მე-3კლასი 4

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 35

მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს

კ უ ლ ტ უ რ ა

III კ ლ ა ს ი

ენა სამეტყველო აპარატის ყველაზე აქტიურ ორგანოს წარმოადგენს.


ხმოვნები ღია ბგერებად ითვლება.მათი წარმოთქმისას საარტიკულაციო
მანძილი მეტ-ნაკლებად არის დაშორებული.

1
ა-ბაგეები არ არის დაჭიმული,კბილთაშუა ღიაობა დაახლოებით 5 მმ-ია.

ე-ბაგეები გაწეულია განზე.კბილთაშუა ღიაობა უფრო ვიწროა ვიდრე

ა-სთან.

ი-ბაგეები გაწეულია კბილების გასწვრივ ღიმილისებურად.

ო-ბაგეები ოდნავ წინ არის წამოწეული და მომრგვალებული.კბილთაშუა

ღიაობა ა-სთან შედარებით ნაკლებია.

უ-ბაგეები უფრო მეტად არის წინ წამოწეული და მომრგვალებული.

ხმოვნების გამოკვეთით წარმოთქმა მეტყველების რიტმულ ბუნებას


ემსახურება და იგი არ უნდა დაირღვეს

ხმოვანთა წარმოთქმა აქტიური ვარჯიშის პრინციპით

ი იი იი ეი აი ოი უი
ე ეე იე ეე აე ოე უე
ა აა ია ეა აა ოა უა
ო ოო იო ეო აო ოო უო
უ უუ იუ ეუ აუ ოუ უუ

ხმოვანთა ჯგუფი

წარმოვთქვათ ხმოვანთა დაჯგუფებანი გაბმულად ,,ლეგატოზე“ერთ


სუნთქვაზე.

2
აი - ოი - ია - უა

უი - აო - ეო - იო

აუ - იო - ეა - ოა

უა - ოა - ეა - ია

გავიმეოროთ 3-ჯერ

ა ხმოვნის გავარჯიშება ერატმარცვლიან სიტყვებში

(წარმოვთქვათ ნელ რიტმში,ხოლო შემდეგ სწრაფ რიტმში)

გზა ტბა ცა ზრდა და კვლა ღვრა ჭა

ბზა ყბა მკა ზღვა ძმა სვლა რგვა ჭრა

მზა თმა მთა ზმნა ზვრა თვლა რვა ხვრა

ძნა ხმა ფრთა ყრმა ცვლა შლა ცხრა კვრა

გავავარჯიშოთ ერთად თავმოყრილი ორი და სამი ხმოვანი.მახვილი

უნდა მოდიოდეს პირველ მარცვალზე.სიტყვები ჯერ წარმოვთქვათ


არტიკულაციით,ხოლო შემდეგ ხმით.

აა-ააფერადა ია-იადონი ეა-ეალერსება ოა-ოაზისი უუ-უუნარო

ააღელვა იალბუზი ეამბორა მოატყუა უუფლებო

აათამაშა იავნანა შეამჩნია მოამზადა გაუუმეცარდა

დაარტყა მიანდო მეარღნე მოამბე უბრალო

ჩქარი მატარებელი

(რიტმული სავარჯიშო)

ბოგირ - ბოგირ,ბოგა - ბოგა,

3
ბოგა - ბოგა,ბოგირ - ბოგირ,

გზები მიდის ოკრო-ბოკრო,

გოგო მოდის,აგდი-გოგდი,

აბა,დელი,დელია,

გოგო მიდის ბოგაზე,

ჩემი საყვარელია.

ხალითუ აქვს ლოყაზე...

ეზო-ეზო,კარი-კარ,

ღობე-ღობე,სარი-სარ,

ეკონება ბოლი-ბოლს,

გეგონება:თოვლი თოვს.

მისდევს ჭერამს ტყემლები,

მისდევს ფერმებს ტყეები.

ისე მჭერმეტყველებით,

რომ სარკმელში მოძვრება

მთელი ეს საოცრება,

ეს ხილული ოცნება,

ცის და მიწის მოსწრება:

გზები-ძოწეულები,

გზები-განა შუკები,

გზები ბროწეულების-გზებით განაშუქები.

4
სიმინდების ფოჩები,ჭები,ოწინარები,

მზეზე ძველი კოშკების მჭენი მოცინარენი.

მიაქვს-მოაქვს წერილები,

სიხარულის ბარათები.

ბარათები შეპირების,იმედების გამართლების.

ჭალა-ჭალა,შარა-შარა,

შარა-შარა,ჩალა-ჩალა,

ჩქარა-ჩქარა,ჩქარა-ჩქარა,

ჩქარა-ჩქარა,ჩქარა-ჩქარა.

