რეფერატი History of Medicine

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ისტორიის ძირითადი ეტაპები


და უდიდესი აღმოჩენები

სტომატოლოგიური ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი თოდუა ზაზა

2015
ადამიანის ანატომია (1538)
ძველ საბერძნეთში, დაავადებების მკურნალობა ეფუძვებოდა უფრო
ფილოსოფიას, ვიდრე ადამიანის ანატომიის ცოდნაზე.
ქირურგიული ჩარევა ძალიან იშვიათად სრულდებოდა, ხოლო გვამების
კვეთის მცდელობები არ იყო. ექიმებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ცოდნა
ადამიანის შინაგანი აგებულების შესახებ. მხოლოდ რენესანსის ანატომია
გაჩნდა, როგორც მეცნიერება. ანატომია, როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა
მხოლოდ აღორძინების ანაში.
ბევრისთვის გამაოცებელი იყო
ანდრეას ვეზალიუსის ადამიანის
ანატომიის შესწავლის მეთოდი,
დაყრდნობილი გვამების კვეთაზე.
იგი იძულებულიყო ეშოვნა გვამები
არალეგალური გზებით ღამის საფარქვეშ. ხოლო შემდგომ,
როდესაც ვეზალიუსი გახდა პროფესორი პადუაში, იგი
დამეგობრდა სიკვდილით დასჯების მმართველთან და საქმე
უფრო გაუადვილდა. ვეზალიუსმა გადაწყვიტა გადაეცა თავისი
გამოცდილება და დაწერა წიგნი “De humani corporis fabrica libri
septem”. 1538 წელს გაოქვეყნებული წიგნი ითვლება ერთ-ერთ
უდიდეს ნაშრომად სამედიცინო სფეროში, აგრეთვე ერთ-ერთ
ყველაზე უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად, რადგან მასში
პირველად იყო აღწერილი სწორი მონაცემები ადამიანის
ანატომიური აგებულების შესახებ. ვეზალიუსის წყალობით,
“De humani corporis fabrica libri septem” ადამიანის ანატომის სწავლა გვამების კვეთის მეშვეობით
პირველი ეკზემპლარი
მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ექიმების მომზადებისთვის. და
ამას საშუალებით მოხდა შემდეგი უდიდესი აღმოჩენა.

სისხლის მიმოქცევა (1628)


ადამიანის გული მუშტისოდენა კუნთია. ის დღეში დაახლოებით 100 000-ჯერ
იკუმშება. 70 წლის განმავლობაში ეს 2 მილიარდზე მეტი გულისცემაა. გული
წუთში 23 ლიტრ სისხლს გადაქაჩავს. სისხლი არტერიებისა და ვენების რთულ
სისტემაში მოძრაობს. თუ ადამიანის ორგანიზმში არსებულ ყველა
სისხლძარღვს ერთ ხაზზე გავშლით, ეს ხაზი 96 ათასი კილომეტრზე გაიჭიმება,
ანუ ორჯერ და უფრო მეტადაც შემოეხვევა დედამიწას. მაგრამ XVII საუკუნის
დასაწყისში სისხლის მიმოქცევის პროცესი არასწორად წარმოედგინათ.
დომინანტი თეორიის მიხედვით, გულში სისხლი მიდიოდა რბილ ქსოვილებში
არსებული ფორებიდან. ამ თეორიის მიმდევარი გახლდათ ინგლისელი
მეცნიერი უილიამ ჰარვეიც, მაგრამ რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა
პრეპარირებული ცხოველების გულისცემას, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ არსებული თეორია
სწორი არ იყო. “ხომ არ შეიძლება, სისხლი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობდეს?” - კითხულობს ის, ოდნავ
ქვემოთ კი წერს: “გავარკვიე, რომ სისხლი მართლაც ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს”. ჰარვეიმ
ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ცხოველის სხეულში სისხლი მუდმივად მოძრაობს დახშულ
ძარღვებში, რაც განპირობებულია იმ წნევით, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად.
გულის გაკვეთის დროს ჰარვეიმ აღმოაჩინა, რომ გულში არის სარქვლები, რომლებიც მხოლოდ ერთი
მიმართულებით იღება და სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს; ერთი
სარქველი სისხლის გადინებას არეგულირებს, მეორე კი შემოდინებას. ეს უდიდესი აღმოჩენა გახლდათ.
ჰარვეი მიხვდა, რომ გული სისხლს არტერიებში გადაქაჩავდა, შემდეგ სისხლი ვენებში გადადიოდა,
ბოლოს კი ისევ გულს უბრუნდებოდა. სწორედ აქ იკვრებოდა წრე და სისხლი თავიდან იწყებდა
მოგზაურობას ორგანიზმში. თავისი ტრაქტატის ბოლოს ჰარვეი წერდა: “ამ იდეის მედიცინაში
განხორციელებით ადამიანის წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება”.

