Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 250

1 მკითხველთა ლიგა

ნაწილი პირველი

თავი 1

„ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“


შეკითხვამ თითქოს მშვიდ ღამეში გაიშრიალა, წამით შეჩერ-
და და მერე სიბნელეში მკვდარი ზღვისაკენ დაეშვა.
ერკიულ პუარო წუთით შეყოვნდა. ხელი ფანჯრის საკეტზე
ედო. მერე წარბები შეკრა და ფანჯარა მკვეთრად დაკეტა, რათა
ღამის მავნე ჰაერი აღარ შემოეშვა. ის იმ რწმენით გაიზარდა,
რომ ჰაერი გარეთ უნდა იყოს, ხოლო ღამის ჰაერი ჯანმრთელო-
ბისათვის განსაკუთრებით საშიშია.
მას შემდეგ, რაც ფარდები ჩამოაფარა და საწოლისაკენ წავი-
და, შემწყნარებლური გამომეტყველებით გაიღიმა.
„ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“
იერუსალიმში ჩამოსვლის პირველ ღამეს შემთხვევით გაგო-
ნილმა ამ სიტყვებმა ერკიულ პუარო, დეტექტივი, ძალიან დააინ-
ტერესა.
- სადაც უნდა წავიდე, დანაშაულზე ფიქრი თან დამდევს, -
ჩაილაპარაკა მან.
ისევ გაეღიმა, როდესაც მწერალ ენტონი ტროლოპის შესახებ
ოდესღაც გაგონილი ამბავი გაახსენდა. ტროლოპმა ატლანტის
ოკეანეში გემით მოგზაურობისას შემთხვევით მოისმინა, რო-
გორ მსჯელობდა ორი მგზავრი მისი ახალი რომანის შესახებ.

2 მკითხველთა ლიგა
- ძალიან მომეწონა, - ამბობდა ერთი, - მაგრამ მიმაჩნია, რომ
ის აუტანელი ბებრუხანა უნდა მოეკლა.
- თქვენგან ძალიან დავალებული ვარ, ჯენტლმენებო! ახლავე
წავალ და მოვკლავ! - ღიმილით მიმართა მათ მწერალმა.
პუარო ისევ ცოტა ხნის წინ შემთხვევით მოსმენილ სიტყვებზე
დაფიქრდა, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს. იქნებ პიესის ან რომა-
ნის თანაავტორები თავიანთ ნაწარმოებზე მსჯელობდნენ.
„ერთ მშვენიერ დღეს ეს ფრაზა შეიძლება ბევრად ავის მო-
მასწავებელი აღმოჩნდეს“, - გაიფიქრა მან და ისევ გაიღიმა.
მერე გაახსენდა, როგორი ნერვიული დაძაბულობა იგრძნო-
ბოდა იმ ადამიანის ხმაში, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა.
კაცის ხმა იყო თუ ბიჭის...
„ისევ რომ გავიგონო, ალბათ, ვიცნობ“, - გაიფიქრა მან, ღა-
მის ნათურას რომ თიშავდა.
რეიმონდ და ქეროლ ბოინტონები იდაყვებით ფანჯრის რაფას
დაჰყრდნობოდნენ, თავები ერთმანეთისათვის მიედოთ და ღა-
მის ლურჯ სიღრმეს გაჰყურებდნენ.
რეიმონდმა ადრე ნათქვამი ფრაზა ნერვიულად გაიმეორა:
„ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“
ქეროლ ბოინტონი ოდნავ შეირხა.
- საშინელებაა, - თქვა მან ხრინწიანი ჩურჩულით.
- იმაზე მეტი, ვიდრე ახლა?
- ალბათ, არა...
- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, აღარ შეიძლება... რაღაც
უნდა ვიღონოთ, მაგრამ რა? სხვას ვერაფერს გავაკეთებთ….
- სადმე გაქცევა რომ შეგვეძლოს... როგორმე... - თქვა ქე-
როლმა, მაგრამ საკმაოდ არადამაჯერებლად გამოუვიდა და
ამას თვითონაც მიხვდა.
- არ შეგვიძლია, - ხმა ყრუდ და უიმედოდ ჟღერდა, - ქეროლ,
ხომ იცი, რომ არ შეგვიძლია.
3 მკითხველთა ლიგა
- ვიცი, რეი, ვიცი, - გოგონას გააჟრიალა.
ბიჭმა კი მოკლედ და მწარედ გაიცინა.
- ყველა გიჟებად ჩაგვთვლის, როდესაც გაიგებენ, რომ ვერ
შევძელით უბრალოდ გავცლოდით.
- იქნებ მართლაც გიჟები ვართ! - ნელა თქვა ქეროლმა.
- ალბათ. ალბათ, ვართ. ყოველ შემთხვევაში, მალე ვიქნე-
ბით. ალბათ, ვიღაც ჩათვლის, რომ უკვე ვართ. ვდგავართ და სა-
კუთარი დედის მკვლელობას მშვიდად ვგეგმავთ.
- ის ჩვენი დედა არ არის, - მჭახედ თქვა ქეროლმა.
- ჰო, არ არის.
პაუზის შემდეგ რეიმონდმა მშვიდად და საქმიანად ჰკითხა:
- ხომ მეთანხმები, ქეროლ?
- ჰო, ვფიქრობ, უნდა მოკვდეს, - უემოციოდ უპასუხა ქეროლ-
მა.
მერე უცებ თითქოს ამოხეთქა:
- გიჟია, ნამდვილად - გიჟი. ნორმალური რომ იყოს, ასე არ
გვაწამებდა. წლების მანძილზე ვამბობთ, რომ ასე გაგრძელება
არ შეიძლება, მაგრამ ასე გრძელდება. ვამბობთ, რომ დადგება
დრო და მოკვდება, მაგრამ არ კვდება. არა მგონია, ოდესმე მოკ-
ვდეს, თუ...
- თუ ჩვენ არ მოვკლავთ, - მის მაგივრად დაასრულა რეიმონ-
დმა.
- ჰო.
ქეროლი ფანჯრის რაფას მოეჭიდა.
- ხომ ხვდები, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს მე და შენ? - განაგ-
რძო ძმამ თითქოს მშვიდად და საქმიანად, მაგრამ ხმის ოდნავი
კანკალი ღრმად დაფარულ აღელვებაზე მიუთითებდა, - ლენოქ-
სმა ნადინზე უნდა იზრუნოს, ჯინის კი ამაში ვერ გავრევთ.
ქეროლს ისევ გააჟრიალა.
- საწყალი ჯინი... ძალიან მეშინია...
4 მკითხველთა ლიგა
- ვიცი. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, არა? სწორედ ამი-
ტომ უნდა გავაკეთოთ რაღაც, თან ძალიან სწრაფად, სანამ სულ
არ გაგიჟებულა.
ქეროლი უცებ წამოდგა და შუბლზე ჩამოყრილი წაბლისფერი
თმა უკან გადაიყარა.
- რეი, ფიქრობ, ეს სწორი იქნება?
- ჰო, ასე ვფიქრობ. ეს იგივეა, რაც ცოფიანი ძაღლის მოკ-
ვლა, - თქვა რეიმ მშვიდად და გულგრილად, - ძაღლის, რომე-
ლიც გარშემო მყოფებისთვის საშიშია და უნდა შევაჩეროთ. შე-
ჩერების სხვა გზა არ არსებობს.
- მაგრამ... ჩვენ... ჩვენ, მაინც ელექტროსკამზე აღმოვჩნდე-
ბით, - ჩაილაპარაკა ქეროლმა, - იმის თქმა მინდა, რომ ამ ყვე-
ლაფერს ვერავის ავუხსნით. ეს დაუჯერებელი იქნება... იცი...
რაღაც თვალსაზრისით ეს ყველაფერი ჩვენს გონებაშია.
- ვერავინ ვერაფერს გაიგებს. გეგმა მაქვს. ყველაფერი თავი-
დან ბოლომდე მოვიფიქრე. ჩვენ არაფერი გვემუქრება.
- რეი, მეჩვენება, რომ რაღაცნაირად შეიცვალე, რაღაც დაგე-
მართა... ეს ყველაფერი თავში როგორ მოგივიდა?
- რატომ ფიქრობ, რომ რაღაც დამემართა? - ჰკითხა რეიმ და
თავი მიატრიალა. ღამეს უყურებდა.
- იმიტომ, რომ ასეა... საქმე იმ გოგოშია, მატარებელში რომ
ელაპარაკე?
- არა, რა თქმა უნდა, არა. ის რა შუაშია. ო, ქეროლ, სისულე-
ლეებს ნუ ამბობ. მოდი, მივუბრუნდეთ ჩვენს... ჩვენს...
- შენს გეგმას? დარწმუნებული ხარ, რომ კარგად მოიფიქრე?
- კი, ასე მგონია... თუმცა, რა თქმა უნდა, შესაფერის დროს
უნდა დაველოდოთ. მერე, თუ ყველაფერი კარგად წავიდა... თა-
ვისუფლები ვიქნებით, ყველანი.

5 მკითხველთა ლიგა
- თავისუფლები? - ქეროლმა ამოიოხრა და ვარსკვლავებს
ახედა. მერე უცებ ქვითინი დაიწყო და თავიდან ფეხებამდე აცახ-
ცახდა.
- ქეროლ, რა დაგემართა?
- ისეთი მშვენიერია ეს ღამე, ეს სილურჯე და ვარსკვლავები.
რომ შეგვეძლოს, ყველაფერ ამის ნაწილი ვიყოთ... - ამოიქვი-
თინა ქეროლმა, - ნეტავ შეგვეძლოს, სხვა ადამიანებივით ვიყოთ
და არა ისე, როგორც ვართ... არანორმალურად, მახინჯად და
არასწორად.
- ყველაფერი კარგად იქნება, როცა ის მოკვდება.
- დარწმუნებული ხარ? გვიან არ არის ეს ყველაფერი? ყო-
ველთვის არანორმალურებად და განსხვავებულებად არ დავ-
რჩებით?
- არა, არა, არა.
- მაინტერესებს...
- თუ შენ თანახმა არა ხარ, რომ...
- არა, შენთან ვარ. ნამდვილად შენთან ვარ. დანარჩენების,
განსაკუთრებით - ჯინის გამო. ჯინი უნდა გადავარჩინოთ.
რეიმონდმა პაუზა გააკეთა.
- მაშინ გავაგრძელოთ?
- ჰო.
- კარგი. ჩემს გეგმას გეტყვი, - რეიმონდმა ქეროლს თავი
თავზე მიადო.

6 მკითხველთა ლიგა
თავი 2

მის სარა კინგი, მედიცინის ბაკალავრი, იერუსალიმში, სას-


ტუმრო „სოლომონის“ საფოსტო სალონში მაგიდასთან იდგა და
გაზეთებსა და ჟურნალებს ზარმაცად ათვალიერებდა. წარბები
შეჭმუხნილი ჰქონდა და ძალიან შეწუხებული ჩანდა.
მაღალი, შუახნის ფრანგი მამაკაცი, რომელიც ოთახში ჰო-
ლიდან შემოვიდა, ერთხანს სარას შორიდან აკვირდებოდა, მე-
რე კი მაგიდის საპირისპირო მხარისაკენ გაემართა. როდესაც
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სარამ გაუღიმა, რითაც აგ-
რძნობინა, რომ იცნო. მას კარგად ახსოვდა, კაიროდან გამომ-
გზავრებისას გარშემო არც ერთი მზიდავი არ ჩანდა და სწორედ
ეს კაცი დაეხმარა ჩემოდნის წაღებაში.
- იერუსალიმი მოგწონთ, არა? - მისალმების შემდეგ ჰკითხა
ექიმმა ჟერარმა.
- რაღაც თვალსაზრისით საშინელია, - თქვა სარამ და მერე
დასძინა, - რელიგია უცნაური რამაა.
ფრანგი ამ აზრმა აშკარად გაართო.
- ვიცი, რასაც გულისხმობთ, - ინგლისურად თითქმის უზა-
დოდ ლაპარაკობდა, - ყველა სექტა, რომელიც კი შეიძლება
წარმოიდგინო, ერთმანეთს ედავება და ებრძვის.
- და კიდევ, რა საშინელებებს აშენებენ, - თქვა სარამ.
- ჰო, ნამდვილად.
სარამ ამოიოხრა.
- ერთ-ერთი ასეთი ადგილიდან დღეს უკან გამომაბრუნეს
მხოლოდ იმის გამო, რომ უსახელო კაბა მეცვა, - თქვა მან სევ-
დიანად, - როგორც ეტყობა, უფალს ჩემი მკლავები არ მოსწონს,
მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნილია.
ექიმმა ჟერარმა გაიცინა და თქვა:
7 მკითხველთა ლიგა
- ყავის შეკვეთას ვაპირებდი, შემომიერთდებით მის...?
- კინგი, მე სარა კინგი მქვია.
- მე კი... ნება მიბოძეთ... - სავიზიტო ბარათი ამოიღო.
მისი წაკითხვის შემდეგ სარას თვალები გაუფართოვდა, მათ-
ში სიხარულიც იყო და მოწიწებაც.
- ექიმი თეოდორ ჟერარი? ოჰ, ძალიან სასიამოვნოა თქვენი
გაცნობა. თქვენი ყველა ნაშრომი, რა თქმა უნდა, წაკითხული
მაქვს. თქვენი შეხედულებები შიზოფრენიაზე საოცრად საინტე-
რესოა.
- მართლა? - ჟერარის ზევით აზიდული წარბები ცნობისმოყ-
ვარეობას გამოხატავდა.
სარა შეეცადა, აეხსნა.
- სხვათა შორის, მეც ექიმი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც მე-
დიცინის ბაკალავრის წოდება მივიღე.
- აჰ, გასაგებია.
ექიმმა ჟერარმა ყავა შეუკვეთა. ისინი სასტუმრო ოთახის
კუთხეში დასხდნენ. ფრანგს სარას სამედიცინო მიღწევებზე მე-
ტად, აშკარად, მისი შუბლიდან უკან გადავარცხნილი შავი თმა
და ლამაზად მოყვანილი წითელი ტუჩები აინტერესებდა. დაუფა-
რავი მოწიწება, რომლითაც სარა მას მიმართავდა, ძალიან არ-
თობდა.
- აქ დიდხანს დარჩებით? - ჰკითხა, უბრალოდ საუბარი რომ
გაეგრძელებინა.
- სულ რამდენიმე დღე, მერე პეტრაში მინდა წასვლა.
- აჰა, იქ წასვლაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ გააჩნია, რამდენი
დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, თოთხმეტში უკვე პარიზში უნ-
და ვიყო.
- როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ორი
დღე იქით, ორი დღე - იქ და ორიც - აქეთ.

8 მკითხველთა ლიგა
- დილას სამოგზაურო ბიუროში წავალ და გავარკვევ, რისი
გაკეთება შეიძლება.
ჰოლში ადამიანების ჯგუფი შემოვიდა. მაგიდასთან დას-
ხდნენ. სარა მათ აშკარა ინტერესით უყურებდა. მერე ხმას
დაუწია:
- ისინი, აი, ახლა რომ შემოვიდნენ, იმ ღამეს, მატარებელში
შეამჩნიეთ? კაიროდან ჩვენთან ერთად გამოვიდნენ.
ჟერარმა სათვალე გაიკეთა და საპირისპირო მხარეს გაიხე-
და.
- ამერიკელები?
სარამ თავი დაუქნია.
- ჰო, ამერიკული ოჯახია, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან უც-
ნაური.
- უცნაური? როგორ უცნაური?
- შეხედეთ, განსაკუთრებით მოხუც ქალს.
ჟერარი დაემორჩილა, პროფესიული მზერა ყველას სახეს
სწრაფად მოავლო.
პირველ რიგში მაღალი, საკმაოდ დუნე, დაახლოებით ოც-
დაათი წლის კაცი შეამჩნია. სასიამოვნო, მაგრამ უნებისყოფო
სახე ჰქონდა და ქცევაც ძალზე აპათიური. შემდეგი იყო ბიჭი -
ბერძნული ტიპის სახით, „მასაც რაღაც უცნაური სჭირს, -
გაიფიქრა ექიმმა ჟერარმა, - ჰო, ნერვიული დაძაბულობის სე-
რიოზულ სტადიაზეა“.
შემდეგი - გოგონა აშკარად მისი და იყო, საოცრად ჰგავდა
და მღელვარება მასაც ეტყობოდა. იყო კიდევ ერთი გოგონა, უფ-
რო პატარა, მოოქროსფრო-წითური თმით, რომელიც თავზე შა-
რავანდედივით ედგა. მოუსვენარი ხელები ჰქონდა. კალთაში
ცხვირსახოცს ნერვიულად წეწავდა და ქაჩავდა. კიდევ ერთი
ახალგაზრდა ქალი - მშვიდი, მუქთმიანი, ფერმკრთალი, უდ-

9 მკითხველთა ლიგა
რტვინველი სახით, რომელიც ლუინის1 - ჩრდილოიტალიელი
მხატვარი, ლლეონარდო და ვინჩის მოწაფე.) მადონას მოგაგო-
ნებდათ. არაფერი ნერვიული მასში არ იყო. და ჯგუფის ცენტრში,
- „ოჰ, ღმერთო, - გაიფიქრა ექიმმა ჟერარმა ფრანგისათვის და-
მახასიათებელი გულახდილი ანტიპათიით, - რა საშინელი ქა-
ლია!“ ბებერი, გასივებული და ქონიანი, მათ შორის უძრავად იჯ-
და. დეფორმირებული ბებერი ბუდა, უზარმაზარი ობობა თავისი
ქსელის ცენტრში.
- დედა მაინცდამაინც ლამაზი არ არის, არა? - მიუბრუნდა ჟე-
რარი სარას და მხრები აიჩეჩა. მერე მოხუცი ქალის უფრო დაკ-
ვირვებით შესწავლა დაიწყო, ამჯერად პროფესიული და არა ეს-
თეტიკური თვალსაზრისით.
- გულის წყალმანკი, - ეს სამედიცინო ფრაზა თითქოს სასხვა-
თაშორისოდ წარმოთქვა.
- აა, ჰო, ასეა! - სარამ სამედიცინო დასკვნას ყურადღება არ
მიაქცია, - მაგრამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მის მიმართ დანარჩე-
ნების დამოკიდებულებაში არის რაღაც უცნაური?
- ვინ არიან? იცნობთ?
- მათი გვარი ბოინტონია. დედა, ცოლიანი ვაჟიშვილი, მისი
ცოლი, ერთი უმცროსი ვაჟიშვილი და ორი უმცროსი ქალიშვი-
ლი.
ლ- La famille Boynton2 მსოფლიოს ათვალიერებს, - ჩაილა-
პარაკა ექიმმა ჟერარმა.
- ჰო, მაგრამ მათ ქცევაში არის რაღაც უცნაური, არც სხვას
ელაპარაკებიან და არც ერთმანეთს. არავის არაფრის გაკეთე-
ბის უფლება არა აქვს, თუ ბებერი ქალი არ ეტყვის.

1 ბერნარდინო ლუინი (1480/1485-1532)


2 La famille Boynton (ფრანგ. ) - ბოინტონების ოჯახი.

10 მკითხველთა ლიგა
- მატრიარქალური ტიპის ქალია, - თქვა დაფიქრებულმა ჟე-
რარმა.
- ვფიქრობ, ჩამოყალიბებული ტირანია, - თქვა სარამ.
ექიმმა ჟერარმა მხრები აიჩეჩა და აღნიშნა, რომ სამყაროს
ამერიკელი ქალები მართავენ და რომ ეს საყოველთაოდ ცნობი-
ლია.
- ჰო, მაგრამ ეს რაღაც სხვაა, რაღაც მეტი, - ჯიუტად თქვა სა-
რამ, - ყველა ისეთი შეშინებული ჰყავს, რომ, ცოტა არ იყოს,
უხამსადაც კი გამოიყურება.
- ზედმეტი ძალაუფლება ქალს აფუჭებს, - მოულოდნელად
დაეთანხმა ექიმი ჟერარი მწუხარე სახით.
- ქალისთვის ძალიან ძნელია, ძალაუფლება ბოროტად არ
გამოიყენოს.
ჟერარმა სარას გვერდულად, სწრაფად გახედა და დაინახა,
რომ ის ბოინტონების ოჯახს, უფრო სწორად, მის ერთ-ერთ
წევრს ყურადღებით უყურებდა. როგორც გალმა, გამგებიანად
გაიღიმა და გაიფიქრა: „აი, თურმე რაშია საქმე“, - მერე ფრთხი-
ლად, ჩუმად ჰკითხა:
- თქვენ მათ უკვე ელაპარაკეთ, არა?
- დიახ, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანს.
- ახალგაზრდა კაცს, უმცროს ვაჟიშვილს?
- დიახ. კანტარიდან რომ მოვდიოდით, მატარებლით. ის კო-
რიდორში იდგა და გამოველაპარაკე.
ცხოვრებისადმი მის დამოკიდებულებაში არანაირი თავდაჯე-
რებულობა არ იყო. მას ადამიანები აინტერესებდა და მათ მი-
მართ მეგობრულად იყო განწყობილი, თუმცა ბევრის მომთმენი
არ ჩანდა.
- რამ გაიძულათ, გამოლაპარაკებოდით? - ჰკითხა ჟერარმა.
სარამ მხრები აიჩეჩა.

11 მკითხველთა ლიგა
- რატომაც არა, მოგზაურობის დროს ხალხთან ხშირად ვლა-
პარაკობ. ადამიანები მაინტერესებს. მაინტერესებს, რას აკეთე-
ბენ, ფიქრობენ და გრძნობენ.
- ასე ვთქვათ, მიკროსკოპით სწავლობთ?
- შეიძლება ასეც ითქვას, - დაეთანხმა გოგონა.
- ამ შემთხვევაში რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- როგორ გითხრათ, - შეჭოჭმანდა სარა, - საკმაოდ უცნაურად
მომეჩვენა... დავიწყოთ იმით, რომ ბიჭი თმის ძირებამდე გაწით-
ლდა.
- ეს ამდენად მნიშვნელოვანია? - მშრალად ჰკითხა ჟერარმა.
სარას გაეცინა.
- იმის თქმა გინდათ, რომ უსირცხვილო, მსუბუქი ყოფაქცევის
ქალი ვეგონე, რომელიც მის შებმას ვცდილობდი? არა მგონია,
ეს ეფიქრა. კაცებს ამის თქმა პირდაპირაც შეუძლიათ, არა?
მის მზერაში გულწრფელი შეკითხვა იგრძნობოდა. ექიმმა ჟე-
რარმა თავი დაუქნია.
- ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, - ნელა თქვა წარბშეჭმუხ-
ნილმა სარამ, - რომ ერთდროულად აღელვებულიც იყო და შო-
კირებულიც. ზომაზე მეტად აღელვებული, მაგრამ იმავე დროს,
რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს, შეშინებულიც. ეს კი უც-
ნაურია, არა? ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამერიკე-
ლები ძალზე თავდაჯერებულები არიან. ოცი წლის ამერიკელი
ბიჭი გაცილებით უკეთ იცნობს ცხოვრებას და ბევრად savoir—
faire3 - ტაქტი, დახვეწილი მანერები, თავდაჭერილობა.), ვიდრე
მისი ინგლისელი თანატოლი. ეს ბიჭი კი ოცზე მეტისაა.
- ოცდასამის ან ოთხის.
- მართლა? ამდენის?

3 Savoir-faire (ფრანგ.)

12 მკითხველთა ლიგა
- ასე მგონია.
- დიახ, ალბათ, მართალი ხართ... ოღონდ ბევრად ახალგაზ-
რდად გამოიყურება.
- გონებრივად არაადაპტირებულია. ბავშვის ფაქტორი ჯერ
კიდევ ძლიერია.
- ესე იგი, მართალი ვარ. არის მასში რაღაც არანორმალური.
ექიმმა ჟერარმა მხრები აიჩეჩა. სარას გულახდილობაზე ოდ-
ნავ გაეღიმა.
- ჩემო ძვირფასო, ახალგაზრდა ქალბატონო, სრულიად ნორ-
მალური რომელიმე ჩვენგანს შეიძლება ვუწოდოთ? თუმცა შე-
მიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ტიპის
ნევროზი სახეზეა.
- დარწმუნებული ვარ, იმ საშინელი ბებერი ქალის დამსახუ-
რებით.
- ეტყობა, ძალიან გეჯავრებათ, - თქვა ჟერარმა და სარას ინ-
ტერესით შეხედა.
- მართლაც ასეა. ბოროტი თვალები აქვს.
- ეგ ბევრ დედას აქვს, როდესაც თავის ვაჟიშვილს მომხიბ-
ლავი გოგონათი დაინტერესებას შენიშნავს.
სარამ მხრები ნერვიულად შეარხია. „ყველა ფრანგი ერ-
თნაირია - სექსზე გაგიჟებული“, - გაიფიქრა მან. მაგრამ, რო-
გორც საღი გონების მქონე ფსიქოლოგი, თვითონაც მზად იყო,
ეღიარებინა, რომ უმრავლეს შემთხვევაში საქციელს საფუძ-
ვლად სექსი უდევს. ფიქრით თავისთვის კარგად ნაცნობ ფსიქო-
ლოგიურ ჯაჭვს გაჰყვა.
ფიქრებიდან უცებ გამოერკვა, როდესაც დაინახა, რომ
რეიმონდ ბოინტონი ცენტრალური მაგიდისაკენ მიდიოდა. ჟურ-
ნალები მოაგროვა. უკან დაბრუნებისას, როდესაც მათ მაგიდას
ჩაუარა, სარამ თავი ასწია და გამოელაპარაკა:
- დღეს რაიმე დაათვალიერეთ?
13 მკითხველთა ლიგა
სიტყვები შემთხვევით შეარჩია. მთავარი მიზანი რეაქციის გა-
გება იყო, აინტერესებდა, როგორ მიიღებდა ის სარას გამოლა-
პარაკებას.
რეიმონდი თითქმის შეჩერდა, გაწითლდა, ნერვიული ცხენი-
ვით გვერდზე გახტა, თავისი ოჯახისკენ შეშინებულმა გაიხედა
და ჩაიბურტყუნა:
- ოჰ... ოჰ... დიახ, დიახ... რა თქმა უნდა, მე...
მერე, უცებ, თითქოს დეზი ჰკრესო, ოჯახისაკენ სწრაფად
გაემართა, ჟურნალები, რომლებიც ხელში ეჭირა, წინ გასწია.
გროტესკულმა, ბუდას მსგავსმა ფიგურამ ხელი გაიწვდინა,
მაგრამ როდესაც ჟურნალებს რეის ხელიდან იღებდა, - ექიმმა
ჟერარმა ეს კარგად შეამჩნია, - თავის ვაჟს თვალებში ყურადღე-
ბით ჩახედა, მერე ჩაიბურტყუნა რაღაც, რაც მადლობას მაინ-
ცდამაინც არ ჰგავდა. თავი ოდნავ აამოძრავა. ექიმმა დაინახა,
რომ მისი მძიმე მზერა ახლა სარასკენ იყო მიმართული. სახე
უემოციო ჰქონდა, ვერანაირ გამომეტყველებას ვერ შეამჩნევ-
დი. ვერაფრით მიხვდებოდი, რა უტრიალებდა თავში ამ ქალს.
სარამ საათს დახედა და წამოიძახა:
- ბევრად გვიან ყოფილა, ვიდრე მეგონა, - და ადგა, - ყავი-
სათვის დიდი მადლობა, ექიმო ჟერარ! ახლა რაღაც წერილები
მაქვს დასაწერი.
ისიც წამოდგა და მისი ხელი ხელში აიღო.
- იმედია, ისევ შევხვდებით, - თქვა.
- ოჰ, დიახ, იქნებ თქვენც პეტრაში წამოხვიდეთ.
- ძალიან შევეცდები.
სარამ გაუღიმა და გატრიალდა. ოთახიდან რომ გასულიყო,
ბოინტონების ოჯახისთვის უნდა ჩაევლო.
ექიმი ჟერარი ყურადღებით აკვირდებოდა და შენიშნა, რომ
მისის ბოინტონმა თავის ვაჟიშვილს შეხედა. მათი თვალები ერ-
თმანეთს შეხვდა. როდესაც სარამ ჩაიარა, რეიმონდ ბოინტონმა
14 მკითხველთა ლიგა
თავი ოდნავ შეატრიალა, მისკენ კი არა, პირიქით. ეს ნელი, ნა-
ძალადევი მოძრაობა იყო და იმას ნიშნავდა, რომ ბებერმა მისის
ბოინტონმა უხილავი ძაფები მოქაჩა.
სარა კინგმაც შეამჩნია, როგორ აარიდეს თვალი. ის ახალ-
გაზრდა იყო და არ შეიძლებოდა, ამას არ გაეღიზიანებინა. მათ
ისეთი მეგობრული საუბარი ჰქონდათ მატარებელში, როდესაც
ვაგონი და მასთან ერთად ვაგონის ნათურებიც ირწეოდა. ისინი
ეგვიპტის შესახებ ჩანაწერებს ადარებდნენ ერთმანეთს, იცი-
ნოდნენ ვირების მეხრე ბიჭებისა და ქუჩის მოვაჭრეების სასაცი-
ლო მეტყველებაზე. სარამ გაიხსენა, აქლემის მეხრემ ცოტა თავ-
ხედურად რომ ჰკითხა, ინგლისელი ქალბატონი ხართ თუ ამე-
რიკელიო, და პასუხად მიიღო, ჩინელიო. ჰყვებოდა, კაცის გაოგ-
ნებულმა სახემ როგორი სიამოვნება მიანიჭა. სარა ფიქრობდა,
რომ ის ბიჭი საყვარელ, მონდომებულ სკოლის მოსწავლეს
ჰგავდა. იყო რაღაც გულის ამაჩუყებელი მის მონდომებაში. ახ-
ლა კი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ერთდროულად მორცხვიც
გახდა და უზრდელიც, უფრო სწორად, უხეში.
- მასზე აღარ ვინერვიულებ, - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა.
სარა ზედმეტად თვითკმაყოფილი ნამდვილად არ იყო, მაგ-
რამ საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდა,
იცოდა, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის
აშკარად მიმზიდველი იყო და იმ ადამიანების კატეგორიას არ
მიეკუთვნებოდა, ვინც დამცირებას ადვილად იტანს.
იმ ბიჭის მიმართ შესაძლებელია ოდნავ ზედმეტად მეგობრუ-
ლად იმიტომ განეწყო, რომ რაღაც, გაუგებარი მიზეზით, ეცოდე-
ბოდა.
ახლა სრულიად აშკარა გახდა, რომ ის უბრალოდ უხეში,
ქედმაღალი და უზრდელი ახალგაზრდა ამერიკელი იყო.
იმის მაგივრად, წერილების წერა დაეწყო, როგორც ექიმ ჟე-
რარს უთხრა, სარა თავისი სარკის წინ დაჯდა, თმა შუბლიდან
15 მკითხველთა ლიგა
უკან გადაივარცხნა, თავის თაფლისფერ თვალებს ჩახედა და
ცხოვრებისეული სიტუაციის შეფასებას შეუდგა.
სულ ცოტა ხნის წინ რთული ემოციური კრიზისი გამოიარა.
ერთი თვის წინ ჩაშალა ნიშნობა ახალგაზრდა ექიმთან, რომე-
ლიც დაახლოებით ოთხი წლით მასზე უფროსი იყო. ისინი ერ-
თმანეთით ძალიან გატაცებულები იყვნენ, მაგრამ ერთნაირი
ტემპერამენტი ჰქონდათ, კამათი და ჩხუბი მათ შორის ჩვეულებ-
რივი ამბავი იყო. სარა ზედმეტად დამოუკიდებელი ბუნებისა
იყო იმისათვის, რომ მშვიდი, მაგრამ ავტოკრატიული დამოკი-
დებულება აეტანა. ისე, როგორც ემოციური ქალების უმრავლე-
სობა, სარაც ძალას სცემდა პატივს. საკუთარ თავს ეუბნებოდა,
რომ უნდოდა, ვინმეს ემართა, მაგრამ როდესაც ასეთ ადამიანს
შეხვდა, აღმოაჩინა, რომ ეს სულაც არ მოსწონდა. ნიშნობის
ჩაშლა დიდი განცდების ფასად დაუჯდა, მაგრამ საკუთარი გამ-
ჭრიახობის წყალობით მიხვდა, რომ მხოლოდ ურთიერთგატაცე-
ბა საკმარისი საფუძველი ვერ იქნებოდა, რომ ზედ ბედნიერი
ცხოვრება დაშენებულიყო. სრულიად გააზრებულად და ყვე-
ლაფრის დასავიწყებლად, გადაწყვიტა, საზღვარგარეთ საინტე-
რესო მოგზაურობაში წასულიყო და მერე სამუშაოს ისევ სე-
რიოზულად შესდგომოდა.
წარსულზე ფიქრებიდან აწმყოში დაბრუნდა.
- საინტერესოა, ექიმი ჟერარი თავის სამუშაოზე ლაპარაკში
ამყვება? იმდენი საინტერესო ნაშრომი აქვს. მთავარია, სე-
რიოზულად აღმიქვას. იქნებ... თუ პეტრაში წამოვიდა...
მერე ფიქრით ისევ უცნაურ და უხეშ ახალგაზრდა ამერიკელს
დაუბრუნდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ოჯახის იქ ყოფნა იყო მი-
ზეზი, რომელმაც აიძულა, ასე უცნაურად მოქცეულიყო, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, მის მიმართ დამცინავი დამოკიდებულება მა-
ინც გაუჩნდა. ოჯახის ჭკუაზე სიარული სასაცილოა, განსაკუთრე-
ბით, მამაკაცისათვის.
16 მკითხველთა ლიგა
და მაინც...
მერე უჩვეულო გრძნობა დაეუფლა. ყველაფერ ამაში ნამდვი-
ლად იყო რაღაც უცნაური!
უცებ ხმამაღლა თქვა:
- ამ ბიჭს გადარჩენა სჭირდება! ამას მე მივხედავ.

17 მკითხველთა ლიგა
თავი 3

როდესაც სარა ჰოლიდან გავიდა, ექიმი ჟერარი რამდენიმე


წუთი იქვე იჯდა, მერე მაგიდასთან მივიდა, „ლა მატენის“4 უკა-
ნასკნელი ნომერი აიღო და გაემართა სკამისაკენ, რომელიც
ბოინტონების ოჯახის მაგიდისაგან სულ რამდენიმე ნაბიჯით იყო
დაშორებული. ინტერესი მასაც გაუჩნდა.
ამ ამერიკული ოჯახით ინგლისელი გოგონას დაინტერესება
თავიდან ართობდა. მერე ასეთი დიაგნოზი დაუსვა: ეს ოჯახის
ერთი კონკრეტული წევრის მიმართ ყურადღებით იყო გამოწ-
ვეული. მაგრამ ახლა ამ ოჯახში არსებულმა აშკარად უჩვეულო
ურთიერთობებმა მასში მეცნიერის უფრო ღრმა და მიუკერ-
ძოებელი ინტერესი აღძრა. იგრძნო, რომ აქ ფსიქოლოგიური
კვლევის აშკარა საფუძველი არსებობდა.
ძალიან ფრთხილად, სახეზე გაზეთაფარებულმა მათი შესწავ-
ლა დაიწყო. პირველი იყო ბიჭი, რომელიც მომხიბლავი ინგლი-
სელი გოგონას აშკარა ყურადღების საგანი იყო. „ჰო, - გაიფიქ-
რა ექიმმა ჟერარმა, - ნამდვილად იმ ტიპის ადამიანია, რომე-
ლიც, თავისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, სარას უნდა ხიბ-
ლავდეს. ძლიერია, გაწონასწორებული ნერვული სისტემა, ცივი
გონება და მტკიცე ნებისყოფა აქვს“. ბიჭი კი ჟერარს ნაზ,
მგრძნობიარე, განსხვავებულ და ისეთ ადამიანად მოეჩვენა,
რომელიც ჩაგონებას ადვილად ექვემდებარება. მისი, როგორც
ექიმის თვალს არ გამოჰპარვია ის აშკარა ფაქტი, რომ ბიჭი ამ-
წუთას ძალიან სერიოზული, ძლიერი ნერვიული დაძაბულობის

4„ლა მატენი“ - ფრანგული გაზეთი, რომლის პირველი ნომერი


1884 წელს გამოვიდა. გამოცემა შეწყდა 1944 წელს.

18 მკითხველთა ლიგა
მდგომარეობაში იყო და ექიმ ჟერარს აინტერესებდა - რატომ?
დაბნეული იყო, ვერ მიმხვდარიყო, ახალგაზრდა კაცი, რომე-
ლიც ფიზიკურად აშკარად ჯანმრთელი იყო და საზღვარგარეთ
მოგზაურობაში აშკარად კარგ დროს ატარებდა, რატომ უნდა
ყოფილიყო ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ახლო მომავალ-
ში შეიძლებოდა მძიმე ნერვული აშლილობა მოჰყოლოდა.
მერე ექიმმა ყურადღება ოჯახის დანარჩენ წევრებზე გა-
დაიტანა. წაბლისფერთმიანი გოგონა აშკარად რეიმონდის და
იყო. ისინი ერთ რასობრივ ტიპს მიეკუთვნებოდნენ: წვრილ-
ძვლიანები, კარგად აწყობილები და არისტოკრატიული გარეგ-
ნობისანი იყვნენ. ორივეს ერთნაირი, ლამაზი ფორმის თხელი
ხელის მტევნები, ყბის გამოკვეთილი ხაზი და დახვეწილ, მაღალ
კისერზე მოხდენილად დასმული თავი ჰქონდა. გოგონაც აშკა-
რად დაძაბული იყო... პერიოდულად ნერვიულ, უნებლიე მოძ-
რაობებს აკეთებდა. თვალებს ქვეშ მუქი ჩრდილები ჰქონდა, ძა-
ლიან სწრაფად და სუნთქვაშეკრული ლაპარაკობდა. მუდმივად
ფრთხილი და დაძაბული იყო, მოდუნებას ვერ ახერხებდა.
- ისიც შეშინებულია, - გადაწყვიტა ექიმმა ჟერარმა, - ჰო, ნამ-
დვილად შეშინებულია.
მერე, საუბრის, სრულიად ჩვეულებრივი საუბრის ნაწყვეტებს
შემთხვევით მოჰკრა ყური.
- სოლომონის თავლებში5 ხომ არ წავსულიყავით?
- დედასთვის ეს ზედმეტად მძიმე ხომ არ იქნება?
- დილით გოდების კედელი ვნახოთ?6

5სოლომონის თავლები - იერუსალიმში მიწისქვეშა თაღოვანი


გადახურვა „ტაძრის მთის“ (მეჩეთ ალ-აქსას ქვეშ) ხელოვნური
ყრილის გასამაგრებლად. სინამდვილეში მუსლიმანური არქი-
ტექტურული ნაგებობა, რომელსაც მარვანას სამლოცველო
ეწოდებოდა. საჯინიბოდ ტამპლიერებმა გადააქციეს.

19 მკითხველთა ლიგა
- ტაძარშიც, რა თქმა უნდა. ომარის მეჩეთს7 უწოდებენ, ნეტავ
რატომ?
- იმიტომ, რომ ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, ლენოქს.
ტურისტების ჩვეულებრივი დიალოგი იყო და მაინც ექიმ ჟე-
რარს უცნაური გრძნობა გაუჩნდა, რომ საუბრის ეს შემთხვევით
მოსმენილი ნაწყვეტები უჩვეულოდ არარეალური იყო. ეს ნიღა-
ბი იყო, ნიღაბი დასაფარად რაღაცის, რაც სიღრმეში ბობოქ-
რობდა და მორევივით ტრიალებდა, რაღაცის, რაც ძალიან
ღრმა და უფორმო იყო საიმისოდ, რომ სიტყვებში მოქცეული-
ყო...
„ლა მატენის“ სამალავიდან კიდევ ერთხელ მალულად
გაიხედა.
ლენოქსი? ეს უფროსი ძმა იქნებოდა. მსგავსება თვალში სა-
ცემი იყო, მაგრამ განსხვავებაც შეიმჩნეოდა. ლენოქსი დანარ-
ჩენებივით დაძაბული არ იყო. „ის, - დაასკვნა ჟერარმა, - ნაკლე-
ბად ტემპერამენტიანი ჩანს“, - თუმცა მაინც უცნაურად მოეჩვენა
- მოდუნებული იჯდა. საგონებელში ჩავარდნილი ჟერარი ცდი-
ლობდა, გაეხსენებინა ის პაციენტები, რომლებსაც საავადმყო-
ფოს პალატებში ხედავდა. ბოლოს დაასკვნა: „გამოფიტულია,
ჰო, ტანჯვისაგან გადაღლილი. ეს გამოხედვა მის თვალებში...
ასეთი გამოხედვა დაჭრილ ძაღლს ან ავადმყოფ ცხენს შეიძლე-
ბა ჰქონდეს. უტყვი ცხოველური ამტანობა... უცნაურია, რომ ფი-
ზიკურად თითქოს არაფერი სჭირს... თუმცა უდავოა, რომ უკა-

6გოდების კედელი - იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში, ძველ ქა-


ლაქში, უძველესი კედლის ნარჩენი. იუდეველთა უდიდესი სიწ-
მინდე.
7ომარის მეჩეთი, ე. წ. „კლდის გუმბათი“- ხალიფა ომარის (585-
644) სახელობის მეჩეთი იერუსალიმში. მდებარეობს უფლის
საფლავის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს.

20 მკითხველთა ლიგა
ნასკნელ ხანებში დიდი ტანჯვა გამოიარა - სულიერი ტანჯვა,
მაგრამ ახლა აღარ იტანჯება, უსიტყვოდ იტანს და ელოდება...
ვფიქრობ, ამოსუნთქვას ელოდება, მაგრამ, რისგან? ნუთუ ეს
ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? არა, ეს კაცი ნამდვილად
რაღაცას ელოდება, დასასრულს ელოდება. ასე ონკოლოგიური
ავადმყოფები წვანან და ელოდებიან, ბედნიერები იმით, რომ გა-
მაყუჩებელმა ტკივილი ცოტათი შეამსუბუქა...“
ლენოქს ბოინტონი წამოდგა და მოხუც ქალს დაბლა დავარ-
დნილი შალის ძაფის გორგალი დაუბრუნა.
- აი, დედა.
- გმადლობ.
ნეტავ რას ქსოვდა ეს მონუმენტური, უძრავი ქალი? რაღაც
სქელსა და უხეშს, „ალბათ, ხელთათმანებს მუშათა სახლის მო-
ბინადრეთათვის“, - გაიფიქრა ჟერარმა და თავის ფანტაზიაზე
თვითონვე გაეღიმა.
მერე ყურადღება ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს მიაპყრო.
ეს მოოქროსფრო-წითურთმიანი გოგონა იყო. ალბათ, ცხრამე-
ტის იქნებოდა. საოცრად კრიალა კანი ჰქონდა, რაც წითურ-
თმიანებისთვის არის დამახასიათებელი. მისი ლამაზი სახე ზედ-
მეტად გამხდარი იყო. იჯდა და თავისთვის იღიმებოდა, სივრცეს
უღიმოდა. ამ ღიმილში იყო რაღაც ძალიან საინტერესო. ისე
შორს იყო სასტუმრო „სოლომონიდან“, იერუსალიმიდან... მან
ექიმ ჟერარს რაღაც ბუნდოვნად გაახსენა. მერე უცებ მიხვდა, რა
- ეს იყო უცნაური, არაამქვეყნიური ღიმილი, რომელიც ათენის
აკროპოლისში მარმარილოს ქალიშვილების ტუჩებს სწევს ოდ-
ნავ ზევით, რაღაც შორეული, მშვენიერი და ოდნავ არამი-
წიერი... ღიმილის მომხიბვლელობისა და გოგონას უჩვეულო
უმოძრაობის გამო გულში თითქოს ჩხვლეტა იგრძნო.
მერე ექიმმა ჟერარმა მისი ხელები დაინახა და გაოგნდა. მა-
გიდის გარშემო მსხდომნი მის ხელებს ვერ ხედავდნენ, მაგრამ
21 მკითხველთა ლიგა
თავისი ადგილიდან ჟერარი კარგად ხედავდა. გოგონა კალთაში
დამალულ ნაზ ცხვირსახოცს წიწკნიდა, პატარ-პატარა ნაკუწე-
ბად ხევდა.
ამან განაცვიფრა. გაუცხოებული და შორეული ღიმილი, უძ-
რავი სხეული და მოუსვენარი, გამანადგურებელი ხელები.

22 მკითხველთა ლიგა
თავი 4

ჯერ ასთმური მსტვინავი ხველება გაისმა და მერე მონუმენ-


ტური მქსოველი ქალი ალაპარაკდა:
- ჯინევრა, დაღლილი ხარ, ჯობია, დასაძინებლად წახვიდე.
გოგონა შეხტა, თითებმა მექანიკური მოძრაობა შეწყვიტეს.
- დაღლილი არა ვარ, დედა.
ჟერარი მისი ხმის მუსიკალურობამ მოხიბლა. ეს იყო ტკბი-
ლი, მღერადი ხმა, რომელიც ნებისმიერ ჩვეულებრივ გამონათ-
ქვამს ალამაზებდა.
- ხარ. მე ყოველთვის ვიცი. არა მგონია, ხვალ რაიმეს დასათ-
ვალიერებლად წასვლა შეძლო.
- ოჰ, არა, მშვენივრად შემიძლია. თავს კარგად ვგრძნობ.
- არა, არ გრძნობ, ალბათ, ავად გახდები, - უთხრა დედამ და-
ბალი, უხეში, ხრინწიანი ხმით.
- არა! არა!
გოგონა მთელი ტანით აკანკალდა.
- ზევით მე წამოგყვები, ჯინი, - თქვა რბილმა, მშვიდმა ხმამ.
მშვიდი ახალგაზრდა ქალი ფართო, ფიქრიანი, ნაცრისფერი
თვალებითა და ლამაზად დავარცხნილი მუქი თმით ფეხზე წა-
მოდგა.
- არა, - თქვა ბებერმა მისის ბოინტონმა, - მარტო წავიდეს.
- მინდა, ნადინი წამომყვეს! - დაიყვირა გოგონამ.
- მაშინ, რა თქმა უნდა, წამოგყვები, - ახალგაზრდა ქალმა ნა-
ბიჯი წინ გადადგა.
- ბავშვს მარტო ურჩევნია წასვლა, არა, ჯინი? - ისევ თქვა მი-
სის ბოინტონმა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ჯინევრა ბოინტონმა
მოულოდნელად უემოციო ხმით თქვა:
23 მკითხველთა ლიგა
- ჰო, მარტო წასვლა მირჩევნია, გმადლობ, ნადინ, - და წავი-
და.
მისი თითქოს მოუქნელი მაღალი სხეული საოცარი გრაციით
მოძრაობდა.
ექიმმა ჟერარმა გაზეთი ჩამოსწია და მისის ბოინტონს შეხე-
და. ქალი მიმავალ ქალიშვილს უყურებდა და მისი ქონიანი სახე
უცნაურმა ღიმილმა დამანჭა. ეს ღიმილი მისი ქალიშვილის
მშვენიერი, არაამქვეყნიური ღიმილის კარიკატურა იყო.
შემდეგ ბებერმა ქალმა მზერა ნადინზე გადაიტანა. ეს უკანას-
კნელი იმ წუთის დამჯდარი იყო. მან თვალები ასწია და დედამ-
თილის მზერას თამამად გაუსწორა. მისი სახე არაფერს გამოხა-
ტავდა, ბებერ ქალს კი ბოროტი გამოხედვა ჰქონდა.
„რა საძაგელი ბებერი ტირანიაა“, - გაიფიქრა ექიმმა ჟერარ-
მა.
უცებ ბებერმა ქალმა მისკენ გამოიხედა და ჟერარს სუნთქვა
შეეკრა. ამ პატარა, შავი, ჩამქრალი თვალებიდან რაღაც ძალა,
აშკარა ძალა, ბოროტი საფრთხის ტალღა მოდიოდა.
ექიმ ჟერარს პიროვნების ძალის შესახებ წარმოდგენა ნამ-
დვილად ჰქონდა და მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ გათავხე-
დებული ტირანი ინვალიდი, რომელიც წვრილმანი ახირებებით
კმაყოფილდება. ეს ბებერი ქალი აშკარა ძალას წარმოადგენდა.
მისმა დაჟინებულმა ბოროტმა მზერამ ჟერარს კობრას ეფექტი
გაახსენა. ის შეიძლება ბებერი, დაჩაჩანაკებული, ავადმყოფო-
ბის მსხვერპლი იყო, მაგრამ უძლური - არა. ამ ქალმა ძალაუფ-
ლების ფასი იცოდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ამით სარგებ-
ლობდა და საკუთარ ძალაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. ადრე
ჟერარი იცნობდა ქალს, ვეფხვების მომთვინიერებელს, რომე-
ლიც საოცრად შთამბეჭდავ წარმოდგენებს მართავდა. უზარმა-
ზარი მხეცები თავიანთი ადგილებისაკენ მიფორთხავდნენ და
შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ტრიუკებს ასრულებდნენ.
24 მკითხველთა ლიგა
მათი თვალები და ყრუ ღრიალი სიძულვილს, მწარე და ფანატი-
კურ სიძულვილს გამოხატავდნენ, მაგრამ ისინი ემორჩილებოდ-
ნენ, მონურად ემორჩილებოდნენ. ის ქალი ახალგაზრდა იყო,
ქედმაღალი, მომნუსხავი სილამაზის, მაგრამ გამოხედვა მისის
ბოინტონისნაირი ჰქონდა.
- Une dompteuse!8 - ჩაილაპარაკა ექიმმა ჟერარმა და მიხ-
ვდა, რა იყო ამ ოჯახის თითქოსდა უწყინარი დიალოგის ქვეტექ-
სტი - სიძულვილი, სიძულვილის ბნელი და გამანადგურებელი
ნაკადი.
„როგორ ახირებად და აბსურდად ჩამითვლის ამას ნების-
მიერი ადამიანი, - გაიფიქრა მან, - ჩვეულებრივი, შეკრული ამე-
რიკული ოჯახი პალესტინაში მოგზაურობს, მე კი მის გარშემო
რაღაც, შავ მაგიასთან დაკავშირებულ ისტორიას ვხლართავ“.
მერე ინტერესით შეხედა წყნარ ახალგაზრდა ქალს, რომელ-
საც ნადინს ეძახდნენ. ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა. უცებ
შეამჩნია, როგორ შეხედა მან ქერათმიან და დუნე ახალგაზრდა
კაცს. ამ მზერით ყველაფერი იყო ნათქვამი. ჟერარისთვის ყვე-
ლაფერი გასაგები გახდა.
ეს ცოლ-ქმარი იყო, მაგრამ ნადინმა ქმარს უფრო დედის მზე-
რით შეხედა, ვიდრე ცოლისა. ნამდვილი დედობრივი მზერა -
მზრუნველი და შეშფოთებული. ჟერარი სხვა რამესაც მიხვდა.
აშკარა იყო, რომ მთელი ოჯახიდან მხოლოდ ნადინ ბოინტონზე
არ მოქმედებდა დედამთილის ჯადო. მას შეიძლება სძულდა ეს
ბებერი ქალი, მაგრამ მისი არ ეშინოდა. ეს ბოროტი ძალა მას
არ შეხებია.
ის უბედური იყო, თავისი ქმრის მდგომარეობით ძალიან შე-
წუხებული, მაგრამ - თავისუფალი.

8 Une dompteuse (ფრანგ.) - მომთვინიერებელი.

25 მკითხველთა ლიგა
- ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, - თქვა ექიმმა ჟერარ-
მა.

26 მკითხველთა ლიგა
თავი 5

ამ ბნელ ზმანებებში ბანალურობის ნიავის დაბერვას თით-


ქმის კომიკური ელფერი ჰქონდა.
ჰოლში კაცი შემოვიდა, ბოინტონებს მოჰკრა თვალი და მათ-
კენ წავიდა. ეს იყო სასიამოვნო გარეგნობის, შუახნის, მკაცრად
კონსერვატიული ტიპის ამერიკელი - ფაქიზად ჩაცმული, მოგ-
რძო, სუფთად გაპარსული სახით და ნელი, სასიამოვნო, თით-
ქმის მონოტონური მეტყველებით.
- ყველგან გეძებდით, - თქვა მან, ოჯახის ყველა წევრს ხელი
სათითაოდ ჩამოართვა და განაგრძო, - როგორ გრძნობთ თავს,
მისის ბოინტონ? მოგზაურობამ ძალიან ხომ არ დაგღალათ?
- არა, გმადლობთ, როგორც იცით, კარგი ჯანმრთელობა
არასოდეს მქონია, - მოწყალედ ამოიხრიალა ბებერმა ქალბა-
ტონმა.
- მართლაც, ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი.
- მაგრამ უარესად ნამდვილად არა ვარ. ნადინი აქ არის და
ძალიან კარგად მივლის, არა, ნადინ? - დაამატა მისის ბოინტონ-
მა ზარმაცი, რეპტილიისებური ღიმილით.
- ვცდილობ, რაც შემიძლია, - ხმა აბსოლუტურად უემოციო
ჰქონდა.
- დარწმუნებული ვარ, ასეა, - სიამოვნებით აღნიშნა უცხომ, -
ლენოქს, მეფე დავითის ქალაქში წასვლაზე რას ფიქრობთ?
- ოჰ, არ ვიცი, - ლენოქსი აპათიურად, უინტერესოდ ლაპარა-
კობდა.
- ალბათ, ფიქრობთ, რომ იმედგაცრუებას იწვევს, არა? უნდა
ვაღიარო, თავიდან მეც ზუსტად ასევე გამაოგნა... თუმცა, ალ-
ბათ, ჯერ ბევრი არაფრის დათვალიერება არ მოგისწრიათ?

27 მკითხველთა ლიგა
- დედაჩემის გამო ბევრს ვერ დავდივართ, - თქვა ქეროლ ბო-
ინტონმა.
- სულ ერთი-ორი საათი შემიძლია დღეში, მეტს ვერ ვახერ-
ხებ, - აუხსნა მისის ბოინტონმა.
- ვფიქრობ, ისიც არაჩვეულებრივია, რის გაკეთებასაც ახერ-
ხებთ, მისის ბოინტონ, - გულწრფელად თქვა უცხომ.
მისის ბოინტონმა სტვენით ჩაახველა, თითქმის ღვარძლიანი
ხმით.
- სხეულს არ ვნებდები, ჩემი აზრით, მთავარი გონებაა. დიახ,
გონება...
მისი ხმა ნელ-ნელა თითქოს ჩაქრა. ჟერარმა დაინახა, რო-
გორ ნერვიულად შეხტა რეიმონდი.
- გოდების კედელი უკვე ნახეთ, მისტერ ქოუფ? - იკითხა მან.
- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც
ვიყავი. იმედია, ერთ-ორ დღეში იერუსალიმის კარგად დათვა-
ლიერებას დავამთავრებ. კუკის სააგენტო9 მიდგენს მარშრუტს,
რომ წმინდა მიწა კარგად დავათვალიერო - ბეთლემი, ნაზარე-
თი, ტიბერია, გალილეის ზღვა, ეს ყველაფერი ძალზე საინტერე-
სოა. მერე - ჯერაში,10 იქ რომაული პერიოდის ძალიან საინტე-
რესო ნანგრევებია, წარმოგიდგენიათ? ძალიან მინდა
მოვარდისფრო-წითელი პეტრა ვნახო. ჩემი ღრმა რწმენით, ბუ-
ნების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ახლა

9კუკის სააგენტო - 1841 წელს ისტორიაში პირველი ტურისტუ-


ლი სააგენტო, რომელსაც დღეს Thomas Cook Group ეწოდება,
დააარსა ბრიტანელმა მეწარმემ, ორგანიზებული ტურიზმის დამ-
ფუძნებელმა და გამომცემლობა „თომას კუკის“ (ილუსტრირე-
ბულ გზამკვლევებს გამოსცემდა) დამაარსებელმა თომას კუკმა
(1808-1892).
10 ჯერაში - ქალაქი იორდანიის ჩრდილოეთით.

28 მკითხველთა ლიგა
იქით გზა უკვე გაკვალულია, მაგრამ იქ ჩასვლას, ყველაფრის
კარგად დათვალიერებას და უკან დაბრუნებას თითქმის მთელი
კვირა დასჭირდება.
- იქ წასვლა ძალიან მინდა, არაჩვეულებრივი იქნება, - თქვა
ქეროლმა.
- მართლაც, უნდა ვთქვა, რომ მისი ნახვა ნამდვილად ღირს,
ნამდვილად ღირს, - თქვა მისტერ ქოუფმა, შემდეგ პაუზა გააკე-
თა, მისის ბოინტონს ფრთხილად გადახედა და განაგრძო ხმით,
რომელიც მიყურადებულ ფრანგს უკვე ნაკლებად დამაჯერებე-
ლი ეჩვენა.
- იქნებ რომელიმე თქვენგანი ჩემთან ერთად წამოსულიყო?
ბუნებრივია, ვიცი, რომ თქვენ, მისის ბოინტონ, წამოსვლას ვერ
შეძლებთ. ისიც ბუნებრივია, რომ თქვენი ოჯახის ნაწილი თქვენ-
თან დარჩენას მოინდომებს, მაგრამ იქნებ, ასე ვთქვათ, ძალები
გაგენაწილებინათ.
ისევ პაუზა. ექიმ ჟერარს მისის ბოინტონის საქსოვი ჩხირების
თანაბარი კაკუნი ესმოდა. ბოლოს მან თქვა:
- არა მგონია, გაყოფა გვინდოდეს. ჩვენ ხომ ოჯახი ვართ, -
ზევით აიხედა, - აბა, ბავშვებო, რას იტყვით? - მისი ხმა უც-
ნაურად, ზარივით ჟღერდა. პასუხებიც დაუყოვნებლივ გაისმა:
„არა, დედა“, „ოჰ, არა“, „არა, რა თქმა უნდა, არა“.
მისის ბოინტონმა ისევ თავისი, ძალიან უცნაური ღიმილით
გაიღიმა.
- ხომ ხედავთ, ისინი არ მიმატოვებენ. შენ რას იტყვი, ნადინ?
არაფერი გითქვამს.
- არა, გმადლობთ, დედა, თუ ლენოქსი არ მოინდომებს, მეც
არსად წავალ.
მისის ბოინტონმა თავი ვაჟიშვილისაკენ ნელა მიატრიალა.
- აბა, ლენოქს, რას იტყვი? შენ და ნადინი რატომ არ უნდა
წახვიდეთ? ეტყობა, მას წასვლა უნდა.
29 მკითხველთა ლიგა
ის შეხტა და ზევით აიხედა.
- მეე... იცი... არა... მგონი, უკეთესი იქნება, თუ ყველანი ერ-
თად დავრჩებით.
- გასაგებია, თქვენ ხომ ისეთი ერთსულოვანი ოჯახი ხართ, -
კეთილად თქვა მისტერ ქოუფმა, მაგრამ მისი კეთილგანწყობა
ცოტა ყალბად და ძალდატანებულად ჟღერდა.
- ჩვენ სულ ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, - თქვა მისის
ბოინტონმა და შალის გორგლის დახვევა დაიწყო, - სხვათა შო-
რის, რეიმონდ, ის ახალგაზრდა ქალი, ახლა რომ გელაპარაკე-
ბოდა, ვინ იყო?
რეიმონდი ნერვიულად შეხტა. ჯერ გაწითლდა, მერე კი სულ
გათეთრდა.
- მე... მე... არ ვიცი მისი სახელი... ამას წინათ მატარებელში
შემხვდა.
მისის ბოინტონი სკამიდან ნელ-ნელა წამოიმართა.
- არა მგონია, მასთან რაიმე საერთო გვქონდეს, - თქვა მან.
ნადინი ადგა და ბებერ ქალს სკამიდან წამოდგომაში დაეხმა-
რა. ეს ისეთი პროფესიული ოსტატობით გააკეთა, რომ ჟერარის
ყურადღება მიიპყრო.
- ძილის დროა, ღამე მშვიდობისა, მისტერ ქოუფ, - თქვა მისის
ბოინტონმა.
- ღამე მშვიდობისა, მისის ბოინტონ. ღამე მშვიდობისა, მისის
ლენოქს.
ისინი გასასვლელისაკენ პატარა პროცესიად გაემართნენ.
ოჯახის არც ერთ ახალგაზრდა წევრს, ეტყობა, აზრადაც არ მოს-
ვლია, ცოტა ხნით დარჩენილიყო.
მისტერ ქოუფმა თვალი გააყოლა. სახეზე უცნაური გამომეტ-
ყველება ჰქონდა.
ექიმმა ჟერარმა საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ ამე-
რიკელები მეგობრული ერი იყო. ბრიტანელი მოგზაურებივით
30 მკითხველთა ლიგა
მოუსვენრები და ეჭვიანები არ არიან. ექიმ ჟერარს, როგორც
ტაქტიან ადამიანს, მისტერ ქოუფთან პირდაპირ მისვლა და გაც-
ნობა ეუხერხულებოდა, მაგრამ ამერიკელი მარტო იყო და ისე-
ვე, როგორ მისი ერის ნებისმიერი წარმომადგენელი - კეთილ-
განწყობილი. ჟერარმა გადაწყვიტა, თავი სავიზიტო ბარათით
წარედგინა.
მასზე გვარის წაკითხვამ ქოუფზე სათანადო შთაბეჭდილება
მოახდინა.
- ოჰ, რა თქმა უნდა, ექიმო ჟერარ, თქვენ არც ისე დიდი ხნის
წინ შტატებში იყავით, არა?
- გასულ შემოდგომაზე. ლექციებს ვკითხულობდი ჰარვარ-
დში.
- რა თქმა უნდა, ექიმო ჟერარ, თქვენი გვარი ერთ-ერთი ყვე-
ლაზე გამორჩეულია თქვენს პროფესიაში. პარიზში თქვენი მეც-
ნიერების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ხართ.
- ჩემო ძვირფასო სერ, ეს აშკარად მეტისმეტია, ნამდვილად
არ ვიმსახურებ.
- არა, არა, თქვენთან შეხვედრა ნამდვილად დიდი პატივია.
დღეს იერუსალიმში კიდევ რამდენიმე ძალზე ცნობილი ადა-
მიანია. ჯერ ერთი, თქვენ, მერე ლორდი უელდონი და სერ გაბ-
რიელ შტაინბაუმი - ფინანსისტი. კიდევ აქ არის ვეტერანი ინ-
გლისელი არქეოლოგი სერ მანდერს სტოუნი. არის ასევე ლედი
უესტჰოლმი, გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკოსი, და ის
ცნობილი ბელგიელი დეტექტივი, ერკიულ პუარო.
- პატარა ერკიულ პუარო? ისიც აქ არის?
- ადგილობრივ გაზეთში წავიკითხე, რომ ცოტა ხნის წინ ჩა-
მოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველამ აქ, სას-
ტუმრო „სოლომონში“ მოიყარა თავი. სასტუმროც საუცხოოა,
დიდი გემოვნებით გაფორმებული.

31 მკითხველთა ლიგა
მისტერ ჯეფერსონ ქოუფი აშკარად ძალიან ნასიამოვნები
იყო. ექიმი ჟერარი ის ადამიანი იყო, ვისაც, სურვილის შემთხვე-
ვაში, შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოეხიბლა. ცოტა ხნის შემ-
დეგ ისინი ბარისაკენ გაემართნენ. რამდენიმე ჭიქა სოდიანი და
ყინულიანი ვისკის შემდეგ ჟერარმა ჰკითხა:
- მითხარით, ხალხი, თქვენ რომ ელაპარაკებოდით, ტიპური
ამერიკული ოჯახია?
ჯეფერსონ ქოუფი სასმელს დაფიქრებული წრუპავდა.
- ოჰ, არა, ასე არ ვიტყოდი, - თქვა ბოლოს.
- არა? მე ძალიან შეკრულ ოჯახად მომეჩვენა.
- იმის თქმა გინდათ, რომ ყველანი მოხუც ქალბატონს დას-
ტრიალებენ თავს? - ნელა თქვა ქოუფმა, - და მართალი ბრძან-
დებით. იცით, ის არაორდინარული ქალია.
- მართლა?
მისტერ ქოუფს მცირე წახალისება სჭირდებოდა და ეს შეკით-
ხვა საკმარისი აღმოჩნდა.
- იცით, ექიმო ჟერარ, ბოლო ხანებში ამ ოჯახზე გამუდმებით
ვფიქრობ. თქვენთან ამ საკითხზე ლაპარაკი, თუ შეიძლება ასე
ითქვას, ალბათ, მეც გონებას გამიხსნის. უბრალოდ, არ მინდა
გადაგღალოთ.
ექიმმა ჟერარმა თქვა, რას ამბობთ, ხალისით მოგისმენთო,
და ჯეფერსონ ქოუფმა ნელა დაიწყო. მის სასიამოვნო, სუფთად
გაპარსულ სახეს შეცბუნება დაეტყო.
- პირდაპირ გეტყვით, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული ვარ. მი-
სის ბოინტონი ჩემი ძველი მეგობარია. მინდა ვთქვა, მოხუცი მი-
სის ბოინტონი კი არა, - ახალგაზრდა, მისის ლენოქს ბოინტონი.
- აა, დიახ, ის ძალიან მომხიბლავი, მუქთმიანი ქალბატონი.
- სწორედ ის, ნადინი. ნადინ ბოინტონი, ექიმო ჟერარ, არაჩ-
ვეულებრივი ადამიანია. მას გათხოვებამდე ვიცნობდი. მაშინ
ჰოსპიტალში გადიოდა სტაჟირებას, პროფესიონალი ექთანი უნ-
32 მკითხველთა ლიგა
დოდა გამხდარიყო. მერე არდადეგებზე ბოინტონების ოჯახში
ცხოვრობდა და ლენოქსს გაჰყვა ცოლად.
- ჰოო?
მისტერ ჯეფერსონ ქოუფმა კიდევ ერთი ყლუპი ვისკი მოსვა
და განაგრძო:
- მინდა, ბოინტონების ოჯახის ისტორია გიამბოთ, ექიმო ჟე-
რარ.
- დიახ, ძალიან მაინტერესებს.
- მოკლედ, იცით, აწ გარდაცვლილი ელმერ ბოინტონი - ცნო-
ბილი ადამიანი და მომხიბლავი პიროვნება - ორჯერ იყო და-
ქორწინებული. მისი პირველი ცოლი რომ გარდაიცვალა,
რეიმონდი და ქეროლი სულ პატარები იყვნენ. მეორე მისის ბო-
ინტონი, როცა შეირთო, როგორც მითხრეს, ძალიან ლამაზი ქა-
ლი ყოფილა, თუმცა არც მთლად ახალგაზრდა. დღეს რომ შეხე-
დავ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლებოდა ოდესმე
ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ ეს იმ ადამიანისაგან ვიცი, ვისაც
ასეთი რამეები კარგად ესმის. ასეა თუ ისე, ქმარი მას ძალიან
ენდობოდა და ყველა საქმეში მის აზრს იზიარებდა. სიკვდილამ-
დე რამდენიმე წელი მისტერ ბოინტონი ინვალიდი იყო და მისი
ცოლი მართავდა ყველაფერს. უნარიანი ქალია და ბიზნესისათ-
ვის კარგი ტვინი აქვს. ძალიან კეთილსინდისიერიცაა. ელმერის
სიკვდილის შემდეგ თავი მთლიანად ამ ბავშვებს მიუძღვნა. ერ-
თი საერთო შვილიც ჰყავთ, ჯინევრა - მშვენიერი წითურთმიანი,
მაგრამ ცოტა სუსტი გოგონა. როგორც უკვე გითხარით, მისის
ბოინტონმა თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა, გარე სამყაროსა-
გან სრულ იზოლაციაში მოაქცია. არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქ-
რობთ, ექიმო ჟერარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ჯანსაღი მიდგომა
არ არის.
- გეთანხმებით. ეს განვითარების სტადიაზე მყოფი ფსიქიკი-
სათვის ძალიან საზიანოა.
33 მკითხველთა ლიგა
- დიახ. ვფიქრობ, ეს სიტყვები ზუსტად გადმოსცემს საქმის
არსს. მისის ბოინტონმა ბავშვები გარე სამყაროს მთლიანად
მოსწყვიტა და სახლს გარეთ კონტაქტები აუკრძალა. ამის შედე-
გად ისინი, ცოტა არ იყოს, ნერვიულები გაიზარდნენ. ხშირად
კრთებიან... ხომ გესმით, რას ვგულისხმობ? უცხო ადამიანებს
ვერ უმეგობრდებიან და ეს ხომ ცუდია?
- ნამდვილად ძალიან ცუდია.
- ეჭვი არ მეპარება, რომ მისის ბოინტონს კარგი უნდოდა. ეს,
ალბათ, მის ზედმეტ ერთგულებას შეიძლება დავაბრალოთ.
- ყველანი ერთ სახლში ცხოვრობენ? - იკითხა ექიმმა.
- დიახ.
- არც ერთი ვაჟიშვილი არ მუშაობს?
- ოჰ, არა. ელმერ ბოინტონი ძალიან მდიდარი კაცი იყო. მთე-
ლი ფული მისის ბოინტონს დაუტოვა, მაგრამ იგულისხმებოდა,
რომ მთელი ოჯახის შესანახად იყო.
- ესე იგი, ისინი მატერიალურად მისის ბოინტონზე არიან და-
მოკიდებული.
- ასეა. ის კი ხელს უწყობს, რომ ყველამ სახლში იცხოვროს,
გარეთ არ გავიდეს და სამუშაოს ძებნა არ დაიწყოს. იქნებ ამით
არც არაფერი დაშავდებოდა, ფული უამრავი აქვთ, მაგრამ,
ვფიქრობ, ადამიანისთვის, განსაკუთრებით მამაკაცისათვის,
ფორმის შესანარჩუნებლად სამსახური აუცილებელია. არის კი-
დევ ერთი რამ - არც ერთ მათგანს არანაირი ჰობი არა აქვს:
გოლფს არ თამაშობენ, არც ერთი კლუბის წევრები არ არიან,
არ დადიან ცეკვებზე და სხვა ახალგაზრდებთან ერთად დროს
არ ატარებენ. ცხოვრობენ უზარმაზარ სახლში, სოფლად, ყვე-
ლაფრისგან მოშორებით. იცით, ექიმო ჟერარ, ეს ყველაფერი
არასწორად მეჩვენება.
- გეთანხმებით.

