Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 76

თემა 1 თანამედროვე კავკასია : ჩამოყალიბება, საზღვრები, ადგილი მსოფლიოში

კავკასია არის ვრცელი ბუნებრივი რეგიონი შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს


შორის. მოიცავს შემდეგ ქვეყნებს : აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ირანი,
თურქეთი, საქართველო. 1776 წელს გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ
ბლუიმენბახმა შემოიტანა ტერმინი „კავკასიაური რასა“. ის თვლიდა, რომ
კავასიელები ყველაზე სუფთა თეთრკანიანი რასის წარმომადგენლები
იყვნენ. გეოგრაფიული ცნება „ზაკავკაზიე“ გაჩნდა მე-19 საუკუნეში. ეს იყო ყველა
ის ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიპყრო. ამ ცნებას „ჩრდილოეთ კავკასიის“
ცნების გაჩენა მოჰყვა.ამრიგად კავკასია სამნაწილიანი დაყოფის სქემით შეიძლება
დაიყოს :
1. ჩრდილოეთ კავკასია : შედგება რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა
ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნებისგან
2. ცენტრალური კავკასია : მოიცავს სამ დამოუკიდებელ ქვეყანას : საქართველო,
სომხეთი და აზერბაიჯანი
3. სამხრეთ კავკასია : მოიცავს თურქეთის ვილაიეთებს და ირანის ჩრდილო-
დასავლეთ ოსტანებს.
თანამედროვე კავკასიის წარმოშობა იწყება 17 საუკუნიდან. ჯერ იყო ამასიის
ზავი, სადაც ოსმალეთმა და ირანმა შუაზე გაიყვეს სამხ. კავკასია, შემდეგ
რუსეთმა დაიპყრო ყაზანი და ასტრახანი, თუმცა მათ შორის საქართველო მეტ-
ნაკლებად დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. აზერბაიჯანში და სომხეთში
მუსლიმური სახანოები იყო, რომელიც ემორჩილებოდა ირანს და შემდეგ
ოსმალეთში ბატონობის ქვეშ გადავიდნენ. რაც შეეხება რუსეთის დაპყრობებს
კავკასიაში რუსეთმა 1878 წლისთვის შეძლო და სამხრეთ კავკასია ხელში ჩაიგდო
მთლიაანდ, პარალელურად ჩრდილოეთ კავკასიაზეც ბატონებოდა. 1864 - ში
მთიელებიც დაამარცხა. (დასავლეთი) კავკასიის მთლიანად დაპყრობას ბევრი
ცდილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთმა მოახერხა 19 საუკუნეში. ამ
ნეგატიურმა მოვლენამ კავკასიელი ხალხი ერთმანეთთან დააკვაშირა. მათი
შეხვედრის მთავარი ქალაქები იყო თბილისი, (ადმინისტრაციული ცენტრი)
ბათუმი და ბაქო. (სამრეეწველო ცენტრი). აზერბაიჯანი იყო პირველი
მუსლიმური ქვეყანა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
ჰქონდათ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან დამოუკიდებლობა ყველაზე დიდხანს
საქართველომ შეინარჩუნა. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დამყარდა ყველგანა
სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო შეიყვანეს ერთ გუბერნიაში, რათა უფრო
მარტივი ყოფილიყო მათი რუსიფიკაცია.
თემა 2 თანამედროვე აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემა
აზერბაიჯანის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში
მდებარეობს. მის შემადგენლობაშია მთიანი ყარაბაღიც. აზერბაიჯანი
უნიტარული სახელმწიფოა. კონსტიტუციით დემოკრატიული, საეერო
უნიტარული რესპუბლიკაა საპრეზიდენტო მმართველობით, რომელსაც
აღმასრულებელი შტო ექვემდებარება. მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი
მუსლიმია. ეს ქვეყანა ერთ-ერთი არარელიგიურია.თანამედროვე აზერბაიჯანი
ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ არსებული 15 სახანო დაიპყრო და
ეწოდა ამ ტერიტორიას „აზერბაიჯანი“, რომელიც 1918 წლიდან დამვკიდრდა,
როცა ამ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მიიღო. დამოუკიდებლობა თბილისში
გამოაცხადეს და ეს იყო პირველი დემოკრატიული რეპუბლიკა მუსლიმურ
სამყაროში. პირველი პარლამენტი 1918 წელს გაიხსნა. აზერბაიჯანი საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკა 1920 წლიდან გახდა. სსრკ-ს დროს ის იყო ნავთობის
ძირითადი მიმწოდებელი სსრ-თვის. ისინი იჭერდნენ რუსეთის მხარეს და იყვნენ
აცისტური გერმანიის წინააღმდეგ განწყობილნი. ნავთობით მომარაგებამ
გამოიწვია ის, რომ გამოიფიტა ყველა მდიდარი საბადო, რამაც მათი ეკონომიკა
დაღუპა. კომუნისტური პარტიის პირველი ლიდერი იყო - ჰეიდარ ალიევი,
რომელმაც გააუმჯობესა ეკონომიკა, თუმცა დროებით. წინ წამოსწია ბამბის
კულტურა. მან მიაღწია უმაღლეს პოზიციაისაც, რომელიც იყო სსრკ-ს პარტიის
პოლიტბიუროს წევრი, თუმცა 1987 წელს ის გორბაჩოვმა გადააყენა. გორბაჩოვის
პერიოდში იჩინა პრობლემებმა მთიან ყარაბაღში. დაიწყო კიდეც ეთნიკური
დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. პოსტსაბჭოთა პერიოდი 1990
წელს აზერბაიჯანის კომპარტიის პირველი მდივანი ხდება აიაზ მუთალიბოვი,
რომე;იც შემდეგ პრეზიდენტი ხდება. 1991 - ში გაიმართა არჩევნები, სადაც
სწორედ მან გაიმარჯვა. 1978 - ში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც 95% მომხრე იყო
დამოუკიდებლობის. 1991-ში დამოუკიდებლობაც გამოაცხადეს. ყარაბაღის
კონფლიქტა ყველაფერი არია, რის გამოც მუთალიბოვი აიძულეს რომ
გადამდგარიყო, მაგრამ აღადგინეს პრეზიდენტად და 2 დღეში ტავისი
სურვილით თვითონ გადადგა. 1992-ში ძალის გამოყენებით სათავეში მოვიდა
:აზერბაიჯანის სახალხო ფრონი (ასფ)“, რომლის ლიდერიც აბულფაზ ელჩიბეი
იყო. ის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი სურვილი იყო თურქეთისა და
ააზერბაიჯანის გაერთიანება. მან მიიღო კანონი, სადაც აზერბაიჯანულ ენას
ოფიციალურად თურქული უწოდა. 1993-ში აჯანყების შემდეგ, როცს განჯის
ჯარის მეთაური აჯანყდა ალიევი დააბრუნეს და გახდა მეორე პირი ქვეყანაში,
პრეზიდენტის შემდეგ, თუმცა როცა მოწინააღმდეგე მხარე ბაქოს მოუახლოვდა
და ელჩიბეი გაიქცა, ჰაიევმა პრეზიდენტის მოვალეობები ითავა, რამაც მისი
ნდობის ამაღლევა მოჰყვა ხალხში და ელჩიბეი მოხსნა. 1993-ში ის არჩევნებში
აირჩიეს პრეზიდენტად და ალიევს კონკურენტიც კი არ ჰყოლია. მან შეაცრეა
ეკონომიკის კრიზისი და გაამყარა საპრეზიდენტო მმართველობა. მისი
მიღებული კონსტიტუციით აღმ. ხელისუფლება გაძლიერდა, ხოლო
აზერბაიჯანი დემოკრატიულ და სეკულარულ სამარტლებრიც ქვეყანად
გამოცხადდა. 2002 წელს ასევე მიიღეს ახალი კანონი, რომ პრეზიდენტის ე.წ
მემკვიდრე პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, თუ პრეზიდენტს რაიმემოუვიდა მის
მოვალეობებს პრემიერი შეასრულებდა. ჰეიდარ ალიევის შვილი იყო იმ
დროისათვის პრემიერი და მისი გარდაცვალების მერე პრეზიდენტი სწორედ რომ
მისი შვილი ილჰამ ალიევი გახდა. ის საკმაოდ კარგი მმართველი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა რომ ჩამოგდება სურდათ მან შეძლო და თავიდან აირიდა
სახელმწიფო გადატრიალება და დააპატიმრა მაღალჩინოსნები. ამით მან ასევე
ბოლო მოუღო ე.წ კლანთა გავლენებს. ილჰამ ალიევი 4-ჯერ ირჩიეს
პრეზიდენტად. ვიცე პრეზიდენტის ადგილს მისი მეუღლე დანიშნა, ხოლო
შვილი ჯერ პრემიერია და ვარაუდობენ რომ მალე პრეზიდენტად მოგვევლინება.
მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანს დემოკრატიული ქვეყანა ჰქვია, ის მაინც არ
იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან ბოლო ხანებში ბევრი ადვოკატი,
ჟურნალისტი, ბლოგერი დააკავეს ხელისუფლების კრიტიკის გამო, რაც აშკარად
საბღოეთის გავლენა არის. აზერბაიჯანი დახასიაათებულია როგორც
ავტორიტარული ქვეყანა. ჰეიდარ ალიევის ძეგლი თითქმის ყველა ქალაქში დგას
ე.წ ბელადის კულტია ეს ხალხისთვის. კონსტიტუცია პირველად მიიღეს 1921
წელს. დამოუკიდებელიაზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია 1995-ში მიიღეს.
კონსტიტუციით შეიცვალა რომ პრემიერ-მინისტრი ხდება პრეზიდენტის
შემცვლელი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ხდება უბრალო
უმრავლესობის მოპოვებით. ერთი პირი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს
ზედიზედ ორზე მეტი ვადით. შემოიღეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-
პრეზიდენტების ინსტიტუტი, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7
წლამდე გაიზარდა. დეპუტატის პოსტის ასაკობრივი ზღვარი გახდა 18 წელი.
პრეზიდენტი : 7 წლით აირჩევა. მას შეუძლია
 დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები
 დანიშნოს ან გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტის
წევრებიც.
 დაამტკიცოს კანონი.
 საგანგებო ან საომარი მდგომარეობა შემოიღოს.
 ეიარაღებული ძალების მეთაური დანიშნოს/გაათავისუფლოს.
 წამოაყენოს საკონსტიტუციო, უზენაესი, საარბიტრაჟო და სხვა სასამართლო
მმართველთა კანდიდატები.
 პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ქვეყნის ბიუჯეტი.
 დაამტკიცოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ეკონომიკური და
სოციალური პროგრამები.
აღმასრულებელი ხელისუფლება :პრეზიდენტი უდგას სათავეში და მის წინაშე
არიან პასუხისმეგებლნი. თუ პარლამენტმა პრეზიდენტის კანდიდატურა სამჯერ
არ დაამტკიცა, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მისი თანხმობის
გარეშეც შეუძლია.მათ შეუძლიათ :
 ქვეყნის ბიუჯეტის შედგენა და დასამტკიცებლად პრერზიდენტისთვის
წარდგენა.
 · სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა;
 ეკონომიკური და სოციალური სახელმწიფო პროგრამების შესრულება.
 სამინისტროებისა და სხვა ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოების
ხელმძღვანელობა და მათი გადაწყვეტილებების გაუქმება;
 პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად სხვა საკითხების გადაწყვეტა.
მიუხედავად ამისა ისინი მაინც უკანა პლანზე არიან პრეზდიენტის და მისი
მრჩეველეთა გამო.
საკანონმდებლო : 2002 წლიდან პარლამენტის წევრები აღარ აირჩევიან
პროპორციული წესით, 125-ე ამ ეტაპზე მაჟორიტარულად არიან არჩეულნი.
ფორმალურად პარლამენტი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელია. მათ
შეუძლიათ დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს თანამდებობის პირები. უმთავრესი
უფლებაა სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.
პოლიტიკური პარტიები :60-მდე პარტიაა. გავლენიანი და აქტიურები არიან :
ახალი აზერბაიჯანი (მმართველი პარტია), მუსავას პარტია, ლიბერალური
პარტია, დემოკრატიული პარტია და სხვა. პარტიები აქ დიდწილად რეგიონული
და ერთგულების პრინვიპით იქმნება. გადამწყვეტი როლინაქვს :ენი
აზერბაიჯანს:, რომელიც ათწლეულია უკვე მოქმედი პარტიაა აზერბაიჯანში.
იქმნება ბევრი ოპოზიციური პარტიაც , მაგრამ დაფინანსებისა და სისუტის გამო
მათ ხელი არ შეუშლიათ სახემწიფო პარტისაათვის.
საარჩევნო სისტემა :საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში წყდება ხმათა
უმრავლესობით და ააღარ საჭიროებს მეორე და მესამე ტურებს. ეუთოს და სხვა
საერთაშორისო არჩევნების მეთვალყურეობით ჩატარებული არცევნები
არცერთხელ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი. ამომრცეველტა დაშინება,
მოსყიდვა ეს ყველაფერია აზერბაიჯანის დღევანდელი არჩევნები. მთავრობა
აკონტროლებს საინფორმაციო საშუალებებსც. პრესას და ტელევიზიებს ისინი
ეკონომიკური ზეწოლით მართავენ და არამარტო. 2022 წლიდან პრეზიდენტმა
ახალი კანონი მიიღო, რომ ლიცენზია სჭირდება ყველა ტელევიზიასა და
ჟურნალის, რომ გააკეთონ ტავიანთი საქმე, რაც ნიშნავს ტავისუფლების
შეზღუდვას ჟურნალისტებისათვის. ზოგიერთი მათგანი ფიზიკური ძალადობის
მსხვერპლიც კი გამხდარა სახელმწიფოს მიერ. კრძალავენ ოპოზიციურ
რეკლამებსაც. მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ინფორმაციის წყარო
ტელევიზიაა, რომელიც ასევე მტავრობის კონტროლის ქვეშაა. ერთი სიტყვით
აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის იდეიტ არის შთაგონებული. სამოქალაქო
საზოგადოება ააზერბაიჯანში დაშვებულია თუმცა ვერ ვიტარდებიან, რადგან
ბევრი წინაღობა ხვდებათ. მაგალითად : თანხების უკმაისობა, შეზღუდული
რესურსი, ცუდი ინფრასტრუქტურა, მტავრობის რეპრესიები და სხვა. მათ აქვთ
უფლება მხოლოდ ქალებსა და ბავშვებზე იზრუნონ და არ შეეხონ მთავრობას.
გამონაკლისია ნავთობის მოპოვებაზე მომუშავე ორგანიზაცია.
თემა 3თანამედროვე სომხეთის პოლიტიკური სისტემა
ევროპულ ენაზე სომხეთს „არმენიათი“ მოიხსენიებენ. დედაქალაქი ერევანია.
სსრკ-გან დამოუკიდებლობა 1991 - ში გამოაცხადა. იყოფა ადმინისტრაციულად
11 ოლქად. ქვეყანა უნიტარულია. იყო საპრეზიდენტო, მაგრამ 2015 - დან
საპარლამენტოა. რელიგია ქრისტიანობაა. 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა სომხეთის
პირველი რესპუბლიკა და სწორედ ამ დროს შეიქმნა იქ პარლამენტი. ზოგჯერ
არარტის რესპუბლიკადაც მოიხსენიებენ. სომხეთს ტერიტორიული დავა ჰქონდა
საქართველოსთან, რომელიც ომში გადაიზარდა და საბოლოოდ სომხეთის
დამარცხებით დასრულდა. ამ ქვეყანას თავისი არსებობის განმავლობაში
კონფლიქტი ჰქონდა აზერბაიჯანთან. დავა ჰქონდა თურქეთთანაც ტერიტორიის
გამო, რომელიც სევრის ზავმა გამოიწვია, სადაც კვლავ სომხეთი დამარცხდა. 1920
წელს გასაბჭოვდა. 1921 - ში დადეს ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთ-
თურქეთის დღევანდელი ზღვარია განსაზღვრული.საბჭოთა პერიოდი და
დამოუკიდებლობის აღდგენა. როცა სსრკ-მ დაიკავა სომხეთი მაშინ მიიღეს
რამდენიმე კონსტიტუცია. ერთ-ერთი იყო ის, რომ სომხეთი გამოცხადდა
საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. შემდეგით სომხეთი შეიყვანეს საბჭოთა
კავშირის შემადგენლობაში, ხოლო კიდევ მომდევნო გადაწყვეტილებით სომხეთი
უშუალოდ გაერთიანდა სსრკ-ში. სომხეთის ბოლო საბჭოთა კონსტიტუცია 1978
წელს მიიღეს. 1991-ში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, და გახდა
კიდეც დამოუკიდებელი. 1992-ში მიიღეს გაეროში. 2001-ში ევროპის საბჭოშიც.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა სომხეთის განვითარებაზე.
თავდაპირველი ომი ყარაბაღის გამო სომხეთმა მოიგო, თუმცა ამან გამოიწვია
ურთიერთობის გაყინვა თურქეტთან და აღმოჩნდა ის, რომ სომხეთი რუსეთზეა
მიბმული. შემდგომმა დამარცხებებმა კი სომხეთი კიდევ უფრო მიბმული გახადა
რუსეთზე. სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ამ
კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა და მას დასავლეთისა და ამერიკის იმედი
ჰქონდა. მას სურდა ყარაბაღის რაღაც ტერიტორია დაეთმო აზერბაიჯანისთვის
და ამით საბოლოოდ მიეღწიათ ავტონომიისათვის, თუმცა ეს არც რუსებს
აწყობდათ და როგორც ჩანს არც მინისტრების გარკვეულ ნაწილს, რის გამოც
მოუწია პეტროსიანს გადადდგომა. (პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ სომხეთის
პრემიერ-მინისტრი რობერტ კოჩარიანი, თავდაცვის მინისტრი ვაზგენ სარგსიანი
და შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი სერჟ სარგსიანი)
1999 წელსმოხდა სისხლიანი ტრაგედია სომხეთის პარლამენტში. პარლამეტში
შეიჭრნენ უცხო პიროვნებები და მოკლა 8 ადამიანი მათ შორის პრემიერ-
მინისტრი სარქისიანი. ამ მოვლენამ ბევრი რამე შეცვალა. სომხეთის
პოლიტიკური სისტემის ზოგადი დახასიათება 1995 წელს მიიღეს ახალი
კონსტიტუცია, რომელიც ამყარებდა მმართველობის საპრეზიდენტო სისტემას.
2015 წელს ჩატარდა საკონსტიტუვიო რეფერენდუმი და სომხეთი ნახევრად
საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა.
უმაღლესი პირი გახდა პრემიერ-მინისტრი. 2017 წელს ახალი კონსტიტუციის
საფუძველზე ახალი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც სომხეთის
რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. (სახელისუფლებო პარტია). 2018 წელს
კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტი ხალხმა კი არა, არმედ
ეროვნულმა კრებამ აირჩია. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად,
პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვს 40 წელს მიღწეულ მხოლოდ სომხეთის
მოქალაქეს, რომელმაც იცის სომხური ენა და უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში
მუდმივად ცხოვრობს სომხეთში. სომხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა არმენ
საქრისიანი. ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც სომხეთში იყო
დაბადებული. მას შემდეგ რაც პრეზიდენს ვადა უმტავრდებოდა მას სურდა
პრემიერის სავარძელში გადამჯდარიყო, რაც შეძლო კიდევ და ამან გამოიწვია
აქციები და მსვლელობები ქალაქში, რის გამოც სარქისიანი გადადგა და აქციები
გაგრძელდა იქამდე, სანამ პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არ გახდა, თუმცა იმის
გამო რომ ეროვნულ კრებაში უმრავლესობა სარგისიანის პარტიას ეკუთვნოდა
ამის გამო გადადგა. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, სადაც ფაშინიანმა
გაიმარჯვა. 2022 წელს პრეზიდენტი სარქისიანი გადადგა. მიზეზი შზღუდული
უფლებამოსილებაა. პრეზიდენტი 2018 წლიდან პრეზიდენტი აირჩევა 7 წლის
ვადით. პარლამენტის სპიკერი და მთავრობის მეთაური კი შეიძლება არჩეული
იქნან ზედიზედ ორზე მეტი ვადით. ლება არჩეული იქნან ზედიზედ ორზე მეტი
ვადით.7 პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას პოსტის
დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტი შეასრულებს მხოლოდ
სიმბოლური ხასიათის ფუნქციებს. მას შეუძლია დანიშნოს ელჩები,
შეიარაღებული ძალების მეთაური. მიანიჭოს სტატუსი. მაგრამ ამპირებსაც
პრემიერი სთავაზობს და იქიდან უნდა აარჩიოს. პრეზიდენტი არჩევნებით აღარ
აირჩევა, არამედ ეროვნული კრება ირჩევს. საკანონმდებლო ორგანოეროვნული
კრება 5 წლით ვადით აირჩევა, პროპორციულად და შედგება 101 დეპუტატისგან.
1918 წელს ჩამოყალიბდა სომხეთის საბჭო - ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება.
1990 წელს ჩამოყალიბდა უზენაესი საბჭო. 1991-ში სომხეთი დამოუკიდებელ
რესპუბლიკად გამოცხადდა. იმავე წელს პეტროსიანი გახდა პრეზიდენტი. 1999-
დან 2012-მდე არჩევნებში დეპუტატთა რაოდენობა მცირდება. მაჟორიტარი
მცირდება, ხოლო პროპორციული იზრდება. საარჩევნო სისტემასაბჭოთა
პერიოდში არსებობდა მაჟორიტარული სისტემა. 1999-ში შეიქმნა შერეული
საარჩევნო სისტემა. დეპუტატად შეიძლება არჩეული იქნას 25 წელს მიღწეული
სომხეთის მოქალაქე. გარდა ამისა, კანდიდატი აუცილებელია ბოლო 5 წლის
განმავლობაში ცხოვრობდეს სომხეთში. არ შეიძლება არჩეული იქნან
სამთავრობო მოხელეები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები,
სამხედრო მოსამსახურეები, პროკურატურის, სპეცსამსახურების და
სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაკები. 2015 წლიდან სომხეთი სრულიად
პროპორციული გახდა.მთავრობა 2015 წლიდან კონსტიტუციის მეშვეობით
გაიზარდა მთავრობის უფლებამოსილება. ის აღმასრულებელი ორგანო იყო.
შეიარაღებული ძლაბეი გადავიდა მათ დაქვემდებარებაში, ომის დროს
მტავარსარდალი კი პრემიერი იქნებოდა. ამ ყველაფრის გამო პრეზიდენტს
უფლებები ჩამოერთვა. პრემიერს ნიშნავს მმართველი პარტია.
თემა 4
4. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთიც და აზერბაიჯანიც ცდილობენ დაასაბუთონ, რომ ყარაბაღი ისტორიულად მათი კუთვნილება


იყო, ჩნდება დაპირისპირების წაქეზება. ამ ვერსიით დაპირისპირება უძველესი დროიდან იღებს სათავეს,
თუმცა თანამედროვე კონფლიქტს თუ განვიხილავთ, 19-ე საუკუნიდან იწყება, როცა დამკვიდრდა
ნაციონალისტური დისკურსი კავკასიის რეგიონში.
ეტაპები:

1. 1988-1991 - ეთნიკური დაპირისპირება აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში.


2. 1991-1994 - სამხედრო დაპირისპირება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილ ორ სუვერენულ
სახელმწიფოს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დამთავრდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.
3. 1994-2020 (შემოდგ) - მოლაპარაკებები კონფლიქტის გადასაჭრელად, უშედეგოდ მიმდინარეობდა
4. 2020 შემოდგომიდან - სეიქმნა ახალი რეალობა აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ.

სომეხ-თათართა ხოცვა-ჟლეტა

1905 - 1906
სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის პირველი დიდი დაპირისპირება 1905-1906 წლებში მოხდა. განადგურდა 158
აზერბაიჯანული და 128 სომხური დასახლებული პუნქტი. მსხვერპლი - 3-10 ათასამდე. ამიტომ უწოდებენ ხოცვა-
ჟლეტას. (იმ დროისთვის აზერბაიჯანელებს კავკასიელ თათრებს უწოდებნენ) მძიმე დაპირისპირებები:

1- ბაქოში - 1905 წ. თებერვალი-მარტი


2- ნახიჩევანში - 1905 წ. მაისი
3- თბილისში - 1905 წ. 22-29 ნოემბერი. მიმდინარეობდა ხარფუხსა და ავლაბარში, სადაც ძირითადად სომხები და
აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. ისიდორე რამიშვილის ინიციატივით სისხლისღვრის შეჩერება სცადეს
ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა.
დაპირისპირება ყარაბაღში

1917-1920
პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, წარმოისვა ეთნიკური კონფლიქტი იმ ადგილებში სადაც სომხ-აზერბ ცხოვრობნენ.
სამხ. კავკასიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კონფლიქტები გადაიზარდა ომში.
ანტანტის წევრები და საქართველოს მთავრობა ცდილობდნენ შუამავლის როლი შეესრულებინათ, მაგრამ არ
გამოუვიდათ. ომს ახლდა ეთნიკური ძალადობები:

 1918 წ. მარტი - მუსლიმი მოსახლეობის ხოცვა ბაქოში, სადაც დიდი როლი ითამაშეს ,,დაშნაკცუთიუნის’’
(სომხური პოლიტიკური პარტია) შეიარაღებულმა რაზმებმა. დღეს გენოციდს ეძახიან ამ პერიოდს
აზერბაიჯანში.
 1918 წ. სექტემბერი - ბაქოს აღების შემდეგ თურქებმა და აზერ. ჯარებმა ბაქოს სომხური მოსახლეობის ხოცვა
დაიწყეს. მსხვერპლი - 9-30ათასი
 1920 წ. მარტი - ქ. შუშაში სომხების მასობრივი ჟლეტა. ქალაქი მთლიანდ დაიცალა სომხური მოსახლეობისგან.

გასაბჭოება და ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შექმნა


როდესაც სომხ. და აზერ. გასაბჭვდა, რუსეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით 1921 წ 4 ივლისს მთიანი
ყარაბაღი გადაეცა სსრ-ს. თუმცა 5 ივლისს ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ის დარჩა აზერბაიჯანს. 1923 წელს 7
ივლისს შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, უფრო სომხებით დასახლებულ რაიონებში. ფართ-4.161 კვ.კმ.
მოსახლეობა- 125,2 ათასი (1926 არწერით). სომხები-89.2% აზერ-10.06%.

კანონთა ომი: მთიანი ყარაბაღის ავტონომიური

ოლქიდან რესპუბლიკამდე
1988 წ. 20 თებერვალს ყარაბაღის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია და მიმართა აზერბაიჯანის, სომხეთის და
საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოებს შეეცვალათ ავტონომიური ოლქის სტატუსი და გადასულიყო აზერბაიჯანიდან
სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ მოთხოვნას თანხმობა მოჰყვა სომხეთის საბჭოს მხრიდან და უარყოფა
აზერბაიჯანის მხრიდან. 1988 წ. 18 ივლისს სსრკ საბჭომ უკანონოდ მიიჩნია ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემა აზერბ.
თანხმობის გარეშე.