1628 წელს გამოვიდა ჰარვეის წიგნი "ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ
ცხოველებში"; ამ წიგნში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება სისხლის მიმოქცევაზე, რაც
დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა გალენოსის დოქტრინას. ჰარვეის აღმოჩენა რევოლუციური იყო
XVII საუკუნეში, და მნიშვნელოვნად წინ გადაწია ანატომია და ქირურგია.

მომდევნო უდიდესი აღმოჩენა, რომელიც სისხლთან არის დაკავშირებული, 1900 წელს ვენაში მოხდა.

სისხლის ჯგუფები და ჰემოტრანსფუზია (1900)

ნობელის პრემიის ლაურეატი კარლ ლანდშტაინერი სულ 32 წლის იყო,


როდესაც სისხლის ჯგუფების აღმოჩენის გამო უდიდესი იმუნოლოგების
გვერდით მოიხსენიეს. ლანდშტაინერმა ადამიანის ერითროციტებში ორი
ტიპის ანტიგენს მიაგნო და დაადგინა, რომ სისხლში ორივე ერთად არ
მოიპოვება - ან ერთია, ან მეორე, ანდა არც ერთი. მანვე აღმოაჩინა
ანტისხეულებიც, რომლებიც შესაბამისი ტიპის ანტიგენების შეწებებას
იწვევდა. ამასობაში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მწვავედ დადგა
სისხლის გადასხმის პრობლემა. ექიმებმა ლანდშტაინერის დაკვირვება
გამოიყენეს და ისეთი სისხლის შერჩევა დაიწყეს, რომლის
ერითროციტები არ შეწებდებოდა მიმღები პაციენტის სისხლში. ამ
პრინციპით შერჩეული დონორ-რეციპიენტის კომბინაცია ყოველთვის
ამართლებდა და სისხლის გადასხმა ყოველგვარი გართულების გარეშე
მიმდინარეობდა, თავს აღარ იჩენდა შრატისმიერი დაავადება მისი მომაკვდინებელი შედეგებით.
ამჟამად სისხლის გადასხმის მანიპულაცია ფართოდ არის დანერგილი. მას უფრო და უფრო ხშირად
მიმართავენ რთული ქირურგიული ოპერაციების დროს და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც სისხლის ან
მისი ცალკეული კომპონენტების დანაკლისის შევსებაა საჭირო, რაც ზოგჯერ ადამიანის გადარჩენის
ერთადერთ გზას წარმოადგენს.

ვაქცინაცია (1796)
შემდეგი დიდი აღმოჩენა იყო XVIII საუკუნეში, როდესაც მთელ
მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ყვავილის ვირუსით.
ექიმები ვერ პოულობდნენ ვერც დაავადების მიზეზს და ვერც
სამკურნალო საშუალებას. მაგრამ ინგლისის ერთ-ერთ სოფელში იყო
ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ნაწილი არ არიან
მგრძნობიარე ყვავილის ვირუსზე, და ამან ადგილობრიი ექიმის, ედვარდ
ჯერნერის ყურადღება მიიქცია. მან მიაქცია ყურადღება, რომ
ადგილობრივი ფერმების მწველავები არ ავადდებიან ყვავილით, რადგან
ქონდათ გადატანილი დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა, რომელით
იღუპებოდა პირუტყვი. მან იფიქრა, რომ ჩირქი მწველავების ხელების
წყლულებში იცავს მათ და გამოსცადა თავისი თეორია 1976 წლის 14 მაის,
რომელიც წარმატებით დასრუდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ედვარდ ჯერნერი

დაავადება წინასწარ იყო თავიდან აცილებული.


ჯენერის აღმოჩჰენინის 50 წლის შემდეგ, ლუი პასტერმა ჩამოაყალიბა
ვაქცინაციის მთავრი პრინციპი – დასუსტებული მიკროორგანიზმების
პრეპარატების გამოყენება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ცოფის
ვირუსის დასასუსტებლად მან შეიყვანა იგი 5000 ქატამში და შექმნა ვაქცინა
ცოფის წინააღმდეგ. შემდგომ, აგრეთვე შექმნა ჯილეხის ვაქცინა. XX
საუკუნეში ჯონას სოლკმა და ალბერტ სებინმა ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად შექმნეს პოლიომიელიტის ვაქცინა. იმავე საუკუნეში
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო
ვაქცინა, BCG, ალბერ კალმეტმა
ლუი პასტერი თავის თანამოაზრე გერენთან ერთად
13-წლიანი ექსპერიმენტის შედეგად მიიღო.

ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები


მედიცინის იმ მიღწევათაგანია, რომლებმაც მილიონობით
ადამიანი გადაარჩინა. დღეს ინფექციური დაავადებების
საწინააღმდეგო 30-მდე ვაქცინა არსებობს, რომელთა წყალობით
Bacillus Calmette—Guérin, BCG
საშიში ინფექციები ვეღარაფერს აკლებს კაცობრიობას.