34 მკითხველთა ლიგა
- არც ერთ მათგანს სოციალური გრძნობის ნასახიც კი არა
აქვს. საზოგადოებრივი სული - აი, რა აკლიათ. შეიძლება ძალი-
ან შეკრული ოჯახია, მაგრამ მთლიანად საკუთარ თავში ჩაკეტი-
ლი.
- არც ერთ მათგანს, არც ბიჭსა და არც გოგოს, არასოდეს
თავში არ მოსვლია საცხოვრებლად ცალკე გადასვლა?
- მე მსგავსი არაფერი გამიგია. უბრალოდ, ერთად სხედან.
- ამაში მათ ადანაშაულებთ თუ მისის ბოინტონს?
მისტერ ქოუფი უხერხულად აცქმუტდა.
- გარკვეული აზრით, ვფიქრობ, ასე თუ ისე, პასუხისმგებელი
მისის ბოინტონია. ეს აღზრდის მცდარი მეთოდია. მიუხედავად
ამისა, მიმაჩნია, რომ როდესაც ყმაწვილი მოწიფულობის ასაკს
აღწევს, რაღაცის წამოწყება თვითონ უნდა სცადოს. დედის წინ-
საფრის ზონრებზე გამობმული არც ერთი ბიჭი არ უნდა დარჩეს,
ვალდებულია, დამოუკიდებლობა აირჩიოს.
- მაგრამ ეს შეიძლება შეუძლებელი გახდეს, - ფიქრიანად
თქვა ჟერარმა.
- რატომ უნდა იყოს შეუძლებელი?
- არსებობს მეთოდები, მისტერ ქოუფ, რომელთა მეშვეობი-
თაც ხეს ზრდას შეაწყვეტინებ.
ქოუფი გაოგნებული მიაჩერდა.
- მაგრამ ისინი ყველა აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან.
- გონებამ, ზუსტად ისე, როგორც სხეულმა, შეიძლება ზრდა
შეწყვიტოს და დეფორმაცია განიცადოს.
- მათ, ყველას, ნათელი გონება აქვთ, - თქვა ქოუფმა და მერე
განაგრძო, - არა, ექიმო ჟერარ. აიღეთ ჩემი მაგალითი. მამაკაც-
მა თავისი ბედი თავად უნდა განკარგოს, სადავეები თავის ხელ-
ში აიღოს. კაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, საკუ-
თარ ცხოვრებას თვითონ ქმნის. არ შეიძლება, მთელ დღეს უსაქ-

35 მკითხველთა ლიგა
მურობაში ატარებდეს. ამისთანა მამაკაცს არც ერთი ქალი არ
სცემს პატივს.
ჟერარი ერთი-ორი წუთი ინტერესით უყურებდა.
- ვფიქრობ, კონკრეტულად ლენოქს ბოინტონს გულისხმობთ,
- უთხრა ბოლოს.
- დიახ, რა თქმა უნდა, ამას რომ ვამბობდი, სწორედ ლენოქ-
სზე ვფიქრობდი. რეიმონდი ჯერ კიდევ ბიჭია, ლენოქსი კი უკვე
ოცდაათისაა. დროა აჩვენოს, რომ რაღაც შეუძლია.
- მის ცოლს, ალბათ, არც ისე ულხინს.
- რა თქმა უნდა, ასეთი ცხოვრება უმძიმს. ნადინი არაჩ-
ვეულებრივი გოგოა. ვერც კი გადმოგცემთ, როგორი აღფრთო-
ვანებული ვარ მისით. არასოდეს დაიჩივლებს, ერთი სიტყვაც კი
არ დასცდება, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ არის. იცით,
უკიდურესად უბედურია.
ჟერარმა თავი დაუქნია.
- ადვილი შესაძლებელია.
- არ ვიცი, თქვენ რა აზრის ხართ, მაგრამ, ვფიქრობ, არსე-
ბობს ზღვარი, რომლის იქითაც ქალმა აღარ უნდა მოითმინოს.
ნადინის ადგილას რომ ვიყო, იმ ვაჟბატონ ლენოქსს პირდაპირ
ვეტყოდი, რომ ხელი გაანძრიოს, თუ არა და...
- თუ არა და... ფიქრობთ, უნდა მიატოვოს?
- მას საკუთარი ცხოვრება აქვს გასავლელი, ექიმო ჟერარ.
თუ ლენოქსი ნადინს სათანადოდ ვერ აფასებს, არსებობენ სხვა
მამაკაცები, რომლებიც ამას გააკეთებენ.
- მაგალითად, თქვენ?
ამერიკელი გაწითლდა. მერე ჟერარს თვალებში ამაყად შე-
ხედა.
- დიახ, ასეა. ამ ქალბატონისადმი საკუთარი გრძნობის სრუ-
ლებითაც არ მრცხვენია. პატივს ვცემ და ძალიან ღრმა გრძნობა
მაქვს მის მიმართ. ერთადერთი, რაც მინდა, მისი ბედნიერებაა.
36 მკითხველთა ლიგა
ლენოქსთან ბედნიერი რომ იყოს, განზე გავდგებოდი, მთელი ამ
სურათიდან საერთოდ გავქრებოდი.
- მაგრამ, როგორც ახლაა?
- როგორც ახლაა, უბრალოდ, მხარში ვუდგავარ. თუ დავჭირ-
დები, აქვე ვარ.
- თქვენ, ფაქტობრივად, parfait gentil11 რაინდი ხართ, -
ჩაილაპარაკა ჟერარმა.
- უკაცრავად?
- ჩემო ძვირფასო სერ, დღესდღეობით რაინდული სული მხო-
ლოდ ამერიკელ ხალხშია შერჩენილი. თქვენ მზად ხართ,
თქვენს ქალბატონს იმედისა და ჯილდოს გარეშე ემსახუროთ.
ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად დასაფასებელია. შეგიძლიათ
მითხრათ, კონკრეტულად, რისი გაკეთების იმედი გაქვთ მის-
თვის?
- მინდა გვერდზე ვყავდე, თუ დავჭირდები.
- ნება მომეცით, გკითხოთ, რა დამოკიდებულება აქვს ბებერ
მისის ბოინტონს თქვენ მიმართ?
ჯეფერსონ ქოუფმა ნელა თქვა:
- იმ ქალთან დაკავშირებით დარწმუნებული არასოდეს ვარ.
როგორც უკვე გითხარით, სახლის გარეთ ნაცნობობის მოყვა-
რული არ არის, მაგრამ ჩემ მიმართ სხვა დამოკიდებულება
აქვს. ის ყოველთვის კეთილგანწყობილია და თითქმის როგორც
ოჯახის წევრს, ისე მექცევა.
- ფაქტობრივად, მისის ლენოქსთან თქვენი მეგობრობის წი-
ნააღმდეგი არ არის?
- არა, არ არის.
ექიმმა ჟერარმა მხრები აიჩეჩა.

11 Parfait gentil (ფრანგ.) - უზადო და ღირსეული.

37 მკითხველთა ლიგა
- ეს ცოტა უცნაურია.
- ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, ექიმო ჟერარ, ამ მეგობრო-
ბაში სამარცხვინო არაფერია, ის წმინდად პლატონურია, - ცი-
ვად თქვა ჯეფერსონ ქოუფმა.
- ჩემო ძვირფასო სერ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული
ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისის ბოინტონის-
გან ასეთი მეგობრობის წახალისება საინტერესო საქციელია.
მინდა გითხრათ, მისტერ ქოუფ, რომ მისის ბოინტონი მაინტერე-
სებს, ძალიან მაინტერესებს.
- ნამდვილად საოცარი ქალია. ძალიან ძლიერი ხასიათი და
გამორჩეული პიროვნული თვისებები აქვს. როგორც გითხარით,
ელმერ ბოინტონს მისი აზრის ძალიან სჯეროდა.
- იმდენად, რომ თავისი შვილები ფინანსურად მის კეთილ ნე-
ბაზე დამოკიდებული დატოვა. ჩემს ქვეყანაში, მისტერ ქოუფ,
ასეთი რამის გაკეთებას კანონი კრძალავს.
მისტერ ქოუფი წამოდგა.
- ამერიკაში, - თქვა მან, - ჩვენ აბსოლუტური თავისუფლების
გვჯერა.
ექიმი ჟერარიც ადგა. ამ რეპლიკამ მასზე შთაბეჭდილება ვერ
მოახდინა. ასეთი რამ ბევრი სხვა ეროვნების ადამიანებისაგან
ადრეც სმენოდა.
ილუზია, რომ თავისუფლება ერთი, რომელიმე კონკრეტული
ერის პრეროგატივაა, საკმაოდ გავრცელებულია.
ექიმი ჟერარი უფრო ჭკვიანი იყო. მან იცოდა, რომ არც ერთი
ერი, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ინდივიდი თავისუფლად
არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ უბრა-
ლოდ, მონობის განსხვავებული ხარისხები არსებობს.
დასაძინებლად ის ჩაფიქრებული და დაინტერესებული წავი-
და.

38 მკითხველთა ლიგა
თავი 6

სარა კინგი ტაძრის, ჰარამ-ეშ-შერიფის,12 გარშემო შემოსაზ-


ღვრულ ტერიტორიაზე, „კლდის გუმბათისაკენ“ ზურგით იდგა.
ყურში შადრევნების ჩუხჩუხი ჩაესმოდა. იქვე ტურისტების მცირე
ჯგუფები მიმოდიოდნენ, თუმცა აღმოსავლური ატმოსფეროს
სიმშვიდეს ვერ არღვევდნენ.
უცნაურია, რომ ოდესღაც ერთმა იებუსელმა13 ამ კლდოვან
ადგილზე კალო გააკეთა. მერე დავითმა ექვსას ოქროს შეკე-
ლად იყიდა და წმინდა ადგილად აქცია. ახლა კი აქ მთელი
მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტების ხმამაღალი ლაპარაკი
ისმის.
სარა შემობრუნდა და შეხედა მეჩეთს, რომელიც ახლა ამ
წმინდა ადგილას იდგა და დაფიქრდა. ნეტავ სოლომონის ტაძა-
რი ამის ნახევარი სილამაზის მაინც თუ იყოო.
ნაბიჯების ხმა გაისმა და მეჩეთიდან ტურისტების პატარა ჯგუ-
ფი გამოვიდა. ეს ბოინტონების ოჯახი იყო. მათ ახლდა დრაგო-
მანი,14 რომელიც მეტისმეტად ენაწყლიანი იყო. მისის ბოინტო-
ნი ცალ მხარეს ლენოქსს ეყრდნობოდა და მეორე მხარეს -
რეიმონდს. ნადინი და მისტერ ქოუფი უკან მოდიოდნენ, ქერო-

12 ჰარამ-ეშ-შერიფი - „ტაძრის მთის“ არაბული სახელწოდება.


13იებუსელები - იუდეის ებრაელებამდე მოსახლეობა, რომლებ-
მაც ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს ქალაქი იერუსალიმი (ადრე
ცნობილი როგორც სალიმი ან იებუსი (მსაჯ.19:10). ბიბლიის თა-
ნახმად, ცხოვრობდნენ მთებში და ქანაანელი იებუსის შთამო-
მავლები იყვნენ (დაბ.; 10:15).
14 დრაგომანი - თარჯიმანი აღმოსავლეთის ქვეყნებში.

39 მკითხველთა ლიგა
ლი კი - პროცესიის ბოლოში. რომ ჩაუარეს, ამ უკანასკნელმა
სარა დაინახა. ცოტა შეჭოჭმანდა, მერე უცებ გადაწყვეტილება
მიიღო, შემოტრიალდა და ეზო სწრაფად და უხმაუროდ გადაირ-
ბინა.
- მაპატიეთ, - თქვა მან. ძლივს სუნთქავდა, - უნდა... მე უნდა...
ვგრძნობ, რომ უნდა გელაპარაკოთ.
- დიახ...
ქეროლი მთელი ტანით ცახცახებდა. სახე სულ მთლად გაჰ-
ფითრებოდა.
- ეს ჩემს ძმას შეეხება. როდესაც... როდესაც გუშინ ღამე გა-
მოელაპარაკეთ, ალბათ, ძალიან უხეშად ჩათვალეთ, მაგრამ
მას... მას არ უნდოდა... თავს ვერ მოერია. ძალიან გთხოვთ, და-
მიჯერეთ.
სარას მთელი ეს სცენა სასაცილოდ მოეჩვენა. ის მის ღირსე-
ბას, ისევე, როგორც კარგ გემოვნებას, შეურაცხყოფდა. რატომ
უნდა მოერბინა მასთან უცხო გოგონას იმისათვის, რომ თავისი
უზრდელი ძმის მაგივრად ბოდიში ასე სასაცილოდ მოეხადა.
ენაზე მკვახე პასუხი მოადგა, მაგრამ უცებ განწყობა შეეცვა-
ლა.
აქ საქმე სხვა რაღაცაში უნდა ყოფილიყო. ეს გოგონა სულის
შემძვრელად გულწრფელი ჩანდა. სარას რაღაც თვისებამ, სწო-
რედ იმან, რამაც სამედიცინო კარიერა აარჩევინა, გოგონას გა-
საჭირზე გული აუძგერა. ინსტინქტმა უკარნახა, რომ რაღაც ძა-
ლიან ცუდი ხდებოდა.
- მითხარით ყველაფერი მის შესახებ, - გამამხნევებლად უთ-
ხრა მან გოგონას.
- ის ადრე მატარებელშიც გელაპარაკათ, არა?
- დიახ. ყოველ შემთხვევაში, მე ველაპარაკე.
- ოჰ, რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ,
რომ გუშინ ღამე რეის ეშინოდა, - თქვა გოგონამ და გაჩუმდა.
40 მკითხველთა ლიგა
- ეშინოდა?
ქეროლს თეთრი სახის კანი აუჭარხლდა.
- ოჰ, ვიცი, ეს აბსურდად, სიგიჟედ ჟღერს. იცით, დედაჩემი...
ის... ის კარგად არ არის და არ უყვარს, როდესაც ჩვენ ოჯახის
გარეთ ნაცნობებს ვიძენთ, მაგრამ... მაგრამ მე... მე დარწმუნე-
ბული ვარ, რეის თქვენთან დამეგობრება უნდოდა.
სარა დაინტერესდა, მაგრამ სანამ რაიმეს თქმას მოასწრებ-
და, ქეროლმა განაგრძო:
- ვიცი... ვიცი, ყველაფერი, რასაც ახლა გეუბნებით, სულე-
ლურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ძალიან უცნაური ოჯახი ვართ, -
უცებ აქეთ-იქით გაიხედა, თვალებში შიში ჰქონდა ჩამდგარი.
- მე... მე უნდა წავიდე. მიხვდებიან, რომ იქ არა ვარ, - ჩაილა-
პარაკა მან.
სარამ გადაწყვეტილება მიიღო და ალაპარაკდა.
- თუ დარჩენა გინდათ, რატომ არ უნდა დარჩეთ? შეგვიძლია
უკან ერთად დავბრუნდეთ.
- ო, არა, ამის გაკეთება არ შემიძლია, - ქეროლმა უკან
დაიხია.
- რატომ არა?
- მართლა არ შემიძლია. დედაჩემი... დედაჩემი...
- ვიცი, ზოგჯერ მშობლებისათვის ძალიან ძნელია იმის გაც-
ნობიერება, რომ შვილები გაიზარდნენ, - მკაფიოდ და მშვიდად
თქვა სარამ, - ისინი მათ მაგივრად ცხოვრებას ცდილობენ... სამ-
წუხაროა, რომ ამას ეგუებით. საკუთარი უფლებების დაცვა უნდა
შეგეძლოთ.
- თქვენ არ გესმით, - ჩაილაპარაკა ქეროლმა, - წარმოდგენაც
კი არა გაქვთ...
გოგონა ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა.
სარამ განაგრძო:

41 მკითხველთა ლიგა
- ზოგჯერ ადამიანი ეგუება იმიტომ, რომ ჩხუბის ეშინია. ჩხუ-
ბი, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო რამაა, მაგრამ მოქმედე-
ბის თავისუფლებისათვის ბრძოლა ყოველთვის ღირს.
- თავისუფლება? - ქეროლი სარას მიაშტერდა, - არც ერთი
ჩვენგანი არასოდეს თავისუფალი არ ყოფილა და არც არასო-
დეს იქნება.
- სისულელეა.
ქეროლი წინ გადმოიხარა და მკლავზე ხელი მოჰკიდა.
- მომისმინეთ. უნდა ვცადო და გაგაგებინოთ! გათხოვებამდე
დედაჩემი, სინამდვილეში ის ჩემი დედინაცვალია, ზედამხედვე-
ლი იყო ციხეში. მამაჩემი გუბერნატორი იყო და ცოლად შეირ-
თო. მას შემდეგ ყველაფერი ასე მიდის. ის ისევ ზედამხედველი-
ა... ჩვენი. ამიტომ ჩვენი ცხოვრება ციხეში ყოფნაა.
ისევ აქეთ- იქით მიმოიხედა.
- არა, ნამდვილად შეამჩნევენ, უნდა წავიდე.
გაქცევა რომ დააპირა, სარამ მკლავზე წაავლო ხელი.
- ერთი წუთით... ისევ უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ.
- არ შემიძლია. ვერ შევძლებ.
- შეძლებთ, - მბრძანებლურად ლაპარაკობდა, - ყველა რომ
დაიძინებს, ჩემთან, 319-ე ოთახში მოდით, არ დაგავიწყდეთ -
319-ში, - ხელი გაუშვა და ქეროლი თავისი ოჯახისაკენ გაიქცა.
სარა იდგა და უყურებდა. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამო-
ერკვა, როცა მიხვდა, რომ გვერდით ექიმი ჟერარი ედგა.
- დილა მშვიდობისა, მის კინგ. მის ქეროლ ბოინტონს ელაპა-
რაკებოდით?
- დიახ და საკმაოდ უჩვეულო საუბარი გვქონდა. მინდა გიამ-
ბოთ, - და გოგონასთან დიალოგის შინაარსს მოუყვა.
ჟერარი ერთ მომენტს ჩაეჭიდა.
- ზედამხედველი? ციხეში? ეს ბებერი ჰიპოპოტამი? აი, ეს ნამ-
დვილად საყურადღებოა.
42 მკითხველთა ლიგა
- ფიქრობთ, რომ ასეთი ტირანი სწორედ ამიტომ არის? ეს მი-
სი ყოფილი პროფესიიდან გადმოყოლილი ჩვევაა.
ჟერარმა თავი გააქნია.
- არა, ეს მცდარი მიდგომაა. აქ ძალადობას უფრო ღრმა სა-
ფუძველი აქვს. მას ტირანია იმიტომ კი არ ხიბლავს, რომ ზედამ-
ხედველი იყო. უფრო იმიტომ გახდა ზედამხედველი, რომ ტირა-
ნია უყვარდა. ჩემი აზრით, სწორედ სხვა ადამიანებზე ძალის გა-
მოყენების ფარული სურვილი იყო ის, რამაც ეს პროფესია აარ-
ჩევინა.
ექიმი ჟერარი ძალიან მოღუშული იყო.
- ხშირად ისეთი უცნაური რამაა ქვეცნობიერში დამარხული.
ძალაუფლების წყურვილი, სისასტიკის სურვილი, დაგლეჯისა და
დაფლეთის ველური სურვილი - ყველაფერი ეს ჩვენი წარსული
რასობრივი კუთვნილების მეხსიერებიდან გვერგო მემკვიდ-
რეობად. ყველაფერი ისევ აქ არის, მის კინგ, მთელი ეს სისასტი-
კე და სიველურე. ჩვენ მათ კარს ვუკეტავთ ხოლმე, ცნობიერ
ცხოვრებაში არ ვუშვებთ, მაგრამ ზოგჯერ... ისინი უფრო ძლიერ-
ნი აღმოჩნდებიან.
სარას გააჟრჟოლა.
- ვიცი.
ჟერარმა კი განაგრძო:
- დღეს ამას ჩვენ გარშემო ვხედავთ - პოლიტიკურ კრედოებ-
ში, მთელი ერების ქცევაში. ადამიანები ივიწყებენ თანაგრძნო-
ბას, ძმურ კეთილგანწყობას. ზოგჯერ თვითონ იდეები კარგად
ჟღერს, კეთილგონიერი მთავრობაა, მაგრამ ყველაფერი სისას-
ტიკესა და შიშზე დაფუძნებული ძალის მეშვეობით არის თავს
მოხვეული. ეს ძალადობის მოციქულები ხშირად კარს აღებენ
და ძველ სიველურეს, სისასტიკით სიამოვნებასა და სისასტიკეს
სისასტიკისათვის უხსნიან გზას. ოჰ, ეს ყველაფერი ძალიან
რთულია. ძალიან სწრაფი წინსვლა ისევე საშიშია, როგორც ჩა-
43 მკითხველთა ლიგა
მორჩენა. ადამიანი ცხოველია, ოღონდ ძალიან სუსტი. მას ერ-
თადერთი ინსტინქტი ამოძრავებს, გადარჩენის, ხოლო გადარ-
ჩენისათვის სიველურის რაღაც ნაწილი უნდა შეინარჩუნოს, მაგ-
რამ არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ გააღ-
მერთოს ის.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ფიქრობთ, რომ ბებერი მისის ბოინტონი სადისტია? - იკითხა
ბოლოს სარამ.
- თითქმის დარწმუნებული ვარ. მისთვის ზეიმია სხვისთვის
ტკივილის მიყენება - სულიერი ტკივილის... მიაქციეთ ყურადღე-
ბა, სულიერი, და არა ფიზიკური ტკივილის. ეს ბევრად იშვიათი
და უფრო რთული შემთხვევაა. მას მოსწონს სხვა ადამიანების
გაკონტროლება და მოსწონს, როდესაც ისინი იტანჯებიან.
- რა სიმხეცეა, - თქვა სარამ.
ჟერარმა ქოუფთან თავისი საუბრის შესახებ უამბო.
- ვერ აცნობიერებს, რა ხდება, - ფიქრიანად თქვა სარამ.
- როგორ უნდა გააცნობიეროს, ის ხომ ფსიქოლოგი არ არის.
- სწორია, მას ხომ ჩვენნაირი საშინელი ტვინი არა აქვს.
- ზუსტად. მას მშვენიერი, გამართული, სენტიმენტალური,
ნორმალური ამერიკული ტვინი აქვს. სიკეთის უფრო სჯერა,
ვიდრე ბოროტების. ხვდება, რომ ბოინტონების ოჯახში ყველა-
ფერი არასწორად ხდება, მაგრამ ყველაფერს მისის ბოინტონის
ზედმეტი ერთგულებით ხსნის და არა მისი ბოროტი ბუნებით.
- ალბათ, მისის ბოინტონი კარგად ერთობა.
- დარწმუნებული ვარ.
- მაგრამ, რატომ არ აპროტესტებენ? ხომ შეუძლიათ ამხედ-
რდნენ?
ჟერარმა თავი გააქნია.
- ცდებით. არ შეუძლიათ. გინახავთ ოდესმე ძველი ექსპერი-
მენტი მამალზე? ცარცით იატაკზე ხაზს ავლებთ და მამალს ზედ
44 მკითხველთა ლიგა
ნისკარტს ადებინებთ. მამალს სჯერა, რომ იქ მიბმულია და თა-
ვის აწევა არ შეუძლია. ამ საწყლების საქმეც ასეა. ეს ქალი მათ-
ზე ბავშვობიდან მუშაობდა. მისი უპირატესობა მენტალური იყო.
შთააგონებდა რწმენას, რომ არ შეეძლოთ, არ დამორჩილებოდ-
ნენ მას. ალბათ, ბევრი ადამიანი ამას ნონსენსად ჩათვლის, მაგ-
რამ მე და თქვენ ხომ უკეთ ვიცით. მან შეძლო დაერწმუნებინა
ოჯახის წევრები, რომ მისი სრული მორჩილება გარდაუვალია.
ისინი ციხეში იმდენად დიდხანს იყვნენ, რომ ციხის კარი ღიაც
რომ დარჩენილიყო, ვერ შეამჩნევდნენ. ერთ-ერთს (ეს რაც და-
ნამდვილებით ვიცით) თავისუფლება უკვე აღარ უნდა, ყველას
ერთად კი თავისუფლების უბრალოდ ეშინია.
- რა მოხდება, როდესაც მოხუცი მოკვდება? - დასვა პრაქტი-
კული შეკითხვა სარამ.
ექიმმა ჟერარმა მხრები აიჩეჩა.
- გააჩნია, რამდენად მალე მოხდება ეს. თუ ახლა, შეიძლება
ძალიან დაგვიანებული არც იყოს. ბიჭი და გოგონა ჯერ ძალიან
ახალგაზრდები არიან და აღქმის უნარი არ დაუკარგავთ. მჯერა,
რომ ნორმალურ ადამიანებად ქცევას შეძლებენ. რაც შეეხება
ლენოქსს, ვშიშობ, ეს შორს წასული პროცესია. ისეთ ადამიანად
მეჩვენება, რომელიც იმედს დაემშვიდობა. უბრალოდ, ცხოვ-
რობს და ყველაფერს იტანს, როგორც ველური მხეცი.
- მისმა ცოლმა რაღაც უნდა იღონოს, - მოუთმენლად თქვა
სარამ, - ვალდებულია, ქმარი ამ მდგომარეობიდან გამოიყვა-
ნოს.
- მგონი, უკვე სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
- ნუთუ ამ ქალის ჯადო მასზეც მოქმედებს?
ჟერარმა თავი გააქნია.
- არა. ჩანს, მოხუცს ქალს მასზე არანაირი ზემოქმედების ძა-
ლა არა აქვს და ამიტომაც მთელი გულით სძულს, საშინლად
სძულს რძალი. მის თვალებს შეხედეთ.
45 მკითხველთა ლიგა
სარამ შუბლი შეჭმუხნა.
- ვერ ვიგებ, ახალგაზრდა ქალს ვგულისხმობ, ვერ გამიგია,
მან იცის, რა ხდება?
- ვფიქრობ, წარმოდგენა აქვს.
- ჰმ, ეს ბებერი ქალი მოსაკლავია. დილის ჩაიში დარიშხანს
გამოვუწერდი, - თქვა მან და მერე უცებ იკითხა, - ის პატარა გო-
გო, წითურთმიანი და მომხიბლავი, დაბნეული ღიმილით?
ახლა ჟერარმა შეჭმუხნა შუბლი.
- არ ვიცი, მის თავს რაღაც უცნაური ხდება. ჯინევრა ბოინტო-
ნი ბებერი ქალის ღვიძლი შვილია.
- მგონი, აქ სხვანაირად უნდა იყოს საქმე თუ... არა?
- არა მგონია, როდესაც ძალაუფლების მანია და სისასტიკის
წყურვილი ადამიანში დაიბუდებს, მან ვინმე დაინდოს, ყველაზე
ახლობელი და ძვირფასიც კი, - თქვა ჟერარმა ნელა. მერე კი,
მცირე პაუზის შემდეგ, ჰკითხა, - თქვენ ქრისტიანი ხართ, მად-
მუაზელ?
- არ ვიცი. აქამდე მჯეროდა, რომ მორწმუნე არ ვიყავი, მაგ-
რამ ახლა დარწმუნებული არა ვარ. ვგრძნობ, ოჰ, ახლა
ვგრძნობ, რომ შემეძლოს, დედამიწა ყველაფერ ამისგან გავ-
წმინდო - ამ შენობებისგან, სექტებისა და ერთმანეთთან დაპი-
რისპირებული ეკლესიებისგან... მხოლოდ ამის შემდეგ შევ-
ძლებდი დამენახა ქრისტეს მშვიდი ფიგურა, რომელიც იერუსა-
ლიმში ვირზე ამხედრებული შემოდის, და მისი მეწამა.
- ქრისტიანობის ერთი მთავარი დოგმატის ნამდვილად მწამს,
- მწუხარე სახით თქვა ჟერარმა, - „მცირედს დასჯერდი“... ექიმი
ვარ და ვიცი, რომ ამბიცია, წარმატების სურვილი, ძალაუფლე-
ბის წყურვილი ადამიანის სულის დანგრევისაკენ მიმავალი პირ-
დაპირი გზაა. სურვილის ასრულებას ამპარტავნობა, ძალადობა
და საბოლოოდ მოყირჭებულობა მოაქვს. განუხორციელებლო-
ბას... განუხორციელებლობას კი.... ყველა საგიჟეთი რომ წა-
46 მკითხველთა ლიგა
მოდგეს და ჩვენება მისცეს, მიხვდებოდით. ისინი სავსეა იმ ადა-
მიანებით, რომლებმაც უფერულობას, უმნიშვნელობას, მარცხს
ვერ გაუძლეს და დაიწყეს გზების ძიება, რომელთა მეშვეობითაც
რეალობისაგან თავის დაღწევას და თვითონ ცხოვრებისაგან სა-
მუდამოდ დამალვას შეძლებდნენ, ჩაიკეტებოდნენ.
- სამწუხაროა, რომ ბებერი მისის ბოინტონი საგიჟეთში არ
არის.
ჟერარმა თავი გააქნია.
- არა, - თქვა მან, - მისი ადგილი იქ, ხელმოცარულ ადა-
მიანებს შორის არ არის. მისი შემთხვევა ბევრად უარესია. მინ-
და გითხრათ, რომ მან მიზანს მიაღწია - ოცნება აისრულა.
სარას გააჟრჟოლა.
- ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! - შესძახა მან შეძრულმა.

47 მკითხველთა ლიგა
თავი 7

სარას ძალიან აინტერესებდა, ესტუმრებოდა თუ არა ქეროლ


ბოინტონი.
ეჭვი ეპარებოდა, ეშინოდა, რომ დილანდელი ნახევრად
აღიარების შემდეგ გოგონას მწვავე რეაქცია ექნებოდა. ამის
მიუხედავად, მაინც ემზადებოდა, ცისფერი ატლასის ხალათი ჩა-
იცვა და პატარა სპირტქურაზე წყალი აადუღა.
უკვე თითქმის იმედი გადაეწურა (პირველ საათს გადაცილე-
ბული იყო) და დაძინებას აპირებდა, როდესაც კარზე კაკუნი გა-
ისმა. კარი გააღო და სწრაფად უკან დაიხია, რომ ქეროლი შიგ-
ნით შემოეშვა, გოგონა ძლივს სუნთქავდა.
- მეშინოდა, რომ უკვე გეძინებოდათ...
სარა ფრთხილად და საქმიანად იქცეოდა.
- ოჰ, არა, გელოდებოდით, ჩაის ხომ დალევთ? ნამდვილი
„ლაპსან სუჩონია“.15
ფინჯანი გაუწოდა. ქეროლი ძალიან ნერვიულობდა და ჭოჭ-
მანობდა, მაგრამ როცა ჩაის ფინჯანი და თეფშით ბისკვიტი გა-
მოართვა, ცოტა დაწყნარდა.
- ეს მართლაც სახალისოა, - თქვა სარამ ღიმილით.
- ჰო, შეიძლება, - გაკვირვებით და დაეჭვებით თქვა ქეროლ-
მა.
- შუაღამის დღესასწაულივითაა, სკოლაში რომ ვაწყობდით.
მგონი, თქვენ სკოლაში არასოდეს გივლიათ.

15„ლაპსან სუჩონი“ („შებოლილი ჩაი“, „კუპრის ჩაი“) - ჩაის სამ-


ხრეთჩინური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიში, თავისებური
გემოთი და არომატით. ნედლ ჩაის ახმობენ მზეზე, ცეცხლთან
ახლოს.

48 მკითხველთა ლიგა
- არა, ჩვენ სახლიდან არასოდეს გავსულვართ, - თავი გააქ-
ნია ქეროლმა, - ყოველთვის გუვერნიორები გვყავდა. ბევრნი
იყვნენ. დიდხანს არც ერთი არ ჩერდებოდა.
- გარეთ საერთოდ არ გამოსულხართ?
- არა, სულ ერთსა და იმავე სახლში ვცხოვრობდით. ეს საზ-
ღვარგარეთ მოგზაურობა ჩემთვის პირველი გასვლაა სახლი-
დან.
- ალბათ, როგორი უჩვეულო თავგადასავალია თქვენთვის, -
ისე თქვა სარამ, თითქოს არც კი გაჰკვირვებია.
- ოჰ, რა თქმა უნდა, თავი სიზმარში მგონია.
- თქვენს დედინაცვალს რამ გადააწყვეტინა საზღვარგარეთ
მოგზაურობა?
დედინაცვლის ხსენებაზე ქეროლი შეკრთა და სარამ სასწრა-
ფოდ დაამატა:
- იცით, მე ექიმი ვარ, დიდი ხანი არ არის, რაც მედიცინის ბა-
კალავრის ხარისხი მივიღე. დედათქვენი, უფრო სწორად, თქვე-
ნი დედინაცვალი პროფესიული თვალსაზრისით მაინტერესებს.
ჩემი აზრით, აქ ნამდვილ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
ქეროლი გაოგნდა, ეს აზრი მისთვის აშკარად მოულოდნელი
იყო, სარამ კი ეს განგებ თქვა. კკარგად ხვდებოდა, რომ ოჯახის
წევრები მისის ბოინტონს უზარმაზარ, საშიშ კერპად აღიქვამ-
დნენ და სწორედ ამის მორევა სურდა.
- ჰო, - თქვა მან, - ადამიანები ზოგჯერ განდიდების მანიით
ავადდებიან, ავტოკრატიულები ხდებიან, მოითხოვენ, ყველაფე-
რი ისე გაკეთდეს, როგორც თავად გადაწყვეტენ და მათთან ურ-
თიერთობა ძალიან ძნელია.
ქეროლმა ფინჯანი დადო.
- ოჰ, - წამოიყვირა მან, - ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი
ვარ, რომ თქვენთან ლაპარაკის საშუალება მომეცა. მართლა,

49 მკითხველთა ლიგა
იცით... დარწმუნებული ვარ, მე და რეი ძალიან... ძალიან უც-
ნაურები ვხდებით. ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობთ.
- გარეშე ადამიანთან ლაპარაკი ყოველთვის ძალიან კარგია.
ოჯახში ადამიანი ხშირად უკიდურესად დაძაბულია, - თქვა სა-
რამ და მერე, თითქოს სხვათა შორის, ჰკითხა, - თუ ამდენად
უბედურები ხართ, სახლიდან წასვლაზე არასდროს გიფიქრიათ?
- ოჰ, არა, - გაოგნებული მიაშტერდა ქეროლი, - როგორ შეგ-
ვეძლო? იმის თქმა მინდა, რომ დედა ამას არაფრით არ დაუშ-
ვებდა.
- როგორ გაგაჩერებდათ? - ძალიან რბილად უთხრა სარამ, -
თქვენ სრულწლოვანები ხართ.
- მე ოცდასამი წლის ვარ.
- სწორედ მაგას ვამბობ.
- მაგრამ მაინც ვერ ვიგებ, როგორ. იმის თქმა მინდა, რომ არ
მეცოდინებოდა, სად წავსულიყავი და რა გამეკეთებინა.
გოგონა გაოგნებული ჩანდა.
- იცით, ჩვენ ფული საერთოდ არა გვაქვს.
- მეგობრები, რომლებთანაც წასვლას შეძლებდით, არა
გყავთ?
- მეგობრები? - ქეროლმა თავი გააქნია, - ოჰ, არა, ჩვენ არა-
ვის ვიცნობთ.
- სახლიდან წასვლა არც ერთ თქვენგანს არასოდეს უფიქ-
რია?
- არა, არა მგონია. ოჰ, ოჰ, ჩვენ არ შეგვეძლო.
სარამ თემა შეცვალა. დაინახა, როგორი გაოგნებული იყო
გოგონა და შეეცოდა.
- თქვენი დედინაცვალი გიყვართ? - ჰკითხა.
ქეროლმა თავი გააქნია და შეშინებულმა ჩურჩულით თქვა:
- მძულს... რეისაც... ბევრჯერ გვინატრია, მომკვდარიყო.
სარამ თემა ისევ შეცვალა.
50 მკითხველთა ლიგა
- თქვენი უფროსი ძმის შესახებ მომიყევით.
- ლენოქსი? წარმოდგენა არა მაქვს, რა ემართება. ბოლო ხა-
ნებში თითქმის აღარ ლაპარაკობს, ნახევრად მძინარე დადის.
ნადინი ამის გამო ძალიან ნერვიულობს.
- თქვენი რძალი გიყვართ?
- დიახ, ნადინი სხვანაირია, ყოველთვის კეთილია, მაგრამ
ძალიან უბედური.
- თქვენი ძმის გამო?
- დიახ.
- დიდი ხანია, რაც დაქორწინებული არიან?
- ოთხი წელია.
- და მთელი ეს დრო თქვენს სახლში ცხოვრობდნენ?
- დიახ.
- თქვენს დას მოსწონს ეს?
- არა, - განაგრძო ქეროლმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, -
ოთხი წლის წინ დიდი ამბავი იყო ჩვენს სახლში. როგორც უკვე
გითხარით, არც ერთი ჩვენგანი სახლიდან არ გადის, რა თქმა
უნდა, ეზოში და ჩვენს ტერიტორიაზე ვსეირნობთ ხოლმე, მაგ-
რამ იმის გარეთ არ გავდივართ. ლენოქსმა ეს გააკეთა. ერ-
თხელ ღამე გავიდა... „ფაუნტინ სპრინგსში“ ცეკვებზე წავიდა. ეს
რომ გაიგო, დედა გაცეცხლდა. საშინელება იყო. ამის შემდეგ
ნადინს ჩვენთან სახლში ცხოვრება შესთავაზა. ნადინი მამას შო-
რეული ნათესავია. ის ძალიან ღარიბი იყო და მედდების კურსებ-
ზე სწავლობდა. ჩვენთან ერთი თვე ცხოვრობდა. ვერც კი გად-
მოგცემთ, როგორი ამაღელვებელი იყო, როდესაც სახლში სხვა
ადამიანიც ცხოვრობდა. მას და ლენოქსს ერთმანეთი შეუყვარ-
დათ. დედამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, სწრაფად დაქორწინე-
ბულიყვნენ და ჩვენს სახლში ცხოვრება გაეგრძელებინათ.
- ნადინს უნდოდა?

51 მკითხველთა ლიგა
- ვფიქრობ, არც მაინცდამაინც, მაგრამ წინააღმდეგობაც არ
გაუწევია. მერე მოგვიანებით წასვლა მოუნდა, ლენოქსთან ერ-
თად, რა თქმა უნდა...
- მაგრამ არ წავიდნენ? - ჰკითხა სარამ.
- არა, დედას ამის გაგონებაც არ უნდოდა, - ქეროლი ცოტა
ხანს დუმდა, მერე კი განაგრძო, - მგონი, მას შემდეგ ნადინი
აღარ უყვარს. ნადინი სასაცილოა, არასოდეს იცი, რაზე ფიქ-
რობს. მას ჯინის დახმარება უნდა და დედას ეს არ მოსწონს.
- ჯინი თქვენი უმცროსი დაა?
- მას ჯინევრა ჰქვია.
- ისიც უბედურია?
ქეროლმა თავი გააქნია, თითქოს დარწმუნებული არ იყო.
- ჯინი ბოლო ხანებში ძალიან უცნაურია. მისი აღარ მესმის.
იცით, ყოველთვის სუსტი იყო, დედა თავს ევლებოდა, მაგრამ
ამით მისი მდგომარეობა უფრო უარესდებოდა. ბოლო ხანებში
კი ნამდვილად უცნაური გახდა. ხანდახან მაშინებს ხოლმე. ზოგ-
ჯერ არც კი იცის, რას აკეთებს.
- ექიმს აჩვენეთ?
- არა, ნადინს უნდოდა, მაგრამ დედამ უარი თქვა და ჯინიც
ისტერიკულად აპროტესტებდა, ყვიროდა, ექიმი არ მინდაო. მი-
სი მდგომარეობა ნამდვილად მაწუხებს.
უცებ ქეროლი წამოხტა.
- ძალიან გვიანია და გაწუხებთ. დიდი მადლობა, რომ მოს-
ვლისა და ლაპარაკის უფლება მომეცით. თქვენ, ალბათ, ჩვენი
ოჯახი ძალიან უცნაურად გეჩვენებათ.
- ცოტათი უცნაური ყველანი ვართ, - მსუბუქად თქვა სარამ, -
კიდევ მოდით და თქვენი ძმაც მოიყვანეთ, თუ გინდათ.
- მართლა? შეიძლება?

52 მკითხველთა ლიგა
- დიახ…... და ერთი საიდუმლო შეხვედრაც გვექნება. მინდა
ჩემი მეგობარი, ექიმი ჟერარი გაგაცნოთ, საოცრად სასიამოვნო
ფრანგია.
ქეროლს სახეზე ფერი დაუბრუნდა.
- რა საინტერესოა, ოღონდ მთავარია, დედამ არ გაიგოს.
სარამ ჩვეული, მძაფრი რეაქციისაგან თავი შეიკავა და თქვა:
- რატომ უნდა გაიგოს? ღამე მშვიდობისა. მოდი, შევთან-
ხმდეთ, ხვალ ღამე ამავე დროს შევხვდეთ.
- ოჰ, კარგი. ზეგ, ალბათ, უკვე გავემგზავრებით.
- მაშინ აუცილებლად ხვალ შევხვდეთ, ღამე მშვიდობისა.
- ღამე მშვიდობისა და გმადლობთ.
ქეროლი ოთახიდან გავიდა და დერეფანი სწრაფად და უხ-
მაუროდ გაიარა. მისი ოთახი შემდეგ სართულზე იყო. მივიდა,
კარი გააღო და ზღურბლზე თავზარდაცემული გაშეშდა - ჟო-
ლოსფერ შალის ხალათში გამოწყობილი მისის ბოინტონი ბუ-
ხართან სავარძელში იჯდა.
ქეროლმა წამოიყვირა. შავი თვალები დაჟინებით მისჩერე-
ბოდა.
- სად იყავი, ქეროლ?
- მე... მე...
- სად იყავი?
დაბალი, ხრინწიანი ხმა, მუქარის შემცველი კილო, რომე-
ლიც ისე აშინებდა ქეროლს, რომ გულისცემა უჩქარდებოდა.
- მის კინგის სანახავად, სარა კინგის.
- იმ გოგოსი, რომელიც ამას წინათ რეიმონდს ელაპარაკა?
- დიახ, დედა.
- შეხვედრა კიდევ დაგეგმეთ?
ქეროლმა ტუჩები აამოძრავა, მაგრამ ხმა ვერ გამოსცა. თან-
ხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
შიში. შიშის უზარმაზარი, გულისწამსვლელი ტალღები...
53 მკითხველთა ლიგა
- როდის?
- ხვალ ღამე.
- არ უნდა წახვიდე. გაიგე?
- დიახ, დედა.
- მპირდები?
- დიახ, დიახ.
მისის ბოინტონმა სავარძლიდან წამოდგომისათვის ბრძოლა
დაიწყო. ქეროლმა ნაბიჯი მექანიკურად გადადგა წინ და მიეხმა-
რა. მისის ბოინტონმა ოთახი ნელა, ჯოხზე დაყრდნობილმა
გაიარა, კარში გაჩერდა, შემობრუნდა და შიშისგან დაპატარავე-
ბულ ქეროლს შეხედა.
- მის კინგთან აღარანაირი ურთიერთობა აღარ უნდა გქონ-
დეს, გაიგე?
- დიახ, დედა.
- გაიმეორე.
- მასთან აღარანაირი ურთიერთობა აღარ უნდა მქონდეს.
- კარგი.
მისის ბოინტონი გავიდა და კარი გაიკეტა. ქეროლს გული
ერეოდა, მთელი სხეული თითქოს გახევებოდა და გაუცხოებო-
და. საწოლზე დაეცა და უცებ აქვითინდა.
ეგონა, მის წინ პერსპექტივა გაიხსნა, მზის შუქის, ხეებისა და
ყვავილების პერსპექტივა...
და ისევ შავი კედლით გარშემორტყმული აღმოჩნდა.

54 მკითხველთა ლიგა
თავი 8

- შეიძლება, წუთით დაგელაპარაკოთ?


ნადინ ბოინტონი გაკვირვებული შემოტრიალდა და სრული-
ად უცხო, ახალგაზრდა ქალის შავგვრემან სახეს მიაშტერდა.
- რა თქმა უნდა.
როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, სწრაფად და ნერვიულად,
თითქმის გაუცნობიერებლად, უკან მიიხედა.
- მე სარა კინგი მქვია, - განაგრძო მეორემ.
- ოჰ, დიახ...
- მისის ბოინტონ, ახლა რასაც გეტყვით, ალბათ, უცნაურად
მოგეჩვენებათ. ამას წინათ თქვენს მულს საკმაოდ დიდხანს ვე-
ლაპარაკე.
ნადინ ბოინტონს სახეზე აღელვების ჩრდილმა გადაუარა და
მშვიდი გამომეტყველება ოდნავ შეეცვალა.
- ჯინევრას ელაპარაკეთ?
- არა, ჯინევრას კი არა, ქეროლს.
ჩრდილი გაქრა.
- ოჰ, გასაგებია, ქეროლს.
ნადინ ბოინტონი ძალიან გაკვირვებული, მაგრამ ნასიამოვ-
ნები ჩანდა.
- ეს როგორ მოახერხეთ?
- ჩემთან ოთახში მოვიდა, საკმაოდ გვიან.
სარამ შეამჩნია, როგორ აეზიდა ლამაზი, თითქოს ფანქრით
დახატული წარბები ნადინს თეთრ შუბლზე, და დაბნეულად
თქვა:
- დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს უცნაურად გეჩვენებათ.

55 მკითხველთა ლიგა
- არა, სულაც არა, ძალიან მიხარია, მართლა ძალიან მიხა-
რია. კარგია, რომ ქეროლს გაუჩნდა მეგობარი, რომელსაც
დაელაპარაკება.
- ერთმანეთს კარგად გავუგეთ, - სარა ცდილობდა, სიტყვები
ზედმიწევნით ფრთხილად შეერჩია, - მერე გადავწყვიტეთ, მომ-
დევნო ღამეს კიდევ შევხვედროდით.
- მართლა?
- მაგრამ ქეროლი არ მოვიდა.
- არ მოვიდა?
ნადინი ცივად, ფიქრიანად ლაპარაკობდა. მისი სახის მშვიდი
და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სარას არაფერს ეუბ-
ნებოდა.
- არა. გუშინ ჰოლში ჩამიარა, გამოველაპარაკე და არ მიპა-
სუხა. ერთი შემხედა, მერე განზე გაიხედა და ჩქარი ნაბიჯით წა-
ვიდა.
- გასაგებია.
სიჩუმე ჩამოვარდა. სარას საუბრის გაგრძელება გაუჭირდა.
- ძალიან ვწუხვარ. ქეროლი ძალზე ნერვიული გოგოა.
ისევ პაუზა. სარამ გამბედაობა მოიკრიბა და თქვა:
- იცით, მისის ბოინტონ, მე, სხვათა შორის, ექიმი ვარ და
ვფიქრობ... ვფიქრობ, თქვენი მულისათვის სასარგებლო იქნება,
თუ გარშემო მყოფთაგან თავს ასე ძალიან შორს არ დაიჭერს.
ნადინ ბოინტონმა სარას ისევ დაფიქრებულმა შეხედა და
თქვა:
- გასაგებია. თქვენ ექიმი ხართ. ეს ბევრ რამეს ცვლის.
- ხომ გესმით, რისი თქმა მინდა?
ნადინ ბოინტონმა თავი დახარა, დაფიქრებული იყო.
- თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი ხართ, - თქვა მან ერთი--
ორი წუთის შემდეგ, - მაგრამ ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. ჩე-
მი დედამთილი ავად არის. მისი მდგომარეობა მხოლოდ ასე შე-
56 მკითხველთა ლიგა
მიძლია აღვწერო: ოჯახის წრეში უცხო ადამიანების შემოსვლის
მიმართ არაჯანსაღი სიძულვილი.
- მაგრამ ქეროლი ზრდასრული ქალია, - თქვა სარამ მტკი-
ცედ.
ნადინ ბოინტონმა თავი გააქნია.
- ოჰ, არა, - თქვა მან, - სხეულით კი, მაგრამ გონებრივად -
არა. თქვენ თუ ელაპარაკეთ, ამას აუცილებლად შეამჩნევდით.
კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის შეშინებული ბავშვივით იქ-
ცევა.
- თქვენი აზრით, სწორედ ეს მოხდა? თქვენი აზრით, მას
შეეშინდა?
- წარმომიდგენია, მის კინგ, როგორ ეტყოდა ჩემი დედამთი-
ლი, რომ თქვენთან საერთო აღარაფერი ჰქონოდა.
- და ქეროლი დანებდა?
- თქვენ მართლაც გულწრფელად გგონიათ, რომ რაიმე სხვას
გააკეთებდა?
ორი ქალის თვალები ერთმანეთს შეხვდა. სარამ იგრძნო,
რომ ჩვეულებრივი სიტყვების ნიღბის მიუხედავად, მათ ერთმა-
ნეთს გაუგეს, რომ ნადინს ყველაფერი კარგად ესმოდა, მაგრამ
ამაზე ლაპარაკისათვის მზად არ იყო.
სარამ იგრძნო, რომ ძალა ელეოდა. ამას წინათ, ღამით, მო-
ეჩვენა, თითქოს ბრძოლის ნახევარი მოგებული ჰქონდა. ეგონა,
საიდუმლო შეხვედრების მეშვეობით შეძლებდა ქეროლისთვის
მეამბოხის სულის შთაბერვას, რეიმონდისთვისაც (გულახდილი
თუ იქნებოდა, იტყოდა, რომ სწორედ რეიმონდს გულისხმობდა).
და ახლა, ბრძოლის პირველივე რაუნდში, პატარა, ბოროტთვა-
ლებიან ხორცის უფორმო მასასთან სამარცხვინოდ დამარცხდა.
ქეროლი უბრძოლველად დანებდა.
- ეს უსამართლობაა! - წამოიყვირა სარამ.

57 მკითხველთა ლიგა
ნადინს არაფერი უპასუხია. მის სიჩუმეში იყო რაღაც ისეთი,
რამაც სარას აფიქრებინა: „ამ ქალმა სიტუაციის უიმედობაზე
ჩემზე ბევრად მეტი იცის. ის ხომ დიდი ხანია ამით ცხოვრობს“.
ლიფტის კარი გაიღო და უფროსი მისის ბოინტონი გამოჩნდა.
ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა, მეორით კი - რეიმონდს.
სარა ოდნავ უკან გადახტა. დაინახა, როგორ გადაინაცვლა
ბებერი ქალის თვალებმა მისგან ნადინზე და უკან. მზად იყო, ამ
თვალებში სიძულვილი დაენახა, ზიზღიც კი, მაგრამ იმას, რაც იქ
დახვდა, ნამდვილად არ ელოდა - ქალის თვალებში მოზეიმე ბო-
როტი სიამოვნება დაინახა. სარა გატრიალდა. ნადინმა ნაბიჯი
წინ გადადგა და დანარჩენ ორს შეუერთდა.
- აა, აქა ხარ, ნადინ? - თქვა მისის ბოინტონმა, - გარეთ გას-
ვლამდე ცოტა ხანს დავჯდები და დავისვენებ.
მაღალზურგიან სკამში მოათავსეს. ნადინი გვერდით მიუჯდა.
- ვის ელაპარაკებოდი, ნადინ?
- ვინმე მის კინგს.
- ოჰ, ეს ის გოგოა, რომელსაც რეიმონდი ამას წინათ ელაპა-
რაკა. რეი, რატომ აღარ მიდიხარ მასთან სალაპარაკოდ? აი, იქ,
საწერ მაგიდასთან დგას.
რეიმონდს რომ შეხედა, ბებერი ქალის პირი ბოროტი ღიმი-
ლისგან გაიწელა. რეიმონდმა განზე გაიხედა და რაღაც გაუგება-
რი ჩაიბურდღუნა.
- რა თქვი, შვილო?
- მასთან ლაპარაკი არ მინდა.
- არა? მეც ასე ვიფიქრე. ძალიანაც რომ გნდომოდა, ვერ
დაელაპარაკებოდი.
უცებ დაახველა. მსტვინავი ხმა ამოუშვა.
- ამ მოგზაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ნადინ, მასზე
უარს არაფრის გულისათვის არ ვიტყოდი.
- არა?
58 მკითხველთა ლიგა
ნადინის ხმა აბსოლუტურად უემოციო იყო.
- რეი.
- დიახ, დედა.
- იქ, ოთახის კუთხეში, მაგიდაზე გაზეთები აწყვია და ერთი
მომიტანე.
რეიმონდი მორჩილად წავიდა. ნადინმა თავი ასწია, აკვირ-
დებოდა, რეის კი არა, ბებერ ქალს. ის წინ გადაიხარა, ნესტოები
დაებერა, ეტყობა, სიამოვნებისაგან. რეიმ სარას ახლოს ჩაუარა.
მან თავი ასწია, სახეზე იმედი გამოეხატა, მაგრამ იქვე გაუქრა,
როდესაც ბიჭმა ჩაუარა, გაზეთი აიღო და ოთახის გავლით ისევ
უკან დაბრუნდა.
როდესაც ოჯახის წევრებთან დაბრუნდა, შუბლი ოფლის წვე-
თებით ჰქონდა დაფარული, სახე კი - მკვდარივით გაფითრებუ-
ლი.
- აჰ, - თქვა მისის ბოინტონმა ძალიან ნაზად და სახეზე დააკ-
ვირდა. მერე დაინახა, რომ ნადინი უყურებდა და საშინლად გაბ-
რაზდა.
- ნეტავ მისტერ ქოუფი სად არის ამ დილით?
ნადინმა თვალები ისევ დახარა და ჩვეული მშვიდი და უემო-
ციო ხმით უპასუხა:
- არ ვიცი, არ მინახავს.
- მომწონს ეგ კაცი, ძალიან მომწონს. ალბათ, უფრო ხშირად
უნდა შევხვდეთ ხოლმე. შენც ხომ გინდა ეს, ნადინ, არა?
- დიახ, - უპასუხა ნადინმა, - მეც ძალიან მომწონს.
- ლენოქსს რა სჭირს ამ ბოლო დროს? ძალიან მოწყენილი
და ჩუმი ჩანს, ხომ არ გიჩხუბიათ?
- არა, არა, რატომ უნდა გვეჩხუბა.
- რა ვიცი, ხდება ხოლმე, რომ ცოლ- ქმარი ერთმანეთს ვერ
უგებს. იქნებ თქვენს საკუთარ სახლში რომ გეცხოვრათ, უფრო
ბედნიერები ყოფილიყავით.
59 მკითხველთა ლიგა
ნადინმა არაფერი უპასუხა.
- ჩემი იდეა როგორ მოგწონს? კარგი არ იქნება?
ნადინმა თავი გააქნია.
- არა მგონია, ეს თქვენ მოგწონდეთ, დედა, - ღიმილით თქვა
მან.
მისის ბოინტონს ქუთუთოები ოდნავ შეუკრთა.
- შენ ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ იყავი, ნადინ, - მკვახედ
და ღვარძლიანად თქვა მან.
- ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობთ, - მშვიდად უპასუხა ნა-
დინმა.
ბებერმა თავის ჯოხს ხელი მაგრად ჩასჭიდა, სახე კიდევ უფ-
რო აუჭარხლდა.
- ჩემი წვეთები დამავიწყდა, მომიტანე, ნადინ, - კილო შეცვა-
ლა ბებერმა.
- ახლავე.
ნადინი ადგა, ჰოლი გადაკვეთა და ლიფტისაკენ წავიდა. მი-
სის ბოინტონმა თვალი გააყოლა. რეიმონდი სავარძელში მო-
დუნებული იჯდა. თვალები სევდიანი და საწყალი ჰქონდა.
ნადინი ზევით ავიდა და კორიდორს გაუყვა. თავიანთი აპარ-
ტამენტების მისაღებ ოთახში შევიდა. ლენოქსი ფანჯარასთან იჯ-
და, ხელში წიგნი ეჭირა, მაგრამ არ კითხულობდა. ნადინის შე-
მოსვლაზე ფეხზე ადგა და მიესალმა.
- დედას წვეთებისათვის მოვედი, დავიწყებია, - თქვა მან და
დედამთილის საძინებელში შევიდა. პირსაბანიდან პატარა ბოთ-
ლი აიღო, წამლის ჭიქაში ჩააწვეთა და წყლით შეავსო. ისევ სას-
ტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა, შეჩერდა.
- ლენოქს, - მიმართა ქმარს.
მან მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა, თითქოს მას-
თან მისასვლელად ნადინის სიტყვებს დიდი გზა ჰქონდა გასავ-
ლელი.
60 მკითხველთა ლიგა
- მაპატიე, რას მეუბნებოდი?
ნადინ ბოინტონმა ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დადგა და
ქმარს მიუახლოვდა.
- ლენოქს, გაიხედე ფანჯარაში, როგორი მზეა გარეთ. შეხედე
ცხოვრებას, რა მშვენიერია. შეგვიძლია ჩვენც იქ ვიყოთ და არა
აქ, ფანჯარასთან.
ისევ პაუზა.
- მაპატიე? გარეთ გასვლა გინდა?
- ჰო, გასვლა მინდა შენთან ერთად, იქ, მზეზე მინდა, ცხოვრე-
ბა მინდა შენთან ერთად, - სწრაფად უპასუხა ნადინმა.
ლენოქსი თითქოს დაპატარავდა. თვალები მოუსვენარი, გამ-
წარებული ჰქონდა.
- ნადინ, ძვირფასო, ნუთუ აუცილებელია ყველაფერი თავი-
დან დავიწყოთ?
- დიახ, აუცილებელია. მოდი, სადმე წავიდეთ და ჩვენი საკუ-
თარი ცხოვრება დავიწყოთ.
- მერედა, როგორ? გროშიც კი არ გაგვაჩნია.
- ვიმუშავებთ და ფულს ვიშოვით.
- როგორ? რისი გაკეთება შეგვიძლია? მე არანაირი განათ-
ლება არა მაქვს. დღეს უამრავი განათლებული, პროფესიის
მქონე მამაკაცი უმუშევარია. ვერაფერს მოვახერხებთ.
- მე შემიძლია ვიმუშაო და ფული ორივეს გვეყოფა.
- ჩემო ძვირფასო პატარა, შენ სწავლა არც კი დაგისრულე-
ბია. არა, ეს უიმედოა, შეუძლებელია.
- არა. უიმედო და შეუძლებელი ჩვენი დღევანდელი ცხოვრე-
ბაა.
- არც კი იცი, რას ამბობ. დედა ძალიან კარგად გვექცევა, ყვე-
ლანაირი ფუფუნებით ვართ უზრუნველყოფილი. ყველაფერი
გვაქვს.

61 მკითხველთა ლიგა
- თავისუფლების გარდა. ლენოქს, სცადე, ჩემთან ერთად წა-
მოდი ახლა, დღესვე.
- ნადინ, მგონი, გაგიჟდი.
- არა, მე სრულიად ნორმალური ვარ. აბსოლუტურად და
სრულიად ნორმალური. ჩემი, საკუთარი ცხოვრება მინდა შენ-
თან ერთად, მზის სინათლეზე. არ მინდა ვიცხოვრო ბებერი ტი-
რანი ქალის ჩრდილში, რომელსაც სიამოვნებს, როდესაც სხვას
აუბედურებს.
- დედა შეიძლება მართლაც ავტოკრატია...
- დედაშენი გიჟია, არანორმალური.
- ასე არ არის, - თქვა ლენოქსმა რბილად, - მას ბიზნესში
არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს.
- შეიძლება, მართლაც ასეა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
- ერთი რამ უნდა გააცნობიერო: ის უკვდავი არ არის, ბერდე-
ბა და ჯანმრთელობაც ძალიან სუსტი აქვს. მისი სიკვდილის შემ-
დეგ მამაჩემის ფული ჩვენ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს.
ხომ გახსოვს, ანდერძი რომ წაგვიკითხა?
- ის რომ მოკვდება, შეიძლება ძალიან გვიან იყოს.
- ძალიან გვიან?
- ბედნიერებისათვის.
- ძალიან გვიან ბედნიერებისათვის, - ჩაილაპარაკა ლენოქ-
სმა და უცებ გააჟრჟოლა. ნადინი უფრო ახლოს მივიდა და მხარ-
ზე ხელი დაადო.
- ლენოქს, მიყვარხარ. ეს ჩემსა და დედაშენს შორის ბრძო-
ლაა. შენ ვის მხარეს ხარ?
- შენ მხარეს... შენ მხარეს.
- მაშინ გააკეთე, რასაც გთხოვ.
- შეუძლებელია.
- არა, შესაძლებელია. დაფიქრდი, ლენოქს, შეგვეძლო, ბავ-
შვები გვყოლოდა.
62 მკითხველთა ლიგა
- დედას უნდა, რომ ბავშვები გვყავდეს, ასე თქვა.
- ვიცი, მაგრამ მე ბავშვებს იმ სამყაროში, რომელშიც თქვენ
ყველანი გაიზარდეთ, არ მოვიყვან. შეიძლება, დედაშენს შენზე
აქვს გავლენა, მაგრამ ჩემთან უძლურია.
- შენ ზოგჯერ აბრაზებ, ნადინ, - ჩაიბურტყუნა ლენოქსმა, - ეს
საკმაოდ უჭკუო საქციელია.
- მხოლოდ იმაზე ბრაზდება, რომ ჩემს გონებაზე გავლენას
ვერ ახდენს და ვერ მკარნახობს, როგორ ვიფიქრო.
- ვიცი, რომ მასთან ყოველთვის თავაზიანი და კეთილი ხარ,
არაჩვეულებრივი ხარ, ჩემთვის - ზედმეტადაც კი. ყოველთვის
ასე იყო. როდესაც ჩემს ცოლობას დათანხმდი, თავი სიზმარში
მეგონა.
- შევცდი, რომ ცოლად გამოგყევი, - წყნარად თქვა ნადინმა.
- ეგ ვიცი, - მაშინვე დათანხმდა იმედგადაწურული ლენოქსი.
- ვერ გაგიგია, რას ვგულისხმობ. რომ წავსულიყავი და ჩემ-
თან ერთად წამოსვლა მეთხოვა, ამას გააკეთებდი. დარწმუნებუ-
ლი ვარ, გააკეთებდი... მაგრამ მაშინ ჭკუა არ მეყო, მივმხვდარი-
ყავი, რას წარმოადგენდა დედაშენი და რა უნდოდა, - ნადინმა
პაუზის შემდეგ განაგრძო:
- წასვლაზე უარს ამბობ? კარგი, ვერ გაიძულებ, მაგრამ მე ვე-
რავინ დამაკავებს და ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ წავალ...
ლენოქსი მიაშტერდა, თითქოს არ სჯეროდა. სწრაფად პირვე-
ლად უპასუხა, თითქოს მისი შენელებული აზროვნება უცებ აჩ-
ქარდა.
- მაგრამ... მაგრამ ამას ვერ გააკეთებ. დედაჩემი... დედაჩემს
ამის გაგონებაც არ მოუნდება.
- ის ვერ შემაჩერებს.
- ფული რომ არა გაქვს?
- შემიძლია, ვიშოვო, ვისესხო, ვიმათხოვრო ან მოვიპარო...
გესმის, ლენოქს, დედაშენს ჩემზე არანაირი გავლენა არა აქვს.
63 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ საკუთარი სურვილით წავალ ან დავრჩები. ასეთ ცხოვ-
რებას კიდევ დიდხანს გავუძელი.
- ნადინ... არ დამტოვო... არ დამტოვო...
ნადინმა დაფიქრებულად, მშვიდად და უცნაურად შეხედა.
- არ დამტოვო, ნადინ.
ბავშვივით ლაპარაკობდა. ნადინმა პირი იბრუნა, რომ მის
თვალებში ქმარს მოულოდნელი ტკივილი არ დაენახა. მერე მის
წინ მუხლი მოიყარა.
- მაშინ შენც წამოდი. ჩემთან ერთად წამოდი. შენ შეძლებ,
შეძლებ, თუ მოინდომებ.
ლენოქსმა უკან დაიხია.
- არ შემიძლია. არ შემიძლია, გეუბნები. მე... ოჰ, ღმერთო,
მიშველე, ამის ვაჟკაცობა არა მაქვს.

