლიბერთი ბანკში გადავიდა, უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს შეეხებოდა მცირე
და საშუალო ბიზნესის მქონე პირებსაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და სების
დროული რეაგირების გამო არ დადგა სადაზღვეო შემთხვევა წინააღმდეგ
შემთხვევაში საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის ისტორიაში დადგებოდა
პირველი სადაზღვეო შემთხვევა.
და მაინც რა მოუტანა ამ სისტემის შემოღებამ სადეპოზიტო და საფინანსო
ბაზარს საქართველოში, რა უპირატესობები გააჩნია მას? მეანაბრეებისთვის
დეპოზიტების დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვანი იყო , რადგან დეპოზიტები
უფრო საიმედო და უსაფრთხო გახდა მათთვის. მათ არ სჭირდებათ რაიმე ბლანკის
ან/და აპლიკაციის შევსება იმისათვის რომ მათი დეპოზიტები დაზღვეული იყოს,
სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას კი სააგენტო ლიმიტის ფარგლებში
აუნაზღაურებს თანხას. ამ სისტემის შემოღებამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში
სადეპოზიტო და საფინანსო ბაზრის საიმედოობის უკეთ წარმოჩენაში, რადგან ის
იცავს მეანაბრეებს დეპოზიტების დაკარგვისგან. იგი ხელს უწყობს ფინანსურ
სტაბილურობას და თუ მოხდება რაიმე შემთხვევა რაც შეიძლება მოახდინოს
რეაგირება და ძველ ნიშნულს დაუბრუნოს ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებელი.
ის ასევე აძლიერებს და ავსებს არსებულ მარეგულირებელ და საზედამხედველო
ჩარჩოს ფინანსურ სისტემაში რისკის ჯანსაღი მენეჯმენტის წახალისებით.

~ 31 ~
ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ თუ რაში გვჭირდება დეპოზიტების
დაზღვევის სისტემა :
• ის ინარჩუნებს საზოგადოების სანდო დამოკიდებულებას საბანკო
სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.
სანდოობის გარეშე ბანკები ვერ გაასესხებდნენ ფულს, მაგრამ მაინც
მოუწევდათ დეპოზიტორების მოზიდვა.
• იგი არწმუნებს მეანაბრეებს , რომ მათი დეპოზიტები დაცულია და
ბანკის წარუმატებლობის შემთხვევაში მათი ანაბრები დაუყონებლივ
დაუბრუნდებათ.
• იგი მხარს უჭერს ზოგადად საბანკო სტრუქტურას. ამ სისტემის
შემოღების შემდეგ შეიძლება ითქვას საბანკო სისტემა უფრო მოქნილი
გახდა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მოქმედებს მსოფლიოს დაახლოებით 104
ქვეყანაში და მათ შორის ყველაზე პირველი აშშ-ია, რადგანაც აქ დაზღვევის სისტემა
ამოქმედდა დიდი დეპრესიის შემდეგ როცა ევროპულმა სახელმწიფოებმა 1990
წლიდან დაიწყეს ამ სისტემის შემოღება. ამერიკაში ამ სისტემას დეპოზიტების
დაზღვევის ფედერალური კორპორაცია(FDIC)ეწოდება. იგი არის დამოუკიდებელი
ფედერალური სააგენტო, რომელიც აზღვევს დეპოზიტებს აშშ-ს ბანკებში და
ეკონომიას ახორციელებს ბანკის უკმარისობის შემთხვევაში. ბანკის
წარუმატებლობის შემთხვევაში, FDIC დაფარავს 250, 000 აშშ დოლარამდე
დეპოზიტებს FDIC დაზღვეული ბანკში თითოეული ანგარიშის მფლობელის
კატეგორიისთვის, როგორიცაა საპენსიო ანგარიშები და ტრასტები. ეს თანხა
ადეკვატურია მეანაბრეთა უმრავლესობისთვის, თუმცა ამ თანხაზე მეტის მქონე
მეანაბრეებს მოუწევთ თავიანთი აქტივების განაწილება რამდენიმე ბანკში, რათა
რომელიმე ბანკის წარუმატებლობის შემთხვევაში არ გაკოტრდეს და ზარალში არ
წავიდეს.
FDIC დაზღვევა არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა
ურთიერთდახმარების ფონდები, ანუიტეტები, სიცოცხლის დაზღვევის პოლისები,
აქციები ან ობლიგაციები. სეიფების შიგთავსი ასევე არ შედის FDIC დაზღვევის
ფარგლებში. წარუმატებელი ბანკის მიერ გაცემული ფულადი ჩეკები და ფულადი

