Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 28

მამუკა შენგელია.

(შუალედური1)
 Საკითხი პირველი(სამართლის ბუნებით-
სამარტლებრივი ცნება,სამართლის
პოზიტივისტური ცნებები, სამართლის
მატერიალური და ფორმალური ცნებები)
Სამართალი არის კულტურილი და ისტორიული მოვლენა.
Სამართალი იცვლება რაღაც გარკვეული პერიოდის,დროის
განმავლობაში ე.ი იცვლება მისი ცნებაც და შინაარსიც. Ნიცშეს
აზრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას , რომ სამართალი
ისტორიის გარესე არ არსებობს. Სამართლის ცნების
ჩამოყალიბება იურისტების საქმე არ არის , ეს უფრო
ფილოსოფიას უკავშირდება. Სამართლის შესახებ
შეხედულებები შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად: 1)
(შეხედულებები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს
სამართლის შინაარსობრივ ასპექტზე. 2)
შეხედულებები,რომლებიც ყურადღებას ამახვილებს
სამართლის ფორმალურ ნიშნებზე. Შინაარსობრივი ცნების
თანახმად, სამართალი შესასრულებლად სავალდებულოა
იმიტომ რომ ა) ადგენს “კარგ” და ‘მისაღებ” ქცევის წესს. Ბ)
გამომდინარეობს ბუნებითი ან გონითი კანონიდან გ)
თანაბრად ზღუდავს თითოეულის თავისუფლებას.
ფორმალური ცნების თანახმად, იურდიულ პირთა
სავალდებულოებას განსაზღვრავს ფორმა არა შინაარსი.
იურდიული ხასიათისაა ახელმწიფო ხელისუფლების ყველა
მოთხოვნა, რომელიც მიღებულია სათანადო წესების დაცვით.
Ძირითადად გამოყოფენ პოზიტიურ და ბუნებით-
სამართლებრივ ცნებებს. Ცნება- ბინებითი სამართალი
მოიცავს დროის და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის
ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს. Ბუნებით
სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ,
რადგან ეს პრინციპი უფრო მაღლა დგას ვიდრე პოზიტიური
სამართალი.ბუნებითი სამართლის წყაროდ შეიძლება იქცეს
ბუნება , ღვთის ნება და გონი. Შესაბამისად განასხვავებენ
ანთროპოლოგიურ,რელიგიურ და რაციონალურ ბუნებით
სამართალს. Ბუნებითი სამართალი ერთმანეთისგან არ
გამიჯნავს მორალსა და სამართალს და ახასითებს შემდეგი
ნიშნები: ა) ნომრა დადგენილია სათანადო
უფლებამოსილების მქონე პოლიტოკური და სახელმწიფო
ორგანოს მიერ. Ბ)სამართლის ნორმა სოციალურად
ქმედითია, რამდენადაც მას ნორმის ადრესატები
ნებაყოფლობით ან იძულებით ასსრულებენ.გ)სამართლის
ნორმას , როგორც ქცევის სავალდებულო ნორმას
აღიარებენ, როგორც სახელმწიფო ასევე მოქალაქეებიც.
Საზოგადოებაში აღიარებული მორალური ნირმაც
სამართალს განეკუთვნება. Სმართლის ცნება
აღწერილობითის იგი სამართალს აღიქვამს როგორც ფაქტს.
Კითხვას თუ “რა არის სამართალი”, იგი პასუხობს პოზიტიურ
სამართალზე მითითებით, რომელიც გარკვეულ
საზოგადოებაში გარკვეულ დროს მოქმედებს.პოზიტიურმა
ცნებამ კრიტიკა მიიღო და მის წინაამღდეგ ძირითადად
გამოყენებლი იყო ტეზისები:1)იურდიული პოზიტივიზმი
აღიარებსსამართალმოქმედებაზე სახელმწიფოს სრულ და
აბსოლიტურ მონოპოლიას, იგი ღიად ტოვებს
სახელმწიფომდე არსებული სამართლის შესახებ(ბუნებითი
სამართალი, ცვეულებითი სამართალი)2) იგი გვერდს უვლის
სამართლიანობის საკითხს-სამართლიანია ის ნორმა
რომელიც ეწინაამღდეგება მორალს ან სამარტლის
ელემენტარულ პრინციპებს.3)იგი ნაკლებ მნისვნელობას
ანიჭებს საზოგადოების მიერ სამათლის არიარებას .
Მნიშვნელოვანი არგუმენტია ასევე ის ფაქტი რომ
მართლწესრიგი მოიცავს არამარტო პოზიტიურ სამართალს
არამედ საყოველთაო მნიშვნელობის პრიციპებსაც,ეს
უკანასკნელი კი პოზიტიური სამართლის
გარეთაა.წინარეპოზიტიური - სამარტლის არაპოზიტივისტური
ცნება ამმის საპირისპიროდ სამართალს შეფასებიტად იგებს.
Კითხვა თუ რა არის სამართალი იგი პასუხობს
გამონათქვამებიტ, რომლებიც სრულიად დამიუკიდებელია
მოქმედი სამართლისაგან. Სამართლის წინაპოზიტიური
ცნების მიმდევართა მიერ ჩამოყალიბებული
წინარეპოზიტიური სისტემა სხვადასხვაგვარად შეიძლება
გავიგოთ: როგორც ღირებულებათა სისტემა , როგორც
ბუნებითი სამართალი, გონივრული სამართალი,როგორც
სამართლიანობა.ამ ყველაფრის გამაერთიანებელ ცნებად
იყენებენ მორალსე ასე რომ დავა სამართლის
პოზიტრივისტირ ცნებას შორის არის დავა სმართლისა და
მორალის ცნებათა ურთიერთკავშირის თობაზე.
 Საკითხი 2: სამართალი მოქმედებაში
Სამართალი მოქმედებაში(law in action)- სმართლებრივი
დებულების არსი მდგომარეობს არა იმაში, რომ აღწეროს
ადამიანის თითოეული მოქმედება,არამედ გამოხატოს მის
მიმართ წაყენებული მოთხოვნა,რომლის შესრულებაც
ალტერნატიული მოქმედებით არ იქნება
შესაძლებელი.სოციალური თვალსაზრისით ნორმებს,
რომლებიც “ჯერარსულ მოვლენებს” გამოხატავენ
“კონტრაფაქციურ მასტაბილიზებელ ქცევათა მოლოდინს
უწოდებენ”. Სამართლის ნორმის არსებობის მიზეზი-ანუ
დასაბუთება იმისა,თუ რატომ უნდა იქნას ნორმა დაცული-
შეიძლება მხოლოდ სხვა ნომრის არსებობსა- ამბობს
კელზენი. Ამ თვალსაზრისით დაბალი რანგის ნორმის
არსებობა გამოწვეულია უფრო მაღალი რანგის არსებობით:
კანონქვემდებარე აქტის საფუძველია კანონი, ხოლო
კანონის-სახელმწიფო კონსტიტუცია.რევოლუციის შემდეგ
ძალას კარგავს რევოლუციამდელი კონსტიტუცია ,რადგან
იგი ფაქტიურად აღარ სრულდება მაშინაც კი,როდესაც ამ
ნორმების არსი მისაღებია .ახალ კონსტიტუციას და მის
საფუძველზე გამოცემულ კანონებს აქვს მოქმედების
ძალა ,რადგან სრულდება და განხორციელდება.
 Საკითხი 3: სამართალი,როგორც ჯერარსი: სამართლის
ადრესატები:სამართალი,როგორც იძულებითი წესრიგი;
სმართალი, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილი
ნორმათა ურთიერთობა;ლეგიტიმურობა და ლეგალობა
Სმართალი ჯერარსული მოვლენაა, ადგენს ქცევის
სავალდებულო მოდელს, რომელიც ადრესატმა უნდა
შეასრულოს. Ნორმა არის პრესკრიფციული,ხოლო ბუნების
კანონი დისრიფციული ხასიათისაა. Ბუნების კანონი
გამომდინარეობს არსიდან, აღწერს მხოლოდ იმას,რაც
ნამდვილად ხდება ბუნებაში.
Ნორმატიული და დესკრიფციული კანონები ერთმანეთისგან
განსხვავდება:
1)დესკრიფციული მსჯელობა ჭეშმარიტია ან მცდარი.
Ნორმატიული შეიძლება იყოს მიზანშეწონილი და
მოზანშეუწონელი,სამართლიანი,უსამართლო და ა.შ
2)იურდიული კანონი ლოგიკურად არ გამომდინარეობს
ამპირიული ფაქტიდან.არსიდან შუძლებელია ჯერარსის
წარმოება. Საბუნებისმეტყველო მეცნიერებ აკვირდება
ბყნებას. Სამართალში კი- კანონმდებელი თავად წყვეტს , თუ
რომელი კანონია სასურველი და ადგენს, რომ “ასე უნდა
იყოს”. Მისი სავალდებულოობა ეფუძნება იურდიულად
დადგენილ ნორმატიულ მოთხოვნებს. Ბუნების კანონის
უარყოფა შეუძლებელია, თუ მისი საწინაამრდეგო მოვლენა
მოხდება. Ამდროს ბუნების კანონი ხელახლა ყალიბდება.
Სამართლის ჯერარსული ნორმა კი ინარჩუნებს
სვალდებულოობას მისი დარღვევის შემთხვევაშიც.
Სამართლის ნორმების უმრავლესობა
ზოგადაბსტრაქტულია,ვრცელდება ყველა ერთგვაროვან
ურთიერტობაზე აბსტრაქტულობა და ზოგადობა სამართლის
ცნების არსებითი, მაგრამ არა აუცილებელი ნიშნებია,
კანონით შეიძლება მოწესრიგდეს ერთეულის შემთხვევაშიც.
Სამართალი, როგორც ნორმატიული,ისე სოციალური
სინამდვილის მოვლენაცაა.სამართალი არის
საზოგადოებრივი რეალობა, რომელიც შეიძლება
ემპირიულად იქნეს შესწავლილი.
(სამართლის ადრესატები) სამართლის ნორმის მოქმედება
ვრცელდება მხოლოდ ადამიანებზე.სმართლის ნორმა
მიმართულია ადამიანის გარეგანი ქცევისკენ. Მართლწესრიგი
მოქმედებს ადამიანის განწყობისგან დამოუკიდებლად და
ნაკლებად ინტერესდება სამართლის მიმართ პირის
შინაგანი8 დამოკიდებულებიტ. Ნორმის ადრესატი ქცევის წესს
უნდა იცნობდეს წინასწარ, შეუძლებელია იმ ნორმის
დაცვა ,რომელიც ჯერ არ მოქმედებს. Სმართალი
მიმართულია მომავლისკენ და განსხვავდება ბუნებით
კანონისგან, რომელიც ადგენს ბინების “ქმედებებს”
წარსულში. Მართალია მოსამართლე წყვეტს წარსულში
ჩადენილ დანაშაულის აკიტხს,მაგრამ მთავარია რომ ქცევა
აკრძალული იყო იმ დროისთვის მოქმედი კანონით.კანონის
უკუძალის აკრზალვა წარმოადგენს საყოველთაოდ
აღიარებულ სამართლებრივ პრინციპს.
(სამართალი,როგორც იძულებითი წესრიგი)
Სმართალი სავალდებულოა შესასრულებლას ,მიუხედავად
იმისა სურს თუა არა ეს ნორმის ადრესატს. Სამართლის
ჰეტერტონომიული სვალდებულოობა ნისნავს , რომ:
1) სამართლიკს ნორმის მოთხოვნა არ არის უბრალო
სურვილი ან რფეკომენდაცია,ნორმა შესასრულებლად
სავალდებულო ქცევის წესია
2)ნორმა სვალდებულოა რამდენადაც განსაზღვრულია
სახელმწიფოს მიერ.იძულება სმართლის ნიშანია.
Სამართალს ნებაყოფილებით იცავენ,თუმცა შეიზლება ნორმა
იძულებითაც განხორციელდეს.სამართლუს მოტხონათა
“ნებაყოფლობითი” დაცვა აიხსნება იძულების
შიშით .იძულებას არ არის სამარტლის აუცილებელი
ნიშანი.საოჯახო სმაქრთლის ნორმათა უმეტესობა მას
გამორიცხავს. Იძულება არ ახასიათებს ორგანიზაციულ
ნორმებს. Არსებობს ისეთი წესებიც, რომლებიც იზულებით
უფრო ეფექტურად ხორციელდება, ვიდრე სახელმწიფოს
მიერ დადგენილი სამართალი, მაგრამ ეს წესები სმართალს
არ წარმოადგენს.სამართლებრივი იძულება ხორციელდება
განსაზღვრული პროცედურული ფორმიკს დაცვიტ.
Სამართლის შემფარდებელი არის დამოუკიდებელი და
ნეიტრალური.
(სამართალი როგორც სახელმწიფოს დადგენილი ნორმათა
ერთობლიობა)
Სმართალი,განიმარტება როგორც სახელმწიფოს მიერ
დადგენილ ნორმათა ერთობლიეობა.
Სამართალშემოქმედება სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი
ფუნქციაა. Მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია
შესასრულებლად სავალდებულო ნორმა. Სამართალი არ
წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოდ მიერ დადგენილი
ნორმის ერთობლიობას . Სამართალუ არსებობდა
სახელმწიფომდეც და მის გარეშეც. Მაგალითად საეკლესიო
სამართალი, რომელიც სახელმწიპოსგან დამოუკიდებლად
არსებობს. Ბუნებითი სმართაწლი მოქმედებს პოზიტიური
სამართლისგან დამოუკიდებლად და ხშირად მის
წინაამღდეგ ბუნებითი სამართალი ესწრაფვის სამართლიანი
სიმაერთლის დამკვიდრებას.
(ლეგალობა და ლეგიტიმურობა)
Სამართალი ლეგიტიმურია რამდენადაც:
1) სამარტლის ნორმა შესასრულებლად სავალდებულო
ქცევის წესია
2) სამართალი ეფუძნება ნორმის ადრესატების ნაწილის
რწმენას, რომ ნორმა ლეგიტიმურია და შესასრულებლად
სავალდებულო. Სამართალი ხასიათდება ფორმალური და
მატერიალური ლეგიტიმურობით. Ფორმალური-სამართალი
დადგენილია სათანადო პროცედურების დაცვიტ.
Მატერიალური- სამართალი უნდა იყოს “მართალი” და
“სწორი”. Სმარტალი მინიმუმ ფორმალური ლეგიტიმურობის
მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.ლეგიტიმური
ქცევა,რომელიც ეფუზნება უზენაეს ნორმას ან ღირებულებას,
ლეგიტიმურობნა შეიძლება იყოს ასახული კანონსი, მაგრამ
კანონშიც შეიძლება იყოს არალეგიტიმური. Ლეგალურობა
არის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ფორმალურ-
ორგანიზაციული პრინციპი.ლეგალურია ხელისუფლება ,
რომლის საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე
და მის შესაბამისად.
Ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც ეფიძნება
1)მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერას
2) აღიარებს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის
საყოველტაოდ აღიარებულ და დემოკრატიულ პროცედურებს
3) ხორციელდება თანამედრვე სოც-პოლიტიკური
გაერთიანებების მიერ

