You are on page 1of 442

მოვისუნთიბი

წაწლ
1310
Cავი პირველი

„კ ო ლ ო რ ა დ ო

— ჯეჯი, იცოდე, ამ ცელქი გოგონას მხოლოდ


იმიტომ ვუშვებ, რომ შენთან ერთად მიემგზავრება.
კაპიტანმა ჯეჯიმ მოკლე ჩიბუხი წუთით გამოი
ღო პირიდან და თავი გააქნია.
პაიკერ, ძალიან ანებივრებ მას. შენს ადგილ
აზე სხვაგვარად მოვიქცეოდი, ჩემსას გავიტანდი.
ერთი ეს მითხარი, რა უნდა ამ საგიჟეთში?
ვერაფერს გავხდი, ჩემო კარგო. ვიჩხუბე და
ვიტირე კიდეც, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს,
განსაკუთრებით ახლა, როცა უკვე ოცი წლისა შეს
რულდა და განსვენებული დედის კაპიტალის
მფლობელი გახდა. სანუგეშოდ ისღა დამრჩენია,
რომ მპირდება, მალე დავბრუნდებიო. რამდენი
ხნის სამგზავროა მარსელამდე?
ორი კვირისა მაინც, თუ გზაზე განსაკუთრე
ბული რამ არ შეგვემთხვა.
მესმის, ქალს მოსწყინდა, მოწყურებულია
ახალ შთაბეჭდილებებს, მაგრამ რატომღაც მოუს
ვენრად ვგრძნობ თავს. შენ რას იტყვი?
ჩიბუხში ცეცხლი უფრო გაღვივდა და ლურჯმა,
სურნელოვანმა კვამლმა კაპიტნის სახე წამით და
ფარა. ამ
სახიფათო არაფერია. ჯერ ერთი, ჩვენ ნეიტ
რალურნი ვართ, მეორეც, ყველა საბუთი რიგზე
მაქვს გაფორმებული. ჩემთვის მთავარია გიბრალ
ტარამდე მივაღწიო, შემდეგ არა გაგვიჭირდება რა.
ჰო, ჰო, გიცნობ, რაცა ხარ! მხოლოდ ამი
ტომ ვუშვებ შენთან და არა სამგზავრო გემით!
„კოლორადო“ ხომ საკმაოდ საიმედოა. ასე არაა?
— ო, ღმერთმა ყველას ინტერიერი
მისცეს ასეთი სიმაგრე!
კაპიტანმა სიყვარულით შეათვალიერა გემი.
ეს ათი ათას ტონამდე წყალწყვის გემი ერთ-ერთ
ნავმისადგომთან იდგა. მის ცხვირზე მოჩანდა სპი
ლენძის მსხვილი ასოებით გამოყვანილი წარწერა,
რომელიც აგვისტოს დილის მზის შუქზე თვალის
მომჭრელად კიაფობდა.
ნავმისადგომი ეს-ესაა იღვიძებდა. გემის მახ
ლობლად ორი ახალგაზრდა ქალი იდგა და მამაკა
ცებთან ენაწყლიანობდა. ქალები მხიარულად კის
კისებდნენ და მის ქეთი პაიკერის საფრანგეთში გამ
გზავრებაზე ხუმრობდნენ.
შენ მაინც თავზე ხელაღებული ხარ, სი

ცილით ეუბნებოდა ქეთის მისი ლამაზი მეგობა


რი, მე კი ვერ შევძლებდი, ჭკუიდან შევიშლებო
დი!
მისტერ კრაიტონი დამიფარავს, ხომ მართა
ლია? ― გამოაჯავრა ოქროსფერმა - ქეთიმ მაღალი
და მოუქნელი ჭაბუკი, რომელსაც სამგზავრო კოს
ტუმი ეცვა.
კრაიტონმა თავი დაუკრა და ხმა არ ამოუღია.
როგორ შეგნატრი, ჰარი! - უთხრა
კრაიტონს მხიარულმა ჩასუქებულმა ჭაბუკმა. იგი
სასოებით შეჰყურებდა ქეთის ნაზ სახეს. — სადაც-

გინდა იქ წავალ, თუ საშუალება მომეცემა რაიმე


ხიფათისაგან დავიფარო მის პაიკერი.
ეს სულერთია, ვერ გიშველიდათ, გაიცი
ნა ქეთიმ და მზის შუქზე ოქროსფრად მოელვარე
კულული ლოყიდან გადაიწია.
სად წავა?! — სიცილით შენიშნა ორმა მამა
კაცმა,
უფრანკოდა - როგორღა გასძლებენ ნორ
-

ფოლკის კლუბები!
ეს მოსახერხებელი იქნებოდა, ბალტიმორი
დან მარსელამდე რომ ავტომობილით შეიძლებო
დეს მგზავრობა, დაუმატა სხვამ.
ყველამ გადაიხარხარა. მათ შორის ფრანკმაც.
-

მისტერ კრაიტონი მაინც ვაჟკაცია, ქუს -

ლებზე კეკლუცად შემოტრიალდა და დაატანა იდა


მიტჩელმა. -

ყველა თქვენგანი აგრე როდი მოიქ


ცეოდა.
მე არავინ გამაჩნია, მოკრძალებით მიუგო
კრაიტონმა, და, კაცმა რომ თქვას, არც არავინ
მაგრამ

მყავს დასატოვებელი.
ბიძია? — ირონიულად მიახალა ქეთიმ.
-

— ო, მისთვის სოფოლკის ფერმაც საკმარისია,


გატაცებულია მეურნეობით, მე კი გულხელდაკრე
ფით ჯდომა არ შემიძლია.
-

მის პაიკერ, კატასტროფის ან დაღუპვის არ

II- ის
გეშინიათ? — წამოიძახა – ფრანკმა, მას ხელები ჯი
ბეში ჩაეწყო და ირხეოდა.

I
ქეთიმ ჩინებული ცურვა იცის! ჩაურთო ——

მეგობრით თავმომწონე მის იდამ.


— ო, ვიცი, მის პაიკერი - ცურვაში პრიზის
მფლობელია, მაგრამ სულ სხვადასხვაა ჩეზაპიკის
უბეში ჩარლსის კონცხიდან ჰენრის კონცხამდე
ცურვა და ცურვა უნაპირო ოკეანეში.
თქვენ საერთოდ წყლის შიში გტანჯავთ,
არ ისვენებდა იდა.
კოქტეილი და წყალი ერთმანეთს ვერ ეგუე
ბა! ეს გემოს უფუჭებს კოქტეილს, მის იდას
იგერიებდა ფრანკი.
ქეთიმ გაიცინა. ეს ნათელი დილა და პირველი
გამგზავრება სამშობლოდან, სრულიად დამოუკიდე
ბლად მოქმედება და მომავალ შთაბეჭდილებათა
წინასწარი შეგრძნება აღაგზნებდა ქალიშვილს და
ცხოვრების სიხარულს უძლიერებდა.
-

მამა, მალე მორჩები საუბარს? მოდი ჩვენ


თან! — გასძახა ქეთიმ მამას.
მისტერ პაიკერი კაპიტანს დაემშვიდობა, ტრაპ
ზე მარდად დაეშვა და მოსაუბრეთა ჯგუფს შეუ
ერთდა.
გემბანზე მეზღვაურები აფუსფუსდნენ, ისინი
უკანასკნელ სამზადისს ამთავრებდნენ. გემის
ცხვირზე ორი მეზღვაური ბაგირს რიტმული მოძ
რაობით კეცავდა.
გემის დატვირთვა უკვე მთავრდებოდა. უღრუბ
ლო ცაზე მკვეთრად ისახებოდა ნავმისადგომის ჯა
ლამბრის ცალი მხარის სილუეტი. ჯალამბარი აქეთ
იქით ტრიალებდა, გემბანისკენ იხრებოდა და კონ
სერვებით სავსე ყუთებს ტრიუმში უშვებდა.
კაპიტანი ჯეჯი ჩიბუხს აბოლებდა და ტრიუმის
ჩაბნელებულ ხახას მშვიდად ჩასცქეროდა. ბოლოს
საყვარელი გემის ასეთი გაუმაძღრობა თავადაც
მობეზრდა და დავთრით მდგომ მეზღვაურს მოკ
ლედ შეეკითხა:
-

რამდენია?
ოცდაორი! -

მიუგო მეზღვაურმა და ქარ


დაკრული სახე გემბანისაკენ იბრუნა.
დაუჩქარე!
არის!

ჯალამბარი უფრო სწრაფად ამოძრავდა. ყუთები


სწრაფად ქრებოდა ტრიუმში. ათ წუთში საყვირის
ხმა გაისმა და ტრიუმის ხახა დაიხშო.
მისტერ პაიკერი ქალიშვილს მოეხვია.
-

ქეთი, ერთ რამესა გთხოვ, ჭკუით იყავი.


რჩევა-დარიგებას მოხუც ჯეჯის დაეკითხე! მას ჩემ
სავით უყვარხარ!
-

საყვარელო მამილო, შენ მაინც არ გინდა


შეურიგდე იმ აზრს, რომ მე უკვე დიდი ვარ!
ჯეჯის მოაგონე, რადიოთი მაცნობოს ამბა
ვი... თქვენც, მისტერ კრაიტონ, - ძალიან გთხო
ვთ!
ქეთი მეგობარ ქალს მოეხვია. ფრანკი და სხვა
მამაკაცები კრაიტონს დიდი ამბით, გულიანად ართ
მევდნენ ხელს.
პაიკერი უკანასკნელად მოეხვია ქალიშვილს. იგი
გრძნობდა, რომ ყელში რაღაც მოაწვა.
-

ღმერთი იყოს შენი მფარველი, ქეთი,


უთხრა ქალიშვილს.
ბალტიმორის ნავსადგურმა გაიღვიძა, აფუს
ფუსდნენ ადამიანები, ერთმანეთს საქმიანად, მოკ
ლედ ეხმიანებოდნენ. ქალაქის მხრიდან სატვირთო=
მანქანების მოტორების ხმაური ისმოდა,
გემის მილიდან შავი კვამლი ბოლქვებად ამოიჭ
რა და ლივლივით გაემართა ცისკენ. „კოლორადო
შორეული მგზავრობისათვის ემზადებოდა, ამიტო
მაც ძალას იკრებდა და კუნთებს ძაბავდა.
კრაიტონი ქიმთან იდგა, როცა ქეთი საბოლოოდ
დაემშვიდობა ყველას და ტრაპზე აირბინა. ტრაპ
10
აიღეს, ლიუკები დაიხურა და ამერიკასთან კავშირი
გაწყდა.
მოხუცი პაიკერი დაძაბული შესცქეროდა თავის
ქალიშვილს, თითქოს უკანასკნელად ხედავდა.
განშორების წუთებით ოდნავ აღელვებულ ქე
თის ლოყები აწითლებოდა. ქუდი ხელში ეჭირა, მი
სი ბრინჯაოსფერი თმა დილის მზის შუქზე ლითო
ნივით ელვარებდა. ქეთი პატარა ფრანკსაც კი
უქნევდა თავს და ამ წუთში მას ირონიულად აღარ
უყურებდა.
-

ფრანკ, იდას მოუარე!


ფრანკი იღიმებოდა და ქუდს უქნევდა, თვალებ
ში კი სევდა ჩასდგომოდა იმ ძაღლივით, რომელ
საც საყვარელი პატრონი სანადიროდ წაყვანაზე
უარს ეუბნება.
ყურადღება არავის არ მიუქცევია, როგორ აირ
ბინა ტრაპი, როგორ გაჩნდა გემბანზე შავულვაშია
ნი კაფანდარა კაცი და უმალვე გაუჩინარდა.
ღუზა ასწიეს, ბაგირები ახსნეს. „კოლორადომ“
მჭექარე ხმით ლაჟვარდოვან სივრცეს ერთხელ კი
დევ შეჰგუგუნა, მზის შუქზე გაბრწყინდა მისი სპი
ლენძის წარწერა. გემმა ზანტად დაიწყო სვლა და
მომწვანო მარმარილოსფერი წყალი მძიმე ხრახნით
აადგაფუნა.
ნავმისადგომი სწრაფად გაცურდა უკან. ფრან
კი მალე სულ დაპატარავდა. მამის ქუდი და იდას
ცხვირსახოცი ძლივსღა მოჩანდა.
ქეთიმ ჭოგრი მოიმარჯვა, გაიხედა და დაინახა,
11
მამამ იდას როგორ გაუყარა ხელი, ფრანკიც რო
გორ იცქირებოდა ჭოგრში. შემდეგ ქეთიმ ამოიხ
ვნეშა, თავი გააქნია და ჭოგრი ძირს დაუშვა.
-

ამრიგად, ამერიკასთან საქმე აღარა გვაქვს,


მისტერ კრაიტონ! ვიპოვით რამეს ევროპაში?
„კოლორადო“ ნავსადგურიდან გადიოდა და

-
სვლას უმატებდა, მის აქაფებული ნაკვალევს თო
ლიები მისდევდნენ.
შუადღე იქნებოდა, როცა გემი გაშლილ ოკეანე
ში გავიდა.
თვალწინ გადაიშალა - ატლანტის უკიდეგანო
მუქ-მწვანე სივრცე.
იქ კი, შორს, მისი აღმოსავლეთი ნაპირის მიღმა
ცა და მიწას ასწორებდა, ბორგავდა და საკუთარ
თავს ნთქავდა გახელებული ევროპა.

თავი მეორე

ო კ ე ა ნ ე შ ი

მთელი კვირა წყნარი ამინდი იდგა. აგვისტოს


მიწურული იყო, მაგრამ მზე მაინც აჭერდა, გავარ
ვარებულ სხივებს ჰფენდა და ატლანტის მუქ ლურჯ
სივრცეს ათბობდა. ამ მხურვალე ალერსში ოკეანე
ნებივრობდა და ყუჩად ლივლივებდა. სიცხე კიდევ
იმიტომ მატულობდა, რომ კაპიტანი ჯეჯი სულ
ჰოლფსტრიმის დინებას მიჰყვებოდა. ბოლოს „კო
ლორადომ“ გეზი იცვალა და სამხრეთ-აღმოსავ
ლეთისაკენ აზორის
-
კუნძულებისაკენ გასწია.
12
ოდნავ აგრილდა და საღამო ჟამს მგზავრებმა სული
მოითქვეს. მშვენიერი ამინდი, მზის შუქის ცხელი
ნაკადი და ზღვის ჰაერი ახალი ენერგიას მატებდა
ქეთის ძალუმა სხეულს. მოქმედებისა
- და ახალ
მძაფრ შთაბეჭდილებათა წყურვილი ქეთის შესა
ნიშნავ განწყობილებას უქმნიდა. მგზავრობა სასია
მოვნოდ და მშვიდობიანად გრძელდებოდა. შინაც
მშვიდობა სუფევდა: მამისგან უკანასკნელად
მიღებული რადიოცნობა - სამხიარულო და დამამ
შვიდებელი იყო. ქეთის სიცილ-კისკისი მთელ გემ
ზე ისმოდა. სამანქანო განყოფილებაში, სადაც შეს
ვლას კაპიტანი სასტიკად კრძალავდა, ქეთი ხშირად
ჩარბოდა და მის გამოჩენაზე გამურულ მეცეცხ
ლურებსაც კი ღიმილით უნათდებოდათ სახე. ქეთიმ
მალე მოინადირა მოხუცი ჯეჯის გული, ამიტომ
კაპიტანი ბოლომდე ვერ ინარჩუნებდა მკაცრ ტონს,
თავს აქნევდა და ძალაუნებურად იღიმებოდა, რო
ცა ქალიშვილი ისეთ რამეს სთხოვდა, რაც ზღვაზე
არსებული წესით აკრძალული იყო. ქეთი ყველა
მეზღვაურს შინაურულად ელაპარაკებოდა და მა
თაც მატებდა სიმხიარულესა და სიხალისეს.
ვერ იტყოდით, ქეთი ლამაზიაო. მის სახეზე არც
ერთი სწორი და ჰარმონიული ხაზი არ ჩანდა, სამა
გიეროდ კამკამა წყაროსავით წმინდა, ახალგაზრ
დული მომხიბლაობა მომადლებოდა. ჰქონდა სათუ
თი კანი, ღიღილოებივით ნათელი თვალები — ორი
ფართო სარკმელი, საიდანაც მისი უმანკო სული
სამყაროს გადმოსცქეროდა. წკრიალა ხმა და გადამ
13
დები სიცილი უფრო მიმზიდველს ხდიდა ქეთის
გარეგნობას. სიცოცხლის სიხარულს მოეცვა მთე
ლი მისი არსება და ვისაც ოდნავ მაინც დაუახლოვ
დებოდა, ყველას ამ სიხარულის თანაზიარს ხდიდა.
ქეთისთან სიახლოვე გემის ყველაზე მოწყენილ და
გულჩათხრობილ ადამიანებსაც კი სიამოვნებდა.
მზარეული პაინი მეტად პირქუში ადამიანი იყო,
მაგრამ ისიც კი გარდაიქმნებოდა, როცა დილით
ქეთი მივიდოდა და ეტყოდა:
დილა მშვიდობისა, მისტერ პაინ! რით გაგ
ვიმასპინძლდებით დღეს? თითქოს გუნებაზე ვერა
ბრძანდებით! ალბათ, წიწილებმა ისევ გაგაბრაზეს,
არა?

— ო, მის, თქვენ ყოველთვის დამცინით მო


ხუცს.
— აბა, რას ბრძანებთ, სადაური მოხუცი თქვენა
ხართ, მისტერ პაინ, ღმერთმა დაგიფაროთ! მე დი
დი სიამოვნებით გამოგყვებოდით ცოლად, მაგრამ,
სამწუხაროდ, მამამ საქმრო უკვე შემირჩია. თქვენ
ჩინებულად გამომკვებავდით, ხომ მართალია?
— ო, მის! — დუდუნებდა მზარეული და მე
თაურივით მკაცრად უცქეროდა თაროებზე ჩამო
ლაგებულ ქვაბებს, თითქოს აიძულებდა მათ გას
წორებულიყვნენ და წესიერად ყოფილიყვნენ. ასე
თი საუბრის შემდეგ გაურკვეველი მიზეზით პაინი
ქიმთან მიდიოდა და ხან მტრედისფერ ცას გასცქე
როდა, ხან ლურჯ წყალს.
მეზღვაურები დასცინოდნენ გემის მზარეულს:
14
აკვირდება, ხომ არ მოფრინავენ ხოხბები, ან წყლი
დან ხომ არ ხტებიან მზის შუქზე მოთამაშე კალმა
ხები, რომ ქალიშვილს მეფური სადილი _ მოუმზა
დოსო.
მაგრამ ბევრი მათგანი თვითონ ცდილობდა ყო
ფილიყო ქეთის გვერდით, რათა გახუმრებოდა, მო
ესმინა მისი სიცილი, ან, უბრალოდ, ეცქირა მის
თვის.
ჰარი კრაიტონი დღითიდღე გრძნობდა, რომ ქე
თის ტკბილი მეგობრობა წონასწორობას აკარგვი
ნებდა.

იგი პირველად დაფიქრდა იმაზე, თუ რამ გადა


აწყვეტინა ნებაყოფლობით დამორჩილებოდა ყო
ველგვარ ხიფათს, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ სი
ხარულით გახლდათ აღსავსე. ეს სასაცილო დონკი
ხოტობა ხომ არ იყო? არ აჯობებდა, მარსელში რომ
გადმოვიდოდა, მის პაიკერს მოგზაურობის დროს
ხლებოდა? თუმცა ვინ იცის, იქნებ კრაიტონს სწო
რედ თავისი აღტყინება, მისწრაფება — სიმართლის
გულისათვის არ მორიდებოდა არავითარ ხიფათსა
და განსაცდელს აჯილდოებდა - ასეთი სასიამოვ
-

ნო მეგობრული ურთიერთობით? ის რომ უბრა


ლოდ ჰარი კრაიტონი, მდიდარი ფერმერი, მოუქნე
ლი და მოკრძალებული კაცი ყოფილიყო, ქეთის
ყურადღებას წუთითაც არ მიიპყრობდა.
ეს აზრი კრაიტონს გაუბედაობას და ეჭვებს
აღუძრავდა. ამასთანავე ხანგამოშვებით - რაღაც
გაურკვეველი წინაგრძნობა უკრთებოდა სულის
15
სიღრმეში; უცებ მოეჩვენებოდა, თითქოს ვეღარა
სოდეს დაინახავდა ქეთის და ვერ გაიგონებდა მის
ტკბილსა და გადამდები სიცილს, ვეღარასოდეს და
ტკბებოდა მისი თვალებისა და ო როსფრად მოცია
გე დიდებული თმის ცქერით.
მიუხედავად ყოველგვარი ეჭვისა, ჰარი კრაი
ტონი თავს მაინც კარგად იგრძნობდა, რომ გემზე
მისი და ქეთის გარდა არავინ ყოფილიყო. კაპიტან
სა და გემის ეკიპაჟს აინუნშიაც არ აგდებდა, მაგ
რამ აღელვებდა ეს მესამე, მოულოდნელი მგზავ
რი, რომელიც ნავსადგურიდან გემის გამოსვლისას
არავის შეუნიშნავს.
მუსიო ალბერტ ნუვო, უცნობი ასე გააც.
ნო კრაიტონს კაპიტანმა ჯეჯიმ, — აღმოჩნდა საფ
რანგეთის საინტენდანტოს აგენტი. იგი მივლინებუ
ლი იყო შეერთებულ შტატებში და დავალებული
ჰქონდა გაყოლოდა „კოლორადოს“ ტვირთს, რო
მელიც საფრანგეთის ჯარების სასურსათო - ნაწილს
ეგზავნებოდა. კრაიტონს არ მოსწონდა მუსიო ალ
ბერტ ნუვოს იდუმალობა, რასაც თვით მუსიო
ნუვო მსახიობურად უსვამდა ხაზს. განსაკუთრებით
არ მოსწონდა ის, რომ მუსიო ნუვო ამერიკელისა
თვის გაუგებარი მომაბეზრებელი თავაზიანობით
-

ტრიალებდა ქეთის ირგვლივ, ხოლო ქეთი საძაგელ


ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ მის ბანალურ ენა
მახვილობას სიცილით ხვდებოდა და თვით მას თა
ვიდან არ იშორებდა. იმავე დროს კრაიტონს შესა
ნიშნავად ესმოდა, რომ თვითონ სასაცილო მდგო
16
მარეობაში ვარდებოდა, როცა ამ აშკარად ათვალ
წუნებული კაცის მიმართ საჭირო თავაზიანობას არ
იჩენდა.
ეს თავშეუკავებლობა, ეს წინააღმდეგობანი
მოქმედებასა და სურვილს შორის, აცბუნებდა და
აბრაზებდა ჰარის, იძულებულს ხდიდა დაეჭვებუ
ლიყო არა მარტო თავისი სურვილების სიწრფელე
ში, არამედ საკუთარ თავშიც.
ერთმა გარემოებამ რამდენადმე შეანელა მისი გრანი
მტრული დამოკიდებულება ფრანგის მიმართ. მუ
სიო ნუვოს ზარავდა გერმანელების წყალქვეშა ნა
ვები და მშიშარა ადამიანის სასაცილო მდგომარეო
ბაში ვარდებოდა. ერთხელ წყალში შავად ალანდუ
ლი დელფინების დიდი გუნდის წყალქვეშა ნავად
მოეჩვენა და ერთი ამბავი ატეხა. ქეთიმ მწარედ
დასცინა მას, ხოლო ჰარიმ თავი ვერ შეიკავა და
თვითონაც გააბიაბრუა ფრანგი.
სამაგიეროდ კრაიტონს უბედნიერეს ადამიანად
მიაჩნდა თავი, როცა ქეთი მთელი ყურადღებით
ეკიდებოდა და ერთად ადევნებდნენ თვალს ოკეა
ნის მშვიდ ზედაპირზე დელფინების ხტუნვა-თა
მაშს.

დღის მეორე ნახევარში გრილმა ნიავმა დაჰქ


როლა; დღისით ისეთი პაპანაქება იდგა, ნასადი
ლევს კაიუტიდან არავინ გამოდიოდა. ახლა გრილი
ზღვაურით გახარებული ქეთი და კრაიტონი ქიმზე
იდგნენ და გასცქეროდნენ ჰორიზონტს. იქ ზემოთ
2. ი. ნიკიტინი 17
ნელ-ნელა იწევდა დიდი რუხი ღრუბლის მსგავსი
რაღაცა.
ჰარი, კარგად ხედავთ? რა არის ის, ჰორი
ზონტზე რომ მოჩანს? როგორ ფიქრობთ, ღრუბე
ლია?
-
მგონი, ღრუბელია! თანაც საკმაოდ დიდი,
მის ქეთი. ნეტავ, ჭექა-ქუხილი და შტორმი არ იქ
ნებოდეს.
ოჰო! ---
გაიკვირვა ქეთიმ. – ამჩნევთ? უკვე
ვირწევით! ეს კი ჩინებულია!
აბა, რა არის ჩინებული! ჩვენი მგზავრობის 6

დროს ისეთი მშვენიერი ამინდი იდგა, ბოლოს რაი


მე უსიამოვნების განცდა მეტად არასასურველია.
მისტერ, მე მძულს ერთფეროვნება, ძალიან
გამიხარდება, თუ ქარი იმძლავრებს და ქარიშხალი
ამოვარდება.
მის ქეთი, თუმცა ზღვას საკმაოდ კარგად
იცნობთ, უკეთესი იქნება თუ კაპიტანს შევეკითხე
ბით, რას ფიქრობს ამ საკითხზე.
-
მართალი ხართ, ჯეჯისთან გავიქცეთ. რაო,
ეცემით?! — ქეთის გაეცინა, — რა უღონო ხართ!
-
-

აი, რას ნიშნავს წყნარი ამინდი! — მთელი კვირის


-

განმავლობაში ზღვის მუხლი ვერ მოიბით. მოიტათ


ხელი.
ჰარის ფართო ხელისგულში ქეთიმ ენერგიუ
ლად ჩადო პატარა თბილი ხელი.
მისტერ ჯეჯი! —— ყვიროდა ქეთი, ვიდრე კა
პიტნის კაიუტას მიუახლოვდებოდა.
18
-

რა მოხდა, მის ქეთი? — გამოეხმაურა მოხუ


ცი. იგი შესაგებებლად წამოიწია და კარი გააღო.
ასე რამ აგაღელვათ?
-

ღამით მართლა იქნება შტორმი?


საიდან მოიტანეთ, ვინ გითხრათ?
არავინ, მე თვითონ ვამბობ! მე და მისტერ
კრაიტონმა ჰორიზონტზე დიდი ღრუბელი შევნიშ
ნეთ და დავასკვენი, შტორმი იქნება-მეთქი...
კაპიტანმა გადაიხარხარა.
თქვენ ის აღმოსავლეთით, ჰორიზონტზე ძა
ლიან დაბლა შენიშნეთ, არა?
დიახ, დიახ! მაშ, თქვენც შეამჩნიეთ? ნუთუ
ქარიშხალი არ იქნება? ქარს სიგრილე ემატება.
ჩემო კარგო - იუნგა, — სიცილით შეაგება
ჯეჯიმ, — ის, რაც თქვენ ჰორიზონტზე შენიშნეთ,
არის მიწა და არა ღრუბლები! ეს კუნძული ფლო
რესი გახლავთ.
მაშ, შტორმი არ იქნება?
მადლობა ღმერთს! სწრაფად ჩაურთო
კრაიტონმა,
არც არის საჭირო, უიმისოდაც კარ
გად ვგრძნობ თავს.

შევჩერდებით?
... კუნძული - უკაცრიელია? იქ
არა, მის ქეთი, უკაცრიელი არ არის, მაგრამ
იქ არ შევჩერდებით, ხვალ საღამოს მივადგებით
აზორის კუნძულების ჯგუფს, სადაც სასმელ წყალს
ავიღებთ და ნახშირს ჩავტვირთავთ. იქ შეგიძლიათ
19
გაისეირნოთ და აყვავებული ბუნების ცქერით და
ტკბეთ.
ბანაობაც შეიძლება? ძალიან მინდა ცურვა.
მე და შტურმანმა გრეიგმა პირობა დავდევით პირვე
ლი შესაძლებლობისთანავე შევეჯიბროთ ერთმა
ნეთს. მისტერ ჯეჯი, ჩემი მხარი დაიჭირეთ, ნახავთ
რას ვუზამ იმ გრეიგს.
ჯეჯიმ გაიცინა.
კარგი! თქვენი გულისათვის მზად ვარ ყო
ველგვარი სანაძლეო დავდო.
ძალიან კმაყოფილი ვარ! აბა, ჰარი, ჭოგრი
წამოიღეთ, წავიდეთ მიწის დასათვალიერებლად!
ქეთი ქიმთან იდგა და კისკისებდა, რადგან ხე
დავდა რა უნიათოდ მოაბიჯებდა კრაიტონი... კრაი
ტონს ორი ჭოგრი მოჰქონდა. ქეთი მისკენ წავიდა.
კრაიტონს თავის მხრივ ქეთის პატარა ფეხების
გამძლეობა და-სიმტკიცე აკვირვებდა.
ქეთი კმაყოფილი იყო, იღიმებოდა.
ქეთის სამაჯურზე, რომელზედაც დრო ოქროს
წრეში აღნიშნავდა თავის განუწყვეტლივ ქროლვას,
პატარა საუცხოო ბრელოკი ბრწყინავდა. მიუდგო
მელ ჟიურის ბრელოკზე აღენიშნა, რომ „მიქსტის“
შეჯიბრებაზე ქეთიმ სიგრძესა და სიმაღლეზე ხტო
მაში მესამე პრიზი მიიღო.
ღრუბელი ახლა უფრო გაიზარდა ჰორიზონტზე
და ადვილად შეიძლებოდა ჩამავალი მზით მოვარა
ყებული მთებისა და გამწვანებული ბორცვების
ერთმანეთისაგან გარჩევა. გემმა გეზი ისევ იცვალა
20
და მიწა, რომელიც ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნ
და, ნელ-ნელა დარჩა ჩრდილო-დასავლეთით.
ჰარი კრაიტონი ამ საღამოს განსაკუთრებით
მწვავედ გრძნობდა მარტოობას. მიწის დანახვამ
მის სულში მშვიდობიანი ცხოვრების სურათები გა
აცოცხლა. კრაიტონმა იცოდა, რომ ქეთის გული
არავის ეკუთვნოდა და გადაწყვიტა მარტოობასა და
მეგობრობაზე ჩამოეგდო საუბარი.
მის პაიკერ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შე
გიძლიათ გამაბედნიეროთ, თუ მოისურვებთ,
ამ ალერსიანად მიმართა ჰარიმ, თან ცდილობდა ჩაე
ხედა ქალიშვილის ცისფერ თვალებში, რომლებ
შიაც აგრე მკაფიოდ მოჩანდა საღამოს ბინდდაკ
რული ცა.
ქეთი იცინოდა. მისი გული ჯერ კიდევ თვლემ
და. კრაიტონისათვის. განა არ კმაროდა, რომ ისი
ნი ასე მეგობრულად იყვნენ?
აბა, დაფიქრდით, მისტერ კრაიტონ, სურვი
ლიც რომ მქონდეს, როგორ გავწვდები ყველა მა
მაკაცს, რომლებსაც თქვენნაირი განწყობილება
დაეუფლებათ და მსგავსი თხოვნით მომმართავენ.
უმჯობესია, მეგობრებად დავრჩეთ, ხომ მართალია?
თქვენ უწყალო ბრძანდებით, მის პაიკერ.
თქვენ კი უსამართლო, ჰარი! ესეც არ
იყოს, მე სრულიად არ მიზიდავს ფერმის დიასახ
ლისობა. მართალია, მიყვარს პრერიები. ზამთრო
ბით ხშირად მივდიოდი დეიდასთან. ის არკანზასში
ცხოვრობს, ლიტლ-როკის მახლობლად. იქ ნამდვი
21
ლი უდაბური ტრამალებია. ძალიან მიყვარს გაფი
ცხებული მუსტანგის ჭენება, როცა საღამოს ქარი
ყურში ჩამძახის თამამ სიმღერებს, მაგრამ ამისა
თვის სრულიად არ არის საჭირო დიასახლისი
ვიყო...

ჰარიმ მოიწყინა.
მან ქეთის მაგრად ჩამოართვა ხელი გამოსამ
შვიდობებლად და მისი თითები მცირე ხნით შეა
ყოვნა თავის ხელში.
ნუ მოიწყენთ! — უთხრა ქეთიმ,— ყველაფე
რი ეს სისულელეა. ზღვისა და საღამოს ბრალია.
თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ!
ამ სერიოზულ დარიგებას რომ წარმოთქვამდა,
ქეთი საამოდ იცინოდა.
აი, განათებულ კარში ერთხელ კიდევ გამოჩნ
და ქეთის სილუეტი, ის კაპიტანთან წავიდა.
ადგილზე გაშეშებული ჰარი იჭვნეულად გაჰ
ყურებდა უკან.
ფუ, მართლაც რეგვენი ვარ!—თქვა თავის
თვის, ჯეჯი მოხუცია და მას მამასავით ექცევა.

თავი მესამე

მეკობრეები

შოტლანდიის კუნძულების ჩრდილოეთით


ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი ქროდა. რუ
ხი ზღვა ბობოქრობდა, ბორგავდა და თავის ნაო
22
ჭებს აქეთ-იქით - ფანტავდა. ზვირთების ჭაღარა
ქოჩრები კუდიანი დედაბრების თმებივით ირხეოდ
ნენ, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ბრაზგანელებულნი
- ინავლებოდნენ, რომ წუთის შემდეგ ისევ ყალყზე
შემდგარიყვნენ და ირგვლივ ყოველი დაედორბ
ლათ. ჩრდილოეთის ზღვა უკან რჩებოდა, წინ ოკე
ანე გადაშლილიყო, მაგრამ წყლის ზედაპირზე
სვლა მაინც სახიფათო გახლდათ. ინგლისის ფლო
ტის მორიგე ნაღმოსნები ფარერის კუნძულებთან
დაძრწოდნენ. გერმანიის წყალქვეშა ნავმა L 6-მა,
რომლის წყალწყვა ათას ორას ტონას უდრიდა,
დავალება მიიღო, ინგლისის დასავლეთი ნაპირი
სათვის შემოევლო და ატლანტის ოკეანეში მნიშვ
ნელოვანი რეისი შეესრულებინა. მას ამერიკიდან
ინგლისში მიმავალ გზებზე მეკობრეობა უნდა გა
ეჩაღებინა და სავაჭრო ნაოსნობას ტერორით და
მუქრებოდა.

ოკეანემდე მიღწევა მხოლოდ შოტლანდიის


ჩრდილოეთი მხარის და დიდი ბრიტანეთის დასავ
ლეთი ნაპირის შემოვლით შეიძლებოდა. ამ მიზნის
განსახორციელებლად შეიძლებოდა გაეშვათ მხო
ლოდ სრულიად ახალი ტიპის წყალქვეშა ნავები,
რომელთა მოქმედების რადიუსი ხუთი ათასი საზ
ღვაო მილი იქნებოდა, სისწრაფე თოთხმეტი
კვანძი წყალქვეშ და სათბობის მარაგი ჩრდილოეთ
განედის 400-მდე გავლის საშუალებას მისცემდა.
აქ, პატარ-პატარა კუნძულების საიდუმლო სადგუ
რებში. შეიძლებოდა გაზოლინისა და ნავთობის
23
საკმაო მარაგის მიღება და ელექტრო ბატარეების
დამუხტვა.
ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც ყო
ველთვის დიპლომატიურ სახეს ინარჩუნებდნენ,
ოქროს აღებაზე არასოდეს ამბობდნენ უარს. მათ
კუნძულებზე შემთხვევით ყველა საჭირო მარაგი
მოიპოვებოდა.
ამ წყალქვეშა კრეისერის ამოცანა მარტო მე
კობრეობა როდი იყო. ინგლისის საზღვაო გზების
ტერორის მუქარით გიბრალტარამდე უნდა მიეღ
წია და ხმელთაშუა ზღვაში შეპარულიყო. იქ კი
შეესრულებინა ნამდვილი საბრძოლო ამოცანა, სა
ხელდობრ, —რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენები
ნა შეთანხმების ქვეყნების სამხედრო ფლოტისათ
ვის, რომელსაც ბლოკადაში მოექცია თურქეთი.
გიბრალტარით გასვლას განსაკუთრებული გმი
რობა სჭირდებოდა. ამ ვიწრო კარიბჭეს ფხიზლად
დარაჯობდნენ წყალზედა ფლოტი და საჰაერო
ბურთები. გამჭვირვალე, მტრედისფერ წყალს თო
ლიებივით დასტრიალებდნენ ჰიდროპლანები.
ზღვის სიღრმეში უშვებდნენ ბადეებს, რომლებ
შიც უნდა გახლართულიყვნენ ზარდამცემი რკინის
თევზები. დიდ სიღრმეზე გასვლა შეიძლებოდა დი
დი რისკით, ისიც მხოლოდ ღამით; ეს კი ნიშნავს
ალალბედზე სვლას მაშინ, როცა მოწინააღმდეგე
ყოველი მხრიდან გითვალთვალებს.
დავალება სერიოზული და სახიფათო იყო, მაგ
რამ ნავის მეთაური ჰერმან ფონ-კრეისლერი ჩინე
24
ბულ მეზღვაურად ითვლებოდა საზღვაო შტაბში.
ამ ოცდათერთმეტი წლის კაცს ტყუილუბრალოდ
როდი ჰქონდა კაპიტნის ჩინი და მკერდს ასევე
ტყუილუბრალოდ როდი უმშვენებდა რკინის
ჯვარი.
კუნძულ ჰელჰოლანდიდან გასვლის შემდეგ
ფონ-კრეისლერს ნავი თითქმის სულ წყალქვეშ
მიჰყავდა. ირგვლივ ინგლისის მზვერავები დაძრ
წოდნენ. ჩრდილოეთის ზღვიდან გასასვლელი ყო
ველთვის ჩაკეტილი ჰქონდა ინგლისის კრეისერთა
ფლოტს, რომელიც შოტლანდიის ჩრდილოეთით,
,Scapa Flow“-სთან იდგა, რათა გერმანიის ფლო
""

ტი ჩრდილოეთის ზღვაში გამოემწყვდია და მისთ


ვის მანევრირების საშუალება არ მიეცა.
დიდი იყო ცთუნება ჩაეძირათ ბრიტანეთის ერ
თი ან ორი კრეისერი, ასე თავისუფლად და ამა
ყად რომ დასეირნობდნენ. ფონ-კრეისლერს ასეთი
წმინდა სამხედრო ვაჟკაცობა უფრო იზიდავდა,
ვიდრე მეკობრეობა და „ვაჭრების“ ჩაძირვა, მაგ
რამ ეს საქმე სხვებს ჰქონდათ მინდობილი. ფონ
კრეისლერის მოვალეობა მეტად საპატიო და, იმა
ვე დროს, სახიფათო იყო, დისციპლინასა და ამტა
ნობას მოითხოვდა.
ნავი უკვე გასცდა საშინელ მზვერავებს, გზა
თავისუფლდებოდა და ახლა ჰორიზონტის დათვა
ლიერებაც შეიძლებოდა. ამ წუთამდე ნავი ძალიან
ფრთხილად მიდიოდა დიდ სიღრმეზე, მიმართულე
ბის გასაგებად მხოლოდ ჟიროსკოპითა და კომპა
25
სით ხელმძღვანელობდნენ. ყველას უნდოდა სუფ
თა ჰაერის შესუნთქვა, რადგან ეკიპაჟი ძალიან მო
იქანცა სიღრმეში ხანგრძლივი სვლით. ჟანგბადს
მომჭირნეობით ხმარობდნენ, ვინაიდან ყოველ
წუთს იყო მოსალოდნელი კვალდაკვალ მტრის და
დევნება. ამ შემთხვევაში ავარია და სიღრმეში გა
ნუსაზღვრელი დროის განმავლობაში უჰაეროდ
ყოფნა აუცილებლად მოითხოვდა ჟანგბადის გამო
ყენებას, როგორც ერთადერთ საშუალებას ადამი
ანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ნავი ზედაპირზე ამოვიდა და ლიუკები გააღეს.
ადამიანები ხარბად ისუნთქავდნენ სუფთა ჰაერს.
დღის სინათლეს გადაჩვეული თვალები იხუჭებო
დნენ და იჭერდნენ რუხ ჩრდილოურ სხივებს,
რომლებიც ძლივს ატანდნენ ლეგა ღრუბლებში.
ეს მკრთალი შუქი სამხრეთული ცის მზის ნაკადზე
ნაკლებ როდი ახარებდა მეზღვაურებს.
ლეიტენანტი ზენდენი კოშკურაზე იდგა, ხელ
ში ჭოგრი ეჭირა და გულდასმით ათვალიერებდა
ჰორიზონტს. ზღვის უკიდეგანო სივრცე მოწმენ
დილი იყო.
— რას იტყვი, ვანგელ, მოხერხებულად არ და
ვუძვერით ინგლისელებს ჩრდილოეთის ზღვის გა
სავალთან! ცოტა ხანს კიდევ რომ დაგვეყოვნებინა,
შეტაკება არ აგვცდებოდა!.ეუბნებოდა ზენდენი
გვერდით მდგომ უნტეროფიცერს.
სრული სიმართლეა, ბატონო ლეიტენან
ტო!—მოკრძალებით მიუგო ვანგელმა, მხოლოდ,
26
უნდა ითქვას, რომ ასეთი მანევრი არასასიამოვ
ნოა!

რატომ?
——

როგორღაც თავს უკეთ გრძნობს კაცი მოჰ


რაობის დროს. რაც შემეხება მე, ბატონო ლეიტე
ნანტო, ძალიან მეჯავრება, როცა ნავი უმოძრაო
დაა სადღაც წყლის სიღრმეში, ასე მგონია, არასო-
დეს წავა არც წინ. არც უკან.
ვანგელ, მგონი. ნერვები მოგეშალათ არა?
სრულიადაც არა, მაგრამ მე მგონია ეს აუ
ცილებელი არაა, როცა სვლა შეიძლება. მადლობა
ღმერთს, ჩვენს ნავს წყალქვეშაც შეუძლია თოთხ
მეტი კვანძის გავლა.
კი მაგრამ, ნაღმოსნები ოცდათექვსმეტ
კვანძს გადიან.
ჩვენ ხომ წყალქვეშ ვართ, ბატონო ლეიტე
ნანტო! როგორ გამოადგებათ ეგ სიჩქარე, თუკი
არ ეცოდინებათ რა მიმართულებით დაგვედევნონ.
რაზე დაობთ, მეგობრებო? იკითხა კოშ
კურაზე ამომავალმა ფონ-კრეისლერმა.
ვანგელს არ მოსწონს ნავის სტატიკური
მდგომარეობა წყალქვეშ.
ვანგელ, სხვაგვარად შეუძლებელია, ერთ
ხელ და სამუდამოდ მხედველობაში იქონიეთ და
სხვებსაც ჩააგონეთ ეს!–უთხრა : ფონ-კრეისლერ
მა. — ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა ინგ
ლისის მზვერავ გემებზე უცნაური ხაფანგები და
უდგამთ ჩვენს საწინააღმდეგოდ. სპეციალური
სასმენი აპარატები ჰქონიათ, რომლებიც ჩვენი
რი სიცოცხლე ეწირება და ეს მეტად ძვირად უჯ
დება გერმანელ ხალხს.
-

- სწორედ ამიტომ გვმართებს ახლა მუშაო


ბის გაძლიერება. მე რომ შტაბის ადგილზე ვიყო,
საუკეთესო ნავების მთელ ფლოტილიას ისეთ რე
ისზე გამოვუშვებდი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ინს
ტრუქცია - მარტივია: განუკითხავად ჩავძიროთ
ყველა „ვაჭარი“, - სულერთია, რომელი ეროვნება
საც არ უნდა ეკუთვნოდეს. თუ ტერორია, ტერო
რი იყოს! ყველას უნდა წავართვათ სურვილი იმი
სა, რომ ინგლისში რაიმე ჩაზიდონ.
-

ამით ყველას ავიმხედრებთ! შენიშნა კრე


ისლერმა.ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენში სა
ქონლის შემოზიდვას ახლა მხარს უჭერენ მხოლოდ
ნეიტრალური ქვეყნები.
-

თქვენ ძალიან გონიერი და ფრთხილი ადა


მიანი ბრძანდებით, ბატონო ფონ-კრეისლერ! მი
უგო ლეიტენანტმა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ,
რომ გამარჯვებულს არ ასამართლებენ. როცა ასე
თი პანიკით რიგიანად ჩავფუშავთ ინგლისის, ნა
წილობრივ კი საფრანგეთის ვჭრობისა და კვების
საქმეს, სულ სხვა ეფექტი ექნება ჩვენი ახალი ას
ოცდაათი დივიზიის გადასროლას დასავლეთის
ფრონტზე. ეს სულ ერთი თვის საქმეა. თუ ასე არ
მოხდეს, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი. მე ვფიქ
რობდა, არა მარტო მე, თქვენც ალბათ იმ აზრისა
ბრძანდებით, რომ ომის მალე დასამთავრებლად
საჭიროა ვიყოთ დაუზოგველნი წყალქვეშა ომში
აც. ადმირალი ტირპიცი მართალია. მე ვაღმერთებ
29
მას! გთხოვთ, დალიოთ - ადმირალის სადღეგრძე
ლო!
ზენდენმა ბოკალი გაუწოდა ფონ-კრეისლერს.
ფრიც! პეტერსონს უთხარი სოსისი მოიტა
ნოს.

კარებში გამოჩნდა უნტერ-ოფიცერი ვანგელი.


ბატონო კაპიტანო, ჩრდილოეთით, ჰორი
ზონტზე ნაღმოსანთა დივიზია გამოჩნდა. ბ
დაკეტეთ ლიუკები! ზენდენ, გეზი აიღეთ
სამხრეთ-დასავლეთისაკენ, ნავი ორი მეტრის სიღ
რმეზე ჩაუშვით წყალქვეშ.
ორივე ოფიცერი გავიდა.
ადამიანებმა, რომლებმაც ის იყო ძლივს შეი
სუნთქეს სუფთა ჰაერი, თავი ისევ ამოჰყვეს და
კეტილ და დახშულ ყუთში, რომლის გარშემო
ბორგავდა და ტორტმანებდა ცივი სტიქია. ჰაერი
ნავში ნესტს გაეჟღინთა. სინესტე მოძვრებოდა
ყველგან. ნივთები და ლოგინის თეთრეული — ყვე
ლაფერი ნიადაგ ნოტიო და ცივი იყო. ვენტილა
ტორები ამოძრავებდნენ ერთსა და იმავე ჰაერს,
რომელსაც უკვე არაერთხელ გაევლო ადამიანის
ფილტვებში. მოტორების ერთგვაროვანი, განუწყ
ვეტელი ხმაური ყურთასმენას ახშობდა. ელნათუ
რების ყვითელი შუქი თვალებს აღიზიანებდა. არა
ვინ იცოდა, როდის თენდებოდა და ღამდებოდა.
გამუდმებით მოციმციმე ხელოვნური შუქის შემ
დეგ უღიმღამო დღის მქრქალი შუქიც კი თვალე
ბისათვის სასიამოვნო ჩანდა.
ფონ-კრეისლერი - პერისკოპის სარკესთან იდგა
და ძლიერი გამადიდებელ ჭოგრში იცქირებოდა,
ხელი სამართავ რგოლზე ედო, ნელ-ნელა ატრია
ლებდა პრიზმულ სისტემას და აქედან, ზღვის სიღ
ომიდან, ყოველ მხარეს ათვალიერებდა ჰორი
ზონტს. მზერა ჭირდა, რადგან ზემოთ ზღვა ტორ
ტმანებდა, პერისკოპშიც ხან ქაფმოგდებული
ტალღების ქოჩრები ჩნდებოდა, ხან კიდევ ღრუ
ბლებჩამოწოლილი უფერული (ცა. ჰორიზონტის
ხაზი სადღაც ამ ორ წერტილშუა მიემართებოდა
და მეტად ძნელი გასარჩევი იყო.
ბოლოს კრეისლერის მხედველობის არეში ოთ
ხი თუ ხუთი მილის მანძილზე გემების მიღებიდან
ამომავალი კვამლი მოხვდა.
ეს კვამლი გახლდათ საესკადრო ნაღმოსანთა
და გამანადგურებელთა დივიზიონისა.
ფონ-კრეისლერს ახელებდა ღელვა, რომლის
-

გამო შორს მყოფი ესკადრა ხან გამოჩნდებოდა


სარკეში, ხან გაქრებოდა, თითქოს აღიზიანებდა
და არ ნებდებოდა მას. კრეისლერისათვის მთავარი
იყო გამოერკვია – ესკადრის მიმართულება. მან
ღილს მარცხენა ხელი დააჭირა. სადღაც მელოდი
ური რეკვა გაისმა. ნავი ჩუმად - დაიძრა, მიმართუ
ლება შეცვალა და პირდაპირ ესკადრისაკენ გასწია.
კრეისლერს - მოქანავე პრიზმაში დაძაბულად მზე
რისაგან თვალები აუჭრელდა. ბოლოს, გამოარკვია,
რომ ესკადრა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიემარ
თებოდა. ფონ-კრეისლერმა გეზი ისევ შეცვალა და
წავიდა იმ მიმართულებით, საითაც სვლა ვანგე
31
ფსკერზე დაცემულმა ღუზის ჯაჭვმა ყრუდ დაიხ
რიალა, შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, როგორიც
ძალიან ეჯავრებოდა უნტერ-ოფიცერ ვანგელს.
მოტორების ხმაური მიწყდა და ჟრუანტელის
მომგვრელი სიჩუმე დადგა. ადამიანები თითქოს
ცოცხლად დაიმარხნენ წყალქვეშ.
ნახევარი საათის შემდეგ ფონ-კრეისლერი ნე
ლა დაიძრა, ზემოთ დაიწყო ამოსვლა. ქარი ჩადგა,
მილეულმა მზემ წუთით გამოაჭყიტა. შორს, ჩრდი
ლოეთით, მკრთალ ლაქად მოჩანდა ფარერის კუნ
ძულები. ჰორიზონტი მოწმენდილი იყო. მეთაურ
მა სამხრეთისკენ შეაბრუნა ნავი და სვლას უმატა.
ნავი გაშლილ ოკეანეში გადიოდა.