~ 32 ~
ბრძანებები სრულად ინახება FDIC-ის მიერ. დაზღვევას ასევე ექვემდებარება ყველა
სახის ანგარიშები, კორპორაციის, პარტნიორობის, შპს ან ბანკის არაკორპორირებული
ორგანიზაციის შესაბამისი ბიზნეს ანგარიშები, ინდივიდუალური საპენსიო
ანგარიშები .

2. 3 კრიპტო დეპოზიტები თუ საბანკო დეპოზიტები?


სანამ კრიპტო ვალუტაში დეპოზიტებზე გადავიდოდეთ მანამ საჭიროა
განვმარტოთ თუ რა არის ზოგადად კრიპტო ვალუტა. კრიპტო ვალუტა არის ისეთი
ციფრული ვალუტა რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. კრიპტო
ვალუტით პროდუქტის ან/და სერვისის შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ მიმოქცევაში
არსებული ვალუტისგან განსხვავებით კრიპტო ვალუტით ვაჭრობა არის
დეცენტრალიზებული, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ის არ რეგულირდება არც რომელიმე
სახელმწიფო ორგანოს და არც ეროვნული ბანკის მიერ. კრიპტო ვალუტას გააჩნია
მნიშვნელოვანი თვისება და იგი მდგომარეობს შემდეგში : კრიპტო ვალუტა ინახება
ონლაინ კომპიუტერების დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით, ხოლო ამის
მისაღწევად , კრიპტოვალუტები მუშაობენ ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებულ
ტექნოლოგიებზე. კრიპტო ვალუტას გააჩნია მრავალი ბირჟა როგორც საქართველოში,
ისე უცხოეთში. იმისათვის რომ ავარჩიოთ საუკეთესო კრიპტო ბირჟა უნდა ვიცოდეთ
შემდეგ კითხვებზე პასუხი :
1. სად არის დარეგისტრირებული პლატფორმა?
2. რამდენად ლიკვიდურია პლატფორმა?
3. რომელი კრიპტო ვალუტაა ხელმისაწვდომი?
4. რა არის მომსახურების საფასური?
5. არის თუ არა უსაფრთხო პლატფორმა?
კრიპტო ვალუტის რეგისტრაციის ადგილი მნიშვნელოვანია რადგან ამით
შესაძლებელი ხდება გავიგოთ თუ რამდენად მოქმედებს მათზე ამ ქვეყანაში მოქმედი
კანონმდებლობა. საუკეთესო კრიპტო ვალუტის პლატფორმებს აქვს ყველაზე დიდი
ვაჭრობის მოცულობა , ამიტომ უნდა ავირჩიოთ ისეთი რომელიც ინახავს უფრო
დიდი ხნის განმავლობაში და შესაძლებელია დიდი თანხის დაბანდება.
დღედდღეობით უამრავი კრიპტო ვალუტა, ანუ ბევრი ქოინი არსებობს , მათ შორის,
ყველაზე დიდია ბიტკოინი და ეთერიუმი, ეს ვალუტები ყველა ბირჟაზეა