 Საკითხი 4: სამართლის რეგულაციური


ფუნქცია,წესრიგის ფუნქცია,
ანთროპოლოგიურ პერსონალური ფუნქცია
(სამართლის რეგულაციური ფუნქცია)
Სმართალი განსაზრვრული მიზნის მიღწევის საშუალებაა.
Სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურტიერთობებს
და მოქმედებს მარტო საზოგადოებაში. Საზოგადოება
დამოკიდებულია სამართალზე. Სმარტალი მოიცავს
საზოგადოებრივი წესრიგის ნაწილს, საზოგადოებრივ
ურთიერთობათა ძირითადი ნაწილი ავტონომიურად
რეგულირდება. Სმართალი აყალიბებს სოციალური მართვის
ნორმატიულ საფუძვლებს და ახორციელებს სოციალური
მართვის ფუნქციასაც,როცა სუბიექტების ქცევას წარმართავს
გარკვეული მიმართულებით. Სმართალი ახორციელებს
დაგეგვმისა და სოციალური პროგნოზირების ფუნქციას,
ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოების ან
სხვა ინდივიდის ინტერესები.ამ თვალსაზრისით სმარტალი
გვევლინება ,როგორც სოციალური კონტროლის საშუალება.
Სმარტლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება
სმარტალდარღვევაზე სათანადო რეაქციის ფორმით.
Საზოგადოებრივი სტრუქტურა შეიძლება მთლიანად
მოიშალოს მართლსაწინაამღდეგო ქმედება რეეაგირების
გარეშე დარჩება. Სამართალი იცავს საზოგადოებას
იურდიული სანქციების მუქარიტ და ასრულებს რეპრესიულ
ფუნქციას. Სამარტალი უზრუნველყოფს სოციალურ
ურთიერთობათა სტაბილურობას.საზოგადოებაში უნდა
მოქმედებდეს უსაფრთხოების განსაზღვრული რეჟიმი.
Სამართლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა უსაფრთხოებისა და
სოციალური თანხმობის უზრუნველყოფა.სამართალი
ასრულებს სოციალურო ინტეგრაციის ფუნქციას.უყალიბებს
საზოგადოებას ერთიანობისა და სოციალური სოლიდარობის
განცდას.იძულება სამართლის სპეციფიკური ფუნქციაა.
Იძულება ახასიათებს სხვა სოციალურ ნორმებსაც.სხვებისგან
განსხვავებით სამართლებრივი იძულება ხორციელდება
ორგანიზებულად და მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო
ორგანოს მიერ,სპეციალური წესების დაცვით.
(წესრიგის ფუნქცია)
Წესრიგი წარმოადგენს წესებისა და კანონების შესაბამისად
სტრუქტურულ მთელს , რომელიც შედგება
ურთიერთდამოკიდებული ელემენტებისგან. Სამართლით
დადგენილი წესრიგი უნდა იყოს ცვალებადი,მხოლოდ
მუდმივი სრულყოფის პროცესში მყოფი წესრიგია
ოპტიმალური. Წესრიგის ძირითადი ელემენტი ადამიანია.
Წესრიგი არ არის მხოლოდ იძულება. Თავისუფლება და
იძულება პოლიტიკურ წესრიგში ყოველთვის რეალიზებულია
გონივრული პროპორციით. Სამართალი ასრულებს
სოციალური მშვიდობის ფუნქციას. Მართლწესრიგის
ფუნქციაა კონფლიქტის მშვიდობიანი
მოწესრიგება,სამართლის მოთხოვნათა საფუზველზე.
Სამართალი ხელს უწყობს განსხვავებული ინტერესების
შერიგებას და ასრულებს კონფლიქტის მოწესრიგების
ფუნქციას, ასევე მას აკისრია კონფლიქტების პრევენციის
ფუნქციაც. Მართლწესრიგი არის სახელმწიფოს პრეროგატივა
და მის ერთიანობას სწორედ სახელმწიფოს ერთიანი ნება
უზრუნველყოფს. Სამართლის უსაფრტხოება არის
სამართლის ერტ-ერთი ფუნქცია. Სამართლებრივი
რეგულაცია უზრუნველყოფს სოციალურ ურთიერთობათა
პროგნოზირებად ხასიათს. Ნორმის ადრესატმა წინასწარ უნდა
იცოდეს ,რას მოითხოვს მისგან სამართლის
ნორმა.სამართლებრივი უსაფრთხოება გამორიცხავს
კანონსაწინააღმდეგო ქცევას-კანონი სავალდებულოა
მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვისაც. Სამართალი უნდა
იყოს სტაბილური.კანონმდებლობის ხშირი ცვლილებისას
ნორმის ადრესატებს უჭირთ წინასწარ განსაზღვრონ ქცევის
სასურველი მასშტაბი,რაც უარყოფითად აისახება
მართლწესრიგის საერთო მდგომარეობაზე.მხოლოდ
სტაბილური კანონმდებლობის დროს შეუძლია მოქალაქეს
იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. სამართალი
იცავს სტატუს ქვოს და ასრულებს კონსერვატორულ როლს.
Სამართალი უზრუნველყოფს პოლიტიკური ხელისუფლების
შეცვლას არჩევნების გზით.დემოკრატია, არსებითად არის
პოლიტიკური ხელისიფლების ცვლა და ის უნდა შეიცვალოს
კანონიერი და მშვიდობიანი გზით.
(სამართლის ანთროპოლოგიურ-პერსონალური ფუნქცია)
Სამართლის ანთროფოლოგიურ ფუნქციას განსაზღვრავს
ადამიანის არსება და მისი ეგზისტენციალური
მოთხოვნილებები. Სამართალი იცავს პიროვნების
სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ღირსებას. Სამართლის
პერსონალური ფუნქცია მოიცავს მართლწესრიგიტ
დადგენილ პიროვნების სტატუსს.იგი ეხება სოციალური
ურთიერთობის მონაწილე ინდივიდს, იცავს მას პირად
ავტონომიას და ცხოვრების ინტიმურ სფეროებს სხვა
ინსტიტუტების უკანონო ჩარევისაგან.თავისუფლება
სამართლის ერთ-ერთი ფუნქციაა,სამართალი აწესებს არა
აბსოლიტურ არამედ ლიმიტირებულ
ტავისუფლებას.თანამედროვე პერიოდში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ეკოლოგიურ ფინქცუას, რადგან გარემოზე ადამიანის
ზემოქმედების მასშტაბმა ისეტ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ,
რომ აუცილებელი გახდა მომავალი თაობების სასიცოცხლო
ინტერესების სამართლებრივი დაცვა თუ აქამდე სამართალი
აწესრიგებდა ურთიერთობას მხოლოდ ერთი თაობის
ადამიანებს შორის,თანამედროვე სამართალი არეგულირებს
ადამიანის ურთიერთობას როგორც ბუნებასთან, ისე მომავალ
თაობებთან.

