Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 199

1 მკითხველთა ლიგა

აგატა კრისტი

„პანსიონატი „სან-სუსი“

2 მკითხველთა ლიგა
თავი პირველი

ტომი ბირსფორდმა წინაოთახში გაიხადა პალტო, საკიდარზე


დინჯად, აკურატულად ჩამოკიდა და შლაპაც იქვე მიაკიდა აუჩ-
ქარებლად. მერე მხრები გამართა, სახეზე ხალისიანი ღიმილი
აისახა და სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც მისი ცოლი შალის
ძაფით ხაკისფერ მუზარადისქვეშა ქუდს ქსოვდა.
1940 წლის გაზაფხული იდგა.
მისის ბირსფორდმა ქმარს თვალი შეავლო და ხელი ააჩქარა
– ჩხირები გამალებით აამუშავა – წუთიერი დუმილის მერე კი
ჰკითხა:
– ახალი რა არის გაზეთებში?
– ბლიცკრიგი კარს გვადგას, – უპასუხა ტომი. – საფრანგეთ-
ში ვერ არის საქმე კარგად.
– ჰო, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი გვჭირს.
ერთხანს აღარაფერი უთქვამთ. მერე ტომი დაინტერესდა:
– რა მოგივიდა, რატომ არაფერს მეკითხები? ვის რად უნდა
ახლა ეგ შენი თავდაჭერილობა?
– მართალი ხარ, – დაეთანხმა ტაპენსი. – ზედმეტი თავდაჭე-
რილობა კაცს აღიზიანებს. მაგრამ გამოკითხვა რომ დაგიწყო,
სულ გახელდები. ანდა, რა უნდა გამოგკითხო? ისედაც ყველა-
ფერი სახეზე გაწერია. ჰო, კარგი, ამოშაქრე, რაც სათქმელი
გაქვს. არაფერი გამოგივიდა?
– არაფერი. აღარავის ვჭირდები. პატიოსან სიტყვას გაძლევ,
დაფხავებული ხარო, მეტისმეტად ძნელი ასატანია. არმია,
ფლოტი, ავიაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელი ერ-

3 მკითხველთა ლიგა
თი ჩამოვთვალო – ყველგან ერთი და იგივე აკერიათ პირზე: ძა-
ლიან ხნიერი ხართ, იქნებ მოგვიანებით გამოგვადგეთო.
– ჩემს თავსაც ეგ არ ტრიალებს? – ამოიოხრა ტაპენსმა. –
მოწყალების დად გინდათ იმუშაოთ? თქვენი ასაკის ქალმა? არა,
მადლობას მოგახსენებთ. სხვა საქმეზეც არ იტყოდით უარს?
არა, არც სხვაგან გამოდგებით. ჩემს მაგივრად ნებისმიერ ცინ-
გლიან გოგოს აიყვანენ, ისეთსაც, ჭრილობა თვალითაც რომ არ
უნახავს და ბანდის გასტერილებაც რომ არ იცის. მე კი სამი წე-
ლიწადი დავყავი ფრონტზე: მომვლელიც ვიყავი, ქირურგიის
დაც, საბარგო მანქანასაც ვატარებდი და გენერლის მანქანასაც,
და თავს ნებას მივცემ განვაცხადო, საქმეს ურიგოდ არ ვუძღვე-
ბოდი. ახლა კი ერთ აბეზარ ხანშიშესულ დედაკაცად ვიქეცი,
რომელიც შინ ვეღარ დატეულა, რომ იჯდეს და ქსოვოს.
– კიდევ კარგი, დებორას მაინც აქვს საქმე, – სცადა ტომიმ
ცოლის დამშვიდება.
– კი, იმას ყველაფერი რიგზე აქვს, – დაეთანხმა დებორას
დედა. – დარწმუნებული ვარ, საქმეს თავს ართმევს. მაგრამ ასე
მგონია, დებორას არც მე დავუდებდი ტოლს.
– დებორა სხვას ფიქრობს, – ჩაიცინა ტომიმ.
– რა აუტანელი არიან ზოგჯერ ბავშვები, – ამოიოხრა ტაპენ-
სმა. – განსაკუთრებით მაშინ, როცა გულისხმიერების გამოჩენა
უნდათ.
– სული ყელში მებჯინება, როცა დერეკი ასაკს იმიზეზებს და
შეღავათს მაძლევს ხოლმე, – ჩაიბუზღუნა ტომიმ. – ისეთი სახე
აქვს, თითქოს მეუბნება: „ჩემო საწყალო მოხუცო მამილოო“.
ტაპენსმა ჯავრიანად ამოიოხრა, მუქთმიანი თავი გადააქნია,
ძაფის გორგალი კალთიდან იატაკზე გადმოუგორდა.

4 მკითხველთა ლიგა
– მაშ, არაფრის მაქნისი აღარა ვართ, არა? თვითონაც ასე
ჰგონიათ და ჩვენი დაჯერებაც უნდათ. თუმცა ზოგჯერ მეც ვფიქ-
რობ ხოლმე, რომ არც არასოდეს ვიყავით რამის გამკეთებელი.
– ეტყობა, აგრეა, – უპასუხა ტომიმ.
– ვთქვათ, რომ აგრეა, მაგრამ ისეთი დროც ხომ იყო, როცა
გვეგონა დიდ საქმეს ვაკეთებდით. ხანდახან ეჭვი მეპარება, ის
დრო ხომ არ დამსიზმრებია-მეთქი. მართლა გაგვიკეთებია რა-
მე, ტომი? მართალია, რომ ერთხელ გერმანელმა ჯაშუშებმა
თავში რაღაც ჩაგცხეს და მოგიტაცეს? მართალია, რომ ერთხელ
მე და შენ საშიშ დამნაშავეს ჩავუდექით კვალში, დავაკავეთ და
მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტები მოვიხელთეთ? მარ-
თალია, რომ ერთმა მადლიერმა ქვეყანამ უხვად დაგვაჯილდო-
ვა? დიახ, მე და შენ დაგვაჯილდოვა, სწორედ ის ბირსფორდები,
რომლებსაც ახლა აღარავინ არაფრად აგდებს და აღარავის
სჭირდება?
– დაწყნარდი, ძვირფასო, ლაპარაკით საქმეს რას უშველი?
– ერთ რამეს მაინც ვიტყვი, – ცრემლი მოიწმინდა ტაპენსმა,
– ყველაზე მეტად ჩვენმა მეგობარმა კარტერმა მატკინა გული.
– რატომ, ფრიად თავაზიანი წერილი მოგვწერა. – და არაფე-
რი არ გაგვიკეთა, იმედიც კი არ მოგვცა.
– იმიტომ, რომ ჩვენი არ იყოს, სამსახურში აღარ არის. მო-
ხუცდა, შოტლანდიაში დასახლდა და თევზაობით იქცევს თავს.
– საიდუმლო სამსახურს მაინც უნდა გამოეძებნა ჩვენთვის
რამე, – ფარ-ხმალს არ ყრიდა ტაპენსი.
– ვინ იცის, ვეღარც მოვერიოთ საქმეს, – შეეპასუხა ტომი, –
ახლა ალბათ საფანელი აღარ გვეყოფა.
– არ ვიცი, ჩემი აზრით, რაც ვიყავით, ისევ ისა ვართ. თუმცა
საქმე საქმეზე რომ მიდგება... მაგრამ ძალიან მინდა, რამეს მოვ-
კიდოთ ხელი. საშინელებაა, როცა ფიქრს თავს ვეღარ ართმევ.

5 მკითხველთა ლიგა
ზარმა დაიწკრიალა. ტაპენსმა კარი გააღო, ზღურბლთან იდ-
გა მხრებგანიერი კაცი, რომელსაც ღაჟღაჟა სახეს ფუშფუშა ქე-
რა ულვაში უმშვენებდა. უცნობმა სწრაფად შეავლო თვალი დი-
ასახლისს და სასიამოვნო ხმით ჰკითხა:
– მისის ბირსფორდი ბრძანდებით?
– დიახ.
– მე გრანტი გახლავართ, ლორდ ისტჰემპტონის მეგობარი.
იმან მირჩია, თქვენი მეუღლე და თქვენ მენახეთ.
– მოხარული ვარ, მობრძანდით, გეთაყვა. – ტაპენსი კაცს
სასტუმრო ოთახში შეუძღვა. – გაიცანით, ჩემი მეუღლეა. ეს კი
მისტერ გრანტი ბრძანდება, მისტერ კარ... უკაცრავად, ლორდ
ისტჰემპტონის სახელით მობრძანდა.
ტაპენსი საიდუმლო სამსახურის შეფის ადრინდელ ფსევდო-
ნიმს უფრო შეჩვეული იყო, ვიდრე მათი ძველი მეგობრის ნამ-
დვილ ტიტულს. მისტერ გრანტი სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა,
თავი ძალდაუტანებლად ეჭირა. ტაპენსი ოთახიდან გავიდა, მაგ-
რამ მალევე დაბრუნდა, ერთი ბოთლი შერი და ჭიქები შემოიტა-
ნა. რამდენიმე წუთის მერე მისტერ გრანტმა პაუზით ისარგებლა
და ტომის უთხრა:
– ყური მოვკარი, ბირსფორდ, სამსახურს ეძებთ.
– დიახ, ვეძებ. თქვენ რას გულისხმობთ... – ტომის თვალები
აენთო.
– ვშიშობ, იმას არა, რაც თქვენ იფიქრეთ. ეგეთ საქმეს ის
ახალგაზრდა, ენერგიული ბიჭები გააკეთებენ, რომლებიც კარგა
ხანია ჩვენთან მუშაობენ. თქვენ კი საკმაოდ მოსაწყენი სამუშაო
შემიძლია შემოგთავაზოთ: კანცელარიაში იქნებით, ქაღალდებს
აკინძავთ, საქაღალდეებს წითელი ზონრით შეკრავთ, თაროებზე
დააწყობთ და ასე შემდეგ.
– გასაგებია, – ტომის სახე მოექცა.

6 მკითხველთა ლიგა
– ბოლოს და ბოლოს არაფერს ესა სჯობია, – გაამხნევა იგი
გრანტმა. – ერთი სიტყვით, ამ დღეებში გამომიარეთ. მომარაგე-
ბის სამინისტრო, ოთახი ოცდაორი. რამეს გამოგიძებნიო.
ტელეფონმა დარეკა. ტაპენსმა მილი აიღო.
– ალო... დიახ... რა არის?
მილში ვიღაცის ყვირილი ისმოდა. ტაპენსს სახე შეეცვალა.
– როდის?... ოჰ, ღმერთო ჩემო!... რა თქმა უნდა, ძვირფასო,
ახლავე მანდ გავჩნდები.
მისის ბირსფორდმა მილი დადო.
– მორინი იყო.
– აგრეც ვიფიქრე. მის ხმას აქედანაც კი იცნობს კაცი.
– ღვთის გულისათვის მაპატიეთ, მისტერ გრანტ. – თქვა ტა-
პენსმა. – უნდა გავიქცე, ჩემი მეგობარი ქალი დაცემულა და ფე-
ხი უღრძვია. უნდა მივხედო.
– რას ბრძანებთ, მისის ბირსფორდ! რა თქმა უნდა, წაბრძან-
დით.
ტაპენსმა სტუმარს გაუღიმა, პალტოს ხელი დაავლო, საჩქა-
როდ ჩაიცვა და გაიქცა. შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა.
– ჯერ ნუ წახვალთ, – სთხოვა სტუმარს ტომიმ და ჭიქა შერით
შეუვსო.
– გმადლობთ. – გრანტმა ჭიქა აიღო, ოდნავ მოსვა და ცოტა
ხნის მერე თქვა:
– იცით, ერთი მხრით, კმაყოფილიც კი ვარ, რომ თქვენი მე-
უღლე წავიდა. დრო დაგვეზოგება.
– ვერ მიგიხვდით, – უთხრა გაოცებულმა ტომიმ.
– საქმე ის არის, ბირსფორდ, – დინჯად დაიწყო გრანტმა. –
რომ სამინისტროში ტყუილად არ მიმიწვევიხართ, რწმუნება
მაქვს, ერთი წინადადება მოგცეთ...
– მხედველობაში გაქვთ...

7 მკითხველთა ლიგა
– ისტჰემპტონმა რეკომენდაცია გაგიწიათ, – თავი დაუქია
გრანტმა. – გვითხრა, რომ თქვენ ყველაზე შესაფერისი კაცი
ხართ.
– გისმენთ, – სული მოითქვა ტომიმ.
– არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს. თქვენმა ცოლმაც კი.
მიხვდით?
– კეთილი, რაკი აგრე დაჟინებით მოითხოვთ. მაგრამ ადრე
ერთად ვმუშაობდით.
– ვიცი, მაგრამ ჩემი წინადადება მარტო თქვენ გეხებათ.
– გასაგებია.
– ოფიციალურად, როგორც უკვე გითხარით, სამინისტროს
შოტლანდიის ფილიალის კანცელარიაში მუშაობას გთავაზობთ.
ის ფილიალი აკრძალულ ზონაშია, იქ ცოლს ვერ წაიყვანთ. ნამ-
დვილად კი თქვენ სულ სხვაგან გაემგზავრებით.
ტომი დუმდა, ელოდა, რას ეტყოდნენ.
– გაზეთებში წაიკითხავდით, რასაც მეხუთე კოლონის შესა-
ხებ წერენ, – განაგრძობდა გრანტი. – ზოგადად მაინც თუ იცით,
რას ნიშნავს მეხუთე კოლონა?
– მტერს ქვეყნის შიგნით.
– მართალი ხართ, ბირსფორდ. ომს რომ ვიწყებდით, ოპტი-
მისტები ვიყავით. იმათ კი არ ვგულისხმობ, ვისაც გაეგებოდა,
ვისთან გვექნებოდა საქმე, იმათ ყოველთვის იცოდნენ, რა კარ-
გად მომზადებულ და შეუპოვარ მოწინააღმდეგეს უნდა შევბმო-
დით – ჰაერში დიდი ძალის მქონეს და კარგად გაწყობილი სამ-
ხედრო მანქანის პატრონ მტერს; მთელ ერს ვგულისხმობ –
გულკეთილ, დემოკრატიულად განწყობილ ინგლისელს, ვისაც
თავში ფორმალური დომხალი უტრიალებს, ვისაც სწამს ის, რი-
სი დაჯერებაც უნდა: რომ გერმანია დიდხანს ვერ გაუძლებს ომს,
რომ იგი რევოლუციის პირასაა, რომ გერმანელების ტანკები

8 მკითხველთა ლიგა
თუნუქით არის ნაკეთები, თვითონ მათ კი, უჭმელობისაგან გა-
დამწლეულებს, პირველივე მარშის დროს გასძვრებათ სული,
და ასე შემდეგ. მაგრამ ომის ჩარხი სულ სხვანაირად დატრიალ-
და. დაიწყო თუ არა, მაშინვე გაგვიჭირდა, ახლა კი სულ უარე-
სად შემოგვიბრუნდა საქმე. ხალხი – მეზღვაურები, მფრინავები,
სანგრებში ჩამსხდარი ჯარისკაცები – მტკიცედ დგას, მაგრამ სა-
ომრად უხეიროდ მოგვამზადეს და საძაგლად გვხელმძღვანე-
ლობენ. ამ თვალსაზრისით ყველაზე ცუდი პერიოდი უკვე გავი-
არეთ. შეცდომები გამოვასწორეთ, საჭირო ადგილას საჭირო
ხალხი დავაყენეთ, ერთი სიტყვით, ახლა ისე ვიბრძვით, რო-
გორც წესი და რიგია და ომსაც მოვიგებთ... თუ მანამდე არ წავა-
გეთ. წაგების საშიშროება კი გარედან არ გვემუქრება. იგივე სა-
შიშროება გვემუქრება, რამაც ტროა დაღუპა: ჩვენს გალავანში
ხის ცხენი დგას. თუ გნებავთ, ამ ცხენს მეხუთე კოლონა დავარ-
ქვათ. ამ კოლონაში არიან მამაკაცები, წარჩინებული და სულ
უჩინო ადამიანები, მაგრამ ნაციზმის ერთნაირად ერთგული
ხალხი... გრანტი წინ გადაიხარა და დინჯად დაამთავრა:
– ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არიან ისინი.
– კი მაგრამ...
– რა თქმა უნდა, წვრილფეხობა შეგვიძლია დავაპატიმროთ,
– ხმაში მოუთმენლობა შეეპარა გრანტს, – ეს ძნელი არ არის.
მაგრამ ჩვენ წვრილფეხობა კი არა, სხვები გვაინტერესებს. რა-
ღაც-რაღაცა იმათიც ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ მათ შო-
რის ორ კაცს მაინც პასუხსაგები თანამდებობა უჭირავს საადმი-
რალო უწყებაში, ერთი გენერალ გ-ს შტაბშია, სამი სამხედრო-
საჰაერო ძალებში მსახურობს, ორი ჩვენთან, ინტელიჯენს სერ-
ვისში მუშაობს და საიდუმლო დოკუმენტებზე ხელი მიუწვდება.
სხვაგვარად ვერ გაჟონავდა ის, რაც უმაღლეს მმართველობაში
ხდება და მოწინააღმდეგე ვერაფერს შეიტყობდა.

9 მკითხველთა ლიგა
ტომის შეშფოთება აესახა სახეზე.
– მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ამოილუღლუღა დაბნე-
ულმა. – მე ხომ არც ერთ მათგანს არ ვიცნობ.
– სრული სიმართლეა, – თავი დაუქნია გრანტმა. – თქვენ
არც ერთ მათგანს არ იცნობთ, მაგრამ არც ისინი გიცნობენ
თქვენ.
ცოტა ხანს ჩუმად იყო, რომ ტომი ამ სიტყვების აზრს ჩაწვდო-
მოდა, მერე კი განაგრძო:
– ეგ ხალხი, წარჩინებული ხალხი, ჩვენი თანამშრომლების
უმრავლესობას იცნობს. ინფორმაცია რომ არ მივცეთ, ამის ნება
არა გვაქვს. გამოუვალ ჩიხში აღმოვჩნდი და ისტჰემპტონს მივა-
კითხე. დიდი ხანია სამსახურს თავი დაანება, ავადმყოფობს,
მაგრამ ჭკუა ისევ ისე უჭრის. თქვენ გაგიხსენათ. ოდესღაც ჩვენ-
თან მუშაობდით, მაგრამ მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა.
თქვენი სახელი ჩვენ აღარაფრით გვიკავშირდება. სახითაც არა-
ვინ გიცნობთ. აბა, თანახმა ხართ, თუ არა?
– ეგ რა საკითხავია? რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, თუმცა არ
ვიცი, ჩემისთანა დილეტანტი გამოგადგებათ თუ არა.
– სწორედ დილეტანტი გვჭირდება, ძვირფასო ბირსფორდ,
პროფესიონალი აქ ხელფეხშეკრულია. ერთ-ერთ საუკეთესო
აგენტს შეცვლით, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია საიდუმლო სამ-
სახურს.
ტომიმ თვალი გაუსწორა სტუმარს. გრანტმა თავი დაუქნია.
– ის აგენტი სამშაბათს გარდაიცვალა წმინდა ბრიგიტეს სა-
ავადმყოფოში. საბარგო მანქანა დაეჯახა. ეს უბედური შემთხვე-
ვა, ცხადია, შემთხვევით არ მომხდარა.
– გასაგებია, – მძიმედ თქვა ტომიმ.
– ამიტომ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, – მშვიდად განაგ-
რძობდა გრანტი, – რომ ფარკუარმა რაღაც იყნოსა, რაღაც

10 მკითხველთა ლიგა
კვალს მიაგნო. მაგრამ რა ცნობები მოკრიბა, სამწუხაროდ, ჩვენ
თითქმის არ ვიცით: სიკვდილამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე
მოვიდა გონს, შეეცადა, რაღაც თქვა, მაგრამ ეს მოასწრო: „ნ, ან
მ., სონგ-სუზი“.
– ვერ იტყვი, მთლად გასაგებად არის ნათქვამიო, – ამოიოხ-
რა ტომიმ.
– მაგრამ თქვენ რომ გგონიათ, არც ისე გაუგებარია, გაეღიმა
გრანტს, – „ნ-სა“ და „მ-ს“ არსებობა ადრეც ვიცოდით, ეს ორი
ყველაზე საშიში და საქმეში ჩახედული გერმანელი ჯაშუშები
არიან. მათი ამოცანაა, უცხო ქვეყანაში მეხუთე კოლონა შექ-
მნან და ამ კოლონასა და გერმანიას მეკავშირედ ემსახურონ,
ჩვენ ვიცით, რომ ისინი ჰიტლერის ფრიად მნიშვნელოვანი ემის-
რები არიან. ერთ დაშიფრულ დეპეშაში, რომელიც ომის დაწყე-
ბის წინ ვიგდეთ ხელთ, ასეთი ფრაზა იყო: „ინგლისისათვის გთა-
ვაზობთ ს-სა და მ-ს. რწმუნებულებანი შეუზღუდველია“.
– გასაგებია. მაშასადამე, ფარკუარი...
– ეტყობა, ერთ მათგანს ჩაუდგა კვალში. სახელდობრ რო-
მელს, სამწუხაროდ, არ ვიცით. „სონგ-სუზი“, რა თქმა უნდა, ცო-
ტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ, ჯერ ერთი, საცოდავ ფარკუარს მა-
ინცდამაინც ბრწყინვალე ფრანგული გამოთქმა არ ჰქონდა; მე-
ორეც – ჯიბეში ლიჰემპტონში დასაბრუნებელი ბილეთი უპოვეს.
ეს ლიჰემპტონი პატარა საკურორტო ქალაქია სამხრეთ სანაპი-
როზე. იქ ერთი მეორეზეა სასტუმროები და პანსიონები, მათ შო-
რის არის ერთი, რომელსაც „სან-სუსი“ ჰქვია.
– სონგ-სუზი – სან-სუსი, – გაიმეორა ტომიმ. – გასაგებია.
– რა არის გასაგები? – დაინტერესდა გრანტი.
– თქვენ გინდათ, იქ ჩავიდე და... როგორ გითხრათ... დავ-
ყნოსო, რა ხდება?
– სწორედ ეგ გვინდა.

11 მკითხველთა ლიგა
ტომიმ ამოიოხრა და მხრები გაშალა. .
– ვსინჯავ. მაგრამ იცოდეთ, საზრიანი კაცი არა ვარ.
– მითხრეს, ოდესღაც საქმის მოგვარება ემარჯვებოდაო.
– მაშინ ბედმა გამიღიმა, – სწრაფად უთხრა ტომიმ.
– რა გაეწყობა, ახლაც ბედს მივენდოთ.
– „სან-სუსი“ რას წარმოადგენს? – იკითხა ტომიმ.
– არაფერს განსაკუთრებულს, ერთი ჩვეულებრივი პანსი-
ონია, – მხრები აიჩეჩა გრანტმა. – ეგეთი პანსიონი იქ ბევრია.
ხანდაზმული ქალბატონები, თადარიგის პოლკოვნიკები, უმწიკ-
ვლო შინაბერები, რამდენიმე უცხოელი, ერთი სიტყვით, ჭრელი
საზოგადოება იყრის თავს.
– მათ შორის იქნება „ნ“ ან „მ“ ?
– არ არის აუცილებელი. შეიძლება მათთან დაკავშირებული
პირი იყოს. მაგრამ სავსებით შესაძლებელია ისინიც იყვნენ. საზ-
ღვაო კურორტის პანსიონზე შეუმჩნეველ ადგილს კაცი ვერც
ინატრებს.
– გუმანითაც არ იცით, ვინ უნდა ვეძებო – კაცი თუ ქალი?
გრანტმა თავი გადააქნია.
– რა გაეწყობა, ვსინჯავ, – თქვა ტომიმ.
– წარმატებას გისურვებთ, ბირსფორდ. ახლა კი დეტალებზე
გადავიდეთ.
ნახევარი საათის შემდეგ, როცა ცნობისწადილით ატანილი
ტაპენსი გულამოვარდნილი შეიჭრა ოთახში, ტომი უკვე მარტო
იყო; სკეპტიკური გამომეტყველება ჰქონდა, სავარძელში იჯდა
და რაღაცას უსტვენდა,
– აბა? – შესძახა ტაპენსმა და ამ შორისდებულში გრძნობათა
მთელი გამა ჩააქსოვა.
– ჰო, – როგორღაც შეჭოჭმანდა ტომი, – სამუშაო მომცეს.
საკანცელარიო. უდაბურ შოტლანდიაში, ყველაფერი გასაიდუმ-

12 მკითხველთა ლიგა
ლოებულია და ასე შემდეგ. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, მთლად
სახარბიელო სამუშაო ვერ არის.
– ორივეს მოგვცეს, თუ მარტო შენ?
– სამწუხაროდ, მარტო მე.
– ეშმაკსაც წაუღიხართ! რა სულმდაბლობაა ჩვენი მისტერ
კარტერის მხრივ! თუმცა დაშიფვრას ან გაშიფვრას სამუშაო ეთ-
ქმის? იცოდე, ტომი, ეგეთმა საქმემ შეიძლება ჭკუა გიღრძოს.
ჯერ უძილობა დაგჩემდება, მოჰყვები აკვიატებულ ბუტბუტს:
„ცხრა, შვიდი, რვა-სამი, ოთხი, ხუთი-ორი, ანდა სხვა ამდაგვარ
რამეს, მერე კი ნერვები გიღალატებს და საგიჟეში ამოყოფ
თავს.
– არ ამოვყოფ.
– ადრე თუ გვიან, ამოყოფ! – პირქუშად დაუბეჯითა ტაპენსმა.
– შეიძლება მეც წამოგყვე? როგორც ცოლი. საღამოს ფლოსტე-
ბი რომ მოგართვა და ვახშამი გაგიცხელო?
ტომი უხერხულად შეიშმუშნა.
– მაპატიე, ძალიან არ მინდა დაგტოვო, მაგრამ...
– მაგრამ ვალდებული ხარ, – დაამთავრა ტაპენსმა,
– ბოლოს და ბოლოს, არც შენ ხარ უსაქმოდ, – გაუბედავად
თქვა ტომიმ. – რამდენი საქსოვი გაქვს!
– საქსოვი? – ჩაეკითხა ტაპენსი. – მე და საქსოვი? – მუზარა-
დისქვეშა ქუდს ხელი დაავლო და იატაკზე მოისროლა. ტომის
გული მოეწურა. მაგრამ ტაპენსი მაშინვე მოერია თავს და პატი-
ოსნად აღიარა, სწორად მოიქეცი, ჩემს გამო შემოთავაზებულ
სამუშაოზე უარი რომ არ თქვიო.
სამი დღის მერე ტომი აბერდინს გაემგზავრა. ტაპენსმა სად-
გურამდე გააცილა. თვალები საეჭვოდ უპრიალებდა, მაგრამ იხ-
ტიბარს არ იტეხავდა და პირზე ღიმილს არ იშორებდა. როცა მა-
ტარებელი დაიძრა და ტომიმ უკან დარჩენილ ბაქანზე ეულად

13 მკითხველთა ლიგა
მდგომ ცოლს გახედა, იგრძნო, რომ ყელში ბურთი მოაწვა: ტა-
პენსი მიატოვა! ნებისყოფა დაძაბა და ბურთი გადაყლაპა: ბრძა-
ნება უნდა შესრულდეს!
შოტლანდიაში რომ ჩავიდა, მეორე დღესვე მანჩესტერის მა-
ტარებელში ჩაჯდა და კიდევ ერთი დღის მერე ლიჰემპტონში
იყო. ღამე ცენტრალურ სასტუმროში გაათია, დილით კი კერძო
სასტუმროებსა და პანსიონებს ჩამოუარა, შესაფერის ოთახს ირ-
ჩევდა და პირობებს კითხულობდა.
„სან-სუსი“ აგურით ნაგები ვიქტორიანული სტილის ვილა აღ-
მოჩნდა, გორაკის ფერდობზე იდგა. ზედა სართულიდან ზღვის
ლამაზი ხედი მოჩანდა. ჰოლში ოდნავ იგრძნობოდა მტვრისა და
სამზარეულოს სუნი, იატაკზე გაცრეცილი ნოხი ეფინა. ტომის ეს
პანსიონი უფრო მიმზიდველი ეჩვენა, ვიდრე სხვა მისი მონათე-
სავე დაწესებულებები, რომლებიც უკვე დაათვალიერა.
პანსიონის დიასახლისმა – მისის პერენამ – ტომი თავის კა-
ბინეტში მიიღო – პატარა უსუფთაო ოთახში, სადაც საწერ მაგი-
დაზე ზვინად იდგა ქაღალდები. მაინცდამაინც პეწიანად არც
თვითონ მისის პერენა გამოიყურებოდა. გაწეწილი გრუზა თმა
და ჰაიჰარად შეღებილი ტუჩები ცუდად ეხამებოდა თავდაჯერე-
ბულ ღიმილსა და თვალისმომჭრელად ელვარე კბილების ორ
მწკრივს.
ტომიმ თავისი მოხუცი ბიძაშვილი მის მედოუზი დაუსახელა –
ორიოდე წლის წინათ „სან-სუსიში“ ცხოვრობდაო, რას ბრძა-
ნებთ, როგორ არა, მისის პერენას ძალიან კარგად ახსოვს მის
მედოუზი, საყვარელი მოხუცი, თუმცა არა, არც ისე ხანდაზმუ-
ლია. ვერცხლის წყალივით დაუდგრომელი, იუმორის გრძნო-
ბით სავსე ქალია! ტომი ფრთხილად უკრავდა კვერს. იცოდა მის
მედოუზი მართლა არსებობდა – ასეთ დეტალებს სამსახური
დიდ ყურადღებას აქცევს.

14 მკითხველთა ლიგა
როგორ ბრძანდება საყვარელი მის მედოუზი?
ტომიმ გულისტკივილით უპასუხა, რომ მის მედოუზი გარდა-
იცვალა. მისის პერენამ თანაგრძნობით გააწკლაპუნა ენა და სა-
ხეზე შესაფერისი მწუხარე გამომეტყველება აესახა. მაგრამ ად-
რინდელი ენაწყლიანობა უმალვე დაუბრუნდა: რა თქმა უნდა,
შესაფერის ოთახს გამოუნახავს. მისტერ მედოუზი კმაყოფილი
დარჩება. ზღვის მხარეს საუცხოო ხედია. მისტერ მედოუზი
სავსებით მართალია – ახლა კაცი ლონდონს ახლოსაც არ უნდა
გაეკაროს.
მისის პერენას ენა არ გაუჩერებია, ისე აიყვანა ტომი ზევით,
რამდენიმე ოთახი უჩვენა, ფასიც უთხრა. ტომის სახეზე დაეტყო,
რომ დაღონდა. დიასახლისმა აუხსნა, ახლა ყველაფერი ფანტას-
ტიკურად ძვირდებაო. ტომიმ განუმარტა, სამწუხაროდ, შემოსა-
ვალი შემიმცირდა, ახლანდელი გადასახადებისა და სხვა ვითა-
რებათა გამო კი...
– ოჰ, ეს ომი საშინელი რამ არის! – ამოიკვნესა მისის პერე-
ნამ.
ტომიმ კვერი დაუკრა და დაუმატა, ჩემი აზრით, ჰიტლერი ჩა-
მოხრჩობის ღირსიაო. მისის პერენა დაეთანხმა და, თავის
მხრით, დაუმატა, ახლა მეურნეობის გაძღოლა საშინლად გაძ-
ნელდა – საბარათო სისტემა შემოიღეს, ხორცი იშვიათობად იქ-
ცა, მაგრამ მის მედოუზის ნათესავს მზადა ვარ კვირაში ნახევა-
რი გინეა დავუკლოო. ტომი შეპირდა, მოვიფიქრებო. მისის პე-
რენას ენა არ დაუყენებია, მომავალი მდგმური ისე მიაცილა ჭიშ-
კრამდე. ტომის აზრით დიასახლისი მეტისმეტად აბეზარი ვინმე
იყო, მაგრამ ისიც აღიარა, რომ თავისებური მომხიბვლელობაც
არ აკლდა. საინტერესოა, რა ეროვნებისაა? წმინდასისხლიანი
ინგლისელი რომ არ არის, ეს უეჭველია: გვარი ან ესპანური, ან
პორტუგალიური აქვს. თუმცა ეს მხოლოდ ქმრის გვარის მაჩვე-

15 მკითხველთა ლიგა
ნებელია. შეიძლება ირლანდიელი იყოს, მიუხედავად იმისა,
რომ უაქცენტოდ ლაპარაკობს. ბოლოს და ბოლოს გადაწყდა,
რომ მისტერ მედოუზი პანსიონში ხვალ დასახლდებოდა.
საღამოს ექვს საათზე ტომი ადგილზე იყო. მისის პერენა
ჰოლში შეეგება და მოახლეს უბრძანა, მისტერ მედოუზის ბარგს
მიხედეო. მოახლემ თვალები გადმოქაჩა, პირი დააღო და ტო-
მის მიაშტერდა – აშკარად მოსულელო ვინმე იყო. მერე დიასახ-
ლისი ტომის იმ ოთახში შეუძღვა, რომელსაც სასტუმრო ერქვა,
მისის პერენამ თვალისმომჭრელად გაიღიმა:
– ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი მდგმური, –
მიმართა იქ მყოფთ. ოთახში ხუთნი იყვნენ და უცხო კაცს ეჭვის
თვალით უმზერდნენ, – მისტერ მედოუზი – მისის ო’რორკი.
ვეებერთელა ქალბატონმა, რომელსაც მძივივით წვრილი
თვალები და დაქანცული სახე ჰქონდა, ტომის ღიმილი შეაფ-
რქვია.
– მაიორი ბლეჩლი.
მაიორმა მზერა შეავლო ტომის და თავი ოდნავ დახარა.
– მისტერ ფონ დაინიმი.
ფონ დაინიმი ფეხზე წამოდგა და ტომის თავი დაუკრა. ახალ-
გაზრდა ცისფერთვალება კაცი იყო, მეტისმეტად თავდაჭერილი,
– მის მინტონი.
მძივებასხმულმა, ხანშეპარულმა ქალბატონმა საქსოვს ხელი
უშვა და ჩაიქირქილა.
– და, ბოლოს, მისის ბლენკენსოპი.
ეს ქალიც ქსოვდა, მთელი გულისყურით ჩაჰკირკიტებდა და-
უმთავრებელ მუზარადისქვეშა ქუდს: შავთმიანი, გაწეწილი თავი
რომ ასწია, ბირსფორდს სუნთქვა შეეკრა. ოთახი შექანდა. ქა-
ლის მზერას – სავსებით უცხო ადამიანის თავაზიან გულგრილ
მზერას – თვალი გაუსწორა. ტომის აღტაცება დაეუფლა.

16 მკითხველთა ლიგა
მის წინ ტაპენსი იჯდა.

17 მკითხველთა ლიგა
თავი მეორე

ტომიმ თვითონაც არ იცოდა, როგორ გაუძლო იმ საღამოს:


ეშინოდა, მისის ბლენკენსოპისკენ ზედმეტად არ გაქცეოდა თვა-
ლი. სადილობისას „სან-სუსის“ კიდევ სამი მდგმური გამოცხად-
და: ხანში შესული ცოლ-ქმარი მისტერ და მისის კეილები და მი-
სის სპროტი, რომელიც თავის გოგონასთან ერთად იყო ჩამოსუ-
ლი ლონდონიდან და აშკარად ემძიმებოდა ლიჰემპტონში ყოფ-
ნა. ეს ქალი მაგიდასთან ტომის გვერდით დასვეს. მისის სპროტ-
მა მაშინვე მომწვანო წყლიანი თვალები მიანათა ტომის და ოდ-
ნავ დუდღუნა ხმით ჰკითხა:
– როგორ ფიქრობთ, ვითომ ქალაქში ყოფნა საშიში აღარ
არის? მართლა ყველა შინ ბრუნდება?
მაგრამ ვიდრე ტომი უპასუხებდა, საუბარში მის მეორე მხა-
რეს მჯდომი მეზობელი – მძივებასხმული ქალი ჩაერია:
– მიმაჩნია, რომ, თუ ბავშვები გყავს, რისკის გაწევა არ შეიძ-
ლება. თქვენს პატარა ბეტიზე უნდა იფიქროთ. გერმანელები მა-
ლე ალბათ ახალ გაზებს იხმარენ.
– გაზებიო, რა სისულელეს აღარ ჩმახავენ! – სიტყვა გააწყვე-
ტინა მის მინტონს მაიორმა ბლეჩლიმ. – გაზების თავი სულაც
არა აქვთ ახლა მაგ სუბიექტებს. დიდკალიბრიანი ფუგასური და
ცეცხლგამჩენი ბომბები – აი, რა არის ახლა მაგათი კოზირი.
როგორც ესპანეთში იყო.
მთელი მაგიდა თავდავიწყებით ჩაება კამათში. საერთო ქო-
როს ტაპენსის მაღალი ხმა გამოეყო:
– ჩემმა შვილმა – დუგლასმა – მიამბო, რომ...

18 მკითხველთა ლიგა
„დუგლასი ვინღაა? ან დუგლასი რატომ ჰქვია?“ – გაიფიქრა
ტომიმ.
მწირი, თუმცა საკმაოდ პრეტენზიული სადილის მერე საზო-
გადოება მთელი შემადგენლობით სასტუმრო ოთახში გავიდა.
ქალბატონები ისევ საქსოვს მიუბრუნდნენ; ტომი კი მაიორ
ბლეჩლის უსმენდა, რომელიც ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ
საზღვარზე გამოჩენილი გმირობის ამბავს გრძლად და მოსაწყე-
ნად უყვებოდა.
ცისფერთვალებიანი ქერა ახალგაზრდა კაცი ადგა და კარის-
კენ გაემართა. ზღურბლთან შეჩერდა, შეკრებილთ ოდნავ დაუკ-
რა თავი.
მაიორმა ბლეჩლიმ თავისი ამბავი შეწყვიტა და ტომის უთ-
ხრა:
– ყურადღება თუ მიაქციეთ იმ ყმაწვილს, ახლახან რომ გავი-
და? ემიგრანტია. ომამდე სულ ერთი თვით ადრე გამოიქცა გერ-
მანიიდან.
– გერმანელია?
– წმინდა სისხლის. ებრაელი არ არის. მამამისს უბედურება
დაატყდა თავს – ნაციზმს აკრიტიკებდა. ორი ძმა საკონცენტრა-
ციო ბანაკში უზის. მაგან სწორედ დროზე უშველა თავს...
მაგრამ ამ დროს ბირსფორდს მისტერ კეილი გამოელაპარა-
კა, გრძლად წამოიწყო თავისი ჯანმრთელობის ამბავი და ისე შე-
ტოპა, რომ ტომიმ თავის დახსნა მაშინღა მოახერხა, როცა დასა-
წოლად წამოიშალნენ.
მეორე დილით ტომი ადრე ადგა და გასასეირნებლად ზღვის
ნაპირისკენ გაემართა. მალე ზღვას მიადგა, უკან შემობრუნდა
და უცებ შენიშნა, რომ მისკენ ქალი მოდიოდა. ტომიმ თავაზია-
ნად მოიხადა შლაპა.

19 მკითხველთა ლიგა
– დილა მშვიდობისა... ე-ე... მისის ბლენკენსოპ, თუ არ ვცდე-
ბი? ახლომახლო კაცის ჭაჭანება არ იყო.
– ისე შევხვდით ერთმანეთს, როგორც ლივინგსტონი და
სტენლი. – მიაგება ტაპენსმა.
– აქ როგორ გაჩნდი? სასწაულია პირდაპირ! ნამდვილი სას-
წაული!
– სასწაული რა მოსატანია? უბრალოდ მხრებზე თავი მაბია.
იმედი მაქვს, თქვენთვის ეს გაკვეთილი იქნება – შენთვის და შე-
ნი გაბღენძილი მისტერ გრანტისათვის.
– რა თქმა უნდა, იქნება. მაგრამ ჩქარა ამოყაჭე, ასეთი ოინი
როგორ მოგვიწყე, როგორ მოახერხე? ცნობისმოყვარეობისა-
გან ლამის სული წამივიდეს.
– ყველაფერი უბრალოდ მოხდა. ახსენა თუ არა გრანტმა ჩვე-
ნი მისტერ კარტერი, მაშინვე ყველაფერს მივხვდი. ვიარე, რომ
ამ საქმეს არც საკანცელარიო პირი უჩანდა და არც მე გამაკა-
რებდნენ ახლოს. ამიტომ მაშინვე მივიღე ზომები: შერის მოსა-
ტანად რომ გავედი, ბრაუნებთან ჩავედი და მორინს დავურეკე.
დავავალე, ტელეფონით დაერეკა და დავარიგე, რაც უნდა ეთ-
ქვა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო – ისე ჩხა-
ოდა, ოთახი გააყრუა. მე კი ჩემი როლი გავითამაშე: მეგობარი
ავად გამიხდა, უნდა წავიდე, ოჰ, რა საწყენია-მეთქი, – და ოთა-
ხიდან შეშფოთებული გავვარდი. გასასვლელი კარი მოვაჯახუ-
ნე, თვითონ კი წინა ოთახში დავრჩი, მერე საძინებელ ოთახში
შევიპარე და სასტუმროს კარი გამოვაღე – ის კარი, კომოდი
რომ აქვს მიდგმული.
– ყველაფერი გაიგონე?
– ყველაფერი, – დაუმოწმა კმაყოფილმა ტაპენსმა.
– და არაფერი შეიმჩნიე? რა თქმა უნდა, არაფერი. მინდოდა
თქვენთვის ჭკუა მესწავლებინა – შენთვის და შენი მისტერ გრან-

20 მკითხველთა ლიგა
ტისთვის. მისტერ კარტერი აგრე უსინდისოდ არ მომექცეოდა.
არა, ახლა საიდუმლო სამსახური ის აღარ არის, რაც უწინ იყო.
– მაგრამ ჩვენ ისევ ამ სამსახურში ვართ და იგი უწინდებურ
ბრწყინვალებას იძენს, – დიდი ამბით თქვა ტომიმ, – ბლენკენ-
სოპი რაღად აირჩიე გვარად?
– რაო ვითომ, რით არის ცუდი გვარი?
– რაღაც უცნაურად ჟღერს.
– პირველი იყო, რაც მომაფიქრდა. თეთრეულისთვისაც ძა-
ლიან კარგია.
– თეთრეული რაღა შუაშია?
– იდიოტო! რა ასოთი იწყება ბლენკენსოპი? იმავეთი, რითაც
ბირსფორდი. თეთრეულის ნიშანი? პატრიცია ბლენკენსოპი –
პრუდენს ბირსფორდი, შენ რატომღა აირჩიე გვარად მედოუზი?
– ჯერ ერთი, – დაიწყო ტომიმ, – ნიფხავზე ჩემი ინიციალები
არა მაქვს ამოქარგული, მეორეც– მე არ ამირჩევია: ასე მიბრძა-
ნეს. მისტერ მედოუზი, რესპექტაბელური ჯენტლმენი უმწიკვლო
წარსულით. ჩემი ბიოგრაფია დაზეპირებული მაქვს.
– მაგას რა სჯობია, – შენიშნა ტაპენსმა. – ცოლიანი ხარ თუ
უცოლო?
– ქვრივი, – ღირსეულად გაუსწორა ტომიმ. – ცოლი ათი
წლის წინათ მომიკვდა სინგაპურში.
– სინგაპურში რატომ?
– ყველანი რომელიღაცა ადგილას ვკვდებით. სინგაპური ვი-
თომ რით არ მოგწონს?
– არა, რა უშავს. სასიკვდილოდ ალბათ რიგიანი ადგილია.
მეც ქვრივი ვარ.
– სად და რამ მოგიკლა ქმარი?
– ოჰ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს! ალბათ რომელიმე კერძო
საავადმყოფოში, მგონი, ღვიძლის ცეროზმა მოკლა.

21 მკითხველთა ლიგა
– გასაგებია. ძალიან სევდიანი ამბავია. შენი შვილი დუგლა-
სი რაღას აკეთებს?
– ფლოტში მსახურობს. ეგ უკვე გავიგონე გუშინ.
– კიდევ ორი მყავს – რაიმონდი და სირილი, უმცროსები
არიან. ერთი ავიაციაშია, მეორე ქვეით ჯარში.
– ვინმემ რომ მოინდომოს და ეგ არარსებული ბლენკენსოპე-
ბი მოიკითხოს?
– ბლენკენსოპები სულაც არ არიან. ბლენკენსოპი ჩემი მე-
ორე ქმარი იყო. პირველის გვარია ჰილი. ტელეფონის წიგნში
მთელი სამი გვერდი ჰილებს უკავიათ. ყველა ჰილს ვერავინ შე-
ამოწმებს.
– რა უბედურება გჭირს, ტაპენს, – ამოიოხრა ტომიმ. – განა
შეიძლება ყოველთვის გადაამლაშო? ორი ქმარი, სამი შვილი –
ძალიან ბევრია. წვრილმანები აგებნევა.
– არ ამებნევა. შვილები კი კიდევ გამომადგებიან. დაიმახ-
სოვრე: მე ჯერ არავინ მაძლევს ბრძანებებს. ამ საქმეში ჩემი სი-
ამოვნებისათვის გავერიე და კიდევაც ვისიამოვნებ.
– აგრე ჩანს, – დაეთანხმა ტომი და პირქუშად დაუმატა: –
თუმცა თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მთელი ეს ამბავი ფარსია და
მეტი არაფერი.
– ვითომ რატომ?
– „სან-სუსიში“ ხომ ჩემზე მეტი ხანია ცხოვრობ, გულზე ხელი
დაიდე და მითხარი: მათ შორის, ვინც გუშინ მაგიდას უჯდა, განა
შეიძლება მტრის საშიში აგენტი იმალებოდეს?
– ნაკლებად დასაჯერებელია, – უპასუხა ჩაფიქრებულმა ტა-
პენმა. – თუმცა, რა თქმა უნდა, ის ყმაწვილი კაცი...
– კარლ ფონ დაინიმი? განა ემიგრანტებს პოლიცია არ მეთ-
ვალყურეობს?

22 მკითხველთა ლიგა
– კი, მაგრამ მაინც... ისე კი სანდომიანი ყმაწვილია... მისის
პერენაზე რას იტყოდი?
– ჰო, – თქვა ჩაფიქრებულმა ტომმა. – საინტერესო ვინმე
ბრძანდება. არ გედავები, ღირს, რომ თვალი ვადევნოთ.
ტაპენსმა საქმიანად იკითხა:
– ჩვენ როგორღა ვიქნებით? როგორ ვითანამშრომლებთ? –
ერთად ხშირად რომ გვნახონ, არ ივარგებს.
– რა თქმა უნდა, ვინმემ რომ იაზროს, გუშინდლიდან კი არა,
ადრეც იცნობდნენ ერთმანეთსო, ყველაფერი დაიღუპება. ჩემი
აზრით... კი, ალბათ ასე აჯობებს... თავი ისე დავიჭიროთ, თით-
ქოს მე შენი გამოჭერა მინდოდეს.
– ჩემი გამოჭერა?
– ოღონდაც. ჩემთან შეხვედრას თავს არიდებ, მაგრამ ამას
ყოველთვის ვერ ახერხებ: მამაკაცი ხარ, თანაც ხასიათით რაინ-
დი. მე კი ორნაქმარევი ვარ და ახლა მესამეს ვეძებ. ერთი სიტ-
ყვით, შენ ხარ ქვრივი, რომლის გამოჭერაც უნდათ. ზოგჯერ
სადმე დაგიმარტოხელებ ხოლმე – კაფეში, სეირნობის დროს,
ეს ყველასთვის თავშესაქცევი რამ იქნება.
– ჩემი აზრით, მისაღებია, – მოუწონა ტომიმ.
– იმ კაცს, რომელსაც გამოჭერას უპირებენ, ხალხი ყბად
იღებს ხოლმე, ეს ჩვენ ხელს გვაძლევს: ერთად რომ გვნახავს,
ვინც არ უნდა იყოს, გაეღიმება და იტყვის: „დახე, რა დღეშია ეს
საბრალო მედოუზიო!“ ანაზდად ტომიმ ხელი ხელში წაავლო ტა-
პენს.
– უყურე! აგე, იქ!
პირდაპირ, მოშორებით, ერთ-ერთ საბანაო კაბინასთან ქა-
ლიშვილთან ერთად იდგა ახალგაზრდა კაცი, ისე გატაცებით
ლაპარაკობდნენ, ვერაფერს ამჩნევდნენ.

23 მკითხველთა ლიგა
– კარლ ფონ დაინიმი! – დაიჩურჩულა ტაპენსმა. – ნეტავ ქა-
ლიშვილი ვინ არის?
– ვინც არ უნდა იყოს, ეგეთ მზეთუნახავს იშვიათად თუ ნახავ.
ტაპენსმა თავი დაუქნია და დინჯად შეათვალიერა ქალიშვი-
ლი. შავგვრემანი, ტემპერამენტიანი სახე, შემოსხლეტილი პუ-
ლოვერი, რომელიც ტანის დახვეწილ ფორმებს ხაზს უსვამდა.
ქალი მგზნებარედ ლაპარაკობდა. კარლ ფონ დაინიმი უსმენდა.
– მგონი, შენი წასვლის დროა, – ხმადაბლა თქვა ტაპენსმა.
ტომი შემობრუნდა და მოპირდაპირე მხარეს გაემართა. ეს-
პლანადის ბოლოში მაიორ ბლეჩლის შეეჩეხა. იმან ეჭვით გამო-
ხედა და ჩაიბუზღუნა:
– დილა მშვიდობისა! დილა მშვიდობისა!
– ჩემი არ იყოს, ჩანს, უთენია გყვარებიათ ადგომა, – შენიშნა
ბლეჩლიმ.
– ჩვევად მექცა, მე ხომ აღმოსავლეთში ვცხოვრობდი, მარ-
თალია, დიდი ხნის წინათ, მაგრამ მას მერე ადრიანად ვდგები
ხოლმე.
– სწორადაც იქცევით, – მოუწონა მაიორმა. – ღმერთმანი,
ახლანდელი ახალგაზრდების შემხედვარე კაცს გულზე შემოეყ-
რება! დილით ცხელ აბაზანას იღებენ, ათ საათზე ან უფრო გვიან
საუზმობენ. რა გასაკვირია, რომ გერმანელები გვჯობნიან. არ-
მია ის აღარ არის, რაც უწინ იყო. ჯარისკაცები ბამბებში ჰყავთ
შეფუთვნილი. ეგ არის მხოლოდ, რომ ღამით ლოგინს სათბურა-
თი არ უთბობენ. თფუ! შეგზარავს კაცს!
ბლეჩლი მოგონებებს მიეცა. ტომი თავაზიანად უსმენდა, ვიდ-
რე მაიორმა აღშფოთებით არ დაამთავრა:
– არ იფიქროთ, ჩემს გამოცდილებას ვინმე რამედ აგდებდეს!
არავის არაფრად სჭირდება. არაფერს გამაკარეს – მოხუცი ხა-
რო, დალახვროს ეშმაკმა! მე კი ჯერ კიდევ შემიძლია ამ ლეკ-

24 მკითხველთა ლიგა
ვთაგან ზოგიერთს გავაგებინო, რა არის ომი. ტომიმ საუბრის
თემა შეცვალა:
– ვინ არის ეს... ე-ე... თუ არ მეშლება, მისის ბლენკენსოპი?
– არ გეშლებათ, სწორედ ბლენკენსოპია. ურიგო თვალტანა-
დობა არა აქვს, მაგრამ ხანშია შესული და მეტისმეტად ბევრს
ყბედობს. კარგი ქალია, მაგრამ ჩურჩუტი. მეტი მაგისი არაფერი
ვიცი: სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩვენთან ცხოვრობს. რატომ
დაინტერესდით?
– აგერ ახლა შევხვდი და ვიფიქრე: ნუთუ ყოველთვის ასე ად-
რე დგება-მეთქი. – აუხსნა ტომიმ.
– ვერაფერს გეტყვით. უზმოზე სეირნობა ქალებს ჩვეულებ-
რივ არ უყვართ, – თქვა მაიორმა და დაუმატა: – მადლობა
ღმერთს, რომ ასეა!
– ამინ! – მიაგება ტომიმ. – იმედი მაქვს, უზრდელობად არ
ჩამომართმევს, ლაპარაკი რომ არ გავუბი, უზმოზე დარბაისლუ-
რი მუსაიფი ძალიან მეზარება, გარდა ამისა, სეირნობის დამ-
თავრებაც მინდოდა.
– გეთანხმებით, მედოუზ, სავსებით გეთანხმებით. ქალი კარ-
გი რამ არის, მაგრამ მხოლოდ ნასაუზმევს. თვალი ფხიზლად გე-
ჭიროთ, მეგობარო, – ჩაიხითხითა ბლეჩლიმ, – მისის ბლენკენ-
სოპი ქვრივია.
– მართლა?
– მე და თქვენ კი ვიცით, ქვრივი ქალი რაც არის! მაგან უკვე
მიწას მიაბარა ორი ქმარი და ახლა, მგონი, მესამეს ეძებს. ფხიზ-
ლად იყავით, დიახ, ფხიზლად გეჭიროთ თვალი – ეს არის ჩემი
რჩევა, – თქვა მაიორმა ბლეჩლიმ ყოჩაღად აქცია ზურგი ტომის
და სასაუზმოდ ხალისიანად გაემართა „სან-სუსისაკენ“.

25 მკითხველთა ლიგა
ამასობაში ტაპენსმა დინჯად ჩაუარა კაბინას, საკმაოდ მიუახ-
ლოვდა საუბრით გართულ ახალგაზრდა წყვილს, რამდენიმე
სიტყვას ყურიც კი მოჰკრა. ქალიშვილი ლაპარაკობდა.
– ფრთხილად იყავი, კარლ. ოდნავი ეჭვიც რომ აიღონ...
ტაპენსი ახალგაზრდებს გასცდა, სიტყვები აღარ ესმოდა.
ყურმოკრული ფრაზა კი ბევრის მთქმელი იყო... თუმცა შეიძლე-
ბა სრულიად უწყინარი შინაარსიც ჰქონოდა. ტაპენსი შემობრუნ-
და, ისევ ჩაუარა ახალგაზრდებს და კიდევ ერთი ფრაზის ნაწყვე-
ტი გაიგონა.
– თვითმკვლელი, საძაგელი ინგლისელები...
გაოცებულმა მისის ბლენკენსოპმა წარბები აწკიპა. ნაცისტუ-
რი გერმანიიდან ლტოლვილმა ემიგრანტმა კარლ ფონ დაინიმ-
მა ინგლისში იპოვა ჭერი და თავშესაფარი. განა შეიძლება ასე-
თი სიტყვები მოისმინოს და პასუხი არ გასცეს? ასეთი საქციელი
არც ჭკუისა და არც პატიოსნების მაჩვენებელი არ არის.
ტაპენსი ისევ შემობრუნდა, მაგრამ ვიდრე კაბინას გაუსწორ-
დებოდა, ახალგაზრდა წყვილი გაიყარა: ქალიშვილმა გზა გადა-
ირბინა და სანაპირო უკან მოიტოვა, კარლ ფონ დაინიმი კი ტა-
პენსისკენ წამოვიდა.
დაბნეული ტაპენსი წამიერად რომ არ შეჩერებულიყო, გერ-
მანელი ალბათ ვერც იცნობდა. ახლა კი ქუსლი ქუსლს მიარტყა
და თავი დაუკრა.
– დილა მშვიდობისა, მისტერ ფონ დაინიმ! – აჟღურტულდა
ტაპენსი, – მშვენიერი ამინდია, არა?
– ო, დიახ! მშვენიერი ამინდია.
– უზმოზე იშვიათად ვსეირნობ ხოლმე, მაგრამ დღეს თავი ვე-
ღარ შევიკავე. სულ ცოტა მანძილი გავიარე და ისეთ მადაზე მო-
ვედი...
– „სან-სუსიში“ მიდიხართ? თუ ნებას მომცემთ, გაგაცილებთ.

