ზაზა ღორჯომელაძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ვარიანტი 1

ზაზა ღორჯომელაძე

ჯგუფი:107150დ.

კაზუსი 1

მეორადი ველოსიპედების რეალიზატორმა ვაჟა დიდებულიძემ 2012 წლის 10 დეკემბერს 2000


ლარად 16 წლის ბაჩო ხარატს მიჰყიდა ველოსიპედი. მომდევნო დღეს ბაჩო ხარატი,
რომელიც წვეულებიდან ნასვამ მდგომარეობაში ველოსიპედით ბრუნდებოდა სახლში , მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევაში. აღნიშნულის შედეგად სრულად დაიმტვრა წინა დღეს შეძენილი
ველოსიპედი და მისი ღირებულება 100 ლარამდე შემცირდა. ბაჩოს მშობლებმა მხოლოდ ამ
ინციდენტის შემდეგ შეიტყვეს ველოსიპედის შეძენის ამბავი . წერილობით მიმართეს ვ .
დიდებულიძეს და აცნობეს, რომ არ ეთანხმებიან მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ
დადებულ გარიგებას და ითხოვენ ფულის უკან დაბრუნებას. დიდებულიძე არ დაეთანხმა
მშობლებს და უარი განუცხადა თანხის დაბრუნებაზე.

2013 წლის იანვარში მშობლებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს


გარიგების ბათილად ცნობა და დამტვრეული ველოსიპედის დაბრუნების სანაცვლოდ
გადახდილი თანხის, 2000 ლარის უკან დაბრუნება. დიდებულიძე არ დაეთანხმა სასარჩელო
მოთხოვნას და განმარტა, რომ მან არასრულწლოვანი მისი აღნაგობის გამო უკვე
ზრდასრულად აღიქვა, ამასთან ვინაიდან ამ რაოდენობის ფული ბ. ხარატს ჰქონდა მიიჩნია ,
რომ ის სრულწლოვანი იყო. ამასთან შესაგებელში განმარტა, ვინაიდან ველოსიპედი
დამტვრეულია ის ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, თანახმაა მშობლებს გაუქვითოს მიყენებული
ზიანი და დაუბრუნოს 100 ლარი, ველოსიპედის ამჟამინდელი ღირებულება. რა
გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი


წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება
მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ
არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი,
რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი
დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი
წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.

ვაჟა დიდებულიძეს უნდა მოეთხოვნა მისთვის რომ თან გამოეყოლა მისი კაკონიერი
წარმომადგენელი რადგან არ მომხდარიყო გარიგება უკანონოდ,ვ. დიდებულიძე
არუნდა დაგყრდნობილიყო პირის აღნაგობას და არუნდა აღექვა ზრდასრულად.

სასამართლო ამ გარიგებას ცნობს ბათილად და ვ. დიდებულიძებს დააკისრებს


ვალდებულებას რომ,ის 2000 ლარი დაუბრუნოს ბაჩოს მშობლებს.
კაზუსი 2

ა-სა და ბ-ს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის


ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 2012
წლის აგვისტო. ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა ბ-ს სახელზე. ნასყიდობს
საფასურის სახით ბ-მ ა-ს გადასცა 4000 აშშ დოლარი. 2012 წლის ოქტომბერში ა-მ
მიაკითხა ბ-ს, მიუტანა თანხა და მოსთხოვა სახლის უკან გადმოფორმება,
გამოსყიდვა. ბ-მ უარი განუცხადა სახლის გამოსყიდვაზე იმ მოტივით, რომ გასული
იყოს გამოსყიდვის ვადა. ა-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა
მასა და ბ-ს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ ეს
გარიგება ნასყიდობაზე კი არა არამედ სესხის თაობაზე დადეს, რადგან ბინის
ღირებულება გაცილებით ძვირი იყო ვიდრე ბ-ს მიერ გადახდილი თანხა.
მტკიცებულების სახით ა-მ წარადგინა აუდიტის დასკვა, რომელიც ბინას 20 000 აშშ
დოლარად აფასებდა, აგრეთვე წარადგინა მტკიცებულებები იმის თაბაზე, რომ
ბინაში ისევ თავად ცხოვრობდა და ბ-ს ამ სახლში ერთი დღეც არ უცხოვრია.

როდესაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და გამოსყიდვის ვადა


განისაზღვრა 2012 წლის აგვისტო და ბინა საჯარო რეესტრში ბ_ს სახელზე
აღირიცხა მაგრამ ა_ მ 2012 წლის ოქტომბერში მიაკითხა და მიუტანა 4000 დოლარი
მაგრამ ამ გამოსყიდვის ვადას გაუვიდა მოქმედება ბ-მ უარი განუცხადა სახლის
გამოსყიდვაზე .ხოლო ა-მ სარჩელის შეიტანა მაგრამ არაქ მნიშვნელობა ბ-მ
რამდენი ხანი იცხოვრა სახლში,ან რამდეში აფასებდა ბინას, ეს გარიგება არ
გაბათილდებოდა და ბინასაც ვეღარ გამოისყიდიდა.

თემა: ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის


პირობა

ფიზიკური პირი ქმედუნარიანია 7 წლიდან 18 წლამდე, მას გარიგების დადება


შეუძლია, როგორც მხოლოდ მეურვის თანხმობით ისე მეურვის თანხმობის გარეშე.
პირი სრულ ქმედუნარიანია 18 წლიდან და მას გარიგების დადება თავისუფლად
შეუძლია, ვინმეს თანხმობის გარეშე. 7 წამდე პირი ქმედუუნაროა. ასევე პირი
შეიძლება იყოს 7 დან 18 წლამდე ან 18 დან ზემოთ, მაგრამ ის იყოს ქმედუუნარო,
რადგან მას ქონდეს ფიქიკური პრობლემები.

You might also like