Საკითხი 5: ნორმა როგორც შეფასებიტი განაწესი;


სოციალური და ტექნიკური ნორმები; სამართლის
ნორმის სახეები;ნორმათა ფუნქციები;ნორმათა
ენა
(ნორმა როგორც შეფასებითი განაწესი)
Სამართალი შედგება მხოლოდ ნორმებისგან.მართლწესრიგი
სამართლის ნორმათა ერთობლიობაა.ნორმა ნიშნავს
ენობრივ ფორმით მოცემულ აზრობრივ სტრუქტურას და იგი
პრესკრიფციული წინადადებაა და განსხვავდება
დესკრიფციულისგან, რომელიც ყალიბდება არსით და
ამბობს , რომ განსაზღვრული წინადადება მოხდა ან არ
მოხდა. Დესკრიფციული არკვევს ფაქტზე მსჯელობა
ჭეშმარიტია თუ მცდარი. Ნორმა ადგენს იმას,”რაც უნდა იყოს”
და მის შინაარსს ჯერარსი აყალიბებს. Სამართლის ნორმა
ჰოპოთეტური ჯერარსული წინადადებაა. Სამართლის ნორმა
იმპერატიულია. Ნორმა ადგენს, რომ ქცევის მოდელი უნდა
განხორციელდეს თუ არა.ნორმაში მოცემული ქცევის წესი არ
არის დამოკიდებული მოტხოვნის მართებულებაზე, აქედან
გამომდინარე ნორმის შუსრულებლობა არ ნიშნავს ნორმის
მცდარობას. Დესკრიფციული წინადადება შესაძლოა იყოს ან
მცდარი ან ჭეშმარტი. Ნორმა, როგორც პრესკრიფციული
წინადადება, არ სეიძლება იყოს არც მცდარი, არც ჭეშმარიტი.
Ის შეიძლება იყოს სამართლიანი ან უსამართლო ,
მიზანშეუწონელი ან მიზანშეწონილი და ა.შ
(სოციალური და ტექნიკური ნორმები)
Სამართლის ნორმა წარმოადგენს სოციალური ნორმის ერთ-
ერთ სახეს . Სმართლის გარდა , სოციალურ ნორმებს
განეკუთვნება ; მორალი,ჩვეულება,მოდა და ა.შ სოციალური
ნორმა აწესრიგებს ურთიერთობას ინდივიდებს, ასევე
ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფს შორის.ქართული
სამართალი არ იცნობს ტექნიკური ნორმის ლეგალურ
დეფინიციას.ტექნიკური ნორმის დამახასიათებელი ნიშნებია:
1) ტექნიკური ნორმა არის წერილობითი სოკუმენტი ამოცაის
ტექნიკური გადაწყვეტის შესახებ
2)ტექნიკური ნორმების შემუშავებაშ მონაწილეობენ
დაინტერესებული
მეწარმეები,მომხმარებლები,მეცნიერები,ექსპერტები,გარემო
ს დაცვის ორგანოზაცია და ა.შ
3) ტექნიკური ნორმა ორიენტირებულია მაქსიმალურ
კონსესუსზე
4)ტექნიკურ ნორმას ღებულობს განსაზღვრილი
ორგანიზაციულ-სამარტლებრივი ფორმის მქონე ორგანო
5) ტექნიკური ნორმა ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის
6) ტექნიკური ნორმა ადგენს ზოგადი ან მრავალჯერადი
გამოყენების წესს
7)ტექნიკურ ნორმას იურდიული სვალდებულო ძალა არ აქვს
8)ტექნიკური ნორმა ეფუძნება მეცნიერების,ტექნიკის და
პრაქტიკის გამოცდილებას. Ტექნიკური ნორმა მოიცავს
მომსახურების ტექნიკურ საფუზვლებს :
მშენებლობის,ნაკეთობათა საპროექტო ნორმებს , ზომა-წონის
ერთეულებს,უსაფრთხოების ღონისზიებებს , რომელიც
ადამიანს ,სიცოცხლეს ჯანმრტელობას ემსახურება და ა.შ
(სამართლის ნორმის სახეები და მათი ფუნქციები)
Საამართლის ნორმები შეიზლება დაიყოს :
1) ნორმის ადრესატების
2)ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით
Ადრესატის მიხედვიტ განასხვავებენ ინდივიდუალურ
ნორმებს , მიმართულს კონკრეტული პირის მიმართ. Ზოგად
ნორმებს , მიმართულს ინდივიდთა ჯგუფისაკენ. Უპირობო
ნორმის შესრულება სავალდებულოა წინასწარი პირობის
გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში. Განპირობებული ნორმა
მოქმედებს მხოლოდ რაიმე პირობების არსებობისას,
ხასიათდება კონსტრუქციებიტ”თუ”-”მაშინ” . Დეფინიციური
ნორმა, რომელიც მოქმედებს სხვა ნორმებთან კავშირში და
ცალკე მას ძალა არ გააჩნია.
 Საკითხი 6: ნორმის ნამდვილობა მოქმედება
და გავრცელებa