26 მკითხველთა ლიგა
გერმანელი გვერდით ამოუდგა მისის ბლენკენსოპს, სახეზე
მეტისმეტი თავდაჭერილობა ეხატა.
– თქვენც მადის გასაღვიძებლად გამოხვედით? – ჰკითხა ტა-
პენსმა.
ფონ დაინიმმა კუშტად გადააქნია თავი.
– არა, უკვე ვისაუზმე. სამუშაოდ მივდივარ.
– სამუშაოდ?
– დიახ.. მე სწავლული გახლავართ, ქიმიკოსი.
„აი, თურმე ვინა ყოფილხართ!“ – გაიფიქრა ტაპენსმა და მა-
ლულად შეავლო თვალი თანამგზავრს.
– თქვენს ქვეყანაში იმიტომ ჩამოვედი, რომ ნაციზმს გამოვე-
ქეცი, თავი გადავირჩინე, – მოგუდული ხმით განაგრძობდა
ყმაწვილი კაცი. – ფული თითქმის არ მქონდა, ერთი ნაცნობიც
არ მყავდა. ინგლისმა შემიფარა და მეც ყველაფერს ვუკეთებ,
რაც კი შემიძლია.
გერმანელი სივრცეს გაჰყურებდა. ტაპენსს ალღომ უკარნახა,
რომ მისი თანამგზავრი რაღაც ძლიერ გრძნობას ჰყავდა შეპ-
ყრობილი.
– გასაგებია, – ორჭოფულად თქვა ტაპენსმა. -ეგ ფრიად მო-
საწონი საქციელია.
– ორი ძმა საკონცენტრაციო ბანაკში მყავს, – თქვა ფონ და-
ინიმმა. – მამაც იქ დამეღუპა. დედა შიშმა და მწუხარებავ შეიწი-
რა.
„ისე ლაპარაკობს, თითქოს ყველაფერი წინასწარ ჰქონდეს
დაზუთხული“, – გაიფიქრა ტაპენსმა და ისევ მალულად შეავლო
თვალი თანამგზავრს. ფონ დაინიმი ისევ ისე მშვიდად გაჰყურებ-
და სივრცეს. ერთი წუთი ხმა აღარ ამოუღიათ. ორი კაცი წამო-
ეწიათ. ერთმა მათგანმა კარლი აათვალ-ჩაათვალიერა და ტა-
პენსმა გაიგონა, როგორ უთხრა მეორეს:

27 მკითხველთა ლიგა
– დაგენაძლევები, რომ ეს ყმაწვილი გერმანელია.
ფონ დაინიმს სისხლი მოაწვა სახეზე. წამით თავი ვეღარ შე-
იკავა.
– გესმით?... გაიგონეთ, რა თქვა? – იფეთქა ახალგაზრდა
კაცმა.
– სისულელეა, ეგ, ჩემო ბიჭუნა! – მბრძანებლურად გააწყვე-
ტინა სიტყვა მისის ბლენკენსოპმა, რომელიც თვითონაც რომ არ
მოელოდა ისე, ტაპენსად გადაიქცა. – მეტისმეტი არ უნდა მოინ-
დომოთ.
– რას გულისხმობთ? – მიაშტერდა გაოგნებული კარლი.
– ემიგრანტი ხართ და გასაჭირს უნდა გაუძლოთ. მთავარია,
ცოცხალი ხართ, ცოცხალი და თავისუფალი. უსიამოვნებანი კი
გარდუვალია: ჩვენი ქვეყანა ომშია ჩაბმული, თქვენ კი გერმანე-
ლი ხართ. განა შეიძლება ალალბედზე შეხვედრილ კაცს მოს-
თხოვო, კარგი და ცუდი გერმანელი ერთმანეთისგან გაარჩიოს?
ფონ დაინიმი ისევ არ აცილებდა თავის კამკამა ცისფერ თვა-
ლებს, რომლებშიც ჩაკლული სიმწარე იხატებოდა. მერე უეც-
რად გაიღიმა.
– ოდესღაც წითელკანიანთა გამო ამბობდნენ: „კარგი ინდი-
ელი მკვდარი ინდიელიაო“. მე კი კარგი გერმანელის სახელი
რომ გამივარდეს, სამუშაოზე დაუგვიანებლად უნდა გამოვცხად-
დე. ბოდიშს გიხდით, კარგად ბრძანდებოდეთ.
კარლმა ერთხელ კიდევ მეტისმეტად თავაზიანად დაუკრა
თავი და გზას დაადგა. ტაპენსმა თვალი გააყოლა და გაიფიქრა:
„მისის ბლენკენსკოპ, ნახტომი შეგეშალათ, კეთილი ინებეთ და
მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, ახლა კი „სან-სუსიში“ აბრძან-
დით“.
პანსიონის კარი მოღებული იყო. ჰოლიდან მისის პერენას
ხმა ისმოდა.

28 მკითხველთა ლიგა
– ისიც უთხარი, მარგარინის ბოლო პარტიაზე რასაც
ვფიქრობ. ლორი კიულერს გამოართვი. ბოლოს რომ მოგვცა,
ორი პენსით ნაკლები ღირდა. კომბოსტო კარგად აარჩიე... –
ტაპენსი რომ შენიშნა, მისის პერენა გაჩუმდა. – დილა მშვიდო-
ბისა, მისის ბლენკენსოპ! ადრიანად გყვარებიათ ადგომა. ჯერ
არ გისაუზმიათ? სასადილოში სუფრა გაშლილია. – მერე იმ ქა-
ლიშვილზე ანიშნა, ახლახან რომ ელაპარაკებოდა, – ჩემი ქა-
ლიშვილია, შეილა. თქვენ ჯერ არ შეხვედრიხართ: აქ არ იყო,
გუშინ ჩამოვიდა.
ტაპენსმა ცნობისმოყვარე მზერა შეავლო ქალიშვილს. ცოც-
ხალი, ლამაზი სახე ახლა ტრაგიკულად კი არ ჰქონდა წამონთე-
ბული, სევდასა და ჯავრს მოეღრუბლა. „ჩემი ქალიშვილია“, შე-
ილა პერენა.
ტაპენსმა თავაზიანად ჩაიჟღურტულა რაღაც და სასადილო
ოთახში შევიდა. იქ უკვე სამნი უსხდნენ მაგიდას: მისის სპროტი,
მისი გოგონა და უკიდეგანო მისის ო’რორკი.
– დილა მშვიდობისა, – მიესალმა მათ ტაპენსი.
– თქვენც მშვიდობის დილას გისურვებთ! – გულითადად უპა-
სუხა მისის ო’რორკმა, სულ გადაფარა მისის სპროტის სუსტი
ხმა; მერე დაუფარავი ინტერესით მიაშტერდა ტაპენსს: – კარგია
უზმოზე გასეირნება, მგლის მადას აძლევს კაცს.
– პური და რძე ძალიან გემრიელია, ჩემო პატარავ, -– არწმუ-
ნებდა მისის სპროტი მის ბეტის და კოვზს პირში სჩრიდა.
მაგრამ სპროტების მემკვიდრემ პირი იბრუნა, კოვზი მარჯვედ
აიცილა და ტაპენსს დიდი მრგვალი თვალები მიანათა, მერე თი-
თი მიაშვირა, თვალისმომჭრელად გაუღიმა და ამოიტიტინა:
– ბა... ბა... ბუ!
– მოსწონხართ! – შესძახა მისის სპროტმა და ტაპენსს ისეთი
აღტაცებით მიაჩერდა, თითქოს მისის ბლენკენსოპისთვის ბედს

29 მკითხველთა ლიგა
წყალობის კალთა დაებერტყა, – ჩვეულებრივ უკარებაა, უცხოო-
ბა იცის.
– ამ ანგელოზებს თავიანთი ენა აქვთ, – ჩაიგუგუნა მისის
ო’რორკმა. – ბეტი, საყვარელო, თქვი „დედა“.
ბეტიმ შეუპოვრად შეანათა თვალები მისის ო’რორკს, წარბი
შეიკრა და ავტორიტეტულად წარმოთქვა:
– დიადა!
– ერთი უყურეთ, როგორ ცდილობს! რა მშვენიერი გოგონაა!
მისის ო’რორკი დიდი ამბით წამოიმართა ფეხზე. ბეტის
მძვინვარე ღიმილი აჩუქა და ოთახიდან მძიმედ გაბაჯბაჯდა.
ბეტი ისევ ტაპენსს უმზერდა, თავი გვერდზე გადახარა და
ისევ დაიღუღუნა რაღაც.
– თქვენსკენ მოუწევს გული, მისის ბლენკენსოპ, – ისე გაი-
ოცა მისის სპროტმა, ეტყობოდა, ცოტათი ეჭვიანობდა კიდეც.
კარი გაიღო და მაიორი ბლეჩლი შემოვიდა, უკან ტომი მოჰ-
ყვებოდა. ტაპენსმა მაშინვე კეკლუცად მოიღერა ყელი.
– ა, მისტერ მედოუზl ხედავთ, როგორ მოვასწარით, მაგრამ
თქვენთვისაც არის რაღაც-რაღაცა, რომ ისაუზმოთ, – უთხრა
ტაპენსმა და ხელით ნარნარად ანიშნა, ჩემს გვერდით დაჯექი-
თო.
– ო!... ჰმ... მადლობას მოგახსენებთ, – გაურკევლად ჩაიბუზ-
ღუნა ტომიმ და მაგიდის მეორე ბოლოში დაჯდა.
– ბა – განაცხადა ბეტი სპროტმა და მაიორ ბლეჩლის სახეში
რძე შეაშხეფა.
– აბა, დღეს როგორ გრძნობს თავს პატარა კუ-კუ?. იკითხა
აღტაცებულმა მაიორმა, სახეზე გაზეთი აიფარა და გაიმეორა: –
კუ-კუ!

30 მკითხველთა ლიგა
ბეტი აჭყლოპინდა. ტაპენსს უფრო და უფრო იპყრობდა ეჭვი.
„რაღაც შეცდომაა, – ფიქრობდა იგი, – აქ ჯაშუშები არ შეიძლე-
ბა იყვნენ. ჯაშუშს აქ რა უნდა!

31 მკითხველთა ლიგა
თავი მესამე

მის მინტონი ვერანდაზე იჯდა და ქსოვდა. ამ ხმელ-ხმელ მო-


უხეშავ ქალს ბაცი ცისფერი ჯემპრი და გულის დამამძიმებლად
აჩაჩული ტვიდის ქვედატანი ეცვა ხოლმე, ყელს მძივები ან ძეწ-
კვები უმშვენებდა.
– დილა მშვიდობისა, მისის ბლენკენსოპ, – გულთბილად მი-
ესალმა იგი ტაპენსს, – კარგად გეძინათ?
მისის ბლენკენსოპი გამოუტყდა, პირველი ორ-სამი ღამე უც-
ხო ადგილას ყოველთვის ცუდად მძინავსო. მის მინტონმა აღ-
ნიშნა, რა საოცარი დამთხვევაა, მეც აგრე მემართებაო, მისის
ბლენკენსოპი დაეთანხმა, მართლაც, საოცარიაო და დაუმატა:
– რა მშვენიერი ნაქსოვია.
მის მინტონმა უჩვენა, როგორ ქსოვდა. დიახ, ნაქსოვი ორი-
გინალურიც არის და ძალიან მარტივიც. თუ მისი ბლენკენსოპი
ინებებს, ხელად ასწავლის. ო, მის მინტონი ძალიან თავაზიანი
ბრძანდება, მაგრამ მისის ბლენკენსოპი ყველაფერს გაჭირვე-
ბით სწავლობს. სახეებით ქსოვა სულ არ იცის, უბრალო ნაქსოვ-
საც ძლივს ართმევს თავს, აი, ასეთს, როგორც ეს მუზარადქვეშა
ქუდია. თუმცა აქაც ეშლება ხოლმე ზოგი რამ. აი, ნახეთ...
მის მინტონმა გაწაფული მზერა შეავლო ხაკისფერ ნაქსოვს
და მაშინვე თავაზიანად აუხსნა, რა შეცდომა ჰქონდა დაშვებუ-
ლი. ტაპენსმა დიდი მადლობა მოახსენა. მის მინტონს და კეთი-
ლი სახე მიიღო. ო, რა სამადლობელია, რა ხანია ქსოვს და მის-
თვის ეს არაფერია.

32 მკითხველთა ლიგა
– მე კი ქსოვა ამ საშინელი ომის დროს ვისწავლე, -– უთხრა
ტაპენსმა. – ახლა ყველას ერთი სული აქვს, გამარჯვებისთვის
რაღაც გააკეთოს.
– რა თქმა უნდა! მართალია, მგონი, გუშინ თქვით, ჩემი ვა-
ჟიშვილი ფლოტში მსახურობსო?
– დიახ, უფროსი. დედა არ უნდა ამბობდეს, მაგრამ საუცხოო
ბიჭია. მეორე ვაჟიშვილი ავიაციაშია, სირილი კი, ყველაზე უმ-
ცროსი, ქვეით ჯარში.
– ღმერთო ჩემო, ალბათ რა განცდები გაქვთ!
„ჩემო დერეკ! – გაიფიქრა ტაპენსმა, – შენ რა ჯოჯოხეთში
ტრიალებ მაგ სასაკლაოზე, მე კი აქ თავს ვისულელებ – იმ
გრძნობების გათამაშება მიხდება, რითაც ისედაც შეპყრობილი
ვარ“. და სრულიად ბუნებრივად თქვა ხმამაღლა:
– ახლა სიმხნევე გვმართებს, ეს ჩვენი მოვალეობაა. იმედი
ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება. ამასწინათ
ერთმა ძალიან ავტორიტეტიანმა კაცმა მითხრა, გერმანელები
ორ თვეზე მეტს ვერ გაძლებენო. გერმანიაში ნედლეულის საში-
ნელი დეფიციტი ყოფილა. ცოტაც და ნაცისტებს ბოლო მოეღე-
ბათ.
ვერანდაზე კეილები გამოვიდნენ. მისტერ კეილი სავარძელ-
ში ჩაჯდა, ცოლმა მუხლებზე პლედი გადააფარა.
– რას ამბობდით? – ავად იკითხა მისტერ კეილიმ.
– იმას, რომ შემოდგომამდე ომი უსათუოდ დამთავრდება, –
უპასუხა მის მინტონმა.
– სისულელეა! – მოუჭრა მისტერ კეილიმ. –ეს ომი სულ ცო-
ტა ექვს წელიწადს მაინც გასტანს.
– რას ბრძანებთ, მისტერ კეილი! – პროტესტი გამოთქვა ტა-
პენსმა. – ნუთუ მაგას სერიოზულად ფიქრობთ?
მისტერ კეილიმ ეჭვიანად მიიხედ-მოიხედა.

33 მკითხველთა ლიგა
– მგონი, აქ ქარი უბერავს. იქნებ სავარძელი კუთხეში გადავ-
დგათ?
ხსენებული ოპერაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა მისის
კეილის დახმარებით. ამ ქალს საზრუნავის მეტი სახეზე არაფე-
რი ეწერა, საზრუნავი კი, ისე ჩანდა, ერთადერთი ჰქონდა, წინას-
წარ ამოეცნო და მაშინვე შეესრულებინა მისტერ კეილის ყველა
სურვილი. ქმარს თავს დასტრიალებდა, ბალიშებსა და პლედს
უსწორებდა, ეკითხებოდა:
– ასე კარგია, ალფრედ? მოხერხებულად ზიხარ? მუქი სათვა-
ლე ხომ არ გინდა – ძალიან მზიანი დღეა?
– არა, არ მინდა, – გულმოსულად ჩაიბურტყუნა კეილიმ.
რით ვერ მოისვენებ, რას ფუსფუსებ, ელიზაბეტ? ჩემი კაშნე შენა
გაქვს? ეს კი არა, აბრეშუმისა. კარგი, თუ არა გაქვს, ესეც ივარ-
გებს. თუმცა არა, სხვა მოიტანე. ყელის დათბუნებაც საშიშია –
ასეთ მზეზე შალის კაშნეს ვერ შემოვიხვევ.
მერე მისტერ კეილი ისევ პოლიტიკურ პრობლემებს მიუბ-
რუნდა.
– დიახ, ძვირფასო ქალბატონებო, ომი ექვს წელიწადს მაინც
გასტანს, – გაიმეორა მან, ეტყობოდა, ქალების პროტესტი კმა-
ყოფილებას ჰგვრიდა. – თავს ნუ მოიტყუებთ, სასურველს სინამ-
დვილედ ნუ მიიღებთ. გერმანელებს ვიცნობ და თავს ნებას მივ-
ცემ განვაცხადო, კარგადაც ვიცნობ. სანამ პენსიაზე გავიდოდი,
იქ ხშირად ჩავდიოდი, საქმე მქონდა. სათითაოდ ვიცნობ ყველა
ქალაქს -– ბერლინს, ჰამბურგს, მიუნხენს. გარწმუნებთ, გერმა-
ნიას შესწევს ძალა იმდენ ხანს გაძლოს, რამდენ ხანსაც დასჭირ-
დება. მაშინაც კი...
მისტერ კეილი გამარჯვებული სახით განაგრძობდა თავისი
შეხედულებების გადმოცემას. ხან რიხიანად ლაპარაკობდა, ხან
ხმას მელანქოლიურად დაუწევდა, პაუზა კი მხოლოდ ერთხელ

34 მკითხველთა ლიგა
გააკეთა – როცა მისის კეილიმ აბრეშუმის კაშნე მოუტანა და
ყელზე შემოახვია. მისის სპროტმა ბეტი მოიყვანა, დასვა და
ხელში პლუშის ყურმოგლეჯილი ძაღლი და თოჯინის კოფთა მი-
აჩეჩა.
– იჯექი აქ, ბეტი და ბონზოს ტანთ ჩააცვი – სასეირნოდ უნდა
წავიდეს. ამასობაში დედიკოც ჩაიცვამს.
მისტერ კეილი კი ლაპარაკს განაგრძობდა: ყველაზე გულ-
საკლავი შინაარსის ახალ-ახალ ციფრებსა და მონაცემებს იშვე-
ლიებდა. მის მონოლოგს ერწყმოდა ბეტის ჭყლოპინი, რომე-
ლიც ბონზოს თავის ენაზე ეტიკტიკებოდა. ბეტის შორიახლოს
მოაჯირზე ჩიტი შემოჯდა. ბეტიმ საზოგადოებას მოავლო თვალი,
კმაყოფილებით დაიქნია თავი და მკაფიოდ თქვა:
– ჭიტი! მერე ბონზოს თათი ჩაჩურთა კოფთის სახელოში, მე-
ზობელ სავარძლამდე მიბაჯბაჯდა, ბალიში ასწია, მის ქვეშ ძაღ-
ლი შედო და აღტაცებისაგან სუნთქვაშეკრულმა გამოაცხადა:
– დათიმალა... ბუ-ბუ... დათიმალა!
მის მინტონმა თარჯიმნობა იკისრა და ამაყად განმარტა:
– ეს თამაში ყველაზე უფრო უყვარს. სულ მალავს ყველა-
ფერს, – მერე ვითომც გაკვირვებული ვარო, დაიძახა: – რა იქნა
ბონზო? სად არის ბონზო? სად დაიმალა?
ბედნიერი ბეტი აკისკისდა და იატაკზე მოადინა ტყაპანი.
მისტერ კეილიმ, რომელიც ამ დროს ნედლეულის შემ-
ცვლელთა პრობლემას და მისი გადაწყვეტის გერმანულ მეთო-
დებს უკეთებდა კომენტარს, შეამჩნია, რომ მსმენელებს ყურად-
ღება დაეფანტათ, და დემონსტრატიულად ჩაახველა. შემოვიდა
მისის სპროტი, ბეტი ააყენა და იმასთან ერთად დატოვა საზოგა-
დოება, მისტერ კეილი ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
– მისტერ კეილი, თქვენ ამბობდით, რომ... – გაუბედა ტაპენ-
სმა.

35 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მისტერ კეილი განაწყენებული იყო.
– ამ ქალს ბავშვი სულ მარტო ჰყავს მიგდებული. იმედი აქვს,
რომ სხვები მიხედავენ, – შენიშნა ცივად. – მგონი, შალის შარ-
ფი დამჭირდება, ძვირფასო, მზე გადადის...
– ოჰ, მისტერ კეილი, გთხოვთ განაგრძოთ, გეთაყვა. ძლიან
საინტერესოდ ლაპარაკობდით! – შეეხვეწა მის მინტონი.
მისტერ კეილი მოლბა, შალის შარფი მჭიდროდ შემოიხვია
ყელზე და რიხიანად წამოიწყო:
– როგორც გითხარით, გერმანიამ ისე ფართოდ გაშალა ეს
სისტემა. – ტაპენსი მისის კეილის მიუბრუნდა და ჰკითხა:
– თქვენ რას ფიქრობთ ომის შესახებ, მისის კეილი? რას
ვფიქრობ?
– რას... გულისხმობთ?
– ომი მართლა ექვს წელიწადს გაგრძელდება?
– იმედი მაქვს, რომ არა, – გაუბედავად ამოღერღა მისი კე-
ილიმ. – ძალიან დიდი დროა. თუმცა რა ვიცი. რაკი ალფრედი
ამბობს...
ტაპენსმა ძლივს შეიკავა თავი, რომ გაღიზიანება არ დასტყო-
ბოდა. ნუთუ ყველა მისი თანამემამულე ენაჭარტალა ქალბატონ
მინტონს, წვრილფეხა ტირან კეილისა და მის უტვინო ცოლსა
ჰგავს? ამათ რითა სჯობს გამოციებულსახიანი და წყლისფერ-
თვალებიანი მისის სპროტი? რას უნდა მიაგნოს აქ ტაპენსმა? რა
თქმა უნდა, არც ერთი მათგანი...
ანაზდად ფიქრი გაუწყდა. იგრძნო, რომ ზურგსუკან ვიღაც და-
უდგა, მზე დაუფარა.
ტაპენსმა მიიხედა. ტერასაზე მისის პერენა იდგა და შეკრე-
ბილთ ათვალიერებდა. თვალებში რაღაცნაირი შუქი უციმციმებ-
და. ზიზღი? დიახ, გამანადგურებელი ზიზღი!
„ჩვენს დიასახლისს უნდა მივხედო“, – გადაწყვიტა ტაპენსმა.

36 მკითხველთა ლიგა
მაიორ ბლეჩლისთან ტომიმ მეგობრული ურთიერთობა დაამ-
ყარა.
– გოლფის ჯოხები არ ჩამოგიტანიათ, მედოუზ?
– ჩამოვიტანეო, უპასუხა ტომიმ.
– აგრეც ვიფიქრე, კაცს ერთი შეხედვითა ვცნობ... შესანიშნა-
ვია! აუცილებლად შევეჯიბრებით ერთმანეთს. აქაურ მინდორზე
გითამაშიათ?
– არაო, უპასუხა ტომიმ.
– არა უშავს რა, გვარიანი მოედანია. ცოტა პატარაა, მაგრამ
სამაგიეროდ ზღვისკენ საუცხოო ხედი იშლება, ხალხიც თითქმის
ყოველთვის ცოტაა. ყური დამიგდეთ, რა იქნებოდა, ახლავე რომ
წავსულიყავით, გვეთამაშა?
– მადლობელი ვარ. სიამოვნებით.
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მიხარია, რომ ჩამოხვედით, –
გამოუცხადა ბლეჩლიმ, როცა გორაკზე ავიდნენ. – აქ ბევრმა
ქალმა მოიყარა თავი, ნამეტანია. ნერვებს მიშლიან. სასიამოვ-
ნოა, რომ ერთი მამაკაციც შემოგვემატეთ – ცოტა შეღავათი
მოგვეცემა. კეილი, თავადაც მიხვდებოდით, სათვალავში ჩასაგ-
დები არ არის, კაცი კი არა, ფეხადგმული აფთიაქია. რა თქმა უნ-
და, არის კიდევ ფონ დაინიმი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე-
დოუზ, სანდო კაცად არ მეჩვენება.
– მართლა? – გაიკვირვა ტომიმ.
– დიახ. დამიჯერეთ, ემიგრანტებთან ეს ლოლიაობა სასიკე-
თოს არაფერს მოგვიტანს. ჩემი ნება რომ იყოს, მაგათ ინტერნი-
რებას არ დავაყოვნებდი.
– ძალიან მკაცრი ყოფილხართ.
– სულაც არა. ომის დროს ისე უნდა მოიქცე, როგორც ომს
შეეფერება. რაც შეეხება მისტერ კარლს, ჩემი მოსაზრება მაქვს.
ჯერ ერთი, ებრაელი არ არის, ეს ეგრევე ჩანს, მეორეც, ომის

37 მკითხველთა ლიგა
დაწყებამდე ერთი თვით, დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ერთი თვით
ადრე ჩამოვიდა. ეს უკვე თავისთავად საეჭვოა.
– მაშ, ფიქრობთ, რომ... – ჩაურთო ტომიმ, რომ მაიორს უფ-
რო გულახდილად ელაპარაკა.
– ჯაშუშია! ეს არის მაგის ხელობა.
– მაგრამ ჩვენს მხარეში არავითარი მნიშვნელოვანი სამხედ-
რო ობიექტი არ არის.
– მარილიც მაგაშია, მეგობარო. პლიმუთის ან პორტსმუთის
შემოგარენში რომ დასახლებულიყო, მაშინვე თვალს დაადგამ-
დნენ. ამ მიყრუებულ ადგილას კი ვინ მიაქცევს ყურადღებას.
მაგრამ სანაპირო აქაც არის, არა? კამათი არ დამიწყოთ! ზედმე-
ტად მიმნდობი მთავრობა გვყავს. ინგლისში ჩამოხვალთ, თავს
მოისაწყლებთ, ძმები საკონცენტრაციო ბანაკში მყავსო, და ეგ-
რევე ძიძად დაგიდგებიან. ერთი შეხედეთ ამ ჩვენს გერმანელს –
რა ქედმაღლურად უჭირავს თავი. ნაცისტია და მეტი არაფერი.
საუბარი შეწყდა. კაცები კლუბს მიადგნენ. ტომი გოლფს
უხეიროდ თამაშობდა, მაგრამ როგორც მალე გამოირკვა, მის
ახალგამომცხვარ მეგობარსაც ეს უნდოდა. მაიორი იგებდა და
ეს ორივეს ხელს აძლევდა.
– გვარიანად ვითამაშეთ, მედოუზ, ღმერთმანი, გვარიანად.
იმედი მაქვს, აქაურობას ხშირად მოვაკითხავთ ხოლმე. აი, ჰე-
იდოკიც. თქვენი მოსაწონი კაცია. გორაკზე აქვს სახლი, ჩვენს
გვერდით. სამსახურიდან გადამდგარი მეზღვაურია. ახლა ადგი-
ლობრივ სამოქალაქო თავდაცვას მეთაურობს.
მე-3 რანგის კაპიტანი ჰეიდოკი ხალისიანი ზორბა კაცი იყო,
ქარისგან აქერცლილი სახე და კამკამა ლურჯი თვალები ჰქონ-
და, კი არ ლაპარაკობდა, ყვიროდა. ტომის გაცნობა გაუხარდა.

38 მკითხველთა ლიგა
– ახლა ბლეჩლი ისე ეულად აღარ იგრძნობს თავს „სან-სუსი-
ში“. კიდევ ერთი მამაკაცი მისთვის ნამდვილი ხსნაა. პანსიონში
ქალბატონები საშველს არ გაძლევენ, არა, ბლეჩლი?
– რა გითხრათ, ქალთა მაამებელი არასოდეს ვყოფილვარ.
– სისულელეა, – აროხროხდა ჰეიდოკი. – უბრალოდ იქ
თქვენი მოსაწონი ქალი არ არის, ეს არის და ეს. პანსიონის ში-
ნაბერები გახვევიათ, უსაქმური ქალები, რომლებსაც ერთადერ-
თი საზრუნავი აქვთ – ჭორაობა და ქსოვა.
– მის პერენას ნუ დაივიწყებთ, – თქვა ბლეჩლიმ.
– მართალია! შეილა ეშხიანი ქალიშვილია, ვერაფერს იტყვი.
მე თუ მკითხავთ, მზეთუნახავია.
– ცოტა მაფიქრებს მისი ბედი, – გამოტყდა ბლეჩლი.
– რატომ, რა მოხდა? რას დალევთ, მედოუზ? თქვენ მაიორო?
როცა სასმელი დაუკვეთეს და კლუბის ვერანდაზე დასხდნენ,
ჰეიდოკმა შეკითხვა გაუმეორა მაიორს.
– აქაც ის გერმანელია გახერილი! – უთხრა გაღიზიანებულმა
ბლეჩლიმ, შეილა ძალიან ხშირად ხვდება ხოლმე.
– ვითომ შეუყვარდა? ჰმ... ეგ ცუდია. რა თქმა უნდა, გერმანე-
ლი თავისებურად ლამაზი ყმაწვილია, მაგრამ, სულ ერთია, ეგ
კარგი საქმე არ არის. გინდ ეგ გიქნია და გინდ მტერთან დაგიჭე-
რია კავშირი. რას ფიქრობენ ეს გოგოები? ახლომახლო ცოტა
ინგლისელია? – ჰეიდოკმა საათს დახედა. – მალე უკანასკნელი
ცნობები იქნება, წავიდეთ, მოვუსმინოთ.
იმ დღეს ძუნწი ცნობები გადმოსცეს. საჰაერო ძალების ბო-
ლო წარმატებას კომენტარს რომ უკეთებდა, კაპიტანმა ჰეიდოკ-
მა მოწონებით აღნიშნა, პირველი კლასის ბიჭები არიან, ლომე-
ბივით იბრძვიანო; მერე გერმანელთა დესანტის გადმოსხმის
თავის აჩემებულ ჰიპოთეზაზე გადაიტანა სიტყვა: ადრე იქნება
თუ გვიან, გერმანელები დესანტს გადმოსხამენ ისეთ მივარ-

39 მკითხველთა ლიგა
დნილ ადგილას, სადაც მათ არავინ მოელით, ასეთი ადგილი კი
სწორედ ლიჰემპტონი გახლავთო.
– ქალაქს კი ერთი საზენიტო ქვემეხიც არა აქვს. სამარცხვი-
ნო ამბავია!
მაგრამ დისკუსია აღარ გაჩაღებულა, რადგან მაიორსა და
ტომის „სან-სუსიში“ ეჩქარებოდათ, მეორე საუზმისათვის უნდა
მიესწროთ. გამომშვიდობებისას ჰეიდოკმა გულითადად მიიპა-
ტიჟა მისტერ მედოუზი, როცა გენებოთ, გამომიარეთ, ჩემს ვი-
ლას „კონტრაბანდისტთა თავშესაფარი“ ჰქვია, მშვენიერ ადგი-
ლას დგას, საკუთარი პლაჟი აქვს, სახლი ყოველნაირად მოწყო-
ბილიაო. გადაწყვიტეს, რომ ხვალ ბლეჩლი და ტომი ჰეიდოკს
მოინახულებდნენ, დასხდებოდნენ, დალევდნენ.
მეორე საუზმის შემდეგ პანსიონში სიმშვიდე დასადგურდა.
მისტერ კეილი ერთგული მეუღლის თანხლებით „მოსასვენებ-
ლად წავიდა. მის მინტონმა მისის ბლენკენსოპი „საამანათო
ცენტრში“ წაიყვანა, სადაც ფრონტზე გასაგზავნი ამას ნათები უნ-
და შეეფუთათ და ზედ წარწერები გაეკეთებინათ. მისტერ მედოუ-
ზი შეუმჩნევლად გაიპარა ლიჰემპტონში. ესპლანადაზე ჩაიარა,
კიოსკს მიაკითხა და „პანჩის“ ბოლო ნომერი იყიდა. ცოტა ყოყ-
მანის მერე კი ჩაჯდა ავტობუსში, რომელსაც ეწერა: „ძველი ნავ-
მისადგომი“. ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდა, ნავმისადგომზე გაი-
არ-გამოიარა, ირგვლივ არავინ იყო, გარდა ბიჭუნების პატარა
გუნდისა, ბავშვები თოლიებივით ყიოდნენ და წინ და უკან გარ-
ბი-გამორბოდნენ, და მარტოხელა მეთევზისა, რომელიც პირსის
ნაპირას იჯდა.
მისტერ მედოუზი მეთევზეს გაუსწორდა და შეჩერდა, მერე
თავაზიანად ჰკითხა:
– რამე დაიჭირეთ?

40 მკითხველთა ლიგა
– თითქმის არაფერი, – თავი გააქნია მისტერ გრანტმა და
ცოტაოდენი მკედი აახვია. მერე არც შემობრუნებულა, ისე იკით-
ხა:
– რას იტყვით, მედოუზ?
– ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს. ნელ-ნელა ვჯდები
სანგარში, – უპასუხა ტომიმ.
– კეთილი, მიამბეთ.
ტომი უახლოეს ტუმბზე ჩამოჯდა, საიდანაც მთელ ნავმისად-
გომს ხედავდა, და დაიწყო:
– თითქოს მოვერგე იქაურობას. მდგმურების სია ალბათ უკ-
ვე გაქვთ?
გრანტმა თავი დაუქნია.
– მაიორ ბლეჩლის დავუმეგობრდი. დღეს გოლფი ვითამა-
შეთ. ტიპობრივი სამსახურიდან გასული ოფიცერია. შეიძლება
ცოტა ზედმეტად ტიპობრივიც. კეილი, მგონი, ნამდვილი ინვა-
ლიდი-იპოქონდრიკია. თუმცა ასეთი როლის თამაშიც არ არის
ძნელი. თვითონვე თქვა, ბოლო წლებში არაერთხელ ვყოფილ-
ვარო გერმანიაში.
– არსებითი დეტალია, – ლაკონურად შენიშნა მისტერ გრან-
ტმა.
– შემდეგია ფონ დაინიმი.
– იმედი მაქვს, მედოუზ, ახსნა არ დაგჭირდებათ, რომ კარლ
ფონ დაინიმი განსაკუთრებით მაინტერესებს?
– ფიქრობთ, რომ „ნ“ ის არის?
გრანტმა თავი გააქნია.
– არა, ასე მგონია, „ნ“ ვერ გაბედავდა, გერმანელი ყოფილი-
ყო.
– ემიგრანტი და ნაციზმის მსხვერპლიც რომ ყოფილიყო, მა-
ინც?

41 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მაინც! ჩვენ თვალს ვადევნებთ – და გერმანელებმა
ეს იციან – მოწინააღმდეგე ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც კი
ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. უფრო მეტიც – ამას სავსებით კონ-
ფიდენციალურად გეუბნებით – სულ მალე ყველა გერმანელი
მოქალაქე თექვსმეტიდან სამოც წლამდე ინტერნირებული იქნე-
ბა. ცნობილია თუ არა ეს მოწინააღმდეგისათვის, არ ვიცი, მაგ-
რამ ასეთ შესაძლებლობას ის გაითვალისწინებდა. ამიტომ „ნ.“
ან ნეიტრალური ქვეყნის მოქალაქე იქნება, ანდა ინგლისელი.
ცხადია იგივე ითქმის „მ-ს“ შესახებაც. კარლ ფონ დაინიმი სხვა
მხრივ მაფიქრებს; ის შეიძლება ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყოს.
„ნ“ და „მ“ სულაც არ არის აუცილებელი „სან-სუსიში“ იყვნენ,
რაკი იქ ფონ დაინიში ცხოვრობს. ამიტომ სავსებით შესაძლებე-
ლია, რომ კვალზე სწორედ ფონ დაინიმმა დაგვაყენოს. მით უფ-
რო, რომ „სან-სუსის“ სხვა მდგმურები ნაკლებად ჰგვანან იმათ,
ვისაც ჩვენ ვეძებთ.
– იმედი მაქვს, სერ, რომ დანარჩენი მდგმურები მეტ-ნაკლე-
ბად შემოწმებული გყავთ?
– არა, – ამოიოხრა გრანტმა და გაღიზიანება დაეტყო. – სწო-
რედ მაგის ნებას ვერ მივცემდი თავს. რა თქმა უნდა, საკმარისია
სიტყვა დავძრა, რომ ჩვენები მაშინვე შეკრებენ საჭირო ცნო-
ბებს, მაგრამ ასეთ რისკს ვერ გავწევ, ბირსფორდ: ადრეც გითხა-
რით, რომ სენმა საიდუმლო სამსახურშიც შემოაღწია. „სან-სუსი-
სადმი“ ოდნავი ინტერესიც რომ გამოვიჩინო, მეხუთე კოლონის
ხალხი ხელად იაზრებს, რაც მინდა. ამიტომ ჩაგრთეთ თამაშში
თქვენ, გარეშე კაცი. ამიტომ მოგიწევთ მუშაობა ბრმად, ჩვენი
დახმარების გარეშე. თქვენ ჩვენი ერთადერთი შანსი ხართ და
მე უფლება არა მაქვს რისკი გავწიო, მტერი დავაფრთხო. მარტო
ერთი კაცის შემოწმება შევძელი.
– ვისი, სერ?

42 მკითხველთა ლიგა
– კარლ ფონ დაინიმისა. ეს ძნელი არ იყო, არსებულმა წე-
სებმა შეგვიწყო ხელი: დაინიმი „სან-სუსისთან“ დაკავშირებით
კი არ შევამოწმეთ, არამედ როგორც მოწინააღმდეგე ქვეყნის
ქვეშევრდომი.
– რა შედეგი მოგცათ შემოწმებამ?
– გრანტმა ორაზროვნად გაიღიმა.
– მისტერ კარლი რადაც თავს ასაღებს, ნამდვილად ის კაცია.
მამამისი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოკვდა.
უფროსი ძმები ახლაც ბანაკში სხედან. დედამისი დარდს გადაჰ-
ყვა ერთი წლის წინათ. თვითონ ომის დაწყებამდე ერთი თვით
ადრე გამოიქცა ინგლისში და გულწრფელად გამოთქვა ჩვენთან
თანამშრომლობის სურვილი,
– მაშ, ყველაფერი რიგზე ჰქონია?
– დაბეჯითებით მაგისი თქმა ძნელია. გერმანელების ასო-
კირკიტა ხასიათი საქვეყნოდაა ცნობილი. თუ ფონ დაინიმი საჯა-
შუშოდ შემოგვიგზავნეს, ყველაფერს იღონებდნენ, რომ რასაც
თავის თავზე ჰყვება, ზუსტად დაემთხვეს იმ ცნობებს, რომლებიც
ხელთა გვაქვს. აქ შეიძლება ორი ვარიანტი იყოს: დასახული
გეგმის შესრულებაში მონაწილეობს ან დაინიმების მთელი ოჯა-
ხი, რაც სავსებით მოსალოდნელია – ნაცისტური რეჟიმის პირო-
ბებში ადამიანს ყველაფერი შეიძლება დააძალონ – ანდა „სან-
სუსიში“ კარლ ფონ დაინიმი კი არა, ის კაცი ცხოვრობს, ვინც
კარლ ფონ დაინიმის როლს თამაშობს.
– გასაგებია, – კბილებში გამოცრა ტომიმ და მოულოდნე-
ლად დაუმატა: – მე კი ძალიან კარგ ყმაწვილად მეჩვენა.
– მზვერავი სხვანაირი არც შეიძლება იყოს, – ამოიოხრა
გრანტმა. – საინტერესო სამსახური გვაქვს. ჩვენ მოწინააღმდე-
გეს ვცემთ პატივს, მოწინააღმდეგე – ჩვენ, თუმცა ჩვენცა და
ისიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთი მოვსპოთ.

43 მკითხველთა ლიგა
ერთხანს ხმა აღარ ამოუღიათ. ტომი ომის უცნაურობებს ჩა-
უფიქრდა. ფიქრი გრანტის სიტყვებმა გააწყვეტინა:
– მაგრამ არის მტერი, რომელსაც პატივს ვერა სცემ. ეს ჩვენს
რიგებში მყოფი მოღალატეა, ისეთი ხალხი, რომლებიც მზად
არიან გაყიდონ სამშობლო, მზად არიან გამარჯვებული მტრის
ნაწყალობევი თანამდებობები და ჩინები მიიღონ.
– ნუთუ ეგეთი... ღორები ჩვენში მართლა მოიძებნება? – და-
ეჭვდა ტომი.
– მოიძებნება კი არა, ყველგან ამოყვეს თავი, ჩვენთანაც –
საიდუმლო სამსახურშიც – ეს უკვე გითხარით, არმიაშიც, პარ-
ლამენტშიც, სამინისტროებშიც. ეს ნაგავი რაც შეიძლება მალე
უნდა მოვხვეტოთ. იმ ქეციანი წვრილფეხობით კი არ უნდა და-
ვიწყოთ, ვინც პარკებში ხმას იხლეჩს და მარცხის მოსურნე გაზე-
თებს ჰყიდის, ისინი არც იცნობენ იმათ, ვისსაც ძალა შესწევს
ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მათი უვნებელყო-
ფა უნდა მოვასწროთ.
– მოვასწრებთ, სერ, – დაამშვიდა ტომიმ.
– აგრე დარწმუნებული რატომ ხართ?
– რაკი ბრძანეთ, უნდა მოვასწროთ, წინ ვერაფერი დაგვიდ-
გება!
ანკესიანი კაცი შემობრუნდა, ყურადღებით დააკვირდა თავის
ხელქვეითს, მოეწონა მისი ნიკაპის ენერგიული მოხაზულობა და
ხმა არ აუწევია, ისე უთხრა:
– ყოჩაღ! – მერე ისევ საქმეს მიუბრუნდა, – აქაურ ქალებზე
რას იტყვით? საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?
– არა. თუმცა თვითონ დიასახლისი რაღაც არ მომწონს.
– გავიკითხავდი, რა ქალია, მაგრამ როგორც ვთქვი, სარის-
კოა. – ფიქრიანად თქვა გრანტმა.

44 მკითხველთა ლიგა
– მართალი ხართ, რისკად არა ღირს. დიასახლისი ერთა-
დერთი ქალია, ვინც ეჭვს ბადებს, დანარჩენები: ახალგაზრდა
დედა, მოუსვენარი შინაბერა, იპოქონდრიკ კეილის უტვინო ცო-
ლი და ირლანდიელი გიგანტი ქალი სავსებით უწყინარ შთაბეჭ-
დილებას ტოვებენ.
– ყველა ჩამოთვალეთ?
– არა. პანსიონში ცხოვრობს აგრეთვე მისის ბლენკენსოპი.
სამი დღის წინათ ჩამოსულა.
– მერე რა?
– ჩემი ცოლი გახლავთ.
– რაა?
გაოცებულმა მისტერ გრანტმა ხმასაც კი აუწია. ფიცხლად მი-
უბრუნდა ტომის, თვალები ავად გააელვა.
– ხომ გაგაფრთხილეთ, ბირსფორდ, რომ ცოლისათვის არა-
ფერი გაგემხილათ!
– დიახ, სერ. ახლავე გიამბობთ ყველაფერს.
ტომიმ მოკლედ უამბო, რაც მოხდა. შეფს თვალს ვერ უსწო-
რებდა და ყოველნაირად ცდილობდა არ დამჩნეოდა, რომ გუ-
ლის სიღრმეში ტაპენსის საქციელი ეამაყებოდა. ამას წუთიერი
დუმილი მოჰყვა, მერე გრანტი მოულოდნელად ახარხარდა.
– ქედს ვიხრი მაგ ქალის წინაშე, – ამოთქვა ბოლოს და ბო-
ლოს, – ეგეთ ვინმეს ათასში ერთს თუ წააწყდები.
– გეთანხმებით, – დაუმოწმა ტომიმ.
– ამას რომ ვუამბობ, ისტჰემპტონი ყბად ამიღებს! გამაფ-
რთხილა, საქმიდან იმის ჩამოცილებას ნურც ეცდებით, სულ ერ-
თია, გაგაცურებთო. არ დავუჯერე და, აი, ინებეთ... გაკვეთილად
გამოგვადგება: კაცი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს. წინას-
წარ ვიცოდი, რომ ბინაში მხოლოდ თქვენ და თქვენი მეუღლე
იყავით. ჩემი ყურით გავიგონე, რომ თქვენს ცოლს ტელეფონით

45 მკითხველთა ლიგა
ქალი ელაპარაკებოდა, ემუდარებოდა, ახლავე მოდიო. ამ სამ-
ყაროსავით ძველი ხერხით – კარის მოჯახუნებით გამაცურეს.
დიახ, თქვენი მეუღლე ჭკვიანი ქალი ყოფილა.. – გრანტი წამით
გაჩუმდა და დაუმატა: – გადაეცით მისის ბირსფორდს, რომ ბო-
დიშს ვუხდი. თქვენს მეუღლეს, მგონი, ვერავინ შეასმენს, ხი-
ფათს ერიდეო, თქვენც კი ვერ დაიყოლიებთ.
– არ ვიცი, მაგრამ არც მინდა დავიყოლიო, – უპასუხა დაფიქ-
რებულმა ტომიმ. – იცით, მე და ტაპენსს სხვანაირი დამოკიდე-
ბულება გვაქვს. ყოველთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

46 მკითხველთა ლიგა
თავი მეოთხე

ნასადილევს სასტუმრო ოთახში რომ შევიდა, ტაპენსს იქ


„სან-სუსის“ მხოლოდ ერთი მდგმური – მისის ო’რორკი დაუხ-
ვდა. ფანჯარასთან ისე იჯდა, კაცს გიგანტური ბუდა ეგონებოდა.
ტაპენსს გულითადად შეხვდა.
– რა კარგია, რომ მობრძანდით, მისის ბლენკენსოპ?! დაბ-
რძანდით და მიამბეთ, დღე როგორ გაატარეთ. ლიჰემპტონი
მოგწონთ?
ტაპენსს სულ ეჩვენებოდა, მისის ო'რორკი რაღაცით ჯადო-
სანსა ჰგავსო. ირლანდიელი ქალი საბავშვო ზღაპრების კაციჭა-
მია გოლიათს აგონებდა. ამიტომ, ცოტა არ იყოს, მოკრძალებუ-
ლად უპასუხა, ლიჰემპტონი ნამდვილად მომწონს, აქ თავს კარ-
გად ვგრძნობო.
– რა თქმა უნდა, იმდენად კარგად, – ნაღვლიანად დაუმატა
მისის ბლენკენსოპმა, – რამდენადაც დარდიან ქალს შეუძლია.
– კარგით ერთი, დარდს ნუ გადაჰყვებით, – ანუგეშა მისის
ო’რორკმა. – ფიქრი ნუ გაქვთ, თქვენი საყვარელი ბიჭები საღ-
სალამათი დაბრუნდებიან. ერთი ავიაციაში მსახურობსო, ასე
თქვით, არა? – დიახ, რაიმონდი.
– ახლა სად არის? საფრანგეთში? ინგლისში?
– ბოლო წერილის მიხედვით ჯერჯერობით ეგვიპტეშია... ამას
პირდაპირ კი არ მწერს, ჩვენი საკუთარი შიფრი გვაქვს: გარ-
კვეული ფრაზა გარკვეულ რამეს ნიშნავს. მე მგონია, ასე რომ
ვიქცევი, ამის უფლება მაქვს.
– რა თქმა უნდა, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა მისის
ო’რორკმა, – დედას მაგის უფლება აქვს.
47 მკითხველთა ლიგა
– უსათუოდ უნდა ვიცოდე, სად არის. ხომ გესმით ჩემი? მისის
ო’რორკმა ბუდას მსგავსი თავი დახარა.
– სავსებით ვიზიარებ თქვენს გრძნობებს. თქვენს ადგილას
ცენზურას მეც გავაცურებდი. დიახ, დიახ, გავაცურებდი. თქვენი
მეორე ვაჟი როგორღა არის, აი, ის, ფრონტზე რომ იმყოფება?
ტაპენსმა მთელი საგა უძღვნა დუგლასს.
– ჩემი ბიჭები ამ სიშორეს რომ არიან, მარტოობას ვეღარ გა-
ვუძელი, ადრე ერთი მათგანი მაინც იყო ხოლმე ჩემთან. ჰოდა,
ვიფიქრე, მოდი, ლონდონს დავტოვებ, რომელიმე წყნარ ად-
გილს მოვძებნი, სადაც კარგი მომსახურებაა მეთქი. – დაამთავ-
რა ტაპენსმა და გაჩუმდა.
– კარგადაც მოქცეულხართ. ახლა ლონდონში ცხოვრება შე-
უძლებელია, ჩაჟამებულია იქაურობა! სიტყვამ მოიტანა და მეც
მკვიდრი ლონდონელი ვარ. ანტიკვარული დუქანი მქონღა. იქ-
ნებ თქვენც ყოფილხართ იქ? კორიები-სტრიტზე, ჩელსიში? ფირ-
ნიშზე აწერია: „ქეთ კელი“. ლამაზი ნივთები მქონდა ხოლმე.
მშვენიერი! საკანდელეები, ჭაღები, საპუნშე ჯამები და ბევრი ამ-
გვარი რამ. ნივთებიც მშვენიერი იყო და კლიენტურაც კარგი. მე-
რე ომი დაიწყო და ყველაფერი დამთავრდა. კიდევ კარგი, შედა-
რებით ნაკლები ზარალი ვნახე.
ტაპენსს ბუნდოვნად გაახსენდა: პატარა დუქანი, ჭურჭლით
ისე გამოტენილი, რომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა; დაბალი, მი-
დეგა ხმა; ზორზოხა ქალი, რომელსაც თავი მბრძანებლურად
ეჭირა. დიახ, დიახ, ნამყოფი იყო მისის ო’რორკის დუქანში.
– არ მიყვარს გაუთავებელი წუწუნი, – განაგრძობდა მისის
ო’რორკი. – ჩვენს პანსიონში კი ბევრია ასეთი. აი, თუნდაც მის-
ტერ კეილი თავის კაშნეებითა და პლედებით. გამუდმებით ტი-
რის, საქმე დამეღუპაო. მაგრამ ეს ხომ გარდაუვალია – ომია და

48 მკითხველთა ლიგა
იმიტომ!... ან ეს პატარა მისის სპროტი, თავისი ქმრის გამო
ფშლუკუნის მეტი არაფერი იცის.
– ქმარი ფრონტზე ჰყავს?
– არაფერიც. საზღვაო კანტორის კლერკია, გროშებს იღებს
და დაბომბვის ისე ეშინია, რომ დაიწყო თუ არა ომი, ცოლი აქ
გამოგზავნა. ცუდად ნუ გამიგებთ. ჩემი აზრით, სწორადაც მოიქ-
ცა, რაკი პატარა ბავშვი ჰყავთ, მერე ისეთი საყვარელი, როგო-
რიც ბეტია. უბრალოდ მისის სპროტს ნამეტანი აწუხებს ქმრის
ამბავი, თუმცა ის, როცა შეუძლია, ჩამოდის ხოლმე ცოლ-შვი-
ლის სანახავად. სულ თავისი არტური აკერია პირზე, ყველას ყუ-
რები გამოუჭედა. უჩემოდ როგორ ძლებსო! მე კი მგონია, ის კა-
ცი დიდად არ უნდა იყოს შეწუხებული, საქმე თავსაყრელად
აქვს.
– საბრალო დედები! – ამოიოხრა ტაპენსმა. დაცილდები ბავ-
შვებს და დარდს ვეღარ უძლებ; იმათთან ერთად დატოვებ ოჯახს
და ქმარს უჭირს.
– აგრეა! ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ორ ოჯახად
ცხოვრება ძვირი ჯდება.
– საბედნიეროდ, ჩვენს პანსიონში ზომიერი ფასებია.
– ო, დიახ! ხარჯი აქ გამართლებულია. მისი პერენა კარგი
დიასახლისია. ოღონდ რაღაც უცნაურია.
– რა მხრივ? – ალბათ ფიქრობთ, რა ჭორიკანააო, – უთხრა
მისის ო’რორკმა და თვალი ჩაუკრა. – ეგეც მართალია. ადამია-
ნები მაინტერესებს და ამიტომ ამ სავარძელშიც ხშირად ვზივარ
ხოლმე, აქედან კარგად ვხედავ, ვინ შემოდის, ვინ არის ვერან-
დაზე, ბაღში რა ხდება... რას ვამბობდი? მისის პერენა და მისი
უცნაურობანი ვახსენე. იქნებ მეშლება, მაგრამ ასე მგონია, ის
ქალი ცხოვრებაში დიდი დრამის მონაწილეა.
– არა, მართლა?!

49 მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ვარ. აბა, რა უნდა იდუმალ სახეს რომ იღე-
ბს? „ირლანდიის რომელი კუთხიდან ხართ?“ – ვკითხე ერთხელ.
წარმოგიდგენიათ, უარი მტკიცა, ირლანდიელი არა ვარო.
– თქვენი აზრით, ირლანდიელია?
– აბა, რა! ჩემს თანამემამულეს მოხარშულს ვიცნობ. ისიც კი
შემიძლია ვთქვა, რომელი საგრაფოდანაა. არაო, უარე მტკიცა.
აიჩემა: „თავად ინგლისელი ვარ, ქმარი კი ესპანელი მყავ-
დაო...“.
მისის ო’რორკი უცბად გაჩუმდა. ოთახში მისის სპროტი შემო-
ვიდა, იმას ტომი შემოჰყვა. ტაპენსი გამოცოცხლდა.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ მედოუზ. ფერზე მოსულხართ
დღეს.
– ჰაერი და სპორტი, ეგ არის ამის წამალი, – უპასუხა ტომიმ.
– დილით გოლფი, დღისით კი სანაპიროზე სეირნობა.
– მე და ჩემი გოგონაც ვიყავით დილით პლაჟზე, – გამოაცხა-
და მისის სპროტმა. – ბეტის ჭყუმპალაობა უნდოდა, მაგრამ მო-
მეჩვენა, რომ ზედმეტად ციოდა. ამიტომ ქვიშის სახლების აშენე-
ბა დავიწყეთ, რომელიღაც ძაღლმა კი ჩემი ნაქსოვი დაითრია
და სანახევროდ დამირღვია. თვლები ხელახლა ამოსაყვანი გა-
მიხდა, ეს კი ძალიან ძნელი და მოსაწყენი საქმეა. უხეირო მქსო-
ველი ვარ.
– რა სწრაფად ქსოვთ მაგ მუზარადისქვეშა ქუდს, მისის
ბლენკენსოპ, – შენიშნა მისის ო’რორკმა. – თქვენს ჩხირებს კა-
ცი თვალს ვერ მიატანს. მის მინტონი კი ამბობდა, მაინცდამაინც
დიდი მქსოველი ვერ არისო.
– რაც თავი მახსოვს, საკმაოდ ბლომად და საკმაოზე მეტიც
მაქვს მოქსოვილი, – მიაგება ტაპენსმა და სახეზე წყენის
ჩრდილმა გადაურბინა. – ეს მის მინტონსაც ვუთხარი, მაგრამ
იმას, მე მგონია, ძალიან უყვარს სხვების გატრიზავება.

50 მკითხველთა ლიგა
ყველამ თანაგრძნობით გაიცინა. რამდენიმე წუთის მერე და-
ნარჩენი მდგმურებიც გამოცხადდნენ და გონგმაც დაიჟღრიალა.
სუფრასთან სიტყვა უფრო საინტერესო თემაზე – შპიონაჟზე –
ჩამოვარდა. გაიხსენეს ჯაშუშობის კლასიკური და ადამისდრო-
ინდელი ამბები – მონაზონი ქალი, რომელიც მეტისმეტად გამო-
ბერილმა ბიცეფსებმა გასცა, პარაშუტისტი მღვდელი, რომელ-
საც მიწაზე დაჯდომის დროს არც თუ მაინცდამაინც ღვთისმოსა-
ვი სიტყვები დასცდა, ავსტრიელი მზარეული ქალი, რომელიც
რადიოგადამცემს ღუმელის ქვის მილში ინახავდა. ერთი სიტ-
ყვით, ისეთი მასლაათი გაიბა, რომელსაც კაცი ყველგან მოის-
მენდა. მიუხედავად ამისა, ტაპენსი ფხიზლად ადევნებდა თვალს
მეზობლების სახეებსა და საქციელს, იქნებ რომელიმე მათგანმა
სიტყვით ან მზერით თავი გასცესო. მაგრამ იმედი არ გაუმარ-
თლდა.
მარტო შეილა პერენას არ დაუძრავს კრინტი, მეორე კერძი
დაამთავრა თუ არა, ადგა და ოთახიდან გავიდა.
დესერტის შემდეგ საზოგადოება წამოიშალა და სასტუმრო
ოთახში გაიკრიფა, სადაც ყავა მიართვეს. ტომი შეუმჩნევლად
გასხლტა ტერასაზე. იქ შეილა პერენა დაუხვდა. მოაჯირს დაყ-
რდნობილი ქალიშვილი ზღვას გაჰყურებდა. ტომი გვერდით
ამოუდგა. შეილა აჩქარებით, ნერვიულად სუნთქავდა, ბირ-
სფორდი მიხვდა, რომ ქალიშვილი ძალიან იყო შეწუხებული რა-
ღაცით. ტომიმ სიგარეტი შესთავაზა, შეილამ გამოართვა.
– კარგი ღამეა! – თქვა ტომიმ.
– შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო, – ხმადაბლა, მაგრამ და-
ბეჯითებით გაუსწორა შეილამ.
– ომი რომ არა, ხომ? ... ამას გულისხმობდით?
– არა, მაგას არ ვგულისხმობდი. ომი კი მეზიზღება.
– ყველას გვეზიზღება.

51 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მაგრამ სხვადასხვაგვარად. მე კი სახსენებლადაც მე-
ზიზღება, მეზიზღება ეს აკვიატებული მისამღერი – პატრიოტული
მოვალეობა, პატრიოტული მოვალეობა!
– პატრიოტული მოვალეობა?
– დიახ, მეზიზღება პატრიოტიზმი, გასაგებია? აბეზარი წი-
ვილ-კივილი – მამული, სამშობლოს ღალატი, სამშობლოსათ-
ვის თავგანწირვა, სამშობლოს სამსახური. რად უნდა კაცს ქვე-
ყანა, სადაც ცხოვრობს?
– რად უნდა, არ ვიცი, მაგრამ სჭირდება. – უბრალოდ უთხრა
ტომიმ.
– მე სულაც არ მჭირდება. თქვენ, რა თქმა უნდა, იმათ
რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც ამ ტუტუცური ფეტიშის სჯერა და
მზადაა სიცოცხლე შესწიროს.
– დადგება დღე, როცა თქვენდა გასაოცრად დარწმუნდებით,
რომ სამშობლო ბევრ რამეს ნიშნავს.
– არასოდეს! იმდენი ვეწამე, რომ... – შეილა გაჩუმდა, მერე
ფიცხლად მიუბრუნდა და ჰკითხა: – იცით, ვინ იყო მამაჩემი?
– არა, – უპასუხა ტომიმ და უფრო დაინტერესდა.
– მამაჩემი – პატრიკ მაგუარი – ირლანდიის გამათავისუფ-
ლებელ მოძრაობაში მონაწილეობდა და დახვრიტეს როგორც
კეისმენტის თანამებრძოლი. რის გულისათვის დაიღუპა? ირ-
ლანდიელებს წამებულად მიაჩნიათ, ინგლისელებს – მოღალა-
ტედ, მე კი – უბრალო ყეყეჩად.
– აი, თურმე რას დაუჩრდილავს თქვენი ცხოვრება!
– სწორს ამბობთ, მართლაც რომ, დამიჩრდილა. დედამ გვა-
რი შეიცვალა, რამდენიმე წელიწადი ესპანეთში ვიცხოვრეთ –
დედა ყველას ეუბნება, რომ მამაჩემი სანახევროდ ესპანელი
იყო. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ტყუილი უნდა გვეთქვა.