გრაგანებენ ვაგონები,

გრაგანებენ გაკვირვებით-

სად გარბიან ჩაკონებით

ბოგირები,ბაგირები?

შემოსილა ხე ჭრელ-ჭრულით,

შემოსულა ხეჭეჭური!

ეზო-ეზო ურმებია და ჭურები მეჭეჭური....

და მისდევენ ზვრები ზვრებს,

შუკა-შუკას,გზები-გზებს...

კორდეები

კორდები

ხიდები და

5
ბონდები,-

ბევრჯერ გამახსენდებით,

ბევრჯერ მომაგონდებით.

მიქრის მატარებელი,

ჩქარი მატარებელი,

ჩქარი მატარებელი,

ჩქარი მატარებელი.....

ენის გასატეხები

(ხმოვანი ბგერების ჯგუფი)

ხმოვანი ბგერების გადატანა-ჩამაგრება ენის გასატეხებსა და სავარჯშო

6
ფრაზებში.

ალიხე,მალიხე,სილიხე სიკინჭილიხე,
ხევსური ვარვალახე,მარიამხე კვაწარარახე.

,,დედავ,რამან დაგაბერა,რამან დაგადედაკაცა?


ავმა სახლმა,ავმა კარმა,ავად გამადედაკაცა,
კარგმა სახლმა,კარგმა კარმა,კარგად გამადედაკაცა!“

,,არ-დავიწყება მოყვრისა,აროდეს გვიზამს ზიანსა,


ვჰგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები,ვერ ვუზამ,მას ხელმწიფესა ზიანსა,
რა უარეა მამაცსა,სულ დიდსა,წასვლა გვიანსა?!“

სწორი ინტონაცია

7
აღმართე სიმაგრეები, ააშენე ტაძრები... ღმერთები განადიდებენ
მშენებელთ.თეთრი სანდლები ჩაიცვი და შედი ტაძრად,დუმილით შედი
წმინდა სამლოცველოში...ღმერთი დააფასებს მისთვის გარჯილთ.

იყო ხილვის სიხარული,


იყო არა, იყო რა...
გულში თრთოლვა მიმალული,
იყო არა, იყო რა...
ვარდისფერი სიყვარული,
იყო არა, იყო რა...
სიახლოვით სიმთა რული,
იყო არა, იყო რა...
მერე კენტად სიარული,
იყო არა, იყო რა...
განშორება,სინანული,
იყო არა, იყო რა...
დაკარგული სიყვარული,
იყო არა, იყო რა...

თეორიული მასალა

კბილბაგისმიერი,ნაპრალოვანი,მჟღერი თანხმოვანი

8
,,ლ“

ქართულ ენაში არსებობს ,,შედარებით რბილი“და ,,შედარებით მაგა-


რი“ ,,ლ“ ბგერა,რომელიც რბილად წარმოითქმის, თუ მას სიტყვაში მოჰ-
ყვება ხმოვნები:ი ან ე. მაგ:ლიმონი,ლიახვი,ლეღვი,სახლი,ლექსი...

ა,ო,უ ხმოვნებთან მიმართებაში და სხვა დანარჩენ შემთხვევაში ,,ლ“

ბგერა წარმოითქმის შედარებით მაგრად:ლამაზი,ლოდი,ლურჯი,წახვალ.

ტექნიკური სავარჯიშოები ერთმარცვლიან კომპლექსში

ლი ლი-ლი ლილ ლმნი

ლე ლე-ლე ლელ ლმნა

ლა ლა-ლა ლალ ლმნა

ლო ლო-ლო ლოლ ლმნო

ლუ ლუ-ლუ ლილ ლმნუ

გავარჯიშება სიტყვებში

ლიმონი ლექსი ლაგამი ლომი ლუდი

ლიახვი ლეკვი ლამაზი ლოყა ლურჯი

ლიმონათი ლეღვი ლამბაქი ლობიო ლუვრი

ლირა ლერწამი ლანდი ლოგინი ლუქი

ლიდა ლეჩაქი ლახტი ლოკოკინა ლურსმანი

ენის გასატეხები

 ესე ლორი რა ლორია,


ლორზრ გადანამორია.

9
(განწყობა:მოწყენილი,მხიარული,განრისხებული)

 ლარნაკზე ლაპლაპებს ლალი,


ლამაზ ლანდივით ლაღად,
ლოთივით ლასლასებს ლარი,
ლერწმად ლამაზი ლალა.

 ერთსა კაცსა ბლისკინელსა,


ბლის კალათით ბლის ხიდზედა,
ბალი გააქვს და გამოაქვს.

გავარჯიშება სიტყვებში

ლაბა ლარი ლეკი ლოდი ლუქი ლირი


ლავრა ლალი ლელი ლორი ლუდი ლიხი
ლაზნა ლაფი ლეღვი ლოთი ლურჯი ლიპი
ლამა ლახტი ლექსი ლომი ლურთი ლიქნი

ნეტავ...