1989 წ 23 სექტ- აზერ. სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი აზერბაიჯანის სსრ სუვერენიტეტის შესახებ, სადაც
მთიანი ყარაბაღი აზერბ. განუყოფელ ნაწილად გამოცხადდა.

1991 წ. 30 აგვისტო - აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა აზერბ. დამოუკიდებლობა. 2 სექტ- გამოცხადდა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა, რომელიც არ ცნეს გაეროს წევრმა ქვეყნებმა.

1991 წ. 26 ნოემბერი- აზერბ. უმაღლესმა საბჭმ გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაცია. ეს
არაკონსტიტუციურად გამოცხადდასსრკ კომიტეტის მიერ, თუმცა 1991 26 დეკემბერს დაიშალა ის.
კანონთა ომი: მთიანი ყარაბაღის ავტონომიური

ოლქიდან რესპუბლიკამდე
1988 წლის 20 თებერვლის მოთხოვნას შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება მოჰყვა. 22 თებერვალს შეტაკების დროს
ასკერანთან დაიღუპა 2 ადამიანი. 27-29 თებერვალს სომხები დაარბიეს ქ. სუმგაითში, რამაც უფრო გაამწვავა ვითარება.

ეთნიკურ კონფლიქტში ეთნოსების ჩართულობა ·

 ეთნიკურ კონფლიქტში ჩართულია ეთნოსის ნაწილი


 სუმგაითი, 1988 წ. 28 თებერვალი - წამებით მოკლეს 53 სომეხი
 ამას აკეთებდა დაახლოებით 50 კაციანი ჯგუფი; მათ დასდევდა დაახლოებით 300-კაციანი ჯგუფი, რომელიც
ამ ქმედებას იწონებდა, მაგრამ ძალადობაში არ მონაწილეობდა
 სუმგაითის მოსახლეობა - 100 ათასი ადამიანი
1989 წლის დასაწყისში სომხეთში მყოფმა აზერბაიჯანელებმა და აზერბაიჯანში მყოფმა სომხებმა დატოვეს
საცხოვრებლები.

1989 წ. ზაფხული- სომხეთმა შემოიღო ნახიჩევანის ბლოკადა, საპასუხოდ აზერბაიჯანმა სომხეთის ეკონომიკური და
სატრანსპორტო ბლოკადა გამოაცხადა.

1990 წ. 13-18 იანვ. - ბაქოში სომმხები დაარბიეს, დაიღუპა 90 ადამიანი, 20 იანვარს საბჭოთა არმია შეიყვანეს ბაქოში,
რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა.

1991 წ. 19-27 დეკ. - მთიანი ყარაბაღიდან სსრკ ჯარების გაყვანა . სსრკ დაშლამ კონფლიქტის გაღრმავება გამოიწვია.

ომის ძირითადი ეტაპები მთიან ყარაბაღში


 1992 წ. 6 იანვარს მიიღეს დეკლარაცია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ.
 1992 წ. 25-26 თებერვალს ღამით მოხდა ხოჯალის ტრაგედია, როდესაც აზერბაიჯანული დასახლებული
პუნქტის აღების დროს დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მცხოვრები.
 1992 წ. 18 მაისს სომხებმა ხელთ იგდეს ქ. ლაჩინი და გახსნეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის
დამაკავშირებელი დერეფანი.
 1992 წ. 12 ივნისს დაიწყო აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების კონტრშეტევა, რაშიც დიდი როლი შეასრულა
რუსეთის მიერ გადაცემულმა შეიარაღებამ. (სსრკ დაშლის შემდეგ საბჭოთა არმიის ნაწილებმა შეიარაღებები
გადასცეს სომხ და აზერბაიჯანს, რადგან იცოდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენებდენენ)
სომხეთის გადამწყვეტი შეტევა : 1993 წ. მარტი, რის შედეგადაც სომხეთმა დაიკავა ტერიტორიები სომხეთსა და მთიან
ყარაბარს შორის და მთიან ყარაბაღსა და ირანს შორის. მსხვერპლი ყარაბაღის ომში: აზერბ-11.667, სომხ-5856. სულ-20-
25ათასი. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან განდევნეს 500ათასი აზერბაიჯანელი, სომხეთიდან-186ათასი აზერბ, 18
ათასი მუსლიმი ქურთი. აზერბ დატოვა 350 ათასმა სომეხმა.

ბიშკეიკის შეთანხმება

1994 წ 15 აპრ - დსთ სახელმწიფოთა მეთაურებმა მკაცრი ფორმით მოთხოვეს ყარაბაღის კონფლიქტის შეწყვეტა და
მშვიდობის დამყარება.
1994 წ. 5 მაისი- რუსეთის, ყირგიზეთის და დსთ-ს პარლამენტშორისი ასამბლეის შუამავლობით ყირგიზეთის
დედაქალაქ ბიშკეკში ხელი მოაწერეს ბიშკეკის პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც 12 მაისს იმავე მხარეებმა
მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, უახლოეს დღეებში უნდა შექმნილიყო
საიმედო მექანიზმები იმისათვის, რომ ტერიტორიებიდან გაეყვანათ სამხედრო შენაერთები, გახსნილიყო
კომუნიკაციები, დაბრუნებულიყვნენ დევნილები და გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები.

საომარი მოქმედებების შეწყვეტამ:

 შესაძლებელი გახადა მოლაპარაკებების დაწყება


 შესაძლებელი გახადა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა
 შესაძლებელი გახადა რეგიონული პროექტების განხორციელება.

საომარი მოქმედების შედეგები: ტერიტორიული ასპექტი


მთიანი ყარაბაღის კონტროლქვეშ მოექცა ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის 92,5% და
ე.წ. „უსაფრთხოების ზონა“, რომელიც მოიცავს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე 7 აზერბაიჯანულ რაიონს და მისი
საერთო ფართობია 7.634 კვ.კმ. სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ხაზი ყარაბაღში კი 216 კილომეტრს
შეადგენს. სომხური მხარის კონტროლის ქვეშ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიის 13,4%. აზერბაიჯანი ამ
ტერიტორიას სომხეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებად თვლიდა; საერთაშორისო ორგანიზაციები კი ამ ტერიტორიას
არა სომხეთის, არამედ „ადგილობრივი სომხური ძალების“ მიერ ოკუპირებულად მიიჩნევდნენ.

ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანია და ნაკლებად დასახლებული, თუმცა დიდი სტრატეგიული მნიშნელობა
გააჩნია. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, ჩრ-ში კი უამრავი წყარო და მდინარე იღებს
სათავეს.

სამი პოზიცია ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით:


მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ეუთოს მინსკის ჯგუფი

არსებობს 1992 წლიდან, ყავს 3 თავმჯდომარე: რუსეთი, საფრანგეთი, აშშ. წევრები: ბელორუსია , გერმანია, იტალია,
შვედეთი, ფინეთი და თურქეთი. ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი. საბოლოო სახით არსებობს 1997 წლიდან. ეუთოს
ჯგუფმა 1992-2005 წლებში 3 სხვადასხვა წინადადება შესთავაზა სომხ და აზერბაიჯანს, რითაც შეიძლებოდა
მოლაპარაკებები, თუმცა ვერ მიაღწიეს კომპრომისს.

1996 წ. ჩამოყალიბდა ე. წ. ლისაბონის პრინციპები:

 კონფლიქტის მოგვარება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გარეშე


 ყარაბაღის სტატუსი განისაზღვროს თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით
 უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება.
1997 წელს ორი ვარიანტი გადაეცათ მოგვარების: პაკეტური და ეტაპობრივი (ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარის
გაყვანა და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა; ლტოლვილთა დაბრუნება და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების
განლაგება; -მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა) არც ეს გამოვიდა რადგან უარყო აზერბაიჯანმა და მთიანმა
ყარაბაღმა.

1998 წ. - რუსეთის საგარეო მინისტრმა პრიმარკოვმა ,,საერთო სახელმწიფოს გეგმა’’ შესთავაზა - ყარაბაღი ქმნიდა
საერთო სახელმწიფოს აზერბაიჯანთან. ეს იყო ერთგვარი კონფედერაციის შექმნის გეგმა. მოლაპარაკებები ისევ ჩიხში
შევიდა.

2003 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ორივე ქვეყანაში შეიცვალა
პრეზიდენტები, რის შემდეგაც მინსკის ჯგუფი კვლავ გააქტიურდა მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად.

2005 წლიდან მეოთხე გეგმა : შერეული - ,,პაკეტურ-ეტაპობრივი’’ - მისი მიხედვით ხელახლა უნდა შეთანხმებულიყო
კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპები.

2008 წ. 14 მარტი - გაერომ მიიღი რეზოლუცია - სომხეთს უნდა გაეყვანა ჯარები აზერბ. ყველა ოკუპირებული
ტერიტორიიდან. მხარი დაუჭირა 39 ქვეყანამ, წინააღმდეგი-7, თავი შეიკავა- 100.

2008 წ. ნოემბერი - რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შუამავლობით შედგა სომხეთისა და


აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. ხელი მოეწერა მაიენდორფის დეკლარაციას, რომელშიც მხარეებმა
განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პოლიტიკური გზით უნდა მოწესრიგებულიყო საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე. თუმცა მალევე პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ დეკლარაციით აზერბაიჯანს
ვალდებულება არ აუღია თავი შეიკავოს კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზაზე.

მადრიდის პრინციპები
2009 წ. 10 ივლ- მინსკის ჯგუფმა კონფლიქტის მხარეებს იტალიის ქალაქში ლაკუილაში გადასცა მადრიდის
პრინციპები. ახალი ვარიანტი. ეს პრინციპები ითვალისწინებს:

 მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიის დაბრუნება აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ


 მთიანი ყარაბაღისთვის დროებითი სტატუსის მინიჭება, რომელიც მისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა
და თვითმმართველობას
 სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დერეფნის გახსნა
 მომავალში მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა იურიდიულად სავალდებულო ნების გამოხატვის
საფუძველზე;
 ყველა დევნილი და გადაადგილებული პირის უფლების უზრუნველყოფა დაუბრუნდნენ თავიანთ ადრინდელ
საცხოვრებელ ადგილებს
 უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, მათ შორის მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის ჩათვლით
საბოლოოდ, არც ეს იყო მოსაწონი არცერთი მხარისათვის, უფრო სომხეთისთვის და ისევ ძალისმიერ მეთოდებზე
საუბრობდნენ.

პოლ გობლის გეგმა: ტერიტორიების გაცვლა


ამერიკელი პოლიტოლოგი. 90-იან წლებში წამოაყენა ეს გეგმა. სომხეთი იღებდა ყარაბაღს, აზერბაიჯანი კი
ზანგეზურს, ანუ ხდებოდა ნახჭევანის მფლობელი. თუმცა სომხეთი ზარალდებოდა, რადგან ირანთან საზღვარს
კარგავდა. ახალი გეგმა თქვა: სომხეთს უნდა მიეღო ნახჭევანის ოლქის ნაწილი, რათა საზღვარი შეენარჩუნებინა
ირანთან. აქედანაც არაფერი გამოვიდა.

ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი:

ელნურ ალანოვი, 2012 წლის 7 დეკემბრის განცხადებით - 431 მლრდ$

ოთხდღიანი ომი მთიან ყარაბაღში (2016 წლის 2-5 აპრილი)


 აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია - აზერბაიჯანული შენაერთები, რომლებიც დისლოცირებული იყო
კონფლიქტის ზონაში და ასევე მიმდებარე დასახლებული პუნქტები დაცხრილეს. რასაც მოჰყვა დიდი
მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებმა გადაწყვიტეს საპასუხო
ზომების მიღება ტერტერისა და ფიზულის რაიონების მიმართულებით.
 სომხეთის ოფიციალური პოზიცია - აზერბაიჯანის მხარემ პირველმა გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი გამოიყენა
მძიმე ტექნიკა.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მხარემ 2 აპრილს
კონფლიქტის ზონაში განახორციელა თავდასხმა. გამოიყენა არტილერია, მძიმე ტექნიკა და ავიაცია. მომდევნო
პერიოდში აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა კონფლიქტის ზონაში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების შესახებ.
აზერბაიჯანმა დაიკავა სოფელი სეისულანი და თალიშის მიმდებარე სიმაღლეები.

4 აპრილს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ უპილოტო საფრენი
აპარატების გამოყენებისა და დაღუპულების შესახებ. აზერბაიჯანმა გავრცელა ინფორმაცია ქალაქ გორადიზის
რაიონში თავისი მაიორის დაღუპვის შესახებ. 5 აპრილს ორივე მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,
მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ. ხელშეკრულება ძალაში
შევიდა ფრონტის მთელ ხაზზე დილის 12:00 საათიდან

ნიკოლ პაშინიანი(სომხ. პრემ-მინისტ) ილჰამ ალიევი (აზერ. პრეზიდ) და

მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის თაობაზე


ერთმანეთს ომამდე რამდენჯერმე შეხვდნენ:

 2018 წლის სექტემბერსა და დეკემბერში დსთ სამიტებზე დუშანბესა და პეტერბურგში;


 2019 წლის 22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე;
 2019 წლის 20 მარტს ვენაში ეუთოს მინსკის ჯგუფის ინიციატივით;
 2020 წლის 15 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე ამართულ კონფერენციაზე.
პაშინიანმა ახალი გზა მოიფიქრა და გამოაქვეყნა მიუნხენის პრინციპები:
1.მთიანმა ყარაბაღმა ისევე მოიპოვა დამოუკიდებლობა, როგორც აზერბაიჯანმა;

2. მთიანი ყარაბაღი არის კონფლიქტის მხარე და მოლაპარაკების მხარეც, რომელთან მოლაპარაკების გარეშე
კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია;

3. არ არის ტერიტორია, არ არის უსაფრთხოება. მთიან ყარაბაღს არ შეუძლია თავისი უსაფრთხოების მუქარის ქვეშ
დაყენება

4. კონფლიქტის გადაწყვეტა ერთი ან ორი მოქმედებით შეუძლებელია. მოლაპარაკების პროცესში თავიდან


აუცილებელის „მიკრორევოლუციები“, შემდეგ „მინი-რევოლუციები“, მხოლოდ ამის შემდეგ კი გარღვევა

5. პრობლემის ნებისმიერი გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს სომხეთის ხალხისთვის, ყარაბაღის ხალხისთვის და
აზერბაიჯანის ხალხისთვის. სომხეთი და ყარაბაღი მზად არიან სერიოზული ძალისხმევა გასწიონ ასეთი
გადაწყვეტილების მოსაძებნად. ასეთი მზადყოფნა აზერბაიჯანმაც უნდა აჩვენოს. სწორედ ამ პუნქტს თვლის
ფაშინიანი „რევოლუციად“, რადგანაც ამ სიაში აზერბაიჯანის გამოჩენა ადრე შეუძლებელი იყო.

6. მთიანი ყარაბაღის პრობლემას არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა. თუკი ვინმე იტყვის, რომ პრობლემას აქვს სამხედრო
გადაწყვეტა, ყარაბაღის ხალხი უპასუხებს: მაშასადამე, ის უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია,

მიუნხენში გამართული დისკუსიის დროს თავის მხრივ ილჰამ ალიევმაც ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის წინადადებები:
დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე და მათი უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, სადავო რეგიონის სტატუსის გადაწყვეტა. მხარეთა განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარე,
მოლაპარაკებები კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა

ყარაბაღის მეორე ომი

27.09.2020-10.10.2020 (44დღე)
დაიწყო აზერბაიჯანის არმიის შეტევით, რაც ოფიციალური ვერსიით, საპასუხო დარტყმა იყო სომხების მიერ
აზერბაიჯანული დასახლებებისათვის ცეცხლის გახსნაზე. ბრძოლები ორი მიმართულებით მიმდინარეობდა -
ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. ომის საწყის ეტაპზე ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა
მდინარე არაქსის დაბლობზე, - გადრუტ-ჯებრაილის მიმართულებით. ორივე მხარე იუწყებოდა დიდი მსხვერპლის
შესახებ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში გამოაცხადეს სამხედრო
წესები და საყოველთაო მობილიზაცია. სომხეთიდან გასვლა აეკრძალათ 18 წლის ასაკზე უფროს მამაკაცებს.
აზერბაიჯანში ასევე გამოცხადდა სამხედრო წესები და ნაწილობრივი მობილიზაცია.

1 და 17 ოქტომბერს სომხურმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯას მიმართულებით,
რასაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ
აზერბაიჯანის ძალებმა სომხებს სამაგიერო გადაუხადეს ფუზულისა და მიმდებარე სოფლების დაკავებით.
საერთაშორისო შუამავლობით საომარი მოქმედებების შეწყვეტის სამი მცდელობა იყო (მოსკოვი - 10 ოქტომბერი,
პარიზი -17 ოქტომბერი და ვაშინგტონი - 25 ოქტომბერი), რომელთა დარღვევას მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ.
სომხეთ-აზერბაიჯანის ძალები დაახლოებით თანაბარი იყო და არ ელოდნენ აზერბაიჯანის მნიშვნელოვან
წარმატებას, თუმცა აზერბაიჯანული არმია უკეთ მომზადებული და შეიარაღებული აღმოჩნდა, ამასთან სომხეთი
მოუმზადებელი აღმოჩნდა სამხრეთის მიმართულებიდან განვითარებული შეტევისათვის. აზერბაიჯანს ეხმარებოდა
თურქეთი, ტექნიკით, ჯარისკაცებით, მრჩეველებით.

აზერბაიჯანმა აიღო - ჯებრაილი, გადრუტი (დასახლ. პუნქტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე) ემუქრებოდა ასევე
ლაჩინს, რაც აკავშირებს ყარაბაღსა და სომხეთს. ბოლოს აიღეს შუშა ( ყარაბაღის გული, გასაღები და სიმბოლო) და
ამით დასრულდა სამხედრო მოქმედებები. 2020 წლის 10 ნოემბერს განცხადება გააკეთეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა,
სომხ პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა, რომ ცეცხლი შეწყდა.

ომის შედეგები:
10.10.20 შეთანხმება ითვალისწინებდა რუსი სამხედროების შეყვანას მთიან ყარაბაღში, სომხური ნაწილების გაყვანას 1
დეკემბრამდე, აზერბ ტერიტორიებიდან. აზერბაიჯანის ხელში რჩებოდა მის მიერ დაკავებული მთიანი ყარაბაღის
ტერიტორია ქალაქ შუშით. საომარი მოქმედებების დაწყებამდე სომხები დაახლოებით 12.500 კვ. კილომეტრ
ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ომის შემდეგ მათ ხელში დაახლოებით 2.500 კვ. კმ. ტერიტორია რჩება ქალაქ
სტეპანაკერტით.

10 ნოემბრის შეთანხმება შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებდა:

1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტას და საბრძოლო
მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის
რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო
კონტინგენტი 1960 მსუბუქი იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380
ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად


განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით
განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ
გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ,

შეწყვიტოს ეს მოცემულობა.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის


მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს


დაუბრუნებს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს. ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს
მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, გააკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, ეს არ შეეხება ქალაქ
შუშას.

7. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში
მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს
უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების
დასაცავად განლაგდება.

8. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო


გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.

9. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.


მიმდებარე ტერიტორიები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

10. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების
გაცვლა მოხდება.

11. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა


უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და
ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

12. მხარეთა შეთანხმებით, უნდა განხორციელდეს ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა,


რომლებიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის რეგიონებთან დააკავშირებს.

2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში შედგა პუტინის, ალიევის და ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა, ხელი
მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რეგიონში სამომავლო მოქმედების შესახებ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 2020
წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულებისათვის, რათა გაიხსნას ყველა
ეკონომიკური და სატრან- 25 სპორტო კავშირები რეგიონში. ამ პუნქტის თანახმად, „სომხეთი
უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის
ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ხელი არ შეეშალოს მოქალაქეთა და ტვირთის გადაადგილებას
ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის
დაცვის სამსახურის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა
დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რეპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ
რეგიონებთან”. მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა პუტინისა და ალიევის შეხვედრა, რომლის
დასრულების შემდეგაც ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის
გავლით სომხეთისა და რუსეთის, ასევე, სომხეთისა და ირანის დაკავშირება, ხოლო აზერბაიჯანი
დაუკავშირდება ნახიჩევანის რესპუბლიკას, შემდგომში კი - თურქეთს. მისივე თქმით, მოხდება რუსეთისა
და თურქეთის რკინიგზების ერთმანეთთან დაკავშირებაც.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში


სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 10 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 2021 წელს - მას შემდეგ,
რაც გენშტაბის მეთაურ ონიკ გასპარიანისა და 40-მდე სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა,
სადაც ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ფაშინიანმა განცხადებას სამხედრო გადატრიალების
მცდელობა უწოდა. გასპარიანი ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრიზისის
განსამუხტავად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 20
ივნისს დანიშნა. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო 18 მარტს ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“
ლიდერთან გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პარტიამ - “ჩემი ნაბიჯი”, დაიწყო
მზადება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისათვის.

1 აპრილს სომხეთის პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების


კანონპროექტი, რომელიც ე. წ. რანჟირებულ საარჩევნო სისტემას დახურული პროპორციული სიების
მოდელით ცვლის. ე.წ. რანჟირებული საარჩევნო სისტემა გულისხმობს პროპორციული წესით შედგენილ
სიებს, სადაც ამომრჩეველს თავად შეუძლია კონკრეტული რიგითობა მიანიჭოს მისთვის სასურველ
კანდიდატს. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი თავად ადგენს პარტიის პროპორციულ სიას. შესაბამისად,
პარლამენტში ხვდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც რანჟირებული პრინციპით, ყველაზე მეტმა ადამიანმა
დაუჭირა მხარი. დახურული პროპორციული სიების მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით
შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც კანდიდატთა რიგითობა წინასწარაა განსაზღვრული კონკრეტული
პარტიის გადაწყვეტილებით. 2021 წლის 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის
ბლოკმა გაიმარჯვა. ფაშინიანმა არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვა, რომ ყარაბაღის ომში დამარცხება ხალხმა მას
არ დაუკავშირა.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები
“სომხურ-რუსული სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობები საკმაოდ მდიდარი და მრავალშრიანია. ისინი
ეფუძნება ჩვენი ხალხების ისტორიულ სიახლოვეს და ეს ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მომავალ
ვადამდელ არჩევნებზე. 29 იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილია და
ფუნქციონირებს ორი სომხურ-რუსული სამხედრო დანაყოფი – უსაფრთხოების გაერთიანებული დანაყოფი და საჰაერო
თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემა, ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნები არიან კოლექტიური
უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია სომხეთი რუსეთიდან
იარაღის მიღებით, რათა გვქონდეს თანამედროვე შეიარაღება”. ფაშინიანის თქმით, ერევანი ასევე დაინტერესებულია,
რომ სომხეთში იმავე კომპლექტაციით შევიდეს რუსული შეიარაღება, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული
ძალებისთვის შედის.

დანართი

ავტორი შტეფან მაისტერი 2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი
შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი,
ძირეულად ცვლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო არსებულ სიტუაციას. სომხეთს უმოკლეს
ვადაში მოუწევს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე, 1990 წლების დასაწყისში
დაპყრობილი შვიდივე ადმინისტრაციული რაიონის დაბრუნება. მთიანი ყარაბაღის სამხრეთით
დაკავებული ტერიტორიებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება, იგივე ეხება სტრატეგიული და
ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ შუშას/ შუშის. მთიანი ყარაბაღის და სადავო რეგიონის და
სომხეთის დამაკავშირებელი 5 კილომეტრის სიგანის სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოებას 1960 რუსი
მშვიდობისმყოფელი უზრუნველყოფს. ირანის საზღვრის გასწვრივ 30 სომხეთი თავის ტერიტორიაზე
უზრუნველყოფს დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავს, ნახიჭევანს დაუკავშირებს. ხსენებულ
მარშრუტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი სასაზღვრო
ჯარის ქვედანაყოფები გააკონტროლებენ. მართალია ომის აქტიური ფაზის შეჩერება საერთო ჯამში
მოხერხდა, თუმცა კონფლიქტი ახალ ფაზაში შედის, რადგანაც ჯერჯერობით დაურეგულირებელია ისეთი
პრინციპული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის სტატუსი, ხოლო თავად
ხელშეკრულება ახალ უთანხმოებებს აჩენს.

ქვემოთ გავაანალიზებთ ამ ომის და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კვალდაკვალ დამდგარ 10 შედეგს,


რომლებიც მასშტაბურ გავლენას იქონიებენ როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ისე ევროკავშირზე.

1.რატომ მოხდა ეს ომი ახლა? მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არასოდეს არ ყოფილა „გაყინული“, ის
ყოველთვის გამოირჩეოდა ესკალაციის პოტენციალით. ორივე სახელმწიფო აქტიურად იძენდა შეიარაღებას,
ისე, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების რიგებში აღმოჩნდნენ.

მაშინ, როდესაც ერევნისთვის სტატუს-კვო სრულიად მისაღები იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სულ
უფრო უმყარდებოდა შთაბეჭდილება, რომ სომხეთი, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოკვეთილად
გულგრილი დამოკიდებულების ფონზე, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებით და
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ჩამოსახლების პოლიტიკით აქტიურად აძლიერებდა საკუთარ
პოზიციებს.

2. რა იყო ამ ომში თურქეთის როლი? თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერამ ამ კონფლიქტში


თამაშის წესები შეცვალა, რაც ბაქოს სამხედრო წარმატების საკვანძო ელემენტა.დ იქცა. აზერბაიჯანი წლების
მანძილზე ემზადებოდა ამ ომისთვის, იძენდა რა ყველაზე თანამედროვე სამხედრო დრონებს და
მაღალპრეციზიულ შეიარაღებას.

ანკარამ სამხედრო დრონების მიწოდებით და მათი ტექნიკური მომსახურებით ბაქოს სამხედრო


უპირატესობის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეუქმნა. გარდა ამისა, არაერთი წყარო ადასტურებს
აზერბაიჯანში თურქეთის დახმარებით ყველაზე ცოტა 2000 სირიელი მებრძოლის ფარულ შეყვანას, რამაც
აზერბაიჯანის არმიის დარტყმითი შესაძლებლობები კიდევ უფრო აამაღლა.

ამასთან თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ დაფიქსირებულმა უპირობო მხარდაჭერამ, რომელიც


პრეზიდენტმა ერდოღანმა საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გააჟღერა, ბაქოს შეუქმნა განწყობა, რომ მას
მხარში ჭეშმარიტი მოკავშირე ედგა. ამგვარი მიდგომა თურქეთის პრეზიდენტისთვის შიდაპოლიტიკური
თვალსაზრისით მომგებიან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აზერბაიჯანის მხარდაჭერით მან
ნაციონალისტურ წრეებში ქულების დაწერა შეძლო. თუმცა ერდოღანისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია
ფაქტი, რომ მან მოახერხა რუსეთის გამოწვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ყოველთვის მოიაზრებოდა
ამ უკანასკნელის გავლენის სფეროდ.