თავი მეოთხე

შ ე ხ ვ ე დრა

„კოლორადო“ მთელი დღე და ღამე იდგა აზო


რის კუნძულებთან. ეს იყო სასიამოვნო გაჩერება,
გაისეირნეს თვალწარმტაცი, თითქმის ტროპიკული
ბუნების წიაღში.
ქეთიმ შტურმან გრეიგს ცურვაში აჯობა. მათ
ოთხ საათზე მეტი ხანი დაჰყვეს წყალში და გრეიგ
მაასვლა.
ქეთიზე ადრე ითხოვა უკან მომავალ ბაიდაზე
ქეთი გამარჯვებით კმაყოფილი იყო, კისკისებ
და; თავს აბეზრებდა
3. ი. ნიკიტინი
კაპიტან ჯეჯის და გემბანზე
დარბოდა. მას მუქი ლურჯი ფერის საბანაო კოს
ტიუმი ეცვა, თავზე ლამაზი ჩაჩი ეხურა, ფეხები
თეთრად უკრთოდა. კრაიტონმა ქეთის დიდის ამ
ბით მიართვა კონიაკი, როცა ის ტრაპით გემბანზე
ამოვიდა.
აზორის შემდეგ გეზი ერთბაშად სამხრეთ-აღ
მოსავლეთისკენ აიღეს. „კოლორადო“ გასცილდა
კუნძულს. მიგუელს, სამხრეთისკენ კიდევ მცირე
მანძილი გაიარა და სწრაფად გაემართა აღმოსავ
ლეთ მხარეს, პირდაპირ ტანჯერისაკენ.
კაპიტანი ჯეჯი კმაყოფილი გახლდათ. გიბრალ
ტარი უკვე ცხვირწინ იყო, მთელი გზა მშვიდობია
ნად გამოიარეს, მშვენიერი ამინდი იდგა და სრუ
ლი წესრიგით უახლოვდებოდნენ ხმელთაშუა
ზღვის კარიბჭეს. გიბრალტარამდე ორმოცდახუთი
საათის სავალიღა რჩებოდა.
ჰარი კრაიტონი - კიჩოზე იდგა და ტკბებოდა
მშვიდი ოკეანის ფერთა ლივლივით. კიჩოს უკან
აქაფქაფებული ნაკვალევი მარმარილოსავით თვა
ლისმომჭრელად ბრჭყვიალებდა მზეზე. წყლის სიგ
რილე პაპანაქება სიცხეს ანელებდა. კრაიტონი
შესცქეროდა ბუნების ამ სიდიადეს, მაგრამ დაღო
ნებული იყო. გული ეკუმშებოდა და უკიდეგანო
სივრცის მიუხედავად ხანდახან ჰაერი არ ჰყოფნი
და. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ გემის ცხვირ
ზე ქეთი საქანელაში იჯდა, მუსიო ნუვო კი თავს
დასტრიალებდა, საზიზღრად იღიმებოდა და ხეშეშ
ულვაშებს ხოჭოსავით აცმაცუნებდა?
34

T
ამ მოგზაურობამ ჰარის თითქოს თანდათან გა
უნელა მეომრის მგზნებარება, ეჭვი ხშირად იმორ
ჩილებდა და სხვისი ინტერესებისათვის საკუთარი
სიცოცხლის გაწირვა სისულელედ მიაჩნდა. ბო
ლოს და ბოლოს, ვინ იყვნენ ეს ფრანგები, ან რა
ტომ აუმხედრდა აგრე გერმანელებს? ნუთუ მისთ
ვის სულ ერთი არ იყო ყველა ევროპელი? გემზე
დაჭერილი უკანასკნელი რადიოგადაცემისა და იმ
ცნობების მიხედვით, რომლებიც მათ აზორის კუნ
ძულებზე გაიგეს, რუსეთს მისი შინაური მდგომა
რეობის გამო უნუგეშოდ უყურებდნენ. რუსეთის
ჯარები იშლებოდნენ, როგორც ფრონტზე, ისე
მთელ ამ ქვეყანაში, იზრდებოდა რევოლუციური
განწყობილება და ყველაფერი იმაზე მეტყველებდა,
რომ ომში ამერიკაც ჩაებმებოდა. გავრცელდა ხმე
ბი ამერიკის სამხედრო მზადების შესახებ. ჰოდა,
ნუთუ უმჯობესი არ იქნებოდა თავის თანამოქალა
ქეებთან ერთად შეერთებული შტატების დროშის
ქვეშ დამდგარიყო?
შორს, ზღვის სწორ ზედაპირზე, თითქოს დიდი
თევზი ამოხტაო, რაღაც გაკრთა. კრაიტონმა ჭოგ
რი მოიმარჯვა. ჰორიზონტზე წყლიდან ამოდიოდა
მრგვალი ჯირკი, რომელზეც ტოტებივით ჩანდა
ორი გრძელი ჯოხი.
ჰარი დაინტერესდა.
მრგვალი ჯირკი თანდათან იზრდებოდა და
აქეთ მოიწევდა. იგი უფრო და უფრო ამოდიოდა
35
წყლიდან და მალე გამოესხა - გრძელი შავი სხეუ
ლიც.

აშკარად ჩანდა, რომ ოკეანის სიღრმიდან ამო


დიოდა ვეებერთელა, არანაკლები სამოცი-სამოც
დაათი მეტრი სიგრძის წყალქვეშა ნავი.
კრაიტონს უნდოდა ახლავე მიერბინა ქეთის
თან, მაგრამ ცნობისმოყვარეობა აკავებდა; გარდა
ამისა, ეშინოდა მხდალად არ მიმიჩნიონო. ნავი შე
იძლებოდა ინგლისის ან საფრანგეთისა - ყოფილი
ყო, რაც სრულიად მოსალოდნელი გახლდათ
ხმელთაშუა ზღვის შესასვლელთან. ბოლოს, ვახტ
ზე იდგა კაპიტნის თანაშემწე, გამობრძმედილი
მეზღვაური, მკაცრი მისტერ თომას ჯონსონი. ცხა
დია, მან ნავი კრაიტონზე უფრო ადრე შენიშნა,
მაგრამ გემზე არავითარი მოძრაობა და აურზაური
არ შეიმჩნეოდა.
კრაიტონმა უეცრად იგრძნო, რომ „კოლორა
1

დო“ შეტოკდა, გეზი შეცვალა, პირი ჩრდილოეთი


საკენ იბრუნა და სვლას უმატა.
ალბათ ნავი ვახტზე მდგომმა შენიშნა და რა
ღაც მანევრს აკეთებდა.
კრაიტონი ნელა გაემართა გემის ცხვირისაკენ,
სადაც ქეთი ფრანგთან ენაწყლიანობდა. ანძასთან

ორი მეზღვაური ფუსფუსებდა. წვრილ თოკზე ან


ძის წვერისკენ ნელა-ნელა ფრიალ-ფრიალით მიცო
ცავდა შეერთებული შტატების ორმოცდაექვსვარს
კვლავიანი ზოლებიანი დროშა.
მის პაიკერ, არ შეგინიშნავთ? ძალიან საინ
36
ტერესოა, ჰორიზონტზე წყალქვეშა ნავი გამოჩ
ნდა!

სად? ერთსა და იმავე დროს წამოიძახეს


ქეთიმ და მუსიო ნუვომ. მათმა ხმამ სხვადასხვაგვა
შიშს -
რად დაიჟღერა: ქეთის ხმაში ბავშვური ცნობის
მოყვარეობა იგრძნობოდა, მუსიო ნუვოს ხმა {
გამოხატავდა.
ჩვენ მგონი მოვუხვიეთ, უპასუხა კრაი
ტონმა,–აი, იქ, სამხრეთ-დასავლეთისაკენაა. ხე
დავთ? აჰა, ლი
ჭოგრით შეხედეთ. თუმცა ახლა უამი
სოდაც კარგად მოჩანს.
რომელი ქვეყნის ნავია, არ იცით?იკითხა
მუსიო ნუვომ.
ეს-ესაა ამოვიდა ზედაპირზე, ასე რომ, ჯერ
არაფრის თქმა არ შეიძლება. ყოველ შემთხვევი
სათვის ჩვენ უკვე გავაცანით თავი, წარმოთქვა
ჰარიმ და მიუთითა ანძის წვერზე, სადაც ფრია
ლებდა ამერიკის ორმოცდაექვსი შეერთებული
რესპუბლიკის სიმბოლო.
დროშის აღმართვა დავინახეთ, მაგრამ არ
-

ვიცოდით რა ხდებოდა. ამისთვის არავითარი მნიშ


ვნელობა არ მიმიცია.
მე კაპიტანთან გავიქცევი,—თქვა მუსიო ნუ
ვომ, ღამის ვახტზე ყოფნის შემდეგ ისვენებს,
მაგრამ არა უშავს რა, ამ შემთხვევაში უფლება
მაქვს შევაწუხო, ხომ მართალია?
ჰო, დიახ, დაბნეულად მიუგო ქეთიმ. მას
ჭოგრი თვალიდან არ მოუშორებია,ჰარი, ჰარი,
37
შეხედეთ, ხალხი ამოვიდა, რამდენიმე კაცი მაღ
ლაა. რა საინტერესოა! ჭოგრს არ მოგცემთ! გაიქე
ცით კაიუტაში და ჩემი მოიტანეთ, მერე გავცვა
ლოთ, კარგი?
კრაიტონი დაემორჩილა.
როცა უკან ბრუნდებოდა, შენიშნა, რომ მოხუ
ცი ჯეჯი ჯონსონის გვერდით ხიდურაზე იდგა, თა
ვის განუყრელ ჩიბუხს აბოლებდა და ჭოგრში იც
ქირებოდა.
უკან მობრუნებული კრაიტონი ქეთისკენ მი
დიოდა. ქალიშვილს ახლა ჭოგრისთვის თავი მიე
ნებებინა და მას მოუთმენლად უქნევდა ხელს.
-

ჩქარა, ჩქარა ჰარი! ღმერთო ჩემო, რანაირი


ხართ! შეხედეთ, დროშას მაღლა სწევენ. მითხა
რით, რა დროშაა ეს?
კრაიტონმა გახედა. წყლის ზედაპირზე ირხეო
და თეთრი დროშა, რომელზეც შავი ჯვარი ეხატა.
ახლა უკვე საეჭვო არაფერი იყო. ეს გახლდათ
გერმანიის სამხედრო დროშა.
აბა!–აჩქარებდა ქეთი კრაიტონს.
ესენი - გერმანელები არიან,—თქვა - კრაი
ტონმა და ისევ შეეკუმშა გული, როგორც წეღან
გემის კიჩოზე დგომისას. ქეთი თვალს არ აშორებ
და ნავს. იმ ამბავმა, რომ ნავი გერმანელებს ეკუთ
ვნოდა, ქეთიზე ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ
მოახდინა, მას თვით სანახაობა აინტერესებდა.
ნავიდან ვიღაც კაცი იქნევდა ორ პატარა ალამს,
38
რომლებითაც რაღაც უცნაურ სასაცილო ნიშნებს
გამოსახავდა ჰაერში.
რას შვება?—იკითხა ქეთიმ,–რას ნიშნავს
ეს?
სიგნალებს იძლევიან.
მერე რას აღნიშნავენ ისინი? რას ლაპარა
კობენ?—არ ისვენებდა ქეთი.
არ ვიცი, მის ქეთი, მე ხომ მეზღვაური არა
ვარ.
ფუ, რა მოსაწყენი
-

ადამიანი ხართ! ომშე


კი მიდიხართ!
ქეთი ხიდურისკენ გაიჭრა.
კაპიტან ჯეჯის ფეხები ფარგალივით გაეჩაჩხა,
ჭოგრში იცქირებოდა და რაღაცას ეუბნებოდა
მეზღვაურს, რომელიც ნავს „ალმებს უქნევდა და
პასუხს აძლევდა.
მისტერ ჯეჯი, რას გვანიშნებენ? ცნობის
მოყვარეობით შეეკითხა ქეთი.
— მის პაიკერ, —არ შემობრუნებულა ისე მი
უგო კაპიტანმა, გთხოვთ მიბრძანდეთ აქედან!
ქეთი აიმრიზა. ყველაფერი ასე საინტერესო
იყო და არავის არ უნდოდა მასთან საუბარი.
ჯეჯი, თქვენ თავაზიანად არ ვეპყრობით
ქალს, — ნაწყენი კილოთი თქვა ქეთიმ.
მის პაიკერ, გთხოვთ, წაბრძანდეთ აქედან!
გემზე ყველა ასრულებს კაპიტნის ბრძანებას. აქ
არ არიან ქალები და მამაკაცები. არის მხოლოდ
გემის მეთაური და ყველა მას ემორჩილება.
39
ქეთი კრაიტონთან მივიდა და ისევ ნავს და
უწყო თვალიერება. ახლა ნავი გარკვევით მოჩან
და. მასზე საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა.
ალმებით საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა, ბო
ლოს უეცრად შეწყდა. ვიღაცამ ნავზე ერთხელ კი
დევ დაიქნია ალამი. ნავის კორპუსმა პირვანდელი
მდგომარეობა შეიცვალა, სიგრძეზე დადგა, ცხვი
რით გემისაკენ, თითქოს „კოლორადოს“ უნდა გა
მოედევნოსო. უეცრად მკრთალი პატარა ალი გაკ
რთა და ნავი კვამლით დაიფარა. ერთ წამში იგრგ
ვინა ცასა და ზღვას შუა. გემის წინა ზედ
ცხვირთან ზრიალით გასკდა ჭურვი. წყლის სვეტი
მაღლა აიჭრა, მზის შუქზე ცისარტყელასავით გაბ
რწყინდა და ალმასის თვლებივით მიმოიფანტა.
„კოლორადომ“ სვლას უკლო და ერთ-ორ წუთ
ში გაჩერდა კიდეც, ნავის ხიდურაზე მდგომი მეზ
ღვაური კიდევ რაღაც ნიშანს იძლეოდა.
ნავს პატარა ბაიდა მოწყდა და გემისკენ გამო
ემართა.
— რა ხდება, ჰარი? ჩვენკენ მოდიან? რა უტიფ
რობაა?! რისთვის?
ეტყობა, გემის დათვალიერება სურთ! სხვა
რაღა ენდომებათ? იქნებ არ ენდობიან ამერიკულ
დროშას და ინგლისელები, ან — ფრანგები ვგონი
ვართ.მიუგო კრაიტონმა.
საინტერესო თავგადასავალი არასასიამოვნო
გახდა. ქეთი როგორც თავისუფალი ქვეყნის ასუ
ლი, შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. რომელი
40
ჯენტლმენი იკადრებს ასე უხეშად და საზიზღრად
მოატყუოს ვინმე? ყოველ ქვეყანას ეამაყება თავი
სი ეროვნული დროშა და თავს არასოდეს არ მის
ცემს ნებას ისარგებლოს სხვისით!
ბაიდა გემს უახლოვდებოდა. მუსიო ნუვოს
გარდა ყველანი გემბანზე შეიკრიბნენ. ნუვო თით
ქოს მიწამ ჩაყლაპაო, არსად ჩანდა. ბაიდაში ორი
გერმანელი დარჩა, - ათიოდე კი ტრაპით მაღლა
ამოდიოდა.
ქეთი ცნობისმოყვარეობისა და ზიზღის გრძნო
ბით შესცქეროდა ამომავალთ. მათ სახეზე განსა
კუთრებული არაფერი ეტყობოდათ, მხოლოდ ეს
კია, სხვა მეზღვაურებს არ ჰგავდნენ, არ იყვნენ
სხვებივით მზედაკრულნი. ქალაქის ჩვეულებრივი
მცხოვრებლებივით ფერმკრთალნი იყვნენ. თვა
ლებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ყველაფერს იჭვ
ნეულად ათვალიერებდნენ.
ერთი მათგანი, ჩინით უფროსი, რომელსაც სა
ყელოზე შემოვლებული ვერცხლის სირმის მიხედ
ვით ეტყობოდა გემბანის უფროსი ოფიცერი უნდა
ყოფილიყო, მიუახლოვდა კაპიტანს და მხედრული
თავაზიანი სალამი მისცა, მერე გერმანულად გამო
ელაპარაკა, მოითხოვა ეჩვენებინათ გემის დავთა
რი და სხვა სამგზავრო საბუთები.
ჯეჯი მშვიდად აბოლებდა. მან ინგლისურად მი
უგო: ამ ენაზე არაფერი მესმისო.
სურათი საინტერესო ხდებოდა.
რიდელ! დაიძახა ოფიცერმა.
41
გერმანელების ჯგუფს გამოეყო წვერმოშვებუ
ლიხნიერი მეზღვაური და მხედრული სალამით
გაიჭიმა.
გადაეცი ამ უჯიათ მოხუცს თავის ძაღლურ
ენაზე, რასაც მისგან მოვითხოვთ.
რიდელი წინ წამოიწია და ჯეჯის დამტვრეული
ინგლისურით - აუხსნა: ოფიცერი ითხოვს გემის
დავთრისა და საბუთების ჩვენებას, აგრეთვე, რო
გორც ტრიუმის, ისე სხვა სათავსოების შემოწმე
ბასო.

მზად ვარ გაჩვენოთ დავთარი და გემის სხვა


საბუთები. ეს სრულიად საკმარისად მიმაჩნია. რაც
შეეხება სხვა მოთხოვნას, მიბრძანეთ, რა უფლე
ბით გსურთ შეამოწმოთ გემი?
რიდელმა მისი ნათქვამი გადათარგმნა.
ომის უფლებით!_უპასუხა ოფიცერმა ჯე
ჯის,—გთხოვთ, არ შემაყოვნოთ, წინააღმდეგ შემ
თხვევაში, თანახმად მოცემული ინსტრუქციისა,
იძულებული ვიქნები ძალას მივმართო!
მეზღვაურთა ჯგუფი - ნახევარწრედ გაიშალა.
ყველას რევოლვერი ეჭირა ხელში.
-
ვემორჩილები ამ გაუგონარ - ძალადობას!–
უპასუხა ჯეჯიმ,მაგრამ გთხოვთ, ყოველგვარი სა
ერთაშორისო წესის დარღვევით ამ ნეიტრალური
გემის შემოწმების შესახებ ოქმი შეადგინოთ.
ქეთის აღშფოთებისაგან ცეცხლი მოსდებოდა.
ძლივს იკავებდა თავს და იმის შიშით, ჯეჯის არა
ფერი დაუშავდესო, კრაიტონს ჩააფრინდა ხელში.
42
კაპიტანი, ოფიცერი და რიდელი კაიუტისაკენ
წავიდნენ. ჯონსონი ხუთი გერმანელის თანხლებით
ტრიუმისკენ გაემართა.
გემბანზე სამი კაცი დარჩა. ერთი გემის ცხვირ
თან დადგა, მეორე ხიდურასთან, მესამე კი მათ
შუა ქიმის ახლო მესამეს ჩახმახშეყენებული რე
ვოლვერი ეჭირა ხელში.
ეს ნამდვილი ალყის შემორტყმაა! წაი
ჩურჩულა ქეთიმ.
კრაიტონმა თავი დაუქნია და მიხვდა, რომ უკა
ნასკნელ ხანებში ყველა მისი ეჭვი სისულელე და
სისუსტე იყო. ის მართალი გახლდათ, როცა ევრო
პაში გაემგზავრა. დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო
ფრონტზე, რომ არ დაეზოგა ეს თავზეხელაღებუ
ლი ტევტონები.
საბრალო ჯეჯი! თქვა ქეთიმ, რა სიამოვ
ნებით გადაისროდა ახლა ამ ბიჭს ქიმიდან, ნაცვ
ლად იმისა, რომ მის ბრძანებას დამორჩილებოდა.
მეზიზღება ამათი სიფათის შეხედვა!—თქვა
კრაიტონმა.მის ქეთი, წამობრძანდით იმ მხარეს,
კაპიტნის კაიუტისკენ!
ისინი დაიძრნენ. ქიმთან მდგომმა მეზღვაურმა
რაღაც ჩაილაპარაკა ხმამაღლა და სამივეს ერთბა–
შად გაეცინა.
ქეთი ინსტიქტურად მიხვდა, რომ ნათქვამი მას
შეეხებოდა და მეზღვაური თავიდან ფეხებამდე
მრისხანედ აათვალიერ-ჩაათვალიერა. ეს მეზღვაუ
43
რი ტანდაბალი იყო, კვადრატული სახე ჰქონდა და
ულვაში ძირს გადმოშვებოდა.
ქეთის გუნება წაუხდა, ყელში რაღაც აწვებო
და, თითქოს უნდა წამოაღებინოსო; იგი ვერ იტან
და უსიტყვოდ და ლაჩრულად მორჩილებას.
ოფიცერმა გასინჯა დავთარი, საბუთები და
ვიდრე ტრიუმის დათვალიერების შესახებ მოახსე
ნებდნენ, იკითხა: ვინ სად და რა მიზნით მიემგზავ
რებოდა.
მუსიო ნუვოს დანახვაზე ქეთიმ კინაღამ წამო
იყვირა. მას ულვაში მოეპარსა და სრულიად სხვა
ნაირად გამოიყურებოდა. როცა ნუვომ ქეთის გაკ
ვირვება შენიშნა, მიიჭრა მასთან და ინგლისურად
დაუწყო ლაპარაკი. მას ეშინოდა ქეთიმ წინდაუხე
დაობა არ გამოიჩინოს და ფრანგულად არ მომ
მართოსო, რადგან ქეთი „პრაქტიკის მისაღებად“
ყოველთვის ფრანგულად ესაუბრებოდა ხოლმე.
ტრიუმის შემოწმების შემდეგ თომას ჯონსონი
გერმანელების თანხლებით დაბრუნდა.
ერთმა მეზღვაურმა მოახსენა ოფიცერს ტრიუ
მის შემოწმების შედეგები: საეჭვო ვერა ვიპოვეთ
რაო. ოფიცერმა თავი დაუქნია და მგზავრებს სა
ბუთები მოსთხოვა.
სამივე მგზავრი კაპიტნის კაიუტაში მიიწვიეს.
ქეთი ძლიერ ბრაზობდა ამ დაკითხვის გამო.
როცა ოფიცერმა მისი პასპორტი გასინჯა, შეეკით
ხა: რა მიზნით მიემგზავრებით გერმანიაშიო.
ქეთიმ მხრები აიჩეჩა: უცნაური შეკითხვაა! ვის
44
რა ესაქმება? მას ასე სურს! იგი თავისუფალი ადა
მიანია, დამოუკიდებელი ქვეყნის შვილია!
– კი მაგრამ, თქვენ გერმანიაში შესვლის ნე
ბართვა გაქვთ? ეს ხომ აუცილებელია, თქვენ კი ის
არ გაგაჩნიათ.
თუ გერმანელები ისეთი უზრდელები და
სტუმართმოძულენი არიან, ამავე გემით უკანვე
დავბრუნდები. ჩემთვის ეს გასეირნებაც საკმარი
სია. მან ბევრი რამ მასწავლა.
რიდელმა ქეთის ნათქვამი გადათარგმნა. ოფი
ცერი ისევ მშვიდად იყო, მას ნაკლებ აღელვებდა
ქალიშვილის გესლიანობა.
რატომ - სამგზავრო გემით არ წამოხვე
დით?—ჰკითხა ქეთის.
ეს რა დაკითხვაა? აღშფოთდა ქეთი. რა
თქვენი საქმეა? ასე მსურს, მორჩა და გათავდა! მე
დამნაშავე არა ვარ, თქვენ კიდევ გამომძიებელი.
ამაზე მეტს არაფერს გიპასუხებთ!
ოფიცერმა ჩაიცინა.
ტყუილუბრალოდ ღელავთ ქალბატონო, ომი
გაცილებით რთული რამაა, ვიდრე თქვენ წარმო
გიდგენიათ. კარგით, აღარც მე ჩაგაცივდებით.
კრაიტონის დაკითხვაც ასე წარიმართა, მხო
ლოდ მას ცოტა უფრო ჩაუდგნენ კრიჭაში. ოფი
ცერმა განუცხადა: რაკი ვიზა არ გაქვთ, გერმანი
აში ვერ შეხვალთო.
მე იქ თვითონ შევალ იარაღით ხელში!—
-

ღვარძლიანად გაუელვა თავში კრაიტონს.


ოფიცერი მუსიო ნუვოს დაკითხვას შეუდგა.
45
მუსიო ნუვომ ამერიკელი მოქალაქის მისტერ ბრა
უნის პასპორტი წარმოადგინა.
პირველი, რამაც მიიქცია გერმანელის ყურად
ღება, იყო ნუვოს ფრანგული ვიზა.
მაშ, თქვენ გერმანიაში არ მიდიხართ?_შე
ეკითხა ოფიცერი.
ნუვო შესამჩნევად ღელავდა.
არა!_მიუგო მან ინგლისურად, — მე კომი
ვოიაჟერი ვარ ფირმისა, რომელსაც ეს კონსერვები
მიაქვს გერმანიაში, მაგრამ ლისაბონში უნდა გად
მოვიდე, რომ იქიდან საფრანგეთში გავემგზავრო
საფრანგეთის ფირმებთან წინანდელი შეკვეთების
ანგარიშის გასასწორებლად.
ოფიცერი ცოტახანს დუმდა. შემდეგ ისევ მო
ითხოვა გემის დავთარი და რიდელთან ერთად მისი
ხელახლა გასინჯვა დაიწყო.
მან ბრძანება გასცა: კაიუტები და მგზავრთა
ნივთები გაესინჯათ.
ქეთიმ ვეღარ მოითმინა.
ეს გაჩხრეკაა! ჩემს კაიუტაში არავის შე
--

ვუშვებ! აღმაშფოთებელია თქვენი ქცევა. ეს პირ


დაპირ უნამუსობაა! ჩვენ ნეიტრალური ქვეყნის
მოქალაქენი ვართ და პატივისცემას მოვითხოვთ.
მე, როგორც ქალი, ვფიქრობ, მეტი უფლება მაქვს
მოვითხოვო თავაზიანი მოპყრობა, თუკი თქვენ
მართლა ჯენტლმენი ხართ!
რიდელმა გადაუთარგმნა ოფიცერს ქალიშვი
ლის მკვახე პასუხი.
46
ოფიცერმა თავი დაუკრა.
ქალბატონო, თუ ურჩობას დაიწყებთ, იძუ
ლებული ვიქნები დაგაპატიმროთ, რის შემდეგ

_
თქვენს კაიუტას უთქვენოდაც გაჩხრეკენ!
კრაიტონი და ნუვო მეზღვაურების თანხლებით
თავიანთი კაიუტებისკენ წავიდნენ. ქეთი უსიტყვოდ
გმინავდა, იგი იძულებული იყო ბრძანებას დამორ
ჩილებოდა; ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავის მიუ
ყენებია მისთვის. ო, ამერიკა მართლა უნდა ჩაებას
ომში, რომ ამ უხეში ერის გასრესაში დაეხმაროს
ინგლისსა და საფრანგეთს.
ოფიცერი გემბანზე გავიდა და თანახმად მისი
ბრძანებისა მეზღვაურმა ნიშანი მისცა წყალქვეშა
ნავს, საიდანაც ნიშნითვე გასცეს პასუხი. ორიოდე
წუთში ნავს კიდევ ერთი ბაიდა მოსწყდა.
ოც წუთში ბაიდა „კოლორადოს“ მოადგა,
წყალქვეშა ნავიც თანდათან მიუახლოვდა გემს.
ბაიდაში იდგა ტანადი ლეიტენანტი. იგი მშვე
ნივრად ლაპარაკობდა ინგლისურად. ლეიტენანტი
გემბანზე ამოვიდა და „კოლორადოს“ მეზღვაურს
მშვენიერ ინგლისურ ენაზე უბრძანა კაპიტანს ჩემ
თან გამოუძახეთო.
ჯეჯი ჯერ კიდევ თავის კაიუტაში იყო; აქ რი
დელი გულდასმით ეცნობოდა სამნეო წიგნებსა და
გემის ჟურნალს.
კაპიტნის მოლოდინში ლეიტენანტი ესაუბრე
ბოდა ოფიცერს, რომელმაც გემი შეამოწმა. ოფი
ცერი გაცხარებით ლაპარაკობდა, ეტყობოდა გე
47
მის შესახებ თავის მოსაზრებებს მოახსენებდა ლე
იტენანტს.
ბოლოს ჯეჯიც გამოჩნდა. ლეიტენანტი არ მი
ესალმა მას. უმალვე მკვახედ დაუწყო ლაპარაკი
ინგლისურად: 1)
სად მიდის თქვენი გემი?
-
ეს უკვე საკმაოდ გამოარკვია თქვენმა ხალ
ხმა!_მიუგო ჯეჯიმ, რაკი დააგვიანეთ, ეს იმას
როდი ნიშნავს, თავიდან დავიწყო ყველაფერი. მე
ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ის თვითონ მო
გახსენებთ.
-

თავი დაანებეთ ოხუნჯობას!_უკმეხად გა


აწყვეტინა ლეიტენანტმა — მე გეკითხებით,
-

თუ
მართლა ტვირთი მიგაქვთ გერმანიაში, რამ გაიძუ
ლათ ხელი აგეღოთ ბრემერჰავენის ან ჰამბურგის
პირდაპირი ხაზით წასვლაზე, და ამ ხაზს სამხრე
თით თითქმის ექვსი გრადუსით დაშორებოდით?
რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი კვირის განმავლო
ბაში შტორმი არ ყოფილა.
-
ვფიქრობდი ნახშირის მარაგი არ მეყოფო
და, გარდა ამისა, საჭირო იყო მცირეოდენი შეკე
თებაც, ამიტომ იძულებული გავხდი აზორის კუნ
შემევლო.
ძულებზემაინც რის შეკეთება იყო საჭირო?
საჭის საწევისა.
ვთქვათ, ასეც იყო!_თქვა ლეიტენანტმა, —
მაგრამ რატომ წახვედით აზორის კუნძულებიდან
სამხრეთ-აღმოსავლეთით, როცა გერმანიისაკენ მი
48
მავალი გზა პირდაპირ ჩრდილო-აღმოსავლეთით
არის და კუნძული ს. მიგუელი სამხრეთ-აღმოსავ
ლეთით უნდა დაგრჩენოდათ! თქვენს ჟურნალში კი
ის აღნიშნულია თქვენი გზის ჩრდილოეთით?
ჯეჯი ოდნავ დაიბნა, მაგრამ ისევ მალე მოეგო
გონს.
მინდოდა ლისაბონში შევსულიყავი და ბრა
უნი იქ გადმომესვა.
რატომ ლისაბონი არ არის აღნიშნული
თქვენს მარშრუტზე?
-

ეს ამბავი მხოლოდ გზაზე გამოირკვა.


-

სულ ერთია, ლისაბონში წასასვლელად


კუნძულს. მიგუელისათვის უნდა შემოგევლოთ
ჩრდილოეთიდან და არა სამხრეთიდან.
აქ თითქმის არავითარი განსხვავება არაა,
-

მიუგო ჯეჯიმ,მე კი ცრუმორწმუნე ვარ და არა


სოდეს არ გავივლი. ს. მიგუელსა და აზორის კუნ
ძულებს შუა.
ლეიტენანტმა მხრები აიჩეჩა, გემბანის ოფი
ცერს მიუბრუნდა და გერმანულად გამოელაპარა
კა. შემდეგ დაფიქრდა და კაპიტანს ჰკითხა:
ბრაუნი იმ ფირმის კომივოიაჟერია, რომელ
მაც ეს გემი დაიქირავა?
დიახ, - მიუგო ჯეჯიმ. თავისი მოხერხებული
პასუხით დამშვიდებული კაპიტანი ჩიბუხს წევდა.
დაუძახეთ - ბრაუნს, — გერმანულად უთხრა
-

ლეიტენანტმა ოფიცერს. ოფიცერი წავიდა.


4, ი. ნიკიტინი 49

44
— ჰეი,—მოუხმო ლეიტენანტმა „კოლორადოს“
მეზღვაურს.
მოვიდა ახალგაზრდა ფრანკ პიტერსონი.
— მითხარი, თუ შეიძლება... აქეთ მობრუნდი!
რა ავარიები შეგემთხვათ გზაში?
არავითარი.
ლეიტენანტმა ჯეჯის გადახედა.
ეს ავარია არ არის,―დამშვიდებით მიუგო
ჯეჯიმ.
შენი აზრით, რამდენი ხანი უნდა საჭის სა
წევის გამართვას?—შეეკითხა გერმანელი მეზღვა
ურს.
-
რამდენიმე საათი,—მიუგო გამოცდით შე
ფიქრიანებულმა მეზღვაურმა.
— ვინ არის დამნაშავე, რომ საწევი გაფუჭდა?
მადლობა ღმერთს, იგი არასოდეს გაგვფუ
ჭებია, ასე რომ, არც არავის დადანაშაულება არ
შეიძლება,— მხიარულად უპასუხა პიტერსონმა. იგი
კმაყოფილი იყო, რომ გერმანელმა ვერ მოახერხა
ვინმეს დადანაშაულება.
აბა, გასწი!.. საკვირველი აზრთა სხვადასხვა
ობაა, კაპიტანო!ცივად მიუბრუნდა ლეიტენანტი
ჯეჯის და ჯიქურ ჩახედა თვალებში.
ჯეჯის ხმა არ ამოუღია.
ამ დროს ნუვო და ოფიცერი მოვიდნენ.
-

თქვენ ხართ მისტერ ბრაუნი?—ზრდილობი.


ანად მიმართა ნუვოს ლეიტენანტმა.
-
დიახ!_მიუგო ნუვომ.
30
გეთაყვა, თქვენა ხართ წარმომადგენელი იმ
ფირმისა, რომელსაც ეს კონსერვები მიაქვს გერმა
ნიაში?

დიახ!
ეს რა ფირმაა? დაინტერესდა ლეიტე
ნანტი.
კონსერვების ქარხნების გაერთიანებული
კომპანია ჩიკაგოში.
აჰა, თქვენ მიდიხართ საფრანგეთში ლისა
ბონზე გავლით, ხომ მართალია?
დიახ... მართალია!–კვერი დაუკრა ნუვომ,
იგი გერმანელის თავაზიანმა კილომ დაამშვიდა.
ეს დაგავალათ თქვენმა ფირმამ, არა?
დიახ, ფირმამ!
ეს გემიც დაქირავებულია თქვენი ფირმის
მიერ, არა?
დიახ.
გემმა თქვენი ფირმისაგან - მართლა მიიღო
დავალება, რომ ლისაბონში მიეყვანეთ?
რა თქმა უნდა! ყოველგვარ განკარგულებას
იძლევა ფირმა. მე მხოლოდ ვასრულებ მის ბრძა
ნებებს.
ლეიტენანტი - ცივად ჩააცქერდა კაპიტანს. ჯე
ჯის მდგომარეობა ტრაგიკული ხდებოდა. ჯვარე
დინი დაკითხვა მის წინანდელ არგუმენტებს ყირა
ზე აყენებდა და სიცრუეს ამხილებდა. ეს კი მე
ტად სერიოზულ ეჭვებს იწვევდა.
ჯეჯიმ გადაწყვიტა საძაგელი ნაბიჯი გადაედგა.
უკვე სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა.
თქვენ ტყუით, ბრაუნ!—მტკიცედ და მშვი
დად უთხრა ჯეჯიმ.
ნუვომ შეხედა ჯეჯის და გახევდა. იგი სრულე
ბით არ მოელოდა ამას.

თქვენ თვითონ მთხოვეთ მიმეყვანეთ ლისა


ბონში, ფირმას კი ჩემთვის ეს არ დაუვალებია,
განაგრძო ჯეჯიმ.
ნუვო-ბრაუნს უნდოდა რაღაც ეპასუხა, მაგრამ
ჯეჯიმ არ დააცალა.
ძალიან კარგად იცით, რომ ფირმას არ გა
მოუგზავნიხართ ჩემთან ერთად. თქვენ თვითონ
მთხოვეთ, ამეყვანეთ გემზე, ვინაიდან არ გინდო
დათ დაგეცადათ პირდაპირ საფრანგეთში მიმავალი
„სამგზავრო“ გემისათვის.
ნუვოს არაფერი ესმოდა. მას ეშინოდა პასუხი
გაეცა, რადგან კაპიტნის ტაქტიკისა არაფერი გაე
გებოდა. ჯეჯის ენდობოდა, მაგრამ გრძნობდა რომ
ის ხიფათში ხვევდა. სამწუხაროდ, ნუვომ არ იცო
და, რომ ლისაბონი, როგორც სამარშრუტო პუნქ
ტი, არ იყო აღნიშნული ჟურნალში. ან ვის შეეძ
ლო გაეთვალისწინებინა ყველა ეს წვრილ
მანი?

ლეიტენანტი დაუნდობელი ნახტომისათვის


მომზადებული მტაცებელივით შესცქეროდა მათ.
-

კაპიტანო, თქვენ ხომ არ უარყოფთ, რომ


მისტერ ბრაუნი არის წარმომადგენელი იმ ფირმი
სა, რომლის ტვირთი თქვენ მიგაქვთ?
ამას არ უარვყოფ! მხოლოდ მინდა დავძი
52
ნო, რომ ფირმას ჩემთვის არ დაუვალებია ლისა
ბონში შესვლა,—მიუგო ჯეჯიმ.
ზარდამცემი სიჩუმე ჩამოვარდა.
ბატონებო, ვინ არის თქვენს შორის მართა
ლი? სიჩუმე დაარღვია ლეიტენანტმა და პასუხის
მიღებამდე მოულოდნელად იკითხა:
მისტერ ბრაუნ, თქვენ ინგლისელი ხართ?
არა, ამერიკელი!
რომელი შტატიდან?
ნუვო წუთით შეყოყმანდა, მღელვარებამ
სული შეუგუბა.
კოლუმბიიდან,—თამამად უპასუხა ბოლოს.
აგრე ცუდად რატომ ლაპარაკობთ ინგლისუ
რად? საუბარში უცხოელის კილო გემჩნევათ.
ნუვო - დაიბნა, გრძნობდა, რომ საბოლოოდ
იღუპებოდა.

მან.
თქვენ მართალი არა ხართ, წაიბუტბუტა
ამ დროს ოფიცერმა ლეიტენანტს გერმანულად
რაღაც ჩაულაპარაკა.
ლეიტენანტმა ნუვოს თვალებში ჯიქურ ჩახედა.
.
კაიუტის გასინჯვის დროს შენიშნეს, რომ
თქვენს თეთრეულზე ამოქარგულია „A. N“, —და
მარცვლით წარმოთქვა გერმანელმა.მისტერ ჯემს
ბრაუნ, გეტყობათ, ძალიან გიყვართ სხვისი თეთ
რეულის ტარება, ირონიულად უთხრა მან.
ნუვოს სასულეში რაღაც გადასცდა.
53
ამ სცენის დასასრულს მოუსწრეს გემბანზე
დაბრუნებულმა ქეთიმ და კრაიტონმა.
-

ჩემთვის სულ ერთია! ―ცივად განაცხადა


ლეიტენანტმა, ბატონო კაპიტანო, თქვენი გემი
ფსკერისკენ წავა. უბრძანეთ თქვენს ხალხს, მოემ
ზადონ.
-

ეს ყოვლად შეუძლებელია!—შეჰყვირა ჯე
ჯიმ, რომელსაც სიმშვიდე მსწრაფლ დაეკარგა. მას
სული შეეხუთა, მზად იყო ლეიტენანტს ყელში
სწვდომოდა.
-

ეს დაუშვებელია... წარმოთქვა ქეთიმ, ეს


უნამუსობაა, მოწყალეო ხელმწიფევ! ჩვენ ნეიტრა
ლური სახელმწიფოს მოქალაქენი ვართ, ნუ ბე
დავთ ასე მოიქცეთ.
ლეიტენანტმა ქალიშვილს გადახედა და არაფე
რი უთხრა.
-
ეს ყაჩაღობაა,―წარმოთქვა ჯეჯიმ, რომელ
საც გული ყელში მობჯენოდა.—არც კი გვეუბნე
ბით, რისთვის ძირავთ გემს. მეკობრეებიც არ მო
იქცევიან ასე! თუ დამნაშავეა ფირმა, რა შუაში
არიან მეზღვაურები? ისინი თქვენსავით მსახურო
ბენ, ოღონდ პატიოსანი ადამიანები არიან.
მე გაგაფრთხილეთ,—მშვიდად გააწყვეტინა
ლეიტენანტმა, —ოც წუთში ყველაფერი გათავდე 7

ბა. ისედაც ბეკრი დრო დავკარგეთ საუბარში.


წყეულიმც იყავით! თქვენ მკვლელი ხართ!
თქვენ არცხვენთ ოფიცრის მუნდირს!
ლეიტენანტმა ტუჩები ზიზღით შეატოკა.
54

[
ფერმერებსა და მესაქონლეებს არ შეშვე
ნით იმსჯელონ გერმანიის საიმპერატორო ფლო
ტის მუნდირის ღირსებაზე,—ქედმაღლურად წარ
მოთქვა მან და თავის ხალხს რაღაც უბრძანა.
ჰაერში ტყვიებმა გაიწივლეს. მეზღვაურები
„კოლორადოს“ ბაიდებს ტყვიით ცხრილავდნენ, და
ერთ წუთში ისინი საცერივით გადააქციეს.
-

ქალებსაც კი აღარ ინდობთ, არამზადე


ბო!— წამოიყვირა თომას ჯონსონმა.
ჯეჯის ლაპარაკი უკვე აღარ შეეძლო და მღელ
ვარებისაგან საყელოს იგლეჯდა.
-
გაჩუმდით და სიკვდილის წინ ქოფაკები
ვით ნუ ყეფთ!—მიახალა ლეიტენანტმა. ქალებზე
თქვენ არ მოგიხდებათ ზრუნვა.
ქეთი გაცეტდა. მან თვალი შეასწრო, რომ მისი
ორი ჩემოდანი გერმანელი მეზღვაურს მიჰქონდა.
მეზღვაური ტრაპზე დაეშვა და ჩემოდნები ბაი
დაში ჩაყარა. ამის დანახვაზე ქეთიმ წამოიყვირა:
თქვენ ქურდებიც ყოფილხართ! თქვენმა
მეზღვაურებმა ნივთები მომპარეს, სირცხვილი
გერმანიას!

ქალბატონო, —თავაზიანად მიმართა ლეიტე


ნანტმა,—კეთილი ინებეთ და ბაიდაში ჩაბრძან
დით, ჩვენ არ გვინდა თქვენი დაღუპვა.
არაფრის გულისათვის!—ფიცხლად წამოი
ძახა ქეთიმ,—ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან. თუ
თქვენ გამბედაობა გყოფნით დაახრჩოთ უდანაშა
55
ულო ადამიანები, დაახრჩვეთ - ყველა ქალებიცა
და მამაკაცებიც!
ქალბატონო, კიდევ ერთხელ გეუბნებით,
ჩაბრძანდეთ ბაიდაში, ნუ მაცდენთ!
აკი გითხარით– არ წამოვალ-მეთქი, მორჩა
და გათავდა!
ქეთის მიუახლოვდა ჯეჯი, რომელსაც უკვე
დაბრუნებოდა ჩვეულებრივი სიმშვიდე. მისი ჩი
ბუხი იქვე მახლობლად, გემბანზე ეგდო.
მის ქეთი, უნდა წახვიდეთ, მე სიტყვა მივე
-

ცი მამათქვენს, რომ ყოველგვარი ხიფათისაგან და


გიფარავდით.
ქეთი მხოლოდ წამით შეყოყმანდა. მისი თვა
ლები ჰარი კრაიტონის ნაღვლიან თვალებს შეეფე
თა, რომლებშიც სიკვდილის წინა სევდა ჩამდგა
რიყო.
ქეთიმ ენერგიულად გააქნია თავი და განაც
ხადა:
– არა, მიბრძანდით, ბატონო ლეიტენანტო, მე
.

კი ჩემი მეგობრების ხვედრს გავიზიარებ!


მის ქეთი,—ჩაერია კრაიტონი,—ღვთის გუ
ლისათვის, რას ჩადიხართ? წადით! ვალდებული
_

ხართ წახვიდეთ!
ეს არის თქვენი უკანასკნელი პასუხი?_მი
უბრუნდა ქეთის ლეიტენანტი.
ერთადერთი, რომელიც შემიძლია მოგცეთ,
მეტს ნურაფერს შემეკითხებით! სულ ერთია, არ
გიპასუხებთ!
56
ლეიტენანტი სწრაფად დაეშვა ტრაპზე; ამ უკან
დახევას იფარავდა უზარმაზარი მწითური მეზღვა
ური.
გერმანელების ბაიდები წავიდნენ.

თავი მეხუთე

ბრძოლა სიცოცხლისათვის

წუთით სიჩუმე ჩამოვარდა „კოლორადოზე“.


მეზღვაურები სადღაც გაქრნენ; გემბანზე იდგ
ნენ: ჯეჯი, ქეთი, კრაიტონი, მოშორებით კი–ჯონ
სონი.

ყველანი თავზარდაცემულნი იყვნენ გარდაუვა


ლი საშინელი ამბის მოლოდინში. ჯონსონი დაღვ
რემილი შესცქეროდა ტყვიით დაცხრილულ ერთ
ერთ ბაიდას და ფიქრობდა, ხომ არ შეიძლება მისი
შეკეთებაო, მაგრამ ბაიდის შეკეთება იმდენად უი
მედო საქმე იყო, უმალვე პირი იბრუნა და ნელა
გასწია კამბუზისაკენ.
ჯეჯი დაიხარა, იატაკიდან ჩიბუხი აიღო და ისევ
გააბოლა, ვითომც არაფერი მომხდარაო.
თითქოს წავიდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები,
რომლებმაც აყალმაყალი და უსიამოვნება დაატ
რიალეს. მათი წასვლის შემდეგ ჩამოვარდნილ სი
ჩუმეში ყველაფერი ნელ-ნელა მიწყნარდა.
57
რატომ არ დაეთანხმეთ?_ნაღვლიანად შე
ეკითხა კრაიტონი ქეთის.
აბა, რას ამბობთ, ჰარი?

მერწმუნეთ, რომ ეს უაზრო მსხვერპლია.


