ქართული

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

3. მაშინ მთავრებმა მისი ეპისკოპოსობაც განიზრახეს.

ნეტარმა
გრიგოლმა ეს ხორციელ პატივად მიიჩნია, შეწუხდა და თავისი
კუთხიდან ფარულად წასვლა გადაწყვიტა ღვთის შთაგონებით,
რომელიც მას მამამთავარ აბრაამის მსგავსად წინ
მიუძღოდა. როგორც აბრაამი განაშორა ღმერთმა თავის
ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა მორწმუნე და
ღვთისმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უსახურ უდაბნოში
გამობრწყინდეს დაუშრეტელი სანთელი, რომელიც მაღალ და
ბრწყინვალე სასანთლეზე კაშკაშებს, მარადიული ზეთით, რათა
საყვირის ხმაზე გაუძღვეს სულიერი სრულყოფის მაძიებელ
თანამოღვაწეებს.   ქრისტეს მადლის შეწევნით ნახა მოკეთეები:
საბა, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მონასტრის მეორედ
მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი; თეოდეორე, ნეძვის
მონასტრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარი და
ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი და წინამძღვარი.ეს
ოთხი შეაკავშირა სარწმუნოებამ და საღმრთო სიყვარულმა
ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში
დამკვიდრებული ერთი სული. მაშინ სიხარულით დაადგნენ
გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, მაგრამ უწყოდნენ, რომ უფალი
უძღოდა მათ. პირველად ისინი ოპიზაში  ჩავიდნენ. აქ ორი
წელი მკაცრი სამონაზვნო კანონით ცხოვრობდნენ მამა
გრიგოლი და მისი ძმები, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროს
ბერებს. ხოლო მამა გრიგოლს სურდა მარტო დაყუდება,
რადგან გაგონილი ჰქონდა უდაბნოში მყოფი განდეგილი
მამებისა ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ (იგულისხმება
წმინდა ცხოვრება).
4. იმ დროს ხანძთაში ცხოვრობდა განდეგილი ბერი ჰუედიოსი,
კაცი მართალი და წმინდა. ამ ნეტარმა ჩვენება იხილა და ხმა
ჩაესმა, რომ ამ ადგილებში აშენდება ეკლესია ღვთის კაცის,
გრიგოლ მღვდლის მიერ. ასევე ჩვენებით აუწყა ღმერთმა
სანატრელ მამა გრიგოლს იმ ბერის (იგულისხმება ჰუედიოსი)
სათნოება და ამ ადგილის მიცემა მისთვის. სულიწმიდის
წინამძღვრობით მოვიდა ხანძთას, წმინდა ბერთან ღვთის
სასურველი ჩვენი მამა გრიგოლი. და როდესაც ერთმანეთი
ნახეს, ორივემ ძლიერ გაიხარა. მაშინ ნეტარმა ბერმა თქვა:
“წმიდაო ღმრთისაო, ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით
ჩემზე უფროსი. შენ უნდა იყო მწყემსი  კეთილი ქრისტიანთა
სამწყსოსი და თავად ღვთისგან ხარ წინამძღვრად ცხებული,
რომელის წინაშეც უძლურია ეშმაკის ხრიკები, როგორც ობობის
ქსელი ქარში. განთიადისას დაათვარიელებინა ხანძთის
შემოგარენი. გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის სანახები.
როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს
წმინდა ბერის ნახვის ამბავი. მივიდნენ ბერები ხანძთას და
მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი .მაშინ
თქვა ბერმა: აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე
მარტო ვიქნები (იგულისხმება განდეგილობა), ხოლო სულით
კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების შესრულება
მმართებს. ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე,
მახლობლად მცირე გამოქვაბულია, წამიყვანეთ იქ შენ და
შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ
დავასრულო. იმის პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე
არ მომრავლდებით ამ ადგილას. გრიგოლმა და მისმა საძმომ
ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში
და ილოცეს. გადაკოცნეს ერთმანეთი დაემშვიდობნენ წმინდანს
(ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ
მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას. ერთად ჯვარი
გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის
დავაკება დაიწყეს, რადაგან კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო
უმტკიცესია ხანძთის კლდე. დიდი შრომით დაავაკეს ეს
ადგილი, რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი, არც სხვა
მსგავსი იარაღი. ოპიზელმა მამებმა მისცეს მათ ყველაფერი,
რაც ხელთ ჰქონდათ, დაეხმარნენ ყველა საჭირო ნივთითა და
საკვებით, რადგან მაშინ იმ მიდამოებში ოპიზის გარდა სხვა
მონასტერი არ იყო. მათ სიახლოვეს არ იყვნენ არც ერისკაცნი,
იმ მხარის ახლად გასაშენებლად, რადგან კლარჯეთსა და
ტაოში, შავშეთსა და მთელს შემოგარენში ცოტანი სახლობდნენ
ტყეებში ალაგ-ალაგ.

You might also like