რენტგენოლოგიური სხივები (1895)


მეცნიერული მიღწევებით მდიდარი აღმოჩნდა XIX საუკუნის მიწურულიც.
აქ, უპირველეს ყოვლისა, მიუნხენელი პროფესორის ვილჰელმ კონრად
რენტგენის მიერ X სხივების აღმოჩენა უნდა დავასახელოთ. უცნობი
სხივები მეცნიერმა 1896 წლის იანვარში
აღმოაჩინა და უბრალოდ “უცნობი სხივები”
უწოდა, რომლებსაც შემდგომ რენტგენის
სხივები დაერქვა. მათი აღმოჩენიდან
რამდენიმე თვეში ჩაზნექილი კათოდისა და
პლატინის ანოდისგან რენტგენმა X
გამოსხივების მუდმივი წყარო შექმნა. ეს
გახლდათ მილი, რომელშიც ელექტრული
დენის გატარებისას X სხივების ინტენსიური
ნაკადი წარმოიქმნებოდა. რენტგენის მილის კონსტრუქცია იმდენად ზუსტი
აღმოჩნდა, დღემდე მასში თითქმის არაფერი შეუცვლიათ, თანამედროვე
რენტგენის აპარატებში X სხივების მუდმივი წყარო პირველყოფილი
მოწყობილობის ანალოგიურია. რენტგენის პორტატიული აპარატების
შექმნის შემდეგ ელვის სისწრაფით გაიზარდა იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც დიაგნოსტირებისთვის X
სხივებს იყენებდნენ. სხივების აღმოჩენიდან ექვსი წლის შემდეგ ფიზიკაში გაწეული უდიდესი
ღვაწლისთვის რენტგენს ნობელის პრემია მიანიჭეს და მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
დარგის, რენტგენოლოგიის, ფუძემდებლად აღიარეს.

ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (1795)


წარმოუდგენელია თანამედროვე დიაგნოსტიკა ენდოსკოპის გარეშე. პირველი აპარატი ჯერ კიდევ XVIII
საუკუნის მიწურულს შეიქმნა. ეს მოწყობილობა საკმაოდ ტლანქი იყო, თუმცა ექიმებს მაინც
უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდიდა. სურვილი, შეეხედა ადამიანის ღრუ ორგანოებში და დაენახა,
რა ხდებოდა იქ, ახალგაზრდა ექიმ ფილიპ ბოზინს ახალგაზრდობისას გაუჩნდა. სწორედ მან ააგო 1705
წელს მოწყობილობა, რომლითაც სწორი ნაწლავისა და
საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება შეიძლებოდა.
მოგვიანებით, 1853 წელს, ფრანგმა ქირურგმა ანტუან ჟან
დეზორმექსმა საგრძნობლად დახვეწა ბოზინის აპარატი,
გასანათებლად სანთლის ნაცვლად სპირტიანი ლამპარი
გამოიყენა და პაციენტის ორგანიზმის დათვალიერებაც შეძლო.
დღეს ენდოსკოპს ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი
ტრაქტის დასათვალიერებლად იყ-
ენებენ. პირველი გასტროსკოპი 1868
წელს კუსმაულმა შექმნა. იგი კუჭში
მოქნილი გამტარი ობტურატორით ფილიპ ბოზინი
შედიოდა, რომელშიც ლითონის მილი იყო მოთავსებული. ენდოსკოპიის
ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ცნობილი ედისონის
ნათურა, რომელმაც სპეციალისტებს მინიატურული ელექტრონული
ნათურების საშუალებით ორგანოთა გაცილებით ხარისხიანად
დათვალიერების საშუალება მისცა. ამის შემდეგ საკმაოდ სწრაფად
განვითარდა სამკურნალო ენდოსკოპია და ულტრასონოგრაფიაც,
დიაგნოსტიკური მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად კი დღეს
კომპიუტერული ტომოგრაფია მიიჩნევა.

ანტიბიოტიკები (1920-1930 წლები)


ანტიბიოტიკების შექმნას კაცობრიობა შოტლანდიელ ექიმს
ალექსანდრ ფლემინგს უმადლის. ყველაფერი მე-20 საუკუნის 30-იან
წლებში სენტ-მერის საავადმყოფოს ბაქტერიოლოგიურ
განყოფილებაში დაიწყო, სადაც ახალგაზრდა ექსპერიმენტატორი
პეტრის ფინჯნებში გამოზრდილ სხვადასხვა დაავადების
გამომწვევთა ზრდა-განვითარებასა და თვისებებს სწავლობდა. ერთ
დილას მან შეამჩნია, რომ ერთ-
ერთ ფინჯანზე, რომელშიც აგარ-
აგარზე გამოზრდილი
სტაფილოკოკების კულტურას
ინახავდა, რაღაც მომხდარიყო,
სტაფილოკოკების კოლონიები სადღაც გამქრალიყო და მათი ადგილი
მომწვანო-მოშავო ფერის მასას დაეკავებინა. მოგვიანებით ამ მასამ,
ცალ-ცალკე გამოცდისას, გაანადგურა ყველა მიკროორგანიზმი,
რომელიც კი მეცნიერის ლაბორატორიაში მოიპოვებოდა,
განურჩევლად ზომისა და პათოგენურობისა. მან თავიდანვე მიხვდა,
რომ ეს ორგანიზმი ობის სოკო იყო და იფიქრა, რომ ის გამოყოფს
ბაქტერიებისთვის დამღუპველ ნივთიერებას. ამ ნივთიერებას მან
პენიცილინი უწოდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში,
ფლემინგი ცდილობდა პენიცილინის და გამოიყოფას, მაგრამ ვერ
შეძლო და საბოლოოდ დანებდა. თუმცა, მისი შრომის შედეგები ალექსანდრ ფლემინგი

შეუფასებელი იყო.