ამას რომ ვინმესთვის რაიმე სარგებლობის მოტანა
შეეძლოს, სხვა საქმეა...
გაჩუმდით, ჰარი! თქვენ მე მაბრაზებთ!
მათ ჯეჯი მიუახლოვდა.
მისტერ კრაიტონ, ახლა დარწმუნება გვია
ნაა! მის ქეთი სხვანაირი ქალიშვილია. მასში წმინ
და ამერიკული სისხლი დუღს! მე სულითა და გუ
ლით ვწუხვარ, რომ ასე მოიქცა, მაგრამ აღფრთო
ვანებული ვარ. ახლა კი მიბრძანდით, ძვირფასო
მის ქეთი, დროს ნუ კარგავთ დავაზე. ჩაიცვით
მსუბუქად, რომ დიდხანს გაძლოთ წყალში, საშვე
ლი სარტყელი არ დაგავიწყდეთ.
ჯეჯი, თქვენ?
მე!.. რადიოცნობის გადაცემა უნდა მოვასწ
რო, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს გერმანელი
პირატების კიდევ ერთი ყაჩაღობის ამბავი.
ქეთი კაიუტისკენ გაიქცა.
მეზღვაურებმა მაგიდები და მერხები გემბანზე
მოაგროვეს, რომ ზღვაში გადაეყარათ, რათა წყალ
ში გადახტომის შემდეგ ჩასჭიდებოდნენ მათ. უც
ნაური სანახავი იყო ეს საქმიანი სამზადისი სი
ცოცხლისათვის ბრძოლის წინ.
ჯეჯი ქვევიდან ამოვიდა და თავის ხიდურაზე
58
ჩვეულებრივად დადგა, თითქოს გასამგზავრებლად
ემზადებაო.
მუქი ლურჯი საბანაო კოსტუმში გამოწყობილი
ქეთი ჰარის მიუახლოვდა.
რაო, ჰარი? რას უდგეხართ ასე ხესავით გა
შეშებული? წადით, ტანსაცმელი გაიხადეთ და
სარტყელი ჩამოიცვით.
რატომ თქვენ არ გაქვთ სარტყელი?—შე
ეკითხა კრაიტონი.

მე არ მინდა, ხელს შემიშლის მხოლოდ!—


ქეთი მიტრიალდა და ისევ კაპიტნისკენ გაიქცა.
——
თქვენ რას შვრებით, ჯეჯი? რატომ არ გინ
დათ მიიღოთ ზომები, ასე რად ჯიუტობთ?
ჩემო გოგონა, მე ვერასოდეს დავტოვებ
ჩემს „კოლორადოს“, ან რა აზრი აქვს?.. უკვე მო
ხუცი ვარ, სიცოცხლე მხოლოდ ორი-სამი საათით
გავიხანგრძლივო? უაზრობაა და მეტი არაფერი!
თქვენ გასწით, იჩქარეთ, ვიდრე გვიან არ არის.
ისინი საცაა ნაღმს გვესვრიან.
ქეთი მოეხვია მას და აკოცა. ქალს გულზე მო
წოლილი ბოღმა აღრჩობდა.
ჯეჯიმ დაიყვირა:
გადაყარეთ!

ზღვაში გადაცვივდა მერხები, მაგიდები, ფიც


რები. მეზღვაურები ხტებოდნენ ქიმიდან, კიჩოდან,
ცხვირიდან.
ქეთიმ ირგვლივ მიმოიხედა. სად გაქრა ჰარი?
ნუთუ კიდევ ქვემოთ იყო? არა, ალბათ გადახტა.
59
ქეთი ქიმისკენ გაიქცა. წყალქვეშა ნავიდან მოდი
ოდა ტრიალა თეთრი ბოლი,—ეს იყო გამოსრო
ლილი ნაღმის კვალი წყალზე.
ქეთიმ მარჯვენა ქიმისკენ გადაირბინა, რომ არ
დაენახა ეს მეკობრეები, რომლებიც ჭოგრით სია
მოვნებით უთვალთვალებდნენ ამ საშინელ რბევას:
წამით მოავლო თვალი გემს, თითქოს დაემშვიდო
ბაო, მერე ორივე ხელი ასწია და წყალში ისკუპა.
როცა წყლიდან თავი ამოყო და მოშორებით
გაცურდა, ზურგზე გადმოტრიალდა. „კოლორადო“
ციებ-ცხელებით შეპყრობილივით აძაგძაგდა. იგი
კიჩოს მაღლა სწევდა და ცხვირით ნელ-ნელა ეშ
ვებოდა წყლის სიღრმეში, ისე, როგორც მძიმედ
დაჭრილი პირუტყვი ეცემა წინა ფეხებზე და თავს
მიწაზე დებს.
ქეთი სულ უფრო შორს მიცურავდა. იგი ხე
დავდა ჯეჯის, რომელიც გემის ხიდურზე იდგა და
მოაჯირს მაგრად ჩასჭიდებოდა, რომ წინ, გემის
დახრის მხარეს, არ დაგორებულიყო. მერე „კო
ლორადო“ ოდნავ გასწორდა, თითქოს ჰაერი შეი
სუნთქაო და სწრაფად წავიდა ქვესკნელისაკენ.
წყალი გემბანს გაუთანასწორდა. აი, უკვე ჩაძირვა
იწყო ხიდურამაც, რომელზეც მოხუცი ჯეჯი მიხრახ
ნილ ქანდაკებასავით უძრავად იდგა: მას ქუდი მო
ეხადა და მაღლა აწვდილ მარჯვენა ხელში ეჭირა.
აი, უკვე ჯეჯიც გაქრა. მერე ანძებიცა და მილებიც
მიეფარა თვალს. ძლევამოსილი რესპუბლიკის ვარ
60
სკვლავებიანმა დროშამ აბორგებულ წყალზე გაი
ელვა და ყველაფერს ბოლო მოეღო.
ახლა მხოლოდ ქაფიანი ტალღები გარბოდნენ
იმ ადგილიდან, სადაც სულ ახლახან მშვენიერი
„კოლორადო“ იდგა. ამ ტალღებზე ირხეოდნენ
სხვადასხვა მიმართულებით მცურავი ადამიანები;
ქეთი შორიდან ხედავდა მათ თავებს, ხან მაღლა
რომ ამოიწევდნენ, ხან კი ზვირთებს იქით იმალე
ბოდნენ.
ქეთიმ არ იცოდა საით უნდა ეცურა ამ უკიდე
განო სივრცეზე. სხვადასხვა ადგილას მოტივტივე
თავების უმეტესი ნაწილი გაქრა. შორს, მარჯვნივ
თავების დიდი ჯგუფი მოჩანდა. ქეთი შეჩერდა და
დააკვირდა. მათგან კარგა მანძილი აშორებდა.
თურმე სულ მოპირდაპირე მიმართულებით მიცუ
რავდა. ქეთი შემობრუნდა, რომ უკან მიყოლოდა
მათ. მეზღვაურები გაცილებით უკეთ ერკვევიან
ზღვის სივრცეში. მათ ფრინველებივით გამახვილე
ბული აქვთ ალღო, იციან რომელ მხარეზეა ხმე
ლეთი. ქეთიმ ინანა, რომ ასე შორს გასცურა. ახ
ლა მათი დაწევა ძალიან ძნელი საქმე იყო, ძალ
ღონის უჩვეულოდ დაძაბვა დასჭირდებოდა. მათ
თან მისვლისთანავე წყლიდან უნდა ამოსულიყო
და ნახევარი საათი მაინც დაესვენა. მაგრამ სად
ამოვიდოდა, ირგვლივ ასობით და ათასობით კი
ლომეტრზე მხოლოდ წყალი ჩანდა.
იმის იმედი რომ ჰქონოდა, მეზღვაურები დახ
მარებას აღმოუჩენდნენ, კიდე ჰო, მაგრამ ქეთი
61
გონივრულად მსჯელობდა. მან კარგად იცოდა, რომ
ასეთ შემთხვევაში ყოველი მცურავი საკუთარ
ძალ-ღონეს ზოგავს, იბრძვის. ამიტომ სხვებს არ
დაეხმარება და ვერც დაეხმარება.
ამ ბრძოლაში ადამიანები ერთიმეორეს ხელი
დან აცლიან პატარა ნივთებსაც კი, რომელთა სა
შუალებით შესაძლოა წყალში უფრო მეტ ხანს
გასძლონ. ახლა ყველაზე მთავარია შეინარჩუნონ
სიმშვიდე და დაზოგონ ძალა. მაგრამ რამდენი
ხნით, როდემდე შეიძლება ძალის დაზოგვა? ხომ
შესაძლოა, ზღვაში იყვნენ ორი დღე, სამი დღე,
ერთი კვირაც კი? შიმშილსა და წყურვილს რაღას
უზამენ? ძალ-ღონე გამოელევათ, ბოლო მაინც ერ
თი იქნება. შემთხვევით თუ რომელიმე გემიდან
დაინახეს და გადაარჩინეს. ხომ კარგი, მაგრამ რო
დის ან სად, რა მანძილზე გაივლის გემი ამ უსას
რულო წყლის სივრცეზე? გემს მიმართულების შე
უცვლელად შეუძლია გაიაროს ოც-ოცდაათ კილო
მეტრზე ამა თუ იმ მხარეს! მაგრამ ვინ იცის, სად გა
დის მისი გზა. ოჰ, რა კარგი იქნებოდა ეს სცოდ
ნოდა ქეთის.
მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ქეთის
ნათლად წარმოედგინა, თუ რა შედეგი მოჰყვებო
და ამ გაშლილ ოკეანეში დაუხმარებლად, უპატ
რონოდ დარჩენას, მაგრამ ის ინსტინქტურად მი
ცურავდა იმ მიმართულებით, სადაც შორს რამ
დენიმე წერტილი მოჩანდა. რა საბრალოდ და პა
ტარად ეჩვენებოდა თავისი თავი ამ წუთში, რა
62
უსუსური აღმოჩნდა იგი, მიუხედავად იმისა, რომ
არა ერთხელ რგებია გამარჯვება შეჯიბრებაში. ის
დრო მაინც სხვა იყო, ეს კი, ბედთან შეჭიდებაა.
გამოსავალი არ ჩანდა. ქეთის მღელვარებისაგან
გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა
უკანასკნელი ძალ-ღონის დაკარგვამდე ეცურა წინ.
უკან, მხარმარცხნივ, მოჩანდა წყალქვეშა ნავი,
რომელზეც დროშა უკვე დახრილი იყო. ამ ნავზე
მოძრავი წერტილები ადასტურებდა, რომ მასზე
დადიოდნენ ადამიანები.
მხარმარჯვნივ, არც თუ ისე შორს, ქეთიმ შე
ნიშნა საკმაოდ მოზრდილი წერტილი, რომელიც
რაღაც ნიშანს იძლეოდა. იქნებ ეს ჰარი კრაიტონი
იყო?!
ათ წუთში ქეთი მიცურდა კაცთან, რომელსაც
უკანასკნელი ძალ-ღონე გამოლეოდა და ახლა
ცდილობდა სამზარეულოს მაგიდის თავს — განიერ
ფიცარს — მოქანცული.ხელებით ჩასჭიდებოდა.
ეს იყო ჩაძირული გემის მზარეული, მოხუცი
პაინი.

ჩაეჭიდეთ, ჩაეჭიდეთ, მისტერ პაინ! მხნედ


შესძახა ქეთიმ, ფიცარი - განიერია და ხელიდან
გისხლტებათ. მეორე მხარეზე მე წავავლებ ხელს
და მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ.
მოხუცმა უაზრო თვალებით შეხედა და უღონო
ხელი წაუპოტინა ფიცარს, რომელიც წარამარა
ქანაობდა წყალში. მას სუნთქვა უმძიმდა.
დაიცადეთ, — უთხრა ქეთიმ, — ასე-
უარე
-

სია, ტყუილუბრალოდ ხარჯავთ ძალ-ღონეს.


ქეთიმ ფიცარს მეორე მხარეზე ჩაავლო ხელი.
ეს მისთვისაც უკეთესი აღმოჩნდა, რადგან ჩქარი
ცურვისაგან - სუნთქვა გახშირებოდა და სულს
ძლივს ითქვამდა.
— ო, ქალიშვილო, — წაილუღლუღა პაინმა,
სულ ერთია, ვერაფერს მიშველით! - კარგი იყო,
როცა ზედ ვიწექი, მაგრამ ფიცარი გამომეცალა.
ფიცარი გასწორდა, რადგან ორივე მხრიდან
ჩაეჭიდნენ ქეთი და პაინი, სამაგიეროდ ადგილიდან
აღარ იძვროდა. ქეთი და პაინი ახლა მხოლოდ ფე
ხებს აქნევდნენ წყალში, ფიცარს ერთმანეთისაკენ
უბიძგებდნენ. ასეთ შემთხვევაში რომელიმე მიმარ
თულებით ცურვა შეუძლებელია, ერთ ადგილ
ზე გაჩერება კი თუნდაც ერთი თვე მოხერხ
დება.
ხელი უშვით ქალიშვილო, ასე არაფერი გა
მოვა! — გაბრაზებით უთხრა პაინმა ქეთის.
მზარეულს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი ფიცარზე
ავფორთხდებიო. ფიცარი დაიმაგრებდა მხოლოდ
ერთ ადამიანს. რაც შეეხება მხიარული მისს იგი
უმისოდაც კარგად ცურავდა, ფიცარი არ სჭირდე
ბოდა, მზარეული კი მოხუცი და დასუსტებული
იყო.
მისი
მინდოდა დაგხმარებოდით, — უთხრა ქეთიმ.
პაინი იჭვნეულად და უნდობლად უყურებდა
ქალიშვილს, გამხმარ ტუჩებზე ენას ისვამდა. მზა-
რეულს უკვე საკმაოდ ჩაეყლაპა ზღვის მარილიანი
წყალი. ის ახლა რაღაცის მოაზრებას ლამობდა.
64
უცებ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და
ფიცარზე შეხტომა სცადა, მაგრამ ფიცარი აყირავ
და და ცალი ბოლოთი წყალში ჩაეშვა. ქეთის ხელი
დაუსხლტა და უნებლიეთ ჩაყვინთა.
როცა თავი ამოყო, დაინახა, რომ ფიცარი კარგა
მანძილზე გაცურებულიყო, ღონემიხდილი და თვა
ლებამღვრეული პაინი კი მახლობლად ამაოდ ებრ
ძოდა ტალღებს. ქეთის უნდოდა მიშველებოდა მო
ხუცს, მაგრამ უმალვე მოაგონდა მოსალოდნელი
საფრთხე, შეიძლებოდა ორივე დაღუპულიყო.
პაინ, ახლავე დაგეხმარებით, ოღონდ ხელი
არ ჩამჭიდოთ. მარცხენა ხელი მომეცით, მარჯვენა
კი მოუსვით.
ქეთი მიუახლოვდა და მარჯვენა გაუწოდა. პაინს
ვერ გაებედა თუნდაც წუთით მაინც შეეჩერებინა
მოძრაობა, მარცხენა ხელს განუწყვეტლივ იქნევდა
და, როგორც კი ქეთი მიუახლოვდა, მის საბანაო
კოსტუმის კალთას ჩაეჭიდა.
ქეთიმ უმალვე რაღაც უჩვეულო სიმძიმე
იგრძნო. ასე ხუთ წუთსაც ვერ გაძლებდა, საშინელ
მა შიშმა შეიპყრო და გული შეუკუმშა. ნუთუ ყვე
ლაფერი გათავდა? — გაუელვა გონებაში. მეტად
მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. დაუსრულებლად ხომ
არ შეეძლო პაინის შეკავება! მოხუცის გადარჩენას
იმედი უკვე აღარ იყო, იგი ქეთისაც აუცილებლად
დაღუპავდა. პაინი თანდათან მოიქანცა, კიდევ წუ
თი და მოხუცი ორივე ხელს ისე ჩაავლებდა, რო
გორც დახრჩობის წინ ადამიანები ეჭიდებიან ხოლ
5. ი. ნიკიტინი 65
მე ტალღებზე მოქანავე მორს. პაინი უკვე აღარა
ფერს გრძნობდა.
პაინ, გამიშვით! — შიშნეულად შესძახა ქე
თიმ, — ასე ვერ გიშველით!
მოხუცი არ პასუხობდა, ქეთის სასოწარკვეთი
ლი ჩაფრენოდა მარცხენა ხელით და ცდილობდა
მარჯვენა ხელითაც ჩაჭიდებოდა.
ქეთი ღონიერი და მარდი ქალიშვილი იყო. შიშ
მა ძალღონე შემატა. უცებ ზურგზე შეტრიალდა და
მოხუცს ორივე ფეხი მაგრად ჩაჰკრა მკერდში.
პაინმა ქალიშვილის საბანაო კოსტუმს ხელი
უშვა და ქეთი განთავისუფლდა, როცა გადაბრუნ
და, დაინახა, როგორ ჩაყლაპა - პაინმა წყალი და
უღონო ხელებს უაზროდ იქნევდა. ქეთის გული
შეეკუმშა. ხედავდა, რომ მოხუცი იღუპებოდა,
მაგრამ შველა აღარ შეეძლო. თვითონაც ძალ-ღონე
ელეოდა არა ცურვის, არამედ განცდილი მღე
ლვარების გამო. _ გული ძლიერ უცემდა და სუ
ნთქვა უმძიმდა. წყლიდან ამოიწია, თვალი მოავ
ლო ჰორიზონტს, თითქოს შველას ითხოვსო.
ქეთიმ შენიშნა, რომ სადღაც შორს მწყობრად
უსვამდნენ ნიჩბებს. სიხარულმა ისევ მოაღონიერა,
ვერც მოიაზრა აქ საიდან უნდა მოსულიყო ბაი
და. მთავარი ის გახლდათ, რომ მასში ადამიანები
ისხდნენ. ბაიდას დანახვაზე ქეთიმ ჩაჩი წაიძრო და
ხელის ქნევა დაიწყო, სულ გადაავიწყდა, რომ ახ
ლა საჭირო იყო ენერგიის დაზოგვა, მაგრამ გა
დარჩენის იმედით ძალ-ღონეს არ იშურებდა.
66
პაინი უკვე ორჯერ ჩაიძირა. იგი ხტებოდა
წყლიდან, ჰაერს ისუნთქავდა და ისევ იძირებოდა.
ქეთი მისკენ გაიჭრა, იქნებ როგორმე გადავარჩი
ნოო. მოხუცმა უკანასკნელად მხოლოდ ხელი ამო
ჰყო და წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტები გა
ცურდნენ.
ქეთიმ აღარ იცოდა რა ექნა. ჩაყვინთა, უნდო
და მოხუცს მიშველებოდა, მაგრამ მწვანე წყლის
ბინდში უკვე ვეღარაფერს არჩევდა. პაინი ქვასავით
დაეშვა ფსკერისაკენ. ქეთიმ ისევ ამოყვინთა, გული
ძალუმად უცემდა, ხშირ-ხშირად სუნთქავდა,
გრძნობდა, რომ ძალ-ღონე საბოლოოდ ეკარგებო
და. ბაიდა ჯერ კიდევ შორს იყო. ქეთი ზურგზე გა
დაბრუნდა და გაწვა, ასე უფრო იოლად გაჩერდე
ბოდა წყალზე.
წყალი ცივი არ იყო, მაგრამ ნერვიული მღელ
ვარებისაგან ქეთის კბილს კბილზე აცემინებდა,
უმწეობას გრძნობდა და უნდოდა ეტირა. ნიჩბების
ტლაშუნზე მოტრიალდა, ბაიდა უახლოვდებოდა,
-

ცხვირზე იდგა ის წვეროსანი მეზღვაური, რომე


ლიც გემზე თარჯიმანობდა.
„გერმანელები! რა საზიზღროებაა“, გაუელვა
ქეთის, მაგრამ მისთვის არჩევანი აღარ იყო. ან სი
კვდილი უნდა ერჩია, ან ბაიდა. იგი მეტისმეტად
მოიქანცა, სრულმა უიმედობამ შეიპყრო. რიდელ
მა ბაგირის ბოლო გადაუგდო. ქეთი ჩაეჭიდა მას.
მეორე მეზღვაურმა ბაგირი მოქაჩა, ქეთიც მიჰყვა.
ბაიდასთან არიდელმა ხელები მაგრად ჩაავლო
67
დააყენა
.
იღლიებში, აიყვანა და ბაიდის ცხვირზე

მან
მხო
ქეთის წყალი წურწურით ჩამოსდიოდა.
ლოდ ახლა შეამჩნია, რომ პაინს მისი. კოსტუმის
კალთა მთლად გაეხია. თეძომდე—
გახეული ადგილიდან — მკერდიდან
ტიტველი ხორცი მოუჩანდა.
რიდელმა შალის საბანი მიაწოდა.
მოიხვიეთ, თორემ ნიავი დაგკრავთ,
ქეთიმ თავის დაკვრით უსიტყვოდ გადაუხადა
მადლობა, საბანი მოიხვია და დაჯდა. მას აკანკა
ლებდა, კბილების კანკალს ვერაფრით ვერ იკავებ
და.
რიდელმა წყალქვეშა ნავს ნიშანი მისცა, მერე
შემობრუნდა, განკარგულება გასცა და ბაიდა შე
მოტრიალდა. ქეთი კმაყოფილი იყო, რომ ბაიდას
ცხვირზე მოუხდა ჯდომა. ბედისაგან დამარცხე
ბულს შეეძლო მეზღვაურებისათვის სახეში არ
ეცქირა, მით უფრო, როცა ეს უბადრუკი საბანაო
კოსტუმი ეცვა.
ოციოდე წუთის შემდეგ სიბრაზისაგან კრიჭაშე
კრული და საბანმოცილებული ვიწრო - ტრაპით
წყალქვეშა ნავის კოშკურაზე ადიოდა. მის აშოლ
ტილ ტანს მჭიდროდ მიკვროდა სველი საბანაო
კოსტუმი, ბრინჯაოსფერი თმაში წყლის წვეთები
უბრწყინავდა.
წყალქვეშა ნავის კოშკურაზე იდგა. მაღალი, ქე
რა მამაკაცი, რომელსაც ხაკისფერი ქურთუკი
ეცვა. მან გამოცდილი თვალი შეავლო ქალის ჩა
68,
მოქნილ ტანს, ქუდზე ზრდილობიანად მიიდო ხელი
და ინგლისურად წარმოთქვა:
მის პაიკერ, ტყუილუბრალოდ არ დაეთანხ
მეთ ჩემი ლეიტენანტის წინადადებას; მერწმუნეთ,
ესოდენი უსიამოვნება აგცდებოდათ. ნება მიბოძეთ
გაგეცნოთ: გერმანიის საიმპერატორო ფლოტის
წყალქვეშა ნავის მეთაური ჰერმან-ოტო ფონ-კრეი
სლერი!
ქეთიმ თავი დაუკრა.
მაშ თქვენი ტყვე ვარ?
-

ფონ-კრეისლერმა თავაზიანად გაუღიმა.


თქვენ ხომ მეომარი მხარე არა ხართ? სამი
ოთხი დღის შემდეგ პატივი მექნება გადაგსვათ
ევროპის ნაპირზე, რომელსაც აგრე - ესწრაფვით.
თქვენ გადახვალთ ესპანეთში, სადაც ყოველთვის
შეგეძლებათ ინახულოთ ამერიკის კონსული.
მადლობელი ვარ! — ქეთიმ ამაყად დაუქნია
თავი.

თქვენ წაგიყვანენ თქვენთვის განკუთვნილ


კაიუტაში. იქ ნახავთ ნივთებს, რომლებიც ჩემმა
მეზღვაურებმა მოგპარეს გემზე. ისინი ახლა ძალიან
გამოგადგებათ! — უთხრა კაპიტანმა და დაიძახა:
ჰანს!

უმალვე მოიჭრა მეზღვაური.


ფონ-კრეისლერმა გერმანულად გასცა ბრძანება.
მის პაიკერ, გაისარჯეთ და მიჰყევით ამ მე
-

ზღვაურს. თუ რამე დაგჭირდეთ, დარეკეთ და მე


69
ზღვაური რიდელი იკითხეთ. ის ლაპარაკობს ინ
გლისურად, თუმცა არცთუ ისე ხეირიანად.
ფონ-კრეისლერმა საუბრის დამთავრების ნიშ
ნად ხელი ქუდზე მიიდო.
ქეთი მეზღვაურს მიჰყვა. ფონ-კრეისლერის ნა
ცრისფერი თვალები ლიუკში ჩამავალი ქალის მოქ
ნილ ტანს დაკვირვებით მისჩერებოდა.
ზენდენ!
კაპიტანს მიუახლოვდა ლეიტენანტი, რომელ
მაც „კოლორადო“ ჩაძირა.
უბრძანეთ ვენტილატორები აამუშაონ. ნახე
ვარ საათში სადგურისკენ გავწევთ. მორიგეობის
განრიგი კაიუტაში შემომიტანეთ.
ზენდენმა მხედრული სალამი მისცა.
-
„რაინდია!“ — ღვარძლიანი _ ირონიით - გაი
-

ფიქრა ზენდენმა და თვალი გააყოლა ფონ-კრეის


ლერს. შემდეგ - ბრძანების შესასრულებლად წა
ვიდა.

მოტორები ნახევარ საათში ახმაურდნენ, ზღვის


ამ საკვირველების ცხვირის ქვეშ წყალი აბორგდა.
ნავი ჩაყურყუმელავდა და ოკეანე ისევ უდაბნოს
დაემსგავსა.
ოკეანის მთელი ხილულ სივრცეზე მხოლოდ
გერმანელთა ნავის პერისკოპი და ორიოდე კილო
მეტრის მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთით, „კოლო
რადოს“ ექვსი კაცის თავიღა მოჩანდა. ეს ადამია
ნები სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავგანწირ
ვით და უიმედოდ იბრძოდნენ.
70
თავი მეთქვსე

მცურავი საპყრობილე

კაიუტა, სადაც მეზღვაურმა ქეთი მოიყვანა, მე


ტად პატარა, მაგრამ მყუდრო და თითქმის კომფორ
ტაბელურად მოწყობილი იყო. ჩანდა გალაქული
ხის პატარა მაგიდა, ზედ ასეთივე თარო, კედლებ
ზე — ორი პატარა კარადა, მახლობლად — საწო
ლი, რომელზეც რბილი ნაალი ეგო. ქეთის ნივთე
ბიც აქვე ეწყო.
ქეთის, უწინარეს ყოვლისა, ტანსაცმელი უნდა
გამოეცვალა. ფეხსაცმელი არ ჰქონდა, ის „კოლო
რადოზე“ დარჩა, საბედნიეროდ, მის ერთ-ერთ ჩე
მოდანში ღია ფეხსაცმელი აღმოჩნდა.
ჩაიცვა თუ არა, იძულებული იყო დაწოლი
ლიყო, მან უჩვეულო ფიზიკური დაღლილობა
იგრძნო. გემზე მომხდარი ამბების, „კოლორადოს“
დაღუპვის, ცურვისა და წყალში ბრძოლის გამო
უაღრესად დაძაბული ნერვები ახლა ერთბაშად
მოუდუნდა.
საწოლზე წამომჯდარ ქეთის თავისი თბილი ხა
ლათი ეცვა, მაგრამ ვერ თბებოდა. საწოლის პირ
დაპირ კედელზე მიხრახნილ მაგიდას უაზროდ მის
ჩერებოდა. უცებ საოცარი მარტოობა იგრძნო.
ირგვლივ ყოველივე უცხო იყო და მის მიმართ
მტრულად განწყობილი. უნებლიეთ ცრემლი ჩა
მოუგორდა, შეებრალა თავისი თავი, ჯეჯი, ჰარი
71

11 U
კრაიტონი, ბალიშზე დაემხო და აქვითინდა. არ
იცოდა, რამდენ ხანს ტიროდა, რადგან ამ ტირილ
ში ბავშვივით ჩაეძინა საწოლზე მოკუნტულს.
როცა გამოეღვიძა, ჭამა მოუნდა.
ქეთიმ არ იცოდა დღე იყო თუ საღამო. აქ ამას
ვერც გაარკვევდა, ვინაიდან ყოველთვის ელექ
ტრონის შუქი ბჟუტავდა. საათი არ ჰქონდა. „კო
ლორადოსთან“ ერთად ისიც ოკეანის ფსკერზე
ეგდო.
ქეთი ახლა უფრო დამშვიდებული იყო, თითქოს
გულზეც მოეშვა. ახალგაზრდა ორგანიზმი თავისას
ითხოვდა.
ქეთიმ ხელ-პირი დაიბანა და დარეკა.
შემოვიდა ახალგაზრდა მეზღვაური, თითქმის
ბიჭუნა. ქეთიმ სთხოვა რამე საჭმელი მოეტანა.
მეზღვაური გაკვირვებული შესცქეროდა, თვალს
ვერ აშორებდა, ეტყობოდა, ვერაფერი გაეგო.
ქეთის გაახსენდა, რომ ნავის მეთაურმა დაუსა
ხელა იმ მეზღვაურის გვარი, რომელიც ინგლისუ
რად ლაპარაკობდა. თვით მეზღვაური კარგად ახ
სოვდა, მას ათას კაცში გამოარჩევდა, მაგრამ მისი
გვარი სავსებით გადავიწყებოდა.
სასაცილო მდგომარეობა შეიქმნა.
როგორ მოქცეულიყო?
თხოვნა ფრანგულად გაიმეორა.
ჭაბუკი ისევ შესცქეროდა, თავი გააქნია — ვე
რაფერი გავიგეო.
მას უნდოდა როგორმე დახმარებოდა ქალს,
72
გერმანულად დაუწყო ლაპარაკი, კაიუტის კარისა
კენ ხელით მიანიშნა.
ქეთიმ გაიღიმა და უარის ნიშნად თავი გაიქნია.
ჭაბუკმაც გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.
უცებ, თითქოს რაღაც მოიფიქრაო, შუბლზე
იტაცა ხელი, ქეთის თავი დამამშვიდებლად დაუქ
ნია და სასწრაფოდ გავიდა.
ქალი დაელოდა მის მობრუნებას და, რადგან
საქმე არ ჰქონდა, პატარა კარადები გააღო. ორივე
ცარიელი იყო, ერთი კარადის კარს შიგნით სარკე
ჰქონდა.
„ოჰ, რა კარგია!“ ქეთიმ თმა გაისწორა.
ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.
-

მობრძანდით! — ისე თქვა ქეთიმ, არც კი


შემობრუნებულა, ეგონა ყმაწვილი დაბრუნდაო.
მე მეძახდით? — ვიღაც სასიამოვნო ბარი
ტონით შეეკითხა ინგლისურად.
ქეთი სწრაფად შემოტრიალდა. მის წინ ჰერმან
ფონ-კრეისლერი იდგა.
მაპატიეთ! — თქვა – შეცბუნებულმა ქეთიმ
-

და სწრაფად მობრუნების გამო გადაწეული ხალა


თის
ბი.
კალთა გაისწორა, — ხუთ წუთში მზად ვიქნე

კრეისლერმა ბოდიში მოიხადა და გავიდა.


„ფუ, რა სისულელეა!“ — გაიფიქრა ქალიშვი
ლმა, სასწრაფოდ შეისწორა თმა და ტანსაცმელი
ამოიღო.
ქეთიმ კრეისლერის ყურადღება მიიქცია ჯერ
73
კიდევ მაშინ, როცა საბანაო კოსტუმით, ფეხშიშვე
ლი ამაყად ადიოდა წყალქვეშა ნავის კოშკურაზე.
ახლა კი, მშვენიერ ხალათში გამოწყობილი, ტირი
ლისა და ძილისაგან ლოყებაწითლებული, თმაგაშ
ლილი ქეთი ფონ-კრეისლერის ამ წყვდიადით მო
ცულ წყალქვეშა საპყრობილეში შემოფრენილი
მოჩვენება, ნორჩი ვალკირია ეგონა.
კრეისლერი შევიდა თავის კაიუტაში, მი
სი
ფონ
-კაიუტა მოპირდაპირე მხარეს იყო.
კრეისლერმა საათს შეხედა, ეშინოდა არ შემც
დარიყო, რადგან ქალების ხუთი წუთი უფრო მეტს
ნიშნავს.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ დააკაკუნა.
კრეისლერმა ნებართვა მიიღო და ქეთის კაიუ
ტაში შევიდა.
მიმსახურეთ! — თქვა და მოწიწებით დახარა
თავი.

თქვენ მეტად ყურადღებიანი ბრძანდებით,


მაგრამ ტყუილუბრალოდ ირჯებით, თქვენ არ მო
მიხმიხართ... — მიუგო ქეთიმ.
-

მეზღვაურმა მომახსენა, თქვენი ნახვა


უნდაო! — ცოტა არ იყოს გაიკვირვა კრეისლერმა.
მე და მეზღვაურმა ვერაფერი გავაგებინეთ
ერთმანეთს. მე არაფერი მესმის გერმანულად, არც
მას - ინგლისურად.
ქეთიმ გაიღიმა, სახე გაუბრწყინდა, მას მშვე
ნიერი ლურჯი თვალები ჰქონდა.
74
სამწუხაროდ, დამავიწყდა ინგლისურის
მცოდნე მეზღვაურის გვარი.
რიდელი!
-
მადლობელი ვარ. ახლა შემიძლია გამოვუ
ძახო მას.

იქნებ მე გადმომცეთ თქვენი თხოვნა? მისი


შესრულება ბედნიერებას მომანიჭებს.
თქვენ მეტად თავაზიანი ბრძანდებით, —
ოდნავ ირონიულად უთხრა ქეთიმ, — საზოგადოე
ბაში რომ შეგხვედროდით, ვერასოდეს ვიფიქრებ
დი... რომ თქვენ პირატი ხართ.
კრეისლერი მოიღუშა.
მის პაიკერ, მე მესმის თქვენი გულისწყრო
მა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ ასე ადვი
ლად და უბრალოდ ნუ მსჯელობთ. თუ ნებას მომ
ცემთ, ოდესმე ძალიან ბევრ რამეს აგიხსნით იმ
ამბებიდან, რაც ახლა ხდება. დარწმუნებული ვარ,
მაშინ უფრო სხვაგვარად დაიწყებთ მსჯელობას!
ქეთი გააკვირვა მისმა კილომ. ამაყ კეთილშო
ბილებასთან ერთად ტანჯვაც გამოსჭვიოდა კრეის
ლერის ხმაში.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ქალიშვილმა
შეხედა კრეისლერს. კრეისლერი თავჩაღუნული
იდგა.

ძნელია ჩემთვის მეგობრების დაღუპვასთან


შერიგება, — მწუხარედ თქვა ქეთიმ. — თქვენ რომ
გცნობოდათ კაპიტანი ჯეჯი, ეს პატიოსანი მეზ
75
ღვაური, არასოდეს ჩაიდენდით იმას, რაც გააკე
თეთ.
მის პაიკერ, სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი!
ასეთია ჩემი სამსახურებრივი მძიმე და მკაცრი
მოვალეობა. ასეთია ომი.
ტყუილია! ომი არის აშკარა, პატიოსანი
ბრძოლა მტერთან. ხოლო ის, რაც თქვენ ჩაიდინეთ,
ფარული თავდასხმაა უმწეო ადამიანებზე, რომლე
ბიც არც კი მონაწილეობენ ომში. ამის გამართლება
არ შეიძლება.
ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ, მის პაიკერ.
თქვენ ვერ უარყოფთ იმას, რომ თქვენი გემი სა
ფრანგეთში მიდიოდა და ასევე ფარულად სურდა
დახმარებოდა ჩვენს მტერს, თუნდაც სამხედრო
სურსათის მიწოდებით. ამაზე თვალის დახუჭვა არ
შეგვეძლო ფიცის გამო.
თუ ასეა, მე რატომ გადამარჩინეთ? მეც
ხომ ვიცოდი ამის შესახებ და თქვენი თვალსაზრი
სით მეც ხომ დამნაშავე ვარ?
კრეისლერი წამით გაჩუმდა.
მის პაიკერ, მე შევფიცე დედას, რომ ჩემი
მკაცრი მოვალეობის შესრულების დროს ლმობიე
რი ვიყო ქალთა მიმართ. ყოველგვარი ზომები მივი
ღო მათ გადასარჩენად.
კრეისლერი კვლავ გაჩუმდა და მძიმედ ამოი
ხვნეშა.
-

ნება მომეცით არ გესაუბროთ ამ თემაზე.


ძალიან მიმძიმს. ნება მომეცით ისევ თქვენს თხოვ
76
ნას დავუბრუნდეთ. რა უნდა გებრძანებინათ რი
დელისათვის?
ო, არაფერი, სულ უბრალო რამე, — უთხრა
ქეთიმ, — მომშივდა.
როგორ, აქამდე არაფერი გიჭამიათ.
დამეძინა.
თქვენ ისე მოიქანცეთ და იმდენი იღელვეთ!
მაპატიეთ, რომ მე ვიყავი ამისი მიზეზი. თუ შეგი
ძლიათ, მერწმუნეთ, რომ ყველაზე ნაკლებად მინ
დოდა ასე მომხდარიყო... ახლავე გავცემ განკარ
გულებას.
კრეისლერი გავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ რიდელი შემოვიდა და დანა
ჩანგალი, კარაქი და პური შემოიტანა. იგი მაშინვე
გაბრუნდა და ამჯერად ცივი თევზი, პაშტეტი, კომ
პოტი და ნახევარი ბოთლი რეინული ღვინო დაუ
წყო ქეთის.
ქეთი საჭმელს მადიანად შეექცეოდა და კრეის
ლერზე ფიქრობდა: გულწრფელია თუ არა? როგორ
შეიძლება მისი გულითადი ტონი ეგუებოდეს იმას,
რაც რამდენიმე საათის წინ აქ დატრიალდა?
ქეთიმ დარეკა. გამოცხადდა რიდელი. ქალი
შვილმა უბრძანა, მაგიდა აელაგებინა.
რა დროა ახლა? — იკითხა ქეთიმ.
რვა საათი გახლავთ, მის! — მიუგო მეზღვა
ურმა.
ჩვენ როდის დავიძარით?
სამ საათსა და თხუთმეტ წუთზე!
77
ოჰო, ქეთის თითქმის ხუთი საათი სძინებია!
1

ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო.


-
რიდელ!
მის?

საით მივდივართ?
რა მოგახსენოთ მის! ამის შესახებ ჩვენ არა
ფერი ვიცით!
რიდელი გავიდა.
ქეთი კვლავ მარტო დარჩა ამ იდუმალების
წიაღში.

თავი მეშვიდე

ს ა ნ ტ ა-მ ა რ ი ა

როცა ქეთის გამოეღვიძა, კაიუტაში იგივე ბინდ


ბუნდი იდგა.
დილაა თუ საღამო? ადგეს _ და რიდელს დაუ
რეკოს? მაგრამ არა, ვინ იცის, იქნებ ჯერ კიდევ
ღამეა. ან იქნებ ძალიან ადრეა და მეზღვაურს სძი
ნავს? რა საშინელია ამ ნავში ყოფნა! ქეთიმ გადა
წყვიტა კიდევ რამდენიმე ხანს წოლილიყო. ფიქ
Me

რებს გაჰყვა: ნანახი ახლა სიზმრად ეჩვენებოდა.


თითქოს ყოველივე ეს მოხდა ოდესღაც, დიდი
ხნის წინათ. მიუხედავად ამისა, მთელი სხეულით
შეტოკდა, როცა თავისი წყალში უმწეოდ, უიმე
დოდ ყოფნა და პაინის დაღუპვა მოიგონა. მასაც
78
ხომ ბოლოს და ბოლოს იგივე ხვედრი ემუქრებო
და. მაშ, რად გაუღიმა ბედმა, რად წევს ასე მოსვე
ნებით, ისევ ჯანღონით სავსე, ამ რბილ საწოლზე
და არა ზღვის ფსკერზე, სადაც მტაცებელი თევზე
ბი ნაფლეთებად აქცევდნენ?
ქეთიმ სახე ბალიშში ჩარგო. უმჯობესია ამაზე
არ იფიქროს, მაგრამ ვერ იკავებს სიცოცხლის მო
ზღვავებულ სიხარულს, ბედნიერებით უცემს გუ
ლი, გრძნობს ამ გულისცემას და უხარია, რომ ცო
ცხალია!
გადარჩენას ქეთი მაინც „იმას“ უნდა უმადლო
დეს! მის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, ქეთი
დაიღუპებოდა. ეტყობა, დედამისი დიდებული ადა
მიანია.

მერედა რა უცნაურია! ახლაც ხომ წყალშია,


ზღვის დონის დაბლა! თითქოს ნამდვილად დაიხრ
ჩო, გაქრა წყალქვეშ. ოკეანემ მოიტაცა, მაგრამ
ზღვების ამ მრისხანე - მპყრობელის წყალობით
ფსკერზე კი არ გდია, რომ თევზებმა შთანთქან,
არამედ მის წყალქვეშა სამეფოს მცურავ საპყრო
ბილეშია ჩაკეტილი. ქეთი მისი ტყვეა. ეს პატიმ
რობა ქეთის სიცოცხლის გამოსასყიდია და აი ახ
ლა წყალქვეშ მცხოვრებთა სრულ განკარგულება
შია. მათთან ერთად არის საპყრობილეში, მარტოა
უხეშ და მრისხანე მამაკაცთა შორის, რომლებიც
არაფრის წინაშე უკან არ იხევენ, სრულიად გულ
გრილად ეპყრობიან ადამიანის სიცოცხლესა და
სიკვდილს; ასე არიან მიჩვეულნი.
79
1

იქნებ ქეთი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რა მოე


ლის აქ?
ქეთის გააჟრჟოლა.
რა დიდი საქმეა გააუპატიურონ და შემდეგ ნა
წამები გვამი ზღვაში გადაისროლონ? ამ ამბავს
ხომ ვერასოდეს ვერავინ გაიგებს. სულ ერთია „კო
ლორადოს“ კატასტროფის დროს დაღუპული ჰგონ
ია ყველას. გუშინ ქეთის აზრადაც არ მოსვლია ეს.
მაგრამ ასეთი რამ ხომ ჩვეულებრივი მოვლენა
ომის დროს, როცა დამარცხებულთა ქალები მტერს
უვარდებიან ხელში.
არა! არა! ბედი ქეთის ასე არ დასცინებს. ეს
ხომ საშინელი სიკვდილია. თუ ასეთი ბედი ეწერა,
უმჯობესი იყო დამხრჩვალიყო, ან ზვიგენს დაეგ
ლიჯა.
დიახ, არის ხოლმე ისეთი წუთი, როცა ადამი
ანს ურჩხულებსა და მხეცებზე უფრო ადამიანის
ეშინია.
მაგრამ, არა! ქეთის ჰგონია, რომ კრეისლერი
სხვანაირი უნდა იყოს, ჯენტლმენივით იქცევა, მაგ
რამ მაინც დიდი სიფრთხილე მართებს. სამწუხა
როა, რომ არავითარი იარაღი არა აქვს...
ქეთი დარწმუნდა, რომ წოლის დროს უფრო
ეძალებოდა შემაძრწუნებელი ფიქრები. მოქმედე
ბის დროს კი სულ სხვა იყო, ასეთი ფიქრებისათ
ვის ვერ იცლიდა გონება. ქეთი ადგა, მორთვას შე
უდგა, მერე დარეკა, შემოვიდა ის ახალგაზრდა მე
ზღვაური, რომელთანაც საუბარი ვერ მოახერხა.
80
მეზღვაურს ქეთის შეკითხვისათვის არ დაუც
დია, თვითონვე ჰკითხა:
-

რიდელი გნებავთ, მის?


ქეთიმ გაიღიმა.
-
„Ia wohl!
ეს იყო ერთ-ერთი იმ ათიოდე უბრალო სიტყ
ვიდან, რომელიც ქეთიმ იცოდა მეზღვაურის მშობ
ლიურ ენაზე.
ყმაწვილს სიხარულით გაუბრწყინდა თვალები
და უმალვე გაიქცა.
სიმპათიური ყმაწვილია... რა სულელური და
აღტაცებით სავსე თვალებით შესცქერის ქეთის!
განა შეიძლება ამან ჩაიდინოს ისეთი საზიზღრო
ბა, რაზეც ქეთი ამ დილით ფიქრობდა!
მოვიდა რიდელი, დილა მშვიდობისა უსურვა,
უკვე ათი საათი ყოფილიყო. რიდელმა ყავა და
ცხელი სოსისები შემოუტანა. სთხოვა, როცა საუზ
მეს მორჩებით, კაიუტის დალაგების ნება მომეცი
თო, მაგრამ სად წასულიყო ქეთი?
გემზე ყოფნის დროს დაუპატიჟებლად აირბენ
და ხოლმე გემბანზე, დილის სუფთა ჰაერს მთელი
მკერდით შეისუნთქავდა. აქ კი ამ საპყრობილეში
სად უნდა გასულიყო?
მიუხედავად ამისა, მაინც მოუხდა გასვლა. ისა
უზმა თუ არა, მიყრილ-მოყრილი ნივთები მიალაგა
და ტალანში გავიდა.
აქაც ისეთივე დახშული ჰაერი და ხელოვნუ
რი, მბჟუტავი შუქი დახვდა, მოტორები ისე ხმაუ
ნიკიტინი 81
რობდნენ, როგორც საქსოვი დაზგები საფეიქრო
ფაბრიკაში. აგერ, მაღლა ადის კიბე, რომლითაც
ქეთი ჩამოვიდა ძირს, როცა პირველად მოიყვანეს
აქ. ცოტა იქით, შუაში, კოშკურის თუ კაპიტნის
დაკეტილი ჯიხურისებური რაღაც მრგვალი ამარ
თულა. მიუახლოვდა თუ არა, შენიშნა, რომ სწო
რედ ის საზიზღარი ლეიტენანტი ჭოგრში იცქირე
ბოდა და რაღაცას ატრიალებდა. საკვირველია, რა
უნდა დაენახა ჭოგრით, რომელიც ნავის ფსკერის
პარალელურად იდო? ცნობისმოყვარე ქეთი წყალ
ქვეშა ნავის მოწყობილობით დაინტერესდა, მაკ
რამ არ უნდოდა ლეიტენანტს გამოლაპარაკებოდა.
ქეთიმ გზა განაგრძო. ახლა ორი მეზღვაური შე-
მოხვდა, მათ თავიდან ფეხებამდე მოურიდებლად
აათვალიერეს და ერთმანეთს რაღაც გადაულაპა
რაკეს. ქეთის ისევ მოაგონდა, რომ ადამიანი მხე
ცია და ფრთხილად უნდა იყოს.
იგი დაბრუნდა კაიუტაში. კარის ზღურბლთან
კრეისლერს შეეფეთა და უნებურად გაეხარდა,
რადგან იგი ერთადერთ მფარველად მიაჩნდა.
ჰერმანი თავაზიანად მიესალმა, ქეთიმ ხელი გა
უწოდა.
როგორ გეძინათ?
თვითონაც არ ვიცი ვერაფერი გამიგია, სა
ათი არა მაქვს, სრულებით ვერ ვარჩევ როდისაა
დღე და როდის ღამე.
-

დიახ, ამ მხრივ ჩვენი ცხოვრება მეტად მო


საწყენია. სინათლეს თითქმის არ ვხედავთ და სა
82
შინელი ჰაერით ვსუნთქავთ. ნებას მომცემთ, ჩემი
საათი გამოგიგზავნოთ?
თქვენ? თქვენ ხომ გჭირდებათ?
მე ყოველთვის სხვა საათს ვატარებ.
მადლობელი ვარ!
კაიუტაში მიდიხართ? იქნებ გსურთ გაეც
ნოთ ნავის მოწყობილობას? დიდად მოხარული ვი
ქნები, თუ თქვენი ჩიჩერონე გავხდები, — უთხრა
-

ჰერმანმა.
– კი ბატონო, ძალიან მაინტერესებს ამ ახალი
გემის მოწყობილობა, რომლითაც ბედმა და თქვენ
მაიძულეთ მემგზავრა, თუმცა, მგონია, არ შეიძლე
ბა ამას გემი ეწოდოს.
ქეთიმ გაიღიმა. რა მომჯადოებელია ეს სხივმო
სილი ღიმილი!
ამას შეიძლება უფრო თბომავალი ეწოდოს,
თუმცა წყალქვეშაა, ისე კი ელექტრომავალია.
მომყევით!