52 მკითხველთა ლიგა
მთელი კონტინენტი შემოვიარეთ. ბოლოს და ბოლოს აქ, ლი-
ჰემპტონში გადმოვბარგდით და პანსიონი გავხსენით.
– დედათქვენი რას ფიქრობს?
– მამაჩემის დაღუპვას როგორ უყურებს? – შეილამ წარბი შე-
იკრა. – არც ვიცი: ეს ამბავი ერთხელაც არ უხსენებია. რას ფიქ-
რობს, გულში რა უდევს, ამის ამოცნობა ძალიან ძნელია. ვერ
გამიგია, გული რატომ გადაგიშალეთ, უცებ გაწყვიტა სიტყვა შე-
ილამ. – უბრალოდ თავს ვეღარ მოვერიე.

– როგორც ხედავ, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, ტა-


პენს.
– ჩაფიქრებულმა ტაპენსმა თავი დაუქნია. ირგვლივ კაციშვი-
ლი არ ჭაჭანებდა, თუმცა კიდევაც რომ ყოფილიყო ვინმე და
ისინი ერთად ენახა, არც ეს იყო საგანგაშო: სანაპიროზე სეირ-
ნობის დროს ტომი უეცრად შეეჩეხა ტაპენსს.
– მაშ, გამოდის, რომ „მ“ მისის პერენა ყოფილა? – ჰკითხა
ტაპენსმა.
– კი, ყველაფერი ისე ემთხვევა ერთმანეთს, ეგ უნდა იყოს.
ტაპენსმა ისევ ფიქრიანად დაუქნია თავი.
– მართალი ხარ. მისის პერენა – როგორც მისის ო’რორკი
მიხვდა – ირლანდიელია, მაგრამ ამას მალავს. მთელი ევროპა
მოიარა, მერე გვარი გამოიცვალა და აქ პანსიონი გახსნა. მშვე-
ნივრად შეინიღბა თავი! ქმარი ინგლისელებმა დაუხვრიტეს რო-
გორც მოღალატე. ერთი სიტყვით, ყველა საფუძველი აქვს, რომ
ჩვენს ქვეყანაში მეხუთე კოლონას ჩაუდგეს სათავეში. კი, ყვე-
ლაფერი ერთმანეთს მოერგო. როგორ გგონია, ქალიშვილიც
გარეულია ამ საქმეში?

53 მკითხველთა ლიგა
– არავითარ შემთხვევაში, – ცოტა ხანს დააყოვნა პასუხი ტო-
მიმ, – ასე რომ ყოფილიყო, არაფერს მიამბობდა. იცი, რაღაც
უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს.
– მესმის, – თანაგრძნობით დაუქნია თავი ტაპენსმა.
– შენი არ იყო, ტყუილის ლაპარაკი არც მე მიყვარს... – ტო-
მის სახე შეეფაკლა.
– მეტი საწუხარი ნუ მოგცემოდეს, ტყუილის თქმა სულაც არ
მიჭირს, – გააწყვეტინა ტაპენსმა. – სიმართლე თუ გინდა, ტყუ-
ილი კმაყოფილებასაც კი მგვრის. ყველაზე მძიმეა ის წუთიც,
როცა აღარ ცრუობ, ისევ იმად იქცევი, რაცა ხარ და იმის მიღწე-
ვა გინდა, რასაც სხვაგვარად ვერასგზით ვერ მიაღწევ. აი, როცა
ისეთი საუბარი გაიმართება, გუშინ შეილასთან რომ გქონდა. ახ-
ლა გულს რომ გეთანაღრება, ამის ბრალია.
– როგორც ჩანს, მართალი ხარ.
– რა თქმა უნდა, მართალი ვარ. გამომიცდია ეგ მდგომარე-
ობა, ჩვენს გერმანელთან სწორედ აგრე დამემართა.
– მაგ გერმანელისას რაღას მეტყვი? – ჰკითხა ტომიმ.
– მე თუ მკითხავ, არაფერ შუაშია.
– გრანტი სხვას ფიქრობს.
– ოჰ, ვიცი, რა შვილიც ბრძანდება ეგ მისტერ გრანტი! – გა-
იცინა ტაპენსმა. – ნეტავ მენახა, რა სახე ჰქონდა, ჩემი ამბავი
რომ მოახსენე.
– კარგი ერთი, თავისი შეცდომაც აღიარა და ოფიციალური
დავალებაც მოგცა. მეტი რაღა გინდა?
– მართალია, – გაიღიმა ტაპენსმა. – დავალება მივიღეთ და
შევასრულებთ კიდეც... – მაშ, შენი აზრით, ის, ვისაც ვეძებთ, მი-
სის პერენაა?
– ყოველ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რომ ის
იყოს. განა სხვა ვინმემ დაგაეჭვა?

54 მკითხველთა ლიგა
ტაპენსი ჩაფიქრდა.
– თითქოს არავინ. ზოგიერთმა საერთოდ წარმოუდგენელია
დაგვაეჭვოს.
– სახელდობრ ვინ?
– აი, მაგალითად, მის მინტონმა – ტიპობრივი ინგლისელი
შინაბერაა; ან კიდევ მისის სპროტმა და მოყეყეჩო მისის კე-
ილიმ.
– ყეყეჩად ხალხს შეიძლება თავი მოაჩვენო.
– უთუოდ, მაგრამ ფაცურა შინაბერა და ახალგაზრდა დედა
ისეთი როლებია, რომელთა თამაშის დროსაც შეიძლება გადა-
ამლაშო, ეს ორი ქალი კი სავსებით ბუნებრივად იქცევა. რაც შე-
ხება მისის სპროტს, ბავშვიც ხომ ჩასაგდებია სათვალავში...
– მე მგონია, ბავშვი მზვერავ ქალსაც შეიძლება ჰყავდეს, –
შეეპასუხა ტომი.
– მაგრამ თან არ ეყოლება, – უპასუხა ტაპენსმა, – დამიჯერე,
ასეთ საქმეში ბავშვს არავინ გარევს. ეს მე მკითხე, არ შემეშლე-
ბა.
– მის მინტონისა და მისის სპროტის გამო არ გედავები, – გა-
ნაცხადა ტომიმ. – აი, მისის კეილი კი... დარწმუნებით ვერაფერს
ვიტყვი.
– და უთუოდ სწორიც იქნები: მართლაც, ამლაშებს ხოლმე –
მეტისმეტად იდიოტური გამომეტყველება აქვს.
– კეთილი... – თქვა ჩაფიქრებულმა ტომიმ. – გარკვეულ ეჭვს
მისტერ კეილიც იწვევს.
– გეთანხმები. მისის ო’რორკი?
– თავად რა აზრისა ხარ?
– დაბეჯითებით თქმა მიჭირს. ზოგი ისეთი რამ აქვს, თვალი
ფხიზლად უნდა გეჭიროს – მეტისმეტად ბევრის შემჩნევა შეუძ-
ლია.

55 მკითხველთა ლიგა
ტაპენსმა გაიხსენა, რა უთხრა ზორზოხა ირლანდიელმა ქალ-
მა, როცა საქსოვზე გადაუკრა სიტყვა.
– ბლეჩლიღა დაგვრჩა.
– მაგ კაცს თითქმის არ დავლაპარაკებივარ. ეგ შენი საქმეა.
– ჩემი აზრით, კოლონიური სამსახურიდან გადამდგარი კა-
ცის ტიპობრივი განსახიერებაა.
– საქმეც ეგ გახლავს, რომ ტიპობრივი განსახიერებაა. რა
უბედურებაა: საქმე სავსებით ჩვეულებრივ ადამიანებთან
გვაქვს, ჩვენ კი გვინდა, რომ რომელიმე მათგანს ნორმიდან გა-
დახრა მოვუძებნოთ.
– ბლეჩლის პატარა ექსპერიმენტი ჩავუტარე, – თქვა ტომიმ.
– როგორ ჩაუტარე?
– უბრალოდ, რამდენიმე ჩვეულებრივი შეკითხვა დავუსვი,
გამოვკითხე თარიღები, ადგილები და სხვა ამდაგვარი რამ. მა-
გალითად, ფაიუმი ახსენა: ამა და ამ წლის ამა და ამ თვეს იქ გვა-
რიანად ვინადირეო. მეორედ და სულ სხვა კონტექსტში ისევ ეგ-
ვიპტეზე ჩამოვუგდე სიტყვა: მუმიები, ტუტანხამონის აკლდამა,
ერთი სიტყვით, ასეთი რამეები ვახსენე. ნახა ასეთი რამ? დიდი
ხანია? რა თქმა უნდა, ეჭვი რომ არ აეღო, ამბავთან დაკავშირე-
ბით თითქმის სხვათაშორის ვეკითხებოდი. მერე იმის პასუხებს
ერთმანეთს ვუჯერებდი.
– პასუხი ერთხელაც არ შეშლია?
– არც ერთხელ, თუმცა სწორი პასუხის გაცემა არც ისე
იოლია.
– ერთი სიტყვით, ბლეჩლი ჯერჯერობით მახეში არ გაბმულა?
– არა. მისი პასუხი ყოველთვის ბუნებრივი იყო.
– მაშ შედეგი უარყოფითია?
– სწორედ აგრეა.

56 მკითხველთა ლიგა
– ახლა კი, – უთხრა ტაპენსმა, – ჩემს მოსაზრებებს გაგიზი-
არებ...
„სან-სუსიში“ რომ ბრუნდებოდა, ტაპენსმა ფოსტაში შეიარა,
მარკები იყიდა, მერე ტელეფონის ჯიხურში შევიდა, რომელიღაც
ნომერი აკრიფა და მისტერ ფარადეი იკითხა – მისტერ გრანტი
ასე უნდა მოეხსენებინა. ჯიხურიდან გაღიმებული გამოვიდა, დუ-
ქანში შევიდა, შალის ძაფი იყიდა და „სან-სუსისაკენ“ დინჯად გა-
ემართა. პანსიონს რომ მიუახლოვდა, ვიღაც ქალი შენიშნა. უც-
ნობი ღობეს აკვროდა და ბაღში იჭვრიტებოდა; აშკარად ეტყო-
ბოდა, რომ როგორღაც დაძაბული და შეშფოთებული იყო.
ტაპენსი ინსტიქტურად ფეხის წვერებზე შედგა, ქალს მისი ფე-
ხის ხმა რომ არ გაეგონა, და უცნობს თავს წაადგა. ქალმა ზურგს
უკან ვიღაცა იგრძნო, შეკრთა და შემობრუნდა.
ტანმაღალი ქალი იყო, ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა – ორ-
მოციოდე წლისა, ღარიბულად, თითქმის მათხოვარივით ჩაცმუ-
ლი. მისი სახე და ტანსაცმელი მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა. ქე-
რათმიანი, ფართოყვრიმალებიანი ქალი თავის დროზე უთუოდ
მზეთუნახავი იქნებოდა, თუმცა ახლაც კი მშვენიერი იყო.
ქალი გაფაციცებული უმზერდა ტაპენსს: სახეზე მწუხარების
ჩრდილმა გადაურბინა, რაც ტაპენსს არ გამოჰპარვია.
– უკაცრავად, ვინმეს ხომ არ ეძებთ? – ჰკითხა ტაპენსმა.
– ეს „სან-სუსია?!_ თავის მხრივ ჰკითხა ქალმა. უცხოური აქ-
ცენტი ჰქონდა, სიტყვებს ისე გამოთქვამდა, თითქოს იზეპირებ-
სო.
– დიახ, მე ამ პანსიონში ვცხოვრობ. თქვენ ვინ გნებავთ?
– მითხარით, გეთაყვა, მისტერ როზენშტაინი აქ ცხოვრობს,
არა?
– მისტერ როზენშტაინი? სამწუხაროდ, არა, – თავი გააქნია
ტაპენსმა. – იქნებ ადრე ცხოვრობდა? თუ გინდათ, გაგიგებთ.

57 მკითხველთა ლიგა
უცნაურმა ქალმა უარი ჟესტით გამოხატა.
– არა, არა, შემეშალა. მაპატიეთ, გეთაყვა. – ერთბაშად შებ-
რუნდა და დაღმართს დაუყვა.
ტაპენსმა თვალი გააყოლა. ეს ქალი საეჭვო იყო. მეტყველება
და თავდაჭერა სხვადასხვანაირი ჰქონდა. რა თქმა უნდა, არავი-
თარი მისტერ როზენშტაინი არ არსებობდა – უცნობმა ის გვარი
დაასახელა, რაც პირველად მოადგა ენაზე. ტაპენსი წუთით შე-
ყოყმანდა, მერე კი ქალს გაჰყვა. რატომ გაჰყვა, თვითონაც არ
იცოდა, ინსტინქტმა უკარნახა, „დაეწიეო!“.
მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, შეჩერდა. უც-
ნობს რომ აედევნოს, ყურადღებას მიიპყრობს, შეიძლება თავიც
გასცეს. ქალს მაშინ გამოელაპარაკა, როცა პანსიონში შესვლას
აპირებდა, ახლა რომ აედევნოს, შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, მი-
სის ბლენკენსოპი თავს რადაც ასაღებს, ის ქალი სულაც არ არი-
სო. არა, რაც არ უნდა მოხდეს, მისის ბლენკენსოპად უნდა დარ-
ჩეს.
ტაპენსი მობრუნდა, პანსიონში შევიდა და წუთით ჰოლში შე-
ჩერდა. როგორც ყოველთვის, ნაშუადღევს სახლი ახლაც უკაც-
რიელს ჰგავდა: ბეტის ეძინა, უფროსები ან ისვენებდნენ, ან სე-
ირნობდნენ. ტაპენსი სანახევროდ დაბნელებულ ჰოლში იდგა,
წეღანდელ შეხვედრას იხსენებდა, რომ ანაზდად მოესმა სუსტი,
მაგრამ კარგად ნაცნობი ჩქამი – სადღაც ან ხელში, აიღეს, ან
დადეს ტელეფონის მილი. ტელეფონი ჰოლში იდგა, მაგრამ აქე-
დან მეორე ხაზი მისის პერენას საძინებელ ოთახში იყო გაყვანი-
ლი – იქ პარალელური ტელეფონი იდგა. ასეთ სიტუაციაში ტომი
ალბათ შეყოყმანდებოდა, ტაპენსს კი წუთიც არ დაუხანებია,
ფრთხილად აიღო მილი და ყურთან მიიტანა. პარალელური ტე-
ლეფონით ვიღაცა ლაპარაკობდა. მამაკაცის ხმა იყო.

58 მკითხველთა ლიგა
– ...ყველაფერი მშვენივრადაა, – ჩაესმა ტაპენსს, – მეოთხე,
როგორც დავთქვით.
– კარგი, – უპასუხა ქალის ხმამ.
აპარატმა ისევ დაიწკარუნა – მილი დადეს. ტაპენსი მოიღუ-
შა. ვინ იყო ეს ქალი, ტელეფონით რომ ლაპარაკობდა? მისის
პერენა? ძნელი სათქმელია, ერთი სიტყვის მიხედვით ხმას ვერ
ამოიცნობ. კიდევ რამდენიმე წამი რომ ელაპარაკა... იატაკის
განათებულ კვადრატს ჩრდილი დაეცა. ტაპენსი შეკრთა და მი-
ლი დადო. კართან მისის პერენას ხმა გაისმა:
– საუცხოო დღეა. მიდიხართ, მისის ბლენკენსოპ, თუ ახლა
მოხვედით?
მაშასადამე, მისის პერენას საძინებელ ოთახში მისის პერენა
არ ლაპარაკობდა.
ახლახან დავბრუნდი, გემოზე ვისეირნეო, უპასუხა ტაპენსმა
და კიბისკენ გაემართა. მისი პერენა უკან გაჰყვა. დღეს პანსიო-
ნის დიასახლისი უფრო ზორბა ჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივ, და
ტაპენსმა ცხადლივ წარმოიდგინა, რა ღონიერი იქნებოდა ეს ათ-
ლეტური აგებულების ქალი.
– ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო, – თქვა ტაპენსმა და აჩ-
ქარებით აუყვა კიბეს.
ბაქანზე ზორზოხა მისის ო'რორკმა გადაუღობა გზა.
– ღმერთო ჩემო, ასე საით მიიჩქარით, მისის ბლენკენსოპ? –
ბოხი ხმით ჰკითხა ირლანდიელმა, მაგრამ გზა არ დაუთმო, ისევ
ისე იდგა, ტაპენსს ზემოდან დაჰყურებდა და იღიმებოდა.
როგორც ყოველთვის, მისის ო’რორკის ღიმილში ახლაც იყო
რაღაც შიშისმომგვრელი. ანაზდად, სულ უმიზეზოდ, ტაპენსი შე-
შინდა. წინ ვეებერთელა ირლანდიელი ედგა, უკან, კიბის დასაწ-
ყისში, მისის პერენა იდგა.

59 მკითხველთა ლიგა
ხაფანგი დაუგეს? ტაპენსმა მხარუკუღმა გაიხედა, მისის პერე-
ნას სახეზე მუქარა ეხატა. იქნებ მოეჩვენა? სისულელეა, დაირ-
წმუნა თავი ტაპენსმა, სისულელე! დღისით, მზისით, ზღვისპირა
ჩვეულებრივ პანსიონში... მაგრამ სახლში სიცოცხლის ნიშან-
წყალი არ იგრძნობოდა.
თვითონ კი მარტო იდგა კიბეზე, ამ ორ ქალს შორის მომ-
წყვდეული. არა, არა, მისის ო’რორკი მართლაც უცნაურად იღი-
მება – რაღაც სიავეა ამ ღიმილში. „როგორც კატა თაგვს...“ –
ამის გაფიქრებაღა მოასწრო ტაპენსმა.
ატმოსფერო მოულოდნელად განიმუხტა. კიბის ზედა ბაქნი-
დან აღტაცებული ჭყლოპინით ჩამოგორდა პატარა სხეული.
კოფთასა და ფართო, მუხლებთან შებნეულ შარვალში გამოწყო-
ბილი ბეტი სპროტი მისის ო’რორკის გვერდით გასხლტა, სიხა-
რულის შეძახილი „პა... ბუ...“ აღმოხდა და ტაპენსს ჩაუვარდა
მკლავებში. ვითარება წამსვე შეიცვალა.
– ო, რა საყვარელია! – წამოიძახა მისის ო’რორკმა.– რა
სწრაფად იზრდება! ნამდვილი დიდი გოგოა!
მისის პერენა შებრუნდა და სამზარეულოს კარისკენ გაემარ-
თა. ტაპენსმა ბეტის პატარა ხელი ჩაბღუჯა, მისის ო’რორკს
გვერდი აუარა და კორიდორში შეირბინა, სადაც პატარა ყაჩაღა-
ნას უკვე ელოდებოდა მისის სპროტი. ტაპენსი ბავშვთან ერთად
მისის სპროტის ოთახში შევიდა.
აქ ტაპენსს მაშინვე გულს მოეშვა: ოთახში ნამდვილი ოჯახუ-
რი გარემო იყო, ყველგან ბავშვის ტანსაცმელი და პლუშის სა-
თამაშოები ეყარა, ერთ მხარეს ბავშვის შეღებილი საწოლი იდ-
გა, ტუალეტის მაგიდიდან თავმომწონედ იმზირებოდა მისტერ
სპროტის არც თუ მომხიბლავი ფიზიონომია, თვითონ მისის
სპროტი კი წუწუნებდა, სამრეცხაოში უღმერთოდ ძვირი ფასებია

60 მკითხველთა ლიგა
და მისის პერენას რა უფლება აქვს, მდგმურებს საკუთარი ელექ-
ტროუთოთი სარგებლობას რომ უკრძალავსო.
აქ ბუნებრივი, წყნარი, სანიადაგო ცხოვრება იყო, ერთი წუ-
თის წინ კიბეზე კი... „ნერვები!“ – გაიფიქრა ტაპენსმა, თუმცა გა-
ნა მარტო ნერვების ბრალია? ტელეფონით ის ლაპარაკიც ხომ
მოისმინა! ვინ იყო მისის პერენას ოთახში? მისის ო’რორკი? ნაკ-
ლებად დასაჯერებელია. მეორე მხრით, მხოლოდ იქ შეიძლება
ისე ლაპარაკი, რომ არავინ მოგისმინოს. ლაპარაკი ხანმოკლე
იყო: „ყველაფერი რიგზეა, მეოთხე, როგორც შევთანხმდით“. ეს
ან არაფერს, ან ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს. მეოთხე რაღა
უნდა იყოს? თარიღი? ვთქვათ, ოთხი რიცხვი, ან მეოთხე სავარ-
ძელი, მეოთხე ხე, მეოთხე შენობა. მოდი და გამოიცანი. ასეთი
ახსნა რამდენიც გინდა, იმდენი შეიძლება იყოს: ადამიანები შე-
თანხმდნენ, ერთმანეთს შევხვდეთო, და შეხვედრის დღე დათ-
ქვეს. მისის პერენას ადვილად შეეძლო ნება მიეცა მისის
ო’რორკისთვის მის ოთახში დადგმული ტელეფონით ესარგებ-
ლა.
ის კი, რაც კიბეზე მოხდა – რა საშინელი წუთი იყო! – მეტის-
მეტად დაძაბული ნერვების ბრალია. მაინც როგორ აეწყო: გა-
რინდული სახლის მთელი ატმოსფერო, რაღაც ავისმომასწავე-
ბელი, საშინელი ხიფათის გრძნობა... „ფაქტებს დაეყრდენით,
მისის ბლენკენსოპ, და საქმეს მიხედეთ“, – სასტიკად ჩააწყვეტი-
ნა ხმა საკუთარ თავს ტაპენსმა.

61 მკითხველთა ლიგა
თავი მეხუთე

კაპიტანი ჰეიდოკი სწორუპოვარი მასპინძელი აღმოჩნდა. ძა-


ლიან გაუხარდა მაიორ ბლეჩლისა და მისტერ მედოუზის სტუმ-
რობა, მაშინვე შესთავაზა მათ, ჩემი სამფლობელო დავათვა-
ლიეროთო.
თავდაპირველად „კონტრაბანდისტთა თავშესაფრის“ ორ პა-
ტარა კოტეჯში სანაპირო სამსახურის მოხელეები ცხოვრობ-
დნენ. კოტეჯები იდგა კლდეზე, რომლის კალთაც ციცაბოდ ეშვე-
ბოდა ზღვისკენ. კლდის ძირას მყუდრო ყურე იყო, მაგრამ ყუ-
რემდე სახიფათო დაღმართის ჩავლას ყველაზე თავზეხელაღე-
ბული ბიჭების მეტი ვერავინ ბედავდა. მოგვიანებით კოტეჯები
ვიღაც ლონდონელმა საქმოსანმა იყიდა. კოტეჯები ისე შეაერ-
თა, პატარა ვილა გამოუვიდა, რომლის ირგვლივაც ახალმა პატ-
რონმა პატარა ბაღის გაშენებაც კი სცადა. თვითონ აქ მხოლოდ
ზაფხულობით ჩამოდიოდა, ისიც ცოტა ხნით. მერე ვილაში ერ-
თხანს აღარავინ ცხოვრობდა, კიდევ რამდენიმე წლის მერე სხვა
პატრონი გამოუჩნდა, გვარად განი.
– გერმანელი იყო და შეგიძლიათ მერწმუნოთ, პირწავარ-
დნილი ჯაშუში, – თქვა ჰეიდოკმა.
– საინტერესოა! – შენიშნა ტომიმ და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
– რა საოცრად კირკიტა ხალხია ეს გერმანელები, – განაგ-
რძობდა ჰეიდოკი, – თავს დავდებ, რომ ამ ომისათვის უკვე მა-
შინ ემზადებოდნენ. ადგილი კი აქ, როგორც ხედავთ, ძალიან
ხელსაყრელია: ზემოდან გემებს ნიშანს მისცემ, ქვემოთ ყურეა,
მოტორიან ნავს ადვილად შემოიყვან. ირგვლივ კაცის ჭაჭანება

62 მკითხველთა ლიგა
არ არის, ვილა ციცაბო კლდეზე დგას. არა, არა, ნურაფერს მეტ-
ყვით! განი უთუოდ ჯაშუში იყო.
– მერე რა იქნა, ახლა სად არის?
– ეგ გრძელი ამბავია. განმა ამ ვილას ბლომად ფული და-
ახარჯა. თავდაპირველად კლდეში ზღვისკენ ჩასასვლელი საფე-
ხურები გაჭრა და დააბეტონა – გვარიანი თანხა დახარჯა. მერე
სახლი სულ გადააკეთა, სააბაზანოები და ბევრი სხვა ამდაგვარი
რამ მოაწყო. მერედა, არ იკითხავთ, მთელი ეს სამუშაო ვის მი-
ანდო? ადგილობრივ მოიჯარადეს კი არა, მისი სიტყვით, რომე-
ლიღაც ლონდონურ ფირმას. მაგრამ იმ ფირმის გამოგზავნილი
ოსტატები სულ უცხოელები იყვნენ. ზოგიერთმა ერთი ინგლისუ-
რი სიტყვაც არ იცოდა. დამეთანხმებით, რომ ეს მეტისმეტად სა-
ეჭვო რამ არის.
– მართლაც, უცნაური ამბავია, – დაეთანხმა ტომი.
– იმხანად მეზობლად ვცხოვრობდი და დავინტერესდი, განი
რას ჩხირკედელაობდა. ვილას ავუვლ-ჩავუვლიდი და მუშებს
თვალს ვადევნებდი. შემიძლია მოგახსენოთ, რომ იმათ ეს
არაფრად ეპიტნავებოდა, ერთი-ორჯერ თავი ისე დაიჭირეს, აშ-
კარად დამემუქრნენ. განა ასე მოიქცეოდნენ, სუფთა სინდისი
რომ ჰქონოდათ?
ბლეჩლიმ მოწონებით დაუქნია თავი.
– ხელისუფლებისთვის უნდა მიგემართათ.
– აგრეც მოვიქეცი. სული შევუწუხე პოლიციას განცხადებე-
ბით, – უპასუხა ჰეიდოკმა და შერი დაისხა. – ჩემს მონდომებას
რით უპასუხეს, თუ იცით? თავაზიანი გულგრილობით. რაო?
გერმანელებთან ომიო? გამორიცხულია, ევროპაში მშვიდობა
სუფევს, გერმანიასთან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, უკე-
თესს ვერც ინატრებო. ისე მიყურებდნენ, როგორც ომის ფსიქო-
ზით შეპყრობილ ადამისჟამინდელ კაცს. სამსახურიდან გასულ

63 მკითხველთა ლიგა
ხისთავიან მეზღვაურად მომნათლეს! ბევრი ვამტკიცე, გერმანე-
ლები ევროპაში უძლიერეს საჰაერო ფლოტს სალაღობოდ არ
ქმნიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ.
– არა, არავის არაფერი სჯეროდა! იფეთქა ბლეჩლიმ.– წყე-
ული იდიოტები!.. ჩვენი დრო მშვიდობის დროაო! შრომის
დროაო! რა სისულელე იყო!
– ომის გამჩაღებელი შემარქვეს! – თქვა ჰეიდოკმა, სახე
სულ წამოუჭარხლდა, აღშფოთებას ძლივს იოკებდა. თურმე მე
და ჩემნაირები ვუშლიდით ხელს მშვიდობის დამყარებას მთელს
მსოფლიოში. მშვიდობა! ვერ მოგართვეს! ვიცოდი, რა ჰქონდათ
გუნებაში ჩვენს მეგობარ ჰუნებს და დარწმუნებული ვიყავი, მის-
ტერ განი ავ საქმეს იზრახავდა ის უცხოელი მუშები ძალიან არ
მომდიოდა თვალში. არც ის მომწონდა, ამდენი ფული რომ მი-
აფშვნა ვილას. პოლიციას ისევ და ისევ ვაკითხავდი, თავს ვაბეზ-
რებდი.
– ჯიუტი კაცი ხართ! – მოუწონა ბლეჩლიმ.
– ბოლოს და ბოლოს ჩემმა სიგნალებმა იმოქმედა, – განაგ-
რძობდა მეზღვაური. – პოლიციის ახალი უფროსი დაგვინიშნეს,
გადამდგარი სამხედრო, იმდენი ჭკუა ეყო, ანგარიში გამიწია,
ვილას მეთვალყურეები მიუჩინა. განმა, რა თქმა უნდა, მაშინვე
კუდი გამოისკვნა – ადგა და ერთ ღამეს მიიმალა. პოლიციამ
ჩხრეკის ორდერი მიიღო და აქ გაჩნდა. სასადილო ოთახის კედ-
ლებში ჩადგმულ სეიფში რადიოგადამცემები და საკმაოდ მა-
კომპრომეტირებელი ხასიათის დოკუმენტები იპოვეს. გარაჟში
საწვავის საწყობი აღმოაჩინეს – ვეებერთელა ცისტერნები.
გულწრფელად გეტყვით, სიამაყისგან კანში ვეღარ ვეტეოდი.
ადრე კლუბელ მეგობრებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ჩემი
ჯაშუშომანია, ახლა კი ენა მოიკვნიტეს. დიახ, ბოთესავით ვიცით
სხვაზე მინდობა, ეს ჩვენი ოდინდელი მანკია. ბოლოს და ბო-

64 მკითხველთა ლიგა
ლოს, სახლი აუქციონზე გაიყიდა და მე, შევიძინე, – დაამთავრა
კაპიტანმა ჰეიდოკმა, – დაათვალიერებთ ვილას, მედოუზ?
– სიამოვნებით.
სამფლობელოთი თავის მოწონების საშუალება რომ მიეცა,
კაპიტანმა ჰეიდოკმა ბავშვივით გაიხარა. სასადილო ოთახში
დიდი სეიფი გამოაღო და ტომის ის ადგილი უჩვენა, სადაც სა-
იდუმლო გადამცემი იპოვეს. მერე გარაჟში შეიყვანა, დაათვა-
ლიერებინა სარდაფი, სადაც განი საწვავიან ცისტერნებს ინახავ-
და. ბოლოს კი, ორი საუცხოო სააბაზანო ოთახის, უჩვეულოდ
მოწყობილი განათებისა და სამზარეულოს ნაირგვარი ტექნიკის
დათვალიერების შემდეგ, ჰეიდოკი და ტომი ბეტონის დაქანებუ-
ლი კიბით ყურისაკენ დაეშვნენ. გზადაგზა ჰეიდოკი სტუმარს უხ-
სნიდა, რა კარგად გამოიყენებდა აქაურობას მტერი ომის დროს.
ტომიმ მოინახულა გამოქვაბულიც, რომლის სახელიც ვილას
ერქვა. მაიორი ბლეჩლი მათ არ გაჰყოლია, ვერანდაზე დარჩა
და ნება-ნება შეექცეოდა შერის, რის გამოც ტომიმ დაასკვნა, ჯა-
შუში ჰეიდოკის იღბლიანი ნადირობის ამბავი მეზღვაურის მჭერ-
მეტყველების ძირითადი თემა იყო და მის მეგობრებს ეს ამბავი
არაერთგზის ჰქონდათ მოსმენილი. ტომის ვარაუდი ცოტა მოგ-
ვიანებით დადასტურდა, როცა ისა და ბლეჩლი პანსიონში ბრუნ-
დებოდნენ.
– კარგი კაცია ჰეიდოკი, – შენიშნა მაიორმა, – მაგრამ ერთი
უბედურება სჭირს, ძალიან უყვარს ერთისა და იმავეს განმეორე-
ბა, იმდენჯერ მოგვასმენინა ეს ამბავი, რომ ყველას თავი მოგვა-
ბეზრა.
მერე სიტყვა ჩამოვარდა კოლონიალური ქვეყნიდან ჩამო-
სულ რომელიღაც გაქნილ მებარგულზე, რომელიც 1923 წელს
გამოააშკარავა მაიორმა, და ტომის შესაძლებლობა მიეცა თა-
ვის ფიქრებს ჩაღრმავებოდა, მხოლოდ დრო და დრო წამოიძა-

65 მკითხველთა ლიგა
ხებდა ხოლმე: „ნუთუ მართლა?“, „რას ამბობთ? “, „საოცარია!“
ახლა ტომის განსაკუთრებული სიცხადით ესმოდა, რომ მომაკ-
ვდავმა ფარკუარმა ტყუილად არ ახსენა „სან-სუსი“. კვალი სწო-
რად იყო აღებული. აქ, ამ მიყრუებულ ადგილას, კარგა ხანია
რაღაც მზადდებოდა. გერმანელი განის აქ ჩამოსვლა და მისი
წამოწყებული ვილის გადაკეთება უტყუვრად ადასტურებდა,
რომ სანაპიროს სახელდობრ ეს წერტილი იყო მტრის აგენტუ-
რის შეხვედრის პუნქტი და თავშეყრის ცენტრი. ჰეიდოკის ფხი-
ზელმა და მოულოდნელმა ჩარევამ მოწინააღმდეგეს გეგმები
ჩაუშალა. პირველ რაუნდში ბრიტანეთმა გაიმარჯვა. მაგრამ გა-
ნა არ შეიძლება, რომ „კონტრაბანდისტთა თავშესაფარი“ გერ-
მანელთა შეტევის რთულ საქმეში მხოლოდ მეწინავე საყრდენი
პუნქტი იყოს? ვილა ჯაჭვის ერთერთი რგოლია. რით შეეძლო
ეპასუხა მტერს იმ მარცხზე, რომელიც აქ იწვნია? უფრო მოსა-
ლოდნელია იმით, რომ მეზობლად უფრო მოხერხებული ადგი-
ლი – „სან-სუსი“ შეარჩია და თავისი მოქმედების ცენტრი იქ გა-
დაიტანა. განი ოთხიოდე წლის წინათ გამოააშკარავეს. სწორედ
იმ დროს, შეილას ნათქვამის მიხედვით, მისის პერენა ინგლისში
დაბრუნდა და „სან-სუსი“ იყიდა. ეტყობა, გერმანელთა თამაშში
ეს მორიგი სვლა იყო. მაშასადამე, ლიჰემპტონი მტრის დაზვერ-
ვის საყრდენი პუნქტია: აქ დამკვიდრებულმა მისმა ხალხმა ჯაშუ-
შური ქსელი გაშალა და სხვადასხვანაირი ხლართები გააბა. ტო-
მის გულს მოეფონა.
მთელი ამ მექანიზმის მთავარი მამოძრავებელი ზამბარა,
რამდენადაც ტომის შეეძლო განესაზღვრა, მისის პერენა იყო.
მაშასადამე, რაც შეიძლება უკეთ უნდა გაეცნოს პანსიონის კუ-
ლისებსიქითა ცხოვრებას, რომელიც უცხო თვალს ასე ჩვეულებ-
რივი ეჩვენება; მისის პერენას მიმოწერა, მისი ნაცნობობა, საზო-
გადოებრივი საქმიანობა – ამ მომენტთაგან ნებისმიერი შეიძ-

66 მკითხველთა ლიგა
ლება გახდეს მისი საქციელის ჭეშმარიტი ხასიათის ამოსაცნობი
გასაღები. თუ ყბადაღებული ჯაშუში „მ.“ მისის პერენაა, მაშინ
სწორედ ის წარმართავს მეხუთე კოლონის მთელ საქმიანობას
ინგლისში. „მ-ს“ არსებობა, რა თქმა უნდა, მეხუთე კოლონის
მხოლოდ რამდენიმე თავკაცმა იცის, „მ-მ“ როგორღაც ხომ უნდა
დაამყაროს მათთან კავშირი, სწორედ ამ კავშირის მიგნებაა მი-
სი და ტაპენსის ამოცანა. საჭირო მომენტში რამდენიმე გაბე-
დულ „სან-სუსელ“ კაცს ყოველთვის შეუძლია ხელში ჩაიგდოს
და შეინარჩუნოს მიუდგომელი „კონტრაბანდისტთა თავშესაფა-
რი“. ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ახლოვდება: ლა-
მანშის ფრანგულ და ბელგიურ ნავსადგურებს რომ იგდებს
ხელთ, გერმანიის არმია დაუყოვნებლივ დაიწყებს მზადებას ინ-
გლისში შემოსაჭრელად. რაკი ზღვაზე ბრიტანეთის ფლოტი ბა-
ტონობს, მტერი საჰაერო გზით შემოიჭრება, მას მხარს დაუჭერს
შინაგანი მტერი, ხოლო თუ შინაგანი მტრის მამოძრავებელი ძა-
ფები მისის პერენას უპყრია ხელთ, დროს დაკარგვა აღარ შეიძ-
ლება. ტომის ფიქრი შემთხვევით დაემთხვა იმას, რასაც იმ წუთს
მაიორი ამბობდა.
– მაშინ კი მივხვდი, რომ დროს დაკარგვა აღარ შეიძლებო-
და, – ჰყვებოდა ბლეჩლი, და აბდულას ვეცი...
– მაინცდამაინც ლიჰემპტონი რატომ აირჩიეს? – ფიქრობდა
ტომი. – შორეული რაიონია, მიყრუებული პროვინცია. მცხოვ-
რებლები – კონსერვატიული, ძველებურად მოაზროვნე ხალხი.
მტრის თვალსაზრისით ეს უკვე დიდი პლიუსია. კიდევ რა? სანა-
პიროდან ქვეყნის სიღრმისკენ ვაკეა გაჭიმული – საყანეები, სა-
ძოვრები. სატრანსპორტო თვითმფრინავების დასასმელად და
დესანტის გადმოსასხმელად მოხერხებული ადგილია. შორიახ-
ლოს დიდი ქიმიური ქარხნებია, სადაც, სიტყვამ მოიტანა და,
კარლ ფონ დაინიმი მუშაობს. კარლ ფონ დაინიმი. ერგება საერ-

67 მკითხველთა ლიგა
თო სქემას? დიახ, კარგად არის მორგებული. გრანტი მართა-
ლია: კარლი მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. მანქანის ჭან-
ჭიკია და მეტი არაფერი. ნებისმიერ დროს შეიძლება ეჭვი მიიტა-
ნონ და დააკავონ. მაგრამ მანამდე ალბათ დავალების შესრუ-
ლებას მოასწორებს. თვითონვე არ უთხრა ტაპენსს, გაზების უვ-
ნებელყოფისა და ტერიტორიის გაუსნებოვნების პრობლემებზე
ვმუშაობო? აქ კი მტერს ისეთი შესაძლებლობები ექნება, გაფიქ-
რებაც კი შესაზარია. დიახ, საქმეში კარლიც გარეულია, – ცოტა
არ იყოს უწადინოდ გაიფიქრა ტომიმ. – საწყენია! ისე კი, ბო-
ლოს და ბოლოს, თავის ქვეყნისათვის მუშაობს. მაგრამ ტომი
პატიოსან სიტყვას დებს, ვინც სამშობლოს ღალატობს, ვინც შიგ-
ნიდან ცდილობს მის აფეთქებას, – ასეთი ხალხის სიბრალული
მას არა აქვს და ხელიდან ვერც ერთი ვერ დაუსხლტება“.
– აი, ასე გამოვიჭირე – დიდი ამბით დაამთავრა მაიორმა. –
გვარიანად ვიმუშავე, არა?
– უმაგალითო ამბავია, ეგეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ
მსმენია! – თვალიც არ დაუხამხამებია, ისე უპასუხა ტომიმ.

მისის ბლენკენსოპი წერილს კითხულობდა, წერილი თხელ


საზღვარგარეთულ ქაღალდზე იყო დაწერილი, კონვერტზე ცენ-
ზურის შტამპი ჰქონდა დარტყმული. უნდა ითქვას, რომ ეს წერი-
ლი მისი და „მისტერ ფარადეის“ სატელეფონო საუბრის უშუა-
ლო შედეგი იყო.
– საყვარელი რაიმონდი! – ამოიოხრა ტაპენსმა. – რა ბედ-
ნიერი ვიყავი, როცა ვიცოდი, რომ ეგვიპტეში იყო. ახლა კი, ეტ-
ყობა, ახალი დიდი დისლოკაცია ეწყებათ. ყველაფერი ეს, რა
თქმა უნდა, სრული საიდუმლოებაა და პირდაპირ ამას ვერ მომ-
წერდა. მაგრამ მატყობინებს, მნიშვნელოვანი ოპერაცია მზად-

68 მკითხველთა ლიგა
დება და მალე დიდი სიურპრიზი გელოდებაო. ძალიან მიხარია,
რომ ვიცი , სად განაწესებენ, მაგრამ ვერ გამიგია, იქ რა უნდა...
– მაგას ვერ მოგწერდათ, აკრძალული აქვს, – ჩაიბუზღუნა
ბლეჩლიმ.
– მერე რა, ჩვენ ცოტას ვეშმაკობთ, – ცუღლუტურად თქვა ტა-
პენსმა. – რაიმონდმა იცის, რომ მე ცოტა რამ მინდა – უნდა ვი-
ცოდე, სად იქნება. ეს საკმარისია, რომ მშვიდად ვიყო. ჰოდა,
ისიც მატყობინებს, რაც საჭიროა. ამას უბრალოდ ვაკეთებთ: შე-
ვარჩევთ გარკვეულ სიტყვას, მის მერე კი ისეთ სიტყვებს დავ-
წერთ, რომელთა პირველი ასოებიც ადგილის სახელწოდებას
შეადგენს. ცხადია, ფრაზები ზოგჯერ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ
ჩემი რაიმონდი ძალიან საზრიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ,
ცენზურა ვერაფერს ამჩნევს.
ტაპენსმა ამ აღსარებისათვის მარჯვე დრო შეარჩია: მაგიდას
„სან-სუსის“ ყველა მდგმური უჯდა უკლებლივ.
ბლეჩლის სისხლი მოაწვა სახეზე.
– გთხოვთ მაპატიოთ, მისის ბლენკენსოპ, მაგრამ ძალიან
წინდაუხედავად იქცევით. სახმელეთო ჯარებისა და საავიაციო
ნაწილების დისლოკაცია სწორედ ის არის, რაც გერმანელებს
ყველაზე მეტად აინტერესებთ.
– მერედა, მე ხომ არავის არაფერს ვეუბნები! – წამოიძახა
ტაპენსმა. – ფრთხილზე ფრთხილად ვიქცევი.
– სულ ერთია, თქვენც უკიდურესად არაგონივრულად იქცე-
ვით და თქვენს ვაჟსაც უსათუოდ უსიამოვნებას გადაჰყრით.
– არა მგონია. მე იმისი დედა ვარ, დედამ კი უნდა იცოდეს,
რა დღეშია მისი შვილი!
– სრული ჭეშმარიტებაა! მიმაჩნია, რომ სავსებით სწორი
ხართ, – ბოხი ხმით თქვა მისის ო’რორკმა. – ყველამ უნდა იცო-

69 მკითხველთა ლიგა
დეთ, რომც გვაწამონ, ასეთ ცნობებს ქალებს ვერავინ დაგვტყუ-
ებს.
– წერილი უცხო თვალმაც შეიძლება წაიკითხოს, – შეეპასუხა
ბლეჩლი.
– სადაც მომხვდება, წერილებს იქ კი არ ვყრი, – თქვა აშკა-
რად შეურაცხყოფილმა ტაპენსმა, – ჩაკეტილი მაქვს.
ბლეჩლიმ იჭვნეულად გადააქნია თავი.

ცრიატი დილა იყო, ზღვიდან ქარი უბერავდა. ტაპენსი მარტო


იჯდა პლაჟის ყველაზე შორეულ კუთხეში. ჩანთიდან ორი წერი-
ლი ამოიღო. აქეთ რომ მოდიოდა, საგაზეთო კიოსკთან გამოი-
არა და იქ მისცეს. წერილები ცოტა დაგვიანებით მიიღო, რადგან
დანიშნულების ადგილიდან – კორნუოლიდან – ლიჰემპტონში
ვინმე მისის სპენდერის სახელზე გადმოგზავნეს: ტაპენსს კვა-
ლის აბნევა უყვარდა, შვილებს ეგონათ, რომ დედა კორნუოლში
იყო სტუმრად მოხუც დეიდასთან. ტაპენსმა პირველი წერილი
გახსნა.

„ძვირფასო დედა!
ბევრი საინტერესო რამ შეიძლებოდა მომეწერა, მაგრამ, სამ-
წუხაროდ, ამის უფლება არა მაქვს. ასე მგონია, გერმანელები
კარგად ავაწრიალეთ. დღევანდელი ცნობები: საუზმემდე ხუთი
გერმანული მანქანა ჩამოვაგდეთ. მართალია, არც ჩვენ გვილ-
ხინს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მტერს მოვდრიკავთ. შემზარა-
ვი სანახავია, მათი მფრინავები გზებზე როგორ ცხრილავენ
ტყვიამფრქვევებით უბედურ ლტოლვილებს. ვცოფდებით ხოლ-
მე ამის შემხედვარე. ჩემი დარდი ნუ გექნებათ. მე კარგად ვარ.
ახლა ზურგში ვერაფერი გამაჩერებდა. მივესალმები ჩვენს მო-

70 მკითხველთა ლიგა
ხუცს. კიდევ ვერ გამოუნახეს სამუშაო სამხედრო სამინისტრო-
ში?
შენი დერეკი“.

ტაპენსმა ხელმეორედ გადაიკითხა წერილი, თვალები უბ-


რწყინავდა. მერე მეორე წერილი გახსნა.

„საყვარელო დედიკო!
დეიდა გრეისი როგორ არის? – უძლებს? მე თუ მკითხავ, ,
ნამდვილი გმირი ხარ: შენს ადგილას მანდედან მეორე დღესვე
გამოვიქცეოდი. ახალი არაფერია. საინტერესო სამუშაო მაქვს,
მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებული, რომ ვერაფერს გიამბობ.
მხოლოდ ერთს გეტყვი: ვგრძნობ, საჭირო საქმეს ვაკეთებ. ნუ
იდარდებ, რომ ომში ვერ გაერიე – შესაფერისი სამუშაო არ
მოგცეს: ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან ხნიერი ქალები,
რომლებსაც აჩემებული აქვთ, ჩვენც გვიმსახურეთო. ახლა საქ-
მეს ახალგაზრდა შრომისუნარიანი ხალხი სჭირდება. საინტერე-
სოა, რას აკეთებს შოტლანდიაში ჩვენი მოხუცი. ალბათ ქაღალ-
დებში იქექება, თუმცა მისთვის ეგეც კარგია – რაღაცას მაინც
აკეთებს.
შენი დებორა“.

ტაპენსმა გაიღიმა, წერილები დაკეცა, სიყვარულით გაასწო-


რა, მერე ზვირთსაქცევს ამოეფარა, ასანთი გაკრა, წერილებს
ცეცხლი წაუკიდა და დაელოდა, სანამ არ ჩაიფერფლა. მერე
მუდმივი კალამი და პატარა ბლოკნოტი ამოიღო და აჩქარებით
შეუდგა წერას.

71 მკითხველთა ლიგა
ლენგჰეიმი, კორნუოლი.

„ძვირფასო დებ!
აქ ისე საშინლად ვარ მოშორებული ყოველივეს, არც კი მჯე-
რა, რომ ომია. შენმა წერილმა ძალიან გამახარა. სასიამოვნოა,
რომ საინტერესო სამუშაო გაქვს. დეიდა გრეისი სულ დაჩაჩა-
ნაკდა. გონებაზეც ვერ არის მთლად კარგად. წარსულს ხშირად
იხსენებს, მაგრამ, მგონი, მე დედაჩემი ვგონივარ. ადგილობრი-
ვი ხალხი ახლა ბოსტანის გარდა არაფერს ეკარება. ვარდის
ბუჩქების მაგივრად ყველგან კარტოფილის კვლებია. მოხუც სა-
იქსს ვეხმარები – გამარჯვებისათვის მეც ხომ უნდა გავაკეთო
რამე. მამაშენს სამუშაომ ცოტა იმედი გაუცრუა, მაგრამ, შენი
თქმისა არ იყოს, თავს მაინც უკეთესად გრძნობს – რაღაცას აკე-
თებს. მაგრად გკოცნი.
დედა.“

ტაპენსმა ბლოკნოტს კიდევ ერთი ფურცელი მოახია.

„საყვარელო დერეკ!
შენი ამბავი რომ შემატყობინე, უსაზღვროდ გამახარე. წერი-
ლების დრო თუ არა გაქვს, ღია ბარათები მაინც გამომიგზავნე.
დეიდა გრეისთან გადავბარგდი. ერთხანს დავრჩები სტუმრად.
ჯერ ისევ თადარიგში ვირიცხები – ჩემი ძვირფასი სამსახური
არავის არაფრად ეპიტნავება. სასწაულია პირდაპირ... მამაშენ-
მა, როგორც უკვე გწერდი, მომარაგების სამინისტროში მიიღო
სამუშაო. სადღაც ჩრდილოეთში გააწესეს. არაფერს მაინც ესა
სჯობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის არ არის, რასაც ნატრობდა.
რას იზამ! ბედს უნდა დავემორჩილოთ და მაჩანჩალის როლს
შევეჩვიოთ. ომით კი თქვენ იომებთ, ჩურჩუტო ბიჭებო. არა

72 მკითხველთა ლიგა
გწერ: „თავს გაუფრთხილდი“ – მესმის, რომ შენი მოვალეობაა
პირიქით მოიქცე, მაგრამ უაზრო რისკს ნუ გასწევ.
გეხვევი.
დედა“.

ტაპენსმა კონვერტები დააწება, მარკები დააკრა და „სან-სუ-


სისაკენ“ გაემართა, გზად წერილები გააგზავნა. ის იყო გორაკის
ძირს მიაღწია, რომ მისი ყურადღება ქალისა და კაცის წყვილმა
მიიპყრო, შორიახლოს იდგნენ და გატაცებით საუბრობდნენ. ტა-
პენსი გაირინდა. ერთი გუშინდელი უცნობი ქალი იყო, მეორე –
კარლ ფონ დაინიმი.
„ვერაფერს ამოვეფარები“, – გაიფიქრა შეწუხებულმა ტაპენ-
სმა. ვერც ისე მიეპარებოდა, რომ ლაპარაკისთვის ყური დაეგ-
დო. ამას ისიც დაემატა, რომ სწორედ იმ წუთს გერმანელმა მო-
იხედა და მისის ბლენკენსოპი დაინახა. წყვილი მაშინვე დას-
ცილდა ერთმანეთს. ქალი გორაკიდან თავდაღმა დაეშვა, გზა
გადაჭრა და ტაპენსს გვერდი აუარა. კარლ ფონ დაინიმი და-
ელოდა, ვიდრე ტაპენსი გაუსწორდებოდა და მშვიდად და თავა-
ზიანად მიესალმა.
– რა უცნაური სახე აქვს იმ ქალს, ახლახან რომ ელაპარაკე-
ბოდით, მისტერ ფონ დაინიმ?! – დაუყოვნებლივ წამოიწყო ტა-
პენსმა.
– ეგ არც არის საკვირველი, აღმოსავლეთევროპული ტიპი
გახლავთ.
– ნუთუ მართლა? თქვენი ნაცნობია?
– სულაც არა, – ცივად უპასუხა კარლმა. – პირველად ვნახე.
– მართლა! მე კი მეგონა... – მსახიობივით შეყოვნდა ტაპენ-
სი.

73 მკითხველთა ლიგა
– რაღაცა მკითხა. გერმანულად ვლაპარაკობდით, ინგლისუ-
რი ენა ცუდად იცის.
– აქ რას ეძებდა?
– მკითხა, აქ სადმე მისის გოტლიბი ხომ არ ცხოვრობსო.
ვუთხარი, მაგ გვარისას არავის ვიცნობ-მეთქი. მაშინ მითხრა,
ალბათ, პანსიონის სახელწოდება შემეშალაო.
– გასაგებია, – თქვა ჩაფიქრებულმა ტაპენსმა.
მისტერ როზენშტაინი, მისის გოტლიბი. ტაპენსმა მალულად
გახედა კარლ ფონ დაინიმს. გულჩათხრობილი კაცი გვერდით
მოჰყვებოდა, სახეზე არაფერი ეწერა. უცნობი ქალი ტაპენსს ახ-
ლა უფრო საეჭვო ეჩვენებოდა. გარდა ამისა, თითქმის დარწმუ-
ნებული იყო, საუბარი, რომელსაც ხელი შევუშალე, სანამ გერ-
მანელი შემამჩნევდა, მანამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ დაწ-
ყებულიო.
კარლ ფონ დაინიმი? აი, შეილას გვერდით დგას. „ფრთხი-
ლად იყავი...“
„ღმერთმა ქნას, ეს წყვილი არაფერში იყოს გარეული! რა
ახალგაზრდაა ორივე! – გაიფიქრა ტაპენსმა და იქვე შეუწყრა
თავს: – სანტიმენტალური დედაბერი ბრძანდები, მისის ბლენ-
კენსოპ“. ნაცისტებს სწორედ ახალგაზრდა აგენტები სჭირდე-
ბათ. მართალია, ტომი ფიქრობს, შეილა არაფერშია გარეულიო,
მაგრამ ტომი მამაკაცია, შეილა კი ლამაზი ქალი, ისეთი ლამა-
ზია, სუნთქვა შეგეკვრება. კარლი და შეილა, იმათ ზურგსუკან კი
იდუმალი მისის პერენა!
ტაპენსი ნელა აუყვა კიბეს, თავის ნომერში შევიდა. საღამოს,
ძილის წინ, ტაპენსმა თავისი საწერი მაგიდის უჯრა გამოსწია.
უჯრის კუთხეში სუსტსაკეტიანი იაპონური ზარდახშა იდო. ტაპენ-
სმა ხელთათმანი ჩაიცვა, ზარდახშა გააღო და სახურავი ახადა.
ზარდახშაში წერილების დასტა იდო. ზედა წერილი – ამ დილით

74 მკითხველთა ლიგა
„რაიმონდისგან“ რომ მიიღო – დიდი სიფრთხილით გაშალა.
ტუჩები მკაცრად მოკუმა. დილით წერილის განაკეცში წამწამი
ჩადო. ახლა წამწამი აღარ იყო.
ტაპენსი პირსაბანთან მივიდა, აიღო შუშა, რომელზედაც უწ-
ყინარი სიტყვა – „ტალკი“ – იყო წარწერილი. წერილსა და ზარ-
დახშის გალაქულ სახურავს ტალკი მოაფრქვია. თითების ანა-
ბეჭდი არც წერილზე და არც სახურავზე არ აღმოჩნდა.
ტაპენსმა კმაყოფილებით, თუმცა პირქუშად დაიქნია თავი. იქ
მისი საკუთარი თითების ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო. რა თქმა
უნდა, წერილები შეიძლებოდა ცნობისმოყვარე მოახლეს წა-
ეკითხა, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნო იყო, ხოლო ის, რომ მო-
ახლე ჯერ გასაღების მოსარგებად შეიწუხებდა თავს, მერე კი –
თითების ანაბეჭდის წასაშლელად, მთლად დაუჯერებელია. ამას
ვერც მოიფიქრებდა!
მაშ ვინ იქნებოდა? მისის პერენა? ვინმე სხვა? ვინც არ უნდა
ყოფილიყო, იმას ბრიტანეთის ჯარების დისლოკაცია აინტერე-
სებდა.
ტაპენსის გეგმა ძალიან უბრალო იყო. ჯერ ერთი, შესაძლო
ვერსიები უნდა მოენიშნა; მეორე – ჩაეტარებინა პატარა ექსპე-
რიმენტი, რომ გაერკვია, იყო თუ არა პანსიონში მდგმური, რო-
მელსაც ჯარების დისლოკაცია აინტერესებდა, მაგრამ ამ ინტე-
რესს მალავდა; მესამე – დაედგინა, ვინ იყო ეს პიროვნება.
მეორე დილით ლოგინიდან არც ამდგარა, ისე დაიწყო ფიქრი
სწორედ ამ მესამე ეტაპზე. ფიქრი შეაწყვეტინა ბეტი სპროტმა,
რომელმაც, ადრიანი დილის მიუხედავად, ოთახში შემოსვლა
მოახერხა.
ბეტი ატაცებული იყო, გაუთავებლად ტიტინებდა, მაშინვე ტა-
პენსის საწოლზე აცოცდა – ძალიან შეეჩვია მისის ბლენკენსოპს

75 მკითხველთა ლიგა
– დაფლეთილი ნახატებიანი წიგნი ცხვირწინ აუფრიალა და ისე
უბრძანა – „ცაციკითხა!“ – ეტყობოდა, უარს არ მოითმენდა.
ტაპენსმა მორჩილად დაიწყო კითხვა: „ბატებო, ბატებო, საით
მიდიხართ? ზევით და ქვევით, აქეთ და იქით“.
ბეტი ხალისიანად აკისკისდა, აღტაცებული აჭყლოპინდა:
„სეით, სეით, სეით“, მერე იატაკზე ჩამოფორთხდა და ტაპენსის
ფეხსაცმელებით დაიწყო თამაში.
თავის ფიქრებში ჩანთქმული ტაპენსი სტუმარს ყურადღებას
აღარ აქცევდა. „მომდევნო ნაბიჯი ძნელი არ იქნება, – ფიქრობ-
და ქალი, – ოღონდ ტომი უნდა მომეხმაროს“. მოფიქრებული
ჰქონდა, როგორ იმოქმედებდა...
როცა გეგმას აწყობ, დრო სწრაფად გარბის. ბოლოს და ბო-
ლოს, აქლოშინებული მისის სპროტიც გამოჩნდა – ბეტის და-
ეძებდა.
– აი, თურმე სად ყოფილხარ, საძაგელო გოგო! ვერაფრით
მივხვდი, სად დამეკარგე! ოჰ, მაპატიეთ, ღვთის გულისათვის,
მისის ბლენკენსოპ!..
ტაპენსი საწოლზე წამოჯდა. ბეტი ანგელოზივით უწყინარი სა-
ხით ათვალიერებდა თავის ნამოქმედარს: ტაპენსის ფეხსაცმე-
ლებისთვის თასმები დაეძრო, წყლიან ჭიქაში ჩაეყარა, ახლა კი
შიგ თითს უტუტურებდა. ტაპენსმა გადაიხარხარა.
– დახეთ, ამ პატარა ნებიერას!.. ნუ შეწუხდებით, მისის
სპროტ, – ბოდიში შეაწყვეტინა მეზობელს, – თასმები მალე გაშ-
რება. ყველაფერი ჩემი ბრალია: თვალი უნდა მედევნებინა, რას
აკეთებდა გოგონა, მაგრამ ისე გატრუნული იყო, რომ...
– ჰო, ჰო! – ამოიოხრა მისის სპროტმა. – პატარებმა ეგრე
იციან: რომ გაყუჩდებიან, აუცილებლად რაღაცას აფუჭებენ.
მისის სპროტმა ბეტი წაიყვანა: მისის ბლენკენსოპი ადგა.
გეგმის შესრულების დრო დადგა.