10
ვინატრებდი-ნეტავ,შემეძლოს ყველა ტკივილის მორჩენა
პიროვნების ღირსების შეუცვლელად.ნეტავ, შემეძლოს ადამია-
ნებს დავუწინდო უეცარი,მოულდნელი სიკვდილი,არა უადრეს
ასი წლისა,რომ მის გაჩენას აზრი ჰქონდეს და ახლდეს რწმენა,
რომ სიცოცხლის ბოლომდე ჯანსაღი სულით და ხორცით ივ-
ლის და არ ეცოდინება,რა არის ტკივილის შიში.ნეტავ,შემეძლოს
გადავაჩვიო ადამიანი ტყუილს და მის ნაცვლად დუმილი ვას-
წავლო.ნეტავ,შემეძლოს მოვუსპო ადამიანს სიხარბე და მოპარ-
ვის ცხოველური ჟინი და მხოლოდ სიკეთით ნეტარება ვასწავ-
ლო....
ნეტავ,შემეძლოს ადამიანს ორი დიდი რჩევა დავუწინდო-
შრომისა და ოცნებისა.ნეტავ,შემეძლოს,სიბრძნით ავავსო ადამი-
ანი ისე,რომ არ დამძიმდეს და ხალისი სიკვდილამდე გაჰყვეს.

ი.გურგულია

ენანუნისმიერი მჟღერი,მთრთოლი თანხმოვანი


,,რ“

11
,,რ“ სამეტყველო ბგერათა შორის ყველაზე რთულად წარმო-
სათქმელი ბგერაა.ბგერის წარმოთქმისას ენას სჭირდება მეტად
რთული და დიფერენცირებული მოძრაობის შესრულება.

,,რ“ ვიბრატის ტექნიკა


რრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრ

რი რი-რი რი-რი-რი რირ რვი ვრი


რე რე-რე რე-რე-რე რერ რვე ვრე
რა რა-რა რა-რა-რა რარ რვა ვრა
რო რო-რო რო-რო-რო რორ რვო ვრო
რუ რუ-რუ რუ-რუ-რუ რურ რვუ ვრუ

გრი-ქრი-კრი დრი-თრი-ტრი
გრე-ქრე-კრე დრე-თრე-ტრე
გრა-ქრა-კრა დრა-თრა-ტრა
გრო-ქრო-კრო დრო-თრო-ტრო
გრუ-ქრუ-კრუ დრუ-თრუ-ტრუ

გავარჯიშება სიტყვებში
რითმი რეკვა რასი რომი რუქი რამპა
რისხი რეხვა რამი როკი რუხი რაფა
რიყი რეცხვა რანგი როზგი რუსი რაჭა
რიპი რეტვა რატი როსი რუპი რასა

12
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების,ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,შაირია ამად კარგი.

...ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოცდის დიდი რბევა,


მობურთალსა მოედანი,მართლად ცემა,მარჯვედ ქნევა.

რა ცაა!
შეხედე,რა ცაა!
ეს არის რაცაა!
შეხედე ამ მხარეს,
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე,რა ზღვაა!
ო,ეს ზღვა სულ სხვაა...
გულია,
მიწაა!...
რა ცაა!
რა ცაა!..

გ.ტაბიძე

ენის გასატეხები

13
1.შენი ვერძი რქაგრეხილი,
ჩემსა ვერძსა რქაგრეხილსა,
რას ერქოდა,რას ებრძოდა,
რას ერქაგრეხილებოდა?!

2.კარო,რკინის კოჭიანო,
რას ჭრიჭ-მიჭრიჭ-მოჭრიალობ,
რა გაქვს საჭრეჭ საჭრიალო?!

3.კურტანი დაგვიკურტნავს,
კურტნული დაგვიკურტნია.

4.ეს ქათამი ხან იქით გადაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება,


ხან აქეთ გადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება.

5. თეთრი თხა გავათხათეთრე


6.ეზოშია თეთრი მტრედი,
ფრთათეთრი და ფრთაფარფატა.

7. რვალი რამ რეკდა, რემანი,


რბოდნენ,რანდავდნენ რიდეთა.
რულში როკავდა რამინი,
რეტის რტოს რგავდა რიდეთა.

ორი მეგობარი

14
ორი მეგობარი ერთად მიდიოდა.წინ დათვი დახვდათ.ერთი მაშინვე
ხეზე ავიდა და იქ დაიმალა.მეორე მარტოკა დარჩა,დაეცა მიწაზე და თავი
მოიმკვდარუნა.