64 მკითხველთა ლიგა
თავი 9

ექიმი ჟერარი ტურისტულ სააგენტო „მესერს ქასლში“ შევიდა


და იქ სარა კინგი დახვდა.
- ოჰ, დილა მშვიდობისა, პეტრაში ტურს ვაფორმებ, ახლახან
გავიგე, რომ ბოლოს და ბოლოს, წამოსვლა გადაწყვიტეთ.
- დიახ, გავარკვიე, რომ ამის საშუალება მაქვს.
- რა კარგია!
- ნეტავ ბევრნი ვიქნებით?
- ამბობენ, თქვენსა და ჩემ გარდა, კიდევ ორი ქალიაო. ერთი
მანქანა გვეყოფა.
- ძალიან სასიამოვნო იქნება, - თქვა ჟერარმა, თავი დაუკრა
და თავის საქმეებს მიუბრუნდა.
ჟერარი სარას ოფისიდან გამოსასვლელში დაეწია. მშვე-
ნიერი მზიანი დღე იყო, მაგრამ გრილოდა.
- ჩვენი მეგობარი ბოინტონებისაგან ხომ არ არის რაიმე ახა-
ლი? - იკითხა ჟერარმა, - სამდღიან ტურში ვიყავი ბეთლემში, ნა-
ზარეთსა და სხვა ადგილებში.
სარამ კონტაქტის დამყარების უშედეგო მცდელობის შესახებ
ძალიან ნელა და დიდი სურვილის გარეშე უამბო.
- ვერაფერს გავხდი, - თქვა მან ბოლოს, - დღეს კი უკვე მიემ-
გზავრებიან.
- სად მიდიან?
- წარმოდგენა არა მაქვს... იცით, ვხვდები, რომ სულელურად
მოვიქეცი, - სევდიანი სახით განაგრძო მან.
- რა თვალსაზრისით?
- სხვის საქმეში რომ ჩავერიე.
ჟერარმა მხრები აიჩეჩა.
- შეხედულებას გააჩნია.
65 მკითხველთა ლიგა
- რას გულისხმობთ? უნდა ჩაერიოს ადამიანი თუ არა?
- დიახ.
- თქვენ ჩაერეოდით?
ფრანგი ამ კითხვამ გაამხიარულა.
- გინდათ, მკითხოთ, სხვის საქმეებზე დარდი ჩვევად მაქვს
თუ არა? გულახდილად გეტყვით: არა.
- ესე იგი, ფიქრობთ, შევცდი, რომ ჩავეჩხირე?
- არა, არა, არასწორად გამიგეთ, - ჟერარი სწრაფად და
ენერგიულად ლაპარაკობდა, - ეს სადავო საკითხია. როდესაც
ადამიანი ხედავს, რომ რაღაც არასწორი ხდება, გამოსწორებას
უნდა შეეცადოს თუ არა. გარეშე ჩარევამ შეიძლება ბევრი სიკე-
თე მოიტანოს, მაგრამ ბევრი გაუთვლელი ზიანიც. ყველას მი-
მართ ერთნაირი მიდგომა შეუძლებელია. ზოგიერთ ადამიანს
ჩარევის ნიჭი აქვს, კარგად გამოსდის, ზოგიერთი კი ისე უხეშად
აკეთებს ამას, რომ ჯობია, თავი დაანებოს. მერე, არსებობს კი-
დევ ასაკის ფაქტორი. ახალგაზრდებს იდეალები და რწმენა
აქვთ, მაგრამ მათი ღირებულებები უფრო თეორიულია, ვიდრე
პრაქტიკული. მათ საკუთარი გამოცდილებით ჯერ არ იციან,
რომ ფაქტები ზოგჯერ თეორიას ეწინააღმდეგება. თუ თქვენ სა-
კუთარი თავისა და იმის გჯერათ, რასაც აკეთებთ, შეიძლება ერ-
თხანს წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ, შესაძლოა, ვინმეს ავნოთ
კიდეც, შემთხვევით. მეორე მხრივ, შუახნის ადამიანს გამოცდი-
ლება აქვს. მან უკვე იცის, რომ სხვის საქმეში ჩარევამ შეიძლება
მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე, და ამიტომ თავს იკავებს.
საბოლოოდ, შედეგი ერთნაირია: გულანთებულ ახალგაზრდას
სიკეთეც მოაქვს და ზიანიც, გონიერ შუახნის ადამიანს კი - არც
ერთი.
- მაგრამ ეს ვერაფერში დამეხმარება.
- შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი ადამიანი მეორეს დაეხ-
მაროს? ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი.
66 მკითხველთა ლიგა
- გინდათ თქვათ, რომ ბოინტონების გულისთვის არაფრის
გაკეთებას არ აპირებთ?
- არა. მე ამ საქმეში წარმატების მიღწევის არანაირი შანსი
არა მაქვს.
- მაშინ არც მე მქონია.
- პირიქით, თქვენ სწორედაც რომ შეიძლება გქონდეთ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია, ახალგაზრდობისა
და სქესის მომხიბლაობა გაქვთ.
- აა, სქესი, გასაგებია.
- ბოლოს, ყველა შემთხვევაში სქესს ვუბრუნდებით, ასე არ
არის? თქვენ გოგონასთან არაფერი გამოგივიდათ, მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ მის ძმასთანაც არაფერი გამოგივიდო-
დათ. ის, რაც ცოტა ხნის წინ მიამბეთ (რაც ქეროლმა გითხრათ),
ცხადყოფს, რომ მისის ბოინტონის ავტოკრატიულობა ნამდვი-
ლად საფრთხეს წარმოადგენს. უფროსმა ვაჟმა დედამისი თავი-
სი ახალგაზრდობითა და იმით დაამარცხა, რომ მამაკაცია. ის
სახლიდან იპარებოდა, ცეკვებზე დადიოდა. მამაკაცის მოთხოვ-
ნილება, წყვილი ჰყავდეს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ამ
ქალის ჯადო. მაგრამ ბებერმა ქალმა სქესის ძალა კარგად იცო-
და (ალბათ, თავისი კარიერის წყალობით) და ამას ძალიან
ჭკვიანურად მიუდგა. შინ მშვენიერი, მაგრამ ღატაკი გოგონა მი-
იყვანა, მათ დაქორწინებას შეუწყო ხელი და ამგვარად, კიდევ
ერთი მონა შეიძინა.
სარამ თავი გააქნია.
- არა მგონია, ახალგაზრდა მისის ბოინტონი მონა იყოს.
ჟერარი დათანხმდა.
- არა, ალბათ, არა. ვფიქრობ, წყნარი, მოკრძალებული გო-
გონას უკან ბებერმა მისის ბოინტონმა ნებისყოფა და ხასიათის
ძალა ვერ დაინახა. თავის მხრივ, ნადინ ბოინტონი ძალიან
67 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო იმისათვის, რომ იმ პერიოდ-
ში რეალური ვითარება შეეფასებინა. ახლა უკვე ყველაფერს
ხვდება, მაგრამ უკვე გვიანაა.
- ფიქრობთ, იმედი საბოლოოდ გადაეწურა?
ექიმმა ჟერარმა თავი ეჭვიანად გააქნია.
- თუ რაიმე აქვს დაგეგმილი, ამის შესახებ არავის ეცოდინე-
ბა. გეგმის ნაწილი შეიძლება მისტერ ქოუფს უკავშირდება. მამა-
კაცი ბუნებით ეჭვიანი ცხოველია, ეჭვი კი დიდი ძალაა და შეუძ-
ლია გამოიყვანოს ლენოქს ბოინტონი იმ აპათიიდან, რომელ-
შიც დღეს არის ჩაძირული.
- მიგაჩნიათ, - სარა თითქოს სხვათა შორის და საგანგებოდ
პროფესიონალის კილოთი ლაპარაკობდა, - რომ შემიძლია
რეიმონდს დავეხმარო?
- დიახ, ასე ვფიქრობ.
სარამ ამოიოხრა.
- ალბათ, უნდა ვცადო. ოჰ, უკვე ძალიან გვიანია და თან ეს
აზრი არც ისე ძალიან მომწონს.
- იმიტომ, რომ ინგლისელი ხართ, - თქვა ჟერარმა მხიარუ-
ლად, - ინგლისელებს სექსთან დაკავშირებით კომპლექსი აქვთ.
ფიქრობენ, რომ ის „არც ისე კარგია“.
სარას აღშფოთებულმა მზერამ მასზე დიდი შთაბეჭდილება
ვერ მოახდინა.
- კარგი, კარგი, ვიცი, რომ ძალიან თანამედროვე ადამიანი
ხართ, ლექსიკონში მოძებნილი, არც ისე სასიამოვნო სიტყვე-
ბით სახალხოდ ლაპარაკი შეგიძლიათ, რომ პროფესიონალი
ხართ და პირობითობებისაგან თავისუფალი. Tout de même,16
ვიმეორებ, ისეთივე მახასიათებლები გაქვთ, როგორიც დედათ-

16 Tout de même (ფრანგ.) - მიუხედავად ამისა, მაინც.

68 მკითხველთა ლიგა
ქვენსა და ბებიათქვენს ჰქონდათ. ისევ ის ინგლისელი ქალიშვი-
ლი ხართ, რომელიც ყველაფერზე წითლდება, მიუხედავად იმი-
სა, რომ აღარ წითლდებით.
- ასეთი უაზრობა არასოდეს მსმენია.
- სწორედ ეს გხდით ასეთ მომხიბლავს, - აუღელვებლად თქვა
ჟერარმა.
სარამ მეტყველების უნარი დაკარგა.
- სანამ მეტყვით ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, წავედი, -
თქვა ჟერარმა, შლაპა სასწრაფოდ მოიხადა და სასტუმროში
ჩქარი ნაბიჯით შევიდა.
სარა უკან უფრო ნელა მიჰყვა.
სასტუმროს წინ დიდი ფუსფუსი იყო. ბარგით დატვირთული
რამდენიმე მანქანა გასასვლელად ემზადებოდა. ლენოქსი, ნა-
დინ ბოინტონი და მისტერ ქოუფი დიდ სედანთან იდგნენ და ჩა-
ბარგებას თვალყურს ადევნებდნენ. მსუქანი დრაგომანი ქერო-
ლის გვერდით იდგა და ჩიქორთული ინგლისურით ელაპარაკე-
ბოდა.
სარამ გვერდზე აუარა და სასტუმროში შევიდა.
სქელ პალტოში გამოწყობილი მისის ბოინტონი გამგზავრე-
ბის მოლოდინში სავარძელში იჯდა. ადრე მის დანახვაზე სარას
ზიზღის მძაფრი გრძნობა ეუფლებოდა, ბოროტების განსახიერე-
ბად ეჩვენებოდა.
ახლა, უცებ, ეს ბებერი ქალი საცოდავ, სუსტ არსებად წარმო-
უდგა. ძალაუფლების, დომინირების ასეთი ძლიერი სურვილით
დაიბადო და ბოლოს ოჯახის ტირანობა შეგრჩეს ხელში. ნეტავ
მის შვილებს დენახათ ისეთი, როგორსაც ახლა სარა ხედავდა:
შეცოდების ღირსი, სულელი, ბოროტი, საცოდავი ბებერი ქალი.
იმპულსს აყოლილი სარა მასთან მივიდა.
- მშვიდობით, მისის ბოინტონ, იმედია, სასიამოვნო მოგ-
ზაურობა გექნებათ.
69 მკითხველთა ლიგა
ბებერმა ქალმა შეხედა, მის გამოხედვაში გაბოროტება აღ-
შფოთებას ებრძოდა.
- ძალიან გინდათ უხეშად მომექცეთ, არა? - უთხრა სარამ.
(ხომ არ გაგიჟდა? თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა აიძულებდა,
ასე ელაპარაკა).
- ძალიან ცდილობდით თქვენი ვაჟიშვილისა და ქალიშვილი-
სათვის ხელი შეგეშალათ, დამმეგობრებოდნენ. არ გგონიათ,
რომ ეს ყველაფერი ძალიან სულელური და ბავშვურია? ძალიან
მოგწონთ კაციჭამიას როლის თამაში, მაგრამ სინამდვილეში
საცოდავი და სასაცილო ჩანხართ. თქვენს ადგილზე ამ თამაშს
თავს დავანებებდი. ალბათ, როგორ გძულვართ, ამას რომ გეუბ-
ნებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ. იცით, რამდენად უფრო სა-
სიამოვნო იქნება ცხოვრება? მართლა, ბევრად უკეთ იგრძნობთ
თავს, მეგობრული და კეთილგანწყობილი თუ იქნებით. თუ შეეც-
დებით, ამას აუცილებლად შეძლებთ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
მისის ბოინტონი გაშეშებული იჯდა. ბოლოს გამშრალი ტუჩე-
ბი ენით მოიწმინდა, პირი დააღო... მაგრამ რამდენიმე წამი ვე-
რაფერი თქვა.
- აბა, მიდით, - გაამხნევა სარამ, - თქვით! მნიშვნელობა არა
აქვს, რას მეტყვით, მთავარია, იფიქრეთ იმაზე, რაც მე გითხა-
რით.
როგორც იქნა, ბებერმა ქალმა ლაპარაკი დაიწყო. ხმა რბი-
ლი, ცოტა ხრინწიანი, იმავდროულად, მკივანა ჰქონდა. უც-
ნაურია, მაგრამ, ბასილისკოს17 თვალებით, სარას კი არა, მის
მხარს ზევით რაღაცას უყურებდა. თითქოს სარას კი არ მიმარ-

17
ბასილისკო – მითოლოგიური არსება მამლის თავით, ბაყაყის
თვალებითა და ტანით, აგრეთვე გველის კუდით.

70 მკითხველთა ლიგა
თავდა, არამედ რაღაც იდუმალ სულს, რომელსაც მხოლოდ ის
იცნობდა:
- მე არასოდეს მავიწყდება, - თქვა მან, - დაიმახსოვრეთ ეს, -
არასოდეს არაფერი დამვიწყებია, არც ქმედება, არც სახელი და
არც სახე...
თვითონ ამ სიტყვებში ისეთი არაფერი იყო, მაგრამ გაბორო-
ტებულმა კილომ, რომლითაც ისინი იყო ნათქვამი, სარა აიძუ-
ლა, ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაეხია. მერე მისის ბოინტონმა
გაიცინა. ეს საზარელი სიცილი იყო.
სარამ მხრები აიჩეჩა.
- შე საწყალო, ბებერო არსება, - თქვა მან. გატრიალდა და წა-
ვიდა. ლიფტთან რეიმონდ ბოინტონს კინაღამ შეეჯახა და უეც-
რად სხაპასხუპით მიაყარა:
- მშვიდობით. იმედია, კარგ დროს გაატარებთ. იქნებ ოდესმე
ისევ შევხვდეთ, - გაუღიმა, თბილად, მეგობრულად, და ლიფტში
სწრაფად შევიდა.
რეიმონდი თითქოს გაქვავდა. იმდენად გაიტაცა ფიქრმა,
რომ პატარა, უზარმაზარულვაშიანი კაცი, რომელიც ამ დროს
ლიფტიდან გამოსვლას ცდილობდა, რამდენჯერმე შეეხმიანა:
- Pardon.
რეიმონდი, როგორც იქნა, გამოერკვა და გვერდზე გადგა.
- დიდი ბოდიში, - თქვა მან, - რაღაცაზე ჩავფიქრდი.
ამ დროს მას ქეროლი მიუახლოვდა.
- რეი, ჯინის წამოიყვან? თავის ოთახში აბრუნდა, ჩვენ კი უკვე
გავდივართ.
რეიმონდი ლიფტში შევიდა.
ერკიულ პუარო რამდენიმე ხანს იდგა და უყურებდა. წარბები
შუბლზე ჰქონდა ასული და თავი ოდნავ გვერდზე გადახრილი,
თითქოს უსმენდა. მერე თავი დაიქნია, თითქოს რაღაცას
დაეთანხმა. ჰოლში რომ მიდიოდა, ყურადღებით შეხედა ქე-
71 მკითხველთა ლიგა
როლს, რომელიც დედამისთან მივიდა. მერე იქვე მიმავალი უფ-
როსი ოფიციანტი იხმო.
- პარდონ, იმ ხალხის გვარს ხომ ვერ მეტყვით, აი, იქ რომ
დგანან?
- მათი გვარი ბოინტონია, მესიე, ამერიკელები არიან.
- გმადლობთ.
მეოთხე სართულზე თავისი ოთახისაკენ მიმავალმა ექიმმა
ჟერარმა რეიმონდ და ჯინევრა ბოინტონებს ჩაუარა. ისინი ლიფ-
ტისკენ მიდიოდნენ.
უკვე ლიფტში შედიოდნენ, როდესაც ჯინიმ უთხრა:
- სულ ერთი წუთით, რეი, ლიფტში დამელოდე.
უკან გამოიქცა, კუთხეს შემოუარა, მიმავალ ჟერარს დაეწია
და უთხრა:
- ძალიან გთხოვთ, უნდა დაგელაპარაკოთ.
ექიმმა ჟერარმა გაოგნებულმა შეხედა.
გოგონა უფრო მიუახლოვდა და მკლავზე ხელი მოჰკიდა.
- მათ მივყავარ, შესაძლოა, ჩემს მოკვლას აპირებენ... სინამ-
დვილეში, მე ამ ოჯახის წევრი არა ვარ, ჩემი გვარი ბოინტონი
არ არის.
გოგონა ძალიან ჩქარობდა, კანკალებდა და თითქოს ენა ებ-
მოდა.
- საიდუმლო უნდა გაგანდოთ. მე სამეფო გვარის ვარ, მარ-
თლა - ტახტის მემკვიდრე. ამიტომ გარშემო სულ მტრები მახვე-
ვია. ისინი ჩემს მოწამვლას ცდილობდნენ, იქნებ დამეხმაროთ,
რომ მათ თავი დავაღწიო.
უცებ ნაბიჯების ხმა გაიგო და გაჩერდა.
- ჯინი.
ძალიან ლამაზი ჟესტით გოგონამ თითი ტუჩებზე მიიდო, ჟე-
რარს მუდარით სავსე თვალებით შეხედა და უკან გაიქცა.
- მოვდივარ, რეი.
72 მკითხველთა ლიგა
ექიმმა ჟერარმა გზა განაგრძო, თავი გააქნია და შუბლი შეჭ-
მუხნა.

73 მკითხველთა ლიგა
თავი 10

პეტრაში გამგზავრების დილა დადგა. სასტუმროდან რომ გა-


მოვიდა, სარამ დაინახა მსუქანი, მბრძანებლური გარეგნობის
ქალი, რომელსაც სათამაშო სარწეველა ცხენის მსგავსი ცხვირი
ჰქონდა და რომელიც ადრეც ჰყავდა შემჩნეული. ახლა ის სას-
ტუმროს კართან იდგა და მანქანის ზომას გამწარებული აპრო-
ტესტებდა.
- ძალიან პატარაა. ოთხი მგზავრი? კიდევ დრაგომანი? მაშინ
ბევრად დიდი სალონი უნდა ჰქონდეს. ეს მანქანა წაიყვანეთ და
შესაბამისი ზომის მანქანა მოგვიყვანეთ.
„მესერს ქასლის“ წარმომადგენელი სულ ტყუილად ცდი-
ლობდა რაღაცის ახსნას. ყველას მხოლოდ ამ ზომის მანქანებით
ემსახურებოდნენ. მართლაც კომფორტული მანქანა იყო. უფრო
დიდი უდაბნოში მგზავრობისათვის მოუხერხებელი იქნებოდა.
უზარმაზარმა ქალმა მას, ხატოვნად თუ ვიტყვით, გზის სატკეპნ
მანქანასავით გადაუარა. მერე ყურადღება სარაზე გადაიტანა.
- მის კინგ, მე ლედი უესტჰოლმი ვარ. დარწმუნებული ვარ,
დამეთანხმებით, რომ ამ მანქანის ზომა სრულიად შეუფერებე-
ლია.
- იცით, - ფრთხილად თქვა სარამ, - გეთანხმებით, რომ მოზ-
რდილი მანქანა უფრო მოხერხებული იქნებოდა.
„ქასლის“ ახალგაზრდა წარმომადგენელმა ჩაილაპარაკა,
უფრო დიდ მანქანას ფასიც მეტი ექნებოდაო.
- ფასი, - მტკიცედ თქვა ლედი უესტჰოლმმა, - საერთო გადა-
სახადში უკვე შეტანილია და დამატებაზე კატეგორიულ უარს
ვამბობ. თქვენს პროსპექტში გარკვევით არის ნათქვამი, რომ
მანქანა კომფორტული სალონით უნდა იყოს. ხელშეკრულების
პირობები უნდა დაიცვათ.
74 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა კაცმა „ქასლიდან“ დამარცხება აღიარა, ჩაილა-
პარაკა, ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლებაო და გაქრა.
ლედი უესტჰოლმი სარას მიუბრუნდა, სახეზე გამარჯვებულის
ღიმილი ჰქონდა, წითელი, ცხენის მსგავსი ნესტოები, აგზნებუ-
ლად დაჰბერვოდა.
ლედი უესტჰოლმი ინგლისურ პოლიტიკურ წრეებში კარგად
ცნობილი ფიგურა იყო. როდესაც ლორდი უესტჰოლმი, შუახნის
და საკმაოდ შეზღუდული გონების პერი, რომელსაც ნადირობი-
სა და თევზაობის გარდა არაფერი აინტერესებდა, ამერიკაში
მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მასთან ერთად ვინმე მისის ვან-
სიტარტი მგზავრობდა. სულ მალე მისის ვანსიტარტი მისის უეს-
ტჰოლმი გახდა. ამიტომაც ეს წყვილი ხშირად მოჰყავდათ იმის
მაგალითად, თუ რა საფრთხეს უქადის კაცს ოკეანის გაღმა მოგ-
ზაურობა.
ლედი უესტჰოლმი მხოლოდ ტვიდის კოსტიუმებსა და უხეშ
ფეხსაცმელს ატარებდა, ძაღლებს აშენებდა, სოფლის მცხოვ-
რებთ გულს უწყალებდა და ქმარს პოლიტიკაში მონაწილეობი-
საკენ დაუნდობლად უბიძგებდა. როდესაც მის გონებამდე საბო-
ლოოდ მივიდა, რომ მისი ქმრის მოწოდება პოლიტიკა არ იყო
და არც არასოდეს იქნებოდა, დიდსულოვნად დართო ნება, თავი
სპორტული აქტივობებისთვის მიეძღვნა და პარლამენტში თავი-
სი კანდიდატურა წარადგინა. დიდი უმრავლესობით არჩეული
პოლიტიკურ ცხოვრებას მისთვის ჩვეული მგზნებარებით შეუდ-
გა. განსაკუთრებით აქტიური „შეკითხვების დროს“ იყო. მალე
მისი კარიკატურები (წარმატების უდავო მაჩვენებელი) გაჩნდა.
როგორც პოლიტიკური ფიგურა, ის ოჯახური ცხოვრების ძველე-
ბური ღირებულებებისა და ქალთა ცხოვრების გაუმჯობესების-
კენ მიმართული ღონისძიებების დამცველად მოევლინა ქვეყა-
ნას. „ერთა ლიგის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო. დიდ ყურადღე-
ბას უთმობდა სოფლის მეურნეობის, საბინაო მშენებლობისა და
75 მკითხველთა ლიგა
ქოხმახებისგან ქვეყნის გაწმენდის საკითხებსაც. მას ბევრი პა-
ტივს სცემდა და თითქმის ყველას სძულდა. მისი პარტიის ხელი-
სუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მას მინისტრის მოადგი-
ლეობასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ამ მომენტისათვის
ლეიბორისტებსა და კონსერვატორებს შორის არსებული გან-
ხეთქილების წყალობით, ლიბერალები მოულოდნელად მთავ-
რობაში აღმოჩნდნენ.
ლედი უესტჰოლმი მიმავალ მანქანას დაუნდობელი კმაყოფი-
ლებით უყურებდა.
- მამაკაცებს ჰგონიათ, ქალების მოტყუებას ყოველთვის შეძ-
ლებენ.
სარამ გაიფიქრა, რომ მამაკაცი, რომელიც ლედი უესტჰოლ-
მის მოტყუებას შეეცდებოდა, ძალიან მამაცი უნდა ყოფილიყო,
მერე სასტუმროდან სწორედ ამ დროს გამოსული ექიმი ჟერარი
გააცნო.
- თქვენი გვარი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია, - უთხრა
ლედი უესტჰოლმმა ჟერარს და ხელი ჩამოართვა, - ამას წინათ
პარიზში პროფესორ შანტეროს ვესაუბრე. ბოლო ხანებში ფსი-
ქიკურად დაავადებული ღარიბების მიმართ დამოკიდებულებით
სერიოზულად დავინტერესდი, ნამდვილად ძალიან სერიოზუ-
ლად. იქნებ, სანამ უკეთეს მანქანას მოიყვანენ, შიგნით შევსუ-
ლიყავით.
პატარა, შეუხედავი, შუახნის ქალი თხელი, ჭაღარა თმით,
რომელიც იქვე, ახლოს ტრიალებდა, მის ამაბელ პირსი, ჯგუფის
მეოთხე წევრი აღმოჩნდა. ლედი უესტჰოლმის ფრთას შეფარე-
ბული ისიც ჰოლში შევიდა.
- თქვენ რა პროფესიისა ხართ, მის კინგ?
- მედიცინის ბაკალავრის ხარისხი ცოტა ხნის წინ მივიღე.

76 მკითხველთა ლიგა
- ძალიან კარგი, - თქვა ლედი უესტჰოლმმა ქედმაღალი მო-
წონებით, - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ მომავალში რაიმე
კარგი გაკეთდება, ამას ქალები გააკეთებენ.
სარა, რომელმაც თავისი სქესის გამო უხერხულობა სიცოც-
ხლეში პირველად იგრძნო, ლედი უესტჰოლმს სავარძლისაკენ
მორჩილად გაჰყვა.
როდესაც ახალი მანქანის მოლოდინში ყველანი დასხდნენ,
ლედი უესტჰოლმმა შეატყობინა, რომ უარი თქვა უმაღლესი კო-
მისრის მიპატიჟებაზე, იერუსალიმში ყოფნისას მასთან გაჩერე-
ბულიყო.
- არ მინდა, ოფიციალური პირების გვერდით ყოფნამ ჩემი
თავისუფლება შეზღუდოს, ყველაფერში თვითონ უნდა ჩავიხე-
დო.
- რა ყველაფერში? - გაუკვირდა სარას.
ლედი უესტჰოლმი ახსნას მოჰყვა. თქვა, რომ სასტუმრო „სო-
ლომონში“ მისი გაჩერების მიზეზი თავისუფლების შენარჩუნება
იყო. მერე დასძინა, რომ მენეჯერს სასტუმროს უფრო კომპეტენ-
ტურად მართვასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა მისცა.
- ჩემი დევიზი ეფექტიანობაა, - თქვა მან და, როგორც ეტყო-
ბა, მართლაც ასე იყო.
ნამდვილად ასე იყო. თხუთმეტ წუთში ბევრად დიდი და კომ-
ფორტული მანქანა მოიყვანეს და ბარგის უკეთ განთავსების
თაობაზე ლედი უესტჰოლმის რჩევების მოსმენის შემდეგ ჯგუფი
გზას გაუდგა.
პირველი გაჩერება მკვდარ ზღვასთან იყო. იერიქონში ისა-
დილეს. მერე, როდესაც „ბედეკერით“18 შეიარაღებული ლედი

18„ბედეკერი“ - ასე ეწოდება გზამკვლევს, რომლის შემქმნელი


იყო გერმანელი გამომცემელი კარლ ბედეკერი (1801-1859).

77 მკითხველთა ლიგა
უესტჰოლმი, მის პირსი, ექიმი და მსუქანი დრაგომანი ძველი
იერიქონის დასათვალიერებლად წავიდნენ, სარა სასტუმროს
ბაღში დარჩა.
თავი ცოტა სტკიოდა და მარტო ყოფნა უნდოდა. მძიმე დეპრე-
სია შემოეპარა. დეპრესია, რომლის მიზეზიც ვერ აეხსნა. უცებ
აპათია დაეუფლა, ექსკურსიების მიმართ ინტერესი დაკარგა,
ხოლო კომპანიონებისაგან იღლებოდა. ახლა უკვე ნანობდა,
რომ პეტრაში წამოვიდა. ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა და დარწმუ-
ნებული იყო, რომ დიდად სასიამოვნო არ იქნებოდა. ლედი უეს-
ტჰოლმის ბუბუნი, მის პირსის დაუსრულებელი ტიკტიკი და დრა-
გომანის ანტისიონისტური წუწუნი მის ნერვებზე ძალიან მოქმე-
დებდა. თითქმის ასევე აღიზიანებდა ექიმი ჟერარი - მუდმივად
ისე იღიმებოდა, თითქოს ყოველთვის იცოდა, რას გრძნობდა სა-
რა.
ფიქრობდა, სად იქნებოდნენ ახლა ბოინტონები. ალბათ, სი-
რიაში გაემგზავრნენ. უკვე ბაალბექში(ბაალბექი - უძველესი ქა-
ლაქი ლიბანში.) ან დამასკოში იქნებოდნენ. რეიმონდი... ნეტავ
რას აკეთებდა ახლა? უცნაური იყო, რამდენად მკაფიოდ ხედავ-
და მის სახეს, ხან სურვილით სავსეს, ხან მოკრძალებულს, ხან
კი ნერვიულად დაძაბულს...
ოჰ, ჯანდაბას! რატომ უნდა იფიქროს იმ ადამიანებზე, რომ-
ლებსაც, ალბათ, აღარასოდეს შეხვდება? ის სცენა, იმ დღეს ბე-
ბერ მისის ბოინტონთან. რას უნდა ეიძულებინა, მასთან მისული-
ყო და ამდენი სისულელე ამოენთხია. ეს ყველაფერი, ალბათ,
სხვებმაც გაიგონეს. უცებ გაახსენდა, რომ ლედი უესტჰოლმიც
იქვე ტრიალებდა. სარამ სცადა, ზუსტად გაეხსენებინა, რა უთ-
ხრა ბებერ ქალს. რაღაც, ალბათ, აბსურდული და ისტერიკული.
ღმერთო, რა სულელურად მოიქცა! მაგრამ ეს მისი კი არა, ბებე-
რი მისის ბოინტონის ბრალი იყო. იყო რაღაც ამ ქალში, რამაც
წონასწორობა დააკარგვინა.
78 მკითხველთა ლიგა
ექიმი ჟერარი შემოვიდა, სავარძელში უღონოდ ჩაეშვა და
ოფლიანი შუბლის გაწმენდა დაიწყო.
- ჰუუ, იმ ქალის მოწამვლა მადლი იქნებოდა, - განაცხადა
მან.
- ვისი, მისის ბოინტონის? - შეცბა სარა.
- მისის ბოინტონი? არა, ლედი უესტჰოლმს ვგულისხმობ.
წარმოუდგენელია, რომ ამდენი წელია ქმარი ჰყავს და მან ეს
აქამდე არ გააკეთა. ნეტავ რისგან არის გაკეთებული ის კაცი?
სარას გაეცინა.
- ოჰ, მონადირე, მსროლელი და მეთევზეა, - აუხსნა მან.
- ფსიქოლოგიურად ეს გამართლებულია. მკვლელობის მოთ-
ხოვნილებას (ეგრეთ წოდებულ მდაბალ არსებებზე ) იკმაყოფი-
ლებს.
- დარწმუნებული ვარ, ცოლის საქმიანობით ძალიან ამაყობს.
ფფრანგმა მაშინვე ივარაუდა:
- იმიტომ, რომ სწორედ ამ საქმიანობის წყალობით არის ხში-
რად შინიდან წასული? მაშინ გასაგებია. თქვენ რა მკითხეთ? მი-
სის ბოინტონიო? ეჭვგარეშეა, რომ მისი მოწამვლაც კარგი საქ-
მე იქნებოდა. ვერავინ უარყოფს, რომ ეს იმ ოჯახის პრობლემე-
ბის გადაჭრის საუკეთესო გზა იქნება. ფაქტია, ძალიან ბევრი ქა-
ლის მოწამვლა იქნებოდა კარგი, ყველასი, ვინც დაბერდა და სა-
ზიზღარი შესახედი გახდა.
სახეზე ნათქვამის შესაბამისი ემოცია გამოხატა.
- ოჰ, ეს ფრანგები, - სიცილით წამოიძახა სარამ, - თქვენი აზ-
რით, არც ერთი მოხუცი და უშნო ქალის არსებობას აზრი არა
აქვს?
ჟერარმა მხრები აიჩეჩა.
- უბრალოდ, ამას ჩვენ გულახდილად ვამბობთ, სულ ეს არის.
მეტროსა და მატარებლებში საზიზღარ შესახედ ქალებს არც ინ-
გლისელები უთმობენ ადგილს, არა.
79 მკითხველთა ლიგა
- როგორი უსამართლოა ცხოვრება, - ამოიოხრა სარამ.
- თქვენ ტყუილად ოხრავთ, მადმუაზელ.
- დღეს ძალიან გაღიზიანებული ვარ.
- ბუნებრივია.
- ბუნებრივში რას გულისხმობთ? - ჰკითხა სარამ.
- თქვენს მდგომარეობას გულწრფელად თუ გააანალიზებთ,
მიზეზს ადვილად მიაგნებთ.
- მგონი, ჩემი დეპრესიის მიზეზი ჩვენს თანამგზავრებშია.
- ალბათ, საშინელებას ვამბობ, მაგრამ მძულს ქალები. ისი-
ნი, ვინც მის პირსივით ბატისტვინები და იდიოტები არიან, მაგი-
ჟებენ, მაგრამ ლედი უესტჰოლმის მსგავსი მოწინავენი კიდევ
უფრო მაღიზიანებენ.
- ამ ორი ქალის გამო გაღიზიანება, ვფიქრობ, გარდაუვალია.
ლედი უესტჰოლმი ზუსტად შეეფერება იმ ცხოვრებას, რომელიც
აქვს და რომელშიც სრულიად ბედნიერი და წარმატებულია. მის
პირსი წლების განმავლობაში აღმზრდელად მუშაობდა. მერე
მოულოდნელად მიიღო პატარა მემკვიდრეობა, რამაც მთელი
ცხოვრების ოცნების ასრულების - მოგზაურობის საშუალება
მისცა, მოგზაურობამ კი იმედი გაუმართლა. აქედან გამომდინა-
რე, თქვენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დასახულ მიზანს ვერ მი-
აღწიეთ, ბუნებრივია, უფრო წარმატებული ადამიანების არსებო-
ბა გაღიზიანებთ.
- ალბათ, მართალი ხართ, - პირქუშად თქვა სარამ, - როგორ
ზუსტად შეგიძლიათ ადამიანის ფიქრების გამოცნობა. სულ
ვცდილობ, თავი მოვიტყუო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძ-
ლევთ.
ამ დროს დანარჩენები დაბრუნდნენ. გიდი ყველაზე დაღლი-
ლი ჩანდა. იმდენად დაქანცულიყო, რომ ამანისკენ გზაზე მგზავ-
რებისათვის, ფაქტობრივად, არანაირი ინფორმაცია არ მიუწო-
დებია. ებრაელებიც კი არ უხსენებია, რის გამოც ყველა ძალიან
80 მკითხველთა ლიგა
ემადლიერებოდა. იერუსალიმიდან გამოსვლის შემდეგ მათი
უსამართლობის თაობაზე გაუთავებელი წუწუნი უკვე ყველას
ნერვებს უშლიდა.
გზა ახლა იორდანედან ზევით ადიოდა. მიხვეულ-მოხვეული
და დაკლაკნილი, ორივე მხრიდან ვარდისფერი ყვავილებით გა-
დაპენტილი ოლეანდრის ბუჩქებით იყო მოფენილი.
მაანში(მაანი - ქალაქი იორდანიაში.) გვიან საღამოს ჩააღწი-
ეს და ბერძნულ-რომაული თეატრის დათვალიერების შემდეგ,
დასაძინებლად ადრე დაწვნენ. მეორე დილით ადრე უნდა გასუ-
ლიყვნენ, რადგან მაანში ჩასასვლელად მთელი დღე უდაბნოში
უნდა ემგზავრათ.
რვას გადასცდა თუ არა, სასტუმროდან გავიდნენ. მთელი
ჯგუფი ჩუმად იყო. ცხელი, უჰაერო დღე იყო და შუადღისას, რო-
დესაც სასაუზმოდ გაჩერდნენ, უკვე აუტანლად ცხელოდა. სიც-
ხემ და იმან, რომ სამ სხვა ადამიანთან ერთად ამ პირობებში
მანქანით უნდა ემგზავრათ, ყველას ნერვებზე ცოტათი იმოქმე-
და. ლედი უესტჰოლმსა და ექიმ ჟერარს ერთა ლიგის შესახებ
დაძაბული კამათი გამოუვიდათ. ლედი უესტჰოლმი ლიგის თავ-
გადაკლული მხარდამჭერი იყო, ფრანგი ექიმი კი ლიგის თაობა-
ზე ხუმრობას ამჯობინებდა. აბისინიისა და ესპანეთის მიმართ
ლიგის დამოკიდებულებიდან ისინი ლიტვის საზღვართან დაკავ-
შირებულ კონფლიქტზე (რომლის შესახებაც სარას არასოდეს
არაფერი სმენოდა) გადავიდნენ, იქიდან კი ნარკობიზნესთან
ბრძოლაში ლიგის მონაწილეობაზე.
- უნდა აღიაროთ, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს, არაჩ-
ვეულებრივი, - ამტკიცებდა ლედი უესტჰოლმი.
ექიმმა ჟერარმა მხრები აიჩეჩა.
- ალბათ, არაჩვეულებრივი ხარჯების ფასადაც.
- ეს საკითხი ძალიან სერიოზულია. საშიში ნარკოტიკების შე-
სახებ კანონის მიღების... - და კამათი ახალი ძალით გახურდა.
81 მკითხველთა ლიგა
მის პირსი სარას ეტიკტიკებოდა: „ლედი უესტჰოლმთან ერ-
თად მოგზაურობა უკიდურესად საინტერესოა“.
- მართლა? - ღვარძლიანად ჰკითხა სარამ, მაგრამ მის პირ-
სმა მისი კილო ვერ შეამჩნია და ბედნიერი სახით განაგრძო:
- ისე ხშირად მინახავს მისი გვარი გაზეთებში. ისეთი ჭკვიანუ-
რია ქალის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარი ინტერესე-
ბის დაცვა. ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც ქალები რა-
ღაცას აღწევენ.
- რატომ? - უხეშად იკითხა სარამ.
მის პირსს პირი ღია დარჩა და ცოტა ენა დაება.
- ოჰ, იმიტომ, რომ... იმის თქმა მინდა... კარგია, რომ ქალებ-
საც შეუძლიათ რაღაცის გაკეთება.
- არ გეთანხმებით, - უთხრა სარამ, - კარგია, როდესაც რაღაც
ღირებულის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სულაც
არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება ეს თუ კაცი, ან, რატომ არ
უნდა ჰქონდეს?
- ოჰ, რა თქმა უნდა, - თქვა მის პირსმა, - ვაღიარებ, რომ მარ-
თალი ხართ, თუ საკითხს ასე შევხედავთ.
ცოტა ნაწყენი ჩანდა და სარამ უფრო თავაზიანად უთხრა:
- მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიტან, როდესაც სქესებს ერთმანე-
თისაგან ასე განასხვავებენ. აი, მაგალითად: „თანამედროვე გო-
გონებს ცხოვრების მიმართ ძალიან საქმიანი დამოკიდებულება
აქვთ“ და რაღაც ასეთები. ამაში სიმართლის ნასახიც კი არ
არის. ზოგი გოგონა საქმიანია, ზოგიერთი კი - არა. ზოგიერთი
მამაკაცი სენტიმენტალური და გონებაშეზღუდულია, ზოგს კი ნა-
თელი თავი და ბრწყინვალე ლოგიკა აქვს. არსებობს სხვადას-
ხვა ტიპის ტვინი. სქესს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, რო-
დესაც საქმე სექსს შეეხება.
მის პირსს სიტყვა „სექსის“ ხსენებაზე ალმური მოედო და თე-
მა მოხერხებულად შეცვალა.
82 მკითხველთა ლიგა
- ასეთ სიცხეში არ შეიძლება ცოტა ჩრდილი არ ინატრო, -
ჩაილაპარაკა მან, - მაგრამ ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეს უკაც-
რიელი სივრცე, ეს სიცარიელე, არაჩვეულებრივია. თქვენ რო-
გორ ფიქრობთ?
სარამ თავი დაუქნია.
„ჰო, - გაიფიქრა მან, - სიცარიელე შესანიშნავი იყო... მხურ-
ვალე... მშვიდი... აქ არ არიან ადამიანები თავიანთი დამღლელი
ურთიერთდამოკიდებულებებით. არც სასწრაფოდ გადასაჭრე-
ლი პირადი პრობლემები არსებობს“. მხოლოდ ახლა იგრძნო,
რომ ბოინტონებისაგან გათავისუფლდა. გათავისუფლდა იმ
ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის უცნაური და დაუძლეველი
სურვილისაგან, რომელთა ორბიტა მისას ახლოსაც არ გაჰკარე-
ბია. თავს დაწყნარებულად და დამშვიდებულად გრძნობდა. აქ
იყო სიმარტოვე, სიცარიელე, სივრცე... ფაქტობრივად, მშვიდო-
ბა.
ოღონდ ამით სიამოვნების მისაღებად ის მართლა მარტო არ
იყო. ლედი უესტჰოლმმა და ექიმმა ჟერარმა ნარკოტიკებზე
საუბარი დაამთავრეს და ახლა კამათობდნენ გულუბრყვილო
გოგონებზე, რომელთაც არგენტინის კაბარეებისათვის ყიდ-
დნენ. ამ საუბრის დროს ექიმმა ჟერარმა „არასერიოზული“ და-
მოკიდებულება გამოამჟღავნა, რაც ლედი უესტჰოლმმა, რო-
მელსაც, როგორც ჭეშმარიტ პოლიტიკოსს, იუმორის გრძნობა
არ გააჩნდა, ძალიან სამწუხაროდ ჩათვალა.
- გზას განვაგრძობთ, - გამოაცხადა დრაგომანმა და ისევ ებ-
რაელების უსამართლობაზე დაიწყო ლაპარაკი. მზის ჩასვლამ-
დე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც, ბოლოს და ბოლოს,
მაანს მიაღწიეს. მანქანის გარშემო უცნაური, ველურსახიანი კა-
ცები შეგროვდნენ. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ჯგუფმა გზა
განაგრძო.

83 მკითხველთა ლიგა
როდესაც აბსოლუტურად სწორ უდაბნოს გაჰყურებდა, სარა
დაბნეული ფიქრობდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო აქ კლდე-
ებში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა. ახლა ისინი გარშემო მრავა-
ლი მილის რადიუსში ყველაფერს ხედავდნენ. არც მთები ჩანდა
არსად და არც გორაკები. ესე იგი, მოგზაურობის საბოლოო მიზ-
ნიდან ისევ ძალიან შორს იყვნენ.
მიაღწიეს სოფელ აინ-მუსას, სადაც მანქანა უნდა დაეტოვები-
ნათ. აქ ცხენები - გაძვალტყავებული, თვალებში სევდაჩამდგა-
რი არსებები - ელოდებოდნენ. მის პირსი ძალიან შეწუხებული
იყო, რომ მისი ზოლებიანი კაბა ცხენით სამოგზაუროდ შეუფე-
რებელი იყო. ლედი უესტჰოლმი წინდახედულად გამოწყობილი-
ყო ბრიჯში, რომელიც მის აღნაგობას არც მაინცდამაინც უხდე-
ბოდა, მაგრამ უდავოდ პრაქტიკული იყო.
ცხენები სოფლიდან ბილიკით გაიყვანეს. ქვიან ნიადაგზე მათ
ფეხები უცურავდათ და ამიტომ ზიგზაგისებურად ჩადიოდნენ
ქვევით. მზე უკვე ჩადიოდა.
სიცხეში მანქანით ხანგრძლივმა მოგზაურობამ სარა ძალიან
დაღალა. შეგრძნებები მოჩლუნგებული ჰქონდა. ცხენებით
სიარული სიზმრად ეჩვენებოდა. მერე ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს მათ ფეხებთან ჯოჯოხეთს გაეხსნა პირი. დაკლაკნილი
გზა ქვევით და ქვევით ეშვებოდა, თითქოს მიწაში ჩადიოდნენ.
აქეთ-იქიდან კლდეები აღიმართა. სულ ქვევით, ქვევით, თით-
ქოს მოწითალო კლდეების ლაბირინთის გავლით დედამიწის
ნაწლავებში ეშვებოდნენ. კლდეები უკვე ორივე მხრიდან გად-
მოჰფარებოდნენ. სარა გრძნობდა, რომ სული ეხუთებოდა.
ხეობა თანდათან ვიწროვდებოდა.
გაბრუებული ფიქრობდა: „ქვევით, სიკვდილის ველისკენ;
ქვევით, სიკვდილის ველისკენ...“
გზას ბოლო არ უჩანდა. ბნელდებოდა. კედლების აშკარა სი-
წითლე გაფერმკრთალდა. მიხვეულ-მოხვეულებში შედიოდნენ
84 მკითხველთა ლიგა
და გამოდიოდნენ, თითქოს დედამიწის ნაწლავებში დატყვევებუ-
ლები და დაკარგულები.
„ეს ფანტასტიკური და დაუჯერებელია... მკვდარი ქალაქი“, -
გაიფიქრა სარამ.
და ისევ, როგორც რეფრენი, დაბრუნდა სიტყვები: „სიკვდი-
ლის ველი...“
ახლა უკვე ფარნებიც აანთეს. ცხენები ვიწრო გასასვლელებ-
ში მიიკვლევდნენ გზას. უცებ თითქოს კლდეებმა უკან დაიხიეს,
ცხენები ფართო სივრცეში გავიდნენ. შორს სინათლეები ციმცი-
მებდა.
- ეს ბანაკია, - თქვა დრაგომანმა.
ცხენებმა ცოტა ფეხს აუჩქარეს, ძალიან - არა; ამისათვის მე-
ტისმეტად დამშეულები და დაღლილები იყვნენ, მაგრამ ენთუზი-
აზმის მსგავსი რაღაც მაინც შერჩათ. ახლა ისინი დამშრალი
მდინარის კალაპოტში აგრძელებდნენ გზას. ფარნების შუქი ახ-
ლოვდებოდა.
იქ კარვების რიგები მოჩანდა. სულ ზედა მწკრივი კლდის
პირზე იყო, კლდეში კი გამოქვაბულები შავ ლაქებად ჩანდა.
უკვე უახლოვდებოდნენ. მსახური ბედუინები მათ შესახვედ-
რად გამოიქცნენ. სარა ერთ-ერთ გამოქვაბულს მიაჩერდა. იქ
სკამზე დამჯდარი ფიგურა დაინახა. ნეტავ რა იყო? კერპი? არა,
ეს მოციმციმე სინათლე ადიდებდა ასე, მაგრამ ეს მაინც იყო რა-
ღაც კერპი, რომელიც უძრავად იჯდა და გარემოს დარაჯობდა.
მერე უცებ იცნო და გული გადაუქანდა. სულ დაიკარგა უდაბ-
ნოში მოპოვებული სიმშვიდისა და გადარჩენის შეგრძნება. თა-
ვისუფლებიდან ისევ ტყვეობაში დაბრუნდა. ამხელა გზა გა-
მოიარა ამ ველისაკენ და აქ, როგორც მივიწყებული კულტის
უმაღლესი ქურუმი, როგორც გასივებული მონსტრი - ქალი-ბუდა
- მისის ბოინტონი იჯდა.

85 მკითხველთა ლიგა
თავი 11

მისის ბოინტონი აქ, პეტრაში იყო!


კითხვებს სარა მექანიკურად პასუხობდა: ახლავე ივახშმებდა
- ვახშამი მზად იყო - თუ ჯერ დაბანა ერჩივნა? კარავში დაიძინებ-
და თუ გამოქვაბულში?
ამ შეკითხვაზე უცებ უპასუხა: „კარავში“. გამოქვაბულისა და
მის წინ მჯდარი მონსტრის ფიგურის გახსენებაზე გააჟრჟოლა
(რატომ იყო, რომ ამ ქალს ადამიანად ძნელად აღიქვამდა?).
ბოლოს ერთ-ერთ მსახურს გაჰყვა. მას დახეული ბრიჯი, დაგ-
ლეჯილი, სატარებლად უვარგისი ქურთუკი ეცვა. ფეხებზე უსუფ-
თაო ჭინჭები ჰქონდა შემოხვეული, თავზე კი ადგილობრივი
თავსაბურავი - კუფია19 - ეხურა. მისი გრძელი ბოლოები კისერ-
საც უფარავდა, ხოლო მის დასამაგრებლად შავი აბრეშუმის
გრეხილი თავზე გვირგვინივით მჭიდროდ ჰქონდა ჩამოცმული.
სარამ მაშინვე შეაფასა მისი სიარულის თავისუფალი მანერა,
უდარდელად და ამაყად აწეული თავი. მხოლოდ მისი სამოსის
ევროპული ნაწილი ჩანდა უგემოვნო და შეუფერებელი. „ჩვენი
ცივილიზაცია არაფრად არ ვარგა, არაფრად. ის რომ არა, მისის
ბოინტონიც ხომ არ იარსებებდა. ველურ ტომში მას წლების წინ
მოკლავდნენ და შეჭამდნენ“, - ფიქრობდა სარა.
მერე გააცნობიერა, როგორი დაღლილი იყო. ცხელი წყლით
დაბანა, სახეზე ცოტაოდენი პუდრის გადასმა და ის ისევ სარა
იყო - მშვიდი და გაწონასწორებული, ცოტა ხნის წინანდელი პა-
ნიკის გამო დარცხვენილი.

19 კუფია - მამაკაცის თავსაბურავი არაბულ სამყაროში.

86 მკითხველთა ლიგა
სქელ, შავ თმაზე სავარცხელი გადაისვა და ზეთის ფარნის
მოციმციმე შუქზე საკუთარ გამოსახულებას დაბინდულ სარკეში
ყველა მხრიდან შეხედა.
მერე კარვის კალთა ასწია და გარეთ გამოვიდა. ქვევით, დი-
დი კარვისაკენ წასვლას აპირებდა.
- თქვენ? აქ? - მოესმა უცებ ხმადაბალი შეძახილი.
შემოტრიალდა და პირდაპირ რეიმონდ ბოინტონს შეხედა გა-
ოგნებულ თვალებში. იყო ამ თვალებში რაღაც, რამაც შეაშინა
და აიძულა, გაჩუმებულიყო. ისეთი დაუჯერებელი სიხარული
იყო, თითქოს ეს-ესაა, სამოთხე გადაეშალაო თვალწინ... გაკ-
ვირვებული, გაოგნებული, მადლიერი და, იმავე დროს, მორჩი-
ლი. ამ გამოხედვას სარა სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყებ-
და.
- თქვენ... - გაიმეორა მან.
ამ ხმადაბალმა მიმართვამ სარაზე უცნაურად იმოქმედა,
თითქოს გული მკერდში არ ეტეოდა; თითქოს დაიმორცხვა, შე-
შინდა, მორჩილებაც იგრძნო და დაუოკებელი სიხარულიც.
- დიახ, - ესღა უპასუხა.
რეიმონდი მიუახლოვდა, ჯერ კიდევ გაოგნებული, თითქოს
მაინც არ სჯეროდა. მერე უცებ მისი ხელი აიღო.
- მართლაც თქვენ ხართ, ნამდვილი. თავიდან მეგონა,
მეჩვენება-მეთქი... თქვენზე იმდენს ვფიქრობდი... - შეჩერდა და
შემდეგ განაგრძო, - მიყვარხართ... იცით... იმ წუთიდან, პირვე-
ლად რომ დაგინახეთ მატარებელში. ახლა ეს ზუსტად ვიცი. მინ-
და აგიხსნათ, რომ ის ადამიანი, რომელიც ისე უხეშად მოგექ-
ცათ, მე არ ვიყავი. საკუთარ თავზე პასუხს ახლაც კი არ ვაგებ.
შეიძლება ნებისმიერი რამ გავაკეთო, შეიძლება ჩაგიაროთ ან
დაგჭრათ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს მე არ ვიქნები. ნამ-
დვილი მე ამ საქციელზე პასუხისმგებელი არ ვიქნები. ეს ნერვე-
ბის ბრალია. არ შემიძლია, მათზე ვიყო დამოკიდებული... რო-
87 მკითხველთა ლიგა
დესაც მეუბნება, რაღაც გავაკეთო, ვაკეთებ. ნერვები მაიძუ-
ლებს. თქვენ გამიგებთ, არა? შეგიძლიათ გძულდეთ, თუ...
- არა, არ მძულხართ, - თქვა სარამ დაბალი და მოულოდნე-
ლად თბილი ხმით.
- და მაინც, სიძულვილის ღირსი ვარ... უნდა ვიყო, სანამ ისე
არ მოვიქცევი, როგორც მამაკაცი უნდა იქცეოდეს.
ნაწილობრივ ექიმი ჟერარის რჩევის გათვალისწინებით, მაგ-
რამ უფრო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უპასუხა სა-
რამ და მის ხმაში მარტო სითბო კი არა, საკუთარი თავის რწმე-
ნაც იგრძნობოდა:
- ამიერიდან მოიქცევით.
- მართლა? - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, - ალბათ...
- ამიერიდან გამბედაობას მოიკრებთ, დარწმუნებული ვარ.
უცებ რეი წამოდგა, თავი უკან გადააგდო.
- გამბედაობა? დიახ, მხოლოდ ეგ არის საჭირო ახლა, გამბე-
დაობა!
მერე უცებ თავი დახარა, ხელზე ტუჩებით შეეხო და წავიდა.

88 მკითხველთა ლიგა
თავი 12

სარა ქვევით, დიდი კარვისაკენ წავიდა. მისი თანამგზავრები


იქ იყვნენ, მაგიდასთან ისხდნენ და ჭამდნენ. გიდი უხსნიდა, რომ
მათთან ერთად კიდევ ერთი ჯგუფი იყო.
- ორი დღის წინ ჩამოვიდნენ და ზეგ მიდიან. ამერიკელები
არიან: დედა ძალიან მსუქანია, მისთვის აქ ჩამოსვლა ძალიან
ძნელი იყო. მზიდავებმა სკამით მოიყვანეს, ძალიან გაუჭირდათ,
თქვეს, ხვითქი გადაგვდიოდაო.
სარას სიცილი წასკდა. საღი თვალით თუ შეხედავდი, მიხვდე-
ბოდი, რომ ყველაფერი ეს ძალიან სასაცილო იყო.
მსუქანმა დრაგომანმა მადლიერებით შეხედა. ამ ჯგუფთან
მუშაობა საკმაოდ გაუჭირდა. „ბედეკერში“ ცხვირჩარგული ლე-
დი უესტჰოლმი სამჯერ შეეკამათა. ახლა ახალი პრეტენზია
ჰქონდა - საწოლი არ მოსწონდა. გიდი ძალიან მადლიერი იყო,
რომ მისი ჯგუფის ერთი წევრი მაინც იყო კარგ ხასიათზე.
- აა, მგონი, ისინი სასტუმრო „სოლომონში“ იყვნენ. ბებერი
დედა აქ ჩამოსვლისთანავე ვიცანი. როგორც მახსოვს, თქვენ
სასტუმროში ესაუბრებოდით მას, მის კინგ.
სარა დამნაშავესავით გაწითლდა. ნატრობდა, რომ ლედი
უესტჰოლმს ამ საუბრის შინაარსი გაგონილი არ ჰქონოდა.
„მართლაც, ნეტავ რა დამეტაკა მაშინ?“ - გაიფიქრა მან.
- არაფრით საინტერესო ხალხი არ არის, ნამდვილი პროვინ-
ციალები, - გამოაცხადა ლედი უესტჰოლმმა.
მის პირსმა პირფერულად რაღაც ჩაილაპარაკა, ლედი უეს-
ტჰოლმმა კი საინტერესო და გამოჩენილი ამერიკელების, რომ-
ლებსაც ბოლო ხანებში შეხვედროდა, შესახებ დაიწყო მოყოლა.
წლის ამ დროისათვის უჩვეულოდ ცხელოდა და მეორე დი-
ლით გასვლა ძალიან ადრე დაიგეგმა.
89 მკითხველთა ლიგა
ოთხი თანამგზავრი სასაუზმოდ დილის ექვს საათზე შეიკრი-
ბა. ბოინტონების ოჯახის არც ერთი წევრი არ ჩანდა. მას შემდეგ,
რაც მაგიდაზე ხილის არარსებობის თაობაზე ლედი უესტჰოლ-
მის უკმაყოფილო კომენტარი მოისმინეს, ოთხივე მლაშებეკო-
ნიან ერბოკვერცხსა და რძიან ჩაის შეექცა.
მერე ჯგუფი გზას გაუდგა. ლედი უესტჰოლმი ექიმ ჟერარს
საკვებში ვიტამინების საჭირო რაოდენობასა და მუშათა კლასის
სწორ კვებაზე ენერგიულად ესაუბრებოდა. მერე ბანაკიდან ვი-
ღაცამ დაუძახა და გაჩერდნენ, რომ ჯგუფს კიდევ ერთი წევრი
შემატებოდა. მათკენ მისტერ ჯეფერსონ ქოუფი მოიჩქაროდა.
სიმპათიური სახე სირბილისაგან ასწითლებოდა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ამ დილით თქვენთან ერთად
წამოვალ. დილა მშვიდობისა, მის კინგ, თქვენთან და ექიმ ჟე-
რართან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. აბა, შეხედეთ, ამაზე
რას იტყვით? - და ხელი გაიშვირა ფანტასტიკური წითელი
კლდეებისაკენ, რომლებიც აქედან ყველა მიმართულებით იყო
გადაჭიმული.
- ნამდვილად არაჩვეულებრივი და ცოტა საშიშიცაა, - თქვა
სარამ, - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან რომანტიკუ-
ლია და სიზმარს ჰგავს - „მოვარდისფრო წითელი ქალაქი“, მაგ-
რამ ის ბევრად რეალური აღმოჩნდა, ისეთივე რეალური... ისე-
თივე რეალური, როგორიც... მაგალითად, უმი საქონლის ხორ-
ცი.
- და ზუსტად იმ ფერის, - დაეთანხმა ქოუფი.
- მაგრამ თან გასაოცარია, - აღიარა სარამ.
ჯგუფმა, ორი გამყოლი ბედუინის თანხლებით, აღმასვლა და-
იწყო. ორივე გამყოლი მაღალი და კარგი აღნაგობის იყო. ლან-
ჩებზე ლურსმნებდაკრული ფეხსაცმლით ციცაბო ფერდობს
მხნედ მიუყვებოდნენ. მალე სირთულეები დაიწყო: სარასა და
ექიმ ჟერარს სიმაღლის არ ეშინოდათ, მაგრამ მისტერ ქოუფსა
90 მკითხველთა ლიგა
და ლედი უესტჰოლმს ძალიან გაუჭირდათ. საწყალი მის პირსი
კი ხევების პირზე, ფაქტობრივად, ხელით გადაჰყავდათ. თვალე-
ბი დახუჭული ჰქონდა, სახეზე მწვანე ფერი ედო.
- ბავშვობიდან მქონდა სიმაღლის შიში, - საცოდავი ხმით წუ-
წუნებდა ქალი.
ერთხელ უკან დაბრუნებაც კი მოინდომა, მაგრამ ქვევით
რომ ჩაიხედა, სახე კიდევ უფრო გაუმწვანდა და იძულებული
გახდა, ეღიარებინა, რომ გზის გაგრძელება ერთადერთი გამო-
სავალი იყო.
ყურადღებიანი ექიმი ჟერარი ცდილობდა, დაემშვიდებინა.
მას გრძელი ჯოხი მის პრაისსა და უფსკრულს შორის მოაჯირი-
ვით ეჭირა, რაც თავბრუსხვევის დაძლევაში ეხმარებოდა.
- ხანდაზმულ ტურისტებთან ასეთი პრობლემები გქონიათ? -
ჰკითხა სარამ დრაგომან მაჰმუდს, რომელსაც, მიუხედავად დი-
დი წონისა, დაღლა არ ეტყობოდა.
- ყოველთვის, ყოველთვის პრობლემებია, - უთხრა მაჰმუდმა.
- მათ წამოყვანას მაინც თანხმდებით?
- ისინი ამ რაღაცების სანახავად ფულს იხდიან, ძალიან უნ-
დათ ყველაფრის ნახვა. ბედუინი გამყოლები ძალიან ჭკვიანები
არიან, ყოველთვის ყველაფერს ახერხებენ.
ბოლოს მწვერვალს მიაღწიეს. სარას სუნთქვა შეეკრა. მის
გარშემოც და ქვევითაც სისხლივით წითელი კლდეები აღმარ-
თულიყო, უცნაური და დაუჯერებელი ხედი. ალბათ, ამის მსგავ-
სის მოძებნა ძალიან გაჭირდებოდა. აქ, დილის სუფთა ჰაერზე,
ღმერთებივით იდგნენ და სისხლსა და ძალადობაში ჩაფლულ
სამყაროს ზევიდან დაჰყურებდნენ.
- აქ მსხვერპლშეწირვის ადგილი იყო, - უთხრა დრაგომანმა
და ზუსტად მათ ფეხებთან, კლდეში გამოკვეთილი ღარი უჩვენა.
დასასვენებლად რომ დასხდნენ, სარა გაეცალა, დრაგომანის
ლაქლაქს გაეცალა და კლდის პირას ჩამოჯდა, ხელები ხშირ,
91 მკითხველთა ლიგა
შავ თმაში გაიტარა და ქვევით გადაშლილ ქვეყანას დახედა.
უცებ მიხვდა, რომ მის გვერდით ვიღაც იდგა. ექიმმა ჟერარმა
თქვა:
- ახლა შეგიძლიათ ეშმაკის მიერ ცდუნების ადგილის შერჩე-
ვა სათანადოდ შეაფასოთ. სატანამ ღმერთი ჩვენი ამ მწვერვალ-
ზე ამოიყვანა, სამყარო აქედან დაანახვა და უთხრა: „ყოველივე
ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ“. როცა ასეთი სიმაღ-
ლიდან მატერიალურ სამყაროს დაჰყურებ, მასზე მბრძანებლო-
ბის ცდუნება ბევრად ძლიერია.
სარა დაეთანხმა, მაგრამ მისი ფიქრები ისე შორს იყო ყველა-
ფერ ამისაგან, რომ ექიმი ჟერარი გაკვირვებული აკვირდებოდა.
- რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულხართ.
- დიახ, - უთხრა მან და დაბნეული სახით შეხედა, - მსხვერ-
პლშეწირვის ადგილის აქ მოწყობა არაჩვეულებრივი იდეაა.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მსხვერპლი აუცილებელია... იმას ვგუ-
ლისხმობ, რომ სიცოცხლეს ზოგჯერ ზედმეტად ვაფასებთ. სიკ-
ვდილი არც ისეთი საშინელია, როგორც გვგონია.
- თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მის კინგ, ჩვენი პროფესია არ უნდა
აგერჩიათ. ჩვენთვის სიკვდილი არის და ყოველთვის უნდა იყოს
მტერი.
სარას გააჟრჟოლა.
- დიახ, ვფიქრობ, მართალი ხართ; და მაინც, ძალიან ხშირად
სიკვდილს პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ის შეიძლება უფრო
სრულფასოვან ცხოვრებასაც კი ნიშნავდეს...
- უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი
ხალხი დაიღუპოს, - მწუხარე სახით წარმოთქვა ჟერარმა.
სარამ გაოგნებულმა შეხედა.
- მე არ მიგულისხმია, რომ... - დაიწყო, მაგრამ მათ ჯეფერსონ
ქოუფი მიუახლოვდა და საუბარი შეაწყვეტინა.