76 მკითხველთა ლიგა
თავი მეექვსე

ტომიმ შიშით დახედა პაკეტს, რომელიც ტაპენსმა მიაჩეჩა.


– ის არის?
– ჰო. ფრთხილად, ზედ არ გადაიყარო.
ტომიმ პაკეტი ცხვირთან მიიტანა და თავი ენერგიულად
გადააქნია.
– ვეცდები. რა საზიზღარი სუნი ასდის!
– ასაფეტიდაა, – აუხსნა ტაპენსმა. – ერთი მწიკვი და რო-
გორც რეკლამაში წერენ, „გაკვირვებული დარჩები, ჩემს თაყვა-
ნისმცემელს გული რატომ გაუცივდაო“.
ამის მერე პანსიონში სხვადასხვაგვარი ამბები დატრეალდა.
უპირველეს ყოვლისა, მისტერ მედოუზის ოთახში რაღაცნაი-
რი უსიამო სუნი გავრცელდა. მისტერ მედოუზმა, რომელიც ბუ-
ნებით მიზეზიანი კაცი არ იყო, პირველად გაკვირვებით ახსენა
ეს გარემოება, მაგრამ მალე უფრო მკვახედ ალაპარაკდა,
ოთახში მისი პერენა მიიწვია და „სან-სუსის“ დიასახლისმა
აღიარა, რომ ნომერში მართლაც რაღაცნაირი სუნი იდგა. სუნი
მკვეთრი იყო, უსიამოვნო. იქნებ გაზის გათბობის ონკანი მოიშა-
ლაო, ივარაუდა დიასახლისმა. ტომი დაიხარა, გაზის სანათურა
დაყნოსა და შენიშნა, ჩემი აზრით, სუნი აქედან არ უნდა მოდი-
ოდეს, მგონი იატაკქვეშ მკვდარი ვირთხა უნდა ყარდესო. მისის
პერენა დაეთანხმა, ასეთი რამ მსმენია, მაგრამ პანსიონში ვირ-
თხები არ არის, ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ, იქნებ, ვირ-
თხა კი არა, თაგვი იყოს, თუმცა პირადად მე აქ არც თაგვი მინა-
ხავსო. მისტერ მედოუზმა მტკიცედ განაცხადა, ასეთი მყრალი
სუნი, სხვა თუ არაფერი, ვირთხის მაინც უნდა იყოსო, და უფრო
77 მკითხველთა ლიგა
მტკიცედ დაუმატა, ჩემს ნომერში ღამეს აღარ გავათევ, ვიდრე
სათანადო ზომებს არ მიიღებთ, იძულებული ვარ გთხოვოთ,
სხვა ოთახში გადამიყვანოთო.
რა თქმა უნდა, – უპასუხა მისის პერენამ, – თვითონ ვაპირებ-
დი ამის შემოთავაზებას, მაგრამ ერთადერთი თავისუფალი
ოთახი ძალიან პატარაა და ზღვისკენ არ გადის. თუ მისტერ მე-
დოუზს არაფერი ექნება საწინააღმდეგო...
მისტერ მედოუზს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რენამ
შეიყვანა ოთახში, რომელიც, ცხადია, სრულიად შემთხვევით
სწორედ მისის ბლენკენსოპის ოთახის პირდაპირ იყო, და მაშინ-
ვე უბრძანა თავის ბოთე მოახლეს, მისტერ მედოუზის ნივთები
გადმოეტანა. თვითონ კი დაუყოვნებლივ გაგზავნა კაცი დურ-
გლის მოსაყვანად, რომელსაც იატაკი უნდა აეყარა და სუნის მი-
ზეზი გაერკვია. ამრიგად, საქმე მოგვარდა და ყველა კმაყოფი-
ლი დარჩა.
მეორე მოვლენა მისტერ მედოუზის ავადმყოფობა გახლდათ.
აცემინებდა, თვალები ეცრემლებოდა. მართალია, მის დიდ
ცხვირსახოცს ოდნავ ასდიოდა ხახვის სუნი, მაგრამ ეს ვერავინ
შენიშნა, რადგან ოდეკალონის დიდმა დოზამ თითქმის გადაფა-
რა ზემოთ დასახელებული სურნელება. ბოლოს და ბოლოს, გა-
უთავებელი ცემინებით და ქსუტუნით გატანჯულმა მისტერ მედო-
უზმა გადაწყვიტა ერთი დღე ლოგინში გაეტარებინა. იმავე დღეს,
მისის ბლენკენსოპმა თავისი ვაჟიშვილის – დუგლასის – წერი-
ლი მიიღო და ისე აღელდა, რომ წერილის ამბავი მთელმა პან-
სიონმა გაიგო. წერილს, საბედნიეროდ, ცენზურა არ გაუვლია,
იგი შვებულებით ჩამოსულმა დუგლასის ერთმა მეგობარმა ჩა-
მოიტანა და ყუთში ჩააგდო, მადლობა ღმერთს, ამჯერად დუგ-
ლასს დაუფარავად შეეძლო ყველაფერი მოეწერა.

78 მკითხველთა ლიგა
– წერილი რომ წავიკითხე, მივხვდი, – დაუმატა მისის ბლენ-
კენსოპმა, – ჭეშმარიტი ვითარებისა რა ცოტა რამ ვიცით.
ნასაუზმევს მისის ბლენკენსოპი თავის ოთახში შევიდა, იაპო-
ნური ზარდახშა გააღო და წერილი შეინახა, მანამდე ფურცლებს
შორის ბრინჯის პუდრის რამდენიმე ნამცეცი ჩადო. მერე ზარ-
დახშა დაკეტა, ოთახიდან გავიდა და ჩაახველა, პასუხად მოპირ-
დაპირე ოთახიდან ისეთი ცხვირის დაცემინება მოისმინა, არა-
ვის შეეპარებოდა ეჭვი, რომ ავადმყოფ კაცს დააცემინა. ტაპენ-
სმა გაიღიმა და ქვემოთ ჩავიდა.
წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ ერთი დღით ლონდონს აპი-
რებდა გამგზავრებას: ადვოკატი უნდა ენახა და ზოგი რამ უნდა
ეყიდა. „სან-სუსის“ მდგმურებმა მთელი შემადგენლობით მოუწ-
ყვეს გაცილება და ათასნაირი დავალება მისცეს, – ო, ცხადია,
დანაბარებს შეუსრულებს, თუ კი დრო ექნება.
მაიორი ბლეჩლი მოქაქანე ქალებისგან რაც შეიძლებოდა
მოშორებით დაჯდა. გაზეთის კითხვა დაიწყო, თან წაკითხულს
კომენტარს უკეთებდა.
– რა ღორები არიან ეს არამზადა გერმანელები! იმათი
მფრინავები გზებზე ტყვიამფრქვევებით ხოცავენ ლტოლვილებს
წყეული პირუტყვები! ჩვენი ნება რომ იყოს...
ტაპენსი ოთახიდან რომ გადიოდა, ბლეჩლი ისევ იმას ამბობ-
და, რა იქნებოდა, სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობა
მისთვის რომ მიენდოთ.
გზად ტაპენსმა ბაღში შეიარა და ბეტი სპროტს ჰკითხა, ლონ-
დონიდან რა ჩამოგიტანოო. ბეტი, რომელსაც ნეტარებით ჩაებ-
ღუჯა ხელებში ლოკოკინა, მადლიერად აკრუტუნდა და ტაპენსის
კითხვაზე: „ფისუნია? ნახატებიანი წიგნი? ფერადი ცარცი?“ – გა-
მოაცხადა:
– ბეტი ხატოს!

79 მკითხველთა ლიგა
საყიდლების სიას ფერადი ცარცი დაემატა.
ბაღი ბილიკ-ბილიკ გადაჭრა და ის იყო გზაზე უნდა გასული-
ყო, ტაპენსი მოულოდნელად კარლ ფონ დაინიმს გადააწყდა.
გერმანელს მუშტები შეკრა და ბაღის ღობეს მიყრდნობოდა. ფე-
ხის ხმა გაიგონა და შემობრუნდა. ტაპენსმა შენიშნა, რომ ყმაწ-
ვილ კაცს ჩვეულებრივ მშვიდი სახე ახლა შეშლილს მიუგავდა.
ქალი უნებლიედ შეჩერდა და ჰკითხა:
– აგრე რამ შეგაწუხათ?
– ოჰ, ყველაფერმა ერთად! – ხმაში უჩვეულო ხრინწი გა-
ერია. – მგონი, თქვენ ასეთი ხატოვანი თქმა გაქვთ: „არც წყა-
ლია, არც ღვინო?“
ტაპენსმა თავი დაუქნია.
– მეც ეგეთი ვარ, – გულისტკივილით განაგრძო კარლმა. –
პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.
უკეთესია, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრო.
– რისი თქმა გინდათ?
– თქვენ კარგი თვალით მიყურებთ და უნდა გამიგოთ, უპასუ-
ხა ახალგაზრდა კაცმა. – ჩემი ქვეყნიდან იმიტომ გამოვიქეცი,
რომ იქ უსამართლობა და სისასტიკეა გამეფებული, იმედი
მქონდა, აქ თავისუფლებას ვიპოვიდი. ნაცისტური გერმანია
მძულს, მაგრამ, ვაგლახ, მაინც გერმანელი ვარ, ამას ვერსად
გავექცევი.
– ვიცი, რომ გიჭირთ... – წამოიწყო ტაპენსმა.
– გაჭირვება რა სახსენებელია. გიმეორებთ, მე გერმანელი
ვარ და როცა მოხუცი ბლეჩლი წამოისვრის: „რა ღორები არიან
ეს არამზადა გერმანელები!“ თვალთ მიბნელდება. არა, ამას ვე-
ღარ გავუძლებ.
მერე უფრო მშვიდად დაუმატა:

80 მკითხველთა ლიგა
– ამიტომაც ვფიქრობ, უკეთესია ყველაფერი ერთხელ და სა-
მუდამოდ დავამთავრო. დიახ, ერთხელ და სამუდამოდ.
ტაპენსი მკლავში სწვდა.
– სისულელეს ნუ როშავთ! – გააწყვეტინა სიტყვა. – თქვენი
განცდები სავსებით გასაგებია. თქვენს ადგილას ყველას ეგეთი
გრძნობა ექნებოდა.
– რატომ არ აპირებენ ჩემს ინტერნირებას? ბანაკში უკეთე-
სად ვიგრძნობდი თავს.
– შეიძლება. საქმეს რომ აკეთებთ? რამდენადაც ვიცი, საჭი-
რო საქმეს. საჭიროს მარტო ინგლისისთვის კი არა, მთელი კა-
ცობრიობისათვის. დეზინფექციის საკითხებზე მუშაობთ, არა?
– დიახ, და უკვე ბევრს მივაღწიე. ერთი მეთოდი შევიმუშავე –
ძალიან მარტივი და პრაქტიკულად ადვილად გამოსაყენებელი.
– ხომ ხედავთ, – სიტყვა ჩამოართვა ტაპენსმა, – ეგ კარგი
საქმეა ისევე, როგორც ყველა სხვა საქმე, რაც ადამიანებს ტან-
ჯვას შეუმსუბუქებს, რაც შენებას ემსახურება და არა ნგრევას. ის
კი ყოვლად ბუნებრივია, რომ ჩვენ მტერს ვაგინებთ ხოლმე. ასეა
გერმანიაშიც: გერმანელთა შორის ათასობით იქაური ბლეჩლი
მოიძებნება, სიტყვა „ინგლისს“ დორბლმორეული რომ წარმოთ-
ქვამს. თავადაც მძულს გერმანელები, მათი ხსენებაც კი მაცო-
ფებს, მაგრამ როცა ერთ გერმანელზე ვფიქრობ, როცა ცალ-
ცალკე წარმოვიდგენ გერმანელებს, გერმანელ დედებს, რომ-
ლებიც გულგადალეული უცდიან შვილების წერილს, გლეხებს,
ყანები რომ ეღუპებათ, იმ კეთილშობილ უბრალო გერმანე-
ლებს, რომლებსაც ადრე ვიცნობდი, სულ სხვა გრძნობა მეუფ-
ლება, ვხვდები, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგო-
რიც მე ვარ. ეს კი ყველაზე მთავარია.
კარლ ფონ დაინიმმა ტაპენსის ხელი ტუჩებთან მიიტანა და
ეამბორა.

81 მკითხველთა ლიგა
– მადლობას მოგახსენებთ. რაც ბრძანეთ, სამართლიანი და
სწორია. ვეცდები თავს მოვერიო.
„ღმერთო ჩემო! – გაიფიქრა გზაში ტაპენსმა, – რა საშინელე-
ბაა, რომ აქ ჩემთვის ყველაზე სიმპათიური კაცი გერმანელია!“
ტაპენსი ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებდა. ლონდონში
გამგზავრება სულაც არ უნდოდა, მაგრამ შემოგარენში გასეირ-
ნებით რომ შემოფარგლულიყო, შეიძლება ვინმეს თვალი მოეკ-
რა და პანსიონში ეს დაუყოვნებლივ გაეგოთ. არა! მისის ბლენ-
კენსოპმა თქვა, ლონდონში მივდივარო, ჰოდა, ლონდონში გა-
ემგზავრება. ტაპენსმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი აიღო და
სალაროს რომ გაშორდა, შეილა პერენას შეეჩეხა.
– ჰელოუ! – წამოიძახა შეილამ. – მიემგზავრებით? მე კი სად-
გურში შემოვიარე, რომ ამანათის ამბავი გამეგო – სადღაც გა-
იჩხირა.
ტაპენსმა თავისი გეგმები გააცნო.
– დიახ, დიახ, გასაგებია, აკი ამბობდით, გამგზავრებას ვაპი-
რებო, – უგულისყუროდ თქვა შეილამ. – ოღონდ არ ვიცოდი,
რომ დღეს მიემგზავრებოდით. წავიდეთ, მატარებლამდე მიგა-
ცილებთ.
ქალიშვილი უჩვეულოდ გამოცოცხლებული და თავაზიანი
იყო. თავი მეგობრულად ეჭირა. ტაპენსს მატარებლის გასვლამ-
დე ემუსაიფა, „სან-სუსის“ ცხოვრების ყოველგვარ წვრილმანზე
ილაპარაკეს. ტაპენსი ფანჯარასთან იდგა და შეილას ხელს უქ-
ნევდა, სანამ ის თვალს არ მიეფარა. მერე კუპეს კუთხეში დაჯდა
და სერიოზულ საფიქრალს მიეცა. შეილა შემთხვევით აღმოჩ-
ნდა მისი გამგზავრების დროს ვაგზალზე? ეს იმის ნიშანი ხომ არ
არის, რომ მტერი ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას? იქნებ
მისის პერენას უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ენაჭარტალა

82 მკითხველთა ლიგა
მისის ბლენკენსოპი მართლა გაემგზავრა ლონდონს? ძალიან
ჰგავს, რომ ეს მართლაც ასე იყოს.
ტომისთან დათათბირება ტაპენსმა მხოლოდ მეორე დღეს
შეძლო. იმთავითვე შეთანხმებული იყვნენ, რომ მისის ბლენკენ-
სოპი მისტერ მედოუზს სანაპიროზე სეირნობის დროს შეხვდე-
ბოდა. ნაავადმყოფარი ტომი გამოკეთების პირას იყო. სკამი
ამოირჩიეს და დასხდნენ.
– რას იტყვი? – ჰკითხა ტაპენსმა.
ტომიმ დინჯად დახარა თავი.
– ზოგიერთი რამ გავიგე, მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა ძნელი
დღე იყო! კინაღამ კისერი ვიღრძე გასაღების ჭუჭრუტანაში
ჭვრიტინით.
– ეგ არაფერია! – უთანაგრძნო ტაპენსმა. – მიამბე
პირველად ოთახში მოახლე შევიდა – ლოგინი გააწყო, ოთა-
ხი დაალაგა. მერე მისის პერენა შევიდა, მაგრამ იმ დროს, როცა
მოახლეც იქ იყო – იმას რაღაც შენიშვნა მისცა. ბეტიმაც შეირბი-
ნა – თავისი ძაღლი გამოიტანა.
– მერე, მერე რა მოხდა?
– მერე ერთი კაცი შევიდა, – დინჯად თქვა ტომიმ.
– ვინ?
– კარლ ფონ დაინიმი.
– ოჰ!
ტაპენსს გული მოეწურა. მაშასადამე...
– როდის? – იკითხა ქალმა.
– მეორე საუზმის დროს. სასადილოდან სხვებზე ადრე გამო-
ვიდა და თავის ოთახში შევიდა. მერე დერეფანს ფეხაკრეფით
გამოჰყვა და შენს ოთახში შეიპარა. იქ თხუთმეტიოდე წუთი დაჰ-
ყო.
ტომი გაჩუმდა და დაუმატა:

83 მკითხველთა ლიგა
– მე მგონია, საკითხი გადაწყვეტილია.
ტაპენსმა თავი დაუქნია. დიახ, ახლა ყველაფერი ნათელი
იყო. კარლ ფონ დაინიმს შეიძლება მხოლოდ ერთი მიზეზი
ჰქონდეს, რომ მისის ბლენკენსოპის ოთახში შეიპაროს და იქ
თხუთმეტიოდე წუთი დაჰყოს. არა, რა მშვენიერი მსახიობია! რა
გულწრფელად წარმოთქვა გუშინდელი ტირადა! თუმცა გარ-
კვეული თვალსაზრისით, ალბათ, მართლაც გულწრფელი იყო.
– მენანება! – გამოცრა ტაპენსმა.
– მეც, – გამოელაპარაკა ტომი. – კარგი ბიჭია.
– ამრიგად, ზოგი რამ გაირკვა, – განაგრძო ტაპენსმა. –
კარლ ფონ დაინიმი შეილასა და დედამისთან ერთად მუშაობს.
ეტყობა, ყველაფერს მისის პერენა ხელმძღვანელობს. გარდა
ამისა, არის კიდევ ის უცხოელი ქალი, რომელიც გუშინ კარლს
ელაპარაკებოდა.
– ახლა რა ვიღონოთ?
– მისის პერენას ოთახი უნდა გავჩხრიკოთ – იქნებ იქ ხელჩა-
საჭიდ ძაფს მივაგნოთ. დიასახლისსაც თვალი ვადევნოთ: უნდა
გავიგოთ, სად დადის, ვის ხვდება. მოდი, ალბერტი გამოვიძა-
ხოთ ტომი.
ტომი ჩაფიქრდა.
ოდესღაც ალბერტი, მაშინ ჯერ კიდევ ოტელის ხელზე მოსამ-
სახურე ბიჭი, ახალგაზრდა ბირსფორდებთან ერთად მუშაობდა.
მათ საქმეებში მონაწილეობდა. მერე ბირსფორდებს ემსახურე-
ბოდა, ექვსიოდე წლის წინათ კი ცოლი შეირთო და ლონდონის
სამხრეთ ნაწილში დუქან „იხვისა და ქოფაკის“ ბედნიერი
მფლობელი გახდა.
– ალბერტი გაიხარებს, – სულმოუთქმელად განაგრძობდა
ტაპენსი. – ვაგზლის სასტუმროში დაბინავდება და თვალს ადევ-
ნებს მისის პერენას, თუ საჭირო იქნება – სხვასაც.

84 მკითხველთა ლიგა
– კარგი აზრია! ალბერტი შესაფერისი კაცია. კიდევ ერთი
რამ: იმ ცრუ პოლონელ ქალსაც უნდა ვუთვალთვალოთ. მე მგო-
ნია, ის ორგანიზაციის მეორე შტოს წარმომადგენელი უნდა
იყოს.
– სავსებით გეთანხმები. აქ ან ინსტრუქციებისთვის მოდის, ან
ინფორმაცია მიაქვს. გამოჩნდება თუ არა, რომელიმე ჩვენგანი
უკან უნდა გაჰყვეს და დაწვრილებით გაიგოს მისი ამბავი.
– მისის პერენასა და იმასთან ერთად კარლის ნომერიც რო-
გორ გავჩხრიკოთ?
– კარლის ნომერში საეჭვოა რამე ვიპოვოთ. გერმანელია,
პოლიცია შეიძლება ნებისმიერ დროს მოადგეს და გაჩხრიკოს.
ამიტომ უსათუოდ ფრთხილად იქნება და ნომერში საეჭვოს არა-
ფერს შეინახავს. პერენას ოთახის გასინჯვა გაგვიჭირდება, რო-
ცა სადმე მიდის, სახლში ჩვეულებრივ შეილა რჩება. გარდა ამი-
სა, დიასახლისის ოთახში ხშირად არის ხოლმე მისის ო’რორკი,
ხოლო კიბეზე წამდაუწუმ ადი-ჩამოდიან მისის სპროტი და ბეტი.
ტაპენსი გაჩუმდა.
– მეორე საუზმის დროს უნდა ვიმარჯვოთ, – თქვა ბოლოს, –
ვითომ არ ივარგებს, თავი რომ ამტკივდეს და ჩემს ნომერში წა-
ვიდე? არა, არ ივარგებს – ვინმე აუცილებლად მომაკითხავს,
მივხედავო. დაიცა, მომაფიქრდა! საუზმეზე ჩემ ნომერში დავიმა-
ლები, მერე ვიტყვი, თავი მტკიოდა-მეთქი.
– ხომ არ აჯობებს, ეგ საქმე მე გავაკეთო? შებრუნებულმა
ავადმყოფობამ შეიძლება ხვალვე ჩამაწვინოს ლოგინში.
– არა, გეთაყვა, მე თუ წამასწრეს დიასახლისის ოთახში, რა-
ღაცას მოვიფიქრებ და თავს დავიძვრენ: ვიტყვი, ასპირინს ან
სხვა ამგვარ რამეს ვეძებდი-მეთქი. კაცის შესვლა იმ ოთახში
მეტ ლაპარაკს გამოიწვევს.

85 მკითხველთა ლიგა
– უფრო სასკანდალოც იქნება, – გაეცინა ტომის, მაგრამ
უმალვე დადინჯდა. – უნდა ვიჩქაროთ: დღეს გაზეთებში ცუდი
ცნობებია. კვალს რაც შეიძლება მალე უნდა მივაგნოთ.
სასეირნოდ გასულმა ტომიმ ფოსტაში შეუხვია, იქიდან მის-
ტერ გრანტს დაურეკა და მოახსენა, „ბოლო ოპერაციამ წარმა-
ტებით ჩაიარა, ჩვენი მეგობარი კ. უეჭველად გარეულია საქმე-
შიო“. მერე მისტერ ბათის სახელზე დაწერა და გაგზავნა წერი-
ლი, გაზეთი იყიდა და „სან-სუსისკენ“ აუჩქარებლალ გაემართა.
მალე ორადგილიანი მანქანა წამოეწია, ტომის მისტერ ჰეიდო-
კის როხროხი ჩაესმა:
– ჰელოუ, მედოუზ! ხომ არ წაგიყვანოთ? ტომიმ მადლობა გა-
დაუხადა და მანქანაში ჩაჯდა.
– გაციებამ გაგიარათ? ერთი ხელი გოლფის თამაში შეგიძ-
ლიათ?
ტომიმ უპასუხა, სიამოვნებით ვითამაშებდიო.
– შევთანხმდით, ხვალ ექვს საათზე, კარგით? – მადლობელი
ვარ, სიამოვნებით. ჰეიდოკმა „სან-სუსის“ ჭიშკრისკენ შეუხვია.
– მშვენიერი შეილა როგორ არის?
– ჩემი აზრით, კარგად. მაგრამ მე იშვიათად ვნახულობ.
– დაგენაძლევებით, იმაზე იშვიათად, ვიდრე გინდათ, არა? –
გადაიხარხარა ჰეიდოკმა. – ლამაზი გოგოა, მაგრამ ძალიან
ხშირად ხვდება ხოლმე იმ დაწყევლილ გერმანელს. ნეტავ, რამ
მოაწონა?
– სუ! – გააფრთხილა მედოუზმა. – ხედავთ, გორაკზე ამო-
დის, უკან მოგვყვება.
– ჩემს ფეხებს, თუ მომყვება; დაე, გაიგონოს! სიამოვნებით
ვკრავდი პანჩურს მაგ მისტერ კარლს. ყველა წესიერი გერმანე-
ლი ახლა თავისი სამშობლოსთვის იბრძვის, აქეთ კი არ გამო-
რბის, რომ ხიფათს თავი დააღწიოს.

86 მკითხველთა ლიგა
– მერე რა, არც ეგ არის ცუდი: თუ ფაშისტები შემოიჭრნენ,
ერთი გერმანელით ნაკლები იქნება.
– გინდათ თქვათ, რომ ეს უკვე შემოიჭრა? ხა-ხა-ხა! კარი – გი
ნათქვამია, მედოუზ. არა, შემოჭრის მაგ ზღაპრებისა არა მჯერა.
ჩვენს ქვეყანაში არავინ არასოდეს შემოჭრილა და ვეც შემოიჭ-
რება. მადლობა ღმერთს, ფლოტი ჯერ კიდევ გვყავს.
ამ პატრიოტული დეკლარაციის მერე კაპიტანმა მანქანა დაძ-
რა და „კონტრაბანდისტთა თავშესაფრისკენ“ გააქანა.

როცა ტაპენსი „სან-სუსის“ ჭიშკარს მიადგა, ორს თორმეტი


წუთი აკლდა, გზიდან გადავიდა, ბაღი ბილიკ-ბილიკ გადაჭრა და
სასტუმრო ოთახის შემინული კარიდან სახლში უჩუმრად შეიპა-
რა. დაელოდა, ვიდრე მოახლე მარტა ჰოლში გაივლიდა, ფეხ-
საცმელები გაიხადა და კიბე ერთი ამოსუნთქვით აირბინა. მერე
თავის ოთახში შევიდა, რბილი საშინაო ტუფლები ჩაიცვა და ფე-
ხის წვერებზე შემდგარი მისის პერენას საძინებელ ოთახში შე-
იპარა.
მიმოიხედა და მიხვდა, ზიზღი ეუფლებოდა. ვერ არის სასია-
მოვნო საქმე! ხოლო თუ მისის პერენა მხოლოდ მისის პერენაა,
არასასიამოვნოს კი არა, მიუტევებელ საქმეს სჩადის სხვის პი-
რად ცხოვრებაში ჰყოფს ცხვირს...
„ომიანობის დროა“, – თავს მოერია ტაპენსი. ტუალეტის მა-
გიდასთან მივიდა, სწრაფად და ზუსტი მოძრაობით გამოსწია უჯ-
რები. დაათვალიერა, შიგ რა იყო. არაფერი! სამაგიეროდ, ბი-
უროს ერთი უჯრა თითქოს დაკეტილი იყო. ამან იმედი გაუღვიძა.
ლიჰემპტონში წამოსვლამდე ტომის ზოგიერთი იარაღი მისცეს
და დაარიგეს, როგორ მოეხმარა ისინი. ტომი ეს დარიგება ტა-
პენსს გააცნო. რამდენიმე მარჯვე ცდა და ბიურო გაიღო. შიგ აღ-
მოჩნდა ძვირფასეულობის ზარდახშა და საფულე კოლოფი, სა-

87 მკითხველთა ლიგა
დაც ქაღალდის ოციოდე გირვანქა სტერლინგი და ცოტაოდენი
ვერცხლის ფული იყო. გარდა ამისა, იქ ქაღალდების შეკვრაც
იდო. ტაპენსს სწორედ ქაღალდები აინტერესებდა. აჩქარებით
გადაათვალიერა – ცოტა დრო ჰქონდა. „სან-სუსის“ გირავნობის
ქაღალდი, ბანკის წიგნაკი, წერილები... დრო გარბოდა, ტაპენსი
სწრაფად ათვალიერებდა დოკუმენტებს, ცდილობდა რაიმე სა-
ეჭვო არ გამოჰპაროდა. იტალიიდან მეგობარი ქალის გამოგ-
ზავნილი ორი წერილი – ერთი შეხედვით, სულ უწყინარი იყო –
უსაგნო ლაყბობა ყველაფერზე და არაფერზე. ლონდონიდან გა-
მოგზავნილი ვინმე საიმონ მორტიმერის წერილი – იმდენად უმ-
ნიშვნელო შინაარსის საქმიანი ბარათი, რომ ტაპენსი გაოცდა,
ეს რა შესანახი იყოო. იქნებ მისტერ მორტიმერი არც ისე უწყინა-
რი ვინმეა, როგორც ეჩვენება. ყველაზე ქვემოთ კიდევ ერთი წე-
რილი იდო. ფერგადასული მელანი, ხელმოწერა „პატი“. ასე იწ-
ყება: „ელინ, ძვირფასო, უკანასკნელად გწერ..“
ტაპენსმა ფურცელი დაკეცა, ქაღალდები გაასწორა და ანაზ-
დად ყურები ცქვიტა, უჯრა შესწია – დაკეტვის დრო აღარ იყო...
როცა კარი გაიღო და ზღურბლზე მისის პერენა გამოჩნდა, დაბ-
ნეული ტაპენსი პირსაბანზე დაწყობილ შუშებს არჩევდა.
– ოჰ, მაპატიეთ, მისის პერენა! – მიუბრუნდა დიასახლისს მი-
სის ბლენკენსოპი, შეწუხებული და სულელური გამომეტყველე-
ბა ჰქონდა, – სასეირნოდ ვიყავი, თავი საშინლად ამტკივდა და
ასპირინის მიღება მინდოდა, მაგრამ ასპირინი ვერ ვიპოვე. ვი-
ფიქრე, არ ეწყინება-მეთქი, თუ... ვიცოდი, რომ ასპირინი გქონ-
დათ: ამასწინათ მის მინტონს მიეცით.
მისის პერენა მტკიცე ნაბიჯით შევიდა ოთახში და მკვახედ
თქვა:
– ინებეთ, მისის ბლენკენსოპ. მაგრამ რატომ არაფერი მით-
ხარით?

88 მკითხველთა ლიგა
– ცხადია, უნდა მეთქვა, მაგრამ საუზმობდით, მე კი ძალიან
არ მიყვარს ხალხის შეწუხება...
მისის პერენა პირსაბანთან მივიდა, საჭირო შუშა აიღო და ცი-
ვად იკითხა:
– რამდენი აბი გნებავთ?
მისის ბლენკენსოპმა სამი აბი სთხოვა, დიასახლისთან ერ-
თად თავის ნომრამდე მივიდა და შემოთავაზებულ სათბურაზე
მისის პერენას უარი უთხრა. გამომშვიდობებისას მისის პერენამ
თავი ვერ შეიკავა და გაკენწლა:
– ასპირინი თქვენც ხომ გაქვთ – ჩემი თვალით ვნახე!
– რა თქმა უნდა, მაქვს, – წამოიძახა ტაპენსმა, – მახსოვს,
სადღაც აქვე დავდევი, მაგრამ ვეღარ მივაგენი.
– რა გაეწყობა. სანამ ჩაი იქნებოდეს, დაისვენეთ, როგორც
წესი და რიგია, – ურჩია მისის პერენამ, დიდი თეთრი კბილები
გააელვა და ოთახიდან გავიდა. ტაპენსმა ღრმად ამოიოხრა და
ლოგინში ჩაწვა – დიასახლისი არ შემობრუნდესო. ნეტავ, იეჭვა
თუ არა? რა დიდი, თეთრი კბილები აქვს! „მალე რომ შეგსან-
სლო, საყვარელო... როცა მისის პერენას უმზერდა, ტაპენსს ყო-
ველთვის „წითელქუდას ზღაპარი“ ახსენდებოდა. ხელები? დიდ-
რონი, უხეში ხელები!
მისის პერენამ, ეტყობა, ჩვეულებრივ ამბად მიიჩნია, რომ ტა-
პენსს თავის ოთახში შეუსწრო. მაგრამ, სულ ერთია, მოგვიანე-
ბით შეამჩნევს, რომ ბიურო ჩაკეტილი არ იყო. ეჭვი გაუჩნდება,
თუ იფიქრებს, შემთხვევით თავად დამავიწყდა გასაღების გა-
დატრიალებაო? მისის პერენამ რომც შეამჩნიოს რამე, მოახლე-
ზე მიიტანს ეჭვს და არა მისის ბლენკენსოპზე. ანდა მისის ბლენ-
კენსოპმა რატომ უნდა დააეჭვოს? დიდი დადი ივარაუდოს, ზედ-
მეტად ცნობისმოყვარეაო. მეორე მხრით, თუ მისის პერენა არის

89 მკითხველთა ლიგა
„მ“, გერმანელთა ყბადაღებული აგენტი, აუცილებლად მიხვდე-
ბა, რომ კონტრდაზვერვა ადევნებს თვალს.
მისი საქციელის მიხედვით კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ
რაღაც იაზრა და ყურადღება დაძაბა? თავი სავსებით ბუნებრი-
ვად ეჭირა... თუ ასპირინის გამო ნათქვამ გესლიან შენიშვნას არ
მივიღებთ მხედველობაში. ანაზდად ტაპენსი საწოლზე წამოჯდა,
გაახსენდა, რომ მისი ასპირინი, აგრეთვე იოდი და სოდის აბე-
ბიანი შუშა საწერი მაგიდის უჯრაში იყო, იქ ღრმად შეჩურთა,
როცა ჩემოდანი ამოალაგა.
ისე გამოდიოდა, რომ მხოლოდ ის არ აფათურებდა ხელს
სხვის ოთახში. პირველად მისის პერენა იყო მის ნომერში,

90 მკითხველთა ლიგა
თავი მეშვიდე

მეორე დღეს ლონდონში მისის სპროტი მიემგზავრებოდა.


ვერც კი მოასწრო მოიარებით იმის თქმა, ბეტის დამტოვებე-
ლი არავინ მყავსო, რომ ყველამ მაშინვე თავისი სამსახური შეს-
თავაზა. როცა მისის სპროტმა ერთხელ კიდევ დაარიგა გოგონა,
ჭკუით იყავიო, და „სან-სუსის“ დატოვა, ბეტი უმალვე ჩააფრინდა
ტაპენსს, რომელმაც დილის მორიგეობა იკისრა.
– ითამასოს! – მოითხოვა გოგონამ. -– ითამასოს დამალო-
ბა!
გოგონა დღითი დღე უკეთ ლაპარაკობდა, მომხიბლავი ჩვევა
გაუჩნდა, თავს გვერდზე გადასწევდა, მოსაუბრეს თვალწარმტაც
ღიმილს შეანათებდა და ეტყოდა „გეთაკვა!“ ტაპენსს სასეირნოდ
უნდოდა წაეყვანა, მაგრამ ძლიერი წვიმა დაიწყო. ამიტომ მისის
სპროტის ოთახში გადავიდა, სადაც ბეტი მაშინვე კომოდს ეცა,
რომლის ქვედა უჯრაშიც მისი სათამაშოები ინახებოდა.
– ბონზოს დამალობანა ვეთამაშოთ?
მაგრამ ბეტიმ გადაიფიქრა.
– წაიკითხოს ზღაპალი, – სთხოვა გოგონამ.
ტაპენსმა უჯრიდან გვარიანად შელანძღული წიგნი ამოიღო,
მაგრამ ბეტიმ იწივლა:
– ალა... ალა... ცუთია...
გაკვირვებულმა ტაპენსმა ჯერ გოგონას შეხედა, მერე წიგნზე
გადაიტანა მზერა. ეს იყო „პატარა ჯეკ ჰორნერის ამბავი“, ფე-
რადნახატებიანი წიგნი.
– განა ჯეკი ცუდი ბიჭი იყო? – ჰკითხა ბეტის, – იმიტომ ხომ
არა, რომ ქლიავი მოიპარა?
91 მკითხველთა ლიგა
– ცუთია! – ენერგიულად გაიმეორა ბეტიმ, ტიტანური ძალა
მოიკრიბა და აუხსნა: – ჭუჭიანია!
ეს უთხრა, წიგნი ჩამოართვა და თავის ადგილას დადო, უჯრი-
დან სხვა წიგნი ამოიღო, ხალისიანად გაიღიმა და თქვა:
– წაიკითხოს!
ტაპენსი ყველაფერს მიხვდა: ძველი, დაფლეთილი და დათ-
ხვრილი წიგნების სანაცვლოდ ბეტის ახალი წიგნები ჰქონდა.
გაეღიმა: მისის სპროტი თურმე „ჰიგიენის თაყვანისმცემელი“
ქალების ჯიშს განეკუთვნებოდა. ამ ქალებს გამუდმებული შიში
აქვთ, ბავშვი მიკრობებმა არ დააავადონ, რამე გაურეცხავი არ
შეჭამონ ან პირში ჭუჭყიანი სათამაშო არ ჩაიდონ. თვითონ ტა-
პენსი სოფლის ჯანსაღ გარემოში იყო გაზრდილი და ამ გადამე-
ტებულ შიშს აბუჩად იგდებდა, თავისი ორივე ბავშვი ჭუჭყის „გო-
ნივრულ რაოდენობას“ მიაჩვია. მიუხედავად ამისა, გოგონას
მორჩილად გამოართვა „ჯეკ ჰორნერის“ სუფთა ეგზემპლარი და
კითხვა დაიწყო, წაკითხულს სათანადო კომენტარს უკეთებდა.
მერე წაუკითხა „ბატებო, ბატებო, საით მიდიხართ?“, ამას მიაყო-
ლა „წყლიდან გამოსული დედაბერი“, რის შემდეგაც ბეტიმ წიგ-
ნების დამალვა დაიწყო, ტაპენსი კი დიდხანს ეძებდა თითოეულ
მათგანს, რითაც გოგონა აღტაცებაში მოიყვანა.
დილა მალე გაილია. ტაპენსმა ბეტი ასაუზმა და დასაძინებ-
ლად დააწვინა. სწორედ ამ დროს იგი მისის ო'რორკმა თავის
ოთახში მიიპატიჟა.
ირლანდიელის ოთახში უწესრიგობა სუფევდა. პიტნის კვერუ-
კებისა და გამხმარი კექსის სუნს ნაფტალინის სუსტი არომატი
შერეოდა. ორივე მაგიდაზე გამოფენილი იყო ბავშვების – მისის
ო’რორკის შვილების, შვილიშვილების, ძმისშვილების, დისშვი-
ლების – გოგონების და ბიჭების სურათები. იმდენი სურათი იყო,

92 მკითხველთა ლიგა
ტაპენსს მოეჩვენა, თეატრში ვიქტორიანული ეპოქის დასასრუ-
ლის რეალისტურ სპექტაკლს ვუყურებო.
– ძალიან გეხერხებათ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა,
მისის ბლენკენსოპ, – თავაზიანად უთხრა მისის ო’რორკმა.
– იცით, ჩემი ორი... – დაიწყო ტაპენსმა.
– ორი? – გააწყვეტინა ო'რორკმა. – მე კი ისე გავიგე, თით-
ქოს სამი ბიჭი უნდა გყავდეთ.
– რა თქმა უნდა, სამი მყავს. მაგრამ უმცროსები თითქმის თა-
ნატოლები არიან. პირველად ისინი გამახსენდა.
– ა-ა, გასაგებია! დაბრძანდით, რატომ დგახართ, მისის
ბლენკენსოპ, ისე მოიქეცით, ვითომც თქვენს სახლში იყოთ.
ტაპენსი მორჩილად დაჯდა, გულში კი გაჰკრა, ნეტავ, ამ ირ-
ლანდიელ მოხუც ქალთან როცა ვარ, გუნება რატომ მიფუჭდება,
ალბათ ასეთივე გრძნობა ჰქონდათ გენზელსა და გრეტელს,
როცა კუდიანმა ისინი ოთახში მიიწვიაო.
– ახლა კი მითხარით, რა აზრისა ხართ პანსიონზე? – მოით-
ხოვა მისის ო’რორკმა.
ტაპენსმა ხოტბა შეასხა პანსიონს, მაგრამ ირლანდიელმა
უცერემონიოდ გააწყვეტინა:
– მაგას არ გეკითხებით. არ გეჩვენებათ, რომ აქ ყველაფერი
უცნაურად გამოიყურება?
– უცნაურად? არა, არ მეჩვენება.
– მისის პერენაზე რას იტყვით? გამოტყდით, იმისი ამბავი გა-
ინტერესებთ. მე ხომ ვხედავ, რომ სულ უთვალთვალებთ.
– ეგ... ეგ ძალიან საინტერესო ქალია, – წამოწითლდა ტაპენ-
სი.
– სულაც არა, – მოუჭრა მისის ო'რორკმა. – ერთი ჩვეულებ-
რივი ქალია, თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ის არის, როგორ-

93 მკითხველთა ლიგა
საც ვხედავთ, მაგრამ შეიძლება ასეთად მხოლოდ გვეჩვენება.
ეს გქონდათ მხედველობაში?
– სიმართლე გითხრათ, არ მესმის თქვენი, მისი ო’რორკ.
– ნუთუ არ იცით, გარეგნობა რა მაცთუნებელია. აი, მაგალი-
თად, მისტერ მედოუზი. იდუმალებით მოცული კაცია. ზოგჯერ
ვფიქრობ ხოლმე: პირწავარდნილი ინგლისელი – ნამდვილი
რეგვენია-მეთქი. მერე მის სიტყვას ან მზერას დავიჭერ და რეგ-
ვენს სულაც აღარა ჰგავს. განა საოცარი არ არის?
– ჩემი აზრით, მისტერ მედოუზი ნამდვილი ბრიტანელია, –
მტკიცედ უპასუხა ტაპენსმა და ფანჯრისკენ იბრუნა პირი.
ამ დედაბერმა სიცოცხლე გაუმწარა. როგორ ემარჯვება შიში-
სა და მღელვარების ატმოსფეროს შექმნა! „თავს ისე ვგრძნობ,
თითქოს კატის კლანჭებში გამომწყვდეული ვიყო,– ბაღს გაჰყუ-
რებდა და ფიქრობდა ტაპენსი. – ეს ვეება, მონუმენტური ქალი
ზის თავისთვის და იღიმება, ლამის აკრუტუნდეს, შენ კი გეჩვენე-
ბა, ვითომც ისეთ რაღაცას ეთამაშება, რაც მის თითებს თავს ვერ
დააღწევს... რა სისულელეა! ეს სულ ფანტაზიის ოინებია“.
წვიმამ გადაიღო. მიწაზე წყნარად ტკაპუნებდა ხის ტოტები-
დან ჩამოცვენილი წვეთები. „არა, ჩემი ფანტაზია აქ არაფერ შუ-
აშია. ფანტაზიორი სულაც არა ვარ. რაღაც ბოროტებას ასხივებს
ეს ქალი, რომ შემაძლებინა და...“ ანაზდად ტაპენსს ფიქრთა
მდინარება გაუწყდა.
ბაღის სიღრმეში ბუჩქები შეირხა და მათ შორის ადამიანის
სახე გაკრთა. ის უცხოელი ქალი იყო, გზაზე ფონ დაინიმს რომ
ელაპარაკებოდა. ქალი მალულად უთვალთვალებდა სახლს. სა-
ხეზე არაფერი ეხატებოდა და ამავე დროს – კი, კი, უსათუოდ –
რაღაც მუქარა მაინც იგრძნობოდა. უძრავი, უწყალო სახე! იგ-
რძნობოდა რაღაცნაირი ხორცშესხმული ძალა, „სან-სუსის“ ყო-
ველდღიური, ბანალური ცხოვრებისადმი მტრულად განწყობი-

94 მკითხველთა ლიგა
ლი. ამ აზრებმა ტაპენსს ელვის სისწრაფით გაურბინა. ფიცხლად
შემობრუნდა, ბოდიშიო, წაიბუტბუტა, ოთახიდან გაჩქარებული
გავიდა, კიბე ჩაირბინა და ბილიკს სირბილით გაუყვა იქით, სა-
დაც იმ ქალის სახეს მოჰკრა თვალი. მაგრამ იქ აღარავინ იყო.
ტაპენსი ბაღიდან გავიდა და გორაკის ფერდობები შეათვალი-
ერა. არავინ იყო. სად გაქრა ის ქალი? იქნებ მოელანდა? არა,
უცნობი ცხადლივ დაინახა.
ტაპენსმა ყველა ბუჩქი მოჩხრიკა, სულ გაიწუწა, მაგრამ უც-
ნობის კვალიც არსად იყო. მერე სახლისკენ გაემართა, ისეთი
ბუნდოვანი წინათგრძნობა გაუჩნდა, რომელიც უფრო შიშს ჰგავ-
და. რაღაც უნდა მოხდეს! მაგრამ რა? ამის ამოცნობა ვერ შეძ-
ლო, ვერასგზით ვერ შეძლო,

გამოიდარა. მის მინტონი ბეტის აცმევდა, სასეირნოდ უნდა


წაეყვანა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ქალაქში წასულიყვნენ და იქ
ცელულოიდის იხვი ეყიდათ – ბეტის აბაზანაში ჩასვამდნენ სა-
ცურაოდ. აგზნებული გოგონა ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მის
მინტონმა დიდი წვალებით გადააცვა შალის პულოვერი. ბოლოს
და ბოლოს აჭიკჭიკებულმა ბეტიმ და მის მინტონმა როგორც იქ-
ნა პანსიონიდან გააღწიეს. ჰოლში, მარმარილოს მაგიდაზე, ტა-
პენსმა ორი ღერი ასანთი შენიშნა, ერთი მეორეზე ჯვარედინად
გადებული და დაასკვნა, რომ მისტერ მედოუზი დღეს მისის პე-
რენას უთვალთვალებდა. ტაპენსი სასტუმრო ოთახში შევიდა,
სადაც საშუალება მიეცა ცოლ-ქმარ კეილის საზოგადოებით
დამტკბარიყო..
მისტერ კეილი გაღიზიანებული იყო. ლიჰემპტონში იმიტომ
ჩამოვიდა, რომ აქ მშვიდად დასვენების საშუალება ჰქონოდა.
მაგრამ სიმშვიდე რა სახსენებელია, როცა სახლში ბავშვია? დღე

95 მკითხველთა ლიგა
არ არის, ამ გოგოს წიოკი არ გაუდიოდეს, წინ და უკან არ დარ-
ბოდეს და თავზე არ გახტებოდეს...
ცოლმა წყნარად შენიშნა, ბეტი საყვარელი გოგონააო, მაგ-
რამ ქალს ნათქვამი არ მოუწონეს.
– უთუოდ, უთუოდ, – უპასუხა მისტერ კეილიმ. – მაგრამ დე-
დამისმა უნდა მოახერხოს, რომ გოგონამ არ იხმაუროს, აქ
ავადმყოფი ხალხია, სიწყნარე ესაჭიროებათ.
– ამ ხნის ბავშვს იოლად ვერ გააჩუმებ, – შეეპასუხა ტაპენსი.
– ეს არაბუნებრივი იქნება. ბავშვი თუ არ ხმაურობს, რაღაცა
რიგზე ვერა აქვს.
– სისულელეა, სისულელე! ყველაფერი თანამედროვე უაზ-
რო აღზრდის ბრალია, – აბუზღუნდა მისტერ კეილი. – ბავშვს
იმის ნება არ უნდა მისცე, რისი გაკეთებაც უნდა. ბავშვი უნდა მი-
აჩვიო, რომ წყნარად იჯდეს – თოჯინებს მოუაროს, წიგნები
იკითხოს და ასე შემდეგ.
– ბეტი ჯერ სამი წლისაც არ არის, – გაიღიმა ტაპენსმა. – წიგ-
ნები იკითხეო, ვერ მოსთხოვ.
– სულ ერთია, მშობელმა რაღაც უნდა იღონოს: ერთი მისის
პერენას უნდა მოველაპარაკო. დღეს, მაგალითად, გოგონამ დი-
ლის შვიდ საათზე დაიწყო სიმღერა, ჯერ ისევ ლოგინში იწვა. მე
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, მხოლოდ დილით ჩავ-
თვლიმე, ჰოდა ხმაურმა, ცხადია, მაშინვე გამაღვიძა.
– კერძო საავადმყოფოში რატომ არ გადადიხართ? – ჰკითხა
ტაპენსმა.
– ძვირიც ღირს, ქალბატონო, და არც გარემოა შესაფერისი:
საავადმყოფოს ატმოსფერო უარყოფითად მოქმედებს ჩემს
ქვეცნობიერებაზე.
– ექიმმა გვირჩია, სასიამოვნო საზოგადოებაში გაერიეთ,
ნორმალურად იცხოვრეთო, – აუხსნა მისის კეილიმ. – ასე გვით-

96 მკითხველთა ლიგა
ხრა, ქალაქგარეთ კი ნუ იქირავებთ სახლს, პანსიონში იცხოვ-
რეთ: იქ მისტერ კეილის საზრუნავი არაფერი ექნება და სხვა
მდგმურებს თავის აზრებსაც გაუზიარებსო.
– მართლა, აზრის გაზიარებამ გამახსენა, – მარჯვედ შეცვა-
ლა თემა ტაპენსმა. – ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ,
როგორ ცხოვრობს ხალხი გერმანიაში? ერთხელ როგორღაც
თქვით, რომ ბოლო წლებში იქ ხშირად იყავით. თქვენისთანა გა-
მოცდილი, ნავალი კაცის თვალსაზრისი მაინტერესებს. გვიამ-
ბეთ, სინამდვილეში როგორ ცხოვრობენ გერმანელები?
მისტერ კეილი ხელად წამოეგო ანკესს და გრძელი მონო-
ლოგი წამოიწყო. ტაპენსი მხოლოდ დროდადრო ჩაურთავდა
ხოლმე: „ოჰ, რა საინტერესოა!“ ანდა „რა ფხიზელი თვალი
გაქვთ!“ მაგრამ ამჯერად მართლა ყურადღებით უსმენდა. ამ ინ-
ტერესით ფრთაშესხმულმა მისტერ კეილიმ აშკარად გამოამ-
ჟღავნა, რომ ნაციზმის თაყვანისმცემელი იყო და კინაღამ პირ-
დაპირ თქვა, გერმანია და ინგლისი ერთმანეთს კი არ უნდა
ეკინკლავებოდნენ, უნდა გაერთიანდნენ დანარჩენ ევროპასთან
საომრადო. მონოლოგს, რომელიც თითქმის ორ საათს გაგ-
რძელდა, ბოლო არ ექნებოდა, მის მინტონი და ბეტი რომ არ
დაბრუნებულიყვნენ. გოგონას ცელულოიდის იხვი ჩაეკრა გულ-
ში. ტაპენსმა მისის კეილის შეავლო თვალი და მის სახეზე უცნა-
ური, ძნელად ამოსაცნობი გამომეტყველება დაიჭირა. ეს შეიძ-
ლება ყოფილიყო ყოვლად მისატევებელი ეჭვიანობა ერთი ქა-
ლისა მეორის მიმართ, რომელმაც მისი ქმრის ყურადღება მიიპ-
ყრო, ან იმის შიში, რომ მისტერ კეილიმ მეტისმეტად გულახდი-
ლად გამოთქვა თავისი პოლიტიკური შეხედულებები.
„სან-სუსის“ მდგმურები ჩაის შეექცეოდნენ, როცა ლონდონი-
დან მისის სპროტი დაბრუნდა.

97 მკითხველთა ლიგა
– იმედია, ბეტის კარგად ეჭირა თავი და არავინ შეუწუხებია?
კარგი გოგონა იყავი, ბეტი? – უმალ იკითხა მისის სპროტმა.
მერე მისის სპროტი მაგიდას მიუჯდა და სულმოუთქმელად
მოჰყვა, რა იყიდა ლონდონში, რა ჭყლეტას გაუძლო მატარე-
ბელში. იმასთან ერთად ვაგონში ყოფილა საფრანგეთიდან ჩა-
მოსული ერთი ჯარისკაცი, რომელმაც მგზავრებს თურმე ბევრი
საინტერესო რამ უამბო. საგალანტერიო მაღაზიის გამყიდველს
კი მისის სპროტისთვის უთქვამს, ნორმას მალე ქალის წინდებ-
ზეც დააწესებენო.
ერთი სიტყვით, მაგიდასთან სავსებით ჩვეულებრივი საუბარი
გაიმართა. მერე იგი ვერანდაზეც გაგრძელდა. მზემ გამოიხედა,
დილის წვიმა დავიწყებას მიეცა. ბეტი ვერანდის ახლოს დაცუნ-
ცულებდა, იდუმალი სახით შეძვრებოდა ხოლმე ბუჩქებში და
იქიდან ბღუჯა-ბღუჯა გამოჰქონდა ხან დაფნის ფოთლები, ხან
კენჭები, რომლებსაც უფროსთაგან რომელიმეს კალთაში უყრი-
და და თავის გაუგებარ ენაზე რაღაცას ტიკტიკებდა. საბედნი-
ეროდ, ეს თამაში უფროსების ჩარევას არ მოითხოვდა და ისინი
ასეთი შემთხვევისათვის შესაფერისი წამოძახილებით კმაყო-
ფილდებოდნენ: „ოჰ, რა ლამაზია, ჩემო გოგონი!“ „მართლა?
რას ამბობ!“ და ასე შემდეგ.
ალბათ უფრო უწყინარი და მშვიდი საღამო პანსიონში ადრე
არც ყოფილა: ენის ფხანა, ჭორები, საომარი მოქმედების გამო
გამოთქმული მოსაზრებანი.
ანაზდად მისის სპროტმა საათს დახედა.
– ღმერთო ჩემო, მალე შვიდი იქნება! ბავშვს რა ხანია უნდა
ეძინოს. ბეტი! ბეტი!
უფროსებმა მხოლოდ ახლა შენიშნეს, რომ გოგონა კარგა ხა-
ნი იყო ვერანდაზე არ გამოჩენილა.

98 მკითხველთა ლიგა
– ბეტი! – სულ უფრო მოუთმენლად ეძახდა მისის სპროტი. –
სად დაიკარგე?
– უთუოდ რაღაცას ეშმაკობს, – ბოხი ხმით თქვა მისის
ო’რორკმა და ჩაიცინა, – ბავშვი რომ გაიტრუნება, ელოდეთ,
ამას რაღაც სიცელქე მოჰყვება.
– ბეტი! მოდი აქ!
– პასუხი არ იყო. გაღიზიანებული მისის სპროტი ფეხზე , წა-
მოდგა.
– უნდა მოვძებნო. ვერ გამიგია, სად დაიკარგა.
მის მინტონმა ივარაუდა, სადმე დაიმალებოდაო, ტაპენსმა
კი თავისი ბავშვობა გაიხსენა და ურჩია, სამზარეულოში მოძებ-
ნეო. მაგრამ ბეტი არც სახლში იყო და არც ეზოში. ქალებმა მთე-
ლი ბაღი მოიარეს, ყველა ოთახში შეიხედეს. ბავშვი არსად იყო.
– საძაგელი გოგო! – გაჯავრდა მისის სპროტი. – საძაგელი!
როგორ ფიქრობთ, გზაზე ხომ არ გავიდოდა?
მისის სპროტი და ტაპენსი ჭიშკარში გავიდნენ და გორაკის
ფერდობი მოათვალიერეს. არსად სულიერის ჭაჭანება არ იყო.
მხოლოდ მოპირდაპირე სახლის კართან დუქნის მსახური ბიჭი
დაყრდნობოდა ველოსიპედს და მოახლეს ელაპარაკებოდა. ტა-
პენსის რჩევით ქალებმა გზა გადაჭრეს და შეშფოთებულმა დე-
დამ იმ ბიჭსა და მოახლეს ჰკითხა, რომელიმეს პატარა გოგონა
ხომ არ გინახავთო. ორივემ თავი გააქნია, მაგრამ მოახლემ
უცებ გაიხსენა:
– კუბოკრული მწვანე კაბა ეცვა? – დიახ, დიახ, – მოუთმენ-
ლად დაუმოწმა მისის სპროტმა.
– კი, ვნახე, ნახევარი საათი იქნება, ქვემოთ მიდიოდა ვიღაც
ქალთან ერთად.
– ქალთან ერთად? რომელ ქალთან ერთად? – ჩაეკითხა გა-
ოცებული მისის სპროტი.