მივიდა დათვი,ყური დაადო,კაცმა სული შეიგუბა,იცოდა რომ


დათვი მკვდარს არ ერჩის.დათვმა მართლა არა დაუშავა რა და თავის
გზაზე წავიდა.მაშინ, ხიდან ჩამოვიდა მისი ამხანაგი და ჰკითხა:

-დათვი ყუში რას გეჩურჩულებოდაო?

-მე ის მირჩევდა:კვლავ ნუღარ წახვალ იმისთანა მეგობართან,რომელმაც


გაჭირვების დროს ღალატი იცისო.

ი. გოგებაშვილი

სწორი ინტონაცია

15
არ დაანგრიო სხვათა ძეგლები...არ აიშენო სხვათა ნამუსრევი ქვით! საკუთარი ქვა
გამოკვეთე.გახსოვდეს ,დიდსულოვნებამეფეთა სამკაულია.

aris darTandarebiT,

eris ferTan ferebiT,

wamis wamTan wamebiT,

xelis xelTan xelebiT.

saiT miveCqarebiT,

saiT miveWenebiT?

teris mterTan mterobiT,

bevris bevrTan bevrobiT,

eris erTan serobiT,

Weris WerTan WerobiT,

gonis gonTan gonebiT,

sulis sulTan srulebiT,

azris azrTan azrebiT,

grZnobis ardasrulebiT;

sxivis sxivTan cialiT,

gulis gulTan frTxialiT,

foTol-foTol SrialiT....

daris darTan darebiT

xelis xelTan xelebiT

saiT miveCqarebiT,

saiT miveWenebiT?

K კbilbagismieri bgera ,,v”

16
ვ-მჟღერი ბგერააიმ შემთხვევაში,როდესაც მას მჟღერი ხმოვანი ან თანხმოვანი
მოსდევს,მაგ:ვარდი,ვეფხვი,ვულკანი,ვძერწავ....

ვ ბგერა ყრუვდება,როდესაც ყრუ ხმოვანი მოჰყვება,მაგ:ვფიქრობ,სავსე,ვფშვნი...

თუ სიტყვაში ორი ვ იყრის ერთად თავს,ორივე მკაფიოდ უნდა გამოითქვას,


რადგან არ დამახინჯდეს სიტყვა აზრობრივად:

ვვახშმობ-ვახშმობ ვვარდები-ვარდები ვვარაუდობ-ვარაუდობ...

ტექნიკა

ვი ვი-ვი ვი-ვი-ვი ვივ ვრი რვი ვთქვი ვწვი

ვე ვე-ვე ვე-ვე-ვე ვევ ვრე რვე ვთქვე ვწვე

ვა ვა-ვა ვა-ვა-ვა ვავ ვრა რვა ვთქვა ვწვა

ვო ვო-ვო ვო-ვო-ვო ვოვ ვრო რვო ვთქვო ვწვო

ვუ ვუ-ვუ ვუ-ვუ-ვუ ვუვ ვრუ რვუ ვთქვუ ვწვუ

გავარჯიშება ერთმარცვლიან სიტყვებში

ვღვრი ვძრწი ვკრთი ვწვი ვფცქვნი

ვთვლი ვთრთი ვშლი ვსვი ვფშვნი

გავარჯიშება ორმარცვლიან სიტყვებში

ვერხვი ვარდი ვადა ვაკე

ვეფხვი ვაშლი ვაშა ვალი

ვერცხლი ვაფი ვაზნა ვანი

ვერცლი ვართლი ვარდნა ვარდი

ენის გასატეხები

ყვავო,ყვავო,ყვანჩალა,აქ რამ მოგაჩანჩალა?!


მიდის კაცი შავპაიჭნაბდიანი,

17
გავეკიდე,მეც გავშავპაიჭნაბდიანდი.

ვთვალე ვთვალე ბატკნები,


სულყველა გადავთვალეო,
რომელიც მეტი მოვიდა,
დავეცი,მოვიპარეო.

ცვივა,ცვივა,ცვივა,ცვივა,
ქათქათელა ფიფქები.
მცივა,მცივა,მცივა,მცივა,
წამეყინა თითები.

წვიმს,წვიმს,წვიმს,წვიმს
გრიალებს,ელავს და წვიმს,
წვრილი და პატარა,ხასხასა წვეთბი
ტრიალით ცვივიან ძირს.

ვინაც ვის ვარგოთ, ვიცოდეთ


ვისა ვრგებთ,ვხარჯავთ ვისასა.
ვის ვეძმოთ,ვისთვის ვიწვოდეთ,
ვინ ვის ვუხდიდეთ ვის ვალსა.!

