Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ოთარაანთ ქვრივის დახასიათება (პირველი 5 თავის მიხედვით)

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი ოთარაანთ ქვრივია. ოცდაოთხიწლის წლის


ასაკში ქალი დაქვრივდა და ერთი წლის შვილი, სახელად გიორგი დარჩა. ოთარაანთ
ქვრივი გიორგისთან ერთად ცხოვრობდა სოფლის ნაპირას ფიცრულ სახლში . სახლი
ტყრუშულით იყო შემოსაზღვრული.ქვრივი ეზოს და ასევე ბოსტანს უვლიდა,ბარითა და
თოხით ამუშავებდა მიწას. დაწმენდილ და დალაგებულ სახლის კედლებზე
ჩამოწკრივებული იყო სუფთა ჭურჭელი, ჩამოკიდებული თოფები. ამის გარდა ქვრივის
საკუთრებაში შედიოდა ვენახი და მარანი,სადაც ამზადებდა ღვინოს. გაყიდულ ღვინოსგან
მიღებულ თანხებს ქვრივი ხუთ ქისად გაანაწილებდა.“საჭირნახულო“ ქისა განკუთვნილი
იყო პურისა და ქერის მოსაზიდად, „ბარაქალას“ ქისა ვენახის სამუშაოსათვის ,“საჯანაბო “
ქისა ფოსტის ფულისთვის, ხოლო ბოლო ქისაში სახელად „მიეცი და მოგვეცესო“
შემოინახებოდა ფული გაჭირვებულებს დახმარებისთვის. ქმრის სიკვდილის შემდეგ ,
ოთარაანთ ქვრივი იძულებული იყო მწყრალ, და ძლიერ ადამიანად შეცვლილიყო, რათა
დაეცვა თავისი თავი და შვილი. სოფელში ოთარაანთ ქვრივს იმდენად ერიდებოდნენ ,
რომ ბავშვებსაც აშინებდნენ ოთარაანთ ქვრივის სახელით. თუ რომელიმე სოფლელი
გაბედავდა ქვრივის ეზოში გამოჩენას, ამას მოჰყვებოდა ოთარაანთ ქვრივის წყევლა და
ქაოსი. ასევე ოთარაანთ ქვრივი სამართლიანი და გულწრფელო გახლდათ. უსაქმურ
დედაკაცს გვერდის თუ გაუვლიდა ტკბილ სიყვას არასდროს იტყოდა და პირიქით
დაუწუნებდა,რაც თვალში მოუვიდოდა. ქვრივის აზრით, ტკბილი სიტყვა თვალმაქცობაა
და სიმართლის თქმით კარგ საქმეს აკეთებდა. ერთხელ ოთარაანთ ქვრივს ეახლა

You might also like