99 მკითხველთა ლიგა
– როგორ გითხრათ? – დაიბნა მოახლე. – მგონი, უცხოელი
უნდა იყოს, ძალიან უჩვეულო შესახედავია: ადამიანივით არ აც-
ვია, შლაპა კი არ ახურავს, რაღაც შალისდაგვარი აქვს მოხვე-
ული, სახეც უცნაური აქვს. ერთი-ორჯერ მყავს ნანანი და სიმარ-
თლე რომ გითხრათ, მაშინვე ვიფიქრე, ცოტა შერეკილი უნდა
იყოს-მეთქი.
ტაპენსს უმალ გაახსენდა სახე, დღისით ბუჩქებში რომ და-
ლანდა და ის წინათგრძნობა, მაშინ რომ დაეუფლა. რას იფიქ-
რებდა, რომ უცნობს ბეტი აინტერესებდა. გაუგებარია... მაგრამ
ტაპენსს ფიქრი არ დასცალდა – მისის სპროტს კინაღამ გული
შეუღონდა, ხელი რომ არ შეეშველებინა, დაეცემოდა.
-ბეტი, ჩემი გოგონა!.. მომტაცეს! ის ქალი... ვინ უნდა იყოს?
ბოშა?
ტაპენსმა ენერგიულად გააქნია თავი.
– არა, ქერა ქალია, ძალიან თეთრი ქალი. პირმრგვალი,
ყვრიმალებიანი, ლურჯთვალა, – და რომ დაინახა, მისის სპრო-
ტი გაოგნებული მომჩერებიაო, სასწრაფოდ აუხსნა: – ეგ ქალი
დღისით ვნახე, ბაღში იყო, ბუჩქებიდან იჭვრიტებოდა. უფრო ად-
რეც შევნიშნე, რომ „სან-სუსის“ გარშემო დაბორიალობდა, ერ-
თხელ ფონ დაინიმს ელაპარაკებოდა. დიახ, დიახ, ეს ის ქალია.
– ღმერთო! – ამოიკვნესა მისის სპროტმა, – რა ვქნა?
– ჯერ შინ შევიდეთ, – ხელი მოხვია ტაპენსმა. – ცოტაოდენი
ბრენდი მოსვით, დამშვიდდით, მერე პოლიციაში დავრეკოთ.
ყველაფერი კარგად იქნება. მოვძებნით ბეტის.
– ვერ გამიგია, ბეტი როგორ გაჰყვა უცხო ქალს, – იმეორებ-
და დაბნეული მისის სპროტი და ტაპენსს მორჩილად მიჰყვებო-
და. – ეგ საშინელი ქალი ნამდვილად გერმანელი იქნება, მო-
მიკლავს ბეტის, – ასლუკუნდა მისის სპროტი.

100 მკითხველთა ლიგა


– სისულელეა! – გააწყვეტინა ტაპენსმა. – ყველაფერი კარ-
გად იქნება. მე მგონია, ის ქალი არანორმალური უნდა იყოს.
თავის სიტყვებისა იოტისოდენადაც არ სჯეროდა. იმ ქალს სუ-
ლით ავადმყოფისა რა ეტყობოდა? შეუძლებელია ასე ყოფილი-
ყო! კარლი! ნეტავ თუ იცის, რაც მოხდა? თუ ისიც მოტაცების მო-
ნაწილეა?
რამდენიმე წუთის შემდეგ ტაპენსს ეჭვი შეეპარა, რომ მისი
მოსაზრებები სამართლიანი იყო. ბეტის დაკარგვამ კარლ ფონ
დაინიმი სხვა მდგმურებზე ნაკლებად როდი შეაძრწუნა. ყურს არ
უჯერებდა და ერთიანად გაოგნებული ჩანდა. ფაქტები დაადგი-
ნეს თუ არა, საქმეს მაიორი ბლეჩლი ჩაუდგა სათავეში.
– კმარა, კმარა, ქალბატონო! – შეაჩერა მაიორმა მოტირალი
მისის სპროტი, – გრცხვენოდეთ! ერთი ყლუპი ბრენდი მოსვით
– არ გაწყენთ. მე კი ახლავე პოლიციას დავუკავშირდები.
– დაიცათ, – აღმოხდა მისის სპროტს. – იქნებ ოთახში... –
ფეხზე წამოვარდა, კიბე აირბინა და დერეფანში თავის ნომრისა-
კენ გაექანა. ერთი წუთის მერე კიბის ბაქანზე ისევ გაისმა ფეხის
ხმა. მისის სპროტმა გიჟივით ჩამოირბინა კიბე და მაიორ ბლეჩ-
ლის, რომელსაც ტელეფონის მილი უკვე აეღო, ხელში ეცა.
– არა, არა! ნუ იზამთ! – ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა.
ყველა გარს შემოეხვია. როგორც იქნა, მისის სპროტი თავს
მოერია და მდგმურებს რაღაც ქაღალდი გაუწოდა.
– ეს ქაღალდი იატაკზე ეგდო ჩემს ოთახში. ქვაზე დაუხვევი-
ათ და ფანჯრიდან შემოუგდიათ.
ტაპენსმა ქაღალდი გამოართვა და გაშალა. გაკრული ხელით
იყო ნაწერი, ასოები დიდი, ტლანქად მოხაზული, ეტყობოდა, ინ-
გლისელის ნაწერი არ იყო.

101 მკითხველთა ლიგა


„ბავშვი საიმედო ადგილასაა. როცა საჭირო იქნება, გაცნო-
ბებთ, რა უნდა გააკეთოთ. თუ პოლიციას შეატყობინებთ, ბავშვს
მოვკლავთ. არავისთან სიტყვა არ დაგცდეთ. მითითებას და-
ელოდეთ. არადა...“

ხელმოწერის მაგივრად თავის ქალა და ძვლები იყო დახატუ-


ლი.
ყველა ერთად აყაყანდა. „ბინძური მკვლელები!“ – დაიქუხა
მისის ო’რორკმა. „არამზადები! – გაეპასუხა შეილა პერენა.
„წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი! ერთი სიტყვისაც არა მჯე-
რა. სასტიკი, საზიზღარი ხუმრობაა!“ – იფეთქა მისტერ კეილიმ.
„საწყალი გოგონა!“ – დაიწივლა მის მინტონმა. „დაუჯერებელი
ამბავია“ დაილუღლუღა კარლ ფონ დაინიმმა.
– სისულელე და უაზრობაა! – ყველა ხმა გადაფარა ბლეჩ-
ლიმ. – დაშინებას გვიპირებენ. დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ
პოლიციას. ხელად გაარკვევენ ყველაფერს. – თქვა ეს და ისევ
ტელეფონისკენ გაემართა, მაგრამ შეძრწუნებული დედის კი-
ვილმა შეაჩერა:
– ბავშვს მომიკლავენ!
– სისულელეა, ვერ გაბედავენ.
– არა, არა, არ დარეკოთ. მე დედა ვარ, მე უნდა გადავწყვი-
ტო.
ჰოლში ფეხის ხმა გაისმა, შემოვიდა სახეშეფაკლული მისის
პერენა. ეტყობოდა, ძალიან მალე ამოიარა ფერდობი...
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა მბრძანებლურად. ახლა
პანსიონის თავაზიანი დიასახლისი კი არა, უბრალოდ ძლიერი,
თავდაჯერებული ქალი იყო.

102 მკითხველთა ლიგა


დაბნეულად აუხსნეს, რაც მოხდა, ერთმანეთს არ აცლიდნენ
სიტყვის თქმას, მაგრამ მისის პერენა მაშინვე ჩაწვდა საქმის
არსს.
– პოლიცია? ახლა ვერ გვიშველის, – განაცხადა კატეგორი-
ულად, – ხელისუფალნი სისულელეს ჩაიდენენ, ჩვენ კი რისკის
გაწევის ნება არა გვაქვს. სამართალი თქვენ თვითონ გააჩინეთ.
თვითონ მოძებნეთ ბავშვი.
– ჰეიდოკი! – წამოიძახა ბლეჩლიმ, – აი, ვინ გვიშველის,
მანქანაც ჰყავს. თქვენ ამბობდით, ის ქალი უცნაური შესახედაო-
ბისააო? თანაც უცხოელიაო? მაშ, აუცილებლად შეამჩნევდნენ,
ეს კი კვალია, რომელსაც გავყვებით. წამოხვალთ, მედოუზ?
მისის სპროტი წამოდგა.
– მეც თქვენთან ვიქნები.
– რას ამბობთ, ქალბატონო! ეს საქმე ჩვენ მოგვანდეთ.
– მეც წამოგყვებით.
– რა გაეწყობა... – დაუთმო მაიორმა, თავისთვის კი ჩაიბუზ-
ღუნა, ძუ ყოველთვის უფრო საშიშია, ვიდრე ხვადიო.
ჰეიდოკმა, როგორც ჭეშმარიტმა მეზღვაურმა, ვითარება ხე-
ლადვე შეაფასა და ყველანი მანქანაში ჩასვა. ტომი კაპიტნის
გვერდით დაჯდა. უკან ბლეჩლი, ტაპენსი და მისის სპროტი დას-
ხდნენ, ეს უკანასკნელი ერთი წუთითაც არ იცილებდა მისის
ბლენკენსოპს, რომელიც, თუ კარლ ფონ დაინიმს არ ჩათვლიდა
კაცი, ერთადერთი იყო, ვინც სახით იცნობდა ბავშვის მომტაცე-
ბელ იდუმალ ქალს.
ჰეიდოკი ყველაფერს სწრაფად აკეთებდა – საქმის მოფიქრე-
ბაც სწრაფად იცოდა და მოქმედებაც. ავზი წამში აავსო ბენზი-
ნით, ბლეჩლის საგრაფოს რუკა და ლიჰემპტონის უფრო დიდ-
მასშტაბიანი რუკა მიაჩეჩა, და უკვე მზად იყო გზას დასდგომო-
და, რომ უეცრად მისის სპროტს რაღაც გაახსენდა და თავის

103 მკითხველთა ლიგა


ოთახში გაიქცა – ალბათ, პალტოს წამოღება უნდოდა. მაგრამ
მანქანაში რომ ჩაჯდა და ქვემოთ დაეშვნენ, მისის სპროტმა ჩან-
თა გახსნა და ტაპენსს პატარა პისტოლეტი უჩვენა.
– მაიორ ბლეჩლის ოთახში ავიღე, – თქვა ხმადაბლა, – გა-
მახსენდა, ამასწინათ თქვა, პისტოლეტი მაქვსო.
– რად გინდათ, განა აპირებთ... – გაუბედავად წამოიწყო ტა-
პენსმა.
– შეიძლება გამომადგეს, – სიტყვა გააწყვეტინა მისის
სპროტმა და თხელი ტუჩები მოკუმა.
გაოცებული ტაპენსი იჯდა და ფიქრობდა, რა საოცარ ძალას
სძენს დედობა ყველაზე ჩვეულებრივ ქალსაც კი. ნორმალურ ვი-
თარებაში მისის სპროტი ხელსაც არ ახლებდა პისტოლეტს, –
ოჰ, იცით, როგორ ეშინია იარაღის? ახლა კი, ტაპენსს ეჭვიც
აღარ ეპარებოდა, – თვალს არ დახამხამებდა, ისე მოკლავდა
კაცს, რომელმაც მისი ბავშვის ხელყოფა გაბედა.
ჰეიდოკმა შესთავაზა, ჯერ ვაგზალზე გავიდეთო. ბოლო მატა-
რებელი ლიჰემპტონიდან ოციოდე წუთის წინ გავიდა. ვაგზალზე
ჯგუფი გაიყო: ჰეიდოკმა ბანის კონტროლიორის გამოკითხვა
იკისრა, ტომი – მოლარის, ბლეჩლიმ – ბარგის მზიდავების, ტა-
პენსი და მისის სპროტი ქალთა ოთახში შევიდნენ: იქნებ გამ-
გზავრებამდე უცნობი ამ ოთახში იყო, რომ ტანსაცმელი გამოეც-
ვალა და რამდენადმე გარეგნობა შეეცვალა.
ძებნამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ამოცანა გართულ-
და. სად გაეგრძელებინათ ძებნა? როგორც ჩანს, გამტაცებელს
მანქანა უცდიდა, ივარაუდა ჰეიდოკმა, ბეტი რომ დაიყოლია, წა-
მომყევიო, ალბათ მაშინვე მანქანაში ჩასვა და გაემგზავრა. ამის
საპასუხოდ ბლეჩლიმ განაცხადა, სწორედ ამიტომ გვჭირდება
პოლიციის დახმარება: ქვეყნის ყველა კუთხეში გაგზავნის შე-
კითხვებს და ყველა გზას გადაკეტავსო.

104 მკითხველთა ლიგა


ამ დროს ტანმორჩილი, პენსნეიანი კაცი მიუახლოვდათ და
გაუბედავად და ენის ბორძიკით თქვა:
– მაპატიეთ... შემთხვევით გავიგონე, რას ეკითხებოდით ბარ-
გის მზიდავს (კაცი მაიორ ბლეჩლის მიუბრუნდა), ო, არ იფიქ-
როთ, ყურს კი არ გიგდებდით... უბრალოდ იმისთვის მოვედი,
რომ ამანათის ამბავი მეკითხა – ახლა ამანათი საოცრად იგვი-
ანებს. ცხადია, მესმის – ჯარების გადაადგილება ხდება –– მაგ-
რამ მაინც ძალიან საწყენია, როცა აღარ გაღირსებენ ხოლმე –
ამანათზე მოგახსენებთ. ამრიგად, შემთხვევით გავიგონე... მარ-
თლაც რომ საოცარი დამთხვევაა...
მისის სპროტი კაცს ჩაებღაუჭა.
– გოგონა ნახეთ? ჩემი გოგონა ნახეთ?
– თქვენი გოგონა იყო? აბა, ვინ იფიქრებდა!
– ყველაფერი გვიამბეთ, გეთაყვა, რაც ნახეთ, – ჩაერია ტა-
პენსი. – და რაც შეიძლება, მალე. დიდად მადლიერი დაგრჩე-
ბით.
– ცხადია, შეიძლება შემეშალოს, მაგრამ ნიშნები ისე ემ-
თხვევა თქვენს აღწერილს...
ტაპენსი გრძნობდა, როგორ თრთოდა მისის სპროტი, მაგრამ
თვითონ ცდილობდა თავი მშვიდად და დინჯად დაეჭირა. ამ ტი-
პის ხალხს იცნობდა. ფუსფუსა, მფრთხალი ადამიანები არიან,
უშუალოდ საქმეზე ლაპარაკი არ შეუძლიათ. როცა ააჩქარებენ,
უფრო მეტად ეხლართებათ სათქმელი.
– ყველაფერი გვიამბეთ, გეთაყვა, რაც კი იცით, – სთხოვა
ისევ.
– რა გითხრათ, მე... ბარემ იმასაც მოგახსენებთ, რომ რო-
ბინსი გახლავართ, ედგარ რობინსი.
– დიახ, მისტერ რობინს?

105 მკითხველთა ლიგა


– უაიტუეიზში ვცხოვრობ, ერნზ კლიფ-როუდზე, იცით, ახალი
სახლები რომ არის ახალ გზატკეცილზე. იქ უფრო მეტად სახ-
ლდება ისეთი ხალხი, როგორიც მე ვარ – უბრალო მშრომელე-
ბი, ცოტა რაღაც რომ დააგროვეს, კეთილმოწყობილი ბინებია,
მშვენიერი ხედი,. გორაკებამდე ერთი ნაბიჯია.
ტაპენსმა ისე შეხედა ბლეჩლის, რომელიც ის-ის იყო იფეთ-
ქებდა, რომ მაიორს სიტყვა ყელში გაეჩხირა.
– ჰოდა, ჩვენ რომ ვეძებთ, ის გოგონა ნახეთ? – შეეკითხა ტა-
პენსი.
– დიახ, ჩემი აზრით, სწორედ ის გოგონა უნდა ყოფილიყო.
თქვენ ამბობთ, ვიღაც უცხოელს ახლდაო? სწორედ იმას მივაქ-
ციე ყურადღება. გავიფიქრე ან ძიძა, ან მოახლეა-მეთქი. მაგრამ
ჯაშუშები ხომ უფრო ხშირად მოსამსახურეებად ინიღბებიან? ის
ქალი კი ნამეტანი უცნაური შესახედავი იყო. აი, იქით, გორაკე-
ბის მხარეს მიდიოდა და თან გოგონა მიჰყავდა. ბავშვს დაქანცუ-
ლი სახე ჰქონდა, ძლივს მიაბიჯებდა, დრო კი – უკვე რვის ნახე-
ვარი იყო, – გვიანი მეჩვენა, ამ დროს პატარებს ჩვეულებრივ
სძინავთ. ერთი სიტყვით, იმ ქალს კარგად დავაკვირდი. მომეჩ-
ვენა, რომ ამან შეაშფოთა. ფეხს აუჩქარა, გოგონა წაათრია,
მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხელში აიყვანა და ბილიკ-ბილიკ
აუყვა აღმართს. ამანაც შემაფიქრიანა: იცით, იქით, უაიტჰევე-
ნამდე გორაკ-გორაკ ხუთი მილია და გზად ერთი სახლიც არა
დგას. ვისაც ფეხით სიარული უყვარს, მისთვის სასიამოვნო
გზაა, მაგრამ ეს ქალი სასეირნოდ გამოსულს არ ჰგავდა. დავეჭ-
ვდი, სადმე სიგნალის გადაცემას ხომ არ აპირებს-მეთქი, – გა-
ვიფიქრე. ახლა მტრის მუხანათობის მეტი რა გესმის კაცს, ამ
ქალს კი აშკარად კუდი აეწვა, როცა შეამჩნია, რომ თვალს ვა-
დევნებდი.

106 მკითხველთა ლიგა


კაპიტანი ჰეიდოკი უკვე მანქანაში იჯდა და მოტორი ჩართუ-
ლი ჰქონდა.
– მაშ, ეს ერნზ კლიფ-როუდზე იყო? – ჰკითხა ჩია კაცს. – ზუს-
ტად ქალაქის ბოლოს, ასეა?
– დიახ. ესპლანადას გაჰყვებით, ძველ ქალაქს გაივლით, მე-
რე პირდაპირ წახვალთ...
მისტერ რობინსს უკვე აღარ უსმენდნენ, სხვებიც მანქანაში
ჩასხდნენ.
– მადლობას მოგახსენებთ, მისტერ რობინს, – გადასძახა ტა-
პენსმა და მანქანა ადგილს მოსწყდა.
ჰეიდოკმა და მისმა თანამგზავრებმა გრიგალივით ჩაიქრო-
ლეს ქალაქში, ავარიებს უფრო იღბლად გადაურჩნენ, ვიდრე ჰე-
იდოკის შოფრული ტალანტის წყალობით. ბედი უღიმოდათ. ბო-
ლოს და ბოლოს, ახალ კვარტალშიც შევარდნენ, სადაც გზატკე-
ცილი რამდენიმე ქუჩად იტოტებოდა. ეს ქუჩები გორაკების მი-
მართულებით მიდიოდა და მთის ძირას მკვეთრად წყდებოდა.
ერნზ კლიფ-როუდი რიგით მესამე ქუჩა იყო.
ჰეიდოკმა მარჯვედ გადაუხვია ამ ქუჩაზე და სულ მალე გორა-
კის შიშველი ფერდის ძირას შეაჩერა მანქანა. ზემოთ, გორაკის
წვერისკენ მხოლოდ დაკლაკნილი ბილიკი მიდიოდა.
– ალბათ ფეხით აჯობებს წასვლა, – თქვა ბლეჩლიმ
– ვცდი, იქნებ მანქანით ავიდეთ, – შეყოყმანდა ჰეიდოკი –
გრუნტი საკმაოდ მტკიცეა. ორმოები ბევრია, მაგრამ მანქანამ
უნდა გაუძლოს,
– დიახ, დიახ, მანქანით წავიდეთ, – შეეხვეწა მისის სპოტი. –
უნდა ვიჩქაროთ.
მანქანა მთელი ძალით გუგუნებდა, თვლებით მიწაში ეფლო-
ბოდა, მაგრამ გორაკზე მაინც ავიდა. აქედან ჩინებულად მოჩან-
და მთელი შემოგარენი უაიტჰევენის ყურემდე.

107 მკითხველთა ლიგა


– ჯერჯერობით ვერავის ვხედავ, – თქვა ჰეიდოკმა. ფეხზე იდ-
გა მანქანაში და გარემოს ათვალიერებდა დურბინდით, რომე-
ლიც წინდახედულად წამოეღო თან. ერთბაშად დაიძაბა: დურ-
ბინდის ხედვის არეში ორი პაწაწკინტელა წერტილი გამოჩნდა.
– ღმერთმანი, ისინი არიან!
კაპიტანი მოწყვეტით დაჯდა და მანქანა გააქანა. მანქანა
უმოწყალოდ აჯაყჯაყებდა მდევრებს, ხან ზემოთ შეისროდა, ხან
აქეთ-იქით ახეთქებდა, მაგრამ დევნილებს სწრაფად ეწეოდა.
ორი წერტილი უფრო და უფრო იზრდებოდა, მკაფიოდ ისახებო-
და ორი ადამიანის – დიდისა და პატარის ფიგურები. კიდევ წუთი
და მდევრებმა დაინახეს ქალი, რომელსაც ხელჩაკიდებული
ბავშვი მიჰყავდა, კიდევ წამი და კუბოკრული მწვანე კაბაც გაარ-
ჩიეს, – ბეტი იყო!
მისის სპროტს კვნესა აღმოხდა.
– ახლა ყველაფერი რიგზეა, ჩემო ძვირფასო, – უთხრა
ბლეჩლიმ და მხარზე ხელი მოუთათუნა. – დავეწიეთ.
მანქანა მიქროდა, ანაზდად ქალი შემობრუნდა და მიახლო-
ებული ავტომობილი დაინახა, წამოიკივლა, ბავშვი ხელში აიტა-
ცა და გაიქცა. მაგრამ წინ კი არა, ხრამისკენ.
რამდენიმე იარდის შემდეგ ჰეიდოკი იძულებული გახდა მან-
ქანა გაეჩერებინა, – გზა მეტისმეტად ოღროჩოღრო იყო. მისის
სპროტი პირველი გადახტა და გონდაკარგული დაედევნა ქალს.
დანარჩენებიც მიჰყვნენ. როცა უცნობამდე ოციოდე იარდიღა
დარჩა, ქალი შემობრუნდა, თავდასაცავად მოემზადა. გასაქცევი
აღარსად ჰქონდა – ზედ ხრამის პირას იდგა. ჩახლეჩილი ხმით
იკივლა და ბავშვი უფრო მაგრად ჩაიკრა გულში.
– ღმერთო ჩემო, ახლა ბავშვს ქვემოთ გადააგდებს! – წამო-
იყვირა ჰეიდოკმა.

108 მკითხველთა ლიგა


ქალი არ იძვროდა. სახე სიძულვილით დაღრეჯოდა. რაღაც
ფრაზა ამოიხავლა, რომელიც ვერავინ გაიგო, და ისევ გაირინ-
და. ბავშვი ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული. დროდადრო წინ იყუ-
რებოდა, სადაც უფსკრულს დაეღო პირი.
ყველა მიხვდა, იმუქრებოდა, ბეტის კლდიდან გადავაგდებო.
თავზარდაცემული მდევრები გაქვავდნენ – მათი ნებისმიერი
მოძრაობა კატასტროფას დააჩქარებდა. ჰეიდოკმა ჯიბეზე გაიკ-
რა ხელი და საარმიო ნიმუშის რევოლვერი დააძრო.
– გამოუშვით ბავშვი, თორემ გესვრით! – დაიბუბუნა კაპი-
ტანმა.
საპასუხოდ ქალმა გაიცინა და გოგონა უფრო მაგრად ჩაიკრა
გულში. ქალი და ბავშვი თითქოს ერთ სხეულად იქცა.
– ვერ ვესვრი, მეშინია, ბავშვს არ მოვახვედრო, – ჩაიბურ-
ტყუნა ჰეიდოკმა.
– გიჟია, – ხმადაბლა თქვა ტომიმ. – უფსკრულში გადაიჩეხე-
ბა ბავშვთან ერთად.
– ვერ ვესვრი... – უმწეოდ გაიმეორა ჰეიდოკმა. სწორედ ამ
დროს სროლა გაისმა. ქალი შექანდა და დაეცა, ბავშვისთვის ხე-
ლი არ გაუშვია.
მამაკაცები წინ გაიჭრნენ. მისის სპროტი ბარბაცებდა, თვა-
ლები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ხელში ბოლადენილი პის-
ტოლეტი ეჭირა. ბოლოს და ბოლოს, იმანაც რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა ფეხარეულად.
ტომიმ ქალის გვერდით დაიჩოქა, ფრთხილად გადმოაბრუნა
და სახეში ჩახედა. „რა საოცარი ველური სილამაზეა!“ – გაურბი-
ნა ფიქრმა. უცნობმა თვალი გაახილა, ტომის შეხედა და თვალე-
ბი ჩაეფერფლა. მერე ძლივს გასაგონად ამოიოხრა და მოკვდა:
ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

109 მკითხველთა ლიგა


სრულიად უვნებელმა ბეტი სპროტმა ქალის მკლავებიდან
თავი დაიხსნა და ქანდაკებასავით გაშეშებული დედისკენ გაექა-
ნა.
ახლა კი სულ უღალატა ღონემ მისის სპროტს, პისტოლეტი
მოისროლა, მუხლებზე დაეცა და გოგონა გულში ჩაიკრა.
– ცოცხალი ხარ, ცოცხალი... აჰ, ბეტი, ბეტი! – ამოისლუკუნა
და ყრუ, შიშნარევი ჩურჩულით იკითხა: – მე... მე მოვკალი ის
ქალი?
– მაგაზე აღარ იფიქროთ, – მტკიცედ უთხრა ტაპენსმა. – ბე-
ტიზე იფიქრეთ, მხოლოდ ბეტიზე.
მისის სპროტი ქვითინებდა და ბავშვს გულში იკრავდა. ტაპენ-
სი მოსცილდა, კაცებთან მივიდა.
– აშკარა სასწაულია! – ამბობდა აღტაცებული ჰეიდოკი. –
ეგრე ვერ ვისროდი. ვერ დამიჯერებია, რომ ამ ქალმა პირვე-
ლად მოჰკიდა ხელი პისტოლეტს. აი, რას ნიშნავს ინსტინქტი!
უფრო დიდი სასწაული გაგონილა!

110 მკითხველთა ლიგა


თავი მერვე

სასამართლოს სხდომა რამდენიმე დღის მერე გაიმართა. მა-


ნამდე პოლიციამ დაადგინა, ვინ იყო მოკლული, ქალი პოლონე-
ლი ვანდა პოლონსკაია აღმოჩნდა.
გორაკზე გათამაშებული დრამატული სცენის დამთავრების-
თანავე ბეტი და სანახევროდ გრძნობადაკარგული მისის სპრო-
ტი პანსიონში მიიყვანეს, სადაც სათბურამ, მაგარმა ჩაიმ, თანაგ-
რძნობანარევმა საყოველთაო ცნობისმოყვარეობამ და, ბრენ-
დის გვარიანმა დოზამ სწრაფად მოამჯობინა სავსებით გაოგნე-
ბული იმ დღის გმირი.
კაპიტანი ჰეიდოკი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პოლიციას
და მისი წარმომადგენლები თვითონ მიიყვანა ტრაგედიის ადგი-
ლას. სხვა დროს გაზეთები ამ ამბავს რამდენიმე გვერდს დაუთ-
მობდნენ, მაგრამ ახლა, როცა ფრონტიდან სულ უფრო შემაშ-
ფოთებელი ცნობები მოდიოდა, მხოლოდ ერთ პატარა წერილში
მოიხსენიეს.
ტაპენსმა და ტომიმ იცოდნენ, რომ სასამართლოზე გა-
მოსვლა მოუწევდათ. შიში ჰქონდათ, რომ რეპორტიორებს მთა-
ვარი მოწმეების ფოტოგრაფირება მოეგუნებებოდათ, ამიტომ
მისტერ მედოუზმა შემთხვევით თვალი დაიზიანა და იძულებულ
გახდა სახვევი დაედო, რამაც ისე შეცვალა, რომ თითქმის ვე-
ღარ იცნობდით, ხოლო მისის ბლენკენსოპმა იმოდენა შლაპა
დაიხურა, სახე სულ აღარ უჩანდა.
სასამართლოს სხდომა დაღუპულის ამოცნობით დაიწყო.
ჩვენებას იძლეოდა ვინმე მისის კაფონტი. ამ ქალბატონს თხელი

111 მკითხველთა ლიგა


ტუჩები და გამჭოლავი თვალები ჰქონდა, თურმე რამდენიმე თვე
ემიგრანტების დამხმარე კომიტეტში მუშაობდა.
მისის კაფონტმა განაცხადა, რომ პოლონსკაია ინგლისში თა-
ვის ძმასთან და რძალთან ერთად ჩამოვიდა, ძმა და რძალი,
რამდენადაც იცოდა, გარდაცვლილის ერთადერთი ნათესავები
იყვნენ. მისი აზრით, პოლონსკაია მთლად ნორმალური არ იყო.
პოლონეთში, როგორც თვითონვე ამბობდა, ბევრი საშინელება
დასტყდომია თავს: მთელი მისი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც,
გერმანელებს ამოეწყვიტათ. მადლობა არასოდეს გამოუთქვამს
იმის გამო, რასაც აქ მისთვის აკეთებდნენ, გულჩახვეული და ეჭ-
ვიანი იყო, ხშირად თავისთვის ლაპარაკობდა ხმამაღლა, ერთი
სიტყვით, სულით ავადმყოფობის ნიშნებს ამჟღავნებდა. მოახ-
ლის ადგილი გამოუძებნეს, მაგრამ რამდენიმე კვირა იქნება, ის
ოჯახი ისე მიატოვა, არც სახლის პატრონები გააფრთხილა წი-
ნასწარ და არც პოლიციაში აღნიშნულა. ძნელად ასახსნელი
ფაქტია, მაგრამ, ეტყობა, საგრძნობი თანხა ჰქონდა. გამორიც-
ხული არ არის, რომ მტრის აგენტი იყო და თავს იგიჟიანებდა.
მერე გამოუძახეს მისის სპროტს, რომელიც მაშინვე აქვითინ-
და.
– რა საშინელებაა! – სლუკუნებდა ქალი, – საშინელებაა
იმის ცოდნა, რომ ადამიანი მოკალი! არ მინდოდა, ეს ფიქრადაც
არ გამივლია, მაგრამ, ხომ გესმით, საქმე ბეტის ეხებოდა. მეგო-
ნა, ბავშვს უფსკრულში გადააგდებდა. ხელი უნდა შემეშალა...
ღმერთო ჩემო, არც კი ვიცი, როგორ მოხდა ყველაფერი.
– იარაღის ხმარება იცით?
– რას ამბობთ! თოფი სულ რამდენჯერმე მჭერია ხელში –
ბაზრობაზე, ტირში, მაგრამ სამიზნისთვის ერთხელაც არ მომიხ-
ვედრებია. ღმერთო ჩემო, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მარ-
თლა მკვლელი ვიყო.

112 მკითხველთა ლიგა


კორონერმა დაამშვიდა და ჰკითხა, გარდაცვლილთან რაიმე
ურთიერთობა ხომ არ გქონიათო.
– ოჰ, არა! ჩემს სიცოცხლეში თვალიც არ მომიკრავს. ალ-
ბათ, გიჟი იყო – არც მე და არც ბეტის არ გვიცნობდა.
შემდეგ გამოიძახეს ჰეიდოკი, რომელმაც სასამართლოს უამ-
ბო, რა იღონა გამტაცებლის მოსაძებნად, და ისიც, თუ მერე რა
მოხდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ქალი უფსკრულში გადაჩეხვას
აპირებდა?
– დიახ. ან ბავშვს გადააგდებდა, ან თვითონ გადაიჩეხებოდა
ბავშვიანად, ისეთი სახე ჰქონდა, სიძულვილისგან მთლად შეშ-
ლილს ჰგავდა. უნდა გვემოქმედა, თვითონვე ვაპირებდი სრო-
ლას, რომ დამეჭრა, მაგრამ ბავშვი ფარივით ეჭირა. მისის
სპროტმა კი გარისკა და შეძლო თავისი გოგონას გადარჩენა.
მისის ბლენკენსოპის ჩვენება მოკლე იყო – ჰეიდოკის ჩვენე-
ბა დაადასტურა.
მისტერ მედოუზის რიგი დადგა.
– ადასტურებთ იმას, რაც კაპიტანმა ჰეიდოკმა და მისის
ბლენკენსოპმა თქვეს?
– დიახ, ვადასტურებ. ის ქალი შეურაცხადობის ისეთ მდგომა-
რეობაში იყო, რომ ახლოს არავის მიუშვებდა. მზად იყო, ბავ-
შვთან ერთად უფსკრულში გადაჩეხილიყო.
მოწმეთა დაკითხვა ამით დამთავრდა. კორონერმა ნაფიც
მსაჯულებს აუხსნა, რომ ვანდა პოლონსკაია მოკლა მისის
სპროტმა ისეთ ვითარებაში, რომელიც ამ უკანასკნელს სავსე-
ბით ამართლებს. სასამართლოს არ გააჩნია დაღუპულის ფსიქი-
კური მდგომარეობის მონაცემები. შესაძლებელია, მისი მოქმე-
დება ინგლისისადმი სიძულვილმა გამოიწვია. რაც შეეხება იმას,
თუ რატომ გადაწყვიტა დაღუპულმა ბავშვის მოტაცება, ეს მოტი-

113 მკითხველთა ლიგა


ვები შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. გამორიცხული არ არის,
რომ ისინი პოლიტიკური ხასიათისა იყო. პოლონსკაიას, მისივე
სიტყვებით რომ ვთქვათ, სამშობლოში ბევრი უბედურება დაატ-
ყდა თავს და ამან, ალბათ, გონება აუმღვრია. მეორე მხრით, ეს
ქალი, რა თქმა უნდა, შეიძლება მტრის აგენტიც ყოფილიყო, ნა-
ფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება კორონერის დასკვნებს შე-
ესაბამებოდა.
მეორე დღეს მისის ბლენკენსოპი და მისტერ მედოუზი აზრის
გასაზიარებლად შეხვდნენ ერთმანეთს.
– ვანდა პოლონსკაიამ სცენა დატოვა და ჩვენ ისევ ჩიხში აღ-
მოვჩნდით, – პირქუშად დაასკვნა ტომიმ.
– ჰო, – თავი დაუქნია ტაპენსმა. – ყოველგვარი კვალი წა-
შლილია. აღარაფერი დარჩა – არც საბუთები, არც იმის ცნობე-
ბი, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ფული როგორ გაუჩნდა.
– მარჯვედ მუშაობენ, – ამოიოხრა ტომიმ და დაუმატა: – იცი,
ტაპენს, საქმეს კარგი პირი არ უჩანს.
ტაპენსი დაეთანხმა. მართლაც, ძნელი სათქმელი იყო,
ფრონტიდან დამამშვიდებელი ცნობები მოდისო. საფრანგეთის
არმია უკან იხევდა, აშკარა იყო, პარიზი დღე-დღეზე დაეცემოდა.
– რაც არ უნდა იყოს, ცოტაოდენი რამ მაინც გავაკეთეთ,
თქვა ტომიმ.
– კარლ ფონ დაინიმი და ვანდა პოლონსკაია? წვრილფეხო-
ბაა!
– შენი აზრით, ერთად მუშაობდნენ?
– კი, აგრე მგონია,-უთხრა დაფიქრებულმა ტაპენსმა.– გახ-
სოვს, ერთმანეთს რომ ელაპარაკებოდნენ, მაშინ წავუსწარი.
– მაშ, ბავშვის გატაცება კარლ ფონ დაინიმის მოწყობილი
ყოფილა?
– მე მგონია, მისი მოწყობილია. – ბავშვი რად უნდოდათ?

114 მკითხველთა ლიგა


– საქმეც ეგ არის, – თქვა ტაპენსმა. – ვერაფერი გამიგია.
მოტაცება სავსებით უაზრო ჩანს.
– მაინცდამაინც ამ ბავშვის მოტაცება რად დასჭირდათ? ვინ
არიან სპროტები? ფული არა აქვთ, მაშასადამე, გამოსასყიდი
არ აინტერესებთ. სახელმწიფო სამსახურში არც ქმარია, არც
ცოლი.
– ვიცი, ტომი. ამ საქმის აზრს ვერ ჩავწვდომივარ. თვითონ
მისის სპროტი რას ვარაუდობს?
– ამ ქალს წიწილას ტვინი აქვს, – აგდებულად თქვა ტაპენ-
სმა. – არაფერსაც არ ვარაუდობს. ამოჩემებული აქვს, – ბო-
როტმოქმედი გერმანელებისგან სხვას რას უნდა მოელოდეო.
– შტერი! – მხრები აიჩეჩა ტომიმ. – გერმანელები საქმის
ხალხია. თუ ბავშვის მოსატაცებლად აგენტი გამოგზავნეს, ბავ-
შვი სჭირდებოდათ.
– იცი, ისეთი გრძნობა მაქვს, – თქვა ტაპენსმა, – მისის
სპროტი მიხვდებოდა, რაც და რატომაც მოხდა, ფიქრით ცოტა
თავს რომ შეიწუხებდეს. რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს, ვთქვათ,
რაიმე ცნობა, რომელსაც შემთხვევით მოჰკრა ყური, თუმცა
თვითონ წარმოდგენაც არა აქვს, რას ნიშნავს ეს ცნობა.
– „სიტყვა არავისთან დაგცდეთ, მითითებას დაელოდეთ“, –
გაიმეორა მისის სპროტის ნომერში ნაპოვნი წერილის ფრაზა
ტომიმ. – ამ სიტყვებში ხომ მაინც არის აზრი, ეშმაკმა დალახ-
ვროს.
– რა თქმა უნდა, არის. უნდა იყოს. ერთი რამ შემიძლია ვივა-
რაუდო: მისის სპროტს ან მის ქმარს რაღაც მიაბარეს შესანახად.
ალბათ, იმიტომ მიაბარეს, რომ სულ უბრალო, ჩვეულებრივი
ადამიანები არიან, ვერავინ იეჭვებს, რომ ის ნივთი, რაც არ უნ-
და იყოს იგი, იმათ ექნებათ შენახული.

115 მკითხველთა ლიგა


– მისის სპროტისთვის არ გითხოვია, ცოტა ტვინი გაანძრიე-
ო?
– ვთხოვე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ სულ არ აინტე-
რესებს. ბეტის დაბრუნება უნდოდა, ახლა კი ისტერიკა ემართება
– აჰ, ადამიანი მოვკალიო!
– უცნაური არსებაა ქალი! – ხმამაღლა ფიქრობდა ტომი. –
იმ დღეს მისის სპროტი გახელებულ როკაპს ჰგავდა და წარბსაც
არ შეირხევდა, ისე ამოჟლიტავდა მთელ პოლკს, ოღონდ თავისი
ბავშვი დაებრუნებინა. მის მერე კი, რაც სასწაულებრივად მოკ-
ლა გამტაცებელი, იმ ამბის გახსენების დროსაც კი წონასწორო-
ბას კარგავს და ცუდად ხდება.
– კორონერმა სავსებით გაამართლა, – თქვა ტაპენსმა.
– ბუნებრივია. მაგრამ მის ადგილას, ღმერთმანი, სროლას
ვერ გავბედავდი.
– ალბათ თვითონაც ვერ გაბედავდა, სროლა ცოტათი მაინც
რომ სცოდნოდა, – უპასუხა ტაპენსმა. – ვერ წარმოიდგინა, ასეთ
პირობებში რა ძნელია მიზანს მოარტყა და ამან უშველა,
– ისე მოხდა, როგორც ბიბლიაში, – თქვა ტომიმ, – დავითი
და გოლიათი.
– ოჰ! – წამოიძახა ტაპენსმა.
– რა იყო, დედაბერო?
– არაფერი. ეგ რომ თქვი, რაღაც აზრი გამიკრთა. ახლა კი
დამეკარგა.
– გული ნუ დაგწყდება, – გაკენწლა ტომიმ.
– ტყუილად მექილიკები. ეს ყველას ემართება. არა, დაიცა,
მაინც რა გავიფიქრე? მგონი, სოლომონთან იყო რაღაცით და-
კავშირებული.
– კედარი? ტაძარი? უთვალავი ცოლი და მხევალი?

116 მკითხველთა ლიგა


– გაჩუმდი! – გააწყვეტინა ტაპენსმა და ყურზე ხელი აიფარა.
– ეგრე სულ ვერაფერს გავიხსენებ.
– ებრაელები? ისრაელთა ტომები? – შეახსენა ტომიმ.
ტაპენსმა თავი გააქნია. ორიოდე წუთი დუმდა, მერე თქვა.
– ნეტავ, ვის მაგონებდა მაინც ის ქალი? განსვენებული ვანდა
პოლონსკაია? ჰო. დავინახე თუ არა, მისი სახე მეცნო. ვითომ
ადრე შეხვედრიხარ? არა. დარწმუნებული ვარ, ადრე არ მინა-
ხავს.
– მისის პერენა და შეილა სულ სხვა ტიპის ქალები არიან.
– არა, სხვას მაგონებდა ვიღაცას, მაგრამ რაკი სიტყვამ მო-
იტანა, მაგ ქალებზეც ვილაპარაკოთ... დიდხანს ვიმტვრიე თავი,
რომ მივმხვდარიყავი, ვის უნდა შემოეგდო ის წერილი, რომე-
ლიც მისის სპროტმა თავის ნომერში ნახა, როცა ბეტი დაიკარგა.
– მერე?
– ის მონაჩმახი, ვითომც ქვას შემოახვიეს და ფანჯრიდან შე-
მოაგდეს, მტკნარი სისულელეა. ვიღაცამ ისე დააგდო ოთახში,
რომ მისის სპროტს თვალში სცემოდა. ეს მისის პერენას ნამოქ-
მედარია.
– მაშასადამე, მისის პერენა, კარლი და ვანდა პოლონსკაია
შეთქმულები იყვნენ?
– კი. შეამჩნიე, რომ მისი პერენა ყველაზე კრიტიკულ დროს
შემოვიდა? საბოლოო დასკვნაც იმან გააკეთა – პოლიციაში არ
დარეკოთო.
– მაშ, შენი აზრით, „მ“ მისის პერენაა?
– ვითომ არა?
– შეიძლება, – შეყოყმანდა ტომი.
– განა სხვა ვერსია გაქვს?
– მაქვს, მაგრამ უზომოდ ფანტასტიკური.
– ამოყაჭე.

117 მკითხველთა ლიგა


– ჯერჯერობით არა ღირს. არავითარი დამამტკიცებელი სა-
ბუთი არ გამაჩნია. არავითარი.
„ბლეჩლი?“ – ფიქრობდა ტომი. – მაგრამ გარეგნულად უზა-
დოა. რა შეიძლება დაუწუნოს კაცმა? ზედგამოჭრილი ინგლისე-
ლია. გარდა ამისა, თვითონვე უნდოდა დაერეკა პოლიციაში.
მაგრამ აქ სხვა რამეც შეიძლება იყოს: მშვენივრად იცოდა, რომ
ბავშვის დედა არასგზით არ დაეთანხმებოდა. მუქარის წერილმა
ამაში სავსებით დაარწმუნა და თავს ნება მისცა საწინააღმდეგო
შეხედულება დაეცვა...“
ამ ფიქრმა ტომი ისევ იმ აკვიატებულ და მტანჯველ კითხვამ-
დე მიიყვანა, რომელსაც აქამდე პასუხი ვერ მოუძებნა.
რატომ მოიტაცეს ბეტი სპროტი?
პანსიონის ჭიშკართან პოლიციის მანქანა იდგა, მაგრამ ფიქ-
რებში ჩანთქმულმა ტაპენსმა მანქანას ყურადღება არ მიაქცია.
ხეივანში შეუხვია, ჰოლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახს მი-
აშურა, მაგრამ ზღურბლზე გაშეშდა: ფანჯარასთან ტანმაღალი
ქალიშვილი იდგა, სახე მისკენ ჰქონდა მოქცეული.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ტაპენსმა, – თქვენა ხართ, შე-
ილა?
ქალიშვილი მიუახლოვდა. ტაპენსი მკაფიოდ ხედავდა მისი
ტრაგიკული სახის თითოეულ ნაკვთს და მოელვარე ლურჯ თვა-
ლებს.
– რა კარგია, რომ მოხვედით. გელოდებოდით, – თქვა შე-
ილამ.
– რა მოხდა?
– კარლი დააპატიმრეს, – წყნარად თქვა ქალიშვილმა. – ო,
ღმერთო! – მშვენივრად მიხვდა, რა იმალებოდა ამ სიმშვიდის
მიღმა. თანამზრახველები არიან თუ არა, ქალიშვილს კარლ

118 მკითხველთა ლიგა


ფონ დაინიმი უყვარს. ტაპენსს გული მოეწურა; რა ტრაგიკული
ბედი ჰქონია ამ საბრალო ახალგაზრდა არსებას.
– როგორ მოვიქცე? – ჰკითხა შეილამ.
– საცოდაო გოგონავ! – უხერხულად უპასუხა ტაპენსმა.
– დააპატიმრეს. ვეღარასოდეს ვნახავ, – ისე თქვა შეილამ,
თითქოს მიცვალებულს დასტიროდა, და დაიკვნესა: – როგორ
მოვიქცე? რა ვიღონო?
მუხლი მოეკვეთა, საწოლთან დაიჩოქა და მწარედ აქვითინ-
და. ტაპენსმა ალერსიანად გადაუსვა ხელი შავ თმაზე.
– იქნებ... იქნებ რაიმე შეცდომაა? – თქვა შეყოყმანებულმა.
– სავსებით შესაძლებელია მხოლოდ ინტერნირებას უპირებ-
დნენ. ბოლოს და ბოლოს, მტრული სახელმწიფოს მოქალაქეა.
– პოლიციელებმა სულ სხვა რამ თქვეს. ახლა მის ნომერს
ჩხრეკენ.
– ჰოდა, თუ ვერაფერს იპოვიან.... – წამოიწყო ტაპენსმა.
– რა თქმა უნდა, ვერაფერს იპოვიან. რა უნდა იპოვონ?
– რა ვიცი. თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ.
– მე?
შეილას ზიზღნარევი გაოცება იმდენად ბუნებრივი იყო, ტა-
პენსს მაშინვე გაეფანტა ყოველგვარი ეჭვი. ქალიშვილი კარ-
ლის თანამზრახველი არ შეიძლება იყოს, არც არაფერი იცოდა
და არც არაფერი იცის.
– თუ უდანაშაულოა... – დაიწყო ისევ ტაპენსმა:
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – გააწყვეტინა შეილამ. – პო-
ლიციას შეუძლია ნებისმიერი საქმე შეუთითხნოს.
– სისულელეს ნუ ამბობ, ჩემო კარგო, – მოუჭრა ტაპენსმა, –
აგრე არ ხდება.
შეილა ერთხანს უნდობლად უმზერდა, მერე უთხრა:
– კარგი. რაკი თქვენ აგრე გგონიათ, დაგიჯერებთ.

119 მკითხველთა ლიგა


ტაპენსმა უხერხულობა იგრძნო.
– ძალიან მიმნდობი ყოფილხართ, შეილა, იქნებ წინდაუხე-
დავადაც მოიქეცით, კარლს რომ დაუჯერეთ.
– მაშ, თქვენც მის წინააღმდეგ ხართ განწყობილი? მე მეგო-
ნა, მოგწონდათ. თვითონაც ასე ფიქრობდა.
გულს აგიჩუყებენ ეს ღლაპები! სჯერათ, ყველა კარგი თვა-
ლით გვიყურებსო. მაგრამ რაც მართალია, მართალია – კარლი
მართლაც მოსწონდა,
– ყური დამიგდე, შეილა, – დაღლილად უთხრა ტაპენსმა. –
კაცი მოგწონს თუ არა, ეს ერთია, ფაქტები კი – სულ სხვა. ჩვენი
ქვეყანა გერმანიას ეომება. სამშობლოს სხვადასხვანაირად ემ-
სახურებიან. არის ასეთი სამსახურიც: ცნობების მოკრეფა...
ფრონტის ხაზს იქით. ამ სამუშაოს გაბედულება უნდა, თუ დაგი-
ჭირეს... – სიტყვა გაუწყდა, – მოგსპობენ,
– თქვენი აზრით, კარლი... – წამოიწყო შეილამ..
– თავის ქვეყანას ასე ემსახურება... ასეთი შესაძლებლობა
გამორიცხული არ არის.
– არა, გამორიცხულია, – მოუჭრა შეილამ და კარისკენ გა-
ემართა.
– გასაგებია. ვწუხვარ, რომ დახმარება გთხოვეთ.
– მე რა შემიძლია, საყვარელო გოგონა?
– ხალხს იცნობთ. თქვენი შვილები არმიასა და ფლოტში მსა-
ხურობენ. არაერთხელ გითქვამთ, გავლენიან ხალხს იცნობენო.
იმედი მქონდა, სთხოვდნენ იმ ხალხს... გაეკეთებინათ რამე.
ტაპენსს თავისი მითიური შვილები გაახსენდა – დუგლასი,
რაიმონდი და სირილი.
– ვშიშობ, რომ ისინი ვერ დაგეხმარებიან, – უთხრა ქალიშ-
ვილს.

120 მკითხველთა ლიგა


– მაშ, იმედი გადაგვწურვია. კარლს ციხეში ჩასვამენ, მერე კი
კედელთან მიაყენებენ და დახვრეტენ. ასე დამთავრდება ყველა-
ფერი, – მხურვალედ წარმოთქვა შეილამ, ოთახიდან თავაღერი-
ლი გავიდა და კარი გაიჯახუნა.
„რა დაწყევლილი ხალხია ეს ირლანდიელები! – გაიფიქრა
ტაპენსმა, რომელსაც ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობები
შემოენთო. – რამ მისცათ ეს საშინელი უნარი ყველაფერი ისე
შემოგიბრუნონ, რომ რეტი დაგასხან? თუ კარლ ფონ დაინიმი ჯა-
შუშია, დახვრეტას იმსახურებს. ეს მტკიცედ უნდა ვიცოდე და აზ-
რი არ შევიცვალო, როგორც არ უნდა მაცდუნოს ამ გოგონამ
თავისი ირლანდიური მტკიცებით, რომ ჩემს თვალწინ გმირი და
წამებული კაცი იღუპება“.
მაგრამ ტაპენსს მაინც ძალიან უნდოდა, რომ კარლი უდანა-
შაულო ყოფილიყო.
თუმცა იმის მცოდნეს, რაც მან იცოდა, ამის იმედი როგორ უნ-
და ჰქონოდა?

ძველი ნავმისადგომის ბოლოში მჯდომმა მეთევზემ ანკესი


წყალში გადაისროლა და დინჯად დაიწყო მკედის ამოხვევა.
– სამწუხაროდ, ამ საქმეს წყალი არ გაუვა.
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მენანება, – გაეპასუხა ტომი.
უნდა გითხრათ... ერთი სიტყვით, კარგი ყმაწვილია.
– ჩვეულებრივ აგრე ხდება ხოლმე, ჩემო მეგობარო, ფრონ-
ტის ხაზს იქით სამუშაოდ მხდალი ხალხი და ზურგის ვირთხები
კი არა, გაბედული ადამიანები მიდიან. ეს ჩვენივე გამოცდილე-
ბით ვიცით. იმისი დანაშაული კი დამტკიცებულია და აღარაფე-
რი ეშველება.
– მაშ, სათუო აღარაფერია?

121 მკითხველთა ლიგა


– აღარაფერი. ჩანაწერებში ქიმიურ ფორმულებთან ერთად
უპოვეს ქარხნის იმ თანამშრომელთა სია, რომლებზეც ეჭვი
აქვთ, რომ ნაციზმს თანაუგრძნობენ. ამ ხალხის მოსინჯვას აპი-
რებდა. აღმოუჩინეს აგრეთვე დივერსიული აქტების გეგმა და
სასუქის რეცეპტურა, ეს სასუქი რომ იხმარო, ნათესებს დიდ
ფართობზე მოსპობ. ფონ დაინიმი სწორედ სასუქებზე მუშაობდა.
ტომი გუნებაში წყევლიდა ტაპენსს, რომელმაც პირობა ჩამო-
ართვა, ფონ დაინიმს მისტერ გრანტთან სიტყვა შეაწიეო.
– იქნებ მთელი ეს ოხრობა განგებ შეაჩეჩეს? – უგემურად ჩა-
იბუტბუტა ტომიმ. მისტერ გრანტს პირზე დემონურმა ღიმილმა
გადაურბინა.
– გასაგებია! ეგ თქვენი ცოლის იდეაა?
– როგორ გითხრათ? საერთოდ – კი.
– რა გვეთქმის, კარლ ფონ დაინიმი კარგი ყმაწვილია, –
ლმობიერად თქვა გრანტმა და განაგრძო: – არა, სერიოზულად
თუ ვიმსჯელებთ, ეგ შესაძლებლობა გამორიცხულია. მართლა,
კრიპტოგრაფიული მელნის მარაგიც ჰქონდა, რაც სერიოზულ
სამხილია. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ეს მელანი მალულად
შეაპარა ვინმემ: წარწერიანი შუშა – „მიღება მოთხოვნილების
მიხედვით“. – მაგიდაზე კი არ ედო, არა, საგულდაგულოდ ჰქონ-
და დამალული. ასეთ ხერხს მხოლოდ ერთხელ წავაწყდი, მაშინ
ეს ყვითელი ფოლაქები იყო. მათ სიმპატიკური ხსნარით ჟღენ-
თავენ, მერე კი, როცა დასჭირდებათ, წყალში ჩააგდებენ და მე-
ლანიც მზად არის. კარლ ფონ დაინიმი ფოლაქებს კი არ იყენებ-
და, არამედ ფეხსაცმლის თასმებს. მარჯვედ ჰქონდა მოფიქრე-
ბული!
– მოითმინეთ, მოითმინეთ!...
ტომის რაღაც აზრი გაუკრთა. ბუნდოვანი, გაურკვეველი მო-
გონება...

122 მკითხველთა ლიგა


ტაპენსი უფრო საზრიანი აღმოჩნდა. ტომიმ ვერც კი მოასწრო
გრანტთან თავისი საუბარი მოეთხრო, რომ ქალი მაშინვე მიხ-
ვდა:
– ფეხსაცმლის თასმები? მაგან ყველაფერს ნათელი მოჰფი-
ნა!
– რა ყველაფერს?
– ყველაფერს, რაც ბეტის შეემთხვა, იდიოტო! განა არ გახ-
სოვს, რა უცნაური რამ გააკეთა ბავშვმა ჩემს ოთახში? ფეხსაც-
მელებიდან თასმები გამოაძრო და წყლიან ჭიქაში ჩაჩურთა. მა-
შინ გამიკვირდა, ეს რამ მოაფიქრებინა-მეთქი. ახლა კი მივ-
ხვდი: გოგონამ უყურა, კარლმა იგივე როგორ გააკეთა, და იმას
მიბაძა. კარლს დიდი საფრთხე ელოდა, გოგონას შეეძლო უნებ-
ლიედ გაეცა, ამიტომ იმ ქალს მოელაპარაკა, რომ ბეტი მოეტა-
ცა.
– მაშ, ასე: ეს ყველაფერი გაირკვა, – თქვა ტომიმ.
– კი. რა კარგია, როცა ყველაფერს თავ-თავის ადგილს მი-
უჩენ – კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ჩნდება.
ძნელი დრო დადგა, ფრანგების გასაოცრად და გულის გასა-
ხეთქად მათმა მთავრობამ ანაზდად კაპიტულაცია გამოაცხადა.
ბნელით იყო მოცული, რა ელოდა საფრანგეთის ფლოტს, საფ-
რანგეთის ნაპირები გერმანელთა ხელში აღმოჩნდა, ინგლისს
კი მტრის შემოჭრის რეალური საფრთხე დაემუქრა.
– კარლ ფონ დაინიმი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი იყო,
თქვა ტომიმ. – ჯაჭვი კი მისის პერენათი იწყება.
– ეგრეა, მაგრამ ჩვენ მამხილებელი საბუთები გვჭირდება.
მათი მოძებნა კი ადვილი არ არის.
– რა თქმა უნდა. თუ ეს ქალი მთელი ორგანიზაციის ტვინია,
შეეცდება არავითარი კვალი არ დატოვოს.