ვანის ველზე ვენახი გვაქვს,

18
ვბარავთ,ვმორჩნით,ვწამლავთ,ვყელავთ,
ვერვინ გვჯობნის სწავლაში და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

ხვალემ იზრუნოს ხვალისა,


ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა,
არ ვწუხვარ,არ მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს ,,დიდება“,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა...
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წ ყ ა ლ ი ს ა!
გალაკტიონი

გზები გაუვალი

გზები გაუვალი და
გზები გავლილი,
გულიტსტივილით მაქვს
ყველა შესწავლილი...
ადის მწვერველზე თუ
ჭაობში ეფლობა;
ერთი ნიშანი აქვს:
დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ლ ო ბ ა.

სისინა ენაკბილისმიერი ბგერების ჯგუფი

19
ასო-ბგერა ,,ს“
ის სი სი-სი სის სრი რსი სთი სპი სმი სვი
ეს სე სე-სე სეს სრე რსე სთე სპე სმე სვე
ას სა სა-სა სას სრა რსა სთა სპა სმა სვა
ოს სო სო-სო სოს სრო რსო სთო სპო სმო სვო
უს სო სუ-სუ სუს სრუ რსუ სთუ სპუ სმუ სვუ

სნი-სლი-სრი სქი-სკი-სხი
სნე-სლე სრე სქე-სკე სხე
სნა-სლა-სრა სქა-სკა-სხა
სნო-სლო-სრო სქო-სკო-სხო
სნუ-სლუ-სრუ სქუ-სკუ-სხუ

გავარჯიშება სიტყვებში

ასი საბა სითხე სენი სოკო სურა


დასი საგა სიმხნე სესხი სოლო სუფრა
თასი სადა სისქე სერი სორო სუნთქვა
ხავსი სარა სიგრძე სელი სოდა სუფრა

ენის გასატეხები
სამი სასაწნახელე ხე.
სუსტი სიო სისინითა
სუსტ სოსანს სწვდა,
სუსტად სერა.
სასოებამ სულის სწრაფვა,
საოცნებო სერზე წერა.

სატრფოს სულს სვამდა სნეული,


სიყვარულისა სენითა,
სხეულით, საროსეულით,
სახითა სევდით სველითა.

20
ანდაზები
,,სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.“

,,სიმდიდრის შეზიზღება უმდიდრესი სიმდიდრეაო.“

ბეღურა
ერთმა პატარა ბეღურამ
დალეწა რკინის გალია;
ასი პეპელა შეჭამა,
ორი ათასი კალია,
ასი ათასი მუხლუხო,
მერე მოსწყურდა წყალია...
შავ ზღვას დაადო ნისკარტი,
შეისრუტა და დალია.
მერე ჩემს ფისოს ეძგერა,
დაუბრიალა თვალია.
ფისომ ირიბად გახედა,
იფიქრა,ალბათ მთვრალია
თათი წაარტყა კეფაში,
-შენთვისო,არა მცალია!
თათი რომ წაჰკრა კეფაში,
გაჰქრა ბეღურას კვალია...
ქარს გაატანა ბუმბული ,
მე გადმომიგდო ძვალია.

21
ენაკბილისმიერი ბგერა ,,ზ“

ზი ზი-ზი ზიზ ზრი ზდი ზვი ზმი

ზე ზე-ზე ზეზ ზრე ზდე ზვე ზმე

ზა ზა-ზა ზაზ ზრა ზდა ზვა ზმა

ზო ზო-ზო ზოზ ზრო ზდო ზვო ზმო

ზუ ზუ-ზუ ზუზ ზრუ ზდუ ზვუ ზმუ

ზლი- ზრი ზღი-ზგი

ზლე-ზრე ზღე-ზგე

ზლა-ზრა ზღა-ზგა

ზლო-ზრო ზღო-ზგო

ზლუ-ზრუ ზღუ-ზგუ

გავარჯიშება სიტყვებში

ზარი ზედა ზვავი ზიდვა ზომა ზურგი

ზავი ზეთი ზღვარი ზიზღი ზოდი ზუთხი

ზაქი ზევსი ზღარბი ზილფი ზოგი ზღვური

ზანტი ზენა ზარდი ზიპი ზოლი ზღურბლი

ენის გასატეხები

ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს,


ზოგის კაკალიც არაო.

22
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია,
ზოგსა კაცსა კაცუნაო,
ზოგ დედაკაცს დედაკაცი,
ზოგსაც დედაკაცუნა.

ზედაზნით ზვერავს ზესთა ზეს,


ზეიმით,ზოგჯერ ზარითა,
ზმანებით ზვირთი ზედაზედ,
ზმასა ზრდის ზვავ-ზანზარითა.

ო ც ნ ე ბ ა

სახლთან კაკლის ხე უზარმაზარი,


ეზო,ზვინები,ურმის ჭრიალი,
საურმე გზაზე რუხი მაზარით,
ნისლში თარეში და ხეტიალი.
შორს გაფრენილი მთების თილისმა,
გულში ჩაგვიკრა ბებერ თბილისმა.