~ 33 ~
ხელმისაწვდომი, ხოლო ალტ ქოინები ყველაზე არაა , აქედან გამომდინარე ბირჟა
უნდა ავარჩიოთ იმის მიხედვით თუ რომელ ვალუტაში გვსურს განთავსება.
მომსახურების საფასური ეს იგივეა , რაც საკომისიო, აქედან გამომდინარე სანამ
ბირჟას ავირჩევთ უნდა გავარკვიოთ იმის შესახებ , თუ რამდენი აქვს საკომისიო. ეს
ყველაფერი დაგვეხმარება რომ გატანის და შეტანისას მაქსიმალურად ზედმეტი
დანახარჯის გარეშე მოვახდინოთ. ამ 5 კითხვიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინ
ბოლო კითხვაა , რადგან ის ეხება უსაფრთხოებას. უსაფრთხოება ამ სფეროში
მნიშვნელოვანია რადგან კრიპტო არის ციფრული ფული და ზოგადად ციფრულ
სამყაროში ხშირია თაღლითობისა და კიბერ დანაშაულების შემთხვევები, ამიტომ
საჭიროა ჯერ ყველაფერი გავიგოთ ამ ბირჟაზე, მაგალითად, ვინაა მათი
პარტნიორები, რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებენ, მომხმარებელთა განხილვები და
სხვა.
და მაინც რატომ არის უკეთესი რომ კრიპტო ვალუტა ვიყიდოთ კრიპტო
ბირჟაზე. კრიპტო ბირჟაზე ათასობით კრიპტო ვალუტაა ხელმისაწვდომი , ის
უსაფრთხო და საიმედოა, ტრანზაქციები სწრაფად და მომენტალურად მუშავდება,
კრიპტო ბირჟაზე შესაძლებელია შევიძინოთ პირდაპირ საბანკო ანგარიშის
მეშვეობით.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ რა კავშირშია კრიპტო ვალუტა და დეპოზიტები.
დღესდღეობით კრიპტო ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და მისი პოპულარობა და
მასზე მოთხოვნილება დღითი დღე იზრდება. მსოფლიოში უამრავი ადამიანი
თითქმის ყოველ დღე ყიდულობს და ყიდის კრიპტო ვალუტას და მათ არ ჩამორჩება
საქართველოს მოსახლეობა. როგორც ზემოთ ვახსენე ყველაზე ცნობილი და საიმედო
ქოინებია ბიტკოინი და ეთერიუმი თუმცა არსებობენ ალტ-ქოინები ლუნა, დოჯი
ქოინი, შიბა ინუ, სოლანა და სხვა. საქართველოს მოსახლეობის ძალიან ბევრი
ნაწილი თავიანთ თანხას როგორც მოკლე, ისე მცირე დროის მანძილზე აბანდებს ამ
ვალუტებში, ჩემი აზრით კრიპტოში მოკლე დროით თანხის დაბანდება შეიძლება
განვიხილოთ როგორც დეპოზიტად ხოლო გრძელ ვადიან პერიოდში ის უკვე
ინვესტიციაა. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ კრიპტოში თანხის
დაბანდებამ შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოგვცეს შეილება იყოს ორმაგი,
ხუთმაგი, ათმაგი და შეილება ასმაგიც , ამას მოიხსენიებენ როგორც : 2x, 5x, 10x, 100x.

~ 34 ~
ეს ყველაფერი შეიძლება მაცდურად ჟღერდეს ნებისმიერი დამწყები
ჰოლდერისთვის მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ უდიდესი რისკი ბაზრის
არასტაბილურობის შესახებ , კერძოდ, ბიტკოინის ფასი შეიძლება ერთ დღეს იყოს 63
ათასი დოლარი მეორე დღეს ის შეიძლება განახევრდეს ასევე სხვა ქოინებიც. ამის
უკეთ წარმოსაჩენათ განვიხილოთ რამდენიმე სტატისტიკური გრაფიკი , რომელიც
დაგვეხმარება გავიგოთ და მივხვდეთ თუ რამდენად სარისკოა ეს ბაზარი
სადეპოზიტო ბაზართან შედარებით.

გრაფიკი №6

ბიტკოინის ფასი
80,000

70,000

60,000

50,000

40,000

30,000

20,000

10,000

წყარო : https : //www. marketwatch. com/investing/cryptocurrency/btcusd/download-


data?startDate=6%2F3%2F2021&endDate=6%2F2%2F2022 - marketwatch

როგორც პირველი გრაფიკიდან ჩანს ბიტკოინის ფასი მაისის ბოლო კვირაში


ძალიან არასტაბილურია და ზედმეტად სარისკოა, რადგან მისი ფასი
ყოველდღიურად ეცემა მაგრამ მას ქონდა გარკვეული ზრდა და ბოლო ერთი წლის
განმავლობაში თავის პიკსაც მიაღწია 2021 წლის 9 ნოემბერს და ეს თანხა იყო 67 802
აშშ . მას შემდეგ კი ის განიცდის კლებას და მცირდება ამის შემდეგ ის შედარებით
სტაბილური ხდება მაგრამ მაისის დასაწყისში ის განსაკუთრებულად ეცემა.