ანკარა და მოსკოვი მთელ რიგ კონფლიქტებში საპირისპირო პოზიციებზე დგანან, შესაბამისად თურქეთის
ხელისუფლებისთვის ვერ იქნებოდა მოსაწონი რუსეთის მცდელობა, შავი ზღვის რეგიონში ბალანსი თავის
სასარგებლოდ გადაეხარა. ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევა იყო სიგნალი თურქეთის მხრიდან, რომ მას
სამხრეთ კავკასიაში კვლავ გავლენიან მოთამაშედ ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს. აზერბაიჯანის
გამარჯვების შედეგად, ამავდროულად, გამყარდა ბაქო-ანკარას ღერძი, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას
აძლევს, მომავალშიც გაატაროს კასპიის ზღვის რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკური და
ენერგეტიკული ინტერესები.

3.ნიშნავს თუ არა კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულება რუსეთის გამარჯვებას?


რუსეთი ამ ომში გამარჯვებულიცაა და დამარცხებულიც, რადგან შეთანხმება ცხადყოფს, რომ მოსკოვი რჩება
რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით საკვანძო მოთამაშედ, თუმცა ასევე გამოიკვეთა, რომ
თურქეთის სახით რეგიონში ახალი მოთამაშე ჩნდება.

რუსეთი არა მარტო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარანტად გამოდის, იძენს რა სომხეთის
მფარველი ძალის სახით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას, უფრო მეტიც - უკვე აზერბაიჯანსაც მოუწევს
მთიან ყარაბაღში რუსეთის ყოფნასთან შეგუება. მოსკოვმა მოახერხა თურქეთის შეთანხმების მიღმა
დატოვება, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ არსებული მონიტორინგის მექანიზმი თურქეთის
ჩართულობას გულისხმობს. მართალია, დათმობა, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ, სომხეთის
ტერიტორიაზე დერეფნის გატარებას გულისხმობს, თურქეთს აზერბაიჯანთან და, შესაბამისად, კასპიის
ზღვასთან, უშუალოდ დაკავშირების საშუალებას აძლევს, აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტის
ფუნქციონირება, ამავდროულად, რუსეთზეცაა დამოკიდებული.

4.არის თუ არა რუსეთი სომხეთის მოკავშირე? სომხეთს მოუწია თვალი გაესწორებინა ფაქტისთვის, რომ მას
გასაჭირში ვერ ექნება ვერც დასავლური თანამეგობრობის იმედი და რომ 34 ვერც რუსეთი ჩაითვლება მის
მფარველ ძალად. მოსკოვის უმოქმედობა მანამ, ვიდრე სომხური მხარის დამარცხებამდე ფაქტობრივად
აღარაფერი რჩებოდა და რუსეთის აქცენტირებულმა ნეიტრალიტეტმა სომხეთს იმედები გაუცრუა. იმის
გათვალისწინებითაც კი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეგულაციები
მხოლოდ სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვრცელდება, ნათელი გახდა, რომ რუსეთის მიერ მართული
ეს პოსტსაბჭოთა ინსტიტუტიც უფრო მეტად მოსკოვის ნება-სურვილზე დამოკიდებული
პოტიომკინისეული სოფლის ანალოგიური ორგანიზაციაა, ვიდრე კოლექტიურ დავდაცვაზე
ორიენტირებული ქმედუნარიანი კოალიცია.

იმთავითვე წამოუდგენელი იქნებოდა, რომ ამ ომში სომხეთის მოკავშირებად ბელარუსი ან ყაზახეთი


ჩაერთვებოდნენ. შესაბამისად, მოსკოვი თავად წყვეტს, თავისი უსაფრთხოების ორგანიზაციის მანტიას
ამოფარებული, თუ როდის უნდა ჩაერთოს პროცესებში და როდის - არა. რუსეთის სამხედრო ყოფნა მთიან
ყარაბაღში ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი გააკონტროლებს სადავო რეგიონისა და
სომხეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო მარშრუტს და აზერბაიჯანისა და ნახიჭევანის დამაკავშირებელ
დერეფანს, სომხეთს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის მოსკოვის კეთილგანწყობაზე.

5.რა მნიშვნელობა აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთისათვის? სომხეთისთვის აღნიშნული


შეთანხმება კაპიტულაციის ტოლფასია, რომელიც არა მარტო ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს, არამედ
სახელმწიფოში დესტაბილიზაციის ხანგრძლივ პროცესსაც შეუწყობს ხელს.

მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე პროვინციებიდან წამოსული ლტოლვილთა ტალღა ისევე, როგორც


დაბრუნებული სამხედროები სომხეთს მძიმე ტვირთად დააწვებიან, რაც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო
დაასუსტებს ქვეყანას ფინანსურად, მეორე მხრივ კი საკუთარი საცხოვრისიდან აყრილი და
იმედგაცრუებული ადამიანების სახით დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იქცევა.

ამ ყველაფერს ემატება დღეის მდგომარეობით სომხეთში ქმედუნარიანი პოლიტიკოსების არარსებობა,


რომლებიც შეძლებდნენ ქვეყნისთვის რაიმე სახის პერსპექტივის შექმნას: ხელისუფლებაში ხავერდოვანი
რევოლუციის შედეგად მოსულმა პოლიტიკოსებმა კრახი განიცადეს; დღეს არსებული სიტუაციის
წარმოქმნაში ბრალეულობის თავიანთი წილი წინამორბედ ხელისუფლებებსაც მიუძღვით - მათი
კორუმპირებულობის და სომხეთის არმიის სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების გამო.

6.რა ბედი ეწევა მთიანი ყარაბაღის სტატუსს? მთიანი ყარაბაღის გაურკვეველი სტატუსი კამათის თემად
იქცევა, რომელიც კვლავ დარჩება სომხეთის საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხად და
სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება არასტაბილური სიტუაციის შენარჩუნების
წინაპირობა. ესაა ღია ჭრილობა, რომელიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომავალშიც იარსებებს. ამ
მარცხის შემდეგ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სომეხი პოლიტიკოსისთვის თუნდაც მცირედი
კომპრომისის შესაძლებლობაც კი იმთავითვე გამორიცხულია. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ
ომის შემდეგ სომხები დაბრუნდებიან რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად რეგიონში. მათ უკვე
ვეღარ ექნებათ რუსეთის მხრიდან 36 მფარველობის რეალური იმედი, გარდა ამისა, რთული წარმოსადგენია,
თუ როგორ შეძლებენ ბოლო დროის მოვლენების შემდეგ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთის
გვერდიგვერდ ცხოვრებას. ღიად რჩება კითხვა, თუ რამდენად გაიზრდება ზეწოლა აზერბაიჯანის
ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს დარჩენილი ტერიტორიების დაკავებაც. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ
ხსენებული შეთანხმება აზერბაიჯანისთვის მხოლოდ სტრატეგიულ პაუზას წარმოადგენს და რომ ბაქო
ისარგებლებს სამხედრო უპირატესობით და შუშადან / შუშიდან 15 კმ-ით მოშორებულ დედაქალაქ
სტეფანაკერტსაც დაიკავებს.

7.როგორ ახდენს საკუთარი თავის პოზიციონირებას ირანი? სომხეთის ტერიტორიზე გამავალი დერეფანი,
რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჭევანთან აკავშირებს, ასევე შეიცავს კონფლიქტის პოტენციალს -
როგორც თურქეთის და აზერბაიჯანის მიერ ამ დერეფნით სარგებლობის, ისე ირანთან სამომავლო
ურთიერთობების თვალსაზრისით. ირანი სომხეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა როგორც ვაჭრობის, ისე
ენერგეტიკის სფეროებში: პირველ რიგში აღსანიშნავია ირანისთვის გაზის სანაცვლოდ სომხური
ელექტროენერგიის მიწოდება.
ირანის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი კვლავაც იყოს წარმოდგენილი რეგიონში, რათა
მის მეტოქეს, თურქეთს არ ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოში დომინანტური პოზიციის მოპოვების
საშუალება.

მართალია, ირანი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონის დაბრუნებას ითხოვდა,
თუმცა თეირანი მიესალმება ფაქტს, რომ თურქეთის დახმარებით არ მოხდა მთიანი ყარაბაღის 37 დაპყრობა
და აღნიშნულ ტერიტორიას მინიმუმ 5 წლით რუსული ჯარი გააკონტროლებს. ამგვარად, ირანის
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეამცირებს თეირანზე განხორციელებულ
შიდაპოლიტიკურ ზეწოლას ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანული უმცირესობის მხრიდან.

8.რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირისათვის და აშშ-სთვის? ევროკავშირისთვის და აშშ-


სთვის აღნიშნული შეთანხმება შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილიზაციის, ნდობის ჩამოყალიბების და
კონფლიქტების გადაჭრის პოლიტიკის მორიგი მარცხი. ეუთო-ს მინსკის ფორმატმა საბოლოოდ დაკარგა
ფუნქციაც და ლეგიტიმურობაც. უდავოა, რომ აზერბაიჯანის გადმოსახედიდან თავიდანვე პრობლემური
იყო ხსენებულ ფორმატში საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ს თანათავმჯდომარეობა - სამი ქვეყნის, სადაც
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალია მოსახლეობაში ეთნიკურად სომეხი უმცირესობის წილი.

იმ მოცემულობამ, რომ მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა რუსეთმა მინსკის
ფორმატის მიღმა, თურქეთთან კოორდინაციის პირობებში შეძლო, სრულიად ახალი რეალობის წინაშე
დაგვაყენა: დასავლეთი ამ კონფლიქტში აღარანაირ როლს არ თამაშობს, რუსეთის ხელისუფლებას
ანკარასთან უფრო მარტივად შეუძლია შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ვაშინგტონთან. თუმცა რეალური
ტრაგედია სომხეთში სწორედ დემოკრატიულ ძალებთან მიმართებაში ხდება: მათ რიგებში სახეზეა
ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უინტერესობით გამოწვეული უმძიმესი
იმედგაცრუება.

9.რას ნიშნავს ეს ომი და შეთანხმება შერიგებისთვის? პროცესების ამგვარი განვითარების შედეგად ყველაზე
წაგებული სომხეთის სამოქალაქო სექტორი და ორივე ქვეყნის მშვიდობის აქტივისტები არიან.
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წნეხი სომხეთის სამოქალაქო სექტორზე,

ყველა, ვინც შერიგებას უჭერდა მხარს, დამარცხდა, ორივე ქვეყნის დღევანდელ დისკურსში დომინირებენ
ნაციონალისტები და ჰარდლაინერები. სწორედ ისინი განსაზღვრავენ მომდევნო წლების პოლიტიკურ დღის
წესრიგს როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, რაც სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო დაასუსტებს
და რეალურ მშვიდობას კიდევ უფრო შორეული მომავლის პერსპექტივად აქცევს. ერევანში სოროსის
ფონდზე და რადიო თავისუფლებაზე ორგანიზებული თავდასხმები ცხადყოფს, რომ სომხეთში მოქმედი 39
დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიას და პლურალიზმს უწყობენ ხელს, შესაძლოა ზეწოლის
ქვეშ აღმოჩნდნენ.[8] რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემია იქცა ოპოზიციის
ერთი ნაწილის წინააღმდეგ სისტემური რეპრესიების დაწყების საბაბად.

სომეხთა კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმადაა ფესვგამდგარი მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ
განხორციელებული გენოციდის ტრავმა. ბოლო ომის კონტექსტშიც შეუძლებელია, თურქეთი არ იქნას
აღქმული აზერბაიჯანის მხარდამჭერ ძალად, რამაც შესაძლო გენოციდის ტრავმა კვლავ გაამწვავა.
10.რა შედეგები დადგება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის? ეს კონფლიქტი, არაერთ
გეოპოლიტიკურ სიგნალს გზავნის და მისი ეფექტი სცდება სამხრეთ კავკასიას. რეგიონში თურქეთის
შემოსვლა და ირანის გავლენის მოსალოდნელი ზრდა პოსტსაბჭოთა სივრცეში შემდგომი დეზინტეგრაციის
წინაპირობას ქმნის. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და „სამშვიდობო ჯარების“ დისლოცირებით რუსეთმა
ყველას დაანახა, რომ ის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით კვლავაც
რჩება საკვანძო მოთამაშედ. კრემლის პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, მათ
საკუთარ ინტერესებში გამოყენებას გულისხმობს, იმუშავებს იქამდე, სანამ რუსეთს ამ პოლიტიკის
სამხედრო შემადგენლის უზრუნველსაყოფად საკმარისი რესურსები ექნება.

თურქეთმა მოიპოვა პირდაპირი წვდომა კასპიის ზღვაზე, რითიც მორიგი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ,
გახდეს კასპიის რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი. რუსული ნავთობის და გაზის იმპორტზე სულ უფრო
კლებადი დამოკიდებულება და აზერბაიჯანთან სამხედრო და 40 ეკონომიკური თანამშრომლობა ამყარებს
თურქეთის პოზიციებს რუსეთთან მოლაპარაკებებში

ევროკავშირი არაა გეოპოლიტიკური მოთამაშე. მისი უმოქმედობის წყალობით ევროკავშირის სამეზობლოში


როგორც სტაბილურობას, ისე განვითარებას სულ უფრო მეტად სხვა მოთამაშეები განსაზღვრავენ. ეს კი
ქმნის მულტიპოლარული, არასტაბილური მსოფლიოს ჩამოყალიბების წინაპირობას, რადგან ევროკავშირის
სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოდან აშშ-ს გასვლით ჩნდება ცარიელი სივრცეები, სადაც გავლენის
მოსაპოვებლად ისეთი მოთამაშეები იბრძვიან, როგორებიც არიან რუსეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი და
ირანი.

ევროკავშირის უმოქმედობა არსებითი ფაქტორია მის სამეზობლოში დემოკრატიის და სამართლებრივი


სახელმწიფოს პრინციპების შემდგომი შესუსტებისა და კანონის უზენაესობის ხარჯზე ძალის უზენაესობის
დამკვიდრებისთვის. ამასთან ყველა მოთამაშემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჭეშმარიტი მშვიდობის მიღწევა
მხოლოდ ნდობის ჩამოყალიბების და კომპრომისების გზითაა შესაძლებელი.

მთიანი ყარაბაღის ომში რუსეთმა გაიმარჯვა

ყოველ შემთხვევაში, მოსკოვმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები რეგიონში, სადაც იყო თურქეთის
გავლენის ზრდისა და კრემლის გავლენის შემცირების საფრთხე. „რუსეთი წარმატებული იყო ამ საქმეში…
პუტინი დომინირებდა, ამ ვითარებაში ის განსაზღვრავს, ვინ იქნება [რეგიონში] ვითარების ბატონ-
პატრონი,“ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის
მოგვარებისთვის მოწოდებული მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო. როგორც ანალიტიკოსები
შენიშნავენ, სამშვიდობო შეთანხმების მთავარი სიახლეა რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ჯარების
განლაგება. ამ მხრივ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განსხვავდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა მსგავსი
რეგიონებისგან.

თუმცა ყველა არ იზიარებს აზრს, რომ შეთანხმება რუსეთის უპირობო გამარჯვებაა. მათ შორისაა
ლონდონელი პოლიტოლოგი, მარკ გალეოტი.
პარტია მუსავათის თავმჯდომარე, არიფ ჰაჩილი უკმაყოფილოა, რომ ამ საკითხზე არ ყოფილა კონსულტაცია
პოლიტიკურ პარტიებთან, პარლამენტის წევრებთან და აზერბაიჯანის მოქალაქეებთან. მან „მიუღებელი“
უწოდა შეთანხმების გამოცხადების დროს და თქვა, რომ დოკუმენტი არღვევს აზერბაიჯანის კონსტიტუციას,
ვინაიდან საქმე ეხება ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარების განლაგებას პარლამენტის თანხმობის გარეშე.
პოლიტიკური ანალიტიკოსი რაუფ მირკადიროვი 10 ნოემბერს აზერბაიჯანის ისტორიაში „შავ დღეს“
უწოდებს. მისი თქმით, ალიევი ისტორიას არ შემორჩება როგორც „მხსნელი“, ვინაიდან მან რუსეთის ჯარებს
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა. ეს არის ის, რის თავიდან არიდებასაც ახერხებდა
ბაქო მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა 1992 წელს დატოვეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის
ტერიტორია.აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, სეიმურ ჰაზი
ამბობს, მისი აზრით, ომი საბოლოო გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო. ისიც ფიქრობს, რომ ქვეყნის
ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა საფრთხე შეუქმნის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. ამის
საპირისპიროდ, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ სტეფანაკერტზე იერიშამდე ომის დასრულება ბაქოს მხრიდან
გონივრული ნაბიჯი იყო.

მეთიუ ბრაიზა „სომხეთმა ომი წააგო და ეს მისთვის უზარმაზარი სტრატეგიული მარცხია. ეს ალბათ
ყველაზე უარესი რამაა, რაც სომხეთს მოუვიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ის ხელში, და,
შესაძლოა, 1915 წლის შემდეგაც.“

ფაშინიანის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არაფერში ეპიტნავებოდა კრემლს. რიჩარდ გირაგოსიანის


თქმით, „რუსეთის გაძლიერებული ბერკეტი არა მხოლოდ უფრო მყარად მოაქცევს სომხეთს რუსეთის
ორბიტაში, ის კიდევ უფრო შეუმცირებს სომხეთს შესაძლებლობებს და ორიენტაციას დასავლეთთან
დაახლოების საქმეში.“

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო კი ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს "მიუხედავად სამთვიანი
მშვიდობისა, მთიანი ყარაბაღის სტატუსის გაურკვევლობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალ შეიარაღებულ
დაპირისპირებას არ გამორიცხავს" ყარაბაღის მესამე, 44- 47 დღიანი ომის დამთავრებიდან სამი თვე ხდება
და სომხეთში უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდება რევანშისთვის მოსამზადებლად.

ფაშინიანის პრემიერმინისტრობას რომ დიდი დღე არ უწერია, ისედაც ნათელია, მაგრამ ჯერჯერობით
ქვეყნის სათავეში მისი ყოფნა ხელს აძლევს პუტინს, რათა სწორედ ფაშინიანმა შეასრულოს ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულებით ერევნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ეს
ვალდებულებები, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, მათი ქვეყნის ერთპიროვნული
კაპიტულაცია და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაა, ამიტომ სანამ ბაქო სომხეთთან
სახელმწიფო საზღვარს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებით განაახლებს, ფაშინიანს, ალბათ, თავის
სავარძელში დატოვებენ, მერე კი სომხეთის სათავეში ისევ პრორუსული ძალა დაბრუნდება პუტინის
მეგობრის, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით.

ილჰამ ალიევი კარგად ხვდება, რომ ამ ომში მისი მოქმედების თავისუფლებაზე პუტინის ფარული
თანხმობა, ადრე თუ გვიან, აზერბაიჯანს უკან მოუბრუნდება, რადგან ყარაბაღის გაურკვეველი სტატუსი და
იქ შესული რუსული სამხედრო კონტინგენტი მოსკოვისთვის ბაქოზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის
საუკეთესო ბერკეტია. აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებს ძალის გამოყენებით ყარაბაღის დარჩენილი სომხური
ნაწილის თავის იურისდიქციაში დაბრუნებას, რადგან იქ უკვე ფეხი მოიკიდეს რუსმა სამხედროებმა და ეს
სიტუაცია რაღაცით წააგავს ცხინვალში შექმნილ ვითარებას, როცა იქ 16 წლის განმავლობაში რუსი ე.წ.
სამშვიდობოები იდგნენ და ადგილობრივ სეპარატიზმს აგულიანებდნენ.ამ ეტაპზე ბაქოს მხოლოდ
კონტროლის გაძლიერება შეუძლია, რათა სომხეთიდან სტეფანაკერტში არ შევიდეს ახალი შეიარაღება და არ
გაიგზავნონ დამატებითი დანაყოფები.

როგორც ჩანს, სომხეთში რევანშისტული განწყობა მუდმივად დარჩება, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მან
აზერბაიჯანი ომში დაამარცხოს, თუ მოსკოვი ბაქოს არ უგანებს და ერევნის გვერდით არ დადგება, მაგრამ
პუტინს ახლა სხვა მიზანი აქვს - სურს, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს სატრანსპორტო დერეფანი
სომხეთი-აზერბაიჯანირუსეთი, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა
დაუკავშიროს სომხური მეგრის რაიონის გავლით, სადაც მიმოსვლის უსაფრთხოებას რუსეთის უშიშროების
ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები დაიცავენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის 30-წლიანი დაპირისპირება საქართველოს ერთგვარ მოგებას აძლევდა, როგორც


მთავარ სატრანზიტო ქვეყანას, თურქეთის - აზერბაიჯანსა და შუა აზიასთან, ხოლო სომხეთის რუსეთთან
დასაკავშირებლად. ამიტომ საუკუნის პროექტები, იქნებოდა ეს ნავთობ და გაზსადენები თუ რკინიგზა,
აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ სწორედ საქართველოს გავლით ხორციელდებოდა და არა - სომხეთის
ტერიტორიის გამოყენებით, რაც უფრო მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანი მარშრუტი იქნებოდა.

“დავბრუნდეთ თუ არა?” – ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა

იმის განსაზღვრა, დევნილი მოსახლეობის რა ნაწილი დაბრუნდება, სახელმწიფოსთვის რთულია.


სოციალურ ქსელებში უამრავი ისტორია ვრცელდება იმ დევნილების შესახებ, რომლებიც უარს ამბობენ
დაბრუნებაზე. საკუთარ გადაწყვეტილებას ზოგიერთი იმით 50 ასაბუთებს, რომ იქ არ არის უსაფრთხო
გარემო. ამასთან, ღელავენ იმაზე, იშოვიან თუ არა იქ სამსახურს.სოციოლოგი ზამირა აბბასოვა, რომელიც
მრავალი წლის განმავლობაში ყარაბაღიდან დევნილებთან მუშაობდა, ამბობს, რომ დევნილების დაბრუნება
მარტივი საქმე არ იქნება. “ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება მოკლე დროში გადაიჭრას. აქ საჭიროა
ეტაპობრივი მიდგომა, კორუფციისგან სრული გათავისუფლება და გონიერი გადაწყვეტილებები”. მისივე
პროგნოზით, დევნილების დაბრუნების პროცესში კი ბევრი პრობლემა ამოტივტივდება ზედაპირზე. აქ
იქნება როგორც სოციალური, ასევე, ფსიქოლოგიური ნიუანსები. დევნილთა უმრავლესობას თან არ
წამოუღიათ დოკუმენტები, როდესაც ომის დროს ყარაბაღიდან გამორბოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ
შეიძლება ვერც შეძლონ დამტკიცება, რა ქონება ეკუთვნოდათ. მიწების 52 თავიდან გადანაწილების
პროცესში კი შესაძლოა, არასინდისიერი გადაწყვეტილებებიც ვიხილოთ. ჯერჯერობით ხელისუფლება არ
ასაჯაროებს საკუთარ გეგმებს და არ ამბობს, რა ბედი ეწევა იმ საკუთრებას, რომელიც ადამიანებმა თითქმის
30 წლის წინ დატოვეს. შესაძლოა, სწორედ ამ გაურკვევლობის გამო ბევრი დევნილი დაბრუნებას უფრთხის
და არ ჩქარობს. დაბრუნების შემთხვევაში, სპეციალისტი ასევე არ გამორიცხავს კონფლიქტებს სომხებსა და
აზერბაიჯანელ თემებს შორის.

ყარაბაღის ომმა ჩვენი კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე უნდა დაგვაფიქროს


ნინო კალანდაშვილი

ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, თუმცა გრძელდება ომი სომხებსა და აზერბაიჯანელებს


შორის, ვირტუალურად, სოციალურ ქსელებში. როგორ ფიქრობთ, განწირულია კავკასიის ორივე ერი
მუდმივად ერთმანეთის სიძულვილისთვის?

ომმა, რომელიც თვეზე მეტია გრძელდებოდა და, ფაქტიურად, აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა,
ალიევების კლანის გარშემო აზერბაიჯანელი მოსახლეობის 53 კონსოლიდაცია გამოიწვია. სავარაუდოდ,
ძალიან ხანგრძლივი დროით, ალიევების კლანმა სახელმწიფო მმართველობის მწვერვალზე ყოფნა
“გაინაღდა” . შესაბამისად, იქ დემოკრატიული პროცესების განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

90-იანებში ყარაბაღში გამარჯვება სომხებისთვის, ფაქტიურად, პირველი დიდი გამარჯვება იყო მათ აღქმაში.
ცხადია, მათთვის დღეს აზერბაიჯანი აგრესორია, თუმცა ამას ემატება თურქული ფაქტორი. თურქეთის
მხრიდან სომხების გენოციდი ერის მაკონსოლიდირებელი იდეის დონეზეა აყვანილი არა მხოლოდ
სომხეთში მცხოვრები სომხებისთვის, არამედ მსოფლიოში განფენილი სომხებისთვის. ყარაბაღის ბოლო ომმა
კი დაგვანახა, თუ რამდენად ძლიერი იყო სომხურ საზოგადოებაში “თურქული” თემა. სამოქალაქო
საზოგადოებისა და პოლიტიკოსების შეფასებებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სწორედ თურქები
ებრძვიან მათ და ომს სომხები აგებენ არა იმდენად აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთან.

სომხებისთვის აზერბაიჯანელებთან ომის წაგება და აზერბაიჯანულ-თურქულ ალიანსთან ომის წაგება ორი


სხვადასხვა რამეა და მათ ნაციონალურ სიამაყეს ალიანსთან ომის წაგება თითქოს უფრო ელამუნება

რა კვებავს დღეს ნაციონალიზმს სომხეთში? აზერბაიჯანში? თუნდაც, საქართველოში? საკუთარი


უნიკალურობის განცდა, ალბათ, ერთ-ერთია, რაც კვებავს ნაციონალიზმს. ეს უნიკალურობის განცდა
გაზვიადებული და ხელშეუხებელია. ამავე დროს, განცდა, რომ დანარჩენ სამყაროს წინაშე მარტო დარჩნენ,
არავინ იცავს და საკუთარი ფთავის გადარჩენაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. ეს განცდები, თავის მხრივ,
საიდან მოდის? იმ ისტორიული ნარატივებიდან, რომლებიც ძალიან ვიწრო ნაციონალისტურ დისკურსში
მოგვეწოდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან, თითქმის უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით.

როგორ მოკლა დემოკრატიული საწყისები ორივე საზოგადოებაში ყარაბაღის უკანასკნელმა ომმა? ისევ
აზერბაიჯანით დავიწყებ. ალიევების მმართველობა და ალიევების კლანი, ცხადია, არ არის დემოკრატიის
საუკეთესო ნიმუში. აზერბაიჯანში იყო გარკვეული წინააღმდეგობები მმართველობის ამ სტილისადმი,
რომელიც ჩანასახშივე ჩახშული იყო. შესაბამისად, წარმატებული ომის შედეგად, მოცემულ სიტუაციაში,
ალიევების ხელისუფლების უსასრულოდ ყოფნის პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს და საუბარი იმის შესახებ,
რომ იქ დემოკრატიული პროცესები განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში, ნაკლებ
სავარაუდოა. რაც შეეხება სომხეთს – მე მგონია, რომ ყარაბაღის წინა ომის შედეგები და გამარჯვებული
მხარის განცდები სომხეთში, აგრეთვე, დემოკრატიული პროცესებისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ
აღმოჩნდა სომხეთისთვის.