ნორმას აზრს სძენს მისი გამოყენება,მისი ვითარებებსა და ურთიერთობებზე


გავრცელება,შეფარდება.სამართლის ნებისმიერი ნორმა ნებისმიერ ვითარებაზე ვერ
გავრცელდება.გავრცელება არის მისი პიროვნული,საგნობრივი,ადგილისა და
დროისმიერი გავრცელების სფეროს საკითხი.პიროვნული გავრცელების სფერო
დამოკიდებულია იმაზე,თუ ვის გულისხმობს ნორმა.მაგალითად,ერთობლივი ანდერძი
მხოლოდ მეუღლეებმა ან რეგისტრირებულმა პარტნიორებმა შეიძლება
დაწერონ.სამართლის ნორმის საგნობრივი გავრცელების კი დამოკიდებულია იმაზე ,თუ
რა ვითარებებს შეეხება ნორმა.ორივე გავრცელების სფერო თავად სამართლის ნორმის
შინაარსიდან გამომდინარეობს,მაგრამ სამართლის სხვა ნორმების შინაარსზედაცაა
დამოკიდებული.მაგალითად,სამართლის ნორმა განსაზღვრულ ვითარებაზე არ
გავრცელდება,თუკი სხვა ნორმა ამ ვითარების ან ამ სახის ვითარებების განსაკუთრებულ
შეფასებას ითვალისწინებს.სამართლის სპეციალურ ნორმას გავრცელების უპირატესობა
აქვს სამართლის უფრო დიდი გავრცელების სფეროს მქონე ნორმასთან
შედარებით.ნორმის ადგილისმიერი და დროისმიერი გავრცელების სფეროები მხოლოდ
წინარე საკითხს შეეხებიან და მათ კოლიზიის საკითხებს უწოდებენ. ნორმის მოქმედების
საკითხი მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს გავრცელების საკითხისაგან.მოქმედება თავად
სამართლის ნორმის თვისებაა,რომელიც მისი შინაარსიდან არ გამომდინარეობს.თუ
სამართლის ნორმა არ მოქმედებს,მისი გავრცელების სფეროს შესახებ საკითხი არც
დაისმის.სამართლის ნორმის მოქმედების დასაწყისი მისი ძალაში შესვლის მომენტია .ამ
მომენტიდანვე იწყება მისი დროისმიერი გავრცელების სფერო.ახლადშემოღებული
ნორმა მხოლოდ მომავალში შეიძლება მოქმედებდეს.ასევე,ნორმა შეიძლება
ითვალისწინებდეს,რომ იგი უნდა იქნას გამოყენებული როგორც ახლა და მომავალში ,ისე
მისი საშუალებით წარსულიც დარეგულირდეს.ადგილისმიერი გავრცელების სფერო ის
ტერიტორიაა,რომელზედაც სამართლის ნორმა უნდა გამოიყენებოდეს,ხოლო
პიროვნული მოქმედების სფერო მოიცავს სამართლის ყველა სუბიექტს,რომლისთვისაც
სამართლის ნორმა მოქმედებს. სამართლის ნორმის მოქმედების წინაპირობა მისი
არსებობაა.ამ წინაპირობას აერთიანებს ნამდვილობის ცნება სამართლის ნორმის
ნამდვილობისათვის საჭიროა,მოცემული იყოს ის წინაპირობები, რომლებზედაც
დამოკიდებულია,საერთოდ შეიძლება თუ არა ამა თუ იმ ფარგლებში მოქმედ სამართლის
ნორმაზე საუბარი.სამართლის შესახებ გადაწყვეტილება სამართლის ნორმათა საზომით
მიიღება.სამართალი, როგორც ნორმათა სისტემა,იმასაც განსაზღვრავს,უნდა იყოს თუ
არა ესა თუ ის ნორმა ამ სამართლის სისტემის მოქმედი ნაწილი.სამართლის ნორმა
ნამდვილია თუ კომპეტენტურმა ორგანოებმა წინასწარ განსაზღვრული პროცედურითა და
ფორმით გამოსცეს,წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბათილია.მაგალითად,კანონი
ნამდვილია,როცა იგი ფორმალურად და მატერიალურად კონსტიტუციის
შესაბამისია.ბათილ კანონსაც აქვს გარკვეული სამართლებრივი ძალა.მხოლოდ
ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმის დადგგენა,რომ კანონი
ბათილი და უგულებელსაყოფია.ასევე სამართლის ნორმა მაშინ არის ნამდვილი,როცა
მას რეალურად იცავენ.
 Საკითხი 7: სამართლის ნორმის
სტრუქტურა;სამართლის ნორმის სახეები;ქმედებისა და
შემადგენლობისა და სამართლერივი შედეგის
ურთიერთკავშირი; სამართლებრივი შედეგი; ქმედების
ძირითადი შემადგენლობებიდა განმავრცობელი
დებულებები
სამართლის ნორმის სტრუქტურა სამართლის ნორმებს აქვთ
განსხვავებული შინაარსი, მაგრამ საერთო სტრუქტურა.
ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა შედგება 2 ნაწილისაგან:
1) დესკრიფციული ნაწილი, ანუ ის ფაქტობრივი
ურთიერთობა, რომელიც ნებადართულია, აკრძალული ან
მოთხოვნილი; 2) ნორმატიული ნაწილი, რომელიც ამბობს, ეს
ფაქტობრივი ურტიერტობა აკრზალულია, ნებადართული თუ
მოთხოვნილი. სამართლის ნორმა მოცემულია მოთხოვნის,
აკრძალვის ან ნებართვის სახით. „უნდა“ არის მოთხოვნის
გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამავე დროს,
მოთხოვნა შეიძლება ჩამოყალიბდეს მის გარეშეც. აკრძალვა
გამოიხატება სიტყვით: „აკრძალულია“. სამართლის ნორმის
სტრუქტურა 2 ძირითადი ესემენტისაგან შედგება: 1)
ფაქტობრივი შემადგენლობა 2) იურიდიული შედეგი
ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს იურიდიული
სედეგების წინაპირობებს. ფაქტობრივი შემადგენლობა
შეიძლება იყოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი.
განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა არ მოითხოვს
განმარტებას. მას მიეკუთვნება რიცხვი, ზომა, წონა.
განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა მოითხოვს
განმარტებას. იგი შეიძლება იყოს დესკრიფციული და
ნორმატიული. დესკრიფციული ფაქტობრივი შემადგენლობა
შეეხება ობიექტს და მის ნიშან – თვისებებს. ნორმატიული
ფაქტობრივი შემადგენლობა მოითხოვს შეფასებას. ნორმის
ფაქტობრივი შემადგენლობა შეიძლება იყოს კუმულაციური
ან ალტერნატიული. კუმულაციური ფაქტობრივი
შემადგენლობის დროს იურიდიული შედეგის დადგომა
დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთობლიობასთან.
ალტერნატიული ფაქტობრივი შემადგენლობა მოიცავს ორ ან
მეტ პირობას, რომელთაგან ერთ – ერთის არსებობის
შემთხვევაში დგება იურიდიული შედეგი. ნორმა შეიძლება
იყოს ერთდროულად როგორც კუმულაციური, ასევე
ალტერნატიული. იურიდიული შედეგი დგება, როცა სახეზეა
ნორმის ფაქტობრივი სემადგენლობა. სისხლის სამართალში
იურიდიული შედეგია დამნაშავისათვის სასჯელის
შეფარდება, სამოქალაქო სამართალში – ზიანის
ანაზღაურება, საფასურის გადახდა, ა.შ. იურიდიული შედეგი
გამოხატულია სანქციით. სამართლის ნორმა შეიძლება იყოს
სანქციის გარეშეც ( leges imperfectae ). განასხვავებენ პიზიტიურ
და ნეგატიურ სანქციებს. უმრავლესობა ნეგატიურია,
ითვალისწინებს იურიდიულად არასასურველ შედეგს.
პოზიტიურ სანქციას სურს მართლზომიერი მოქმედების
წახალისება. განასხვავებენ რეპრესიულ, რესტიტუციულ და
პრევენციულ სანქციებს. რეპრესიული სანქცია ანგარიშს უწევს
დაზარალებული მხარის სამართლიანობის გრძნობას.
რესტიტუციული ნორმის მიზანია ნორმის დარღვევამდე
არსებული მდგომარეობის აღდგენა.პრევენცია სანქციის
უმთავრესი ფუნქციაა და გულისხმობს სამართალდარღვევის
თავიდან აცილებას სამართალდამრღვევი პირის ან
საზოგადოების სხვა წევრებს მხრიდან. სამართლის ნორმის
სახეები სამართლის ნორმები შეიძლება დაიყოს: 1) ნორმის
ადრესატის; 2) ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით.
ადრესატის მიხედვით განასხვავებენ ზოგად და
ინდივიდუალურ ნორმებს. ინდივიდუალური ნორმა
მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრული პირისკენ;
ზოგადი ნორმა – ინდივიდთა ჯგუფისკენ, რომელიც არ არის
განსაზღვრული. ზოგადი ნორმა ადგენს ჯგუფის
განმასხვავებელ გვარეობით ნისნებს. უპირობო ნორმის
შესრულება სავალდებულოა ყოველგვარი წინასწარი
პირობის გარეშე. განპირობებული ნორმა მოქმედებს
გაშუალებულად, ე.ი. მხოლოდ განსაზღვრული პირობების
არსებობისას. დეფინიციური ნორმა მოქმედებს მხოლოდ
სხვა ნორმებთან კავშირში.
სამართლის ნორმათა ძირითად ტიპებში ქმედების აბსტრაქტული
შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უკავშირდება.ვისაც
სამართლებრივი შედეგი აინტერესებს,უნდა
დაადგინოს,შესრულებულია თუ არა კანონით განსაზღვრული
ქმედების შემადგენლობა.ქმედების შემადგენლობა შეიცავს
რამდენიმე ცალკეულ ნიშანს,რომელთა განხორციელებაც
ერთმანეთის მიყოლებით უნდა იქნას შემოწმებული.როცა ყველა ეს
ნიშანი შესრულებულია,მხოლოდ მაშინშეიძლება დადგეს
სამართლებრივი შედეგი.სამართლებრივი შედეგის წინაპირობები
ხშირ შემთხვევაში ცალკეული დებულებებიდან გამომდინარეობს და
ერთად უნდა იქნას შეჯერებული.კონკრეტულ შემთხვევაში თუ რომელი
ნორმაა ქმედების ძირითადი შემადგენლობა და კნონის რომელი
განსაზღვრებები წარმოადგენენ განვრცობის
დებულებებს,დამოკიდებულია იმაზე,თუ რა სამართლებრივი შედეგი
გვაინტერესებს.გამოთქმული შეხედულებების
მიხედვით,საკანონმდებლო ფიქცია არა მხოლოდ მითითების
ტექნიკაა,არამედ შედარებითი აზროვნების ინსტრუმენტიც,რომელიც
ემსახურება მნიშვნელოვანი საერთო და განმასხვავებელი ნიშნების
წარმოჩენას.