ანდაზები
,,ზნეობა ნიჭია თავაზიანობისა.“

,,თავაზიანობა ზნეობის გამოსხივებაა.“

,,მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.“

სიტყვის სკივრი

ბზა-მარადმწვანე ბუჩქი
ბზე-პურეულის ნალეწი
მგზავრი-გზად მიმავალი
მოგზაური-ადგილების დასათვალიერებლად მავალი.

23
ენენუნისმიერი ბგერების ჯგუფი
შიშინა თანხმოვანი ,,შ“
ში ში-ში შიშ შრი ში-ჟი-ჟი-ში რში-რჟი
შე შე-შე შეშ შრე შე-ჟე-ჟე-შე რშე-რჟე
შა შა-შა შაშ შრა შა-ჟა-ჟა-შა რშა-რჟა
შო შო-შო შოშ შრო შო-ჟო-ჟო-შო რშო-რჟო
შუ შუ-შუ შუშ შრუ შუ-ჟუ-ჟუ-შუ რშუ-რჟუ

გავარჯიშება სიტყვებში
შამბი შეძვრა შვება შიდა შმაგი შრომა შუბი
შანთი შედრკა შველა შირმა შლილი შობა შური
შაშვი შეზრდა შვერა შიში შველი შოთი შუქი
შაშხი შეკვრა შვენა შინდი შლამი შორი შერთხი

ენის გასატეხები
სამი მუჭა შინდარწკლი,
შევიტანე შინდარწკლში.

შევარდენმა შავ შაშვს


შიშის შადრევანი შეაფრქვია...
შაშვი შროშნის შტოზე შეხტა,
შროშანმა შტო შეარხია.
შოთა შალაშინს უსვამს შეშაზე,
შავ-შავ შეშებსაც შუშისფრად ფერავს,
შლაშინი აქვს შესაშურები,
შრიალ-შრიალით შლის ბურბუშელას.

 ეს შეშა საშასია 
შენმა მზემან,უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი,
შენმა მზემან,ვერვინ მიხვდეს,მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი.
ვის შვენის ,-ლომსა,ხმარება შუბისა,ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა,ღაწვ-ბადახშ,თმა-გიშერისა,-
მას არა ვიცი,შევჰკადრო, შესხმა ხოტბისა შე რისა.
და მისთ მჭვრეტელთა ყანდისა,მირთმა ხამს მართ მიშერისა.

24
ანდაზა
,,შვილმა გული გაიარა,
შვილიშვილმა გულის გულიო.“

,,ნუგეში იმის ცოდნაა,რომ შენზე უკეთესი კაცი შენზე შებორკილია.“

ჟამი ჟვერავდა,ჟამავდა,

ჟოლისა ჟოლსა ჟოლასა,

ჟოჟო ჟვერავდა ჟამავდა,

ჟინსა ჟრუანტელს ჟრჟოლასა.

25
ენაკბილისმიერი ბგერების ჯგუფი
(ძ,ც,წ)
ძი ცი წი ძი-ცი ძი-წი ცი-წი ძი-ცი-წი
ძე ცე წე ძე-ცე ძე-წე ცე-წე ძე-ცე-წე
ძა ცა წა ძა-ცა ძა-წა ცა-წა ძა-ცა-წა
ძო ცო წო ძო-ცო ძო-წო ცო-წო ძო-ცო-წო
ძუ ცუ წუ ძუ-ცუ ძუ-წუ ცუ-წუ ძუ-ცუ-წუ

ძი-ცი-ცი-ძი წი-ცი-ცი-ძი
ძე-ცე-ცე-ძე წე-ცე-ცე-ძე
ძა-ცა-ცა-ძა წა-ცა-ცა-ძა
ძო-ცო-ცო-ძო წო-ცო-ცო-ძო
ძუ-ცუ-ცუ-ძუ წუ-ცუ-ცუ-ძუ

ენის გასატეხები

დაფაციცებული ფრინველნი
უფრო დაფაციფუცდებიან.

დაციმციმებდა ციმციმით,
ციმციმა ციცინათელა,
მისმა ციმციმმა ზეცა სულ
გააციმციცინათელა.

წვიმის წვეთი წუწუნებდა:


წკაპ-წკუპ!წკაპ-წკუპ!
წვიმა წუწუნს უწუნებდა,
წკაპ-წკუპ!წკაპ-წკუპ!
და მერე კი წვიმა წყნარი-
წვიმა წყნარი-წელწანწკარი,
აწიკწიკდა წვრილ წვეთებად,
წამდაუწუმ,წარამარა.

26
ცალ ცერზე ცეკვავს ცანგალა,
ცხოვრებას ცეხვავს ცერითა,
ცოლს ცრემლი სცვივა ცარგვალი,
ცდება ცოდვილის ცრემლითა.