92 მკითხველთა ლიგა
- ეს ნამდვილად ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია, - გა-
მოაცხადა მან, - ნამდვილად ყველაზე ღირსშესანიშნავი. ძალი-
ან ბედნიერი ვარ, რომ ამის ნახვა მხვდა წილად. იმის მიუხედა-
ვად, რომ მისის ბოინტონი, უნდა ვაღიარო, ნამდვილად გამორ-
ჩეული ქალია და მის მტკიცე ნებას, რომ აქ წამოვსულიყავით,
ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მასთან ერთად მოგ-
ზაურობა ბევრ რამეს ართულებს. ჯანმრთელობა სუსტი აქვს და,
ალბათ, სწორედ ამის გამო ვერ უწევს ანგარიშს სხვების სურვი-
ლებს. მაგალითად, თავში აზრადაც კი არ მოსდის, რომ შეიძლე-
ბა ოჯახის სხვა წევრებს ექსკურსიაზე წასვლა მის გარეშეც მოუნ-
დეთ. ისეა მიჩვეული, რომ ყველა მას დასტრიალებს თავს, მგო-
ნი, სწორედ ამის გამო არც კი ფიქრობს... - მისტერ ქოუფმა უცებ
სიტყვა გაწყვიტა. მის მშვენიერ, გულკეთილ სახეზე აღელვება
და შეცბუნება გამოიხატა.
- იცით, - განაგრძო მან ხანმოკლე დუმილის შემდგომ, - მისის
ბოინტონის შესახებ კიდევ რაღაც გავიგე, რამაც ძალიან შემაშ-
ფოთა.
სარა ისევ ფიქრებში წავიდა. მისტერ ქოუფის ხმა შორეული
ნაკადულის სასიამოვნო რაკრაკივით ესმოდა, ექიმი ჟერარი კი
დაინტერესდა.
- მართლა? მაინც რა გაიგეთ ასეთი?
- ბოინტონის მოსამსახურე გოგონას შესახებ მიამბო ქალმა,
რომელსაც ტიბერიაში, სასტუმროში შევხვდი. გოგონა, რო-
გორც მივხვდი, იყო... უნდა ყოფილიყო...
მისტერ ქოუფი გაჩერდა, სარას მორიდებით გახედა და ხმას
დაუწია.
- ბავშვს ელოდებოდა. მოხუცმა ქალბატონმა, როგორც ჩანს,
ეს გაიგო, მაგრამ გოგონას ძალიან გულკეთილად მოექცა. მე-
რე, ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სახლიდან
გაისტუმრა.
93 მკითხველთა ლიგა
ექიმმა ჟერარმა წარბები აზიდა.
- ოჰ, - თქვა დაფიქრებულმა.
- ჩემი ინფორმატორი ფაქტებში აბსოლუტურად დარწმუნებუ-
ლია. არ ვიცი, ეთანხმებით თუ არა, მაგრამ ეს სასტიკ და უგულო
საქციელად ჩავთვალე, ვერ გამიგია...
- და მაინც, უნდა სცადოთ, - შეაწყვეტინა ექიმმა ჟერარმა, - ამ
ინციდენტზე, ეჭვი არ მეპარება, მისის ბოინტონმა ბევრი იხალი-
სა.
მისტერ ქოუფმა გაკვირვებულმა შეხედა.
- არა, სერ, - თქვა მან ხაზგასმით, - ამას ვერ დავიჯერებ, სრუ-
ლიად წარმოუდგენელია.
ექიმმა ჟერარმა ისევ ციტატა მოიშველია:
„კვლავაც ვხედავ ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვე-
შეთში: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუ-
გეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგე-
შისმცემი. უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი
მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ. და ორთავეზე ბედნიერი
მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბო-
როტება, რაც მზის ქვეშ ხდება“, - მერე ისევ გაწყვიტა საუბარი
და ქოუფს მიმართა:
- ჩემო ძვირფასო სერ, მთელი ცხოვრებაა იმ უცნაურ პროცე-
სებს ვსწავლობ, რომლებიც ადამიანის გონებაში მიმდინარე-
ობს. ცხოვრების მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა არ შეიძ-
ლება. ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციებისა და ქცევის წე-
სების უკან უამრავი უცნაურობა იმალება. არსებობს, მაგალი-
თად, ისეთი რამ, რასაც სისასტიკე სისასტიკისთვის და მისით მი-
ღებული სიამოვნება ჰქვია. მაგრამ, როდესაც ამას აღმოაჩენთ,
უნდა იცოდეთ, რომ უკან, სიღრმეში, რაღაც იმალება. ეეს არის
მძაფრი და სამწუხარო სურვილი, შესაბამისად შეგაფასონ. თუ
ეს სურვილი დაუკმაყოფილებელია, თუ არასასიამოვნო ადა-
94 მკითხველთა ლიგა
მიანი სასურველ პასუხს ვერ იღებს, სხვა მეთოდები ერთვება
საქმეში და დაფასების მოპოვებას ადამიანი სხვა, დამახინჯებუ-
ლი გზებით ცდილობს. სისასტიკის ჩვევის, ისევე როგორც ნე-
ბისმიერი სხვა ჩვევის, კულტივირება შეიძლება და მაშინ ის ადა-
მიანს სრულად იმორჩილებს.
მისტერ ქოუფმა ჩაახველა.
- ვფიქრობ, ექიმო ჟერარ, ცოტას აჭარბებთ. ისე, ჰაერი აქ,
ზევით, მართლაც არაჩვეულებრივია, - თქვა მან და წავიდა.
ექიმმა ჟერარმა კი ისევ სარას გახედა. ის შუბლშეჭმუხნილი იჯ-
და. ჟერარს მოეჩვენა, რომ ქალიშვილი ჰგავდა ახალგაზრდა
მოსამართლეს, რომელსაც განაჩენი უნდა გამოეტანა...
მერე მოტრიალდა, რადგან მის პირსი არც ისე მყარი ნაბიჯით
მიუახლოვდა.
- ქვევით დაშვებას ვიწყებთ. ოჰ, ღმერთო, დარწმუნებული
ვარ, ამას ვერასოდეს მოვახერხებ, მაგრამ გიდი ამბობს, რომ
ქვევით დასაშვები მარშრუტი სხვაა და ბევრად ადვილიც. დიდი
იმედი მაქვს, რომ მართლაც ასეა, რადგან ბავშვობიდან სიმაღ-
ლის მეშინია.
ქვევით ჩანჩქერების გავლით დაეშვნენ. გზა ქვიანი იყო, რაც
კოჭებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ თავბრუსხვევა
აღარ ემუქრებოდათ. ჯგუფი ბანაკში დაღლილი, მაგრამ კარგი
განწყობით, მადაზე მოსული დაბრუნდა და გვიანი ლანჩი
სიამოვნებით მიირთვა. დღის ორ საათს გადაცდენილი იყო.
ბოინტონების ოჯახი საერთო კარავში დიდი მაგიდის გარშე-
მო იჯდა. ლანჩს უკვე ამთავრებდნენ. ლედი უესტჰოლმმა თავა-
ზიანად, მაგრამ საკმაოდ ქედმაღლურად მიმართა:
- საოცრად საინტერესო დილა გვქონდა; პეტრა ნამდვილად
არაჩვეულებრივი ადგილია.
ქეროლმა, რომელსაც, როგორც ეტყობა, ლედი უესტჰოლმი
მიმართავდა, დედამისს სწრაფი მზერა ესროლა და მერე ჩუმად
95 მკითხველთა ლიგა
ჩაილაპარაკა: „ოჰ, რა თქმა უნდა, მართლაც ასეა“, - და გაჩუმ-
და.
ლედი უესტჰოლმი, რომელმაც თავისი მოვალეობა შესრუ-
ლებულად ჩათვალა, საჭმელს მიუბრუნდა.
ლანჩის დროს ოთხი თანამგზავრი დღის მეორე ნახევრისათ-
ვის გეგმების განხილვას შეუდგა.
- მე კი, დავისვენებ, - თქვა მის პირსმა, - მეტისმეტი გადაღ-
ლაც არ ივარგებს.
- მე სასეირნოდ და ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად წა-
ვალ, - თქვა სარამ, - თქვენ, ექიმო ჟერარ?
- მეც თქვენთან ერთად წამოვალ.
მისის ბოინტონს კოვზი დაუვარდა და მის ხმამაღალ წკარუნ-
ზე ყველა შეხტა.
- ვფიქრობ, - თქვა ლედი უესტჰოლმმა, - მეც თქვენ მოგბა-
ძავთ, მის პირს. ნახევარი საათი წიგნს წავიკითხავ და მერე ერთ
საათს მაინც დავისვენებ. შემდეგ ცოტას გავისეირნებ.
ძალიან ნელა, ლენოქსის დახმარებით, მისის ბოინტონი წა-
მოდგომას შეუდგა. მცირე ხანს ასე ფეხზე იდგა.
- კარგი იქნება, თუ ამ საღამოს ყველა სასეირნოდ წახვალთ, -
მოულოდნელად კეთილგანწყობილი კილოთი თქვა.
მისი ოჯახის წევრების გაოგნებული სახეების დანახვა ცოტა
სასაცილო იყო.
- მაგრამ, დედა, შენ რას იზამ?
- არც ერთი არ მჭირდებით. მირჩევნია, წიგნი მარტომ წავი-
კითხო. ალბათ, აჯობებს, თუ ჯინი არ წამოვა. დაწვეს და დაიძი-
ნოს.
- დედა, არ დავღლილვარ, დანარჩენებთან ერთად მინდა
წასვლა.

96 მკითხველთა ლიგა
- შენ დაღლილი ხარ და თავი გტკივა! თავს უნდა გაუფ-
რთხილდე. წადი, დაწექი და დაიძინე. მე უკეთ ვიცი, რა ჯობია
შენთვის.
- მე... მე...
გოგონამ თავი ზევით ასწია, მის გამოხედვაში ამბოხი იკით-
ხებოდა, მაგრამ უცებ შეცბუნებულმა თვალები ისევ დახარა.
- სულელო ბავშვო, შენს კარავში წადი!
მისის ბოინტონი მძიმე ნაბიჯებით კარვიდან გავიდა. დანარ-
ჩენები უკან გაჰყვნენ.
- ღმერთო ჩემო, - თქვა მის პირსმა, - რა სხვანაირი ხალხია.
დედას საოცარი ფერი ადევს, ნამდვილი ალისფერი. ალბათ, გუ-
ლი აწუხებს.
„დღეს თავის ბავშვებს თავისუფლად უშვებს, ამ დროს იცის,
რომ რეიმონდს ჩემთან ყოფნა უნდა, რაშია საქმე? ნუთუ მახეა?“
- ფიქრობდა სარა.
ლანჩის შემდეგ, როდესაც ტანისამოსის გამოსაცვლელად
თავის კარავში წავიდა და ახალი ტილოს კაბა ჩაიცვა, ეს აზრი
ისევ აწუხებდა. გუშინ ღამის შემდეგ რეიმონდის მიმართ მისი
გრძნობა მზრუნველ სინაზეში გადაიზარდა და ეს, ალბათ, სიყვა-
რული იყო. სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტკივილისგან სხვა
ადამიანის დაცვის დაუძლეველი სურვილი.
...ჰო, მას რეიმონდ ბოინტონი უყვარდა. ეს წმინდა გიორგისა
და გველეშაპის ისტორია იყო, ოღონდ შებრუნებით. სწორედ სა-
რა იყო გადამრჩენი, ხოლო რეიმონდი - მიჯაჭვული მსხვერპლი,
მისის ბოინტონი კი გველეშაპი იყო. გველეშაპი, რომლის
მოულოდნელი კეთილგანწყობა სარასნაირი ეჭვიანი ადამიანი-
სათვის აშკარად ბოროტი განზრახვის მაჩვენებელი იყო.
დაახლოებით ოთხის თხუთმეტი წუთი იყო, როდესაც სარა
ქვევით, საერთო კარვისკენ წავიდა.

97 მკითხველთა ლიგა
ლედი უესტჰოლმი სკამზე იჯდა. მიუხედავად სიცხისა, „ჰარი-
სის“ ტვიდის ქვედაკაბა ეცვა. კალთაში სამეფო კომისიის მოხსე-
ნება ედო. ექიმი ჟერარი მის პირსს ელაპარაკებოდა, რომელიც
თავის კარავთან იდგა და ხელში წიგნი ეკავა. წიგნს „სიყვარუ-
ლის ძიებაში“ ერქვა და, ყდაზე სარეკლამო ანოტაციას თუ
დაუჯერებდით, ვნებასა და ურთიერთგაგების დეფიციტზე იყო.
- არა მგონია, ლანჩის შემდეგ მაშინვე დაწოლა ჭკვიანური
იყოს, - უხსნიდა მის პირსი ჟერარს, - ხომ იცით, საჭმლის მონე-
ლება და... საერთო კარვის ჩრდილში კი გრილა და სასიამოვ-
ნოა. ოჰ, ღმერთო, როგორ ფიქრობთ, მოხუცი ქალბატონისათ-
ვის იქ, ზევით, მზისგულზე ჯდომა მავნებელი არ არის?
ყველამ ზევით აიხედა. მისის ბოინტონი თავისი გამოქვაბუ-
ლის შესასვლელში ისევე იჯდა, როგორც წინა ღამეს - უმოძრაო
ბუდა. მის გარდა გარშემო არც ერთი სულიერი არ ჩანდა. ბანა-
კის მთელ მომსახურე პერსონალს ეძინა. ცოტა მოშორებით, ვე-
ლის კიდის გასწვრივ, ტურისტების პატარა ჯგუფი დასეირნობდა.
- ერთხელ ცხოვრებაში კარგმა დედამ შვილებს ნება დართო,
დრო უმისოდ გაეტარებინათ; სატანის ახალი ჩანაფიქრია, ალ-
ბათ?
- იცით, - თქვა სარამ, - მეც სწორედ ეგ ვიფიქრე.
- როგორი ეჭვიანები ვართ. წამოდით, მოსეირნეებს შევუერ-
თდეთ.
მის პირსი თავის საინტერესო წიგნთან დატოვეს და გზას გა-
უდგნენ. ველის ნაპირს გაუყვნენ და მალე წამოეწივნენ ბოინტო-
ნებს, რომლებიც ნელა მისეირნობდნენ. ისინი პირველად გა-
მოიყურებოდნენ ბედნიერად და უდარდელად. ლენოქსი, ნადი-
ნი, ქეროლი, რეიმონდი, მისტერ ქოუფი - სახეზე ფართო ღიმი-
ლით... ახალმოსული ჟერარი და სარა მალე ერთად იცინოდნენ
და ლაპარაკობდნენ.

98 მკითხველთა ლიგა
უეცრად ყველას ველური მხიარულება დაეუფლა. ეს წუთები
მათთვის მოპარული სიამოვნება იყო და ბოლომდე უნდა ესარ-
გებლათ. სარა რეიმონდთან არ მისულა, ლენოქსსა და ქეროლ-
თან ერთად მისეირნობდა. მათ უკან, ძალიან ახლოს, ექიმი ჟე-
რარი რეიმონდს ესაუბრებოდა. ნადინი და ჯეფერსონ ქოუფი
ოდნავ განცალკევებით მიდიოდნენ. ჯგუფს მალე ექიმი ჟერარი
გამოაკლდა. მან ჯერ მოკლედ და წყვეტილად დაიწყო ლაპარა-
კი, თითქოს სპაზმები ჰქონდა, მერე უცებ გაჩუმდა.
- ათას ბოდიშს გიხდით, მაგრამ უკან უნდა გავბრუნდე.
- რამე მოხდა? - გახედა სარამ.
- დიახ, ციება. ლანჩის დამთავრებისთანავე ვიგრძენი.
- მალარია? - ყურადღებით დააკვირდა სარა.
- დიახ. კარავში დავბრუნდები და ქინაქინას მივიღებ. იმედია,
მძიმე შეტევა არ მექნება. კონგოში მოგზაურობის დროინდელი
მემკვიდრეობაა.
- წამოგყვეთ?
- არა, არა, წამლების პატარა ყუთი მაქვს წამოღებული. სამ-
წუხარო უხერხულობაა. თქვენ გზა განაგრძეთ, ყველამ, - და ბა-
ნაკისკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა.
სარა რამდენიმე წუთს ჭოჭმანობდა, წაჰყოლოდა თუ არა, მე-
რე მისი თვალები რეიმონდისას შეხვდა, გაუღიმა და ფრანგი
აღარავის ახსოვდა. ერთხანს ექვსნი: ქეროლი, თვითონ, ლე-
ნოქსი, მისტერ ქოუფი, ნადინი და რეიმონდი ერთად მიდიოდ-
ნენ.
მერე რეიმონდი და სარა დანარჩენებს გამოეყვნენ, ერთად
მისეირნობდნენ, კლდეებზე ადიოდნენ, შვერილებს გარშემო უვ-
ლიდნენ და ბოლოს ჩრდილში ჩამოსხდნენ.
სიჩუმე რეიმონდმა დაარღვია:
- რა გქვიათ? გვარად ვიცი, რომ კინგი ხართ და სახელი?
- სარა.
99 მკითხველთა ლიგა
- სარა. შეიძლება ასე მოგმართოთ?
- რა თქმა უნდა.
- სარა, მომიყევით რაიმე თქვენ შესახებ.
სარა ზურგით კლდეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. უამბო
თავისი ცხოვრების შესახებ იორკშირში, თავისი ძაღლებისა და
დეიდის შესახებ, რომელმაც გაზარდა.
მერე რეიმონდის რიგი დადგა და მან ცოტა არეულად მოუთ-
ხრო თავის ცხოვრებაზე.
ამის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვებივით ხელი-
ხელჩაკიდებულები ისხდნენ და უცნაურად კმაყოფილები იყ-
ვნენ.
მზე რომ ჩადიოდა, რეიმონდი აწრიალდა.
- ახლა უნდა წავიდე. არა, შენთან ერთად, არა. მარტო უნდა
წავიდე. რაღაც მაქვს სათქმელი და გასაკეთებელი. როცა ამას
გავაკეთებ, როცა საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ მშიშარა
არა ვარ, მერე... მერე არ შემრცხვება, რომ მოვიდე და დახმარე-
ბა გთხოვო. დახმარება კი აუცილებლად დამჭირდება. ალბათ,
შენგან ფულის სესხება მომიწევს.
სარას გაეღიმა.
- მიხარია, რომ რეალისტი ხარ. შეგიძლია, ჩემი იმედი გქონ-
დეს.
- მაგრამ ჯერ ეს მე თვითონ უნდა გავაკეთო.
- რა უნდა გააკეთო?
უცებ ბიჭს სახე გაუმკაცრდა.
- ჩემი სიმამაცე უნდა დავამტკიცო. ახლა ან არასოდეს! - მერე
მოულოდნელად შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
სარა ისევ კლდეს მიეყრდნო და მიმავალს ასე უყურებდა. რა-
ღაცამ მის სიტყვებში შეშფოთების ბუნდოვანი შეგრძნება გაუჩი-
ნა. ისეთი მონდომებული, ისეთი საშინლად სერიოზული და და-
ძაბული ჩანდა. წუთით ინანა კიდეც, რომ მასთან ერთად არ წა-
100 მკითხველთა ლიგა
ვიდა, მაგრამ ამის გაფიქრების გამო საკუთარი თავი მაშინვე
მკაცრად დატუქსა. რეიმონდს გადაწყვეტილი ჰქონდა, მარტო
ყოფილიყო და თავისი ახალაღმოჩენილი ვაჟკაცობა გამოეცა-
და. ეს მისი უფლება იყო.
სარა მთელი გულით ლოცულობდა, რომ ამ ვაჟკაცობას
რეიმონდისთვის არ ეღალატა.
მზე უკვე ჩადიოდა, როდესაც სარამ ბანაკს მიაღწია. ახლოს
რომ მივიდა, ბინდში მისის ბოინტონი გამოქვაბულის შესას-
ვლელში ისევ ბუდასავით მჯდარი დაინახა. ამ პირქუში, უძრავი
ფიგურის შემხედვარე სარას გააჟრჟოლა. ბილიკს სწრაფად გა-
უყვა და განათებულ საერთო კარავში შევიდა. ლედი უესტჰოლ-
მი იჯდა და ზღვისფერ ჯემპრს ქსოვდა. დახვეული შალის ძაფი
კისერზე ეკიდა. მის პირსი ხელსახოცზე წყალწყალა ცისფერ
ყვავილებს ქარგავდა და განქორწინების კანონის სწორი რე-
ფორმის შესახებ ლედი უესტჰოლმის ლექციას ისმენდა. მსახუ-
რები შემოდიოდნენ და გადიოდნენ, ვახშმისთვის ემზადებოდ-
ნენ. ბოინტონები შორეულ კუთხეში შეზლონგებში ისხდნენ და
კითხულობდნენ. მსუქანი და ღირსებით სავსე მაჰმუდი გამოჩ-
ნდა და თავისი ჯგუფი დატუქსა - ჩაის შემდეგ არაჩვეულებრივი
ექსკურსია ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ბანაკში არავინ დახვდა.
ახლა პროგრამა უიმედოდ ჩაშლილი იყო. მას კი ნაბატეველ-
თა20 არქიტექტურის ნიმუშების სანახავად ჰქონდა ექსკურსია
დაგეგმილი.
სარამ უთხრა, რომ ისედაც ძალიან კარგი დრო გაატარეს. მე-
რე თავის კარავში ვახშმისათვის დასაბანად წავიდა. უკან დაბ-

20ნაბატეველები - სემიტური ტომების ჯგუფი, ცხოვრობდნენ ძვ.


წ. III ს. - ახ. წ. 106 თანამედროვე იორდანიის, ისრაელისა და
საუდის არაბეთის ტერიტორიაზე; შექმნეს ნაბატეის სახელმწი-
ფო, დედაქალაქი პეტრა (ვადი მუსის ხეობაში, იორდანია).

101 მკითხველთა ლიგა


რუნებისას ექიმ ჟერარის კარავთან შეჩერდა და ჩუმად დაუძახა.
აარავინ უპასუხა. კარვის კალთა ასწია და შიგნით შეიხედა. ექი-
მი თავის საწოლზე უმოძრაოდ იწვა. სარამ გადაწყვიტა, სძინავ-
სო და ფეხაკრეფით გამობრუნდა.
ამ დროს მსახური მიუახლოვდა და საერთო კარვისაკენ გაიშ-
ვირა ხელი. სარამ იფიქრა, ალბათ, სავახშმოდ მეპატიჟებაო და
ქვევითკენ წავიდა. ყველა ადგილზე იყო ექიმ ჟერარისა და მი-
სის ბოინტონის გარდა. მოხუც ქალბატონთან მსახური გაგზავ-
ნეს იმის სათქმელად, რომ ვახშამი მზად იყო. უცებ გარეთ აურ-
ზაური ატყდა. ორი მსახური კარავში შემოვარდა და დრაგომანს
არაბულად რაღაც უთხრა.
მაჰმუდმა დაბნეულად მიმოიხედა და გავიდა. აფორიაქებუ-
ლი სარა უკან გაჰყვა.
- რა ხდება? - იკითხა მან.
- მოხუცი ქალბატონი... აბდული ამბობს, ავადაა, არ ინძრევა-
ო.
- წამოვალ და ვნახავ.
სარამ ნაბიჯს აუჩქარა. მაჰმუდთან ერთად კლდეზე აცოცდა,
ბილიკს გაჰყვა და სკამზე მჯდარ ფიგურას მიუახლოვდა. მისი
მსუქანი ხელი აიღო, პულსი გაუსინჯა, მისკენ დაიხარა...
და როცა გაიმართა, ფერი არ ედო. ისევ საერთო კარვისაკენ
წავიდა. კარში შეჩერდა და მაგიდის შორეულ კუთხეში მსხდომ
ჯგუფს მიაჩერდა. ლაპარაკი რომ დაიწყო, საკუთარი ხმა უხეშად
და არაბუნებრივად მოეჩვენა.
- ძალიან ვწუხვარ, - თქვა მან. თავს ძალა დაატანა, რომ ოჯა-
ხის უფროსისათვის, ლენოქსისათვის მიემართა.
- დედათქვენი მკვდარია, მისტერ ლენოქს, - თან დიდი ინტე-
რესით, თითქოს შორიდან აკვირდებოდა იმ ადამიანების სახე-
ებს, რომლებისთვისაც ეს განცხადება თავისუფლებას ნიშნავდა.

102 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეორე

თავი 13

პოლკოვნიკმა კერბერიმ მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ სტუ-


მარს გაუღიმა და ჭიქა ასწია.
- მოდი, დავლიოთ დანაშაულის სადღეგრძელო!
ერკიულ პუაროს თვალები აუციმციმდა, სადღეგრძელოს
დროულობა გააცნობიერა.
ამანში ის პოლკოვნიკ კერბერისთან ჩამოვიდა პოლკოვნიკ
რეისის სარეკომენდაციო წერილით.
კერბერის ძალიან აინტერესებდა მსოფლიოში ცნობილი მა-
ძებრის ნახვა, რომლის ნიჭს ქება-დიდებას ასხამდა მისი ძველი
მეგობარი „ინტელიჯენთ სერვისიდან“21 - „ფსიქოლოგიური დე-
დუქციის საუკეთესო მაგალითი, რომლის მსგავსს ვერსად იპო-
ვი“, - ასე სწერდა რეისი შაითანას მკვლელობის22 გახსნის შესა-
ხებ.
- ჩვენს არემარეში უნდა გაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძ-
ლია, - უთხრა კერბერიმ და შეჭაღარავებული, თითქოს ზოლე-
ბიანი ულვაშის გრეხა დაიწყო. არც ისე კოპწიად ჩაცმული სა-
შუალო სიმაღლის, ჩასუქებული, თითქმის მელოტი კაცი იყო,
მშვიდი ცისფერი თვალებითა და დაბნეული გამოხედვით. ჯა-
რისკაცს საერთოდ არ ჰგავდა. არც შემართულ კაცს. დისციპლი-

21„ინტელიჯენთ სერვისი“ - დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამ-


სახური.
22შაითანას მკვლელობა - აგათა კრისტის დეტექტიური რომა-
ნის, „კარტი მაგიდაზე“, პერსონაჟი მისტერ შაითანა.

103 მკითხველთა ლიგა


ნირებულისაც არაფერი ეცხო. მიუხედავად ამისა, ტრანსიორდა-
ნიაში23 ის ძალას წარმოადგენდა.
- აი, მაგალითად, ჯერაში, - თქვა მან, - გაინტერესებთ ასეთი
რამეები?
- მე ყველაფერი მაინტერესებს.
- ჰო, - თქვა კერბერიმ, - ეს ცხოვრებაზე რეაგირების ერთა-
დერთი გზაა, - ხანმოკლე დუმილის შემდეგ კი განაგრძო, - მით-
ხარით, ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენი პროფესია
თან დაგდევთ?
- Pardon?
- მოკლედ, გასაგებად რომ გითხრათ, მაგალითად, სადმე მი-
დიხართ, რომ დანაშაულებისგან დაისვენოთ, იქ კი გვამი გხვდე-
ბათ.
- კი, ასეც მომხდარა... თანაც, არაერთხელ.
- ჰმ, - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ დაბნეულად და სკამი-
დან წამოდგა.
- სწორედ ახლა მაქვს გვამი, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქ-
რობ.
- მართლა?
- დიახ, აქ, ამანში. მოხუცი ამერიკელი ქალი. პეტრაში ოჯახ-
თან ერთად ჩამოვიდა. ეს მოგზაურობა მისთვის საბედისწერო
გამოდგა - წელიწადის ამ დროს აქ ძალიან ცხელა, მას კი გული
აწუხებდა. მგზავრობის სირთულეები ცოტა უფრო მძიმე აღმოჩ-
ნდა მისთვის, ვიდრე ელოდა. გულმა დამატებით დაძაბვას ვერ
გაუძლო და გაჩერდა.
- აქ, ამანში?
- არა, პეტრაში. ცხედარი აქ დღეს ჩამოასვენეს.

23 ტრანსიორდანია - იორდანიის სახელწოდება 1946 წლამდე.

104 მკითხველთა ლიგა


- აჰა!
- ყველაფერი თითქოს ძალიან ბუნებრივი ჩანს, მაგრამ...
- რა, მაგრამ?
პოლკოვნიკმა კერბერიმ მელოტი თავი მოიფხანა.
- ასე მგონია, ოჯახმა მოიშორა თავიდან.
- აჰა! და რამ გაფიქრებინათ ეს?
პოლკოვნიკმა კერბერიმ შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა.
- როგორც ვიცი, ერთი ანჩხლი ბებერი იყო. დიდი დანაკარგი
არ არის. მისმა შინაურებმა შვებით ამოისუნთქეს. ნებისმიერ
შემთხვევაში ამის დამტკიცება ძალიან გაძნელდება. მთელი
ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და საჭიროების შემთხვევაში,
ტყუილის თქმაც არ გაუჭირდებათ. სირთულეები და საერთაშო-
რისო დაძაბულობა არავის უნდა. უმჯობესია, თავი დაანებო.
მით უმეტეს, რომ ხელის ჩასაჭიდიც არაფერია. ადრე ერთ ექიმს
ვიცნობდი. ერთხელ მითხრა, ხშირად ეჭვები არ მასვენებს იმ პა-
ციენტებზე, იმ ქვეყნად წასვლა რომ იჩქარესო. როგორც ამბობ-
და, თუ ძალიან მყარი არგუმენტები არ გაგაჩნია, საუკეთესო გა-
მოსავალი გაჩუმებაა. სხვა შემთხვევაში, ასეთი საქმე ოდესმე
თავს იჩენს და პატიოსანი პრაქტიკოსი ექიმის კარიერას შავ ლა-
ქად დააჩნდება. და მაინც, არის ამ საქმეში რაღაც ისეთი... -
თქვა მან მოულოდნელად, - მე წესრიგის მოყვარული კაცი ვარ.
პოლკოვნიკ კერბერის ჰალსტუხი მარცხენა ყურისკენ ასჩა-
ჩოდა, დაჭმუჭნილი წინდები ეცვა, პიჯაკი კი - დალაქავებული და
დახეული. მიუხედავად ამისა, მის განცხადებაზე ერკიულ
პუაროს არ გაღიმებია. პოლკოვნიკ კერბერის გონების შინაგან
მოწესრიგებულობას, კარგად დალაგებულ ფაქტებსა და ყურად-
ღებით დახარისხებულ შთაბეჭდილებებს კარგად ამჩნევდა.
- დიახ, მე წესრიგის მოყვარული კაცი ვარ, - გაიმეორა კერბე-
რიმ და ხელი უმიზნოდ გაიქნია, - უწესრიგობა არ მიყვარს. რო-

105 მკითხველთა ლიგა


გორც კი რაიმეს არეულს გადავეყრები, მაშინვე დალაგება მინ-
დება, ხომ გესმით?
ერკიულ პუარომ თავი სევდიანად დაუქნია, ეს კარგად ესმო-
და.
- იქ ექიმი არ იყო? - იკითხა მან.
- კი, ორი. ერთს მალარიის შეტევა ჰქონდა და იწვა. მეორე
გოგონაა, სამედიცინო კოლეჯი ცოტა ხნის წინ დაამთავრა, მაგ-
რამ, ვფიქრობ, თავისი საქმე კარგად იცის. გარდაცვალებაში
უცნაური არაფერი იყო. მოხუც ქალს სუსტი გული ჰქონდა. გუ-
ლის წამლებს კარგა ხანია სვამდა. მის მოულოდნელ, სწრაფ
სიკვდილში გასაკვირი არაფერი ყოფილა.
- თქვენ, ჩემო მეგობარო, მაინც რაღაც გაწუხებთ? - თავა-
ზიანად ჰკითხა პუარომ.
პოლკოვნიკმა კერბერიმ დაღლილი ცისფერი თვალები მიაპ-
ყრო.
- ოდესმე გსმენიათ ფრანგი ექიმის, ჟერარის, თეოდორ ჟერა-
რის შესახებ?
- რა თქმა უნდა. თავის დარგში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩე-
ნილი სპეციალისტია.
- ჰო, გიჟების საკითხში, - დაეთანხმა პოლკოვნიკი, - თუ ოთ-
ხი წლის ასაკში დამლაგებელი ქალი შეგიყვარდათ, ესე იგი, ოც-
დათვრამეტი წლის ასაკში თავს აუცილებლად კენტერბერის არ-
ქიეპისკოპოსად გამოაცხადებთ. არ მესმის, და არც არასოდეს
მესმოდა, რატომ, მაგრამ ეს ტიპები ყველაფერს ძალიან დამაჯე-
რებლად ხსნიან.
- ღრმად დაფარული ნევროზების დარგში ექიმი ჟერარი ნამ-
დვილად ავტორიტეტია, - ღიმილით დაეთანხმა პუარო, - პეტრა-
ში მომხდარზე მისი... ეე... შეხედულებაც მსგავს მოსაზრებებს
ეყრდნობა?
პოლკოვნიკმა კერბერიმ თავი ენერგიულად გააქნია.
106 მკითხველთა ლიგა
- არა, არა. ასე რომ იყოს, სულ არ ვინერვიულებდი. არა იმი-
ტომ, რომ ასეთი რამეების არ მჯერა. უბრალოდ, არ მესმის. მა-
გალითად, ერთი ჩემი ნაცნობი ბედუინი მანქანას შუა უდაბნოში
აჩერებს, გადმოდის, ქვიშას ხელს ადებს და დაახლოებით
ერთი-ორი მილის სიზუსტით გეუბნება, რა ადგილას არის. ეს ჯა-
დოქრობა არ არის, მაგრამ ძალიან კი ჰგავს. არა, ექიმი ჟერა-
რის მონათხრობი ძალიან გამართულია - მხოლოდ შიშველი
ფაქტები. მგონი, დაინტერესდით... ასეა?
- დიახ, დიახ.
- ძალიან კარგი. მაშინ შემიძლია, დავრეკო, ექიმი ჟერარი
დავიბარო და მის ნაამბობს თვითონ მოუსმენთ.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ექიმი ჟერარის მოსაძებნად კაცი
გაგზავნა, პუარომ კი იკითხა:
- ვისგან შედგება გარდაცვლილის ოჯახი?
- მათი გვარი ბოინტონია. ორი ვაჟიშვილია, ერთ-ერთი მათ-
განი - ცოლიანი. მისი ცოლი ლამაზი გოგოა; წყნარი და გო-
ნიერი ადამიანი. კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. ორივე სანდო-
მიანი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ტიპის. უმცროსი ცოტა
ნერვიულია, მაგრამ ეს შეიძლება შოკის ბრალი იყოს.
- ბოინტონი, - თქვა პუარომ და წარბები აზიდა, - საინტერე-
სოა, ძალიან საინტერესო.
კერბერიმ უცებ შეხედა, მის თვალებში შეკითხვა იყო, მაგ-
რამ, რადგან პუარომ არაფერი თქვა, თვითონ განაგრძო ლაპა-
რაკი:
- აშკარაა, დედა შავი ჭირი იყო. ყველას თავის ნებაზე ატ-
რიალებდა. ქისასაც ის აკონტროლებდა. არც ერთ მათგანს სა-
კუთარი პენიც კი არ ჰქონდა.
- აჰა! ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოა. ცნობილია, რო-
გორ განაწილდებოდა ფული მისი სიკვდილის შემდეგ?

107 მკითხველთა ლიგა


- პირველ რიგში სწორედ ამ საკითხით დავინტერესდი. ფული
შვილებს შორის თანაბრად განაწილდება.
პუარომ თავი დაუქნია და ჰკითხა:
- თქვენი აზრით, ამაში ყველა მონაწილეობდა?
- არ ვიცი. სირთულეც სწორედ აქ არის. იყო ეს ერთობლივი
ქმედება თუ რომელიმე ერთი ჭკვიანი წევრის იდეა, არ ვიცი. შე-
იძლება, ჩემს ეჭვს არც არანაირი საფუძველი არა აქვს. და მა-
ინც, თქვენი პროფესიული აზრი მჭირდება... აი, ჟერარიც მო-
დის.

108 მკითხველთა ლიგა


თავი 14

ფრანგი ოთახში სწრაფი, მაგრამ აუჩქარებელი ნაბიჯით შე-


მოვიდა. კერბერის ხელს რომ ართმევდა, პუაროს ცნობისმოყვა-
რედ შეხედა. კერბერიმ უთხრა:
- ეს მესიე ერკიულ პუაროა. ჩემთან ერთად იქნება. სწორედ
ახლა პეტრაში მომხდარ შემთხვევაზე ვლაპარაკობდით.
- აჰ, დიახ, - ჟერარმა პუარო სწრაფად აათვალიერ--
ჩაათვალიერა.
- თქვენც დაინტერესდით?
- შეუძლებელია, არ დაინტერესდე იმით, რაც უშუალოდ შენს
საქმიანობას ეხება.
- გეთანხმებით, - თქვა ჟერარმა.
- დალევთ რამეს? - ჰკითხა კერბერიმ, სოდიანი ვისკი დაუსხა
და ჟერარს ზუსტად იდაყვთან დაუდგა. მერე გრაფინი ასწია და
პუაროს შეხედა, მაგრამ მან თავი გააქნია. პოლკოვნიკმა კერბე-
რიმ გრაფინი უკან დადგა და სკამი მაგიდასთან უფრო ახლოს
მისწია.
- აბა, - თქვა მან, - სად ვიყავით?
- როგორც ვხვდები, - მიმართა პუარომ ჟერარს, - პოლკოვნი-
კი კერბერი რაღაცით უკმაყოფილოა.
- და ეს ჩემი ბრალია, - თქვა მან და ნათქვამს ექსპრესიული
ჟესტი მიაყოლა, - მე კი შეიძლება ვცდები. გახსოვდეთ, პოლ-
კოვნიკო, რომ მე შეიძლება ვცდები.
კერბერიმ რაღაც ჩაიბურდღუნა.
- პუაროს ფაქტებს მოუყევით, - თქვა მან.
ჟერარმა მოკლედ მიმოიხილა პეტრაში ჩასვლის წინ მომხდა-
რი მოვლენები. მერე ბოინტონების ოჯახის ყველა წევრი დაახა-

109 მკითხველთა ლიგა


სიათა და ის ემოციური დაძაბულობა აღწერა, რომელშიც ცხოვ-
რება უწევდათ.
პუარო ინტერესით უსმენდა.
მერე ჟერარი პეტრაში ყოფნის პირველი დღის მოვლენებზე
გადავიდა და მოჰყვა, როგორ მოუხდა ბანაკში დაბრუნება.
- მალარიის მძიმე შეტევა მაქვს ხოლმე, ცერებრალური ტი-
პის, - ახსნა მან, - ამისთვის ქინაქინას ვიკეთებ ვენაში. ეს
ჩვეულებრივი მეთოდია.
პუარომ თავი გაგებით დაუკრა.
- სასტიკად მაცივებდა და ჩემს კარვამდე ძლივს მივაღწიე.
ჯერ წამლების ყუთი ვერ ვიპოვე, იქ აღარ დამხვდა, სადაც დავ-
ტოვე. ვიღაცას სხვაგან გადაედო. მერე, როცა ყუთი ვიპოვე,
შპრიცი ვერ ვნახე. ერთხანს ვეძებე, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე, ქი-
ნაქინის დიდი დოზა დავლიე და დავწექი.
ჟერარმა შეისვენა და განაგრძო:
- მისის ბოინტონის სიკვდილის ამბავი მზის ჩასვლის შემდეგ
გავიგეთ. იმის გამო, რომ თავის სავარძელში ჩვეულ პოზაში იჯ-
და და სავარძლის ზურგი მის სხეულს იჭერდა, დიდხანს ყურად-
ღება არავის მიუქცევია. მერე, შვიდის ნახევარზე, მსახური მივი-
და იმის სათქმელად, რომ ვახშამი მზად იყო და რაღაც არ
მოეწონა.
ჟერარმა დეტალურად აღწერა ბოინტონების გამოქვაბულის
ადგილმდებარეობა და მანძილი, რომლითაც ის საერთო კარვი-
დან იყო დაშორებული.
- მის კინგმა, კვალიფიცირებულმა ექიმმა, დაათვალიერა
ცხედარი. ჩემი შეწუხება არ მოინდომა. იცოდა, რომ ცუდად ვი-
ყავი. თუმცა მე მაინც ვერაფერს გავაკეთებდი. მისის ბოინტონი
კარგა ხნის მკვდარი იყო.
- ზუსტად რამდენი ხნის? - იკითხა პუარომ.

110 მკითხველთა ლიგა


- არა მგონია, მის კინგს ამისთვის დიდი ყურადღება მიექცია.
როგორც მივხვდი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არც მიუნიჭე-
ბია.
- შეუძლია ვინმეს, ის მაინც თქვას, როდის ნახეს მოხუცი ბო-
ლოს ცოცხალი?
პოლკოვნიკმა კერბერიმ ყელი ჩაიწმინდა და აიღო დოკუმენ-
ტი, რომელიც ოფიციალურს ჰგავდა.
- მისის ბოინტონს ლედი უესტჰოლმი და მის პირსი დღის 4
საათზე ელაპარაკნენ, მისი ვაჟი, ლენოქს ბოინტონი - ხუთის ნა-
ხევარზე; მისის ლენოქს ბოინტონს მასთან ხანგრძლივი საუბა-
რი ხუთი წუთით გვიან ჰქონდა; ქეროლ ბოინტონმაც უთხრა
ერთი-ორი სიტყვა დედამისს, ოღონდ ზუსტ დროს ვერ ამბობს,
თუმცა სხვა მოწმეების ჩვენებით ეს დაახლოებით ექვსის ათ
წუთზე იყო.
ჯეფერსონ ქოუფმა, ოჯახის ამერიკელმა მეგობარმა, მისის
ბოინტონი მძინარე დაინახა, როდესაც ლედი უესტჰოლმსა და
მის პირსთან ერთად ბანაკში ბრუნდებოდა. არ დალაპარაკებია.
ეს ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ხდებოდა. რეიმონდ ბოინტონი,
უმცროსი ვაჟიშვილი, როგორც ჩანს, უკანასკნელი ადამიანია,
ვინც მისის ბოინტონი ცოცხალი ნახა. ბანაკში დაბრუნების შემ-
დეგ დაახლოებით ხუთ საათსა და ორმოცდაათ წუთზე მასთან
მივიდა და ელაპარაკა. ცხედარი შვიდის ნახევარზე აღმოაჩინეს,
როდესაც მოხუცთან მსახური მივიდა იმის სათქმელად, რომ
ვახშამი მზად იყო.
- მას შემდეგ, რაც რეიმონდ ბოინტონი ელაპარაკა, და იმ
დრომდე, როდესაც მსახურმა მკვდარი ნახა, ქალს არავინ მიახ-
ლოებია? - იკითხა პუარომ.
- როგორც ვიცი, არა.
- მაგრამ ვიღაცას ეს უნდა გაეკეთებინა...

111 მკითხველთა ლიგა


- არა მგონია. იმ დროიდან მოყოლებული, დაახლოებით ექ-
ვსი საათის შემდეგ, ბანაკში მსახურები ფუსფუსებდნენ, ვახშმის
სამზადისში იყვნენ. ტურისტები თავიანთ კარვებში შედი--
გამოდიოდნენ. არავის დაუნახავს, რომ მისის ბოინტონს ვინმე
მიახლოებოდა.
- ესე იგი, რეიმონდ ბოინტონი ნამდვილად უკანასკნელი ადა-
მიანი იყო, ვინც დედა ცოცხალი ნახა?- იკითხა პუარომ. ექიმმა
ჟერარმა და პოლკოვნიკმა კერბერიმ ერთმანეთს სწრაფად გა-
დახედეს. პოლკოვნიკი მაგიდაზე თითები ააკაკუნა.
- სწორედ აქ რთულდება საქმე. განაგრძეთ, ჟერარ, ეს თქვე-
ნი საქმეა.
- როგორც უკვე გითხარით, სარა კინგმა, როდესაც ცხედარს
ათვალიერებდა, სიკვდილის ზუსტი დროის დადგენა საჭიროდ
არ ჩათვალა. მხოლოდ ის თქვა, რომ მისი გარდაცვალებიდან
უკვე კარგა ხანი იყო გასული. მაგრამ მეორე დღეს, როდესაც სა-
კუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე რაღაცების დაზუსტებას
ვცდილობდი, სასხვათაშორისოდ ვთქვი, მისის ბოინტონი უკა-
ნასკნელად რეიმონდმა ექვს საათსა და წუთებზე ცოცხალი ნახა-
მეთქი, მის კინგმა განმიცხადა, შეუძლებელია, რადგან მისის
ბოინტონი ამ დროისათვის უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყოო, და
ამან ძალიან გამაოცა.
პუარომ წარბები აზიდა.
- უცნაურია, უკიდურესად უცნაური. მესიე რეიმონდ ბოინტონ-
მა რა თქვა ამის თაობაზე?
- იფიცება, რომ დედამისი ცოცხალი იყო. მისულა და უთ-
ქვამს: „დედა, დავბრუნდი, იმედია, კარგად ხარო“ - მოკლედ,
რაღაც ამგვარი. რეიმონდი ამბობს, რომ დედამისმა მხოლოდ
ჩაილაპარაკა, კარგად ვარო და ისიც თავის კარავში წავიდა.
პუარომ წარბები შეჭმუხნა, დაბნეული ჩანდა.

112 მკითხველთა ლიგა


- საინტერესოა, უკიდურესად საინტერესო. მითხარით, ამ
დროისათვის უკვე ბინდდებოდა?
- მზე ის-ის იყო ჩადიოდა.
- საინტერესოა. ექიმო ჟერარ, ცხედარი თქვენ როდის ნახეთ?
- მხოლოდ მეორე დღეს. უფრო ზუსტად, დილის 9 საათზე.
- თქვენი შეფასებით, როდის გარდაიცვალა ქალი?
ფრანგმა მხრები აიჩეჩა.
- ამდენი ხნის გასვლის შემდეგ ზუსტად თქმა ძნელია. ცდომი-
ლება აუცილებლად რამდენიმე საათი იქნება. ფიცის ქვეშ რომ
ვაძლევდე ჩვენებას, ვიტყოდი, რომ იმ დროისათვის, როდესაც
მე ცხედარი დავათვალიერე, არანაკლებ თორმეტი საათისა და
არა უმეტეს თვრამეტი საათის მკვდარი იყო, მაგრამ ეს თქვენ
არაფერში დაგეხმარებათ.
- განაგრძეთ, ჟერარ, - ჩაერია პოლკოვნიკი, - დანარჩენიც
მოუყევით.
- როდესაც დილით ავდექი, - განაგრძო ჟერარმა, - შპრიცი
ვიპოვე. ის სარკესთან, ჩემი ფლაკონების ყუთის უკან იდო.
ჟერარი წინ გადმოიხარა.
- ალბათ, იფიქრებთ, რომ წინადღესაც იქ იყო, მაგრამ მე ვერ
დავინახე. მალარიის მძიმე შეტევა მქონდა, მთელი ტანით ვძაგ-
ძაგებდი. ისედაც ხომ ხშირად ხდება, რომ ეძებ იმას, რაც ცხვირ-
წინ გიდევს, მაგრამ ვერ პოულობ, მაგრამ დაბეჯითებით შემიძ-
ლია გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ წინადღეს შპრიცი იქ
არ იყო.
- და კიდევ რაღაც... - თქვა კერბერიმ.
- დიახ, კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: მკვდარი ქალის
მაჯაზე კვალი ვნახე და შესაძლებელია, ეს შპრიცის კვალი ყო-
ფილიყო. მართალია, მის ქალიშვილს ეს ქინძისთავის ჩხვლე-
ტის შედეგად მიაჩნია...
- რომელ ქალიშვილს? - შეაწყვეტინა პუარომ.
113 მკითხველთა ლიგა
- ქეროლს.
- გასაგებია, გთხოვთ, განაგრძეთ.
- და უკანასკნელი ფაქტი: როდესაც ჩემს პატარა წამლების
ყუთს ვათვალიერებდი, შევამჩნიე, რომ ჩემი დიგიტოქსინის მა-
რაგი შესამჩნევად შემცირებულიყო.
- დიგიტოქსინი... ეს ხომ შხამია, რომელიც გულზე მოქმე-
დებს!
- დიახ, მას Digitalis Purpurea-სგან, ჩვენებურად, ფუტკარას-
გან იღებენ. არსებობს ოთხი აქტიური ნივთიერება:
დიგიტალინი- დიგიტონინი-დიგიტალეინი და დიგიტოქსინი.
ამათგან დიგიტოქსინი დიგიტალისის ფოთლებიდან მიღებულ
ყველაზე შხამიან ნივთიერებად ითვლება. ქოუფმა ექსპერიმენ-
ტებით დაადგინა, რომ ის ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დიგი-
ტალინი და დიგიტალეინი. ის საფრანგეთში ოფიციალურად გა-
მოიყენება, მაგრამ ბრიტანულ ფარმაკოლოგიაში - არა.
- და დიგიტოქსინის დიდი დოზა?
- სისხლში ინტრავენურად შეშვებული დიგიტოქსინის დიდი
დოზა გულის დამბლას და აქედან გამომდინარე, უეცარ სიკ-
ვდილს იწვევს, - თქვა ექიმმა ჟერარმა მწუხარედ, - დადგენი-
ლია, რომ ზრდასრული მამაკაცისათვის ოთხი მილიგრამი შეიძ-
ლება ფატალური აღმოჩნდეს.
- მისის ბოინტონს კი გულის პრობლემები უკვე ჰქონდა.
- დიახ. ის იღებდა პრეპარატს, რომელიც დიგიტალისს
შეიცავდა.
- ეს, - თქვა პუარომ, - უკიდურესად საინტერესოა.
- გინდათ თქვათ, რომ მისი სიკვდილი მისივე წამლის ზედმე-
ტი დოზის გამოყენებამ გამოიწვია?
- ეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უფრო მეტს ვგულისხმობდი.
- ზოგიერთი თვალსაზრისით, დიგიტალინი შეიძლება კუმუ-
ლაციურ პრეპარატად ჩაითვალოს. მეტიც, დიგიტალინის პრეპა-
114 მკითხველთა ლიგა
რატმა შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს და არ დატოვოს კვა-
ლი, რომლის აღმოჩენა გაკვეთის დროს იქნება შესაძლებელი.
პუარომ თავი ნელა დააქნია. სახეზე კმაყოფილება ეტყობო-
და.
- დიახ, ეს ჭკვიანურია, ძალიან ჭკვიანური. მსაჯულებს ამას
ვერაფრით დაუმტკიცებ. მინდა გითხრათ, ჯენტლმენებო, თუ ეს
მკვლელობაა, ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანის ჩადენი-
ლია. შპრიცით შეჰყავთ შხამი, რომელსაც მსხვერპლი თავისი
წამლიდან ისედაც იღებს, ხოლო შეცდომის ან შემთხვევითობის
ალბათობა უზარმაზარია. ჰო, აქ არაორდინარული ტვინის ადა-
მიანი მოქმედებდა... ფრთხილად... გენიალურია!
რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა. მერე თავი ასწია.
- და მაინც, ერთი რამ ვერ გამიგია.
- რა?
- შპრიცის მოპარვა.
- დიახ, ვიღაცამ წაიღო.
- წაიღო და დააბრუნა.
- დიახ.
- უცნაურია, ძალიან უცნაური. ამის გარდა, ყველაფერი თა-
ვის ადგილზე ისე კარგად ლაგდება.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ინტერესით შეხედა.
- მოკლედ, როგორია თქვენი, როგორც ექსპერტის შეხედუ-
ლება? ეს მკვლელობა იყო თუ არა?
პუარომ ხელი ასწია.
- ერთი წუთით. ჯერ ამ მომენტამდე არ მივსულვართ. არსე-
ბობს კიდევ ერთი მტკიცებულება.
- რა მტკიცებულება? ჩვენ ყველაფერი გიამბეთ.
- ჰო, მაგრამ ეს ის მტკიცებულებაა, რომელსაც მე, ერკიულ
პუარო გაწვდით.

115 მკითხველთა ლიგა


პუარომ თავი დააქნია და მათი გაოგნებული სახეების დანახ-
ვაზე ოდნავ გაეღიმა.
- სასაცილოა, არა? მე, ვისაც თქვენ ყველაფერი უამბეთ, სა-
ნაცვლოდ გთავაზობთ ერთ მტკიცებულებას, რომლის შესახებაც
თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ. ყველაფერი ასე იყო: ერთ ღამეს
სასტუმრო „სოლომონში“ ფანჯარასთან მივდივარ. მინდა დავ-
რწმუნდე, რომ დაკეტილია.
- დაკეტილია თუ ღია? - იკითხა კერბერიმ.
- დაკეტილი, - მტკიცედ თქვა პუარომ, - ღია იყო და, ბუნებრი-
ვია, დაკეტვას ვაპირებ, მაგრამ, სანამ ამას გავაკეთებ, სანამ ხე-
ლი საკეტზე მიდევს, ლაპარაკი მესმის. სასიამოვნო, დაბალი,
მკაფიო ხმაა. მღელვარებისგან ცოტა კანკალებს. საკუთარ თავს
ვეუბნები, რომ თუ ამ ხმას კიდევ გავიგონებ, აუცილებლად ვიც-
ნობ.
და რას ამბობს ეს ხმა? ის ამბობს: „ხომ ხვდები, რომ მისი
მოკვლა მოგვიწევს?“ იმ მომენტში, naturellement24 არ ვფიქ-
რობ, რომ ლაპარაკი ნამდვილ მკვლელობაზეა. ადამიანს, რომ-
ლის ხმაც მესმის, მწერლად ან დრამატურგად ვთვლი, მაგრამ
ახლა დარწმუნებული აღარ ვარ. უფრო სწორად, დარწმუნებუ-
ლი ვარ, მაგრამ საწინააღმდეგოში.
ხანმოკლე დუმილის შემდგომ პუარომ განაგრძო:
- ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ეს სიტყვები თქვა ახალ-
გაზრდამ, რომელიც მოგვიანებით სასტუმროს ჰოლში ვნახე.
როდესაც ვიკითხე, მითხრეს, ამ კაცის სახელი და გვარი
რეიმონდ ბოინტონიაო.

24 Naturellement (ფრანგ.) - ბუნებრივია.

116 მკითხველთა ლიგა


თავი 15

- ეს რეიმონდ ბოინტონმა თქვა?! - წამოიძახა ფრანგმა.


- თქვენ ეს წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, ფსიქოლოგიურად? -
მშვიდად ჰკითხა პუარომ.
ჟერარმა თავი გააქნია.
- არა, ამას არ ვიტყოდი. გაკვირვებული ნამდვილად ვარ და
გაკვირვებული სწორედ იმიტომ ვარ, რომ რეიმონდ ბოინტონი
ეჭვმიტანილის როლს ყველაზე მეტად შეეფერება.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ამოიოხრა, თითქოს ამბობდა, „ოჰ,
ეს ფსიქოლოგი ტიპები“.
- საკითხი ახლა ასე დგას, - ჩაილაპარაკა მან, - რის გაკეთე-
ბას ვაპირებთ?
ჟერარმა მხრები აიჩეჩა.
- ვერ წარმომიდგენია, რისი გაკეთება შეგიძლიათ, - აღიარა
მან, - ამ მტკიცებულებას არადამაჯერებლად ჩათვლიან. თქვენ
შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ მკვლელობა მოხდა, მაგ-
რამ ამის დამტკიცება ძალიან გაგიჭირდებათ.
- გასაგებია, - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ, - ჩვენ ეჭვი
გვაქვს, რომ მკვლელობა მოხდა და არაფერი არ უნდა გავაკე-
თოთ? ეს არ მომწონს, - თქვა მან, - მე წესრიგის მოყვარული კა-
ცი ვარ.
- ვიცი, ვიცი, - პუარომ თავი თანაგრძნობით დააქნია, - თქვენ
ყველაფრის გარკვევა გინდათ. გინდათ, ზუსტად იცოდეთ, რა
მოხდა და როგორ. თქვენ, ექიმო ჟერარ? თქვენ თქვით, რომ
არაფრის გაკეთება არ შეიძლება, რომ მტკიცებულებას არადა-
მაჯერებლად ჩათვლიან. იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ, თუ ყვე-
ლაფერი ასე დარჩება, კმაყოფილი იქნებით?

117 მკითხველთა ლიგა


- ის საშინელი ადამიანი იყო, - ნელა თქვა ჟერარმა. ყველა
შემთხვევაში, მაინც მალე მოკვდებოდა, ერთი კვირის, თვის ან
წლის შემდეგ.
- მოკლედ, კმაყოფილი ხართ, - არ მოეშვა პუარო.
- ეჭვგარეშეა, რომ მისი სიკვდილი, როგორ გითხრათ, საზო-
გადოებისათვის სასიკეთოა, მის ოჯახს კი თავისუფლება მოუტა-
ნა. მათ განვითარების პერსპექტივა გაუჩნდათ. ისინი, ყველა,
კარგი და ჭკვიანი ადამიანები არიან. ახლა საზოგადოების სა-
სარგებლო წევრები გახდებიან. მისის ბოინტონის სიკვდილს,
როგორც მას მე ვხედავ, მხოლოდ კარგი შედეგი შეიძლება მოჰ-
ყვეს.
- მოკლედ, თქვენ კმაყოფილი ხართ? - მესამედ ჰკითხა
პუარომ.
- არა, - ჟერარმა მაგიდას მუშტი დაჰკრა, - კმაყოფილი არა
ვარ. ჩემი ინსტინქტი სიცოცხლის დაცვას მკარნახობს და არა
სიკვდილის დაჩქარებას. ამიტომ გონება ისევ და ისევ
იმეორებს, რომ ამ ქალის სიკვდილს მხოლოდ კარგი შედეგი
მოჰყვება, მაგრამ ქვეცნობიერად, მაინც, ამის წინააღმდეგი ვარ.
ჯენტლმენებო, ადამიანის უდროო სიკვდილში კარგი არაფერია.
პუარომ გაიღიმა და სავარძელში გადაწვა. თავისი მოთმინე-
ბის ფასად მიღებული პასუხით კმაყოფილი ჩანდა.
- მას მკვლელობა არ მოსწონს, ძალიან კარგი. არც მე მომ-
წონს, - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ. სავარძლიდან წამოდგა
და გრაფინიდან ვისკი და სოდიანი წყალი დაისხა. მისი სტუმრე-
ბის ჭიქები ისევ სავსე იყო.
- ახლა, - თქვა მან, - მოდი, საქმის გარემოებებს დავუბრუნ-
დეთ. რაიმეს გაკეთება მაინც თუ შეგვიძლია? არც ერთს არ მოგ-
ვწონს, მაგრამ შეიძლება შეგუებამ მოგვიწიოს. ფუჭ ფაციფუცს
აზრი არა აქვს, თუ შედეგს ვერ მიაღწევ.
ჟერარი წინ გადმოიხარა.
118 მკითხველთა ლიგა
- თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი როგორია, მესიე
პუარო? ექსპერტი თქვენ ხართ.
პუარო ცოტა ხანს დუმდა. საფერფლეებისა და ასანთის ღერე-
ბისაგან გულდასმით რაღაცას აშენებდა.
- თქვენ გინდათ, იცოდეთ, - თქვა მან ბოლოს, - პოლკოვნიკო
კერბერი, ვინ მოკლა მისის ბოინტონი. იმ შემთხვევაში, თუ ის
მოკლეს და ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა? ზუსტად რო-
გორ და როდის მოკლეს და, ფაქტობრივად, სრული სიმართლე
ამ შემთხვევის შესახებ?
- დიახ, ძალიან მინდა, - უემოციოდ თქვა პოლკოვნიკმა კერ-
ბერიმ.
- ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომლის გამოც თქვენ ამის
გაგებას ვერ შეძლებთ.
ექიმ ჟერარს სახეზე სკეპტიკური გამომეტყველება ჰქონდა,
ხოლო პოლკოვნიკი კერბერი დაინტერესებული ჩანდა.
- ოჰ, - თქვა მან, - ესე იგი, თქვენ არ... არა? ეს საინტერესოა.
და რის გაკეთებას გვთავაზობთ? მტკიცებულებების გამორიც-
ხვის მეთოდითა და შემდეგ დასკვნების გაკეთებით?
- ეს მაწყობს, - თქვა პოლკოვნიკმა.
- და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესწავლით.
- მგონი, ეგ ექიმ ჟერარს მოეწონება.
- და მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გადარჩევას დაამ-
თავრებთ, დასკვნებს გამოიტანთ, ცოტა ფსიქოლოგიასაც მოიშ-
ველიებთ... შლაპიდან ბაჭიას ამოაძვრენთ?
- უკიდურესად გაკვირვებული დავრჩები, თუ ამის გაკეთებას
ვერ შევძლებ, - თქვა პუარომ წყნარად.
პოლკოვნიკი კერბერი პუაროს თავისი ჭიქის ზევიდან უყუ-
რებდა. მისი გამოხედვა დაბნეული და გაფანტული აღარ იყო.
ახლა ის ზომავდა და აფასებდა.
ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩაიბურდღუნა:
119 მკითხველთა ლიგა
- თქვენ რას იტყვით, ექიმო ჟერარ?
- უნდა ვაღიარო, რომ წარმატების მიმართ სკეპტიკურად ვარ
განწყობილი... თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მესიე პუაროს
ბევრი რამ შეუძლია.
- მე ნიჭიერი ვარ, დიახ, - თქვა პატარა კაცმა და მოკრძალე-
ბითყ გაიღიმა.
პოლკოვნიკმა კერბერიმ თავი გაატრიალა და ჩაახველა.
- პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, იყო ეს ჯგუფური მკვლე-
ლობა, ბოინტონების მთელი ოჯახის მიერ დაგეგმილი და გან-
ხორციელებული, თუ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ნამოქმე-
დარია. თუ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე, და ეს ყველაზე სა-
ვარაუდოა, უნდა გავარკვიოთ, რომელი მათგანი იზამდა ამას.
- თქვენი მოტანილი მტკიცებულების მიხედვით, პირველ რიგ-
ში, ეჭვმიტანილად რეიმონდ ბოინტონი უნდა განვიხილოთ, -
თქვა ექიმმა ჟერარმა.
- გეთანხმებით, - მიუგო პუარომ, - სიტყვები, რომლებიც შემ-
თხვევით მოვისმინე, და განსხვავება მათსა და ახალგაზრდა
ექიმი ქალის ჩვენებებს შორის უდავოდ ეჭვმიტანილთა სათავე-
ში აყენებს მას. ის უკანასკნელი იყო, ვინც მისის ბოინტონი ცოც-
ხალი ნახა. ეს მისი საკუთარი სიტყვებიდან ვიცით. სარა კინგის
ჩვენება კი ამას ეწინააღმდეგება. მითხარით, ექიმო ჟერარ, არის
იქ... უჰ, ეჰ... მოკლედ, თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ... ასე
დავარქვათ, რაიმე სახის სინაზე?
- აშკარად, - თავი დააქნია ფრანგმა.
- აჰა! ამ ახალგაზრდა ქალბატონს უკან გადავარცხნილი შავი
თმა, დიდი თაფლისფერი თვალები და ძალიან გაბედული ქცევა
აქვს. ასეა?
- დიახ, ეს ძალიან ზუსტი აღწერილობაა, - გაკვირვებისაგან
პირი დააღო ექიმმა ჟერარმა.

120 მკითხველთა ლიგა


- ვფიქრობ, სასტუმრო „სოლომონში“ ვნახე. იმ რეიმონდ ბო-
ინტონს ელაპარაკებოდა, მისი წასვლის შემდეგ კი ბოინტონი
ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიზმარში იყო. ლიფტის კარში
გაჩხერილიყო. სანამ რაიმეს გავაგებინებდი და გაიწეოდა, რამ-
დენჯერმე მომიხდა მეთქვა: „მაპატიეთ“.
პუარო რამდენიმე წუთი ფიქრებში იყო წასული.
- ესე იგი, - თქვა მან ბოლოს, - დავიწყოთ იმით, რომ მის კინ-
გის სამედიცინო ჩვენებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ის და-
ინტერესებული მხარეა.
მერე კი განაგრძო:
- მითხარით, ექიმო ჟერარ, როგორ ფიქრობთ, მისტერ ბოინ-
ტონის ტემპერამენტის გათვალისწინებით, ადვილად შეძლებდა
ის მკვლელობის ჩადენას?
- თქვენ წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ მკვლელობას გუ-
ლისხმობთ? - ნელა დაიწყო ექიმმა ჟერარმა, - დიახ, ვფიქრობ,
ეს შესაძლებელია, მაგრამ ძლიერი ემოციური დაძაბულობის
მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო.
- ფიქრობთ, ასეთ მდგომარეობაში იყო?
- აშკარად. საზღვარგარეთ მოგზაურობამ უდავოდ გაზარდა
ნერვიული და ფსიქიკური დაძაბულობა, რაშიც ამ ოჯახის ყველა
წევრს უწევდა ცხოვრება. მათთვის უფრო აშკარა გახდა კონ-
ტრასტი, რომელიც სხვა ადამიანებისა და მათ ცხოვრებას შო-
რის არსებობდა. რეიმონდ ბოინტონის შემთხვევაში კი...
- დიახ?
- სარა კინგით ძლიერი გატაცება მისთვის დამატებითი სირ-
თულე გახდა.
- ეს მის მოტივს კიდევ უფრო გააძლიერებდა და დამატებით
სტიმულსაც მისცემდა.
- ასეა.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ჩაახველა.
121 მკითხველთა ლიგა
- ერთი წუთით, უნდა ჩაგერიოთ. ამ ბიჭის ნათქვამი სიტყვები:
„ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“ - აშკარად ვიღა-
ცისთვის იყო ნათქვამი, არა?
- ლოგიკური კითხვაა, - თქვა პუარომ, - მე ეს არ დამვიწყებია.
დიახ, ვის ელაპარაკებოდა რეიმონდ ბოინტონი? ეჭვგარეშეა, ეს
მისი ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომელი? ექიმო
ჟერარ, შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ ოჯახის სხვა წევრების სუ-
ლიერ მდგომარეობაზე?
ჟერარმა მაშინვე უპასუხა:
- ქეროლ ბოინტონი, ვიტყოდი, რეიმონდის მსგავს მდგომა-
რეობაში იყო. ამბოხის სურვილი, რომელსაც მწვავე ნერვიული
დაძაბულობა ახლდა თან, მაგრამ მისი მდგომარეობა სქესის
ფაქტორით არ იყო დამძიმებული. ლენოქს ბოინტონს ამბოხის
სტადია გავლილი ჰქონდა და უკვე აპათიაში იყო. ვფიქრობ,
კონცენტრირებაც კი უჭირდა. მის გარშემო არსებულ რეალობა-
ზე რეაქცია მხოლოდ საკუთარ თავში უფრო და უფრო ჩაკეტვა
იყო. ტიპური ინტროვერტისათვის დამახასიათებელი საქ-
ციელია.
- და მისი ცოლი?
- მის ცოლს - დაღლილსა და უბედურს - შინაგანი კონფლიქ-
ტის ნიშნები ვერ შევატყვე. როგორც ვფიქრობ, ის გადაწყვეტი-
ლების მიღების ზღვარზე მერყეობდა.
- და რა გადაწყვეტილება იქნებოდა ეს?
- დაეტოვებინა ქმარი თუ არა, - თქვა ექიმმა ჟერარმა და ჯე-
ფერსონ ქოუფთან საუბრის შინაარსს მოჰყვა.
პუარომ გაგებით დაუკრა თავი.
- და სულ უმცროს გოგონაზე რას იტყვით? ჯინევრა ჰქვია,
არა?
ფრანგს სახე დაუსევდიანდა.

122 მკითხველთა ლიგა


- ჩემი აზრით, სულიერად უკიდურესად მძიმე და საშიშ მდგო-
მარეობაშია. უკვე შიზოფრენიის სიმპტომებს ამჟღავნებს. თავი-
სი ცხოვრების სიმძიმეს ვერ უძლებს და თავის დაღწევას ფანტა-
ზიის სამყაროში ცდილობს. ვშიშობ, დევნის მანიაც უყალიბდე-
ბა... ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელია, გარშემო
მტრები ახვევია და საფრთხეშია, მოკლედ, ყველა ნიშანი აქვს,
რაც ამ მდგომარეობისათვის არის დამახასიათებელი.
- და ეს საშიშია?
- ძალიან. ეს დასაწყისია. ხშირად ასეთი მდგომარეობა
მკვლელობის მანიით მთავრდება. მსხვერპლი კლავს არა იმი-
ტომ, რომ მკვლელობის წყურვილს გრძნობს, ის თავს იცავს.
კლავს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ გახდეს მკვლელობის
მსხვერპლი. მისი აზრით, ეს უკიდურესად გონივრულია.
- მოკლედ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჯინევრა ბოინტონს შეეძ-
ლო დედის მოკვლა?
- დიახ, მაგრამ ეჭვი მეპარება, საიმისო ცოდნა ჰქონდეს, რომ
ეს ასეთი გზით გაეკეთებინა. ამ კლასის მანიით შეპყრობილების
ეშმაკობები ძალიან მარტივი და აშკარაა. გარდა ამისა, დარწმუ-
ნებული ვარ, რომ ბევრად შთამბეჭდავ მეთოდს აარჩევდა.
- მაგრამ მისი გამორიცხვა არ შეიძლება, არა?
- დიახ, - აღიარა ჟერარმა.
- და შემდეგ, როდესაც მკვლელობა უკვე ჩადენილი იყო, რო-
გორ ფიქრობთ, ოჯახმა იცოდა, ვინ გააკეთა ეს?
- იციან, - მოულოდნელად თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ, -
თუ ოდესმე შევხვედრივარ ადამიანების ჯგუფს, რომელსაც რა-
ღაც აქვს დასამალი, ეს ბოინტონები არიან. აშკარად რაღაცას
მალავენ.
- ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ, ყველაფერი გვითხრან, -
თქვა პუარომ.
- მესამე ხარისხი? - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ.
123 მკითხველთა ლიგა
- არა, - თავი გააქნია პუარომ, - უბრალოდ, ჩვეულებრივი
საუბარი. იცით, საბოლოოდ, ადამიანები სიმართლეს გეუბნები-
ან, რადგან ეს ბევრად ადვილია! გამოგონების უნარის მუდმივი
დაძაბვა არ არის საჭირო. შეიძლება ადამიანმა თქვას ერთი ან
ორი ტყუილი, სამი, ოთხი, მაგრამ ტყუილების მუდმივად ლაპა-
რაკს ვერავინ შეძლებს. ამგვარად, სიმართლე აშკარა ხდება.
- ამაში რაღაც არის, - დაეთანხმა კერბერი და მერე ჯიქურ
ჰკითხა პუაროს, - თქვენ ამბობთ, რომ მათ დაელაპარაკებით?
ესე იგი, თანახმა ხართ, ამ საქმეს ხელი მოჰკიდოთ?
პუარომ თავი დაუკრა.
- მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ის, რასაც
თქვენ მოითხოვთ და რის გარკვევასაც მე გპირდებით, სიმარ-
თლეა. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, მაშინაც კი, როცა სრული
სიმართლე გვეცოდინება, შეიძლება მტკიცებულებები არ გვქონ-
დეს. უფრო სწორად, არ გვექნება მტკიცებულებები, რომლებიც
სასამართლოს დააკმაყოფილებს. გამიგეთ?
- კარგად, - თქვა კერბერიმ, - თქვენ მაწვდით სიმართლეს
იმის შესახებ, რაც მოხდა. მერე უკვე ჩემი გადასაწყვეტია, შესაძ-
ლებელია ასეთ სიტუაციაში მოქმედება თუ არა. მით უმეტეს, თუ
საქმის საერთაშორისო ასპექტებს გავითვალისწინებთ. ყოველ
შემთხვევაში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. არანაირი
უწესრიგობა არ იქნება. უწესრიგობა ძალიან არ მიყვარს.
პუარომ გაიღიმა.
- და კიდევ ერთი რამ, - განაგრძო კერბერიმ, - ბევრ დროს
ვერ მოგცემთ. ამ ადამიანებს უსასრულოდ აქ ვერ გავაჩერებ.
- თქვენ მათი დატოვება ოცდაოთხი საათის მანძილზე შეგიძ-
ლიათ, სიმართლე კი ხვალ ღამისათვის გეცოდინებათ.
კერბერი გაოგნებული მიაშტერდა.
- საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებული ხართ, არა?