1935 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჰოუარდ ფლორი და ერნესტ ჩეინმა დაინახეს
ფლემინგის დაუმთავრებელ სამუშაოს წააწყდნენ და გადაწყვიტეს, ბედი ეცადათ. სწორედ ამ
მეცნიერებმა მოახერხეს პენიცილინის სუფთა სახით გამოყოფა და მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში
მისი გამოცდა დაიწყეს. რვა თაგვს ორგანიზმში სტრეპტოკოკების სასიკვდილო დოზა შეუყვანეს. ოთხ
მათგანს პენიცილინი მისცეს, დანარჩენი ოთხი კი საკონტროლოდ დაიტოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ
შედეგი აშკარა გახდა: პენიცილინმიუღებელი ოთხი თაგვი მოკვდა, ხოლო იმათგან, რომლებსაც
პენიცილინი მისცეს, სამი გადარჩა. აი, ასე მიიღო მსოფლიომ ფლემინგის, ფლორისა და ჩეინის
წყალობით პირველი ანტიბიოტიკი. ეს წამალი ნამდვილ სასწაულად მოევლინა კაცობრიობას. მწვავე
ფარინგიტი, რევმატიზმი, ქუნთრუშა, ფილტვების ანთება, სიფილისი, გონორეა - დღეს უკვე აღარავის
ახსოვს, რომ ამ დაავადებებს შეიძლება ადამიანი ემსხვერპლოს.

ინსულინი (1920)
ამ აღმოჩენამ კი მილიონობით დიაბეტიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე.
დიაბეტი პათოლოგიაა, რომლის შედეგადაც ადამიანის ორგანიზმში
შაქრის ათვისების პროცესი ირღვევა, რასაც სიბრმავე, თირკმელების
უკმარისობა, გულის დაავადებები და სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყვეს.
ასეულობით წლის განმავლობაში სწავლობდნენ მეცნიერები დიაბეტს
და ამაოდ ეძებდნენ მისგან თავის დაღწევის საშუალებებს. ბოლოს და
ბოლოს XIX საუკუნის დასასრულს მოხდა გარღვევა - დადგინდა, რომ
ყველა დიაბეტიანს ერთი დამახასიათებელი დარღვევა - კუჭქვეშა
ჯირკვლის გარკვეული უბნის შეუქცევადი დაზიანება - ჰქონდა. ამ
უბანში არსებული უჯრედები გამოყოფენ ჰორმონს, რომელიც სისხლში
შაქრის რაოდენობას აკონტროლებს. ჰორმონს ინსულინი უწოდეს. 1920
წელს მედიცინაში კიდევ ერთი გარღვევა მოხდა - კანადელი ქირურგი
ფრედერიკ ბანტინგი და სტუდენტი ჩარლზ ბესტი ძაღლების კუჭქვეშა
ჯირკვლიდან ინსულინის სეკრეციას შეისწავლიდნენ. ამბობენ, რომ დიდი ინტუიციით
დაჯილდოებულმა ბანტინგმა ჯანმრთელი ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან გამოყოფილი
ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულ ძაღლს შეუყვანა. შედეგი სასწაულებრივი აღმოჩნდა: რამდენიმე
საათის შემდეგ დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა.
ქირურგმა და მისმა სტუდენტმა მთელი ძალისხმევა ისეთი ცხოველის საძებნელად მიმართეს, რომლის
ინსულინიც ადამიანის ინსულინს ჰგავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ჩანასახის ინსულინი ძალზე
ახლოს იდგა ადამიანის ინსულინთან, ექსპერიმენტის უსაფრთხოებისთვის გაასუფთავეს ის და 1922
წლის იანვარში პირველი კლინიკური გამოცდა ჩაატარეს. ბანტინგმა ინსულინი 14 წლის მოზარდს
შეუყვანა, რომელიც დიაბეტისგან კვდებოდა. და ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. დღეისათვის
ათეულებით მილიონი ადამიანი ყოველდღიურად იღებენ ინსულინს დიაბეტის გართულებათაგან
თავის დასაცავად.