123 მკითხველთა ლიგა


– მაშ, შენი ვარაუდით „მ“ მისის პერენა ყოფილა? ტომიმ თა-
ვი დაუქნია.
– ვითომ შეილა მართლა არაფერშია გარეული? – ცოტა ხნის
დუმილის მერე ჰკითხა ტომიმ.
– სავსებით დარწმუნებული ვარ.
– შენ იცი, – ამოიოხრა ტომიმ. – მაგრამ თუ ეგრეა, ბევრ სიმ-
წარეს ნახავს. ჯერ კაცი, რომელიც უყვარდა, მერე კი – დედა...
ცხოვრებაში ბევრი არაფერი დარჩება.
– რას იზამ!
– ცხადია, ვერაფერს. მაგრამ თუ გეშლება და „მ“ ან „ნ“ სულ
სხვა ვინმეა?
– ისევ ის ლათაიები წამოიწყე? – ცივად გააწყვეტინა ტაპენ-
სმა. – მგონი, სასურველს სინამდვილედ იღებ! – – – რისი თქმა
გინდა?
– ნამეტანი ევლები თავს შეილა პერენას.
– სისულელეს ნუ როშავ, ტაპენს.
– რა სისულელეს, ტომი, იმ გოგომ თავგზა აგიბნია.
– არაფერიც, – გაჯავრდა ტომი.
– მე სხვა აზრი მაქვს.
– ამოშაქრე, რა აზრებია!
– ჯერ ვერაფერს გეტყვი. ვნახოთ, რომელი ვიქნებით მართა-
ლი.
– მე კი მგონია, დროა სერიოზულად მივხედოთ მისის პერე-
ნას, გავარკვიოთ, სად დადის, ვის ხვდება, ერთი სიტყვით, ყვე-
ლაფერი გავიგოთ. რაღაც დამაკავშირებელი რგოლი ხომ უნდა
არსებობდეს? ალბერტს უთხარი, დღესვე მოჰკიდოს ხელი ამ
საქმეს.
– თავად უთხარი, მე საქმე მაქვს.
– რა საქმე?

124 მკითხველთა ლიგა


– გოლფი უნდა ვითამაშო, – უპასუხა ტომიმ.

125 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრე

– როგორც ადრე, ტკბილად მოსაგონარ დროს, არა, მემ? –


თქვა ალბერტმა.
ბედნიერი იყო, სახე უბრწყინავდა. ახლაც კი, როცა ოცდაათ
წელს გადასცილდა და ცოტათი მოსუქდა კიდეც, სულით ისევ
ისეთი ბიჭი იყო, როგორც დიდი ხნის წინათ, თავგადასავლებით
სავსე დღეებში, როცა ტაპენსთან და ტომთან ერთად მუშაობდა.
– გახსოვთ ჩვენი პირველი შეხვედრა? – ჰკითხა ტაპენსს. –
მაშინ მდიდრულ ოტელში სპილენძის სახელურებს ვაპრიალებ-
დი. დიდი პირუტყვი ვინმე იყო იქაური შვეიცარი! სულ შარს
მდებდა. მერე კი თქვენ გამოჩნდით და დავალება მომეცით, რო-
მელიღაც დამნაშავე ქალის – მეტსახელად მკვირცხლი რიტას –
რაღაც-რაღაცები უნდა გამეგო. იმ დღის მერე უყოყმანოდ მოგ-
ყვებოდით, მართალს არ ვამბობ? დიახ, ბევრი რამ გადავიტა-
ნეთ, ვიდრე, ასე ვთქვათ, ჩვენ-ჩვენ ადგილას არ დავფუძნდით.
ალბერტმა სული მოითქვა, ტაპენსმა ბუნებრივი ასოციაციით
მისის ალბერტის ჯანმრთელობა იკითხა.
– ჩემს დიასახლისს რა უჭირს, ოღონდ მწერს, უელსს ვერა
და ვერ შევეგუეო...
– არც ვიცი, ალბერტ, – შეაწყვეტინა ტაპენსმა, – მაქვს თუ
არა უფლება, ამ საქმეში ჩაგითრიოთ.
– რას ამბობთ, მემ, – გაფიცხდა ალბერტი, – განა მე თვითონ
არ ვითხოვდი ფრონტზე გაგზავნას? მაგრამ გაწვევის პუნქტში
ისეთი გაბღენძილი ხალხია, ჩემთან ლაპარაკიც არ ინდომეს.
დაელოდეთ, თქვენს ასაკს როდის დაუძახებენო. მე კი ძალ-ღო-
ნის გაფურჩქვნის ხანა ახლა მიდგას, თავშიც მხოლოდ ერთი აზ-
126 მკითხველთა ლიგა
რი მიტრიალებს – როგორმე იმ არამზადა გერმანელებს, მაპა-
ტიეთ ეს სიტყვები, გვერდები ავუჭრელო. გაზეთები წერენ, მეხუ-
თე კოლონა გვემუქრებაო. რა თქმა უნდა, არ ვიცი, დანარჩენი
ოთხი რა იქნა, მაგრამ თუ მეხუთე გვემუქრება, იყოს მეხუთე...
ერთი სიტყვით, მზად ვარ დაგეხმაროთ. მიბრძანეთ.
– მაშინ მომისმინეთ, რა უნდა გააკეთოთ.

გოლფის თამაში რომ დაამთავრეს, ტომიმ ჰეიდოკის მიპატი-


ჟება მიიღო და შინ გაჰყვა სასადილოდ. „კონტრაბანდისტთა
თავშესაფარში“, როგორც ყოველთვის, სანიმუშო წესრიგი სუ-
ფევდა. მაგიდასთან ტანმაღალი, საშუალო ხნის კაცი ემსახურე-
ბოდათ, თავის საქმეს ისეთი პროფესიული სიმარჯვით აკეთებ-
და, რასაც ჩვეულებრივ მხოლოდ ლონდონის პირველი კლასის
რესტორნებში თუ შეხვდებოდა კაცი. ტომიმ ეს ფაქტი მაშინვე
აღნიშნა, როგორც კი მსახური სასადილო ოთახიდან გავიდა.
– დიახ, აპლდორმა გამიმართლა.
– სად იპოვეთ?
– განცხადება გამოვაქვეყნე და თვითონ მოვიდა. საუცხოო
რეკომენდაციები წარმომიდგინა, ჯამაგირიც საკმაოდ მცირე
ითხოვა და მაშინვე დავიქირავე.
ვერანდაზე ყავას რომ შეექცეოდნენ, ტომიმ ვითომც უცაბე-
დად იკითხა:
– კლუბში რაღაც გინდოდათ გეამბნათ. მგონი, რაღაც თავშე-
საქცევი ამბავი ბლეჩლისთან დაკავშირებით?
– დიახ, დიახ, მომაგონდა... მითხარით, მედოუზ, ბლეჩლი ეგ-
რე რატომ გაინტერესებთ? რამე საჩოთირო ხომ არ გაგიგონიათ
იმის შესახებ?
– რას ამბობთ! რა თქმა უნდა, არა, – უმალ დაარწმუნა ტო-
მიმ, რომელსაც ახლა ისღა დარჩენოდა, მჯდარიყო და ეთვალ-

127 მკითხველთა ლიგა


თვალა – თევზი ანკესს მოედო, კაპიტნის აზრი დასახული მი-
მართულებით წარიმართა.
– ყოველთვის იდიოტიზმამდე მისულ ტიპურ ინგლისელად
მეჩვენებოდა, – თქვა ჰეიდოკმა.
– მართლაც!
– აჰა, გასაგებია, თქვენ გინდათ თქვათ, რომ გადაჭარბებუ-
ლად ტიპობრივია? – განაგრძო ჩაფიქრებულმა კაპიტანმა. – ახ-
ლა, კარგად რომ ჩავუკვირდი, უნდა ვაღიარო, არავინ შემხვედ-
რია, ვინც ბლეჩლის აქ გამოჩენამდე იცნობდა, – იმასთან არა-
ვინ არ ჩამოდის.
– ნუთუ მართლა?
– აბა, ამოყაჭეთ, რა გაიგეთ?
– არაფერი, სულ არაფერი.
– ეგ სიფრთხილე ჩემთან რად გინდათ, მედოუზ? მე ათასნაი-
რი ჭორისთვის მომიკრავს ყური, ყველანაირი მითქმამოთქმა
ჩემთან იყრის თავს, გასაგებია? ჯაშუშს სუნით ვგრძნობ. ეს ყვე-
ლამ იცის. აბა, რა გინდოდათ გეთქვათ? რომ ბლეჩლი ის არ
არის, რადაც თავს გვაჩვენებს?
– ეგ მხოლოდ ვარაუდია.
– მაინც ვინ უნდა იყოს, თქვენი აზრით? ჰუნი? სისულელეა!
ისეთივე ინგლისელია, როგორიც მე და თქვენ.
– ო, დარწმუნებული ვარ, მაგას წყალი არ გაუვა.
– ოღონდაც!... თუმცა დაიცათ! ერთი უცნაური ამბავი მით-
ხრეს, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე... ოჰო! ეს რა იყო?
შეამჩნიეთ, ზღვაზე სინათლე გაკრთა. დურბინდი რა მექნა?
კაპიტანი სახლში შევარდა, დურბინდი გამოარბენინა, ჰორი-
ზონტი მოათვალიერა და სიგნალიზაციის იმ სისტემის აღწერა
წამოიწყო, რომელსაც მტერი ინგლისის სანაპიროს სხვადასხვა
წერტილში კავშირის დასამყარებლად იყენებს, თუმცა რასაც ამ-

128 მკითხველთა ლიგა


ტკიცებდა, ფაქტებს აშკარად ეწინააღმდეგებოდა. მერე გერმა-
ნელების წარმატებითი შემოჭრის შავბნელი სურათი დახატა,
თქვა, მტრის შემოჭრა უახლოეს მომავალზე მოხდებაო.
– სრული ქაოსია ირგვლივ, ყველაფერი გახრწნილია. თუმცა
ეს თქვენ ჩემზე ნაკლებად როდი იცით, მედოუზ, თქვენ ხომ სა-
მოქალაქო თავდაცვის კორპუსის ნებაყოფლობითი წევრი
ხართ. როცა საქმეს ისეთი კაცი უდგას სათავეში, როგორიც მო-
ხუცი ენდრიუსია...
ნაცნობი სიმღერა იყო. ყველამ იცოდა, რა მუცლის გვრემაც
ჰქონდა ჰეიდოკს, დარწმუნებული იყო, რომ მეთაურობა ეკუთ-
ვნოდა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, პირველივე შესაძ-
ლებლობის შემთხვევაში ენდრიუსის ადგილი დაეკავებინა.
მსახურმა უკვე ვისკი და ლიქიორი მოართვათ, ჰეიდოკი კი
ისევ ქაქანებდა:
– ...ხოლო ჯაშუშები ისევ ისე მატლივით გვღრღნიან. ჯაშუ-
შებმა ყველგან შეაღწიეს. ისეთივე სურათია, როგორიც გასულ
ომში იყო – პარიკმახერები, ლაქიები.
„ლაქია?“ გაიფიქრა ტომმა, სავარძლის საზურგეს გადააწვა
და მაგიდასთან მოფუსფუსე აპლდორის პროფილს შეავლო
თვალი. – ამ კაცს სხვა სახელი უფრო მოუხდებოდა, აპლდორი
კი არა, ფრიცი უნდა ერქვას. რატომაც არა? მართალია, უზადო
ინგლისურს ლაპარაკობს, მაგრამ განა ცოტა გერმანელი
ფლობს ჩვენს ენას? ინგლისის რესტორანებში მრავალწლიანი
სამსახურის დროს ისწავლეს. ფიზიკურადაც გვარიანად ჰგვანან
ინგლისელს. ქერა თმა, ცისფერი თვალები, თავის ქალას ფორ-
მა: არა, თავის ქალა არ გათქვამთ. მართლა, ამასწინათ სადღაც
ვნახე ზუსტად ასეთი თავი, მაგრამ სად?“

129 მკითხველთა ლიგა


– ამ დაწყევლილ ანკეტებს ველოლიავებით, – როხროხებდა
კაპიტანი. – მერედა, რად გვარგია, მედოუზ, ეს სულელური შე-
კითხვების დასტა...
ანაზდად იმპულსს აყოლილმა ტომიმ ხმამაღლა თქვა რამდე-
ნიმე ფრაზა, რომლებთაც თითქოს ჰეიდოკის აზრი გააგრძელა:
– ვიცი, ვიცი, მაგალითად: „თქვენი გვარი?“ პასუხი – „ნ“ ან
„მ“.
გაისმა დამსხვრეული ჭურჭლის წკრიალი, აპლდორს, იდეა-
ლურად გაწვრთნილ მსახურს, ფეხი დაუცდა და პიტნის ლიქიო-
რის ჭავლი ტომის მანჟეტზე შეეშხეფა. – მაპატიეთ, სერ, – წა-
ილუღლუღა მსახურმა.
– იდიოტო! დონდლო! ეშმაკმა წაგიღოს, თვალში ვეღარ იხე-
დები? – იფეთქა ჰეიდოკმა და გაცოფებულს ისედაც ღაჟღაჟა სა-
ხე სულ წამოუჭარხლდა. აპლდორი ბოდიშს მოჰყვა. ტომიმ
უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ უეცრად, თითქოს სასწაული
მოხდაო, კაპიტანს რისხვა ჩაუქრა და ჩვეული გულითადობა და-
უბრუნდა.
– წამოდით, დაიბანეთ. პიტნის ლიქიორი მთლად გაგწებავთ.
ტომი სახლში შეჰყვა კაპიტანს და მალე სულ ახალი ტექნი-
კით გაწყობილ მდიდრულ აბაზანაში ამოყო თავი. ტომი წებოვან
ლაქებს იცილებდა, კაპიტანი კი მეზობელ ოთახში დარჩა და
იქიდან ელაპარაკებოდა. ტომი წელში გაიმართა, მიიხედ-მოი-
ხედა, ხელის გასამშრალებელს ეძებდა. ამ დროს საპონი, პირ-
საბანზე რომ დადო, ჩამოცურდა და იატაკზე დავარდა. ტომიმ ეს
ვერ დაინახა და საპონს ფეხი დააბიჯა.
მომდევნო წამს წარმოუდგენელი საბალეტო ანტრაშე გააკე-
თა გაპრიალებულ ლინოლეუმზე, უაზროდ აიქნია ხელები და
ოთახის მთელ სიგრძეზე გასრიალდა. ბოლოს ერთი ხელი აბა-
ზანის მარჯვენა ონკანს წაავლო, მეორე კი მწარედ მოარტყა კა-

130 მკითხველთა ლიგა


რადას. საპონი რომ არა, ტომის ასეთი რთული პირუეტი არ გა-
მოუვიდოდა. ფეხი მთელი ძალით დაარტყა აბაზანის ქვედა პა-
ნელს და დაუსრიალდა. რაც ამას მოჰყვა, ტომის საცირკო ფო-
კუსი ეგონა. აბაზანა უხილავ ღერძზე შეტრიალდა და კედელს
მოსცილდა, ტომის წინ სანახევროდ ჩაბნელებული ნიში გამოჩ-
ნდა, იქ ისეთი რამ იდგა, რისი დანიშნულება ერთი შეხედვითაც
ცხადი იყო. ეს რადიოგადამცემი გახლდათ.
კაპიტნის ხმა აღარ ისმოდა. ჰეიდოკი უეცრად აისვეტა ზღურ-
ბლზე და ტომის გონებაში წამსვე ყველაფერი დალაგდა. რამ
დააბრმავა. გულკეთილი ინგლისელის ეს ხალისიანი, ჯანღო-
ნით სავსე კაცის ღაჟღაჟა სახე მხოლოდ ნიღაბი იყო. ამდენხანს
როგორ ვერ დაინახა ამ ნიღაბქვეშ ჭეშმარიტი ჰეიდოკი – ქედ-
მაღალი, ფიცხი პრუსიელი ოფიცერი? მაგრამ, მადლობა
ღმერთს, სასადილო ოთახში მომხდარმა შემთხვევამ თვალი აუ-
ხილა, სხვა ასეთი შემთხვევა გაახსენდა: ოდესღაც შეესწრო, გა-
მოჯერკნილი პრუსიელი მეომარი რა უხეშად, ჭეშმარიტი იუნ-
კრის შესაფერისი დაუზოგველობით ტუქსავდა ჯარისკაცს. ზუს-
ტად ასე დაატყდა თავს დღეს კაპიტანი ჰეიდოკი თავის დამნაშა-
ვე და დაბნეულ ხელქვეითს.
თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაიქნიესო, ყველაფერს ნათელი
მოეფინა, მტერმა ჯერ განი შემოგზავნა, რომელმაც უცხოელ მუ-
შებს გააწყობინა ვილა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედ-
ვით ყველაფერი იღონა, რომ მასზე ეჭვი აეღოთ და ამით შექმნა
ნიადაგი ოპერაციის მომდევნო ეტაპის – მამაცი ინგლისელი
მეზღვაურის მიერ მისი როგორც გერმანელთა აგენტის გამომ-
ჟღავნების განხორციელებისთვის. მერე კი ამ მეზღვაურმა – და
ეს სავსებით ბუნებრივად გამოიყურებოდა – „კონტრაბანდის-
ტთა თავშესაფარი“ შეიძინა და ყველა თავის ნაცნობს ტვინი უღ-
რძო იმ ამბის მოყოლით, თუ როგორ დაეპატრონა ამ ვილას. და,

131 მკითხველთა ლიგა


აი, „ნ“ უკვე დამკვიდრდა მითითებულ ადგილას; საზღვაო კომუ-
ნიკაციები უზრუნველყოფილი აქვს, გადამცემი საიმედოდ შე-
ნიღბული, შტაბი აქვე აქვს მოწყობილი, პანსიონში.
ამ აზრებმა ტომის ელვასავით გაურბინა. შეგნებული ჰქონდა,
ძალიან კარგად ესმოდა, რაც ელოდა, იცოდა, სიკვდილს ეთამა-
შებოდა. ერთადერთი გამოსავალი დარჩა – მიმნდობ, მძიმედ
მოაზროვნე ინგლისელად მოეჩვენებინა თავი. ჰეიდოკს მიუბ-
რუნდა და გადაიხარხარა, გუნებაში გაივლო, ნეტავ, საკმაოდ
ბუნებრივი სიცილი გამომივიდესო.
– ღმერთმანი, სახლში ყოველ ნაბიჯზე სიურპრიზები გაქვთ
მოწყობილი. ეს რაღა უბედურებაა? განის კიდევ ერთი გამოგო-
ნება? ადრე არ გიჩვენებიათ.
ჰეიდოკი უსიტყვოდ იდგა ზღურბლთან, ტომის გზას უღობავ-
და. დაძაგრული იყო,
„ასეთ მოწინააღმდეგეს ვერ გავუმკლავდები, – გაიფიქრა
ტომიმ. – ახლა ის წყეული მსახურიც ხომ უნდა ვიანგარიშო!“
ჰეიდოკი ისევ ქვის ლოდივით იდგა ზღურბლთან. მერე ანაზ-
დად კუნთები მოადუნა და გაიცინა.
– ეგ რა დაგემართათ, მედოუზ! ბალეტის მოცეკვავესავით
გასრიალდით იატაკზე. ეგეთი რამ ათასში ერთხელ თუ მოხდება.
ხელი შეიმშრალეთ და ოთახში გავიდეთ.
ტომი სააბაზანოდან გავიდა და კაპიტანს გაჰყვა. ჩახმახივით
იყო შემართული, თითოეული კუნთი დაჭიმული ჰქონდა. ახლა,
როცა ასეთი რამ აღმოაჩინა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ამ
სახლიდან უნდა გაეღწია. მაგრამ შეძლებს ჰეიდოკის გაცურე-
ბას?
კაპიტანი საკმაოდ ბუნებრივად ლაპარაკობდა. ჰაიჰარად,
თითქოს უცაბედად (ვითომ ასე იყო?) მხარზე მოხვია ხელი ტო-

132 მკითხველთა ლიგა


მის, სასტუმრო ოთახში შეიყვანა, მიტრიალდა და კარი მოიხუ-
რა.
– ყური დამიგდე, ძმობილო, რაღაც უნდა გითხრა, – გულ-
წრფელად, მეგობრულად, მაგრამ ოდნავ შეცბუნებული კაცივით
ლაპარაკობდა. ტომის ხელით ანიშნა, დაჯექიო, და განაგრძო, –
რა თქმა უნდა, საწყენია, ასე რომ მოხდა, ძალიან საწყენია. ერ-
თი რამღა დამრჩენია – ჩემი საიდუმლო გაგანდოთ, მაგრამ
იცოდეთ, მედოუზ, ენას კბილი დააჭირეთ, გასაგებია?
ტომის ხარბი ცნობისმოყვარეობა გამოეხატა სახეზე. ჰეიდო-
კი დაჯდა და სკამი-მისკენ მიაჩოჩა.
– რომ იცოდეთ, საქმე ასეა, მედოუზ, ეს კაციშვილმა არ უნდა
გაიგოს, მე საიდუმლო სამსახურში ვარ. განყოფილება მ. ი. 42 ბ.
იქსი, გაგიგონიათ?
ტომიმ თავი გააქნია და მეტი ინტერესი გამოეხატა სახეზე.
– ამრიგად, ეს სრული საიდუმლოებაა. ჩვენ, ასე ვთქვათ,
კავშირის შიგნითა რკალში ვმუშაობთ – აქედან ზოგიერთ ინ-
ფორმაციას გადავცემთ. მაგრამ ეს რომ გამჟღავნდეს, უბედურე-
ბა მოხდება, გასაგებია?
– ოღონდაც! – წამოიძახა მედოუზმა. – რა საინტერესოა!
ფიქრი ნუ გაქვთ, სიტყვა არ დამცდება.
– სწორადაც მოიქცევით – ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა.
გიმეორებთ, ყველაფერი სავსებით გასაიდუმლოებულია.
– ყველაფერი გასაგებია, რა საინტერესო სამუშაო გქონიათ!
მართლა საინტერესო! ძალიან მინდა ზოგიერთი რამ გკითხოთ.
მაგრამ ეს ალბათ არ შეიძლება?
– დიახ, არ ღირს. ხომ გესმით, „სრულიად საიდუმლო“, რას
ნიშნავს?
– დიახ, დიახ! მაპატიეთ, გეთაყვა, ასე რომ მოხდა. საოცარი
შემთხვევაა! – უპასუხა ტომიმ და თავისთვის გაიფიქრა: „ღმერ-

133 მკითხველთა ლიგა


თმანი, არ დამიჯერა. გულშიც ვერ გაივლებს, რომ მის ნაჩურჩუ-
ტალს სიმართლედ მივიღებ“.
არა, ეს დაუჯერებელია. თუმცა თავდაჯერებულობას ბევრი
დაუღუპავს. კაპიტანი ჰეიდოკი ჭკვიანი კაცი და დიდი პიროვნე-
ბაა. ეს საცოდავი მედოუზი კი ვინა გდია? ერთი უბრალო ბრიტა-
ნელია, აზრი აზრისთვის ვერ გადაუბამს, იმ კაცის ნიმუშია, რო-
მელსაც რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერს ირწმუნებს. ღმერთმა
ქნას, ჰეიდოკს ეს კიდევ დიდხანს სჯეროდეს!
ტომი ლაქლაქს განაგრძობდა, ყოველნაირად ცდილობდა,
ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გამოემჟღავნებინა. ესმის,
რომ შეკითხვების დასმა არ შეიძლება, მაგრამ... რამდენადაც
შეუძლია განსაზღვროს, კაპიტან ჰეიდოკს ძალიან სახიფათო სა-
მუშაო ჰქონია. კაპიტანს შიგ გერმანიაში თუ უმუშავია? ჰეიდოკი
ხალისიანად აძლევდა ალალ პასუხს. ახლა ადრინდელზე უფრო
ჰგავდა ნამდვილ ინგლისელ მეზღვაურს – პრუსიელი ოფიცერი
უკვალოდ გაქრა. მაგრამ ახლა ტომიც სხვა თვალით უყურებდა
და გაოცებული იყო, ასე რამ შემაცდინაო. არც თავის ქალას
ფორმებს, არც ტუჩის ხაზებს ბრიტანული არაფერი ეცხო, ბო-
ლოს და ბოლოს მისტერ მედოუზი ადგა. უკანასკნელი გამოც-
დის წამი დადგა. გამოვა თუ არა?
– წასვლა სჯობს წამავალისა – უკვე გვიანაა. კიდევ გთხოვთ
მაპატიოთ და დარწმუნებული იყავით, სიტყვა არავისთან დამ-
ცდება.
კმაყოფილსა და აგზნებულ მისტერ მედოუზს სასიამოვნო სა-
უბარი არ შეუწყვეტია, ისე გაემართა კარისკენ.
აი, უკვე ჰოლშია... ახლა გასასვლელისკენ...
მერე, გამოღებულ კარს მიღმა ტომი აპლდორს ხედავს. მსა-
ხური ხონჩაზე ჭურჭელს აწყობს – დილით პატრონს საუზმე უნდა
მიართვას (ამ ყეყეჩებმა იქნებ მართლა გაუშვან).

134 მკითხველთა ლიგა


კაცები გასასვლელთან შეყოვნდნენ. ცოტაც ილაპარაკეს და
შეთანხმდნენ, შაბათს გოლფი ისევ ვითამაშოთო.
გზაზე ხმები გაისმა – კონცხზე სასეირნოდ წამოსული ორი
კაცი უკან ბრუნდებოდა, იმათ ტომი და ჰეიდოკი საყველპუროდ
იცნობდნენ. ტომიმ დაუძახა, კაცები შეჩერდნენ. ერთხანს ოთხი-
ვენი ჭიშკართან იდგნენ, ორიოდე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს,
მერე ტომი გულთბილად დაემშვიდობა მასპინძელს და იმ ორ
კაცთან ერთად გზას გაუდგა.
გამოაღწია! იდიოტი ჰეიდოკი ანკესს წამოეგო!
ტომიმ გაიგონა, სახლამდე როგორ მივიდა კაპიტანი, ჰოლში
შევიდა და კარი მიიჯახუნა. ტომიმ კინაღამ წამოიყვირა და თა-
ვის ორ ახალ ნაცნობთან ერთად მხნედ დაეშვა თავდაღმართზე.
ამ ბოლო წამებში თვით განგებამ მოუვლინა ეს კაცები.
„სან-სუსის“ ჭიშკართან ტომი თანამგზავრებს დაემშვიდობა,
ბაღში შევიდა და ჩუმი სტვენა-სტვენით გაუყვა ხეივანს სახლის-
კენ. მაგრამ ბნელ კუთხესთან როდოდენდრონის ბუჩქებს გაუს-
წორდა თუ არა, რაღაც მძიმე მოხვდა თავში. ტომი პირდაღმა
დაეცა და ბნელ უფსკრულში ჩაინთქა.

135 მკითხველთა ლიგა


თავი მეათე

– თქვენ სამი ყვავი გამოაცხადეთ, მისის ბლენკენსოპ? დიახ,


მისის ბლენკენსოპმა სამი ყვავი გამოაცხადა.
მისის სპროტმა ის-ის იყო ტელეფონით ლაპარაკი დაამთავ-
რა და სასტუმრო ოთახში ოდნავ აქოშინებული დაბრუნდა.
– საჰაერო თავდაცვის გამოცდები ისევ გადაიტანეს. თავი
მომაბეზრეს! – წამოიძახა მან.
– მერე მისის კეილიმ გამოაცხადა ორი გული, მე კი ჯვრის
ორიანი ჩამოვედი, – განაცხადა მის მინტონმა.
– მე კი სამი ყვავი გამოვაცხადე, – თქვა მისის ბლენკენსოპ-
მა.
– მე – პასი, დაუმატა მისის სპროტმა.
მისის კეილი ხმას არ იღებდა. ბოლოს შეამჩნია, რომ პარ-
ტნიორები მოლოდინით შეჰყურებდნენ.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, მაპატიეთ! – წამოენთო მისის კეილი, –
ვფიქრობდი, მისტერ კეილის ხომ არ მივაკითხო-მეთქი; ვერან-
დაზე სულ მარტო დარჩა. – თქვა და იქ მყოფთ თვალი მოავლო.
– თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, დავხედავ, ვნახავ, რო-
გორ არის. რაღაც უცნაური ხმაური ჩამესმა. იქნებ წიგნი და-
უვარდა. – მისის კეილი ადგა, შემინული კარი გაიარა და ვერან-
დაზე გავიდა.
– კარგი იქნებოდა, მისის კეილისთვის ხელზე თოკი შეებათ,
– შენიშნა ტაპენსმა. – როცა დასჭირდებოდა, მისტერ კეილი
თოკს მოქაჩავდა, დაძახებით თავს აღარ შეიწუხებდა.
– ერთ რამედ ღირს, ასეთ მოყვარულ ცოლს რომ ნახავ! –
თქვა აღტაცებულმა მის მინტონმა.
136 მკითხველთა ლიგა
სამ ქალს ხმა არ ამოუღია.
– შეილა სად არის? – იკითხა მის მინტონმა.
– კინოში წავიდა, – უპასუხა მისის სპროტმა.
– მისის პერენა? – დაინტერესდა ტაპენსი.
– ასე თქვა, ჩემს ოთახში ვიქნებიო, ანგარიშები უნდა შე-
ამოწმოს, – გაეპასუხა მის მინტონი. – საცოდავი! ანგარიშების
შემოწმება დამღლელი საქმეა.
– მთელ საღამოს მაგას ხომ არ მოანდომებდა, – შეეპასუხა
მისის სპროტი. – როცა ჰოლში ტელეფონით ვლაპარაკობდი,
მისის პერენა საიდანღაც დაბრუნდა.
– საინტერესოა, საიდან? – ჩაურთო მის მინტონმა. – ალბათ
კინოში არ იქნებოდა, სეანსი ჯერ არ დამთავრებულა.
– შლაპა არ ეხურა, არც პალტო ეცვა, – განაგრძო მისის
სპროტმა. – თმა გაწეწილი ჰქონდა და ისე გულამომჯდარი ქო-
შინებდა, თითქოს ბევრი ირბინაო. კიბე აირბინა და თავის
ოთახში შევიდა, მე ერთი სიტყვაც არ მითხრა, ერთი ბრაზიანად
კი გადმომხედა. დიახ, დიახ, ძალიან ბრაზიანად, თუმცა მე თით-
ქოს არაფერი დამიშავებია.
ვერანდის კარში მისის კეილი გამოჩნდა.
– აბა, ვინ იფიქრებდა! – წამოიძახა მან. – მისტერ კეილიმ
თვითონ, ჩემს დაუხმარებლად შემოიარა მთელი ბაღი. ასე
თქვა, დიდი სიამოვნებით ვისეირნე, ძალიან თბილი საღამოაო.
მისის კეილი დაჯდა და ქალებმა კარტის თამაში გააგრძე-
ლეს.
ოთახში მისის პერენა შემოვიდა.
– კარგად ისეირნეთ? – ჰკითხა მის მინტონმა.
პასუხად მისის პერენამ ავისმომასწავებელი გაღიზიანებული
მზერა შეავლო და მოუჭრა:
– სახლიდან არც გავსულვარ.

137 მკითხველთა ლიგა


– ოჰ, მაპატიეთ! ალბათ შემეშალა, მაგრამ მისის სპროტმა
თქვა, რომ თქვენ ახლახანს მოხვედით.
– მინდოდა გამეგო, როგორი ამინდი იყო, გარეთ ამიტომ გა-
ვედი, – უპასუხა მისის პერენამ.
უჟმურად ლაპარაკობდა. უწყინარ მისის სპროტს ავად დაუბ-
რიალა თვალი. მისის სპროტი აილეწა, აშკარად შეშინდა.
– არა, ვინ იფიქრებდა! – საერთო საუბარში თავისი წვლილი
შეიტანა მისის კეილიმ. – მისტერ კეილიმ თვითონ შემოიარა
მთელი ბაღი.
– რატომ შემოიარა? – ჯიქურ ჰკითხა მისის პერენამ.
– დღეს ძალიან თბილი საღამოა, – აუხსნა მისის კეილიმ. –
კაშნეც არ შემოუხვევია, დაავიწყდა. ახლაც კი არ ინდომა სახ-
ლში შემოსვლა. მეშინია, არ გაცივდეს.
– გაცივებაზე საშინელი ამბებიც ხდება ხოლმე, – გააწყვეტი-
ნა მისის პერენამ. – წუთი წუთზე თავზე შეიძლება ბომბი დაგვე-
ცეს და ნაცარტუტად გვაქციოს.
– აჰ, ღმერთო ჩემო! იმედი მაქვს, ეგ არ მოხდება.
– ჰოო? მე კი სულაც არა ვარ წინააღმდეგი, რომ მოხდეს.
და მისის პერენა ტერასაზე გავიდა.
ბრიჯის მოთამაშე ოთხმა ქალბატონმა თვალი გააყოლა.
– დღეს რაღაც უცნაურად იქცევა, – წაიბუტბუტა მისის
სპროტმა. მის მინტონი მაგიდისკენ დაიხარა.
– არ გეჩვენებათ... – მიმოიხედა, დანარჩენებმა მისკენ მი-
იწიეს, – არ გეჩვენებათ, რომ მთვრალია? – სისინა ჩურჩულით
დაამთავრა მის მინტონმა.
– აჰ, ღმერთო ჩემო! ვითომ მართლა? – წამოიძახა მისის კე-
ილიმ. – თუ აგრეა, ბევრი რამ შეგვიძლია ავხსნათ. დროდადრო
მისის პერენა, მართლაც, რაღაცნაირია... უცნაურია. თქვენ რას
იტყოდით, მისის ბლენკენსოპ?

138 მკითხველთა ლიგა


– ო, მე მაგას ვერ ვიტყოდი. მგონი, უბრალოდ შეშფოთებუ-
ლია. თქვენი სვლაა, მისის სპროტ.
– მგონი, ბეტიმ გაიღვიძა? – თავი ასწია მისის სპროტმა.
– არა, გოგონას სძინავს, – მტკიცედ უპასუხა ტაპენსმა.
მისის სპროტი აშკარად დედური საზრუნავით იყო შეპყრობი-
ლი, გაუბედავად ჩახედა ბანქოს ქაღალდებს.
– მაშ, საქმე არა გვაქვს და ბრიჯის თამაშით ვკლავთ დროს?
– გაისმა ბუხუნა ხმა.
ტერასის კარში მისის ო’რორკი იდგა, მძიმედ სუნთქავდა და
თვალები უელავდა. უკეთურად გაიღიმა და ოთახში შემოვიდა.
– ხელში რა გიჭირავთ? – უცებ ინტერესით ჰკითხა მისის
სპროტმა.
– ჩაქუჩი, – თავაზიანად გამოეპასუხა მისის ო’რორკი. – ხე-
ივანში ვიპოვე – ალბათ ვიღაცას დარჩა.
– საკვირველია! ნეტავ ვის დასჭირდა? – გაიკვირვა მისის
სპროტმა.
– მართლაც რომ საკვირველია, – დაეთანხმა მისის ო’რორ-
კი და ჩაქუჩის ქნევით ჰოლში გავიდა.
დღეს რაღაც განსაკუთრებულად აგზნებული ჩანდა.
– მოითმინეთ, კოზირი რა არის? – იკითხა მის მინტონმა.
ხუთი წუთი თამაშისთვის ხელი აღარავის შეუშლია, მერე კი
ბლეჩლი შემოვიდა, კინოში ყოფილიყო და დაწვრილებით დაიწ-
ყო „მოხეტიალე მენესტრელის“ შინაარსის მოყოლა. ამ ფილმში
მოქმედება რიჩარდ I მეფობის დროს ხდებოდა.
რობერის დამთავრება ვერა და ვერ შეძლეს. მისის კეილიმ
საათს დახედა, გვიან არისო, თქვა და ბაღში გავიდა მისტერ კე-
ილის მოსაძებნად. ეს უკანასკნელი კი, ბედის ანაბარა მიგდებუ-
ლი, ხეიბრის როლით ტკბებოდა, ტრაგიკულად კრთოდა, ახვე-
ლებდა და სამარისეული ხმით იმეორებდა:

139 მკითხველთა ლიგა


– არაფერია, არაფერი, ძვირფასო! იმედი მაქვს, ბრიჯის თა-
მაშით ისიამოვნე? ჩემზე ნუ იწუხებ. გაციებულიც რომ ვიყო, ამას
ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს! ახლა ომია,
მეორე დღეს, საუზმობისას, ტაპენსმა შეამჩნია, რომ ატმოს-
ფერო რამდენადმე დაძაბული იყო. მისის პერენამ პირი იმის-
თვის გააღო, რომ რამდენიმე შხამიანი შენიშვნა ეთქვა, რის შემ-
დეგაც კი არ გავიდა, პირდაპირ გავარდა ოთახიდან. ბლეჩლიმ
პურზე სქლად წაუსვა ხილფაფა და ხმადაბლა ჩაიცინა:
– მგონი, სუსხმა დაბერა. რა გაეწყობა, ეს მოსალოდნელიც
იყო.
– მოხდა რამე? – იკითხა მის მინტონმა, წვრილი კისერი წა-
იგრძელა და ტკბილმა მოლოდინმა აათრთოლა.
მაიორმა აუდიტორიას თვალი მოავლო. მაგიდას უსხდნენ
მის მინტონი, მისის ბლენკენსოპი, მისის კეილი და მისის ო’რ-
ორკი. მისის სპროტი და ბეტი უკვე წავიდნენ. შეიძლებოდა ამბა-
ვი დაეწყო.
– მედოუზის ამბავი უნდა მოგახსენოთ, – გამოაცხადა ბლეჩ-
ლიმ. – მთელი ღამე სადღაც უქეიფია, ჯერაც არ დაბრუნებულა.
– რაა? – აღმოხდა ტაპენსს.
– ჩვენი მედოუზი ფხიანი კაცია, – გაიცინა ბლეჩლიმ. – ჰო-
და, მისის პერენა, ცხადია, სიბრაზისგან კანში ვეღარ ეტევა.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მის მინტონმა და წამოწით-
ლდა.
მისის კეილი აშკარად შოკირებული იყო. მისის ო’რორკმა
ჩაიცინა.
– მისის პერენამ უკვე ყველაფერი მიამბო, – გამოტყდა მისის
ო’რორკი. – რას იზამ! მამაკაცი მამაკაცობას არ მოიშლის.
– იქნებ მისტერ მედოუზს რამე შეემთხვა, – წამოიკიკინა მის
მინტონმა. – იქნებ მანქანა დაეჯახა?

140 მკითხველთა ლიგა


– ალბათ ეგრეც აგვიხსნის ყველაფერს, – თქვა მაიორმა, –
მანქანა დაეჯახა, წააქცია და ის საწყალი გონზე მხოლოდ დი-
ლით მოვიდა.
– იქნებ საავადმყოფოშია?
– შეგვატყობინებდნენ, პირადობის მოწმობა თან ექნებოდა.
– ღმერთო ჩემო! – ამოიოხრა მისის კეილიმ. – რას იტყვის
მისტერ კეილი?
ამ რიტორიკულ შეკითხვას პასუხი არავინ გასცა. ტაპენსი
ფეხზე წამოდგა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ღირ-
სება შეულახესო და ოთახიდან გავიდა.
– საცოდავი ბებერი მედოუზი! – სიცილისგან ჩაბჟირდა ბლე-
ჩლი, როგორც კი ტაპენსმა კარი გაიხურა. – მომხიბლავ ქვრივ
ქალს მისი დაკარგვა არ ეპიტნავა, ეგონა უკვე გამოჭერილი
ჰყავდა.
– მაიორო ბლეჩლი! – წამოიკიკინა მის მინტონმა.
– დიკენსი გახსოვთ? – გამოეპასუხა გადამდგარი მაიორი და
თვალი ჩაუკრა. – „ქვრივ ქალებს უფრთხილდით, სემი!“

ტომის გაუთვალისწინებელმა გაქრობამ ტაპენსი რამდენად-


მე შეაშფოთა, მაგრამ შეეცადა თავი დაემშვიდებინა. ალბათ,
რამე შეიტყო და ცხელ კვალს მიჰყვება. ბირსფორდებმა იცოდ-
ნენ, რომ იმ პირობებში, რომელიც მათ ჰქონდათ, ერთმანეთ-
თან კავშირის დამყარება ძნელი იყო, ამიტომ წინასწარვე მო-
ილაპარაკეს – ნაადრევად არ მისცემოდნენ პანიკას, თუ ერთ
მათგანს ისე მოუხდებოდა სადმე წასვლა, რომ მეორეს ვერ გა-
აფრთხილებდა. ისიც დათქმული ჰქონდათ, მსგავს შემთხვევაში
რა ფანდი უნდა ეხმარათ. როგორც მისის სპროტმა თქვა, მისის
პერენა გუშინ სადღაც გავიდა, ხოლო რაკი დიასახლისი ამ
ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა, მისი სხვაგან ყოფნა ფიქ-

141 მკითხველთა ლიგა


რისთვის განსაკუთრებულ საბაბს იძლეოდა. შეიძლება ტომი
კვალში ჩაუდგა დიასახლისს და ისეთი რამ აღმოაჩინა, რასაც
გამუდმებით უნდა უთვალთვალოს. მაშინ უსათუოდ დაუკავშირ-
დება ტაპენსს ერთ-ერთი დათქმული ხერხით ან მალე დაბრუნ-
დება.
მაგრამ ტაპენსი მაინც ღელავდა. გადაწყვიტა, რომ მისის
ბლენკენსოპის როლი უფლებას აძლევდა გარკვეული ცნობის-
მოყვარეობა გამოეჩინა და შეშფოთებაც გამოეხატა, ამიტომ
ბევრი აღარ უფიქრია, მისის პერენას მოსაძებნად გაემართა.
მისის პერენამ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ ისურვა, მაშინ-
ვე აგრძნობინა, რომ მისი მდგმური პატიებას არ იმსახურებდა
და ასეთი საქციელი იოლად არ შერჩებოდა.
დღე მიილია, მისტერ მედოუზი კი არ გამოჩნდა. საღამოჟამს
დიასახლისმა „სან-სუსის“ მდგმურთა დაბეჯითებითი თხოვნა შე-
ისმინა და მართალია, ძალიან აითრია ფეხი, მაგრამ პოლიცია-
ში მაინც დარეკა. პანსიონში სერჟანტი მოვიდა და საქმის ვითა-
რება უბის წიგნაკში ჩაინიშნა. ამ დროისათვის ზოგიერთი ფაქტი
დადგინდა. მისტერ მედოუზი კაპიტან ჰეიდოკის სახლიდან თერ-
თმეტის ნახევარზე გამოსულა. იქიდან ვინმე მისტერ უოლტერ-
სთან და ექიმ კერტისთან ერთად „სან-სუსის“ ჭიშკრამდე მოსუ-
ლა, აქ თანამგზავრებს დამშვიდობებია და ხეივანში შეუხვევია.
ამ წუთიდან მისტერ მედოუზი გაქრა, თითქოს სივრცეში გაით-
ქვიფაო.
ტაპენსმა თავისთვის ორი ვერსია შეიმუშავა.
ჯერ ერთი, ტომის შეიძლებოდა ხეივანში მისის პერენა და-
ელანდა და ბუჩქებში დამალულიყო, მერე კი დიასახლისს უკან
გაჰყოლოდა. თუ ქალს პაემანი ჰქონდა ვინმესთან, მაშინ, ალ-
ბათ, იმ კაცს აედევნა, მისის პერენა კი პანსიონში დაბრუნდა.
ასეთ შემთხვევაში ტომი უვნებელი იქნება და რაც უფრო ბეჯი-

142 მკითხველთა ლიგა


თად მოძებნის პოლიცია, მით უფრო გაურთულებს საქმეს. მე-
ორე ვერსია ბევრად უსიამო იყო. თვალსაჩინოდ იგი ტაპენსს
ეხატებოდა ან მისის პერენას სახით, რომელიც „თმაგაწეწილი
და აქოშინებული“ დაბრუნდა პანსიონში, ან მისის ო’რორკის სა-
ხით, რომელიც ვერანდის კარის ზღურბლზე მძიმე ჩაქუჩით
„ხელდამშვენებული“ იდგა.
ეს ჩაქუჩი ტაპენსის ყველაზე ტრაგიკულ ფიქრებს იწვევდა.
მართლაც და, როგორ გაჩნდა ჩაქუჩი ხეივანში? ვისა და რად
დასჭირდა იგი? მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრად ძნელი
იყო, ვიდრე პირველის. ბევრი რამ იყო დამოკიდებული იმაზე,
სახელდობრ როდის დაბრუნდა შინ მისის პერენა. ეს უთუოდ და-
ახლოებით თერთმეტის ნახევარზე მოხდა, მაგრამ, სამწუხა-
როდ, ბრიჯის მოთამაშე არც ერთ ქალბატონს საათისთვის არ
დაუხედავს. გაჯავრებულმა მისი პერენამ თქვა, გარეთ იმიტომ
გავედი, რომ გამეგო, როგორი ამინდი იყოო, მაგრამ ერთი წუ-
თით გასულს რა აქოშინებდა? დიასახლისი დარწმუნებული იყო,
რომ ოთხივე ქალბატონი გატაცებით თამაშობდა ბრიჯს, მაგრამ
არ გაუმართლა – მისის სპროტმა დაინახა, როგორ დაბრუნდა,
– და ამან აშკარად გააღიზიანა.
ზუსტად რა დროს მოხდა ეს?
ტაპენსმა გამოიკითხა და გაარკვია, რომ ყველა მისი პარ-
ტნიორი უკიდურესად გაურკვევლად ასახელებდა დროს. მათი
ნათქვამი ერთმანეთს რომ დამთხვეოდა, მისის პერენა ყველაზე
საეჭვო პირი ხდებოდა. მაგრამ იყო მეორე ვარიანტიც: ტომის
დაბრუნების მომენტში „სან-სუსის“ კიდევ სამი მდგმური არ იყო
ადგილზე. მაიორი ბლეჩლი კინოში იყო, მაგრამ კინოში მარტო
წავიდა. თანაც ისე საგულდაგულოდ და დაწვრილებით ჰყვებო-
და ფილმის შინაარსს, ეჭვიან კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, დაბე-
ჯითებით უნდა თავისი ალიბი დაამტკიცოსო. არის კიდევ მისტერ

143 მკითხველთა ლიგა


კეილი, რომელმაც, თავისი ახირებულობისა მიუხედავად, არც
აცია, არც აცხელა და სასეირნოდ მარტოდმარტო გავიდა ბაღში.
მისის კეილი რომ არა, ბაღში გასეირნების ამ ამბავს ვერავინ
გაიგებდა, ყველას ეგონებოდა, რომ პლედში ჩაფუთვნილი მის-
ტერ კეილი ტერასაზე მუმიასავით იყო მისვენებული სავარძელ-
ში. ოღონდაც, ისეთი რისკის გაწევა, როგორიცაა ღამით ხან-
გრძლივი დროით გარეთ ყოფნა, სულაც არა ჰგავს მისტერ კე-
ილის საქციელს.
და, ბოლოს, რჩება მისის ო’რორკი, რომელიც იღიმებოდა და
ხელში ჩაქუჩს ათამაშებდა...

***

– რა მოხდა, დებ? აგრე რამ შეგაწუხა, გოგონი?


დებორა ბირსფორდი მოულოდნელობისგან შეკრთა, მაგრამ
მაშინვე გაიცინა: თავს ტონი მარსდენი წამოსდგომოდა. დებო-
რას მოსწონდა ტონი. ჭკვიანი ბიჭია, შიფრის განყოფილებაში
ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ, თუმცა დიდი ხანი არ არის,
რაც მუშაობს.
– აჰ, არაფერი, – უპასუხა დებორამ, – საოჯახო საქმეა. რა-
საც ნიშნავს, ხომ იცი?
– კი, გული გააწყალეს ამ ნათესავებმა. შენმა მოხუცებმაც
რამე ჩაიდინეს?
– სიმართლე გითხრა, დედაჩემის ამბავი მაწუხებს. – რა-
ტომ? რა მოუვიდა?
– იცი, კორნუოლში გადასახლდა მოხუც დეიდასთან. დეიდა
სამოცდათვრამეტი წლისაა, ერთიანად გამოთაყვანდა და აუტა-
ნელი გახდა.

144 მკითხველთა ლიგა


– უღიმღამო სურათია! – თანაგრძნობით გამოეხმაურა
ახალგაზრდა კაცი.
– რა თქმა უნდა, დედაჩემის მხრივ ეს დიდსულოვანი ნაბიჯია,
მაგრამ ისედაც დაჩაგრულად გრძნობდა თავს – გამარჯვების-
თვის ხელს არ მანძრევინებენ, საქმეს არ მაძლევენ, არავის ვუნ-
დივარო. წინა ომში ჰოსპიტალში მუშაობდა მოწყალების დად,
კიდევ ბევრ რამეს აკეთებდა, ახლა კი... თუმცა, ცხადია, ახლა
სხვა დროა. ყველაფერმა ამან დედაჩემი ისე შეაწუხა, რომ გა-
დაწყვიტა, დეიდა გრეისთან გადასულიყო კორნუოლში, ბაღში
მიწა მოეჩიჩქნა და სხვა ასეთი საქმეები ეკეთებინა.
– კარგად გადაუწყვეტია! – მოიწონა ტონიმ.
– ჰო, მისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. ახლაც ბევ-
რი ენერგია აქვს. – თქვა დებორამ. – მაშ, ყველაფერი რიგზე
ყოფილა.
– მთლად არა, თუმცა გუშინწინ მისი წერილი რომ მივიდე,
გავიხარე.
– რაღა გაწუხებს? – ის, რომ ჩარლზს ვთხოვე – სწორედ იმ
მხარეს გაემგზავრა თავისიანების სანახავად – დედაჩემიც მო-
ენახულებინა. შეუარა, მაგრამ დედა იქ არ აღმოჩნდა.
– არ აღმოჩნდა?
– თურმე იქ არც ჩასულა. საერთოდ არ ჩასულა.
– საკვირველია! – ჩაილაპარაკა ოდნავ დაბნეულმა ტონიმ. –
ე-ე., მამაშენი სად არის?
– ჩემი მოხუცი? სადღაც შოტლანდიაშია. რომელიღაც იმ უნ-
დილ სამინისტროში მსახურობს, სადაც მთელი საქმე ისა აქვთ,
რომ ქაღალდების ასლებს იღებენ და ქაღალდებს კინძავენ.
– დედაშენი, ალბათ, იმასთან გაემგზავრა.
– არა, იქ გასაიდუმლოებული ზონაა, ქალებს შესვლა აკრძა-
ლული აქვთ.

145 მკითხველთა ლიგა


– ჰმ... მაშ, სხვაგან წასულა.
ტონი სულ დაიბნა – უფრო იმიტომ, რომ დებორა თავის დიდ-
რონ სევდიან თვალებს არ აშორებდა, რომლებშიც შიში ჩაყინუ-
ლიყო.
– რატომ წავიდოდა? საკვირველია! დედაჩემის ყველა წერი-
ლი დეიდა გრეისის, ბაღისა და სხვა ამდაგვარი ამბებითაა
სავსე.
– კარგი, კარგი, – აჩქარდა ტონი. – ცხადია, იმას უნდა, რომ
შენ გეგონოს... მაგრამ ჩვენს დროში... ერთი სიტყვით, კაცს
ზოგჯერ დროს გატარებაც სჭირდება ხოლმე.
დებორას თვალებში წუხილი მყისვე რისხვამ შეცვალა.
– თუ ფიქრობ, რომ დედაჩემმა კვირის ბოლო ვიღაც უცხოს-
თან გაატარა, ძალიან გეშლება. ჩემს მშობლებს ერთმანეთი უყ-
ვართ, ნამდვილად უყვართ. დედაჩემი არასოდეს...
– რა თქმა უნდა, არასოდეს, – ისევ აჩქარდა ტონი.. მაპატიე,
გეთაყვა, სულ არ მინდოდა...
დებორას რისხვა ჩაუცხრა, მაგრამ მაშინვე ისევ მოიღუშა.
– ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამასწინათ ვიღაცამ მით-
ხრა, თითქოს დედაჩემი ლიჰემპტონში ნახა. რა თქმა უნდა, ვუ-
პასუხე, ეგ შეუძლებელია-მეთქი. მეგონა, კორნუოლში იყო. მაგ-
რამ ახლა...
ტონი სიგარეტს უკიდებდა, ასანთიანი ხელი ჰაერში გაუშეშ-
და.
– ლიჰემპტონში? – ჰკითხა სწრაფად.
– ჰო. დედაჩემს ის ადგილი სულ არ შეეფერება. გადამდგარი
პოლკოვნიკების, შინაბერების საზოგადოება, სრული უსაქმუ-
რობა.

146 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, არ შეეფერება, – უპასუხა ტონიმ, სიგარეტს
მოუკიდა და თითქოს სხვათაშორის ჰკითხა: – იმ ომის დროს
დედაშენი რას აკეთებდა?
– რასაც სხვები: ჰოსპიტალში მუშაობდა, მანქანას ატარებდა,
საკუთარს კი არა, გენერლისას, – ჩამოთვალა დებორამ.
– მე კი მეგონა, ისიც შენსავით საიდუმლო სამსახურში იყო.
– არა, რას ამბობ! სამაგისოდ ჭკუა რას ეყოფოდა! თუმცა ისა
და მამაჩემი ერთხანს თითქოს მაძებრები იყვნენ: საიდუმლო სა-
ბუთები, ჯაშუშები და სხვა. რა თქმა უნდა, საყვარელი მოხუცები
ყველაფერს აზვიადებდნენ – აქაოდა, ძალიან მნიშვნელოვან
საქმეს ვაკეთებდითო.
მეორე დღეს სამსახურიდან შინ დაბრუნებულ დებორას მო-
ეჩვენა, რომ ოთახი რაღაცნაირად შეცვლილი იყო, რამდენიმე
წუთი დასჭირდა, სანამ მიხვდებოდა, რა მოხდა. მერე დარეკა და
გულმოსულმა დიასახლისს ჰკითხა, კომოდზე რომ იყო, ის დიდი
ფოტოსურათი რა იქნაო. მისის როლი შეწუხდა და განაწყენდა
კიდეც, მე არაფერი ვიცი, სურათისთვის ხელიც არ მიხლია, შე-
იძლება გლედისმა... გლედისი კი ირწმუნებოდა, ფოტოსურათს
ახლოს არ გავკარებივარო.
– იქნებ გაზის ოსტატმა აიღო, დღისით აქ იყო, – იმედის ნა-
პერწკალი გაერია ხმაში გლედისს.
მაგრამ დებორამ კატეგორიულად უარყო ის აზრი, რომ გაზის
კომპანიის მოსამსახურეს უეცრად შემოენთებოდა ხანში შესუ-
ლი ქალის სიმპათია და მის ფოტოსურათს წაიღებდა. ყველაზე
მოსალოდნელია, გადაწყვიტა დებორამ, რომ გლედისს მინა გა-
უტყდა და დანაშაულის მისაჩუმათებლად სურათიც და ჩარჩოც
ნაგვის ყუთში ჩაყარაო.
მიუხედავად ამისა, ალიაქოთი აღარ ატეხა, შემთხვევა მომე-
ცემა და დედას სხვა ფოტოსურათის გამოგზავნას ვთხოვო.