124 მკითხველთა ლიგა


- საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვიცი, - ჩაილაპარაკა
პუარომ.
ასეთი არაბრიტანული დამოკიდებულებით უხერხულ მდგო-
მარეობაში ჩავარდნილმა კერბერიმ გვერდზე გაიხედა და თავი-
სი აწეწილი ულვაშის თითებით დავარცხნა დაიწყო.
- კარგი, - ჩაილაპარაკა მან, - თქვენი გადასაწყვეტია.
- თუ ამ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, - უთხრა ექიმმა ჟე-
რარმა, - ვაღიარებ, რომ ნამდვილად ფენომენი ხართ.

125 მკითხველთა ლიგა


თავი 16

სარა კინგი პუაროს ხანგრძლივად და ყურადღებით ათვა-


ლიერებდა - კვერცხისებრი თავი, უზარმაზარი ულვაში, პეწიანი
გარეგნობა და საეჭვოდ შავი თმა. მზერაში ეჭვი შეეტყო.
- აბა, მადმუაზელ, დაკმაყოფილდით?
სარა გაწითლდა, როდესაც მის თვალებში ონავრული, ირო-
ნიული ნაპერწკალი შენიშნა.
- ბოდიშს გიხდით, - თქვა შემცბარმა.
- Du tout!25 რომ გამოვიყენო გამოთქმა, რომელიც ცოტა ხნის
წინ ვისწავლე - სწრაფი მზერით შემაფასეთ, ასე არ არის?
- დიახ, - გაეღიმა სარას, - ყოველ შემთხვევაში, თქვენც შე-
გიძლიათ იგივე გააკეთოთ, - თქვა მან.
- რა თქმა უნდა, და ეს შესაძლებლობა უკვე გამოვიყენე.
სარამ სწრაფად შეხედა. მის კილოში რაღაც იგრძნობოდა,
მაგრამ მერე შეამჩნია, როგორი თვითკმაყოფილი გამომეტყვე-
ლებით იგრეხდა პუარო ულვაშს და უკვე მეორედ გაიფიქრა: „ეს
კაცი თაღლითია!“
საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა, სკამზე გასწორდა და ინ-
ტერესით თქვა:
- არა მგონია, ამ საუბრის საგანი მესმოდეს.
- ძვირფასმა ექიმმა ჟერარმა არ აგიხსნათ?
- ექიმი ჟერარის არ მესმის. როგორც ეტყობა, ის ფიქრობს...
- „რაღაც ყარს დანიის სამეფოში“,26 - წარმოთქვა ციტატა
პუარომ, - ხომ ხედავთ, თქვენი შექსპირიც ვიცი.

25 Du tout (ფრანგ.) - არაფრის.

126 მკითხველთა ლიგა


სარამ ხელი აიქნია, თითქოს შექსპირი მოიშორა თავიდან.
- რის გამოა ეს აურზაური ატეხილი? - მკაცრად იკითხა მან.
- Eh bien,27 დავიჯერო, თქვენ არ გინდათ ამ საქმის შესახებ
სიმართლის გაგება?
- მისის ბოინტონის სიკვდილს გულისხმობთ?
- დიახ?
- არ გეჩვენებათ, რომ ეს არის აურზაური არაფრის გამო?
თქვენ სპეციალისტი ხართ და თქვენთვის ბუნებრივია...
პუარომ წინადადება მის მაგივრად დაასრულა:
- ჩემთვის ბუნებრივია, მკვლელობა ვიეჭვო, როგორც კი ამის
სულ მცირე საბაბი მექნება?
- დიახ, ალბათ.
- თქვენ თვითონ მისის ბოინტონის სიკვდილი საეჭვოდ არ მი-
გაჩნიათ?
სარამ მხრები აიჩეჩა.
- პეტრაში რომ ყოფილიყავით, მიხვდებოდით, რომ ეს მოგ-
ზაურობა მოხუცი ქალისათვის, რომელსაც არადამაკმაყოფილე-
ბელი კარდიალური მდგომარეობა ჰქონდა, ნამდვილად ზედმე-
ტი დატვირთვა იყო.
- ესე იგი, თქვენთვის აქ ყველაფერი ნათელია.
- რა თქმა უნდა. ექიმ ჟერარის დამოკიდებულება ნამდვილად
არ მესმის. მან ამის შესახებ არაფერი იცის. მას ციება ჰქონდა
და იწვა. ბუნებრივია, მისი ბრწყინვალე სამედიცინო ცოდნის წი-
ნაშე ქედს ვიხრი, მაგრამ ამ საქმეში საეჭვო ნამდვილად არაფე-

26„რაღაც ყარს დანიის სამეფოში“ - შექსპირი, „ჰამლეტი“, 1 აქ-


ტი, მოქმედება 4.
27 Eh bien (ფრანგ.) - მაშ, მაშ, ასე, აბა.

127 მკითხველთა ლიგა


რია. თუ ჩემი დასკვნა სანდო არ არის, შეუძლიათ იერუსალიმში
გაკვეთონ.
პუარო ერთხანს დუმდა.
- არსებობს ფაქტი, მის კინგ, რომლის შესახებ ჯერ არაფერი
იცით. ექიმ ჟერარს თქვენთვის არ უთქვამს.
- რა ფაქტი?
- ექიმ ჟერარის სამგზავრო სამედიცინო ჩემოდნიდან წამლის
- დიგიტოქსინის მარაგი გაქრა.
სარამ საქმესთან დაკავშირებული ეს ახალი ასპექტი სწრა-
ფად გააცნობიერა და მის ერთ საეჭვო მომენტს ასევე სწრაფად
ჩაეჭიდა.
- ექიმი ჟერარი ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია?
პუარომ მხრები აიჩეჩა.
- როგორც იცით, მადმუაზელ, ექიმები განცხადებების გაკე-
თებისას ძალიან ფრთხილობენ.
- ოჰ, რა თქმა უნდა, ეს შეგეძლოთ არც გეთქვათ, მაგრამ
ექიმ ჟერარს იმ დროს მალარიის შეტევა ჰქონდა.
- მართალი ხართ.
- წარმოდგენა მაინც თუ აქვს, როდის შეიძლებოდა ვინმეს წა-
მალი აეღო?
- პეტრაში ჩამოსვლის ღამეს მას თავი ასტკივდა და ფენაცე-
ტინი დასჭირდა. ამიტომ ჩემოდნის გახსნა და შიგნით ჩახედვა
მოუხდა. ის თითქმის დარწმუნებულია, რომ მეორე დილით, რო-
დესაც ფენაცეტინი უკან ჩადო და ჩემოდანი ჩაკეტა, ყველა წამა-
ლი ადგილზე იყო.
- თითქმის... - თქვა სარამ.
- დიახ, არსებობს ეჭვი. ექიმ ჟერარს ეჭვი აქვს, ისევე რო-
გორც ექნებოდა ნებისმიერ პატიოსან ადამიანს მის ადგილას.
სარამ თავი დააქნია.

128 მკითხველთა ლიგა


- დიახ, ვიცი. ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველა-
ფერში დარწმუნებულები არიან, არავინ უჯერებს ხოლმე. მიუხე-
დავად ამისა, მესიე პუარო, ეს მტკიცებულება ძალიან მყიფეა.
მეჩვენება... - სარამ სიტყვა შეწყვიტა, პუარომ კი წინადადება
მის ნაცვლად დაასრულა:
- გეჩვენებათ, რომ ამ საქმისათვის ხელი არ უნდა მომეკიდა.
სარამ პირდაპირ თვალებში შეხედა.
- გულახდილად რომ გითხრათ, ასეა. დარწმუნებული ხართ,
მესიე პუარო, რომ ეს საქმე „რომაულ არდადეგებს“(„რომაული
არდადეგები“ - აქ: გართობა სხვების ტანჯვის ხარჯზე; ძველ
რომში დღესასწაულებზე გლადიატორთა ბრძოლები იმართებო-
და.) არ ჰგავს?
პუარომ გაიღიმა.
- ოჯახის ცხოვრება ისედაც არეულია, მისი წევრები შეწუხებუ-
ლები არიან, ერკიულ პუარომ კი დეტექტივის თამაშით გართო-
ბა გადაწყვიტა?
- თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ
სწორედ ასეა?
- ესე იგი, თქვენ ბოინტონების ოჯახის მხარეს ხართ, მად-
მუაზელ?
- დიახ, ასეა. მათ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს და ვალდე-
ბული არ არიან, კიდევ მეტს გაუძლონ.
- La maman28 კი ანჩხლი, დესპოტი, საშინელი ხასიათის იყო
და ჯობდა, მომკვდარიყო. ასეა, არა, hein?29

28 La maman (ფრანგ.) - დედა, დედიკო, დედილო.


29 Hein (ფრანგ.) - ჰა, ჰმ.

129 მკითხველთა ლიგა


- როდესაც ასე ლაპარაკობთ... - სარა შეყოყმანდა, გაწით-
ლდა და განაგრძო, - გეთანხმებით, რომ ასეთი რამეები მხედვე-
ლობაში მისაღები არ არის.
- მაგრამ ზოგიერთი მაინც იღებს მხედველობაში! თქვენ აკე-
თებთ ამას, მადმუაზელ, მე კი არა. ჩემთვის მნიშვნელობა არა
აქვს, მსხვერპლი წმინდანი იყო თუ ურჩხული. ეს არ მაღელვებს.
ფაქტი ფაქტად რჩება - ადამიანს სიცოცხლე წაართვეს. ყოველ-
თვის ვიტყვი, რომ მკვლელობას არასოდეს შევურიგდები.
- მკვლელობა? - მჭახედ წამოიძახა სარამ, - მაგრამ ამის რა
მტკიცებულება არსებობს? თვითონ ექიმი ჟერარიც კი არ არის
დარწმუნებული.
- მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მტკიცებულება, მადმუაზელ.
- რას გულისხმობთ? - ხმა ისევ მჭახე ჰქონდა.
- ინიექციის კვალი მკვდარი ქალის მაჯაზე. და მეტიც, სიტყვე-
ბი, რომლებიც შემთხვევით გავიგონე, ნათელ, მშვიდ ღამეს
იერუსალიმში, როდესაც ფანჯარასთან მივედი, რომ დამეკეტა.
გითხრათ, რა სიტყვები იყო ეს, მის კინგ? გავიგონე, როგორ ამ-
ბობდა რეიმონდ ბოინტონი: „ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა
მოგვიწევს?“
პუარომ შენიშნა, როგორ წაუვიდა ფერი სარას.
- თქვენ ეს მოისმინეთ? - იკითხა მან.
- დიახ.
სარა ერთხანს სივრცეს გაჰყურებდა.
- და სწორედ თქვენ უნდა მოგესმინათ ეს სიტყვები.
- დიახ, სწორედ მე უნდა მომესმინა. ასე ხდება ხოლმე. ახლა
ხომ ხვდებით, რატომ მიმაჩნია აუცილებლად ამ საქმის გამო-
ძიება?
- ვფიქრობ, მართალი ხართ, - ხმადაბლა თქვა სარამ.
- აჰა! და თქვენ დამეხმარებით?
- რა თქმა უნდა.
130 მკითხველთა ლიგა
სარას ხმა საქმიანი ჰქონდა, უემოციო. პუაროს თვალებში
ცივად შეხედა.
პუარომ თავი დაუკრა.
- გმადლობთ, მადმუაზელ. ახლა გთხოვთ, საკუთარი სიტყვე-
ბით მომიყვეთ, ზუსტად რა გახსოვთ იმ ერთი კონკრეტული დღი-
დან.
სარა ჩაფიქრდა.
- დავიწყოთ იმით, რომ დილით ექსკურსიაზე წავედი. არც ერ-
თი ბოინტონი ჩვენთან ერთად არ იყო. ისინი ლანჩზე ვნახე. რომ
შევედით, ჭამას უკვე ამთავრებდნენ. მისის ბოინტონი უჩ-
ვეულოდ კარგ ხასიათზე იყო.
- როგორც ვხვდები, საერთოდ, მაინცდამაინც კეთილგანწყო-
ბილი არ იყო.
- არა, ნამდვილად არა, - სარა ცოტა დაიჭყანა. მერე უამბო,
როგორ მისცა მისის ბოინტონმა ოჯახს უფლება, მის გარეშე წა-
სულიყვნენ სასეირნოდ.
- ესეც უჩვეულო იყო, არა?
- დიახ, ჩვეულებრივ, ყველა მის გვერდით უნდა ყოფილიყო.
- არ ფიქრობთ, რომ მოულოდნელად სინანული იგრძნო და
როგორც იტყვიან, un bon moment30 ჰქონდა?
- არა, ასე არ ვფიქრობ, - მტკიცედ თქვა სარამ.
- მაშინ, რა იფიქრეთ?
- დაბნეული ვიყავი. ვეჭვობდი, რომ ეს კატათაგვობანას თა-
მაში იყო.
- ხომ არ დააზუსტებდით, მადმუაზელ?

30
Un bon moment (ფრანგ.) - შესაფერისი მომენტი, მარჯვე შემ-
თხვევა.

131 მკითხველთა ლიგა


- კატა სიამოვნებას იღებს, როცა დაჭერილ თაგვს უშვებს, რა-
თა ისევ დაიჭიროს. მისის ბოინტონი ასეთი ბუნების ქალი იყო.
მაშინვე ვიფიქრე, რომ რაღაც ახალი სისაძაგლე ჩაიფიქრა.
- მერე რა მოხდა, მადმუაზელ?
- ბოინტონები წავიდნენ.
- ყველანი?
- არა, ყველაზე უმცროსი, ჯინევრა, კარავში დატოვეს. დედა-
მისმა დასვენება უბრძანა.
- თვითონ უნდოდა დასვენება?
- არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ის გააკეთა,
რაც უთხრეს. დანარჩენები წავიდნენ. მე და ექიმი ჟერარი მოგ-
ვიანებით შევუერთდით.
- როდის მოხდა ეს? დაახლოებით ოთხის ნახევარზე? მისის
ბოინტონი სად იყო ამ დროს?
- ნადინმა - ახალგაზრდა მისის ბოინტონმა - გამოქვაბულის
შესასვლელთან სკამზე დასვა.
- განაგრძეთ.
- როდესაც მოსახვევში მოვუხვიეთ, მე და ექიმი ჟერარი და-
ნარჩენებს დავეწიეთ. ყველა ერთად მივდიოდით. ცოტა ხნის
შემდეგ ის უკან გაბრუნდა. ბოლო რამდენიმე წუთი უცნაურად
გამოიყურებოდა. მივხვდი, რომ ციება ჰქონდა. მინდოდა, მას-
თან ერთად დავბრუნებულიყავი ბანაკში, მაგრამ მას ამის გაგო-
ნებაც არ უნდოდა.
- რომელი საათი იყო?
- ალბათ, ოთხი.
- დანარჩენები?
- ჩვენ გზა განვაგრძეთ.
- ყველა ერთად იყავით?
- თავიდან - კი, მერე გავიყავით, - სარამ სწრაფად განაგრძო,
თითქოს მიხვდა, შემდეგი შეკითხვა რა იქნებოდა.
132 მკითხველთა ლიგა
- ნადინ ბოინტონი და მისტერ ქოუფი ერთი მიმართულებით
წავიდნენ, ქეროლი, ლენოქსი, რეიმონდი და მე - მეორე მიმარ-
თულებით.
- და ასე ერთად განაგრძობდით სეირნობას?
- არა, მე და რეიმონდი დანარჩენებს ჩამოვრჩით, დიდ ლოდ-
ზე დავსხედით და ველური ხედით ვტკბებოდით. მერე ის წავიდა,
მე კი ერთხანს იქ დავრჩი. დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო,
როდესაც საათს დავხედე და მივხვდი, ჯობდა, უკან დავბრუნებუ-
ლიყავი. ბანაკში ექვს საათზე დავბრუნდი. მზე ჩადიოდა.
- გზად მისის ბოინტონს ჩაუარეთ?
- შევამჩნიე, რომ ისევ ზევით, გამოქვაბულის შესასვლელთან
იჯდა სკამზე.
- არ გაგიკვირდათ, რომ ადგილიდან არ დაძრულა?
- არა, იმიტომ, რომ წინაღამეს, როდესაც ჩამოვედით, ზუს-
ტად ასე იჯდა იქ.
- გასაგებია. Continuez.31
- საერთო კარავში შევედი. დანარჩენები, ექიმი ჟერარის გა-
მოკლებით, იქ იყვნენ. კარავში წავედი, დავიბანე და უკან დავ-
ბრუნდი. ვახშამი შემოიტანეს და ერთ-ერთი მსახური მისის ბო-
ინტონის დასაძახებლად გავიდა. მალე უკანვე დაბრუნდა სირბი-
ლით და თქვა, ქალბატონი ავად გამხდარაო. სწრაფად გავეშუ-
რე იქით. მისის ბოინტონი ზუსტად ისევე იჯდა, როგორც ადრე,
მაგრამ, როგორც კი შევეხე, მივხვდი, რომ მკვდარი იყო.
- ეჭვი არ შეგპარვიათ, რომ შეიძლებოდა ბუნებრივი სიკვდი-
ლით არ ყოფილიყო გარდაცვლილი?
- არა. გაგებული მქონდა, რომ ავადმყოფი გული ჰქონდა,
თუმცა კონკრეტულად რით იყო დაავადებული, არავის უთქვამს.

31 Continuez (ფრანგ.) - განაგრძეთ.

133 მკითხველთა ლიგა


- უბრალოდ, იფიქრეთ, რომ ასე სკამზე მჯდომარე მოკვდა?
- დიახ.
- ისე, რომ დასახმარებლად არავის დაუძახა?
- დიახ. ასე ხდება ხოლმე. შეიძლება ძილშიც კი მოკვდა ან
თვლემის დროს. ყოველ შემთხვევაში, ნაშუადღევს მთელ ბა-
ნაკს ეძინა და ვერავინ გაიგონებდა, თუ ძალიან ხმამაღლა არ
დაიძახებდა.
- შეგიძლიათ თქვათ, დაახლოებით რამდენი ხნის მკვდარი
იყო?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არც მიფიქრია. გარ-
კვეული ხნის მკვდარი აშკარად იყო.
- გარკვეულ ხანში რას გულისხმობთ? - ჰკითხა პუარომ.
- ალბათ, ერთ საათზე მეტს. შესაძლოა, ბევრად მეტსაც. გა-
ხურებული ქვებით გარშემორტყმული სხეული შეიძლება
ჩვეულებრივზე ნელა გაცივდა.
- ერთ საათზე მეტს? იცით, მადმუაზელ კინგ, რომ რეიმონდ
ბოინტონი დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ელაპარაკა? ის
ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა.
ამჯერად სარამ პუაროს თვალი აარიდა, მაგრამ თავი გააქ-
ნია. ალბათ, შეეშალა. იქნებ ეს ლაპარაკი უფრო ადრე შედგა.
- არა, მადმუაზელ, ასე არ იყო.
სარამ ისევ შეხედა, სახეზე შეუვალი გამომეტყველება ჰქონ-
და. პუაროს ყურადღება მისი პირის მკაფიო, გამოკვეთილმა
მოყვანილობამ მიიქცია.
- იცით, მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ცხედრების დათვა-
ლიერების დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ საკმარისი
ვიცი იმისათვის, რომ ერთ რამეში დარწმუნებული ვიყო: როდე-
საც ცხედარი დავათვალიერე, მისის ბოინტონი, ყველაზე ცოტა,
ერთი საათის მკვდარი იყო.

134 მკითხველთა ლიგა


- ეს თქვენი საბოლოო დასკვნაა და აზრის შეცვლას არ აპი-
რებთ? - მოულოდნელად ჰკითხა პუარომ, - მაშინ როგორ ახ-
სნით, რატომ უნდა ეთქვა მისტერ ბოინტონს, რომ დედამისი
ცოცხალი იყო იმ დროს, როდესაც, თქვენი დასკვნის მიხედვით,
მკვდარი უნდა ყოფილიყო?
- წარმოდგენა არა მაქვს, - თქვა სარამ, - მათ დროზე საკმა-
ოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ყველას. ძალიან ნერვიულე-
ბი არიან, მთელი ოჯახი.
- მათ რამდენჯერ ელაპარაკეთ, მადმუაზელ?
სარა ცოტა ხანს დუმდა, შუბლი შეეჭმუხნა.
- შემიძლია ზუსტად გითხრათ, - თქვა მან, - რეიმონდ ბოინ-
ტონს ვაგონის განათებულ დერეფანში ველაპარაკე იერუსალი-
მიდან მგზავრობის დროს. ორჯერ ვესაუბრე ქეროლ ბოინტონს:
ერთხელ - „ომარის მეჩეთში“ და მეორედ, იმავე ღამეს, გვიან -
ჩემს საძინებელში. მისის ლენოქს ბოინტონს მეორე დილას ვე-
ლაპარაკე. სულ ეს არის. მისის ბოინტონის სიკვდილის დღეს,
სასეირნოდ ერთად წასვლამდე, მათთან მეტად აღარ მისაუბ-
რია.
- თვითონ მისის ბოინტონს არ დალაპარაკებიხართ?
სარა წამოწითლდა.
- ველაპარაკე. იერუსალიმიდან წამოსვლის დღეს სულ რამ-
დენიმე სიტყვა ვუთხარი, - შეჩერდა და შემდეგ უცებ ისე თქვა,
თითქოს წამოსცდა, - სიმართლე გითხრათ, ბრიყვულად მოვიქე-
ცი.
- მართლა?
პუარომ ეს ისეთი კილოთი თქვა, რომ სარამ თავი დაკითხვა-
ზე იგრძნო და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ საუბრის
დეტალების მოყოლა დაიწყო.
პუაროს დაინტერესება ეტყობოდა. ბევრი კითხვა დაუსვა და
ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა.
135 მკითხველთა ლიგა
- მისის ბოინტონის ფსიქიკა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელო-
ვანია, - თქვა მან, - თქვენ კი გარეშე ადამიანი ხართ და მიკერ-
ძოებული ვერ იქნებით, ამიტომ მის შესახებ თქვენი მონათხრო-
ბი უკიდურესად მნიშვნელოვანია.
სარას არაფერი უპასუხია. იმ საუბრის გახსენებამ ახლაც კი
უხერხულად აგრძნობინა თავი, იმდენად, რომ წამოახურა კი-
დეც.
- დიდი მადლობა, მადმუაზელ, ახლა სხვა მოწმეებს გავესა-
უბრები.
სარა წამოდგა.
- მაპატიეთ, მუსიე პუარო, მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, ერთ
რამეს შემოგთავაზებთ.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
- ხომ არ აჯობებს, ყველაფერი ეს აუტოფსიის შედეგების მი-
ღებამდე გადადოთ. მაშინ უკვე დანამდვილებით გეცოდინებათ,
აქვს თქვენს ეჭვებს საფუძველი თუ არა. ის, რასაც ახლა აკე-
თებთ, ურმის ცხენის წინ დაყენებას32 ჰგავს.
პუარომ მრავალმნიშვნელოვნად აიქნია ხელი.
- ეს პუაროს მეთოდია, - განაცხადა მან.
სარამ ტუჩები მაგრად მოკუმა და ოთახიდან გავიდა.

32ურმის ცხენის წინ დაყენება (ინგლ. იდიომ. To put the cart


before the horse) - ყველაფრის წაღმა-უკუღმა, ყირამალა დაყე-
ნება.

136 მკითხველთა ლიგა


თავი 17

ლედი უესტჰოლმი ოთახში ისე შევიდა, როგორც ტრანსატ-


ლანტიკური ლაინერი პორტში.
მის ამაბელ პირსი, როგორც პატარა გემი, ლაინერს კვალ-
დაკვალ შემოჰყვა და უბრალო სკამზე, მაგიდიდან მოშორებით
დაჯდა.
- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მესიე პუარო, თქვენს და-
სახმარებლად გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალას არ აღე-
მატება. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ასეთ შემთხვევებში მოქმე-
დება ნებისმიერი ადამიანის საზოგადოებრივი მოვალეობაა.
ლედი უესტჰოლმმა საზოგადოებრივ მოვალეობებზე კიდევ
რამდენიმე ხანს ისაუბრა. ბბოლოს, როგორც იქნა, პუაროს შე-
კითხვის დასმის საშუალება მიეცა.
- იმ დღის მოვლენები დეტალურად ვიცი, - უპასუხა ლედი
უესტჰოლმმა, - მის პირსი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ
დაგეხმაროთ.
- ოჰ, რა თქმა უნდა, - აღფრთოვანებით დაუკრა კვერი მის
პირსმა, - რა ტრაგედიაა, არა? მოკვდა, ასე, თვალის დახამხამე-
ბაში.
- იქნებ ზუსტად მითხრათ, რა მოხდა იმ დღეს.
- რა თქმა უნდა, - თქვა ლედი უესტჰოლმმა, - მას შემდეგ, რაც
ლანჩი დავამთავრეთ, ცოტა დასვენება გადავწყვიტე. დილის ექ-
სკურსია დამქანცველი იყო. საქმე ის კი არ არის, რომ დავიღა-
ლე, საერთოდ, იშვიათად ვიღლები ხოლმე, სინამდვილეში, არც
კი ვიცი, რას ნიშნავს დაქანცვა. როცა საზოგადოებრივ ადგი-
ლებში ხშირად გიწევს გამოსვლა, არავის აინტერესებს, რას
გრძნობ... როგორც უკვე ვთქვი, დასვენება მინდოდა, მის პირ-
სიც დამთანხმდა.
137 მკითხველთა ლიგა
- ოჰ, დიახ, - ამოიოხრა მის პირსმა, - დილას საშინლად დავი-
ღალე. ისეთი სახიფათო გზა გავიარეთ. მართალია, ძალიან სა-
ინტერესო იყო, მაგრამ ძალიან მომქანცველიც. ვშიშობ, ლედი
უესტჰოლმისთანა გამძლე არა ვარ.
- დაქანცვის, - თქვა ლედი უესტჰოლმმა, - დამარცხებაც ისევე
შეიძლება, როგორც ნებისმიერი სხვა რამის. წესად მაქვს,
სხეულის საჭიროებებს არასოდეს დავემორჩილო.
- ესე იგი, ლანჩის შემდეგ თქვენ ორმა, ქალბატონებო, საკუ-
თარ კარვებს მიაშურეთ.
- დიახ.
- იმ დროს მისის ბოინტონი თავისი გამოქვაბულის შესას-
ვლელთან იჯდა?
- მისი რძალი დაეხმარა იქ მისვლაში, დასვა და თვითონ წა-
ვიდა.
- ორივემ დაინახეთ ეს?
- ოჰ, დიახ, - თქვა მის პირსმა, - ის ზუსტად ჩვენ პირდაპირ
იყო, მართალია, მოშორებით და ცოტა მაღლა.
ლედი უესტჰოლმმა მის პირსის სიტყვების დაზუსტება გადაწ-
ყვიტა.
- გამოქვაბულები კლდის შვერილებზე გამოდის. ამ შვერი-
ლის ქვევით რამდენიმე კარავია, მერე - პატარა ნაკადული, მის
იქით კი - საერთო კარავი და დანარჩენი კარვები. ჩემი და მის
პირსის კარვები სწორედ საერთო კარვის ახლოს იდგა. მისი -
საერთო კარვის მარჯვნივ, ჩემი - მარცხნივ. ორივე კარვის შე-
სასვლელი კლდის შვერილს უყურებდა, თუმცა კი ჩვენ შორის
საკმაო მანძილი იყო.
- როგორც ვიცი, დაახლოებით ორასი იარდი.
- შესაძლებელია.
- აქ გეგმა მაქვს, - თქვა პუარომ, - რომელიც დრაგომან მაჰ-
მუდის დახმარებით შევადგინე.
138 მკითხველთა ლიგა
ლედი უესტჰოლმმა მაშინვე შენიშნა, უთუოდ არასწორი იქ-
ნებაო.
- მაგ კაცის ნდობა ძნელია. მის ნათქვამს ხშირად ჩემს „ბედე-
კერში“ ვამოწმებდი და რამდენიმეჯერ მისი ინფორმაცია არას-
წორი აღმოჩნდა.
- ჩემი გეგმის მიხედვით, - თქვა პუარომ, - მისის ბოინტონის
გამოქვაბულის გვერდით მისტერ და მისის ლენოქს ბოინტონე-
ბის გამოქვაბულია. რეიმონდის, ქეროლისა და ჯინევრას კარვე-
ბი გამოქვაბულების ქვეშ, ოღონდ ცოტა მარჯვნივ, ფაქტობრი-
ვად, საერთო კარვის პირდაპირ იყო. ჯინევრა ბოინტონის მარ-
ჯვნივ ექიმ ჟერარის კარავი იყო, მის გვერდით კი - მის კინგის.
ნაკადულის მეორე მხარეს, საერთო კარვის მარცხნივ - თქვენი
და მისტერ ქოუფის. მის პირსის კი, როგორც თქვენ უკვე ბრძა-
ნეთ, - საერთო კარვის მარჯვენა მხარეს. ასეა?
ლედი უესტჰოლმმა დიდსულოვნად აღიარა:
- თუ სწორად მახსოვს, ყველაფერი ასე იყო.
- დიდ მადლობას გიხდით. ახლა ყველაფერი ნათელია.
გთხოვთ, განაგრძეთ, ლედი უესტჰოლმ.
ლედი უესტჰოლმმა თავაზიანად გაიღიმა და განაგრძო:
- ოთხს რომ დაახლოებით თხუთმეტი წუთი აკლდა, მის პირ-
სის კარავს მივაშურე. მინდოდა გამეგო, უკვე ეღვიძა თუ არა და
სასეირნოდ წამოსვლის სურვილი თუ ჰქონდა. ის კარვის შესას-
ვლელში იჯდა და კითხულობდა. შევთანხმდით, რომ დაახ-
ლოებით ნახევარ საათში გავიდოდით, როდესაც მზე ნაკლებად
მწველი იქნებოდა. ჩემს კარავში დავბრუნდი და დაახლოებით
ოცდახუთი წუთი ვკითხულობდი. მერე წავედი და მის პირსს შევ-
ხვდი. ისიც მზად დამხვდა და გზას გავუდექით. ბანაკში, რო-
გორც ეტყობა, ყველას ეძინა. გარშემო არავინ ჩანდა და, როდე-
საც თავისი გამოქვაბულის შესასვლელში სკამზე მჯდომი მისის

139 მკითხველთა ლიგა


ბოინტონი დავინახე, მის პირსს შევთავაზე, დაგვეძახა და გვე-
კითხა, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა.
- ეს ნამდვილად დიდი გულისხმიერება იყო. მე ასე ვთვლი, -
ჩაილაპარაკა მის პირსმა.
- ეს ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, - თვითკმაყოფილებით
ბრძანა ლედი უესტჰოლმმა.
- და მერე თვითონ როგორ უხეშად მოგექცათ! - წამოიძახა
მის პირსმა.
პუარომ ინტერესით შეხედა.
- ჩვენი ბილიკი ზუსტად კლდის ქვეშ გადიოდა, - დაიწყო ახ-
სნა ლედი უესტჰოლმმა, - ზევით ავიხედეთ და ავძახე, სასეირ-
ნოდ მივდივართ და წასვლამდე რაიმეთი ხომ არ დაგეხმაროთ--
მეთქი. იცით, მესიე პუარო, რაღაც ჩაიბურდღუნა და მორჩა. ისე
შემოგვხედა, როგორც ნაგავს.
- ეს უზრდელობა იყო, - თქვა მის პირსმა და გაწითლდა.
- უნდა ვაღიარო, - თქვა ოდნავ აწითლებულმა ლედი უეს-
ტჰოლმმა, - არც მე ჩამოვრჩი და მკვახედ ვუპასუხე.
- ვფიქრობ, ეს სრულიად გამართლებული იყო, სრულიად, გა-
რემოებებიდან გამომდინარე.
- რა უთხარით? - იკითხა პუარომ.
- ვუთხარი, ალბათ, მთვრალი ხართ-მეთქი. მართლაც ძალი-
ან უცნაურად იქცეოდა და ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა სას-
მლის ბრალი იყო. ალკოჰოლზე დამოკიდებულება, როგორც
ჩემთვის კარგად ცნობილია...
პუარომ ალკოჰოლის მავნებლობიდან საუბარი სხვა თემაზე
მოხერხებულად გადაიტანა:
- მისი ქცევა მხოლოდ იმ დღეს იყო ასეთი უცნაური? მაგალი-
თად, ლანჩის დროს როგორ იქცეოდა?

140 მკითხველთა ლიგა


- არა, არა, - თქვა ლედი უესტჰოლმმა რამდენიმეწამიანი
ფიქრის შემდეგ, - მაშინ ნორმალურად იქცეოდა... ყოველ შემ-
თხვევაში, ამ ტიპის ამერიკელისთვის, - დასძინა ქედმაღლურად.
- მსახურსაც ძალიან უხეშად ექცეოდა, - თქვა მის პირსმა.
- რომელ მსახურს?
- ეს ჩვენს გასვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
- ოჰ, მახსოვს, იმ მსახურზე მართლაც ძალიან გაღიზიანდა, -
განაგრძო ლედი უესტჰოლმმა, - როდესაც გყავს მსახურები,
რომლებმაც ინგლისური არ იციან, ძნელი მოსათმენია, მაგრამ,
ჩემი აზრით, მოგზაურობის დროს რაღაცების დათმობა უნდა შე-
გეძლოს.
- რომელი მსახური იყო? - კიდევ იკითხა პუარომ.
- ბანაკზე მიმაგრებული ერთ-ერთი ბედუინი მსახური ავიდა
მასთან რაღაცის მისატანად. ეტყობა, ის არ მიუტანა, რაც მისის
ბოინტონს უნდოდა. წარმოდგენა არა მაქვს, რა მიუტანა და რა
უნდა მიეტანა, მაგრამ მოხუცი ძალიან გაბრაზდა. საწყალი მსა-
ხური თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მისის ბოინტონი კი თავის
ჯოხს უღერებდა და ყვიროდა.
- რას ყვიროდა?
- ჩვენ საკმაოდ შორს ვიყავით იმისათვის, რომ სიტყვები გაგ-
ვეგო. ყოველ შემთხვევაში, მე ვერაფერი გავარჩიე, თქვენ, მის
პირს?
- არა, ვერც მე. უმცროსი ქალიშვილის კარვიდან რაღაცის
მოსატანად გაგზავნა ის მსახური თუ იმაზე გაბრაზდა, რომ მისი
ქალიშვილის კარავში შესვლა გაბედა, ზუსტად ვერ გეტყვით.
- როგორ გამოიყურებოდა ეს მსახური?
მის პირსმა, რომელსაც ეს კითხვა დაუსვეს, თავი გააქნია,
დარწმუნებული არაფერში იყო.
- მართალს გეუბნებით, არ ვიცი. ის ძალიან შორს იყო და,
გარდა ამისა, ეს არაბები, ჩემი აზრით, ყველა ერთმანეთს ჰგავს.
141 მკითხველთა ლიგა
- საშუალოზე მაღალი კაცი იყო, - თქვა ლედი უესტჰოლმმა, -
და ჩვეულებრივი, აქაური თავსაბურავი ეხურა. დაკონკილი ბრი-
ჯი ეცვა, სამარცხვინო, ფეხებზე სახვევებიც უწესრიგოდ ჰქონდა
შემოხვეული. ამ კაცს ნამდვილად დისციპლინა სჭირდება.
- იმ კაცს ბანაკის მსახურებს შორის ამოიცნობთ?
- ეჭვი მეპარება. მისი სახე არ დამინახავს, ძალიან შორს იყო
და როგორც მის...
- საინტერესოა, - შეაწყვეტინა პუარომ, - რა გააკეთა ისეთი,
რამაც მისის ბოინტონი ასე გააბრაზა?
- ისე, დიდი მოთმინება კი გჭირდება მათ გადამკიდეს, - თქვა
ლედი უესტჰოლმმა, - მაგალითად, ერთმა მათგანმა ჩემი ფეხ-
საცმელები წაიღო, თუმცა ვუთხარი და პანტომიმაც დავიხმარე,
საკუთარ ფეხსაცმელს ყოველთვის თვითონ ვწმენდ-მეთქი.
პუარომ დაკითხვის თემას წუთით გადაუხვია და თქვა:
- მეც ყოველთვის ასე ვიქცევი. ფეხსაცმლის საწმენდ კომ-
პლექტს და მტვრის ტილოს სულ თან დავატარებ.
- მეც, - ამჯერად ლედი უესტჰოლმის ხმას ადამიანური კილო
დაეტყო.
- იმიტომ, რომ ეს არაბები ნივთებს კარგად არ ასუფთავებენ.
- ნამდვილად, არასოდეს. ადამიანმა თავისი ნივთები დღეში
სამ-ოთხჯერ მაინც უნდა გაწმინდოს.
- მაგრამ ეს შრომად ღირს.
- ნამდვილად, მტვერს ვერ ვიტან, - დაეთანხმა თითქოს საბ-
რძოლველად შემართული და მერე მთელი გრძნობით დაამატა,
- ეს ბუზები, აქაურ ბაზრებში, საშინელებაა.
- კარგი, კარგი, - თქვა პუარომ დამნაშავის კილოთი, - ჩვენ
მალე ამ მსახურსაც დავკითხავთ და გავიგებთ, რამ გააღიზიანა
ასე მისის ბოინტონი. ახლა კი თქვენი ისტორია განვაგრძოთ.

142 მკითხველთა ლიგა


- ნელა მივსეირნობდით, მერე ექიმ ჟერარს შევხვდით. ერ-
თიანად ცახცახებდა და გასაცოდავებული იყო. მაშინვე მივხვდი,
რომ ციება ჰქონდა.
- მთელი ტანით კანკალებდა, - ჩაურთო მის პირსმა.
- მაშინვე მივხვდი, რომ მალარიის შეტევა ეწყებოდა. წაყოლა
და ქინაქინის მიცემა შევთავაზე, მაგრამ მითხრა, თვითონაც
მაქვს წამოღებულიო.
- საწყალი კაცი, - თქვა მის პირსმა, - იცით, ყოველთვის ძა-
ლიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, როდესაც ავადმყოფ ექიმს ვხე-
დავ. მე თუ მკითხავთ, ეს უსამართლობაა.
- მოკლედ, გზა განვაგრძეთ, მერე დიდ ლოდზე ჩამოვსხე-
დით.
- მართლაც. დილით კლდეზე ცოცვამ ძალიან დაგვღალა.
- მე დაღლილობას არასოდეს ვგრძნობ, - მტკიცედ თქვა ლე-
დი უესტჰოლმმა, - მაგრამ გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
იმ ადგილიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა.
- იქიდან ბანაკს ვერ ხედავდით?
- როგორ არა, პირდაპირ ვუყურებდით.
- ისეთი რომანტიკული იყო, - ჩაილაპარაკა მის პირსმა, - ბა-
ნაკი ველური, მოვარდისფრო-წითელი კლდეების შუაგულში, -
ამოიოხრა და თავი გააქნია.
- ბანაკის მოწყობა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა, - თქვა
ლედი უესტჰოლმმა და სათამაშო სარწეველა-ცხენის მსგავსი
ნესტოები დაებერა, - ბანაკის საკითხზე „ქასლის“ წარმომადგე-
ნელს უნდა დაველაპარაკო. დარწმუნებული არა ვარ, რომ სას-
მელი წყალი ადუღებული და გაფილტრულია. წესით, უნდა იყოს.
ამაზე აუცილებლად მივუთითებ.
პუარომ ჩაახველა და საუბარი სასმელი წყლის საკითხიდან
სხვა თემაზე გადაიტანა.
- თქვენი ჯგუფის რომელიმე სხვა წევრი ხომ არ დაგინახავთ?
143 მკითხველთა ლიგა
- დიახ, უფროსმა მისტერ ბოინტონმა და მისმა ცოლმა ჩაგ-
ვიარეს. ბანაკში ბრუნდებოდნენ.
- ერთად იყვნენ?
- არა. წინ მისტერ ბოინტონი მოდიოდა. ეტყობოდა, რომ მზე-
ზე გადახურდა. თავბრუ ეხვეოდა.
- კეფა, - თქვა მის პირსმა, - კეფას აუცილებლად გაფრთხი-
ლება უნდა. მე ყოველთვის სქელი აბრეშუმის თავსაფარს ვატა-
რებ.
- ბანაკში დაბრუნების შემდეგ უფროსი მისტერ ბოინტონი
რას აკეთებდა? - იკითხა პუარომ.
პირველად მთელი საუბრის მანძილზე მის პირსმა ლედი უეს-
ტჰოლმს დაასწრო:
- პირდაპირ დედამისთან ავიდა, მაგრამ იქ დიდხანს არ და-
ყოვნებულა.
- რამდენ ხანს დარჩა?
- მხოლოდ ერთი-ორი წუთი.
- მე ვიტყოდი, წუთზე ოდნავ მეტი. მერე თავის გამოქვაბულში
შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა და საერთო კარვისაკენ წა-
ვიდა.
- მისი ცოლი?
- დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოჩნდა. წუთით
შეჩერდა და გამოგველაპარაკა, ძალიან თავაზიანად.
- მგონი, ძალიან სიმპათიური ადამიანია, - თქვა მის პირსმა, -
ძალიან.
- თავისი ოჯახის დანარჩენი წევრებივით აუტანელი არ არის,
- დიდსულოვნად დაუკრა კვერი ლედი უესტჰოლმმა.
- თქვენ უყურებდით, როდესაც ბანაკში ბრუნდებოდა?
- დიახ, ისიც ზევით ავიდა და დედამთილს დაელაპარაკა. მე-
რე თავის გამოქვაბულში შევიდა, სკამი გამოიტანა და გვერდით
მიუჯდა. ასე, დაახლოებით, ათი წუთი ელაპარაკა.
144 მკითხველთა ლიგა
- მერე?
- მერე სკამი ისევ გამოქვაბულში შეიტანა და საერთო კარავ-
ში ქმართან ჩავიდა.
- შემდეგ რა მოხდა?
- ის უცნაური ამერიკელი გამოჩნდა, - თქვა ლედი უესტჰოლ-
მმა, - მგონი, გვარად ქოუფია. გვითხრა, რომ ველის ბოლოში
ძველებური არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშებია, რომ-
ლებიც აუცილებლად უნდა ვნახოთ. ჩვენც იქით წავედით. მის-
ტერ ქოუფს პეტრასა და ნაბატეველთა შესახებ ძალიან საინტე-
რესო სტატია ჰქონდა წამოღებული.
- ძალიან საინტერესო იყო, - გამოაცხადა მის პირსმა.
ლედი უესტჰოლმმა განაგრძო:
- ისევ ბანაკისაკენ წამოვედით, ექვსს ოცი წუთი აკლდა. უკვე
საკმაოდ ციოდა.
- მისის ბოინტონი ისევ იქ იჯდა, სადაც დატოვეთ?
- დიახ.
- გამოელაპარაკეთ?
- არა, სიმართლე გითხრათ, თითქმის არც კი შემიმჩნევია.
- ამის შემდეგ რა გააკეთეთ?
- მე ჩემს კარავში შევედი, ფეხსაცმელი გამოვიცვალე, ჩინუ-
რი ჩაის პაკეტი წამოვიღე და საერთო კარავში წავედი. დრაგო-
მანს ვუბრძანე ჩემთვის და მის პირსისთვის ეს ჩაი მოემზადები-
ნა, ოღონდ ჯერ დარწმუნებულიყო, რომ წყალი, რომლითაც ამ-
ზადებდა, ადუღებული ყოფილიყო. მითხრა, რომ სადილი დაახ-
ლოებით ნახევარ საათში იქნებოდა მზად და რომ ბიჭები უკვე
სუფრებს აწყობდნენ. მე ვუპასუხე, ამას მნიშვნელობა არა აქვს--
მეთქი.
- ყოველთვის ვამბობ, რომ ერთ ფინჯან ჩაის ყოველთვის
აქვს მნიშვნელობა, - ჩაილაპარაკა მის პირსმა.
- იყო ვინმე კარავში ამ დროს?
145 მკითხველთა ლიგა
- ოჰ, დიახ, მისტერ და მისის ლენოქს ბოინტონები ერთ მხა-
რეს ისხდნენ და კითხულობდნენ. ქეროლ ბოინტონიც იქ იყო.
- მისტერ ქოუფი?
- ის ჩაის სმისას შემოგვიერთდა, - თქვა მის პირსმა, - თუმცა
თქვა, რომ ჩაის სმა ამერიკული ჩვევა არ არის.
ლედი უესტჰოლმმა ჩაახველა.
- სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რომ მისტერ ქოუფი
აბეზარი აღმოჩნდებოდა და ვეღარ მოვიშორებდი. მოგზაურო-
ბის დროს ცოტა ძნელია, ადამიანებს გაწვდილი ხელის მანძილ-
ზე მიუჩინო ადგილი. ხშირად ისინი თქვენს კეთილგანწყობას
ბოროტად იყენებენ. ამერიკელები ამ თვალსაზრისით განსაკუთ-
რებით შეუგნებლები არიან.
- დარწმუნებული ვარ, ლედი უესტჰოლმ, რომ ამგვარ სი-
ტუაციებთან გამკლავების უნარი შეგწევთ. როდესაც მოგზაურო-
ბაში გაცნობილი ადამიანები აღარ გჭირდებათ, ადვილად იცი-
ლებთ, - თავაზიანად თქვა პუარომ.
- დიახ, ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შემიძლია, -
მიუგო მედიდურად ლედი უესტჰოლმმა.
პუაროს თვალებში ირონიული სხივი არ შეუმჩნევია.
- ხომ არ დაასრულებდით იმ დღის შესახებ მოყოლას?
- რა თქმა უნდა. რამდენადაც მახსოვს, რეიმონდ ბოინტონი
და წითურთმიანი გოგონა ცოტა ხანში შემოვიდნენ. მის კინგი
ბოლო მოვიდა, იმ დროს სადილი უკვე შემოტანილი იყო. დრა-
გომანმა ერთ-ერთი მსახური მისის ბოინტონის მოსაყვანად გაგ-
ზავნა. მსახური თავის მეგობართან ერთად უკან სირბილით დაბ-
რუნდა. აღელვებულები იყვნენ და დრაგომანს რაღაც არაბუ-
ლად უთხრეს. თქვეს, მისის ბოინტონი ავად გამხდარაო. მის
კინგმა დახმარება შესთავაზა და დრაგომანთან ერთად გავიდა.
მალე უკან დაბრუნდა და ბოინტონების ოჯახს სამწუხარო ამბავი
შეატყობინა.
146 მკითხველთა ლიგა
- ეს ძალიან ტაქტიანად გააკეთა, - თქვა მის პირსმა, - ჩემი აზ-
რით, ასეთი რაღაცები ახლობლებს თანდათან უნდა შეაპარო.
- რა რეაქცია ჰქონდათ ამ ამბავზე მისის ბოინტონის ოჯახის
წევრებს?
უცებ ორივე - მილედი უესტჰოლმიცა და მის პირსიც - თით-
ქოს ცოტა დაიბნა. ბოლოს პირველმა ჩვეული თავდაჯერებულო-
ბის გარეშე თქვა:
- იცით... სიმართლე გითხრათ... ძნელი სათქმელია. საკმაოდ
მშვიდად გამოიყურებოდნენ.
- თავზარდაცემულები, - მის პირსმა უფრო ვარაუდი გამოთ-
ქვა, ვიდრე ფაქტი.
- ყველანი მის კინგთან ერთად გავიდნენ, - თქვა ლედი უეს-
ტჰოლმმა, - მე და მის პირსმა კარავში დარჩენა უფრო გონივრუ-
ლად ჩავთვალეთ.
ამ მომენტში მის პირსის თვალებში სინანულის დანახვა შეიძ-
ლებოდა.
- ვულგარული ცნობისმოყვარეობა მძულს, - განაგრძო ლედი
უესტჰოლმმა.
სინანული მის პირსის თვალებში უფრო აშკარა გახდა. ნათე-
ლი იყო, ის აიძულეს, ვულგარული ცნობისმოყვარეობა სძულე-
ბოდა.
- მოგვიანებით, - განაგრძო ლედი უესტჰოლმმა, - დრაგომა-
ნი და მის კინგი დაბრუნდნენ. შევთავაზე, რომ სადილი ჩვენ ოთ-
ხისთვის მოეტანათ. ბოინტონების ოჯახს კი მოგვიანებით ესადი-
ლა, რომ მათზე მიჩერებული დაინტერესებული უცხო ადამიანე-
ბის მზერა აერიდებინათ. ჩემი წინადადება ყველას მოეწონა და,
როგორც კი სადილობას მოვრჩი, ჩემს კარავში წავედი. მის პირ-
სი და მის კინგიც ასევე მოიქცნენ. მისტერ ქოუფი საერთო კა-
რავში დარჩა, რადგან ის ოჯახის ახლობელი იყო და საჭი-

147 მკითხველთა ლიგა


როების შემთხვევაში მათ მხარდაჭერას შეძლებდა. სულ ეს
არის, რაც ვიცი, მესიე პუარო.
- როდესაც მის კინგმა ბოინტონებს ახალი ამბავი შეატყობი-
ნა, მასთან ერთად კარვიდან ოჯახის ყველა წევრი გავიდა?
- დიახ... არა... ახლა, როდესაც ეს იკითხეთ, გამახსენდა,
რომ სულ უმცროსი, წითურთმიანი გოგო, დარჩა. გახსოვთ, მის
პირს?
- დიახ. ვფიქრობ... არა, დარწმუნებული ვარ, რომ ის არ წასუ-
ლა.
- რას აკეთებდა? - იკითხა მესიე პუარომ.
ლედი უესტჰოლმი მიაჩერდა.
- რას აკეთებდა, მესიე პუარო? რამდენადაც მახსოვს, არა-
ფერს.
- ვგულისხმობ, კერავდა თუ კითხულობდა? შეწუხებული ჩან-
და? რაიმე თქვა?
- იცით... უბრალოდ, ისევ თავის ადგილზე იჯდა, რამდენადაც
მახსოვს.
- თითებს ათამაშებდა, - თქვა მის პირსმა მოულოდნელად, -
მახსოვს, ეს რომ შევამჩნიე, გავიფიქრე, საწყალი, კარგად ჩანს,
რასაც გრძნობს-მეთქი. სახეზე კი არაფერი ეტყობოდა, გესმით?
უბრალოდ, ხელებს ატრიალებდა და გრეხდა.
- ერთხელ, - განაგრძო მის პირსმა, - ასე ერთგირვანქიანი
ბანკნოტი დავხიე. არც კი ვიცოდი, რას ვაკეთებდი. „პირველივე
მატარებელზე უნდა დავჯდე და მასთან ჩავიდე? წავიდე თუ არა?“
- ვფიქრობდი (ჩემი დიდი დეიდა მოულოდნელად ავად გახდა)
და ვერაფერი გადამეწყვიტა. მერე დაბლა დავიხედე და დავინა-
ხე, რომ ტელეგრამის ნაცვლად ერთგირვანქიან ბანკნოტს ნაკუ-
წებად ვხევდი.
მის პირსმა დრამატული პაუზა გააკეთა.

148 მკითხველთა ლიგა


ლედი უესტჰოლმს თავისი სატელიტი ქალბატონისაგან რამ-
პის ჩირაღდნების ასეთი წყურვილი მაინცდამაინც არ მოეწონა
და ცივად თქვა:
- კიდევ რა გაინტერესებთ, მესიე პუარო?
პუარო შეცბა და სევდიანი ფიქრებიდან გამოერკვა.
- არაფერი... არაფერი... თქვენ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ
ჩამოაყალიბეთ, ძალიან გარკვევით.
- შესანიშნავი მეხსიერება მაქვს, - თქვა საშინლად კმაყო-
ფილმა ლედი უესტჰოლმმა.
- კიდევ ერთი პატარა თხოვნა მექნება, ლედი უესტჰოლმ.
გთხოვთ, იჯექით ისე, როგორც ზიხართ, აქეთ-იქით არ გაიხე-
დოთ. ახლა, შეგიძლიათ აღმიწეროთ მის პირსის ჩაცმულობა?
იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მის პირსი წინააღმდეგი არ
იქნება.
- ოჰ, არა, სულაც არა! - ჩაიტიტინა მის პირსმა.
- მესიე პუარო, იქნებ მითხრათ, რა მიზნით....
- ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ის, რაც გითხარით, მადამ.
ლედი უესტჰოლმმა მხრები აიჩეჩა და მჟავედ თქვა:
- მის პირსს ყავისფერ და თეთრზოლიანი კოტონის კაბა აც-
ვია, წითელი, ლურჯი და ბეჟი ტყავის სუდანური ქამარი უკეთია.
ფეხზე ბეჟი აბრეშუმის წინდები და გალაქული ყავისფერი საზაფ-
ხულო ფეხსაცმელი აცვია. მარცხენა წინდაზე თვალი აქვს წასუ-
ლი. ყელზე სარდიონის ყელსაბამი და ცისფერი მძივი უკეთია,
კაბაზე კი - პეპლის ფორმის მარგალიტის ბროში. მარჯვენა ხე-
ლის მესამე თითზე ყალბი სკარაბეუსის ბეჭედს ატარებს. თავზე
ფართოფარფლებიანი, ორმაგტიულიანი ვარდისფერ--
ყავისფერი ფეტრის შლაპა ახურავს.
პაუზა გააკეთა, საკუთარი კომპეტენტურობით ძალიან კმაყო-
ფილი იყო.
- კიდევ რაიმეა საჭირო? - იკითხა ცივად.
149 მკითხველთა ლიგა
პუარომ ხელები ემოციურად გაშალა.
- სრულიად აღფრთოვანებული ვარ, მადამ. დაკვირვების
ბრწყინვალე უნარი გაქვთ.
- დეტალები ყურადღების მიღმა არასოდეს მრჩება.
ლედი უესტჰოლმი ადგა, თავი ოდნავ შესამჩნევად დახარა
და ოთახიდან გავიდა.
მის პირსი უკან გაჰყვა, თან მარცხენა ფეხს ნაღვლიანად ათ-
ვალიერებდა.
- ერთი წუთით, თუ შეიძლება, მადმუაზელ?
- დიახ, - მის პირსმა ზევით აიხედა, ცოტა შეშინებული გამო-
მეტყველება ჰქონდა.
პუარო მისკენ შეთქმულივით დაიხარა.
- მაგიდაზე თეთრი ყვავილების თაიგულს ხედავთ?
- დიახ, - თქვა მის პირსმა და გაკვირვებული მიაჩერდა.
- ოთახში რომ შემოხვედით, ალბათ, ისიც შეამჩნიეთ, რო-
გორ დავაცემინე ერთხელ თუ ორჯერ.
- დიახ.
- ხომ არ შეგიმჩნევიათ, ამ დროს ყვავილებს ვყნოსავდი?
- არა, იცით, ასეთი არაფერი შემიმჩნევია.
- მაგრამ დაცემინება გახსოვთ, არა?
- ოჰ, რა თქმა უნდა, ეგ მახსოვს.
- ოჰ, კარგი, ყურადღებას ნუ მომაქცევთ. უბრალოდ, ვიფიქ-
რე, ამ ყვავილებმა ალერგია ხომ არ გამოიწვია-მეთქი.
- ალერგია? - წამოიძახა მის პირსმა, - მახსოვს ჩემი ბიძაშვი-
ლი იტანჯებოდა ალერგიით. ამბობდა, თუ ყოველდღე ცხვირში
ბორის მჟავას ჩაიწვეთებთ...
პუარომ მის პირსს თავი ძლივს დააღწია, კარი დაკეტა და
ოთახში დაბრუნდა, ჩაფიქრებულს წარბები აეზიდა.
- მაგრამ, რომ არ დამიცემინებია? არა, არ დამიცემინებია.

150 მკითხველთა ლიგა


თავი 18

ლენოქს ბოინტონი ოთახში სწრაფი, მყარი ნაბიჯით შემოვი-


და. ექიმი ჟერარი რომ იქ ყოფილიყო, ამ კაცში ასეთი ცვლილე-
ბის დანახვით გაკვირვებული დარჩებოდა. აღარანაირი აპათია.
პირიქით, აგზნებული იყო, თუმცა ეტყობოდა, რომ ნერვიულობ-
და. თვალები დაურბოდა. ოთახში ყველაფერი სწრაფი მზერით
მოათვალიერა.
- დილა მშვიდობისა, მისტერ ბოინტონ, - პუარო წამოდგა და
თავი ოფიციალურად დაუკრა. ლენოქსმა, რაღაცნაირად მოუხე-
შავად გააკეთა იგივე, - ძალიან ვაფასებ, რომ საუბარზე დამთან-
ხმდით.
- დიახ, პოლკოვნიკმა კერბერიმ მირჩია, მოვსულიყავი. მით-
ხრა, რაღაც ფორმალობებია შესასრულებელიო.
- გთხოვთ, დაბრძანდით, მისტერ ბოინტონ, - ლენოქსი დაჯდა
სკამზე, რომელზეც მანამდე ლედი უესტჰოლმი იჯდა. პუარომ
საუბარი განაგრძო, - უთუოდ ეს თქვენთვის დიდი შოკი იყო.
- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა, არა, ალბათ, არა... ყოველთვის
ვიცოდით, რომ დედაჩემს სუსტი გული ჰქონდა.
- ამ სიტუაციაში მისი ასეთ მძიმე ექსპედიციაში წამოყვანა
გონივრული იყო?
ლენოქსმა თავი ასწია. სევდიანი ღირსების გრძნობით ლაპა-
რაკობდა.
- დედაჩემი, მესიე... ეე... პუარო, გადაწყვეტილებებს მხო-
ლოდ თვითონ იღებდა. თუ რამეს გადაწყვეტდა, მასთან კამათს
აზრი არ ჰქონდა.
უკანასკნელი სიტყვების თქმისას ჰაერი ძლიერად შეისუნ-
თქა. სახე თითქმის გაუთეთრდა.

151 მკითხველთა ლიგა


- ვიცი, რომ ხანდაზმული ქალბატონები ხშირად ჯიუტები არი-
ან.
ლენოქსმა გაღიზიანებით თქვა:
- მაინტერესებს, რა მიზანი აქვს ყველაფერ ამას? ეს ფორმა-
ლობები რა საჭიროა?
- შესაძლებელია, თქვენ ვერ აცნობიერებთ, მისტერ ბოინ-
ტონ, რომ უეცარი და აუხსნელი გარდაცვალების შემთხვევაში,
ფორმალობები აუცილებლად წარმოიშობა.
- სიტყვა „აუხსნელში“ რას გულისხმობთ?- მკვახედ იკითხა
ლენოქსმა.
პუარომ მხრები აიჩეჩა.
- ყოველთვის ჩნდება კითხვა: სიკვდილი ბუნებრივად დადგა
თუ ეს თვითმკვლელობა იყო?
- თვითმკვლელობა? - ლენოქს ბოინტონი გაოგნებული
მიაჩერდა.
- ამ შესაძლებლობის შესახებ, ალბათ, ჩემზე უკეთ იცით, -
თქვა პუარომ სხვათა შორის, - პოლკოვნიკი კერბერი სრულ
სიბნელეში მოქმედებს. მისთვის აუცილებელია, გაარკვიოს, და-
იწყოს გამოძიება, დანიშნოს აუტოფსია და სხვა ყველაფერი თუ
არა. რადგან შემთხვევით აქ აღმოვჩნდი და ასეთ საქმეებში დი-
დი გამოცდილება მაქვს, მთხოვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ
რამდენიმე ადამიანს გავესაუბრო და ვურჩიო, როგორ მოიქცეს.
ბუნებრივია, თქვენი ტყუილუბრალოდ შეწუხება სულაც არ
სურს.
- ჩვენს კონსულს დავურეკავ იერუსალიმში, - თქვა გაბრაზე-
ბულმა ბოინტონმა.
- ეს, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებაა, - თქვა პუარომ ცივად.
სიჩუმე ჩამოვარდა, მერე პუარომ ხელები გაშალა და თქვა:
- თუ ჩემს კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარს ამბობთ...

152 მკითხველთა ლიგა


- სულაც არა, უბრალოდ, ყველაფერი ეს უსარგებლოდ მეჩვე-
ნება, - სწრაფად თქვა ბოინტონმა.
- მესმის, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ყველაფერი ეს ისე-
თი მარტივია. როგორც ამბობენ ხოლმე, რუტინის საკითხია...
როგორც ვიცი, მისტერ ბოინტონ, დედათქვენის გარდაცვალე-
ბის დღეს პეტრაში ბანაკი დატოვეთ და სასეირნოდ წახვედით.
- დიახ, ყველა ერთად ვიყავით, ჩემი უმცროსი დისა და დედა-
ჩემის გარდა.
- იმ დროს დედათქვენი გამოქვაბულის შესასვლელში იჯდა?
- დიახ, ზუსტად შესასვლელთან. ყოველდღე იქ იჯდა ხოლმე.
- რომელ საათზე გახვედით?
- სამის შემდეგ, როგორც მახსოვს.
- და როდის დაბრუნდით სეირნობიდან?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, ზუსტად რომელი საათი იყო. ოთ-
ხი საათი, შეიძლება - ხუთი.
- სავარაუდოდ, გასვლიდან ერთი-ორი საათის შემდეგ?
- დიახ, ვფიქრობ, დაახლოებით ასე იყო.
- უკან დაბრუნებისას ვინმეს ჩაუარეთ?
- რა გავაკეთე?
- ვინმეს ჩაუარეთ? მაგალითად, ლოდზე მჯდარ ორ ქალბა-
ტონს.
- არ ვიცი... დიახ, მგონი, ჩავუარე.
- ალბათ, ფიქრებში იყავით ჩაფლული და ვერ შეამჩნიეთ.
- დიახ, ასე იყო.
- ბანაკში დაბრუნების შემდეგ დედათქვენს ელაპარაკეთ?
- დიახ, დიახ, ველაპარაკე.
- ხომ არ დაუჩივლია? როგორ გრძნობდა თავს?
- არა, არა, მშვენივრად გამოიყურებოდა.
- თუ ნებას დამრთავთ, გკითხავთ: სახელდობრ რის შესახებ
ელაპარაკეთ?
153 მკითხველთა ლიგა
ლენოქსი ცოტა ხანს დუმდა.
- მითხრა, რომ ძალიან მალე დავბრუნდი, - ისევ გაჩერდა,
ეტყობოდა, აზრის მოკრებას ცდილობდა, - ვუთხარი, ძალიან
ცხელა-მეთქი. მერე საათი მკითხა, საათი გამიჩერდაო. მაჯიდან
მოვხსენი, დავქოქე და ისევ გავუკეთე.
- და რომელი საათი იყო ამ დროს?
- რაო? - იკითხა ლენოქსმა.
- რომელი საათი იყო, როდესაც საათი დაუქოქეთ?
- ოჰ, მესმის. ხუთს... ხუთს ოცდახუთი წუთი აკლდა.
- ესე იგი, ბანაკში დაბრუნების ზუსტი დრო გცოდნიათ, - თა-
ვაზიანად უთხრა პუარომ.
ლენოქსი გაწითლდა.
- დიახ, რა სულელი ვარ. მაპატიეთ. მთელი ამ ამბების გამო
აზრები ამერია.
- ოჰ, ძალიან კარგად მესმის. და რა მოხდა მერე?
- დედაჩემს ვკითხე, რაიმე ხომ არ გჭირდება-მეთქი... რაიმეს
დალევა, ჩაი, ყავა და ასე შემდეგ... უარი მითხრა. მერე საერთო
კარავში წავედი. ახლომახლო არც ერთი მსახური არ ჩანდა,
მაგრამ სოდიანი წყალი ვიპოვე და დავლიე. ძალიან მწყუროდა.
მერე იქვე დავჯექი. „სანდი ივნინგ პოსტის“ რამდენიმე ძველი
ნომერი ვიპოვე და კითხვა დავიწყე. მერე, როგორც ვხვდები,
ცოტა ჩავთვლიმე.
- თქვენი მეუღლე საერთო კარავში შემოგიერთდათ?
- დიახ, მალე შემოვიდა.
- ამის შემდეგ დედათქვენი ცოცხალი აღარ გინახავთ?
- არა.
- როდესაც ელაპარაკეთ, ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ აფო-
რიაქებული ან განაწყენებული იყო?
- არა, ჩვეულებრივად იყო, როგორც ყოველთვის.

154 მკითხველთა ლიგა


- ერთ-ერთ მსახურთან უსიამოვნების შესახებ არაფერი უთ-
ქვამს თქვენთვის?
- არა, არაფერი, - გაკვირვებული მიაჩერდა ლენოქსი.
- სულ ეს არის, რისი თქმაც შეგიძლიათ?
- ვშიშობ, ასეა, დიახ.
- დიდი მადლობა, მისტერ ბოინტონ.
პუარომ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, რაც საუბრის დამ-
თავრების ნიშანი იყო.
ლენოქსს წასვლის დიდი სურვილი არ გამოუმჟღავნებია.
კართან იდგა და მერყეობდა.
- მეტი არაფერი? - იკითხა ბოლოს.
- არა, არაფერი. იქნებ თქვენს მეუღლეს სთხოვოთ, შემოვი-
დეს.
ლენოქსი ნელა გავიდა.
პუარომ ბლოკნოტში, რომელიც გვერდით ედო, ჩაწერა: ლ.ბ.
16:35.