 Საკითხი 8; სამართლის ნორმების გამოყენება


ვითარებებზე. Სმართლებრივ შეკკითხვებზე
პასიხუს გაცემა, დეფინიციებისა და სუბსუმციის
საშუალებით;მსჯელობა პრეზენტაცია ;დასკვნა და
განაჩენი
ესა თუ ის ვითარება სხვადასხვაგვარად შეიძლება შეიძლება დაუკავშირდეს სამართლის
ნორმებს.მათგან ერთ-ერთი შესაძლებლობა კი სამართლის ნორმების ვითარებებზე გავრცელება ანუ
გამოყენებაა.სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხს ორმაგი მნიშვნელობა აქვს :ერთი მხრივ ,ეს არის
მოსაზრება მისი სამართლებრივი შეფასების შესახებ,მეორე მხრივ კი,ესაა მოსაზრება გამოყენებული
სამართლის ნორმების შესახებ,რადგან ვითარების სამართლებრივი შეფასება მათზეა
დამოკიდებული.სამართლის ნორმა არის წესი,მისი ვითარებაზე გამოყენება ნიშნავს -სამართლის ნორმა
განსაზღვრავს,რომ მასში ჩადებული სამართლებრივი შედეგი იმ შემთხვევებში დადგება,როცა ნორმის
შემადგენლობის წინაპირობები სახეზე იქნება.თუ სამართლის ნორმა არის პრინციპი,ვითარებაზე მისი
გამოყენება ნიშნავს ამ პრინციპით დადგენილი ღირებულებებისა და მიზნების გათვალისწინებას
სამართლის შეფარდებისას.თუ სამართლის ნორმა არის დეფინიცია,ვითარებაზე მისი გამოყენება
ნიშნავს იმის გარკვევას,ამა თუ იმ შემთხვევაში მისი დეფინიციით დადგენილი მნიშვნელობითაა
გამოყენებული თუ არა. თავდაპირველად უნდა დადგინდეს რა მიმართულებით პასუხობენ სამართლის
ნორმები სამართლებრივ შეკითხვას.რაც დგინდება იმით,რომ სამართლის ნორმით
გათვალისწინებული წინაპირობები დეფინიციებით განიმარტება.თუ საქმე ეხება წესის ფორმის
სამართლის ნორმას,უნდა დაზუსტდეს ის წინაპირობები,რომლებზედაც სამართლებრივი შედეგის
დადგომაა დამოკიდებული.დეფინიცია მოქმედია სამართლის ნორმის ყოველი გამოყენებისას .თუ
როგორ უნდა განიმარტოს ის წინაპირობები,სამართლის ნორმების გამოყენება ვითარებებზე რომელთა
მიხედვითაც სამართლებრივ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი,თავის მხრივ,არის სამართლებრივი
შეკითხვა,რომელზე პასუხიც დამოკიდებული არაა იმაზე,თუ რა გარემოებები იქნება მოცემული
ცალკეულ შემთხვევებში. სუბსუმცია „დაქვემდებარებას“ ნიშნავს და კლასიფიკატორული პროცესია. იგი
არკვევს, შექმნილი ვითარება კლასიფიცირდება თუ არა ზოგადაბსტრაქტულად ჩამოყალიბებული
სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ინდივიდუალურ-კონკრეტულ განხორციელებად .
ამიტომ სუბსუმცია დამოკიდებულია ზოგად-აბსტრაქტულ დეფინიციაზე. კლასიფიცირდება თუ არა
ვითარება ზოგად-აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების
ინდივიდუალურ-კონკრეტულ განხორციელებად, ვერ დადგინდება ამ გარემოებათა ჩამოყალიბების
გარეშე. ამიტომ დეფინიცია სუბსუმციასთან შედარებით ლოგიკურად უპირატესია.ზოგჯერ სუბსუმცია
გაგებულია,როგორც „მსჯელობის პროცესი,რომელიც ცხოვრებისეულ ვითარებასა და სამართლის
ნორმას შორის არსებულ ურთიერთკავშირს ადგენს“ ,როგორც სამართლის შეფარდება.ასეთი გაგების
გამო დეფინიცია სუბსუმციის ნაწილად უნდა იქცეს.დეფინიციისაგან განსხვავებით,სუბსუმცია თავად
არის ინდივიდუალურ-კონკრეტული. სუბსუმციის შეკითხვის პასუხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ
ინდივიდუალურ-კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებით. არსებობს მსჯელობათა პრეზენტაციის ორი
სხვადასხვა სახე:სამართლებრივი დასკვნა და განაჩენი.დასკვნა ასახელებს ჰიპოთეზას და შემდეგ
იწყებს პროცედურას მის გადასამოწმებლად.შედეგი კი აღიარება ან უარყოფა.იურიდიულ დასკვნაში
ჰიპოთეზის ჩამოყალიბება ხდება სამართლებრივ შეკითხვაზე შესაძლო პასუხის
გაცემით.მიზანშეწონილია ჰიპოთეზის რაც შეიძლება დაზუსტებულად ჩამოყალიბება.სისწორის
გადასამოწმებლად საჭიროა იურიდიულ დასკვნაში დასახელდეს წინაპირობები,რომელთა მიხედვითაც
უნდა გადაწყდეს,ჰიპოთეზა აღიარებული იქნება თუ უარყოფილი.იმ წინაპირობათა
დასახელებას,რომელთა მიხედვითაც ჰიპოთეზა უნდა დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას ,უწოდებენ
„წანამძღვარს“.გადამოწმებას ემსახურება წინაპირობათა დეფინიცია და სუბსუმცია.პრეზენტაციის
დასკვნისმიერი აგებულება სამართალმცოდნეობის სტანდარტია.რაც შეეხება განაჩენს ,იწყება შედეგის
გამომხატველი განკარგულებით,ამას მოსდევს დასაბუთება ჯერ ფაქტობრივი,შემდეგ კი
სამართლებრივი კუთხით.ფაქტობრივი კუთხით დასაბუთება მოითხოვს გადაწყვეტილების საფუძვლად
აღებული ვითარების წარმოდგენას.სამართლებრივი კუთხით დასაბუთება კი ხდება
წანამძღვრის,დეფინიციისა და სუბსუმციის საშუალებით.დასკვნისაგან განაჩენი იმით განსხვავდება ,
რომ აქ შედეგი თავშია, დასაბუთება კი მას მოსდევს.იმის მიხვედრა, თუ როდისაა საჭირო
სრულყოფილი დასკვნის პრეზენტაცია და როდის კმარა ასეთი მტკიცებითი ფორმით გადმოცემა,
მოითხოვს დასკვნის წერის გამოცდილებასა და ადრესატთა წრის მოლოდინებს.

Საკითხი 9: მორალის ცნება და სახეები;მსგავსება და


განსხვავება მორალსა და სამართალს შორის;
ზნეობრივი ნორმები; სამართალი,როგორც ეთიკური
მინიმუმი
9 Მორალი არის კულტურაზე,რელიგიაზე ან ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული
ადამიანთა ქცევის წესების სისტემა. განასხვავებენ მორალის,ეთიკისა და ზნეობის ცნებებს.მორალს
ხშირად განმარტავენ,როგორც შინაგან ვალდებულებას,რომელსაც სინდისი განსაზღვროს .მორალური
ნორმები ადამიანის სინდისისკენაა მიმართული, რომელიც ყველასათვის ინდივიდუალურია .როგორც
სამართალი,ასევე მორალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას.ამის მიხედვით შეიძლება დაიყოს ორ
ჯგუფად:ქცევის ინდივიდუალური წესები,რომელსაც ინდივიდი საკუთარი ნებით განსაზღვრავს და
სოციალური ნორმები,რომელსაც სოციალური გარემო სავალდებულოდ ადგეს .ამ კლასიფიკაციის
საფუძველზე ერთმანეთისაგან განასხვავებენ ინდივიდუალურ და კონვენციონალურ
მორალს.კონვენციონალური მორალი ეფუძნება საზოგადოების მნიშვნელოვანი უმრავლესობის
მორალურ წარმოდგენებს. ის ბევრად განსაზღვრავს ინდივიდუალური მორალის
შინაარსს.Საზოგადოებრივი მორალი დროის შესაბამისად იცვლება. მაგალითად,ტაბუდადებული თემა
და ამორალურად მიჩნეული ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება აღარ იყოს მორალური გაკიცხვის
ობიექტი.სავალდებულოობის რის მიხედვით განასხვავებენ მორალის მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც
ყველა შემთხვევაში სავალდებულო და უპირობოა და მოთხოვნებს,რომელთა დაცვაც არ არის
სავალდებულო,მაგრამ სასურველია.ადამიანთა უმრავლესობა აღიარებს რომ ტყუილი
მიუღებელია,ღარიბის დახმარება მისასალმებელი ქცევაა და ამავე დროს,არ არის სავალდებულო
მოთხოვნა. სამართლისა და მორალის შორის საერთოა ის,რომ ორივე მათგანი აწესრიგებს ადამიანებს
შორის ურთიერთობას,მათი მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია და ამ მოთხოვნათა დაცვა
განიხილება როგორც თავისთავად გასაგები მოვალეობა.განსხვავება კი მდგომარეობს
შემდეგში:მორალი ყალიბდება ჩვეულების,ტრადიციის გავლენით,სამართლის ნორმას ადგენს
სახელმწიფო შესაბამისი პროცედურების დაცვით.მორალური ნორმა იცვლება ნელა,საზოგადოებასთან
ერთად,სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა ხდება სათანადო პროცედურების
დაცვით.მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის ფორმით ,მას არ
ახასიათებს იურიდიული სიზუსტე.სამართლის ნორმაში აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა
ფორმირებული და ახასიათებს მაქსიმალური სიზუსტე.მორალს აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და
მისი მოტივი.სამართლის ნორმა კი აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას.მორალს ახასიათებს
საზოგადოებრივი ზემოქმედების სახით სანქციებით იძულება.სამართალს ახასიათებს ორგანიზებული
და აბსოლუტური იძულება.მორალი,როგორც სამართალი ნორმატიული ჯერარსული
წესრიგია,რომელიც ადგენს მოთხოვნას აკრძალვასა და ნებართვას .მართლწესრიგი ჰეტერონომიული
წესრიგია,მორალი ავტონომიური. ზნეობრივი ნორმა–სწორი ან არასწორი ქცევის შესახებ
წარმოდგენებისა და იდეების სისტემა,რომლებიც მოითხოვენ ერთი ქმედების შესრულებას და
კრძალავენ მეორეს.ზნეობრივი ნორმების მოქმედების საფუძველი პირის სინდისია.ისინი მოქმედებენ
იმიტომ,რომ პირი საკუთარი მოქმედებისას ან სხვისი ქმედების შეფასებისას სინდისით
ხელძღვანელობს და შესაბამისად,შიდაპიროვნულია. სამართალი იცავს მხოლოდ ეთიკურ
მინიმუმს.ნორმების ნაწილი მორალურად ნეიტრალურია.ასეთია საპროცესო სამართლის ნორმების
უმეტესობა,საგზაო მოძრაობის წესები და სხვა.მორალი არეგულირებს სოციალური ურთიერთობების
გაცილებით უფრო ფართო წრეს,ვიდრე სამართალი.Მაგალითად ვალის გადახდის მორალური
ვალდებულება ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც,თუ სამართლებრივად სავალდებულო არ
არის.სამართალი და მორალი დამოუკიდებელი ნორმატიული სისტემებია და შესაბამისად ,მათ შორის
შესაძლებელია წარმოიშვას კონფლიქტი.თუ კანონის ნორმა არ შეესაბამება საყოველთაოდ
აღიარებულ მორალურ წარმოდგენებს,იგი,ჩვეულებრივ იგნორირებულია მოსამართლეებისა და
სამართლის შემფარდებელი სხვა ორგანოების მიერ.