რატომ მოხდა ასე, საზოგადოების დაკვეთაა მილიტარისტული რიტორიკა?


მშვიდობაზე დაკვეთა სომხეთში და აზერბაიჯანში სხვადასხვანაირად არის აღქმული. სომხეთში ეს უფრო
მეტად აღქმულია, როგორც ომით მოპოვებულის შენარჩუნება/ განმტკიცება, მყიფე მშვიდობის შენარჩუნება
აზერბაიჯანში კი ძლიერდებოდა განწყობა, რომ ამხელა ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების გარეშე
შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი. აქვე ცნობილ გამოთქმას მოვიყვან: “გეშინოდეთ მათი, ვინც სისხლის
უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისკენ მოუწოდებს ხალხს, როგორც წესი, ეს ადამიანები საკუთარი სისხლის
უკანსკნელ წვეთს არ გულისხმობენ”.

უფრო დემოკრატიული რომ ყოფილიყო ორივე ქვეყანა, შეიძლებოდა თავი აერიდებინათ ომისთვის და
მშვიდობიანად მოეგვარებინათ კონფლიქტი? მე მგონია, რომ დემოკრატიული პროცესების
განვითარებისთვის თავად ყარაბაღის კონფლიქტი რეალურად ხელის შემშლელი იყო როგორც სომხეთში,
ასევე, აზერბაიჯანში. კონფლიქტი ხელს უშლიდა დემოკრატიული პროცესების განვითარებას სომხეთში,
აზერბაიჯანში კი დემოკრატია ვერც ჩაისახა. თუკი ყველაფერი ომის გარშემოა განსაზღვრული, მაშინ
ნებისმიერი განსხვავებული აზრი, შეხედულება, მიდგომა და კომპრომისი საკმაოდ რთული მისაღწევი
ხდება.

ახლა რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, როდესაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგი დადგა? ომის
მიმდინარეობის დროს ოპოზიციაც გაერთიანდა ალიევის გარშემო ალიევის ხელისუფლების ფონზე,
ამჟამად, თითქმის ვერ ვხედავთ კრიტიკულ დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ, რუსი სამშვიდობოების
შეყვანის მიმართ.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლებლობები გამოჩნდა, – უფრო


მეტი შესაძლებლობა, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ყველაფრის გააზრება,
არა ფაქტობრივი, არამედ ღირებულებითი გააზრება იმისა, თუ რამდენად უღირს ერს
მითოლოგიზირებული წარსულის ტყვეობაში დარჩენა.

ანალიტიკოსთა მოსაზრებები, რომ “ეს არის შანსი, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევდგეთ, როგორც
დემოკრატიული სახელმწიფო, და არ აღმოვჩნდეთ მთლიანად მიბმული ყარაბაღის თემის ტყვეობაში, რაც
მთავარია, რუსულ სივრცეში ღრმად ფესვებგადგმული”, უფრო მეტად ჟღერს სომხურ მხარეს, ვიდრე
აზერბაიჯანულ მხარეს. რამდენად მოხდება ამის გააზრება უახლოეს ხანებში, ეს სხვა საკითხია.

რაც შეეხება იმას, რომ რუსული ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარანტიაა იმისა, რომ ქართული
მხარე არ მოახდენს საომარ ესკალაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მხრიდან სამხედრო
ესკალაციის არანაირი შანსი არ არის.

შესაბამისად, საერთაშორისო შუამავლების როლიც იკარგება? საერთაშორისო ორგანიზაციებისა და


შუამავლების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი ისედაც არსებობდა. ამ ომმა კი კარგი საზრდო მისცა ამ
სკეპტიციზმს – “რაში მდგომარეობს მათი როლი, თუკი არათუ წინააღმდეგობის გაწევა, ამის განჭვრეტაც ვერ
მოხდა და აქამდე მიიყვანეს საქმე

აქედან ჩვენთვისაც უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი არავითარ
შემთხვევაში არ უნდა შემცირდეს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების და აქტორების როლთან ერთად,
უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ადგილობრივი აქტორების როლი. საბოლოოდ, მაინც ჩვენი გადასაწყვეტია ეს
ყველაფერი. ჩვენ უნდა მივიდეთ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო ფასილიტაციის და
მხარდაჭერის გამოყენებით.

თუ არის შესაძლებელი, სხვადასხვა ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშიროსო მაგალითები და


შერიგების მექანზმები სამხრეთ კავკასიაშიც იყოს გამოყენებული? ამის მაგალითი ევროკავშირია. მეორე
მსოფლიოს ომის მსგავსი სისხლისმღვრელი და სასტიკი ომი არ ყოფილა, თუმცა სწორედ შერიგებაზე
დაფუძნებული იდეებით შეიქმნა ევროკავშირი, რომლის წამყვანი ფიგურები გერმანია და საფრანგეთი
იყვნენ. მთავარია, პრაგმატულად გააზრება და მომავალზე ორიენტაცია. რამდენად გამოგვადგება სამხრეთ
კავკასიაში ევროკავშირის მსგავსი სტრუქრტურის შექმნის იდეა, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ იმ ფონზე,
როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას განვითარების განსხვავე- 60 ბული ვექტორი აქვს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგი საქართველოზე მრავალნაირ გავლენას


იქონიებს ‘’აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგი საქართველოზე მრავალნაირ
გავლენას იქონიებს და მას ახალ რეალობასთან მოსარგებად სტრატეგიის შემუშავება დასჭირდება’’ , - წერს
ფილოსოფიის დოქტორი მამუკა წერეთელი გამოცემა ’’middle east institute-ში’’. როგორც სტატიის ავტორი
აღნიშნავს, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, ინტელექტუალური,
საორგანიზაციო, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსების სრული
მობილიზაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წარმატებით დაგეგმვისთვის აუცილებელი
წინაპირობაა.

‘’ ზემო ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგმა სამხრეთ კავკასიაში
გეოპოლიტიკური რეალობა გარდაქმნა. ამან შავი ზღვის ან კავკასიის ფართო რეგიონზე გავლენა იქონია.
ომმა აჩვენა, რომ ძალის პოლიტიკა ცოცხალია და ქმედითიც არის. მან ასევე ცხადყო, რომ ძალთა დიდი
თანხმობა (ამ შემთხვევაში, რუსეთი და თურქეთი), აზერბაიჯანის მსგავს მცირე მოთამაშეებს ეროვნული
მიზნების სამხედრო გზით მეტად ეფექტიან მიღწევას უფრო შეაძლებინებს, ვიდრე - დიპლომატიური
საშუალებებით. სამხედრო კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით რუსეთმა გარკვეული გავლენა
მოიპოვა აზერბაიჯანზე და, ამავე დროს, კიდევ უფრო გაზარდა უსაფრთხოების კუთხით სომხეთის
რუსეთზე დამოკიდებულება" , - წერს პუბლიკაციის ავტორი.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ახლა თურქეთი უფრო დიდ როლს თამაშობს კავკასიის საქმეებში, "თუმცა მას
უკვე აღარ მიიჩნევენ რეგიონში დასავლეთის ინტერესების გამტარ არხად.

"ამასობაში, აზერბაიჯანს ამ ეტაპზე აშკარად სურს რუსეთთან მუშაობა იმის მისაღწევად, რასაც
პრიორიტეტულ ეროვნულ მიზნად მიიჩნევს. ეს საკმაოდ მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველას რუსეთის
პოზიციის შესახებ: კონფლიქტში უკეთესი შანსები იმას აქვს, ვინც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა
რუსეთთან. ეს კი ეწინააღმდეგება დასავლეთის მცდელობას მედიაციის თვალსაზრისით, რამაც ვერანაირი
აზრიანი შედეგი ვერ მოუტანა აზერბაიჯანს სამი ათწლეულის განმავლობაში", - აღნიშნავს წერეთელი.

მამუკა წერეთელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სამხედრო დამარცხებამ მნიშვნელოვანი შიდა
პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია სომხეთში. "მან დაასუსტა ქვეყნის რეფორმატორულად განწყობილი
ხელმძღვანელი რგოლი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მეთაურობით, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა
პრეზიდენტ პუტინის მეტად საძულველი ფერადი რევოლუციის წყალობით. იმ დოზით, რითაც სომხეთის
ლიდერი შეიძლება დამოუკიდებელ მოაზროვნედ იქნას მიჩნეული რუსეთთან მიმართებით, ფაშინიანი,
წინამორბედისგან განსხვავებით, ასეთად და უფრო დასავლეთისკენ გადახრილად 63 იყო აღქმული.
მისთვის სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებში რუსეთის როლის შეხსენება არის, ალბათ, ამ კონფლიქტზე
რუსეთის მოთოკილი და ნელი რეაგირების განმარტება", - აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში გაანალიზებულია თურქეთის პოზიციებიც. ფილოსოფოსის შეფასებით, "ამასობაში თურქეთი


კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთის ინტერესების გამტარის როლს და სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ან
კასპიის ფართო რეგიონში თავის სუვერენულ ინტერესებს მისდევს, რითაც არსებითად უგულებელყოფს
დასავლელი პარტნიორების მოსაზრებებს". როგორც ავტორი შენიშნავს, "თურქეთი ძალიან ბედნიერია ომის
შედეგით, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა. თუ შეთანხმების ყველა პუნქტი
შესრულდება, თურქეთი შეიძლება უფრო მოკლე გზით დაუკავშირდეს აზერბაიჯანს სომხეთის გავლით,
რამაც, სავარაუდოდ, ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება გამოიწვიოს და საზღვრები სომხეთთანაც
გაუხსნას

პუბლიკაციის ავტორის შეფასებით, ეს ომი და სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებული


სამმხრივი შეთანხმება დასავლეთის მთავარი დიპლომატიური მარცხია. როგორც ის აღნიშნავს,
შეერთებული შტატებისა და ევროპის - ისევე, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის - მონაწილეობის გარეშე
მოლაპარაკებების წარმოების პროცესი და სამშვიდობო შეთანხმების ასპექტები ცხადყოფს, რომ
კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო ჩარჩო სისტემა ჩანაცვლდა დე-ფაქტო თურქეთ-რუსეთის
ფორმატით. კონფლიქტზე პასუხისმგებელი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - საფრანგეთი
და შეერთებული შტატები - სრულიად იგნორირებულნი იყვნენ ჯგუფის მესამე თანა-თავმჯდომარე
რუსეთის მიერ, როდესაც შეთანხმების ორგანიზება და ხელმოწერა ხდებოდა.

მამუკა წერეთელი აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს


სამეზობლოში ახალი გეოპოლიტიკურ რეალობები იქმნება, ისინი კი, თავის მხრივ, 64 რამდენიმე
მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. "ყველაზე აშკარაა რეგიონში რუსეთის
სამხედროების გაზრდილი არსებობა. დიდი გეოპოლიტიკური შედეგების გარდა, ამას სამხედრო და
უსაფრთხოების განზომილებებში უშუალო გავლენა ექნება საქართველოზე. რუსეთის სამშვიდობოებს
ლოგისტიკური მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველო შეიძლება წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს და რუსეთის
სამხედრო მარაგების მიწოდებისთვის საჰაერო და სახმელეთო გზები გახსნა მოუწიოს

მეორე შესაძლო გამოწვევა იქნება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სომხეთის გავლით პირდაპირი
სარკინიგზო მიმოსვლის დაგეგმილი გახსნა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს გავლით
განხორციელებულ ტრანზიტზე.

მამუკა წერეთელი ვარაუდობს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი გამოწვევა - გაიზრდება რუსეთის წნეხი
აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაზე, რათა მათ რუსეთის მიერ დე-ფაქტო სამხედრო ოკუპაციის
პირობებში მყოფ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული გავლენები დათმონ.
როგორც სტატუის ავტორი აღნიშნავს, "9ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ამ და სხვა გამოწვევებზე - მათ
შორის ახალი კორონავირუსისა და მის ამჟამინდელ ან მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტზე -
რეაგირებისას მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადააფასოს და ხელახლა განსაზღვროს მისი ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია. ქმედითი მექანიზმები უნდა შეიქმნას სტრატეგიის
განსახორციელებლად. საუკეთესო სცენარი იქნება ეროვნული მიზნების გააზრებისას ახალი რეალობის
გათვალისწინება, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, სადაც
განისაზღვრება მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსები და საორგანიზაციო მექანიზმები".

ის ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ შიდა განვითარებისთვის პრიორიტეტად უნდა იქნას მიჩნეული
სტრუქტურული რეფორმები, რასაც ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება შეეძლება და
საქართველოს მოქალაქეებს შემოქმედებითი მეწარმეობის პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება.

თემა 5. ჩრდილოეთ კავკასია მეოცე სუკუნეში: დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის


ეპიზოდები.
რუსეთი მე-16 საუკუნიდან ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობას. ე.წ
„კავკასიის ომი“ – 1817-1864 წწ. რუსებმა პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა
ჩრდ. კავკასიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი - ჩერქეზები. ასევე მძიმე ბედი
გაიზიარა ჩეჩნებმა და ინგუშებმა. პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთის მიზანი ჩრდ.
კავკასიის ხალხებსა და საქართველოს შორის დაპირისპირება იყო, რაც
გამოუვიდა აფხაზი სეპარატისტების მეშვეობით.მთიელთა პირველი რესპუბლიკა
1917წ. მაისიდან არსებობდა ჩრდ. კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირი,
რომელსაც მთიელთა რესპუბლიკა ეწოდა. ის მოიცავდა დაღესტნისა და თერგის
ოლქის მთიან ნაწილებს. საგარეო საქმეთა მინისტრს არ გააჩნდა რეზიდენცია,
ხელისუფლება კი მხოლოდ დაღესტნის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა. 1918
წლიდან ჩრდ. კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტი გაჩაღდა, სამოქალაქო ომში
ბოლშევიკებმა იმძლავრეს. მთიელებმა კი პრაქტიკულად დაკარგეს
ხელისუფლება. დასრულდა - 1918წ. 5 მარტს. მთიელთა მეორე რესპუბლიკა 1918 წ
11მაისს ქ. ბათუმში ცხადდება დამოუკიდებლობა. მთიელებმა დახმარებისთვის
თურქეთსა და გერმანიას მიმართეს. ამ რესპუბლიკის მოსახლეობა 2.9 მილიონი
იყო, ის 7 შტატისგან შედგებოდა, ის ასევე პრეტენზიას აცხადებდა აფხაზებზეც.
შტატები ეროვნების მიხედვით იქმნებოდა: დაღესტანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი,
ოსეთი, ყარაჩაი-ბალყანეთი, ყაბარდო-ჩერქეზეთი და ადიღე - ნოღაის სტეპები.
მსოფლიო ომის შემდეგ ჩრდ. კავკასიიდან თურქები და გერმანელები გადიან.
1918 წლის ბოლოს მტკიცდება კოალიციური მთავრობა - პშემახო კოცუევის
ხელმძღვანელობით. კოცუევმა დემოკრატიულ აზერბაიჯანში შესვლის
გადაწყვეტილება მიიღო, 1919 წლის მაისს კი გენერალმა დენიკინმა მისი ჯარები
დაიმორჩილა. მთიელთა მთავრობამ კი თავი დაშლილად გამოაცხადა და
თბილისში გადმოვიდა. 1919 წლის 22 მაისს მთიელთა რესპუბლიკამ არსებობა
შეწყვიტა....
1919 წლის სექტემბრიდან 1920 წლის მარტამდე ჩრდ. კავკასიის ტერიტორიაზე
ისლამური სახელმწიფო არსებობდა, რომელსაც ჩრდილოეთ-კავკასიის ემირატი
ეწოდებოდა. სახელმწიფო 1919 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. ის დამოუკიდებელი
შიიტური მონარქია იყო და არსებობდა ოსმალეთის სულთნის პროტექტორატის
ქვეშ. სახელმწიფო 865 000 ადამიანს აერთიანებდა.სახელმწიფოს შექმნის იდეა
დაღესტანში გაჩნდა, დაღესტნის რელიგიური ლიდერის - უზუნ-ჰაჯის მიერ. მათ
დენიკინის ჯარების წინააღმდეგ მძიმე ბრძოლა უწედავთ. 1919 წლის
სექტემბერში საქართველოს მთავრობამ რაზმიც კი გაგზავნა. 1920 წ. 30 მარტს
საამიროს ხელმძღანელი უზუნა ჰაჯი გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი ჩრდ.
კავკასიის ემირატმა არსებობა შეწყვიტა. კავკასია ბრესტის ზავის შემდეგ 1918 წ. 3
მარტს ბრესტში გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც რუსეთი თურქეთს უზარმაზარ
ტერიტორიებს უთმობდა. თურქეთის ხელში გადავიდა ყარსი, არდაგანისა და
ბათუმის ოლქები. ამიერკავკასია 1918წ 22 აპრილს დამოუკიდებლობას აცხადებს
და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა იქმნება. ის მალევე - 26 მაისს
იშლება. ი. ჯავახიშვილი სკეპტიკურად უყურებდა ამიერკავკასიის ფედერაციულ
რესპუბლიკას. მისი აზრით, სომხებს, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის
დიდი შინაგანი განსხვავება იყო. ჯავახიშვილი ვარაუდობდა რომ ხშირი
იქნებოდა ამ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებები. რუსეთის იმპერიის
დაშლამ მძიმედ იმოქმედა საქართველოზე. ოსმალეთის იმპერია დაინტერესდა
კავკასიით. ი. ჯავახიშვილის აზრით, საქართველოს უნდა ეწარმოებინა საკუთარი
პოლიტიკა. ი. ჯავახიშვილი - ოსმალეთი კულტურულად ჩამორჩენილი
იმპერიაა, მას არ შეუძლია მეზობელ ქვეყნებში კულტურული ექსპანსია
აწარმოოს. თუმცა, მას თავისი გავლენის გასავრცელებლად აქვს ძლიერი იარაღი -
ისლამის სახით. ისლამის დახმარებით იმპერია იმორჩილებს ერებს და თავის
ყურმოჭრილ ყრმებად აქცევს. კავკასიელ მთიელებს საქართველო უნდა
დაეხმაროს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ვინაიდან ისინი კულტურულად
სუსტები არიან, ამ ყველაფერს კი ოსმალეთი მარტივად იყენებს. ყველა
ჩარმორჩენილ ერს სტიქიური ეროვნული სიყვარული ახასიათებს. მთიელებს
მწერლობა არ აქვთ, შესაბამისად ისინი მარტივად ივიწყებენ საკუთარ ისტორიას.
რუსეთისა და ოსმალეთის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიელების გადაგვარებისკენ იყო
მიმართული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დამოუკიდებლად
შეეძლია საკუთარი პოლიტიკის წარმოება. ჩვენი მიზანი მთიელთა მეგობრული
ურთიერთობის დამყარება უნდა იყოს. მთიელთა ავტონომიური საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა 1920 წლის 17 ნოემბერს ქ.
ვლადიკავკაზში(დედაქალაქია). დამფუძნებელი ყრილობა 1921წ აპრილში.
მოსახლეობა 1,28მ. სახელმწიფოში გამოიყო ავტონომიური ოკრუგები(ოლქები) -
ყაბარდო, ყარაჩაი, ჩეჩნეთი და ბალყარეთი. დედაქალაქი დაექვემდებარა მოსკოვს.
დაღესტნის ავტონომია 1920წ 13 ნოემბერს გამოცხადდა საბჭოების საგანგებო
ყრილობაზე. მოსახლეობა 800 000, 710 000 სოფლად მაცხოვრებელი იყო. 1943-44
წლებში განხორციელდა ყარაჩაელების, ბალყარელების, ჩეჩნებისა და ინგუშების
დეპორტაცია შუა აზიასა და ყაზახეთში. მათ ბრალი დასდეს გერმანელ
დამპყრობლებთან თანამშრომლობაში. დეპორტაციის შემდგომ ავტონომიები
გაუქმდა და ტერიტორია სხვა ოლქებს გადაუნაწილდა. ბალყარეთისა და
ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს გადაეცა. 1956 წლიდან
დეპორტირებულებს მოეხსნათ შეზღუდვები, ავტონომიები კი აღადგინეს.
მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. 2004 წელს, ევროპის
პარლამენტმა 1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია გენოციდის აქტად
შეაფასეს. დეპორტაციის დღე 23 თებერვალია, ამ დღეს ეწყობა სხვადასხვა
ღონისძიებები. 2014 წელს რამზან კადიროვმა დეპორტაციის დღე 10 მაისს
ჩანიშნა, რადგან 23 თებერვალი წითელი არმიის შექმნის დღეა.ჩეჩნების ბრძოლა
დამოუკიდებლობისკენ 1957 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგენა მოხდა
განსხვავებულ საზღვრებში. ჩეჩნების დაბრუნების შემდგომ ეთნიკურ ნიადაგზე
სიტუაცია გამძაფრდა. 1958 წელს გროზნოში არეულობა დაიწყო. ჩეჩნეთის
კონფლიქტი გორბაჩოვის გარდაქმნის პერიოდიდან იწყება. ჩეჩნეთის ეროვნული
მოძრაობის ლიდერი - ზელიმხან იანდრბიევი - მწერალი. მან დაარწმუნა ჩეჩენი
გენერალი ჯოხარ დუდაევი მხარი დაეჭირა ეროვნული მოძრაობისთვის. 1990წ 27
ნოემბერს გაკეთდა განცხადება ჩეჩნების სახელმწიფოს „ნოხჩი-ჩო“-ს შექმნის
თაობაზე. 1991წ 8 ივნისს ჯოხარ დუდაევის ინიციატივით ჩატარდა ეროვნული
ყრილობა, სადაც იქმნება ჩეჩენთა რესპუბლიკა. 1991 27 ოქტომბერს ჯოხარ
დუდაევი აირჩიეს პრეზიდენტად(90%-ით გაიმარჯვა). ჩეჩნეთის პირველი ომი
ეწოდება კონფლიქტს, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის ერთ-
ერთ სეპარატისტულ ანკლავში - ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული კონფლიქტი
1996წ 31 აგვისტოს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. ჩეჩნეთი
დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. დაიღუპა 50 ათასიდან 100
ათასამდე მშვიდობიანი მცხოვრები, 0.5მილიონი დევნილად იქცა. ჩეჩნეთის
დამოუკიდებლობა საქართველომ აღიარა. მათ არ მოაწერეს ელცინის მიერ
შეთავაზებულ ხელშეკრულებას ხელი, სადაც ისინი რუსეთის ფედერაციაში
ფართო ავტონომიას მიიღებდნენ. 1994წ 30 ოქტომბერს რუსული ავიაცია გროზნოს
ბომბავს. 1994 წლის 29 ნოემბრის ულტიმატუმი დუდაევს, დუდაევმა
ულტიმატუმზე უარი განაცხადა. 11 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალები
ჩეჩნეთში შედის, მიზეზი - კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და
ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. დედაქალაქზე 3 მხრიდან დაიწყო
შეტევა. რუსი გენერლების ნაწილმა უარი განაცხადა საკუთარი ხალხის
წინააღმდეგ ბრძოლაზე. ბლიცკრიგი ელცინს არ გამოუვიდა. საბოლოოდ, 1995
წლის 19 იანვარს რუსეთის არმიამ პრეზიდენტის სასახლე აიღო, 6 მარტს კი
მთლიანად ქალაქი. ივლისში ჩეჩენმა აჯანყებულებმა, შამილ ბასაევის
მეთაურობით, სტავროპოლის რაიონში 1,500 რუსი ტყვე აიყვანეს. რუსეთი
ულტიმატუმს დათანმხდა და დროებით შეაჩერა ცეხლი. ახმად კადიროვმა
რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და არა ჩეჩენ ხალხს ომში ჩართვისკენ
მოუწოდა, ამას 5 000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. დაიწყო პარტიზანული
ომი. 1996წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი რუსეთის
დაბომბვას შეეწირა. დროის გასვლის პარალელურად რუსეთში ეს ომი
არაპოპულარული ხდებოდა. ჩეჩნეთის ახალმა პრეზიდენტმა ზელიმხან
იანდარბიევმა ელცინთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 1996წ 28
მაისს. 1996წლის 31 აგვისტოს მოლაპარაკებების შემდგომ, ხასავ-იურტის
ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმება
ითვალისწინებდა: 1. დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები. 2. ორივე
მხარის მიერ გროზნოს დატოვება. 3. ქალაქში მოროდიორობის აღსაკვეთად
გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება. 4. 1996 წლის 31 დეკემბრამდე
ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან. 5. იმის პირობა რომ მხარეებს
შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე. ამ შეთანხმებიდან 9
თვის შემდეგ ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩადის და სამშვიდობო
ხელშეკრულებას აწერს ხელს. 1999 წლის ზაფხულში, მებრძოლები შამილ ბასაევი
და იბნ ალ-ხატაბა დაღესტანში შეიჭრა, რამაც პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა
მსხვილმასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო - 1996
წლის 26 აგვისტოს. პირველი ომის დასრულების შემდგომ, ჩეჩნეთის მთლიან
ტერიტორია კონტროლდებოდა ჩეჩნეთის მთავრობის მიერ. რუსეთი ომს კარგად
მომზადებული შეხვდა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩეჩნეთი სრულ
იზოლაციაში მოექცია. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მივიწყებულ
ქვეყანაში ქაოსური სიტუაცია შეიქმნა. ჩეჩნეთის მთავრობის ინტერესებში არ
შედიოდა ეს ომი. ასლან მასხადოვმა დაგმო არაბი ტერორისტის შამილ ბასაევის
შეჭრა დაღესტანში და მათ მოღალატეები უწოდა. ბაშაევის შესვლა დაღესტანში
რუსეთმა საბაბად გამოიყენა ახალი ომის დასაწყებად. ომის დაწყების მიზეზები:
1. ანალიტიკოსების აზრით, პუტინმა ეს ომი იმიტომ დაიწყო, რომ საპრეზიდენტო
არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. ომის დროს პუტინის რეიტინგი
საგრძნობლად გაიზარდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შამილ ბაშაევი გრუ-
ს აგენტი იყო და ის მისი ინსტრუქციებით მოქმედებდა. 2. რუსეთის სურვილი იყო
ხასავიურთის ზავის პირობების აღდგენა, რათა ამით საკუთარი ჯარის პრესტიჟი
დაეცვა. 3. ჩეჩნეთს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს
რუსეთისთვის. ჩეჩნეთზე კონტროლის გარეშე, რუსეთი ვერ მოახერხებდა კასპიის
ნავთობის ტრანსპორტირებას. რუსეთის მიზანი იყო კავკასიაში არ გაჩენილიყო
ალტერნატიური დერეფნები. 1999 წელს პუტინმა ასლან მასხადოვის
ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა. 1999 წლის 11 ოქტომბერს ალსან
მასხადოვი სამშვიდობო გეგმას ადგენს და პუტინს შეხვედრას სთავაზობს, რაზეც
ის უარს იღებს. როცა მიხვდა მასხადოვი, რომ მოლაპარაკებები შედეგს არ
გამოიღებდა, მაშინ მან საღვთო ომი - ღაზავათი გამოაცხადა. ქვეყანაში საომარი
მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ბალესტიკური რაკეტებით
იბომბებოდა გროზნო და სხვა ქალაქები. 100 000 ადამიანმა მიატოვა სახლ-კარი და
ინგუშეთის რესპუბლიკას შეაფარა თავი. რუსებმა გროზნო ალყაში მოაქციეს და
მიწასთან გაასწორეს ქალაქი. ასლან მასხადოვმა გადაინაცვლა სამხრეთ ნაწილში
და იქ გააგრძელეს პარტიზანული ბრძოლა. შექმნეს პატარ-პატარა დანაწყოფები,
10 დან 50 კაცამდე და დაიწყეს რუსეთის არმიაზე მოულოდნელი თავდასხმები.
„შავი ქვრივები“ – 2003 წლიდან ქალი თვითმკვლელი ტერორისტები ებმება
საღვთო ომში. მათი მიზანი რუსეთზე შურისძიება იყო. 2001 წლიდან რუსეთი
იწყებს ე.წ ანტი-ტერორისტულ ოპერაციას და ანადგურებს ჩეჩენ მეამბოხეებს.
რუსები საქართველოსბრალს ჩეჩენი ტერორისტების მფარველობაში სდებდა,
რომლებიც პანკისის ხეობაში იყვნენ გამაგრებულები. 2000 წელს პუტინი
გროზნოში რუსულ ხელისუფლებას ქმნის და სათავეში აჰმედ კადიროვი ჩაუდგა.
2003 წლის 5 ოქტომბერს ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც
გამარჯვება აჰმედ კადიროვს დარჩა. ეუთომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად
გამოაცხადა. ჩეჩნებმა, ბევრი მცდელობის შემდგომ, მოახერხეს კადიროვის
ლიკვიდირება 2004 წელს. 2007 წლამდე პრეზიდენტი ალუ ალხანოვი დანიშნეს,
მის შემდეგ თანამდებობა აჰმედ კადიროვის შვილს - რაზმან კადიროვს დარჩა.
რაზმანს ფართო ავტონომია აქვს ჩეჩნეთში. შემოიღეს ისლამური წესები, რამაც
მნიშვნელოვნად გააუარესა ქალების მდგომარეობა. რუსეთმა მისივე
გასწორებული ქალაქის რეკონსტრუქცია დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამ 2002
წელს ჩეჩნეთში ომის დასრულებულად გამოაცხადა. რეალურად ამ დროს არ
შემწყდარა საომარი მოქმედებები. ხშირი იყო სხვადასხვა ტერორირსტული აქტები.
მაგ: დუბროვკის ტერორისტული აქტი - მოსკოვში 2002 წლის 23-26 ოქტომბერს
მოეწყო, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა. ბესლანი ტერორისტული აქტი -
2004 წლის 1 სექტემბერი. - დაიღუპა 350 მძევალი. 2009 წელს მედვედევს 20 000
რუსი ჯარისკაცი გამოჰყავს ჩეჩნეთიდან. ჩეჩნეთში ამ დროს მნიშვნელოვნად
დამძიმდა მდგომარეობა, ტერორისტული აქტები არ წყდებოდა. ტეორორი
რუსეთშიც გაგრძელდა, მოსკოვი-პეტერბურგის რკინიგზაზე თვითნაკეთი ბომბი
აფეთქდა და დაიღუპა 28 ადამიანი. აქედან იწყება ტეორრიზმის ახალი ერა,
რომელიც რუსეთისა და ჩეჩნეთის საზღვრებით იფარგლებოდა. პერიოდულად
რუსეთი ატარებდა სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებს. მკვლელობა
ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ჩეჩენი ტერორისტების მიზანი -
კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნაა, რაც მნიშვნელოვნად ცდება ჯოხარ
დუდაევისა და ალსან მასხადოვის მიზნებს(ასევე ჩეჩენი მოსახლეობის
ინტერესებსაც). ჩეჩნეთის პირველი ომი - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
მეორე ომი - რადიკალი ისლამისტების უტოპიზმი და შეწირული სახელმწიფო.
მოსახლეობის მხარდაჭერა რადიკალებს არ ჰქონდა, პირველი ომისგან
განსხვავებით. გროზნო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო, აქ ხდებოდა -
ნავთობის მოპოვება/გადამუშავება, მანქანათმშენებლობა, ლითონების
გადამუშავება და საკვები პროდუქტების წარმოება. ჩეჩნეთის მთავარი
ეკონომიკური ხაზი - ნავთობის მოპოვებაა. პრაქტიკულად ჩეჩნეთი მთლიანად
არის რუსეთზე დამოკიდებული და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ...ჩეჩნნეთის
ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის შიდა პოლიტიკურ წყობაზე.
რუსეთი მკვეთრად იხრება ავტორიტარიზმისკენ. ეს ომი რუსეთისთვის
მუდმივად არის არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორი. თუ რუსეთში
დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყება მაშინ ის დაიშლება, ვინაიდან ის
ეთნიკურად ჭრელი საზოგადოებებისგან შედგება(რუსი ექსპერტების აზრი).
პუტინის დიქტატურა კი აღიქმება, როგორც ქვეყნის ერთიანობის ერთადერთი
გარანტი. პუტინმა ამ ომით გააერთიანა რუსი ხალხი და შექმნა მტრის ხატი -
„ჩეჩენი ბანდიტების“ სახით. რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიის შენარჩუნებისთვის
დიდი ფასის გადახდა უწევს. რუსი პოლიტოლოგების ნაწილი თვლის, რომ
რუსეთმა თავი უნდა დაანებოს ჩრდ. კავკასიას და საკუთარ პრობლემებს
მიხედოს. რუსეთის მოსახლეობა კი მომხრეა ჩეჩნეთისა და დაღესტნის
დამოუკიდებლობის. რუსეთს ძალიან ბევრი მილიონი უჯდება ჩრდ. კავკასიის
შენახვა. რუსეთს უწევს კადიროვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
მარიონეტული რეჟიმის შენახვა. ჩეჩნეთში ჩადენილი გენოციდი რუსეთს
ბუმერანგივით შემოუტრიალდა და მძლავრი ტერორიზმით დაუბრუნდა უკან.
პუტინი ძალადობით ცდილობს ეთნიკური პრობლემის მოგვარებას, რაც
შეუძლებელია.კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციაეს კონფედერაცია
რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი იმ სახელწმიფოებისთვის
სირთულეების შექმნას ეფუძვნებოდა, რომელიც გადაწყვეტდა სრრკ-დან
გამოსვლას. 1989 წლის 25-26 აგვისტოს სოხუმში ჩატარდა პიველი ყრილობა.
მესამე ყრილობაზე გადაწყდა კავკასიის მთიელთა ხალხთა კონფედერაცია -
როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა - ის თავს სუვერენულ ეროვნულ-
სახელმწიფო გაერთიანებად აცხადებდა. ამ კონფედერაციაში შედიოდნენ
კავკასიელი ხალხები, რომლის დედაქალაქი სოხუმი იყო. დედაქალაქად სოხუმის
გამოცხადებით ნათლად ჩანდა ამ გაერთიანების მიზნები აფხაზეთთან
მიმართებაში. პარლამენტად გამოცხადდა კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა.
პრეზიდენტი - მ. შანიბოვი, პარლამენტის თავჯდომარე - ი.სოსლამეკოვი.
დუდაევის მოწინააღმდეგეებმა კონფედერაციაში მოიყარეს თავი.
კონფედერაციის მთავარი მხარდამჭერი გახდა მოსკოვის პარლამენტის
თავმჯდომარე ხასბულატოვი, რომელიც დუდაევის უდიდესი მოწინააღმდეგე
იყო. კონფედერაციის იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა ა. სახაროვის
„საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია“. ამ კონსტიტუციის თანახმად, სსრკ
უნდა დაშლილიყო ასობით მცირე ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულებად,
საქართელო მცირე იმპერია გამოცხადდა. ამ გაერთიანებას, რომელიც
ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა სსრკს დოქტრინას, არასოდეს არ
ეწინააღმეგებოდა რეალური საბჭოთა კავშირი. კავკასიის მთიელ ხალხთა
კონფედერაციას, გამსახურდიამ და დუდაევმა დაუპირისპირეს კავკასიური
სახლის იდეა და შექმნეს შესაბამისი სტრუქტურები. კონფედერაცია
საქართველოს წინააღმდეგ. 1992 წლის 18 აგვისტოს, გროზნოში კონფედერაციის
პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომელიც
ითვალისწინებდა აფხაზი სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარარებას. 1992
წლის 21 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კონფედერაციამ ომი
გამოუცხადა საქართველოს და აფხაზეთში გადაისროლა შეიარაღებული
ძალები.კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ. კონფედერაცია აქტიურად
დაუპირისპირდა ჩეჩნეთში ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას და მის
ლიდერს, პრეზიდენტ ჯ.დუდაევს. მათ გააქტიურეს ბრძოლა ჩეჩნეთში -
დუდაევის წინააღმეგ. აფხაზეთის ომის დასრულების შემდგომ, კონფედერაციამ
თავისი ჯარები ჩეჩნეთში გადაისროლა. რუსეთის დახმარებით გროზნოში
კონფედერაციამ მოაწყო ორი პუტჩი. 1994 წლის თეატრალური მოდენის პუტჩი -
სადაც ტანკების შეტაკება მოხდა და კონფედერაცია განიდევნა ჩეჩნეთიდან.
კონფედერაციის დასასრული. აფხაზეთისა და ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის
შემდეგ კონფედერაცია იშლება. მისი მეთაურების ძირითადი ნაწილი რუსეთში
გადაბარგდა.
6 სალექციო მასალა
ჩრდილოეთ კავკასია თანამედროვე ეტაპზე
ჩრდილოეთი კავკასია არის გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის
შესაყართან, კავკასიის ნაწილი. დღეს მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი
რუსეთის შემადგენლობაში შედის. ჩრდილოეთი კავკასია ადმინისტრაციულად
იყოფა ორ მხარედ და 7 ავტონომიურ რესპუბლიკად. რესპუბლიკებიდან
ტერიტორიის სიდიდით და მოსახლეობით ყველაზე დიდი დაღესტანია,
ყველაზე პატარა, - ინგუშეთი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი
მედვედევმა 2010 წლის 19 იანვარს ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ
კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნის შესახებ, რომელიც სამხრეთ
ფედერალურ ოლქს გამოეყო და მის შემადგენლობაში შევიდნენ დაღესტნის,
ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის,
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკები და სტავროპოლის მხარე. ოლქის
ადმინისტრაცი- ული ცენტრად განისაზღვრა ქ. პიატიგორსკი. ბოლო 20 წელია
სლავური წარმოშობის მოსახლეობა ჩრდილოეთ კავკასიას ტოვებს. ამის მიზეზად
სამი ფაქტორი სახელდება. პირველი - ეკონომიკური მიზეზი: რუსეთის
პროვინციულ რეგიონებში ცხოვრების პირობების დაბალი დონე.
მეორე მიზეზია "ნაციონალური განწყობის" ზრდა. ეს გამოიხატება, როგორც შიდა
ნაციონალიზმში, ასევე ადგილობრივი ბიუროკრატიის მხრიდან რუსული
მოსახლეობის დისკრიმინაციაში.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსები ჩრდილოეთ კავკასიას ტო- ვებდნენ, ე.წ.
"ბოევიკების"აქტივობა, საბრძოლო მოქმედებები და კონ- ტრტერორისტული
ოპერაციები იყო. ჩეჩნეთში მიმდინარე ომის დროს კრემლის არსენალში
ანგარიშს- წორების ახალი მეთოდი გაჩნდა - ე.წ. „ჩეჩენიზაცია”. მიდგომა ძველია,
ცარისტული პერიოდიდან იღებს სათავეს და დამყარებულია ადგილობ- რივ
ელიტებზე.
გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში
ვერაფრით დაინერგა მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტები. რუსეთის
ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის 2021 წლის 12
ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობით, სამართალდამცავმა ორგანოებმა გასული
სამი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტის 29 მცდელობა
აღკვეთეს, 84 მებრძოლი გაანადგურეს და 379 თანამზრახველი დააკავეს.
კომიტეტის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციები ჯერ კიდევ
ცდილობენ რეგიონის დესტაბილიზაციას, ძირითად ორგანიზაციულ აქტივობას
კი ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებენ.
დღეისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში შვიდი რესპუბლიკაა: ადიღეა, ყარაჩაი-
ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ-ოსეთ ალანია, ინგუშეთი,
ჩეჩნეთი და დაღესტანი.
1) ადიღეს რესპუბლიკა შედის სამხრეთ რუსეთის ფედერალურ ოლქში და
ტერიტორიულად და ადმინისტრაციულად მოწყვეტილია ჩრდილოეთ
კავკასიაში არსებულ სხვა რესპუბლიკებს.სახელმწიფო ენებია რუსული და
ადიღური. რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოა სახელმწიფო საბჭო - ხასე,
რომელსაც 5 წლით ირჩევენ და შედგება 50 დეპუტატისგან (25 არჩეული
მაჟორიტარული, 25 პროპორციული წესით).
ადიღეში უმაღლესი თანამდებობის პირია ადიღეს რესპუბლიკის მეთაური,
რომელსაც ფედერალური კანონის საფუძველზე ირჩევენ სა- ხელმწიფო საბჭო -
ხასეს წევრები 5 წლის ვადით.
2) ყარაჩაი-ჩერქეზეთი რესპუბლიკაა რუსეთის ფედერაციის
შემადგენლობაში.შექმნის თარიღი - 1957 წ. შეიქმნა როგორც ავტონომიური
ოლქი, 1992 წ. გარდაიქმნა რესპუბლიკად.სახელმწიფო ენებია აბაზური,
ყარაჩაული, ნოღაური, რუსული და ჩერქეზული. ამავე დროს რუსული
ერთაშორისი ურთიერთობის ენად არის გამოცხადებული.ყარაჩაი-ჩერქეზეთის
კონსტიტუცია 1996 წ. მიიღეს, შემდეგში კი მრავალი ცვლილება შეიტანეს.
კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის
ნაწილია და უპირატესობა რუსეთის კანონმდებლობას ენიჭება. არსებული
მთავრობის გადაყენება შეუძლია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.
3) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა არის „დემოკრატიული სამარ- თლებრივი
სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“. სა- ხელმწიფო ენებია
ყაბარდოული, ბალყარული და რუსული ენები. 1921 წ. შეიქმნა ყაბარდოს
ავტონომიური ოლქი, 1922 წელს გადა- კეთდა ყაბარდო-ბალყარეთის
ავტონომიურ ოლქად, 1936 წელს გარდა- იქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად,
1992 წლიდან კი არის „ყაბარდო- ბალყარეთის რესპუბლიკა რუსეთის
ფედერაციის შემადგენლობაში“. დედაქალაქი - ნალჩიკი.
4) რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი ალანიას დედაქალაქია ვლადი- კავკაზი.
სახელმწიფო ენებია რუსული და ოსური. ოსები საუბრობენ ორ დიალექტზე -
ირონის და დიგორის დიალექტებზე.1995 წლიდან ეწოდება რესპუბლიკა
ჩრდილოეთ ოსეთი ალანია. ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის პარლამენტი 5 წლით
აირჩევა და 70 დეპუტატისგან შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას
ხელმძღვანე- ლობს რესპუბლიკის მეთაური. მას დეპუტატები 5 წლის ვადით
ირჩევენ.
5) ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქი- მაგასია. მთიელთა ავტონომიური
საბჭოთა რესპუბლიკის ლიკვიდაციის შემდეგ შეიქმნა ინგუშეთის
ავტონომიური ოლქი რსფსრ შემადგენლო- ბაში. 1934 წელს ჩამოყალიბდა
ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, ხოლო 1936 წ. 5 დეკემბერს გახდა
ავტონომიური საბჭოთა სოციალისტუ- რი რესპუბლიკა. 1944 წელს ჩეჩნებისა
და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ რესპუბლიკა გაუქმდა და აღდგენილი
იქნა 1957 წელს.ინგუშეთის საკანიონმდებლო ორგანო 32 დეპუტატისგან
შედგება და 5 წლით ირჩევენ. აღმასრულებელ ხელისუფლებას
ხელმძღვანელობს ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური, რომელსაც 5 წლით
ირჩევს ინგუშეთის პარლამენტი იმ სამი კანდიდატიდან, რომელთაც რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტი წარუდგენს.
6) ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქია გროზნო.ჩეჩნეთის რესპუბლიკა შეიქმნა
1993 წ. 9 იანვარს.
ჯერ კიდევ ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში ჩამოყალიბდა პრორუსული
ადმინისტრაცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ახმატ კადიროვი. 2003 წ.
კადიროვი აირჩიეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად, მაგრამ 2004 წ. 9
მაისს მოკლეს ტერორისტული აქტის დროს.2018 წ. მოხდა საზღვრის
დემარკაცია ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შო- რის, რომლის ძალითაც ინგუშეთმა
გარკვეული ტერიტორიები ჩეჩნეთს დაუთმო.
7) დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო ენებია: რუსული, ავარული,
აგულური, აზერბაიჯანული, დარგინული, კუმიკური, ლაკური, ლეკური,