155 მკითხველთა ლიგა


თავი 19

პუარომ ოთახში შემოსულ მაღალ, ღირსებით სავსე ახალ-


გაზრდა ქალს ინტერესით შეხედა, წამოდგა და თავაზიანად და-
უკრა თავი.
- მისის ლენოქს ბოინტონ, ერკიულ პუარო, მიგულეთ თქვენს
სამსახურში.
ნადინ ბოინტონი დაჯდა და ფიქრიანი თვალებით პუაროს სა-
ხეს დააკვირდა.
- იმედია, მადამ, ასეთ მძიმე მომენტში თქვენს ცხოვრებაში
შემოჭრას მაპატიებთ.
ქალს თვალი არ დაუხამხამებია და კარგა ხანს არაფერი უთ-
ქვამს. გამოხედვა მშვიდი და მწუხარე ჰქონდა. ბოლოს ამოიოხ-
რა და და თქვა:
- ვფიქრობ, ჩემთვისვე იქნება უკეთესი, თუ თქვენთან გულახ-
დილი ვიქნები, მესიე პუარო.
- გეთანხმებით, მადამ.
- ჩემს მწუხარებაში შემოჭრისათვის მიბოდიშებთ, მაგრამ
არანაირი მწუხარება არ არსებობს და თავის მოჩვენებას აზრი
არა აქვს. ჩემი დედამთილი არ მიყვარდა და გულწრფელად
გეტყვით, რომ მის სიკვდილს არ ვნანობ.
- გმადლობთ, მადამ, ასე პირდაპირ რომ მელაპარაკებით.
- დიახ, - განაგრძო ნადინმა, - თავს ვერ მოგაჩვენებთ, რომ
ძალიან ვწუხვარ, თუმცა სხვა გრძნობა აუცილებლად უნდა ვა-
ღიარო - სინდისის ქენჯნა.
- სინდისის ქენჯნა? - პუარომ წარბები აზიდა.
- დიახ, იმიტომ, რომ მისი სიკვდილი სწორედ ჩემი ბრალია
და ამის გამო თავს ვიდანაშაულებ.
- რას ამბობთ, მადამ?
156 მკითხველთა ლიგა
- იმას, რომ ჩემი დედამთილის სიკვდილის მიზეზი მე ვარ. მე-
გონა, პატიოსნად ვმოქმედებდი, მაგრამ შედეგი სავალალო აღ-
მოჩნდა. ფაქტობრივად, ის მე მოვკალი.
პუარო სავარძელში უკან გადაწვა.
- იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს თქვენი განცხადება, მადამ?
ნადინმა თავი დახარა.
- დიახ, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. თავიდან, ბუნებრი-
ვია, ვიფიქრე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება სხვას არავის ეხება,
მაგრამ ახლა ვხვდები, მოვიდა დრო, როდესაც ყველაფრის
აღიარება აჯობებს. დარწმუნებული ვარ, მესიე პუარო, ინტიმური
ხასიათის აღიარება ხშირად მოგისმენიათ.
- დიახ, რა თქმა უნდა.
- მაშინ ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, რა მოხდა. ჩე-
მი ოჯახური ცხოვრება, მესიე პუარო, დიდად ბედნიერი არ ყო-
ფილა. ამაში მხოლოდ ჩემი ქმრის დადანაშაულება არ შეიძლე-
ბა. მასზე დედამისის გავლენა იყო ყველაფრის თავიდათავი...
კარგა ხანია, ჩემი ცხოვრება აუტანელი გახდა.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ ისევ განაგრძო:
- ჩემი დედამთილის გარდაცვალების დღეს გადაწყვეტილება
მივიღე. მე მყავს მეგობარი, ძალიან კარგი მეგობარი. მან ჩვენი
ცხოვრების გაერთიანება არაერთხელ შემომთავაზა... და იმ
დღეს მისი წინადადება მივიღე.
- ქმრის მიტოვება გადაწყვიტეთ?
- დიახ.
- განაგრძეთ, მადამ.
ნადინმა ხმას დაუწია.
- მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღე, მინდოდა, ეს საქ-
მე რაც შეიძლება სწრაფად მომეგვარებინა. სეირნობიდან ბა-
ნაკში მარტო დავბრუნდი. ჩემი დედამთილი მარტო იჯდა, გარ-
შემო არავინ იყო და გადავწყვიტე, ეს ამბავი მისთვის იქვე და
157 მკითხველთა ლიგა
მაშინვე მეთქვა. სკამი გამოვიტანე, გვერდით მივუჯექი და მოკ-
ლედ ვუთხარი, რის გაკეთებაც მქონდა გადაწყვეტილი.
- გაუკვირდა?
- დიახ. მგონი, თავზარი დაეცა. ერთდროულად გაკვირვებუ-
ლიც იყო და გაბრაზებულიც. ძალიან გაბრაზებული. საკუთარი
თავი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მასთან საუბრის
გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ავდექი და წამოვედი, - ხმა
ჩაუწყდა, - მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს.
- გასაგებია, - თქვა პუარომ და თავი ნელა დააქნია. მერე გა-
ნაგრძო, - გგონიათ, მისი სიკვდილი თავზარდაცემის შედეგი
იყო?
- თითქმის დარწმუნებული ვარ. აქ წამოსვლა მისი ჯანმრთე-
ლობისთვის ისედაც სახიფათო იყო. დანარჩენს ჩემი აღიარება
და მისი გაბრაზება გააკეთებდა. საკუთარ ბრალს ორმაგად იმი-
ტომ ვგრძნობ, რომ სწავლის დროს სხვადასხვა დაავადებეის შე-
სახებ საფუძვლიანი ცოდნა შევიძინე და სხვაზე უკეთ უნდა
მცოდნოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ შოკს.
პუარო რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა და მერე თქვა:
- მას შემდეგ, რაც მისგან წამოხვედით, რას აკეთებდით? ზუს-
ტად მიამბეთ.
- სკამი ისევ გამოქვაბულში შევიტანე და საერთო კარავში ჩა-
ვედი. ჩემი ქმარი იქ იყო.
- თქვენი გადაწყვეტილების შესახებ მასაც უთხარით თუ უკვე
ნათქვამი გქონდათ? - ჰკითხა პუარომ და სახეზე ყურადღებით
დააკვირდა. ამ შეკითხვას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა.
- მაშინ ვუთხარი.
- როგორ მიიღო ეს?
- ძალიან განერვიულდა, - თქვა ხმადაბლა ნადინმა.
- ხომ არ სცადა, ეიძულებინეთ, რომ გადაგეფიქრებინათ?
ნადინმა თავი გააქნია.
158 მკითხველთა ლიგა
- არა, ბევრი არც არაფერი უთქვამს. იცით, ორივემ ვიცოდით,
რომ რაღაც ასეთი შეიძლებოდა მომხდარიყო.
- მაპატიეთ, მაგრამ სხვა კაცი, ალბათ, მისტერ ჯეფერსონ
ქოუფია?
- დიახ, - თავი დახარა მან.
ამას ისევ ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. მერე პუარომ ჰკით-
ხა:
- თქვენ შპრიცი გაქვთ, მადამ?
- დიახ... არა.
პუარომ წარბები აზიდა.
- სამედიცინო ჩემოდანში ერთი ძველი შპრიცი მაქვს, მაგრამ
ის ჩვენს დიდ ბარგშია, რომელიც იერუსალიმში დავტოვეთ.
- გასაგებია.
- ამას რატომ მეკითხებით, მესიე პუარო? - იკითხა ნადინმა,
ცოტა არ იყოს, შემცბარმა.
პუარომ არ უპასუხა. სამაგიეროდ, თვითონ დაუსვა კითხვა:
- მისის ბოინტონი, რამდენადაც ვიცი, დიგიტალისის შემ-
ცველ წამალს იღებდა?
- დიახ.
პუარომ დაინახა, როგორ დაძაბა ყურადღება ნადინმა.
- ეს გულის დაავადებისათვის სჭირდებოდა?
- დიახ.
- დიგიტალისი, გარკვეული თვალსაზრისით, კუმულაციური
ნივთიერებაა.
- ალბათ. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
- მისის ბოინტონს რომ ამ წამლის გადაჭარბებული დოზა
მიეღო...
ნადინმა სწრაფად და მტკიცედ შეაწყვეტინა:
- არ მიიღებდა. წამლის მიღებისას ყოველთვის ფრთხილობ-
და. მეც, როდესაც მისთვის წამლის მიწოდება მიხდებოდა.
159 მკითხველთა ლიგა
- გადაჭარბებული დოზა თვითონ ფლაკონში შეიძლებოდა
ყოფილიყო... მისი დამამზადებელი ფარმაცევტის შეცდომა.
- ვფიქრობ, ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია, - თქვა ქალმა
მშვიდად.
- ოჰ, არა უშავს, ანალიზი მალე გვაჩვენებს ამას.
- სამწუხაროდ, ბოთლი გატყდა.
პუარომ ახალგაზრდა მისის ბოინტონს მოულოდნელი ინტე-
რესით შეხედა.
- მართლა? ვინ გატეხა?
- დარწმუნებული არა ვარ... ეტყობა, რომელიმე მსახურმა.
როდესაც ჩემი დედამთილის ცხედარი გამოქვაბულში შეჰქონ-
დათ, დიდი დაბნეულობა იყო და განათებაც - ძალიან ცუდი. მა-
გიდას ვიღაც წამოედო და გადააყირავა.
პუარო ერთხანს თვალს არ აშორებდა.
- ეს, - თქვა მან, - ძალიან საინტერესოა.
ნადინ ბოინტონი სკამზე დაღლილი ამოძრავდა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი დედამთილი შოკისგან კი არა,
დიგიტალისის გადაჭარბებული დოზისაგან მოკვდა? - იკითხა
მან და მერე განაგრძო, - არა მგონია.
- მაშინაც კი, თუ გეტყვით, რომ ექიმმა ჟერარმა, ფრანგმა
ექიმმა, რომელიც ასევე ბანაკში ცხოვრობს, თავისი სამედიცი-
ნო ჩემოდნიდან დიგიტოქსინის არცთუ პატარა დოზა დაკარგა?
ნადინს ფერი წაუვიდა. პუარომ დაინახა, როგორ ჩაავლო ხე-
ლი მაგიდის კიდეს. თვალები დახარა. უძრავად იჯდა. ქვაში გა-
მოკვეთილ მადონას ჰგავდა.
- აბა, მადამ, რას იტყვით ამაზე? - ჰკითხა პუარომ ბოლოს.
წამები გარბოდა, მაგრამ ის ხმას კვლავ არ იღებდა. დაახ-
ლოებით ორი წუთი გავიდა, სანამ მან თავი ასწია და პუარო მის-
მა მზერამ გააოგნა.

160 მკითხველთა ლიგა


- მესიე პუარო, დედამთილი მე არ მომიკლავს და თქვენ ეს
იცით. როდესაც მისგან წამოვედი, ცოცხალი იყო და თავს კარ-
გად გრძნობდა. უამრავ ადამიანს შეუძლია, ეს დაადასტუროს.
ამიტომ, რადგან დანაშაულში ბრალი არ მიმიძღვის, გავბედავ,
თხოვნით მოგმართოთ. რატომ ერევით ამ საქმეში? თუ დაგიფი-
ცებთ, რომ სამართალმა და მხოლოდ სამართალმა იზეიმა, გა-
მოძიებას მიატოვებთ? წარმოდგენაც არა გაქვთ, რამდენი ტან-
ჯვა გადავიტანეთ მისგან. ახლა, როდესაც მშვიდად და ბედ-
ნიერად ცხოვრების საშუალება მოგვეცა, ნუთუ ყველაფერს და-
ანგრევთ?
პუარო სკამზე გასწორდა. თვალები მწვანედ უელავდა.
- მოდი, ყველაფერი გულახდილად ვთქვათ, მადამ. რას მო-
ითხოვთ ჩემგან?
- გეუბნებით, რომ ჩემი დედამთილი ბუნებრივი სიკვდილით
მოკვდა და გთხოვთ, ეს ვერსია მიიღოთ.
- ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. გჯერათ, რომ
თქვენი დედამთილი წინასწარი განზრახვით მოკლეს და
მთხოვთ, მკვლელობა დავფარო?
- მხოლოდ შებრალებას გთხოვთ.
- დიახ, იმ ადამიანისა, ვისთვისაც სიბრალული უცხოა.
- თქვენ არ გესმით. ყველაფერი სხვანაირად იყო.
- თუ დანაშაული თქვენ არ ჩაგიდენიათ, მადამ, საიდან იცით,
რა მოხდა?
ნადინმა თავი გააქნია.
- არა, მე ის ცოცხალი დავტოვე.
- და მერე, რა მოხდა მერე? რაიმე იცით თუ, უბრალოდ, ეჭვი
გაქვთ?
- გაგონილი მაქვს, - შესძახა ნადინმა, - რომ ერთხელ აღმო-
სავლეთის ექსპრესის საქმეში ოფიციალურად აღიარებული
ვერსია გაიზიარეთ.
161 მკითხველთა ლიგა
პუარომ ინტერესით შეხედა.
- ნეტავ ვისგან გაიგეთ ეს?
- ეს ხომ სიმართლეა?
- ის შემთხვევა განსხვავებული იყო, - ნელა თქვა პუარომ.
- არა, არა, განსხვავებული არ ყოფილა. კაცი, რომელიც მოკ-
ლეს, ბოროტება იყო, - ხმა ჩაუწყდა, - ისევე, როგორც ჩემი დე-
დამთილი.
- მსხვერპლის მორალურ სახეს გამოძიებასთან არანაირი
კავშირი არა აქვს. ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, მარ-
თლმსაჯულება თავად აღასრულოს და სხვა ადამიანს სიცოცხლე
მოუსწრაფოს, საზოგადოებაში ცხოვრების უფლება არა აქვს.
ამას მე გეუბნებით, მე, ერკიულ პუარო.
- რა მკაცრი ხართ!
- მადამ, არის შემთხვევები, როდესაც დაუნდობელიც კი ვარ.
მკვლელობას არასოდეს შევურიგდები. ეს ერკიულ პუაროს უკა-
ნასკნელი სიტყვაა.
ნადინი ადგა, მის მუქ თვალებში ცეცხლის მოულოდნელმა
ალმა გაიელვა.
- მაშინ, ასე განაგრძეთ, უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება
დაანგრიეთ და გააუბედურეთ. მე სხვა არაფერი მაქვს სათქმე-
ლი.
- მაგრამ, მე... მე ვფიქრობ, რომ სათქმელი კიდევ ბევრი
გაქვთ...
- არა, მეტი არაფერი.
- დიახ, გაქვთ. რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენი დედამთი-
ლისგან წამოხვედით? სანამ თქვენ და თქვენი ქმარი საერთო კა-
რავში იყავით?
- საიდან უნდა ვიცოდე? - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- თქვენ იცით ან ეჭვი გაქვთ.
ნადინმა პუაროს თვალებში ჯიქურ შეხედა.
162 მკითხველთა ლიგა
- მე არაფერი ვიცი, მესიე პუარო, - თქვა, გატრიალდა და
ოთახიდან გავიდა.

163 მკითხველთა ლიგა


თავი 20

მას შემდეგ, რაც თავის ბლოკნოტში ჩაწერა: ნ. ბ. 16:40,


პუარომ კარი გააღო და დაუძახა მორიგეს, ჭკვიან და ინგლისუ-
რის კარგად მცოდნე კაცს, რომელიც პოლკოვნიკმა კერბერიმ
მის განკარგულებაში დატოვა, და მას მის ქეროლ ბოინტონის
მოყვანა სთხოვა.
როდესაც გოგონა ოთახში შევიდა, პუარო მას კარგა ხანს დი-
დი ინტერესით უყურებდა. აკვირდებოდა მის წაბლისფერ თმას,
მაღალ ყელზე ლამაზად დასმულ თავს, ლამაზ, ნერვიულ ხე-
ლებს.
- დაბრძანდით, მადმუაზელ, - უთხრა ბოლოს.
გოგონა მორჩილად დაჯდა. სახე უფერული და უმეტყველო
ჰქონდა. პუარომ თანაგრძნობის გამოხატვით დაიწყო, რის შემ-
დეგაც გოგონას გამომეტყველება სრულებით არ შეცვლილა.
- ახლა კი, მადმუაზელ, დაწვრილებით მომიყევით, რას აკე-
თებდით იმ დღეს, რომელიც გამოძიებას აინტერესებს?
პასუხის გაცემა ქეროლმა დაუყოვნებლივ დაიწყო, რამაც
პუაროს აფიქრებინა, რომ წინასწარ ემზადებოდა ამისთვის.
- ლანჩის შემდეგ ყველა სასეირნოდ წავედით. ბანაკში დავ-
ბრუნდი...
- ერთი წუთით, - შეაწყვეტინა პუარომ, - დაბრუნებამდე ყვე-
ლა ერთად იყავით?
- არა, დროის დიდი ნაწილი ჩემს ძმა რეიმონდსა და მის კინ-
გთან ერთად გავატარე. მერე ცალკე წავედი.
- გმადლობთ. თქვით, ბანაკში დავბრუნდიო. ხომ არ იცით,
დაახლოებით რომელი საათი იყო?
- ვფიქრობ, დაახლოებით ექვსის ათი წუთი.
პუარომ ჩაწერა: ქ. ბ. 17:10.
164 მკითხველთა ლიგა
- რა მოხდა მერე?
- დედაჩემი ისევ იმ ადგილზე იჯდა, სადაც გასვლისას დავტო-
ვეთ. მასთან მივედი, დაველაპარაკე და მერე ჩემს კარავში წავე-
დი.
- საუბრის ზუსტი შინაარსი გახსოვთ?
- მხოლოდ ვუთხარი, რომ ძალიან ცხელოდა და დაწოლას
ვაპირებდი. დედაჩემმა მითხრა, აქ დავრჩებიო. სულ ეს იყო.
- მის გარეგნობაში რაიმე უცნაურად ხომ არ მოგეჩვენათ?
- არა, ყოველ შემთხვევაში, ეს...
უცებ გაჩერდა, ჭოჭმანობდა და თან პუაროს უყურებდა.
- პასუხს ჩემგან ტყუილად ელოდებით, მადმუაზელ.
- უბრალოდ, ვფიქრობდი... მაშინ ეს არც შემიმჩნევია, მაგრამ
ახლა, რომ ვიხსენებ...
- დიახ?
ქეროლმა ნელა თქვა:
- ჰო, მართლაც, სახეზე უცნაური ფერი ედო, უჩვეულოდ
აჭარხლებული მომეჩვენა, ჩვეულებრივზე უფრო აწითლებული.
- შეიძლება რაღაცის გამო შოკი ჰქონდა, - ივარაუდა პუარომ.
- შოკი? - გაოგნდა გოგონა.
- დიახ, მაგალითად, რომელიმე არაბ მსახურთან შეიძლებო-
და ჰქონოდა უსიამოვნება.
- ოჰ, - სახე გაუნათდა ქეროლს, - ეგ ნამდვილად შესაძლებე-
ლია.
- რაიმე მსგავსის შესახებ თქვენთვის არაფერი უთქვამს?
- ააარა... არა, არაფერი ასეთი.
- ამის მერე რას აკეთებდით, მადმუაზელ? - განაგრძო
პუარომ.
- ჩემს კარავში წავედი და დაახლოებით ნახევარი საათით
დავწექი. მერე საერთო კარავში გავედი. ჩემი ძმა და მისი ცოლი
უკვე იქ იყვნენ, კითხულობდნენ.
165 მკითხველთა ლიგა
- თქვენ რა გააკეთეთ?
- რაღაც მქონდა შესაკერი, მერე კი ჟურნალი ავიღე.
- საერთო კარვისკენ რომ მიდიოდით, დედათქვენს ხომ არ
დალაპარაკებიხართ?
- არა, პირდაპირ ქვევით წავედი. მგონი, მისკენ არც გამიხე-
დავს.
- მერე?
- მერე საერთო კარავში ვიყავი, სანამ მის კინგმა მისი სიკ-
ვდილის ამბავი არ შეგვატყობინა.
- სულ ეს არის, რაც იცით, მადმუაზელ?
- დიახ.
პუარო წინ გადაიხარა, კილო ისევ კეთილგანწყობილი და მე-
გობრული ჰქონდა.
- თქვენ რა იგრძენით მაშინ, მადმუაზელ?
- რა ვიგრძენი?
- დიახ, როდესაც გაიგეთ, რომ დედათქვენი, მაპატიეთ, დე-
დინაცვალი, ასე არ არის? რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ
მოკვდა?
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, - მიაჩერდა გოგონა.
- მე კი მგონია, მშვენივრად ხვდებით.
- თავზარი დამეცა, - ქეროლმა თვალები დახარა.
- მართლა?
უცებ გოგონა აილანძა და პუაროს დამფრთხალი მიაჩერდა.
ახლა მის თვალებში შიში ჩანდა.
- ერთ ღამეს იერუსალიმში თქვენსა და თქვენს ძმა რეიმონდს
შორის ერთი კონკრეტული დიალოგის გახსენება მართლა ასე-
თი დიდი შოკი იყო თქვენთვის, მადმუაზელ?
ნასროლი ისარი მიზანში მოხვდა. პუარო ამას გოგონას გა-
ფითრებით მიხვდა.
- თქვენ ამის შესახებ იცით? - ჩაიჩურჩულა მან.
166 მკითხველთა ლიგა
- დიახ, ვიცი.
- მაგრამ, როგორ? როგორ?
- თქვენი საუბრის ნაწილი შემთხვევით მოვისმინე.
- ოჰ, - ქეროლ ბოინტონმა სახე ხელებში ჩარგო. მისი ქვითი-
ნისგან მაგიდაც კი შეირყა.
ერკიულ პუარომ რამდენიმე წამი მოიცადა და მერე წყნარად
თქვა:
- თქვენ დედინაცვლის მკვლელობას ერთად გეგმავდით.
ქეროლმა ქვითინით თქვა:
- იმ ღამეს გიჟები... გიჟები ვიყავით.
- ალბათ.
- თქვენთვის ძნელი წარმოსადგენია ის მდგომარეობა, რო-
მელშიც ჩვენ ვიყავით.
ქეროლი გასწორდა, თმა სახიდან უკან გადაიყარა.
- ალბათ, თქვენ ეს დაუჯერებლადაც მოგეჩვენებათ. ამერიკა-
ში კიდევ არა უშავდა, მაგრამ მოგზაურობამ ბევრ რამეზე აგვი-
ხილა თვალები.
- რაზე აგიხილათ თვალები მოგზაურობამ? - ჰკითხა პუარომ,
ხმა კეთილი და თანაგრძნობით სავსე ჰქონდა.
- იმაზე, რომ სხვა ადამიანებისაგან ძალიან განვსხვავდებით.
ამან გაგვაოგნა. მერე კიდევ, ჯინი.
- ჯინი?
- ჩემი და. თქვენ ის არ გინახავთ. ძალიან უცნაური გახდა.
დედა კი უარესს უკეთებდა. ალბათ, ვერ ხვდებოდა. ჩვენ შეგვე-
შინდა - მე და რეის - რომ ჯინი შეიძლებოდა გაგიჟებულიყო. მე-
რე გავიგეთ, რომ ნადინიც ასევე ფიქრობდა და ამან უფრო შეგ-
ვაშინა, რადგან ნადინს ასეთი რაღაცები უფრო კარგად ესმის.
- დიახ, დიახ...
- იმ ღამეს, იერუსალიმში, თითქოს ყველაფერმა პიკს მიაღ-
წია. რეის მოთმინებამ უღალატა. ორივე ძალიან დაძაბულები
167 მკითხველთა ლიგა
ვიყავით და მოგვეჩვენა... მართლა მოგვეჩვენა, რომ ის უნდა
დაგვეგეგმა, რაც დავგეგმეთ. დედაჩემი... დედაჩემი ნორმალუ-
რი არ იყო. არ ვიცი, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მაგრამ არის სი-
ტუაციები, როდესაც ვიღაცის მოკვლა შეიძლება სწორი, კეთილ-
შობილურიც კი იყოს.
პუარომ თავი ნელა დააქნია.
- დიახ, ეს ხანდახან მართლაც ასეა. ისტორიაც ამას ადასტუ-
რებს.
- ზუსტად ასე ვგრძნობდით თავს იმ ღამეს მე და რეი... - მან
ხელი მაგიდას დაარტყა, - მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ეს არ
გაგვიკეთებია. როდესაც გათენდა, ჩვენი ჩანაფიქრი ისე აბსურ-
დული, მელოდრამატული და სასტიკი გვეჩვენა. მესიე პუარო,
ნამდვილად... ნამდვილად... დედაჩემი ბუნებრივი სიკვდილით,
გულის შეტევით მოკვდა, მე და რეის ამასთან კავშირი არა
გვაქვს.
- შეგიძლიათ, თქვენი სულის ხსნა დაიფიცოთ, მადმუაზელ,
რომ მისის ბოინტონი თქვენი ქმედების შედეგად არ არის მკვდა-
რი?
ქეროლმა თავი ასწია, მშვიდად და მთელი გულით ლაპარა-
კობდა:
- ვფიცავ, ისევე, როგორც სულის ხსნისა მჯერა, რომ მისთვის
ზიანი არ მიმიყენებია.
პუარო სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- ასეეე, - თქვა მან.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ზუსტად რაში მდგომარეობდა თქვენი გეგმა? - ჰკითხა უეც-
რად პუარომ.
პუარო პასუხის გაგონებამდე გონებაში წამებს ითვლიდა. ერ-
თი, ორი, სამი.

168 მკითხველთა ლიგა


- არანაირი გეგმა არ გვქონია, - თქვა ქეროლმა ბოლოს, -
იქამდე არ მივსულვართ.
ერკიულ პუარო წამოდგა.
- სულ ეს იყო, მადმუაზელ. ხომ არ შეწუხდებით, თქვენი ძმა
რომ გამომიგზავნოთ?
ქეროლიც ადგა, მცირე ხანს ასე იდგა, ყოყმანობდა.
- მესიე პუარო, თქვენ... თქვენ ხომ გჯერათ ჩემი?
- გითხარით, რომ არ მჯერა?
- არა, მაგრამ... - გაჩერდა.
- ეტყვით თქვენს ძმას, რომ მოვიდეს?
- დიახ.
ქეროლი კარისკენ ნელა წავიდა, მერე შემოტრიალდა და
აღელვებულმა გაიმეორა:
- მე სიმართლე გითხარით, მართლა სიმართლე გითხარით.
ერკიულ პუაროს არაფერი უპასუხია.
ქეროლ ბოინტონი ოთახიდან ნელა გავიდა.

169 მკითხველთა ლიგა


თავი 21

როგორც კი რეიმონდ ბოინტონი ოთახში შემოვიდა, პუარომ


და-ძმას შორის მსგავსებას მაშინვე მიაქცია ყურადღება.
რეიმონდს სახე მკაცრი და დაძაბული ჰქონდა. მღელვარება და
შიში არ ეტყობოდა. სკამზე მოწყვეტით დაეშვა, პუაროს შეხედა
და თქვა:
- გისმენთ.
- თქვენი და, ალბათ, უკვე გელაპარაკათ, - თავაზიანად უთ-
ხრა პუარომ.
- დიახ, როდესაც მითხრა, აქ მოვსულიყავი, მივხვდი, რომ
თქვენი ეჭვები სრულიად გამართლებულია. თუ ჩვენი საუბარი
იმ ღამეს ვიღაცამ შემთხვევით მოისმინა, ის ფაქტი, რომ ჩემი
დედინაცვალი მართლაც მოულოდნელად გარდაიცვალა, რა
თქმა უნდა, ეჭვს აღძრავდა. ერთადერთი, რაშიც მინდა დაგარ-
წმუნოთ, ის არის, რომ ჩვენი საუბარი იმ საღამოს სიგიჟე იყო. იმ
დროს საშინლად დაძაბულები ვიყავით. ჩვენი დედინაცვლის
მოკვლის ის ფანტასტიკური გეგმა... ღმერთო, როგორ ვთქვა?
უბრალოდ, გულის მოოხება იყო.
- ეს... ეს შესაძლებელია, - ნელა დააქნია თავი პუარომ.
- დილას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდად ჩავთვა-
ლეთ. გეფიცებით, მესიე პუარო, რომ ამაზე მერე აღარც მიფიქ-
რია.
პუარომ არაფერი უპასუხა.
რეიმონდმა სწრაფად თქვა:
- ოჰ, გასაგებია, სათქმელად ეს ადვილია. არც ველი, რომ
დამიჯერებთ, მაგრამ მოდი, ფაქტები განვიხილოთ. დედაჩემს
რომ ვესაუბრე, თითქმის ექვსი საათი იყო. იმ დროს აშკარად
ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა. ჩემს კარავში წავე-
170 მკითხველთა ლიგა
დი, დავიბანე და მერე საერთო კარავში დანარჩენებს შევუერ-
თდი. მას შემდეგ არც მე და არც ქეროლი კარვიდან არ გავსულ-
ვართ. ყველას დასანახავად ვისხედით იქ. თქვენ თვითონ დარ-
წმუნდებით, მესიე პუარო, რომ დედაჩემი ბუნებრივი სიკვდი-
ლით მოკვდა, გულის შეტევა ან ნებისმიერი სხვა რამ შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო. გარშემო უამრავი მსახური ირეოდა, აქეთ--
იქით მიდი-მოდიოდნენ. ნებისმიერი სხვა მოსაზრება აბსურდუ-
ლია.
- იცით, მისტერ ბოინტონ, - მშვიდად თქვა პუარომ, - მის კინ-
გი თვლის, რომ, როდესაც ცხედარი შვიდის ნახევარზე დაათვა-
ლიერა, დედათქვენი მინიმუმ საათ-ნახევრის ან ორი საათის
მკვდარი იყო.
რეიმონდს თვალები გაუფართოვდა.
- ეს სარამ თქვა?
- ამაზე რას იტყვით? - თავი დაუქნია პუარომ.
- შეუძლებელია!
- ეს მის კინგის ჩვენებაა. ახლა თქვენ მოდიხართ და მეუბნე-
ბით, რომ მის კინგის მიერ ცხედრის დათვალიერებამდე სულ
რაღაც ორმოცი წუთით ადრე დედათქვენი ცოცხალი და ჯან-
მრთელი იყო.
- ასეც იყო.
- ფრთხილად, მისტერ ბოინტონ!
- სარას ნამდვილად შეეშალა! უნდა ყოფილიყო რაღაც ფაქ-
ტორი, რომელიც მან მხედველობაში არ მიიღო. მაგალითად,
სითბო, რომელიც გახურებული კლდეებისგან მოდიოდა... ან
რაღაც ასეთი. გარწმუნებთ, მესიე პუარო, რომ ექვსს რომ წუთე-
ბი აკლდა, დედაჩემი ცოცხალი იყო და მე მას ველაპარაკე.
პუაროს სახეზე არანაირი ემოცია არ გამოხატვია.
რეიმონდი წინ გადმოიხარა.

171 მკითხველთა ლიგა


- მესიე პუარო, იოლი მისახვედრია, რას ფიქრობთ ყველა-
ფერ ამაზე, მაგრამ, მოდი, ყველაფერს მიუკერძოებლად შეხე-
დეთ. თქვენ დაინტერესებული პირი ხართ. თქვენი საქმიანობის
ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იყოთ კიდეც. დანაშაულის ატ-
მოსფეროში ცხოვრობთ. ყოველი უეცარი სიკვდილი თქვენთვის
პოტენციური დანაშაულია. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი შე-
ხედულება მცდარია? ადამიანები ყოველდღე კვდებიან, განსა-
კუთრებით ისინი, ვისაც სუსტი გული აქვთ, და მათ სიკვდილში
ავის მომასწავებელი არაფერია.
- მოკლედ, გადაწყვიტეთ, ჩემი საქმე მასწავლოთ, ასეა? -
ამოიოხრა პუარომ.
- არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ იმ ავადსახსენებელი
დიალოგის გამო თქვენ აზრი წინასწარ შეიქმენით. დედაჩემის
სიკვდილში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ქეროლისა და ჩემ
მიმართ ეჭვის საფუძველი გახდეს, იმ ერთი ისტერიკული
დიალოგის გარდა.
- გეშლებათ, - თავი გააქნია პუარომ, - არის კიდევ რაღაც.
ექიმ ჟერარის სამედიცინო ჩემოდნიდან მოპარული საწამლავი.
- საწამლავი? - რეი გაოგნებული მიაჩერდა, - საწამლავი? -
სკამი ოდნავ უკან გასწია, დამბლადაცემულს ჰგავდა, - ეს არის
თქვენი ეჭვის საფუძველი?
პუარომ ერთი-ორი წუთი აცალა და მერე წყნარად, თითქმის
გულგრილად განაგრძო:
- თქვენი გეგმა განსხვავებული იყო, არა?
- ოჰ, დიახ, - მექანიკურად უპასუხა რეიმონდმა, - სწორედ
ამიტომ... ეს ყველაფერს ცვლის... ვერ ვაზროვნებ...
- რაში მდგომარეობდა თქვენი გეგმა?
- ჩვენი გეგმა? ის... - მოულოდნელად გაჩერდა, გამოხედვა
უცებ ფხიზელი და ფრთხილი გაუხდა.
- მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
172 მკითხველთა ლიგა
- როგორც გენებოთ, - თქვა პუარომ და ოთახიდან გამავალ
ახალგაზრდა კაცს თვალი გააყოლა, მერე ბლოკნოტი ახლოს
მიიწია და წვრილი, ლამაზი ასოებით უკანასკნელი ჩანაწერი
გააკეთა: რ. ბ. 17: 55.
მერე ქაღალდის დიდი ფურცელი აიღო და წერა გააგრძელა.
როდესაც დაასრულა, სკამის საზურგეზე გადაწვა, თავი გვერდზე
გადახარა და შედეგის შესწავლა დაიწყო. ყველაფერი ასე გან-
ლაგდა:
ბოინტონები და ჯეფერსონ ქოუფი ბანაკს ტოვებენ (დაახლ.)
15:05
ექიმი ჟერარი და სარა კინგი ბანაკს ტოვებენ (დაახლ.) 15:15
ლედი უესტჰოლმი და მის პირსი ბანაკს ტოვებენ 16:15
ექიმი ჟერარი ბანაკში ბრუნდება (დაახლ.) 16 : 20
ლენოქს ბოინტონი ბანაკში ბრუნდება 16:35
ნადინ ბოინტონი ბრუნდება და დედამთილს ელაპარაკება
16: 40
ნადინ ბოინტონი დედამთილისგან საერთო ბანაკში მიდის
(დაახლ.) 15:50
ქეროლ ბოინტონი ბანაკში ბრუნდება 17:10
ლედი უესტჰოლმი, მის პირსი და მისტერ ჯეფერსონ ქოუფი
ბანაკში ბრუნდებიან 17:40
რეიმონდ ბოინტონი ბანაკში ბრუნდება 17:50
სარა კინგი ბანაკში ბრუნდება 18: 00
ცხედარი აღმოაჩინეს 18: 30

173 მკითხველთა ლიგა


თავი 22

- საინტერესოა, - თქვა ერკიულ პუარომ, ფურცელი დაკეცა,


კართან მივიდა და მორიგეს მაჰმუდის მოყვანა დაავალა.
მსუქანი დრაგომანი, როგორც ყოველთვის ბევრს ლაპარა-
კობდა, სიტყვები პირიდან ღვარად მოსდიოდა.
- ყოველთვის, ყოველთვის, დამნაშავე მაჰმუდია. როდესაც
რამე ხდება, ყოველთვის ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი ბრა-
ლია. როდესაც ლედი ჰელენ ჰანტმა მსხვერპლშეწირვის ადგი-
ლიდან ჩამოსვლისას კოჭი იღრძო, ჩემი ბრალი იყო. მაღალ-
ქუსლებიანი ფეხსაცმელი რომ ეცვა და სამოცი წლის არის, შე-
იძლება სამოცდაათისაც, ვითომ არაფერი. ჩემი ცხოვრება ერთი
დიდი უბედურებაა. ყველაფერთან ერთად კიდევ ებრაელები
რას გვიკეთებენ.
პუარომ, როგორც იქნა, ამ ნაკადის შეჩერება და შეკითხვის
დასმა მოახერხა:
- თქვენ ამბობთ, რომ ექვსის ნახევარი იყო?
- არა, მე არ ფიქრობს, რომ ვინმე მსახური იყო იქ. იცით,
ლანჩი გვიან იყო - ორ საათზე. მერე ალაგება. ლანჩის შემდეგ,
მთელი ნაშუადღევი, ძილი. ჰო, ამერიკელები, ისინი ჩაი არ სვა-
მენ. ყველა ვიძინებთ ოთხის ნახევარზე. ხუთზე უკვე გაღვიძებუ-
ლი ვარ. ყოველთვის ვუყურებ ლედი და ჯენტლმენებს კარგი
კომფორტი ჰქონდეთ, ვისაც ვემსახურები. ყოველთვის ვიცი,
როდის უნდა ინგლისელ ლედის ჩაი. მაგ დროს ყოველთვის გა-
მოვდივარ. იქ არავინ იყო. ყველა სასეირნოდ წავიდა. ჩემთვის
ეს ძალიან კარგი. შემიძლია წავიდე და ისევ დავიძინო. ექვსს
რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, უბედურება დაიწყო. დიდი ინგლი-
სელი ლედი, ძალიან დიდი ლედი, მოვიდა და ჩაი უნდა. ბიჭები
ამ დროს სადილს აწყობენ. ერთი ამბავი ატეხა. თქვა, წყალი
174 მკითხველთა ლიგა
მდუღარე უნდა იყოსო. მე თვითონ უნდა ვნახო. ოჰ, ჩემო ჯენ-
ტლმენო! რა ცხოვრებაა, რა ცხოვრება! ყველაფერი ვაკეთებ და
ყველაფერი მე მაბრალებენ.
- არის კიდევ ერთი საკითხი, - ძლივს ჩაურთო კითხვა
პუარომ, - ლედი ბოინტონი ერთ-ერთ მსახურს ძალიან გაუბრაზ-
და. ხომ არ იცით, რომელს და რა მოხდა?
მაჰმუდმა ხელები აღმართა.
- მე უნდა ვიცოდე? ბუნებრივია, არა. მოხუც ლედის არაფერი
დაიჩივლა.
- შეგიძლიათ დაადგინოთ?
- არა, კარგო ჯენტლმენო. ეს შეუძლებელი იქნება. ბიჭებიდან
არავინ ამას არ აღიარებს. მოხუცი ლედი გაბრაზებული, ამ-
ბობთ? მაშინ ბიჭები არაფრით არ იტყვიან. აბდული იტყვის - მუ-
ჰამედია და მუჰამედი იტყვის - აზიზიაო და აზიზი იტყვის, აისაო
და ასე... ძალიან სულელი ბედუინებია, არაფერი ესმით, - მერე
ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო, - მე მისიაში განათლება მაქვს
მიღებული. ეს ჩემი უპირატესობაა. მე შემიძლია კითსი და შელი
ზეპირად წაგიკითხოთ.
მაჰმუდმა დაიწყო, პუაროს კი გააჟრჟოლა. მიუხედავად იმი-
სა, რომ ინგლისური მისი მშობლიური ენა არ იყო, საკმაოდ კარ-
გად იცოდა იმისათვის, რომ მაჰმუდის უცნაურ გამოთქმას მის-
თვის ტანჯვა მიეყენებინა.
- არაჩვეულებრივია, - სასწრაფოდ ჩაურთო პუარომ, - არაჩ-
ვეულებრივია, ნამდვილად ყველა ჩემს მეგობართან გაგიწევთ
რეკომენდაციას.
ამ გზით მან დრაგომანის მრავალსიტყვაობას თავი დააღწია,
მერე ფურცელი აიღო და პოლკოვნიკ კერბერისთან, ოფისში წა-
ვიდა.
კერბერიმ ჰალსტუხი კიდევ უფრო გვერდზე მოიქცია და
ჰკითხა:
175 მკითხველთა ლიგა
- გაქვთ რაიმე?
- ჩემი თეორია გითხრათ?
- ბრძანეეეთ, - თქვა პოლკოვნიკმა და ამოიოხრა. თავისი კა-
რიერის მანძილზე უამრავი თეორია ჰქონდა მოსმენილი, ყველა
მიმართულების.
- ჩემი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ კრიმინოლოგია
ყველაზე მარტივი მეცნიერებაა დედამიწის ზურგზე. დამნაშავეს,
უბრალოდ, ლაპარაკის საშუალება უნდა მისცე და, ადრე თუ
გვიან, ყველაფერს თვითონ გეტყვის.
- მახსოვს, რაღაც ამის მსგავსი ადრეც გითქვამთ. აბა, ვინ
მოგიყვათ ყველაფერს?
- ყველა, - პუარომ პოლკოვნიკს დილას ჩატარებული გამო-
კითხვების შინაარსი მოკლედ უამბო.
- ჰმ, - თქვა კერბერიმ, - ერთი-ორი მიმართულების მაჩვენე-
ბელი ნამდვილად გაქვთ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ
ისინი სხვადასხვა მხარეს მიუთითებენ. ბრალის წაყენება შეგ-
ვიძლია თუ არა, აი, რა მაინტერესებს.
- არა.
- სწორედ მაგის მეშინოდა.
- მაგრამ დაღამებამდე სიმართლე გეცოდინებათ.
- ამას უკვე დამპირდით, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ,
რომ გამოგივათ. თქვენ?
- ეჭვიც არ მეპარება.
- ძალიან სასიამოვნოა, - კერბერის მზერაში დამცინავმა ნა-
პერწკალმა იელვა, მაგრამ პუაროს ეს არ შეუმჩნევია. მან თავი-
სი სია წარუდგინა.
- შესანიშნავია, - თქვა კმაყოფილმა პოლკოვნიკმა კერბერიმ
და ფურცლისკენ დაიხარა, ერთი-ორი წუთის შემდეგ კი პუაროს
უთხრა, - იცით, რას ვფიქრობ?
- ძალიან დამავალებთ, თუ მეტყვით.
176 მკითხველთა ლიგა
- ახალგაზრდა რეიმონდ ბოინტონი არაფერ შუაშია.
- აჰ, ასე ფიქრობთ?
- დიახ, დილის ნამივით სუფთაა. ნეტავ ამას ადრე რატომ ვერ
მივხვდით? როგორც დეტექტიურ რომანებში ხდება ხოლმე, ის
ყველაზე აშკარა კანდიდატურა იყო. მას შემდეგ, რაც თქვენ
თვითონ მოისმინეთ, რომ მოხუცი ქალის გაგორებას აპირებდა,
მაშინვე უნდა გვეფიქრა, რომ უდანაშაულო იქნებოდა.
- თქვენ დეტექტივებს ხშირად კითხულობთ, არა?
- ათასობით, - თქვა პოლკოვნიკმა, მერე სკოლის ბეჯითი
მოსწავლე ბიჭივით დაამატა, - ალბათ, იმას არ აკეთებთ, რასაც
წიგნებში დეტექტივი აკეთებს. მაგალითად, არ წერთ სიას მნიშ-
ვნელოვანი ფაქტებისას, რომლებიც თითქოს არაფერს ნიშნავს,
მაგრამ ბოლოს უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება
ხოლმე.
- აჰ, - თქვა პუარომ თავაზიანად, - ესე იგი, ამ ტიპის დეტექტი-
ვები მოგწონთ. ამას თქვენთვის მეც სიამოვნებით გავაკეთებ, -
პაურომ ფურცელი თავისკენ მიიწია და სწრაფად და ლამაზად
წერა დაიწყო:
მნიშვნელოვანი მომენტები
1. მისის ბოინტონი დიგიტალისის შემცველ მიქსტურას იღებ-
და.
2. ექიმმა ჟერარმა ჰიპოდერმიული შპრიცი დაკარგა.
3. მისის ბოინტონი დიდ სიამოვნებას იღებდა, როდესაც თა-
ვისი ოჯახის წევრებს გარეშე ადამიანებთან დროის გატარებას
უკრძალავდა.
4. მისის ბოინტონმა ჩვენთვის საინტერესო ნაშუადღევს თა-
ვისი ოჯახის წევრებს სასეირნოდ წასვლა თვითონ შესთავაზა.
5. მისის ბოინტონი ფსიქოლოგიური სადისტი იყო.
6. მანძილი საერთო კარავსა და იმ ადგილს შორის, სადაც
მისის ბოინტონი იჯდა, დაახლოებით ორასი იარდია.
177 მკითხველთა ლიგა
7. თავიდან მისტერ ბოინტონმა თქვა, რომ არ იცოდა, რა
დრო იყო, როცა ბანაკში დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ აღიარა,
რომ დაბრუნებისთანავე დედამისის გაჩერებული საათი დაქოქა
და სწორ დროზე დააყენა.
8. ექიმი ჟერარი და მის ჯინევრა ბოინტონი ერთმანეთის
გვერდზე კარვებში ცხოვრობდნენ.
9. შვიდის ნახევარზე, როდესაც სადილი უკვე მზად იყო, მი-
სის ბოინტონის მოსაყვანად მსახური გაგზავნეს
პოლკოვნიკმა დიდი ინტერესითა და კმაყოფილებით წაიკით-
ხა მაძებრის ნაწერი.
- შესანიშნავია, - თქვა მან, - სწორედ ის არის, რაც გვჭირდე-
ბოდა. ეს ის არის, რასაც საქმესთან, ერთი შეხედვით, თითქოს
არანაირი კავშირი არა აქვს. სრულიად ავთენტური მიდგომაა.
თუმცა მეჩვენება, თითქოს ერთი თუ ორი აღსანიშნავი მომენტი
მაინც გამოგრჩენიათ. მაგრამ ეს, ვფიქრობ, ჩემს გამოსაცდე-
ლად გააკეთეთ.
პუარომ თვალები აახამხამა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მაგალითად, მეორე მომენტი, - თქვა პოლკოვნიკმა არც ისე
დარწმუნებულმა, - „ექიმმა ჟერარმა ჰიპოდერმიული შპრიცი
დაკარგა“. დიახ. მან დიგიტალისის კონცენტრირებული სითხეც
დაკარგა.
- ეს არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც შპრიცის დაკარგვა.
- შესანიშნავია! - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ და სახე ღი-
მილით გაუნათდა, - არაფერი მესმის. ჩემი აზრით, წამლის და-
კარგვა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შპრიცის. იმ მსახურზე
რას იტყვით, რომელიც მისის ბოინტონის დასაძახებლად გაგ-
ზავნეს, ან იმ საწყალზე, რომელსაც ბებერი ქალი ჯოხს უღერებ-
და? იმედია, იმის თქმას არ აპირებთ, რომ ის ქალი უდაბნოს გუ-
ლუბრყვილო შვილებმა მოკლეს, - მკაცრად დაამატა პოლკოვ-
ნიკმა, - იმიტომ, რომ ეს ტყუილი იქნება.
178 მკითხველთა ლიგა
პუარომ გაიღიმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
ოფისიდან რომ გადიოდა, ჩაილაპარაკა:
- წარმოუდგენელია! ეს ინგლისელები ვერაფრით ვერ იზ-
რდებიან.

179 მკითხველთა ლიგა


თავი 23

სარა კინგი გორაკის თავზე იჯდა და ველურ ყვავილებს გათი-


შული სახით არჩევდა. ექიმი ჟერარი იქვე, ქვის კედელთან ჩა-
მომჯდარიყო.
- რისთვის წამოიწყეთ ეს ყველაფერი, - მოულოდნელად და
გამწარებით თქვა სარამ, - თქვენ რომ არა...
- ფიქრობთ, უნდა გავჩუმებულიყავი? - ნელა იკითხა ექიმმა
ჟერარმა.
- დიახ.
- იმის მიუხედავად, რაც ვიცოდი?
- არაფერიც არ იცოდით.
ფრანგმა ამოიოხრა.
- არა, ვიცოდი, მაგრამ ვაღიარებ, აბსოლუტურად დარწმუნე-
ბული ვერასოდეს ვერავინ იქნება.
- როგორ არა, იქნება, - კატეგორიულად თქვა სარამ.
- ალბათ, თქვენ! - მხრები აიჩეჩა ფრანგმა.
- თქვენ ციება გქონდათ, მაღალი ტემპერატურა, ყველაფერ
ამას საღი გონებით ვერ აღიქვამდით. ის შპრიციც, ალბათ, სულ
თავის ადგილზე იყო. დიგიტოქსინთან დაკავშირებითაც შეიძ-
ლება შეცდომა დაუშვით ან თქვენი ჩემოდნით რომელიმე მსა-
ხური დაინტერესდა.
- შეგიძლიათ, არ იღელვოთ, - ცინიკურად თქვა ჟერარმა, -
მტკიცებულებას არადამაჯერებლად ჩათვლიან. ნახავთ, თქვენი
მეგობარი ბოინტონები ამ საქმიდან სუფთად გამოვლენ.
- თქვენ გგონიათ, მე ეს მინდა? - ისევ გამწარებით თქვა სა-
რამ.
- არალოგიკურად მსჯელობთ, - თავი გააქნია ჟერარმა.

180 მკითხველთა ლიგა


- თქვენ არ იყავით, - მომთხოვნი კილოთი თქვა სარამ, -
იერუსალიმში ამდენს რომ ლაპარაკობდით, ადამიანი სხვის
საქმეში არ უნდა ჩაერიოსო? თვითონ კი რას აკეთებთ.
- არავის საქმეში არ ჩავრეულვარ. უბრალოდ, მოვყევი, რაც
ვიცოდი.
- მე კი გეუბნებით, რომ თქვენ დანამდვილებით არაფერი
იცით. ოჰ, ღმერთო, ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ.
კამათისას წრეზე დავდივართ.
- ძალიან ვწუხვარ, მის კინგ, - ნაზად თქვა ჟერარმა.
- ხედავთ, ბოლოს და ბოლოს, მათ, ვერც ერთმა მათგანმა, იმ
ქალს თავი მაინც ვერ დააღწიეს, - ხმას დაუწია სარამ, - ის ისევ
იქ არის, საფლავიდანაც კი შეუძლია, ოჯახის წევრებს მისწვდეს
და ხელი ჩაავლოს. იყო ამ ქალში რაღაც საშინელი, მკვდარიც
კი ისეთივე საშინელია. ვგრძნობ, ვგრძნობ, როგორ იღებს
სიამოვნებას ყველაფერ ამით, - სარა მცირე ხნით დადუმდა, მე-
რე კი ჩვეულებრივად თქვა, - ის პატარა კაცი მოდის ჩვენკენ.
ექიმმა ჟერარმა მხარს ზემოდან გაიხედა.
- ოჰ, ალბათ, ჩვენ გვეძებს.
- ნეტავ მართლა ისეთი სულელია, როგორიც ჩანს? - იკითხა
სარამ.
- სულელი სულაც არ არის, - სევდიანად თქვა ექიმმა ჟერარ-
მა.
- სწორედ მაგის მეშინოდა, - მიუგო სარა კინგმა.
პირქუშად უყურებდა, როგორ მოიწევდა ერკიულ პუარო მთა-
ზე.
ბოლოს იმ ადგილს მიაღწია, სადაც ისინი ისხდნენ, და ხმა-
მაღლა აღმოხდა:
- უჰ, - შუბლი გაიწმინდა და მერე ძვირფასი ტყავის ფეხსაცმე-
ლებს ნაღვლიანად დახედა.

181 მკითხველთა ლიგა


- სამწუხაროა, მაგრამ ეს ქვიანი ქვეყანაა. ჩემი საწყალი ფეხ-
საცმელები!
- შეგიძლიათ, ლედი უესტჰოლმისაგან ფეხსაცმლის გასაწ-
მენდი ნაკრები ითხოვოთ, - უკმეხად უთხრა სარამ, - და მტვრის
გასაწმენდიც. სანიმუშო მოახლის აღჭურვილობით მოგ-
ზაურობს.
- მაგრამ ეგ ნაკაწრებს არაფერს უშველის, მადმუაზელ, -
პუარომ თავი ნაღვლიანად გააქნია.
- ალბათ, არა. ასეთ ადგილებში მაგ ფეხსაცმლით რატომ და-
დიხართ?
პუარომ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
- მიყვარს, როდესაც soigné33 გამოვიყურები.
- უდაბნოში ყოფნისას მაგაზე არ ვიფიქრებდი, - უთხრა სა-
რამ.
- უდაბნოში საუკეთესოდ ქალებიც კი არ გამოიყურებიან, -
აღნიშნა ექიმმა ჟერარმა, - მაგრამ, აი, მის კინგზე ამას ვერ იტ-
ყვი. ყოველთვის კოპწია და მოწესრიგებულია. სამაგიეროდ,
ლედი უესტჰოლმი თავის უზარმაზარ, სქელ ჟაკეტებსა და ქვედა-
კაბებში, საშინელ საცხენოსნო ბრიჯში, რომელიც საშინლად არ
უხდება და უხეშ ფეხსაცმელში, qu’elle horreur de femme!34 და
საწყალი მის პირსი? მისი ტანსაცმელი ისეთია, როგორიც დამ-
ჭკნარი კომბოსტოს ფოთლები, მერე ეს ჯაჭვები, მძივები, რომ-
ლებიც სულ წკარუნებს. ახალგაზრდა მისის ბოინტონიც კი, რო-
მელსაც ძალიან კარგი გარეგნობა აქვს, არ არის ის, რასაც chic-
ს35 უწოდებ.

33 Soigné (ფრანგ.) - პეწიანად.


34 Qu’elle horreur de femme (ფრანგ.) - ქალი-საშინელება.
35 Chic (ინგლ.) - ელეგანტური, შიკი.
182 მკითხველთა ლიგა
- არა მგონია, მესიე პუარო აქ, ასეთ სიმაღლეზე, ჩაცმულობა-
ზე სალაპარაკოდ ამოსულიყოს.
- მართალია. მისტერ ჟერართან საკონსულტაციოდ მოვედი.
მისი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თქვენიც,
მადმუაზელ. თქვენ ახალგაზრდა ხართ, ფსიქოლოგიის თანა-
მედროვე საკითხებში ერკვევით. მინდა მითხრათ ყველაფერი,
რაც შეგიძლიათ, მისის ბოინტონის შესახებ.
- ყველაფერი ეს უკვე ზეპირად უნდა იცოდეთ, - თქვა სარამ.
- არა, იცით, ისეთი გრძნობა მაქვს, გრძნობა კი არა, დარწმუ-
ნებული ვარ, რომ მისის ბოინტონის ფსიქიკა ამ საქმეში ძალიან
მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ტიპის ადამიანებს, დარ-
წმუნებული ვარ, ექიმი ჟერარი კარგად იცნობს.
- ჩემი აზრით, შესწავლისთვის საინტერესო ობიექტი იქნებო-
და, - თქვა ექიმმა.
- მომიყევით.
ექიმმა ჟერარმა სიამოვნებით დაიწყო მოყოლა. აღწერა ამ
ოჯახით თავისი დაინტერესება, უამბო ჯეფერსონ ქოუფთან თა-
ვისი საუბრის შესახებ და ისიც თქვა, რომ ეს უკანასკნელი სი-
ტუაციას აბსოლუტურად არასწორად ხსნიდა.
- ალბათ, სენტიმენტალური კაცია? - თქვა პუარომ.
- ოჰ, საკმაოდ. მას იდეალები აქვს, რომლებიც მისი ცნო-
ბიერების სიღრმეში არსებულ სიზარმაცის ინსტინქტს ეყრდნო-
ბა. ადამიანებს მხოლოდ საუკეთესო მხრიდან ხედავს და ამი-
ტომ მისთვის ეს ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა. აქედან გამომ-
დინარე, წარმოდგენაც არა აქვს, როგორი არიან ადამიანები სი-
ნამდვილეში.
- ეს შეიძლება სახიფათო იყოს, - თქვა პუარომ.
- არ ვიცი, როგორ გითხრათ... ბოინტონების ოჯახის სიტუაცი-
ას ჯიუტად ზედმეტი ერთგულებით ხსნის. სინამდვილეში არსე-

183 მკითხველთა ლიგა


ბულ სიძულვილზე, ამბოხზე, მონობასა და ტანჯვაზე ძალიან ზე-
დაპირული წარმოდგენა აქვს.
- მაშინ ეს სისულელეზე მიუთითებს.
- რა მნიშვნელობა აქვს, - განაგრძო ექიმმა ჟერარმა, - ყვე-
ლაზე გონებაშეზღუდული სენტიმენტალური ოპტიმისტებიც კი
მთლად ბრმები არ არიან. ვფიქრობ, პეტრაში მოგზაურობისას
ჯეფერსონ ქოუფს თვალები აეხილა.
მერე ექიმი ჟერარი მოუყვა იმ საუბრის შესახებ, რომელიც
ჯეფერსონ ქოუფთან მისის ბოინტონის გარდაცვალების დღეს,
დილით ჰქონდა.
- საინტერესოა, ეს ისტორია მოსამსახურე გოგონას შესახებ,
- თქვა დაფიქრებულმა პუარომ, - ბებერი ქალის მეთოდებზე
გვიქმნის წარმოდგენას.
- საერთოდ ძალიან უცნაური დილა იყო, - თქვა ჟერარმა, -
თქვენ, ალბათ, პეტრაში არ ყოფილხართ, მესიე პუარო. თუ იქ
მოხვდებით, აუცილებლად ახვალთ მსხვერპლშეწირვის ადგილ-
ზე. იქ... როგორ ვთქვა... ისეთი ატმოსფეროა, - მერე ექიმმა სცე-
ნა დეტალურად აღწერა და დაამატა, - მადმუაზელი, - ხელი სა-
რასკენ გაიშვირა, - ახალგაზრდა მსაჯულივით იჯდა და ბევრის
გადასარჩენად ერთის შეწირვაზე ლაპარაკობდა. გახსოვთ, მის
კინგ?
სარას გააჟრჟოლა.
- არა, არ გინდათ. მოდი, იმ დღეზე ნუ ვილაპარაკებთ.
- არა, არა, - თქვა პუარომ, - მოდი, რაც შეიძლება შორეულ
წარსულს გადავწვდეთ. ექიმო ჟერარ, ძალიან მაინტერესებს მი-
სის ბოინტონის ფსიქიკის თქვენეული მონახაზი. ერთი რამ ვერ
გამიგია: მას შემდეგ, რაც თავისი ოჯახის წევრები სულით ხორ-
ცამდე დაიმორჩილა, ეს მოგზაურობა რაღად სჭირდებოდა? ხომ
შეუძლებელია, ვერ მიმხვდარიყო, რომ აქ გარეშე კონტაქტების-

184 მკითხველთა ლიგა


გან მათი იზოლირება უფრო გაუჭირდებოდა და მისი გავლენა
შესუსტდებოდა?
აღელვებული ექიმი ჟერარი წინ გადაიხარა.
- მაგრამ, mon vieux,36 საქმეც სწორედ ეგ არის. მოხუცი ქალ-
ბატონები მთელ მსოფლიოში ერთნაირები არიან. მათ სწყინდე-
ბათ. თუ ისინი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პასიანსს
აწყობენ, ბოლოს სწყინდებათ ის, რაც ასე კარგად იციან და ახ-
ლის სწავლა უნდებათ. ზუსტად ეს დაემართა მოხუც ქალბატონ-
საც, რომლისთვისაც (რაც უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებო-
დეთ) გართობა და სიამოვნების მიღება სხვა ადამიანების და-
მორჩილებასა და ტანჯვაში მდგომარეობდა. მისის ბოინტონმა,
როგორც une dompteuse,37 თავისი ვეფხვები მოათვინიერა.
მისთვის, ალბათ, საოცრად ამაღელვებელი იყო მათი გარდამა-
ვალი ასაკი. ლენოქსის ნადინზე დაქორწინება მთელი თავგადა-
სავალი იქნებოდა. მერე, უცებ, ყველაფერი გაუფერულდა. ლე-
ნოქსი იმდენად ჩაეფლო მელანქოლიაში, რომ მისთვის გულის
ტკენა ან წყენინება შეუძლებელი გახდა. რეიმონდსა და ქე-
როლს ამბოხის არაფერი ეტყობათ. ჯინევრა - la pauvre
Ginevra38 დედამისის გართობისათვის ყველაზე უინტერესო
ობიექტი აღმოჩნდა, რადგან მან გადარჩენის გზას მიაგნო და
რეალობიდან ფანტაზიას შეაფარა თავი. რაც უფრო ძლიერი იყო
დედამისის ზეწოლა, მით უფრო გრძნობდა ის იდუმალ აგზნებას,
რადგან თავს დევნილ გმირ ქალად აღიქვამდა. მისის ბოინტო-
ნის აზრით, ეს საშინლად მოსაწყენი იყო. მას, როგორც ალექ-

36 Mon vieux (ფრანგ.) - ჩემო მეგობარო.


37 Une dompteuse (ფრანგ.) - მომთვინიერებელი.
38 La pauvre Ginevra (ფრანგ.) - საბრალო ჯინევრა.

185 მკითხველთა ლიგა


სანდრე მაკედონელს, ახალ-ახალი მიწების დაპყრობა სწყურო-
და. ასე, ამ მიზეზით, დაიგეგმა საზღვარგარეთ მოგზაურობა. აქ
გაჩნდებოდა შესაძლებლობა, მის მოთვინიერებულ მხეცებს ამ-
ბოხი ეცადათ, მას კი ახალი ტკივილის მიყენების შანსი მიეცე-
მოდა. აბსურდივით ჟღერს, მაგრამ ასეა. მას ახალი აგზნების
წყარო სჭირდებოდა.
პუარომ ღრმად ჩაისუნთქა.
- ეს სრულყოფილი ანალიზია. დიახ, ვხვდები ყველაფერს,
რისი თქმაც გინდათ. ყველაფერი ასე იყო. ყველაფერი თავის
ადგილას თავსდება. La maman ბოინტონმა სახიფათო ცხოვრე-
ბა აირჩია და ამისათვის დაისაჯა.
სარამ თავისი ფერმკრთალი, ჭკვიანი და სერიოზული სახე
წინ წამოსწია.
- გინდათ თქვათ, რომ მან თავისი გაწვრთნილი ცხოველები
ზედმეტად გააღიზიანა და ისინი დაესივნენ ან ერთ-ერთი მათგა-
ნი ეცა?
პუარომ თავი დაუქნია.
- რომელი?
პუარომ შეხედა მის ხელებს, რომლებიც ველურ ყვავილებს
მთელი ძალით ჩაჰფრენოდა, მის ფერმკრთალ, დაძაბულ სახეს,
მაგრამ არაფერი უპასუხა. პასუხის გაცემისაგან, ფაქტობრივად,
ექიმმა ჟერარმა გადაარჩინა, რომელმაც მხარზე ხელი დაადო
და უთხრა, - შეხედეთ.
გორაკის თავზე გოგონა მისეირნობდა. უცნაური რიტმული
გრაციით მიდიოდა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს
რეალური არ იყო. მისი მოოქროსფრო-წითური თმა მზეზე ბზი-
ნავდა. უცნაური, იდუმალი ღიმილისგან მისი ტუჩების ლამაზი
კუთხეები ოდნავ ზევით იყო აწეული. პუარომ ჰაერი ღრმად
შეისუნთქა.

186 მკითხველთა ლიგა


- რა ლამაზია... რა უცნაურად, ამაღელვებლად ლამაზია, -
თქვა მან, - ალბათ, ასე უნდა ითამაშო ოფელია - როგორც სხვა
სამყაროდან გადმოსული ახალგაზრდა ქალღმერთი, ბედნიერი
იმით, რომ ადამიანური სიხარულისა და მწუხარებისგან გათავი-
სუფლდა.
- დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით, - თქვა ჟერარმა, - ეს ის
სახეა, რომელიც სიზმარში შეიძლება მოგევლინოს. მე დამესიზ-
მრა. სიცხე რომ მქონდა, თვალები გავახილე და დავინახე ეს სა-
ხე, მისი ლამაზი, არაამქვეყნიური ღიმილი... არაჩვეულებრივი
სიზმარი იყო. რომ გამეღვიძა, გული საშინლად დამწყდა... - მე-
რე ლაპარაკის თავის ჩვეულ კილოს დაუბრუნდა, - ეს ჯინევრა
ბოინტონია.

187 მკითხველთა ლიგა


თავი 24

სულ რამდენიმე წუთში გოგონა წამოეწიათ.


ექიმმა ჟერარმა ისინი ერთმანეთს გააცნო.
- მის ბოინტონ, ეს მესიე ერკიულ პუაროა.
- ოჰ, - ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა. მუჭს ნერვიულად ხან
კრავდა და ხან შლიდა. მოჯადოებული ნიმფა ჯადოსნური ქვეყ-
ნიდან დაბრუნდა. ახლა ის ცოტა ჩვეულებრივი, მოუქნელი გო-
გო იყო, რომელიც თავს უხერხულად გრძნობდა და არ იცოდა,
როგორ მოქცეულიყო.
- ნამდვილად ბედმა გამიღიმა, რომ დღეს აქ შეგხვდით, მად-
მუაზელ, თქვენს ნახვას სასტუმროში ვცდილობდი.
- მართლა? - ისე გაიღიმა, თითქოს იქ არ იყო. თითებით კა-
ბის ქამარს აწვალებდა.
- ჩემთან ერთად ხომ არ გამოისეირნებდით?
ჯინევრა უსიტყვოდ გაჰყვა, ისე, თითქოს უბრალოდ მის სურ-
ვილს დაემორჩილა. მერე, სრულიად მოულოდნელად, სწრაფად
და უცნაურად დაიწყო ლაპარაკი:
- თქვენ დეტექტივი ხართ, არა?
- დიახ, მადმუაზელ.
- ძალიან ცნობილი დეტექტივი?
- მსოფლიოში საუკეთესო, - უთხრა პუარომ, როგორც, არც
მეტი, არც ნაკლები, მარტივი ჭეშმარიტება.
ჯინევრა ბოინტონმა თითქოს შვებით ამოისუნთქა.
- აქ ჩემს დასაცავად ჩამოხვედით?
პუარომ ულვაშზე ჩამოისვა ხელი და თქვა:
- თქვენ საფრთხეში ხართ, მადმუაზელ?
- დიახ, დიახ, - თქვა ჯინევრამ და სწრაფად, დაეჭვებულმა მი-
მოიხედა, - ამის შესახებ იერუსალიმში ექიმ ჟერარს უკვე ვუთხა-
188 მკითხველთა ლიგა
რი. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, საერთოდ არაფერი შეიმჩნია,
მაგრამ იმ საშინელ წითელკლდეებიან ადგილას გამომყვა, - გა-
აჟრიალა, - მათ ჩემი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. იძულე-
ბული ვარ, მუდმივად ფრთხილად ვიყო.
პუარომ თავაზიანად და მოწყალედ დაუქნია თავი.
- ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია, თან, ვუყვარვარ, -
თქვა ჯინევრა ბოინტონმა.
- ჰოო?
- ოჰ, დიახ. ძილში ჩემს სახელს ამბობს... - თქვა ნაზად და
თითქოს ისევ არაამქვეყნიური სილამაზის ღრუბელში გაეხვია, -
დავინახე, როგორ იწვა ლოგინში, ბორგავდა, კანკალებდა და
ჩემს სახელს ამბობდა... ჩუმად გამოვიპარე. იქნებ თქვენ სწო-
რედ მან გამოგგზავნათ? იცით, საოცრად ბევრი მტერი მყავს.
ჩემ გარშემო ტრიალებენ. ზოგჯერ შენიღბულად მოქმედებენ.
- დიახ, დიახ, მაგრამ აქ, თქვენი ოჯახის წევრებით გარშე-
მორტყმული, უსაფრთხოდ ხართ.
ჯინევრა ამაყად გაიმართა წელში.
- ეს ჩემი ოჯახი არ არის. მათთან საერთო არაფერი მაქვს.
ვერ გეტყვით, სინამდვილეში ვინ ვარ, ეს ძალიან დიდი საიდუმ-
ლოა. ამის თქმა რომ შემეძლოს, ძალიან გაგიკვირდებოდათ.
- დედათქვენის სიკვდილი დიდი შოკი იყო თქვენთვის, მად-
მუაზელ? - ფრთხილად ჰკითხა პუარომ.
- ხომ გითხარით, ის დედაჩემი არ იყო, - ფეხები დააბაკუნა
ჯინევრამ, - ჩემმა მტრებმა ფული გადაუხადეს, რომ თავი ყვე-
ლასთვის დედაჩემად მოეჩვენებინა და თან იმაზე ეზრუნა, რომ
გადარჩენა ვერ მომეხერხებინა.
- მისი სიკვდილის დღეს სად იყავით?
- ჩემს კარავში. იქ ძალიან ცხელოდა, მაგრამ გარეთ გამოს-
ვლას ვერ ვბედავდი... შეიძლებოდა, მათ დავეჭირე. ერთ-ერთმა
მათგანმა კარავშიც შემოიხედა. შენიღბული იყო, მაგრამ მაინც
189 მკითხველთა ლიგა
ვიცანი. თავი მოვიმძინარე. ის შეიხის გამოგზავნილი იყო. ჩემი
მოტაცება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
რამდენიმე წუთი პუარო მდუმარედ მიჰყვებოდა გვერდით.
- ძალიან მომხიბლავ ისტორიებს ჰყვებით საკუთარი თავის
შესახებ, - უთხრა ბოლოს.
ჯინევრა გაჩერდა და გაბრაზებული მიაჩერდა, - სიმართლეს
ვამბობ, მხოლოდ სიმართლეს, - და ისევ ფეხები დააბაკუნა.
- ნამდვილად კარგი ფანტაზია გქონიათ, - უთხრა პუარომ.
- ეს სიმართლეა, სიმართლე, - წამოიყვირა გოგონამ, მერე
გაბრაზებული შებრუნდა და გორაკიდან სირბილით დაეშვა.
პუარო იდგა და უყურებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ზურგს
უკნიდან ხმა შემოესმა.
- რა უთხარით?
პუარო მოტრიალდა. მის გვერდით ექიმი ჟერარი იდგა და
სწრაფი სიარულისგან ქოშინებდა. სარაც მათკენ მოდიოდა,
მაგრამ უფრო ნელი ნაბიჯით.
- ვუთხარი, რომ საკუთარი თავის შესახებ მშვენიერ ისტორი-
ებს თხზავს, - უპასუხა პუარომ.
ექიმმა თავი ფიქრიანად დააქნია.
- ეტყობა გაბრაზდა, ეს ნამდვილად კარგია და ნიშნავს, რომ
იმ საბედისწერო კარში საბოლოოდ არ შეუბიჯებია. ჯერ კიდევ
იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. მე მას მოვარჩენ.
- გადაწყვიტეთ, მის მკურნალობას მოჰკიდოთ ხელი?
- ახალგაზრდა მისის ბოინტონს და მის ქმარს უკვე ველაპა-
რაკე. ჯინევრა პარიზში ჩამოვა და ჩემს ერთ-ერთ კლინიკაში
დაწვება, ხოლო მკურნალობის დამთავრების შემდეგ სამსა-
ხიობო კურსების გავლას შეძლებს.
- სამსახიობო?
- ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევს, მას სწორედ ეს
სჭირდება, აუცილებელიც კია. ბევრ რამეში დედამისს ჰგავს.
190 მკითხველთა ლიგა
- არა, - გააპროტესტა სარამ.
- ეს, ალბათ, დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ძირითადი
თვისებები საერთო აქვთ. განსაკუთრებით, საკუთარი მნიშვნე-
ლოვნების წარმოჩენისა და გარშემო მყოფებზე ძლიერი შთა-
ბეჭდილების მოხდენის სურვილი. ამ საწყალ ბავშვს კი ყველა-
ფერ ამის მიღწევაში მუდმივად წინააღმდეგობა ხვდებოდა, მისი
სურვილი მუდმივად ითრგუნებოდა. მის მოუთოკავ ამბიციას, სი-
ცოცხლის სიყვარულს, აშკარად რომანტიკულ ბუნებას გამოხატ-
ვის საშუალება არ ეძლეოდა, - ჟერარმა ჩაიცინა და თქვა,
Nous allons changer tout ça!39 - მერე დანარჩენებს თავი დაუკ-
რა, ჩაილაპარაკა, მაპატიეთო, და გოგონას გაჰყვა უკან.
- ექიმი ჟერარი თავისი საქმით ძალიან გატაცებულია, - თქვა
სარამ.
- ვხვდები.
- მაგრამ, - თქვა სარამ და წარბები შეჭმუხნა, - მაინც არ მეს-
მის, როგორ ადარებთ ამ გოგონას იმ საშინელ ქალს. თუმცა მი-
სის ბოინტონი ერთხელ მეც კი შემეცოდა.
- ეს როდის იყო, მადმუაზელ?
- აი, მაშინ, იერუსალიმში. ამის შესახებ ხომ უკვე მოგიყევით.
უცებ მომეჩვენა, რომ ყველაფერი არასწორად მესმოდა. ხომ
გესმით, როგორ ხდება ხოლმე, როცა ყველაფერს სხვა კუთხით
დაინახავ. მეც ასე დამემართა, ავღელდი და სისულელე ჩავიდი-
ნე.
- არა, შეუძლებელია.
სარა ოდნავ გაწითლდა, როგორც ყოველთვის მისის ბოინ-
ტონთან საუბრის გახსენებისას.