კრეისლერმა ყველა სათავსო დაათვალიერები


ნა. ქეთიმ ნახა ელექტრომოტორების მუშაობა,
ნაღმის სატყორცნი აპარატების შესასვლელიც. ეს
აპარატები ამ წყალქვეშა ურჩხულის მომაკვდინე
ბელი იარაღი გახლდათ. სულ რვა აპარატი იდგა.
მათი ერთად ამოქმედებით შეიძლებოდა ათასკაცი
ანი უზარმაზარი ჯავშნიანი გემის უფსკრულისაკენ
გაგზავნა.რამდენიმე წუთში. ქეთიმ ნახა ელექტ
როენერგიის წარმომქმნელი დინამომანქანები, და
83

r
ათვალიერა აგრეთვე ელექტროენერგიის განმანა
წილებელთა მთლიანი მარმარილოს კედლები.
ისინი მიუახლოვდნენ კოშკურას, სადაც ლეი
ტენანტი იჯდა. კრეისლერი გამოელაპარაკა მას.
გნებავთ ნახოთ მზის ნაწილი? — შეეკითხა
კრეისლერი ქეთის.
ო, რა თქმა უნდა! მზე ისე მიყვარს, უიმი
სოდ ძალიან მწყინდება.
კრეისლერი ლეიტენანტთან მივიდა. ლეიტენან
ტმა ადგილი დაუთმო.
— მის პაიკერ, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ
-

ჩემი ლეიტენანტი კარლ ზენდენი! თუმცა, სამწუ


ხაროდ, თქვენ უკვე მეტად მტრულ ვითარებაში
გაეცანით ერთმანეთს.
ლეიტენანტმა ხელი ქუდზე მიიდო, ქალისათ
ვის თითქმის არც კი შეუხედავს.
ქეთიმაც ოდნავ დაუქნია თავი.
-
აბა, შეხედეთ, მის პაიკერ! აი, აქეთ, აქეთ,
ამ ჭოგრში გაიხედეთ, ჰა, ხედავთ რამეს?
ქეთიმ თავდაპირველად ვერაფერი გაარჩია,
მხოლოდ ორი ნათელი ლაქა დაინახა, თითქოს ჭოგ
რი მიმართული იყო ცარიელი, უსაზღვრო სივრ
ცისაკენ. მერე უცებ მტრედისფერი ცა და მასზე
პატარა ღრუბლები შენიშნა. ეს ჰორიზონტი იყო.
ცისა და ღრუბლების ფერით მიხვდა, რომ ზემოთ
მცხუნვარე მზე კაშკაშებდა.
რა სამწუხარო იყო ცის პატარა ნაფლეთის ანა
რეკლის ჭვრეტა ამ საპყრობილიდან, სადაც ოდნავ
ბჟუტავდა სინათლე და დახშული ჰაერი იდგა. რო
გორ უნდოდა ქეთის ამ ჭოგრის მინებში გახტომა
და მთელი ძალით სუფთა ჰაერის შესუნთქვა.
ჰო, ახლა ვხედავ, მაგრამ
_

ეს ისე მცირეა,
რომ მაღიზიანებს მხოლოდ.
ქეთიმ ჭოგრს თავი მიანება და წელში გას
წორდა. ამ მოძრაობაზე წუთით ნათლად გამოისახა
მისი პატარა, მაგრამ მკვრივი მკერდი.
როდის შევძლებთ მაღლა ასვლას და სი
ნათლის ხილვას? —- იკითხა ქეთიმ, — ნუთუ თქვენ
თვითონ არ გინდათ სუფთა ჰაერი შეისუნთქოთ? -

ქეთის ხმაში თანდათან იგრძნობოდა ჭირვეული და


მომთხოვნი ტონი. იგი გარემოებას ეგუებოდა და,
ჩვეულებისამებრ, მისთვის სასურველი პირობების
კარნახს იწყებდა.
— მის პაიკერ, დღეს საღამოს ავალთ, ახლა კი
-

არ შემიძლია, ძალიან მინდა გასიამოვნოთ, მაგრამ


ეს მეტად სახიფათო საქმეა.
რატომ?

ზე,
ნება მიბოძეთ, არაფერი გითხრათ მიზეზებ
ჰერმანმა,
მშვიდად და ავტორიტეტულად განუცხადა
სამაგიეროდ, თქვენ დაჯილდოვებუ
-

ლი იქნებით არა მარტო იმით, რომ მზის ჩასვლას


და მთვარიან ღამეს ნახავთ, არამედ შეგეძლებათ
ხმელეთზედაც გადახვიდეთ, თუ ამას მოისურვებთ!
მაშ, უკვე შემიძლია დავტოვო ნავი? სი
11

ხარულით შეეკითხა ქეთი.


სამწუხაროდ არა! ეს პატარა კუნძულია, იქ
--

85
არავინ ცხოვრობს. იქ ჩვენი სადგურია მხო
ლოდ.
რა ჰქვია?
სანტა-მარია! პორტუგალიის კუნძული გახ
ლავთ. სანტა-მარიაზე მხოლოდ მეთევზეთა რამდე
ნიმე ოჯახი ცხოვრობს. სხვა არავინ. ამ კუნძულზე
შეგიძლიათ იცხოვროთ მთელი წელიწადი, ვიდრე
რომელიმე პატარა საბარგო გემი შემთხვევით არ
შემოუხვევს. იქ ყურე არ არის, სამაგიეროდ მშვე
ნიერი ბუნებაა. არ ინანებთ, თუ მიწის ამ პატარა
ნაჭერზე გაისეირნებთ.
ისინი სათვალთვალო პოსტიდან ძირს ჩამოვიდ
ნენ. ზენდენმა მხედრული სალამი მისცა მათ და
ისევ თავისი ადგილი დაიჭირა.
კრეისლერმა ქეთის სთხოვა, ჩემი კაიუტა დაათ
ვალიერეთო. ეს კაიუტა ისევე პატარა გახლდათ,
როგორც ქეთისა და თითქმის იქვე იყო. იმ გარე
მოებამ, რომ კრეისლერი ასე ახლოს ბინადრობდა,
როგორღაც დაამშვიდა ქეთი კაპიტნის კაიუტის
კედლებზე ჩანდა რუკები, ბარომეტრი და კიდევ
ქეთისათვის უცნობი ხელსაწყოები. საწერ მაგი
დასთან, კედელზე, ვიღაცა ხნიერი და დარბაისე
ლი ქალის ფოტოსურათი ეკიდა. ქალს ჭაღარა კუ
ლულები, მეტად სანდომიანი და ალერსიანი გა
მომეტყველება ჰქონდა.
ეს იყო კრეისლერის დედა. კრეისლერი დედას
ყველაზე მეტად აღმერთებდა ამქვეყნად. მან ძალი
ან ადრე დაკარგა მამა (მამამისი გენერალი გახლ
დათ და 1871 წ. საფრანგეთ-პრუსიის ომში დაიჭ
რა). მამით დაობლებული ჰერმანი დედამ აღზარ
და, ამიტომ იგი დიდად დავალებული იყო მისგან.
დედა და შკილი ბოლომდე კარგ მეგობრებად დარ
ჩნენ. ჰერმანმა იცოდა, როგორ წუხდა და ღელავ
და ახლა იგი. დედამისმა კარგად იცოდა, რას ნიშ
ნავდა სამსახური წყალქვეშა ფლოტში.
-
მის პაიკერ, მხოლოდ ერთი დღე და ღამე
ხართ აქ და ჩვენი ცხოვრება ბნელ საპყრობილედ
გეჩვენებათ. მართალიცა ხართ. ასეც არის. ზღვის
ზედაპირზე ასვლა, განსაკუთრებით მშვიდ ამინდ
ში, დანახვა იმისა, რომ ირგვლივ არავინ არის, სა
ნუკვარი ოცნებაა აქ მყოფთათვის. ყოველი ჩვენ
განი ოცნებობს შეისუნთქოს ღია ლიუკებიდან შე
მოსული სუფთა ჰაერი და დაინახოს მზე. აბა, შე
მოგვხედეთ დღის სინათლეზე. ყველანი ისეთი
ფერმიხდილები ვართ, როგორც ნიადაგ მიწის წი
აღში მომუშავე მაღაროელნი.
საშინელებაა! — გააჟრჟოლა - ქეთის, მე-

ვერ ავიტანდი ასეთ ცხოვრებას. უმზეოდ ვერ გავ


ძლებდი.
მზე თქვენს მშვენიერ თმაში გიზგიზებს, —
ღიმილით უთხრა ჰერმანმა, თქვენ ის შემოგყ
ვათ ჩემს უმზეო კაიუტაში.
ქეთის ლოყები აუწითლდა. ქალი ყოველთვის
ქალია და საკუთარი სილამაზის აღიარება აღაფრ
თოვანებს. ეს ქათინაური კი მოულოდნელი და
გამსჭვალავი იყო, რადგან უთხრა მისმა გუშინდელ
მა მტერმა.
87
ქეთი შეეცადა ხუმრობაში გაეტარებინა ყველა
ფერი.
— თქვენ შავგვრემანები უფრო უნდა მოგწონ
-
მიუგო კრეისლერს.
დეთ. მე არ ვიცი, შავგვრემანი იყო ევა თუ ქერა,
-

მაგრამ სავსებით მესმის, რომ ადამს შეეძლო სა


მოთხეზე ხელი აეღო, როცა თქვენისთანა ქალი
შესთავაზებდა ვაშლს.
— თავი დაანებეთ ამას! — რამდენადმე დარ
ცხვენით მიუგო ქეთიმ, — უმჯობესია, ისევ ნავზე
მესაუბროთ.
– საინტერესო
-

რა უნდა გითხრათ? მთელი


უბედურება მარტო ის კი არ არის, რომ ჰაერი და
სინათლე არ გვყოფნის, არამედ ის, რომ მტაცე
ბლები ვართ! ჩვენ გვდევნიან და ყოველი მხრით
გვითვალთვალებენ, რათა მოგვსპონ, გაგვანადგუ
რონ ისეთი საშინელი სიკვდილით, რომელიც უც
ნობია სხვისთვის. უვნებელი სავაჭრო გემიც კი,
რომელიც ჰორიზონტზე გამოჩნდება, სიმშვიდეს
გვიკარგავს და არ გვაძლევს ზღვის ზედაპირზე
ცურვის საშუალებას. ვიდრე მას არ ჩავძირავთ, არ
შეგვიძლია დამშვიდებული ვიყოთ. მტერი ათას
გვარ ნიღაბს იფარებს, ყველას სწყურია ბოლო მო
გვიღოს, სულ ერთია, რა საშუალებითაც იქნება.
რამდენი ჩვენგანი დაღუპულა, როცა რომელიმე
სავაჭრო გემს ნავი ენდობოდა, მიუახლოვდებოდა,
ის კი ყუმბარებს დაუშენდა კარგად შენიღბული
ზარბაზნებიდან. თუ თქვენ მაშინვე არ ჩაგძირეთ,
88
მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკის დროშას დიდ ან
გარიშს ვუწევთ, არ გვინდა უმიზეზოდ გავაბრაზოთ
თქვენი ძლევამოსილი სამშობლო. ჩვენ, როგორც
სახარბიელო ნადირს, ასე დაგვდევს ყველა. ამი
ტომ მუდამ ვშფოთავთ, დაძაბული ვართ, ნერვები
საბოლოოდ მოგვეშალა. ცუდ პირობებთან ერთად
შიში არ გვშორდება. ყოველ დღეს, ყოველ საათს
უსაშინლესი სიკვდილი გველის. ამ სასტიკ ბრძო
ლაში ადამიანები ისტერიულ მდგომარეობამდე
მიდიან: ისინი მეძებრებმისეულ მხეცებს ემსგავ
სებიან. ყოველ წუთს გაურბიან სიკვდილს და ამავე
დროს საკუთარი თავის გადასარჩენად ყოველ
წამს მზად არიან სიკვდილის საშინელება დაატრი
ალონ, დაუზოგავად გაანადგურონ ყველა და ყვე
ლაფერი. ო, რომ იცოდეთ, რა საშინელებაა ამის
შეგნება!
ჰერმანი გაჩუმდა და ადგა, აღელვებულმა კაი
უტაში გაიარ-გამოიარა, ქეთი აკვირდებოდა მას,
დიახ, მის წინ ნამდვილად უბედური ადამიანი იყო.
და რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ სიკვ
დილით გარდუვალია. კიდევ კარგი, თუ ბედმა გა
გიღიმა და ნავი ტყვედ ჩავარდა. ასეთი ნავის მე
ზღვაურის დედას შეუძლია ილოცოს, რომ მის
შვილს ბედნიერი ხვედრი ერგუნა. მაგრამ ეს ძა
ლიან იშვიათად ხდება. თუ კაცი მშვიდობიანად
დაბრუნდა პირველი რეისიდან, მეორედ, ან მესა
მედ მაინც ჩავარდება. ჩვენი სტატისტიკა ზუსტად
უჩვენებს, რომ წყალქვეშა ნავის სიცოცხლის ხან
89
გრძლიობა საშუალოდ ხუთ რეისამდე ძლივს აღ
წევს.
ჰერმანი ისევ გაჩუმდა. ქეთის საშინლად უცემ
და გული და ნერვიულად თრთოდა. ღმერთო ჩე
მო! რა საშინელება შექმნეს ადამიანებმა! მით თვი
თონვე იტანჯებიან და იღუპებიან. იღუპებიან არა
სახელოვან ბრძოლაში, არამედ ყოველი მხრიდან
წამოსულ წყევლა-კრულვაში.
-მაპატიეთ, რომ ასეთ სამწუხარო ამბებს გი
ყვებით, მაგრამ რა ვქნა, თქვენ თვითონ მოისურ
ვეთ! ჩემი მხრივ სისულელეა ამაზე გელაპარაკოთ
მაშინ, როცა აქ იმყოფებით და, შესაძლოა, ყოველ
წუთს გაიზიაროთ ჩვენი ხვედრი.
— არა, არა! მე სრულიადაც არ მეშინია! პი
რიქით, ეს ძალიან საინტერესოა. ვერასოდეს წარ
მოვიდგენდი ამას.
თქვენ მალე გადახვალთ მყარ მიწაზე, მაგ
რამ ვიდრე აქა ხართ, ვალდებული ვარ განსაკუთ
რებით ფხიზლად ვიყო. ამიტომ იძულებული იქნე
ბით ცოტახანს კიდევ მოითმინოთ, ისუნთქოთ ამ
დახშული ჰაერით... უარს ხომ არ იტყვით ისაუზ
მოთ ჩემთან ერთად?
--
მადლობელი ვარ!
ჰერმანმა დარეკა. ისევ ის ჭაბუკი მეზღვაური
შემოვიდა, კრეისლერმა განკარგულება მისცა.
- პირადად თქვენთვის მერამდენე რეისია
ეს? — მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ შეეკითხა
ქეთი.
$90
– მეოთხე... — ნელა უპასუხა ჰერმანმა და შე
ხედა.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
ქეთიმ სახე აარიდა და თმა შეისწორა.
ჩამოდგა სიჩუმე.
ჭაბუკმა მეზღვაურმა დანა-ჩანგალი და ღვინო
შემოიტანა.
—- რა ჰქვია ამ ჭაბუკს? _ იკითხა ქეთიმ,
ძალიან მომწონს, ისეთი სათნო სახე აქვს.
-

- ფრიცი! ფრიც ზიმელი! კარგი ახალგაზრდაა!


წყალქვეშა ფლოტში ასე ახალგაზრდას ვერ შეხვ
დებით. აქ ყველა გამოცდილი და გამობრძმედილი
მეზღვაურია. მაგრამ ახლა ხალხი გვაკლია, ეს ჭა
ბუკი კი თავისი სურვილით მოვიდა. ერთი წლის
წინათ გამოუშვეს იუნგათა სკოლიდან. მართალი
უნდა გითხრათ, ჩინებული და მეტად ერთგული
ჭაბუკია!
საუზმე - წყალქვეშა ნავის მოწყობილობასა და
მის ამოცანებზე საუბარში დამთავრდა. კრეის
ლერმა ბოდიში მოიხადა: ჩვენს გემზე საჭმელები
ყოველთვის ერთნაირია, ან ცივია, ან ოდნავ თბი
ლი, უმთავრესად კონსერვებია. მზარეულს ნამდ
ვილი ღუმელი არა აქვს, ხოლო ელექტროენერგიას
მომჭირნეობა სჭირდება, ამიტომ საჭმელის გასაც
ხელებლად ძალიან განსაზღვრულ რაოდენობას
ვხარჯავთო.
რატომ დგას აქ ასეთი სიცივე და სინესტე
ყოველთვის ასეა? — ჰკითხა ქეთიმ.
91
დიახ, ეს გარდაუვალია!
– კი მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ასეთ სამსა
ხურს ირჩევდით? ნუთუ არ შეგეძლოთ ყოფილი
ყავით კრეისერის, ან ნაღმოსნის კაპიტანი, რაკი
მეზღვაური ხართ? ასე არ დაიტანჯებოდით და არც
დედათქვენს გააწამებდა თქვენზე ფიქრი.
ჩვენ პატარაობიდანვე გვინერგავდნენ, რომ -
წყალქვეშა ფლოტში სამსახური ყველაზე საპატიო
საქმეა!
საუზმის შემდეგ ქეთი თავის კაიუტაში შევიდა.
უნდოდა რამე წაეკითხა, მაგრამ გული ვერაფერს
დაუდო. საუბარი თავიდან არ შორდებოდა. ამ
ზრდილს, ჭკვიანსა და უდავოდ საინტერესო კაცს,
მიუხედავად დედისადმი ესოდენი სიყვარულისა
და პატივისცემისა, თავი რად გაუწირავსო? — ფიქ
რობდა იგი.
მეოთხე რეისი! ვინ იცის, იცოცხლებს თუ არა
კიდევ ერთ კვირას? რა საშინელებაა ეს ომი? რო
გორ გამხეცდნენ ადამიანები! _ საკვირველი ისაა,
რომ უმრავლესობა აშკარად გრძნობს ამას, მაგ
რამ რაღაც უჩინარი ძალა უბიძგებს და თავი ვერ
დაუღწევიათ საკუთარი ხაფანგისაგან.
ქეთი ვერ ამჩნევდა როგორ გარბოდა დრო ამ
ახალ შთაბეჭდილებებზე ფიქრში. როცა კრეისლე
რის მოცემულ საათს დახედა, უკვე ექვსი იყო.
მალე გაისმა კაკუნი და შემოვიდა რიდელი. მან
უთხრა: მეთაური სათვალთვალო - პოსტზე გიწ
-

ვევთო.
92
ქეთი გავიდა. პერისკოპთან თვითონ კრეისლე
რი იდგა. მან ქეთის უთხრა ახლა ზედაპირზე
ავალთო.
ბოლოს და ბოლოს ისევ შეისუნთქავდნენ
სუფთა ჰაერს, დაინახავდნენ მზეს, ზღვის ლურჯად
მოლივლივე ზედაპირს.
ქეთი ხედავდა, როგორ ხსნიდნენ ლიუკებს,
როგორ შემოიჭრა შუქის ნიაღვარი და როგორ
წალეკა მან ელნათურების მბჟუტავი სინათლე.
ფილტვებს სუფთა ჰაერი შეეხო. კრეისლერმა ქე
თის ხელი გაუწოდა და კოშკურაზე ავიდნენ. რა
უკიდეგანო სივრცე გამოჩნდა!
რა პატარები, ჩაკარგულნი იყვნენ ისინი დაის
ზე ჩამობინდულ ამ ლურჯ ოკეანეში! აქ ჰაერი
-

მუშხუნა ღვინოსავით დამათრობლად მოქმედებდა.


ზღვაური ქეთის მშვენიერ კულულებს ოდნავ
ურხევს და ლოყაზე ელამუნება.
როგორ შეიძლება ცხოვრება ამ საპყრობილე
ში? როგორ შეიძლება დაცურავდე ზღვაში და ამ
მშვენიერებაზე უარი თქვა?
კრეისლერიც ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰა
ერს.

გინდათ შეხედოთ? მან ჭოგრი გაუწოდა


ქეთის, აი, იქ, ჩრდილო-დასავლეთით ჰორიზონ
ტზე, პატარა წერტილი მოჩანს, ის სანტა-მარიაა.
მალე მივუახლოვდებით და დაღამებამდე მახლო
ბლად გავჩერდებით, ღამით კი ბაიდები წავლენ
93
სადგურისაკენ. თუ მოისურვებთ შეიძლება გაისე
ირნოთ.
ქეთიმ ვერაფერი დაინახა ჭოგრში, მაგრამ გა
სეირნებაზე ხალისით დათანხმდა. უკვე ორი კვი
რა იყო, რაც ფეხი არ დაეკარებინა მიწაზე და გასე
ირნება სასიამოვნო იქნებოდა მისთვის.
სუფთა ჰაერით რომ გული იჯერეს, ძირს ჩა
ვიდნენ სასადილოდ. ქეთის კეთილი განწყობილე
ბით და სუფთა ჰაერით აგზნებული კრეისლერი
მოჰყვა საზღვარგარეთ პირველად გამგზავრების
ამბებს. როცა თვითონ მიჩმანად მსახურობდა. კრე
ისლერი ქეთის ხიბლავდა მზიურ ქვეყნებში მოგ
ზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით,
იქაური ბუნების ეგზოტიურობით, ხალხით და თა
ვისებური ზნე-ჩვეულებებით. ნასადილევს, როცა
ისევ მაღლა ამოვიდნენ, კრეისლერმა ქეთის მად
ლობა გადაუხადა, რომ მან გაასხივოსნა მისი წყალ
ქვეშა მარტოობა. ფონ-კრეისლერი ბედის მადლი
ერი იყო.
თქვენ თვითონ ხართ თქვენი ბედის შემქმ
ნელი! — უთხრა ქეთიმ.
კრეისლერი დაანაღვლიანა ასეთმა პასუხმა და
ქეთიმ ეს ნაღველი მის ნაცრისფერ თვალებშიც
ამოიკითხა.
-
არ შეგიძლიათ მაპატიოთ? — ხმადაბლა შე
ეკითხა კრეისლერი.
-
ჯერჯერობით არა! — მიუგო ქეთიმ და სხიკ
მფინარი თვალები შეანათა.
94
პატარა კუნძული ახლა უკვე გარკვევით მოჩან
და ჩრდილოეთით. ნავი შემობრუნდა და სვლა შე
ანელა. მალე სულ გაჩერდა. ქაფის ზოლს ნაპირ
თან მზის ირიბი სხივები ვარდისფრად აელვარებ
დნენ.
ბაიდებს უკვე ამზადებდნენ გადასასვლელად.
ჰორიზონტი მოწმენდილი იყო. სამარისებური სი
ჩუმე იდგა, ჰაერი გარინდულიყო, ზღვაც თვლემ
და. შავი ნაპირი თანდათან ახლოვდებოდა.
უზარმაზარი, ალმოდებული მზე გადაიხარა,
თითქოს შეხტა, წყალი ცივი არ იყოსო. მერე ნელ
ნელა ჩაეშვა ბინდდაკრულ სილურჯეში.
ერთი ბაიდა ნელა მოშორდა ნავს და მალე
სულ დაპატარავდა. წყალქვეშა ნავი ადგილიდან
დაიძრა და ნელ-ნელა მიუახლოვდა ნაპირს. ბაიდა
მალე მობრუნდა. იქიდან რაღაცის გადმოტვირთვა
დაიწყეს. წყლის ზედაპირიდან საამური თბილი
ნიავი ქროდა.
- წავიდეთ, მის პაიკერ! — ისე ჩუმად წარმო
თქვა ჰერმანმა. თითქოს ეშინია ეს დიდებული
სიჩუმე არ დაირღვესო.
მან ხელი გაუწოდა ქეთის.
ორი ბაიდა ნაპირისკენ გაემართა. ყველა დუმ
და, მხოლოდ წყლის ჭავლი ხმიანებდა ქიმებთან.
უკვე დაბნელდა.

ნაპირიდან გადმოფენილი ჩრდილში, კლდის


ძირას, წყალი მტრედისფრად ბრწყინავდა, პატარა
ტალღები - ლოკავდნენ უსწორმასწორო ნაპირს,
95
ტყლაშუნებდნენ ნიჩბები და მათ ქვეშ სიღრმეში
ინთქებოდნენ ცისფერი ბუშტები.
, მთვარე
ბაიდები
მაღლანაპირს
ავიდა
დაუახლოვდებონეშუქი შეემატა. ტალღები უხმაუ
როდ შერბოდნენ ნაპირზე, ქვიშაზე ვერცხლის
ფრად იშლებოდნენ და ქაფის მსუბუქ არშიას
ტოვებდნენ.
ბაიდები შეჩერდნენ. ქეთის მხოლოდ პატარა
ღია ფეხსაცმელი ეცვა, ამიტომ დაეთანხმა კრეის
ლერს, ხელში აეყვანა და მშრალ მიწაზე გადაესვა.
კრეისლერმა ქეთი მსუბუქად აიყვანა, ქალი იძუ
ლებული გახდა ხელი მოეხვია კისერზე. ქეთის
თეთრი ბამბაზიის კაბა ემოსა და პატარა სპორტუ
ლი ქუდი ეხურა, ამიტომ ადრე ტანაყრილი გოგო
ნასავით გამოიყურებოდა.
ერთი წუთის შემდეგ კრეისლერმა მიწაზე დასვა
080.

ნაპირზე სიჩუმე იყო. მცენარეთა სურნელება


ზღვის ქაფის სურნელს ერთვოდა და ოდნავ იგრძ
ნობოდა ყვავილთა არომატი.
ეს არის სანტა-მარია? იკითხა ქეთიმ.
-

დიახ, ეს გახლავთ სანტა-მარია! — ჩუმად


-

მიუგო ჰერმანმა.

თავი მერგე

გრძნობა და მოვალეობა

უკვე ოთხი დღე და ღამე გავიდა მას შემდეგ,


რაც ნავმა მარაგი შეივსო კუნძულ სანტა-მარიაზე.
გიბრალტარში -გასვლისა და ხმელთაშუა ზღვის
ოპერაციებზე კი ჯერაც არაფერი ისმოდა. ფონ
კრეისლერი მშვენიერი ამინდით სარგებლობდა და
დასეირნობდა ოკეანეში. ნავი უმთავრესად ზედა
პირზე მიდიოდა. ლიუკები ღია ჰქონდათ, მთელი

-
ეკიპაჟი ტკბებოდა სუფთა ჰაერით და მზით.
წყალქვეშა მეკობრე“ გასართობ იახტად გა
„დაიქცა, ისე გათამამდა, თითქმის ამერიკის ნაპირე
ბამდე მიდიოდა.
ეს ამბავი ქეთის უცნაური სიამაყის გრძნობას
აღუძრავდა.
არავინ იცის, არავინ დაეჭვდება, რომ ქეთი
არა მარტო ცოცხალია, აქ არის, მშობლიურ ადგი
ლებთან ასე ახლოს და დასეირნობს ოკეანეში იმ
საშინელი გემით, რომლის ერთი გამოჩენა ჰორი
ზონტზე უზომოდ აღელვებს და აშინებს მეზღვაუ
რებს. ნავის ეკიპაჟი კი კმაყოფილი იყო სეირნო
ბით, რადგან ისვენებდა და სუფთა ჰაერით სუნ
თქავდა. მარტო ლეიტენანტი ზენდენი გახლდათ
აღშფოთებული. ის ამჩნევდა, რომ ფონ-კრეისლე
რი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მძიმე სამ
ხედრო მოვალეობას. მეთაური დისციპლინას
არღვევდა, ბრძოლის ნაცვლად მზეთუნახავს და
ასეირნებდა ზღვაზე.
თითქოს ჯიბრზე არც „ვაჭრები“ ჩანდნენ. ერთ
კვირაში სამი გემის ჩაძირვით შეშინებულმა სა
ნაოსნო საზოგადოებებმა დროებით ყოველგვარი
მისვლა-მოსვლა შეწყვიტეს, ვიდრე მოკავშირეთა
7. ი. ნიკიტინი * 97
ფლოტი - სახიფათო სივრცეს არ გაწმენდდა. ცალ
კეული ფირმები უდიდესი სადაზღვევო თანხის გა
დახდით ძლივს ბედავდნენ გამძვრალიყვნენ ინგ
ლისში მიხვეულ-მოხვეული გზით, გარს უვლიდნენ
ნიუ-ფაუნდლენდს, მიდოდნენ ჩრდილოეთის მი
მართულებით, თითქმის გრენლანდიისკენ, რომ იქი
დან დაშვებულიყვნენ ჩრდილოეთ შოტლანდიის
დასავლეთი ნაპირების გასწვრივ. ეს ჩვეულებრივ
მგზავრობაზე გაცილებით ძვირი უჯდებოდათ, მაგ
რამ სამხედრო კრედიტები ყოველგვარ ხარჯებს
იტანდა. როგორც ეტყობოდა, გერმანელი მეკობ
რეები მოქმედებდნენ სადღაც აზორის კუნძულებ
სა და ჩრდილოეთ განედის 50°-ს შუა.
ინგლისისა და საფრანგეთის ფლოტის მზვერავ
თა გაერთიანებული ნაწილებიც სწორედ ამ ადგი
ლებისაკენ გაგზავნეს.

ჰერმან ფონ-კრეისლერი სულ მხიარულ გუნე


ბაზე იყო. მისთვის უკვე ნათელი ხდებოდა, რომ
უყვარდა ეს ქალიშვილი. კრეისლერის გატანჯული
სული, განმარტოებით, მკაცრად ცხოვრება ამ თი
იქმის საპყრობილის პირობებში, დევნისა და და
ღუპვის მუდმივი შიში საუკეთესო ნიადაგს ქმნიდა
გატაცებისათვის. ისე მწვავე იყო სიცოცხლის სი
ხარულისა და ქალთან ალერსის მოთხოვნილება,
რომ ქეთის სულ ადვილად შეეძლო ფონ-კრეის
ლერის გულში სიყვარულის ცეცხლის დანთება.
კრეისლერი თანაგრძნობას არ მოელოდა, მაგრამ
98
ბედნიერი იყო, რომ ქალიშვილს არ სძულდა იგი.
მადლს სწირავდა კუნძულ სანტა-მარიაზე გატარე
ბულ იმ პოეტურ საღამოს, როცა ქეთიმ „კოლო
რადოს“ დაღუპვა აპატია.
თუმცა, ქეთიმ ჩამოართვა სიტყვა, რომლის
შესრულება კრეისლერისაგან ძალ-ღონის უჩვეუ
ლოდ დაძაბვასა და დავიდარაბას მოითხოვდა.
ჰერმანმა ქეთის ბევრი რამ უამბო. იმ საღამოს
თავისი დედის შესახებ, ამიტომ ქეთიმ უთხრა:
თუ დედათქვენმა ქალთა შეწყნარების ფი
ცი ჩამოგართვათ, მაშინ მე, დედათქვენის წყალო
ბით გადარჩენილი ქალი, მისი სახელით მოვითხოვ,
მომავალში ყოველი ადამიანი შეიბრალოთ და მოე
რიდოთ მათ უდანაშაულოდ დაღუპვას.
ჰერმანმა ხალისით შეჰფიცა. ამან შვება აგრძ
ნობინა და თითქოს ლოდი გადაეცალა გულიდან,
მაგრამ კარგად იცოდა, რა ძნელი იყო ფიცის შეს
რულება. ზენდენი, კლეისტი და სხვა ოფიცრები
ვერასოდეს გაუგებდნენ, ამიტომ იძულებული
იქნებოდა შებრძოლებოდა მათ. ოფიცრები კრეის
ლერის ქცევას წესრიგის დარღვევად მიიჩნევდნენ,
უფრო მეტიც, ღალატს დასწამებდნენ. სიყვარუ
ლით - გატაცებასა და თავდავიწყებას მიაწერდნენ
ყოველივეს.
4

რკინის ჯვრის გმირი — ჰერმან ფონ-კრეისლე


რი, რომელმაც მთელი ძალ-ღონე სამშობლოს შეს
წირა და ზღვის ფსკერზე სიკვდილის კლანჭებში
ყოფნაც გამოსცადა, მოღალატე იქნებოდა მხო
99
ლოდ იმიტომ, რომ იცოდა და გრძნობდა ამ ფიცის
მთელ სიმართლეს, ისინი კი არ მოისურვებდნენ
გაეგოთ მისთვის, ვერ შეძლებდნენ ამას...
მაგრამ ფონ-კრეისლერი დაიმორჩილებდა მათ.
არავის მისცემდა უკმაყოფილების გამომჟღავნების
საშუალებას, ხოლო აშკარა აჯანყებამდე საქმეს არ
მიიყვანდა. სულ ერთია, ჰერმანი მაინც შეასრუ
ლებდა თავის სამხედრო ამოცანას ხმელთაშუა
ზღვაში. იგი არ იყო მოღალატე! მაგრამ აღარ სურ
და ჩაეძირა ნეიტრალური „ვაჭრები“. ბოლოს და
ბოლოს, რა ზიანი უნდა მიეყენებინათ მისი სამშო
ბლოსთვის? ამაზე ლაპარაკიც კი სასაცილო იყო!
სამაგიეროდ, ჰერმანს აპატია „მან“. როცა ნავში
დაბრუნდნენ, ქეთიმ თავისი კაიუტის წინ გამოსამ
შვიდობებლად ხელი გაუწოდა, ჰერმანმა გაბედა და
შერიგების ნიშნად ამ პატარა ღონიერი ხელს
ემთხვია.
მეტისმეტად მომხიბლავი იყო ეს ახალგაზრდა
ამერიკელი ქალიშვილი. გარდა ამისა, სწორედ იმ
ქალიშვილის ტიპი გახლდათ, რომელიც მუდამ
იდეალურ საცოლედ ესახებოდა. ფონ-კრეისლერს.
ფიზიკურად და ზნეობრივად ჯანსაღ ქეთის
ვის ქალურ საიდუმლოებასთან ერთად მხნეობა და
სინაზეც ახლავდა, თავისუფალი ყოველგვარი ცრუ
რწმენისა და სენტიმენტალობისაგან.
დაე, სასიკვდილოდ განწირული ჰერმანი არ
ღირსებოდა მისი სიყვარულით მონიჭებულ ბედნიე
რებას. იგი მადლობას სწირავდა ქეთის ამ სხივ
100
მოსილი წუთებისთვისაც, რომლებიც მის სიკვდილს
შნოსა და ლაზათს მისცემდნენ. კრეისლერი ხომ
moriturus' იყო. მან კარგად იცოდა ეს! მაგრამ
სულში ახლა ხანძარი უგიზგიზებდა: თითქოს იქ ქე
თის თმის ოქროს ნაპერწკლები ჩაცვივდა და
დაანთო წმინდა ცეცხლი, რომელიც დარჩენილ სი
ცოცხლეს გაუთბობდა...
კარზე კაკუნი გაისმა, შემოვიდა ზენდენი.
რა მოხდა? — ნაღვლიანად შეეკითხა ჰერმა
-

ნი. მან უსიამოვნება იგრძნო, რადგან ვიღაც უცხო


შემოვიდა და
დაუნგრია...
აზრებისა და ოცნებების სამყარო
მაპატიეთ! კაპიტანო კრეისლერ, ნებას მომ
-

ცემთ მოგელაპარაკოთ?
გისმენთ.
— ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულად მიმაჩნია,
საჩოთირო თემაა, მაგრამ უნდა მაპატიოთ, იძულე
ბული ვარ ეს საკითხი სამსახურებრივი მოვალეო
ბის გამო წამოვაყენო.
„იმაზე მეტყვის“, — გაიფიქრა ჰერმანმა და
მაშინვე ცივი და მტკიცე გახდა.
ილაპარაკეთ უფრო გასაგებად, რა მოხდა?
სამსახურებრივმა საქმეებმა საჩოთირო თემები არ
იცის.

ზენდენი ოდნავ შეყოყმანდა.


ნავის შემადგენლობას სურს უფრო ნათელი
წარმოდგენა იქონიოს ჩვენს მარშრუტზე!
moriturus—სასიკვდილოდ განწირული.
101
სავსებით გასაგებია, მაგრამ იცით, რომ მე
ვალდებული არა ვარ ამის შესახებ ვაცნობო ვინ
მეს. თუმცა თანახმად ჩვენში დამკვიდრებული წე
სებისა, ჩვეულებისამებრ, მეთაურთა უფროს შე
მადგენლობას მიცემული აქვს ცნობა. ჩვენ ამერი
კის ნაპირებს მივყვებით, რათა განვაგრძოთ „ვაჭ
რების“ ტერორი. რამდენიმე დღის შემდეგ სამხე
დრო ამოცანების შესასრულებლად გიბრალტარში
გავალთ. დაკმაყოფილდით?
დი-ახ! — ორჭოფულად მიუგო ზენდენმა და
დაუმატა: — დაახლოებით
-

კიდევ რამდენი დღე


უნდა დავრჩეთ გაშლილ ოკეანეში, როგორ ფიქ
რობთ?

სამიოდე დღე! ახლა გასაგებია?


სავსებით!
ჩინებულია! აცნობეთ ეს კლეისტსა და
ვანგელს.
-

კიდევ ერთი შეკითხვის ნებას მომცემთ?


-

ბრძანეთ.
როგორ ფიქრობთ, როდის გადავა ჩვენი
ახალგაზრდა სტუმარი ქალი ხმელეთზე? თავს ნე
ბას ვაძლევ დავსვა ეს კითხვა, ვინაიდან მე და
კლეისტი - საკმაოდ შევიწროებულად ვგრძნობთ
თავს პატარა კაიუტაში.
ჰერმანმა ჯიქურ შეხედა ზენდენს, შემდეგ მიუ
გო:
-

ეს გარემოებაზეა დამოკიდებული. მის პაი


კერს ნაპირზე გადავსვამთ გიბრალტარში გასვლის
102
წინ, ან შემდეგ. კიდევ ხომ არაფერი გაქვთ შესა
კითხავი?
არა! მაგრამ ახლა ნება მომეცით სამსახუ
-

რებრივი მოვალეობის გარეშე შეგნიშნოთ, კაპიტა


ნო კრეისლერ, რომ უდიდეს ხიფათში აგდებთ ამ
ქალს, თუ ნავში ტოვებთ ისეთ საშიშ მომენტში,
როგორიცაა გიბრალტარში გავლა.
-

ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, ეს მისი საქ


მეა და არა ჩემი ან თქვენი, ჩემი მოვალეობაა, მხო
ლოდ გავაფრთხილო იგი.
-

კმაყოფილი გახლავართ!
მოხარული ვარ!
ზენდენმა მხედრული სალამი მისცა და გავიდა.
მან გასვლისთანავე დაკარგა თავშეკავება. უწმაწუ
რად შეაგინა ქეთის. ზენდენი ფიქრებმა წაიღო: ამ
გოგომ წამართვა არა მარტო კაიუტა, გერმანიის
ფლოტის საუკეთესო ოფიცერიც დაიმორჩილა.
ჰერმანიც ბრიყვივით ასდევნებია და არ ეხსნება.
ცხადია, რისთვის დავეხეტებოდით ტყუილ-უბრა
ლოდ უკაცრიელ ოკეანეში! კაპიტანს ქალიშვი
ლი დაჰყავს ნავზე და აცნობს მას. პირდაპირ სისუ
ლელეა. ვინ დადგება თავდებად, რომ ის ქალი
ჯაშუში არ არის? ურიგო არ იქნება, თუ ესპანეთის
ნაპირზე, ან საფრანგეთში გადავსვამთ გიბრალტა
რის გავლის შემდეგ. ყოველ ჩერჩეტს ეცოდინება,
რომ ამა და ამ ტიპისა და ამა და ამ აღჭურვილობის
გერმანიის ნავი 76 გაიჭრა – გიბრალტარში და
ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება! აბა, დაიჭირეთ,
103
ვისაც გინდათ! ეშმაკიც ვერ გაიგებს, რა ხდება აქ!
ნუთუ მართლა ისეთი კაბის ძალა, რომ შეუძლია
გადაგავიწყოს ოფიცრის მოვალეობა სამშობლოს
წინაშე? არ მესმის. ამ ქალში ათ მარკასაც არ გავი
მეტებ, რითაა საინტერესო? მას ჯერ არაფერი გაე
გება. გოგოა!.. რა უნდა მისცეს მეზღვაურს, რო
მელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა
ნავსადგურის ქალებს იცნობს? მოქნილი და ტან
აშოლტილი კია, მაგრამ რა მერე, იოტისოდენა გა
მოცდილება არა აქვს. ისეთი უსუსურია, როგორც
თევზი ჰაერში. (ზენდენმა გადააფურთხა). ეშმაკმა
დალახვროს! ეს როდია მთავარი. მოხერხებულად
კი დაიჭირა თავი კაპიტანმა, ყველაფერი ამიხსნა და
განმიმარტა, მაგრამ შეუძლია დამშვიდებული
ბრძანდებოდეს, კარლ ზენდენი ამას ასე არ დატო
ვებს. იგი ოფიცერია და შეძლებს ბოლო მოუღოს
ამ სისულელეს.
ზენდენის მოსვლამ ჰერმანს წონასწორობა და
აკარგვინა და ტკბილი ოცნებები გაუფანტა.
სიყვარული ძლიერდება მაშინ, როცა მას სა
ფრთხე ემუქრება, ან დაბრკოლებებს უქმნიან, ჰერ
მანი ქეთისთან წავიდა.
სად დაიკარგეთ? — ალერსიანად გაუღიმა
ქეთიმ.
საქმეები მქონდა! _ მიუგო ჰერმანმა.
-

მაინც ვერ ამიხსენით, ვინ არის, ბოლოს და


ბოლოს, თქვენი აზრით დამნაშავე ამ ომში? კამათი
კი დავიწყეთ, მაგრამ შეგვაწყვეტინეს.
104
ყოველ შემთხვევაში, არა გერმანია, გა
ww

დაჭრით მიუგო ჰერმანმა — თუმცა, უნდა გითხრათ,


რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ არის დამნაშავე,
არამედ ის, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ომი. ეს
კი არავინ იცის. რა თქმა უნდა, ამაზე არავისთან არ
შემიძლია ვილაპარაკო. ვალდებული ვარ ჩემს ხელ
ქვეითებს მხნეობა შევუნარჩუნო. არ ვიცი, რატომ
ვარ აგრე გულახდილი თქვენთან. თუმცა, არა, რა
საკვირველია, ვიცი! თქვენ გეკუთვნით ჩემი სული.
უდიდეს სიხარულს მაგრძნობინებთ თქვენი აქ
ყოფნით, თქვენ ხართ ცით მოვლენილი მფარველი
ანგელოზი, რომელმაც შნო და ლაზათი უნდა მის
ცეს ჩემს უკანასკნელ დღეებს.
რატომ უკანასკნელ დღეებს? აბა, რად
ამბობთ ამას!

მაშ, უკანასკნელ კვირეებს. ეს არა მარტო


ვიცი, ვგრძნობ კიდევაც. ხმელთაშუა ზღვაში ჩვენს
გარშემო ხომ ყოველ წუთს სიკვდილი იტრიალებს.
ასეთია კანონი. ჩვენ თვითონ ვთესავთ ამ სიკვ
დილს. სიკვდილი სიკვდილისა წილ!
ქეთი დაღონდა. როგორ ათამაშებდა ბედი ადა
მიანს! ქეთის შეეცოდა კრეისლერი, უნდოდა ცო
ტათი ენუგეშებინა, ალერსიანი სიტყვით დაემშვი
დებინა.

ნუ ფიქრობთ ასე პირქუშად. იქნებ მე მოგა


ნიჭოთ ბედნიერება? მე ბედი მწყალობს! ხომ ხე
დავთ ოკეანეშიც არ ვიხრჩობი?
105
ქალიშვილის ღიმილმა ჰერმანის სული წამსვე
გაათბო.
-

უფლება არა მაქვს სასწორზე დავდო თქვე


ნი ბედი. სამი დღის შემდეგ ხმელეთზე გადახვალთ,
მე კი აქ დავრჩები, ჩემი ბედისწერითა და საუკეთე
სო მოგონებებით.
მეც თქვენთან ერთად წამოვალ ხმელთაშუა
ზღვაში.
ეს არ მოხდება.
ძალით ხომ ვერ გადამსვამთ ნაპირზე?
გაიცინა ქეთიმ, არ გადავალ, რას იზამთ მაშინ?
ზღვაში გადამაგდებთ?
სიბრალულის გამო
-

მეწირებით _ მსხვერპ
ლად?
არა, სიმპათიის გამო! დარწმუნებული ვარ,
ბედნიერებას მოგანიჭებთ!
ჰერმანს გული აუძგერდა.
-

ნუ ხუმრობთ, მისი პაიკერ, მე არ ძალმიძს


ხუმრობითვე გიპასუხოთ.
ქეთი ჰერმანს მიუახლოვდა და მხარზე ხელი
დაადო.
ეს მართლაც ასეთი სერიოზული ამბავია?
დიახ, მის პაიკერ.
ჰერმანმა მისი ხელი აიღო.
მიყვარხართ! და, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ
თქვენ ასე მომხიბვლელი ხართ. მე ბევრი ქალი მი
ნახავს, ყმაწვილი აღარა ვარ, მაგრამ თქვენ სწო
რედ ის ქალი ხართ, რომელიც ყოველთვის მესა
106
ხებოდა ოცნებაში! მადლობას გწირავთ იმისათვის,
რომ ეს დიდი ნათელი გრძნობა განმაცდევინეთ. მე
მოვკვდები თქვენი სახელით, თქვენი ხატება სულ
ში მექნება ჩაბეჭდილი.
ჰერმანი ქეთის ხელს ცხელი და გამშრალი ტუ
ჩებით დაეკონა.
ქეთის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სიკვდილზე ფიქრიც არ გაბედოთ! მეც თქვე
ნთან ერთად გავივლი გიბრალტარს!
მაშინ იქ არ წავალ.
მაშ ასე დაუსრულებლად ვისეირნებთ ოკეა
ნეში?
ქეთის გაეცინა.
დიახ მზადა ვარ მთელი სიცოცხლე გავატა
რო იქ, სადაც გნებავთ, სადაც თქვენ ხართ: ოკეა
ნეში, უკაცრიელ კუნძულზე, სულ ერთია, სადაც
არ უნდა იყოს. არა! მე, წყალქვეშ მცურავმა, ზღვა
ში ვიპოვე ოქროსფერი მარგალიტი და არ შემი
ძლია განვშორდე მას, დავუთმო ხმელეთს!
ჰერმანმა თავისი აღტყინება ქეთისაც გადასდო.
ქალიშვილი თავის სიცოცხლეში პირველად განიც
დიდა მომადუნებელი დენის გაუგებარ შეგრძნებას.
არა, მოდი ასე მოვიქცეთ, — უთხრა ქე
თიმ. — მე თქვენთან ერთად გავივლი გიბრალტარს.
თუ მშვიდობით გადავრჩით, გადამსვით ხმელეთზე,
თქვენ კი დარჩით ხმელთაშუა ზღვაში. მხოლოდ
გახსოვდეთ, ეს იქნება ბედის ნიშანი, რომ ხმელ
თაშუა ზღვაში თქვენი შემდგომი ცურვაც მშვიდო
107
ბიანად დასრულდება, და აღარ გაბედოთ სიკვდილ
ზე ფიქრი. მომეცით სიტყვა. მაძლევთ პირობას?
-
სიკვდილი არ მაშინებს, ჩემსავით არავის
ჩაუხედავს მის თვალებში. უფრო სწორად უკვე
დამარხული ვიყავი, მაგრამ განგების ძალამ სიცო
ცხლე დამიბრუნა, ახლა კი, როცა თქვენ ჩამისახლ
დით სულში, ისე დამშვიდებითა და სიხარულით
შევეგებები სიკვდილს არა მარტო სამშობლოსა
თვის, არამედ თქვენი მომავალი ბედნიერებისათვი
საც, შემიძლია სიკვდილზე არაფერი ვთქვა და არც
ვიფიქრო.
-

როდის იყავით ასე ახლოს სიკვდილთან? ეს


ჩემთვის არ გითქვამთ. ახლა ომში?
ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ, ამის შესახებ აღარ
-

გველაპარაკა, მისი პაიკერ.