ნოღაური, რუტულური, ტაბასარანული, ტატური, ცახურული, ჩეჩნური.
დედაქალაქია მახაჭკალა. დაღესტნის მოსახლეობის 95% მუსლიმია (მათგან
97% სუნიტია, 3% კი შიიტი). დაღესტნისმოსახლეობის 5% კი ქრისტიანი და
იუდე- ველია. იუდეიზმი დამკვიდრებულია მთის ებრაელებში, რომლებიც ახ-
ლა ტატებად არიან ჩაწერილი
დაღესტნის ერთპალატიანი პარლამენტი შედგება 90 დეპუტატისგან,
რომელთაც 5 წლით ირჩევენ. დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურს ირჩევენ
პარლამენტარებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3
კანდიდატიდან.
კონფლიქტები
1) ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი
1944 წ. 23 თებერვალი - ინგუშების დეპორტაციის შემდეგ მათი მიწების ნაწილი
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა.
1956 წ, 24 ნოემბერი - რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შემდეგ აღდგა
ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოღონდ ძველი ტერიტორიების
ნაწილი დარჩა ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში.
1992 წ. 1 ნოემბერს ელცინმა ჯარები შეიყვანა კონფლიქტის ზონაში. ოსეთ-
ინგუშეთის კონფლიქტი დღემდე მოუწესრიგებელია.
2002 წ. 11 ოქტომბერი - ჩრდილოეთ ოსეთ ალანიის პრეზიდენტმა ალ- ექსანდრე
ძასოხოვმა და ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მურატ ზიაზიკოვმა ხელი
მოაწერეს შეთანხმებას ”თანამშრომლობისა და კეთილმე- ზობლობის” შესახებ.
2)ბრძოლა ალანთა მემკვიდრეობისათვის
ალანთა სახელმწიფო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა, IX საუკუნის ბოლოდან
და X საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც თავი დააღწიეს ხაზართა ბატონობას.
განსაკუთრებით ცნობილი იყო X – XII საუკუნეებში. 1230-იან წლებში კი
არსებობა შეწყვიტა მონღოლ-თათართა შემოსევების შედეგად. ალანებს
საკუთარი არაფერი დაუტოვებიათ, რომლის მეშვეობითაც ამ ხალხის ისტორიის
შესახებ ვიმსჯელებდით, თუმცა 600-წლიანი ინტერვალის შემდეგ ამ ხალხის
მემკვიდრეობაზე პრეტენზია განაცხადა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე
ხალხმა. მეტოქეობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. ბრძოლა ალანთა
მემკვიდრეობისათვის განსაკუთრებით გამძაფ- რდა 2017 წლიდან, როდესაც
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რათა 2022 წელს აღინიშნოს 1100 წელი
ალანთა მიერ ქრისტიანობის მიღებიდან. ღონისძიება ჩრდილოეთ ოსეთში უნდა
გაიმართოს. ინგუშები და ყარაჩაი-ბალყარელები ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
3. დაღესტანი რთული პრობლემების წინაშე
გეოპოლიტიკურ რეალობათა შეცვლამ უაღრესად გაზარდა დაღეს- ტნის
მნიშვნელობა რუსეთისათვის. იგი მდებარეობს რამდენიმე სახელ- მწიფოს
მიჯნაზე. დაღესტნის მეშვეობით რუსეთი სახმელეთო გზით უკ- ავშირდება
აზერბაიჯანსა და ირანს. დაღესტანი კასპიისპირა ქვეყანაა და ამ ზღვის
სექტორებად დაყოფის შემთხვევაში დაღესტნის წილი აზერბა- იჯანისაზე
ნაკლები არ იქნება. ზღვით დაღესტანი კიდევ რამდენიმე სა- ხელმწიფოს
ესაზღვრება, მახაჭყალას ნავსადგური უკვე გამოცხადდა სა- ერთაშორისოდ.
ამავე დროს დაღესტანი ურთულესი პრობლემების წინაშე დგას, რომელთა
დაძლევაც საკუთარი ძალით არ შეუძლია. პირველ რიგში ესაა მძიმე სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობა. რესპუბლიკის ბიუჯეტის 80% დოტაციურია. ზოგ
რაიონში უმუშევრობის დონე 70-80%-ს აღწევს. ჩეჩნეთში მიმდინარე ომმა და
აზერბაიჯანთან საზღვრის გადაკეტვამ და- ღესტანი ფაქტობრივად ბლოკადაში
მოაქცია, 1994 წლის ქოლერის ეპიდ- ემიის, შემდეგ კი ჩეჩნეთში ომის გაჩაღების
შედეგად, მკვეთრად შემცირ- და ტურისტთა და დამსვენებელთა რიცხვი.
სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ერთვის ეთნიკურიც. და- ღესტანში 100-ზე
მეტი ეროვნება ცხოვრობს. მათგან 30 აბორიგენია, რო- მელთაც თავ-თავიანთი
ენები გააჩნიათ. აქედან 12 აღიარებულია სახელ- მწიფო ენად. აქვე კომპაქტურად
ცხოვრობს დაახლოებით ორი ათეული ხალხი, რომელთაც ასიმილაცია
განიცადეს და ამჟამად ჩაწერილნი არიან როგორც ავარელი, დარგინი, ლეკი.
დაღესტანში სერიოზული წინააღმ- დეგობანი არსებობს ყუმუხებსა და
ავარელებს შორის, ლეკებს, ყუმუხებს და ჩეჩენ-აკინებს შორის,
აზერბაიჯანელებსა და ლეკებს შორის და ა.შ.
დღევანდელი დაღესტნის ეთნიკური პრობლემებიდან გამოიყოფა რამდენიმე,
რომელთა გამწვავებასაც შეიძლება მოჰყვეს სიტუაციის საერ თო
დესტაბილიზაცია:.ნოღაელთა პრობლემა, თერგის კაზაკთა პრობლემა, ლეკთა
საკითხი, ჩეჩენი-აკინების საკითხი, შესაძლო დაპირისპირება ჩეჩნეთთან.
4)ჩრდილოეთ კავკასია - რუსეთის მძიმე ტვირთი
ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის ხელისუფლების თავის ტკივილს წარმოადგენს.
"კოლონიები უკუღმა" - ასე უწოდებს ბევრი რუსეთში ამ რეგიონს და მიუთითებს,
რომ ამ რეგიონისაგან რაიმე სერიოზული მატე- რიალური სარგებელი რუსეთს
არასოდეს მიუღია. თავის დროზე რუსეთ- მა ჩრდილოეთ კავკასია იმიტომ
დაიპყრო, რომ შეეღწია კავკასიონის სამ- ხრეთით და წინსვლა გაეგრძელებინა
თურქეთისა და ირანისაგან.
ჩრდილოეთ კავკასიაზე რუსეთი ვერც დღეს იტყვის უარს, რადგა- ნაც ამ
შემთხვევაში არა მარტო უარი უნდა თქვას სამხრეთ კავკასიაში თა- ვის
ნეოიმპერიულ ინტერესებზე, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენებს ვოლგისპირეთში
თავის პოზიციებსაც.რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021
წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონით მოწინავე ხუთ ფედერაციულ
სუბიექტს შორის ოთხი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაა - ინგუშეთი,
დაღესტანი, ჩრდილოეთი ოსეთი და ჩეჩნეთი. უცხოური ბიზნესი ჩრდილოეთ
კავკასიას თავს არიდებს.
7 სალექციო მასალა
აზერბაიჯანის სანავთობო პროექტი და მისი რეალიზება
აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი პირველად XIX საუკუნეში
განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის
ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა,
უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება
დაიწყო. რუსეთის იმპერიაში ნავთობის კომერციული მოპოვება XIX საუ- კუნის
მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც კერძო მეწარმეებმა პირველი ჭაბურღილების
მშენებლობის უფლება მიიღეს. ამ მხრივ, პიონერები იყვნენ ცნობილი შვედი
მეწარმეები, ძმები რობერტ და ლუდვიგ ნობელები, რომლებმაც პირველი
ინვესტიციები განახორციელეს და 1879 წელს ბაქოში ნავთობის 9 ჭაბურღილი და
გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს. საწყის ეტაპზე ნავთობის ტრანსპორტირება
ასტრახანის პორტში, კასპიის ზღვის გავლით, ტანკერების საშუალებით
ხორციელდებოდა.
პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერების თავდაპირველი მცდე ლობები
კასპიური რესურსების განვითარება ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ
ექციათ რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. „საუკუნის კონტრაქტის“
ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რამდენიმე
მილსადენი ამოქმედდა: დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენი
(ბაქო-სუფსას ნავთობსადენი), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და
სამხრეთ კავკასიის მილსადენი (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი).ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის აქტიური ლობისტი თურქეთი იყო. თურქეთის
წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ნავთობის დიდი ოდენობით გატანა შავი
ზღვის სრუტეებით საშიში და შეუძლებელი იყო. ზოგიერთი გათვლებით,
სრუტეების გამტარიანობა არ აღემატება 30 მლნ ტონა ნავთობს წელიწადში,
გარდა ამისა, ტანკერები იმოძრავებდნენ მრავალმილიონი ქალაქის - სტამბულის
ცენტრში და რომელიმე ტანკერის ავარიას კატასტროფული ეკოლოგიური
შედეგები მოჰყვებოდა. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაცია 40
წელიწადზეა გათვლილი. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ყველაზე გრძელვადიანი
და ძვი- რადღირებული პროექტი, იმ პროექტებს შორის, რომელთა მონაწილეც
დღეს საქართველოა. 2005 წლის 25 მაისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის
ნავთობსადენში ნავ- თობი საზეიმოდ გაუშვეს. ნავთობსადენის ფუნქციონირების
დაწყება მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური მოვლენა იყო, რასაც გარდუვალად
მოსდევდა გეოპოლიტიკური ცვლილებებიც.
სანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამოქმედდებოდა, „საუკუნის
კონტრაქტით გათვალისწინებული ნავთობის მოპოვება დაიწყო. ამ „ადრეული
ნავთობის“ ტრანზიტისთვის გადაწყდა, რომ გამოიყენ- ებდნენ რუსეთის
ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენს, ასევე
საქართველოს გავლით აშენდა ნავთობსადები ბაქო-სუფსა.
აზერბაიჯანს ბაქო-ჯეიჰანის სრულად დასატვირთად საკმარისი ნავთობი არ
აღმოაჩნდა. ამიტომ საჭირო იყო კასპიის სხვა ქვეყნების ნავთობის მიზიდვაც.
2008 წლის 3 ნოემბერს ნავთობსადენით დაიწყო ყაზახეთის ნავ- თობის
ტრანსპორტირება. ყაზახური საწვავის მეშვეობით ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის
მილსადენის დატვირთვა, რომელიც პერმანენტუ- ლად მცირდებოდა,
მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2010 წლიდან დაიწყო თურქმენეთის ნავთობის
გატარება. ყაზახური და თურქმენული ნავთობი ბაქოში ტანკერებით ჩააქვთ.
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის რეალიზებისკენ მიმართული ძა- ლისხმევა,
ეკონომიკურ მოსაზრებებთან ერთად, გეოპოლიტიკური ინტე- რესებითაც იყო
ნაკარნახევი. ამასთან ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორი- აზეც გაივლიდა
ნავთობსადენი (აზერბაიჯანი, საქართველო და თურქე- თი) "სამხრეთული
მარშრუტის" განხორციელებას ვერ შეძლებდნენ, თუ- კი არ იქნებოდა აშშ-ს
მხარდაჭერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდე- ბოდა ბაქო-ჯეიჰანის
მშენებლობისათვის საჭირო ფინანსების გამონახვა, ისევე როგორც "სამხრეთული
მარშრუტის" მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის - რუსეთის შეკავება.
რუსეთს არასოდეს დაუმალია თავისი ნეგატიური დამოკიდებუ ლება ბაქო-
ჯეიჰანისადმი. პრეზიდენტ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის
(2000 წ. 11-12 იანვარი) ერთ-ერთ მიღწევად ჰეიდარ ალიევის თანხმობა მიიჩნევა,
რომ აზერბაიჯანული ნავთობი "ჩრდილოური მარშუტით", ანუ ნოვოროსიიკის
მიმართულებითაც იდენდა. აშშ-ში პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის არჩევის შემდეგ
ინტენსიურად ვრცელდებოდა თვალსაზრისი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია
უარს იტყოდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მხარდაჭერაზე. აღნიშნულის მთავარ
არგუმენტად მოჰყავდათ თავად ბუშის წინასაარჩევნო განცხადება, რომ
უპირატესობას ანიჭებს ნავთობის ტრანზიტს რუსეთისა და ირანის გავლით.2000
წლის 12 იანვარს აშშ- ის საელჩომ აზერბაიჯანში სპეციალური განცხადება
გააკეთა იმის თაობ- აზე, რომ ბაქო-ჯეიჰანი კვლავინდებურად აშშ-სა და
პროექტის სპონსორი სანავთობო კომპანიების მტკიცე მხარდაჭერით
სარგებლობდა. ბაქო-ჯეიჰანისათვის მთავარი მებრძოლი თურქეთი იყო, მაგრამ
მას ძალზედ გაუჭირდებოდა აშშ-ს მხარდაჭერისა და აზერბაიჯანის
"ჩრდილოეთისკენ გადახრის" პირობებში. მთლიანობაში თუ შევხედავთ, ბაქო-
ჯეიჰანის რეალიზების საქმეში საქართველოს "წილი" პასუხისმგებლობა
შედარებით მცირე იყო - უნდა უზრუნველეყო თავის ტერიტორიაზე
ნავთობსადენის მშენებლობა და ფუნქციონირება. საქართველოს მსგავსი
პროექტის განხორციელების გა- მოცდილება უკვე გააჩნდა, - აშენებული იყო და
წარმატებით ფუნქციონ- ირებდა ნავთობსადენი ბაქო-სუფსა.
ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად აქტიურდე- ბოდა
საუბარი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების აუცილებლობის თაობაზეც. 2005
წლის 23 მაისს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარე- ბის მინისტრი ფარხად
ალიევი ყარაბაღის კონფლიქტით აზერბაიჯანის- თვის მიყენებულ ეკონომიკურ
ზარალზე ალაპარაკდა. "სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციამ ქვეყანას
26,5 მილიარდი დოლარის ზარა ლი მიაყენა", "აზერბაიჯანმა ხელიდან გაუშვა 10-
დან 12 მილიარდამდე შემოსავალი, რომლის მიღებაც შეეძლო იმ შემთხვევაში,
თუკი სომხეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას არ მოახდენდა", - ასეთი იყო
ოფიცი ალური ბაქოს პოზიცია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავ- რებასთან
ერთად, სულ უფრო აქტიურად ჩნდებოდა ვერსია ნავთობსა- დენზე
მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. სახელდებოდა ქურთული და სომხური
ტერორისტული ორგანიზაციები. ისიც აღინიშნებოდა, რომ მოვლენათა ამგვარი
განვითარების შემთხვევაში მოგებული პირველ რიგ- ში რუსეთი დარჩებოდა,
რომლის პოლიტიკურ წრეებსაც ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედება ეკონომიკურად და
პოლიტიკურად წამგებიანად მიაჩნდათ. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები
მიუთითედნენ სომხეთის პოლი- ტიკური წრეების შეშფოთებაზე ბაქო-ჯეიჰანის
ამოქმედების მოახლოებ- ასთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ, რომ ამ
პროექტის მიღმა დარჩე- ნილმა "განაწყენებულმა ქვეყნებმა", შესაძლოა, სცადონ
ხელი შეუშალონ მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ბაქოში გამომავალი გაზეთი
"ზერკა- ლო" მაისის ბოლოს იუწყებოდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ-
სადენის მთელი სასამსახურო დოკუმენტაცია სომხეთის სპეცსამსახურებს
ჩაუვარდა ხელში. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ამ ეტაპზე,
ფაქტობრივად, მარტო დარჩა პოტენციური ტერორისტების პირისპირ", -
განუცხადა აღნიშნული გაზეთის კორესპონდენტს სტრატეგიული კვლე- ვების
ცენტრის ხელმძღვანელმა როვშან ნოვრუზოღლუმ.
აზერბაიჯანულ მედიაში გაიხსენეს ჯერ კიდევ 1993 წელს, როდე- საც
ნავთობსადენი მხოლოდ იდეაში არსებობდა, სომხური და ქურთული
ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები
"მილსადენების ომის" დაწყებასთან დაკავშირებით. "ჯერჯერობით ერევ- ანი
თავს იკავებს მეტისმეტად მკვახე განცხადებებისა და მუქარისგან. მაგრამ ეს
სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერევანი არ ეცდება ვითარების შეცვლას
უკიდურესად რადიკალური მეთოდებით", - წერდა ბაქოში გა- მომავალი გაზეთი
"ეხო". სომხურ მედიაში კი ამგვარი განცხადებები წი- ნასწარ გამიზნულ
პროვოკაციად ფასდებოდა.
უკრაინის ბრძოლა კასპიის ნავთობისთვის
2007 წლის 10-11 ოქტომბერს ვილნიუსში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე
ხუთმა ქვეყანამ (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონე- თი და ლიტვა)
ხელი მოაწერა შეთანხმებას ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდან- სკის ნავთობსადენის
მშენებლობის შესახებ. პროექტის მიზანი "რუსული ენერგეტიკული ალყის
გარღვევა" და რუსეთის გვერდის ავლით კასპიუ- რი ნავთობით ევროპის
ქვეყნების უზრუნველყოფა იყო. პროექტის რეალ- იზებისათვის საჭირო
ფინანსური სახსრების გარდა, აუცილებელი იყო ნავთობსადენის
ფუნქციონირებისათვის საჭირო ნავთობის გამონახვაც. 2007 წლის 10 ოქტომბერს
ვილნიუსში ხუთი ქვეყნის ნავთობის ერ- ოვნული კომპანიების
ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კომპანია "სარმატიას"
დაფუძნების თაობაზე. კომპანიაში 24,75%-იანი წი- ლები საქართველომ,
პოლონეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა მიიღო, 1% კი ლიტვამ. ოდესა-ბროდი-
პლოცკი-გდანსკის პროექტის რეალიზების შემთხ- ვევაში ევროკავშირის ქვეყნებს
ექმნებოდათ რუსეთიდან ნავთობის მიღე- ბის გარკვეული ალტერნატივა.
პირველ რიგში ასეთი პროექტით დაინ- ტერესებული იყო ლიტვა. აღნიშნული
ნავთობსადენიდან იგეგმება გან- შტოების აშენება, რათა ნავთობი მიეწოდოს
უდიდეს ნავთობგადამა¬მუ- შავებელ ქარხანას ბალტიისპირეთში.
,,სამხრეთის გაზის დერეფნის“ განვითარება
სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევრო-
პის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების
მრავალფეროვანი წყაროები.
ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი
სიგრძე 3500 კილომეტრი იქნება. მთავარი წყარო იქნება
კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. ტრანსანატოლიური
მილსადენის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ 2019 წლიდან დაიწყებოდა
გაზის მიწოდება საბერძნეთის საზღვრებზე. სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფნის
პერსპექტივას მეტწილად განსაზღვრავს ევროპული სახელმწიფოების პოზიცია
ალტერნატიული წყაროებისა და მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებით.
ევროპაში ალტერნატიული მილსადენების მშენებლობის იდეა, რაც თურ- ქეთის
გავლით ევროპაში კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლე- თის ნაწილიდან
გაზის იმპორტს ითვალისწინებდა, 1990-იან წლებში გაჩნდა. გაზის ყველაზე
სავარაუდო წყარო კასპიის რეგიონიდან აზ- ერბაიჯანი და თურქმენეთი უნდა
გამხდარიყო, ახლო აღმოსავლეთი- დან კი - ერაყის ქურთისტანის ტერიტორია.
ახალი მილსადენები თურქეთისა და საბერძნეთის გავლით აზ- ერბაიჯანული
გაზის პირდაპირ ევროპაში (იტალია) ტრანსპორტირე- ბას უზრუნველყოფს.
ახალი პროექტი გაზრდის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის არსებული 7 მლრდ.
კუბური მეტრის წარმადობის სისტემის შესაძლებლობებს, რათა წელიწადში
დამატებით 16 მლრდ. კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის
საზღვართან ექსპორტის შესაძლერბლობა შეიქმნას.
თემა8, სამხრეთ კავკასია: ეკოლოგიის საკითხები
.სომხეთის ატომური ელექტროსადგური: ეკოლოგიური საფრთხეები
სამხრეთ კავკასიისთვის მთავარ ეკოლოგიურ საფრთხედ მაინც სომხეთის
ატომური ელექტროსადგური მიიჩნევა. სომხეთის მეწამორის ატომური
ელექტროსადგური სამხრეთ კავკასიაში ერთადერთია და ერევნიდან
დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. იგი 1970-იან წლებში აშენდა და ორი
ენერგობლოკისგან შედგება. მეწამორის ატომური ელექტროსადგურის პირველი
რეაქტორი 1976 წელს ამუშავდა. ორივე რეაქტორის საერთო სიმძლავრე 815
მეგავატია. 1988 წელს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარი 6,9 ბალიანი
მიწისძვრის შემდეგ, რამაც 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, საბჭოთა
ჩინოვნიკებმა რეაქტორის დახურვა გადაწყვიტეს მიწისძვრა ჩერნობილის
ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან ორი წლის შემდეგ მოხდა. სპიტაკში
მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 1989 წელს, ატომური
ელექტროსადგური გააჩერეს. გაჩერებამდე ის 48 446 მილიონ კვტ.სთ
ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. თუმცა პოსტსაბჭოთა პერიოდში, მთიანი
ყარაბაღის კონფლიქტისა და თურქეთ-აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის
ბლოკადის გამო, რამაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის
მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე
რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. ამ დროისთვის ის
სომხეთში ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 33-35%-ს გამოიმუშავებს.
ზოგჯერ კი მის წილად 40%-საც ასახელებენ. ევროკავშირი სომხეთს ატომური
ელექტროსადგურის დახურვისკენ 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოუწოდებს ,
რადგან ამ ზონაში ძალიან ხშირია მიწისძვრები, ამ ყოველივემ კი შესაძლოა
ფატალური შედეგი გამოიწვიოს როგორც სომხეთისთვის, ასევე მთელი სამხრეთ
კავკასიისთვის. იაპონიაში 2011 წელს ფუკუსიმაზე მომხდარმა ატომურმა
კატასტროფამ მოძველებული მეწამორის ატომური ელექტროსადგურის
ეკოლოგიური უსაფრთხოების თაობაზე მღელვარება გამოიწვია. იაპონია
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა სეისმური და ბირთვული
კატასტროფისგან დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ კატასტროფა მაინც ვერ
აიცილა თავიდან. მიუხედავად ექსპერტების მტკიცებისა, თითქოს თანამედრვე
ტექნოლოგიები ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებას მთლიანად
უზრუნველყოფს, იაპონიაში დატრიალებულმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ
მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების
არანაირი გარანტია არ არსებობს. ამის შემდეგ კვლავ გააქტიურდა სომხეთის
ატომური რეაქტორის დახურვის საკითხი. ექსპერტები შეშფოთებულნი იყვნენ
იმით, რომ სომხეთის მთავრობა არ აქვეყნებდა ინფორმაციას სადგურის
მდგომარეობისა და საგანგებო სიატუაციის დროს სამოქმედო გეგმის შესახებ.
შესაძლოა, მიწისძვრამ გავლენა მოახდინოს ბირთვულ ნარჩენებზე, რომლებიც
მიწისქვეშ სპეციალურ საცავში ინახება. არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას, რა
მოუვათ ამ საცავებს მიწისძვრის დროს და მოხდება თუ არა რადიციის გაჟონვა,
რომელიც სხვა რეგიონებში გავრცელდება მიწისქვეშა წყლების საშუალებით.
თემა 9. კასპიის ზღვის სტატუსი და ენერგორესურსები
კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი
386 400 კმ2 -ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო
კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა ეწოდა კავკასიის აღმოსავლეთ
ნაწილში მცხოვრები ძველი ტომის კასპიების სახელის მიხედვით. უფრო ადრე
მას ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების სახელების მიხედვით ჰირკანიის,
გურგანის, დარუბანდის, ხაზარების ზღვასაც უწოდებდნენ.დღეს კასპიის ზღვას
ხუთი ქვეყანა ესაზღვრება – აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი, რუსეთი და
ყაზახეთი. კასპიის სანაპირო ხაზი დაახლოებით 7.100 კილომეტრს შეადგენს
სანაპირო ხაზი მათ შორის შემდეგნაირად ნაწილდება: ყაზახეთი – 30,8 %,
თურქმენეთი – 16,8 %, ირანი – 18,7 %, აზერბაიჯანი 15,2 % და რუსეთის
ფედერაცია 18,5%. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს კასპიის ზღვის
დიდ მნიშვნელობას არის ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები, ასევე მდიდარი
თევზჭერის პოტენციალი. კასპიის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და
ნავთობის უზარმაზარი საბადოები. თუმცა ოფშორული რესურსების დიდი
ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს
უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და
საზღვრების დადგენის თაობაზე. 1 სამართლებრივი დავა მათ შორის ჯერ კიდევ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და მოლაპარაკებები ორ ათწლეულზე
მეტხანს გაგრძელდა. მხარეები ცდილობდნენ შეთანხმებულიყვნენ კასპიის
ზღვის გაყოფის საკითხზე, კერძოდ, ეს უნდა მომხდარიყო ზღვების შესახებ
საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად თუ ტბების შესახებ
არსებული ნორმების შესაბამისად. საბოლოოდ, 2018 წლის 12 აგვისტოს,
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც
დაადგინა კასპიის ზღვისპირეთის სახელმწიფოთა უფლებები და მოვალეობები,
ასევე კასპიის ზღვის სტატუსი და მისი ენერგო რესურსებით სარგებლობის
პირობები. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამომავლოდ
კასპიის ზღვის ენერგო რესურსების ექსპორტზე და ხელს შეუწყობს რეგიონის
სახელმწიფოთა შორის მჭიდრო თანამშრომლობას.ისტორიული მიმოხილვა მე–8
საუკუნეში კასპიის ზღვა დაიპყრეს აბასიანებმა და რეგიონში სპარსეთის
ძალაუფლება გახდა დომინანტი 1722 წლამდე. მე–16 საუკუნეში სეფიანთა
მმართველობის პერიოდში კომერციული გადაზიდვები კასპიის ზღვაზე კარგად
იყო განვითარებული. მასში იყვნენ ჩართულნი გენუელები და მოგვიანებით,
ბრიტანელი ვაჭრები. შუა საუკუნეების პერიოდში რუსებმა ასევე გამოხატეს
ინტერესი კასპიის ზღვის მიმართ დრო და დრო სამხედრო კამპანიების
მოწყობით. პრინცი იგორის შეჭრა მოიაზრება ყველაზე სახელგანთქმულ
ლაშქობად რეგიონში მონღოლების გამოჩენამდე. რუსებმა განაახლეს თავიანთი
სამხედრო კამპანიები კასპიის ზღვისპირეთში მხოლოდ მონღოლთა
მმართველობის დამხობის შემდეგ. პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა კასპიის
ზღვისპირეთის დაპყრობისა განხორციელდა ივანე მრისხანეს მიერ 1552–1556
წლებში ყაზანისა და ასტრახანის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო კამპანიის
წარმოებისას. მას შემდეგ, რაც რომანოვებმა დაიკავეს რუსეთის სამეფო ტახტი,
კასპიის ზღვით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. პირველი 6 რუსული
სამხედრო გემი "ორელი" აშენდა 1667 წ. მეფე ალექსეი მიხაილის ძის
განკარგულებით. სტეფან რაზინმა, რომლის ფლოტმაც კასპიის ზღვაში
დაამარცხა სპარსული ფლოტი, ითამაშა თავისი როლი კასპიის ზღვის მომავალ
ოკუპაციაში რუსეთის მიერ. სპარსელების ჰეგემონია კასპიის ზღვაზე დასრულდა
პეტრე დიდის კამპანიის შედეგად 1727 წელს. ამავე წელს იქნა წამოწყებული
პირველი სამხედრო პორტის მშენებლობა ასტრახანში. 1742 წ. ნადირ შაჰმა
წამოიწყო პირველი სპარსული სამხედრო ფლოტის მშენებლობა კასპიის ზღვაში,
როდესაც ინგლისელ ჯონ ელიოტთან თანამშრომლობით მან საფუძველი ჩაუყარა
დიდ სამხედრო ფლოტს, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაასრულა ყველა მისი
ამბიციური გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის ისტორია იწყება
უძველესი დროიდან, პირველი მიზანმიმართული მცდელობა კასპიის ზღვისა
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაში გაჩნდა მე-18 საუკუნეში რუსეთის
ინტერვენციის შემდეგ. კერძოდ, სანქტპეტერბურგის (1723), რეშტის (1732) და
განჯის ტრაქტეტებით. აღსანიშნავია 1921 და 1940 წლების ხელშეკრულებები
საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კასპიის ზღვის
გამოყენების უფლება (თევზაობა, ვაჭრობა, ზღვაოსნობა) მხოლოდ აღნიშნულ ორ
ქვეყანას ექნებოდა. 20 წლის მანძილზე ხუთმხრივ ფორმატში შეთანხმების
მიღწევა ვერ მოხერხდა. იყო მომენტები, როდესაც მხარეები თითქმის
მიუახლოვდნენ ერთიან აზრს, თუმცა ამ დროს ჩნდებობა ახალი უთანხმოებები.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც წამოჭრა კითხვები კასპიის
ზღვის სტატუსთან დაკავშირებით იყო თეირანის კონფერენცია 1992 წ. ყველა
ზღვისპირა ქვეყნის მონაწილეობით. კონფერენცია დასრულდა 1992 წ. 4
ოქტომბრის ერთობლივი კომუნიკეთი. ხუთივე ზღვისპირა ქვეყანა შეთანხმდა
ერთობლივ მოქმედებებზე, კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვაზე,