147 მკითხველთა ლიგა


თავი მეთერთმეტე

ტაპენსის ჯერიც დადგა, რომ პირსის ბოლოს მჯდომ მეთევზეს


გამოლაპარაკებოდა. საღი აზრი სხვას კარნახობდა, მაგრამ იმე-
დი მაინც ჰქონდა, რომ მისტერ გრანტი დამამშვიდებელ ამბავს
ეტყოდა. არ გაუმართლა, ტომის არც გრანტისთვის შეუტყობინე-
ბია რამე.
– მაშ, საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ ის... რომ იმას
რამე შეემთხვა?
ტაპენსი ცდილობდა მისთვის სიმტკიცე და საქმიანი კილო მი-
ეცა.
– არავითარი, მაგრამ დავუშვათ, რომ ასეც მოხდა. როგორ
მოიქცეოდით?
– მე... ჩემს საქმეს გავაგრძელებ, თავისთავად იგულისხმება.
– სწორედაც მოიქცეოდით. ტირილს ბრძოლის მერეც მოვას-
წრებთ. ახლა კი შუაგულ ბრძოლაში ვტრიალებთ და დრო არ
ითმენს. თქვენი მოწოდებული ერთი ინფორმაცია დადასტურდა.
თქვენ მოუსმინეთ საუბარს, რომლის დროსაც „მეოთხე“ ახსე-
ნეს. ეს მეოთხე მომდევნო თვის დღეა, ჩვენს ქვეყანაზე დიდი
თავდასხმის თარიღი.
– დარწმუნებული ხართ?
– სრულიად. ჩვენი მტრები მეთოდური ხალხია. გეგმები ყო-
ველთვის ზუსტად შედგენილი და დაწვრილებით დამუშავებული
აქვთ. მაშ, ასე: „მეოთხე“ თარიღია! ახლანდელი თავდასხმები
უმნიშვნელო რამ არის, ასე ვთქვათ, ბრძოლით დაზვერვაა: გერ-
მანელები კბილს უსინჯავენ ჩვენს თავდაცვას, ამოწმებენ, რა
148 მკითხველთა ლიგა
რეაქცია გვაქვს დაბომბვაზე. ოთხში კი ნამდვილ დარტყმას გვა-
გემებენ.,
– რაკი ეს იცით...
– ჩვენ შემოჭრის თარიღი ვიცით. ვიცით, ვვარაუდობთ, დაახ-
ლოებით სად მოხდება შემოჭრა და რაც ძალა და ღონე გვაქვს,
ვემზადებით. მაგრამ აქ ისევ ტროას გარემოცვის ძველი ამბავი
გვახსენდება. ტროელებმა ისევე, როგორც ჩვენ, იცოდნენ, რა
ძალა ემუქრებოდათ გარედან. ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, ვინ გვე-
მუქრება შიგნით, რა ხალხი ზის ცხენში, რადგან სწორედ იმათ
შეუძლიათ გაუღონ მტერს ციხესიმაგრის კარი. ჩვენ ვალდებუ-
ლი ვართ დროულად გავიგოთ, ვინ არის ეს ხალხი.
– იქნებ რომელიმე თქვენი კაცი მისის პერენას მივუჩინოთ?
– უკვე მივუჩინეთ. ასეთი ინფორმაცია მივიღეთ: „მისის პერე-
ნა – ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრი – ეჭვმიტანი-
ლია, რომ ანტიინგლისური განწყობილება აქვს“. ინფორმაცია
აბსოლუტურად ზუსტია, მაგრამ არავითარი სხვა სამხილი არ
გაგვაჩნია. არა გვაქვს ფაქტები, რომლებიც ჰაერივით გვჭირდე-
ბა. ამიტომ ამ საქმეზე ხელი არ აიღოთ, მისის ბირსფორდ. ხელი
არ აიღოთ და ყველაფერი გააკეთეთ, რისი გაკეთებაც კი შეგიძ-
ლიათ.
– ოთხი? – გაიმეორა ტაპენსმა. – მაშ, ერთ კვირაზე ნაკლები
დარჩენილა?
– ზუსტად ერთი კვირა.
ტაპენსმა ხელი ხელს მოუჭირა.
– ჩვენ ეგ საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ-მეთქი, იმიტომ ვამ-
ბობ, რომ ვგრძნობ, ტომიმ კვალს მიაგნო. ამიტომაც არ დაბ-
რუნდა. ოჰ, მეც რომ გამარკვევია ზოგიერთი რამ! რა იქნებოდა,
რომ...
წარბშეკრული ტაპენსი ახალი იერიშის გეგმას ჩაუფიქრდა.

149 მკითხველთა ლიგა


– გაიგე, ალბერტ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
– რა თქმა უნდა, მესმის, რასაც გულისხმობთ, მემ, მაგრამ
პატიოსან სიტყვას გაძლევთ, იდეა გულზე არ მეხატება.
– მიუხედავად მაგისა, შეიძლება გაგვიმართლოს.
– შეიძლება, მემ. მაგრამ ხიფათს თქვენ თვითონ უვარდებით
ხახაში და სწორედ ეს არ მომწონს, არც მისტერ ბირსფორდს მო-
ეწონებოდა.
– ჩვეულებრივი ხერხები უკვე ვცადეთ. იმისი თქმა მინდა,
რომ ყველაფერი ვიღონეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ისე,
რომ საფრიდან არ გამოვსულიყავით. ვფიქრობ, ახლა ერთა-
დერთი შანსი დაგვრჩა – აშკარად უნდა ვიმოქმედოთ.
– ნეტავ მაცოდინა, სად არის ახლა კაპიტანი ბირსფორდი!
– მეც ეგ მინდა, –– დარდიანად თქვა ტაპენსმა.
– ყველაფერი რაღაც უჩვეულოდ მოხდა – ისე გაქრა, სიტ-
ყვაც არა თქვა, არც არაფერს გვატყობინებს. აი, ამიტომ...
– რა, ალბერტ?
– აი, ამიტომ ვამბობ, თუ ის აშკარად მოქმედებდა, შეძლება
უკეთესი იყოს, თქვენ ჩრდილში დარჩეთ!
ალბერტი გაჩუმდა. აზრი მოიკრიბა და დაამთავრა:
– აი, რა უნდა გითხრათ: დავუშვათ, კაპიტანი გამოააშკარა-
ვეს, მაგრამ თქვენს შესახებ შეიძლება არაფერი იცოდნენ, ამი-
ტომ უმჯობესია საფარში დარჩეთ.
– არ ვიცი, რა გადავწყვიტო, – ამოიოხრა ტაპენსმა.
– როგორ აპირებთ ამის მოწყობას, მემ?
– მინდოდა ჩემივე ხელით დაწერილი ბარათი დამეკარგა –
გაუბედავად დაიწყო ტაპენსმა. – დავკარგავდი და ერთ ალია-
ქოთს ავტეხდი, ძალიან შეწუხებულ სახეს მივიღებდი. მერე კონ-
ვერტს ჰოლში იპოვნიდნენ და მოახლე, ალბათ, მაგიდაზე და-

150 მკითხველთა ლიგა


დებდა. ხოლო ის, ვინც ჩვენ გვინდა, აუცილებლად გადაავლებ-
და თვალს ბარათს.
– ბარათში რა ეწერებოდა?
– დაახლოებით ეს: თქვენთვის საინტერესო კაცის პიროვნება
დავადგინე, ხვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. ხომ
გესმის, ალბერტ: „ნ“ ან „მ“ იძულებული გახდება აშკარად იმოქ-
მედოს და მე თავიდან მომიცილოს.
– დიახ, და გამორიცხული არ არის, რომ ამას შეძლებს კი-
დეც.
– თუ ფხიზლად ვიქნები, – ვერა. ასე მგონია, ხაფანგში შეტ-
ყუებას მომინდომებენ, სადმე, ისეთ ადგილას, სადაც ხალხი ნაკ-
ლებად იქნება. ჰოდა, მაშინ სცენაზე თქვენ გამოხვალთ იმიტომ,
რომ თქვენს შესახებ არავინ არაფერი იცის.
გამოვიდა თუ არა იღლიაში წიგნამოჩრილი ტაპენსი ადგი-
ლობრივი ბიბლიოთეკიდან, სადაც ეს „საინტერესო წიგნი“ შე-
ურჩიეს, ვიღაცამ დაუძახა:
– მისის ბირსფორდ.
ტაპენსი შეკრთა, ფიცხლად შეტრიალდა და მაღალ-მაღალი
შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი დაინახა, რომელიც სასიამოვ-
ნოდ და ოდნავ დარცხვენით იღიმებოდა.
– თქვენ... თქვენ, ალბათ, არ გახსოვართ?
დიდი ხანი იყო, რაც ტაპენსი ამ სიტყვებს შეეჩვია, ისიც კი
იცოდა ზუსტად, მომდევნო სიტყვები რა იქნებოდა.
– მე... ერთხელ შინაც ვიყავი თქვენთან დებორასთან ერთად.
დებორას მეგობრები გოგონას ძალიან ბევრი მეგობარი
ჰყავდა და ტაპენსს ისინი ერთმანეთისგან ვეღარ გაერჩია. ერ-
თნი, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი, შავგვრემანები იყვნენ, მე-
ორენი – ქერა, მაგრამ ყველა ერთი ყალიბისა: სასიამოვნო, თა-

151 მკითხველთა ლიგა


ვაზიანი ახალგაზრდები, ოღონდ, ტაპენსის შეხედულებით, ცოტა
მოგრძო თმები ჰქონდათ,
რამ შეახვედრა მაინცდამაინც ახლა ერთი მათგანი? თუმცა,
არა უშავს რა, მალე მოიცილებს თავიდან!
– ენტონი მარსდენი გახლავართ, – გააცნო თავი ახალგაზ-
რდა კაცმა.
– ვიცი, მახსოვს! – იცრუა ტაპენსმა და ხელი გაუწოდა.
– რა კარგია, მისის ბირსფორდ, რომ გიპოვეთ! – განაგ-
რძობდა ტონი მარსდენი. – იცით, მე იქვე ვმსახურობ, სადაც დე-
ბორა. ერთი საკმაოდ უსიამოვნო ამბავი უნდა გითხრათ.
– რა ამბავი?
– იცით, დებორას ეგონა, კორნუოლში იყავით, მაგრამ გა-
იგო, რომ აქ ყოფილხართ. ამან შეიძლება რამდენადმე გაგირ-
თულოთ მდგომარეობა, ასე არ არის?
– ჯანდაბას! – წამოიძახა შეწუხებულმა ტაპენსმა – როგორ
გაიგო?
ტონიმ აუხსნა და გაუბედავად დაუმატა:
– დებორას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არა აქვს, სინამ-
დვილეში რას აკეთებთ...
ახალგაზრდა კაცი მოკრძალებულად დადუმდა, მერე კი გა-
ნაგრძო:
– რამდენადაც შემიძლია წარმოვიდგინო, დიდი მნიშვნელო-
ბა აქვს იმას, რომ მომავალშიც არაფერი შეიტყოს. საერთოდ
მეც იმ დარგის მუშაკი ვარ, რისაც თქვენ ბრძანდებით. ოფიცია-
ლურად მშიფრავი განყოფილების დამწყები მუშაკი გახლა-
ვართ. სინამდვილეში კი ინსტრუქცია მაქვს მიღებული ზომიე-
რად ფაშისტური შეხედულებები გამოვთქვა – აღტაცებას
მგვრის გერმანული სისტემა, გადაკვრით ვთქვა ხოლმე, რომ
საქმიანი თანამშრომლობა ჰიტლერთან სასარგებლო იქნები –

152 მკითხველთა ლიგა


და, და ასე შემდეგ, თვითონ კი თვალი ვადევნო, რა გამოძახილი
ექნება ჩემს ნათქვამს. იცით, ახლა ბევრი ჩავარდნა გვაქვს და
გვინდა გამოვარკვიოთ, ვინ დგას ამ ჩავარდნების უკან.
„ყველაფერი გახრწნილია“, – გაიფიქრა ტაპენსმა.
– დებმა თქვენი ამბავი მითხრა თუ არა, – ისევ წამოიწყო
ახალგაზრდა კაცმა, – მაშინვე გადავწყვიტე: თვითონვე წავალ
და მისის ბირსფორდს გავაფრთხილებ, უკეთესი ლეგენდა მო-
იგონოს-მეთქი. იცით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რა საქმიანობას
ეწევით აქ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე. ვინმემ ამის
სუნი რომ იკრას, ყველაფერი დაიღუპება. ამიტომ ვიფიქრე, იქ-
ნებ ისე მოახერხოთ, ვითომც შოტლანდიაში გაემგზავრეთ კაპი-
ტან ბირსფორდთან. შეგიძლიათ თქვათ, რომ იმასთან ერთად
მუშაობის ნებართვა მიიღეთ.
– მაგას, ალბათ, მოვახერხებ, – თქვა ჩაფიქრებულმა ტაპენ-
სმა.
– იმედი მაქვს, ამ ჩარევას უტაქტობად არ ჩამომართმევთ? –
ჰკითხა შეშფოთებულმა ტონი მარსდენმა.
– არა, პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. – მე...
მე.. იცით, დებორა ძალიან მიყვარს, – რამდენადმე უადგილოდ
წამოისროლა ტონიმ.
დაინტერესებულმა ტაპენსმა თვალი შეავლო, ცოტა ხანს
დუმდა და მერე უთხრა:
– ჩემი ქმარი შოტლანდიაში არ არის.
– როგორ?
– აქ არის, ჩემთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ერ-
თად იყო, იმიტომ რომ ახლა გაქრა.
– რა ცუდი ამბავია! თუმცა იქნებ მეშლება? რამე კვალს მიაგ-
ნო?

153 მკითხველთა ლიგა


– მგონი, კი, – თავი დაუქნია ტაპენსმა. – ამიტომაც არ მიმაჩ-
ნია მისი დაკარგვა ცუდი ამბის მაუწყებლად. მგონია, რომ ადრე
იქნება თუ გვიან, დათქმული ნიშნით ხმას მომაწვდენს.
ტაპენსმა ოდნავ გაიღიმა.
– მე, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ თამაშში
ახალბედები არა ხართ, – ცოტა დაბნეულად უთხრა ტონიმ. –
მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ფრთხილად იყავით.
– მესმის, რასაც გულისხმობთ, – თავი დაუქნია ტაპენსმა, –
მზეთუნახავ გმირ ქალებს რომანებში ყოველთვის მახეში აბა-
მენ. მაგრამ მე და ტომის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები
გვაქვს. პაროლიც განსაკუთრებული მოვიფიქრეთ – ტაპენსი.
– როგორ? – ტონი ისეთი სახით მიაშტერდა, თითქოს მის წინ
გიჟი იდგა.
– უკაცრავად, დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ ოჯახში
ტაპენსს მეძახიან, ეს სახელი კი არა მეტსახელია.
– გასაგებია, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და შუბლზე ნაოჭი
გაუქრა. – კარგად მოგიფიქრებიათ,
– იმედი მაქვს.
– მაპატიეთ, თუ თავი გაგაბეზრეთ, მაგრამ ხომ არ შემიძლია
რამეში გამოგადგეთ?
– ოღონდაც რომ, შეგიძლიათ, – თქვა დაფიქრებულმა ტა-
პენსმა.

154 მკითხველთა ლიგა


თავი მეთორმეტე

მარადიულობასავით ხანგრძლივი უგრძნობლობის შემდეგ


ტომიმ სივრცეში აცურებული ცეცხლოვანი ბურთი და ინახა. ამ
ბურთის ცენტრში ტკივილი ბუდობდა. მერე სამყარომ შეკუმშვა
იწყო, ცეცხლოვანმა ბურთმა ცურვა შეანელა და ტომიმ ანაზდად
აღმოაჩინა, რომ ამ ბურთის ბირთვი მისივე თავი იყო, რომელიც
ნაწილ-ნაწილ უსკდებოდა. თანდათანობით საკუთარი სხეულიც
შეიგრძნო. ხელები და ფეხები გაჰყინვოდა და მოკრუნჩხვოდა,
შეშუპებულ ტუჩებს ბგერის წარმოთქმა არ შეეძლოთ. საშინლად
შიოდა. ცეცხლოვანი ბურთი სულ უფრო და უფრო ნელა ცურავ-
და. ახლა ბურთი კი არა, ტომი ბირსფორდის თავი იყო, რომე-
ლიც რაღაც მაგარ საგანზე იდო. რაღაც ძალიან მაგარზე, რაღა-
ცაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ქვას. ჰო, შიშველ ქვებზე წევს.
ტკივილი აწუხებს, მაგრამ განძრევა არ შეუძლია, მშიერია და
სულ გაფიჩხული, უხერხულად წევს. რა თქმა უნდა, მისის პერე-
ნას დაწესებულებაში ქვეშაგები არც ისე ფუმფულაა, მაგრამ არ
შეიძლება. რომ...
გაახსენდა! ჰეიდოკი! რადიოგადამცემი! გერმანელი მსახუ-
რი! „სან-სუსის“ ჭიშკარი... ვიღაც ზურგიდან წამოეპარა და თავ-
ში დაჰკრა. ამიტომ სტკივა ასე. მაშინ კი უხაროდა, რომ გამოაღ-
წია. მაშასადამე, ჰეიდოკი არც ისე სულელია, როგორც თავი
მოაჩვენა.
ჰეიდოკი? მაგრამ კაპიტანი ხომ „კონტრაბანდისტთა თავშე-
საფარზე“ შებრუნდა და კარი მიიჯახუნა. როგორ მოახერდა გო-
რაკიდან ჩამოსულიყო და რომის პანსიონში დახვედროდა? არა,
ეს შეუძლებელია – ტომი შეამჩნევდა.
155 მკითხველთა ლიგა
მაშ, მსახური? ცხადია, ჰეიდოკს შეეძლო ჩასასაფრებლად გა-
მოეგზავნა, მაგრამ ჰოლიდან რომ გამოდიოდა, ტომიმ საკუთა-
რი თვალით დაინახა გამოღებული კარიდან, რომ აპლდორი
სამზარეულოში იყო, თუ მოელანდა? შეიძლება ასეც მოხდა
ტომიმ სიბნელეს თვალი შეაჩვია და პატარა მქრქალად განა-
თებული სწორკუთხედი შენიშნა. სარკმელია ან ფრამუგა. ირ-
გვლივ ნესტისა და შმორის სუნი დგას. როგორც ჩანს, სარდაფში
წევს. ხელ-ფეხი გაკოჭილი აქვს, პირი – ჩვრით ამოტენილი, სა-
იმედოდ რომ იყოს, ზედ სახვევი აქვს გადაჭერილი. „ჩანს, მაგ-
რად გავები“, გაიფიქრა ტომიმ და ფრთხილად სინჯა განძრეუ-
ლიყო. ამაოდ.
იმ წუთს ჩუმი ჭრიალი გაისმა, სადღაც კარი გაიღო, ხელსან-
თლიანი კაცი შემოვიდა. სანთელი იატაკზე დადგა. ტომიმ აპ-
ლდორი იცნო. მსახური ისევ გაუჩინარდა, მაგრამ მალე დაბ-
რუნდა, თან ლანგარი მოიტანა, რომელზეც წყლიანი დოქი, ჭი-
ქა, პურის ნატეხი და ყველი ეწყო. აპლდორი დაიხარა, ჯერ გა-
სინჯა, საიმედოდ ჰქონდა თუ არა შეკრული ხელ-ფეხი ტომის,
მერე ჩვარს მოჰკიდა ხელი.
– ახლა ჩვარს მოგაცილებთ, – მშვიდად დაიწყო აპლდორმა,
– ჭამასა და წყლის დალევას შეძლებთ. მაგრამ კრინტი რომ
დაძრათ, პირს ისევ ამოგიტენით.
ტომიმ სცადა თავი დაექნია, მაგრამ ვერ შეძლო, ამიტომ
მხოლოდ თვალები გაახილა და დახუჭა რამდენჯერმე. აპ-
ლდორმა ეს თანხმობის ნიშნად ჩათვალა და სახვევი ფრთხი-
ლად მოხსნა.
ახლა პირი თავისუფალი ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე წუთი
დასჭირდა, სანამ ყბების განძრევას შეძლებდა. აპლდორმა ტუ-
ჩებთან ჭიქა მიუტანა. პირველად გაუჭირდა, მერე უფრო იოლად

156 მკითხველთა ლიგა


გადაყლაპა წყალი. წყურვილი რომ მოიკლა, თავი მაშინვე უკეთ
იგრძნო.
– ახლა კარგად ვარ. ვაგლახ, ჩემო ახალგაზრდობავ! ახლა
კი საჭმელი მომეცით.
მსახურმა ტყვეს ტუჩებთან ყველი და პური მიუტანა. ტომიმ
ხარბად დაიწყო ღეჭვა.
– პროგრამის შემდეგ ნომრად რა გაქვთ? – იკითხა, როცა
საჭმელს წყალი დააყოლა.
პასუხის მაგივრად აპლდორმა ისევ ჩვარს მოჰკიდა ხელი.
– კაპიტან ჰეიდოკის ნახვა მინდა, – საჩქაროდ თქვა ტომიმ.
აპლდორმა მხოლოდ თავი გააქნია, მარჯვედ ჩასჩარა ჩვარი
და გავიდა.
სიბნელეში მარტო დარჩენილი ტომი ისევ ფიქრს მიეცა, მაგ-
რამ მალე ჩათვლიმა. მოუსვენარი ძილი კარის ჭრიალმა დაუფ-
რთხო. ამჯერად აპლდორი ჰეიდოკთან ერთად შემოვიდა. პირი-
დან ჩვარი ამოუღეს, ხელზე შემოჭერილი თოკები მოუშვეს, რომ
ტყვე წამომჯდარიყო და გახევებული კიდურები გაეშალა. ჰეი-
დოკს ხელში პისტოლეტი ეჭირა.
ტომის დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაშინვე თავისი თამა-
ში წამოიწყო.
– ყური მიგდეთ, ჰეიდოკ, რას ნიშნავს ყველაფერი ეს? – თქვა
აღშფოთებულმა, – თავს მესხმიან, მიტაცებენ...
– ამაოდ ნუ ირჯებით, არა ღირს, – თავი გააქნია და ხმადაბ-
ლა უთხრა კაპიტანმა.
– ტყუილად ფიქრობთ, რაკი საიდუმლო სამსახურში ხართ,
უფლება გაქვთ, რომ...
– კმარა, მედოუზ! – ისევ გააქნია თავი კაპიტანმა, – ერთი წა-
მითაც ხომ არ დაგიჯერებიათ, რაც გითხარით.

157 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ტომი სულაც არ დაბნეულა, იანგარიშა, რომ ჰეიდოკ-
მა დანამდვილებით არაფერი იცოდა.
– ეშმაკსაც წაუღიხართ, ვინა გგონიათ თავი! – წამოიყვირა
აღშფოთებულმა. – რა უფლებამოსილებაც არ უნდა გქონდეთ,
ამას როგორ ბედავთ! ჯერ კიდევ შემწევს ძალა, თქვენი სამხედ-
რო საიდუმლოებები არსად დამცდეს.
– მშვენიერი მსახიობი ბრძანდებით, – ცივად უპასუხა ჰე-
იდოკმა, – მაგრამ მხედველობაში იქონიეთ: ჩემთვის სულ ერ-
თია, ვინა ხართ – საიდუმლო სამსახურის მუშაკი თუ უბრალო
მოყვარული.
– გიმეორებთ...
– ხმა ჩაიწყვიტე, ეშმაკის კერძო! ადრე, ალბათ, დავიწყებ-
დით იმის გამორკვევას, ვინა ხართ და ვინ მოგაგზავნათ. ახლა
ამას მნიშვნელობა აღარა აქვს – სულ ცოტა დრო დარჩა, გასა-
გებია? რაც ნახეთ, ჯერ არავისთვის გითქვამთ – მთავარი ეს
არის.
– ჩემს დაკარგვას გაიგებენ თუ არა, პოლიცია ძებნას დამიწ-
ყებს.
– ამ საღამოს უკვე მესტუმრნენ, – გაიღიმა ანაზდად ჰეიდოკ-
მა და კბილები გააელვა. – კარგი ბიჭები არიან. ორივე ჩემი მე-
გობარია. მისტერ მედოუზის ამბავი მკითხეს – ძალიან აწუხებთ
მისი დაკარგვა. როგორ გამოიყურებოდა იმ საღამოს? რა თქვა?
აზრადაც არ მოსვლიათ – ანდა როგორ მოუვიდოდათ – რომ კა-
ცი, რომლის ამბავსაც მეკითხებოდნენ, სწორედ იმ ადგილს ქვე-
მოთ იმყოფებოდა, სადაც ისინი ისხდნენ. ჩემგან ხომ ცოცხალი
და უვნებელი წახვედით? პოლიცია ვერასოდეს მოიფიქრებს,
რომ აქ მოგძებნოს.
– სულ ჩაკეტილი ხომ არ გეყოლებით! – ფიცხად უპასუხა ტო-
მიმ.

158 მკითხველთა ლიგა


– ამის აუცილებლობა არც არის, საყვარელო, – უპასუხა ჰე-
იდოკმა და ისევ დაუბრუნდა ჭეშმარიტად ბრიტანული გულგრი-
ლობა. – აქ ერთ დღე-ღამეს გაგაჩერებთ. ხვალ, ღამით, კი ყუ-
რეში კატერი შემოვა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად პა-
ტარა მოგზაურობას მოგიწყობთ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ,
მეეჭვება, რომ უკან ცოცხალი დაბრუნდეთ.
– საინტერესოა, მაშინვე რატომ არ მომკალით?
– ახლა ნამეტანი სიცხეა, საყვარელო, ჩვენი საზღვაო კომუ-
ნიკაციები კი, სამწუხაროდ, დროებით გაწყვეტილია. ისე, რომ
მომხდარიყო და... ერთი სიტყვით, სადგომში დასვენებული ცხე-
დარი თავს ამჟღავნებს ხოლმე,
– გასაგებია, – დაეთანხმა ტომი.
მართლაც, ყველაფერი გაიგო. რაც მოხდებოდა, სავსებით
ცხადი იყო, კატერის მოსვლამდე ხელს არ ახლებდნენ, მერე კი
მოკლავდნენ და გვამს ღია ზღვაში გაიტანდნენ, მერე მისი სხე-
ული კიდევაც რომ ეპოვათ, მისტერ მედოუზის სიკვდილსა და
„კონტრაბანდისტთა თავშესაფარს“ ერთმანეთს ვერავინ და-
უკავშირებდა.
– მხოლოდ იმისთვის შემოვედი, – სავსებით მოურიდებლად
განაგრძობდა ჰეიდოკი, – რომ გამეგო, იქნებ... ე-ე... სამომავ-
ლოდ რამე გჭირდებათ და გამოგადგეთ.
ტომი ჩაფიქრდა და უპასუხა:
– მადლობელი ვარ, მაგრამ მაინც ვერა გთხოვთ, რომ ჩემი
თმის კულული ერთ ქალბატონს მიუტანოთ სენ-ჯონს-ვუდში.
გრძნობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ისეთი შთაბეჭდი-
ლება უნდა შეექმნა, დაეჯერებინათ, რომ მარტოკა მოქმედებდა.
ვიდრე ტაპენსზე ეჭვი არ მიუტანიათ, ამ თამაშის მოგება კიდევ
შეიძლებოდა, თუმცა თვითონ მასში მონაწილეობას ვეღარ მი-
იღებდა.

159 მკითხველთა ლიგა


– როგორც გნებავთ, – თქვა ჰეიდოკმა, – მაგრამ თუ გინდათ,
რამე გადასცეთ თქვენს... ე-ე... მეგობარ ქალს, გავირჯებით და
ამ სურვილს შეგისრულებთ.
მაშ, ჰეიდოკს მაინც უნდა, ამ უსახური მედოუზის ამბავი შეიტ-
ყოს? მშვენიერია! მოდგეს და იმტვრიოს თავი.
– არავინა მყავს და ვის რას გადასცემთ! – უპასუხა ტომიმ და
თავი გააქნია.
– ძალიან კარგი, – გულგრილად დაამთავრა საუბარი ჰე-
იდოკმა და აპლდორს ანიშნა.
მსახურმა ტომის თოკები მოუჭირა და პირში ჩვარი ჩასტენა.
მეორე სარდაფიდან გავიდნენ და კარი გაიჯახუნეს.
ტომი მარტო დარჩა, არც თუ სასიხარულო ფიქრები მოეძა-
ლა. მხოლოდ მოახლოებული სიკვდილი როდი ემუქრებოდა,
მოპოვებული ცნობების გადაცემის საშუალებაც არ ჰქონდა. რა
თქმა უნდა, იმედად ტაპენსი რჩებოდა, მაგრამ იმას რა შეუძ-
ლია? ჰეიდოკზე არასოდეს მიიტანს ეჭვს. ალბათ, საერთოდ არც
არავიზე აქვს ეჭვი. უბრალოდ ფიქრობს, ტომიმ რაღაც კვალს
მიაგნოო, აი, როგორ დამთავრდა ყველაფერი! ჩაფლავდა სა-
მარცხვინოდ ჩაფლავდა.
მაგრამ ეს რა არის? ტომი დაიძაბა. რა უცნაური ხმა ისმის?
არა, ვიღაც თავისთვის ღიღინებს. თვითონ კი წევს და წამოკნავ-
ლებაც არ შეუძლია, რომ ყურადღება მიიპყროს.
მომღერალი ახლოვდებოდა. ბიჭოს, სმენაც ამას ჰქვია! სულ
ურევს, არასწორად მღერის.
მაგრამ მოტივის ცნობა მაინც შეიძლება. მეორე მსოფლიო
ომის დღეებში გაცოცხლებული პირველი მსოფლიო ომისდრო-
ინდელი სიმღერაა.
„ზღვაში ჩვენს გარდა, საყვარელო
სხვა რომ არავინ იყოს...“

160 მკითხველთა ლიგა


ანაზდად ტომი შეკრთა და დაიძაბა. გაყალბებული ნოტები
ეცნო. მოტივის არევა სწორედ ამ ადგილას, სწორედ ასე მხო-
ლოდ ერთ კაცს შეეძლო!
– „ღმერთმანი ალბერტია!“ – გადაწყვიტა ტომიმ.
ალბერტი „კონტრაბანდისტთა თავშესაფრის“ ირგვლივ
ტრიალებს, ალბერტი აქვეა, თვითონ კი კუთხეშია მიგდებული,
ხელფეხშეკრული, არც განძრევის თავი აქვს, არც ხმის ამოღე-
ბის! დაიცა, დაიცა! ვითომ მართლა არაფრის თავი არა აქვს?
არის ერთი ბგერა, რომელსაც პირმოკუმული კაციც გამოსცემს.
ცხადია, ღია პირით უფრო ადვილია, მაგრამ ასეც შეიძლება. და
ტომი საშინლად ახრიალდა. მოკლე ამოხროტინება, კიდევ, კი-
დევ ერთხელ, პაუზა. გრძელი ამოხროტინება, კიდევ, კიდევ, კი-
დევ ერთხელ, პაუზა. მოკლე, მოკლე, მოკლე...

ტაპენსთან პაემანმა შეაშფოთა ალბერტი. საქმის ვითარება


ძალიან არ მოეწონა. მაგრამ ყველაზე უფრო რაც არ მოსწონდა,
ეს ომი იყო.
ეს გერმანელები, პირქუშად ფიქრობდა იგი, ღრიალებენ „ჰა-
ილ ჰიტლერ!“ სამწყობრო ნაბიჯით დააბიჯებენ, ზედიზედ იპყრო-
ბენ ქვეყნებს, ბომბავენ, ტყვიამფრქვევებით ცხრილავენ ქალა-
ქებსა და სოფლებს და საერთოდ ჭირივით მოედვნენ ყველა-
ფერს. დროა შეაჩერონ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერავინ შეძ-
ლო.
ახლა კიდევ ეს მისის ბირსფორდი ეს იშვიათი ქალი, საზიზ-
ღარ საქმეში გაეხირა და აგერ-აგერ უბედურება დაატყდება
თავს. მეხუთე კოლონის ხალხს შეეჭიდა – იმ ბინძურ არამზა-
დებს! ვინ იფიქრებდა და მათ შორის ინგლისელებიც არიან! ვაი,
სირცხვილო და თავის მოჭრავ! ერთადერთი კაცი, ვისაც მეტის-

161 მკითხველთა ლიგა


მეტად მოუთმენელი დიასახლისის დაოკება შეუძლია, მისტერ
ბირსფორდია და ისიც სადღაც დაიკარგა.
ბოლოს და ბოლოს ალბერტმა გადაწყვიტა, რომ მთავარი
მისტერ ბირსფორდის მოძებნა იყო, და ერთგული ძაღლივით შე-
უდგა მის ძებნას; არავითარი წინასწარ შემუშავებული გეგმა არა
ჰქონია, ისე ეძებდა, როგორც ცოლის ჩანთას ან საკუთარ სათ-
ვალეს, როცა ეს დიდად საჭირო ნივთები სადღაც დაეკარგებო-
დათ.
ამ შემთხვევაში ბოლო ცნობები ტომის შესახებ ასეთი იყო:
ტომიმ კაპიტან ჰეიდოკთან ისადილა „კონტრაბანდისტთა თავ-
შესაფარში“, მერე პანსიონში დაბრუნდა და სწორედ მის ჭიშ-
კართან ნახეს უკანასკნელად. აქედან გამომდინარე, ალბერტი
„სან-სუსის“ ჭიშკარს მიადგა და ხუთიოდე წუთი იმედის თვალით
შესცქეროდა, მაგრამ რაკი შთაგონება არ ეწვია, გულმოკლული
ნელ-ნელა „კონტრაბანდისტთა თავშესაფრისკენ“ წალასლას-
და.
ამასწინათ ალბერტიც იყო კინოში და „მოხეტიალე მენეს-
ტრელმა“ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. საოც-
რად რომანტიკული ეჩვენა. გმირის ბედი კი საკუთარ ბედს მიამ-
სგავსა. ისევე, როგორც ეკრანის ვარსკვლავი ლარი კუპერი,
ისიც ერთგული ბლონდელის როლს თამაშობს. ბლონდელიც
სატუსაღოში გამომწყვდეულ თავის ბატონს ეძებდა
ალბერტმა მძიმედ ამოიოხრა, გაახსენდა მელოდია: „ო, რი-
ჩარდ, ჩემო ხელმწიფევ“, რომელსაც ერთგული ტრუბადური ასე
მგრძნობიარედ მღეროდა გზად შეხვედრილ ყველა კოშკთან, რა
საწყენია, რომ სმენა არა აქვს მოტივის დაჭერას ვერ ახერხებდა.
თუმცა ბოლო ხანს ხალხი ისევ ძველ სიმღერებს დაუბრუნდა:
„ზღვაში ჩვენს გარდა, საყვარელო,
სხვა რომ არავინ იყოს...“

162 მკითხველთა ლიგა


ალბერტი შეჩერდა და თეთრი საღებავით აკურატულად შე-
ღებილი „კონტრაბანდისტთა თავშესაფრის“ ჭიშკარი შეათვა-
ლიერა. აი, თურმე სად მოსულა სასადილოდ მისტერ ბირ-
სფორდი. ალბერტი აღმართს კიდევ აჰყვა და გორაკზე ავიდა.
კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ ბალახი და ცხვრები!
„კონტრაბანდისტთა თავშესაფრის“ ჭიშკარი გაიღო, გაატარა
მანქანა, რომელშიც ზორზოხა კაცი იჯდა. კაცს გოლფის შარვა-
ლი ეცვა. გვერდით გოლფის ჯოხები ეწყო. მანქანა გზაზე გამო-
იყვანა და დაღმართზე დაეშვა.
„კაპიტანი ჰეიდოკი იქნება, სხვა არავინ“, – იაზრა ალბერ-
ტმა, ისევ ქვევით ჩავიდა და „კონტრაბანდისტთა თავშესაფა-
არი“ მოათვალიერა. ურიგო ადგილი არ არის, მშვენიერი ბაღი,
ლამაზი ხედი, „მთელი გულით შემიყვარდი“, – ღიღინებდა ალ-
ბერტი და მოწონებით უმზერდა ვილას.
სახლის გვერდითა კარიდან თოხიანი კაცი გამოვიდა და ბა-
ღის კუტიკარს მიეფარა. ალბერტი შინ, უკანა ეზოში, სალათსა
და ნასტურციას თესავდა, უმალ ცნობისმოყვარეობა მოეძალა,
ვილას მიუახლოვდა, მერე კი ღია ჭიშკარშიც შევიდა. კი, ურიგო
ადგილი არ არის.
„მთელი გულით შემიყვარდი“, –– კიდევ ერთხელ ჩაიღიღინა
ალბერტმა. ისევ შეეშალა! ეს ბწკარი უკვე თქვა. რა სასაცილოა!
კაპიტანს, ეტყობა, ღორებიც ჰყავს. ხედავ, რა გაბმით ღრუტუნე-
ბენ. დაიცა, მიწისქვეშ არიან, თუ რა არის? საინტერესოა! განა
სარდაფი ღორების ადგილია?
თუმცა არა, რის ღორები! ვიღაც ხვრინავს. მიგდებულა სარ-
დაფში და ხვრინავს... დღეც რომ შესაფერისია, ზედგამოჭრილი
ძილისთვის, ოღონდ ადგილი შეურჩევია უცნაური მოსასვენებ-
ლად.

163 მკითხველთა ლიგა


ალბერტი კელასავით ზუზუნ-ზუზუნით მიადგა სახლს. აი, სა-
იდან ისმის ხვრინვა, ამ ფრამუგიდან. ხრრ, ხრრ, ხრრ, ამოსუნ-
თქვა, ამოსუნთქვა, ხრრ, ხრრ, ხრრ. უცნაურია, ძალიან უცნა-
ური! ეს ბგერები საშინლად ეცნაურება...
– ოჰო, – კინაღამ წამოიყვირა ალბერტმა. – ეს ხომ sos-ს
ნიშნავს! წერტილი, წერტილი, წერტილი, ტირე, ტირე, ტირე,
წერტილი, წერტილი, წერტილი.
სწრაფად მიმოიხედა მუხლებზე დაეცა და წყნარად დააკაკუნა
რაღაც სარდაფის ფრამუგის რკინის ცხაურზე.

164 მკითხველთა ლიგა


თავი მეცამეტე

ხალისიანი განწყობილება, რომელიც ძილის წინ ჰქონდა, ტა-


პენსმა სასტიკი სულიერი ტანჯვით ზღო დილის უძილო საათებ-
ში, როცა ავისმომასწავებელი წინათგრძნობა განსაკუთრებით
იოლად ეუფლება ადამიანს.
მაგრამ სასაუზმოდ რომ გავიდა, ისევ გახალისდა. ამის მიზე-
ზი იყო წერილი, რომელიც მისის ბლენკენსოპის თეფშზე იდო და
რომელსაც მარცხნივ დახრილი, გაუბედავი ხელით გამოყვანი-
ლი წარწერა ჰქონდა,
ეს წერილი არაფრით ჰგავდა იმ კორესპონდენციას, რომელ-
საც აკურატულად უგზავნიდნენ დუგლასი, რაიმონდი, სირილი
და სხვა მითიური პირები. აქვე იყო ხასხასაფერიანი ღია ბარა-
თი, რომელზეც ძაღლი ბონზო ეხატა და ზედ ბატისფეხურებით
ეწერა: „მაპატიე, რომ ვერ მოგწერე. ყველაფერი კარგადაა. მო-
დი.“ ტაპენსმა ღია ბარათი გადადო და წერილი გახსნა. წერილ-
ში ნათქვამი იყო:

„საყვარელო პატრიცია!
სამწუხაროდ, დეიდა გრეისის ჯანმრთელობა გაუარესდა.
ექიმები, ცხადია, დაბეჯითებით არაფერს ამბობენ, მაგრამ
ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია, იმედი ცოტაღა დარჩა. თუ გინ-
და ცოცხალს მოუსწრო, იეროუში ჩამოდი, 11.20-ს მატარებელს
გამოჰყევი. ჩვენი მეგობარი მანქანით დაგხვდებათ.
ასეთ სამწუხარო ვითარებაშიც კი შენი ნახვის მოხარული
ვიქნები, ძვირფასო.“
მარად შენი ტაპენსი.“
165 მკითხველთა ლიგა
ტაპენსმა თავი ძლივს შეიკავა, რომ სიხარულის შეძახილი
არ დასცდენოდა, ძალისძალად მიიღო მწუხარე გამომეტყველე-
ბა, მძიმედ ამოიოხრა და წერილი მაგიდაზე დადო. ამის შემდეგ
მისი შინაარსი იქვე მყოფ მისის ო’რორკსა და მის მინტონს გა-
აცნო, რომლებმაც გულწრფელი თანაგრძნობით მოისმინეს მი-
სი ნაამბობი.
ნასაუზმევს ტაპენსმა მკერავს დაურეკა, უთხრა ბოლოკაბისა
და პალტოს მოზომება გადავდოთ, მერე მისის პერენა მოძებნა
და აუხსნა, ალბათ რამდენიმე დღით დაგტოვებთო. მისის პერე-
ნას დაღლილი და შეშფოთებული სახე ჰქონდა.
– მისტერ მედოუზისა ისევ არაფერი ისმის, – თქვა მან. განა
საოცარი არ არის?
– ეტყობა, ნამდვილად უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, –
ამოიოხრა მისის ბლენკენსოპმა. – მაშინვე ესა ვთქვი.
– არა, მისის ბლენკენსოპ, უბედური შემთხვევა რომ ყოფი-
ლიყო, უკვე შეგვატყობინებდნენ.
– სხვა რა უნდა მომხდარიყო? – ჰკითხა ტაპენსმა.
– სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ვიფიქრო, თავი გადა-
აქნია მისის პერენამ. – საქმე ის არის, მისის ბლენკენსოპ, რომ
მისტერ მედოუზისა ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით.
– რისი თქმა გინდათ? – მკვახედ ჰკითხა ტაპენსმა.
– გულთან ნუ მიიტანთ გეთაყვა, რასაც ახლა გეტყვით. მე
თვითონ ამისი ერთი წუთითაც არა მჯერა.
– რისი?
– იმ ჭორების, მისტერ მედოუზს რომ გაუვრცელეს.
– ჭორების? ყური არაფრისთვის მომიკრავს.

166 მკითხველთა ლიგა


– თქვენ ალბათ არც გეტყოდნენ. არ ვიცი, სად დაირხა ეს
ხმა, მაგრამ, მგონი, პირველად ეს მისტერ კეილიმ თქვა. ხომ
იცით, ეჭვიანი კაცია.
– მიამბეთ, გეთაყვა, რა ხდება, – სთხოვა ტაპენსმა, თან რაც
შეეძლო მოთმინება მოიკრიბა, რომ თავი შეეკავებინა.
– მისტერ კეილიმ თქვა ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ
მისტერ მედოუზი შესაძლოა მტრის აგენტი იყოს, იმ საშინელი
მეხუთე კოლონის კაცი.
ტაპენსი შეეცადა მთელი თავისი აღშფოთება ისე გამოეთქვა,
რამდენადაც ეს მისის ბლენკენსოპს შეეძლო.
– რა სისულელეა! ეგეთი სისულელე ჩემს დღეში არ გამიგო-
ნია!
– პირადად მეც მაგ აზრისა ვარ. მაგრამ მისტერ მედოუზი
არაერთხელ შეხვდა ჩვენს ახალგაზრდა გერმანელს და, მგონი,
დაწვრილებით გამოჰკითხა ქიმიური ქარხნის მუშაობის ამბავი.
ჰოდა, ხალხს ეჭვი აქვს, თანამზრახველები იყვნენო.
– მაშ, ფიქრობთ, რომ კარლი შეცდომით არ დაუპატიმრები-
ათ? – ჰკითხა ტაპენსმა.
მისის პერენას სახე დაემანჭა.
– ძალიან მინდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს.
– საცოდავი შეილა! – რბილად თქვა ტაპენსმა.
მისის პერენას თვალები აენთო.
– გაუბედურდა საწყალი გოგო. მაინც რატომ მოხდა ასე? რა-
ტომ სხვა არავინ აირჩია?
– მანდ არჩევანზე არ არის საქმე.
– მართალი ხართ, – ყრუდ და მწარედ თქვა მისის პერენამ. –
ცხოვრება ისეა მოწყობილი, გულდაუკოდავი ვერ გადაურჩები.
ვიღაცამ ჩაახველა, ზღურბლზე მისის ო’რორკი იდგა, კარის
მთელი ღიობი ამოევსო.

167 მკითხველთა ლიგა


– ხელი ხომ არ შეგიშალეთ? – იკითხა მან.
– სულაც არა, მისის ო’რორკ, – უპასუხა დიასახლისმა.
ვმკითხაობდით, რა უნდა მოსვლოდა მისტერ მედოუზს. გაკვირ-
ვებული ვარ, პოლიციამ ამდენ ხანს რატომ ვერ მოძებნა.
– ოჰ, პოლიციის იმედად ღმერთმა ნუ გვამყოფოს, – აგდებუ-
ლად თქვა მისის ო’რორკმა. – პოლიცია ვის რად არგია? არა-
ვის! შოფრებს აჯარიმებს და ძაღლების იმ უბედურ პატრონებს
უჩხიკინებს, რომლებმაც ძაღლის რეგისტრირება დროზე ვერ
მოახერხეს. ეს არის და ეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ.
– თქვენ თვითონ რას ფიქრობთ, მისის ო’რორკ? – დაინტე-
რესდა ტაპენსი.
– განა არ იცით, რასაც მისტერ მედოუზის შესახებ ამბობენ?
– ფაშისტი და გერმანიის აგენტიაო? დიახ, ეგ ვიცი, – ცივად
უპასუხა ტაპენსმა.
– იქნებ არც არის, – თქვა ჩაფიქრებულმა მისის ო’რორკმა,
– გაიღიმა, ტაპენსს ჯიქურ გაუსწორა თვალი და დაუმატა: –
იცით, მისტერ მედოუზს იმთავითვე დავადგი თვალი: სულ არა
ჰგავდა ისეთ კაცს, რომელიც სამსახურიდან გავიდა და არ იცის,
რას მოჰკიდოს ხელი.
– ხოლო პოლიციამ იმის კვალს რომ მიაგნო, ადგა და გაუჩი-
ნარდა? – დაამთავრა ტაპენსმა,
– იქნებ ეგრეც იყოს, – უპასუხა მისის ო'რორკმა. – რას იტ-
ყვით, მისის პერენა?
– მიჭირს რამეს თქმა, – ამოიოხრა დიასახლისმა. – ისე კი ა-
რასასიამოვნო ამბავია – დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება.
– თქვენ მაინც არ გვითხარით, რასაც ფიქრობთ, მისის
ო’რორკ, – არ მოეშვა ტაპენსი.
მისის ო’რორკმა მისთვის ჩვეული ავი ღიმილი შეაგება.
– ასე მგონია, სადმე საიმედო ადგილას აფარებს თავს.

168 მკითხველთა ლიგა


ტაპენსი თავისი ოთახისკენ გაემართა – სამგზავროდ თა-
დარიგის დაჭერის დრო იყო. კეილების ოთახიდან ბეტი გამო-
ცუნცულდა და ტაპენსს შეეჩეხა. სახეზე ეშმაკური ღიმილი უთა-
მაშებდა.
– რა ჩაიდინე, ჭინკავ? – ჰკითხა ტაპენსმა.
– ბატებო, ბატებო... – აკრუტუნდა ბეტი.
– სად მიდიხართ? ზევით... – გააგრძელა ტაპენსმა, გოგონა
ხელში აიტაცა, ზევით შეისროლა და მერე, იატაკზე რომ დაუშვა,
დაამთავრა: – და ქვევით, იქითაც და აქეთაც.
ამ დროს მისის სპროტიც გამოჩნდა და გოგონა წაიყვანა,
რომ სასეირნოდ გამოეწყო.
ტაპენსი თავის ნომერში შევიდა და შლაპა დაიხურა. შლაპები
სძულდა – პრუნდენს ბირსფორდს შლაპა არასოდეს დაუხუ-
რავს, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ პატრიცია ბლენკენსოპი
უიმისოდ იოლას ვერ გავიდოდა. ვიღაცას კარადაში შლაპები
გადაუწყვია, გუნებაში აღნიშნა ტაპენსმა. მაშ, მის ოთახში ვიღა-
ცას ხელი უფათურებია! რა გაეწყობა, დაე, ეძებონ – აქ ისეთი
არაფერია, ეჭვის ჩრდილი რომ მიაყენოს უმწიკვლო მისის
ბლენკენსოპს. ტაპენსი ძირს ჩავიდა, მაგრამ მანამდე ტუალეტის
მაგიდაზე დილით მიღებული წერილი „დარჩა“. სახლიდან გავი-
და და ზუსტად ათზე „სან-სუსის“ ჭიშკარი უკან მოიტოვა. დრო
ბევრი ჰქონდა. ცას გახედა და უცაბედად დიდ, ჩამუქებულ გუბე-
ში ჩაკრა ფეხი, მაგრამ, ეტყობა, ეს ვერც შენიშნა და გზა გააგ-
რძელა.
გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გამარჯვებისკენ მიაბიჯებდა!

იეროუს სადგური საკმაო მანძილით იყო დაშორებული ქა-


ლაქს. ბაქანთან ტაპენსს მანქანა უცდიდა. საჭესთან მჯდომმა სა-
სიამოვნო გარეგნობის კაცმა ქუდთან ხელი ისე მიიტანა,

169 მკითხველთა ლიგა


დაკვირვებულ თვალს ეს ჟესტი მთლად ბუნებრივად არ მოეჩვე-
ნებოდა. ტაპენსმა დაეჭვებით მიარტყა ფეხი მანქანის მარჯვენა
უკანა თვალს.
– არ დაუშვებს?
– არაფერია, შორს არ მივდივართ, მემ.
ახალგაზრდა კაცმა მანქანა სოფლის მიმართულებით კი არა,
გორაკებისკენ წაიყვანა. გადაიარეს უახლოესი გორაკი და გა-
დაუხვიეს შარაგზაზე, რომელიც ცერად ეშვებოდა ღრმა ღარ-
ტაფში. წინ, პატარა წარაფიდან კაცი გამოვიდა და გზის პირას
დადგა. მანქანა გაჩერდა, ტაპენსი გადავიდა. მისკენ ტინი მარ-
სდენი გამოემართა.
– ბირსფორდი კარგადაა, – ჯიქურ უთხრა ახალგაზრდა კაც-
მა. – წუხელ გამოვარკვიეთ, სად არის. მართალია, მტერს ჩა-
უვარდა ხელში და ტყვედა ჰყავთ, მაგრამ დაღამებამდე ვერ და-
ვიხსნით ერთი უბრალო მიზეზის გამო: დაღამდება თუ არა, სანა-
პიროს ერთ ადგილს მოადგება კატერი, რომელიც რადაც არ უნ-
და დაგვიჯდეს, ხელში უნდა ჩავიგდოთ. ამიტომ . ბირსფორდმა
ცოტა კიდევ უნდა მოითმინოს – ბოლო წუთამდე ჩვენი კოზირე-
ბის გამოჩენა არ გვინდა. ხომ გესმით...
– დიახ, დიახ, – უპასუხა ტაპენსმა, რომელსაც ხეებს უკან
დახვავებულმა აბრეშუმის ქსოვილმა მოსტაცა თვალი. – იქ რა
არის?
– ..ის... – დაიწყო ტონიმ და შეყოყმანდა, – ის არის, რაც
არის. ნაბრძანები მაქვს ერთი წინადადება შემოგთავაზოთ. მაგ-
რამ... ე-ე... გულახდილად გითხრათ, პირადად მე ეს წინადადება
არ მომწონს.
– არ მოგწონთ? რატომ? – ცივი მზერა შეავლო ტაპენსმა.
– რა გითხრათ... უჰ, ჯანდაბას! თქვენ ხომ დებორას დედა
ხართ, რა ვუთხრა დებორას, თუ... თუ...

170 მკითხველთა ლიგა


– თუ რამე მომივიდა? – დაამთავრა ტაპენსმა. – თქვენს ად-
გილას დებორას არაფერსაც არ ვეტყოდი.
– იცით, თქვენ იშვიათი, საუცხოო ადამიანი ბრძანდებით! –
წამოიძახა აღტაცებულმა ტონიმ.
– კმარა ქათინაურები! – მოუჭრა ტაპენსმა. – ჩემს თავზე საკ-
მაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს, ამიტომ თქვენის მხრივ ამის გა-
მეორება საჭირო არ არის. მაშ ასე: რა გაქვთ ჩაფიქრებული?
– პარაშუტის იმ ნარჩენებს ხედავთ? – ჰკითხა ტონიმ დაჭმუჭ-
ნილ აბრეშუმის გროვაზე მიუთითა.
– აჰა! – უპასუხა ტაპენსმა და თვალები წამოენთო.
– პარაშუტისტი მარტო იყო, – განაგრძო მარსდენმა. – სა-
ბედნიეროდ, აქაურ სამოქალაქო თავდაცვაში საუცხოო ბი ჭები
არიან. ხელად შენიშნეს და დაჯდომისთანავე დააპატიმრე ის ქა-
ლი.
– ქალი? დიახ, ქალი იყო, მოწყალების დის ფორმა ეცვა.
– აფსუს, რომ მონაზვნის კაბა არ ეცვა, – ჩაურთო ტაპენსმა.
რამდენჯერ გამიგონია ავტობუსში დაჭერილი ჯაშუში მონაზვნე-
ბის ამბები: მგზავრობის ფულის გადასახდელად ხელს გაიწვდი-
ან თუ არა, დაბანჯგლული, დაკუნთული მკლავი გამოუჩნდებათ
ხოლმე.
– არა, ის ქალი არც მონაზონია და არც გადაცმული კაცი.
საკმაოდ ნაზი, საშუალო ტანისა და შუა ხნის შავგვრემანი ქა-
ლია.
– ერთი სიტყვით, მე მგავს? – გააწყვეტინა ტაპენსმა.
– გამოიცანით, – დაუდასტურა ტონიმ.
– მერე? – უბრძანა ტაპენსმა.
– მერე კი საქმე თქვენზეა, – დინჯად უთხრა მარსდენმა.
– თუ ჩემზეა,წინ არაფერი დაუდგება, – გაიღიმა ტაპენსმა, –
სად წავიდე და რა გავაკეთო?

171 მკითხველთა ლიგა


– სამწუხაროდ, მხოლოდ მწირი ინფორმაციის მოცემა შემიძ-
ლია. ჯიბეში ჩანაწერი უპოვეს, გერმანულ ენაზეა: „ქვის ჯვრის
აღმოსავლეთით ივლით, ლეტერბეროუში ჩახვალთ. სენტესეფს-
როუდი, 14, ექიმი ბინიენი“.
ტაპენსმა მიმოიხედა. უახლოესი გორაკის თავზე ქვის ჯვარი
იყო აღმართული.
– ეგ არის, – დაუმოწმა. ტონიმ. – გზის მანიშნებლები, რა
თქმა უნდა, მოხსნილია, მაგრამ ლეზერბეროუ საკმაოდ დიდი
ქალაქია და ჯვრიდან პირდაპირ აღმოსავლეთით თუ ივლით,
უსათუოდ იქ მიხვალთ.
– შორს არის?
– სულ ცოტა, ხუთი მილი იქნება.
– უზმოზე გასეირნება მარგებს, – შუბლი შეიჭმუხნა ტაპენსმა.
– იმედია, ექიმი ბინიენი გამიმასპინძლდება, როცა იქამდე მი-
ვაღწევ.
– გერმანული იცით, მისის ბირსფორდ?
– საყველპურო, რაც ოტელში მჭირდება ხოლმე. მხოლოდ
ინგლისურად ვილაპარაკებ – ვიტყვი, ასეთია ინსტრუქცია-მეთ-
ქი.
– ძალიან სარისკოა! – ჩაილაპარაკა მარსდენმა.
– არაფერიც! აბა, ვის მოაფიქრდება, რომ აგენტი გამოცვა-
ლეს? თუ ახლომახლო უკვე ყველამ გაიგო, რომ აქ პარაშუტის-
ტი დაიჭირეს?
– სამოქალაქო თავდაცვის ის ორი ბიჭი, რომლებმაც ჯაშუში
დაიჭირეს, პოლიციის უფროსმა დააკავა. არ უნდა სათუოდ გახა-
დოს საქმე – ეშინია, ბიჭები მეგობრებთან ტრაბახს მოჰყვებიან,
დახეთ, რა მარჯვედ ჩავატარეთ ოპერაციაო.
– აბა, წავიდეთ.

172 მკითხველთა ლიგა


– ტანსაცმელი მოგიტანეთ და გრიმის სპეციალისტი მოგიყვა-
ნეთ, პოლიციის მუშაკია. გამომყევით.
შორიახლოს, წარაფში, სანახევროდ დანგრეული ფარდული
მოჩანდა. ზღურბლზე შუა ხნის ქალი იდგა. ტაპენსი შეათვალიე-
რა და მოწონების ნიშნად თავი დაიქნია. ფარდულში ტაპენსი ჩე-
მოდანზე დასვა და აუცილებელი პროცედურა ჩაუტარა.

ტაპენსმა ქალს სარკე გამოართვა, ჩაიხედა და გაოცებულმა


კინაღამ წამოიკივლა. წარბების მოხაზულობა სულ შეცვლოდა,
რამაც ახალი, უჩვეულო გამომეტყველება მისცა. ტუჩების კუთ-
ხეებში გაჩენილმა ღრმა ნაოჭებმა რამდენიმე წლით დააბერა.
სახემ არხეინი და მოტუტუცო გამომეტყველება მიიღო,
მერე ტონი დელიკატურად გავიდა ფარდულიდან, ტაპენსმა
ტანსაცმელი გაიხადა და მოწყალების დის ფორმა გადაიცვა,
მაგრამ ფეხსაცმელები თავისი დაიტოვა. უჩვეულო სამოსი
მხრებში უჭერდა, მაგრამ საერთოდ ცუდად არ მორგებია.
ტაპენსმა ჩანთაც ყურადღებით გასინჯა: პუდრი და პომადის
სახსენებელიც არსად იყო, ინგლისური ფული – ორი ფუნტი,
თოთხმეტი შილინგი, ექვსი პენსი – ცხვირსახოცი, პირადობის
მოწმობა ფრედა ელტონის სახელზე, შეფილდი, მანჩესტერ-
როუდი, 4.
ტაპენსმა ჩანთაში თავისი პუდრი და პომადა ჩაიდო და ადგა.
მზად იყო, რომ გზას გასდგომოდა.
– ღორი ვარ, – ხრინწიანი ხმით თქვა ტონიმ და პირი იბრუნა,
– უფლება არა მაქვს, ასეთი რისკი გაგაწევინოთ...
– ნუ ღელავთ, ჩემო ბიჭუნი, – მხარზე ხელი მოუთათუნა ტა-
პენსმა. – გინდ დამიჯერეთ, გინდ – არა, ეს ამბავი ჩემთვის ნამ-
დვილი გართობაა.