39Nous allons changer tout ça (ფრანგ.) - ამ ყველაფერს გამო-


ვასწორებთ.

191 მკითხველთა ლიგა


- ისეთი ეგზალტირებული ვიყავი, ვთვლიდი, რომ რაღაც მი-
სია მეკისრებოდა! მერე, მოგვიანებით, როდესაც ლედი უეს-
ტჰოლმმა თავისი თევზის თვალებით შემომხედა და მითხრა, და-
გინახეთ, როგორ ელაპარაკებოდით მისის ბოინტონსო, ვიფიქ-
რე, ჩვენი საუბარიც მოისმინა-მეთქი და თავი ნამდვილ ბრიყვად
ვიგრძენი.
- კონკრეტულად, რა გითხრათ მოხუცმა მისის ბოინტონმა?
შეგიძლიათ ზუსტად გაიხსენოთ?
- ვფიქრობ, შემიძლია. ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე დიდი შთა-
ბეჭდილება მოახდინა. „მე არასოდეს ვივიწყებ, გახსოვდეთ,
არასოდეს არაფერი დამვიწყებია, არც ქმედება, არც სახელი და
არც სახე“, - სარას გააჟრჟოლა, - ეს ისე ბოროტად თქვა და თან
არც კი მიყურებდა. ვგრძნობ... ვგრძნობ, თითქოს, ახლაც კი...
ახლაც კი მესმის მისი ხმა...
- ძალიან იმოქმედა თქვენზე? - თავაზიანად იკითხა პუარომ.
- დიახ. იცით, ჩემი შეშინება არც ისე ადვილია, მაგრამ ზოგ-
ჯერ სიზმარში ვხედავ, რომ ზუსტად ამ სიტყვებს მეუბნება და ბო-
როტი, მტაცებლური, გამარჯვებული გამომეტყველებით მიყუ-
რებს. უჰ! - ისევ გააჟრიალა და უცებ პუაროს მიუბრუნდა, - მესიე
პუარო, იქნებ არ უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ ამ საქმეზე რაიმე
დასკვნამდე მიხვედით? რაიმე კონკრეტული გაარკვიეთ?
- დიახ.
- რა? - იკითხა სარამ და პურომ დაინახა, როგორ აუკანკალ-
და ტუჩები.
- გავარკვიე, ვის ელაპარაკებოდა რეიმონდ ბოინტონი იმ ღა-
მეს იერუსალიმში. ეს მისი და, ქეროლი იყო.
- ქეროლი, რა თქმა უნდა!.. რეიმონდს რაიმე უთხარით?
ჰკითხეთ რაიმე... - სარამ ვეღარ გააგრძელა.
პუარომ სევდიანად, თანაგრძნობით შეხედა და ხმადაბლა
უთხრა:
192 მკითხველთა ლიგა
- ეს თქვენთვის ასე ბევრს ნიშნავს, მადმუაზელ?
- ყველაფერს, - უთხრა სარამ, - მე აუცილებლად უნდა ვიცო-
დე.
- მითხრა, რომ ეს ისტერიკული აფეთქება იყო და მეტი არა-
ფერი; რომ ის და მისი და ზღვარზე იყვნენ. დღის სინათლეზე ეს
აზრი ორივეს წარმოუდგენლად მოეჩვენა.
- გასაგებია.
- მის სარა, - ძალიან ფრთხილად დაიწყო პუარომ, - ხომ ვერ
მეტყვით, რისი გეშინიათ ასე ძალიან?
- იმ დღეს ერთად ვიყავით. როდესაც მემშვიდობებოდა, მით-
ხრა... მითხრა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, სანამ ამის გამბე-
დაობა ჰქონდა. ჩავთვალე, რომ დედამისისთვის ყველაფრის
თქმას აპირებდა, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ სხვა რამეს გუ-
ლისხმობდა...
სარას ხმა ჩაუწყდა, გახევებული იდგა და ცდილობდა, თავი
მოეთოკა.

193 მკითხველთა ლიგა


თავი 25

ნადინ ბოინტონი სასტუმროდან გამოვიდა. სანამ ის ჭოჭმა-


ნობდა, გზა გაეგრძელებინა თუ არა, ადამიანი, რომელიც გა-
რეთ ელოდებოდა, წინ გამოხტა.
მისტერ ჯეფერსონ ქოუფი უცებ თავისი ქალბატონის გვერ-
დით გაჩნდა.
- მგონი, აქეთ გასეირნება სასიამოვნო იქნება.
ნადინი დათანხმდა.
ისინი ბილიკს გაუყვნენ. მისტერ ქოუფი გაუჩერებლად ლაპა-
რაკობდა, თავისუფლად, მაგრამ მონოტონურად მეტყველებდა.
ძნელი სათქმელი იყო, ხვდებოდა თუ არა, რომ ნადინი სულ არ
უსმენდა. როდესაც ქვიან, ყვავილებით მოფენილ გორაკს შეუყ-
ვნენ, ნადინმა შეაწყვეტინა:
- ჯეფერსონ, მაპატიეთ, უნდა გელაპარაკოთ, - სახე გაფითრე-
ბული ჰქონდა.
- რა თქმა უნდა, ძვირფასო. ყველაფერი ისე იქნება, როგორც
თქვენ გინდათ. მთავარია, არ ინერვიულოთ.
- თქვენ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე მეგონა. იცით, არა?
იცით, რის თქმასაც ვაპირებ?
- მართალს ამბობენ, რომ გარემოებები ყველაფერს ცვლის.
აშკარად ვგრძნობ, რომ დღევანდელ ვითარებაში გადაწყვეტი-
ლებები, ალბათ, გადაიხედება. ყველაფერი პირდაპირ შეგიძ-
ლიათ მითხრათ და ისე მოიქცეთ, როგორც გული გიკარნახებთ.
- თქვენ ისეთი კარგი ხართ, ჯეფერსონ, - გრძნობით თქვა ნა-
დინმა, - ისეთი მომთმენი. ძალიან ცუდად მოგექეცით, საზიზ-
ღრად.
- მისმინეთ, ნადინ, მოდი, პირდაპირ ვილაპარაკოთ. როდე-
საც საქმე თქვენ შეგეხებოდათ, ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდი
194 მკითხველთა ლიგა
იმედი არ უნდა მქონოდა. გაცნობის დღიდან თქვენდამი ღრმა
პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ ერთადერ-
თი, რაც მინდა, თქვენი ბედნიერებაა. ყოველთვის მხოლოდ ეს
მინდოდა. როდესაც უბედურს გხედავდით, ვგიჟდებოდი. მინდა
გითხრათ, რომ ამაში მხოლოდ ლენოქსს ვადანაშაულებდი.
ვთვლიდი, რომ თქვენი ღირსი არ იყო. თქვენს ბედნიერებაზე
საკმარისად არ ზრუნავდა.
მისტერ ქოუფმა სული მოითქვა და განაგრძო:
- ახლა, პეტრაში მოგზაურობის შემდეგ, მივხვდი, რომ ლე-
ნოქსს უფრო მეტად ვადანაშაულებდი, ვიდრე იმსახურებდა.
საქმე ის კი არ იყო, რომ ეგოისტურად გექცეოდათ, არამედ ის,
რომ დედამისთან იყო მეტისმეტად დამთმობი. არ მინდა გარ-
დაცვლილზე ცუდის თქმა, მაგრამ მგონია, რომ თქვენი დედამ-
თილი უჩვეულოდ რთული ადამიანი იყო.
- დიახ, ასე იყო, - ჩაილაპარაკა ნადინმა.
- გუშინ მოხვედით და მითხარით, რომ ლენოქსის მიტოვება
გადაწყვიტეთ. ამან ძალიან გამახარა. ისე ცხოვრება, როგორც
თქვენ ცხოვრობდით, შეუძლებელი იყო. თქვენ ჩემთან გულახ-
დილი იყავით. თავი არ მოგიჩვენებიათ, რომ ჩემდამი სიმპა-
თიაზე მეტ რამეს გრძნობდით. ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ერ-
თადერთი, რაც გთხოვეთ, ნება მოგეცათ, ისე მოგქცეოდით, რო-
გორც თქვენ იმსახურებდით. შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაზე
ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
- ძალიან ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ! - წამოიძახა ნადინმა.
- არაფერია, ჩემო ძვირფასო. მაინც სულ მქონდა შეგრძნება,
რომ ეს რეალური არ იყო. ვგრძნობდი, რომ მეორე დილას შეიძ-
ლებოდა აზრი შეგეცვალათ. ახლა ხომ ყველაფერი სხვანაირად
არის. თქვენ და ლენოქსს შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრებით იც-
ხოვროთ.
- დიახ, ლენოქსის მიტოვება არ შემიძლია, მაპატიეთ.
195 მკითხველთა ლიგა
- საპატიებელი არაფერია, - თქვა ქოუფმა, - ჩვენ ისევ მეგობ-
რებად დავრჩებით. იმ დღეს, უბრალოდ, დავივიწყებთ.
ნადინმა მკლავზე ნაზად დაადო ხელი.
- ძვირფასო ჯეფერსონ, დიდი მადლობა. ახლა ლენოქსის მო-
საძებნად წავალ.
ნადინმა ლენოქსი ბერძნულ-რომაულ თეატრთან იპოვა. ისე
იყო ფიქრებში გართული, რომ სანამ აქოშინებული ნადინი
გვერდით არ მიუჯდა, ვერც კი შეამჩნია.
- ლენოქს! - შეეხმიანა ნადინი.
- ნადინ, - ლენოქსი ნახევრად შემობრუნდა.
- ამ დრომდე ლაპარაკის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ,
ალბათ, იცი, რომ შენთან განშორებას აღარ ვაპირებ?
- ოდესმე მართლა აპირებდი? - სევდიანად ჰკითხა ლენოქ-
სმა.
- კი. იცი, სხვა არაფერი დამრჩენოდა, მაგრამ სულ იმედი
მქონდა, რომ გამომყვებოდი. საწყალი ჯეფერსონი, რა საშინ-
ლად მოვექეცი.
ლენოქსმა უცებ ჩაიცინა.
- არა, საშინლად არ მოჰქცევიხარ. ნებისმიერ თავდადებულ
ადამიანს, ისეთს, როგორიც ქოუფია, კეთილშობილების სრუ-
ლად გამომჟღავნების შანსი უნდა მიეცეს. იცი, ნადინ, შენ მარ-
თალი იყავი. როდესაც მითხარი, რომ მასთან აპირებდი წას-
ვლას, თავზარი დამეცა. საერთოდ, უკანასკნელ ხანებში რაღაც
უცნაურობა მჭირდა. არ ვიცი, რა ჯანდაბა დამემართა, რატომ
ვერ გავბედე, დედაჩემისთვის ყველაფერი მეთქვა და შენთან
ერთად წამოვსულიყავი.
- ვერ შეძლებდი, ჩემო ძვირფასო, ვერ შეძლებდი, - ნაზად
უთხრა ნადინმა.

196 მკითხველთა ლიგა


- დედაჩემი ძალიან უცნაური ხასიათის ქალი იყო, ხანდახან
ვფიქრობ ხოლმე, რომ ჰიპნოზს გვიკეთებდა, - თქვა ფიქრებში
წასულმა ლენოქსმა.
- ნამდვილად ასე იყო.
ერთი-ორი წუთი ლენოქსი ფიქრებიდან ვერ გამოერკვა, მერე
კი თქვა:
- იმ დღეს შენი გადაწყვეტილების შესახებ რომ მითხარი, ისე-
თი გრძნობა მქონდა, თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს. უკან
ბარბაცით გავბრუნდი და უცებ მივხვდი, როგორი სულელი ვიყა-
ვი. გავაცნობიერე, რომ ერთადერთი რამ უნდა გამეკეთებინა,
თუ შენი დაკარგვა არ მინდოდა.
ლენოქსმა იგრძნო, როგორ გახევდა ნადინი და პირქუშად
განაგრძო.
- წავედი და...
- არა...
ლენოქსმა სწრაფად გახედა.
- წავედი და ვეჩხუბე, - ახლა უკვე სულ სხვანაირად ლაპარა-
კობდა, ფრთხილად და თავშეკავებულად.
- ვუთხარი, რომ მასა და შენ შორის არჩევანი უნდა გამეკეთე-
ბინა და შენ აგირჩიე.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჰო, ზუსტად ასე ვუთხარი, - უცნაური კმაყოფილებით დაამა-
ტა ლენოქსმა.

197 მკითხველთა ლიგა


თავი 26

გზად სასტუმროსკენ პუარო ორ ადამიანს შეხვდა. პირველი


ჯეფერსონ ქოუფი იყო.
მათ ოფიციალურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.
- მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემი ძველი მეგობრის, მისის
ბოინტონის გარდაცვალების გამო თქვენ სავალდებულო გამო-
კითხვას ატარებთ, - თქვა ქოუფმა, რომელიც პუაროსათვის ფე-
ხის აწყობას ცდილობდა, - საშინელება მოხდა. ალბათ, ასეთ
ხანგრძლივ მოგზაურობაში არ უნდა წამოსულიყო, მაგრამ ძა-
ლიან ჯიუტი იყო, ოჯახის წევრები ვერაფერს უხერხებდნენ. ნამ-
დვილი ტირანი იყო და ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა.
სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ქოუფმა განაგრძო:
- უბრალოდ, იმის თქმა მინდა, მესიე პუარო, რომ ბოინტონე-
ბის ოჯახის ძველი მეგობარი ვარ. ბუნებრივია, ამ ტრაგედიის
გამო მთელი ოჯახი ძალიან დამწუხრებულია. ნერვიულობენ და
ძალიან დაძაბულები არიან, ამიტომ, თუ რაიმე საორგანიზაციო
სამუშაოა გასაკეთებელი: აუცილებელი ფორმალობები, დაკ-
რძალვისთვის მომზადება, ცხედრის იერუსალიმში ტრანსპორ-
ტირება და რაღაც ასეთები, მინდა მაქსიმალურად ჩემს თავზე
ავიღო და რამდენადაც შევძლებ, ისინი გავათავისუფლო.
გთხოვთ, თუ რაიმე ასეთი იქნება გასაკეთებელი, მე შემატყობი-
ნოთ.
- დარწმუნებული ვარ, თქვენს წინადადებას ოჯახი სათანა-
დოდ დააფასებს, - თქვა პუარომ, მერე კი დასძინა, - როგორც
ვიცი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მისის ბოინტონთან მეგობ-
რობთ.
ჯეფერსონ ქოუფი ცოტა გაწითლდა.

198 მკითხველთა ლიგა


- მოდი, ამ თემას ნუღარ გავაგრძელებთ, მესიე პუარო. რო-
გორც გავიგე, დღეს დილით მისის ლენოქს ბოინტონთან გქონ-
დათ საუბარი და, ალბათ, მან მიგახვედრათ, რა ურთიერთობა
გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრებულია. მისის ბო-
ინტონი არაჩვეულებრივი ქალია და გრძნობს, რომ მწუხარების
ჟამს მისი უმთავრესი მოვალეობა ქმრის გვერდით ყოფნაა.
სიჩუმე ჩამოვარდა. პუარომ ამ ინფორმაციაზე თავი თავა-
ზიანად დააქნია და მერე ჩაილაპარაკა:
- პოლკოვნიკ კერბერის სურს, მისის ბოინტონის გარდაცვა-
ლების შესახებ სრული ინფორმაცია შეაგროვოს. შეგიძლიათ,
მითხრათ, იმ დღეს, ნაშუადღევს, რას აკეთებდით?
- რა თქმა უნდა. ლანჩისა და ხანმოკლე დასვენების შემდეგ,
არემარის დასათვალიერებლად წავედით. ძალიან მიხაროდა,
რომ იმ საშინელ დრაგომანს დავაღწიეთ თავი. ეს კაცი გამუდმე-
ბით ებრაელებზე ჩივის, ნამდვილად შეშლილია. მგონი, ამ
ნიადაგზე გარეკილი აქვს. მოკლედ, როგორც ვთქვი, ბანაკიდან
წავედით. სწორედ მაშინ მქონდა საუბარი ნადინთან. შემდეგ მან
გადაწყვიტა, ქმარს დალაპარაკებოდა და წავიდა. მე მარტო
დავრჩი, ცოტა გავისეირნე და ბანაკისაკენ გამოვბრუნდი. დაახ-
ლოებით ნახევარი გზა მექნებოდა გამოვლილი, რომ შევხვდი
ორ ინგლისელ ქალს, რომლებიც დილის ექსკურსიაზე ჩვენთან
ერთად იყვნენ. ერთ-ერთი, მგონი, პერის ცოლია.
პუარომ დაუდასტურა, მართლაც ასეაო.
- ოჰ, არაჩვეულებრივი ქალია, ძალიან ჭკვიანი და ინფორმი-
რებული, მეორე კი უღიმღამო, ბეჩავ დას ჰგავს, თან საშინლად
დაღლილი იყო. დილის ექსკურსია ასაკოვანი ქალისათვის მომ-
ქანცველი აღმოჩნდა, თან თურმე სიმაღლის შიში ჰქონია. მოკ-
ლედ, როგორც უკვე გითხარით, იმ ორ ქალს შევხვდი და ნაბა-
ტეველების შესახებ მცირე ინფორმაცია მივაწოდე. ცოტა გა-
ვიარეთ და ბანაკში ექვსი საათისათვის დავბრუნდით. ლედი
199 მკითხველთა ლიგა
უესტჰოლმი დაჟინებით მოითხოვდა, ჩაი ერთად დაგველია და
მეც სიამოვნებით მივირთვი ერთი ფინჯანი. წყალწყალა იყო,
მაგრამ უცნაური არომატი ჰქონდა. მერე ბიჭებმა მაგიდა გააწ-
ყვეს და ერთ-ერთი მოხუცი მისის ბოინტონის მოსაყვანად წავი-
და, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის თავის სკამზე უკვე მკვდარი
იჯდა.
- ბანაკში რომ ბრუნდებოდით, მისის ბოინტონი შეამჩნიეთ?
- შევამჩნიე, რომ იქ იჯდა დღის მეორე ნახევარში, საღამოს
ეს მისი ჩვეული ადგილი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურად-
ღება არ მიმიქცევია. ლედი უესტჰოლმს ჩვენი ეკონომიკური
ვარდნის გარემოებებს ვუხსნიდი, თან თვალი სულ მის პირსზე
მეჭირა. ისეთი დაღლილი იყო, რომ წამდაუწუმ ფეხი უბრუნდე-
ბოდა.
- დიდი მადლობა, მისტერ ქოუფ. თავხედობაში ხომ არ ჩამო-
მართმევთ, თუ გკითხავთ, მისის ბოინტონმა დიდი ქონება დატო-
ვა?
- საკმაოდ სოლიდური. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ეს
ქონება მისი არ ყოფილა, რომ დაეტოვებინა. მთელი ცხოვრების
მანძილზე პროცენტებს იღებდა, ხოლო მისი გარდაცვალების
შემდეგ მისტერ ბოინტონის ქონება მის შვილებს შორის თანაბ-
რად უნდა გაიყოს. დიახ, ამიერიდან სრულიად უზრუნველყოფი-
ლები იქნებიან.
- ფული, - ჩაილაპარაკა პუარომ, - ყველაფერში ფული, რამ-
დენი დანაშაული მომხდარა ფულისთვის.
მისტერ ქოუფი ცოტა გაკვირვებული ჩანდა.
- რა თქმა უნდა, ასეა, - აღიარა ბოლოს.
პუარომ გაიღიმა და ჩაილაპარაკა:
- მაგრამ მკვლელობის იმდენი მოტივი არსებობს, არა? მად-
ლობას გიხდით, მისტერ ქოუფ, დახმარებისათვის.

200 მკითხველთა ლიგა


- არაფრის. მოტივების სიმრავლის თაობაზე კი გეთანხმებით.
სხვათა შორის, მის კინგი ხომ არ არის, იქ რომ ზის? ხომ არ მი-
ვიდე და გამოველაპარაკო?
პუარო მთის ფერდობზე დაეშვა. მერე დაინახა, რომ მის პირ-
სი მოფარფატებდა. პუაროს აქოშინებული მიესალმა.
- ოჰ, მესიე პუარო, ისე მიხარია, რომ შეგხვდით. იმ უცნაურ
გოგოს ველაპარაკებოდი, აი, იმას, სულ უმცროსს. საოცარ რა-
მეებს ჰყვება მტრებისა და იმის შესახებ, რომ ვიღაც შეიხს მისი
მოტაცება უნდოდა და რომ ჯაშუშებით არის გარშემორტყმული.
სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ეს ძალიან რომანტიკულია.
ლედი უესტჰოლმი ამბობს, რომ ყველაფერი ეს სისულელეა და
რომ მოსამსახურე ჰყავდა, ასეთივე წითურთმიანი, რომელიც
ზუსტად ასეთ ტყუილებს ჰყვებოდა. იცით, მეჩვენება, რომ ზოგ-
ჯერ ლედი უესტჰოლმი ზედმეტად მკაცრია. ბოლოს და ბოლოს,
ხომ შეიძლება ყველაფერი ეს სიმართლე იყოს, არა, მესიე
პუარო? რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, რომ რუსეთის მეფის
ერთ-ერთი ქალიშვილი რევოლუციონერებს არ მოუკლავთ. მან
ამერიკაში გაქცევა მოახერხა. დიდი მთავრის ასული ტატიანა
იყო, როგორც მახსოვს. თუ ეს სიმართლეა, უმცროსი ბოინტონი
შეიძლება მისი ქალიშვილი აღმოჩნდეს. თავის სამეფო წარმო-
მავლობაზე გადაკვრით მიმანიშნა. გარეგნობაც სლავური აქვს,
ეს ყვრიმალები... წარმოიდგინეთ, რა ამაღელვებელი იქნება,
თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება.
- ნამდვილად სიმართლეა, რომ ცხოვრებაში ბევრი უცნაური
რამ ხდება, - თქვა პუარომ ისე, თითქოს აფორიზმს ამბობდა.
- დილას ხეირიანად ვერც კი გავერკვიე, ვინ იყავით, - თქვა
მის პირსმა და ტაში შემოჰკრა. თქვენ ხომ ის ცნობილი დეტექ-
ტივი ხართ? ეი-ბი-სის საქმეზე ყველაფერი წავიკითხე. ისეთი
ამაღელვებელი იყო. იმ დროს დონკასტერთან ახლოს გუვერ-
ნიორად ვმუშაობდი.
201 მკითხველთა ლიგა
პუარომ რაღაც ჩაილაპარაკა. მის პირსი არ ჩერდებოდა და
სულ უფრო მეტად აღელვებული განაგრძობდა ლაპარაკს:
- სწორედ ამიტომ ვიგრძენი, რომ არასწორად მოვიქეცი... ამ
დილით. ადამიანმა ყოველთვის ყველაფერი ბოლომდე უნდა
თქვას, ასე არ არის? ყველაზე მცირე დეტალიც კი, რაც უნდა უმ-
ნიშვნელო ჩანდეს ის ერთი შეხედვით. ამ საქმეში თქვენი მონა-
წილეობა მაფიქრებინებს, რომ საწყალი მისის ბოინტონი მოკ-
ლეს. ახლა ამას კარგად ვხვდები. როგორ ფიქრობთ, ეს მაჰმუ-
დი, მის სახელს ვერ ვიმახსოვრებ, დრაგომანს ვგულისხმობ,
ბოლშევიკების აგენტი ხომ არ არის? ან მის კინგი. რამდენადაც
ვიცი, ახლა ბევრი კარგად აღზრდილი ქალიშვილი, ძალიან კარ-
გი ოჯახიშვილი, იმ საშინელ კომუნისტებთან არის კავშირში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვალდებული ვარ, მოგიყ-
ვეთ... რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო უცნაურად მეჩვენე-
ბა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ამიტომ ყველა-
ფერს უნდა მომიყვეთ.
- ბევრი კი არაფერია. საქმე ის არის, რომ მისის ბოინტონის
სიკვდილის მეორე დილას ძალიან ადრე ავდექი და კარვიდან
გამოვიხედე, რომ მზის ამოსვლისათვის მეყურებინა (სინამდვი-
ლეში, ვერანაირი მზის ამოსვლა ვერ ვნახე, რადგან მზე უკვე
ერთი საათის ამოსული იქნებოდა), მაგრამ ნამდვილად ძალიან
ადრე იყო.
- დიახ, დიახ... და რა დაინახეთ?
- ეს, სულ მცირე, ძალიან საინტერესო იყო, თუმცა იმ მომენ-
ტში არაფრად მომეჩვენა. მოკლედ, დავინახე, როგორ გამოვი-
და ბოინტონების გოგო კარვიდან და ნაკადულში რაღაც ისრო-
ლა. ამაში შეიძლება არც არაფერი იყოს მნიშვნელოვანი, მაგ-
რამ იმ ნივთმა მზეზე გაიბრწყინა. გესმით, ჰაერში რომ მიფრი-
ნავდა, გაიბრწყინა.
202 მკითხველთა ლიგა
- რომელი და იყო?
- ვფიქრობ, ქეროლს რომ ეძახიან; ძალიან სასიამოვნო გა-
რეგნობის გოგოა და საოცრად ჰგავს თავის ძმას, ტყუპი გეგონე-
ბა. ან შეიძლება უმცროსი ქალიშვილი ყოფილიყო. მზე თვალებ-
ში მანათებდა და გარკვევა გამიჭირდა, მაგრამ არა მგონია, წი-
თური თმა ჰქონოდა, უფრო ბრინჯაოსფერი. მოსპილენძისფრო--
მობრინჯაოსფრო თმა ძალიან მიყვარს, წითური თმა კი სტაფი-
ლოს მაგონებს, - ჩაიხითხითა მან.
- და მან ბრჭყვიალა ნივთი გადააგდო? - ჰკითხა პუარომ.
- დიახ და, რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით, მაშინ ყუ-
რადღება არ მივაქციე, მაგრამ, მოგვიანებით ნაკადულის გას-
წვრივ მივსეირნობდი და უამრავ გადაყრილ ნივთთან ერთად
(წარმოიდგინეთ, ერთი-ორი თუნუქის ქილაც კი იყო,) პატარა
ოთხკუთხედი კოლოფი დავინახე. კვადრატული კი არა, მოგრძო
ოთხკუთხედი იყო, ხომ გესმით, რას ვგულისხმობ?
- დიახ, რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის. დაახლოებით ასე-
თი სიგრძის?
- დიახ, როგორი ჭკვიანი ხართ. ჩემთვის ვიფიქრე, ნეტავ რა-
ტომ გადააგდო მის ბოინტონმა ასეთი მშვენიერი პატარა
კოლოფი-მეთქი. მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო, ის წყლი-
დან ამოვიღე და გავხსენი. შიგნით შპრიცი იდო. სწორედ ასეთი
შპრიცი მიჩხვლიტეს, ტიფის საწინააღმდეგო აცრა რომ გამიკე-
თეს. მაშინ გავიფიქრე, მსგავსი რამის გადაგდება, ძალიან
საინტერესოა-მეთქი. არც გატეხილი ჩანდა და არც არაფერი. სა-
ნამ ამაზე ვფიქრობდი, ზურგს უკან მის კინგის ხმა მომესმა. არც
გამიგია, როგორ მომიახლოვდა. მითხრა: „ოჰ, დიდი მადლობა,
ეს ჩემი შპრიცია, სწორედ ამის მოსაძებნად გამოვედიო“. მეც მი-
ვეცი და ის ბანაკში დაბრუნდა.
მის პირსი გაჩუმდა, მერე კი სასწრაფოდ დაამატა:

203 მკითხველთა ლიგა


- არა მგონია, ამაში რაიმე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ის,
რომ ქეროლ ბოინტონმა მის კინგის შპრიცი გადააგდო, საინტე-
რესოდ მომეჩვენა. ხომ ხვდებით, რის თქმა მინდა, ეს ნამდვი-
ლად უცნაურია. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას ახსნა აუცი-
ლებლად მოეძებნება.
ქალი გაჩუმდა და პუაროს მომლოდინედ მიაჩერდა.
- დიდი მადლობა, მადმუაზელ, - სევდიანად უთხრა მან, - ის,
რაც თქვენ მიამბეთ, შესაძლოა, თავისთავად მნიშვნელოვანი
არც არის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი გამოძიება დაასრუ-
ლა. ყველაფერი უკვე ნათელი გახდა და თავის ადგილზე და-
ლაგდა.
- ოჰ, მართლა? - მის პირსი სიამოვნებისგან ბავშვივით გა-
წითლდა. პუარომ სასტუმრომდე მიაცილა. როდესაც თავის ნო-
მერში დაბრუნდა, თავის მემორანდუმს ერთი პწკარი დაამატა:
„10. მე არასოდეს არაფერს ვივიწყებ. დაიმახსოვრეთ,
არასოდეს არაფერი დამვიწყებია...“
- Mais oui,40 ახლა ყველაფერი ნათელია, - თქვა მან.

40 Mais oui (ფრანგ.) - რა თქმა უნდა.

204 მკითხველთა ლიგა


თავი 27

- მოსამზადებელი სამუშაოები დავასრულე, - თქვა ერკიულ


პუარომ. მერე ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაიხია და სასტუმროს
ერთ-ერთ თავისუფალ საძინებელში თავის მომზადებულ სცენას
თვალი მოავლო.
კედლისკენ მიწეულ საწოლზე დაუდევრად გადაწოლილმა
პოლკოვნიკმა კერბერიმ გაიღიმა და ჩიბუხი გააბოლა.
- საინტერესო ადამიანი ხართ, პუარო, - თქვა მან, - ყველაფ-
რის დრამატიზება გიყვართ, არა?
- ალბათ, მართალი ხართ, - აღიარა პატარა დეტექტივმა, -
მაგრამ არა მგონია, ეს ჩემი ნაკლი იყოს. თუ ადამიანი კომედი-
ის თამაშს აპირებს, პირველ რიგში, სცენა უნდა მოაწყოს.
- ფიქრობთ, ეს კომედიაა?
- თუნდაც ტრაგედია იყოს, დეკორაცია სწორად უნდა იყოს
გათვლილი.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ინტერესით შეხედა.
- კარგი, - თქვა მან, - თქვენი ნებაა. წარმოდგენა არა მაქვს,
რის მიღწევას აპირებთ. თუმცა, ალბათ, რაღაც გაქვთ შემონახუ-
ლი.
- მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ის, რასაც ჩემგან ელით - სი-
მართლე.
- ფიქრობთ, ვინმესთვის ბრალის წაყენებას შევძლებთ?
- ამას, ჩემო მეგობარო, არ დაგპირებივართ.
- მართალია. იქნებ მიხარია კიდეც, რომ ეს არ გაგიკეთები-
ათ, რა ვიცი, გააჩნია.
- ჩემი არგუმენტები, ძირითადად, ფსიქოლოგიური ხასიათი-
საა, - თქვა პუარომ.
- სწორედ მაგის მეშინოდა, - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ.
205 მკითხველთა ლიგა
- თუმცა ისინი თქვენ დაგაკმაყოფილებთ, - დაარწმუნა
პუარომ, - ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ. ყოველთვის ვფიქ-
რობდი, რომ სიმართლე საინტერესო და ლამაზია.
- ზოგჯერ, - შეეკამათა პოლკოვნიკი, - ის საშინლად არასა-
სიამოვნოა.
- არა, არა, - წამოიძახა პუარომ, - თქვენ ამას პირადი თვალ-
საზრისით უდგებით, შეეცადეთ, განზოგადებულად შეხედოთ და
მოვლენათა აბსოლუტური ლოგიკა მომხიბლავი და მოწესრიგე-
ბული მოგეჩვენებათ.
- შევეცდები, ეს გავაკეთო.
პუარომ თავის უზარმაზარ გროტესკულ საათზე დაიხედა.
- ის ჯერ კიდევ ჩემს ბაბუას ეკუთვნოდა, - თქვა მან.
- ასეც ვიფიქრე.
- დროა, პროცედურას შევუდგეთ. თქვენ, mon colonel,41 ამ
მაგიდასთან ოფიციალური სახით დაჯდებით.
- ოჰ, კარგი, - ჩაიბურდღუნა პოლკოვნიკმა, - ხომ არ გინდათ,
ფორმა ჩავიცვა, არა?
- ოჰ, არა, არა, უბრალოდ, თუ ნებას დამრთავთ, ჰალსტუხს
გაგისწორებთ, - უთხრა მან და ასეც მოიქცა. პოლკოვნიკი ისევ
დაიჯღანა, მისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდა და უნებურად
ჰალსტუხი მაშინვე მარცხენა ყურისკენ შეიტრიალა.
- აქ, - თქვა პუარომ და სკამების გასწორებას შეუდგა, - ბოინ-
ტონების ოჯახს დავსვამთ. იქ კი ამ საქმეში მონაწილე სამ გარე-
შე ადამიანს: ექიმ ჟერარს, რომლის ჩვენებაზეც იქნება დამოკი-
დებული ბრალის წაყენების შესაძლებლობა; მის სარა კინგს,
რომელიც ამ საქმეში ორგვარად მონაწილეობს - როგორც კერ-
ძო, დაინტერესებული პირი და როგორც სამედიცინო ექსპერტი;

41 Mon colonel (ფრანგ.) - ჩემო პოლკოვნიკო.

206 მკითხველთა ლიგა


მისტერ ჯეფერსონ ქოუფს, რომელიც ბოინტონების ოჯახის ახ-
ლობელი და, გარდა ამისა, აშკარად დაინტერესებული პირია.
უცებ ლაპარაკი შეწყვიტა:
- აი, ისინიც მოდიან, - თქვა მან და ადამიანების ჯგუფს, კარი
გაუღო.
პირველები ლენოქს ბოინტონი და მისი ცოლი შემოვიდნენ.
მათ უკან რეიმონდი და ქეროლი მოჰყვნენ. ჯინევრა, სახეზე გა-
დაფენილი უცნაური ღიმილით, ცალკე მოდიოდა. ექიმი ჟერარი
და სარა კინგი ბოლოში იყვნენ. ჯეფერსონ ქოუფმა რამდენიმე
წუთით დაიგვიანა და შემოვიდა თუ არა, მაშინვე მობოდიშება
დაიწყო.
როგორც კი თავის ადგილზე დაჯდა, პუარო წინ გამოვიდა.
- ბატონებო და ქალბატონებო, - მიმართა მან, - ეს სრულიად
არაფორმალური შეკრებაა, რომელიც ამანში ჩემი შემთხვევით
ყოფნის გამო შედგა. პოლკოვნიკმა კერბერიმ დამდო პატივი და
ამ საქმეში კონსულტანტის როლი დამაკისრა.
აქ პუაროს სიტყვა შეაწყვეტინეს და ეს გააკეთა ადამიანმა,
რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
- რა ჯანდაბისთვის ჩაგრთოთ ამ საქმეში? - მოულოდნელად
გაღიზიანებით თქვა ლენოქს ბოინტონმა.
- მოულოდნელი გარდაცვალების საქმეებში ხშირად მთხო-
ვენ ხოლმე ჩართვას, - თქვა პუარომ და ხელი დახვეწილად აიქ-
ნია.
- გულის შეტევით გამოწვეული გარდაცვალების დროს ექიმე-
ბიც კონსულტაციას გთხოვენ?
- გულის შეტევა ძალიან არაზუსტი და არამეცნიერული ტერ-
მინია, - თავაზიანად უპასუხა პუარომ.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ჩაახველა და ოფიციალური კილო-
თი თქვა:

207 მკითხველთა ლიგა


- კარგი იქნება, თუ ყველაფერს თავიდანვე ნათელს გავხდით.
გარდაცვალების გარემოებები, რომლებიც თავიდან მომაწო-
დეს, ძალიან ბუნებრივი ჩანდა: უჩვეულო სიცხე, ხანგრძლივი
მოგზაურობა, რომელმაც ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე
ხანდაზმულ ადამიანზე ცუდად იმოქმედა. ყველაფერი თითქოს
ნათელი იყო, მაგრამ მერე ექიმი ჟერარი მოვიდა ჩემთან გან-
ცხადების გასაკეთებლად, - პოლკოვნიკმა პუაროს გახედა,
თითქოს მის დასტურს ელოდებოდა. მანაც თავი დაუქნია.
- ექიმი ჟერარი მსოფლიო რეპუტაციის მქონე, გამოჩენილი
ექიმია. ნებისმიერი მისი განცხადება სერიოზულ დამოკიდებუ-
ლებას საჭიროებს. მან კი შემდეგი განაცხადა: მისის ბოინტონის
გარდაცვალების მეორე დღეს მან აღმოაჩინა, რომ მისი წამლე-
ბის მარაგიდან გამქრალიყო ძლიერმოქმედი შხამი, რომელიც
გულზე მოქმედებს. წინა საღამოს კი სამედიცინო ჩემოდანში
შპრიცი არ დახვდა. დილისათვის შპრიცი ისევ დააბრუნეს. გარ-
დაცვლილ ქალბატონს მაჯაზე ეტყობოდა ჩხვლეტის კვალი, რო-
მელიც ამ შპრიცის ნაჩხვლეტს ემთხვეოდა.
პოლკოვნიკმა კერბერიმ ხანმოკლე დუმილის შემდეგ განაგ-
რძო:
- ამ სიტუაციაში გამოძიების დაწყება ოფიციალური სტრუქტუ-
რის მოვალეობად ჩავთვალე. მესიე ერკიულ პუარო ჩემი სტუმა-
რი იყო და დიდსულოვნად შემოგვთავაზა მაღალკვალიფიციური
დახმარება. მე ნება მივეცი, ემოქმედა ისე, როგორც საჭიროდ
ჩათვლიდა. ახლა აქ მისი გამოძიების შედეგების მოსასმენად
ვართ შეკრებილები.
სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც იტყვიან, ნემსის დავარდნის
ხმას გაიგონებდი. გვერდით ოთახში ვიღაცამ რაღაც, სავა-
რაუდოდ, ფეხსაცმელი, დააგდო, რასაც ამ სიჩუმეში ბომბის გა-
ვარდნის ეფექტი ჰქონდა.

208 მკითხველთა ლიგა


პუარომ თავის მარჯვნივ მჯდარ სამ ადამიანს სწრაფად შეხე-
და, მერე მზერა მარცხნივ ხუთ შეშინებულთვალებიან ადამიანზე
გადაიტანა და მშვიდად თქვა:
- როდესაც პოლკოვნიკმა კერბერიმ ჩემთან ეს საქმე ახსენა,
ჩემი, როგორც ექსპერტის, აზრი მოვახსენე. ვუთხარი, რომ, ალ-
ბათ, სასამართლოში წარსადგენი უტყუარი მტკიცებულებების
მოძებნა გაჭირდებოდა, მაგრამ დავპირდი, რომ სიმართლეს ამ
საქმეში მონაწილე ადამიანების გამოკითხვითაც დავადგენდი.
ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან, ჩემი აზრით, საქმის გა-
მოძიებისას დამნაშავეს ან დამნაშავეებს ლაპარაკის საშუალება
უნდა მისცე და საბოლოოდ ისინი თვითონ გეტყვიან იმას, რის
იცოდნაც გინდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ყველანი მატყუებდით, უნებლიეთ
სიმართლეც მითხარით.
პუარომ თავის მარჯვნივ ამოოხვრისა და სკამის გაწევის ხმა
გაიგონა, მაგრამ იქით არ გაუხედავს. ბოინტონებს არ აშორებ-
და თვალს.
- პირველ რიგში, მისის ბოინტონის ბუნებრივი სიკვდილით
გარდაცვალების ვერსია განვიხილე და მაშინვე უარვყავი. და-
კარგული შხამი, შპრიცი და მოხუცი ქალბატონისადმი მისი ოჯა-
ხის წევრების დამოკიდებულება - ამ ყველაფერმა დამარწმუნა,
რომ ეს ვერსია მიუღებელი იყო.
- გარდა იმისა, რომ მისის ბოინტონი მოკლა ცივსისხლიანმა
მკვლელმა, ამის შესახებ მისი ოჯახის ყველა წევრმა იცოდა. ყვე-
ლა მათგანს დამნაშავის რეაქცია ჰქონდა.
მაგრამ არსებობს დანაშაულის სხვადასხვა ხარისხი. ყველა
ჩვენება გულდასმით შევისწავლე იმისათვის, რომ დამედგინა,
ხომ არ იყო ეს ოჯახის წევრების მიერ ერთობლივად მოფიქრე-
ბული გეგმის მიხედვით ჩადენილი მკვლელობა, ხოლო ეს რომ
მკვლელობა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ოჯახის წევრებს
209 მკითხველთა ლიგა
ამისათვის საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდათ. მისი სიკვდი-
ლის შედეგად ყველა მოგებული რჩებოდა, პირველ რიგში, მა-
ტერიალურად - თითოეული მათგანი უცებ ფინანსურ დამოუკი-
დებლობასა და დიდი ქონებით ტკბობის შანსს იღებდა და მეორე
- თითქმის აუტანელი ტირანიისაგან თავისუფლდებოდა. მალე,
თითქმის მაშინვე, მივხვდი, რომ კოლექტიური მკვლელობის
ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ბოინტონების ოჯახის
წევრების მონათხრობის დეტალები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
გარდა ამისა, თითოეული მათგანის ალიბი წინასწარ არ იყო მო-
ფიქრებული. ფაქტები უფრო იმას მაფიქრებინებდა, რომ ოჯახის
ერთი (ან ორი) წევრი იყო მკვლელი, დანარჩენები კი მკვლე-
ლობის შემდეგ დანაშაულთან არაპირდაპირ იყვნენ დაკავშირე-
ბული. მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომელი ერთი ან ორი ბოინ-
ტონი შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი. სიმართლე გითხრათ,
ერთი, მხოლოდ ჩემთვის ცნობილი, მტკიცებულების გამო, ამ
საკითხში ბოლომდე მიუკერძოებელი არ ვიყავი, - და პუარომ
იერუსალიმში მოსმენილი დიალოგის შესახებ მოუთხრო.
- ბუნებრივია, ეს ფაქტი რეიმონდ ბოინტონზე, როგორც მთა-
ვარ მოქმედ პირზე, მიუთითებდა. ოჯახის წევრების დაკვირვე-
ბით შესწავლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანი, რო-
მელსაც მან იმ ღამეს თავისი ფიქრები გაანდო, ყველაზე სავა-
რაუდოდ, მისი და, ქეროლი უნდა ყოფილიყო. ისინი ერთმანეთს
ძალიან ჰგვანან როგორც ფიზიკურად, ისე ტემპერამენტით და
ამიტომ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. გარდა ამისა,
ორივე ბუნებით მეამბოხეა, რაც ასეთი ქმედების ჩადენისათვის
ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მოტივი აბსოლუტურად უანგა-
რო იყო: მთელი ოჯახის და განსაკუთრებით უმცროსი დის გათა-
ვისუფლება, რამაც მაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა, ეს მკვლე-
ლობა სწორედ მათ ჩაედინათ, - პუარომ პაუზა გააკეთა.

210 მკითხველთა ლიგა


რეიმონდ ბოინტონმა პირი გააღო და მაშინვე დახურა.
პუაროს ტკივილით სავსე თვალებით უყურებდა.
- სანამ რეიმონდ ბოინტონის წინააღმდეგ არსებული სამხი-
ლების შესახებ ლაპარაკს გავაგრძელებ, მინდა წაგიკითხოთ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტების სია, რომელიც ჩა-
მოვწერე და პოლკოვნიკ კერბერის დღეს გადავეცი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1. მისის ბოინტონი იღებდა დიგიტალისის შემცველ მიქსტუ-
რას.
2. ექიმმა ჟერარმა შპრიცი დაკარგა.
3. მისის ბოინტონი ოჯახის წევრებს გარეშე ადამიანებთან
ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა და ამით სიამოვნებას
იღებდა.
4. მკვლელობის დღეს მისის ბოინტონმა ოჯახის წევრებს სა-
სეირნოდ მის გარეშე წასვლა თვითონ შესთავაზა.
5. მისის ბოინტონი სადისტი იყო, ოღონდ ადამიანებს მორა-
ლურ და არა ფიზიკურ ტკივილს აყენებდა.
6. მანძილი საერთო კარვიდან იმ ადგილამდე, სადაც მისის
ბოინტონი იჯდა ხოლმე, (დაახლოებით) ორასი იარდია.
7. მისტერ ლენოქს ბოინტონმა თავიდან თქვა, რომ არ ახ-
სოვდა, რომელ საათზე დაბრუნდა ბანაკში, მოგვიანებით კი დე-
დამისის გაჩერებული მაჯის საათის დაქოქვა და სწორ დროზე
დაყენება აღიარა.
8. ექიმ ჟერარისა და მის ჯინევრა ბოინტონის კარვები ერ-
თმანეთის გვერდიგვერდ არის.
9. შვიდის ნახევარზე, როდესაც ვახშამი მზად იყო, მისის ბო-
ინტონის მოსაყვანად მსახური გაგზავნეს.
10. მისის ბოინტონმა იერუსალიმში შემდეგი სიტყვები თქვა:
„მე არასოდეს არაფერს ვივიწყებ. დაიმახსოვრეთ, არასოდეს
არაფერი დამვიწყებია...“
211 მკითხველთა ლიგა
- ყველა ფაქტი ცალ-ცალკე დავნომრე და ისე ჩამოვწერე,
მაგრამ მათი დაწყვილებაც შეიძლება. მაგალითად, პირველი
ორის: მისის ბოინტონი დიგიტალისის შემცველ მიქსტურას
იღებდა და ექიმმა ჟერარმა შპრიცი დაკარგა. ეს ის ორი ფაქტია,
რომლებმაც თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მინდა
გითხრათ, რომ ისინი ძალიან უჩვეულოდ და ერთმანეთთან
შეუთავსებლად მომეჩვენა. ალბათ, ვერ ხვდებით, რას ვგულის-
ხმობ... არა უშავს. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები. ახ-
ლა იმას დავჯერდეთ, რომ ეს ორი საკითხი თავიდანვე ყურად-
ღების ღირსად ჩავთვალე. ვიფიქრე, რომ მათ დამაკმაყოფილე-
ბელი ახსნა სჭირდებოდა. ახლა ისევ რეიმონდ ბოინტონის შე-
საძლო ბრალეულობის საკითხს დავუბრუნდები. ფაქტები შემ-
დეგია: შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ მას მისის ბოინტონის
მკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ძალიან განერვიულებული
და გაღიზიანებული იყო. ცოტა ხნის წინ, მაპატიეთ, მადმუაზელ,
- სარა კინგს თავი მობოდიშების ნიშნად დაუკრა, - სერიოზული
ემოციური კრიზისი ჰქონდა გადატანილი. იმის თქმა მინდა,
რომ... შეუყვარდა. ამ გრძნობით გამოწვეული ეგზალტაციის შე-
დეგად მას რამდენიმენაირად შეიძლებოდა ემოქმედა. შეიძლე-
ბოდა მთელი სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება უფრო
რბილი და შემრიგებლური გამხდარიყო, ან ბოლოს და ბოლოს,
იმის გამბედაობა მოეკრიბა, რომ დედინაცვალს დაჰპირისპირე-
ბოდა და მისი გავლენისაგან გათავისუფლებულიყო, ან თავისი
დანაშაულებრივი ჩანაფიქრის განხორციელების დამატებითი
სტიმული გასჩენოდა და თეორიიდან პრაქტიკაზე გადასულიყო.
ეს ყველაფერი ფსიქოლოგიაა. ახლა ფაქტები ვნახოთ.
რეიმონდ ბოინტონმა ბანაკი სხვებთან ერთად ოთხის თხუთ-
მეტ წუთზე დატოვა. ამ დროს მისის ბოინტონი ცოცხალი და ჯან-
მრთელი იყო. ცოტა ხნით ადრე რეიმონდსა და სარა კინგს პი-
რისპირ საუბარი ჰქონდათ. მერე სარას დაემშვიდობა და წამო-
212 მკითხველთა ლიგა
ვიდა. ის ამბობს, რომ ბანაკში 5 საათსა და 50 წუთზე დაბრუნდა.
მაშინვე დედამისთან ავიდა, ცოტა ხანს ესაუბრა, თავის კარავში
წავიდა, იქიდან კი - საერთო კარავში. ის ამტკიცებს, რომ ამ
დროს მისის ბოინტონი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
ახლა განვიხილოთ მეორე ფაქტი, რომელიც რეიმონდ ბოინ-
ტონის განცხადებას ეწინააღმდეგება. შვიდის ნახევარზე მისის
ბოინტონის გარდაცვალება მსახურმა აღმოაჩინა. მის კინგმა,
რომელსაც სამედიცინო ხარისხი აქვს, ცხედარი დაათვალიერა
და თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით გულდასმით არ შეუსწავ-
ლია, ამტკიცებს, რომ ამ დროისათვის მისის ბოინტონი ერთი
საათის და შეიძლება ბევრად მეტის წინ იყო გარდაცვლილი.
აქ საქმე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებასთან
გვაქვს. გვერდზე გადავდოთ ვარაუდი, რომ მის კინგს შეიძლე-
ბოდა რაიმე შეშლოდა.
- მე შეცდომებს არ ვუშვებ, - შეაწყვეტინა სარამ, - და თუ და-
ვუშვებ, არც აღიარებისა შემრცხვება, - საკმაოდ უხეშად და მკა-
ფიოდ ლაპარაკობდა.
პუარომ თავაზიანად დაუკრა თავი.
- აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ორი შესაძლებ-
ლობა: ან მის კინგი ტყუის, ან მისტერ ბოინტონი. მოდი, დავუშ-
ვათ, რომ მის კინგი არც შემცდარა და არც წინასწარგანზრახუ-
ლი ტყუილი უთქვამს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? რეიმონდ ბო-
ინტონი ბანაკში ბრუნდება, ხედავს დედამისს, რომელიც გამოქ-
ვაბულის შესასვლელში ზის, ადის მასთან და ხედავს, რომ ის
მკვდარია. რას აკეთებს ის? დასახმარებლად უხმობს ვინმეს?
დაუყოვნებლივ ატყობინებს დანარჩენებს მომხდარის შესახებ?
არა, ერთი-ორი წუთი იცდის, ჯერ თავის კარავში მიდის, მერე -
საერთოში და არაფერს ამბობს. ასეთი საქციელი უკიდურესად
უცნაურია, არა?

213 მკითხველთა ლიგა


- ეს, რა თქმა უნდა, იდიოტიზმი იქნებოდა, - თქვა რეიმონდმა
მკვახედ, - ამიტომ დამიჯერეთ, რომ იმ დროს დედაჩემი ცოცხა-
ლი და ჯანმრთელი იყო. მის კინგმა აღელვების გამო შეცდომა
დაუშვა.
- ჩნდება კითხვა, - მშვიდად განაგრძო პუარომ, - რას შეიძ-
ლებოდა გამოეწვია ასეთი საქციელი? ერთი შეხედვით, ეს ამ-
ტკიცებს, რომ რეიმონდ ბოინტონი უდანაშაულოა, რადგან იმ
დროს, როდესაც ის დედამისთან ავიდა, მისის ბოინტონი უკვე
კარგა ხნის მკვდარი იყო. თუ დავუშვებთ, რომ რეიმონდ ბოინ-
ტონი უდანაშაულოა, მაშინ რით ავხსნათ მისი ასეთი საქციელი?
მინდა გითხრათ, რომ სწორედ რეიმონდ ბოინტონის უდანა-
შაულობის დაშვების შემთხვევაში შევძლებთ ამის ახსნას. მინდა
გაგახსენოთ, იერუსალიმში ჩემ მიერ შემთხვევით მოსმენილი
საუბრის ერთი ფრაგმენტი: „ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა
მოგვიწევს?“ ის სეირნობიდან ბრუნდება და დედამისს მკვდარს
ხედავს. მისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი განხორციელდა, მაგ-
რამ ეს მას არ გაუკეთებია. ესე იგი, მისმა თანამზრახველმა
გააკეთა. Tout simplement42 - რეიმონდს მაშინვე უჩნდება ეჭვი,
რომ ეს მისმა დამ, ქეროლმა გააკეთა.
- ტყუილია, - ჩაილაპარაკა რეიმონდმა, ხმა უკანკალებდა.
- ახლა დავუშვათ, რომ მკვლელი ქეროლ ბოინტონია. რა
სამხილი გვაქვს მის წინააღმდეგ? მას იმ ტიპის ტემპერამენტი
აქვს, რომლის წყალობითაც ასეთ პირობებში მკვლელობას გმი-
რობად აღიქვამს. იმ ღამეს იერუსალიმში რეიმონდ ბოინტონი
სწორედ მას ელაპარაკებოდა. ქეროლ ბოინტონი ბანაკში ექ-
ვსის ათ წუთზე დაბრუნდა. როგორც ამბობს, დედამისთან მივი-
და და ელაპარაკა. ეს არავის დაუნახავს. ბანაკი ცარიელი იყო,

42 Tout simplement (ფრანგ.) - ყველაფერი მარტივად არის.

214 მკითხველთა ლიგა


ბიჭებს ეძინათ. ქეროლ ბოინტონის ამ (შესაძლო) ქმედებას მოწ-
მე არა ჰყავს. დრო ემთხვევა. ამიტომ ქეროლ ბოინტონი შეგვიძ-
ლია ეჭვმიტანილად ჩავთვალოთ, - პუარო გაჩუმდა. ქეროლ ბო-
ინტონმა თავი ასწია და დეტექტივს ნაღვლიანად შეხედა.
- არსებობს კიდევ ერთი მომენტი. მეორე დილას, ძალიან ად-
რე, მოწმემ დაინახა, როგორ გადააგდო ქეროლ ბოინტონმა რა-
ღაც ნივთი ნაკადულში. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს
შპრიცი იყო.
- Comment?43 - იკითხა გაკვირვებულმა ჟერარმა, - ჩემი
შპრიცი დააბრუნეს. დიახ, დააბრუნეს, ახლა ის მე მაქვს.
პუარომ თავი ენერგიულად დააქნია.
- დიახ, დიახ, ეს სხვა შპრიცია. ძალიან საინტერესოა. მიმა-
ნიშნეს, რომ ეს მის კინგის შპრიცია. ასე არ არის?
სარა წამით შეყოვნდა. ქეროლი კი სწრაფად ალაპარაკდა:
- ეს მის კინგის შპრიცი არ იყო. ჩემი იყო.
- ესე იგი, მადმუაზელ, თქვენ აღიარებთ, რომ შპრიცი გადა-
აგდეთ.
- დიახ, რა თქმა უნდა. რატომ არ უნდა ვაღიარო?
- ქეროლ! - წამოიძახა ნადინმა და აღელვებული წინ გად-
მოიხარა. თვალები გაფართოებული ჰქონდა, - ქეროლ... ოჰ, არ
მესმის...
ქეროლი მისკენ შებრუნდა, გამომეტყველება მტრული ჰქონ-
და.
- რა არ გესმის?! ძველი შპრიცი გადავაგდე. საწამლავს არ
მივკარებივარ.
- ის, რაც მის პირსმა გითხრათ, სრული სიმართლეა, მესიე
პუარო, - ჩაერია სარა, - ეს ჩემი შპრიცი იყო.

43 Comment? (ფრანგ.) - როგორ?

215 მკითხველთა ლიგა


პუაროს გაეღიმა.
- ორი შპრიცის ისტორია საკმაოდ ჩახლართული ჩანს, მაგ-
რამ, ვფიქრობ, მის ახსნას შევძლებ. ახლა საქმე უკვე ორად
გაიყო: ერთი - რეიმონდ ბოინტონის უდანაშაულობისა და
მეორე მისი დის, ქეროლის ბრალეულობის, მაგრამ, მოგეხსენე-
ბათ, მე ზედმიწევნით სამართლიანი ვარ და ვცდილობ, ორივე
მხარის მიმართ მიუკერძოებელი ვიყო. ახლა განვიხილოთ, რა
მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქეროლ ბოინტონიც უდანა-
შაულოა.
ის ბანაკში ბრუნდება, დედინაცვალთან ადის და მას, ასე
ვთქვათ, მკვდარს ნახულობს. რას გაიფიქრებს პირველ რიგში?
აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს მისმა ძმამ, რეიმონდმა
ჩაიდინა. არ იცის, როგორ მოიქცეს. არავის არაფერს ეუბნება.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რეიმონდ ბოინტონიც ბრუნ-
დება, ვითომ დედამისს ესაუბრება და არავის ატყობინებს, რომ
რაღაც ცუდი მოხდა. ამის გამო შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მისი
ეჭვი უფრო მყარდება. დავუშვათ, ის ძმის კარავში მიდის და იქ
შპრიცს ნახულობს. ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ ეს
რეიმონდმა ჩაიდინა. შპრიცს მალავს, ხოლო მეორე დილით, ძა-
ლიან ადრე, რაც შეიძლება შორს აგდებს. კიდევ ერთი რამ მა-
ფიქრებინებს, რომ ქეროლ ბოინტონი უდანაშაულოა: როდესაც
ვესაუბრებოდი, მარწმუნებდა, რომ მასა და მის ძმას იმ ღამის
გეგმის განხორციელება არასოდეს უფიქრიათ. მაშინ ვთხოვე,
დაეფიცა და მანაც დაუყოვნებლივ და სრულიად გულწრფელად
დაიფიცა, რომ დანაშაულთან არანაირი კავშირი არა ჰქონდა.-
ზუსტად ასე მითხრა. არ დაუფიცია, რომ მათ დანაშაულთან კავ-
შირი არა აქვთ. ფიცის დროს მხოლოდ საკუთარ თავს გულის-
ხმობდა და არა თავის ძმას. მან, ალბათ, ჩათვალა, რომ ამას
განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი.

216 მკითხველთა ლიგა


ახლა ერთი ნაბიჯით უკან დავბრუნდეთ და რეიმონდ ბოინტო-
ნის ბრალეულობის და არა უდანაშაულობის ვერსია განვიხი-
ლოთ. დავუშვათ, ქეროლი ამბობს სიმართლეს, რომ მისის ბო-
ინტონი ექვსის ათ წუთზე ცოცხალი იყო. რა შემთხვევაში შეიძ-
ლება, რეიმონდი დამნაშავე იყოს? შეგვიძლია დავუშვათ, რომ
მან დედამისი ხუთ საათსა და ორმოცდაათ წუთზე მოკლა, რო-
დესაც მასთან სალაპარაკოდ ავიდა. მართალია, ბანაკში მსახუ-
რები იყვნენ, მაგრამ ამ დროს უკვე ბინდდებოდა და ამის მო-
ხერხება შეიძლებოდა. ესე იგი, მის კინგმა იცრუა. გაიხსენეთ, ის
ბანაკში რეიმონდზე მხოლოდ ხუთი წუთით გვიან დაბრუნდა. მას
შეეძლო, შორიდან დაენახა, როგორ ავიდა რეიმონდი დედამის-
თან. მოგვიანებით, როდესაც მისის ბოინტონი მკვდარი იპოვეს,
მის კინგმა იფიქრა, რომ ის რეიმონდმა მოკლა და მის გადასარ-
ჩენად ტყუილი თქვა. ამის გაკეთება ექიმ ჟერარის ავადმყოფო-
ბამ გაუადვილა. მის კინგმა იცოდა, რომ ის მალარიის შეტევით
იწვა და მის ტყუილს ვერ გამოააშკარავებდა.
- მე ტყუილი არ მითქვამს, - მკაფიოდ თქვა სარამ.
- არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა. მის კინგი, როგორც
უკვე გითხარით, ბანაკში რეიმონდზე სულ რამდენიმე წუთით
გვიან დაბრუნდა. თუ რეიმონდმა დედამისი მართლა ცოცხალი
ნახა, ფატალური ინიექცია შეიძლებოდა სარა კინგს გაეკეთები-
ნა. მას სწამდა, რომ მისის ბოინტონი განსხეულებული ბოროტე-
ბა იყო და ამიტომ ჯალათის როლი იკისრა. ეს ასევე კარგად
ხსნის მის ტყუილს სიკვდილის დროის თაობაზე.
სარამ ფერი დაკარგა.
- მართლაც ვამბობდი, რომ ბევრის გადასარჩენად ერთი
ადამიანის სიკვდილი შეიძლება გამართლებული იყოს, - ხმა-
დაბლა, მაგრამ დამაჯერებლად თქვა სარამ, - ეს იდეა მსხვერ-
პლშეწირვის ადგილის მონახულებამ გამიჩინა, მაგრამ შემიძ-

217 მკითხველთა ლიგა


ლია დავიფიცო, რომ იმ საზიზღარი ბებერი ქალისათვის არაფე-
რი დამიშავებია, ეს ფიქრადაც კი არ გამივლია.
- და მაინც, - თავაზიანად შეეკამათა პუარო, - ერთ-ერთი
თქვენგანი ტყუის.
რეიმონდ ბოინტონი სკამზე აწრიალდა.
- თქვენ გაიმარჯვეთ, მესიე პუარო, - წამოიყვირა რეიმონდ
ბოინტონმა, - ტყუილი მე ვთქვი. როდესაც დედაჩემთან ავედი,
ის უკვე მკვდარი იყო. ამან... ამან თავგზა ამიბნია. მასთან და-
ლაპარაკებას, იმის თქმას ვაპირებდი, რომ ამიერიდან თავისუ-
ფალი ადამიანი ვარ... და... მკვდარი დამხვდა. ხელი ცივი და
მოდუნებული ჰქონდა. ზუსტად ის ვიფიქრე, რაც თქვენ ივა-
რაუდეთ. მის მაჯაზე ნაჩხვლეტი შევამჩნიე და ვიფიქრე, რომ ეს
შეიძლებოდა ქეროლს...
- ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ბოლომდე ინფორმირე-
ბული არა ვარ. მკვლელობის რა მეთოდის გამოყენებას გეგმავ-
დით იერუსალიმში? შპრიცით ინიექციას? თუ გინდათ, რომ და-
გიჯეროთ, ყველაფერი უნდა მითხრათ.
- ამ მეთოდის შესახებ წიგნში წავიკითხე, - სხაპასხუპით და-
იწყო რეიმონდმა, - ინგლისური დეტექტივი იყო. თუ ადამიანს
ცარიელ შპრიცს უჩხვლეტ, სხვა აღარაფერია საჭირო. წიგნში ეს
მეცნიერულად დადასტურებულად გამოიყურებოდა. მაშინ ვი-
ფიქრე, რომ შეგვეძლო ასე მოვქცეულიყავით.
- აი, ახლა მივხვდი, შპრიცი ამიტომ შეიძინეთ?
- არა, ნადინს მოვპარე.
პუარომ სწრაფად გახედა ნადინს.
- შპრიცი, რომელიც იერუსალიმში დატოვებულ თქვენს ბარ-
გშია?
ახალგაზრდა ქალს ლოყები ოდნავ შეეფაკლა:
- მე... მე არ ვიცოდი, სად წავიდა ის შპრიცი, - ჩაილაპარაკა
მან.
218 მკითხველთა ლიგა
- ძალიან სწრაფად აზროვნებთ, მადამ.