ზოგადად ბიტკოინი, კრიპტო ვალუტის ბაზრის დაახლოებით მესამედს შეადგენს,


რომლის საერთო ღირებულება $570 მილიარდს შეადგენს, მისი ფასი კი მაისის

~ 35 ~
დასაწყისში 10%-ზე მეტით დაეცა , ხოლო შემდეგ კვირაში 20%-ზე მეტით. ასევე
ეთერიუმიც დაეცა 20%-ზე მეტით და იგი როგორც დასაწყისში ვახსენე სიდიდით
მეორე ვალუტაა. ციფრული აქტივებით არასტაბილური ვაჭრობა არ იყო უჩვეულო
წინა წლებში, მაგრამ 2022 წლის დიდი ნაწილი შედარებით მშვიდი იყო კრიპტო
ვალუტის ბაზრისთვის.
მაისში, ცენტრალურმა ბანკებმა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-მ, დიდმა
ბრიტანეთმა და ავსტრალიამ, გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები, რადგან ისინი
ცდილობენ გაუმკლავდნენ ფასების ზრდას. აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა გაზარდა
ძირითადი საკრედიტო განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით, რაც აღნიშნავს
მის ყველაზე დიდ ზრდას ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
იმავდროულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინი ლეგალური გადახდის
საშუალება გახდა ორ ქვეყანაში - ელ სალვადორსა და ცენტრალურ აფრიკის
რესპუბლიკაში .
ახლა კი რაც შეეხება ეთერიუმს , მისი ფასი ბიტკოინთან შედარებით
საგრძნობლად განსხვავდება მაგრამ შეიძლება ითქვას რომ შედარებით სტაბილურია
ეს კარგად ჩანს შემდეგ გრაფიკზეც :

~ 36 ~
გრაფიკი №7

ეთერიუმის ფასი
6,000.00

5,000.00

4,000.00

3,000.00

2,000.00

1,000.00

0.00

ეთერიუმის ფასი

წყარო : https : //www. marketwatch. com/investing/cryptocurrency/ethusd/download-