173 მკითხველთა ლიგა


– მართლაც რომ იშვიათი, საუცხოო ადამიანი ბრძანდებით!
– ერთხელ კიდევ გაიმეორა ტონი მარსდენმა.
საგრძნობლად დაქანცული ტაპენსი №14 სახლის წინ გაჩერ-
და სენტ-ესეფს-როუდზე და აღმოაჩინა, რომ ექიმი ბინიენი თურ-
მე კბილის ექიმი იყო.
ქუჩას ალმაცერად გახედა და ტონი მარსდენი დაინახა –
ახალგაზრდა კაცი ქუჩის ბოლოში გაჩერებულ შელანძღულ იაფ-
ფასიან მანქანაში იჯდა.
ტაპენსი ლეზერბეროუმდე ფეხით მოვიდა: ზუსტად შეასრულა
ინსტრუქცია – შეიძლება თვალს მადევნებენო. და, მართლაც,
გორაკებს მტრის ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა, თან ისე
დაბლა, რომ მფრინავი ადვილად შეამჩნევდა მოწყალების დას,
რომელიც მარტო მიდიოდა გზაზე.
ტონი და პოლიციელი ქალი მოპირდაპირე მხარეს წავიდნენ
მანქანით, დიდი წრე მოხაზეს და მხოლოდ ამის მერე იბრუნეს
პირი ლეზერბეროუსკენ, სადაც სენტ-ესეფს-როუდზე დაიკავეს
პოზიცია. საქმის დრო დადგა.
„ალაყაფის კარი იღება, არენაზე ქრისტიანი გამოდის, განწი-
რული ქალი, რომელიც ლომებმა უნდა დაგლიჯონ, – გაიფიქრა
ტაპენსმა. – სამაგიეროდ ვინ იტყვის, რომ უნდილი ცხოვრება
მაქვს!..“
ქუჩა გადაჭრა და დარეკა, თან ფიქრობდა, ნეტავ, ძალიან თუ
მოსწონს დებორას ეს ახალგაზრდა კაციო? კარი ხანში შესულმა
ჩლუნგი გამომეტყველების ქალმა გაუღო. აშკარად არ იყო ინ-
გლისური ტიპი.
– ექიმი ბინიენი შინ არის? – ჰკითხა ტაპენსმა.
– თქვენ ალბათ მოწყალების და ელტონი ბრძანდებით? თა-
ვის მხრივ ჰკითხა ქალმა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
– დიახ.

174 მკითხველთა ლიგა


– მაშინ კაბინეტში მობრძანდით. მოახლემ გზა დაუთმო, კა-
რი მოიკეტა და ტაპენსი ვიწრო, ლინოლეუმდაგებულ დერეფან-
ში აღმოჩნდა.
ქალმა მეორე სართულზე აიყვანა, კაბინეტის კარი გაუღო.
– აქ დაელოდეთ, ექიმი ახლავე მოვა, – გავიდა და კარი გა-
იხურა.
ახლა კარი გაიღება და ექიმი ბინიენი შემოვა. საინტერესოა,
ვინ იქნება? უცნობია, თუ ადრე შეხვედრია. თუ ის არის, ვისი
ნახვის იმედიც აქვს...
კარი გაიღო.
მოლოდინი გაუმტყუნდა, სულ სხვა კაცი შემოვიდა. ასეთ რა-
მეს ფიქრადაც ვერ გაივლებდა.
მის წინ კაპიტანი ჰეიდოკი იდგა.

175 მკითხველთა ლიგა


თავი მეთოთხმეტე

ტაპენსს გრიგალივით მოაწყდა ფიქრი, რა როლი ითამაშა


კაპიტანმა ჰეიდოკმა ტომის დაკარგვაში? მაგრამ ეს ფიქრი ერ-
თბაშადვე მოისხიპა. დადგა წუთი, როცა მთელი გამჭრიახობა
და თავდაჭერილობა უნდა მოეკრიბა. იცნობს კაპიტანი თუ ვერ
იცნობს? – მთავარი ეს არის. თვითონ კი იმდენად მზად იყო, ნე-
ბისმიერ მოულოდნელობას შეიძლება წავაწყდე, ვინ იცის, ვის
შევხვდები, რომ თითქმის სჯეროდა – გაოცება არაფრით გამო-
მიხატავსო.
ტაპენსი ფეხზე წამოდგა, როგორც ჩვეულებრივ გერმანელ
ქალს შეეფერება სრულყოფილი არსების მამაკაცის წინაშე და
სახეზე მოწიწება გამოეხატა.
– მაშ, ჩამოხვედით, არა? – თქვა ჰეიდოკმა, ინგლისურად
ლაპარაკობდა, თავი ჩვეულებრივად ეჭირა.
– დიახ, – უპასუხა ტაპენსმა და თითქმის რწმუნების სიგელს
აბარებსო, თავი წარუდგინა: – მოწყალების და ელტონი გახლა-
ვართ
– ელტონი? საუცხოოა, – ისე გაიღიმა ჰეიდოკმა თითქოს
ეხუმრებოდნენ, ტაპენსი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და
მოწონებით თქვა: – უნაკლოდ გამოიყურებით.
ტაპენსმა თავი დახარა, მაგრამ არაფერი უთქვამს: დაე, ინი-
ციატივა ჰეიდოკმა გამოიჩინოსო.
– დავალება, ალბათ, იცით? – განაგრძობდა ჰეიდოკი. – და-
ჯექით, გეთაყვა.
– დაწვრილებითი ინსტრუქცია თქვენგან უნდა მივიღო, –
უპასუხა ტაპენსმა და მორჩილად დაჯდა.
176 მკითხველთა ლიგა
– სრული სიმართლეა, – თქვა ჰეიდოკმა. – ხმაში ოდნავ დამ-
ცინავი კილო შეეპარა. – თარიღი იცით?
– მეოთხე.
ჰეიდოკი აშკარად გაოცდა. შუბლი ღრმა ნაოჭმა დაუღარა,
– მაშ, თარიღი იცით? – ჩაეკითხა ხმადაბლა.
ტაპენსი ერთხანს ჩუმად იყო, მერე უთხრა:
– მაინც რა უნდა გავაკეთო? ამიხსენით, თუ შეიძლება.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემო კარგო, – უპასუხა ჰე-
იდოკმა. – „სან-სუსი“ უთუოდ გაგიგონიათ?
– არ გამიგონია.
– მაშ, „სან-სუსი“ არ გაგიგონიათ, – როგორღაც უცნაურად
ჩაიცინა ჰეიდოკმა. – ძალიან მიკვირს. იცით, ისეთი შთაბეჭდი-
ლება შემექმნა, თითქოს მთელი ეს ბოლო თვე იქ ცხოვრობდით.
ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი.
მერე ისევ ჰეიდოკმა თქვა:
– აბა, ახლა რაღას იტყვით, მისის ბლენკენსოპ?
– ვერ გამიგია, რას ამბობთ, მისტერ ბინიენ. მე დღეს დილით
პარაშუტით გადმოვხტი თვითმფრინავიდან.
ჰეიდოკმა ისევ ჩაიცინა. რა უსიამოვნოდ იცინის!
– ბუჩქებში დაყრილი რამდენიმე იარდი საპარაშუტო ქსოვი-
ლი და მოჩვენებითობა შექმნილია. მეც ხომ ექიმი ბინიენი არა
ვარ, საყვარელო. უცხო ხალხისთვის მისტერ ბინიენი ჩემი კბი-
ლის ექიმია. თავაზიანი კაცია, დროდადრო. თავის კაბინეტს
მითმობს ხოლმე.
– ნუთუ? – თქვა ტაპენსმა.
– დიახ, ასეა, მისის ბლენკენსოპ: თუ, იქნებ გირჩევნიათ,
თქვენი ნამდვილი სახელით მოგმართოთ, მისის ბირსფორდ?
წკაპუნი გაისმა და კაპიტნის ხელში მქრქალად გაკრთა მოსე-
ვადებული ფოლადი. კაცს ხმაში მუქარა გაერია.

177 მკითხველთა ლიგა


– ხმაური არ ატეხოთ, საშველად მეზობლებს ნუ უხმობთ, არ
გირჩევთ – მანამდე მოკვდებით, ვიდრე პირს გააღებთ. თუმცა
რომც იყვიროთ, არავინ მოგაქცევთ ყურადღებას. მოგეხსენე-
ბათ, კბილის ექიმის პაციენტები ხშირად ყვირიან.
– გეტყობათ, ყველაფერი გაგითვალისწინებიათ, – მშვიდად
დაიწყო ტაპენსმა. – მაგრამ ის კი არ მოგფიქრებიათ, რომ მე-
გობრები მყავს, რომლებმაც იციან, სადაც ვარ.
– აჰ! ისევ იმ ცისფერთვალა რაინდის იმედი გაქვთ? თუმცა
მოცემულ შემთხვევაში რაინდს ყავისფერი თვალები აქვს. არ
მინდა გული გატკინოთ, მისის ბირსფორდ, მაგრამ ახალგაზრდა
ენტონი მარსდენი თქვენს ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე
საიმედო მომხრეა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე იარდი
საპარაშუტე აბრეშუმი საოცარ ეფექტს იძლევა. თქვენ, მაგალი-
თად, საოცრად ადვილად წამოეგეთ ანკესს,
– ვერ გამიგია, რად გინდათ ეს სულელური მასკარადი.
– აჰ, ვერ გაგიგიათ? მოგახსენებთ, უბრალოდ არ გვინდა,
თქვენმა მეგობრებმა მალე მოგაგნონ. თუ კვალში ჩაგიდგებიან,
მაშინვე იეროუში მივლენ და იმ კაცს დაუწყებენ ძებნას, რომე-
ლიც მანქანაში გელოდებათ. ის ფაქტი კი, რომ ლეზერბეროუში
დღის ორ საათზე მოწყალების და გამოჩნდა, რომელიც სახით
თქვენ სულ არ გგავდათ, საეჭვოა ვინმემ თქვენს გაუჩინარებას
დაუკავშიროს.
– მშვენივრად მოგიფიქრებიათ, – თქვა ტაპენსმა.
– მერწმუნეთ, აღტაცებული ვარ თქვენი გაბედულებით, – გა-
ნაგრძო ჰეიდოკმა. – გულწრფელად ვწუხვარ, რომ ძალა უნდა
ვიხმაროთ, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რისი გა-
მოჩხრეკა მოასწარით პანსიონში.
ტაპენსს ხმა არ ამოუღია.

178 მკითხველთა ლიგა


– გაჯიქებას არ გირჩევთ, – მშვიდად დაუმატა ჰეიდოკმა. –
იცით, კბილის სამკურნალო ხელსაწყო-იარაღები და სავარძე-
ლი დიდ... ე-ე... შესაძლებლობებს იძლევა.
ტაპენსმა მხოლოდ ზიზღით შეხედა.
ჰეიდოკი სკამის საზურგეს გადააწვა.
– უნდა ვაღიარო, – თქვა დინჯად, – მაგარი ნებისყოფა
გაქვთ ისევე, როგორც თქვენი ტიპის ბევრ ქალს. მაგრამ სურა-
თის მეორე ნახევარზე რას იტყოდით?
– რას გულისხმობთ?
– ტომას ბირსფორდს, თქვენს ქმარს, რომელიც ბოლო ხანს
პანსიონში ცხოვრობდა მისტერ მედოუზის სახელით, ახლა კი
მშვენივრად შეფუთული წევს ჩემი ვილის სარდაფში.
– არა მჯერა! – მოუჭრა ტაპენსმა.
– იმიტომ, რომ ვიღაც ტაპენსის წერილი მიიღეთ? ნუთუ ვერა
ხვდებით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა ენტონის
მარჯვე ოინია? მშვენივრად შეუწყვეთ ხელი, როცა თქვენი სა-
ოჯახო კოდი გააცანით.
– ტომი... მაშასადამე, ტომი... – ტაპენსს ხმა აუთრთოლდა.
– თქვენი ტომი იქ არის, სადაც მთელი ამ ხნის მანძილზე იყო,
დაჭერილი მყავს. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
თუ გულწრფელად გვიპასუხებთ კითხვებზე, გადარჩენის შანსი
გაუჩნდება. თუ არა და... რა გაეწყობა, თავდაპირველ გეგმას
დავუბრუნდებით. თქვენს ქმარს თავში რამეს დაჰკრავენ, გააბ-
რუებენ, ზღვაში გაიყვანენ და წყალში გადაუძახებენ.
ტაპენსი ერთ წუთს კიდევ დუმდა, მერე ჰკითხა:
– რა გინდათ შეიტყოთ?
– მინდა შევიტყო, ვისთვის მუშაობთ, როგორ უკავშირდებით
იმ კაცს ან იმ ხალხს და აქამდე რა მოასწარით, რა მოახსენეთ.

179 მკითხველთა ლიგა


– რომ მოგატყუოთ, ის გითხრათ, რაც ენაზე მომადგება? –
მხრები აიჩეჩა ტაპენსმა.
– ვერ მომატყუებთ, თქვენს ყველა სიტყვას შევამოწმებთ.
ჰეიდოკმა სკამი ტაპენსის სიახლოვეს მიაჩოჩა და ისევ მომ-
ხიბლავ კაცად იქცა.
– ჩემო კარგო, მშვენივრად მესმის, რასაც გრძნობთ ახლა
და, დამერწმუნეთ, უსაზღვროდ აღტაცებული ვარ თქვენით და
თქვენი ქმრით. არც გაბედულება გაკლიათ, არც თავდაჭერი-
ლობა. სწორედ თქვენნაირი ხალხი დასჭირდება ახალ სახელ-
მწიფოს, რომელიც შეიქმნება თქვენს ქვეყანაში, როცა თქვენს
ახლანდელ გამოთაყვანებულ მთავრობას გავრეკავთ. ნება მო-
მეცით, აგიხსნათ ის, რაც ბევრ თქვენს თანამემამულეს ვერ გა-
უგია. ჩვენი ფიურერი სულაც არ აპირებს თქვენი ქვეყნის იმ აზ-
რით დაპყრობას, როგორ აზრსაც სიტყვა „დაპყრობაში“ დებთ.
იგი ახალი ბრიტანეთის შექმნას ესწრაფვის, ისეთი ძლიერი ბრი-
ტანეთისა, რომლის მმართველები გერმანელები კი არა, ინ-
გლისელები იქნებიან, თანაც საუკეთესო ინგლისელები. ჭკვი-
ანი, ზრდილი, გაბედული ხალხი. ეს იქნება „მშვენიერი ახალი
სამყარო“, როგორც შექსპირი ამბობს. – ჰეიდოკი ტაპენსისკენ
გადაიხარა: – ჩვენ გვინდა ბოლო მოვუღოთ ქაოსსა და უნიჭო-
ბას, მექრთამეობასა და კორუფციას. ამ ახალ სახელმწიფოში
თქვენი და თქვენი ქმრის მსგავსი ხალხი დაგვჭირდება – ჭკვი-
ანი და გაბედული, წარსულში მტერი, მომავალში კი მეგობარი.
გაგიკვირდებათ, რომ გიამბოთ, თქვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყ-
ნებშიც რამდენი ხალხი თანაგვიგრძნობს, ჩვენს რწმენას
იზიარებს. ეცადეთ, ყველაფერს ჩემი თვალით შეხედოთ იმიტომ,
რომ, გარწმუნებთ, მოვლენები სწორედ ასე ვითარდება...

180 მკითხველთა ლიგა


ჰეიდოკის ხმა მომხიბვლელად, დამაჯერებლად ჟღერდა.
მართლა პირუთვნელ, პატიოსან, სრულყოფილ ბრიტანელ მეზ-
ღვაურს ჰგავდა.
ტაპენსი შესცქეროდა და საპასუხოდ რაიმე ფრთიან სიტყვას
ეძებდა, მაგრამ ენის წვერზე ერთადერთი ფრაზა უტრიალებდა,
ბავშვურად გულუბრყვილოც და უხეშიც:
– ბატებო, ბატებო, საით მიდიხართ? – წამოისროლა ტაპენ-
სმა.

ამ სიტყვებმა ისეთი მაგიური ზემოქმედება მოახდინა, რომ


ტაპენსი ერთი წუთით დაიბნა. ჰეიდოკი ფეხზე წამოიჭრა, რის-
ხვამ სახე წამოუჭარხლა, წეღანდელი მსგავსება გულითად ბრი-
ტანელ მეზღვაურთან სავსებით გაქრა. ტაპენსის წინ იდგა ის,
ვინც ერთხელ უკვე ნახა ტომიმ – გაცოფებული პრუსიელი. კაპი-
ტანმა ჯერ გერმანული საგინებელი სიტყვები გადმოანთხია, მე-
რე ისევ ინგლისურზე გადავიდა და დაიღრიალა:
– წყეულო იდიოტო! განა ვერა ხვდები, რომ ამ სიტყვებით
თავი გაეცი? ახლა არც შენ და არც შენს ქმარს აღარაფერი გიშ-
ველით! – ხმას უფრო აუწია და გასძახა: – ანა!
ოთახში შემოვიდა ქალი, რომელმაც ტაპენსი სახლში შემო-
უშვა. ჰეიდოკმა პისტოლეტი მიაჩეჩა.
– უყარაულე. თუ საჭირო გახდა, ესროლე. – ესა თქვა და კა-
ბინეტიდან გავარდა.
ტაპენსმა მავედრებელი თვალები მიაპყრო ანას, რომელიც
სახეგამოციებული იდგა მის წინ.
– ნუთუ მართლა მესვრით?
– ღობე-ყორეს ნუ ედებით, – გულგრილად უპასუხა ანამ. –
წინა ომში თქვენებმა შვილი მომიკლეს – ოტო. მაშინ ოცდათ-

181 მკითხველთა ლიგა


ვრამეტი წლისა ვიყავი. ახლა სამოცდაორისა ვარ, მაგრამ არა-
ფერი დამვიწყებია.
ტაპენსი მოახლის გულგრილ სახეს შეჰყურებდა. ანაზდად
ვანდა პოლონსკაიას სახე ამოუტივტივდა მეხსიერებაში: იგივე
გამომეტყველება – დაქადნებული, სასტიკი, ურჯუკი. დედობა!
დედობრივი სისასტიკე! ასეთთან დავას აზრი არა აქვს: შვილის
დამკარგავ დედას ვერაფერს დაუმტკიცებ.
ტაპენსის მეხსიერების სამალავებში რაღაც აკიაფდა, რომე-
ლიღაცა აკვიატებული მოგონება, რაღაც ისეთი, რაც ყოველ-
თვის იცოდა, მაგრამ ვერასგზით ვერ გამოეხატა. სოლომონი!..
აქ სოლომონი რა მოსატანია? კარი გაიღო და ჰეიდოკი დაბრუნ-
და.
– რა უყავით? სად დამალეთ? – დაიღრიალა მოთმინებადა-
კარგულმა.
გაოგნებული ტაპენსი უსიტყვოდ მიაშტერდა. რას როშავს?
არც არაფრისთვის უხლია ხელი და არც არაფერი დაუმალავს.
– გადი! – უბრძანა ჰეიდოკმა ანას.
მოახლემ პისტოლეტი დაუბრუნა და მაშინვე გავიდა. ჰეიდო-
კი სკამზე დაჯდა. თავს ძალა დაატანა, რომ დაწყნარებულიყო.
– აქედან ვერც გაიქცევით და ვერც ნადავლს წაიღებთ, თქვა
მან. – ჩემს ხელთა ხართ, მე კი ვიცი საშუალებანი, საკმაოდ
არასასიამოვნო საშუალებანი, რითაც ხალხს ენას ამოადგმევი-
ნებენ ხოლმე. ამოშაქრეთ, სად შეინახეთ?
ტაპენსმა მყისვე იაზრა, რომ შევაჭრების შესაძლებლობა გა-
უჩნდა. ნეტავ, რა არის ის, რაც, ჰეიდოკის აზრით, დამალული
აქვს.
– რა იცით რომ მე მაქვს? – ჰკითხა ფრთხილად.
– აი, ჩერჩეტი! თქვენვე არა თქვით! თან რომ არა გაქვთ, ვი-
ცი: ტანისამოსი ხომ გამოიცვალეთ.

182 მკითხველთა ლიგა


– იქნებ ფოსტით გავუგზავნე ვინმეს?
– ნუ სულელობთ. რასაც ფოსტით აგზავნიდით, გუშინდლი-
დან ყველაფერს ვამოწმებდით. არავისთან არაფერი გაგიგზავ-
ნიათ. მხოლოდ ერთი რამ შეგეძლოთ: პანსიონში დაგემალათ,
ვიდრე აქეთ გამოემგზავრებოდით. ზუსტად სამ წუთს გაძლევთ,
რომ გაიხსენოთ, სად დამალეთ, – ჰეიდოკმა მაგიდაზე ჯიბის სა-
ათი დადო. – სამი წუთი, მისის ტომას ბირსფორდ!
ბუხარზე საათი წიკწიკებდა. ტაპენსი სახე გაქვავებული იჯდა,
ფიქრთა ჭიდილი სულ არ ემჩნეოდა. და ანაზდეულად, თითქოს
იელვაო, გონება გაუნათდა. ახლა ყველაფერი გაიგო, მთლიანი
სურათი დაინახა, თვალისმომჭრელი სიცხადით წარმოიდგინა
ყველა დეტალი და ბოლოს და ბოლოს იმასაც მიხვდა, ვინ იყო
ორგანიზაციის ცენტრი და ღერძი.
– ათი სეკუნდი დარჩა, – ჩაესმა ტაპენსს ჰეიდოკის ხმა. კაცის
მოძრაობას ისე ადევნებდა თვალს, თითქოს სიზმარშიაო. აი,
პისტოლეტი შემართა, ითვლის:
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... ჰეიდოკმა რვამდე დათვალა,
როცა სროლა გაისმა და კაპიტანი თავდაყირა გადმოვარდა სკა-
მიდან, სახეზე გაკვირვება შეაცივდა. იმდენად გატაცებული უმ-
ზერდა მსხვერპლს, ვერც კი შენიშნა, რომ მის ზურგს უკან კარი
ნელა გაიღო.
ტაპენსი თვალის დახამხამებაში ფეხზე წამოიჭრა. კარში ჩამ-
დგარი ფორმიანი ხალხი გაარღვია და ტვიდის კოსტიუმიან კაცს
მკლავში სწვდა.
– მისტერ გრანტ!
– ჰო, ჰო, ჩემო ძვირფასო, ახლა ყველაფერი რიგზეა. გასა-
ოცრად გეჭირათ თავი!
– იჩქარეთ! – მოუთმენლად აიქნია ხელი ტაპენსმა. – ერთი
წამის დახანებაც არ შეიძლება. მანქანითა ხართ?

183 მკითხველთა ლიგა


– დიახ, – მიაშტერდა გაოცებული გრანტი.
– კარგი მანქანაა? დაუყოვნებლივ პანსიონში უნდა გავ-
ჩნდეთ. თუ დავაგვიანეთ, იქიდან შეიძლება დარეკონ, აქ კი პა-
სუხის გამცემი არავინაა.
ორი წუთის მერე უკვე ლეზერბეროუს ქუჩებზე მიქროდნენ,
მერე – გზატკეცილზე. მისტერ გრანტი არაფერს ეკითხებოდა,
მშვიდად უთვალთვალებდა ტაპენსს, რომელიც, საშინელი წი-
ნათგრძნობით შეპყრობილი, სპიდომეტრს თვალს არ აშორებ-
და. მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად შოფერი მთელი ძა-
ლით მიაქანებდა მანქანას.
ტაპენსმა მხოლოდ ერთი კითხვა დასვა:
– ტომი როგორაა?
– ყველაფერი რიგზეა. ნახევარი საათი იქნება გაანთავისუფ-
ლეს.
ტაპენსმა თავი დაუქნია.
ლიჰემპტონს უახლოვდებოდნენ. ავტომანქანა ელვასავით
გაკრთა ქალაქის დაკლაკნილ ქუჩებში და გორაკზე ავარდა. ტა-
პენსი და გრანტი გადმოხტნენ და ხეივანში შევიდნენ.
შესასვლელი კარი, როგორც ყოველთვის, ღია დაუხვდათ.
კაცის ჭაჭანება არსად იყო. ტაპენსმა კიბე აირბინა, გზად თავის
ოთახში შეიხედა და შეამჩნია, რომ ლოგინი არეული იყო, კომო-
დის უჯრები კი გამოწეული. ტაპენსმა მხოლოდ თავი გადააქნია,
დერეფანს სირბილით გაჰყვა და კეილების ნომერში შეიჭრა. ცა-
რიელ ოთახში სიმშვიდე სუფევდა, აფთიაქის სუნი იგრძნობოდა
ოდნავ. ტაპენსი საწოლს ეცა და გადასაფარებელი ააგლიჯა.
ზეწრები და ბალიშები იატაკზე მოისროლა. ლეიბქვეშ ხელი მო-
აფათურა, შემოტრიალდა და სახეგაბრწყინებულმა მისტერ
გრანტს ნახატებიანი საბავშვო წიგნი გაუწოდა.
– გამომართვით, ყველაფერი აქ არის.

184 მკითხველთა ლიგა


– რა ამბავია?..
კართან თვალებდაჭყეტილი მისის სპროტი იდგა და მათ შეჰ-
ყურებდა.
– ახლა კი, – თქვა ტაპენსმა, – ნება მომეცით წარმოგიდგი-
ნოთ ქალბატონი „მ.“ დიახ, დიახ, ეს მისის სპროტი გახლავთ.
მაშინვე როგორ ვერ მივხვდი!
ჩამოწვა მძიმე სიჩუმე, რომელიც მისის კეილის გამოჩენამ
დაარღვია.
– აჰ, ღმერთო ჩემო, – წამოიძახა მან და სასომიხდილი მი-
აჩერდა მეუღლის არეულ საწოლს. – რას იტყვის მისტერ კე-
ილი?

185 მკითხველთა ლიგა


თავი მეთხუთმეტე

– მაშინვე როგორ ვერ მივხვდი! – ერთხელ კიდევ გაიმეორა


ტაპენსმა
დაწყვეტილ ნერვებს ძველი ბრენდის გვარიანი ულუფით იმ-
შვიდებდა და ხან ტომის გადახედავდა, ხან გრანტსა და ალ-
ბერტს, რომელსაც წინ მთელი პინტი ლუდი ედგა და პირზე ღი-
მილი არ სცილდებოდა.
– რიგრიგობით გვიამბე ყველაფერი, – მოითხოვა ტომიმ. –
არა, ჯერ შენ გვიამბე, – უპასუხა მისის ბირსფორდმა.
– მოსაყოლი ბევრი არაფერია. სრულიად შემთხვევით შე-
ნიღბულ რადიოგადამცემს წავაწყდი, ვიფიქრე, – ჩუმად გავიპა-
რები-მეთქი, მაგრამ ჰეიდოკმა გამომიჭირა.
– მაშინვე მისის სპროტს დაურეკა, – თავი დაუქნია და სიტყვა
გააწყვეტინა ტაპენსმა. – იმან ჩაქუჩს დაავლო ხელი, ხეივანში
გავიდა და ჩაგისაფრდა. სულ ხუთი წუთი იყო გარეთ, მეტი არა.
მე, მართალია, შევამჩნიე, ცოტათი ქოშინებდა, მაგრამ, ცხადია,
არ დავეჭვებულვარ.
– სხვა ყველაფერი ალბერტის დამსახურებაა, – განაგრძო
ტომიმ. – ერთგული ძაღლივით უვლიდა გარს ვილას. თავი მო-
ვიმძინარე და ხვრინვა დავიწყე... მორზეს ანბანის მიხედვით,
ამან კი სიგნალი მიიღო. მერე მისტერ გრანტთან გაქანდა და,
როცა დაღამდა, ორივემ ერთად მომინახულა. მე ისევ ხვრინვა
დავიწყე, ბოლოს და ბოლოს შევთანხმდით, რომ სარდაფში დავ-
რჩებოდი და ჩვენებს საშუალებას მივცემდი კატერის ეკიპაჟი გა-
მოეჭირათ, როცა კატერი ნაპირს მოადგებოდა.

186 მკითხველთა ლიგა


– ვილაში დღეს დილას შევედით, როცა ჰეიდოკი იქ აღარ
იყო, – თქვა მისტერ გრანტმა. – კატერი კი საღამოს ვიგდეთ
ხელთ.
– აბა, ტაპენს, ახლა შენი ჯერია, ბარემ გვიამბე! – შეეხვეწა
ტომი.
– კარგი. იმით დავიწყებ, რომ მთელი იმ ხნის მანძილზე ნამ-
დვილი ყეყეჩივით ვიქცეოდი. ყველაზე მქონდა ეჭვი, მაგრამ მი-
სის სპროტზე არაფერი მიფიქრია. ერთხელ საშინლად შევშინდი
– ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს დიდი განსაცდელი
მელოდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ოთხი რიცხვის შესახებ საუ-
ბარს მოვუსმინე. იმ დროს ჩემს გვერდით სამი ადამიანი იყო. ჩე-
მი ავი წინათგრძნობის მიზეზად მისის ო’რორკი და მისის პერე-
ნა ვივარაუდე და, რა თქმა უნდა, მაგრად შევცდი. სინამდვილე-
ში ხიფათს მისის სპროტი გვიქადდა. ტომის შეუძლია დამემოწ-
მოს, რომ ცრუ კვალს მის გაუჩინარებამდე მივყვებოდი. ამის მე-
რე მე და ალბერტმა ახალი გეგმის შედგენა
დავიწყეთ, ამასობაში ენტონი მარსდენი გამოგვეცხადა. ჯერ
მეგონა, ყველაფერი რიგზე იყო – დებორას თაყვანისმცემელ
ახალგაზრდა კაცად მივიჩნიე. მაგრამ ორმა გარემოებამ ჩამა-
ფიქრა. ჯერ ერთი, რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდით, მით უფრო
ვრწმუნდებოდი, რომ ადრე არასოდეს მინახავს და ჩვენთან სახ-
ლში ნამყოფი არ იყო. მეორე, იმან უთუოდ ყველაფერი იცოდა,
რაც ლიჰემპტონსა და ჩემს დავალებას შეეხებოდა, მაგრამ ეგო-
ნა, რომ ტომი შოტლანდიაში იყო. ამან სულ ამაფორიაქა. თუ
მარსდენმა რამე იცოდა, ეს მხოლოდ ტომის ამბავი უნდა ყოფი-
ლიყო – მე ხომ, ასე თუ ისე, არაოფიციალური პირი ვიყავი. საკ-
ვირველია, ძალიან საკვირველია-მეთქი, ვიფიქრე! თავი დროზე
მისტერ გრანტმა მითხრა, რომ მეხუთე კოლონამ ყველგან შეაღ-
წია – იქაც კი, სადაც თითქოს შეუძლებელია შეღწევა. რატომ არ

187 მკითხველთა ლიგა


შეიძლებოდა ერთ-ერთ მეხუთე კოლონელს იმავე განყოფილე-
ბაში ემუშავა, სადაც დებორა მსახურობდა? დამამტკიცებელი
საბუთი არ მქონდა, მაგრამ ეჭვი შემეპარა და მარსდენს მახე
დავუგე. ვუთხარი, რომ მე და ტომის ჩვენი განსაკუთრებული პა-
როლი გვქონდა. მართლაც, ასეთი პაროლი გვქონდა, მაგრამ ეს
გახლდათ ღია ბარათი, რომელზეც გამოსახული იყო ძაღლი
ბონზო და არა ჩემი მეტსახელი ტაპენსი, როგორც ეს მარსდენს
ვუთხარი. ანგარიშმა გამიმართლა, ენტონი ანკესს წამოეგო. ამ
დილას წერილი მივიღე, რომელმაც მას სულ ახადა ფარდა. მე
და ალბერტი წინასწარ ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ მკე-
რავს დავურეკე და შეხვედრა გადავდე – ალბერტს ვაცნობე,
რომ თევზი ნემსკავს წამოეგო.
– მეც, რა თქმა უნდა, დავტრიალდი, – ჩაერია ალბერტი, –
დამტარებლის ტანსაცმელი გადავიცვი, პანსიონის ჭიშკართნ
ურიკა მივაგორე – მეპურეს გამოვართვი – და რაღაც ოხრობის
მთელი გუბე დავაყენე. ოღონდ რა ოხრობა იყო, არ ვიცი. სუნით
ანისულს ჰგავდა.
– მერე კი, – განაგრძო ტაპენსმა, – სახლიდან გავედი და იმ
გუბეში ფეხი ჩავკარი. დამტარებელი შეუფერხებლად მომყვა
სადგურამდე. სალაროსთან ვიღაც ჩემს უკან დადგა და გაიგონა,
რომ ბილეთი იეროუმდე ავიღე. მერე, ალბათ, თქვენებს გაუჭირ-
დათ.
– არა, – თქვა მისტერ გრანტმა, – ძაღლებმა ის სუნი იკრეს,
იეროუს სადგურიდან იმ თვლის კვალს დაადგნენ, თქვენ რომ
ფეხით მოსინჯეთ. კვალმა წარაფთან მიგვიყვანა. მერე ზემოთ –
ქვის ჯვართან, იქიდან კი გორაკ-გორაკ – პირდაპირ ლეზერბე-
როუში. მტრებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ უკან მოგყვებო-
დით. ისინი ადგილიდან მხოლოდ მაშინ დაიძრნენ, როცა დარ-
წმუნდნენ, რომ თქვენ უკვე შორს იყავით.

188 მკითხველთა ლიგა


– სულ ერთია, შიში მაინც ვჭამე, – ჩაურთო ალბერტმა. –
როგორი საქმეა, იცოდე, რომ თქვენ, მემ, მტრის ბანაკში ხართ,
მაგრამ რა დღეში ხართ, ამის ბაიბურშიც არ იყო? სახლს შემო-
ვუარეთ, ფანჯარაში შემოვძვერით და ის გერმანელი ქალი მაშინ
დავიჭირეთ, როცა კიბეზე ჩამოდიოდა. სულზე მოგისწარით.
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მომისწრებდით, – თქვა ტაპენ-
სმა. – დრო უნდა გამეყვანა. მეტი არაფერი მქონდა საფიქრალი.
ის იყო, ისეთი სახე უნდა მიმეღო, ვითომც ყველაფრის დაფქვას
ვაპირებდი, რომ დავინახე, კარი იღებოდა. საოცარი სხვა რამ
იყო. სწორედ იმ წამს გონება გამინათდა, მივხვდი, რა ტუტუცუ-
რად ვიქცეოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში.
– როგორ მიხვდი? -– ჰკითხა ტომიმ.
– „ბატებო, ბატებო, საით მიდიხართ?“ – წამოიძახა ტაპენსმა,
– ეს ფრაზა კაპიტან ჰეიდოკს რომ მივახალე, ცეცხლივით წამო-
ენთო სახე, რა თქმა უნდა, იმიტომ კი არა, რომ სულელურად და
უხეშად ვუპასუხე, არა, მყისვე მივხვდი, რომ ეს ფრაზა რაღაცას
ნიშნავდა. გარდა ამისა, ანას ზუსტად ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა, როგორც იმ პოლონელ ქალს. ჰოდა, ცხადად გამახსენ-
და მეფე სოლომონი და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
– იცი, რა გითხრა, ტაპენს, – წამოიძახა სასოწარკვეთილმა
ტომიმ, – თუ ნართაულებით ლაპარაკს თავს არ დაანებებ, ჩემი
ხელით დაგხვრიტავ. ერთი მითხარი, თუ ღმერთი გწამს, რა
დადგა თავის ადგილას, ანდა მეფე სოლომონი აქ რა მოსატა-
ნია?
– ნუთუ არ გახსოვს, რომ სოლომონთან ორი ქალი მივიდა
ბავშვთან ერთად. ორივე ამტკიცებდა, ეს ბავშვი ჩემიაო. „ძალი-
ან კარგი! – თქვა სოლომონმა. – ბავშვი შუაზე გაჩეხეთო“. იმან,
დედობას ტყუილად რომ იჩემებდა, წამოიძახა: „გაჩეხეთ!“, მაგ-
რამ ნამდვილმა დედამ თქვა: „არა, მაგას ისა სჯობია, ამ ქალს

189 მკითხველთა ლიგა


დარჩესო“. მიხვდით, არ შეეძლო იმის ნება მიეცა, რომ მისი შვი-
ლი მოეკლათ. იმ საღამოს, როცა მისის სპროტმა პოლონელ
ქალს ესროლა, ყველა იმ აზრის იყავით, სასწაული მოხდა, ბე-
ტის რომ არ მოახვედრაო. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი ყვე-
ლაფერს. მისი შვილი რომ ყოფილიყო, ვერასგზით ვერ გაბე-
დავდა სროლას. ასეთი გაბედულება მხოლოდ ერთ რამეს ნიშ-
ნავდა: ბეტი მისი შვილი არ იყო. ამიტომ მოკლა ის ქალი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გოგონას დედა უთუოდ პოლონსკაია იყო, –
ხმა გაებზარა ტაპენსს, – უბედური, დევნილი, ემიგრანტი ქალი,
უსახსროდ, უფულოდ დარჩენილი დათანხმდა, რომ მისის
სპროტს ბეტი შვილად აეყვანა, მადლობის მეტი რა ეთქმოდა.
– მისის სპროტმა რატომ იშვილა ბეტი?
– შესანიღბავად! კარგად გამოზომილი ფსიქოლოგიური ნა-
ბიჯია! ვინ იფიქრებდა, რომ გამობრძმედილი ჯაშუში დავალების
შესრულებისას საქმეში თავის გოგონასაც გარევდა. ამიტომაც
გამოვრიცხე თავიდანვე მისის სპროტი. დიახ, დიახ, ბავშვის გა-
მო. მაგრამ ბეტის ღვიძლ დედას მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონ-
და, იქნებ როგორმე ბავშვი დავიბრუნოო. მისის სპროტის მისა-
მართი მოძებნა, აქ ჩამოვიდა, დიდხანს იბორიალა სახლის გარ-
შემო, ხელსაყრელ დროს უცდიდა ბავშვის მოსატაცებლად. მი-
სის სპროტი, ცხადია, კინაღამ გაგიჟდა: რადაც არ უნდა დასჯდო-
მოდა, უნდა მოეხერხებინა, რომ საქმეში პოლიცია არ ჩარეუ-
ლიყო. წერილი თვითონ დაწერა, თავი ისე მოგვაჩვენა, ვითომც
იატაკზე იპოვა თავის ნომერში და საშველად კაპიტან ჰეიდოკს
უხმო. მერე კი, იმ უბედურ პოლონელ ქალს რომ დავეწიეთ, გა-
დაწყვიტა, ზედმეტი რისკი აღარ გაეწია და ქალს ესროლა. იარა-
ღის ხმარებაც იცოდა და შესანიშნავი ჩუბინიც იყო. დიახ, მისის
სპროტი მკვლელია და სულაც არ მეცოდება. – ტაპენსი დადუმ-

190 მკითხველთა ლიგა


და, მერე კი გააგრძელა, – კიდევ ორი გარემოება იყო, რომელ-
საც შეიძლებოდა სწორ კვალზე დავეყენებინე. პირველი, ვანდა
პოლონსკაია და ბეტი ერთმანეთს ჰგავდნენ. ის ქალი გამუდმე-
ბით ტყუილად ხომ არ მაგონებდა ვიღაცას; და მეორე, ის უაზრო
თამაში, რომელიც გოგონამ ფეხსაცმლის თასმებით წამოიწყო.
ბევრად ლოგიკური იქნებოდა მევარაუდა, რომ ბეტი კარლ ფონ
დაინიმს კი არა, საკუთარ დედას ბაძავდა, მაგრამ შენიშნა თუ
არა მისის სპროტმა, რით ერთობოდა გოგონა, კარლს ნომერში
სხვადასხვა საეჭვო ნივთები მიუგდო. მათ შორის ყველაზე საში-
ში იყო სიმპათიკური მელნით გაჟღენთილი თასმები. მისის
სპროტმა იცოდა, რომ აუცილებლად ვიპოვიდით ამ სამხილებს.
– ძალიან მიხარია, რომ კარლი უდანაშაულო აღმოჩნდა, ––
ცოლს სიტყვა გააწყვეტინა ტომიმ. – მომწონს ეგ კაცი.
– იმედი მაქვს არ დაუხვრეტიათ? – იკითხა ტაპენსმა.
– კარლს არაფერი უჭირს, – უპასუხა მისტერ გრანტმა. –
სიტყვამ მოიტანა და კარლთან დაკავშირებით თქვენთვის ერთი
სიურპრიზი მაქვს.
– თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შეილას გაუმართლდა, –
წამოიძახა ტაპენსმა. – რა იდიოტები ვიყავით, რომ მისის პერე-
ნაზე გვქონდა ეჭვი!
– ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან მართლა ჰქონდა
საქმე, სხვა მხრივ კი არაფერშია შემჩნეული, – განმარტა მის-
ტერ გრანტმა.
– ახლა მისის ო’რორკს რა ეჭვის თვალით ვუყურებდი? ნუ-
ღარ იტყვით, ერთ ხანს კეილებიც მაეჭვებდა.
– მე კი ბლეჩლი მეგონა ჯაშუში, – გამოტყდა ტომი.
– ვინ იფიქრებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში დამნაშავე
ცხვირწინ გვყავდა, უფერული მისის სპროტი... მხოლოდ ბეტის
დედა გვეგონა.

191 მკითხველთა ლიგა


– უფერულიო, ვერ ვიტყოდი, – შეუსწორა მისტერ გრანტმა.
– ძალიან საშიში ქალია, მშვენიერი მსახიობი და, სამწუხაროდ
ინგლისელი.
– ამჯერად მისი სიმარჯვით აღფრთოვანებული არა ვარ, თა-
ვისი ქვეყნისთვის არ მუშაობდა, – გაეპასუხა ტაპენსი, მერე კი
ჰკითხა:
– იპოვეთ, რასაც ეძებდით?
– დიახ. იმ დაფლეთილ საბავშვო წიგნებში იყო.
– იმათში, „ცუთიაო“, ბეტი რომ ამბობდა? – წამოიძახა ტაპენ-
სმა.
– მართლა ცუდი წიგნებია, – ცივად თქვა მისტერ გრანტმა. –
„პატარა ჯეკ ჰორნერი“ ჩვენი ფლოტის დისლოკაციის საკმაოდ
სრულ ცნობებს შეიცავს, „ჯონი ჰედი ცაში“ – ავიაციის ასეთივე
ცნობებს, „თოფიანი კაცი“ სათაურის შესაფერისად – სახმელე-
თო ძალებისას.
-„ბატებო, ბატებო, საით მიდიხართ?“ – დაინტერესდა ტაპენ-
სი.
– რეაქტივებით სათანადო დამუშავების შემდეგ წიგნში აღ-
მოაჩინეს სიმპათიკური მელნით ჩაწერილი იმ დიდი თანამდე-
ბობების პირთა სია, რომლებიც გერმანელებს შემოჭრის დროს
დაეხმარებოდნენ. მათ შორის არიან პოლიციის ორი უფროსი,
ერთი ავიაციის ვიცე-მარშალი, ორი გენერალი, სამხედრო ქარ-
ხნის დირექტორი, მინისტრი, პოლიციის რამდენიმე უფროსი
ოფიცერი, სამოქალაქო თავდაცვის მეთაურები და ათასნაირი
წვრილფეხა არმიის ოფიცრები, მეზღვაურები, აგრეთვე ჩვენი
საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები.
ტომი და ტაპენსი გაშეშდნენ.
– დაუჯერებელია! – აღმოხდა ტომის.
გრანტმა თავი გადააქნია.

192 მკითხველთა ლიგა


– სათანადოდ ვერ აფასებთ გერმანულ პროპაგანდას. სულის
უჩინარ ხვეულებში გამჯდარ ზადს იყენებენ – პატივმოყვარე-
ობას, ხელისუფლების წყურვილს. ყველა, ვინც დავასახელე,
მზად იყო გაეყიდა სამშობლო, მაგრამ ფულის გულისთვის კი
არა, არამედ თავისებური განდიდების მანიის გამო. სხვა ქვეყ-
ნებშიც ასე მოხდა, იქაც განდიდების მანია და, აღზევების წყურ-
ვილი გამოიყენეს. იმედი მაქვს, ხვდებით, რომ ამ ხალხის მხარ-
დაჭერა ბევრს ნიშნავს, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო
ბრძანებებს გასცემდნენ და საქმეს აგვირევ-დაგვირევდნენ,
ამით კი მტრის წარმატებით შემოჭრას შეუწყობდნენ ხელს.
– ახლა? – ჰკითხა ტაპენსმა.
– ახლა კი, ღიმილით დაამთავრა მისტერ გრანტმა, – აბა,
სცადონ! გერმანელებს ისე დავხვდებით, როგორც ეკადრებათ.

193 მკითხველთა ლიგა


თავი მეთექვსმეტე

– იცი, ძვირფასო, იყო მომენტი, როცა შენს შესახებ ეშმაკმა


უწყის, რა არ ვიფიქრე, – თქვა დებორამ.
– ნუთუ მართლა? ეგ როდის იყო? – ჰკითხა ტაპენსმა და ქა-
ლიშვილს ალერსიანად გადაუსვა ხელი შავ თმაზე.
– როცა მამასთან გაიპარე შოტლანდიაში, მე კი მჯეროდა,
რომ დეიდა გრეისთან იყავი სტუმრად. ვიფიქრე რომანი აქვს
მეთქი გაჩაღებული.
– მართლა დებ?
– არა, მთლად ასე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი. ამ ხნის
ქალი... გარდა ამისა, ხომ ვიცი, როგორ გიყვართ ერთმანეთი
მოხუცსა და შენ. უბრალოდ ერთმა იდიოტმა, ვინმე ტონი მარ-
სდენმა მიკარნახა ეს აზრი და მერე ამეკვიატა. სიტყვამ მოიტანა,
და, მგონი, შემიძლია გაგანდო, დედი, რომ მოგვიანებით გაირ-
კვა, ტონი თურმე მეხუთე კოლონელი ყოფილა. მართლაც, უც-
ნაური ლაპარაკი უყვარდა. ამბობდა ხოლმე, თუ ჰიტლერი გა-
იმარჯვებს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უწინ იყო და უკე-
თესადაცო.
– შენ თუ... ჰმ... მოგწონდა ის ბიჭი?
– ტონი? რას ამბობ! ისეთი იყო, თავს მოგაბეზრებდა. მაპა-
ტიე, შეპირებული ვარ, უნდა ვიცეკვო.
და დებორა, რომელსაც ახალგაზრდა ქერა კაცმა მოხვია ხე-
ლი, იატაკზე გასრიალდა, ცეკვავდა და ნაზად უღიმოდა პარტნი-
ორს. ტაპენსი რამდენიმე წუთს თვალს ადევნებდა ამ წყვილს,
მერე მფრინავის ფორმაში გამოწყობილ მაღალ-მაღალ ჭაბუკზე
და მის ქერა პარტნიორზე გადაიტანა მზერა.
194 მკითხველთა ლიგა
– სიმართლე გითხრა, ტომი, ძალიან ლამაზი შვილები
გვყავს, – თქვა ტაპენსმა.
მაგიდას შეილა პერენა მიუახლოვდა.
– როგორც ხედავთ, სიტყვა არ გავტეხე, მოვედი, – თქვა შე-
ილამ. – მაგრამ ვერა და ვერ მივხვდი, რატომ დამპატიჟეთ.
– იმიტომ, რომ გვიყვარხარ, – გაუღიმა ტაპენსმა.
– მართლა? რატომ? საძაგლად გექცეოდით... მაგრამ თქვენი
მაინც მადლობელი ვარ.
– ახლა კარგ პარტნიორს გამოგიძებნით, იცეკვეთ, – უთხრა
ტაპენსმა.
– მე... – წამოიწყო შეილამ და ენა დაება. დარბაზი გადმოჭრა
და მათკენ გამოემართა კარლ ფონ დაინიმი. გაოგნებული შე-
ილა კარლს მიაშტერდა. – შენა ხარ? – დაიჩურჩულა ძლივსგა-
საგონად.
– მე გახლავარ, – უპასუხა კარლმა.
– ვიცოდი, უდანაშაულოდ გცნეს, მაგრამ არც მიფიქრია, რომ
ბანაკიდან გამოგიშვებდნენ.
– ჩემი ინტერნირების არავითარი საფუძველი არ არსებობს,
– უპასუხა კარლმა. – მაპატიე, შეილა, მაგრამ გატყუებდი. იცი,
მე სულაც არა ვარ კარლ ფონ დაინიმი. სხვადასხვა მიზეზის გა-
მო დავირქვი ეს გვარი. კარლ ფონ დაინიმი ჩემი მეგობარი იყო.
რამდენიმე წლის წინათ გავიცანით ერთმანეთი აქ, ინგლისში,
ომის დაწყების წინ კი ეს ნაცნობობა განვაახლეთ გერმანიაში,
სადაც... საგანგებო დავალებით გამგზავნეს.
– საიდუმლო სამსახურში მუშაობდი?
– დიახ. იქ ყოფნის დროს უცნაური ამბები გადამხდა თავს.
რამდენჯერმე კინაღამ დავიღუპე. ყველა ჩემი ჩანაფიქრი ამოიც-
ნეს, ამას, რა თქმა უნდა, გერმანელები თვითონ ვერ შეძლებ-
დნენ. მივხვდი, საქმე ცუდად იყო: გერმანელების საყვარელი

195 მკითხველთა ლიგა


სიტყვა რომ ვიხმარო, გახრწნილებამ იმ უწყებაშიც შეაღწია, სა-
დაც მე ვმსახურობდი. ჩემივე ხალხმა გამცა. მე და კარლი ცოტა
ჩამოვგავდით ერთმანეთს (ბებია გერმანელი მყავს), რომ იცო-
დე, გერმანიაში ამიტომაც გამგზავნეს. კარლი ნაცისტი არ იყო.
მარტო თავისი ქიმია აინტერესებდა, ოდესღაც მეც ქიმიას ვსწავ-
ლობდი. ომის დაწყებამდე ცოტა ადრე ინგლისში გამოქცევა გა-
დაწყვიტა. რაკი ძმები საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდა გამომ-
წყვდეული, ფიქრობდა გერმანიიდან გასვლა გამიჭირდებაო,
მაგრამ თითქოს ჯადოსნური კვერთხი დაიქნიესო, ყველაფერი
იოლად მოგვარდა. კარლმა ეს რომ მიამბო, ეჭვი გამიჩნდა, რა-
ტომ გაუადვილეს ხელისუფლებმა გერმანიიდან გასვლა, თუ
ძმები საკონცენტრაციო ბანაკში გამოუმწყვდიეს, ხოლო თვი-
თონ კარლი ანტინაცისტური რწმენისთვის ნიშანში ჰყავთ ამო-
ღებული? ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ნაცისტებს ხელს
აძლევდათ მისი ინგლისში ყოფნა. მე და კარლი ერთ სახლში
ვცხოვრობდით. ერთხელ, ჩემდა სამწუხაროდ, თავის საწოლზე
მკვდარი დამხვდა; დეპრესიაში მყოფმა თავი მოიკლა. დატოვა
წერილი, რომელიც წავიკითხე და დავმალე. იმ დროისთვის ჩემი
მდგომარეობა სულ არასაიმედო გახდა. ამიტომ გადავწყვიტე,
კარლი შემეცვალა, ფონ დაინიმი გავმხდარიყავი. ეს საშუალე-
ბას მომცემდა არა მარტო თავი დამეღწია გერმანიისთვის, არა-
მედ გამეგო კიდეც, ნაცისტები ასე კეთილგანწყობილად რატომ
შეხვდნენ კარლის გერმანიიდან გამგზავრების სურვილს. მიცვა-
ლებულს ჩემი კოსტიუმი ჩავაცვი. ჩემს ოთახში გადავასვენე და
საწოლზე დავაწვინე: ვიცოდი, ჩემი დიასახლისი სანახევროდ
ბრმა იყო. კარლ ფონ დაინიმის საბუთებით ინგლისში ჩამოვედი
და იმ მისამართს მივაკითხე, სადაც განსვენებული უნდა გამოც-
ხადებულიყო, ეს „სან-სუსი“ იყო. აქ ბეჯითად ვთამაშობდი კარ-
ლის როლს. მალე გამოვარკვიე, ვიღაცას წინასწარ ეზრუნა,

196 მკითხველთა ლიგა


რომ ჩემთვის ქიმიურ ქარხანაში მოეცათ სამუშაო. თავდაპირვე-
ლად ვფიქრობდი, ნაცისტები მაიძულებდნენ მათთვის მემუშავა,
მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი საბრალო მე-
გობრისათვის სულ სხვა როლი – განტევების ვაცის როლი
ჰქონდათ შერჩეული, როცა შეთითხნილი სამხილების საფუძ-
ველზე დამაპატიმრეს, არაფერი გამიმხელია. ჩემთვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყა-
ვი კარლ ფონ დაინიმად – მინდოდა მენახა, როგორ განვითარ-
დებოდა მოვლენები. სინამდვილეს სულ რამდენიმე დღის წინათ
მოეფინა,ნათელი, როცა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა
მიცნო.
– ჩემთვის უნდა გაგემხილა, – უთხრა შეილამ.
– სამწუხაროა, რომ აგრე ფიქრობ, – რბილად უპასუხა ჭაბუკ-
მა.
ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. ქალიშვილის თვალებში წყე-
ნა ჩაცხრა.
– ჰო, სწორედ ისე უნდა მოქცეულიყავი, როგორც მოიქეცი.
– ძვირფასო... მოდი ვიცეკვოთ.
ახალგაზრდები წავიდნენ. ტაპენსმა ამოიოხრა.
– ნეტავი გამაგებინა, – თქვა ტაპენსმა, – რა უნდოდა მაშინ
ჩემს ოთახში, რატომ შემოვიდა?
– ჩემი აზრით, მისის ბლენკენსოპის პიროვნება მთლად მი-
სის ბლენკენსოპად არ ეჩვენა, – ჩაიცინა ტომიმ. – ერთი სიტ-
ყვით, ჩვენ ის მოგვეჩვენა საეჭვო კაცად, იმას – ჩვენ.
მალე ტყუპები თავიანთ პარტნიორებთან ერთად დაბრუნ-
დნენ და მაგიდას შემოუსხდნენ.
– გავიხარე, როცა გავიგე, რომ სამუშაო მოგცეს, – უთხრა
დერეკმა მამას.

197 მკითხველთა ლიგა


– მე კიდევ ის მიხარია, რომ დედას ნება მისცეს მამასთან გა-
დასახლდეს და საქმეც გამოუძებნეს, – ჩაურთო დებორამ. – ხე-
დავ, რა გახალისებულია? იქ ძალიან მოგწყინდა, დედი?
– მოსაწყენად არ მეცალა, – უპასუხა ტაპენსმა.
– მაგას რა სჯობს! – განაცხადა დებორამ. – ომი რომ დამ-
თავრდება, ჩემს სამუშაოზე რაღაც-რაღაცებს გიამბობ. მართლა
საინტერესოა, მაგრამ სრულიად საიდუმლო.
– ნუთუ მართლა? – თქვა აღტაცებულმა ტაპენსმა.
– აბა, რა! თუმცა მფრინავობა, ალბათ, უფრო საინტერესოა,
– უპასუხა დებორამ და შურით გადახედა ძმას.
დერეკიც და მისი ქერათმიანი პარტნიორიც ფეხზე წამოდ-
გნენ.
– ამ ცეკვას ნუ გამოვტოვებთ, დღეს ჩემი შვებულების ბოლო
დღეა.
– წავიდეთ, ჩარლზ! – უბრძანა დებორამ თავის პარტნიორს
და ორივე წყვილი მოცეკვავეებს შეერია.
– ოღონდ ამათ არაფერი მოუვიდეთ!... ოღონდ ესენი გადარ-
ჩებოდნენ... – იმეორებდა გულში ტაპენსი.
– გოგონას თაობაზე რას იტყვი? – იკითხა ტომიმ, – ავიყვა-
ნოთ?
– ბეტი? ოჰ, ტომი, რა კარგია, რომ ჩემსავით გიფიქრია! მე-
გონა, დედობის ინსტინქტი არ მასვენებდა... არა, სერიოზულად
მეუბნები?
– სავსებით სერიოზულად. რა იქნება, რომ ვიშვილოთ? სულ
მარტო დარჩა ამ ქვეყანაზე. ჩვენს გვერდით ასეთი ნორჩი არსე-
ბა რომ გაიზრდება, ამაზე უფრო სასიამოვნო რა უნდა იყოს?
– ოჰ, ტომი! – ტაპენსმა ხელი ხელზე მოუჭირა ქმარს. – ყო-
ველთვის ორივეს ერთნაირი სურვილი გვაქვს ხოლმე.

198 მკითხველთა ლიგა


– ნახე ერთი, რა წყვილია! – ხმადაბლა ჩაულაპარაკა ძმას
დებორამ, როცა გაუსწორდა, – ხელიხელჩაკიდებული სხედან!..
რაც გინდა თქვი და ძალიან საყვარელი მოხუცები გვყავს. მეტი
ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვალდებული ვართ – რაც ომი და-
იწყო, საფიქრალ-სადარდელის მეტი აღარაფერი დაურჩათ.

199 მკითხველთა ლიგა

You might also like