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სანავიგაციო ხაზების განსაზღვრაზე.
შემდეგი შეხვედრები გაიმართა ასტრახანში1993 წ. 14 ოქტომბერს და 8-10
დეკემბერს აშხაბადში, სადაც კასპიის ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციის
შექმნის თემა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. 1995 წლის ალმაატას
კონფერენციაზე 5 ზღვისპირა სახელმწიფო შეთანხმდა მუდმივი
მოლაპარაკებების მექანიზმის (სამუშაო ჯგუფების) შემუშავებაზე კასპიის ზღვის
სტატუსთან დაკავშირებით. პირველი სამუშაო ჯგუფი შეხვა თეირანში, ხოლო
შემდეგი ალმაატაში, სადაც ზღვისპირა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის
ძირითადი პრინციპები იქნა გამოცხადებული. მაგ.: ერთმანეთის
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, კასპიის ზღვის
დეკლარირება როგორც დემილიტარიზებულ ზონად და მისი მხოლოდ
მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება, ცოცხალი რესურსების დაკონსერვება,
გარემოს დაბინძურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვა.აქტაუს
სამიტი (2018 წ.) - 1996 წელს დაწყებულ მოლაპარაკებას წერტილი 2018 წლის 12
აგვისტოს დაესვა. ამ დღეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა
კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. არაერთი ექსპერტის
აზრით, კონვენციამ ბევრი საკითხი გადაუჭრელი დატოვა, მიღებული
გადაწყვეტილებები კი – ბუნდოვანი. რას გულისხმობს 2018 წლის კონვენცია?
კონვენცია კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ 24- პუნქტიანი
დოკუმენტია, რომელმაც დაადგინა კასპიის ზღვით სარგებლობის წესები და
მიზნად ისახავს რეგიონის სახელმწიფოთა 23 შორის სტაბილური და
პროგნოზირებადი ურთიერთობების ხელშეწყობას, ეკონომიკურ წინსვლასა და
თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა,
ენერგეტიკა და ეკოლოგია. კონვენცია რამდენიმე ძირითად საკითხს ეხება: 1.
სამართლებრივი სტატუსი – კასპიის ზღვას მიენიჭა სპეციალური
სამართლებრივი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ზღვაა და არც ტბა.
შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმები
თუ ტბების გაყოფის პრინციპები; 2. საზღვრების დემარკაცია – კონვენციის
თანახმად, კასპიის ზღვაში გამოიყო სამი ზონა: ტერიტორიული წყლები,
სათევზაო ზონა, საერთაშორისო წყლები 3. ზღვის ფსკერი და მისი წიაღი – მათ
გაინაწილებენ მეზობელი სახელმწიფოები ორმხრივი შეთანხმებებისა და
საერთაშორისო ნორმების საფუძველზე. ეს ორმხრივი შეთანხმებები მათ ასევე
მისცემს წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის შესაძლებლობას; 4.
ბუნებრივი რესურსები – თითოეულ სახელმწიფოს შეეძლება ლიცენზიის გაცემა
საკუთარ ზონაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების გამოკვლევისა და
ამ რესურსების ექსპლუატაციის შესახებ; 5. უსაფრთხოება – კონვენცია კრძალავს
როგორც უცხო ქვეყნების ტვირთის საჰაერო გადატანას კასპიის ზღვაზე, ისე
ხელმომწერ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგებას; 6.
ეკოლოგია – კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს აკისრებს პასუხისმგებლობას
კასპიის ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაზე. მასშტაბური
პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ხუთივე სახელმწიფოს
თანხმობა, რაც მიზნად ისახავს შესაძლო ეკოლოგიური ზიანის თავიდან
არიდებას.
10 თემა .სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სარკინიგზო პოლიტიკაფხაზეთზე გამავალი
რკინიგზის გახსნის საკითხი
აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნის თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიდევ
შევარდნაძე-პუტინის სოჭის შეხვედრაზე მიაღწიეს 2002 წელს რკინიგზის
გახსნის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება მოითხოვდა აფხაზეთში
დევნილების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების დაწყებას, თავდაპირველად
თუნდაც გალის რაიონში.აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების შესახებ
საუბარი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგაც და 2012 წლის არჩევნების
შემდეგაც, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა
დაგროვილი ვაგონები აზერბაიჯანის საზღვარზეპრობლემა პირველად 2004წელს
ჩნდება.აზერბიაჯანი კრძალავდა ტვვირთის მიღებას რომელიც სომხეთში
გადადიოდა ან მოხვდებოდა,ამის შემდეგ 2000 წლის 14 ივნისს საქართველოსა და
სომხეთს შორის დაიდო ხელშეკრულება რომელიც კრძალავდა აზერბიაჯანიდან
საქართველოში ტვრთევის სომხეთისკენ რეექსპორტს,საბოლოოდ ძალაში შევიდა
2004წლოს 22 ნოემბერს. ჰეივუდ ალიევმა თვალი დახუჭა ამ ყველაფერმა მაგრამ
ილხამ ალიევი გააქტიურდა.ამის გამო საქართველო-აზერბიაჯანის საზღვარზე
დაგროვდა 700ზე მეტი ვაგონი.სიტუაცია იყო ასეთი:სანამ აზერბაიჯანი არ
დარწმუნდდებოდა რომ ეს ტვირთი სომხეთში არ მიღწევდა,მანამდე არ
გადავიდოდა საზღვარზე. 2005 წლის მონაცემებით ტვირთი რომელიც საერთოდ
არ გადადიოდა სომხეთში მაინც იდგა საქართველოს საზღვარზე.ეს ყველაფერი
ჩანდა ისე,რომ აზერბიაჯანი აეამეგორბულ დამოკიდებულებას იჭერდა
საქართველოსთან ანუ, მიუხედავად აზერბიაჯანის კანონისა და ასევე
იმისიც,რომ შანსი იყო რომ საქართველოდან სომხეთში გადასულიყო ტვირთი
პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ ეს ტვირთი რუსეთ-აზერბაიჯანის
საზღვარზე არ ჩერდებოდა,არამედ საქართველო-აზერბიაჯანის საზღვარს ვერ
კვეთდა.სავარაუდო ახსნა არის ორი:1. აზერბაიჯანი ირიდებთა თავს რუსეთთან
და თურქეთთან გაეღიზიანებინა ურთიერთბა.2.სურდა საქართველოს ჩართვა
სომხეთის ბლოკადაში.საბოლოოდ პრობლემა ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტმა
გადაწყვიტა.
საბორნე გადასასვლელი „კავკაზი-ფოთი“აფხაზეთზე „კომპენსირება“ საბორნე
გადასასვლელის შექმნა იყო.მოილაპარაკეს საქართველოს და რუსეთის
მთავრობამ და იწყებოდა ამ ყველაფრის განხორცილება.მოგება:ყველაზე დიდი
სომხეთის იყო,ისედაც გამკაცრებული აზერბიაჯანის საზღვრები,უფრო
აუარსებდა მდგომარეობას.საუკეთესო ვერსია არ იყო,თუმცა სამხედრო ტვირთს
დააკმაყოფილებდა.
სომხეთის რკინიგზა რუსული მმართველობის ქვეშ 2008 წ. 13 თებერვალს
სომხეთის რკინიგზა კონცესიურ მმართველობაში გადაეცა „რუსეთის რკინიგზის“
100%-იან შვილობილ კომპანიას, რომელსაც „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“
დაერქვა.სახელწოდება მეტყველებდა, რომ რუსეთი უარს არ იტყოდა, თუკი
სამართავად მის ხელში აღმოჩნდებოდა საქართველოს რკინიგზაც.დიც თავიდან
სომხეთში არსებობდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ სომხეთის ბიუჯეტში
იხდის წელიწადში 7,5 მლნ დოლარის გადასახადს,როდესაც ჩხრეკა ჩატარდა
კომპანიის ოფისში. ედავებოდნენ, რომ არ გადაუხდიათ 9,7 მლნ დრამი
გადასახადი. ამან რუსეთის მხარის გაღიზიანება გამოიწვია და რუსულ მედიაში
განიხილებოდა კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტის საკითხი..სომხეთის და
სომხეთის და აზერბაიჯანის კონკურენცია ირანთან სარკინიგზო
კავშირისათვისუპირატესობა აზერბაიჯანს ერგო. დღეისათვის აზერბაიჯან-
ირანის დამაკავშირებელი რკინიგზა რეალიზების საბოლოო ეტაპზეა, სომხეთ-
ირანის რკინიგზა კი პროექტის ფარგლებს არ გასცდენია.სომხეთ-ირანის
დამაკავშირებელი სარკინიგზო პროექტი2012 წელს შეთანხმებაც გაფორმდა, რომ
მომზადდებოდა ტექნიკური დასაბუთება პროექტისათვის „სამხრეთის
რკინიგზა“,მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა. ამის მიზეზი პროექტის
სიძვირე და შესაბამისი თანხების არარსებობა იყო.. ირანი მზადაა თავის
ტერიტორიაზე თვითონ ააშენოს სარკინიგზო მონაკვეთი, მაგრამ მთავარი პრობ-
10 ლემა სომხეთის ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობაა, სადაც უაღრესად
რთული რელიეფია.აზერბაიჯან-ირანის დამაკავშირებელი რკინიგზააზერბაიჯან-
ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას მხარეებმა ხელი მოაწერეს
2005 წელს.ესაა ასტარა-რეშტი-ყაზვინის რკინიგზის ხაზი.2018 წ. თებერვალში
აზერბაიჯანის ასტარა სარკინიგზო ხაზით ირანის ასტარას დაუკავშირდა.ამ
რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ირანს უკვე ექნება სარკინიგზო კავშირი
რუსეთთან.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი2004 წლის 28 დეკემბერს თბილისში
თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას2007 წლის 7
თებერვალს თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა
მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა
ერდოგანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ყარსი-ახალქალაქი-
თბილისის რკინიგზის მშენებლობის შესახებ.პროექტის განხორციელება სამხრეთ
კავკასიის რკინიგზას თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. თურქეთი ამ
დროისათვის მარმარილოს ზღვის ქვეშ სარკინიგზო გვირაბს აშენებდა. პროექტის
ფარგლებში იგეგმება სარკინიგზო ხაზის აშენება ყარსიდან ნახიჩევანის
ავტონომიურ რესპუბლიკამდე. პერსპექტივაში, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-
ყარსის რკინიგზა გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის
ნაწილი.თავის ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობის ხარჯებს თურქეთი
თავად ფარავდა. რაც შეეხება საქართველოს, მას ამის თანხები არ გააჩნდა.ე
გაცხადდა, რომ საქართველოს ფინანსურ დახმარებას აზერბაიჯანიც
გაუწევდა(200 მილიონი დოლარი კრედიტი)
. სომხეთი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გაყვანის წინააღმდეგ გამოვიდაყარსი-
ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის იდეამ სომხეთში გაღიზიანება გამოიწვია
სომხური მხარის უმთავრესი არგუმენტი ყარსი-გიუმრის არსებული სარკინიგზო
ხაზი იყო, რომლითაც თურქეთი სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო სისტემას
უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ხაზი წლების მანძილზე არ მუშაობს ყარაბაღის
კონფლიქტის გამო.
აზერბაიჯანის პოზიციამიზნად ისახავდა რეგიონში თავისი ეკონომიკური და
პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ახალი სარკინიგზო ხაზით ის
საქართველოს გავლით უშუალოდ უკავშირდება თავის მთავარ სტრატეგიულ
პარტნიორს - თურქეთს.ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აძლიერებდა
აზერბაიჯანის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოზიციებს. ამ თვალსაზრისით
დღეს რეგიონში დომინირებს საქართველო, აზერბაიჯანი კი მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მხოლოდ ენერგომატარებლების
ტრანსპორტირებაში..თურქეთის პოზიცია- ინტეგრაცია ევროკავშირთან. თუ
მაგისტრალი აღმოსავლეთში შეუერთდება ბაქო-აქტაუს სარკინიგზო
გადასასვლელს და შემდეგ ჩინეთს, ხოლო დასავლეთში თურქულ პროექტს
„მარმარაი“-ს (სარკინიგზო გვირაბი ბოსფორის ქვეშ) ეს იქნება უმოკლესი გზა
ევროპაში. უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს ევროპასა და კასპიის
რეგიონს შორის,- ყარსი-ახალქალაქის მაგისტრალი გაზრდის თურქეთის
მნიშვნელობას როგორც სატრანსპორტო კვანძისა მთელს ევრაზიულ სივრცეში.
მიიზიდავს ახალ ტვირთებს ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნიდან
აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში.საქართველოს პოზიცია
დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციები აკავშირებდეს მეზობელ
ქვეყნებთან, რომლებიც ამავე დროს რეგიონებს ქვეყნის ცენტრთან აკავშირებენ.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არა მარტო დააკავშირებს საქართველოს მეზობელ
ქვეყნებთან, არამედ ჯავახეთს და თრიალეთს თბილისთან.პროექტის მონაწილე
ქვეყნებიდან ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა საქართველოსთვის ყველაზე
ნაკლებად ხელსაყრელია.საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის
მშენებლობის დაფინანსება თავის თავზე აიღო აზერბაიჯანმა.რუსეთის პოზიცია
კრემლში ასევე მიიჩნევენ, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა კონკურენციას
გაუწევს რუსეთის ტრანსციმბირის მაგისტრალს;ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა
ატარებს არა ეკონომიკურ, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ხასიათს.
პოლიტიკურად მოტივირებული პროექტები არ არის მშვიდობისა და
სტაბილურობის გარანტია.ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შეამცირებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის რუსეთზე დამოკიდებულებას და
გაუადვილებს მათ ევროპასთან ინტეგრაციას;- რუსეთი არ არის
დაინტერესებული თურქეთისა და აზერბაიჯანის კავშირების განმტკიცებით და
მისი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლით.სომხეთის პოზიცია ერევანი
თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას
პოლიტიკური ხასიათი ქონდა და მიზნად ისახავს სომხეთის იზოლაციას.
სომხური ლობი აშშ-ში ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტის ჩაშლას
შეეცადაშშ-ის პოზიცია ორაზროვანი აღმოჩნდა:მეთიუ ბრაიზას განცხადებით,
აშშ წინააღმდეგი კი იყო,, მაგრამ პროექტის განხორციელებას ხელს არ
შეუშლიდა. იგივე გაიმეორა სომხეთში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ენტონი
გოდფრიმ. მისი თქმით, აშშ-მა უარი თქვა პროექტის დაფინანსებაზე. თუმცა,
ხელს ვერ შეუშლიდა პროექტის მონაწილე მხარეებს მის რეალიზებაშისომხეთი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებას აპირებს მიმ პირობებში, როდესაც
სომხეთს ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიები, ბაქო არ დაუშვებს ამ
პროექტთან სომხეთის მიერთებას.ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას ჯავახეთში
"პრობლემების შექმნით" დაემუქრნენულტიმატუმს აყალიბებდა: "საქართველომ
და სომხეთმა ან თავისი საკომუნიკაციო, ადამიანური და სხვა რესურსები უნდა
შეათავსონ, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა გაუკვირდეთ და აღშფოთდნენ
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში თვითშენარჩუნებისა და თავდაცვის
ბუნებრივი გამოვლინებების გამო.ეს ყველაფერი უბრალო შანტაჟი იყო/.ყარსი-
ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის გაჭიანურებაელდა. ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. 2009 წლის დეკემბერში სამუშაოები
შეწყდა და მხოლოდ 2010 წლის მაისში განახლდა.მიზეზი დაუფინანსებლობა
იყო, რომელსაც აზერბაიჯანი ხან ზრდიდა, ხან ამცირებდა,ამას დაემატა ის,რომ
აღმოჩნდა, რომ დაპროექტებული სარკინიგზო გვირაბი მეწყრულ ზონაში
მდებარეობდა. ამიტომ საჭირო გახდა ალტერნატიული ადგილის
განსაზღვრა.აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთი უარს ამბობდა ყარსიახალქალაქის
პროექტზეანკარასთვის უფრო მიმზიდველი გახდა ყარსი-გიუმრის სარკინიგზო
ხაზის აღდგენა, რასაც ადრე სომხეთი ითხოვდა. ცხადია, თურქეთის პოზიციის
შეცვლა მისი იმდროინდელი პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ,
რომელიც სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ესწრაფოდა.ასევე,
თურქული მხარე არ იყო დარწმუნებული, თუ რამდენად შეძლებს საქართველო
სომხური მოსახლეობით დასახლებული რეგიონის სამცხე-ჯავახეთის
უსაფრთხოების დაცვას, სადაც მაგისტრალმა უნდა გაიაროს. თურქეთი
ახალქალაქის ალტერნატივად, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალს
განიხილავს.ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დამთავრება10 წელი
დასჭირდა დასრულებას(2008 წელს დაიწყო)მწვავე სამთავრობო კრიზისმა
თურქეთში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამმა (მუნიციპალური,
საპრეზიდენტო, საპარლამენტო) არჩევნებმა და ქურთი სეპარატისტების
გააქტიურებამ, ბაქო-თბილისიყარსის რკინიგზის მშენებლობის ტემპს
სერიოზული დაღი დაასვა. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედების
შედეგები საქართველოსთვისახალი რკინიგზის გახსნა კი საქართველოს
სატრანსპორტო მაგისტრალს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. 54
სარკინიგზო მონაკვეთის სრულად დატვირთვის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა
ექსპერტები თანხმდებიან იმ სარგებელზე, რასაც პროექტი რეგიონსა და
დანარჩენ მსოფლიოს მოუტანს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში უმსხვილესი
ტვირთბრუნვა ევროპასა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. ამ დრომდე პროცესი
საზღვაო გზებით ხორციელდება და საშუალოდ 25-30 დღეს მოითხოვს. ბაქო-
თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთის გადაზიდვის
ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ, 12-15 დღემდე დაიკლებს.რუსეთი ბაქო-
თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში ერთვება ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ რუსეთმა ამ რკინიგზის
ფუნქციონირებაში ჩართვა გადაწყვიტა, ამასთან საქართველოს სრული
იგნორირების პირობებში. თურქეთმა და აზერბაიჯანმა ისე აწარმოეს
მოლაპარაკებები ამ მაგისტრალში რუსეთის ფედერაციის დამატების თაობაზე,
რომ მოლაპარაკებათა მსვლელობისას არც საქართველოს რკინიგზის და არც
საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი პირები არ
ესწრებოდნენ.აზერბაიჯანელებმა და რუსეთის რკინიგზამ გააფორმეს
მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ ამბებს და
ტვირთბრუნვის ზრდას ირანის-აზერბაიჯანის-რუსეთის-ევროპის
მიმართულებით საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის “ჩრდილოეთი-
სამხრეთი”-ს დასავლეთის მარშრუტის ფარგლებში.ამის შემდეგ რუსეთის და
აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები ჩავიდნენ ანკარაში, და
საქართველოს გარეშე ხელი მოაწერეს მემორანდუმს.
11 სალექციო მასალა შეიარაღება სამხრეთ კავკასიაში
კავკასია ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული რეგიონია
მსოფლიოში.აზერბაიჯანში ბევრს ხარჯავენ შეიარაღებაზე. ჩრდილოეთ კავკასია
რუსეთის შემადგენლობაში შედის და იქ თავმოყრილია მნიშვნელოვანი
სამხედრო ძალები, რომელიც მოსკოვმა გამოიყენა 2008 წლის აგვისტოში
საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო ბაზები განლაგებულია
სომხეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში.სამხრეთ კავკასია მიიჩნევა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე
ფეთქებადსაშიშ რეგიონად.
აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი უზეირ ჯაფაროვი აცხადებს, რომ „სანამ
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებია ოკუპირებული, არმია ძლიერი უნდა იყოს
იმისათვის, რომ შესაძლებლობა ქონდეს ძალით დაიბრუნოს თავისი
ტერიტორიები“მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის
საერთაშორისო ინსტიტუტის 2011 წლის ინფორმაციით, 2001-2010 წლების
განმავლობაში აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა თავიანთი სამხედრო
ხარჯები 5-ჯერ გაზარდეს სომხეთი და აზერბაიჯანი მსოფლიოს ყველაზე
მილიტარისტული ქვეყნების ათეულში შედიან. სომხეთს მე-4 ადგილი უკავია
მილიტარიზაცია-2013-ის გლობალურ ინდექსში აზერბაიჯანს,2013 წლის
რეიტინგში მე-8 ადგილი უკავია. საქართველო 54-ე ადგილზე აღმოჩნდა,
თურქეთმა დაიკავა 23-ე ადგილი, ირანმა 28-ე.~საქართველოს სამხედრო ხარჯები
2001 წელს ყველაზე მცირე იყო რეგიონში.საქართველოში თავდაცვის სფეროს
დაფინანსების ზრდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ხდება2007-2008 წლებში
საქართველო მსოფლიოს ყველაზე მილიტარისტული ქვეყნების ათეულში
შევიდა(ომის გამო) ომის შემდეგ მცირდება. 2013 წელს აზერბაიჯანის სამხედრო
ბიუჯეტმა შეადგინა 3,7 მილიარდი დოლარი, რაც სომხეთის მთლიან
სახელმწიფო ბიუჯეტს უდრიდა.აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში
სამხედრო ხარჯებს პირველი ადგილი უკავია.უკანასკნელი რამდენიმე წლის
განმავლობაში აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 20-ჯერ გაიზარდა. დღეისათვის
აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები შეადგენს 3,6 მილიარდ დოლარს, ეს 50%- ით
მეტია სომხეთის ყველა სახელმწიფო ხარჯზე. და იყოს უზრუნველყოფილი.
ილჰამ ალიევის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანი 10-ჯერ
ძლიერია სომხეთზე.სამხედრო ბიუჯეტმა 3,6 მილიარდი დოლარი
შეადგინა.2000-2012 წლებში აზერბაიჯანმა სამხედრო იარაღის იმპორტი
განახორციელა 10 ქვეყნიდან. მათ შორისაა ისრაელი, თურქეთი, პაკისტანი,
რუსეთი, უკრაინა და სხვ. 2014-2018 წლებში ისრაელის სამხედრო 9 ექსპორტის
17% აზერბაიჯანზე მოდიოდა. ამ პერიოდში ისრაელისგან 4,85 მილიარდი
დოლარის შეიარაღება შეიძინეს.2016-2017 წლებში სომხეთმა შეიძინა 124 მლნ
დოლარის შეიარაღება. იარაღის მომწოდებელი მხოლოდ რუსეთი იყო.ნავთობზე
ფასების შემცირების გამო აზერბაიჯანმა გარკვეულწილად შეამცირა სამხედრო
ხარჯები. 2015 წლიდან აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენს 1,55 – 1,7
მილიარდი დოლარი წელიწადში. სომხეთისთვის ეს მაჩვენებელიც
მიუღწეველია. 2016 წელს სომხეთის სამხედრო ხარჯები შეადგენდა 436 მლნ
დოლარი, ხოლო 2017 წელს - 440 მლნ დოლარი. 2018 წელს აზერბაიჯანის
სამხედრო ხარჯებმა შეადგინა მთელი ხარჯების 11%, სომხეთში კი 21%.
აზერბაიჯანი 6-ჯერ მეტს ხარჯავს შეიარაღებაზე ვიდრე სომხეთი.რაც შეეხება
2020 წლის მონაცემებს, სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 2%-ით გაიზარდა და
დაახლოებით 408 მლნ. დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯებმა კი
20,9%-ით მოიმატა და 3 მილიარდ 854 მლნ დოლარი შეადგინა. 2003 წელთან
შედარებით აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 15-ჯერ გაიზარდა.საქართველოს,
თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წელს 845 მლნ ლარი.სამხედრო ბალანსი სამხრეთ
კავკასიაშილონდონში არსებულმა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო
ინსტიტუტი აფასებდნენ ორივე არმიის ბრძოლისუნარიანობის დონეს. ამ
შედარებაში უპირატესობა სომხეთს მიანიჭეს, თუმცა რაც შეეხება პრობლემებს,
სომხეთის არმიაში ყველაზე მოწყვლადია სამხედრო-საჰაერო ძალები იარაღის
ძირითადი მიმწოდებელი ორივე ქვეყნისთვის რუსეთია. 2007-2011 წლებში
რუსეთმა უზრუნველყო აზერბაიჯანის მიერ იმპორტირებული იარაღის 55% და
სომხეთის მიერ შესყიდული იარაღის 96%
აზერბაიჯანი იარაღს მარტო რუსეთისაგან არ ყიდულობს.რატომ აიარაღებს
მოსკოვი ბაქოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ? მოსკოვი
აცხადებს – ეს ნაბიჯი მხოლოდ კომერციულ მოგებაზეა აგებული და ვცდილობთ
სამხედრო პარიტეტი არ დაირღვესო. გარდა ამისა, სომხეთში განლაგებულია
რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სომხეთსაც
დაიცავს.რუსეთმა უარი თქვა გაბალის რადიოლოკაციური სადგურის იჯარაზე
აზერბაიჯანშიაზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთი პოსტსაბჭოთა პერიოდში
ინარჩუნებდა გაბალის რადიოლოკაციურ სადგურს თუმცა ფასის ზრდის გამო
შეჩერდა,რუსეთი აწარმოებდა მოლაპარაკებას გაბალის რადიოლოკაციური
სადგურის იჯარის 2025 წლამდე გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ
საიჯარო ღირებულებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი 40- ჯერ ზრდიდა
საიჯარო ფასს - 7 მლნ დოლარიდან წელიწადში 300 მლნ დოლარამდე. ასეთი
ზრდა მეტყველებდა იმაზე, რომ ბაქოს სურდა რუსული ბაზის თავიდან
მოცილება.რადიოლოკაციური სადგური განლაგებულია ზღვის დონიდან 680
მეტრზე. ის აკონტროლებს ირანის, თურქეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთის,
ერაყის, ავსტრალიის და ასავე აფრიკის ქვეყნების უმრავლესობას, ასევე
კუნძულებს ინდოეთისა და ატლანტიკის ოკეანეებში.სომხეთის ტერიტორიაზე
რუსეთის სამხედრო ბაზა 1995 წლის 1. მარტს გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე ფუნქციონირებს,რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებშ2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალურად განალაგა თავის
სამხედრო ბაზები. „სამხრეთ ოსეთის“ არმიაში დაახლოებით 1.250 კაცი
ირიცხება.ა აფხაზეთის „არმიას“ დაახლოებით 2.100-2.200 კაცი ირიცხება. 2016
წელს პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთთან „ჯარების გაერთიანების“
შესახებ. აფხაზეთის არმიას მხოლოდ რუსეთის ბაზის დამხმარე ფუნქციების
შესრულება ეკისრება და თანამედროვე იარაღი არ ეძლევა.რუსული სამხედრო
ტრანზიტი საქართველოზე აღარ ხორციელდება2011 წლის 19 აპრილს
საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (84 ხმით) გააუქმა 2006 წლის 31 მარტს
რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გავლით
სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ.საქართველომ
რუსეთს ტრანზიტზე ნებართვა ბოლოს 2008 წლის ივლისში მისცა, ამის შემდგომ
მომართვაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო და მას შემდეგ "რუსეთის
ფედერაციას აღარც მოუმართავს". გამოდის, რომ გიუმრის სამხედრო ბაზა
საქართველოს ტერიტორიის გავლით აღარ მარაგდება, მაგრამ ამაში ბევრს და მათ
შორის საქართველოს ხელისუფლებასაც ეჭვი ეპარება. საქმე ისაა, რომ
საქართველოს ტერიტორიის გავლით დაუბრკოლებლად ხორციელდება
სომხეთის არმიის მომარაგება და ბევრი ვარაუდობს, რომ "სომხეთის
საჭიროებისათვის" შეტანილი ტვირთის ნაწილი სინამდვილეში რუსეთის
სამხედრო ბაზისთვის იყო განკუთვნილი.გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთი
თავის სამხედრო ტვირთის ტრანზიტს სომხეთში ირანის გავლით
განახორციელებს. სომხური გაზეთი "ნოვოე ვრემია" ირანის გავლით რუსულ
სამხედრო ტრანზიტს გამორიცხავს: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დასავლეთს
დააეჭვებს, მეორეც იმიტომ, რომ უცნობია რა "მატერიალურ და პოლიტიკურ
პრეფერენციებს მოითხოვს ტრანზიტისთვის ირანი"
ომი მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარის შეფასებითსომხეთის პრეზიდენტმა სერჟ
სარგსიანმა 2011 წელს აღნიშნა, რომ ყარაბაღში ომი შეიძლება ორი სცენარის
მიხედვით გაშლილიყო. პირველია ტოტალური ომი და მთიანი ყარაბაღის
ოკუპაცია, რაც შესაძლებელი იქნება მთიანი ყარაბაღის ხალხის მთლიანი
განადგურების შემთხვევაში. მეორე სცენარი - აზერბაიჯანის დამარცხება და მის
მიერ ახალი ტერიტორიების დაკარგვა. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი
ილაპარაკებს კიდევ ხუთი, ექვსი ან მეტი რაიონის დაკარგვაზე.2011 წლის 27
იანვარს ყარაბაღის ომის გმირის გენერალ-ლეიტენანტმა არკადი ტერ-