data?startDate=5%2F3%2F2021&endDate=6%2F3%2F2022 -marketwatch

ამ გრაფიკიდან კარგად ჩანს რომ გარკვეულწილად ეთერიუმი უფრო


არასტაბილურია ეს იმის გამო რომ ის უფრო არასტაბილურია და არამყარია
ბიტკოინთან შედარებით. ამ ვალუტის შემთხვევაშიც უმაღლესი მწვერვალი იყო 9
ნოემბერს და თანხა შეადგენდა 4 800 დოლარს მას შემდეგ კი იგი განაგრძობს კლებას ,
მართალია, მას ქონდა გარკვეული ზრდები მაგრამ ეს წერტილი მას არ
შეუნარჩუნებია და განაგრძობდა კლებას. ზოგადად კრიპტო ბაზარზე თითქმის
ყველა ვალუტა მიდრეკილია იმისკენ, რომ მიჰყვეს ბიტკოინის მაგალითს ანუ ეს იმას
ნიშნავს, რომ თუ ბიტკოინის ფასი იზრდება ეთერიუმის ფასი გაიზრდება და
პირიქით.
მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ ინტერესს კრიპტო ვალუტების
რეგულირებისა და მსგავსი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობით. ამ
ყველაფერმა გამოიწვია ეთერიუმის წელიწადის არასტაბილური დასაწყისი,
რომელიც იანვარში $2200-ზე დაეცა. ეთერიუმ-ის ფასი მაისის ბოლოს $1, 900-დან $2,
200-მდე იყო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ და კარგად დავინახოთ მისი
არასტაბილურობა ეთერიუმი 24 მაისის მონაცემებით შეადგენდა 1 967 აშშ დოლარს,
1 მაისს 2 812 აშშ დოლარს ხოლო 1 მარტს 2 954 აშშ დოლარს. როდესაც ეთერიუმმა 9
~ 37 ~
ნოემბერს მიაღწია $4, 800 და მას დასჭირდა დიდი დრო, რათა თავის ჩვეულ ძალას
დაბრუნებოდა. გვიან შემოდგომაზე კი, ეთერიუმმა დახურა წელი იქიდან, სადაც
დაიწყო. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2021 წლის იანვარში ეთერიუმის ფასი
სულ რაღაც 1000 დოლარი იყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ და შევადაროთ
ერთმანეთს დეპოზიტები საბანკო სისტემაში და დეპოზიტები კრიპტო ვალუტაში,
სხვაგვარად რომ ვთქვათ შევადაროთ სადეპოზიტო და კრიპტო ბაზარი. კრიპტო
ბაზრისა და ვალუტების მოკლე მიმოხილვის შემდეგ კარგად გამოჩნდა თუ
რამდენად სარისკო იქნება მომხმარებლისთვის ამ ბაზარზე თანხის დაბანდება.
მოდით დავიწყოთ ბიტკოინის იმ ნაკლოვანებებით რომელიც პრობლემურს ხდის და
აქვეითებს საბანკო დეპოზიტებთან შედარებით. როგორც ვიცით კრიპტო ბაზარი
არის დეცენტრალიზებული ბაზარი, ანუ ეს იმას ნიშნავს რო ის არ რეგულირდება
რაიმე ზემდგომი ორგანოს მიერ , რაც ართულებს ამ ბაზრის სტაბილურობას.
ზემდგომი ორგანო საშუალებას იძლევა რომ დაასტაბილუროს ბაზარი და უფრო
სანდო გახადოს. ამ ბაზარზე მრავლადაა არასტაბილური ქოინები და მათი რიცხვი
ყოველდღიურად იზრდება და ამავდროულად გაუფასურებას განიცდის რამდენიმე
ვალუტა, რაც რისკის ქვეშ აყენებს უამრავ მომხმარებელს რითაც შეიძლება ძალიან
დიდი ზარალი დაადგეთ მათ. მომხმარებლები მარტო სტაბილურ
ვალუტებში(ბიტკოინი, ეთერიუმი) არ აბანდებენ თანხას, ისინი აბანდებენ ალტ-
ქოინებში რომელთა ბაზრის მთლიანი მოცულობა საკმაოდ მცირეა. მართალია არის
შემთხვევები რომლის დროსაც ასეთი სტრატეგიით ათჯერ და შეილება ასჯერაც
შეიძლება გაზარდონ საკუთარი თანხა, მაგრამ წაგების შემთხვევები უფრო მეტია,
მაგალითად, ბოლოს მომხდარი შემთხვევა რომ ავიღოთ კრიპტო ვალუტა ლუნა
მაისის დასაწყისში შეადგენდა 100 ამერიკულ დოლარზე მეტს ახლა კი მისი ფასი $0.
00009268 -ია. ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება კრიპტო საფულე დაიკარგოს ანდა
მომხმარებელს მოპარონ რაც ყველაზე სარისკოა , რადგან ფაქტობრივად მთლიანი
დანაზოგი იკარგება, ეს იმის გამო რო იგი დაუცველია თაღლითური და კიბერ
შეტევებისგან.
ახლა კი რაც შეეხება დეპოზიტებს აქ ყველაფერი განსხვავებულადაა . პირველ
რიგში უნდა აღინიშნოს ის რომ დეპოზიტები უმეტესწილად საბანკო სფეროში

