1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ზოგჯერ კეთილშობილური მიზანი ზნეობრივ კომპრომისს მოითხოვს

არსებობენ ისეთი პიროვნებები,რომელთათვისაც მხოლოდ პირადი მიზნის და


სურვილების მიღწევაა უპირველესი საზრუნავი.მათ არ ენაღვლებათ ამ მიზნამდე
მისაღწევი გზა ზნეობრივად მცდარია თუ არა,ან უბრალოდ აინუშშიც არ აგდებენ რისი
გაკეთება მოუწევთ წადილის დასაკმაყოფილებლად.

მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც “რაც არა გწადდეს, იგი ქმენ , ნუ სდევ
წადილთა ნებასა”,ამ სიტყვების მიხედვით ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა ,არის თუ არა
მიზნამდე სავალი გზა ზნეობრივი,ისინი ემორჩილებიან წუთისოფლის მიერ მოვლენილ
განსაცდელს და მის ნებას.

ნიკოლო მაკიაველი მტკიცედ თვლიდა,რომ ნებისმიერი ქმედება მისაღებია მანამ,სანამ


ის გამართლებულია კარგი მიზნისთვის
არა,იმას არ ვამბობ,რომ შენი მიზნის მისაღწევად ხელი არ უნდა გაანძრიო და ელოდო
როდის მოგართმევენ ლანგრით.სულაც არა.თავი არ უნდა დაზოგო,ყველაფერი უნდა
გააკეთო მიზნის მისაღწევად,ოღონდ საზღვრის ფარგლებში უნდა იბრძოლო. გოეთე
ამბობს,“იყო ადამიანი ნიშნავს იყო მებრძოლიო“.რა თქმა უნდა,მებრძოლი უნდა იყო,ისე
ვარიანტი არ არის იმ თამაშში გადარჩე,რომელსაც ცხოვრება ჰქვია .უნდა იყო
მებრძოლი,მაგრამ ამ სრბოლაში ადამიანობა არ უნდა დაკარგო.როცა ამას მოახერხებ
შეგიძლია ჩათვალო რომ გიცხოვრია..

შეიძლება ბევრი შემეწინააღმდეგოს,მაგრამ იმ ადამიანის ,რომელმაც კაცი მოკლა და


თავს იმით იმართლებს,ჩემი მიზნის მიღწევაში მიშლიდა ხელსო,მე არ მესმის.არ მესმის
სხვას რატომ უნდა გადაუარო.აი,რომ მოკლავ,მერე მიზანს რომ მიაღწევ,ნუთუ მართა
იქნები ბედნიერი?ან კიდევ,რა მიზანი უნდა გქონდეს ისეთი,რომ კაცი მოკლა?

მიზნისთვის ბრძოლა ეგოიზმში არ უნდა გადავიდეს,თორემ,შეიძლება,ყველაფერი შენ


საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.აი,მერე კი ნუ გაგიკვირდება ,თუ ბედი ზურგს
გაქცევს.კონფუცს უთქვამს ,,ბედი კი არ ქმნის ხასიათს,ხასიათი ქმნის ბედს”-ო და
მართალიცაა.

რა მიზანი უნდა გქონდეს ისეთი,ბოროტმოქმედება რომ გაამართლოს.

You might also like