დიალიზი (1861)
სისხლის გაწმენდის და ამ გზით დაავადების დამარცხების იდეა ძალიან ძველია. ადამიანის სხეული
სითხეებს რომ შეიცავდა, ჩვენმა უძველესმა წინაპრებმაც კი იცოდნენ. მოგვიანებით წყალი ყველაფრის
საწყისად აღიარეს და ყოველგვარ დაავადებას სხეულის “წვენის” დაბინძურებას უკავშირებდნენ.
სწორედ ამ თეორიის საფუძველზე გაჩნდა იდეა, ავადმყოფობას სხეულში არსებული სითხეების
გაწმენდით შებრძოლებოდნენ. შარდსასქესო სისტემის ცენტრი რომ თირკმელი იყო, ჩვენს
წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე იყო ცნობილი, მაგრამ იმის დადგენას, როგორ უნდა გაეწმინდათ
თირკმლის დაზიანების გამო დაბინძურებული სისხლი, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. ამ მეთოდის
შემუშავებას შოტლანდიელ ტომას გრემს უნდა ვუმადლოდეთ. პროფესიით
ქიმიკოსმა გრემმა მთელი ცხოვრება ადამიანის სისხლში აირთა დიფუზიისა
და მათი აბსორბციის შესწავლას მიუძღვნა. 1861 წლისთვის ტომასმა
აღმოაჩინა კოლოიდები და კრისტალოიდები, დაამუშავა უჯრედების
მემბრანული თეორია, ნათლად წარმოიდგინა სისხლის გაწმენდის პრინციპი
და პირველი დიალიზატორის კეთებას შეუდგა. სულ მალე მეგობრებს მან
ლუდის ქილისა და პერგამენტისგან დამზადებული მოწყობილობა აჩვენა,
რომელში გავლისასაც სისხლი მავნე აირებისა და ნივთიერებებისგან უნდა
გაწმენდილიყო, მაგრამ პროფესიით ქიმიკოსს გაუჭირდა მოწყობილობის
ტომას გრემი
თუნდაც ცხოველებზე გამოცდა და გრემის დიალიზატორიც ყველამ
დაივიწყა. მოგვიანებით გაიშიფრა ორგანიზმის თვითმომწამვლელი ნივთიერებები - შარდოვანა და
კრეატინინი, დადგინდა დაავადებები, რომლებიც სისხლში მათი დაგროვებისას ვითარდებოდა,
შემუშავდა კოლოიდებისა და კრისტალოიდების ერთმანეთისგან
განცალკევების წესიც, აღმოაჩინეს ნახევრად გამტარი მასალა
(გლუკოზის აცეტატი), რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის
დიალიზის განხორციელება და ბოლოს გამოყვეს ანტიკოაგულანტი
ჰირუდინი, რომელიც დიალიზატორში სისხლის უვნებელ
ცირკულაციას უზრუნველყოფდა. 1913 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა,
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჯონ აბელმა,
რაუნტრიმ და ტიორნერმა დიალიზის პირველი წესი შეიმუშავეს,
რომელსაც ვივოდიფუზია უწოდეს. ამ მეთოდით სისხლის წმენდა
ტომას გრემის მიერ შექმნილი პირველყოფილი ჰემოდიალიზატორის
მსგავს აპარატში ხორციელდებოდა. დღეს დიალიზი თირკმლის
უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯონ აბელი
პროცედურაა, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ამ გამოგონების
უდიდეს მნიშვნელობას.

სულფანილამიდური პრეპარატები (1930)


მომდევნო უდიდესმა აღმოჩენამ მეორე მსოფლიო ომს სულ ცოტათი
დაასწრო. მან წყნარი ოკეანის აუზში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცები
დიზენტერიისგან დაიცვა, შემდეგ კი რევოლუციური ძვრები გამოიწვია
ბაქტერიული ინფექციების ქიმიოთერაპიული მკურნალობის მეთოდებში.
ეს ყველაფერი პათოლოგ გერჰარდ დომარკის დამსახურებაა. 1932 წელს
დომარკი მედიცინაში ზოგიერთი ქიმიური საღებავის გამოყენების
შესაძლებლობებს სწავლობდა. ახალსინთეზირებულ საღებავთან
პრონტაზილთან მუშაობისას დომარკმა ის სტრეპტოკოკებით
დასნებოვნებულ თაგვებს შეუყვანა. როგორც მეცნიერი ვარაუდობდა,
საღებავი ბაქტერიების ორგანიზმში მოხვდა, მაგრამ ისინი არ დახოცილან. გერჰარდ დომარკი
დომარკს ეგონა, რომ პრონტაზილი საკმაოდ შხამიანი არ აღმოჩნდა
სტრეპტოკოკებისთვის, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თაგვების გამოკვლევისას მან აღმოაჩინა, რომ
თუმცაღა საღებავს ბაქტერიები არ დაუხოცავს, მაგრამ მათი ზრდა შეაჩერა. შედეგად ინფექციის
გავრცელებაც შეჩერდა და თაგვები გამოჯანმრთელდნენ. როდის გამოსცადა დომარკმა პირველად
პრონტაზილი ადამიანზე, უცნობია, მაგრამ ახალმა წამალმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი
საშუალებით გადაარჩინეს უმძიმესი სტრეპტოკოკული ინფექციით დაავადებული ბიჭუნა. პაციენტი
ფრანკლინ რუზველტ უმცროსი გახლდათ, აშშ-ის პრეზიდენტის შვილი. დომარკის აღმოჩენა მყისვე იქცა
სენსაციად. რადგან პრონტაზილი სულფანილამიდურ მოლეკულურ სტრუქტურას შეიცავდა, ამიტომ მას
სულფანილამიდური პრეპარატი უწოდეს. ის პირველი მერცხალი გახდა იმ სინთეტიკურ-ქიმიური
პრეპარატების ჯგუფისა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო ბაქტერიულ ინფექციასთან
ბრძოლა. დომარკმა მკურნალობის ახალი რევოლუციური მიმართულება აღმოაჩინა - ქიმიოთერაპიული
პრეპარატების გამოყენება, რამაც ასეულობით ათასი ადამიანი გადაარჩინა.

