23317104AWTB

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

4/4/2022 NAPR

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გადაწყვეტილება N 882021582373-09 (04.04.2022)

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (No.882021582373; 14 ივლ 2021; განმცხადებელი: ოთარ
გავაშელი, მისამართი: ონი ს. ღები). განცხადებით მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული
რეგისტრაცია , მდებარე ონი, სოფელი ღები ( თევრეშო) ( 5722 კვ.მ) (ზონა:ონი, სექტორი: ღები)

განცხადებაზე თანდართულია:

1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი


2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი
3. თანახმა ვარ დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას
4. თანახმა ვარ დამენიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი
5. სატყეო ფონდი

1. ფაქტობრივი გარემოებები
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემებიდან დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება
წარმოადგენს თანასაკუთრებას, ამასთან, წარმოდგენილი არ არის თანამესაკუთრეების თანხმობა აღნიშნული ცვლილების
რეგისტრაციასთან დაკავშირებით

2. სამართლებრივი დასაბუთება

2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი)
საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
2.2. სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
2.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე
მარეგისტრირებელი ორგანო ითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტს/ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია
განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3. დასკვნა

3.1. წარმოსადგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანამესაკუთრეების თანხმობა აღნიშნული ცვლილების
რეგისტრაციისთვის.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვროს ვადა: 30
კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო
წარმოება შეწყდება.

გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.
თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.#22, ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის წერილობითი ფორმით ჩაბარება შესაძლებელია
იუსტიციის სახლში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.#2), მის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე, ფოსტისა და
მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/fe2827cb-4c9e-4946-a4f3-e5b37cf2fd53.html 1/1

You might also like