არა, მე მინდა, მიამბოთ. მომავალზე არ უნ
და ილაპარაკოთ, თქვენი წარსული თავგადასავალი
კი ძალზე მაინტერესებს. როდის და სად მოხდა ეს?
შარშან, ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის
ნაპირებთან.
-
იხრჩობოდით?
არა, ვიგუდებოდით!
ჰერმანი გაჩუმდა.
მერე?
მე ახალი წყალქვეშა ნავით ის-ის იყო გამო
ვედი საცდელ რეისზე. ის ნავი ამაზე გაცილებით
პატარა იყო. მცირე მანძილის გავლის შემდეგ
სიღრმეში ჩავედით. რამდენიმე ხანს ნორმალურად
108
მივდიოდით წყალქვეშ. მერე ნავს რაღაც დაემარ
თა. აღარ მემორჩილებოდა, მართვა გაძნელდა. მივ
ხვდი, რომ აპარატში რიგზე ვერ იყო ყველაფერი
და ზემოთ დავაპირე ამოსვლა. მე არ მინდოდა ნა
ვის ეკიპაჟი შემეშინებინა, ამიტომ მთელი ძალ-ღო
ნე დავძაბე და ათასგვარ მანევრებს მივმართავდი.
ბოლოს, დავრწმუნდი, რომ ზედაპირზე ამოსვლა
საეჭვო იყო, სიღრმეში დავეშვი, შემდეგ ისევ შე
ვეცადე მაღლა ამოვსულიყავი, მაგრამ ამაოდ, ნავს
ცურვის უნარი უკვე დაჰკარგვოდა. უცნაურმა მა
ნევრებმა მთელი ეკიპაჟის ყურადღება მიიქცია,
ყველას მღელვარება დაეუფლა. ოფიცრები შეიკ
რიბნენ და ბჭობა გამართეს. გადაწყდა: შევჩერე
ბულიყავით და მთელი ნავი შეგვემოწმებინა. და აი,
სწორედ აქ მოხდა საშინელება, რაც არასოდეს და
მავიწყდება. ჩამოვარდნილ სიჩუმეში წყლის ხმაუ
რი შემოგვესმა. წყალი შემოდიოდა ქურდულად,
უჩინრად და ნავს სიღრმისაკენ ეზიდებოდა. ჰაერის
წნევა იზრდებოდა, წყალი იატაკზედაც გამოჩნდა.
მერე სწორედ ის ამბავი მოხდა, რაც წინათ გიამ
ბეთ. სუნთქვა გაძნელდა, ჟანგბადის მარაგი ცოტა
გვქონდა, ჩვენ ხომ მხოლოდ საცდელ რეისზე
გავედით. ხოლო როცა წყალმა მაღლა ამოიწია და
ჟანგბადის აპარატები დაიფარა, იძულებული გავხ
დით ნესტოები და ყურები ბამბით დაგვეცო, რომ
ყურის აპკი არ დაგვხეთქოდა: იწყებოდა ნელი გა
გუდვა. ადამიანებმა სრულიად დაკარგეს გონება,
დაიბნენ, უაზროდ და უმიზნოდ აწყდებოდნენ
109
აქეთ-იქით, როგორც ვირთხები წყალშეჭრილ სარ
დაფში. გემბანის უმცროსმა ოფიცერმა ვეღარ აი
ტანა ტანჯვა და თავი მოიკლა. მე არასოდეს არ ვიბ
ნევი ხოლმე საფრთხის დროს, პირიქით, იგი უფრო
მამხნევებს, ძალ-ღონეს მმატებს და აზროვნების
უნარს მიასკეცებს. მაგრამ ამ შემთხვევაში უძლუ
რი აღმოვჩნდი. აქ არ იყო ამ უნარის გამოჩენის სა
შუალება. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ აღსასრუ
ლი მოახლოვდა. ახლა მხოლოდ დანარჩენების გამ
ხნევება შემეძლო, მაგრამ ადამიანები გონებას კარ
გავდნენ და აღარაფერს უსმენდნენ. ასე გავატარეთ
თოთხმეტი საათი. ვიგუდებოდით, ბევრი გულწასუ
ლიც კი ეგდო. მე ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ თავში რაღაც მირტყამდა, თით
ქოს გრდემლზე კვერს სცემენო. სისხლი თვალებში
მაწვებოდა. უეცრად ნავის გვერდებიდან რაღაც
კაკუნი მოისმა. ვინც გონზე იყო, უპასუხებდა კა
კუნს. ხმაურზე მივხვდით, რომ ნავს ჯაჭვებს აბამ
დნენ. თურმე ჩვენი დაღუპვა შეემჩნიათ და მყვინ
თავთა ჯგუფი მოეშველებინათ. სამი საათის შემდეგ
ზღვის სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, არც ლაპარაკი
შეგვეძლო, არც სიარული. ბევრმა, ვინც ჯერ კიდევ
ფეხზე იდგა. გონება დაკარგა, როგორც კი ლიუკები
გააღეს და ნავში ჰაერი შემოიჭრა.
ვინ გაიგო, რომ იღუპებოდით? ვის შეეძლო
შეენიშნა ეს?
შემთხვევით თურმე ნაღმოსანთა დივიზიონს
შეენიშნა წყლის ზედაპირზე ერთ ადგილს ამომა
110
ვალი ჰაერის ძლიერი ნაკადი. მიმხვდარიყვნენ, რა
უბედურებაც დატრიალდა, სასწრაფოდ - რადიოთი
გამოეძახებინათ მცურავი დოკი „ვულკანი“. ეს
ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც მხოლოდ
გერმანიის ფლოტს აქვს. დოკმა ჯაჭვის საშუალე
ბით მალე ამოათრია ჩვენი ნავი. მას რომ კიდევ
ოთხი-ხუთი საათით დაგვიანებოდა, ნავს კი ამო
იღებდა, მაგრამ ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებ -
დით... სიკვდილმა სწორედ მაშინ აიღო ხელი ჩემს
წაყვანაზე. ახლა მწამს, რომ მან სიცოცხლე მხო
ლოდ თქვენთან შეხვედრისათვის მაჩუქა.
როგორ შეძელით ამის გადატანა? ასეთი
შემთხვევის შემდეგ კიდევ როგორ ხართ ამ საში
ნელ ხაფანგში? საბრალო დედათქვენი, ალბათ,
სულ თქვენზე ფიქრობს და იტანჯება!
მე ჯარისკაცი ვარ, —- მიუგო ჰერმანმა ქე
-

თის და მცირე დუმილის შემდეგ დაატანა, ამ


ამბავმა გამაჭაღარავა. გიკვირთ? მე ქერა ვარ და,
ამიტომ ჭაღარა არ მეტყობა, მაგრამ თუ დააკვირ
დებით, ადვილად შეამჩნევთ. აი, ნახეთ!
ჰერმანმა ქეთის წინ დაიჩოქა.
ქეთი დაიხარა. ფონ-კრეისლერს საფეთქლებ
თან თმა მართლა გათეთრებოდა.
აღელვებულმა ქეთიმ თავი ვერ შეიკავა და მას
თმაზე ალერსიანად გადაუსვა ხელი.
ჰერმანისათვის დაუჯერებელი ამბავი მოხდა.
უმალვე თავი ასწია. მათი თვალები ერთმანეთს
შეეფეთნენ.
ჰერმანს ელექტროდენმა დაუარა სხეულში,
W
სისხლი აუბორგდა გულში, ქალს ხელები მოხვია
მუხლებზე და ზედ დაეკონა.
ქეთი წამით გაირინდა და ჰერმანი გრძნობდა
მის თრთოლვას. შემდეგ ქეთიმ ჰერმანის თავი
განზე გასწია და წამოდგა.
წამით ორივე გაჩუმდა.
ქალისადმი პატივისცემის გრძნობა არც სი
ყვარულმა, არც მოზღვავებულმა ვნებამ არ უნდა
შეარყიოს, — წყნარად თქვა : ქეთიმ, — გაიხსენეთ
-

დედათქვენი...
-

მაპატიეთ, მაპატიეთ, მის... ქეთი. თავი ვერ


შევიმაგრე. ძალიან მიყვარხართ...
ჰერმანმა ქალს პირველად უწოდა სახელი.
ნებას მომცემთ წავიდე?
მიბრძანდით...
ხომ არ მიჯავრდებით?
არა!

ქეთიმ გაიღიმა და ხელი გაუწოდა.


ჰერმანმა მის თითებს ნელა, მშვიდად ეამბორა
და კაიუტიდან გავიდა.

თავი მეცხრე

შეთქმულე გა

კუბრიგის გვერდით თამბაქოს მოსაწევ ოთახ


ში ნესტიანი ჰაერი ბოლს გაეჟღენთა. ეს იყო
ერთადერთი ადგილი, სადაც თუთუნის მოწევა ნე
ბადართული იყო.
112
როგორ, ეს გოგო კიდევ დიდხანს დარჩება
აქ? — იკითხა ერთ-ერთმა მეზღვაურმა.
ვიდრე მეთაურს არ მობეზრდება.
-

კმარა! აქ არც დროა და არც ადგილი სა


ამისო!

სამაგიეროდ ლეიტენანტი გამხეცებული და


დის. მენაღმე შტამერს უნდოდა გუშინ რაღაც
ეკითხა, იმან კი შეუღრინა. შტამერმა ძლივს გაას
წრო, კინაღამ ყურისძირში მოხვდა.

მის ადგილზე რომ ყოფილიყავი, შენც გა


ცოფდებოდი, — თქვა არტილერისტმა ვეისბახმა,
საწყალი კაცი, სხვის კაიუტაში შეაგდეს. ძლივს
ეტევიან ორნი, მობრუნებაც არ შეუძლიათ. ნავის
მართვაც მას დააკისრეს, მაგრამ როცა მოუნდება
„ვაჭარს“ წაუთაქოს, ნებას არ აძლევენ. მერედა არ
იკითხავთ, ვინ? ის ქალი! მეთაურს სულ დაუბნია
თავგზა, ზენდენს კი ზედაც არ უყურებს.
ცუდი ამბავია, ჰანს! — ავტორიტეტულად
-
_

განაცხადა წვეროსანმა რიდელმა. წყალქვეშა


ნავში ქალის ყოფნა გაცილებით სახიფათოა, ვიდ
რე დისციპლინის ყოველგვარი შესუსტება. კვირა
ზე მეტია ის ქალი აქაა და ვამჩნევ, რომ ყმაწვილე
ბი გადასხვაფერდნენ.
რიდელ, უმჯობესია ეგ მეთაურს უთხრა და
-

არა ჩვენ. ეს ქალი რაც შეიძლება მალე გადასვას


სადმე, თორემ საქმე ცუდად დაბოლოვდება.
ირგვლივ უხეში სიცილი გაისმა და რამდენიმე
8. ი. ნიკიტინი 113
კაცი ერთბაშად ალაპარაკდა. მალე ისევ მიწყნარ
დნენ.
თქვენ ჩემსავით არ იცნობთ მას. — თქვა
-

რიდელმა. დღეში სამ-ოთხჯერ ვხვდები


-

თავის
კაიუტაში და მასთან საუბარი ძალიან მსიამოვნებს.
ამიტომ არ მაკვირვებს კაპიტნის საქციელი. გოგონა
მართლა ღირსია ყურადღებისა. ო, ეს ამერიკელი
ქალები, კარგად ვიცნობ მათ, ყველას მოაჯადოე
ბენ, თუ მოისურვეს.
განსაკუთრებით მაშინ, თუ ღმერთმა ტანითა

და მაცდური თვალებით დააჯილდოვა ისინი, —


ჩაურთო ვეისბახმა.
დიახ, ყმაწვილებო, ეს არა ჰგავს იმ ინგლი
სელ ქალს, ამასწინათ ამერიკული გემიდან რომ ავი
ყვანეთ.
რომელი გემიდან?
— აი, იმიდან, ჩერჩეტო, არგენტინიდან რომ
ხორცი მოჰქონდა. კაპიტნის და. რვა საათის შემ
დეგ მგონი აზორელ მეთევზეებს ჩააბარეს.
ერთი ამას დამიხედეთ, რა მოინდომა. ის
ბებერ სადოღე ცხენსა ჰგავდა.
-

მარტო მისი კბილები რად ღირდა? თუ გინა


ხავს, არიან ისეთი ძაღლები, მთელი სიცოცხლე
რომ იღრინებიან, თითქოს დაბადებისთანავე კბი
ლებში წიხლი უგემიათ.
მას ძაღლებიც არ შეჭამდნენ, — ჩაურთო
კუთხეში მყოფმა რომელიღაცა მეზღვაურმა.
114
რას ამბობ, — შენიშნა ჯმუხმა ოტო შვარც
კოპფმა, — ბერლინში მისგან სოსისებს დაამზადე
ბდნენ.
მეზღვაურები ერთხმად ახარხარდნენ.
-
ოტო რომ იტყვის, იტყვის! — იცინოდა ჰან
სი, დაგწყევლოს ეშმაკმა, შენი გულისათვის კი
ნაღამ ჩიბუხმა დამახრჩო.
დიახ, ჩემო ძმაო, ეს საქონელი უბრალო
არ გეგონოს, უმაღლესი ხარისხისაა.
ამიტომაც არტურს ხელი არ მიუწვდება!
ისე შესცქერის შორიდან, როგორც კატა თაგვს
და ტუჩებს ილოკავს.
ის, ვიზედაც ლაპარაკობდნენ, იყო მაღალი,
მხარბეჭიანი, ვიწრო შუბლიანი ზორზოხა - კაცი,
თითქმის წარბებიდანვე მთელი სახე მწითური
ჯაგარა თმით ჰქონდა დაფარული. იგი წამოდგა,
გაიჭიმა და ადლიანი მხრები შეარხია.
- თქვენ იცინით და ხეინლეინები ყოველთვის
ბეჯითნი იყვნენ ამ დარგში. ჩემს ძმას თოთხმეტი
შვილი ჰყავს.
ეს სიტყვები საერთო ხარხარმა დაფარა.
რამდენიმე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელ
საც მხოლოდ ჩიბუხების ფშუკუნი არღვევდა.
ოკეანე ყრუდ ტორტმანებდა ნავის გარშემო.
უზარმაზარი წყლის მასის მტრული ბუყბუყი
ყოველ მათგანში - აძლიერებდა იმის შეგრძნებას,
რომ არარანი იყვნენ და მათი პატარა სიცოცხლე ამ
გიგანტის ჭირვეულობაზე იყო დამოკიდებული.
115
მით უფრო მწვავედ გრძნობდნენ ისინი ცხოვ
რების ყოველგვარ უმნიშვნელო სიხარულს მუდამ
კვალდაკვალ ადევნებული, მოდარაჯე სიკვდილის
გვერდით. ლამაზი ქალის გახსენება ყოველ მათ
განში ავხორცულ სურვილებს აღვიძებდა, ათრთო
ლებდა ახალგაზრდა სხეულებს, რომელთათვისაც
ბედს თავშეკავება მიესაჯა.
დიახ, — თქვა ჰანსმა, — ჩვენი საქმეა მხო
ლოდ ვუცქიროთ მათ და ნერწყვი ვყლაპოთ.
ჯარში მყოფნი შინიდან წერილებს მაინც
ღებულობენ, რაღაც ცნობა მაინც მოსდით,
ნაღვლიანად თქვა რიდელმა. აქ კი, ამ ეშმაკის
სამსახურში, მოწყდები თუ არა ბაზას, მორჩა!
თითქოს ცოცხლად დაგმარხესო! ახლა რომ დორას
წერილი მივიღო, გულზე მაინც მომეშვება.
რა ვქნათ, ოტო, ჩვენც ნერწყვი ვყლა
პოთ? -
გადაიხარა და სულსწრაფად წასჩურჩულა
არტურმა ჯმუხ მეზღვაურს. — რისკზე წავიდეთ,
აშკარად ვიმოქმედოთ? სულ ერთია, სული უნდა
ამოგვხდეს და ნუგბარი საჭმლის გემო მაინც გავ
სინჯოთ. ჰა, რას იტყვი?
ოტომ შიშით მიმოიხედა, მაგრამ კვამლი ფარავ
და სახეებს, კუთხეში ორი მეზღვაური დაობდა.
სუ, ჩუმად! — თქვა ოტომ. — ჯერ კარგად
— თქვა
უნდა მოვიფიქროთ.
--

შენი აზრით, მთელი წლის განმავლობაში


ასე ვიყიალებთ გაშლილ ოკეანეში? იკითხა
ერთმა მოკამათემ.
116
თუნდაც მთელი საუკუნე - ვიყიალოთ!
მიუგო ვეისბახმა, — შენ
-

ფიქრობ, ხმელთაშუა
ზღვაში გასვლა მეხალისება? გაუშვი კაპიტანმა ეს
ლამაზი ქალი ატაროს, ვინ იცის, იქნებ ამასობაში
ტყვედაც ჩავვარდეთ. ეს ჩინებული რამ იქნება, ჩე
მო ძმაო!

რიდელ, რაზე საუბრობენ ისინი საღამოო


ბით? როგორ ფიქრობ? – იკითხა ჰანსმა.
რაკი ასე გაინტერესებს, კაიუტის კართან
მიაყურე! — უპასუხა რიდელმა.
სულ ერთია, ვერაფერს გაიგებ, ჩაურთ.
ოტომ და არტისტულად გადააფურთხა, — მე უკვე
მივაყურე, დუმილობანას თამაშობენ.
ხა, ხა, ხა! — ხარხარმა გააყრუა თუთუნის
_
მოსაწევი ოთახი.
არამზადა ხარ, ოტო! ხა, ხა, ხა!
ოტომ კვადრატული სახე ისე დაღრიჯა, თით
ქოს ისიც იცინოდა,
დიდი გამჭრიახობა არაა საჭირო, რომ ასე
თი თავაზიანი საუბარი გაიგო! — გაისმა ჰანსის
წრიპინა ხმა.

ყველანი არამზადები ხართ!


ახალგაზრდა კაცის წკრიალა ხმამ ხანჯალივით
გაკვეთა ჰაერი.
წუთით ოთახში მყოფნი სახტად დარჩნენ.
— ოჰო-ჰო! რას მამლაყინწობ, ფრიც? ვინ მოგ
-

ცა უფროსების შეურაცხყოფის უფლება?! და


ცინვითა და მუქარით უთხრა ოტომ,
117
ეს ყველაზე ახალგაზრდა მეზღვაური ფრიც ზი
მელი, რომელიც პირველად იყო რეისზე, მრისხანე
ბისა და საუბარში მოულოდნელად ჩარევის გამო
მთლად ცახცახებდა.
თავს ნებას ნუ აძლევთ, ბინძური ოხუნჯო
ბით ეურაცხყოთ ქალი!
ჩუმად, ჩუმად, ფრიც!—მშვიდად და მბრძა
ნებლურად უთხრა რიდელმა, — შენ სოფლის ღრე
ობაზე როდი ხარ, აქ ფლოტია. წესები უნდა იცო
დე. არ მოგწონს ამხანაგების ხუმრობა? _ გასწი
აქედან. არავინ გაძალებს უსმინო მათ.
! — წარმოთქვა ჰანსმა.
ლამაზიიქნგეოგბოაგულში ჩაუვარდა!? — ღვარძლიანად
ჩაურთო ვიღაცამ კუთხეში.
ფრიც, ცუდადაა შენი საქმე: არც კი მიგა
სუნებინებენ!
თქვენ ყველანი პირუტყვები ხართ! ვაფურ
თხებ თქვენს სისაძაგლეს.
ფრიც ზიმელი თამბაქოს მოსაწევი ოთახიდან
გავიდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, უზომოდ შეუ
რაცხყოფილი იყო. იგი კუბრიგის გვერდით კიბის
ქვეშ დაიმალა. არ უნდოდა თავის ოთახში შესვლა,
არც ამხანაგებთან შეხვედრა. რა საწყენი იყო, რომ
ქალიშვილს არ ესმოდა გერმანული ენა, თორემ
გააფრთხილებდა, ნაპირზე მალე გადასულიყო.
კარგი იქნებოდა, რიდელს ფრიცისთვის ინგლისუ
რი ენა ესწავლებინა. სამწუხაროა, რომ რიდელს
118
სწორედ ამის შესახებ ვერაფერს ეტყოდა, რადგან
იგი ამხანაგებს ეთანხმებოდა.
თამბაქოს მოსაწევ ოთახში საუბარი ისევ გა
ცხოველდა. ამის მიზეზი იყო ოტოს ბილწი ოხუნ
ჯობა. ფრიცის ამბავთან დაკავშირებით საუბარი
წუთით შენელდა, მაგრამ ფანტაზია თავისას მოი
თხოვდა. საუბარი წვრილმანებსაც შეეხო. შემდეგ
მოიგონეს ქალები. ყველას უნდოდა თავისი ამბავი
ეთქვა. აქ ნაამბობის ნახევარზე მეტი ყოველმა მათ
განმა იცოდა, არა ერთხელ მოუსმენიათ, მაგრამ
ცხოვრებას მოწყვეტილი ადამიანები ისევ უბრუნ
დებოდნენ მას და ცდილობდნენ ძველი განცდებით
აღეგზნოთ სული.
არტური ოტოს მიუახლოვდა და ყურში ჩას
ჩურჩულა: „წავიდეთ, მოვილაპარაკოთ, როგორ
მოვაგვაროთ საქმე ორივემ ერთად. შეუძლებელია
ისეთი ნაზი არსება მთელ ეკიპაჟს ჩავუგდოთ ხელ
ში. ეს მეტისმეტი იქნება“.
საჭიროა ლეიტენანტიც ჩავრიოთ _ საქმეში,
ისე არაფერი გამოვა, — უთხრა ოტომ.
-

ერთი სიტყვით, აქედან წავიდეთ და ყველა


ფერზე მოვითათბირებთ. — მოითხოვა არტურმა.
ოტო ადგა და გააზმორა.
წავიდეთ!
ორივენი გავიდნენ. მათ ვერ შენიშნეს, რომ
უცებ ვიღაცის ჩრდილი თან აედევნათ.
119
— რ, არ მიყვარს, როცა დედაკაცი დამესიზმ
-

რება! მწყინს და გული მტკივა. ნამძინარევზე ჩერ


ჩეტივით ვაფათურებ ხელებს: აჰა, ესეც შენ!
საწოლი ცარიელია! ცხოვრებაც ამას ჰქვია, -

ნაღვლიანად თქვა ჰანსმა, — კიდევ კარგი, რომ ძი


ლისთვის ცოტა დრო მრჩება: მეორე ცვლაში უნდა
გავიდე.

რას იზამ, დასწყევლოს ეშმაკმა! ოდესმე


მივალთ ადამიანურ ნავსადგურში, სადაც სამიკიტ
ნოები და ცოცხალი ქალებია, თუ ღამღამობით ყო
ველთვის უნდა ავძვრეთ რომელიღაც საიდუმლო
სადგურებიდან, სადაც ყველაფერი ჩამკვდარია,
როგორც შავი ჭირის შემდეგ?
ნუ წუწუნებ, ჰაინრიხ! — მიუგო _ რიდელმა
და მეზღვაურს ხელი მხარზე დაადო. — ყველა
ჩვენგანს ელოდებიან ფერიები, ზღვის მეფის მშვე
ნიერი ასულები...
ეშმაკმა დასწყევლოს მათი სახსენებელი!
ისინი ალბათ ბაყაყივით ცივნი იქნებიან!
მეგობარო, წადი, უმჯობესია დაიძინო! იქნებ
-

სიზმარში მაინც ნახო ნავსადგური და ცქრიალა


ქალები...
თამბაქოს მოსაწევი ოთახი დაცარიელდა. მო
ტორები ყრუდ ხმაურობდნენ სიჩუმეში.
ნაღმსატყორცნი აპარატის ქვეშ ნიშში ფრიცი
მოკუნტული იჯდა, ფეხები უსივდებოდა, სუნთქვას
იკავებდა და ესმოდა საკუთარი გულის ძგერა, რო
120
შელიც მოტორების ხმაურზე ნაკლებად როდი
უხმობდა ყურთასმენას.
მახლობლად არტური და ოტო იდგნენ.
ფრიცი ყველაფერს ვერ გაიგონებდა, რადგან
ისინი ჩუმად საუბრობდნენ, მაგრამ ისიც კი, რასაც
მან ყური მოჰკრა, სრულიად კმაროდა, რომ გულ
ში მწვავე ტკივილი ეგრძნო. ნუთუ ისინი მართლა
გაბედავდნენ ამას? სამხედრო დებულება ამისა
თვის ხომ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს? ეს
ხომ აშკარა ამბოხება იყო! ნუთუ ლეიტენანტი
შეუერთდებოდა მათ? არა, ფრიცს სწამდა, რომ
როცა ისინი ყველაფერს ეტყოდნენ ლეიტენანტს,
ლეიტენანტი მაშინვე მოახსენებდა მეთაურს და
ორივე ამ პირუტყვს - აქვე დახვრეტდნენ. ასე
მოუხდებოდა მათ!
დანარჩენებს რა ვუყოთ? იკითხა ოტომ.
არავის! ღვარძლიანად უპასუხა არტურმა,–
ამ ეშმაკის კერძთაგან არც ერთს არ მივაკარებთ.
-

მე ვფიქრობ, რიდელს უნდა გავანდოთ საქ


მე. იგი არ დახარბდება ხორცს და, თუ ვანგელის
ადგილს მიიღებს, სულელი კი არაა, ვერ გაიგოს,
რომ ასე ადვილად ყოველთვის როდი შეიძლება
მიაღწიო უნტერ-ოფიცრის ადგილს.
-

ეს რა საჭიროა? — შეეკითხა არტური.


-

რიდელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს


მთელ ეკიპაჟში. თუ ის აგყვა, საქმე წაღმა და
ტრიალდება.
121

კვირის
მხოლოდ მალე უნდა დამთავრდეს ყოველი
ვე, — წასჩურჩულა არტურმა, — ეს ამბავი სამ
ხედრო ამოცანის შესრულების საბაბით უნდა მოხ
დეს. ამის შემდეგ საჩქაროდ უნდა გავიდეთ გიბ
რალტარში. ჩვენი დამსახურება ყველაფერს დაფა
რავს. თუ გადავრჩით, ხომ კარგი, თუ არადა, ჯანიც
გავარდეს! სულ ერთია, ასე იქნება თუ ისე, რა
მნიშვნელობა აქვს!..
-

არტურ, მხოლოდ მანამდე ნუ ჩაეჩხირები,


ვიდრე არ გეტყვი. შენ არ შეგიძლია ილაპარაკო
რიდელთან, ცხადია, მით უფრო ამას ვერ შეძლებ
ლეიტენანტთან. მე პირადად მოველაპარაკები
ორივეს და ხვალ საღამოს აქვე, სწორედ ამ ადგი
ლას გადავწყვიტოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. მაშ
ასე, წავიდეთ, შენ შენი კაიუტისაკენ, მე კი წავალ
ლეიტენანტთან. კლაისტი ვახტზეა, ზენდენიც მარ
ტოა კაიუტაში, სწორედ მოხერხებული დროა!
ფრიცი ციებ-ცხელებით შეპყრობილივით ძაგ
ძაგებდა; არ იცოდა, რა გადაწყვეტილებას დადგო
მოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ რაღაც უნდა ეღონა
აუცილებლად და სასწრაფოდ, ვინაიდან ჭექა-ქუ
ხილი ძალიან სწრაფად ახლოვდებოდა.
კიდევ დიდხანს იჯდა აქ, ფიქრობდა იმაზე, თუ
რა ხდებოდა ნავში, შემდეგ ქეთის კაიუტასთან
მიიპარა და კართან დადგა, მღელვარებას ძლივს
იკავებდა. კაიუტაში სრული სიწყნარე იყო. დიახ,
ასე ჯობდა. ფრიცი ყოველღამე დაიძინებდა აქ, ქე
თის კარის ზღურბლთან.
122
თავი მეათე

სიკვდილის პარიბჭე

მეორე დღეს ფრიცი დილაადრიან წამოხტა.


ეშინოდა ვინმეს არ შეენიშნა კაიუტის კართან
იატაკზე მწოლი, ვინაიდან მერე დაცინვით აიკლებ
დნენ. ფრიცი ლიუკისკენ მიმავალი კიბის ქვეშ შე
ვიდა. აქედან კარგად შეიძლებოდა ამერიკელი ქა
ლის კაიუტისათვის თვალყურის დევნება.
დილით ზემოთ შტორმი გაძლიერდა და ზღვის
ღელვა აქაც, წყალქვეშაც იგრძნობოდა.
ფრიცი იჯდა, ძვირფას კარს შესცქეროდა და
ფიქრობდა: კარგი, აქ დავიძინება ყოველღამე, თა
ნახმად გადაწყვეტილებისა, მაგრამ რა გამოვა აქე
დან? საქმე ისაა, რომ მათ უნდათ კაპიტნის დაპა
ტიმრება. სულ ერთია მე ვერაფერს გავაწყობ,
-

როცა ეკიპაჟი ლეიტენანტთან ერთად ნავის ბა


ტონპატრონი გახდება. ჩემი დახმარება უაზრობა
იქნება, მათ ხომ სრულიადაც არ დასჭირდებათ
ღამეს უცადონ. მე ჩამსვამენ კარცერში, როცა შე
ვეცდები ამერიკელი ქალის დაცვას, ქალს კი რასაც
უნდათ, იმას უზამენ. საქმე მეთაურზეა, მხოლოდ
მას შეუძლია ქალი უბედურებისაგან დაიფაროს.
აუცილებლად უნდა გავაფრთხილო მეთაური. მაგ
რამ ეს ხომ ამხანაგების გაცემას ნიშნავს!
ფრიცი შეყოყმანდა. სკოლა და სამსახური ასე
ღრმად უნერგავდა ადამიანებს ერთსულოვნების
გრძნობას. ეჭვიანობა უცებ განქარდა. ფრიცი ერთ
123
ბაშად შეტოკდა, როცა შეშინებული ქეთი წუთით
გოლიათი ხეინლეინის ტორებში წარმოიდგინა. არა!
იგი ახლავე, ამ წამსვე ყველაფერს უამბობს მე
თაურს. სხვა გზა არ არის! მაგრამ როგორ უნდა
მოახერხოს ეს? მას ხომ არა აქვს უფლება მეთაურს
უშუალოდ მოახსენოს რაიმე?
ფუ, დასწყევლოს ეშმაკმა, რა შუაშია აქ
დისციპლინა, როცა საქმე ეხება „მას“, და იქნებ
მეთაურის სიცოცხლესაც! ფრიცი გაბედულად
მიუახლოვდა კაპიტნის კაიუტას.
ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. კაპიტანს, ალბათ სძი
ნავს. ფრიცი უმალვე გამობრუნდა და კიბის ქვეშ
გაჩერდა.
მთელი ღამის განმავლობაში მღელვარებამ და
იატაკზე ხანმოკლე ძილმა ფრიცი გატანჯა. მას ჩას
თვლიმა.
აქ რას აკეთებ?
ფრიცი უნტერ-ოფიცერ ვანგელის მრისხანე
-

ხმამ გამოაფხიზლა და გასწორდა.


რას დაეხეტები აქ უთენია? ღმერთი გამი
ყრეს თუ სულელი არ იყო! გეტყობ, კარცერი
მოგნატრებია! გასწი შენს ადგილზე!
ფრიცი უსიტყვოდ მიბრუნდა და გაქრა.
„ერთი ამას დამიხედეთ! ეს ღლაპიც სულ იმ
კაიუტისაკენ მიიწევს!“ — გულკეთილად გაიფიქრა
ვანგელმა. — „მაინც ვერ გამიგია, რა ჯადოა დამა
ლული ამ კაბაში, რომელიც ასე იზიდავს ჩვენს
მეზღვაურებს?“ — უნტერ-ოფიცერმა თავი მრა
124
ვალმნიშვნელოვნად გააქნია და სხვა სადარაჯოების
შესამოწმებლად წავიდა.
ფრიცი ერთსა და იმავე დროს დანაღვლიანე
ბულიც იყო და გახარებულიც. დანაღვლიანებული
იყო იმიტომ, რომ ძვირფას კაიუტას მოაშორეს,
მაგრამ უხაროდა, რომ კარცერში არ ამოჰყო თავი.
აქედან კი ყოველთვის მოახერხებდა კაპიტნისთვის
შეთქმულთა ამბავი ეცნობებინა, ოღონდ უნდა
აჩქარებულიყო, დრო კი ჰქონდა! ჯერ კიდევ ადრე
იყო და ფრიცი წავიდა, რომ ჩვეულებისამებრ
მზარეულს მიშველებოდა და კაიუტ-კომპანიის ზა
რისთვის დაეცადა.
მორიგეობა იცვლებოდა, რიდელმა განრიგი გა
მოაკრა; ოტოს დღეს საღამომდე არ ეცალა. ეს კი
მისთვის ხელსაყრელი არ იყო, ვინაიდან დღეს აუ
ცილებლად უნდა დაემთავრებინა მოლაპარაკება და
სამზადისი. გუშინ უკვე ესაუბრა ლეიტენანტს. არ
მოელოდა, რომ იგი თანაგრძნობით შეხვდებოდა
და მზადყოფნას შეჰპირდებოდა. მით უფრო მნიშვ
ნელოვანი იყო დღესვე მოეგვარებინა ყველაფერი.
ლეიტენანტიც ამასვე ფიქრობდა. ერთი სიტყვით
ოტოს ეს დღე სჭირდებოდა და მორიგედ დანიშვ
ნა მთელ საქმეს უფუშავდა. ამიტომ ხეინლეინი
გააღვიძა და შეუთანხმდა, მას ემორიგევა არაოფი
ციალურად, ეს არ ეცნობებინათ უნტერ-ოფიცრი
სათვის, რათა აერიდებინათ ყოველგვარი ფორმა
ლობა და ახსნა-განმარტება.
125
ნავში უკვე იღვიძებდნენ, ფრიცმა დრო იხელ
თა-და მეთაურს კარზე დაუკაკუნა.
მიიღო თუ არა ნებართვა, შევიდა. ჰერმანი ჯერ
კიდევ ლოგინში იწვა.
რა ამბავია? — ჰკითხა კაპიტანმა.
ფრიცი დაიბნა, უფროსისათვის უშუალოდ
-
არასოდეს მოუხსენებია ასეთი სერიოზული ამბები,
არ იცოდა, როგორ წამოეწყო საუბარი.
ჰერმანი საწოლზე წამოიწია, ნიდაყვს დაე
ყრდნო და ფრიცს მიაჩერდა. აკვირვებდა მისი დუ
მილი და საჩინო მღელვარება.
-
რას გაჩუმებულხარ? თქვი რა გინდა? შენ
გეკითხები!
ნება მომეცით მოგახსენოთ!..
რა-ო? — მრისხანედ ჰკითხა ჰერმანმა.
ფრიცს სასულეში რაღაც გადაცდა. საკვირვე
ლია, ყოველთვის უდროო დროს ამივარდება ხვე
ლაო, გაიფიქრა მან.
ბატონო კაპიტანო, აუცილებლად უნდა
-

მოგახსენოთ ზოგი რამ სამსახურის შესახებ.


ხომ არ შეიშალე? — გულკეთილად შეეკი
-

თხა ჰერმანი, — არ იცი, რომ უშუალოდ არ უნდა


-
·

მომახსენო?
ძალიან კარგად ვიცი!
- მიუგო აღელვე–
ბულმა ფრიცმა, — მაგრამ მინდა მოგახსენოთ მხო
ლოდ თქვენ და არა რიდელს!
ჰერმანს - გაეცინა — რა სასაცილოა ეს ფრიცი
თავისი ჟინიანობითო. კაპიტანი დღეს შესანიშნავ
126
გუნებაზე იყო. ეს ამბავი, რომ ორი დღის წინათ
მომხდარიყო, მეზღვაური ტყვიასავით გავარდებო
და გარეთ. სიყვარული მართლაც აკეთილშობი
ლებს ადამიანს.
მაშ, არამცდა არამც არ გინდა მოახსენო
რიდელს ან ვანგელს და გსურს უთუოდ მე მომა
ხსენო არა?
-

დიახ, თქვენ, ვინაიდან ეს ამბავი მხოლოდ


თქვენ გეხებათ!
კაპიტნის სიცილმა და გულითადმა კილომ ფრი
ცი გაამხნევა.
ოჰო! კარგი, თანახმა ვარ, თქვი, რა მოხდა?
ფრიცმა თავდაპირველად, ენის ბორძიკით
უთავბოლოდ დაიწყო ლაპარაკი, უმნიშვნელო
ამბებს ხელახლა უბრუნდებოდა, შემდეგ კაპიტანს
სულ უფრო ნათლად და ზუსტად უთხრა ყველა
ფერი, რისი მოწმეც იყო იმ ღამეს.
ჰერმანს გულკეთილი განწყობილება უცებ შეე
ცვალა, თვალებში სიცივე ჩაუდგა, ფრიცს გამსჭვა
ლავად მიაშტერდა.

— კარი დაკეტე — მოკლედ უთხრა ახალგაზრ


და მეზღვაურს.
ფრიცი - სწრაფად მიტრიალდა და ბრძანება
შეასრულა.
მომიახლოვდი! ასე, განაგრძე!
ფრიცმა მის მიერ მოსმენილ გეგმაზე წამოიწყო
ლაპარაკი.
ჰერმანს გულზე ცეცხლი მოედო, მაგრამ მაინც
127
მშვიდად იყო, მეზღვაურს თვალს არ აშორებდა.
არ შეიძლებოდა ჭაბუკი გულახდილი არ ყოფილი
ყო, მაგრამ საინტერესოა, რამ აიძულა, ამხანაგები
გაეცა? რა მოხდა? აწყენინეს, თუ ძველი ანგარი
შები აქვს რომელიმე მათგანთან გასასწორებელი?
ჰერმანისათვის ეს ჯერ კიდევ არ იყო ნათელი. ერთ
ხანს მოეჩვენა ყველაფერს ვხვდებიო, მაგრამ
დაეჭვდა — ასე იმიტომ მგონია, რომ მსურს ყვე
-

ლას თავზე მოვახვიო საკუთარი გრძნობებიო...


-
რატომ გაგაძევეს თამბაქოს მოსაწევი ოთა
ხიდან?
-

წავეჩხუბე მათ.
რაზე?
მის ქეთის გამოვექომაგე! — მცირე სიჩუმის
-

შემდეგ მიუგო ფრიცმა.


ახლა კი ყველაფერი ცხადი გახდა. ეს საიმედო
ნიადაგი იყო. ჰერმანმა საჩქაროდ ჩაიცვა.
ხომ არავინ დაგინახა, როცა ჩემთან მოდიო
დი? — შეეკითხა მეზღვაურს.
ახლა არა მაგრამ დილაადრიან ვანგელი წა
მაწყდა კიბის ქვეშ და კარცერში ჩაგდებითაც კი
დამემუქრა.
კარგიც უქნია, შენ მართლა წახვალ იქ!
-

მკაცრად უთხრა კაპიტანმა.


ფრიცი სახტად დარჩა, როგორ, კარცერში ჩაჯ
დეს იმიტომ, რომ...
მას ვერაფერი გაეგო.
კრეისლერმა გაიღიმა. წარმოიდგინა რა საში
128
ნელ უმადურობად უნდა მოსჩვენებოდა ჭაბუკს მი
სი საქციელი და როგორ დამწუხრდა მისი გული.
ამიტომ მიუახლოვდა ახალგაზრდას და მხარზე ხე
ლი დაადო:
-

ჩემო კარგო მეგობარო, შეუძლებელია არ


დაფასდეს ის, რაც შენ გააკეთე. მის ქეთიც გაიგებს
ამას, როცა ვუამბობ, და მადლიერი დაგრჩება.
ფრიცი წამოენთო. ო, ახლა კი მზად არის თუნ
დაც ერთი წელიწადი ჩაჯდეს კარცერში.
მაგრამ დღეს მაინც უნდა დაგსაჯო, რომ ჯა
შუშობა არ დაგწამონ, ვინაიდან ახლა სასტიკ ზო
მებს მივიღებ. ხალხი კვლევა-ძიებას დაიწყებს,
შეიძლება ეჭვი შენზეც კი მიიტანონ. განსაკუთრე
ბით გუშინდელი ჩხუბის შემდეგ. მე კი ეს არ მინ
და! გესმის? ამიტომ ახლა, როცა აქედან გავალ,
ისევ კიბის ქვეშ წაგაწყდები, ამის გამო ავანგელს
საყვედურს გამოვუცხადებ, შენ კი ერთი დღით
კარცერში ჩაგსვამ. ახლა კი გაიქეცი, არავინ დაგი
ნახოს. კარგად შენაყრდი - სამზარეულოში, რომ
მართლა ხმელ პურზე არ იყო და ათ წუთში კიბის
ქვეშ დამხვდი, გესმის?
ო, ბატონო კაპიტანო! — წამოიძახა ჭაბუკმა.
-

იგი სიხარულით აენთო, გრძნობდა თავის საქ


ციელის სისწორეს და სერიოზულობას, აღტაცებუ
ლი იყო აგრეთვე მეთაურის ეშმაკობით, უფრო
უხაროდა და აღაფრთოვანებდა ის, რომ ამ ამბავს
„მას“ ეტყოდნენ.
9. ი. ნიკიტინი
129
ფრიცმა ფრთხილად გააღო კარი, მიმოიხედა და
უჩუმრად გაქრა.
წუთის შემდეგ ჰერმანმა დარეკა. გამოცხადდა
რიდელი.
რატომ მოდიხარ შენ და არა ფრიცი?
ის არ გახლავთ, არ ვიცი, სად არის!
შენ გაანებივრე იგი, რიდელ! მისგან კარგი
მეზღვაური ვერ დადგება, ყავა და მორიგეობის
განრიგი მომიტანე.
„ეტყობა, ცუდ გუნებაზე ამდგარა“! — გაიფიქ
რა რიდელმა.
წუთის შემდეგ მან ყავა და განრიგი მოიტანა.
ჰერმანმა განრიგი დაკვირვებით გადაათვალიე
რა. ოტო შვარცკოპფი მთელი დღე მორიგეობს,
საინტერესოა როგორ მოაწყობს ამ თავისებურ
წყალქვეშა რევოლუციას? მაშასადამე, გადატრია
ლება გადაიდება, ყოველ შემთხვევაში ერთი დღე
ღამით მაინც! ახლა ცხადზე ცხადია, რა უნდა გა
კეთდეს. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა აგიტაცი
ისათვის ნიადაგი გამოეცალოთ: საჭიროა გიბრალ
ტარისკენ დაუყოვნებლივ წასვლა, მთავარია, ეს
ოფიციალურად ეცნობოს ყველას.
ჰერმანმა საათს დახედა. დროა ფრიცის დასაპა
ტიმრებლად წავიდეს და, თანახმად შეპირებისა,
კარცერში ჩასვას. ჩინებული ჭაბუკია, ისიც შეყვა
რებულია ქეთიზე. ჰერმანი გავიდა... თითქმის იმა
ვე დროს ქეთის კაიუტიდან გამოვიდა ოტო.
ეს რა ამბავია? უწინარეს ყოვლისა, იგი სამო
130
რიგეოდ უნდა იყოს, გარდა ამისა რა უნდოდა ქე
თისთან?
-

შვარცკოპფ?!
მეზღვაური გაიჭიმა.
-
შენ მგონი მორიგეობ დღეს? რით აიხსნება
ეს სეირნობა?
დიახ! მაგრამ მე ხეინლეინმა შემცვალა. აქ
შემთხვევით მოვხვდი: კაიუტიდან ზარი მოისმა,
გამბუზში კი ამ წუთას არავინ იყო.
„აჰა! მორიგეობა გაცვალეს, რომ ოტო დღეს
თავისუფალი ყოფილიყო“.
ლიუკის კიბის ქვეშ რაღაც შეინძრა. ჰერმანმა
შეიხედა.
ზიმელ, შენ აქ რა გინდა? ეს რა უწესობაა
ეკიპაჟში? სადაა ვანგელი? _ გასწი ვანგელთან და
მოახსენე, რომ დღე-ღამით გაპატიმრებ, გაიგე?
დიახ! — ფრიცი გაიჭიმა და ვანგელთან წა
ვიდა, რომ მოეხსენებინა თავისი დაპატიმრების შე
სახებ. ოტომ ამ შემთხვევით ისარგებლა, მალე მო
შორდა მეთაურს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა,
რომ უგუნებოდ იყო.
ჰერმანმა ქეთის კაიუტის კარზე დააკაკუნა.
ქეთი აღელვებული ჩანდა. შევიდა თუ არა კა
პიტანი, ქალი ბავშვივით მიეკრა. რა მოხდა? რა
მოუვიდა?
ქეთიმ თვითონაც არ იცოდა! მთელი ღამე მშვე
ნიერ სიზმრებს ხედავდა, დილით ხალისიანად ადგა,
მხიარულ გუნებაზე იყო და უნდოდა ჰერმანის ნა
131
ხვა, მაგრამ ერთავად მოშხამა _ ამ უზრდელი მე
ზღვაურის მოსვლამ. ეს ის მეზღვაური იყო, რომე
ლიც „კოლორადოზე“ მასზე ოხუნჯობდა. ქალს
კარგად დაამახსოვრდა მეზღვაურის გადმოშვებუ
ლი ულვაშები და კვადრატული სახე. და აი, დღეს
როცა არ დაურეკავს და არც არავინ გამოუძახებია,
დაუპატიჟებლად შემოეთრია აქ. ქეთიმ სთხოვა
ოთახიდან გასულიყო, მაგრამ იგი დიდხანს და
უტიფრად ათვალიერებდა მას თავით ფეხებამდე:
მეზღვაური ქალს მიშტერებოდა, უცნაურად უბრ
წყინავდა თვალები, რომლებშიც ქეთი მუქარასა და
დაცინვას ამჩნევდა.
ქეთი უნებლიეთ შიშმა მოიცვა. იძულებული
გახდა რამდენჯერმე გაემეორებინა ბრძანება, რომ
მეზღვაური კაიუტიდან გასულიყო. მერე კი ფეხები
დაუბაკუნა. მეზღვაურმა უტიფრად გაიღიმა და ნე
ლა გავიდა. კარებში კიდევ ერთხელ მოიხედა.
თითქოს ემუქრებაო. ო, ქეთი გრძნობდა, რომ და
დგა ჟამი განშორებისა! მალე უნდა გადასულიყო
ნაპირზე. უკვე ცხადი ხდებოდა, რომ მისი აქ ყოფ
ნა ანერვიულებდა ყველას, თანაც უწესრიგობას
თესავდა.
ჰერმან, მალე გაიარეთ გიბრალტარი! მაშინ
შეძლებთ დაუბრუნოთ მიწას თქვენი მარგალიტი.
ის ჩუმად იქნება თავის ნიჟარაში და დაგელოდე
ბათ...

ჰერმანი მოეხვია და გულზე მიიკრა იგი...