კიბოს გენეტიკური ბუნება (1975)


კიბო აშშ-ში სიკვდილიანობით მეორე ადგილზე მდგომი
დაავადებაა. მისი წარმოშობისა და განვითარების ინტენსიურმა
კვლევამ არაჩვეულებრივ შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა ჩვენი
სიის მომდევნო აღმოჩენას ერთიც ვერ შეედრება. იმისთვის, რომ
ზუსტად გავიგოთ ამ აღმოჩენის არსი, ჯობს ნობელის პრემიის
ლაურეატებს, კიბოს მკვლევრებს, მაიკლ ბიშოპსა და ჰაროლდ
ვარმუსს მივმართოთ, რომლებიც ნიუ-იორკში, სლოუნ კეტრინგის
სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მოღვაწეობენ. ეს ორი მეცნიერი
კიბოსთან საბრძოლველად მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში
გაერთიანდა. იმხანად ამ დაავადების წარმოშობის შესახებ
რამდენიმე თეორია დომინირებდა. მაიკლ ბიშოპი: “ავთვისებიანი
უჯრედი სულაც არ გახლავთ უბრალო უჯრედი; მას არა მარტო
გამრავლება, არამედ შეჭრაც შეუძლია. ეს უჯრედი
მაღალგანვითარებული შესაძლებლობებით არის ჰაროლდ ვარმუსი
დაჯილდოებული”. ერთ-ერთი თეორია განიხილავდა რაუსის სარკომის ვირუსს– ვირუსს, რომელიც
იწვევს კიბოს ქათმებში. როდესაც ის თავს ესხმის ქათმის უჯრედებს, თავისი გენეტიკური კოდი
მასპინძლის დნმ-ში შეჰყავს. შედეგად ვირუსის დნმ დაავადების გამომწვევი აგენტი ხდება. მეორე
თეორიის მიხედვით, ვირუსის გენეტიკური კოდის მასპინძლის უჯრედში შეყვანის შემდეგ გენები,
რომლებიც კიბოს იწვევენ, კი არ აქტიურდებიან, არამედ ელიან, როდის გაააქტიურებს მათ გარეგანი
ზემოქმედება, ისეთი, როგორიც არის მავნე ქიმიკატები, რადიაცია ან თუნდაც ვირუსული ინფექცია.
სწორედ ამ კიბოს გამომწვევ გენებს, რომელთაც ონკოგენებს უწოდებენ, იკვლევდნენ ბიშოპი და
ვარმუსი. მაიკლ ბიშოპი: “მთავარი საკითხია, შეიცავს თუ არა ადამიანის უჯრედი, ადამიანის გენომი
გენებს, რომლებიც არიან ონკოგენები ან შესაძლებლობა აქვთ, ასეთებად იქცნენ. სწორედ ამის გარკვევა
იყო საჭირო უპირველესად”. ჰაროლდ ვარმუსი: “ჩვენ ვიღებდით
დანიშნულ რადიაქტიურ მოლეკულას და მას ზონდად ვიყენებდით
ქათმის უჯრედებში. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ვირუსის
გენომი მართლაც იყო ქათმის ქრომოსომებში”. ეს დიდი აღმოჩენა
გახლდათ. ამ ორმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ვარუსის გენომი
ჯანმრთელი ქათმის გენომში იყო მოთავსებული და, რაც მთავარია,
მსგავსი გენომი მათ ადამიანის - ჯანმრთელი ადამიანის -
უჯრედებშიც ნახეს. ამით მათ დაამტკიცეს, რომ კიბოს სათავე
შეიძლება ყველა ადამიანის ორგანიზმში იყოს და გააქტიურების
მომენტს ელოდეს. როგორ შეუძლია ადამიანის საკუთარ გენს,
რომელთან ერთადაც ის მთელ სიცოცხლეს ატარებს, კიბოს გამოწვევა?
ჰაროლდ ვარმუსი: “უჯრედების დაყოფის დროს ხდება შეცდომები და
ეს შეცდომები უფრო ხშირია, როდესაც უჯრედი დათრგუნულია
მაიკლ ბიშოპი კოსმოსური გამოსხივებით, თამბაქოს კვამლით და სხვა.
აუცილებელია გვახსოვდეს ისიც, რომ როდესაც უჯრედი იყოფა, მას სჭირდება დნმ-ს 3 მილიარდი
კომპლემენტური წყვილის კოპირება, ასლის გადაღება. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დაუბეჭდავს რამე,
დაგვემოწმება, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც შეცდომების
შემჩნევასა და გასწორებაში გვეხმარება. და მაინც, დიდი მოცულობის სამუშაოს დროს თითებმა
შეიძლება სხვა ასოები აკრიფონ...” რით არის ღირებული ეს აღმოჩენა? წინათ კიბოს არსის ჩაწვდომას იმ
განსხვავების გათვალისწინებით ცდილობდნენ, რომელიც არის ვირუსის გენომსა და უჯრედის გენომს
შორის, ახლა კი ვიცით, რომ მცირეოდენ ცვლილებას ჩვენს ორგანიზმში არსებულ ზოგიერთ გენში
შეიძლება ჯანმრთელი უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნა მოჰყვეს. კიბოს თანამედროვე კვლევები ამ
აღმოჩენის შედეგია. ეს ის ფუნდამენტია, ის პლატფორმა, რომელსაც ემყარება კიბოს კვლევისადმი ყველა
მოლეკულური მიდგომა. ეს აღმოჩენა იმითაც არის ღირებული, რომ ამ გენის პოვნა, რასაც თანამედროვე
დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს, შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს სიმსივნის შემდგომი
მოქმედება. და მთავარი: ამ აღმოჩენამ მოგვცა სპეციფიკური თერაპიის სამიზნეთა ზუსტი
კოორდინატები, რომლებიც ადრე უცნობი იყო.