ძეძვის ძირს მიძინებულმა,


ძლივს გაიღვიძა ენძელამ.

ძერა,ძერა,ავი ძერა,
ძეძვის ძირში წიწილს ზვერავს.

ანდაზა

,,წაქცევას მიეჩვიე,რომ ადგომის ფასი ისწავლოო.“

ნახეს უცხო მოყმე ვინმე,ჯდა მტირალი წყლისა პირსა,


შავი ცხენი სადავითა,ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა,გულსა მდუღრად ანატირსა.

თევზი

თევზსა ჰკითხეს:-შე საწყალო,რას გაჩუმებულხარ,რატომ არაფერს ამბობ,


ქვეყანა შენა გმტრობს,გდევნის, გჭამს და შენისთანა უვნებელი სულიერი
ქვეყანაზე არ მოიძებნებაო.
თევზმა უპასუხა-სათქმელი ბარემ ბევრი მაქვს,მაგრამ პირი წყლითა მაქვს
სავსეო.
ი.გოგებაშვილი

27
ენანუნისმიერი ბგერების ჯგუფი

ჯი ჩი ჭი ჯი-ჩი ჯი-ჭი ჯი-ჩი-ჭი

ჯე ჩე ჭე ჯე-ჩე ჯე-ჭე ჯე-ჩე-ჭე

ჯა ჩა ჭა ჯა-ჩა ჯა-ჭა ჯა-ჩა-ჭა

ჯო ჩო ჭო ჯო-ჩო ჯო-ჭო ჯო-ჩო-ჭო

ჯუ ჩუ ჭუ ჯუ-ჩუ ჯუ-ჭუ ჯუ-ჩუ-ჭუ

ჯი-ჩი-ჩი-ჯი ჯი-ჩი-ჭი-ჭი-ჩი-ჯი

ჯე-ჩე-ჩე-ჯე ჯე-ჩე-ჭე-ჭე-ჩე-ჯე

ჯა-ჩა-ჩა-ჯა ჯა-ჩა-ჭა-ჭა-ჩა-ჯა

ჯო-ჩო-ჩო-ჯო ჯო-ჩო-ჭო-ჭო-ჩო-ჯო

ჯუ-ჩუ-ჩუ-ჯუ ჯუ-ჩუ-ჭუ-ჭუ-ჩუ-ჯუ

ჯერია,ჯავრი ჯანღდება,

ჯანყდება,ჯაბნის ჯაბანსა,

ჯვარედად ჯარი ჯარდება,

ჯავრობს ჯვარცმულის ჯაფასა.

ჩამოდი ჩემთან,ჩელტებად

ჩავღობავ ჩერო-ჩალასა,

ჩამოჯექ,ჩონგურს ჩამოჰკარ,

ჩავტირებ ჩემსა ჩარასა.

28
ჭინჭრებშუა ჭივჭავები

ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს,

ჭრიჭინები გაჭყეპილან,

ჭინჭილებით ჭამენ მაჭარს.

მწყერი ვწვი და მწყერი ვჭამე,

მწყერის კუჭის ქონის ქადაც მიჭამია.

კრეჭანა

ლადოს კრეჭანას ეძახიან.ეს იმიტომ,რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს


და სულ იცინის,იცინის...

ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:-მოდი აქ!

კრეჭანამ გაიკრიჭა და მივიდა.

-მწიფე გულაბი არ გინდა?-ჰკითხა მეველემ.

კრეჭანამ ისევ გაიკრიჭა და თავი დაუქნია:-მინდა!

მეველემ ჩანთიდან ჩაყვითლებული გულაბი ამოიღო და გაუწოდა. კრეჭანამ გუ-


ლაბი იმწამსვე პირისკენ გააქანა და ჩაკბიჩა.მაგრამ მეველემ გულაბი ხელიდან წაარ-
თვა,მერე ჩანთიდან სხვა გაკბეჩილი გულაბი ამოიღო და ახლად გაკბეჩილს
შეადარა.ორივეს ერთნაირი ნაკბილარი ეტყობოდა.

მეველე კრეჭანას გაუბრაზდა:-იყავი თუ არა ჩვენებიანთ გულაბზე?

უარის თქმა აღარ შეიძლებოდა.-ვიყავი!-აღრიალდა კრეჭანა.

ასე დაიჭირა მეველემ ეს ონავარი ბიჭი ქურდობაზე.

რ.ინანიშვილი

29
მოდი ვნახოთ ვენახი

მოდი ვნახოთ ვენახი,რამ შეჭამა ვენახი?

მიველ,ვნახე ვენახი,თხამ შეჭამა ვენახი.

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი ვნახოთ თხა,რამ შეჭამა თხა?