ეს არ მოხდება!.. — ნაღვლიანად წარმოთქვა
-

132
მან. — თქვენ მაინც ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩე
-

მო. ბავშვო! რა საჭიროა უადგილო შიში? ოღონდ


გაფრთხილდით, დღეს ნურსად გახვალთ! რიდელის
გარდა სხვა არავინ შემოუშვათ თქვენთან! მე კი
ახლავე დავამყარებ წესრიგს და ვეცდები ამაღამვე
გაგატაროთ „სიკვდილის - კარიბჭეში“, ანუ, რო
გორც ძველად უწოდებდნენ მას, გიბრალტარში...
ჰერმანი თავის კაიუტაში დაბრუნდა და, უწინა
რეს ყოვლისა, ზენდენს გამოუძახა.
ბატონო ლეიტენანტო, სად ვიმყოფებით?
მაღლა არ ავსულვარ, ზემოთ დიდი ღელ
ვაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩრდილოეთ განედის დაახ
ღოებით 360-სა და დასავლეთ გრძედის 100-ზე
უნდა ვიყოთ.
მაღლა ადით და შეამოწმეთ!
აწლავე?
-

დიახ! დაუყოვნებლივ!
ჰერმანს ამ წუთში სრულიად მშვიდი, მაგრამ
ლითონისებური და მტკიცე ხმა ჰქონდა.
ზენდენი შებრუნდა.
ჰო,
შეაჩერა იგი ჰერმანმა, — მორიგეო
ბის განრიგში არავითარი ცვლილება არ შეგაქვთ?
არა, — რამდენადმე გაკვირვებით უპასუხა
-

ზენდენმა.
ამას?
— განა რაიმე აუცილებლობა მოითხოვს
არა, ისე შეგეკითხეთ!
შემიძლია წავიდე?
133
წაბრძანდით. გთხოვთ, შემოწმების შედეგე
ბი დაუყოვნებლივ მაცნობოთ!
წავიდა თუ არა ზენდენი, ჰერმანმა უმალვე და
რეკა და ბრძანება გასცა ვანგელი გამოიძახეთო.
ვანგელ, ჩასვით თუ არა ზიმელი კარცერში?
დიახ, ბატონო კაპიტანო!
დღე-ღამით?
დიახ!
ნახევარი დრო შეუმცირეთ! პირველ შემ
თხვევაში ეყოფა. ვანგელ, მე უკმაყოფილო ვარ
ეკიპაჟით; ხალხმა ძალიან აიშვა თავი. რეპრესიე
ბი არ მიყვარს, თქვენ ეს იცით, მაგრამ იძულებუ
ლი ვარ მივმართო მათ, რადგან უწესრიგობა სა
ზღვარს გასცილდა: ზიმელს მე თვითონ წავაწყდი
ლიუკის კიბის ქვეშ, უსაქმოდ დაბორიალობდა.
„შეხეთ ამას! გაიფიქრა ვანგელმა, ის ჯა
დოქარი უნდა მოვიშოროთ“.
სწორედ ამ წუთში მომახსენა ზენდენმა,
რომ ხეინლეინისათვის სრულიად არ მიუცია ნე
ბართვა შეეცვალა შვარცკოპფი დღევანდელ მო
რიგეობაში; ეს შეცვლა უსათუოდ არასაპატიო მი
ზეზით მოხდა. ცხადია, შვარცკოპფი უსაქმურობს
და კაიუტ-კომპანიაში სეირნობს. იცით თუ არა
თქვენ ეს?
-

არა, ბატონო კაპიტანო! — ვანგელი დაფრ


თხა, რადგან ეს სერიოზული უწესრიგობა იყო.
მით უარესი! მაშასადამე, ეს ხდება _ თვით
ნებურად! ამიტომ გთხოვთ, თვითეული მათგანი
134
დააპატიმროთ 48 საათით! თქვენ კი, ვანგელ, მხო
ლოდ თქვენი თავდადებული მუშაობის გამო,
ბრძანებით არ გიცხადებთ საყვედურს, ვკმაყოფილ
დები იმით, რომ აქ გიჯავრდებით მეგობრულად,
მაგრამ მოვითხოვ, დაუყოვნებლივ _ განამტკიცოთ
მთელი ეკიპაჟის დისციპლინა! გესმით?
ო, ძალიან კარგად მესმის, ბატონო კაპიტა
ნო, სიტყვას გაძლევთ, რომ ამის შემდეგ უწესრი
გობას ვერ ნახავთ აქ!
ვანგელი გახარებული და მადლიერი გავიდა,
რაკი დაუსჯელი გადარჩა, მზად იყო თავისი ავტო
რიტეტი დაუყოვნებლივ აღედგინა და მეზღვაურე
ბი მხეცურად დაეტუქსა. მათ მართლაც ძალიან
აიშვეს თავი.
ჰერმანი დაფიქრებული სცემდა ბოლთას. მთა
ვარი საქმე მოგვარდა. აურზაურის მოთავე ორივე
მეზღვაური იზოლირებული იყო. ვანგელს ეწადა
წესრიგი დაემყარებინა და თავს არ შეირცხვენდა.
გამოცხადდა ზენდენი. მას ზუსტად დაედგინა
გრძედი და განედი: ისინი იმყოფებოდნენ ჩრდი
ლოეთ განედის 35°,4′ და დასავლეთ გრძედის
9°,16′-ზე.
ჰერმანმა განკარგულება გასცა ჩრდილო-აღმო
სავლეთისაკენ აეღოთ გეზი. მან ასეთი გეგმა გააც
ნო ზენდენს: დაუყოვნებლივ გაემართება გიბრალ
ტარისაკენ. ახლა გასწევენ სულ ზედაპირით, ვი
ნაიდან საჭიროა ელექტროენერგიის მომჭირნეობა.
მერე დაეშვებიან სიღრმეში და ესპანეთის ნაპირით
135
მაროკოში მივლენ. იქ სიღრმეში უნდა შეყოვნდნენ
შუაღამემდე. ყველაზე უფრო მოსახერხებელია
კონცხ სპარტელის ახლოს გაჩერება. იქ ნაპირთან
ზღვის სიღრმე სულ 20 მეტრია და ფსკერზე დგომა
შეიძლება. ამიტომ პირდაპირ იმ კონცხისაკენ
უნდა გაემართონ. ღამით ნავი დიდ სიღრმეზე გას
წევს სრუტისაკენ. მართვას თვითონ ჰერმანი იკის
რებს, მაგრამ ზენდენიც თან უნდა ახლდეს და მის
ირგვლივ ტრიალებდეს, რადგან ეს მეტად საპასუ
ხისმგებლო მომენტია.
გთხოვთ გამოუცხადოთ ეს მთელ ეკიპაჟს,
უთხრა ზენდენს, და ჩააგონოთ, რომ დღევან
დელ გადასვლას განსაკუთრებული ყურადღებითა
და სიფრთხილით მოეპყრან. ბატონო ლეიტენან
ტო, მე მხოლოდ იმიტომ ვამბობ ამას, რომ უკანას
კნელი კვირის განმავლობაში ცოტა არ იყოს, ხალ
ხმა თავი აიშვა. ვანგელს განკარგულება მივეცი
მეზღვაურებს სადავე მოქაჩოს, ჭკუის სწავლების
მიზნით სამი მათგანი კარცერით დავაჯილდოვე.
ვინ გაბედნიერდა ამ ჯილდოთი? — ოდნავ
ირონიულად შეეკითხა ზენდენი.
უწინარეს ყოვლისა, ხეინლეინი და შვარც
კოპფი, შემდეგ კი — ზიმელი, — მიუგო ჰერმანმა
და ლეიტენანტს პირდაპირ სახეში მიაჩერდა. -
ზენდენ, თქვენ მგონი გაციებთ!
-

არა, არა! თუმცა ნაწილობრივ ეს მართალია:


დღეს განსაკუთრებით უქეიფოდ ვარ.
ზენდენი გავიდა, იგი სიბრაზისაგან კანკალებდა.
136
ნამდვილად ეშმაკი წყალობს კრეისლერს. ცხადია,
ეს შემთხვევითი ამბავი არაა. რატომ მაინცადა
მაინც დღეს, როცა ყველაფერი უნდა გაეკეთები
ნათ, უცებ გასწიეს გიბრალტარისაკენ, ორივე შე
თქმული დაპატიმრებულია, მას კი მთელი ღამით
ჯიხურში სამუშაოდ ეძახის? არავის შეეძლო დაეს
მინა. არც ერთმა სულიერმა არაფერი იცოდა ამის
შესახებ. მხოლოდ ეშმაკს, კუდიანს თუ შეეძლო
სცოდნოდა, სხვას არავის! — ფიქრობდა ზენდენი.
გაოგნებული და ბრაზმორეული ლეიტენანტი
ბრძანების გაცემამდე თავის კაიუტაში უნდა შესუ
ლიყო. მას ვერაფრით აეხსნა მეთაურის გამჭრია
ხობა.

მალე ნავის მთელმა შემადგენლობამ იგრძნო,


რომ კაპიტანი კრეისლერი, რომელიც მთელი გასუ
ლი კვირის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ნა
ვის მეთაურობას, ეკიპაჟს კვლავ ჩაუდგა სათავე
ში.

ვანგელი დიდი მონდომებით ამყარებდა წეს


რიგს. რიგგარეშე მორიგეობა, საყვედურები, კარ
ცერში დამწყვდევით დამუქრება, — ასეთი იყო მის
მიერ მიღებული ზომები.
ეკიპაჟში სერიოზული მითქმა-მოთქმა ატყდა,
ამბობდნენ: ეტყობა, იმ გომბიომ წუხელ კაპიტანი
კარგად გაჯორაო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა სათანადო გან
წყობილება შეიქმნა, ჰერმანი თვითონ წავიდანა
ვის დასათვალიერებლად. მას არავისთვის მიუცია
137
შემჩნევა, მაგრამ ადვილად იგრძნობოდა, რომ ყვე
ლანი ქარში გაჭიმული იალქანივით დაძაბულად
იდგნენ სმენაზე.
ჰერმანი ალერსიანად გამოელაპარაკა ელექ
ტრომექანიკოს - პლესტერერს და მხარზე ხელი
მოუთათუნა. უთხრა: სერიოზული მომენტი დგება
და მოხარული ვარ, რომ სავსებით შემიძლია გენ
დოთ. თუ სრუტე მშვიდობიანად და უვნებლად გა
ვიარეთ, ყველაზე ადრე იქნებით ჯილდოზე წარ
დგენილიო.
როცა ჰერმანი შეხვდა რიდელს, სახიფათო ჟამს
მეზღვაურთა მტკიცე სულიერი განწყობილების
შექმნის მიზნით მისი ავტორიტეტი მოიშველა:
რიდელ, თქვენ პატივს გცემთ მთელი ეკიპა
ჟი, რაც ნამდვილად სამართლიანად დაიმსახურეთ.
სიმართლე უნდა ითქვას, დიდი ხანია ღირსი ხართ
უნტერ-ოფიცრის წოდებისა.
რიდელი კმაყოფილებისაგან წამოენთო.
მე ვფიქრობ — განაგრძო. ჰერმანმა, ხმელ
თაშუა ზღვაზე ოპერაციის დამთავრების შემდეგ
შემიძლია მოგილოცოთ ეს წოდება.
მოწინააღმდეგეთა გეგმები უკვე ჩაფუშული
იყო, გადატრიალების მოწყობის საბაბი გაქარ
წყლებული, მისი ფესვები ამოძირკვული, ხოლო
ძალა დაქსაქსული და დაქუცმაცებული.
ჰერმანი ქეთისთან წავიდა.
ქეთის ძალიან გაეხარდა მისი მოსვლა. მარტო,
ნაღვლიანად ჯდომა მოსაბეზრებელი იყო.
138
რა ექნა ჰერმანს. იძულებული გახდა მისთვის
ეთქვა, რომ დროებით ფრთხილად ყოფილიყო.
დილით ამის თქმა არ უნდოდა, მაგრამ ახლა, როცა
წესრიგი აღდგა, ჰერმანს შეეძლო ეცნობებინა,
რომ გადატრიალება მზადდებოდა. მეზღვაურები
უკმაყოფილონი იყვნენ და ქეთის იმიზეზებდნენ.
ო, ქეთის იმთავითვე - ტყუილუბრალოდ როდი
ეშინოდა ამ არამზადებისა! ყოველთვის ინსტინქ
ტურად სძულდა - ლეიტენანტი. ჰერმანს, ალბათ,
ახსოვდა, ქეთიმ რომ უთხრა, ფრთხილად ყოფილი
ყო. მასთან. ქალები ალღოიანები არიან. ქეთი
ამჩნევდა, რომ ეს კაცი ჰერმანს სიძულვილით და
შურით უყურებდა.
თქვენ არარაობად მიგაჩნდათ და გეგონათ
სახიფათო კაცი არ იყო. ფრიცი კი სათნო ად
ნია! მზადა ვარ გადავკოცნო. თქვენ არ ყოფილ
ხართ გონებამახვილი, არ უნდა ჩაგესვათ კარ
ცერში.
ძვირფასო ქეთი, ნურაფერში დამდებთ
ბრალს. შემიბრალეთ! მე უკანასკნელად გხედავთ.
ამაღამ თვითონ უნდა ვიდგე ვახტზე. ხვალ კი...
ხვალ, უკვე ვეღარ გნახავთ.
ქეთის შეებრალა იგი, მაგრამ რა შეეძლო, რით
დახმარებოდა? არ მოშორებოდა და მასთან ერთად
მომკვდარიყო? ქეთი პირველად გახლდათ შეყვა
რებული, — ასე ეჩვენებოდა თავად. ამასთანავე
გრძნობდა, რომ მის არსებაში ყველაფერი უმხედრ
139
დებოდა ნებაყოფლობით სიკვდილს. ნეტავ შეძ
ლებოდა ჰერმანი წაეყვანა აქედან მისი დედისა და
თავის ბედნიერებისათვის!
ქეთიმ თავზე ნაზად გადაუსვა ხელი.
ჰერმან, უკანასკნელად ვისადილოთ ჩემთან
ერთად, კარგი?
ჩემო ძვირფასო, ჩემო ქეთი!
ქეთი ნელა იცილებს ჰერმანს და ცდილობს
ალერსიანი
ბა.
სიტყვებით გამოისყიდოს ეს თავშეკავე
ისინი ერთად სადილობენ და საუბრობენ
მომავალზე. ქეთი დაუცდის მას. ქეთი ათ დღეში
კადიქსში უნდა იყოს. თუ ხმელთაშუა ზღვაში ოპე
რაციები - მშვიდობიანად დამთავრდა, ჰერმანი
ესპანეთის ნაპირზე გადავა და ჩავა მასთან. წყალ
ქვეშა ნავს დროებით ზენდენს მიანდობს. ჰერმანს
რატომღაც სჯერა, რომ დღევანდელი გადასვლა
ძნელი არ იქნება: ბუნება ხელს უწყობს მათ. ქა
რიშხალი ისე გაძლიერდა. ყოველგვარი დაკვირვება,
განსაკუთრებით სიღრმეში, ძნელი იქნება. ჰერმანის
აზრით მაღლიდან მოსალოდნელი ყოველგვარი ხი
ფათისაგან თავის დასაღწევად უმჯობესია ასი მე
ტრის სიღრმეზე დაეშვას. თუ მართლა ჩაშვებუ
ლია ბადეები, ისინი ამ სიღრმემდე მაინც ვერ მი
წვდებიან. მართალია, წყლის საშინელი წნევის
გამო სვლა ძნელი იქნება, მაგრამ ნავი მკვიდრია და
გაძლებს. სამაგიეროდ, მოწინააღმდეგის მზვერავ
140
თა ხაფანგში მოხვედრის საფრთხე თავიდან აცი
ლებული იქნება.
რა მოხდება, თუ ნავს ავარია შეემთხვა, ან არ
დაემორჩილა მართვას, როგორც ეს ჩრდილოეთის
ზღვაში მოხდა?
მე ვერ გადავიტან ასეთ საშინელებას. ახლა,
როცა თქვენ ჩემთან ხართ, იძულებული ვიქნები
დაუყოვნებლივ მოგკლათ და თავიც მოვიკლა, რა
თა თავიდან აგარიდოთ ძალმომრეობა, რაც სავსე
ბით მოსალოდნელია სასიკვდილოდ განწირულ
ადამიანთა შორის ყოფნისას.
არა, ჰერმან, თქვენ ამას იზამთ უკანასკნელ
წამს. იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოთ. ნუთუ
ასეთ შემთხვევებში გადარჩენის რამე საშუალება
არ არსებობს?
არის ერთი მომენტი, — დაფიქრებით მიუ
გო ჰერმანმა, — მაგრამ მთავარია შეარჩიოთ ის.
უნდა გახსნათ ლიუკი სწორედ მაშინ, როცა წყლის
წნევა გარეთ და ჰაერის წნევა შიგნით თანაბარი
იქნება; ამ შემთხვევაში ნავში წყალი შემოვარდება,
ნავიდან კი ჰაერის ძლიერი ნაკადი იწყებს დენას.
ჰაერის ჭავლის დაწოლით შეიძლება ნავიდან გამო
ცურდეთ და შემდეგ ზემოთაც ამოყვინთოთ. მაგ
რამ ძნელია ამ მომენტის შერჩევა. ეს გარემოება
კი ერთბაშად და აუცილებლად ღუპავს იმათ, ვინც
ნავში დარჩება და დროზე არ აღმოჩნდება ლიუკის
ახლოს.

ეს მეორე მხარე სრულიად არაა მნიშვნე


141
ლოვანი, — თქვა _ ქეთიმ, — ერთბაშად
-
სიკვდილი
სჯობია აგონიას და გაგუდავს. თქვენ ეს მითხარით,
ასე მართლა მოქცეულა ვინმე, თუ მხოლოდ თეო
რიულად არსებობს ამგვარი ხერხი?
არა, ასეთი რამ შეემთხვა ფრანგების ერთ

ერთ წყალქვეშა ნავს მშვიდობიანობის დროს.


ოთხმა კაცმა მოასწრო ლიუკის კარიდან გაძრომა
და გადარჩნენ კიდეც. დანარჩენები კი დაიღუპნენ.
ნასადილევს ისინი საწოლზე ერთიმეორეს
გვერდით ისხდნენ; ჰერმანი მოკრძალებით კოცნი
და ქეთის თითებს და ჩასცქეროდა თვალების
ლურჯ სარკეში. უკვე წასვლის დრო იყო. ჰერმანმა
ვედრებით სავსე მზერა შეავლო ქეთის. ძალიან
უნდოდა დაეკოცნა მისი თვალები, ქეთის არ შეეძ
ლო უარი ეთქვა და ჰერმანის მხურვალე ტუჩების
შეხებაზე ქუთუთოები შეუტოკდა.

ქროდა ნორდ-ვესტი, ოკეანე ღმუოდა და ცოფს


ჰყრიდა. ძირს ჩამოწოლილი ღრუბლები სამხრე
თისაკენ მიცურავდნენ. ღელვა ნავს აქეთ-იქით
ისროდა, შეუძლებელი იყო ლიუკების გაღება ჰაე
რის გასაწმენდად და ახალი მარაგის ასაღებად.
რწევა ნავის განსაკუთრებული ფორმის გამო საოც
რად აუტანელი იყო. მაგრამ უკვე ტერიტორიული
წყლების ზონას უახლოვდებოდნენ და სიფრთხილე
მოითხოვდა ჩასულიყვნენ სიღრმეში. პერისკოპის
თვალი ზედაპირზე რჩებოდა, რწევამ თუმცა იკლო,
წყალქვეშ მაინც იგრძნობოდა.
142
კრეისლერმა ნავის ყოველგვარი სვლა შეამო
წმა; რამდენიმე სასინჯი და სწრაფი მანევრი განა
ხორციელა. ნავი ჩინებულად ემორჩილებოდა. გე
ზი ჩრდილოეთისაკენ აიღეს. აფრიკის ნაპირები
ჰორიზონტზე მალე აისახა. ორიოდე საათის შემ
დეგ ნავი კიდევ უფრო ღრმად წავიდა და ნაპირს
გაჰყვა. ორიენტაციის გასარკვევად პერისკოპი წუ
თით გამოჩნდა და ნავი ნელა დაეშვა რბილ
ქვიშიან ფსკერზე კონცხ სპარტელთან, თითქმის
ტანჯერის მახლობლად. სიჩუმე ჩამოვარდა, მოტო
რები დუმდა. ნავის მთელი ცხოვრებაში მდუმარე
დაძაბულობამ დაისადგურა. ასე იდგნენ დაახლოე
ბით სამი საათის განმავლობაში.
კრეისლერმა ევანგელს გამოუძახა, უბრძანა
ფრიცი პატიმრობიდან გაენთავისუფლებინა და
მასთან მიეყვანა.
ფრიცი ისე მხიარულად გამოცხადდა, თითქოს
კარცერიდან კი არა, ბალიდან მოვიდა.
მის ქეთისთან შედი კაიუტაში და ეს ბარათი
გადაეცი, შემდეგ მისი კაიუტის კართან ისე დადექი,
თითქოს საგუშაგოზე იყო. თუ ვანგელმა ან
უფროსთაგან ვინმემ მიზეზი გკითხა, უთხარი, რომ
დგახარ ჩემი პირადი განკარგულებით. ალაბათ მო
შიებული ხარ, ჯერ მზარეულთან გასწი და შე
ნაყრდი!

სრულ ათ საათზე კრეისლერი თავის ადგილზე


დადგა (ზენდენიც გვერდით ჰყავდა) და ნავმა ნელ
ნელა იწყო ამოსვლა.
143
ფრიცმა ქეთის ბარათი გადასცა. ჰერმანი - ლო
ცვა-კურთხევას სთხოვდა მას, თან წერდა
აუცილებლად მოფერებოდა ფრიცს, რომელიც იმ

-
ღამეს მის კართან იგუშაგებდა.
ქეთიმ ფრიცს ალერსიანად გაუღიმა და ხელი
გაუწოდა. მეზღვაური მხურვალედ დაეკონა ქეთის
ხელს, მერე სიხარულითა და მღელვარებით სულ
შეგუბებულმა ინგლისურად - წაიდუდუნა: „მის! ო,
მის!“ ფრიცმა ინგლისურად. ეს ერთადერთი სიტყვა
იცოდა და მით გამოხატა ყველაფერი, რაც სულსა
და გულს უვსებდა. ბედნიერებისგან ცრემლმორე
ული ფრიცი გამოვარდა კარში და იქვე ქანდაკება
სავით გაქვავდა.
ქარიშხალი არ ცხრებოდა, ჰორიზონტი სავსე
ბით გაქრა. პერისკოპში მხოლოდ ის ჩანდა, რომ
შორეული პროჟექტორების შუქი ღამის წყვდიადს
დროდადრო აპობდა და სრუტისკენ განუწყვეტლივ
ჯარად მიმავალ აქოჩრილ ტალღებზე დახტოდა. ის
ტალღები, რომლებიც სრუტეში ვერ აღწევდნენ,
გაშმაგებით ასკდებოდნენ კლდოვან ნაპირს, ყალყ
ზე დგებოდნენ და უკუიქცეოდნენ დალეწილნი და
ძალაგამოცლილნი.
კრეისლერმა გადაწყვიტა სრუტის ყელამდე ზე
დაპირის მახლობლად ევლო. სხვა დროს ამის გაკე
თება სისულელე იქნებოდა, მაგრამ ახლა კაპიტანს
მხედველობაში ჰქონდა შექმნილი გარემოება. ასეთ
ღამეში, აქაფებულ ტალღების როკვაში პროჟექ
ტორი პერისკოპის პატარა ხაზს ვერ დაიჭერდა,
144
მზვერავი გემების პროჟექტორთა ჯვარედინი
შუქი, რომელიც ყოველ მხარეს სერავდა ზღვას, და
ტარიფის შუქურას ძლიერი, თანაბარი სინათლე
კაპიტანს სრუტის ყელს უჩვენებდა.
ნავი ნელ-ნელა დაეშვა სიღრმეში და მშვიდად
განაგრძო გზა. ჰაერი თანდათან შეიხუთა. ორი
საათის შემდეგ ისეთი სიცივე დადგა, რომლის
მსგავსი არასოდეს ყოფილა ნავში. ქეთი საბანში
გახვეულიყო, თანაც ყველაფერი დაეხურა და კან
კალებდა. არ ეძინებოდა, გონებით სულ ჰერმანთან
იყო. ნავში მყოფთა ნერვიული დაძაბულობა მასაც
დაეუფლა, ხანდახან შიშის ზარით წარმოიდგენდა,
რომ დამარხული იყო, რომ ასი მეტრის სისქე წყა
ლი, რომელიც ზემოდან დასწოლოდათ, ფსკერზე
მიაკრავდა და ვერასოდეს გამოვიდოდნენ ზევით.
ამ დროს იწყებდა ლოცვას ისე, როგორც ბავშვო
ბაში იცოდა.
ფრიცი კაიუტის კართან გაშეშებული ფიქრობ
და მხოლოდ ქეთიზე და მის პატარა ხელზე, რო
მელსაც კოცნიდა.
კრეისლერი კომპასსა და რუკას ჩაშტერებოდა.
ჟიროსკოპით ყოველ წუთს ამოწმებდა კომპასის
ისრის გადახრას, რასაც იწვევდა ნავში წარმოქმნი
ლი ელექტროტალღები. ახლა ადვილად შეიძლე
ბოდა მიმართულების დაკარგვა და რომელიმე
წყალქვეშა კლდეზე შენარცხება. კრეისლერი ცდი
ლობდა ევლო აფრიკის ნაპირების ახლოს, სადაც
წყალი უფრო ღრმა იყო და წყალქვეშა მთებზე
10. ი. ნიკიტინი 145
დაჯახების საშიშროებაც ნაკლებად მოსალოდნე
ლი გახლდათ.
ნერვიული დაძაბულობა უკანასკნელ საზღვარს
უახლოვდებოდა. დაძაბული შინაგანი ხედვა ჰერმა
ნის წინ თითქოს განზე სწევდა ნავის კედლებს. კა
პიტანი ფხიზლად ჩაშტერებოდა უზომოდ სქელ,
მუქ წყალს და მთელ გზას ისე ნათლად ხედავდა,
როგორც ლოცმანები კლდეებსა და მეჩეჩებს შო
რის გავლის დროს.
ექვსი საათის სიარულის შემდეგ ნავმა ნელ-ნე
ლა იწყო ამოსვლა.
აჰა, როგორც იქნა პრიზმაში უკვე გაკრთა გა
რიჟრაჟის მკრთალი სინათლე. ჰორიზონტი მოწმენ
დილი იყო, ზღვაც დამშვიდებული; პირდაპირ სამ
ხრეთით ჯერ კიდევ კიაფობდა საბრუნი შუქურას
ფერადი სინათლე პუნქტა-დელა-ალმინაზე, ესპა
ნეთის ციხე-სიმაგრის მახლობლად.
კრეისლერმა შვებით ამოისუნთქა და გონებაში
პირჯვარი გადაიწერა. „სიკვდილის კარიბჭე“ მშვი
დობიანად განვლეს.
ჰერმანს ღრმად სწამდა, რომ ქეთის ბედნიერე
ბა მოჰქონდა მისთვის.

თავი მეთერთმეტე

გედის ხუნდეგი

ხმელთაშუა ზღვა იმ წელიწადს ჰგავდა აღმო


სავლურ ბაზარს, სადაც სხვადასხვა ხალხთა და
ეროვნებათა ენებსა და კილოკავებზე განუწყვეტე
146
ლი ჟრიამული გაისმის. მას შემდეგ, რაც იძულე
ბული გახდა ხელი აეღო დარდანელის სრუტის
ვიწრო ხვრელში ძალით გამძვრალიყო და კონსტან
ტინეპოლს დაუფლებოდა, თურქეთი - ხანგრძლივ
ბლოკადაში მოჰყვა. მთელი ზღვა სხვადასხვა ეროვ
ნებათა გემებმა აავსეს და ყოველი მიმართულებით
სერავდნენ მას..
მტრედისფერი, გამჭვირვალე ზღვა, ეს კაცობ
რიობის აკვანი დასაბამიდანვე, ახლა ვეება სამხე
დრო ბანაკივით ქოთქოთებდა. ძნელი წარმოსადგე
ნი იყო, რომ მეთევზეთა სანდალსაც კი შეუმჩნევ
ლად გაეღწია აურაცხელი მზვერავსა და სათვალ
თვალო პუნქტს შორის, გემებსა და ნაპირებზე
დადგმულ ასობით რადიოსადგურს შორის, რომ
ლებიც ყოველ წუთს უკავშირდებოდნენ ერთმა
ნეთს. ყველა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული
და ყოველთვის შეეძლო გაერთიანება. ყველა ნავ
სადგურის შესასვლელი დიდ მანძილზე დაენაღმათ.
სავაჭრო გემები მიჰყავდათ გამოცდილ ლოცმანებს,
რომლებმაც იცოდნენ ამ მრავალრიცხოვანი დანა
ღმული ზონის განლაგება და გეგმა. მივარდნილ
ადგილებში, გემების მოძრაობისათვის უჩვეულო
გზებზე პატარა მზვერავი წყალქვეშა ნავები დაცუ
რავდნენ, ვინაიდან აქედან შეიძლებოდა შემოჭრი
ლიყვნენ მოწინააღმდეგეები ან ჯაშუშები. სანაპი
როებსა და კუნძულებზე მისაბმელ ბურთებსა და
ფრანიან აეროსტატებზე ყველგან ირხეოდა ასობით
საჰაერო სათვალთვალო პუნქტი. ჰიდროპლანების
147
ესკადრილიები - მტრედისფერ სივრცეს სერავდნენ
და ტალღებზე გიგანტური თოლიებივით მძიმედ
ეშვებოდნენ დასასვენებლად. ირგვლივ ყველაფე
რი გახლართულიყო ანტანტის ფხიზელი თვალისა
და სმენის ქსელში.
კაპიტან ფონ-კრეისლერს ასეთ პირობებში გაუ
ძნელდებოდა შეუმჩნევლად წყლის ზედაპირზე
ამოსვლა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ შორეულ და
სახიფათო რეისზე მოდიოდა, კარგად იცოდა, რომ
ხმელთაშუა ზღვა, მიუხედავად თავისი სიდიდისა,
იყო მტრის ყოველი მხრით დაცული ბანაკი, მაგ
რამ მას მაინც არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რას
წარმოადგენდა იგი სინამდვილეში.
იმ დროს, როცა ჰერმანი ოკეანეში მეკობრეობ
და და ინგლისის გზებზე სავაჭრო გემებს ესხმოდა
თავს, აქ ისეთი ამბავი მოხდა, რამაც აიძულა თავ
დასაცავად მთელი ტექნიკა აემოქმედებინა. ადრი
ატიკის ზღვიდან გაბედულად შემოჭრილმა ავსტრი
ის წყალქვეშა ნავმა იტალიის ორი ნაღმოსანი და
ინგლისის კრეისერი ჩაძირა. რადიოებმა ყოველი
მიმართულებით გადასცეს ცნობები. ეს იყო გაბე
დული და თავხედური გამოწვევა. ნავს უკვე
უთვალთვალებდნენ, ეძებდნენ მოხერხებულ დროს,
როცა ის იძულებული იქნებოდა დაბრუნებულიყო
თავის ბაზაში. ჰოდა, დასვენებას რომ აპირებდა,
მიაგნეს და პოლას მახლობლად ჩაძირეს. ამის შემ
დეგ ყველა გზაზე სასტიკი ზომები იქნა მიღებული.
საბედნიეროდ ჰერმანის ნავის ეკიპაჟმა ეს არ
148
იცოდა და დამშვიდებული იყო, თუმცა ყველა
გრძნობდა, რომ დადგა დრო, რომელიც სრულიად
არ ემსგავსებოდა ღია ოკეანეში სეირნობის ჟამს.
ერთი საათის შემდეგ, როცა ჰერმანმა მადლო
ბა მოახსენა თავის ბედს გიბრალტარზე მშვიდობია
ნად გასვლისათვის, ნავის მეთაურობა კლეისტს
მიანდო, თან განკარგულება გასცა, ევლო პირდა
პირ, ჩრდილო-აღმოსავლეთით, პიტიუზის კუნძუ
ლების მიმართულებით, თვითონ კი კაიუტას მია
შურა. უძილოდ გატარებული დღე-ღამის განმავ
ლობაში ნერვიულობის შემდეგ დასვენების უფლე
ბა ჰქონდა, მაგრამ გადაღლამ თავი იჩინა და ვეღარ
იძინებდა. ჰერმანი დღეს უჩვეულო გაორებას
გრძნობდა. ღამით დგებოდა ისეთი წუთები, როცა
სრულიად გარკვევით განიცდიდა ამ გაორებას.
შეიგრძნობდა თავის თავს და ეს შეგრძნება მის
თვის იყო ყოველგვარ აზრსა და მთელ ფსიქიკურ
ცხოვრებას გამოთიშული რაღაც ასეთ წამებში
3

უსასრულობას უტრიალებდა და ძალის უჩვეულო


მოზღვავებას გრძნობდა.
ჰერმანს ახლა ქეთისთან მოუნდა წასვლა, რათა
გაეზიარებინა საკუთარი თავის ეს ახალი შეგრძნე
აბა, ეს ახალი და უჩვეულო ძალ-ღონის შეგრძნება,
უნდოდა მადლობაც კი ეთქვა იმ ბედნიერების გა
მო, რომელსაც ქეთი არგუნებდა. ეს გახლდათ ორ
მაგი ბედნიერება: ნეტარება - პირადად მისთვის
და გამარჯვება — ბედნიერი ხვედრი ცხოვრებაში.
მაგრამ ჯერ ადრე იყო, ქეთის ეძინა, და არ
149
უნდოდა ქალიშვილისათვის ძილი დაეფრთხო და
შეეწუხებინა.
თავი რომ შეექცია, გადაწყვიტა შეედგინა
ბრძანება ეკიპაჟის წევრთა დაჯილდოების არა
ბაზე.
ვანგელს შეხვდა მადლობა და ორდენზე წარ
დგენა, რიდელს უმცროსი უნტერ-ოფიცრის
ჩინი, პლესტერერს–ორდენზე წარდგენა. ზენდენს,
კლეისტსა და ეკიპაჟის მთელი შემადგენლობას
საერთო მადლობა ლაშქრობის ერთი ნაწილის დამ
თავრებასა და მეორეზე გადასვლასთან დაკავშირე
ბით. ახლა უნდა შეედგინა ნავის ეკიპაჟისადმი მო
წოდების ტექსტი, რაც განამტკიცებდა მასში მოვა
ლეობისა და იმის შეგნებას, რომ სამშობლოსათვის
მომავალ სამსახურს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონ
და.

ამ მოწოდებას რატომღაც ვერაფერი მოუხერხა.


მან მხოლოდ ახლა იგრძნო, თუ როგორ დაშორდა
ყოველივე იმას, რითაც ცოცხლობდა არცთუ ისე
დიდი ხნის წინათ, და რა უცხო გახდა ყოველივე ეს
ახლა მისთვის.
ჰერმანმა უცებ ისეთი მოქანცულობა და ნერ
ვიული სისუსტე იგრძნო, თვალებს ვერ ახელდა და
ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
ჰერმანი გაუხდელად დაეცა საწოლზე და მკვდა
რივით ჩაეძინა. შუადღეს გამოეღვიძა. ახლა თავს
გაცილებით უკეთ გრძნობდა, ხელ-პირი დაიბანა
და დარეკა. ზარის ხმაზე მოხუცი მზარეული პე
150

პორტები.ეგ e
ტერსონი გამორბოდა მხოლოდ. ჰერმანს უნდოდა
ეკითხა, სად იყო ფრიცი, მაგრამ იგი თვითონ შეამ
ჩნია კაიუტის კართან, საგუშაგოზე. საბრალო ყმა
წვილი გაფითრებულიყო, შეუპოვრად ებრძოდა
ძილსა. მას ფეხი არსად გაუდგამს. თორმეტი საა
თის განმავლობაში იდგა აქ, შეუცვლელად, ან ვინ
შეცვლიდა, როცა ყარაულის უფროსად ამ შემ
თხვევაში თვითონ კაპიტანი იყო! ჰერმანმა უმალვე
გაათავისუფლა ფრიცი და დასაძინებლად გაგზავნა,
პეტერსონს უთხრა, - საუზმე და ღვინო მოეტანა,
მერე ქეთის დაუკაკუნა.
ჰერმანს სიხარულით შემოეგება ქეთი:
მომილოცავს! - გავძვერით! ხომ გეუბნებო
დით, ბედი ყოველთვის მწყალობს-მეთქი!
ჰერმანი თბილი ხელებს უკოცნიდა ქეთის და
-

მადლობას ეუბნებოდა, რომ ქეთის ბედნიერება


მოჰქონდა მისთვის.
ვინ გითხრათ ეს? — შეეკითხა ჰერმანი.
ფრიცმა!
რომელ ენაზე?
ო, ჩვენ უკვე უსიტყვოდაც ვუგებთ ერთმა
ნეთს!
ოჰო, რა სულიერი სიახლოვეა! აზრთა გა
დაცემა მანძილზე!
ნუ ხუმრობთ, ჰერმან! — იცინოდა ქეთი,
_

სერიოზულად უნდა ფრთხილობდეთ, რადგან


თქვენს მეტოქეს დიდი შესაძლებლობანი აქვს.
ვგრძნობ, თანდათან გულთბილად ვეპყრობი ამ
151
მშვენიერ ყმაწვილს. ესეც არ იყოს, ჯერ კიდევ არ
ვიცი, დარწმუნებული არა ვარ, ვის უფრო ვუ
ყვარვარ - თქვენ თუ მას!
FAN

ქეთი, ჩემო ძვირფასო, ჩემო ბედნიერებავ!


უსაზღვროდ აღფრთოვანებული ვარ. მგონია, სამ
ყაროს შექმნის დღიდან მისი ყველა ძალა თითქოს
ჩემს არსებაში შენივთდა. ვგრძნობ მარადისობას!
ვწვდები საგანთა არსს. ჩემი სული იცვლება, ძველ
სამოსელს იხდის. არ ვიცი, რა დავარქვა იმ მდგომა
რეობას, რომელშიაც ახლა ვარ. ეს სიცოცხლის
დიდი ზეიმია, თითქოს ჩემს სისხლში შამპანური
ჩქეფს, სიცოცხლის სიხარულით შუშხუნებს და
ნაპერწკლებს ჰყრის. რატომ ხდება ასე? დღეს
ნათლად ვხედავ ჩემს ბედს, — მე თქვენ არ მოგ
შორდებით! ასე სურს ბედისწერას. თქვენ განგებამ
წარმოგგზავნათ ჩემთან, როგორც მუქურვარსკვ
ლავი, როგორც თავისი ფერია, რომ თქვენი ბედი
სამუდამოდ დაუკავშიროს ჩემსას, ფრთები შემას
ხას და ბედნიერებით დამიფაროს.
რა მოხდა, ჰერმან? ამ ხიფათით სავსე ღამემ
რატომ შთაგბერათ ასეთი ჭაბუკური აღტაცება.
არ ვიცი, ქეთი! არა, ვიცი, ვიცი! არასოდეს
-

არ ვყოფილვარ მისტიკოსი, მაგრამ წუხელ ჩემს


არსებაში გგრძნობდით. თქვენ იყავით ჩემი სული.
თქვენ ჩემში იყავით, მე კი ჩემს სხეულს განვრი
დებოდი. ვგრძნობდი, რომ ეს სხეული ჩემი იყო,
ნამდვილად ჩემი, ჩემი ნივთი და შემეძლო მას, მის
გამოვლინებებს, აზრებსა და სურვილებს როგორც
152
მინდოდა ისე მოვპყრობოდი. შემიძლია წავმარ
თო ისინი საითაც მინდა. კარი გავუხსნა ერთს და
უკუვაგდო მეორე. მე არა მარტო ჩემი სხეული და
სული მემორჩილება, არამედ ირგვლივ მყოფი საგ
ნებიც გრძნობენ ჩემს უსაზღვრო ძალასა და გავ
ლენას, იცით, ხანდახან ჩემი მზერა სძლევდა ნავის
კედლებს. ქეთი, წყალში ვხედავდი გზას, რომლი
თაც მიმყავდა ნავი. ეს იყო ზეადამიანური რაღაც,
მაგრამ ეს არ იყო ჰალუცინაცია, რადგან ვხედავდი
კომპასსა და რუკას და ამავე დროს ვესაუბრებოდი
ზენდენს. უსაზღვრო იყო სურვილი გავსულიყავი
სრუტეში და მშვიდობიანად გამეყვანა ჩემი ბედ
ნიერება, ჩემი ქეთი. თქვენ ყოველთვის ჩემთან
იყავით, თქვენი ნათელი ხატება ცოცხლობდა ჩემს
სულში და მასთან ერთად მივემართებოდი წინ.
თქვენ ჩემი ხართ! უკვე ჩემს არსებაში ხართ და
არ შეიძლება იყოთ სხვაგან, ისევე, როგორც მე არ
შემიძლია ერთი საათი გავძლო უთქვენოდ... ქეთი,
თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჰაერი, ჩემი სუ
ლი!..
ჰერმანმა დაიჩოქა, სწრაფად დაიხარა და ქეთის
ფეხის ზურგზე აკოცა. ჰერმანმა ქეთისაც გადასდო
ენთუზიაზმი. იგი ისეთ ცეცხლს აგიზგიზებდა, ქა
ლიშვილმა ძლივს დაიოკა თავი, რომ ახლავე
მთლიანად არ დანებებოდა...
აი, ჰერმანი წამოდგა და ეხვევა მას. ქეთი
გრძნობს გულში, როგორ საუბობოქრდა სისხლი,
ესმის ჰერმანის სუნთქვა. ჰერმანი კოცნის თმაზე.
153
ქეთი დუმს, თვალები მიულულავს, წინააღმდეგო
ბის გაწევის უნარი აღარ აქვს... აი, მის ტუჩებს
ცეცხლს უკიდებს ჰერმანის ათრთოლებული ტუ
ჩები... ცეცხლი ძლიერდება და ედება ქალიშვილის
ბაგეებს...
ქეთის ტვინში უცებ ქალწულის თავდაცვის
ინსტინქტმა გაიღვიძა. ქეთიმ ძალ-ღონე მოიკრიბა,
კბილი კბილს დააჭირა და ჰერმანი მოიშორა. მან
ჰერმანის მარილიანი სისხლის გემო იგრძნო პირში.
ქეთი განზე გადგა, ის მძიმედ სუნთქავდა, სახე
დაიფარა.
სიჩუმე მხოლოდ წუთით გაგრძელდა.
ჰერმან, წადით, გთხოვთ!.. მარტო დამტო
ვეთ... გევედრებით!..
ჰერმანი დუმდა... ჯერ კიდევ ვერ გამორკვეუ
ლიყო. ქეთი ხომ მთლიანად მის გულში იყო ჩასახ
ლებული, ჰერმანის ნება ერწყმოდა ქეთის სულსა
და ნთქავდა მას. ჰერმანი მთელი არსებით გრძნობ
და ქეთის სხეულს, მის ტუჩებს...
ჰერმანი დღეს ჰარმონიული იყო, მისი სული და
ხორცი ერთ აკორდად ქცეული. ის მბრძანებლობდა
ყველაფერსა და თავის თავზე, გრძნობდა თავის
ნების შეუზღუდაობას, მაგრამ მიჩვეული იყო პა
ტივი ეცა ქეთის ღირსებისათვის, და ნელა გავიდა.

ჰერმანს კაიუტაში საუზმე უცივდებოდა. იგი


სახელდახელოდ შენაყრდა და მეთაურთა შემად
გენლობა ბრძანების გამოსაცხადებლად მოიწვია;
154
ვანგელსა და რიდელს ხელი მაგრად ჩამოართვა.
რიდელმა კმაყოფილებისაგან აღარ იცოდა რა ექნა,
უნტერ-ოფიცრის ჩინი ყოველთვის წარმოადგენდა
მისი, განსაკუთრებით კი დორას ოცნების საგანს.
აი, ახლა კი გაიხარებდა დორა! ნეტავი მალე დაბ
რუნდეს შინ!
ზენდენი რაღაც უცნაურ მდგომარეობაში იყო,
ვერ გაეგო, იცოდა თუ არა კრეისლერმა რამე ჩა
ფუშულ შეთქმულებაში მისი მონაწილეობის შე
სახებ. ამიტომ გადაწყვიტა ნიადაგი მოესინჯა.
ბატონო კაპიტანო! ეკიპაჟის მთელმა შემა
დგენლობამ, ხეინლეინისა და შვარცკოპფის გამო
კლებით, მადლობა მიიღო, — დაიწყო ზენდენმა,
და მათ გული დაუმძიმდათ, მით უფრო, რომ საქ
ციელი, რისთვისაც დაისაჯნენ, არცთუ ისე სერი
ოზულია. ახლა კი მათთვის ეს ორმაგი _ სასჯელი
იქნება!

ბატონო ლეიტენანტო! თქვენ ჩინებუ


ლ ა დ იცით, რამდენად სერიოზულია მათი დანა
შაული, — მიუგო ჰერმანმა, თან თვალი თვალში
-

გაუყარა და სიტყვა „ჩინებული“ _ ხაზგასმით წარ


მოთქვა, — მაგრამ რაკი მათ ნაცვლად თქვენ
მთხოვთ, ვეცდები რამე გავაკეთო თქვენი გულისა
თვის. ვანგელ! ორივე მეზღვაური დაუყოვნებლივ
გაათავისუფლეთ. ბატონო ლეიტენანტო, მათთან
ჩემზე უფრო ახლოს ხართ და ურჩიეთ ფრთხილად
იყვნენ მომავალში!
ზენდენმა გაიგო ის, რაც უნდოდა. კაპიტანმა
155
ყველაფერი იცოდა, მხოლოდ ლეიტენანტს მოწყა
ლედ, თავდაჭერილად ექცეოდა. არ უნდოდა წა
მოეწყო ისტორია, ან სურდა ძლიერ გაესვა ხაზი
თავისი უპირატესობისა და თავშეკავებულობისა
თვის. ამ წუთიდან ზენდენმა საბოლოოდ შეიძ
ულა იგი.