~ 38 ~
თავსდება , ხოლო ბანკებს წესებითა და კანონებით არეგულირებს საქართველოს
ეროვნული ბანკი(სებ) და ეს ბაზარი ცენტრალიზებულია. ცენტრალიზებული ბაზარი
დეცენტრალიზებულისგან განსხვავებით უფრო სტაბილური და უსაფრთხოა სები-ს
წყალობით რადგან იგი არეგულირებს ამ ბაზარს და მისი მითითებებით ბანკები
სთავაზობენ მომხმარებელს ამა თუ იმ ანაბარს, მომხმარებელს კი შეუძლია თავისი
სურვილისამებრ აირჩიოს ესა თუ ის ანაბარი. მართალია ამ ბაზარზე არ არის
მრავალი სახის ანაბარი, მაგრამ რაც არის ისინი მორგებულია ყველა სახის და
მოთხოვნილების ადამიანზე. ახლა კი რაც შეეხება ამ ბაზარზე მოგებას, აქ თანხის
მატება ხდება საპროცენტო განაკვეთებით, რომლებიც განსხვავებულია სხვადასხვა
ბანკში. ეს საპროცენტო განაკვეთები შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი და ისეთი
მოგება ვერ მისცეს მომხმარებელს , როგორც კრიპტო ბაზარზე, მაგრამ სადეპოზიტო
ბაზარზე და ზოგადად დეპოზიტებში თანხის განთავსება უსაფრთხოა თავისი
სტაბილურობის გამო. რაც შეეხება თანხისა და საფულის დაკარგვა აქ არ არსებობს
ეგრეთ წოდებული ციფრული საფულე , მომხმარებელს ეძლევა გარკვეული ტიპის
ანგარიში და ამ ანგარიშზე ათავსებს თავის ფულად სახსრებს რომელზეც
პასუხისმგებელია საბანკო დაწესებულება, რომელიც დაცულია თაღლითური და
კიბერ თავდასხმებისგან. თუ ასეთი რაიმე ფაქტი დაფიქსირდა ის სხვა მომხმარებელს
აფრთხილებს ამის შესახებ და ცდილობს ყველაფრის გამოსწორებას, მაგრამ ასეთი
შემთხვევები საკმაოდ მწირია.
მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ ორ ბაზარს შორის უფრო საიმედოა სადეპოზიტო
ბაზარი კრიპტო ბაზართან შედარებით. კრიპტო ბაზარში დამწყებები შეიძლება
სრულიად გაკოტრდნენ და დაკარგონ მათი ფული, რადგან კრიპტოს შესწავლა
რთულია და ამასთანავე დროს მოითხოვს . სადეპოზიტო ბაზარზე კი ასეთი რამ
საჭირო არაა ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მივიდეს ბანკში და განათავსოს
თავიანთი სახსრები. კრიპტო ბაზარი იმდენად არასტაბილურია რომ გრძელვადიან
პერიოდში ძალზედ დიდი დანაკარგი ექნება, ხოლო რაც შეეხება დეპოზიტებს აქ ამის
ალტერნატივაა მოთხოვნამდე დეპოზიტი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ეს
ანაბარი და განათავსოს დიდი ხნით. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ დღესდღეობით
თანხის დაბანდება დეპოზიტებშია უფრო საიმედო და სასარგებლო ვიდრე კრიპტო
ვალუტაში.

~ 39 ~
დასკვნები და წინადადებები
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები
არსებულ თემასთან დაკავშირებით. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მრავალი
სახის დეპოზიტი არსებობს ამის გათვალისწინებით მომხმარებელს აქვს საშუალება
აირჩიოს თავისის სურვილისამებრ, მაგრამ ამასთანავე ართულებს არჩევანს. ამ ყველა
დეპოზიტს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები , მაგრამ მათგან
ყველაზე გავრცელებული მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტებია, რაც კარგად ჩანს
მათ დღევანდელ მდგომარეობაზე. ქართულ საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალი
საპროცენტო განაკვეთი ვადიან ანაბრებს გააჩნია ხოლო ყველაზე ნაკლები
მოთხოვნამდე ანაბარს, მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი რომ დავაკნინოთ ერთი ანაბარი
მეორე ანაბართან შედარებით. საქართველოში არის ორი უმთავრესი ბანკი რომელიც
მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოში არსებულ ანაბრებს , მაგრამ ამ ორიდან
რომელ ბანკშია უმჯობესი მეანაბრისთვის ანაბრის გახსნა? მართალია თიბისი ბანკი
უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, მაგრამ ამ დროს
საქართველოს ბანკი უფრო მაღალ პროცენტს სთავაზობს. აქ დგება ორი
უკიდურესობა ვისაც მოხერხებულობა სურს და ვისაც მაღალი მოგება, ზოგადად
დეპოზიტებისთვის უმთავრესი მიზანი ვადის ბოლოს დიდი დამატებითი თანხის
მიღებაა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ , რომ მეანაბრისთვის
დეპოზიტების განთავსება უფრო მომგებიანი იქნება საქართველოს ბანკში და არა
სხვა ბანკში.
სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ ვნახეთ რომ ფიზიკური
პირების დეპოზიტები სტაბილურად იზრდება შესაბამის ფასებთან ერთად , მაგრამ
დეპოზიტების ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდი როცა დეპოზიტების ფასები
ფიზიკურ პირებზე მცირდებოდა მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც
გაიზარდა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს ამ შემთხვევაში უფრო არასტაბილურად
მიმდინარებოდა ტრენდის ხაზი, მაგრამ განსხვავებით ფიზიკური პირებისა ამ
შემთხვევაში არ იყო გამოკვეთილი რომელი დეპოზიტი იყო საუკეთესო
იურიდიული პირებისთვის. ყველაფრის მიუხედავად დეპოზიტების ფასები გაიაფდა
მაინც რა იყო ამის მიზეზი?