 Საკითხი 10: სამართლიანობის


ცნება;სამართლიანობის სახეები; სამართლიანობა
და თანასწორობა
უპირველეს ყოვლისა,სამართალი ასოცირდება სამართლიანობასთან.როგორც ულპიანე
ამბობდა,სამართლიანობა არის სიქველე,მისწრაფება სამართლის
განხორციელებისაკენ.სამართლიანობა წინააღმდეგობრივი და მრავალასპექტიანი
მოვლენაა,შესაბამისად, შეუძლია სამართლიანობის ზოგადი ცნების ჩამოყალიბება. სამართლიანობის
საყოველთაოდ აღიარებული ცნება არ არსებობს.ამავე დროს,სავსებით შესაძლებელია რომ ესა თუ ის
კონკრეტული ქცევა ან გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც სამართლიანი ან
უსამართლო.სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერის
განვითარებისათვის.დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იმას,თუ რამდენადაა რეალიზებული
სამართლიანობის პრინციპი სახელმწიფოს რეალურ საქმიანობაში.სამართლიანობა არის შეფასებითი
კატეგორია.სამართლიანობის კატეგორიით შეიძლება შეფასდეს როგორც ნორმები და ნორმათა
მთელი სისტემა,ასევე,პრინციპები და სამართლებრივი ინსტიტუტებიც.სამართლიანობა მართწესრიგის
იდეალური მდგომარეობაა.სახელმწიფოს მიერ ყველა ფორმალური წესის დაცვით მიღებული ნორმაც
შეიძლება იყოს უსამართლო.სამართლიანობა კანონმდებელსაც ბოჭავს.კანონმდებელმა უნდა
გაითვალისწონოს მონაწილე სუბიექტთა ინტერესები და სამართლებრივი რეგულაციების შესაძლო
შედეგები. განასხვავებენ სამართლიანობის ორ ძირითად სახეს-განაწილებითსა და გათანაბრებით
სამართლიანობას.განაწილებითი სამართლიანობა მოიცავს ამა თუ იმ სიკეთის განაწილების პროცესს
და მასში მონაწილე სულ მცირე სამ სუბიექტს.იერარქიული სტრუქტურის მქონე ურთიერთობებში
განაწილების მასშტაბი შეიძლება იყოს თანასწორობა, შეტანილი წვლილი ან
მოთხოვნილება.თანასწორობის პრინციპის მიხედვით თითოეულს უნდა მიეკუთვნოს თანაბარი
წილი,შეტანილი წვლილის მიხედვით,გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდივიდის მონაწილეობის
ხარისხი,ხოლო მოთხოვნილების პრინციპის თანახმად, თითოეულს ეკუთვნის თავისი მოთხოვნილების
შესაბამისად.არისტოტელეს აზრით,განაწილებითი სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას
აყალიბებს განაწილების გეომეტრიული პროპორციულობა,რაც იმას ნიშნავს,რომ გასანაწილებელი
სიკეთე უნდა გადანაწილდეს მოთხოვნილებების შესაბამისად.რაც შეეხება გათანაბრებით
სამართლიანობას,მოიცავს იერარქიული სტრუქტურის არმქონე ურთიერთობებს .ასევე არ არის
დამოკიდებული ინდივიდუალურ შეხედულებებზე და შესაბამისად,ყველამ უნდა მიიღოს კუთვნილი
სიკეთე,რა დროსაც არც ერთი მხარე არ უნდა იყოს არც მოგებული ან წაგებული.არისტოტელეს
აზრით,განაწილებითი სამართლიანობისაგან განსხვავებით,გათანასწორებას აყალიბებს
არითმეტიკული პროპორციულობა.აღსანიშნავია ფორმალური სამართლიანობაც,რომელიც მოითხოვს
რომ ნორმა უნდა არეგულირებდეს განმეორებად ურთიერთბებს და მიმართული იყოს სუბიექტების
განუსაზღვრელი წრისაკენ,რა დროსაც ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება მის შინაარსს.საგნობრივი ანუ
ინდივიდუალური სამართლიანობა კი ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან .
თანასწორობა სამართლის ფუძემდებლური პრინციპია,რომელიც სათავეს იღებს ღვთის წინაშე
ადამიანის თანასწორობის ქრისტიანული იდეიდან,ხოლო კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი
ჩამოყალიბდა მოგვიანებით,აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქაში.ადამიანის თანასწორობა
საყოველთაო.კანონით აკრძალულია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა.თანასწორობის პრინციპს
საქართველოს კონსტიტუცუაშიც ვხვდებით,რომელიც მის 11-ე მუხლშია განმტკიცებული. „მუხლი 11.
თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.აკრძალულია
დისკრიმინაცია რასის,კანის ფერის,სქესის,წარმოშობის,ეთნიკური
კუთვნილების,ენის,რელიგიის,პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების,სოციალური
კუთვნილების,ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის
მიხედვით.“თანასწორობა განაწილების ისეთი წესია,რომლის დროსაც თითოეული ღებულობს თანაბარ
წილს შეტანილი წვლილისა და მოთხოვნილებისაგან დამოუკიდებლად.მაგალითად,დაბადების დღეზე
ტორტი თანაბრად გადანაწილდება მოწვეული სტუმრებს შორის და არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება
იმას,თუ ვინ უფრო მშიერია ან უფრო მეტი მადა აქვს.თანასწორი განაწილების სქემაში იკვეთება
პარადოქსიც. ცალკეული ჯგუფების ხელშეწყობა უკვე ნიშნავს უთანასწორობას .

 Საკითხი 12;სამართლის მოქმედება.სამართლის


მოქმედების სახეები;სამართლის მოქმედების
თეორიები;სამართალი და იძულება
ამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება.მან ისე უნდა შეძლოს ადამიანის
ქცევის მოწესრიგება,რომ მოგება და ზარალი სამართლიანად განაწილდეს,დასჯადი ქმედბა
სამართლიანად დაისაჯოს და საზოგადოებაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემებიც
სამართლიანად გადაწყვიტოს.სამართლიანობის მიღწევის გარდა სამართლის ამოცანაა უზრუნველყოს
სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.ეს მიზნები
გათვალისწინებული უნდა იყოს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.ისინი
დაკავშირებულები არიან,შეუძლებელია ავრცობდნენ და ამავე დროს კონკურენციას უწევდნენ
ერთმანეთს.სამართალი თავად ქმნის საზოგადოებრი საზოგადოებრივ ინტერესთა სამართლიან
წესრიგს.ზოგადი ნორმები ემსახურებიან სამართლებრივ უსაფრთხოებას .სხვა მხრივ ,რამდენადაც ისინი
კონკრეტული შემთხვევის თავისებურებებს საკმარისად არ ითვალისწინებენ,შესაძლებელ
შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდნენ ცალკეული შემთხვევების
სამართლიანობასთან.სამართლიანობა და სამართლებრივი უსაფრთხოება ეწინააღმდეგებიან
ერთმანეთს სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერი ძალის საკითხშიც,რაც მატერიალური
სამართლით არასწორია.შესაძლებელია გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით,სამართლებრივ
უსაფრთხოებას ან მატერიალურ სამართლიანობას მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს .ასევე არსებობენ
ნორმები,რომელთაც მხოლოდ წესრიგის დაცვის ფუნქცია აქვთ. სამართლის ამოცანა არის ადამიანთა
ურთიერთთანაცხოვრების შედეგად წარმოებული კონფლიქტების სამართლიანად მოწესრიგება.
კოდიფიცირებულ სამართლებრივ სისტემებს აქვთ სამოსამართლეო სამართლის კომპონენტები
სამოსამართლეო სამართალგანვითარებაში.ის ანვითარებს და აზუსტებს ნორმათა პუნქტებს,სადაც
ჰერმენოიტიკული ინსტიტუტები არჩევანს ინტერპრეტაციის რამდენიმე ალტერნატივას შორის
ტოვებენ,ეს ემსახურება სამართლებრივი პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას.თუ კანონმდებელმა
სამართლებრივი საკითხები გადაწყვიტა და შესაძლებელია ინტერპრეტაციის საშუალებით ქმედების
საკანონმდებლ საკანონმდებლო სემადგენლობი სემადგენლობის შინაარსის არაორაზროვნად
დადგენა,სამართლის გამომყენებისათვის პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილები კრიტერიუმები
სავალდებულოა.თუ ინტერპრეტაციის მიუხედავად,სამართლი სნორმების გამოყენებას
არასამართლიან შედეგამდე მივიყვანთ,აუცილებელია მისი განვრცობა. იურიდიული ცნებების
ერთობლიობა,რომელიც მონაწილეობს პრობლემათა გადაწყვეტაში ემსახურება სწორი შედეგის
ახსნას, დაზუსტებას.სამართლის პრობლემათა გადაწყვეტა ხორციელდება მიმდინარე
გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი ცნებების საფუძველზე სტრუქტურირებული ნააზრევის
ერთობრილობაში. თანაზომიერების,ძალის გადაწარბებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპები
სამართლებრივ პრობლემას ცნებათა ჭრილში განიხილავენ და ხდიან მას დისკუსიაუნარიანს ისე,რომ
საბოლოო გადაწყვეტას არ იძლევიან.მნიშვნელოვანია რაციონალური აზროვნების ნიმუში,რომელიც
თანაბარი მოპყრობის პრინციპია.ის მოითხოვს არსობრივად ერთნაირის თანაბარ და არსობრივად
განსხვავებულის თანაბარ მოპყრობას.აზროვნების ამ სტილს არ მივყავართ ზუსტ
გადაწყვეტილებამდე.უმრავლესობისათვის სავალდებულო საზოგადოებრივი წესრიგი მიიღწევა
მაშინ,თუ სამართლიანობის საკითხებში სუბიექტურობას გადავლახავთ და აზრთა თავისუფალი
ჭიდილით მივაღწევთ კონსესუს.უმრავლესობისათვის მისაღები კონსესუსუნარიანი წარმოდგენები
სამართლიანობაზე პრობლემატური მასშტაბია.იგი ხშირად განპირობებულია გარკვეული ინტერესებიტ
და არა სინდისით და შეიძლება წარმოადგენდეს მანიპულირებელ შეხედეულებას .გადაწყვეტილება
უნდა იყოს მიღებული არგუმენტების თავისუფალი გაცვლის,დასაბუთებულ,კონტროლს
დაქვემდებარებულ საფუძველზე.მხოლოდ კონსესუსის გზით მიღწეულ შეთანხმებებს აქვთ შანსი
მნიშვნელოვანი პრეტენზიის გარეშე სამართლებრივი საზოგადოებსი მეირ იქნეს აღიარებული .მსგავსი
შეხედულება გვხვდება ანგლო- საქსურ სამართლებრივ აზროვნებაში.სამართლებრივი და სოციალ -
ეთიკური წესრიგის ზღვართან ჩანს იურისპრუდენციას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს,სადაც მოსამართლეს შეუძლია თავად მიიღოს სამართლის განვითარების პროცესში
მონაწილეობა.ამით შესაძლოა სამართლის გამოყენება განვითარების მომენტად იქცეს,რომელსაც თან
სდევს გარანტირებული სამართლისა და სამართლებრივი მორალის არსებობა.