ბრძანება ნავის შემადგენლობას გამოუცხადეს


და მთელ ეკიპაჟს თითო ტოლჩა ღვინით გაუმას
პინძლდნენ.
ოტომ და არტურმა ჯერ კიდევ კარცერში იჩხუ
ბეს და ახლა ორივე მოღუშული იყო. არტური
ბრალს სდებდა ოტოს, რომ ორივე მისი სისულე
ლით დააპატიმრეს. რა ეშმაკად უნდოდა ლეიტენა
ნტის ამ საქმეში ჩარევა? რა მოხდა მერე, თუ მან
სურვილი განაცხადა მათთან ერთად ემოქმედა?
ვინ იცის, იქნებ თვალთმაქცობდა, რომ ყველაფერი
კარგად გაეგო? - რატომ - ორივე დააპატიმრეს იმ
დღეს? უნებართვოდ მორიგეობის შეცვლა მხო
ლოდ შარის მოდება და უბრალო საბაბი იყო. ბავ
შვიც კი მიხვდება, რომ აქ არაა ძაღლის თავი და
მარხული. ლეიტენანტის გარდა არავის შეიძლებო
და სცოდნოდა ეს ამბავი. ყველაფერი ადასტურებს,
რომ ლეიტენანტმა გასცა ისინი.
მეზღვაურებმა თავიანთი ეჭვები სავსებით ირ
წმუნეს, როცა განთავისუფლების შემდეგ გაიგეს,
რომ ზენდენმა არათუ მიიღო რაიმე შენიშვნა, პი
რიქით ყველაზე პირველად გამოუცხადეს მადლო
აბა ბრძანებით. როგორ არ უნდა გამოეცხადებინა
156
კაპიტანს მადლობა გამცემისათვის! ჰმ, განა ამის
შემდეგ ოტო მართლა სულელი არ არის? ღმერთო,
შენ მოუგრიხე კისერი არტურ ხეინლეინს, თუკი
ოდესმე თავის საქმეებში ჩარიოს ოტოსთანა რე
გვენები! სრულიად არ იყო საჭირო არავითარი სა
მხედრო გადატრიალების წამოწყება, ყველაფერი
ეს რთული საქმეა! ეს გოგო უბრალოდ უნდა გა
მოეტყუებინა და კუბრიკში შეეთრია. ეშმაკმა დას
წყევლოს. ბოლოს და ბოლოს, ყველას ესარგებ
ლამით! არტურს ნასუფრალი არ ენანება, მას სია
მოვნებით შესწირავდა ამ ტურებს.
კი მაგრამ კაპიტანი? რა კაპიტანი? _ იძუ
ლებული იქნებოდა ანგარიში გაეწია ფაქტისათვის!
მთელ ეკიპაჟს ხომ ვერ დააპატიმრებდა? ვერც კი
გაბედავდა დავიდარაბა აეტეხა. თვითონაც არეუ
ლი აქვს საქმე. მასაც მაგრად მოხვდება, რომ სამ
ხედრო გემში მთელი კვირაობით ცხოვრობს ქა
ლი. ყველამ იცის, რომ ეს არაა კარგი. ბოლოს და
ბოლოს მათ იმავე კარცერში ჩააბრძანებდნენ, მაგ
რამ ეს საბაბი მაინც იქნებოდა! ახლა კი რიღას
თვის ისხდნენ?
მითხარი, სულ ერთი არ იყო შენ იმორიგე
ვებდი თუ მე? - შფოთავდა არტური და ტოლჩი
დან ღვინოს სვამდა. — განა ამით სამუშაო უარე
სად შესრულდებოდა? შენ გეკითხები თუ არა?..
არა, აღარ მინდა რამე საერთო მქონდეს შენისთა
ნა სულელებთან.
რაო, რას აყეფდი, შე ცოფიანო სელაპო!
157
გაბრაზებით უთხრა ოტომ, — გადავწყვიტეთ ერ
თად და დამნაშავე აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ,
რომ საერთო გადაწყვეტილების შესრულება მო
ვიწადინე. შენც ასევე შეგეძლო ხაფანგში ამოგე
ყო თავი. დაგწყევლოს ეშმაკმა, რაც გინდა ისა
ჰქენი, მე თვითონ უარს ვაცხადებ ყოველგვარ წა
მოწყებაზე.
-

მე მარტო შევძლებ მოვნახო შემთხვევა და


მოვნახავ კიდევაც, მერწმუნე! — განაგრძო არტურ
-

მა, — მხოლოდ მაშინ, არც ერთი თქვენგანი არა


ფერს არ მიიღებს, არც კი მიგაკარებთ. კაიუტაში
ჩავიკეტები და იქ მოკვდება ჩემთან ერთად.
ხეინლეინი ცახცახებდა. ვნება ბრმად იპყრობ
და და ჭაობის ციებასავით _ ათამაშებდა ამ გო
ლიათს.
მხეცი, არამზადა ხარ შენ! — მშვიდად
უთხრა ოტომ და გადააფურთხა. — ლეიტენანტს კი

პირველი შემთხვევისთანავე მოვუგრეხ კისერს! -


მელანქოლიურად დაასრულა მან.
ამასობაში ნავი პიტიუზის კუნძულებისაკენ მიი
წევდა. მიმართულება მეტად გონივრულად იყო
აღებული. ზღვის ეს ნაწილი ესპანეთის სანაპირო
ებს ესაზღვრებოდა და აქ ყველაზე მეტი სიწყნარე
სუფევდა.
საღამოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მიწა გამო
ჩნდა. ეს აშკარად პიტიუზის კუნძულთა შორის
ყველაზე პატარა კუნძული ფორმენტერი იყო.
ბუნებრივ პატარა ყურეში, ორი კუნძულის ბო
158
ლოს, პირით სამხრეთისაკენ რომ იყო მიქცეული
და რკალს ქმნიდა, ამ მყუდრო პლაია-დელ-მედიო
დიაში, სადაც იშვიათად გამოჩნდებოდა ვინმე,
წყალქვეშა ნავს ადვილად შეეძლო თავი შეეფარე
ბინა, საღამომდე ყოფილიყო ყურეს ფსკერზე გა
ფენილ რბილ ქვიშაზე (წყლის სიღრმე აქ ოცდაათ
მეტრს არ აღემატებოდა), ღამით კი ზემოთ ამოსუ
ლიყო, ლიუკები დაეღო და სუფთა ჰაერი შეესუნ
თქა.
ეს შესვენება აუცილებელი გახლდათ ამ სა
ზღვაო-სამხედრო ბანაკში შეჭრის წინ. გარდა ამი
სა, აქ იყო ნანატრი ადგილი ხმელეთზე მის ქეთის
გადასასვლელად. ღამით ბაიდას შეეძლო სრულიად
შეუმჩნევლად და ადვილად მიდგომოდა პუნტა
დელ-სუდესტეს შუქურას ყურეს აღმოსავლეთ
ბოლოს. ქეთი თხუთმეტ წუთში შუქურაზე იქნებო
და და ყოველგვარი დახმარებას აღმოუჩენდნენ და
შეიფარებდნენ. აქედან ადვილად მოხერხდებოდა
მისი გადაყვანა მეზობელ კუნძულივისუზე, საი
დანაც ერთ დღეში შეეძლო გემით გადასულიყო
ესპანეთის ნაპირზე.
ჰერმანი ვერ ისვენებდა, ხან რუკასთან მივიდო
და, აცქერდებოდა, თითქოს უნდოდა საუკუნოდ
ჩარჩენოდა ტვინში ის ადგილი, სადაც უნდა გამო
თხოვებოდა ქეთის, ხან პერისკოპში იყურებოდა
და შეშფოთებული ხედავდა, როგორ იზრდებოდა
კონტურები მიწისა, რომლისთვისაც დღეს უნდა
159
დაებრუნებინა თავისი ბედნიერება, თავისი სი
ცოკხლე და სუნთქვა...
ჰერმანმა ვერ მოიკრიბა ძალ-ღონე, რომ ქეთის
თან მისულიყო და ეთქვა ყველაფერი გაემზადები
ნა და რამდენიმე საათში ნავი დაეტოვებინა. არ
ავიწყდებოდა ის გიჟური პირველი და ერთადერთი
კოცნა, რომელმაც ქეთის სხეულის საიდუმლოს
ერთი ნაწილი გაუმხილა.
თავი საშინლად ასტკივდა. ქეთის ბარათი გაუგ
ზავნა ფრიცის ხელით, ვინაიდან თვითონ არ ძა
ლუძდა ქალისთვის განაჩენი წაეკითხა. ამავე დროს
დაეტყო გასული დღისა და ღამის დიდი ნერვიული
დაძაბულობა და შფოთავდა. შეუძლოდ გრძნობდა
თავს. როცა ქეთი მზად იქნებოდა და ჰერმანის
ნახვას ისურვებდა, დაე თვით შეეტყობინებინა.
ჰერმანმა ბარათი გაგზავნა თუ არა, წამოწვა. მის
მინაგან მღელვარებას ახშობდა კეფის ტკივილი,
რაც თანდათან ძლიერდებოდა.
ბარათის წაკითხვისთანავე ქეთის გული შე
ეკუმშა. თუმცა რა მოხდა? აკი ასეც უნდა ყოფი
ლიყო? აკი ასე მოილაპარაკეს! აკი თვით ქეთიმ
შეადგინა გეგმა! მართალია, მაგრამ როცა ეს დრო
დადგა, როცა ნივთები უნდა შეეგროვებინა... იძუ
ლებული გახდა დამჯდარიყო. ფეხები როგორღაც
დაუსუსტდა, არც ხელები ეკარებოდა ნივთებს, ან
რა ეშმაკად ესაჭიროებოდა რაიმე! ყველაფერი
წვრილმანი იყო და ეს კი არ გახლდათ. მთავარი!
ქეთის გვერდით იდგა კაცი, რომელმაც პირველად
აუთრთოლა გული და აგრძნობინა ის, რაც მანამდე
არასოდეს განეცადა მის სხეულს. იქნებ ეს იყო სი
ყვარული, ან უეცრად გაღვიძებული ქალის მძაფრი
აღტყინება? რაც არ უნდა ყოფილიყო, ჰერმანი
მისთვის აუცილებელი გახდა და უნდოდა გვერდით
ჰყოლოდა. ქეთი კი მიეჩვია ყოველთვის ეკეთებინა
ის, რაც მოეპრიანებოდა. ჰერმანსაც ქეთიზე უფრო
ძლიერი, მეტად უნდოდა ეს. ჰოდა, რატომ უნდა
ეწინააღმდეგოს ორივე თავის თავს? რატომ? ასე
თია ბედი. ქეთი ვერ იტანდა ამ ბრმა მორჩილებას.
მიზნისკენ ნიადაგ შეგნებულად ილტვოდა, რაკი
მისი მიღწევა უნდოდა, და მტკიცედ დაისახავდა მის
აღსრულებას. თავისი ერისთვის დამახასიათებელი
მტკიცე აზრი ჰქონდა იმაზე, რომ ადამიანი თვითონ
ქმნის საკუთარ ბედს. მერედა რატომ უნდა წასუ
ლიყო დღეს? - უცებ მეზღვაურთა შეთქმულება
მოაგონდა. ქეთის აქ ყოფნა აღელვებდა და აღიზია
ნებდა მამაკაცებს... მაგრამ სიკვდილი?
რამდენი შესაძლებლობაა წყალქვეშ ამ საშინე
ლი ნელი სიკვდილისათვის, რომელიც ახლა მათ
მტრის ფლოტის გარემოცვაში ემუქრება. და ეს
არის სიკვდილი სიკვდილისა წილ?
ეს სამაგიეროს გადახდის კანონი ხვალვე დაი
წყებს მოქმედებას. ამ ღამით კი ქეთის ბედი სა
შუალებას აძლევს თავი აარიდოს ყოველივეს.
ხვალ დილით მიწაზე დამჯდარს თამამად შეეძლება
მშვიდად უცქიროს ცასა და მზეს, მტრედისფერ
ზღვას, ნაპირს რომ ელამუნება. ტელეგრაფი სამ
11. ი. ნიკიტინი 161
შობლოდან მალე მოუტანს იმდენ ფულს, რამდე
ნიც მოესურვება, და კიდევ დიდხანს იცოცხლებს
მხიარულად და უშიშრად.
ქეთი ჩაფიქრდა, ეჭვები არ ასვენებდა. კარზე
დააკაკუნეს.
გამოცხადდა ფრიცი. რა მშვენიერი ყმაწვილია!
ესეც საბრალოა.
მის, ბატონი კაპიტანი გთხოვთ!
-

ქეთის ახლა ზოგი რამ ესმოდა გერმანულად


ჰერმანისა და ირგვლივ მყოფთა საუბრის წყალო
ბით.

ქეთიმ თავი დაუქნია. ფრიცი გავიდა.


აბა, საჭიროა სიმტკიცე! საჭიროა განუცხადო
საკუთარ თავს, რომ ხმელეთზე გადასვლა გინდა.
აქედან წასვლაც უნდა შეძლო!
სულის სიღრმეში დამცინავი სიცილი გაისმა:
„საქმეც ისაა, რომ წასვლა არ გინდა!“
ჰერმანი ნახევრად გონდაკარგული დაბორია
ლებდა კაიუტაში, არ იცოდა, სად წასულიყო და
როგორ გაქცეოდა საშინელ თავის ტკივილს, თით
ქოს კეფაზე უზარმაზარი ლურსმანი მიაჭედეს;
ლურსმანი ყოველ განძრევაზე ტვინში ტრიალებდა,
თანაც დროგამოშვებით _ თითქოს
მას ჩაქუჩს
ურტყამდნენ, ჰერმანს კი ყოველ დარტყმაზე
თვალთ უბნელდებოდა და გული უწუხდა.
ასეთი აუტანელი მდგომარეობა ჯერ არასოდეს
განეცადა და თავგზა ერეოდა, არ იცოდა, რით
აეხსნა ეს უეცარი თავის ტკივილი. თავდაპირველად
162
იმედი ჰქონდა, რომ მომჯობინდებოდა და ქეთის
გამოსამშვიდობებლად ეწვეოდა, მაგრამ ტკივილი
ზღვის ურაგანივით უძლიერდებოდა.
ჰერმანმა ქეთი დაიბარა, ეშინოდა, რომ უფრო
გვიან ვერ შეძლებდა უკანასკნელად ენახა მისი
ძვირფასი სახე.
ქეთი შემოვიდა, დაინახა თუ არა ჰერმანის ფერ
მიხდილი სახე, უმალვე შეტოკდა:
რა მოხდა? რა მოგივიდა, ჩემო ძვირფასო?
ქეთი, ძვირფასო, ჩემო ბედნიერებავ! თქვენ
მალე დამტოვებთ, მე კი ვკვდები. არ ვიცი რა არის
ეს. თავი მისკდება ტკივილისაგან, თითქოს გამდნარ
კალას მასხამენ ტვინში. არ ვიცი, რისგანაა. ერთი
საათი იქნება, რაც ეს დაიწყო და თანდათან ძლიე
რდება. მთელი ჩემთ
ღამე თუ ასე გაგრძელდა, გავგიჟ
დები ან მოვკვდები.
ჭამეთ რამე? დალიეთ? უმალვე შეეკითხა
ქეთი.
ქეთის უცებ გაუელვა თავში — რაკი შეთქმუ
-

ლება ჩაიშალა, ზენდენს შეეძლო მოეწამლაო იგი.


არა, არა არაფერია! მომეცით ხელი! თავზე
დამადეთ! აი, აგრე მიამა თქვენ ხომ ჩემი სიცო
ცხლე ხართ! მიდიხართ და თქვენთან განშორები
სას ჩემი სიცოცხლეც მთავრდება; ჩემმა საბრალო
ტვინმა ვერ გაუძლო ფიქრს.
ჰერმან, თავი დაანებეთ აღსარებას. მე თვი
თონ ვიცი რანი ვართ ერთმანეთისათვის. ახლავე
გიმკურნალებთ.
163
ქეთიმ დარეკა და როცა ფრიცი გამოცხადდა,

-
თხოვა, რიდელი გამოეგზავნა, ხოლო რიდელს
უბრძანა: ცხელი წყალი და ხელსახოცი მოეტანა.
ქეთი, ჩემო ძვირფასო! თქვენ ეს შეგაყოვ
-

ნებთ. უკვე ღამეა, გესმით, ჩვენ მაღლა ავდივართ.


ერთ საათში ნაპირზე უნდა გადახვიდეთ. ო, ღმერ
თო ჩემო!
ჰერმანს ისევ მოეღრიცა სახე.
არსად არ წავალ, ჰერმან! ვერ დაგტოვებთ
ასეთ მდგომარეობაში! არ შემიძლია!..
ჰერმანმა ორივე ხელი მოუჭირა მის პატარა ხე
ლებს და სახეში მოწამეს თვალები მიაპყრო.
როგორ, ქეთი! ასე ხომ არ შეიძლება! შემ
დეგ ხომ სიკვდილია
ქეთიმ უბრძანა დაწოლილიყო და შუბლზე
-

ცხელი ხელსახოცი დააფარა.


-

ამაზე ხვალ მოვილაპარაკოთ! ახლა მხოლოდ


სიმშვიდე გჭირდებათ, გაუნძრევლად იწექით! კარ
გი, შეგიძლიათ ხელი არ გამიშვათ!
-

ჩემო ბედნიერებავ... როცა თქვენ გვერდით


ვარ, სიცოცხლე მიბრუნდება. მე ვეცდები სიცი
ლიაზე, ან კრეტაზე გადაგსვათ ბაიდით, თან ფრიცს
გაგაყოლებთ. იქ კი ბაიდას მობრუნებას ვეღარ
დავუცდი, როგორც აქ. შეიძლება მხოლოდ ბაიდა
წყალში ჩავუშვათ, თვითონ კი საჩქაროდ დავიმა
ლოთ. თქვენ ფრიცთან იქნებით. მას უყვარხართ
და თქვენი ერთგული პაჟი იქნება, თუმცა როგორც
164
სამხედრო ტყვეს, მას უთუოდ დაიჭერენ. სამაგიე
როდ ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
კარგი, კარგი, ოღონდ ახლა გაჩუმდით, გე
თაყვა.

არ შემიძლია, ქეთი! ეს მტანჯავს, გაიგეთ,


ბოლოს და ბოლოს! თუ ვერ მოვასწარი თქვენი
გადასმა, თუ ჩაგვძირეს. გზაში და მე შევიქენი მი
ზეზი თქვენი დაღუპვისა?.. მალე უკეთ ვიქნები!
ვგრძნობ, რომ უკეთ ვხდები. განთიადისას კიდევ
მოასწრებთ ნაპირზე გადასვლას.
ჰერმან! თავი დაანებეთ ამ საუბარს, საკი
-

თხი გადაჭრილია — მე ვრჩები აქ!


– კი მაგრამ, სიკვდილი?
— თუ ბედად მიწერია, დე, მოვიდეს!
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ჰერმანი ქეთის
ნელა უჭერდა ხელს.
რამდენ ხანს შეგვიძლია ვისუნთქოთ ხე
ლოვნური ჰაერით, თუკი ავარიის შემდეგ ვერ მო
ვახერხეთ ზევით ასვლა?
ორი დღე და ღამე! რატომ გაინტერესებთ
-

ეს?

მე უბრალოდ მაინტერესებს გავიგო დრო,


რომლის განმავლობაში შემიძლია ვიყო თქვენი
ცოლი ერთად დაღუპვამდე.
-

ჰერმანმა ქეთის ხელისგული ტუჩებზე მიიკ


რა და არ იცილებდა.
ჰერმან, მხოლოდ ერთ პირობას გიყენებთ,
-

მხოლოდ ამ პირობით ვრჩები აქ.


165
-
რა პირობაა? ყოველგვარ პირობაზე, რო
მელსაც თქვენ ისურვებთ, მზადა ვარ - სისხლით
მოგიწეროთ ხელი, ჩემო ძვირფასო, ქეთი!
არასოდეს არ მაკოცოთ ტუჩებში, ვიდრე მე
თვითონ არ ვისურვებ.
ჰერმანმა ჩუმად დაუქნია თავი, ტუჩებზე ისევ
მიიკრა ქალის ხელისგული. ის თითქოს დაეწაფა
ქალის თბილი სხეულის სასიცოცხლო - ნექტარს,
რომელიც მას მკვდრეთით აღადგენდა.

თავი მეთორმეტე

ხაფანგში

ნავის მეთაურობა ზენდენს გადაეცა. ჰერმანი


მთელ მეორე დღეს ლოგინში იწვა კაიუტაში. თა
ვის ტკივილი დაუცხრა, მაგრამ ისე დასუსტებული
და ქანცგაწყვეტილი იყო, ქეთიმ გადაჭრით აუკრ
ძალა ადგომა. ჰერმანმა თვითონ განსაზღვრა ნავის
მიმართულება და მარშრუტი. ვარაუდობდა სარდი
ნიის სამხრეთით ევლო, რომ უფრო ადრე მოხვე
დრილიყო ესკერკის მეჩეჩებზე, ვიდრე სიცილიას
და მალტას შუა გავლას გაბედავდა. კუნძულ მალ
ტას ინგლისელთა ამ მრისხანე საზღვაო სიმაგ
რეს — ფრთხილად იცავდნენ ყოველი მხრიდან.
ამიტომ მალტის სრუტეშიაც ისე უნდა გაეღწია,
როგორც გიბრალტარში, და დიდ სიღრმეზე ევლო.
166

|| |
ამიტომ აუცილებელი იყო წინასწარ შესვენება და
მომზადება.
ესკერკის მეჩეჩები საუკეთესო ადგილი გახლ
დათ საამისოდ. აქ ზღვის ზედაპირზე ამოზიდული
ყო უზარმაზარი მიწა. ამიტომ ხომალდები, განსა
კუთრებით კი დიდი წყალწყვის ხომალდები, შორი
დან უვლიდნენ მას. მეჩეჩებს შორის ისეთი ღრმუ
ლები იყო, წყალქვეშა ნავს თავისუფლად შეეძლო
შეჩერება, რომ ღამით ზემოთ ამოსულს ჰაერი
ესუნთქა. შეიძლებოდა დარწმუნებული ყოფილი
ყო, რომ აქ ვერ შემოეხეტებოდა მტრის ვერც ერ
თი ნაღმოსანი ან გამანადგურებელი.
მაგრამ საერთო მარშრუტი მხოლოდ დასახული
გახლდათ: - გარემოებას შეეძლო მიმართულების
შეცვლა და ამ შემთხვევაში ინიციატივა უნდა გა
მოეჩინა ზენდენს, როგორც მეთაურის მოვალეო
ბის აღმსრულებელს.
საჭირო იყო სწრაფად, დროის დაუკარგავად
მოქმედება. წყალქვეშა გადასვლებს ელექტრო
ენერგიის მარაგის უდიდესი ნაწილი დასჭირდა,
დარჩენილი ნაწილი კი ათიოდე დღეს თუ ეყოფო
დათ. ამასთანავე სამი თუ ოთხი დღე-ღამის მარაგი
უნდა შემოენახათ ხმელთაშუა ზღვიდან გამოსასვ
ლელად და კუნძულ სანტა-მარიამდე მისაღწევად,
სადაც შეიძლებოდა მარაგის განახლება გერმანია
ში დასაბრუნებლად.
უმთავრესი მუშაობა მაინც ეგეოსის ზღვაში
ელოდათ. იქ გადასვლას დასჭირდებოდა ორი-სამი
167

ამინდების
21 |
დღე-ღამე. საბრძოლო მუშაობისათვის რჩებოდა
არა უმეტესი სამი დღისა, ამ ხნის განმავლობაში
რომელიმე ნადავლისათვის უნდა მიეკვლიათ და
მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ.
დაიძრნენ თუ არა, ზენდენმა მაშინვე გადაუხვია
დასახული გზიდან. პიტიუზის კუნძულებიდან გა
რიჟრაჟზე გავიდა, თავდაპირველად გაემართა ზე
დაპირით—ამით ენერგიასა და ჰაერს ზოგავდა, სა
ფრთხეს კი არაფრად აგდებდა. მრისხანე და მტკი
ცე გადაწყვეტილებით მიემართებოდა წინ. ვერას
გზით შერიგებოდა იმას, რომ ქეთი ნავში იყო სამ
ხედრო ოპერაციების დროს; ზენდენს ბრაზი აღრ
ჩობდა, სურდა ქეთისა და ჰერმანზე შური ეძია:
მზად იყო დაღუპულიყო, ოღონდ კრეისლერი და
ეს გომბიო ნავთან ერთად ჩაეძირა სამუდამოდ. გა
დაწყვიტა მარჯვნითა და მარცხნით ყველასათვის
დაუნდობლად დაერტყა. არ სურდა ეგეოსის
ზღვამდე მისვლას დალოდებოდა, კეთილგონიერე
ბა და მოთმინება საჭიროდ აღარ მიაჩნდა. არავინ
ეგულებოდა ხიფათისაგან გადასარჩენი, მზად იყო
ყოველ წუთს თავი შეეწირა სამშობლოსათვის,
მტერი კი გაენადგურებინა.
მან დღე-ღამეზე ნაკლებ დროში შემოუარა
კუნძულ სარდინიას სამხრეთით, მაგრამ ესკერკის
მეჩეჩებისკენ არ წავიდა, პირდაპირ გასწია ჩრდი
ლო-აღმოსავლეთით ტირენის ზღვისაკენ. ამ მიმარ
თულებით ერთდებოდა ნეაპოლისაკენ სამხრეთი
დან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მესინის
168
| სრუტეზე გავლით მიმავალი ყველა საზღვაო გზა.
აქ იყო იტალიელთა — ზენდენის აზრით — სამთა
-
-

კავშირის გაიძვერა მოღალატეთა სამეფო. ზენდენს


მთელი არსებით უნდოდა შური ეძია ამ გამყიდველ
ავაზაკებზე. მათ ზურგში ლახვარი ჩასცეს ზენდე
ნის სამშობლოს ყველაზე მძიმე და მოულოდნელ
ჟამს. ამიტომ ზენდენი ბევრ მათგანს ჩააყლაპებდა
მარილიან წყალს!
იმავე დღეს ორი-სამი საათის განმავლობაში ამ
პატარა აუზში ტრიალის დროს ზენდენმა ჩაძირა
ერთი მომცრო სავაჭრო ხომალდი - და მეწამული
ზღვისკენ მიმავალი იტალიელთა კომპანიის დიდი
სამგზავრო გემი. ის პერისკოპიდან დიდი სიამოვ
ნებით გასცქეროდა გემზე ატეხილ პანიკას და
ასობით დაბნეულ მგზავრს. ამის შემდეგ ზენდენი
სწრაფად დაეშვა სიღრმეში. საღამო ჟამს, როცა
სოლერნოს სამხრეთითა და ლიპარის კუნძულების
ჩრდილოეთით ზემოთ ამოდიოდა, რათა უკეთ დაე
ზვერათ ჰორიზონტი, ზედ შეეფეთა იტალიელთა
გამანადგურებლებისა და ნაღმოსნების ესკადრას,
რომელიც სრული სისწრაფით მიემართებოდა მე
სინის სრუტისაკენ. ზენდენმა ყველა აპარატი
აამოქმედა.
კოლონის თავში მომავალი გამანადგურებელი
შეტოკდა და ცხვირი ღრმად ჩაჰყო წყალში. ზენ
დენი იძულებული გახდა თვითონაც საჩქაროდ და
მალულიყო, ვინაიდან უკვე შეამჩნიეს და ყოველი
--.

||
გემიდან ცეცხლი გახსნეს სწორედ იმ მიმართულე
ბით, სადაც ნავი ჩაეშვა წყალში.
გამანადგურებელი ჩაიძირა, მძიმედ დაზიანდა
ერთი ნაღმოსანი, იგი ბუქსირზე აიყვანეს. რადიომ
ყველა მიმართულებით გადასცა თავდასხმის ცნო
ბა. ზღვა შეშფოთებული ჭიანჭველების ბუდესავით
აქოთქოთდა. ვერ გაარკვიეს, ვის ეკუთვნოდა ნავი,
მაგრამ მოქმედების მიხედვით აშკარად ეტყობოდა,
რომ გერმანელებისა უნდა ყოფილიყო. განსაკუთ
რებით აღშფოთებდა ყველას დღისით-მზისით სამ
გზავრო გემის ჩაძირვა. ეს იყო გაუგონარი ბარბა
როსობა.

კორსიკიდან ტირენის ზღვისკენ სწრაფად დაი


ძრნენ საფრანგეთის გამანადგურებლები. იტალიე
ლებმა მესინის სრუტე გადაკეტეს, ხოლო ინგლისე
ლები მალტიდან ტირენის ზღვის სამხრეთ ნაწილი
საკენ გაეშურნენ, რომ თავხედი ბარბაროსი ტირე
ნის წყლებში მოემწყვდიათ და აქ ბოლო მოეღოთ
მისთვის.
ზენდენმა წუთითაც არ დააყოვნა. ჩაძირა თუ
არა გემი, მაშინვე გასწია ესკერკის მეჩეჩებისაკენ.
და სწორედ იმ დროს, როცა ინგლისელები თა
ვიანთ მზვერავებს აყენებდნენ ეგადის კუნძულები
დან კალიარის ყურემდე, სარდინიის სამხრეთ ბო
ლოს, ზენდენმა უკვე გააღწია ტირენის ზღვიდან
-

და მზვერავთა ხაზის სამხრეთით ესკერკის მეჩეჩე


ბის ორ ყველაზე მაღალ მეჩეჩს შუა იდგა.
ჰერმანი სრულიად მომაგრდა და ამ დღის გან
170
კ თავის მ
მავლობაში თავის ტკივილიც აღარ მაწუხებდა.
თითქმის აღარ შორდებოდა ქეთის, გარდა იმ მცი
რე საათებისა, როცა ქეთი დასაძინებლად მიდიო
და.

ჰერმანის ავადმყოფობამ და ამაღელვებელმა


სიყვარულმა, რომელმაც ყველა ხიფათი დაჩრდ
ილა, მტკიცედ შეაკავშირა ისინი ამ დღეებში.
იმ ღამეს, როცა ნავი სრუტეს წყლის სიღრმი
დან ორ მეჩეჩს შუა ამოვიდა, რათა სუფთა ჰაერი
მოემარაგებინა, ჰერმანმა გადაწყვიტა ქეთისთან
ერთად ასულიყო კოშკურაზე, რათა დაეთვალიე
რებინა ცა, შესაძლოა, უკანასკნელად.
აი, ახლა ხელიხელ ჩაკიდებული დგანან, გასც
ქერიან ვარსკვლავებით მოჭედილ, ჩამუქებულ ცას
და ყურს უგდებენ ზღვის სუსტ, დუნე ტლაშუნს.
ჰერმანი უსაზღვროდ ბედნიერია. იცის, რომ
ქალს უყვარს, მაგრამ სურს ქეთისგან კიდევ ბევრ
ჯერ მოისმინოს ეს უბრალო და იმავე დროს მთე
ლი სამყაროს სიცოცხლის შემოქმედი დიადი სიტ
ყვა. ქეთის ხომ უყვარს იგი? ხომ მართალია? მაშ,
რატომ არ უნდა უთხრას ეს სიტყვა? ღმერთო, რა
სულელია ჰერმანი! ნუთუ ყოველთვის აგრე სუ
ლელდებიან მამაკაცები? თუ ასეა, მაშინ ქეთი ინა
ნებს, რომ ჰერმანი შეუყვარდა.
ქეთი, ჩემო ოქროსფერო ვარსკვლავო... კი
დევ, კიდევ გაიმეორე!
ჰო, კარგი, მიყვარს, მიყვარს ეს დიდი და
სულელი მამაკაცი! კმაყოფილია ის?
171
ერთი კოცნა, ქეთი.
ჰერმანი ეხვევა ქალს.
მხოლოდ ერთი პატარა კოცნა.
ქეთი თავს აქნევს.
-

არ შეიძლება ასეთი სიმკაცრე... აბა, ქეთი.


ქალი იცინის.
ჰო, კარგი, მხოლოდ ნელა, გესმის!
ქეთი ოდნავ აღებს პირს, ჰერმანი მოკრძალე
ბით კოცნის, ტუჩებით ეხება მის ახალი ნუშივით
საამო კბილებს.
ისინი ბრუნდებიან კაიუტაში და დიდხანს, თით
ქმის გარიჟრაჟამდე საუბრობენ, ადგენენ მომავ
ლის გეგმებს; ადამიანები ძალიან გულუბრყვილონი
არიან, როცა ერთმანეთი უყვართ.
ორივეს უნდა შეინარჩუნოს სიცოცხლე, რაც
არ უნდა დაუჯდეთ ეს. ჰერმანი ეცდება მალე შე
ასრულოს თავისი ამოცანა. ზენდენმაც უკვე რა
ღაც გააკეთა, ახლა ჰერმანმა დაუყოვნებლივ უნდა
გასწიოს აღმოსავლეთისაკენ, რომ იქ შეხვდეს ინგ
ლისელთა მთავარ ძალებს. ჰერმანი მეტად ფრთხი
ლად იქნება. როგორც კი მოახერხებს ორიოდე გე
მის ჩაძირვას, უმალვე პირდაპირ გიბრალტარისა
კენ გაეშურება. იქ კი, ზედ სრუტესთან გასვლის
წინ შეიძლება, თავს დაესხას მზვერავებს და სწრა
ფად გაემართება ოკეანისაკენ. ისინი ოცნებობენ
დარჩნენ სანტა-მარიაზე, შორს იყვნენ ადამიანები
საგან, ისუნთქონ ზღვის ჰაერით, იწვნენ მზეზე და
ერთად იცურონ წყლის მოალერსე სილურჯეში.
172
ქეთი ბედნიერია, მოსწონს ეს გეგმა.
მხოლოდ ერთი სათხოვარი აქვს ჰერმანთან —
ძალიან ფრთხილად იყოს, ზედმეტად არ ენდოს
ზენდენს.
საუბარში მათ მკაფიოდ იგრძნეს, როგორ და
იძრა ნავი, ახმაურდნენ მოტორები. ჰერმანი უნდა
წავიდეს. ახლა მას არ სურს მალტასა და სიცილიას
შორის გავლა. ზენდენის მიერ ჩატარებული ოპე
რაციის შემდეგ ეს გზა ძალიან სახიფათოა. სიფრ
თხილის გამო გაემართება სამხრეთისაკენ, რომ გა
აღწიოს ტრიპოლიტანიის სანაპიროების გასწვრივ.
იქ უფრო იოლი სავალია და არც ხიფათია მოსა
ლოდნელი. შეიძლება კრეტას დასავლეთიდან შე
მოუაროს და ეგეოსის ზღვაში შეიჭრას. ემშვიდო
ბებიან ერთმანეთს; ახლა თვითონ ქეთი კისერზე
ეხვევა ჰერმანს და ნაზად კოცნის ტუჩებში.

ორი დღეა ჰერმანს მშვიდობიანად მიჰყავს ნა


ვი. ჰერმანი და ქეთი თითქმის არ ხვდებიან ერთ
მანეთს. საჭიროა მოთმინება. ახლა მთავარია, მუ
შაობა და სიფხიზლე, ჯილდო და ბედნიერება შემ
დეგ იქნება. დღეს უნდა შემოუარონ კრეტას. აქ
გზა ვიწროა, იწყება კუნძულთა სამეფო. ჰერმანს
აქვს ზედმიწევნით ზუსტად შედგენილი რუკები,
სადაც ნაჩვენებია ყოველი სიღრმე. მიუხედავად
ამისა, აუცილებელია შეათვალიეროს ჰორიზონტი
და გაარკვიოს მიმართულება. ზედაპირზე ფრთხი
ლად ამოდის პერისკოპის თვალი. კრეტა ცხვირ
173
წინაა—აღმოსავლეთით. ო, რა თამამად მიახლოვე
ბია მიწას! ჰერმანმა გეზი უმალვე შეცვალა და
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გასწია.
ნავი ანაზდად ძლიერ შეტოკდა და გვერდზე გა
დაიხარა. ჰერმანი სწრაფად წავიდა სიღრმისაკენ,
მიმართულება შეცვალა და ისევ მიწისკენ გამობ
რუნდა. ასეთი მანევრი აბნევს მოწინააღმდეგეს.
კუბრიკიდან, კამბუზიდან და კაიუტებიდან მეზღ
ვაურები გარეთ გამოცვივდნენ. რა მოხდა?
ალბათ ნავი ჭურვმა დააზიანა მსუბუქად. უმალ
ვე გააჩერეს მოტორები, შეშფოთებულნი აყურა
დებენ, სწრაფად ათვალიერებენ ყველაფერს. ნავი
კიჩოსთან ოდნავ ჩაზნექილა და გაბზარული ადგი
ლიდან წყალი მოჟონავს. ბზარზე საჩქაროდ და
ადეს ნაკერი.
სიღრმიდან ამომავალი ნავი მისაბმელი ბურთი
დან შეამჩნიეს და სანაპირო ბატარიას ტელეფო
-

ნით აცნობეს. ეს ჭურვიც იქიდან გამოისროლეს.


ახლა წინსვლა სახიფათოა: თვალთვალს დაუწ
ყებენ. საჭიროა ისევ სიღრმეში ჩაშვება, ნაპირ-ნა
პირი სვლა და რამდენიმე ხანს იქ დარჩენა. ჰერმა
ნი რუკას მიუბრუნდა. მას შეშფოთებული ქეთი
მიუახლოვდა. დიდი არაფერი მომხდარა. ჯერჯერო
ბით ყველაფერი რიგზეა. ეს პირველი გაფრთხი
ლებაა. ჰერმანი თვითონ არის დამნაშავე: წინდაუ
ხედავად მიუახლოვდა ხმელეთს.
ჰერმანი ამშვიდებს ქეთის, მაგრამ გრძნობს,
რომ ზღვის ამ ნაწილში მართლაც შეუძლებელია
174
ამოიწიო ზემოთ და მიიხედ-მოიხედო, რომ რომე
ლიმე მხრიდან არ გითავაზონ ნაღმი. მაგრამ შეუძ
ლებელია იარო ბრმად და მტერს არ ადევნო თვალ
ყური. მაშ, როგორღა უნდა შეასრულო ამოცანა
და დაარტყა მოწინააღმდეგეს?
ისინი თითქოს ხაფანგში არიან მომწყვდეულნი,
და, ყოველ წუთს სიკვდილი ემუქრებათ.
ჰერმანი ერთი დღით კრეტასთან შეჩერდა, ღა
მით დაიძრა. წასვლამდე ქეთისთან შევიდა. ორი
ვენი ნაზად, მაგრამ სერიოზულად ექცეოდნენ ერთ
მანეთს: გრძნობდნენ, რომ სიცოცხლეს ეთამაშე
ბოდნენ, და ქეთი გამოტყდა, ახლა უკვე ბედის
ბრჭყალებში ვარ მოქცეულიო.
ჰერმანი გადის, ქეთი მარტო რჩება, მოწყენი
ლია ამ დაძაბულ მდგომარეობაში. ქეთი ეძახის
ფრიცს, ასწავლის ინგლისურად ლაპარაკს. ფრი
ციც თუთიყუშივით იმეორებს სიტყვებს, აღფრთო
ვანებული შესცქერის ქალს და აღელვებს მასთან
სიახლოვე. ქეთი ამით ერთობა და დაძაბულობა
უნელდება. ფრიცი უცებ ადგილიდან იჭრება, კარს
შესცქერის, ქეთი პირს იბრუნებს და ხედავს კა
რებში თავშემოყოფილ არტურ ხეინლეინს. ფრიცი
ფითრდება და უკმეხად უყვირის არტურს. ხეინ
ლეინი სწრაფად უჩინარდება, მაგრამ გაკვეთილი
სათვის განწყობილება მაინც ფუჭდება. ქეთი უახ
ლოვდება ფრიცს, მხრებზე ეხვევა და შუბლზე
კოცნის. რა სათნო ჭაბუკია! ქეთის ერთგული რა
ინდია იგი. ფრიცს ჰაერი არ ჰყოფნის, ქალს ხელ
17 175
ზე ხელს ავლებს და ზედ კოცნის დაუსრულებ
ლად.

ძვირფასი ფრიცი! მაგრამ არა, ქეთის უცებ გუ


ლი ეკუმშება. მეზღვაურები დაემსგავსნენ მხეცებს
და მზად არიან კბილით დაგლიჯონ ერთმანეთი დე
დალი თანამოძმისათვის. ისინი ქეთის თვალწინ
ხაზგასმით აღნიშნავენ მისი სქესის უსაზღვრო ძა
ლას, მის სისუსტესა და საშიშ მდგომარეობას. სა
ზიზღრობაა! ქეთის უნდა ფრიცი უკანვე გააბრუ
ნოს, მარტო დარჩენაც საშინელებაა. მაგრამ ფრი
ცის სულშიც ხომ ადრე თუ გვიან იგივე მხეცი გა
იღვიძებს. ქეთი ბრძანებას აძლევს ღვინო მოიტა
ნეო. მას აუცილებლად სჭირდება ნერვები რაიმე
თი დაიმორჩილოს და აი, ღვინოზე გზავნის ფრიცს,
ხოლო კაიუტის კარს კეტავს. დიდხანს ამოწმებს
კარს, შემდეგ საწოლზე ჯდება, ფიქრს ეძლევა,
ფიქრობს შუაღამემდე, ვიდრე არ ჩაეძინება.
ჰერმანი: გარიჟრაჟზე ისევ ვახტზე დადგა. ჯერ
კიდევ ადრე იყო. გადაწყვიტა მაღლა ამოსულიყო
და ჰორიზონტი დაეთვალიერებინა. სვლას უკლო,
პერისკოპის თვალი წყლიდან ნელ-ნელა ამოჰყო.
კუნძულ - მილოსიდან სამხრეთ-დასავლეთით
სრული სვლით მოდიოდა ინგლისის კრეისერების
დიდი ესკადრა. კრეისერები ერთმანეთის ნაკვალევ
ზე კოლონად მოემართებოდნენ; ისინი გარშემორ
ტყმული იყვნენ დიდი ყალიბის ნაღმოსანთა დივი
ზიონებით.
კოლონის მეწინავედ მიდიოდა „Cueen Ma
176
ry“-ს ტიპის კრეისერი-დრედნოუტი; დანარჩენი
იყო ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჯავშნოსანი კრეისე
რები: „Black Prince“ და „Cressy“. ჰერმანმა შე
ამჩნია, რომ შეიჭრა ესკადრის შუაგულში — კრეი-

სერთა კოლონასა და ნაღმოსნების შუაში.


ახლა წყალქვეშა ნავს დაუყოვნებლივ შეამჩ
ნევდნენ, საჭირო იყო სწრაფი მოქმედება; მეწინა
ვედრედნოუტი თითქმის გაუთანასწორდა ნავს.
ჰერმანმა სამი ნაღმი ერთბაშად ესროლა, თვითონ
კი უმალვე ჩაძირვა იწყო... ხომალდები სწრაფად
მოექანებოდნენ მისკენ. ჰერმანმა კიდევ ოთხი ნაღ
მის გასროლა მოასწრო და სწრაფად დაეშვა სიღრ
მეში.
მოქუფრულ განთიადზე დაიგრუხუნა ბათქმა
და მთვლემარე ჰაერში მოშავო კვამლთან ერთად
შორს განივრცო განგაში. დაზიანებული და შეთრ
თოლებული დრედნოუტის კიჩოდან ზედიზედ აფ
რინდა ორი ჰიდროპლანი და რიტმულად აგუგუნ
და ცაში. მათ ძებნა დაუწყეს თავხედ წყალქვეშა
მტაცებელს. ჰიდროპლანების ყუმბარები უძლურ
ნი იყვნენ სიღრმეში მოქმედებისათვის, სამაგიე
როდ მფრინავებს ნავის მიმართულებისათვის
თვალყურის დევნება შეეძლოთ. ესკადრა იძულე
ბული გახდა შეჩერებულიყო. მეწინავე საფლაგმა
ნო კრეისერ დრედნოუტს სამანქანო განყოფილე
ბა ძალზე დაუზიანდა და იგი ბუქსირით უნდა
წასულიყო. „Cressy“ იძირებოდა, ზღვის ზე
დაპირს სერავდნენ ათობით ბაიდა და მოტორიანი
12. ი. ნიკიტინი 177
კატარღა, რომლებიც კრეფდნენ კრეისერის ეკი
პაჟს. „Cressy“-სთან ერთად ერთ-ერთი ნაღმოსა
ნიც ჩაიძირა, მას ნაღმი დენთის განყოფილებაში
მოხვედროდა.
ჰერმანის ბედზე ციოდა და ზღვის ზედაპირზე
გადაკრული ნისლის სუდარა ხელს უშლიდა მექა
ნიკურ ფრინველებს სიღრმეში მტაცებელი მოე
ძებნათ და თვალი მიედევნებინათ მისი მიმართუ
ლებისათვის.
კრეისლერს შეეძლო თავისი ამოცანა ბრწყინ
ვალედ შესრულებულად ჩაეთვალა. თანახმად ქე
თისათვის მიცემული პირობისა, გადაწყვიტა დაუ
ყოვნებლივ წასულიყო უკან.
სიფრთხილის გამო ახლა კუნძულ კრეტასათვის
აღმოსავლეთიდან უნდა შემოევლო, უცებ სამხრე
თისაკენ გაეხვია და გიბრალტარისაკენ წასულიყო
აფრიკის ნაპირების გასწვრივ.
ჰერმანმა გადაწყვიტა სულ წყალქვეშ ევლო. ეს
ყველასთვის სამძიმო იქნებოდა, მაგრამ სამაგიე
როდ გზა ნაკლებად სახიფათო იყო.
ახლა ჰერმანს სხვა არაფერი უნდოდა, ოღონდ
კიდევ ერთხელ მოეთქვა სული და მოემარაგებინა
ჰაერი. ჟანგბადის ხარჯვა არ შეიძლებოდა. ის საჭი
რო გახდებოდა ავარიის დროს. მასზე იქნებოდა
დამოკიდებული დაღუპვის წინ ის რამდენიმე სა
ათის სიცოცხლე, რასაც ბედი მიანიჭებდა, რათა
ქეთისთან უკანასკნელად განეცადა ბედნიერება.
178
ჰერმანი სრული სისწრაფით მიქროდა სამხრეთ
აღმოსავლეთისაკენ და უკვე დღისით გარს უვლი
და კრეტას.
ნავი უცებ ისე შეინძრა და შეტოკდა, თითქოს
წყლის სიღრმეშიაც ისეთივე ღელვა იყო, როგორც
ზედაპირზე ქარიშხლის დროს. ჰერმანმა სვლა შე
ანელა. ნავი კვლავ შეირყა, ოღონდ უფრო ძლიერ.
ჰერმანი დაეშვა სიღრმეში და ნავი გააჩერა.
რა უნდა იყოს ეს? ეტყობა, ზარბაზნებს უშე
ნენ სიღრმეში. ნეტა ვინ მიაკვლია? _ თუ თვით
მფრინავებმა შეამჩნიეს, მაშინ სროლას განაგრძო
ბენ. თუმცა ისეთ სიღრმეში, რომელზეც ჰერმანი
დაეშვა, სახიფათო არაფერია. თუ ეს უჩვეულო
რყევა შეწყდა, ცხადია, მათ თვალყურს ადევნებენ
სასმენი აპარატებით, მოტორების ხმაურის მიხედ
ვით. ჰოდა, დღე-ღამე აქ უნდა იდგნენ, რომ მტერს
ეგონოს ნავი დაიღუპაო, მას კვალი აურიონ და
დაზვერვა შეწყდეს.
ნუთუ ახლა გაუკუღმართდება ბედი? არა, ქე
თი
ბედნიერია, ბედი მის მხარეზეა.
ნავი დგას, რყევა არ იგრძნობა, ჰერმანს შეუძ
ლია წავიდეს ქეთისთან. მას ოპერაცია დამთავრე
ბულად მიაჩნია და მიდის უკან, ოკეანისაკენ.
შებინდებისას ჰერმანმა გადაწყვიტა ნელა ამო
სულიყო ზევით და, თუ ჰორიზონტზე არავინ აღ
მოჩნდებოდა, სრული სვლით კვლავ დასავლეთისა
კენ წასულიყო. ისევ გამოჩნდა პერისკოპის თვალი,
179
ზედაპირი შეათვალიერა. ჰერმანი თვითონ ნელა
ატრიალებდა საბრუნ რგოლს და ჰორიზონტის ყვე
ლა წერტილს გაფაციცებით ათვალიერებდა.
უცებ რაღაცამ დაიჟღარუნა, ყველაფერი გაქ
რა თვალთაგან და პრიზმის ქვემოთ, მილის ჭრილ
ში წყალი გამოჩნდა. პერისკოპი უმალვე შესწიეს
ნავში და გასინჯეს, ყველაფერი ცხადი გახდა. ანაზ
დეულ ჭურვს პერისკოპის გარე ნაწილი სამართე
ბელივით გადაესხეპა.
სერიოზული მდგომარეობა შეიქმნა. ყველანი
დაბრმავებულნი იყვნენ. ჰერმანს ვარაუდით, რუ
კის იმედით უნდა ევლო წყალქვეშ. ჰორიზონტის
-

დასათვალიერებლად. ახლა მთლიანად უნდა ამო


სულიყო ზედაპირზე, ლიუკები გაეღო და საკუთა
რი თვალით დაეზვერა მიდამო. ეს ზედაპირის წი
ნასწარ შეუთვალიერებლად ყოვლად შეუძლებე
ლი გახლდათ. წყალქვეშ სიარულს კი, ისიც ნელი
სვლით, არანაკლები ხუთი დღე-ღამე დასჭირდე
ბოდა, მაშინ როცა მთელი ხუთი დღის განმავლო
ბაში სულ სიღრმეში იყვნენ, ზედაპირზე არ ამო
სულან და არც ლიუკები გაუღიათ. ეყოფოდათ კი
ჰაერი? გარდა ამისა, ერთი ორჯერ მაინც უნდა შე
ემოწმებინათ სვლის მიმართულება. ვინ იცის, სად
შეყოფდნენ თავს, იქნებ წყალქვეშა კლდეს დაჯა
ხებოდნენ, ან გახვეულიყვნენ ბადეში, რომელიც
ახლა, უთუოდ ყველგან იქნებოდა ჩამოშვებული.
ეს ჰგავდა ათას ხაფანგს შორის მოქცეული ბრმის
180
მდგომარეობას. ჰერმანი მარტო იჯდა თავის კაი
უტაში, ორივე ხელზე დაეყრდნო თავი და დაძაბუ
ლად ფიქრობდა.
ის ხაფანგში მოხვდა და უიმედო მდგომარეობა
ექმნებოდა.

თავი მეცამეტე

სამაგიეროს გადახდა

მთელი ღამე ერთ ადგილზე დგომის შემდეგ,


გარიჟრაჟისას, კრეისლერი - ადგილიდან დაიძრა.
ახლა სრულიად განიარაღებულად გრძნობდა თავს,
მაგრამ თავის ბედნიერებისა მაინც სწამდა და სა
სოწარკვეთილებას არ ეძლეოდა. არ ასვენებდა
მხოლოდ ერთი გარემოებანავში აუტანელი ჰა
ერი იდგა. მეხუთე დღეა ჰაერი არ გაუწმენდიათ.
ქეთიმ ფერი დაკარგა, მაგრამ მაინც არ ჩიოდა. მან
ჩინებულად იცოდა რა სერიოზული მდგომარეობა
შეიქმნა. ჰერმანს ეწადა ერთხელ მაინც ასულიყო
ზემოთ და შეემოწმებინა გზა. დაუყოვნებლივ უნ
და დაეზუსტებინა მიმართულება და უფრო მოკლე
გზა აერჩია, ვიდრე წინათ ვარაუდობდა. ეკიპაჟი
ღელავდა, ეს იგრძნობოდა ყველაფერზე. რამდენი
მე წუთით მაინც რომ შესაძლებელი ყოფილიყო
ლიუკების გაღება, ჰაერი მთელ ეკიპაჟს გაამხნე
181
ვებდა. ჰერმანმა გადაწყვიტა და აპარატთან თვითონ
დამდგარიყო და მაღლა ამოსვლა ეცადა.