დაავადების მიკრობული წარმოშობის თეორია (1800)


ზოგიერთი აღმოჩენა შემთხვევით ხდება, ხოლო სხვების აღმოსაჩენად
მეცნიერები დიდხანს მუშაობენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. 1846 წელი, ვენა.
კულტურის უმშვენიერესი კერა. ქალაქის საავადმყოფოში მოთავსებულ
მელოგინეთა დიდი ნაწილი იღუპება სამშობიარო ცხელების, საშვილოსნოს
ინფექციის დიაგნოზით. როდესაც დოქტორმა იგნაც ზემელვაისმა ამ
საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მან ყურადღება მიაქცია ერთ უცნაურ ფაქტს:
საავადმყოფოში ორი სამშობიარო განყოფილება იყო. ერთში მშობიარობას
ექიმები იღებდნენ, მეორეში - ბებიაქალები. ზემელვაისმა ნახა, რომ იმ
განყოფილებაში, სადაც ექიმები ამშობიარებდნენ ქალებს, სამშობიარო
იგნაც ზემელვაისი ცხელებით მელოგინეთა 7% იღუპებოდა, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში -
მხოლოდ 2%. ამან ძალიან გააკვირვა ზემელვაისი - ექიმები ხომ უკეთესად იყვნენ მომზადებულნი
მშობიარობის მისაღებად. მან ამ შეუსაბამობის მიზეზსაც მალე მიაკვლია - შეამჩნია, რომ ექიმებისა და
ბებიაქალების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ექიმები გარდაცვლილ
მშობიარეებს კვეთდნენ, მერე კი ისე მიდიოდნენ სხვა ორსულების გასასინჯად ან მშობიარობის
მისაღებად, რომ ხელებს არ იბანდნენ. ისევე როგორც ავტოხელოსნები, რომლებიც ერთ მანქანასთან
მუშაობას დაამთავრებენ და ხელების დაუბანლად, ზეთიანი ხელებით გადადიან მეორე მანქანასთან.
ისინი ხელების დაბანის საჭიროებას ვერ ხედავენ. ზემელვაისი დაფიქრდა: ხომ არ გადაჰქონდა ექიმს
დაუბანელი ხელებით გარდაცვლილიდან ცოცხალ პაციენტზე რაიმე უხილავი ნაწილაკები, რომლებიც
მძიმე, სასიკვდილო დაავადებას იწვევდა? ამის გასარკვევად მან ექსპერიმენტი ჩაატარა: სთხოვა
სტუდენტ მედიკოსებს, ყოველი პაციენტის შეხებამდე ხელები ქლორიანი კირით დაებანათ. მალე
სიკვდილიანობა 1%-მდე დაეცა, უფრო დაბლა, ვიდრე ბებიაქალებთან. ამ ექსპერიმენტის წყალობით
ზემელვაისი მიხვდა, რომ ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიც სამშობიარო ცხელება იყო, მხოლოდ
ერთი მიზეზი ჰქონდა და თუ ამ მიზეზს გამორიცხავდი, დაავადება აღარ წარმოიშობოდა. მაგრამ 1846
წელს არავის მოსვლია აზრად, რომ არსებობდა კავშირი ბაქტერიებსა და ინფექციას შორის და
ზემელვაისის იდეები სერიოზულად არავის მიუღია. გავიდა ათი წელი და კიდევ ერთმა მეცნიერმა
მიაქცია ყურადღება მიკროორგანიზმებს. მას ლუი პასტერი ერქვა. პასტერის ხუთი შვილიდან სამი
მუცლის ტიფით გარდაიცვალა, რაც ნაწილობრივ ხსნის, რატომ ეძებდა ის ასე ჯიუტად ინფექციური
დაავადებების მიზეზს. პასტერი სწორ კვალზე დააყენა თავისმა სამუშაომ, რომელსაც ის ლუდისა და
ღვინის მწარმოებლებისთვის ეწეოდა. პასტერი იმის ახსნას ცდილობდა, რატომ ფუჭდებოდა მის
ქვეყანაში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი. მან აღმოაჩინა, რომ ამჟავებულ ღვინოში
ბინადრობდნენ განსაკუთრებული მიკროორგანიზმები, მიკრობები. სწორედ ისინი ამჟავებდნენ ღვინოს.
პასტერმა დაადგინა, რომ უბრალო გახურების შემდეგ მიკრობები იღუპებოდნენ და ღვინის გადარჩენა
შესაძლებელი ხდებოდა. ასე დაიბადა პასტერიზაცია. ამიტომ, როცა წარმოიშვა ინფექციური
დაავადებების მიზეზების დადგენის საჭიროება, პასტერმა იცოდა, სად ეძებნა. “მიკრობები იწვევენ
გარკვეულ დაავადებებს!” - თქვა მან და დაამტკიცა კიდეც ეს მოსაზრება უამრავი ექსპერიმენტის
საშუალებით, რომლებმაც საფუძველი დაუდო უდიდეს აღმოჩენას - დაავადებების მიკრობული
წარმოშობის თეორიას. ამ თეორიაზეა დაფუძნებული თანამედროვე მედიცინა. თეორიის თანახმად,
განსაზღვრულ დაავადებას განსაზღვრული სახის მიკროორგანიზმი იწვევს. დღეს ეს ჩვენთვის ცხადზე
უცხადესია, მაგრამ თავის დროზე ერთ-ერთი რევოლუციური კონცეფცია გახლდათ მედიცინაში.