Საკითხი 14:სამართლის მოქმედება;სამართლის


მოქმედების სახეები;სამართლის მოქმედების
თეორიები;სამართალი და იძულება
სამართალშემოქმედება სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა .სოციალური
თვალსაზრისით სამართალშემოქმედება კანონში სახელმწიფო ნების განხორციელების პროცესი ,მისი
გაფორმება სხვადასხვა იურიდიულ აქტებში და მასში გამოხატული ქცევის წესებისათვის
ზოგადსავალდებულო ხასიათის მინიჭებაა.გამოიყოფა მატერიალური,სოციალური,პოლიტიკური ,
იდეოლოგიური ფაქტორები,რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ სამართლის
ჩამოყალიბებაზე.ნორმატიული სამართლებრივი აქტების ხარისხის დონე დიდად არის დამოკიდებული
იმაზე,რამდენადაა გათვალისწინებული ეს ფაქტორები.სახელმწიფო სამართალშემოქმედებითი
საქმიანობა ხორციელდება სხვადასხვა სახეებსა და ფორმებში.თანამედროვე სახელმწიფოებში
სამართალშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს ფუძემდებლური პრინციპების
საფუძველზე,რომლებიც განსაზღვრავენ ამ საქმიანობის არსს.ეს პრინციპებია:
დემოკრატიზმი;კანონიერება და კონსტიტუციონალიზმი;Ჰუმანიზმი ;მიღებული სამართლებრივი აქტის
მუდმივი ტექნიკური სრულყოფის პრინციპი;პროფესიონალიზმი სამართალშემოქმედება ორი ძირითადი
ფორმისაა.ხალხის უშუალო და სახელმწიფოს სამართალშემოქმედება.ხალხის უშუალო
სამართალშემოქმედება ხორციელდება რეფერენდუმის გზით.რეფერენდუმი არის საერთო -სახალხო
გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების
საბოლოოდ გადასაწყვეტად.ის ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა.ეს
ყოველივე განმტკიცებულია როგორც კონსტიტუციაში,ისე ორგანულ კანონში რეფერენდუმის
შესახებ.სახელმწიფო სამართალშემოქმედება გამოიხატება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების
მიერ ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებაში,მასში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებაში.მას
მიეკუთვნება ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართალშემოქმედება,რომელიც
სანქციონირებულია სახელმწიფოს მიერ.სანქციონირების შედეგად საზოგადოებრივი.ორგანიზაციების
მიერ შექმნილი ნორმები იღებენ სახელმწიფოს მიერ დაცული სამართლებრივი ნორმების
თვისებებს.ასევე განასხვავებენ დელეგირებულ და სანქციონირებულ
სამართალშემოქმედებას.დელეგირებულია სახელმწიფო ორგანოების მიერ სამართალშემოქმედებითი
საქმიანობის განხორციელება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს დავალებით ან წინასწარი
უფლებამოსილების მიცემით,ხოლო სანქციონირებული,სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ ნორმებს
დამტკიცება,რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ან ჩამოყალიბებულია
საზოგადოებაში ჩვეულებების სახით. საქართველოში კარნონშემოქმედება პარლამენტის პრეროგატივა
და საქმიენობის ძირითადი სახეა.კანონის მიღების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციისა
და პარლამენტის რეგლამენტით. საკანონმდებლო პროცესის სტადიებია:საკანონმდებლო ინიციატივა,
კანონპროექტის განხილვა,კანონის მიღება და კანონის გამოქვეყნება.კონსტიტუციის 45-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად,საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას,პარლამენტის
წევრს,საპარლამენტო ფრაქციას,პარლამენტის კომიტეტს,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს,არანაკლებ 25000 ამომრჩეველს .
მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მისივე მოთხოვნით პარლამენტი განიხილავს
რიგგარეშე.კანონპროექტი განიხილება სამი მოსმენით.კანონპროექტის პირველი მოსმენისას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი
დებულებები.მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება
არსებითად,მუხლებრივად.მესამე მოსმენისას აღარ შეიძლება მასში ცვლილებების შეტანა გარდა
რედაქციულისა.რის შემდეგაც კენჭი ეყრება საბოლოო ტექტს.კონსტიტუციის 45-ე მუხლის მეორე
ნაწილის თანახმად,კანონი მიღებულად ითვლება,თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედი,ორგანული კანონი მიღებულად ითვლება,თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს
პრეზიდენტს,რომელიც 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული
შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.თუ შენიშვნები მიღებულია,კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის
ვადაში გადაეცემა კვლავ პრეზიდენტს,რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას .თუ
პარლამენტმა არ მიიღო მისი შენიშვნები,კენჭი ეყრება პირვანდელ რედაქციას .ორგანული კანონი ან
კანონი მიღებულად ჩაითვლება,თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის

Საკითხი 15: იურდიული ტექნიკა


იურიდიული ტექნიკა არის სამართლებრივი აქტების
შემუშავების,გაფორმების,სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების
პროცესში გამოყენებული საშუალებლის, წესებისა და ხერხების
ერთობლიობა.იგი სრულყოფს იურიდიულ აქტებს და მათ ეფექტრუდ
გამოყენებას.იურიდიული ტექნიკა მოიცავს ნორმატიულ და
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. იურიდიული ტექნიკის
ობიექტია ნორმატიული აქტის ტექსტი და იგი ავლენს მის
რაციონალურ აზრს,რეალობის აღქმას,კანონმდებლობისა და
სამართლის სისტემის უარყოფას.იურიდიული ტექნიკა
მრავალასპექტიანია,მასთან მჭიროდაა დაკავშირებული
კანონმდებლობისდ თეორია და მეთოდიკა. კანონმდებლობის
თეორია მოიცავს პრაქტიკაზე მორგებულ მეცნიერებას,ხოლო
მეთოდიკა სამართალშემოქმედების რაციონალურ ნაწილს.
იურიდიული ტექნიკა იყოფა საკანონმდებლო ანუ
სამართალშემოქმედებით და ინდივიდუალური აქტების შემუშავების
ტექნიკად. სამართალშემოქმედებითი ტექნიკა გამოიყენება
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის დროს,ხოლო
ინდივიდუალური ტექნიკა ემსახურება სამართლის ნორმების
რეალიზაციას.ბევრი ტექნიკური ხერხი ზოგადი ხასიათისა და
მიეკუთვნება საქმის წარმოების და ინფორმატიკული ტექნიკის
ხერხებს. იურიდიული ტექნიკის ხერხებსა და წესებს წარმოადგენენ:
ნორმატიული აგება;საკანონმდებლო სტილისტკია;იურიდიული
კონსტრუქციები და ტერმინოლოგია. იურიდიული ტერმინოლოგიის
გარეშე წარმოუდგენლია
იურისპრუდენცია.სამართალშემოქმედებითობაში გამოიყენება სამი
სახის ტერმინი:ზოგადი,სპეციალურ ტექნიკური და სპეციალურ-
იურიდიული. იურიდული კონსტრუქციიდან იწყება სამართლის
იურიდიულ-ტექნიკური მშენებლობა.მასში თავმოყრილია
უფლების,მოვალეობის,პასუხისმებლობისა და სხვა ტიპიური სქემების
თავისებურების მოდელი.მისი გამოყენება ამარტივებს იურიდიული
ნორმების ფორმულირებას და საზოგადოების ურთიერთობას ხდის
ზუსტსა და განზასღრულს.კონსტრუქციულ მოდელში გამოკვეთილია
სტრუქტურული ელემენტები:სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი
ობიექტი და შინაარსი. იურიდიული ნორმის
ელემენტებია:ჰიპოთეზა,დისპოზიცია და სანქცია.იგი ნორმის ტექსტში
გადმოცემულია პირდაპირი,მითითებითი და ბლანკეტური
ხერხით.მითითებით გადმოცემისას მუხლში ნორმის ცალკეული
ელემენტები არ არის ფორმირებული.პირდაპირის დროს მუხლში
ნორმის ყველა ელემენტი ფორმირებულია,ხოლო ბლანტეკურის
დროს ცალკეური ელემენტები პირდაპირ არ ფორმულირდება და
არასაკმარისი ელემენტები შეიძლება შეიცვალოს დროთა
განმავლობაში. იურიდიული ტექნიკის ერთ-ერთი საშუალებაა
ნორმატიული მასალის განლაგება განსაზვრული წესით,დანაწევრება
და შეთანხმებულობა.ნორმატიული აქტები ნაწილდება
დარგების,ქვედარგებისა და ინსტიტუტების მიხედვით.მისი
დიფერენცია არსებით როლს თამაშობს
კოდექსებში.კოდიფიცირებულ აქტში განყოფილებად და თავებად
გაანლაგებული ნორმატიული მასასლა მოიცავს ინსტიტუტს ან
ინსტიტუტთა ჯფუფს.მასში მიზანშეწონილია მუხლის ცალკეული
ნაწილები აღნიშნული იქნეს ნორმებით და ასოებით ნორმატიული
დოკუმენტები არ უნდა იყვნენ წინააღმდეგობრივნი,მათი
შეთანხმებულობა უნდა გამოიხატოს იურიდიულ
კონსტრუქციებში,დარგობრივ ტიპიზაციასა და
ტერმინოლოგიებში.ისინი ასევე საჭიროებენ გარეგან ერთიანობას.
საკანონმდებლო სტილისტიკა კანონშემოქმედებითი ტექნიკის
ორგანული ნაწილია.ეს არის ნორმატიულ დოკუმენტებში ენობრივ
საშუალებათა მიზანშეწონილი გამოყენების ხერხთა სისტემა.მთავარი
რაც განაპირობებს ნორმატიული აქტების სტილს ესაა
სიზუსტე,განსაზღვრულობა და მაღალი იურიდიული
კულტურა.ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია,როდესაც იგი
თითოეული მოქალაქისთვის კარგად გასაგებია.ცნობილ გერმანელი
ფილოსოფოსის ფ.იერენის თქმით "კანონმდებელი უნდა
აზროვნებდეს როგორც ფილოსოფოსი და ლაპარაკობდეს როგორც
გლეხი".ეს ნიშნავს იმას რომ კანონის ტექსტი გასაგები უნდა იყოს
უბრალო ადამიანისთვის და არ უნდა იყოს გადატვირთული ზემდეტი
წინადადებებით.სამართლის ენა დაპირისპირებული არაა
ლიტერატურასთან,პირიქით იგი თავისებური დამოუკიდებელი
სტილია ლიტერატურისა.სამართლის ენა იყოფა ოთხი გენა:კანონის
ენა,მეცნიერული ენა,მოხელეთა ენა და განაჩენისა და
გადაწტვეტილების ენა. იურიდიული სტილის,იურიდიული ენისა და
ფორმების თავისებურება იმდენად უნიკალურია,რომ ისინი თამამად
შეიძლება ჩაითვალოს ზოგად-კულტურულ ღირებულებებად.