ტადევოსიანის თქმით, ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების
შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი. პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის
მხარე, მისი შეიარაღებული ძალების სიდიდის გათვალისწინებით, მოახერხებს
უპირატესობის მოპოვებას და რაღაც ტერიტორიებსაც დაიპყრობს, მეორე ეტაპზე
დამყარდება ბალანსი კონფლიქტის მხარეებს შორის. და ბოლოს მესამე ეტაპზე
სომხეთის შეიარაღებული ძალები მოახერხებენ არა მხოლოდ დაკარგულის
დაბრუნებას, არამედ გაანთავისუფლებს მეტ ტერიტორიებს, - აღნიშნა
გენერალმა. ტატევოსიანის თქმით, დღეს აზერბაიჯანი ძალზედ ძლიერია, მაგრამ
სომხეთის არმია კარგად იცნობს ადგილ-მდებარეობას და იცნობს სამხედრო
მოქმედებათა სტრატეგიას კონფლიქტის ზონაში"ნიუ იორკ ტაიმსი": აზერბაიჯანი
ადვილად გაიმარჯვებს სომხეთთან ომში, თუკი მას რუსეთი არ
დაეხმარებაგაზეთი აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ ახლდება
ყარაბაღის კონფლიქტი, მდგომარეობს იმაში, რომ დაპირისპირებულ მხარეებს
არა აქვთ შესაბამისი სტიმული: სომხეთი მართავს ტერიტორიებს, ამიტომ
დაინტერესებულია სტატუს-ქვოს შენარჩუნებით. აზერბაიჯანი უფრო შორს
იყურება: მას ადვილად შეუძლია სომხეთის დამარცხება, მაგრამ ერევანს
შეიძლება რუსეთი დაეხმაროს ამ ყველაფერს ემატება ის,რომ მოლაპაარაკებები
2010 წელს უშედეგოდ მიდის და მხარეები უარსა მბობენ ხელი მოაწერონ
შეთანხმებებს.. ყარაბაღში ომის განახლების შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ბაზა
შეიძლება კონფლიქტში ჩაერიოსიმ შემთხვევაში თუკი აზერბაიჯანის
ხელმძღვანელობა გადაწყვეტს მთიან ყარაბაღზე იურისდიქციის აღდგენას
ძალისმიერი გზით, რუსეთის სამხედრო ბაზა შეიძლება კონფლიქტში ჩაერთოს
რუსეთის ვალდებულებების შესაბამისად კოლექტიური თავდაცვითი
ხელშეკრულების (ОДКБ) ფარგლებში,ანდრეი რუზინსკიმის თქმით, სამხედრო
ბაზის პასუხისმგებლობის ზონაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება
დაძაბული რჩება. მშვიდობიან დროში სამხედრო ბაზა ასრულებს სტრატეგიული
შეკავების ამოცანებს, ეხმარება ასევე სომხეთში მყოფ რუს მესაზღვრეებს.
სამხედრო ბაზა არის დაუყოვნებლივი მოქმედებისთვის მუდმივი მზადყოფნის
შენაერთი.ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია
ნულანდმა თქვა,რომ : "ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენ
მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავიანთი საზოგადოებები მომამზადონ
მშვიდობისათვის და ასევე თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტოროკისა და
მოქმედებებისაგან"პასუხი : აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის
ხელმძღვანელის მოადგილემ გასრატ რუსტამოვმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება
ასახავს კონფლიქტის გარშემო არსებულ რეალურ სიტუაციას. რუსტამოვის
თქმით, "თანამედროვე მსოფლიოში ისეთ სახელმწიფოს როგორც აზერბაიჯანია
არ შეუძლია ცალმხრივად გადაწყვიტოს საკითხები სამხედრო გზით. ამისათვის
აუცილებელია ზესახელმწიფოების თანხმობა და აქტიური მხარდაჭერა". ამავე
დროს რუსტამოვი თვლის, რომ "ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია
უბრალოდ ილაპარაკოს საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის შესახებ. ასეთი 22
განცხადებები ასევე უნდა გაკეთდეს". ანუ რუსტამოვის თქმით, ომი არ შეიძლება,
მაგრამ სამხედრო რიტორიკა სავსებით დასაშვებია.
რა შედეგები მოჰყვება ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებას
საქართველოსთვისსაქართველოზე შესაძლო საომარი მოქმედებების
ზემოქმედებას, აქ პირველ რიგში ეკონომიკური მხარეა გასათვალისწინებელი.
სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო
როლი. სომხეთისათვის საჭირო სურსათის 70% ფოთის პორტის გავლით შედის
ამ ქვეყანაში და აღნიშნული კვანძის მწყობრიდან გამოსვლა დივერსიის შედეგად
არ არის გამორიცხული. იგივე შეიძლება მოიმოქმედოს სომხეთმაც, ზიანი რომ
მიაყენოს აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან კომუნიკაციებს. საქართველოს
ტერიტორიაზე გაშლილი დივერსიული ბრძოლა, - ეს მთავარი საფრთხე იქნება
ჩვენი ქვეყნისთვის მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების
შემთხვევაში. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს სავარაუდოდ ლტოლვილთა
ნაკადის მიღება ორივე ქვეყნიდან. ასევე არ არის გამორიცხული საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთმანეთთან
დაპირისპირებაც. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლება
შეაფერხებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის
განვითარების პერსპექტივას. ყარაბაღის კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური
ზარალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური
ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის ელნურ ასლანოვის
2012 წლის 7 დეკემბრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით
მიყენებული საერთო ეკონომიკური ზარალი 431 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი თქმით, აზერბაიჯანის მიწების სამხედრო ოკუპაცია რეგიონში
უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ძირითად საფრთხეს
წარმოადგენს.აზერბაიჯანი აყენებს მშვიდობიანი შეთანხმების მხოლოდ ორ
პრინციპს, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. ესაა აზერბაიჯანის
ტერიტორიული მთლიანობა და სომხეთის სამხერო ნაწილების დაუყოვნებლივ
გაყვანა რაიმე წინაპირობის გარეშე. ოთხდღიანი ომი მთიან ყარაბაღში (2016 წლის
2-5 აპრილი) პირველად საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 2016 წლის 2 აპრილის
ღამეს. შეტყობინებები, რომელიც კონფლიქტის მხარეებისაგან
ვრცელდებოდა,ვერ ხდება იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია სიტუაციის
ესკალაცია.· აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია — აზერბაიჯანული
შენაერთები, რომლებიც დისლოცირებული იყო კონფლიქტის ზონაში და ასევე
მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში დაცხრილეს მსხვილკალიბრიანი იარაღით [
, რასაც მოჰყვა ასევე მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აზერბაიჯანის
შეიარაღებული ძალების სარდლობამ გადაწყვიტა საპასუხო ზომების მიღება
ტერტერისა და ფიზულის რაიონების მიმართულებითსომხეთის ოფიციალური
პოზიცია — აზერბაიჯანის მხარემ პირველმა გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი გამოიყენა
მძიმე ტექნიკა. 26 მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს
პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მხარემ 2 აპრილს
კონფლიქტის ზონაში განახორციელა თავდასხმა. გამოიყენა არტილერია, მძიმე
ტექნიკა და ავიაცია. აზერბაიჯანმა დაიკავა სოფელი სეისულანი და თალიშის
მიმდებარე სიმაღლეები.5 აპრილს ორივე მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ, მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელების
შეხვედრის შემდეგ. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ფრონტის მთელ ხაზზე
დილის 12:00 საათიდან.ქართული არმიის პრობლემები აშშ-სთან სამხედრო
თანამშრომლობას, ის საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. 2008 წლის
აგვისტოს ომის შემდეგ აშშსაგან საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 20
მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას იღებდა.მართულება იყო საკუთარი
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება. საქართველომ დაიწყო
ჯავშნიანი მანქანების "დიდგორის" წარმოება. ისინი ეწყობა ამერიკული
პიკაპების Ford F-Series-ის საფუძველზე. ასევე გამოშვებული იქნა ქვეითთა
ჯავშნიანი მანქანები "ლაზიკა,ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის
კიდევ ერთი კომპლექტია რეაქტიული ზალპური სისტემის БМ-21 "Град"–ის
ასლი ZCRS--122. უცნობია რა რაოდენობით შეუძლია ასეთი სისტემების წარმოება
საქართველოსთანამედროვე ომში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი
ჰაერში უპირატესობაა. ეს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე
სუსტი ადგილია.
თემა 12:კავკასიის სტაბილურობის პაქტი (3+3)
 3+3 ფორმატი და საქართველო
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ,
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის
შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და
ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე,
განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი
ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის
აღდგენას”. ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს
სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა
და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ
სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და
თურქეთს. საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის
პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ
სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა აღნიშნა რომ
ასეთ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსათვის ,,ძალიან ძნელი“ იქნებოდა.
მის ამ ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა და ძალიან ბევრა მიიჩნია რომ მას მკაფიოდ
უნდა აღენიშნა რომ ეს შეუძლებელია მაშ შორის აშშს ყოფილმა ელჩმა იან კელმა.
იან კელი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სადაც აღნიშნავდა
რომ საქართველო კავკასიური პლათფორმის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური
და ვერც მეორეხარისხოვანი. მან პლათფორმის ხელშეწყობას რუსეთისა და
ირანის მხარდაჭრა უწოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ექსპერტების ანალიზით
ფორმატის მიზანია რეგიონიდან გააძევოს დასავლეთი.
3+3 ფორმატში, რაც ყურადღებას იპყრობს არის ასიმეტრია რეგიონალურ
აქტორებს შორის. ერთ მხარესაა 3 პატარა რეგიონალური სახელმწიფო და მეორე
მხარეს 3 რეგიონალური მსხვილი ძალა შესაბამისად ეს მიუთითებს ფაქტზე რომ
თანამშრომლობის ფორმატი ვერცერთ შმთხვევქაში ვ ერ იქნბა სიმეტრიული.
ძირითადად წამოწეული იქნება დომინანტი რეგიონალური აქტორების
ინგტერესები. აგრეთვე არსებობს რეგიონალურ აქტორებს შორის ძალიან დიდი
გამომრიცხავი გარემოებები რაც ართულებს თანამშრომლობას.მაგ:
 რუსეთისა და თურქეთის კონკურენცია. რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ორმა
სახელმწიფომ სტაბილურობაზე და საერთო გადაკვეთის არეების ძიებაზე ეს
ორი სახელმწიფო მაინც რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ
კონკურენტულებად.
 ირანის რთული და სპეციფიკური ურთიერთობები თურქეთსა და
აზერბაიჯანთან
 რთული ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტების
განცხადებით "თუ ვლაპარაკობთ, მაგალითად, რეგიონულ და ეკონომიკურ
პროექტებზე, გეოეკონომიკურ გათვლებზე, სტრატეგიულ და
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამას, როგორც წესი, განიხილავენ
სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად და ასე რომ ვთქვათ,
ასეთი ნამდვილად არაა რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ცოტათი
ალოგიკურია საქართველოს ჩართულობა ისეთ პროექტებში, სადაც ჩვენ გვიწევს
სტრატეგიულ საფრთხესთან, ანუ რუსეთის ფედერაციასთან ერთად საუბარი
სტრატეგიულ პროექტებზე“
გიორგი გობრონიძის განმარტებით, მსგავს ფორმატში შესვლა სტრატეგიულ
თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად სრულიად
შეუძლებელია. "ეს არის ფორმატი, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ სტრატეგიული
დონის პარტნიორობაზე უკვე და არა იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც
შეთავსებით ოკუპანტია და შეთავსებით პასუხისმგებელია ქართველთა
წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, იმავდროულად ჩვენთან
ერთადვე ჩართული იყოს რეგიონულ პროექტებში.
თემა 13: რელიგია და პოლიტიკა კავკასიაში
კავკასიაში წარმოდგენილია ოთხივე მსოფლიო კლასიკური რელიგია:
ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და იუდაიზმი.
ქრისტიანობა - სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე ვერსიის სახით გვხვდება. მისი
მთავარი საყრდენებია ქართული მართლმადიდებლური და სომხური
მონოფიზიტური ეკლესიები
ისლამი - ისლამი წარმოდგენილია ორივე ვერსიის სახით: აზერბაიჯანელების
75% შიიტია.სუნიტური განხრა კი საკმაოდ ძლიერია ჩრდილოეთ კავკასიის
მოსახლეობის უმრავლესობაში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
აზერბაიჯანის (25%), ალანიისა (20-30%) და აფხაზეთის (35%) მოსახლეობაში.
იუდაიზმი - მიმდევარია 20 000-მდე ქართველი ებრაელი, ასევე ძირითადად
აზერბაიჯანში და დაღესტანში წარმოდგენილი თათების (მთის ებრაელების)
საზოგადოება
ბუდიზმი - მიმდევრები კი არიან კალმუხები, რომლებიც სპეციალურ
ლიტერატურაში ხშირად არც მოიხსენიებენ კავკასიაში მცხოვრებთა შორის,
თუმცა მათ (122 000 მოსახლე) მჭიდრო ურთიერთობა აქვთ სამხრეთით მცხოვრებ
დაღესტნელ ხალხებთან.
რაც შეეხება რელიგიურ სექტებს, სექტანტების მომრავლება კავკასიაში რუსეთის
დამკვიდრებას უკავშირდება.• ბაპტიზმი საქართველოში 1867 წლიდან
ვრცელდება და ბაპტისტთა მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს
თბილისი მიჩნეულია ბაპტიზმის გავრცელების ადგილად ყოფილი საბჭოთა
კავშირის ტერიტორიაზე
• ორმოცდაათიანელთა სექტის მიმდევრები საქართველოში მოღვაწეობას
მეორე მსოფლიო ომისა და მომდევნო პერიოდში იწყებენ და თავიანთ
მოძღვრებას ომის დროს ევაკუირებული რუსი მოსახლეობის ერთ ნაწილში
ავრცელებენ.
• იეღოველთა სექტის წარმომადგენლები
საქართველო 2002 წლის მონაცემებით, მორწმუნე ქართველების 94%
მართლმადიდებელია, 3,8 % - მუსლიმი, 0,3% - კათოლიკე. სხვა აღმსარებლობათა
მიმდევრების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არის. 28 ათასი კაცი არ
აღიარებს არც ერთ რელიგიას.
აზერბაიჯანი აზერბაიჯანში ძირითადი რელიგია ისლამია, თუმცა
გავრცელებულია ქრისტიანობა და იუდაიზმიც. მუსლიმთა უმრავლესობა
აზერია, თითქმის ყველა ისინი შიიტები არიან. ქვეყანა შეიძლება დაიყოს ორ
“მუსლიმურ ზონად”: სამხრეთი მოიცავს ტერიტორიას ბაქო-შემახა-ევლახი-
განჯა-გაზახი-ნახჭევნის ხაზიდან სამხრეთისაკენ, ირანის საზღვრამდე. აქ
მორწმუნეთა ძირითადი ნაწილი შიიტია. ჩრდილოეთი ზონა მდებარეობს უფრო
ჩრდილოეთით – საქართველოსთან და რუსეთთან საზღვრისკენ. მოსახლეობის
ძირითადი ნაწილი სუნიტია.
სომხეთი სომხების დიდი უმრავლესობა მონოფიზიტი ქრისტიანია. ისინი
ქვეყნის მოსახლეობის 80% შეადგენენ. საზღვარგარეთ მცხოვრებ სომეხთა ნაწილი
კათოლიკე და პროტესტანტია
კავკასიური ისლამის ფენომენი კავკასიური ისლამი არის ტრადიციული
მუსლიმური რელიგიის არასექტანტური, ორდენებზე დამყარებული ერთ-ერთი,
არცთუ ისე ძველი განშტოება. ჩრდილოეთ კავკასიაში ძირითადად ორ ორდენს
ვხვდებით: “ნაკშბანდიას” და “კადირიას”. ორდენის მეთაური იყო არა მოლა,
არამედ ამირა ან შეიხი - გვარითა და წოდებით იმ ტერიტორიაზე ყველაზე
ასაკოვანი და ავტორიტეტული პიროვნება, ტეიპის უხუცესი.
ვაჰაბიზმი, სუნიტური ისლამის ერთ-ერთი განშტოებაა.ვაჰაბიზმი, რომელსაც
სპეციალისტები ისლამის უკიდურესად პოლიტიზებულ, მილიტარისტულ
ფენომენად მოიხსენიებენ, ქრისტიანული სექტებისგან განსხვავებით,
ჰუმანიტარულ საქმიანობას წარმატებით უთავსებს ტერორისტულ მოღვაწეობას,
რის გამოც მთავარი კატალიზატორის როლს თამაშობს იმ ტრაგიკულ
მოვლენებში, რაც 90-იანი წლებიდან ვითარდება ჩრდილოეთ კავკასიაში და რის
გამოც უცხოელი ექსპერტები ამ რეგიონს “მსოფლიოს ახალი წესრიგის უწ- 25
ესრიგობას” უწოდებენ. ვაჰაბიზმმა აღმოსავლეთ კავკასიას დიდი უბედურება
დააწია და არც სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ
რესპუბლიკებს უქადის უკეთეს ბედს.
თემა 14 ისტორიის სწავლების როგორც კონფლიქტის ფაქტორი
თომას დე ვაალი- „ისტორია შეიძლბეა იყოს მსუბუქი მანტიაც და მძიმე აბჯარიც“
სამხრეთ კავკასიაში ადამიანები ხშირად აბობენ რომ ისტორიის ტვირთი აწევთ,
მაგრამ მე ყოველთვის საპირისპიროს ვამტკიცებ, მიუხედევად იმისა რომ ეს
რეგიონდი მართლაც ისტრიის საბურველშია გახვეული. ისტორია მუდმივად
ხდებოდა ხოლმე აქ კონფლიქტების მიზეზი, ამიტომაც ის უკრიტიკოდ არ უნდა
დავტოვოთ. მაგრამ ჩემმა კვლევამ მიჩვენა რომ ისტორიის მოვლენები და
დღვანდელი პოლიტიკური ნარატივი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მაგალითად:
1820 წელს რუსეთის მხარდამხარ სომხები და აზერბაიჯანელები იბრძოდნენ
ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ, ანუ აზერბაიჯანულ ტურქული
ურთიერთობები მარადიული არ არის, ასევე საქარტელოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების პირველ ჯერზე რუსეთი გზად მიიჩნეოდა დასავლეთისაკენ
წასასვლელად თურქეთი კი მოწინააღმდეგედ, ხოლო მეორედ გამოცხადების
შემდეგ რუსეთი უკვე მკაფიო მტრად იყო შერაცხული, თუქრეთი კი ახალ
მეგობრად. კავკასიის კონფლიქტები იქიდან იღებს სათავეს როდესაც საბჭოთა
კვაშირში მხოფ ხალხებს შორის არსებულ წყენებს, ქრთამითა და დაშინებით
აცხრობდა. ინტელექტუალები მრავალი წელი ელოდნენ ნარატივს რათა
რეგიონის ხალხები ერთმანეთისთვის გადაემტერებინა. საბჭოთა დაშლის მერე
კონფლიქტები განახლდა თითქმის ყველგან, გარდა აჭარის რეგიონისა.
პოლიტიკური ნარატივის პრობლემაა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიც,
თორე მათ ხალხებს შორის ქორწინება კვლავ მიმდინარეიბს.კავკასია არც ისე
სისხლიანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ არც ვეგეტარიანული
სივრცეა, მოკლედ რომ ვთქვათ აქ მაშინ ბრძოლობდნენ როცა საჭირო იყო, მაგრამ
არც ომის თავიდან აცილებას არ ერიდებონდნე, აქ სამხედროებს ერჩივნათ
მსახელობა გადაესახლებინათ ვიდრე დაეხოცათ.ჰაიკუჰი ბარსეღიანი, შაჰლა
სულთანოვა. ისტორიის გაკვეთილები სომხეთსა და აზერბაიჯანშიორივე ქვეყნის
სკოლებში ისტორიის საკუთარ ვერსიას ასწავლიანორივე ქვეყნის სკოლებში
ისტორია ისეთი ფორმით ისწავლება, რომ სავარაუდოდ ახალი თაობის მიერ ეს
კონფლიქტი არათუ არ დასრულდება, არამედ კიდევ უფრო გამწვავდება,
საბჭოთა კავშირის დროს სომხები მთიან ყარაბაღში დასახლდნენ
აზერბაიჯანელები კი სომხეთში, 80-იან წლებში სომხებმა მთიანი ყარაბაღის
გამოყოფა მოითხოვეს, კონფლიქტი 1994 წეკს დასულდა ყარაბაღზე სომხების
კონტროლის დამყარებით.სომეხ მე-12 კლასელს გოგონას თქმით მან ყარაბაღის
კონფლიქტის შესახებ წიგნებიდან ისწავლა და მიხვდა რომ ეს კონფლიქტი კიდევ
მრავალი წელი არ დასრულდება, აზერბაიჯანელ 16 წლის გოგონასაც მრავალი
რამის თქმა შეუძლია ამ კონფლიქტზე, რომ სომხებმა დიდი სისატიკე ჩაიდინეს
მათ წინაშე, მასაც ეს ინფორმაცია სკოლიდან აქვს. ახალგაზრდები ერთმანეთთან
ურთიერთბას თავს არიდებენ, რადგან მათ ერთმანეთი მტრებად ყავთ
წრმოდგენილი, ისევე როგორც ამას წიგნებიდან სწავლობენ, მათი თქმით
მშვიდობა მათ არ სჭირდებათ, რადგან მშვიდობა გმირების სახელებს
შეურაცხყოფს. ისტორიის წიგნებში მოვლენები მხოლოდ თავიანთი ქვეყნის
პერსპექტივიდანაა განხილული, ხოლო მოწინააღმდე მხარისადმი იყენებნ ისეთ
ტერმინესბ როგორიცაა ტერორისტი, ფაშისტი და სხვა. უთანხმოებაა სომხების
გენოციდის აღიარების საკითხშიც, სომხების თქმით თურქებმა გენოციდის
მიზნით უამრავი სომეხი გაუშვეს უდაბნოში, ამ ფაქტს უარყოფს თურქეთი და
დაღუპულთა რიცხვსაც სადაოდ მიიჩნევს, აზერბაიჯანი კი როგორც თურქეთის
მოძმე სახელმწიფო, არც ის არ აღიარებს ამ გენოციდს, სომეხი და
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კი ისტორიის წიგნში ისეთ ინფორმაციებს
აჟღერებენ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაუსვავს ხაზს მათ სიმართლეს.
მაგალითად 1918 წლის ბაქოს აღების ბრძოლაში სომხები სექტემბრის მოვლენებს
უფრო დიდი ურადღებას აქცევენ რადგან მაშინ მეტი სომეხი დაიხოცა, ხოლო
აზერბაიჯანელები მარტის თვის მოვლენებს იყენებენ როდესაც უამრავი
აზერბაიჯანელი დაიღუპა.
სომხების გენოციდის საკითხიპირველი მსოფლიო ომის პერიოში „ახალგაზრდა
თუქრების“ მთავრობა სომხებს ეხუთე კოლონად მოიხსენიებდა და რუსების
მოკავშირეებს უწოდებდა, ამისთვის მათ სომხების დეპორტირება მოახდინეს
ანატოლიიდან სირიის უდაბნოში, რომლის დროსაც ასელი ათასი სომეხი
დაიღუპა. დეპორტაცია 1915 წლიდან დაიწყო. სომხების თქმით დაღუპულთა
რაიოდენობა 1,5 მილიონია, თურქების თქმით 300 000, გენოციდის შემსწავლელი
მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით ეს რიცხვი მილიონზე
მეტია. 1919-20 წლებში ოსმალეთის იმპერიამ რამდენიმე მაღალჩინოსანი
გაასამართლა, ამით უკმყოფილო დარჩა სომხეთი რადგან ყველა დამნაშავე არ
დასჯილა, ამიტომაც მათ 80 კაციანი ისა შეადგინეს და თავად გადაწყვიტეს მათი
დასჯა, 1922 წელს თბილისში სომხებმა მკვლელობის გზით მკვლელობების ერთ-
ერთი ორგანიზატორი ჯემალ-ფაშა მოკლეს. დასავლეთში ეს მოვლენები კარგად
აღწერეს დიპლომატებმა, რამაც ანტითურქული განწყობები გამოიწვია, გერმანია
დუმილს ინარჩუნებდა და მხოლოდ მოგვიანებით შეშფოთდა. 2015 წლისთვის
გენოციდი 28 ქვეყანამ აღიარა, გერმანიამ საფრანგეთმა ბელგიამ, ხოლო არ
აღიარებს აშშ დიდი ბრიტანეთი და ისრაელი, ასევე გაეროც. აშშ-ში გენოციდის
აღარებისთვის აქტიურად მუშაოენ ამერიკის სომხური ანსაბლეა და ამერიკის
სომხური ეორვნული კმიტეტი. გენოციდის დღეა 24 აპრილი. საქართველოს არ
აქვს აღიარებული გენოციდი მიუხედავად სომხეთის მოთხოვნისა, 2011 წელს
როდესაც საქარტელომ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა სომხების გენოციდი კიდევ
ერთხელ გახდა აქტუალური, მომავალში სავარაუდოდ სხვა ქვეყნებიც აღუარებენ
გენოციდს საქარტელო კი საგარეო პოლიტიკის გამოწვევების წინაშე დადგება.
სომხების გენოციდი ისტორიულ სამართლიანობასა და პოლიტიკურ
მიზანშეწონილობას შორის.2010 წელს შევდეთმა და აშშ-ს კონგრესის საგარეო
ურთიერთობის კომიტეტემა აღიარა გენოციდი, თურქეთმა ორივე ქვეყნიდა
გამოიწვია ელჩი კონსულტაციებისთვის. სომხური ლობი აშშ-ში საკმაოდ
ძლიერია, ისინი მუდმივად ახდენენ ზეწოლას კონგრესზე რათა გენოციდი
აღიარონ, ამისთვის მათი დაფინანსებაც საკმაოდ დიდია, მაგრა ამის მიუხედავა
ამ ლობზე გადამეტებული წრმოდგენა არ უნდა გვქინდეს რადგან, მთავარი
გადაწყვეტილებები მაინც სახელმწიფოს იდეოლოგიაზე და მის საგარეო
პოლიტიკურ კირსზეა დამოკიდებული. რამდენჯერაც აღიარა კონგრესმა
გენოციდი ის იმდენჯერვე დაბლოკა პრეზიდენტმა. ევროკავშირში მიღებისთვის
თურქეთმა რეფორმები გაატარა, მაგრამ ის მაინც არ მიუღიათ ჯერ კიდევ,
თურქეთის თქმით ევროკავშირი ზეწოლას ახორციელებს თურქეთზე რათა
გენოციდი აღიაროს, თურქეთმა მჭიდრო ურთიეთობა დაამარა რუსეთთან,
ირანთან რათა დასავლეთისთვის მისი საჭიროება შეახსენოს. რეჯეფ ტაიფ
ერდოღანი თურქეთში მცხოვრებ 100 მოქალაქეობის არ მქონე სომეხს
დეპორტაციისთ დაემუქრა.
ჩერქეზთა გენოციდი: ისტორია ჩერქეზები კავკასიის უძველესი ბინადრები
არიანს, შავი ზღვის ჩრდილოეთით სახლობენ, ეს ერი 12 ტომისგან შედგება:
ყაბარდოელები, ბასლენელები, ეგერუყვაელები, შაფსუღებუ, ბჟედუღეები,
ჭემგუელები, ჰათუყაელები, უბიხები, ჟანეელები, ნატუხაელები, მახოშელები,
აბძახები. დროშაზე 12 ვასრკვლავია გამოსახული. ჩერქეზები მსფლიოს მრავალ
ქვეყანაში არიან გაბნეულები, სამშობლოში მხოლოდ 700 000 ჩერქეზიღა
ცხოვრობს. უმეტესად სუნიტი მისლიმანები არიან, მაგრამ მათი რაღაც ნაწილი
მართლმადიდებელი ქრისტიანიცაა. თავიდან რუსეთს მათთან კარგი
ურთიერთბა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ შავი ზღვის ჩრდილოეთ-აღმსავლეთით
ინტერესები გაუჩნდა და სამხედრო ოპერაციაცა გადაწყვიტა. საწადელს 1864
წელს მიაღწია როდესაც ჩერქეზთა კონტროლი სრულად მოიპოვა. სანამ
უშუალოდ დაიმორჩილებდა მანამდე მიდიოდა მოსახლეობის გადასახლება
ძირითადად თუტქეთის ტერიტორიაზე. ის ვინც რუსეთის მმართველობას
დასთანხმდა ჩრდილოეთის გადაასახლეს ხოლო ვინც მოწინააღდმდეგე იყო
სამხრეთით. ნავებში რომლითაც გადასახლებას ახდენდნენ გამიზულად ბევრს
სხვადნენ რათა ზღვაში ჩაძირულიყვნენ, თურქეტშიც არ იყო კარგი პირობები,
240 000 დან 19 000 დაიღუპა. 120 000 გადასახლდა რუსეთშო 500 000 თურქეთში
200 000 თავისი ნებით დატოვა ტერიტორია. თურქეთის შეცდომა იმაში
გამოიკვეთება რომ თავიდან მხარს უჭერდნენ გადასახლებას მაგარმ შემდეგ უკვე
მხარს უჭერდნენ ჩერქეზებს რომ თავიანთი უფლებები დაეცვათ, მაგრამ ეს
მხოლოდ დაპირება იყო, რადგან თურქეთს დავისი გეოპოლიტიკური
მდგომარეობა ადარდებდა მხოლოდ. ჩერქეზთა ხალხის მიერ აქტიური ვიზიტები
დაიწყო ევროპის მიმართულებით სადაც წინვლებიც ჰპოვეს ხოლო რუსეთი
კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ჩერქეზებს განსაკუთრებით შოტლანდიელები
თანაუგრძნბდნენ. მატერიალური კუთხით დახარება გაუწია როგორც ევროპის
დიდიმა ნაწილმა ისევე ოტომანთა იმოერიამაც სადაც თავად სუთანმა 50 000
ფუნტი გაიღო, მაგრამ ეს თანხა ოსმალეთის ოფიციალურმა პირებმა გაფლანგეს.
1992 წელს ყაბარდო-ბალყარეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ ჩერქეზთა განადგურება
და გადასახლება გენოციდად შეაფასა, შემდეგ რუსეთის პრეზიდენმა განახადა
რომ ჩერქეზთა ბრძოლა სამართლიანი იყო, მაგრამ მათი მხრიდან ქმედით
ნაბიჯებს ადგილი არ ჰქონია. 1997 წელს წარმომადგენლობის არმქონე ერების და
ხალხების ორგანიზაციამ რუსეთს მოსთხოვა რომ გენოციდი ეღიარებინა და
დევნილთა სტატუსი მიენიჭებინა მათთვის. 2010 წელს თბილისში გამართულ
საერთაშორისო კონფერენციაზე წამოვიდა დიდი ყურადღება მათშორის
ჩერქეზთა გენოციდის კუთხით, 2011 წელს კი საქართველოს პარლამენტმა
ჩერქეზთა გენოციდი აღიარა, ამას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის
მხრიდან, მათი აზრით ეს პოპულისტური ნაბიჯი იყო. საქარტელო ამ მხრივ
პირველი ქვეყანა იყო, ეს კი ნაბიი იყო ცღდილოეთის ხალხებთან ურთიერთობის
გასაუმჯობესებლად. ადიღო-ცერქეზეთის ავტონომიური ერთეული 1922 წელს
შეიქმნა და 1936 წელს ადიღეს ავტონომიური ერთეული დაერქვა, 1926
ჩერქეზთის ავტონომიური ერთეული შეიქმნა, 1921 წელს ყაბარდოს
ავტონომიური ერთეული შეიქმნა, ხოლო 1922 წელს შაფსუღღა ავტონომიური
ერთეული. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს
პარლამენტს მადლობის სიგელი გადასცეს გენოციდის აღიარებისათვის,
მადლობის სიგელი ასევე კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჟდომარეს ნუგზარ
წიკლაურ გადასცეს, აღსანიშნავია ისიც რომ ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის
გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

You might also like