ვიტამინები (XX საუკუნის დასაწყისი)


მომდევნო აღმოჩენა შედეგია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მუშაობისა,
რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად ერთი საკითხის გადასაჭრელად იბრძოდნენ.
სურავანდი, უმძიმესი დაავადება, რომელიც
უმთავრესად მეზღვაურებს ემტერებოდა,
კანის დაზიანებას და სისხლდენებს
იწვევდა. ბოლოს და ბოლოს 1747 წელს
სანაოსნო ხომალდის ქირურგმა
შოტლანდიელმა ჯეიმს ლინდმა მის
საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნო. მან
აღმოაჩინა, რომ თუ მეზღვაურების ფრედერიკ ჰოპკინსი
რაციონში ციტრუსებს შეიტანდა, სურავანდის თავიდან აცილება
შესაძლებელი ხდებოდა. მეზღვაურების მეორე დაავადება იყო ბერი-ბერი,
რომელიც ნერვულ სისტემას, გულს და საჭმლის მომნელებელ სისტემას
აზიანებდა. XIX საუკუნის დასასრულს ჰოლანდიელმა მეცნიერმა
ჯეიმს ლინდი
კრისტიან ეიკმანმა დაადგინა, რომ ამ
დაავადებას იწვევდა მხოლოდ თეთრი, გაფქცვნილი ბრინჯით კვება;
მას, ვინც მუქი ფერის, გაუფცქვნელ ბრინჯს მიირთმევდა, დაავადება
აღარ ემართებოდა. უფრო მეტიც - რაციონში მისი ჩართვისას
დაავადება უკან იხევდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევა
პირდაპირ მიუთითებდა დაავადებასა და კვებას შორის არსებულ
კავშირზე, საკითხის არსში გარკვევა მხოლოდ ინგლისელმა
ბიოქიმიკოსმა ფრედერიკ გოულენდ ჰოპკინსმა მოახერხა. მან
ივარაუდა, რომ ორგანიზმს სჭირდება ნივთიერებები, რომლებიც
მხოლოდ გარკვეულ საკვებშია. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად
ჰოპკინსმა ექსპერიმენტები ჩაატარა. მან თაგვებს მისცა ხელოვნური
საკვები, რომელიც სუფთა ცილების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და
მარილებისგან შედგებოდა. თაგვები დასუსტდნენ და ზრდა
შეწყვიტეს, მაგრამ მცირე რაოდენობით რძის მიცემის შემდეგ კრისტიან ეიკმანი
გამოჯანმრთელდნენ. შედეგად ჰოპკინსმა აღმოაჩინა, როგორც თავად უწოდებდა, კვების შეუცვლელი
ფაქტორები, რომელთაც შემდეგ ვიტამინები უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ბერი-ბერი გამოწვეულია
თიამინის, ვიტამინ B1-ის, ნაკლებობით, რომელიც გაპრიალებულ ბრინჯში არ არის, მაგრამ ბევრია
ნატურალურში, ციტრუსები კი იმიტომ უშლის ხელს სურავანდის განვითარებას, რომ მათ
შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა, ც ვიტამინი. ჰოპკინსის აღმოჩენა უდიდესი ნაბიჯი იყო
სწორი კვების რაობაში გასარკვევად. ვიტამინებზეა დამოკიდებული ორგანიზმის მრავალი ფუნქცია,
სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება და სხვა.

You might also like