219 მკითხველთა ლიგა


თავი 28

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე პუარომ საგანგებოდ ხმამაღლა ჩა-


ახველა და განაგრძო:
- ახლა გავარკვიოთ საკითხი, რომელსაც მეორე შპრიცის
საიდუმლოს დავარქმევდი. ის მისის ლენოქს ბოინტონს ეკუთ-
ვნოდა, იერუსალიმიდან წამოსვლამდე რეიმონდ ბოინტონმა
აიღო, მისის ბოინტონის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ქეროლ
ბოინტონმა თავისი ძმის კარვიდან გამოიტანა და გადააგდო, მის
პირსმა იპოვა და სარა კინგმა თქვა, რომ მისია. ვფიქრობ, ახლა
ის მის კინგს აქვს.
- დიახ, - თქვა სარამ.
- ესე იგი, გააკეთეთ ის, რასაც, თქვენივე სიტყვებით თუ ვიტ-
ყვით, არასოდეს აკეთებთ, ანუ მოგვატყუეთ.
- ეს სხვა ტიპის ტყუილია, - წყნარად თქვა სარამ, - ეს... ეს
პროფესიული ტყუილი არ არის.
- დიახ, ეს მართალია, - გაგებით დააქნია თავი ექიმმა ჟერარ-
მა, - თქვენი კარგად მესმის, მადმუაზელ.
- გმადლობთ.
პუარომ ისევ ჩაახველა.
- მოდი, ახლა ჩვენს გრაფიკს ჩავხედოთ. ესე იგი:
ბოინტონები და ჯეფერსონ ქოუფი ბანაკიდან გადიან 3:50
(დაახლ.)
ექიმი ჟერარი და სარა კინგი ბანაკიდან გადიან 3:15 (და-
ახლ.)
ლედი უესტჰოლმი და მის პირსი ბანაკიდან გადიან 4:15
ექიმი ჟერარი ბანაკში ბრუნდება 4:20 (დაახლ.)
ლენოქს ბოინტონი ბანაკში ბრუნდება 4:35
ნადინ ბოინტონი ბანაკში ბრუნდება და მისის
220 მკითხველთა ლიგა
ბოინტონს ელაპარაკება 4:40
ნადინ ბოინტონი დედამთილს ტოვებს და საერთო
კარავში ბრუნდება 4:50 (დაახლ.)
ქეროლ ბოინტონი კარავში ბრუნდება 5:10
ლედი უესტჰოლმი, მის პირსი და მისტერ ჯეფერსონ
ქოუფი ბანაკში ბრუნდებიან 5:40
რეიმონდ ბოინტონი ბანაკში ბრუნდება 5:50
სარა კინგი ბანაკში ბრუნდება 6:00
ცხედარი აღმოაჩინეს 6:30
- ალბათ, შეამჩნევდით, რომ მისის ბოინტონისგან ნადინ ბო-
ინტონის წამოსვლასა (4:50) და ქეროლის დაბრუნებას (5:10 )
შორის ოცწუთიანი ინტერვალია. აქედან გამომდინარე, თუ ქე-
როლი სიმართლეს ამბობს, მისის ბოინტონი სწორედ ამ ოცი წუ-
თის მანძილზე მოკლეს.
- ახლა, ვის შეიძლებოდა ის მოეკლა? ამ დროს მის კინგი და
რეიმონდ ბოინტონი ერთად იყვნენ. მისტერ ქოუფს (გარდა იმი-
სა, რომ მისის ბოინტონის მოკვლის არანაირი მოტივი არა აქვს)
ალიბი აქვს. ის ლედი უესტჰოლმსა და მის პირსთან ერთად იყო.
ლენოქს ბოინტონი თავის ცოლთან ერთად საერთო კარავში
იყო. ექიმი ჟერარი თავის კარავში ცხელების შეტევისგან იტან-
ჯებოდა. ბანაკი ცარიელია, მსახურებს სძინავთ. დანაშაულის ჩა-
დენისათვის ხელსაყრელი მომენტია. არსებობს ვინმე, ვისაც ამ
პერიოდში ამის გაკეთება შეეძლო?
პუარომ მზერა ჯინევრა ბოინტონზე გადაიტანა.
- იყო ასეთი პიროვნება. ჯინევრა ბოინტონი მთელი დღის
მანძილზე თავის კარავში იყო. ეს მან თავად გვითხრა, მაგრამ
არსებობს მტკიცებულება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში
იგი თავის კარავში არ რჩებოდა. ჯინევრა ბოინტონი ძალიან სა-
ყურადღებო რამეს მოჰყვა. მან თქვა, რომ სიცხიანი ექიმი ჟერა-
რი მის სახელს იძახდა. თავის მხრივ, ექიმმა ჟერარმა გვითხრა,
221 მკითხველთა ლიგა
რომ ჯინევრა ბოინტონის სახე ესიზმრებოდა. სინამდვილეში ეს
სიზმარი არ ყოფილა. ჯინევრა ბოინტონი მის კარავში საწოლ-
თან იდგა. ექიმ ჟერარს ეგონა, რომ სიცხიანს ესიზმრებოდა,
თუმცა ეს რეალობა იყო. ჯინევრა ბოინტონი ექიმი ჟერარის კა-
რავში იყო. იქნებ იქ გამოყენებული შპრიცის დასაბრუნებლად
მივიდა?
ჯინევრა ბოინტონმა წითური თმის გვირგვინიანი თავი ასწია
და თავისი ფართო, ლამაზი თვალებით პუაროს მიაჩერდა. მისი
მზერა აბსოლუტურად უმეტყველო იყო და რაღაცით წმინდანს
მოგაგონებდათ.
- Ah, ca non!44 - იყვირა ექიმმა ჟერარმა.
- ნუთუ ფსიქოლოგიურად ეს ასეთი შეუძლებელია? - ჰკითხა
პუარომ.
ფრანგმა თვალები დახარა.
- ეს სრულიად შეუძლებელია, - მკვახედ თქვა ნადინ ბოინ-
ტონმა.
პუარო უცებ მისკენ მიბრუნდა.
- შეუძლებელია, მადამ?
- დიახ, - გაჩუმდა, ტუჩი მოიკვნიტა და შემდეგ განაგრძო, - ჩე-
მი უმცროსი მულის მიმართ ასეთი საშინელი ბრალდების მოს-
მენას არ ვაპირებ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია.
ჯინევრა ოდნავ შეირხა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. ეს
ძალიან პატარა გოგონას სუფთა, გულის ამაჩუყებელი, თითქმის
გაუცნობიერებელი ღიმილი იყო.
- შეუძლებელია, - კიდევ ერთხელ თქვა ნადინმა. სახის ნაზი
ნაკვთები გაუუხეშდა, თითქოს უფრო გამბედავი გაუხდა.

44 Ah, ca non! (ფრანგ.) - აჰ, ოღონდ ეს არა!

222 მკითხველთა ლიგა


პუაროს მზერას მტკიცედ შეხვდა. პუარო კი ოდნავ წინ დაიხარა
და თავი ნახევრად დაუკრა.
- ქალბატონი ძალიან ჭკვიანია, - თქვა მან.
- ამით რისი თქმა გინდათ, მესიე პუარო? - მშვიდად ჰკითხა
ნადინმა.
- იმის, მადამ, რომ თქვენი ბრწყინვალე აზროვნება თავიდან-
ვე შევამჩნიე.
- პირფერობთ, მესიე პუარო.
- არა მგონია. მთელი ამ ხნის მანძილზე სიტუაციას მშვიდად
და ყოველმხრივ აფასებდით. თქვენი ქმრის დედასთან გარეგნუ-
ლად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდით, რადგან თვლიდით,
რომ ასე უკეთესი იქნებოდა, თუმცა შინაგანად ის გასამართლე-
ბულიც გყავდათ და განაჩენიც - გამოტანილი. ვფიქრობ, ცოტა
ხნის წინ გააცნობიერეთ, რომ თქვენი ქმრის ბედნიერების ერ-
თადერთი შანსი სახლიდან წასვლა და საკუთარი, სავარაუდოდ,
რთული და ღარიბი ცხოვრების დაწყება იქნებოდა. თქვენ მზად
იყავით, ნებისმიერ რისკზე წასულიყავით და ქმრისგანაც იმავეს
მოითხოვდით. მაგრამ თქვენი მცდელობა მარცხით დამთავრდა.
მან თავისუფლების სურვილი დაკარგა და აპათიისა და მელან-
ქოლიის მდგომარეობით კმაყოფილდებოდა.
ქმრისადმი თქვენს სიყვარულში ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპა-
რება. მისი მიტოვების გადაწყვეტილება სხვა მამაკაცისადმი უფ-
რო დიდი სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. ეს სასოწარკვეთი-
ლი მცდელობა და თქვენი უკანასკნელი იმედი იყო. თქვენს
მდგომარეობაში მყოფ ქალს სამი რამ შეიძლებოდა გაეკეთები-
ნა: ცალკე საცხოვრებლად გადასვლაზე ქმრის დათანხმება ეცა-
და. ეს, როგორც უკვე ვთქვი, არ გამოუვიდა. შეიძლებოდა და-
მუქრებოდა, რომ თვითონ წავიდოდა. თუმცა შესაძლოა, ლე-
ნოქსის გამოფხიზლება ამ გზითაც შეუძლებელი ყოფილიყო. შე-
საძლებელია ამას, ამბოხის სურვილის ნაცვლად, უფრო ღრმა
223 მკითხველთა ლიგა
დეპრესია გამოეწვია მასში. არსებობდა კიდევ ერთი უკიდურესი
საშუალება - სხვა მამაკაცთან წასვლა. ეჭვიანობა და მესაკუთ-
რეობა მამაკაცის ბუნებაში ყველაზე ღრმად ფესვგადგმული,
ფუნდამენტური ინსტინქტებია. ღრმად დაფარული ამ ველური
ინსტინქტების გაღვიძების მცდელობა იყო თქვენი ჭკუის მაჩვე-
ნებელი. თუ ლენოქს ბოინტონი სხვა კაცთან წასვლის საშუალე-
ბას მოგცემდათ, მის დახმარებას უკვე ვერავინ შეძლებდა,
თქვენ კი სხვა ადამიანთან ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებ-
დით.
მოდი, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს უკანასკნელი მცდე-
ლობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. თქვენი გადაწყვეტილება
ლენოქსისათვის დარტყმა იყო, მაგრამ ის მაინც არ მოიქცა ისე,
როგორც თქვენ ელოდით, როგორც პრიმიტიული მამაკაცი მო-
იქცეოდა. მესაკუთრის ინსტინქტმა ვერ იმძლავრა. არსებობდა
კიდევ რაიმე, რაც თქვენი ქმრის ფსიქიკას სწრაფი დეგრადა-
ციისაგან იხსნიდა? მხოლოდ ერთი რამ - დედამისის სიკვდილი.
ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა. თავისუფალი იქნებოდა, და-
მოუკიდებელი მამაკაცის სახეს დაიბრუნებდა.
პუარო გაჩუმდა და მერე რბილად გაიმეორა:
- თუ თქვენი დედამთილი მოკვდებოდა.
ნადინი ისევ მისჩერებოდა.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ მე ეს მოვლენა დავაჩქარე, არა? -
უემოციოდ და წყნარად თქვა მან, - მაგრამ ცდებით, მესიე
პუარო. მას შემდეგ, რაც ლენოქსს მისგან წასვლის გადაწყვეტი-
ლების შესახებ ვუთხარი, პირდაპირ საერთო კარავში წავედი.
იქიდან არ გამოვსულვარ, სანამ დედამთილის გარდაცვალების
ამბავი არ შეგვატყობინეს. შეიძლება მის სიკვდილში დამნაშავე
ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ჩემმა ნათქვამმა შოკში ჩააგდო და
მისი ბუნებრივი სიკვდილი გამოიწვია, მაგრამ, როგორც თქვენ
ამბობთ (მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი მტკიცებულება
224 მკითხველთა ლიგა
არა გაქვთ და სანამ აუტოფსია არ ჩატარდება, ვერც გექნებათ),
ის წინასწარგანზრახულად მოკლეს, მე ამის შესაძლებლობა არ
მქონია.
- ამწუთას თქვით, რომ თქვენი დედამთილის ცხედრის აღმო-
ჩენამდე საერთო კარვიდან არ გამოსულხართ. ეს, მისის ბოინ-
ტონ, ამ საქმეში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტად მო-
მეჩვენა.
- რას გულისხმობთ?
- ეს სიაშიც მიწერია მეცხრე პუნქტად. შვიდის ნახევარზე, რო-
დესაც ვახშამი მზად იყო, მისის ბოინტონთან მსახური გაგზავ-
ნეს.
- ვერაფერი გავიგე, - თქვა რეიმონდმა.
- ვერც მე! - წამოიძახა ქეროლმა.
პუარომ ჯერ ერთს შეხედა, მერე - მეორეს.
- ვერ გაიგეთ? მსახური გაგზავნეს. რატომ მსახური? მისის
ბოინტონს ხომ, როგორც წესი, ერთ-ერთი თქვენგანი ახლდა.
მაგიდასთანაც ყოველთვის რომელიმე თქვენგანს მოჰყავდა.
მას დახმარების გარეშე სკამიდან ადგომაც არ შეეძლო. იმის
თქმა მინდა, რომ, როდესაც ვახშამი მზად იყო, ბუნებრივი იქნე-
ბოდა, ოჯახის წევრი წასულიყო მის მოსაყვანად, მაგრამ ეს არც
ერთმა არ გააკეთეთ. ყველანი პარალიზებულები ისხედით, ერ-
თმანეთს უყურებდით და გიკვირდათ, რატომ არც ერთი თქვენ-
განი ამის სურვილს არ გამოთქვამდა.
- ეს ყველაფერი აბსურდია, მესიე პუარო, - მკვახედ თქვა ნა-
დინმა, - იმ საღამოს ყველანი დაღლილები ვიყავით. ვაღიარებ,
რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ იმ საღამოს, უბრალოდ, არ
გავაკეთეთ.
- ზუსტადაც... ზუსტადაც... იმ კონკრეტულ საღამოს. მადამ,
პირველ რიგში, თქვენ უნდა წასულიყავით, რადგან ამას თით-
ქმის მექანიკურად აკეთებდით ხოლმე. თუმცა იმ საღამოს მის
225 მკითხველთა ლიგა
მოსაყვანად წასვლის სურვილი არ გამოგითქვამთ. რატომ?
სწორედ ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს: რატომ? შემიძლია,
ჩემი პასუხი გითხრათ: თქვენ იცოდით, რომ ის მკვდარი იყო...
არა, არა, ნუ შემაწყვეტინებთ, მადამ, - ხელი ასწია პუარომ, -
ახლა მე, ერკიულ პუაროს მომისმინეთ! არსებობენ თქვენი და
მისის ბოინტონის საუბრის მოწმეები. მოწმეები, რომლებმაც და-
გინახეს, მაგრამ არ ესმოდათ, რაზე ლაპარაკობდით. ლედი უეს-
ტჰოლმი და მის პირსი საკმაოდ შორს იყვნენ. ისინი თქვენ ერ-
თად გხედავდნენ, მაგრამ რის მტკიცებულებად გამოგვადგება
ეს? შემიძლია, ერთი თეორია შემოგთავაზოთ. თქვენ ჭკვიანი
ადამიანი ხართ, მადამ. თუ, როგორც გჩვევიათ, მშვიდად და
აუჩქარებლად თქვენი ქმრის დედის, ასე ვთქვათ, განადგურებას
გადაწყვეტთ, ამას ჭკვიანურად და სათანადოდ მომზადებული
აღასრულებთ. ექიმი ჟერარის დილის ექსკურსიაზე წასვლის
შემდეგ, მის კარავში შესვლის საშუალება გეძლევათ. თითქმის
დარწმუნებული ხართ, რომ თქვენთვის სასურველ წამალს იპო-
ვით. მედდის გამოცდილება ამაში გეხმარებათ. არჩევთ დიგი-
ტოქსინს - მას ხომ მოხუცი ქალბატონის მიქსტურა ისედაც
შეიცავს. ასევე იღებთ შპრიცს, რადგან თქვენი, სამწუხაროდ,
დაიკარგა. იმედი გაქვთ, რომ დააბრუნებთ, სანამ ექიმი ჟერარი
შეამჩნევს.
გეგმის განხორციელების დაწყებამდე თქვენი ქმრის გონზე
მოყვანას კიდევ ერთხელ ცდილობთ, ეუბნებით, რომ აპირებთ,
ჯეფერსონ ქოუფს გაჰყვეთ ცოლად. ბანაკში ბრუნდებით, გზად
ლედი უესტჰოლმსა და მის პირსს ხვდებით. მათთან ხანმოკლე
საუბრის შემდეგ თქვენს დედამთილთან ადიხართ, შპრიცი წამ-
ლით უკვე მომზადებული გაქვთ. ისევ მედდის გამოცდილება
გეხმარებათ. მოხუცი ქალის მაჯას ადვილად იჭერთ და სანამ
თქვენი დედამთილი მიხვდება, რას აკეთებთ, წამალი შეგყავთ.
ქვევიდან მხოლოდ იმას ხედავენ, რომ თქვენ მისის ბოინტონის-
226 მკითხველთა ლიგა
კენ ხართ დახრილი და ესაუბრებით. მერე გამიზნულად იღებთ
სკამს და მის გვერდით ჯდებით, რომ ეს მეგობრულ საუბრად გა-
მოიყურებოდეს. სიკვდილი წამიერი იყო. თქვენ, ფაქტობრივად,
მკვდარ ქალს „ესაუბრებით“, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს. შემ-
დეგ სკამს ადგილზე აბრუნებთ და საერთო კარავში მიდიხართ.
იქ გხვდებათ ქმარი, რომელიც წიგნს კითხულობს. ამის შემდეგ
ცდილობთ, კარვიდან არ გახვიდეთ. დარწმუნებული ხართ, რომ
მისის ბოინტონის სიკვდილი გულის შეტევას დაჰბრალდება (მას
მართლაც გულმა უმტყუნა). თქვენს გეგმას ერთი სუსტი ადგილი
მაინც აღმოაჩნდა: შპრიცის ექიმ ჟერარისათვის დაბრუნება არ
შეგიძლიათ, რადგან ის ისევ კარავშია და მალარიის შეტევისგან
ლოგინში კანკალებს. გარდა ამისა, შპრიცის დაკარგვა უკვე აღ-
მოაჩინა (თუმცა ამის შესახებ თქვენ მაშინ არ იცით). ეს, მადამ,
მკვლელობის თითქმის სრულყოფილი გეგმის ერთადერთი ნაკ-
ლი იყო.
რამდენიმე წუთით სიჩუმე, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე ლენოქს ბოინტონი წამოხტა ფეხზე.
- არა! - დაიყვირა მან, - ეს ყველაფერი ტყუილია! ნადინს არა-
ფერი ჩაუდენია! ვერაფერს ჩაიდენდა! დედაჩემი... დედაჩემი უკ-
ვე მკვდარი იყო!
- აჰ, - წამოიძახა პუარომ და მისკენ მობრუნდა, - ესე იგი, ბო-
ლოს და ბოლოს, გავარკვიეთ, რომ ის თქვენ მოკალით, მისტერ
ბოინტონ.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მერე ლენოქს ბოინტონმა აკანკალებუ-
ლი ხელები სახეზე აიფარა.
- დიახ, ასეა. მე მოვკალი.
- ექიმ ჟერარის კარვიდან დიგიტოქსინი თქვენ მოიპარეთ?
- დიახ.
- როდის?
- როგორც... როგორც თქვენ თქვით, დილას.
227 მკითხველთა ლიგა
- შპრიცი?
- შპრიცი? დიახ.
- რატომ მოკალით?
- ამას როგორ მეკითხებით?
- გეკითხებით, მისტერ ბოინტონ.
- თქვენ ხომ იცით, რომ ნადინი ქოუფთან წასვლას აპირებდა.
- დიახ, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ნაშუადღევს შეიტყვეთ.
- რა თქმა უნდა, როდესაც სასეირნოდ ვიყავით გასული.
- მაგრამ საწამლავი და შპრიცი დილას, ამ ამბის გაგებამდე
მოამზადეთ?
- ღმერთო, ამ შეკითხვებით რატომ მაწამებთ? - გაჩუმდა,
აკანკალებული ხელი შუბლზე მოისვა, - რა მნიშვნელობა აქვს
ყველაფერ ამას?!
- ძალიან დიდი. გირჩევთ, მისტერ ბოინტონ, სრული სიმარ-
თლე მითხრათ.
- სიმართლე? - მიაშტერდა ლენოქსი.
- დიახ, სიმართლე.
- ღმერთო, გეტყვით, - მოულოდნელად თქვა ლენოქსმა, -
მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ დამიჯერებთ, - ღრმად
ჩაისუნთქა, - იმ დღეს, როდესაც ნადინს დავშორდი, აბსოლუტუ-
რად განადგურებული ვიყავი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ
ოდესმე ჩემგან სხვასთან წავიდოდა. თითქმის... თითქმის შევი-
შალე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთვრალი ვიყავი ან
მძიმე ავადმყოფობა გადავიტანე.
- მივხვდი, როდესაც ლედი უესტჰოლმმა აღმიწერა, როგორ
გამოიყურებოდით მასთან შეხვედრისას. ამიტომ არ დავიჯერე
თქვენი ცოლის ნათქვამი, რომ თავისი გადაწყვეტილების შესა-
ხებ ბანაკში დაბრუნების შემდეგ შეგატყობინათ. განაგრძეთ,
მისტერ ბოინტონ.

228 მკითხველთა ლიგა


- ვერც კი ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი... მაგრამ იმ ად-
გილს რომ მივუახლოვდი, თითქოს გონება გამინათდა. უცებ ვი-
ფიქრე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შემეძ-
ლო. საცოდავ ჭიასავით ვგრძნობდი თავს. დედინაცვალს წლე-
ბის წინ უნდა დავპირისპირებოდი და ყველაფრისათვის თავისი
სახელი დამერქმია. უცებ თავში გამიელვა, რომ იქნებ ჯერ კი-
დევ დაგვიანებული არ იყო. ის, ბებერი სატანა, იქვე, ზევით, წი-
თელი კლდეების ფონზე საზიზღარი კერპივით იჯდა. მაშინვე
მასთან წავედი, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა. მინ-
დოდა, ყველაფერი მეთქვა, მეთქვა, რომ წასვლას ვაპირებდი.
თავში გიჟური იდეა მომივიდა. გადავწყვიტე, იმავე საღამოს ნა-
დინს დავლაპარაკებოდი და მაანში ერთად წავსულიყავით, იმ
ღამეს მაინც.
- ოჰ, ლენოქს... ძვირფასო... - ნადინმა შვებით ამოისუნთქა.
ლენოქსმა კი განაგრძო:
- მაგრამ, ღმერთო ჩემო, ის მკვდარი დამხვდა. მკვდარი იჯდა
თავის სკამზე. თავზარი დამეცა... გაოგნებული ვიყავი. ყვირილი
ყელში გამეჩხირა. გავქვავდი. დიახ, ზუსტად ასე ვგრძნობდი
თავს - გაქვავებული. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. მა-
ჯის საათი კალთაში ედო. ავიღე და მაჯაზე, მოდუნებულ, მკვდარ
მაჯაზე გავუკეთე... - გააჟრიალა, - ღმერთო, საშინელება იყო.
მერე ქვევით დავეშვი და საერთო კარავში შევედი. ალბათ, ვინ-
მესთვის უნდა დამეძახა, მაგრამ ვერ შევძელი. ვიჯექი იქ, წიგნი
მეჭირა, ფურცლებს უაზროდ ვშლიდი და ველოდებოდი...
გაჩუმდა.
- მესმის, რომ ძნელი დასაჯერებელია, რატომ არავის დავუ-
ძახე. ნადინსაც არაფერი ვუთხარი. არ ვიცი.
ექიმმა ჟერარმა ჩაახველა.
- სულაც არა, მისტერ ბოინტონ. სწორედაც ადვილი დასაჯე-
რებელია, - თქვა მან. ძალიან განერვიულებული იყავით. ორ
229 მკითხველთა ლიგა
მძიმე შოკს, რომლებიც ერთი დღის მანძილზე გადაიტანეთ, თა-
ვისუფლად შეიძლებოდა ის მდგომარეობა გამოეწვია, რომე-
ლიც თქვენ აღგვიწერეთ. ამას ვაისენჰალტერის რეაქცია ეწო-
დება და მისი საუკეთესო მაგალითია ჩიტი, რომელიც თავით
ფანჯრის მინას ეხეთქება. გონზე მოსვლის შემდეგ ის ერთხანს
არ ინძრევა, რათა ნერვულ ცენტრებს აღდგენის საშუალება მის-
ცეს. ალბათ, ინგლისურად ყველაფერს გარკვევით ვერ გადმოვ-
ცემ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სხვანაირად ვერ მოიქ-
ცეოდით. ამ დროს რაიმე გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის
შეუძლებელი იქნებოდა. თქვენ სულიერი დამბლა გადაიტანეთ.
ჟერარი პუაროს მიუბრუნდა.
- გარწმუნებთ, ჩემო მეგობარო, ეს ნამდვილად ასეა.
- ეჭვი არ მეპარება, - თქვა პუარომ, - კიდევ ერთი ფაქტი შე-
ვამჩნიე. მისტერ ბოინტონმა დედამისის მაჯის საათს ადგილი
შეუცვალა. ამის ორგვარად ახსნა შეგვიძლია: მისტერ ბოინტონ-
მა ჩადენილი დანაშაულის დაფარვა სცადა ან მისის ბოინტონმა
ჩათვალა, რომ ეს მისმა ქმარმა ჩაიდინა. ნადინ ბოინტონი ბა-
ნაკში თავის ქმარზე მხოლოდ ხუთი წუთით გვიან დაბრუნდა. მას
უნდა დაენახა, როგორ გააკეთა მისმა ქმარმა ეს. როდესაც დე-
დამთილთან სალაპარაკოდ ავიდა, და ის მკვდარი დახვდა, მერე
მის მაჯაზე შპრიცით ნაჩხვლეტი დაინახა, რა თქმა უნდა, მაშინვე
ჩათვალა, რომ მკვლელი მისი ქმარია, რომ სხვა მამაკაცთან
წასვლის მის გადაწყვეტილებაზე ლენოქსის რეაქცია ისეთი არ
აღმოჩნდა, როგორსაც ნადინი ელოდა. მოკლედ რომ ვთქვათ,
ნადინ ბოინტონმა ჩათვალა, რომ თვითონ აიძულა ქმარი,
მკვლელობა ჩაედინა.
პუარომ ნადინს შეხედა.
- ასეა, მადამ?
მან თავი დახარა და მერე ჰკითხა:

230 მკითხველთა ლიგა


- თქვენ მართლა ფიქრობდით, რომ დანაშაული მე ჩავიდინე,
მესიე პუარო?
- ამას შესაძლებლად ვთვლიდი, მადამ.
ნადინი წინ გადმოიხარა.
- ახლა? რა მოხდა სინამდვილეში, მესიე პუარო?

231 მკითხველთა ლიგა


თავი 29

- რა მოხდა სინამდვილეში? - გაიმეორა პუარომ, სკამი


მოიწია და დაჯდა.
ახლა ის შინაურულად იქცეოდა.
- საქმეც სწორედ ეს არის, არა? დიგიტოქსინი და შპრიცი
მოიპარეს, მისის ბოინტონს კი მაჯაზე შპრიცის ნაჩხვლეტი ჰქონ-
და.
ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე დღეში, აუტოფსიის შედეგე-
ბის გაგების შემდეგ, დანამდვილებით გვეცოდინება, დიგიტოქ-
სინის ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა მისის ბოინტონი
თუ არა, მაგრამ მაშინ შეიძლება ძალიან გვიან იყოს. ამიტომ
უკეთესი იქნება, თუ სიმართლეს დღეს საღამოსვე გავარკვევთ,
სანამ მკვლელი ჯერ კიდევ აქვე, ჩვენ გვერდითაა.
ნადინმა უცებ თავი ასწია.
- გინდათ თქვათ, თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ მკვლელი აქ, ამ
ოთახში ერთ-ერთი ჩვენგანია? - ხმა ჩაუწყდა.
- სიმართლე, აი, ის, რასაც მე პოლკოვნიკ კერბერის დავპირ-
დი. ამიტომ მას შემდეგ, რაც ბევრი რამ უკვე გავარკვიეთ, ისევ
მნიშვნელოვანი ფაქტების სიას დავუბრუნდეთ და იქ ორ აშკარა
შეუსაბამობას აღმოვაჩენთ.
- იქნებ გვითხრათ, რომელ პუნქტებს გულისხმობთ? - პირვე-
ლად ამოიღო ხმა პოლკოვნიკმა კერბერიმ.
- სწორედ ამას ვაპირებ, - ამაყად უპასუხა პუარომ, - ისევ ჩემი
სიის პირველი ორი ფაქტი ავიღოთ. მისის ბოინტონი დიგიტალი-
სის შემცველ მიქსტურას იღებდა და ექიმ ჟერარს შპრიცი მოჰპა-
რეს. მოდი, ეს ყველაფერი დავუპირისპიროთ უდავო ფაქტს, რო-
მელიც მაშინვე თვალში მომხვდა: ბოინტონების ოჯახის ყველა
წევრს აშკარად დამნაშავის რეაქცია ჰქონდა. ამიტომ ჩავთვა-
232 მკითხველთა ლიგა
ლე, რომ დანაშაული ერთ-ერთი მათგანის ჩადენილი უნდა ყო-
ფილიყო. თუმცა ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტი ამ თეორიას
ეწინააღმდეგებოდა. მინდა გითხრათ, დიგიტალისის კონცენ-
ტრირებული სითხის გამოყენება ჭკვიანური იყო, რადგან ამ ნივ-
თიერებას მისის ბოინტონი თავისი მიქსტურის მეშვეობით იღებ-
და, მაგრამ რას გააკეთებდა მისი ოჯახის წევრი ასეთ შემთხვევა-
ში? Ah, ma foi!45 გონივრული მხოლოდ ერთი რამე იქნებოდა -
საწამლავის მისი მიქსტურის ბოთლში ჩამატება. ეს არის ერთა-
დერთი, რასაც ნებისმიერი... ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც
სულ მცირე გონიერება და მისის ბოინტონის მიქსტურის აღების
საშუალება ჰქონდა, მხოლოდ ასე მოიქცეოდა.
ადრე თუ გვიან, მისის ბოინტონი ამ წამალს დალევდა და
მოკვდებოდა. ბოთლში დიგიტალისის ზედმეტი დოზის აღმოჩე-
ნის შემთხვევაშიც კი ეს ფარმაცევტის შეცდომად ჩაითვლებო-
და, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იქნებოდა.
- მაშინ რატომ მოიპარეს შპრიცი?
- ამას მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ან ექიმმა ჟე-
რარმა ვერ შეამჩნია შპრიცი და ის არავის მოუპარავს, ან
მკვლელს მისის ბოინტონის მიქსტურაზე ხელი არ მიუწვდებო-
და, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ბოინტონების ოჯახის წევრი არ
იყო. ეს ორი ფაქტი მიგვანიშნებს, რომ მკვლელი გარეშე ადა-
მიანი იყო.
- ეს ყველაფერი მაშინვე შევამჩნიე, მაგრამ ბოინტონების
ოჯახის წევრებზე ბევრი სამხილის არსებობამ დამაბნია. ვფიქ-
რობდი, ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ ისინი უდანაშაულონი
ყოფილიყვნენ და დამნაშავეებივით მოქცეულიყვნენ? ამიტომ

45 Ah, ma foi - (ფრანგ.) აქ: ღმერთმანი.

233 მკითხველთა ლიგა


გადავწყვიტე ამ ადამიანების არა ბრალეულობის, არამედ უდა-
ნაშაულობის დამტკიცებაზე მემუშავა.
ზუსტად ამ ეტაპზე ვართ ახლა. მკვლელობა ჩაიდინა გარეშე
ადამიანმა, რომელსაც მისის ბოინტონთან ახლო ურთიერთობა
არ ჰქონდა და ამიტომ მის კარავში შესვლა და მიქსტურის ბოთ-
ლის აღება არ შეეძლო.
პუარომ პაუზა გააკეთა.
- ამ ოთახში სამი გარეშე, მაგრამ მაინც საქმესთან დაკავში-
რებული ადამიანი ზის.
- პირველი აუცილებლად მისტერ ჯეფერსონ ქოუფი უნდა და-
ვასახელოთ, რადგან მას წლების მანძილზე ბოინტონების ოჯახ-
თან სიახლოვე აკავშირებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას
მკვლელობის ჩადენის ან მოტივი, ან შესაძლებლობა ჰქონდა?
როგორც ჩანს, არა. მისის ბოინტონის სიკვდილმა მასზე აშკა-
რად მძიმედ იმოქმედა, რადგან ეს იმედგაცრუების საფუძველი
იყო. მისტერ ქოუფს მკვლელობის მოტივი არ ჰქონდა, თუ, რა
თქმა უნდა, არ ჩავთვლით, რომ დანარჩენების გადარჩენის სურ-
ვილით იყო შეპყრობილი (და თუ არ არსებობს მოტივი, რომ-
ლის შესახებაც საერთოდ წარმოდგენა არა გვაქვს. ჩვენ ხომ
არაფერი ვიცით, რა საქმეებით იყო ის დაკავშირებული ბოინტო-
ნების ოჯახთან).
- ეს ვერსია ცოტა ხელოვნურად მეჩვენება, მისტერ პუარო, -
თქვა ღირსების გრძნობით სავსე ქოუფმა, - არ დაგავიწყდეთ,
რომ მკვლელობის ჩადენის არანაირი საშუალება არ მქონდა.
გარდა ამისა, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანის სიცოცხლე წმინ-
დაა.
- თქვენი პოზიცია პატივისცემას იმსახურებს, - თქვა პუარომ
სევდიანად, - სწორედ მისი წყალობით იქნებოდით პირველი ეჭ-
ვმიტანილი, ეს ყველაფერი რომანში რომ ხდებოდეს. ახლა მის
კინგზე გადავიდეთ. მის კინგს საკმარისი მოტივი და ამ საქმი-
234 მკითხველთა ლიგა
სათვის აუცილებელი სამედიცინო განათლება აქვს. გარდა ამი-
სა, ძლიერი ხასიათის, გამბედავი ადამიანია. თუმცა, რადგან ის
ბანაკიდან სხვებთან ერთად ოთხის ნახევარზე გავიდა და ექვს
საათამდე არ დაბრუნებულა, ძნელია იფიქრო, რომ მას მკვლე-
ლობის ჩადენის საშუალება ჰქონდა.
- ექიმი ჟერარის რიგი დადგა. აქ მხედველობაში მისაღებია
დანაშაულის ჩადენის დრო. მისტერ ლენოქს ბოინტონის ბოლო
ჩვენების მიხედვით, დედამისი ოთხ საათსა და ოცდათხუთმეტ
წუთზე უკვე მკვდარი იყო. ლედი უესტჰოლმსა და მის პირსს თუ
დავუჯერებთ, ოთხ საათსა და თექვსმეტ წუთზე, როდესაც ისინი
ბანაკიდან გადიოდნენ, მისის ბოინტონი ჯერ კიდევ ცოცხალი
იყო. ამ მონაცემების მიხედვით, გვრჩება ზუსტად ოცი წუთი და
ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა ამ დროში. ბანაკიდან მიმავალი
ორი ქალი გზაში ექიმ ჟერარს შეხვდა, ის ბანაკში ბრუნდებოდა.
არავინ იცის, რას აკეთებდა ექიმი ჟერარი ბანაკში დაბრუნების
შემდეგ, რადგან ეს ქალები მისკენ ზურგით იდგნენ. ისინი ბანა-
კიდან მიდიოდნენ. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებე-
ლია, რომ ექიმ ჟერარს მკვლელობა ჩაედინა. როგორც ექიმს,
მას მალარიის სიმპტომების სიმულაცია თავისუფლად შეეძლო.
არსებობს, მე ვიტყოდი, სავარაუდო მოტივიც. იქნებ ექიმ ჟე-
რარს უნდოდა, გადაერჩინა კონკრეტული პიროვნება, რომლის
გონება საფრთხეში იყო (რაც, ალბათ, სიცოცხლის დაკარგვაზე
უარესია) და მან ჩათვალა, რომ ამისათვის ბებერი და ავადმყო-
ფი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა ღირდა.
- ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა, - თქვა ექიმმა ჟე-
რარმა.
პუარომ მის რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო:
- მაგრამ, თუ ასეა, შესაძლო მკვლელობაზე რატომ მიგვაქცე-
ვინა ყურადღება? სრულიად აშკარაა, რომ პოლკოვნიკ კერბე-
რისთან განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მისის ბოინტონის
235 მკითხველთა ლიგა
სიკვდილი ბუნებრივად ჩაითვლებოდა. სწორედ ექიმმა ჟერარმა
გამოთქვა ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, ეს მკვლელობა ყოფი-
ლიყო. ამაში, ჩემო მეგობრებო, საღ აზრს ვერ ვხედავ.
- გეთანხმებით, - ჩაიბურდღუნა პოლკოვნიკმა კერბერიმ.
- არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, - თქვა პუარომ, -
მისის ლენოქს ბოინტონმა თავისი უმცროსი მულის ბრა-
ლეულობის ვერსია ახლახან აქტიურად გააპროტესტა. პროტეს-
ტი იმ ფაქტს ეყრდნობოდა, რომ ბანაკში მისი დაბრუნების
დროისათვის მისის ბოინტონი უკვე მკვდარი იყო. მაგრამ გაიხ-
სენეთ, რომ ჯინევრა ბოინტონი მთელი დღე ბანკში იყო. ლედი
უესტჰოლმმა და მის პირსმა ბანაკი რომ დატოვეს, ექიმი ჟერარი
ჯერ არ დაბრუნებულიყო...
ჯინევრა აღელდა, წინ გადმოიხარა და პუაროს უცნაური, უმ-
წიკვლო და დაბნეული მზერა მიაპყრო.
- ეს მე გავაკეთე? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მე გავაკეთე?
მერე უცებ სწრაფი, ულამაზესი მოძრაობით ადგილიდან წა-
მოხტა, ოთახი გაირბინა და ექიმი ჟერარის წინ მუხლებზე დაეცა,
მიეკრა, ზევით აიხედა და თვალებში ვნებიანად შეხედა.
- არა, არა, ნუ მისცემთ უფლებას, ასე ილაპარაკონ. ისინი
ცდილობენ, ისევ ოთხ კედელში გამომკეტონ. ეს სიმართლე არ
არის! მე არაფერი გამიკეთებია. ისინი ჩემი მტრები არიან, მათ
უნდათ, ისევ ციხეში ჩამსვან, ჩამკეტონ. უნდა დამეხმაროთ, უნ-
და დამეხმაროთ.
- ჩუ, ჩუ, პატარავ, - ექიმი ჯინევრას თავზე ნაზად ეფერებოდა,
- რასაც თქვენ ამბობთ, სისულელეა, აბსურდია, - უთხრა მან
პუაროს.
- დევნის მანია, - ჩაილაპარაკა პუარომ.
- ჰო, მაგრამ ამ მეთოდით მკვლელობას ის ვერასოდეს
ჩაიდენდა. თუ გააკეთებდა, დამეთანხმებით, მხოლოდ დრამა-
ტულად, მაგალითად, ხანჯალს ჩაარტყამდა ან რაღაც ასეთს
236 მკითხველთა ლიგა
მოიმოქმედებდა, მაგრამ წინასწარ გამიზნულ, ცივი ლოგიკით
გათვლილ მკვლელობას - არა. დამიჯერეთ, ჩემო მეგობარო, ეს
ასეა. ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო, ჯანმრთელი ადამიანის
მიერ ჩადენილი.
პუარომ გაიღიმა. და მოულოდნელად ექიმ ჟერარს თავი და-
უკრა.
- Je suis entièrement de votre avis,46 - თქვა მან წყნა-
რად.

46Je suis entièrement de votre avis (ფრანგ.) - მე თქვენ


სავსებით გეთანხმებით.

237 მკითხველთა ლიგა


თავი 30

- აბა, - დაიწყო ერკიულ პუარომ, - სულ ცოტა დაგვრჩა. ექიმ-


მა ჟერარმა ფსიქოლოგია მოიხმო და ჩვენც ამ საქმის ფსიქო-
ლოგიური მხარე განვიხილოთ. აქამდე მხოლოდ ფაქტებს ვარ-
ჩევდით, მოვლენები ქრონოლოგიურად დავალაგეთ, მტკიცებუ-
ლებები მოვისმინეთ. მხოლოდ ფსიქოლოგია დაგვრჩა. ყველა-
ზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მტკიცებულება თვითონ
გარდაცვლილ ქალს უკავშირდება - სწორედ მისის ბოინტონის
ფსიქოლოგიაა უმნიშვნელოვანესი ამ საქმეში.
მოდი, ფაქტების ჩემი სიის მესამე და მეოთხე პუნქტები ავი-
ღოთ.
მისის ბოინტონი თავისი ოჯახის წევრებს გარეშე ადამიანებ-
თან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა და ამით სიამოვნებას
იღებდა. მკვლელობის დღეს მისის ბოინტონმა ოჯახის წევრებს
მის გარეშე სასეირნოდ წასვლა თვითონ შესთავაზა.
ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რატომ უნდა შე-
ეცვალა მისის ბოინტონს ჩვეული პოლიტიკა სწორედ იმ დღეს?
გული უცებ გაუთბა - კეთილი გახდა? იქიდან გამომდინარე, რაც
მისის ბოინტონის შესახებ მოვისმინე, ეს სრულიად არარეალუ-
რად მეჩვენება. თუმცა ამას მიზეზი აუცილებლად ჰქონდა. რა
იყო ეს მიზეზი? მოდი, მისის ბოინტონის ხასიათი დაწვრილებით
განვიხილოთ. მის შესახებ ბევრი რამ მოვისმინეთ. ეს იყო დეს-
პოტი ბებერი ქალი, სადისტი, რომელსაც სულიერი ტკივილის
მიყენება სიამოვნებას ანიჭებდა. ის ბოროტების განსახიერება
იყო. ის არანორმალური გახლდათ. რომელია სწორი ამ შეხედუ-
ლებებიდან?
ვფიქრობ, სიმართლესთან ყველაზე ახლოს იყო სარა კინგი,
რომელსაც იერუსალიმში მოხუცი ქალბატონი მოულოდნელად
238 მკითხველთა ლიგა
საცოდავ, მეტიც, ისეთ ადამიანად მოეჩვენა, რომელმაც მარცხი
განიცადა.
ვცადოთ, საკუთარი თავი მისის ბოინტონის ადგილას წარმო-
ვიდგინოთ. ეს იყო ადამიანი, რომელიც უზარმაზარი ამბიციით,
დომინირების წყურვილითა და შთაბეჭდილების მოხდენის სურ-
ვილით დაიბადა. ამ გრძნობების არც დათრგუნვა და არც მარ-
თვა მას არასოდეს უცდია. არა, პირიქით, mesdames and
messieurs,47 ის მათ ასაზრდოებდა, მაგრამ, საბოლოოდ, დააკ-
ვირდით, რა მიიღო? მას დიდი ძალაუფლება არ ჰქონდა! უამრა-
ვი ადამიანისთვის შიშისა და სიძულვილის ობიექტად ვერ იქცა.
ის მხოლოდ ერთი იზოლირებოლი ოჯახის პატარა ტირანი იყო.
როგორც ექიმმა ჟერარმა მითხრა, ნებისმიერი სხვა მოხუცი ქა-
ლის მსგავსად, თავისი ჰობი მასაც მოსწყინდა და გადაწყვიტა,
თავისი გავლენის სფერო გაეფართოებინა და ამით დომინირება
რისკის ქვეშ დაეყენებინა. მაგრამ ამან სრულიად განსხვავებუ-
ლი ნაყოფი გამოიღო. საზღვარგარეთ მოგზაურობისას მან პირ-
ველად გააცნობიერა, რამდენად უმნიშვნელო იყო.
ახლა პირდაპირ მეათე პუნქტს მივადექით - სიტყვებს, რომ-
ლებიც მან იერუსალიმში სარა კინგს უთხრა. სარა კინგმა სი-
მართლეზე მას პირდაპირ მიუთითა. მისის ბოინტონს აშკარად
და უკომპრომისოდ დაანახვა, როგორი საცოდავი და უსარგებ-
ლო იყო მისი ცხოვრება. ახლა კი, ძალიან ყურადღებით მოისმი-
ნეთ ყველამ, ზუსტად რა სიტყვები უთხრა მან მის კინგს. მის კინ-
გმა თქვა: „მისის ბოინტონი ისეთი გაბოროტებული ლაპარაკობ-
და, მე არც კი მიყურებდა“. და აი, მისი სიტყვები: „მე არასოდეს

47Mesdames and messieurs (ფრანგ.) - ქალბატონებო და ბატო-


ნებო.

239 მკითხველთა ლიგა


არაფერი დამვიწყებია, არც ქმედება, არც სახელი და არც სა-
ხე“...
ძალიან ხმამაღლა ნათქვამმა ამ სიტყვებმა და ხრინწიანმა
ხმამ მის კინგზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, იმდენად
ძლიერი, რომ მის კინგმა მათი განსაკუთრებული მნიშვნელოვ-
ნება ვერც კი გააცნობიერა.
რომელიმე თქვენგანს ესმის ამ სიტყვების მნიშვნელოვნება?
- პუარო რამდენიმე წამით გაჩუმდა, - როგორც ჩანს, არა. მაგ-
რამ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ ეს სიტყვები სრულებითაც არ
იყო შესაბამისი პასუხი იმაზე, რასაც მის კინგი ეუბნებოდა. „არა-
სოდეს არაფერი დამვიწყებია, არც ქმედება, არც სახელი და არც
სახე“. ეს ხომ უაზრობაა? რომ ეთქვა: „არასოდეს მავიწყდება
თავხედობა“ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ, არა, მან თქვა: „სახე“.
ოჰ, - წამოიძახა პუარომ და ტაში შემოჰკრა, - ეს ხომ ასე
თვალში საცემია! ვითომდა მის კინგისათვის ნათქვამი სიტყვები
სულაც არ იყო მისთვის განკუთვნილი. ისინი სულ სხვა, მის კინ-
გის უკან მდგომი ადამიანის გასაგონად იყო ნათქვამი.
პუარო ისევ გაჩუმდა და მათ გამომეტყველებას დააკვირდა.
- დიახ, ეს თვალში საცემია! მინდა გითხრათ, ეს მნიშვნელო-
ვანი ფსიქოლოგიური მომენტი იყო მისის ბოინტონის ცხოვრე-
ბაში. ახალგაზრდა ჭკვიანმა ქალმა მას საკუთარი სახე დაანახ-
ვა, ამის გამო, გაცეცხლებული იყო, მაგრამ ამ დროს ვიღაც იც-
ნო - სახე წარსულიდან, მსხვერპლი, რომელიც პირდაპირ ხელ-
ში უვარდებოდა.
როგორც ხედავთ, ისევ გარეშე ადამიანს ვუბრუნდებით. მი-
სის ბოინტონის სურვილი, რომ მისი ოჯახის წევრები სასეირნოდ
მის გარეშე წასულიყვნენ, გასაგები ხდება. მას ოჯახის თავიდან
მოშორება სჭირდებოდა, რადგან სხვა საქმე ჰქონდა გასაკეთე-
ბელი. ახალ მსხვერპლთან სალაპარაკოდ მარტო დარჩენა უნ-
დოდა.
240 მკითხველთა ლიგა
ახლა იმ დღის მოვლენები ამ კუთხით განვიხილოთ! ბოინტო-
ნების ოჯახი მიდის. მისის ბოინტონი თავის გამოქვაბულთან ზის.
ყურადღებით განვიხილოთ ლედი უესტჰოლმისა და მის პირსის
ჩვენება. უკანასკნელი არც ისე სანდო მოწმეა. არც მაინცდამა-
ინც დაკვირვებულია და ჩაგონებას ადვილად ექვემდებარება,
ლედი უესტჰოლმი კი ფაქტებს ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს და
ზედმიწევნით დაკვირვებულია. ორივე ქალბატონი ერთ ფაქტზე
თანხმდება! არაბი მსახური მისის ბოინტონთან მიდის, რაღაცით
ძალიან აბრაზებს მას და სწრაფად შორდება. ლედი უესტჰოლმი
ამტკიცებს, რომ ეს მსახური ჯერ ჯინევრა ბოინტონის კარავში
იყო, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, მისი კარავი ექიმ ჟერარის კარ-
ვის გვერდით იყო. შესაძლებელია, არაბი სწორედ ექიმ ჟერარის
კარავში...
- გინდათ, თქვათ, - ჩაერია პოლკოვნიკი კერბერი, - რომ
ერთ-ერთმა ჩემმა ბედუინმა მოხუცი ქალბატონი შპრიცით მოკ-
ლა? ფანტასტიკურია!
- მოიცადეთ, პოლკოვნიკო კერბერი, ჯერ არ დამიმთავრებია.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ არაბი ექიმ ჟერარის კარვიდან მო-
დიოდა და არა მის ჯინევრა ბოინტონისა. შემდეგ რა ხდება?
ორივე ქალბატონი ამბობს, რომ მსახურის სახე კარგად ვერ გა-
არჩიეს და არც მათ შორის დიალოგი ესმოდათ. ეს გასაგებია,
საერთო კარავსა და იმ ადგილს შორის მანძილი, სადაც მისის
ბოინტონი იჯდა, დაახლოებით ორასი იარდია. ლედი უესტჰოლ-
მმა ამ კაცის სხვა ყველანაირი დახასიათება მოგვცა. მან დეტა-
ლურად აღწერა, როგორი დახეული ბრიჯი ეცვა და როგორ
უწესრიგოდ ჰქონდა სახვევები ფეხებზე შემოხვეული.
პუარო წინ გადმოიხარა.
- და ეს, ჩემო მეგობრებო, ძალიან უცნაურია, რადგან, თუ
მსახურის არც სახე დაუნახავს და არც ლაპარაკი ესმოდა, ალ-

241 მკითხველთა ლიგა


ბათ, დახეულ ბრიჯსა და აჩაჩულ სახვევებსაც ვერ შეამჩნევდა.
ორასი იარდიდან ეს ნამდვილად ძნელი იქნებოდა.
ეს შეცდომა იყო, მინდა გითხრათ და მან ძალიან საინტერე-
სო იდეა მომაწოდა. ასე რატომ უნდა გაესვა ხაზი დახეული ბრი-
ჯისა და აჩაჩული სახვევებისთვის? შეიძლება სწორედ იმიტომ,
რომ ბრიჯი სულაც არ იყო დახეული, ხოლო სახვევები - მოუწეს-
რიგებელი. ლედი უესტჰოლმმა და მის პირსმა კაცი დაინახეს,
მაგრამ იმ ადგილებიდან, სადაც ისხდნენ, ისინი ერთმანეთს ვერ
ხედავდნენ. ამას თვითონ ლედი უესტჰოლმი ადასტურებს. ის მი-
ვიდა, რომ ენახა, ეღვიძა თუ არა მის პირსს და ის საკუთარი
კარვის შესასვლელთან მჯდარი დახვდა.
- ღმერთო ძლიერო! - პოლკოვნიკი კერბერი უცებ წელში
გაიმართა, - გინდათ, თქვათ...
- მინდა ვთქვა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რას აკეთებდა მის
პირსი (როგორც ჩანს, ერთადერთი მოწმე, რომელსაც ამ დროს
ეღვიძა), ლედი უესტჰოლმი თავის კარავში დაბრუნდა, ჩაიცვა
ბრიჯი, უხეში ფეხსაცმელი და ხაკისფერი ქურთუკი, კუბოკრული
მტვრის ტილოსა და საქსოვი ძაფისგან არაბული თავსაბურავი
გაიკეთა და ასე შენიღბული ექიმ ჟერარის კარავში თამამად შე-
ვიდა. წამლების ყუთში შესაფერისი წამალი აარჩია, შპრიცი
აიღო, წამლით აავსო და თავისი მსხვერპლისაკენ თამამად
გაემართა. მისის ბოინტონი, ალბათ, თვლემდა. ლედი უეს-
ტჰოლმი სწრაფად მოქმედებდა - მაჯა დაუჭირა და წამალი შეუყ-
ვანა. მისის ბოინტონმა დაიყვირა, წამოდგომა სცადა და ისევ
სკამზე დაეშვა. თითქოსდა დარცხვენილი და შეწუხებული „არა-
ბი“ სწრაფად გაეცალა იქაურობას. მისის ბოინტონმა ჯოხი დაიქ-
ნია, წამოდგომა სცადა, მაგრამ ისევ სკამზე დაეცა.
ხუთი წუთის შემდეგ ლედი უესტჰოლმი ისევ მის პირსს ხვდე-
ბა და უყვება იმის შესახებ, რაც მის პირსმა ახლახან დაინახა,
თან ცდილობს, თავისი ვერსია მოახვიოს თავს. მერე ისინი სასე-
242 მკითხველთა ლიგა
ირნოდ მიდიან. გზა სწორედ იმ ადგილის ქვეშ გადის, სადაც მი-
სის ბოინტონი ზის. ლედი უესტჰოლმი მოხუც ქალს ეძახის, მაგ-
რამ ის არ პასუხობს. მისის ბოინტონი მკვდარია, მაგრამ ლედი
უესტჰოლმი მის პირსს ეუბნება: „რა უხეშად შემოგვიღრინა!“ და
ისიც ეთანხმება, რადგან ასეთი რამ მისის ბოინტონისაგან ხში-
რად სმენია. თუ საჭირო გახდება, მის პირსს შეუძლია დაიფი-
ცოს, რომ „შემოღრენა“ გაიგონა. ლედი უესტჰოლმი მის პირსის
ტიპის ქალებთან კომიტეტების სხდომებზე საკმარისად ხშირად
მჯდარა და კარგად იცის, როგორ გავლენას ახდენს მათზე მისი
მაღალი მდგომარეობა და მბრძანებლური ტონი. მისი გეგმის
ერთადერთი ხინჯი შპრიცის უკან დაბრუნება იყო. ექიმ ჟერარის
ასე უცებ დაბრუნებამ მისი სქემა დაარღვია. იმედი ჰქონდა, რომ
ექიმი შპრიცის დაკარგვას ვერ შეამჩნევდა ან იფიქრებდა, რომ
კარგად ვერ მოძებნა. ამიტომ ლედი უესტჰოლმმა შპრიცი ღა-
მით უკან დააბრუნა.
პუარო გაჩუმდა.
- მაგრამ, რატომ? - იკითხა სარამ, - რატომ უნდა ნდომოდა
ლედი უესტჰოლმს ბებერი მისის ბოინტონის მოკვლა?
- თქვენ თვითონ მითხარით, როდესაც მისის ბოინტონს ელა-
პარაკებოდით, ლედი უესტჰოლმი თქვენთან ძალიან ახლოს იდ-
გა. სწორედ მისი მისამართით თქვა მისის ბოინტონმა: „მე არა-
სოდეს არაფერი დამვიწყებია: არც ქმედება, არც სახელი და არც
სახე“. ახლა გაიხსენეთ, რომ მისის ბოინტონი ციხეში ზედამხედ-
ველად მუშაობდა და ყველაფერს მიხვდებით. ლორდმა უეს-
ტჰოლმმა თავისი მომავალი ცოლი ამერიკაში მოგზაურობიდან
დაბრუნებისას გაიცნო. გათხოვებამდე ლედი უესტჰოლმი ბო-
როტმოქმედი იყო და ციხეში სასჯელს იხდიდა.
- ახლა, ალბათ, ხედავთ, რა საშინელი არჩევანის წინაშე იდ-
გა. მის კარიერას, ამბიციას, სოციალურ მდგომარეობას, ყველა-
ფერს საფრთხე ექმნებოდა. ჩვენ არ ვიცით, რა დანაშაულისათ-
243 მკითხველთა ლიგა
ვის იხდიდა სასჯელს (თუმცა ეს მალე გვეცოდინება), მაგრამ
ამის გახმაურება მის პოლიტიკურ კარიერას აუცილებლად წერ-
ტილს დაუსვამდა. დაიმახსოვრეთ, რომ მისის ბოინტონი
ჩვეულებრივი შანტაჟისტი არ იყო. მას ფული არ სჭირდებოდა.
ის ერთხანს თავისი მსხვერპლის ტანჯვით გაერთობოდა, მერე
კი - მისი ნამდვილი ვინაობის უკიდურესად დრამატულად გამო-
აშკარავებით. სანამ მისის ბოინტონი ცოცხალი იქნებოდა, ლე-
დი უესტჰოლმი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდა. მისის ბოინ-
ტონის მოთხოვნას, რომ პეტრაში შეხვედროდნენ ერთმანეთს,
ის დათანხმდა (ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, რომ საკუ-
თარ მნიშვნელოვნებაში ისეთი დარწმუნებული ადამიანი, რო-
გორიც ლედი უესტჰოლმია, უბრალო ტურისტად მოგზაურობ-
და), მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გონებაში მას მკვლელობის
სხვადასხვა ვარიანტი უტრიალებდა. მერე ხელსაყრელი შემ-
თხვევა ჩაუვარდა და თავისი გეგმა თამამად განახორციელა.
მხოლოდ ორი შეცდომა დაუშვა: პირველი - ზედმეტად დეტალუ-
რად აღწერა დახეული ბრიჯი, რამაც ჩემი ყურადღება მაშინვე
მიიქცია, და მეორე, როდესაც კარავი შეეშალა და ჯერ იქ შევი-
და, სადაც ჯინევრა ბოინტონი ნახევრად მძინარე იწვა. ამის შე-
დეგია გოგონას ნახევრად მართალი და ნახევრად მოგონილი
ისტორია შენიღბულ შეიხზე. ჯინევრამ, რა თქმა უნდა, ის დრამა-
ტული დეტალებით შეავსო, მაგრამ ეს მინიშნება ჩემთვის სრუ-
ლიად საკმარისი იყო.
პუარო ისევ გაჩუმდა.
- მალე ყველაფერი გვეცოდინება, - განაგრძო მერე, - დღეს
ლედი უესტჰოლმის თითის ანაბეჭდები ისე მოვიპოვე, რომ მას
არაფერი გაუგია. თუ მათ გავგზავნით ციხეში, სადაც ადრე მისის
ბოინტონი მუშაობდა, საქმის გადათვალიერების მერე სიმარ-
თლე გვეცოდინება.
ისევ პაუზა.
244 მკითხველთა ლიგა
სრულ სიჩუმეში მკვეთრი ხმა გაისმა.
- ეს რა იყო? - იკითხა ექიმმა ჟერარმა.
- გასროლას ჰგავდა, - თქვა პოლკოვნიკმა კერბერიმ და
სწრაფად წამოდგა ფეხზე, - გვერდით ოთახში იყო, სხვათა შო-
რის, ვისი ოთახია?
- ვფიქრობ, ლედი უესტჰოლმის, - ჩაილაპარაკა პუარომ.

245 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

ამონარიდი „ივნინგ შაუთიდან“:


„მწუხარებით ვიუწყებით, რომ უბედური შემთხვევის შედეგად
გარდაიცვალა პარლამენტის წევრი ლედი უესტჰოლმი. ლედი
უესტჰოლმს, როგორც შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის მოყვა-
რულს, ყოველთვის თან ჰქონდა პატარა რევოლვერი. გაწმენ-
დის დროს ის შემთხვევით გავარდა და სასიკვდილოდ დაჭრა.
სიკვდილი მყისიერი იყო. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ
ლორდ უესტჰოლმს“ და ა. შ. და ა. შ.
ხუთი წლის შემდეგ ივნისის თბილ საღამოს სარა კინგი თავის
ქმართან ერთად ლონდონის თეატრის ლოჟაში იჯდა. „ჰამლეტი“
მიდიოდა. სარამ რეიმონდს მკლავზე ხელი ჩაავლო, როდესაც
სცენიდან გაისმა ოფელიას სიტყვები:
„ქალო, ვით ვცნა შენი სატრფო,
მითხარი, რა აქვს ნიშანი?
ყავარჯენი ხელთ უჭირავს,
ფეხთ აცვია ქალამანი“.
„იგი მოკვდა და დამარხეს,
იგი მოკვდა და დამარხეს;
ფეხთით დიდი ლოდი დასდვეს,
და თავით მწვანე ხე დარგეს“.48
ამქვეყნიურ ტანჯვასა და მწუხარებას გარიდებული და მოჩვე-
ნებათა სამყაროში გადასული ადამიანის დახვეწილი სილამაზი-
სა და არაამქვეყნიური ღიმილის დანახვაზე სარას ყელში თით-
ქოს ბურთი გაეჩხირა.

48 შექსპირი, „ჰამლეტი“, სურათი V (მთარგმნ. ივ. მაჩაბელი).

246 მკითხველთა ლიგა


- ის მშვენიერია... - ჩაილაპარაკა მან. გულში ჩამწვდომი,
მთრთოლარე, ყოველთვის ლამაზი ტემბრის ხმა ახლა უკვე და-
მუშავებული იყო და საუკეთესო ინსტრუმენტივით ჟღერდა.
- ჯინი დიდი მსახიობია... დიდი... დიდი მსახიობი, - დაბეჯითე-
ბით თქვა სარამ, როგორც კი მოქმედების ბოლოს ფარდა დაეშ-
ვა.
მოგვიანებით ისინი „სავოიში“ მაგიდასთან ისხდნენ და ვახ-
შმობდნენ. ჯინევრა დაბნეული ღიმილით გვერდით მჯდომ წვე-
როსან კაცს მიუბრუნდა.
- კარგად გამომივიდა, არა, თეოდორ?
- არაჩვეულებრივი იყავი, Cherie.49
ჯინევრას სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა.
- შენ ყოველთვის გჯეროდა ჩემი, ყოველთვის დარწმუნებუ-
ლი იყავი, რომ დიდი რამეების გაკეთება შემეძლო... რომ მაყუ-
რებლის მოხიბვლას შევძლებდი...
იქვე ახლოს, სხვა მაგიდასთან, ჰამლეტის როლის შემსრუ-
ლებელი მსახიობი პირქუში სახით ამბობდა:
- ოჰ, ეს მისი მანჭიაობა. თავიდან, რა თქმა უნდა, მაყურე-
ბელს მოსწონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს შექსპირი არ
არის. დაინახეთ, როგორ გააფუჭა ჩემი გამოსვლა?
- როგორი ამაღელვებელია ლონდონში ჯინისთან ერთად
ყოფნა. ღმერთო, ის ოფელიას თამაშობს და ასეთი ცნობილია.
- ძალიან მიხარია, რომ ჩამოხვედით, - ღიმილით თქვა ჯინიმ.
- ჩვეულებრივი ოჯახური შეკრებაა, - თქვა ნადინმა, გაიღიმა
და მაგიდას თვალი მოავლო, - ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ბავ-
შვები დღის სპექტაკლზე რომ წასულიყვნენ, არა? - მიუბრუნდა

49 Cherie (ფრანგ.) - ძვირფასო.

247 მკითხველთა ლიგა


მერე ლენოქსს, - უკვე საკმარისად დიდები არიან და თან ძალი-
ან უნდათ, დეიდა ჯინი სცენაზე ნახონ.
ლენოქსმა, ნორმალურმა, ბედნიერმა, მხიარულთვალებიან-
მა ლენოქსმა, ჭიქა ასწია.
- ახალდაქორწინებულების, მისტერ და მისის ქოუფების სად-
ღეგრძელოს გთავაზობთ, - თქვა მან.
- შე, თავქარიანო! - თქვა ქეროლმა სიცილით, - ჯეფ, შენ, ალ-
ბათ, შენი პირველი სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დალიო.
ის ხომ ზუსტად შენ პირდაპირ ზის.
- გაწითლდა, შეხედეთ, ჯეფი გაწითლდა, არ უყვარს წარსულ
დღეებს რომ ახსენებენ, - მხიარულად თქვა რეიმონდმა და მერე
უცებ სახე მოეღრუბლა.
სარა ხელზე შეეხო და ღრუბელიც უცებ გაიფანტა, ცოლს შე-
ხედა და გაიღიმა.
- ცუდი სიზმარივით არის!
კოპწიად გამოწყობილი, პატარა ტანის ადამიანი მათ მაგი-
დასთან გაჩერდა. უნაკლოდ და ლამაზად ჩაცმულმა ერკიულ
პუარომ მეფურად დაუკრა თავი.
- მადმუაზელ, - მიმართა მან ჯინევრას, - mes hommages,50
ბრწყინვალე იყავით.
ყველანი დიდი სიყვარულით მიესალმნენ და სარას გვერდით
ადგილი გაუთავისუფლეს.
პუარომ ყველას გაბრწყინებული სახით შეხედა და როდესაც
მათ ლაპარაკი განაგრძეს, სარასკენ გადაიხარა და თბილად
უთხრა:
-Eh bien, როგორც ვხედავ, la famille Boynton ბედნიერია.

50 Mes hommages (ფრანგ.) - ჩემი მოლოცვა, გილოცავთ.

248 მკითხველთა ლიგა


- ამისთვის მადლობა თქვენ უნდა გადაგიხადოთ, - უთხრა სა-
რამ.
- თქვენი ქმარი ცნობილი მწერალი ხდება. დღეს მისი ბოლო
წიგნის შესახებ შესანიშნავი რეცენზია წავიკითხე.
- მართლაც ძალიან კარგია. თუმცა ამას მე არ უნდა ვამბობ-
დე. იცოდით, რომ ქეროლი და ჯეფერსონ ქოუფი, ბოლოს და
ბოლოს, დაქორწინდნენ? ლენოქსსა და ნადინს კი ორი არაჩ-
ვეულებრივი შვილი ჰყავთ. რეიმონდი ჭკუას კარგავს მათზე.
რაც შეეხება ჯინის, ვფიქრობ, ის გენიალურია.
მერე მაგიდის მეორე მხარეს ჯინის მშვენიერ სახესა და
მოოქროსფრო-წითური თმის გვირგვინს შეხედა და ოდნავ შეც-
ბა.
წამების განმავლობაში სახე ნაღვლიანი ჰქონდა, მერე ჭიქა
ტუჩებთან ნელა მიიტანა.
- სადღეგრძელოს თქმას აპირებთ, მადამ? - ჰკითხა პუარომ.
- უცებ... გამახსენდა... ის, - ნელა თქვა სარამ, - ჯინის შევხედე
და მოულოდნელად მსგავსება დავიჭირე. ძალიან ჰგავს, მაგრამ
ჯინი სინათლეშია, ის კი ბნელში იყო.
- საწყალი დედა... - მოულოდნელად გამოეპასუხა ჯინი მაგი-
დის მეორე მხრიდან, - ძალიან უცნაური იყო. ახლა, როდესაც
ყველანი ასეთი ბედნიერები ვართ... რაღაცნაირად თითქოს შე-
მეცოდა. ცხოვრებისგან ის ვერ მიიღო, რაც უნდოდა. ეს მის-
თვის, ალბათ, ძალიან ძნელი იყო, - თქვა და თითქმის პაუზის
გარეშე თავისი მთრთოლარე ხმით „ციმბელინიდან“ რამდენიმე
სტრიქონი წაიკითხა. სიტყვები ისე მუსიკალურად ჟღერდა, რომ
ყველა მონუსხულივით უსმენდა:
„აღარ გაშინებს სიცხე ზაფხულის
და აღარც ზამთრის სუსხი და თოში.
კვლავ შინ დაბრუნდი, ჰპოვე აღთქმული

249 მკითხველთა ლიგა


და ამქვეყნიურ წვალებას მორჩი“.51

51
შექსპირი, „ციმბელინი“, მოქმედება IV, სურათი I (მთარგმნ.
თამარ ერისთავი).

250 მკითხველთა ლიგა

You might also like