~ 40 ~
დეპოზიტების დამცავი მექანიზმების შემოღების შემდეგ არსებული
დეპოზიტები გაიაფდა, რადგან დეპოზიტების სარგებლის განაკვეთი შეამცირა
ბანკებში თანხების მოცულობის ზრდა და გაზარდა სესხებზე სარგებლის
განაკვეთები. მაგრამ მარტო ეს ერთი მიზეზი არაა რაც მოქმედებს დეპოზიტების
ფასებზე. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ დეპოზიტების გაიაფებაზე მოქმედებს
შემდეგი ფაქტორები :
1. კონკურენცია ბაზარზე-საქართველოში უამრავი ბანკია და ეს ყველაზე
დიდ გავლენას ახდენს დეპოზიტების ფასებზე, რადგან რომელიმე ბანკი
თუ გადაწყვეტს დეპოზიტის ფასის გაზრდას იძულებული გახდება სხვა
ბანკებიც რომ დეპოზიტების ფასები გაზარდონ
2. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება. ამ სისტემამ ყველაზე
მეტად იმოქმედა საქართველოში არსებულ დეპოზიტების ფასებზე,
რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე როცა ბანკს ეზრდება მოცულობა ამ
შემთხვევაში მცირდება დეპოზიტების ფასი. ამის გათვალისწინებით
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რაშ გვჭირდებოდა მაშნ ამ სისტემის
შემოღება.
კვლევის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ თუ რაში გვჭირდება
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა :
• ის ინარჩუნებს საზოგადოების სანდო დამოკიდებულებას საბანკო
სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.
სანდოობის გარეშე ბანკები ვერ გაასესხებდნენ ფულს, მაგრამ მაინც
მოუწევდათ დეპოზიტორების მოზიდვა.
• იგი არწმუნებს მეანაბრეებს , რომ მათი დეპოზიტები დაცულია და
ბანკის წარუმატებლობის შემთხვევაში მათი ანაბრები დაუყონებლივ
დაუბრუნდებათ.
• იგი მხარს უჭერს ზოგადად საბანკო სტრუქტურას. ამ სისტემის
შემოღების შემდეგ შეიძლება ითქვას საბანკო სისტემა უფრო მოქნილი
გახდა.

~ 41 ~
3. ბანკის მდგომარეობაზე. ბანკის მდგომარეობაც მნიშვნელოვანია,
რადგან თუ ბანკის ფინანსური მდგომარეობა ცუდია მაშინ ის დააწესებს
მაღალ საპროცენტო განაკვეთს რათა გაზარდოს მომხმარებლების
რაოდენობა და ფინანსური მდგომარეობა.
ყველაფერთან ერთად მსოფლიო ვითარდება და სადეპოზიტო ბაზართან
უფრო ამბიციური და შეიძლება უფრო მომგებიანი ბაზარი კრიპტო ბაზარი ჩნდება ,
მაგრამ რამდენად საიმედოა ეს ჩვენთვის. ამ კვლევის მიხედვით დავასკვენით რომ ეს
ბაზარი საკმაოდ სარისკოა რიგი მიზეზების გამო, კერძოდ :
• დეცენტრალიზებულია
• განიცდის გაუფასურებას
• არ არსებობს დაზღვევა
• მრავალი ქონია რაც უარყოფითი გავლენას აქვს სხვა ვალუტაზე
• მრავალი ახალბედაა რომლებიც ყოველდღიურად აგებენ თანხას
• მაღალია თაღლითობის რისკი
კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღესდღეობით
სადეპოზიტო ბაზარს აქვს გამოწვევები რომელის წარმატებით შესრულების
შემთხვევაში სადეპოზიტო ბაზარი უფრო მაღალ საფეხურზე ავა ვიდრე ამჟამადაა.
კერძოდ თუ ყველა ბანკი დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს თავიანთ სისტემაში და
მათ უფრო განავითარებენ ეს დაეხმარება სისტემის გაიოლებაში, რაც მოსახერხებელი
იქნება მომხმარებლებისთვის. მოხდება ისეთი საშუალებების შექმნა რომელიც არა
მარტო მისცემს საშუალებას უბრალოდ წაიკითხოს ამა თუ იმ დეპოზიტის შესახებ
არამედ შესაძლებელი იქნება ვიდეო-ინსტრუქციის ან/და ვიდეო-კონსულტაციის
საშუალებით დეპოზიტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაგება ეს
ყველაფერი დაეხმარება დეპოზიტებს ზრდაში, რადგან გაიზრდება პოპულარობა და
ბევრი პიროვნება გახსნის ამა თუ იმ ბანკში დეპოზიტს.