მიველ,ვნახე თხა,მგელმა ჭამა თხა.

მგელმა თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი ვნახოთ მგელი,რამ შეჭამა მგელი?

მიველ,ვნახე მგელი,თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა- მგელი,მგელმა-თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი ვნახოთ თოფი,რამ შეჭამა თოფი?

მეველ,ვნახე თოფი,ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა-თოფი,თოფმა- მგელი,მგელმა-თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი,ვნახოთ ჟანგი,რამ შეჭამა ჟანგი?

მიველ,ვნახე ჟანგი,მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი,თოფმა- მგელი,მგელმა-თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი,ვნახოთ მიწა,რამ შეჭამა მიწა?

მიველ,ვნახე მიწა-თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა-მიწა,მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი,თოფმა- მგელი,მგელმა-თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი,ვნახოთ თაგვი,რამ შეჭამა თაგვი?

მიველ,ვნახე თაგვი,კატამ ჭამა თაგვი.

კატამ-თაგვი,თაგვმა-მიწა,მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი,თოფმა- მგელი,მგელმა-თხა,თხამ ვენახი


შეჭამა.

თ ხ ა მ ვ ე ნ ა ხ ი შ ე ჭ ა მ ა!

30
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

ჯეჯილში ჩაიშრიალა

თვალგახელილმა ყანამა,

მთით მობერილმა ნიავმა,

ნარგიზის იავნანამა...

ერთი პაწია ჩიორა

მუხიდან მომესალამა...

ია განგებამ დახატა,

თუ ფიროსმანის კალამმა?

ყაყაჩო ,,ღვინის სალხინო“

როგორ არ შესვას ანამა?!

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დიდი მინდორი დანამა.

31
წვიმის წვეთები

ერთხელ,გაზაფხული შხაპუნა წვიმით დაიწყო. მზე პირს იბანსო, უხაროდათ


მთებს.მსხვილი წვეთები ტყაპა-ტყუპით ცვიოდნენ ციდან და ისე ლამაზად
ბრწყინავდნენ მზეზე, გეგონებოდათ ღრუბლებიდან ვიღაცამ მარგალიტები
გადმოაპნიაო.!

წვიმამ სამწუხაროდ მალე გადაიღო და ეს სილამაზე სიზმარივით გაქრა.მხოლოდ


ერთ ბებერ,ნახევრადგამხმარ რცხილას შემორჩა ფოთლებზე წვიმის წვეთები.გახარე-
ბული ხე წელში გაიმართა,მხრები გაშალა,მაგრამ შხაპუნა წვიმასავით ხანმოკლე გა-
მოდგა მისი სიხარულიც:წვეთებს მალე მოსწყინდათ ფოთლებზე ყოფნა და ერთ-
ერთმა თქვა:-ძმებო,აქ ჯდომა ხეირს არ დაგვაყრის!წავიდეთ, გავიაროთ,ქვეყანა ვნა-
ხოთ!

-მეზარება!უპასუხა მეორემ.იგი ცალკე ფოთოლზე იჯდა და თავისი სილამაზით


ტკბებოდა.

-წავიდეთ!წავიდეთ!-აყაყანდნენ დანარჩენები.ამწვანებულ ფერდობზე დაგორდნენ


და ხევში მხიარულად მოჩხრიალე ნაკადულს შეუერთდნენ. ზარმაცი და პრანჭია
წვეთი კი ადგილიდანაც არ დაძრულა,მხოლოდ თვალი გააყოლა ნაკადულს,ცხირი
დამცინავად აიბზუა და თქვა:-სუელები,ახია მაგათზე!დარჩენილიყვნენ აქ და ჩემსა-
ვით გადარჩებოდნენ!მერე ისევ პრანჭვა-გრეხა განაგრძო,მაგრამ მარტოობა მალე მო-
ბეზრდა და უნებურად ჩაეძინა....

შუადღისას მზემ მაგრად დააცხუნა,მძინარე წვეთი ორთქლად იქცა და გაუჩინარდა.

...ახლა მან წვიმას უნდა უცადოს,რომ ისევ წვეთად იქცეს და ცხოვრება ხელახლა
დაიწყოს.ვინ იცის როდის გაწვიმდება კიდევ!

ნაკადული მხიარულად მიჩუხჩუხებდა ხევში, ის მალე სხვა ნაკადულებს


შეუერთდება,იქცევა მდინარედ-წისქვილის ქვებს დაატრიალებს,ვრცელ მინდვრებს
მორწყავს,ელექტროსადგურებს აამუშავებს,დღედაღამ ივლის
დაუღალავად,გადიდდება და ბოლოს ლურჯ თვალუწვდენელ ზღვას შეერევა.

32
33
34
35

You might also like