Საკითხი 16:ნორმატიული აქტის ცნება და სახეები ;


ნორმატიული აქტების იერარქია;კანონი,როგორც
ნორმატიული აქტი;კანონის ცნება;კანონის სახეები;
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
ნორმატიული სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები; ნორმატიული სამართლებრივი აქტი
მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავს მუდმივი დროებითი და მრავალჯერადი
გამოყენების წესს.ნორმატიულ აქტს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:1) მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო
იღებს მას2)ნორმატიული აქტი მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით 3)ნორმატიული აქტი
განსაზღვრავს სავალდებული ქცევვის წესს 4)ნორმატიული აქტის ადრესატია სუბიექტთა
განუსაზღვრელი წრე 5)ნორმატიული აქტი ადგენს მრავალჯერად ქცევის წესს. საქართველოს
ნორმატიული აქტები იყოფა საკანონმდებლოდ და კანონქვემდებარედ.საქართველოში მოქმედებს
შემდეგი ნორმატიული აქტები: ორგანული კანონი,პრეზიდენტის ბრძანებულება,პრეზიდენტის
დეკრეტი,საქართველოს კონსტიტუცია,საერთაშორისო შეთანხმება და სხვ. ნორმატიული აქტის
რეკვიზიტები კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ნორმატიული აქტების იერარქია; ნორმატიული
აქტების იერარქიას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლის შეფარდების პროცესში სათანადო ნორმის
სწორი შერჩევისა და გამოყენებისთვის. საქართველოში დადგენილია შემდეგი
იერარქიები:საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი;საერთაშორისო ხელშეკრულება
და შეთანხმება;ორგანული კანონი და პრეზიდენის დეკრეტი;საქართველოს კანონი ;პრეზიდენტის
ბრძანებულება;პარლამენტის დადგენილება;მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების
ბრძანება. კანონის ცნება ქართულ ენაში „კანონი“ ბერძნულიდან შემოვიდა. ის აღნიშნავდა მუხლს ,
კანონთა კრებულს, სამართლის ძეგლს, გარკვეული ხნის მანძილზე სასჯელსაც. განასხვავებენ
ლოგიკურ,ბუნებისა და იურიდიულ კანონებს. კანონის ფილოსოფიური კატეგორია კი უფრო გვიან
გვხვდება. ჰერაკლიტემ ტერმინი „კანონი“ პირველად გამოიყენა საზოგადოებისა და ბუნების
მიმართ.ფილოსოფიურ ლიტერატურაში კანონს ახასიათებს სავალდებულოობა და ზოგადობა, რითაც
ის ემსგავსება იურიდიულ კანონს. ამასთანავე, მათ გააჩნიათ იძულებითი ხასიათი. იურიდიული კანონი
იმით განსხვავდება ბუნებისა და ლოგიკური კანონებისგან, რომ მისი განხორციელების ვარიანტები
უფრო მრავალრიცხოვანია, მისი მოქმედების ფარგლები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს და მისით
რეგულირებული ურთიერთობები ნებელობითია, რომლებზეც შეიძლება განხორციელდეს სოციალური
კონტროლი. განასხვავებენ კანონის ფორმალურ და მატერიალურ გაგებას. ფორმალური გაგებით
კანონი გამოცემული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის მიერ. მატერიალური გაგებით კი კანონი არა
მხოლოდ პარლამენტის, არამედ სახელმწიფოს სხვა კომპეტენციური ორგანოების მიერ შეიძლება იყოს
მიღებული კანონის სახეეები საქართველლოში მოქმედებს კანონის შემდეგი სახეები :კონსტიტუციური
კანონი,ორგანული კანონი,საქართველოს კონსსტიტუცია,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტი დაფუძვნებულია კანონზე და არ ეწინააღმდეგება მას.კანონქვემდებარე აქტებს აქვთ
კანონებზე შედარებით ნაკლები იურიდული ძალა.მათი არსებობის აზრი მდგომარეობს ,რომ
დააკონკრეტონ კანონების ძირითადი,პრინციპული მდგომარეობა სხვადასხვა ინდივიდუალურ
ინტერესებთან მიმართ. შინაარსის მიხედვით კანონქვემდებარე აქტები შემდეგი სახისაა: საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულება;მთავრობის ნორმატიული დადგენილებანი;სამინისტროსა და უწყების
ნორმატიული აქტები-ბრძანება განკარგულება;ადგილობრივი ორგანოების აქტები;
შიდაორგანიზაციული ანუ ლოკალური აქტები.

Საკითხი 17: კონსტიტუცია;კონსტიტუციური


კანონი;ორგანული კანონი;ა საერთაშორისო
ხელშეკრულება;კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებო;ნორმატიული აქტის მოქმედება დროში,სივრცეში და
პირთა წრის მიხედვით
რსებობს კანონის შემდეგი სახეები: 1)კონსტიტუცია -
სახელმწიფოს უზენაესი კანონი, რომელსაც უნდა
შეესაბამებოდეს ყველა სხვა სამართლებრივი აქტი.
კონსტიტუციის გარეშე სახელმწიფოს არ აქვს დასრულებული
სტრუქტურა. ის განსაზღვრავს მის წესრიგს, მიზანს,
სამართლებრივ ჩარჩოებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას,
ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენს იმ
სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც
უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ხელისუფლება.
კონსტიტუციას ახასიათებს მაღალი აბსტრაქციის დონე. ის არ
აწესრიგებს ხელისუფლების განხორციელებასთან
დაკავშირებულ ყველა ურთიერთობას. მას არ აქვს
სრულყოფილობის ან უხარვეზობის პრეტენზია. კონსტიტუცია
ასრულებს ინტეგრაციულ ფუნქციას, რაც იმაში გამოიხატება,
რომ ის უზრუნველყოფს სახელმწიფოს ერთიანობას,
განსაზღვრავს მის ფორმასა და საშინაო წესრიგის
საფუძვლებს. 2)კონსტიტუციური კანონი - კანონი, რომელიც
მიიღება საქართველოს ტერიტორიული მოწყობის
განსაზღვრისას და კონსტიტუციის გადასინჯვისას. ის ვერ
იარსებებს დამოუკიდებლად, ვინაიდან მიღებისთანავე ხდება
კონსტიტუციის ორგანული და განუყოფელი ნაწილი.
კონსტიტუციური კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის 2/3. 3)ორგანული კანონი - მიიღება
ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი,
უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან
ურთიერთობა; პარლამენტის შემადგენლობა,
უფლებამოსილება და არჩევის წესი; საქართველოს
სახელმწიფოებრივი სიმბოლოები, პრეზიდენტთან,
რეფერენდუმთან, პროკურატურასთან, უშიშროებასთან და
სხვა. ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მხარს
დაუჭერს პარლამენტის შემადგენლობის ½-ზე მეტი.
ორგანულ კანონს აქვს უპირატესი ძალა, მაგრამ ისიც
ჩვეულებრივი კანონია. კონსტიტუციით პირდაპირაა
გათვალისწინებული, თუ რომელი კანონია ორგანული და
რომელ სფეროებს არეგულირებს. 3) კანონი - მიიღება
საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
4) ნორმატიული აქტის მოქმედება დროში ნორმატიული აქტის
დროში მოქმედება განისაზღვრება მისი ძალაში შესვლისა და
დაკარგვის ფარგლებით. ერთმანეთისგან უნდა
განვასხვავოთ აქტის მიღება და ძალაში შესვლა: მიღების
თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ აქტის საბოლოო
რედაქციის მიღების დღე ან უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ ხელმოწერის დღე. ძალაში შესვლა კი
განისაზღვრება აქტის ოფიციალურ ორგანოში
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრეზიდენტის ბრძანებულება
ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი
გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა
არაა დადგენილი. ნორმის ძალაში შესვლის თარიღი
განსაზღვრულია თვითონ კანონით. თუ კანონში
მითითებულია, რომ ის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე,
ეს ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს,
24 საათზე. კანონი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით
სხვა რამ არაა დადგენილი. შეიძლება, კანონმა ან მისმა
ნაწილმა ძალა დაკარგოს, თუ: 1)გავიდა ვადა, რომლითაც ის
მიიღეს; 2)გამოიცა კანონი, რომელმაც ის ძალადაკარგულად
გამოაცხადა. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს იმ
შემთხვევებში, თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ
ნორმატიული აქტით ან თუ არ აუარესებს პირის იურიდიულ
მდგომარეობას. არსებოს ნამდვილი და არანამდვილი
უკუძალა. კანონის უკუძალა სათავეს იღებს ფოიერბახის
იძულების ფსიქოლოგიური თეორიიდან. მისი აზრით,
სისხლის სამართლის ნორმა წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს,
რომ მას ჰქონდეს პრევენციული მოქმედება. 5) ნორმატიული
აქტის მოქმედება , სივრცეში და პირთა წრის მიხედვით.
საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე, ავტონომიისა - ავტონომიის
ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა -
ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე.
მაშასადამე, ნორმატიული აქტის მოქმედების ფარგლებს
განსაზღვრავს მისი გამომცემი ორგანოს უფლებამოსილების
სფერო.პირთა წრის მიხედვით, ნორმატიული აქტი მოქმედებს
საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მყოფ
უცხოელთა მიმართ, თუ სხვა აქტით ან საერთაშორისო
შეთანხმებით სხვა რამ არ არის
დადგენილი.ექსტერიტორიულობა გულისხმობს იმას, რომ
შიდასახელმწიფოებრივი კანონების მოქმედება არ
ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა ცალკეულ
წარმომადგენლობაზე, მეთაურებზე, სამხედრო გემებსა თუ
სამხედრო ნაწილებზე.

You might also like