~ 42 ~
გამოყენებული ლიტერატურა
1. ვ. მოსიაშვილი, ფ. ლომიძე, ფ. ქოქოსაძე-საბანკო საქმე (თბილისი 2009)
2. ირაკლი კოვზანაძე , გოგი კონტრიძე-თანამედროვე საბანკო საქმე,
თეორია და პრაქტიკა (2019)

https://www.sabanko.com/wigni

3. საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ


https://matsne.gov.ge/ka/document/view/3679200?publication=1
4. საზოგადოება და ბანკები https://sab.ge/ge/useful-info/articles/119-anabari
5. საქართველოს ეროვნული ბანკი, “ინფორმაცია საბანკო სექტორში
დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით“. (27 თებერვალი, 2022)

https://nbg.gov.ge/media/news/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%
83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%
9D-
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83
%A8%E1%83%98-
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%9
8%E1%83%9A-
%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83
%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%9
8%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97

6. საქართველოს ეროვნული ბანკი, “დამატებითი ინფორმაცია საფინანსო


სექტორში ცვლილებასთან დაკავშირებით“(3 მარტი, 2022)

https://nbg.gov.ge/media/news/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%8
3%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83
~ 43 ~
%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%
9C%E1%83%A1%E1%83%9D-
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83
%A8%E1%83%98-
%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83
%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%9
8%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97

7. საქართველოს ეროვნული ბანკი, სტატისტიკური მონაცემები

https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data

8. საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოფიციალური ვებ-

გვერდი https://diagency.ge/ka
9. სს საქართველოს ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/main

10. სს თიბისი ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი


https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/term-deposit
11. ფინანსერი- „საუკეთესო კრიპტო ბირჟების შედარება“
https://financer.com/ge/investicia/kriptovaluta/
12. ქულ სესხები „რა არის კრიპტო ვალუტა?“ https : //www. coolseskhebi.
com/informatsia/ra-aris-kriptovaluta
13.
14. ჩემი ფინანსური მეგზური-finedu https://www.finedu.gov.ge/ge/depozitebis-
sakheebi-1
15. Alex gailey (2022), , ” Ethereum’s Price Plunges Below $1, 200 Following Test
Merge. Here’s What That Means for Investors” nextadvisor https : //time.
com/nextadvisor/investing/cryptocurrency/ethereum-hits-new-all-time-high-price/

~ 44 ~
16. BBC NEWS “ Bitcoin value drops by 50% since November peak”(2022) https :
//www. bbc. com/news/business-61375152
17. Federal Deposit Insurance Corporation (FDIC) official web-site https : //www.
fdic. gov/
18. Julia kagan (2020) , Investopedia, ” Federal Deposit Insurance Corporation
(FDIC) https : //www. investopedia. com/terms/f/fdic. asp
19. Market watch, Bitcoin USD https : //www. marketwatch.
com/investing/cryptocurrency/btcusd/download-
data?startDate=6%2F3%2F2021&endDate=6%2F2%2F2022
20. Market watch, Ethereum USD https : //www. marketwatch.
com/investing/cryptocurrency/ethusd/download-
data?startDate=5%2F3%2F2021&endDate=6%2F3%2F2022
21. Sofiane Boukhalfa(2019), What are the disadvantages of cryptocurrencies?,
PRESCOUTER https : //www. prescouter. com/2019/11/disadvantages-of-
cryptocurrencies/

~ 45 ~

You might also like