წყლის მტრედისფერ ზედაპირს, რომელსაც


ჯერ კიდევ ფარავს ღამის თეთრი საბურველი გა
რიჟრაჟის სიო ანანავებს და ლურჯ სივრცეს ღამის
მთვლემარე ბურუსს აცლის.
ზღვა ზანტად იღვიძებს, მის სიწყნარეს საში
ნელ ფრინველთა მძლავრი რიტმული გუგუნი არ
ღვევს. ალუმინისა და ფოლადის ალბატროსები

_
წყალს დასტრიალებენ და მახვილი თვალით ამოწ
მებენ მის ლურჯ სიღრმეს.
აი, ერთი ფრინველი თავის გუნდს მოშორდა,
სწრაფად გაფრინდა აღმოსავლეთისაკენ, თითქმის
ეხებოდა ზღვის ზედაპირს. უცებ მაღლა აიჭრა და
წამით თითქმის გაჩერდა, რომ ფრთები მოეკეცა,
ძირს დაშვებულიყო და ამომავალი მზის შუქზე
მოციმციმე, ვერცხლისფერი ნადავლით ისევ მაღ
ლა აჭრილიყო...
მაგრამ ფოლადის ალბატროსს _ ჭანგები არა
აქვს, რომ ჰაერში დაფლითოს მსხვერპლის ვერცხ
ლისფერი სხეული. სასიკვდილო საფრთხის მაუწყე
ბელმა ნიშანმა—გულის გამაწვრილებელმა სტვე
ნამ დაარღვია მტრედისფერი დილის მყუდროება.
ზღვის შეთრთოლებული ზედაპირიდან წყლის
სვეტი აიჭრა, შეირხა ზღვის მტრედისფერი სივრ
ცე და მძიმე გუგუნი ტალღიდან ტალღას გადაეცა.
ალბატროსი ისევ მიქროდა და სასიკვდილო
ჭურვებს აყრიდა აქაფებულ წყალს.
წყალქვეშ მოძრაობდა რომელიღაც სულდგმუ
ლი, რომლის დაჭრილი ფილტვების სუნთქვა აჩუხ
ჩუხებდა ახლა წყლის ზედაპირს.
ალბატროსი შურდულივით - აიჭრა ცის ნათელ
ტატნობზე, დანარჩენებს შეუერთდა და მთელი
გუნდი სწრაფად გაფრინდა დასავლეთისაკენ. ირგ
ვლივ ისევ დამშვიდდა ყოველივე.

მხოლოდ ორ-სამ ადგილას წვრილ-წვრილ მძი


ვებად თავმოყრილი ბუშტუკები ადასტურებდა,
რომ იქ, ქვემოთ, მხიარულად და ალერსიანად მო
ლივლივე, უცებ დამშვიდებული ზედაპირის ქვეშ,
სასიკვდილოდ დაჭრილ წყალქვეშა მტაცებელს თან
მიჰქონდა ახალგაზრდა ადამიანთა სიცოცხლე, რა
თა სამუდამოდ დაემარხა მზისგან მოშორებით,
ზღვის ფსკერზე ჩამუქებულ წყალმცენარეთა შო
რის.

2
ჰერმანი თვითონ მართავდა ნავს, ლამობდა იგი
ალალბედზე ამოეყვანა წყლის ზედაპირზე. მთელი
ღამე ცდილობდნენ შეეკეთებინათ პერისკოპი;
ჰქონდათ სათადარიგო პრიზმები, მაგრამ თვითნა
კეთი მოწყობილობა უვარგისი გამოდგა. ყოველ
შემთხვევაში, როცა პერისკოპის თვალი წყლის ზე
მოთ ავიდა, ჰერმანმა ძლივს გაარჩია ჰორიზონტის
ხაზი; მაღლა კი, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ,
აუცილებლად უნდა ასულიყვნენ. ჟანგბადი მხო
ლოდ 48-50 საათს თუ ეყოფოდათ, წინ კიდევ ოთ
183
ხი-ხუთი დღის სავალი გზა ედოთ; ჰაერი აუცი
ლებლად სჭირდებოდათ.
რაკი პერისკოპში არაფერი ჩანდა, ჰერმანი
ფრთხილად, ნელი სვლით, დაიძრა ზედაპირისაკენ.
აპარატმა ანიშნა, რომ ნავი ზედაპირს უთანას
წორდებოდა. ჰერმანმა ბრძანება გასცა ლიუკები
გაეღოთ. ვეისბახმა ლიუკში ბერკეტი შეჰყო თუ
არა, ცხვირზე ძლიერმა დაჯახებამ ნავი ისე შეარ
ყია, ვეისბახი ლიუკის კიბეს მოსწყდა, მაგრამ მო
ასწრო მოაჯირს ჩაფრენოდა. ნავმა ცხვირი ძირს
ჩაჰკიდა და მთელი მისი კორპუსი აჭრიალდა.
ჰერმანი ერთბაშად მიხვდა, რომ თავს დაესხ
ნენ, ხოლო საიდან ვერ გაარკვია. დარტყმის სიძ
ლიერის მიხედვით, თავდასხმა სერიოზული ჩანდა.
ნავი სრული სვლით დაეშვა სიღრმისაკენ. ისმოდა
ცხვირიდან შემოჭრილი წყლის ჩხრიალი. ვანგელი
ათიოდე მეზღვაურთან ერთად ცხვირის ჭერზე გა
ჩენილ ბზართან მიიჭრა, რომ წყლის დენა შეეჩე
რებინა, მაგრამ პირველ დარტყმას მოჰყვა მეორე.
გამაყრუებელი დარტყმა კიჩოზე და ნავი ბოლით
აივსო. აფეთქება მოხდა კიჩოს ცისტერნის შიგ
ნით, საიდანაც უცებ ითქრიალა წყალმა. ყველა
დარწმუნდა, რომ ეს იყო თვითმფრინავიდან ჩა
მოგდებული ყუმბარის შედეგი და დაღუპვა არ
აცდებოდათ.
კიჩოზე ბოლსა და დახშულ ჰაერში მუშაობდა
ყველა, ცდილობდნენ დაზიანებული ადგილი ნავის
სხვა სათავსოებისგან გამოეცალკევებინათ. ფისით
184
გაჟღენთილ ბრეზენტს ჭიმავდნენ და რეზინით
წმენდნენ იმ ადგილებს, სადაც ბრეზენტს აკრავდ
ნენ.
ჰერმანმა ნავის მართვა კლეისტს მიანდო, თვი
თონ კი ქეთის მიაშურა. შეშინებული ქალი ხალა
თის ამარა შემოეფეთა: აფეთქებისას მძინარი ქე
თი საწოლიდან გადმოვარდნილიყო.
ჰერმანმა კუშტად ჩახედა თვალებში.
ქეთი, დაღუპვა გარდაუვალია.
არაფერი გაეწყობა?— შიშნეულად შეეკით
ხა იგი.
მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გაკეთდეს.
შევეცდები გამოვიყენო ის საშუალება, რომელზე
დაც გეუბნებოდით ამას წინათ: ლიუკიდან უნდა
გავძვრეთ. ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი მოსა
ლოდნელი ავარიის შემთხვევისთვის. ახლა კაიუ
ტისკენ გასწით, საბანაო კოსტიუმი ჩაიცვით და
არა უგვიანეს ათი წუთისა იყავით კიბის ზემოთ,
ლიუკთან, და იქ დამიცადეთ.
ქალი გაოგნებული, შემკითხველი მზერით შეს
ცქეროდა ჰერმანს.
თქვენ გაივლით თავისუფლად, ვინაიდან
ამ ნაწილში ხუთი წუთის შემდეგ შუქი ჩაქრება.
აქაურობას კარგად იცნობთ, ამიტომ სიბნელე ხელს
ვერ შეგიშლით. მოიკრიბეთ მთელი ძალ-ღონე და
მხნედ იყავით!
ქეთი თავის კაიუტისკენ გაიქცა. რა კარგია,
რომ ხალათის ამარაა, გადაცმას ცოტა დრო დას
185
ჭირდება. უცებ გულში რაღაცამ გაჰკრა და გული
ძალუმად აუძგერდა: ` მოაგონდა მეზღვაურები, მა
თი სურვილი და დაქადნება. აი, ახლა შეიძლება
მოხდეს ყოველივე. ჰერმანი სწორედ ამ დროს არა
ჰყავს გვერდით. აურზაურში ვერავინ ვერაფერს
გაარჩევს. ქეთი აქეთ-იქით ჰყრის ნივთებს. საბა
ნაო კოსტუმიც, თითქოს განგებ, სადღაც დაკარ
გულა. აი, ისიც! ღმერთო, შენ მიშველე! ქეთის
ინსტინქტი უკარნახებს ჰერმანის კაიუტაში წავი
დეს და იქ გადაიცვას, მაგრამ აქ თუ ვერ იპოვეს,
ხომ ძებნას დაუწყებენ და, რაღა თქმა უნდა, უწი
ნარეს ყოვლისა ჰერმანის კაიუტაში შევარდებიან.
ქეთის თავში ელვასავით გაუკრთა აზრები. ესმის,
როგორ ძლიერდება ნავში ატეხილი ალიაქოთი.
ეტყობა, იწყება პანიკა. უცებ მშვენიერმა აზრმა
გაუელვა თავში. ქეთი ჰერმანის კაიუტაში გარბის,
ხოლო თავისას კეტავს. დაე, იფიქრონ, რომ თავის
კაიუტაში ჩაიკეტა. როცა ჰერმანის კაიუტისკენ
გარბოდა, ჰერმანის განკარგულება შემოესმა:
სრული სვლა ზემოთ!“
29

გადაცმას ორიოდე წუთი მოუნდა. ქეთიმ ზე


მოდან ხალათი მოისხა და ის იყო, გარეთ უნდა გა
ვარდნილიყო, რომ უცებ ტალანიდან ხმაური მო
ესმა. ქეთის გული გაეყინა. ესმის, როგორ უკაკუ
ნებენ მის კაიუტას. ქეთი ფრთხილად ოდნავ აღებს
კარებს და ხედავს, რომ მის კაიუტას არტური
მუშტს ურახუნებს. არტურის გვერდით ატუზულა
გალეული ჰანსი. მას ხელსაწყოები კარის საკეტში
186
შეუყვია და ცდილობს გააღოს. ქეთის გული გაუ
ჩერდა. ახლა ვერ გავა აქედან, დაინახავენ და
უმალვე დაიჭერენ. უნდა საშველად დაუძახოს
ჰერმანს, მაგრამ ნავში უჩვეულო ხმაური და ყვი
რილი ისმის. ეს მხეცები ჰერმანზე ადრე გაიგონე
ბენ მის ძახილს. ამასობაში დრო მიდის და ჰგო
ნია, რომ უკვე გავიდა ის ათი წუთი, რომელიც
ჰერმანმა დაუნიშნა კიბის ზემოთ ლიუკთან მისას
ვლელად. შესანიშნავად ახსოვს ჰერმანის ნათქვა
მი—ძნელია მოხერხებული წუთის შერჩევა, ლიუ
კი უნდა გაიხსნას იმ დროს, როცა ჰაერის წნევა
შიგნიდან და წყლის წნევა გარედან ერთნაირი იქ
ნებაო. ქეთის გონების დაკარგვას არა უკლია რა.
თავის სიცოცხლეში პირველად იჩენს გაუბედაო
ბას და ეს საშინლად ტანჯავს. უეცრად შიშს ძლევს
და სიმამაცე ემატება. ფართოდ აღებს კარებს, რომ
გაიქცეს კიბისკენ. აქ მოასწრებს დაუსხლტეს ამ
მხეცებს, ზემოთ კი ჰერმანი დახვდება. სწორედ ამ
დროს მახლობლად გაისმის გამაყრუებელი სრო
ლის ხმა. სასოწარკვეთილი ქეთი თვალებს ირგვ
ლივ აცეცებს და ხედავს კიბის ქვეშ ფრიცის გა
ფითრებულ სახეს და გამოწვდილ ხელს. დაინახა,
რომ არტური შუბლით დაეჯახა კედელს, შებარ
-

ბაცდა, ნელ-ნელა დაეშვა ძირს, ხელებს ციებ-ცხე


ლებით შეპყრობილივით ასავსავებდა.
უცებ შუქი ჩაქრა. წყვდიადში, რომელმაც და
ფარა ეს საშინელი სურათი, - გაისმა ჰერმანის
მბრძანებლური ხმა:
187
ყველანი კიჩოს ტუმბოებთან! - დინამოს
წყალი ფარავს!
ამას მოჰყვა ფეხების ბრაგუნი, ყვირილი, ლან
ძღვა-გინება.
ხაფანგში მომწყვდეული დასაღუპავად განწი
რული ერთი მუჭა ხალხი ამაოდ ცდილობდა ებრ
ძოლა სტიქიასთან, რომელიც ბოლოს და ბოლოს
შემოიჭრა ამ სათამაშოში.
ქეთიმ სრულ სიბნელეში იპოვა კიბე, ხალათი
მოიცილა და სწრაფად ავარდა მაღლა. ჰერმანი
უკვე იქ იყო. ქეთის მოესმის მისი ჩურჩული: „ქე
თი, თქვენა ხართ? მე აქა ვარ! შეჩერდით, მომეცით
ხელი!“
ჰერმანმა უცებ მის ხელს ხელი წაავლო და
წელზე შემოჭერილ სარტყელთან მიიტანა.
- მაგრად ჩაჭიდეთ და
-

ვიდრე მზეს არ დაი


ნახავთ, ხელი არ მოაშოროთ!
ქეთი ჰერმანს ტყავის სარტყელში ხელს მაგ
რად სჭიდებს. ის გრძნობს შიშველი მამაკაცის
თბილ სხეულს, მაგრამ სირცხვილი უკვე აღარ
აწუხებს, სამაგიეროდ არის რაღაც უფრო ძლიერი
რამ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, უფრო
სწორად სიკვდილისა და სიცოცხლის შესაძლებ
ლობას შორის არსებული ზღვარის შეგრძნება.
ჰერმანი სწრაფად ხსნის ლიუკს. კიდევ კარგი,
რომ ვეისბახს ბერკეტი ადრე დაეყენებინა, თო
რემ ახლა დროულად ვეღარ მიაგნებდა მას. ლიუკი
მოხრახნილია, მაგრამ მისი გაღება ძნელია. ეტყო
188
ბა, ნავში შეჭრილი წყლის გამო ნავის ჰაერის წნე
ვა წყლის გარე წნევაზე უფრო დიდია.
ჰერმანი სიბნელეში დგას და რუპორში ჩასძა
ხის მთელი ხმით: „კლეისტ, ორი რუმბით ძირს
დაეშვით, მერე მაღლა გასწით სრული სვლით“.
ქეთი გრძნობს, როგორ მოჟონავს ცივი წყლის
წვეთები მოხრახნილი ლიუკიდან და მკლავებსა და
მკერდზე ეცემა. ცივი წყლის წვეთების დაცემაზე
ქეთი კანკალებს.

„ახლა ლიუკს გავხსნი, ესმის ჰერმანის


ჩურჩული,—წყალი შემოიჭრება - ნავში. მაგრად
ჩამჭიდეთ ხელი. მთავარია პირველ წუთებში გა
მაგრდეთ, რომ ტალღამ არ წაგაქციოთ. ღრმად შე
ისუნთქეთ ჰაერი და ძალუმი მოძრაობით გასწიეთ
ზედაპირისკენ. მხოლოდ არ მომშორდეთ!“
ქვემოდან ყვირილი და ფეხის ბაკუნი ისმის.
ჰერმანმა მაგრად მოუჭირა ხელი სარტყელზე
დადებულ ქეთის ხელს.
მოემზადეთ!
ქეთის უნდოდა, რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩა
ესუნთქა, მაგრამ გულმა აჩქარებით დაუწყო ძგე
რა, ამიტომ მკაფიოდ ვერ გრძნობდა რა ხდებოდა.
ზემოთ დაბინდულმა სინათლემ გაიელვა.
ცივი წყლის ნაკადმა მკერდს ძალუმად დაჰკრა.
გვერდით თეთრი შიშველი ტანი გაკრთა. ქეთიმ
კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა მარცხენა ხელი
ჰერმანის სარტყელს, მხარი გაჰკრა რაღაცას, ზურ
189

ONLY
გი გაიკაწრა და უცებ გარს შემოერტყა წყლის
მომწვანო მასა...
ქეთი ფეხებს იქნევდა და მიიწევდა მაღლა,
წყალში თეთრად მოკიაფე მამაკაცის შიშველი ტა
ნის გვერდით. ყოველგვარი აზრი გამქრალიყო,
იყო მხოლოდ მოქმედება და ადამიანის მთელი არ
სება მხოლოდ მას უწყობდა ხელს.
ქეთიმ უეცრად იგრძნო, რომ სუნთქვა ეკვრო
და. ვერ მოასწრო უკანასკნელ წუთში ჰაერის ჩა
სუნთქვა, ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი.
გულის ნერვიული ცემა კიდევ უფრო ტანჯავდა.
ეგონა, ვეღარ გააპობდა უზომო სისქის წყალს. კი
დევ წუთი და, რაც არ უნდა მომხდარიყო, მთელი
მკერდით უნდა შეესუნთქა. საფეთქელთან შორე
ული ქუხილივით ხმიანებდა სისხლი. წინანდებუ
რად ვეღარ მოძრაობდა. ძალა ელეოდა სარტყელ
ზე ჩაჭიდებული ხელში და საცაა მოსწყდებოდა
ჰერმანს. აი, ჰერმანის ტანმა გაიელვა მის გვერ
დით. ქეთიმ იმწამსვე ტკივილი იგრძნო კეფაზე,
თითქოს თავზე ტყავს აცლიანო, და უჩვეულო ბიძ
გით გასწია ზედაპირისაკენ. ახლა მიხვდა, რომ
ჰერმანი თმაში ჩააფრინდა, როგორც კი ხელი უშ
ვამის სარტყელს. გაკრთა უფრო ძლიერი შუქი.
ქეთი უცებ დელფინივით აიჭრა წყლის ზემოთ,
შეკუმშული ფილტვებით ჰაერი მძლავრად შეი
სუნთქა და მოწმენდილი ცა დაინახა.
ირგვლივ ჩანდა ტბასავით მშვიდი უკიდეგანო
წყლის სივრცე.
190
ქეთის მბრძანებლური ხმა შემოესმა:
იცურეთ ზურგით, ისუნთქეთ ღრმად და
ხანგამოშვებით!
ქეთი ავტომატურად გადმობრუნდა, იგი ახლა
ზურგზე ირხეოდა და ისვენებდა. ჯერ კიდევ ვერ
გამორკვეულიყო, როგორ, რისთვის და რატომ
მოხდა ყოველივე.
ყველაფერს ჩრდილავდა სიცოცხლის უდიდესი
შეგრძნება. ეს სიცოცხლე კი, უწინარეს ყოვლისა,
გამოიხატებოდა თავისუფლად სუნთქვაში. ქეთი
ცოცხალია, ცოცხალია და მიცურავს! ზღვის სიღრ
მიდან სასწაულებრივად ამოიჭრა და საკუთარი
თვალით ხედავს ცას!
ქეთი მაინც არ გრძნობდა სრული სიხარულს,
მის სულში მხოლოდ სიმშვიდე იდგა, ახლა ყვე
ლაფერს სჯობდა ძილი, ხანგრძლივი მშვიდი ძილი,
მაგარსა და მყარ საწოლზე, სადმე ხმელეთზე. სი
ცოცხლის ამ მშვიდსა და მონისლულ შეგრძნებას
ერთვოდა მხოლოდ ნავში დარჩენილთა უკანასკნე
ლი სასოწარკვეთილი ყვირილი. ქეთის ყურებში
ხმიანებდა ყვირილი, რომელიც გაისმა ქვემოთ,
როცა კიბეზე ნავში შემოჭრილი წყლის ნაკადი ახ
მაურდა. სიკვდილისწინა შიშისაგან აღმომხდარი
გოდება, დაღუპვის მაუწყებელი ეს ყვირილი ჯერ
კიდევ ჟღერდა ტვინში. ახლა იქ, ქვემოთ, ფსკერ
ზე, ცივსა და ბნელ სიღრმეში, ლითონის ხაფანგში
იგუდებოდნენ ადამიანები და მათ შორის ფრიციც.
ქეთი შეკრთა. იგუდებოდა ფრიცი, რომელიც უკა
191
ნასკნელ წუთამდე იცავდა მის კაიუტას. ჩემო საყ
ვარელო ბავშვო!
ქეთის უნდოდა ეტირა, ცრემლი აწვებოდა,
სული ეხუთებოდა და შეზარდა ცის ამ უსულგულო
და მშვიდი სილამაზის ცქერა.
ქეთი და ჰერმანი რამდენიმე წუთს უსიტყვოდ
მიცურავდნენ.
ყოველ მათგანს საკუთარი ფიქრი აწუხებდა.
სიცოცხლესთან დაბრუნების ფაქტი თანდათან
სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა. ფიქრი იმაზე,
რომ საფლავს თავი დააღწიეს, თანდათან სულს იდ
გამდა და გონება მომავლისკენ მოუხმობდა მათ.
მაინც საით მივცურავთ? _იკითხა ქეთიმ.
ან რამდენ ხანს უნდა ვიცუროთ?
ქეთი, ჩვენ კრეტას დონეზე ვიყავით. ახლა
გულდასმით შევცქეროდი მზეს და ვფიქრობ, თუ
ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გავწევთ, პირდაპირ
კუნძულს მივუახლოვდებით.
— შორს არის ეს კუნძული? რამდენი ხანი
დაგვჭირდება იქ მისვლამდე?
მე ვფიქრობ, როცა ნავი შეგვინგრიეს,
კუნძულიდან სულ რაღაც 25-30 მილზე ვიყავით.
თუ ორი-სამი საათი კიდევ გავძელით, აუცილებ
ლად წავაწყდებით კრეტელ მეთევზეებს, ან რომე
ლიმე გემი აგვიყვანს. აქ მთავარი გზაა და გემები
განუწყვეტლივ დადიან.
ისინი ერთმანეთის გვერდით პირდაპირ კრეტას
მიმართულებით გაცურდნენ. ახლა უნდა შეთან
192
ხმდნენ, როგორი ჩვენება მისცენ საჭიროების
დროს. ჰერმანმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნ
და გამოიჩინოს. გადაწყვიტეს—ამერიკელებად გა
ესაღებინათ თავი, იმათი იახტა თითქოს ნაღმმა ჩა
ძირა. ეს არავის დააეჭვებდა, ვინაიდან ჰერმანმა
ჩინებულად იცოდა ინგლისური ენა. ქეთის აზრით
ჰერმანს თამამად შეეძლო ჰარი კრაიტონად ქცეუ
ლიყო. მას თითქმის იგივე ინიციალები ექნებოდა.
ჰერმანი დათანხმდა, რადგან ამჟამად ამაზე უკე
თესს ვერაფერს მოიფიქრებდა.
კუნძულის მხარეს, ჰორიზონტზე, ბოლი გამოჩ
ნდა. ახლა საჭიროა გულდასმით ადევნონ თვალი
მის სვლასა და მიმართულებას, რომ ხომალდმა
შეამჩნიოს ისინი და გვერდით არ ჩაუაროს.
ჰერმანი წამდაუწუმ მაღლა ხტება წყლიდან და
ჰორიზონტს ათვალიერებს. ქეთი ხედავს მის ძა
ლუმტანს და როგორც სპორტსმენი აღტაცებუ
ლია, რომ ჰერმანი ასე ჩინებულად გრძნობს თავს
წყალში.
ჰერმანი იცვლის მიმართულებას, ცდილობს გზა
გადაუჭრას გემს. უნდა ნიშანი მისცეს, მაგრამ
საიმისო არაფერი გააჩნია. ქეთი თანახმაა, ჰერმან
მა მოახიოს საბანაო კოსტუმის ნაწილი, მაგრამ ეს
არ ხერხდება. მაშინ ჰერმანი იხდის თავის კოლეტს
და დროგამოშვებით იქნევს.
ბოლოს გემიდან შეამჩნიეს. გემი, როცა მცუ
რავებს მიუახლოვდა, შეჩერდა და იქიდან კარჭაპი
ჩამოუშვეს.
193
13. ი. ნიკიტინი
მეზღვაურები დაეხმარნენ ქეთის და ჰერმანს
კარჭაპზე ასვლაში. ათ წუთში მათ ფეხი შედგეს
ბერძნების პატარა, ჭუჭყიან გემზე. გემს ჰქონდა
მაღალფარდოვანი სახელი — „ღვთაებრივი ოდი
სევსი“.
ჰერმანმა ღიმილი ვერ შეიკავა, როცა შეხედა
ამ დანჯღრეული გაზინთულ „ღვთაებრივ ოდი
სევსს“.

თავი მეთოთხმეტე

ღვთაებრივი ოდისევსი“
""

ჰერმანს პატარა, სასაცილო ქურთუკი ეცვა, ქე


თის კი საბანაო კოსტუმის ზემოთ ძველი იალქნის
ნაჭერი შემოეხვია. გემბანზე რომ ამოვიდნენ, საკ
მაოდ საბრალო შესახედავი იყვნენ.
„ღვთაებრივი ოდისევსი“ და მისი ნარევი ეკი
პაჟი არ იყო ისეთი მორთულ-მოკაზმული, რომ აქ
ძველმანებში გახვეულ ადამიანთა გამოჩენას გაკ
ვირვება და უხერხულობა გამოეწვია. პირიქით,
ისინი მეტად თბილად მიიღეს კაპიტანმა მუსიო კა
რიოტაკისმა (ასე უწოდა მან თავის თავს დამტვრე
ულ ფრანგულ ენაზე) და მისმა თანაშემწემ ლასკა
რისმა. კაპიტანმა ისინი ტანსაცმლის გამოსაცვლე
ლად დაუყოვნებლივ წაიყვანა თავის კაიუტაში.
ჰერმანს ხალვათი კოსტუმი შესთავაზეს, ქეთის
საქმე კი, ცოტა არ იყოს, გართულდა. გემზე ქალის
194
არავითარი ჩასაცმელი არ აღმოჩნდა. ქეთი იძულე
ბული გახდა იუნგას ბლუზა ჩაეცვა. თექვსმეტი
წლის იტალიელმა იუნგამ ჟან მორეტიმ თვითონ
მოიტანა მეზღვაურის სუფთა და ახალდაუთოვე
ბული ბლუზა.
ქეთისა და ჰერმანს უწინარეს ყოვლისა გათბო
ბა და დანაყრება სჭირდებოდა. კაპიტანი განკარგუ
ლების გასაცემად გავიდა. ჰერმანიც თან გაჰყვა,
რომ ქეთისთვის ტანსაცმლის გამოცვლის საშუა
ლება მიეცა. როცა ისინი დაბრუნდნენ, ფეხდაფეხ
შემოჰყვათ ვეებერთელა ზანგი. მან ხის ლანგარით
ორი მოზრდილი ფინჯანი ცხელი ყავა და ხორბ
ლის პური შემოიტანა.
ზანგი უყურებდა ახალ მშვენიერ იუნგას, რო
მელსაც კარგად ადგა მეზღვაურის ბლუზა, და იღი
მებოდა, აელვებდა შაქარივით თეთრ კბილებს.
ჰერმან, შეხედეთ, რა მშვენიერი ზანგია!
უთხრა ქეთიმ ჰერმანს.
-

ო, დიდებულია!
ზანგს ლურჯი თვალის გუგები გაუბრწყინდა
და ენა აიდგა.
მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბატონებ
მა რომ ინგლისურად დაიწყეს საუბარი. თვითონაც
ლაპარაკობდა დამახინჯებულ ინგლისურ კილოკავ
ზე და ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან შეეძლო
გამოლაპარაკებოდა მისტრის იუნგას. ზანგს უამი
ერქვა, ისე გულკეთილი ჩანდა, ქეთიმ უცებ იგრძ
ნო, რომ დამეგობრდებოდნენ.
195
ქეთის სველი საბანაო კოსტუმი უამმა სამზა
რეულოში წაიღო გასაშრობად და გვიან მოიტანა
გამშრალი და დაკემსილი. მას თუმცაღა უხეიროდ,
თავისი ხელით გაეკერა გახეული ადგილები.
ჰერმანი და ქეთი მადიანად შეექცეოდნენ ყა
ვას, თან გრძნობდნენ, რომ სიცოცხლე კვლავ
ფრთებს ისხამდა და ახალგაზრდული ძალა ემატე
ბოდათ. საშინელმა წყალქვეშა სიზმარმა განვლო.
მათ ახალი სიცოცხლისათვის გაიღვიძეს და სურ
დათ მალე გაეგოთ, რა მოელოდათ.
კაპიტანი კარიოტაკისი, რომელიც ზეთისხილი
ვით შავ თვალებს აკვესებდა, ქეთის და ჰერმანს
-
უამბობდა, სად გადმოაგდო ისინი ბედმა.
„ოდისევსი“ ძველი სატვირთო გემი იყო.
ეკუთვნოდა კუნძულ კრეტას ერთ-ერთ ბერძნულ
ფირმას. იგი განთიადზე სიტიდან გამოსულიყო და
მიდიოდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირებისაკენ-ბი
ზერტაში. მიჰქონდა მცენარეული ზეთი და ზეთის
ხილი.
რა ტვირთი მიჰქონდა გემს, კარიოტაკისს შეეძ
ლო სულაც არ ეხსენებინა. ეს ისედაც ნათელი
იყო, რადგან მთელი გემი დასვრილი და მონაგვი
ანებული გახლდათ.
კაპიტანი თავის მხრივ დაინტერესდა როგორ
მოხვდნენ მისი სტუმრები ზღვაში.
ქეთიმ სიამოვნებით უამბო თავისი უბედურება.
კაპიტანმა გაიგო, რომ ისინი არიან ახალგაზრდა
ცოლ-ქმარი - კრაიტონები — ამერიკელები, საქორ
196
წილო მოგზაურობისთვის იტალიაში პატარა იახტა
დაიქირავეს და ალექსანდრიისაკენ გაემართნენ. ამ
დილით იახტას კუნძულ კრეტას სამხრეთით მარც
ხს შეემთხვა. გამოურკვეველია, მცურავ ნაღმს და
ეჯახა თუ იმ წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, რომელზე
დაც ახლა ასე ბევრს ლაპარაკობდნენ! საქმე ისაა,
რომ იახტა სწრაფად ჩაიძირა. ზედ მხოლოდ ერთი
რიგიანი ბაიდა იყო და მით ეკიპაჟი გაიქცა. ისინი
კი ბედის ანაბარა დატოვეს. მაგრამ ორივე კარგი
მცურავია, და წყალში იყვნენ ორი საათის განმავ
ლობაში, ვიდრე „ოდისევსმა“ არ აიყვანა.
კაპიტანი კარიოტაკისი ტუჩებს აწკლაპუნებდა,
თავს აქნევდა და ყველა წმინდანს იფიცებდა, რომ
ცოლ-ქმარი წყეული გერმანელების მსხვერპლი
გახდა. იგი ამბობდა–ახლა ზღვა სავსეა გერმანე
ლების წყალქვეშა ნავებით და თუ ამ დღეებში ბი
ზერტაში წასვლა გადაწყვიტა, მხოლოდ იმიტომ,
რომ გამბედავი კაცია, თანაც კარგი გასამრჯელო
მისცეს. ამბობენ, ახლა ზღვაში ათამდე წყალქვეშა
ნავიაო. მთელი ფლოტი შემოიჭრა გიბრალტარი
დან და განუკითხავად ძირავს გემებს, მიუხედავად
იმისა, სამხედროა თუ სავაჭრო. რამდენიმე დღის
წინ კი ნეაპოლის ახლოს სამგზავრო გემი ჩაძირეს.
-

ჰერმანს ახლა აღარ სჭირდებოდა გაზეთის წა


კითხვა, რომ დაწვრილებით გაეგო, რა ჩაიდინა
ზენდენთან ერთად, რა საშინელი პანიკა მეფობდა
ხმელთაშუა ზღვაში. ნავების რაოდენობას და
თავდასხმის შემთხვევებს, ჩვეულებისამებრ, აზვი
197
ადებდნენ. ყველა აღშფოთებული იყო გერმანე
ლების მოქმედებით, მაგრამ მათი აშკარად ეშინო
დათ.

როცა ქეთიმ გაიგო, რომ გემი ტუნისში მიდიო


და, კაპიტანს შეჰპირდა, ჩასვლისთანავე ამერიკის
კონსული დიდად დაგასაჩუქრებთ გარჯისთვისო.
კარიოტაკისი ფეხს ფეხზე ირტყამდა, თავს
უკრავდა ქეთის, ძლიერ აწკლაპუნებდა პირს და
მადამ კრაიტონს არწმუნებდა: წუთითაც არ მი
Sp
ფიქრია რაიმე გასამრჯელოზე. მხოლოდ მეზღვაუ
რის მოვალეობა შევასრულე. ჩემი უდიდესი ჯილ
დო კი ის არის, რომ საშუალება მომეცა გავცნო
ბოდი მადამს და ცოტათი გამოვდგომოდიო. კაპი
ტანმა ამას დაურთო: სამწუხაროდ ჩვენს პატარა
კაიუტ-კომპანიას მხოლოდ სამი პატარა კაიუტა
აქვს. მაგრამ სულ ორმოციოდე საათის სავალი
დარჩა, და მესიამოვნება, თუ მადამ და მუსიო კრა
იტონები ამ ხნის განმავლობაში ჩემი კაიუტით
ისარგებლებენო.
ქეთიმ ალერსიანი ღიმილით გადაუხადა მად
ლობა. მას ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო, ამი
ტომ კაპიტანმა შეწყვიტა გულგახსნილი საუბარი
და ჰერმანთან ერთად გემბანზე გავიდა, რათა ქალი
დაწოლილიყო და დაეძინა.
კარიოტაკისი შეუსვენებლად ყბედობდა, გაუ
ჭირვებლად ლაპარაკობდა და უწყალოდ ამახინ
ჯებდა ენას.
კაპიტნის ნაამბობი სჭირდებოდა ჰერმანს. მან
198
გაიგო, რა შიშისზარი დაატეხა - გერმანიამ თავის
მოწინააღმდეგეს ამ ზღვაში. წყალქვეშა ნავი უკვე
აღარ არსებობდა, მაგრამ მისი აჩრდილი კიდევ

·
დიდხანს სულს გაუმწარებდა ყველას და ხელს
შეუშლიდა მუშაობაში. ნავის მიერ დანერგილი
შიშის გამო საჭირო ხდებოდა ზედმეტი ძალები და
სახსრები უჩინარ მტერთან საბრძოლველად.
ამის შეგნება ჰერმანს ამშვიდებდა. მასთან იყო
სიყვარული, რომელმაც ისევ მოუტანა ბედნიერე
ბა, გადაარჩინა თავისი და ქეთის სიცოცხლე. მაგ
რამ გულიდან ლოდი მაინც არ სცილდებოდა.
ვი მიაჩნდა დეზერტირად, რომელმაც ზურგი აქ
ცია მოვალეობას და ახლა სხვისი სახელით დამ
ნაშავესავით იმალებოდა.
ჰერმანს უნდოდა თავი გაემართლებინა, ამი
ტომ არა მარტო ხალისით უსმენდა კაპიტან კარი
ოტაკისის ყბედობას, აიძულებდა მას მეტი ელაპა
რაკა. პაპანაქება იდგა, ზღვა მზეზე თბებოდა და
თავს იწონებდა სხვა ზღვებისათვის უცხო, განსა
კუთრებული ფერადოვნებით.
ჰერმანი გემზე დასეირნობდა. სახელწოდება
„ღვთაებრივი ოდისევსი“ კაცს ირონიად მოეჩვე
ნებოდა, ისე ძველი და უშნო იყო გემი. მაგრამ
ჩან
ჯიხურის ზემო ლავგარდანზე - ლამაზად
და პოეტური წარწერა. იგი იუწყებოდა, რომ გე
მის პატრონი პოეტი იყო და უყვარდა ეს მითიური
გმირი, ამიტომ გემს მისი სახელი დაარქვა.
ჰერმანს მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენო
199
და ძველი ბერძნული ენის ცოდნა. გემის პოეტუ
რი წარწერა იყო ჰომეროსის „ოდისეას“ მეხუთე
სიმღერის დასაწყისი, სადაც პოეტი ხოტბას ას
ხამს მეფე ალკინოეს ქალს—თეთრმუხლებიან ნავ
სიკაის მშვენიერებას. წარწერამ ჰერმანს ქეთი მო
აგონა. მოსწყინდა უმისოდ, და გადაწყვიტა თავი
სი დედოფლის გასაღვიძებლად კაიუტაში დაბრუ
ნებულიყო. ეპითეტი - ნავსიკაი ზედ გამოჭრილი
იყო ქეთისათვის.
წუთის შემდეგ ქეთი ფრთხილმა და ნაზმა ამ
ბორმა გამოაღვიძა. ო, რა სამწუხაროა, რომ ჰერ
მანმა ასეთი ნეტარი ძილი - დაუფრთხო. ჰერმანი
და ქეთი ახლა ერთად იყვნენ დიდებული ბუნების
წიაღში, პალმებსა და აყვავებულ ნარინჯებს შო
რის, დაჰნათოდათ კაშკაშა მზე. რა კარგად გრძნობ
და თავს.
1

ჰერმან, ნუთუ ხვალ მართლა აფრიკაში ვიქ


ნებით?
ზეგ, ჩემო ძვირფასო.
სიყვარულით ბედნიერი ქეთი ჰერმანს ეალერ
სება და თავის მხსნელსა და ვიკინგს ეძახის.
ჰერმანმა ორჯერ გადაარჩინა, ამიტომ ქეთი მზად
არის სიცოცხლე მისცეს, ეცდება სამშობლოს და
ნაკლისი შეუვსოს და ნათელი, სხივმოსილი ბედნი
ერება არგუნოს.
დიახ, ჰერმანს სწორედ ქეთი ანიჭებს ბედნიე
რებას. ქეთი მისი ბედია და ჰერმანსაც სწამს მათი
1
მომავალი...
200
ქეთი ოცნებობს როგორ შეენივთებიან მზეს,
საზრუნავსა და ომის საშინელებას მოცილებულნი
აყვავებული ბუნების წიაღში ერთმანეთისა იქნე
ბიან განუშორებლად.
ზეგ, სწორედ ამ დროს, ბიზერტიდან ტუნისში
მიმავალ მატარებელში ისხდებიან. ამერიკის კონ
სული და პატრი გააფორმებენ მათ შეუღლებას და
ქეთი ჰერმანის მეუღლე გახდება. ო, რაოდენ სი
ხარულს მიანიჭებს ჰერმანს. მაგრამ მხოლოდ ერ
თი რამ აწუხებს: სხვისი გვარის მიღებით ჰერმანი
დაკარგავს საკუთარ სახელს. მას კი საშინლად ეწ
ყინება, რომ ქეთი უცხო სახელს დაუძახებს.
: ქალები ყო
რატომ?ველთვის
რა სულელია
ჰერმანი
საალერსო არქმევენ შეყვარებუ
სახელ

ლებს! ხშირად ეს სახელი სახსენებელიც არ არის,


მაგრამ ორივესთვის მეტად სასიამოვნოა.
მე ჰერის დაგარქმევთ! კარგი?_ამბობს ქე
თი. სხვისთვის ეს იქნება ჰარი, ხოლო თქვენთ
ვის ჰერმანი. თანაც ჰერი ჰერმანს უფრო უახ
ლოვდება, ვიდრე ჰარის!
ნაზი, ხანგრძლივი კოცნა ადასტურებს ამ პი
რობას და ორივე გემბანზე გადის.
მზე ისევ თვალისმომჭრელად კიაფობს. მეზღვა
ურები წინაერდოზე კამათელს თამაშობენ. ძნელი
გასაგებია, რომელ ენაზე საუბრობენ, ზოგი მათგა
ნი ბერძენია, ბოცმანი და კიდევ ორი მეზღვაუ
რი–ალბანელი, იუნგა–იტალიელი, ხოლო მზარე
201
ული–ზანგი. ამ ხალხს რაღაც თავისებური,
ზღვის ინტერნაციონალური ენა აქვს.
ქეთის მეზღვაურის თეთრი ბლუზა მოქნილ
ტანზე შემოსალტვია და ჰერმანი ვერ სცილდება
მას. სინაზე და ვნება ერთმანეთს მშვენიერ აკორ
დად შენივთებიან.
კაპიტნის თანაშემწე ხოჭოსავით შავი ლასკარი
სი მათ სადილად ეპატიჟება ქვემოთ. ხელიხელჩა
კიდებული ჰერმანი და ქეთი ტრაპზე ეშვებიან.
საუცხოო სადილი ჰქონდათ, მადა კიდევ უკე
თესი, ხოლო კაპიტან - კარიოტაკისის ქიოსური
ღვინო საოცრად სურნელოვანი და საამო აღმოჩნ
და. ადამიანები სათნონი ჩანდნენ და ცხოვრებაც
უჩვეულოდ ლამაზი იყო.
დგება წარმტაცი საღამო. ქეთი და ჰერმანი
ტკბებიან ზღვის მოციმციმე ფერებით და სწრა
ფად ჩამობნელებული ცით. ისინი ადრიანად მი
დიან დასაძინებლად, რადგან დაღლილები არიან.
ესეც არ იყოს, ქეთის ძალიან უყვარს დილა და
არ უნდა ძილში დაათენდეს.
ოდნავ სასაცილოა, რომ მათ ერთი კაიუტა მის
ცეს. ახლა ორივე ამაზე ფიქრობს, მაგრამ თვითე
ული თავისებურად.
კაიუტაში უამს უკვე იატაკზე გაეშალა მეორე
ლოგინი. უბრალო ნაალი დაეგო და ზედ ტილოს
სუფთა ზეწარი გადაეფარებინა.
ქეთი შემკითხველ მზერას აპყრობს ლოგინს,
შემდეგ ჰერმანს.
202
სად ფიქრობთ დაიძინოთ?
როგორ, თუ სად? აქვე!
-

ხომ არ შეიშალეთ?
ჰერმანი იცინის.
ქეთი, ჩემო ძვირფასო! აკი თვითონ თქვით.
ცოლ-ქმარი ვართო? ახლა არა მარტო სასაცილო,
მეტად საეჭვოც კი იქნება ჩემი აქედან გასვლა!

_
თვითონ ხართ დამნაშავე!
მე ხომ არ შემეძლო მეთქვა ასეთი სისულე
ლე, იახტით მარტო ჩვენ საცოლე და საქმრო
ვმოგზაურობდით-მეთქი. ამგვარი საქმროები ყოვ
ელთვის საეჭვონი არიან! ასეთი გასეირნების დროს
მე ვარჩევდი ქმართან ვყოფილიყავი. მაგრამ ეს
არაფერს ნიშნავს, ქმრის უფლებებს სრულიადაც
არ განიჭებთ. თქვენი აქ დარჩენა არ შეიძლება.
ქეთი, ჩემო ძვირფასო, არც ვფიქრობ რაი
მე უფლებით ვისარგებლო. მე უბრალოდ არ მინ
და მითქმა-მოთქმა და ეჭვის საბაბი გავხდეთ. მხო
ლოდ აქ, ამ ნაალზე დაწოლის ნება მომეცით,
სხვას არაფერს მოვითხოვ. სიტყვას გაძლევთ,
ჭკვიანად ვიქნები!
ჰერი, ეს მეტად ორაზროვანი შეპირებაა!
ქეთიმ ალერსიანად გაიღიმა.

მაშ კარგი! მე მკაცრი ვიქნები, ვითარცა მე


უდაბნოე და არავითარ ცთუნებას არ ავყვები.
ქეთი ჩაფიქრდა.
არც დაძინების წინ მაკოცებთ?
ქეთი რატომ დამცინით?
203
კარგი, არაფერს გეტყვით! კეთილი ინებეთ,
მოიტანეთ ბრეზენტი და აი, იქ გადაიტიხრეთ კუთ
ხე! იქ იქნება თქვენი საწოლი, ოღონდ არ გავიგო
ხმაური, არც თვალით დამენახოთ! გაიგეთ?
მესმის!
ჰერმანი კარში გავიდა.
ღმერთო ჩემო, როგორ აირია ყველაფერი! აი,
ის ახლა ნამდვილი ჰარი კრაიტონია! თითქოს ჰა
რი მართლაც მკვდრეთით აღდგა. ეს ნამდვილად
ბედის ტრიალია! ჰარი დაიღუპა, ზღვის ფსკერზე
დაეშვა, ეს კი, ვინც იგი დაღუპა, ფსკერიდან ამო
იჭრა, სიკვდილის ბრჭყალებს დაუსხლტა და მისი
სახელი მიითვისა. ჰარი კრაიტონი ცოცხალთა შო
რის ჩადგა და გაცოცხლდა მისი სიყვარულიც.
ძვირფასი ჰარი! ძალიან უყვარდა ქეთი, უზომოდ
ერთგული იყო. ჰერმანსაც უყვარს ქეთი, მისი
ყურმოჭრილი მონაა. ახლა თითქოს ერთმანეთს
შეენივთნენ. რა ფანტასტიკურად ეწყობა ცხოვ
რება.
-ქეთის ნერვები აღგზნებულია და იგი საკუთარ
გულის ძგერას მკაფიოდ გრძნობს. ქეთი დაწვა და
ზეწარი გადაიფარა. ისე ცხელოდა, ზეწარიც თბილ
საბნად ეჩვენებოდა.
ჰერმანმა ბრეზენტი შემოიტანა, თავისი ნაალი
მარჯვენა კუთხისკენ გაათრია და სწრაფად გაიკე
თა ტიხარი.
აი, ჩემი სოროც მზად არის!
204
ხვალამდე არ გაბედოთ მაგ სოროდან გა
მოძრომა!
ჰერმანმა ამოიხვნეშა.
კარგი, აკი შეგპირდით!
თქვენ ჭკვიანი ხართ, ჰერი, სამაგიეროდ
ზეგ დაგასაჩუქრებთ.
როგორ, უკვე შუქს აქრობთ? მე კი მინდო
და დაგმშვიდობებოდით, ქეთი...
არა, არ შეიძლება! უნდა ვილოცო. სიბნე
ლე და სიჩუმე მჭირდება. თუ მოვიფიქრე, შემდეგ
ავანთებ და დაგიძახებთ გამოსამშვიდობებლად.
მაგრამ ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. თუ ღმერთი
გწამთ, ნუ იწყენთ, რომ ახლა იუნგა ბრძანებებს
აძლევს კაპიტანს. ხშირად ასეც ხდება...

თავი მეთხუთმეტე

სტიქიის ბრჭყალეგში

შტირბორტიდან კაპიტნის კაიუტაში მზის კაშ


კაშა შუქი შემოიჭრა.
ქეთიმ თვალები გაახილა და მსწრაფლ მოჭუ
ტა. უჰ, რა თვალისმომჭრელი - სინათლეაო. მერე
ერთიანად გაიზმორა და თავისი მოძრაობით ჰერ
მანი გააღვიძა.
რა ცუდია, ჰერი... რა ცუდია... დაპირების
შეუსრულებლობა! სად არის ფიცი?
205

აი, იქ!.. ფარდის უკან დარჩა, როცა იქიდან


წამოვედი, დამავიწყდა თან წამომეღო!
მეუდაბნოე სადღაა?
იქ არის, ფარდის უკან!
-

აჰ, რა სათნოა იგი! .


მალე უნდა გავიდნენ მზეზე. ქეთის ისე მოე
ნატრა მზე იმ წყალქვეშა საპყრობილეში, რომ
ჰგონია ვერასოდეს გაძღება მისი ცქერით. დღეს
ყველაფერი არაჩვეულებრივად მხიარულად ეჩვე
ნება. თვით შტურმანი ლასკარისიც კი სიმპათიუ
რად გამოიყურება, მისი მოღრეცილი ცხვირიც
თვალებში არ ეჩხირება.
აი, მოვიდა უამი! უზარმაზარი ზანგი გახეხი
ლივით პრიალებს მზეზე, თეთრი კბილების ელვა
რება ნათელს ჰფენს მის სახეს. უამს სტუმრები
სათვის ყავა მოაქვს გემბანზე.
,,Jambo bana".
მხიარულად ესალმება მათ თავის მშობლიურ
სუაგელურ ენაზე.
აგერ მუსიო კარიოტაკისი ღიმილით მორბის
და ენის წკლაპუნით კითხულობს, როგორ მოისვე
ნეს ღამით.
ო, ასე არასოდეს სძინებიათ.
ოდისევსზე“ ძილი ყოველთვის ტკბილია! კა
""

რიოტაკისი მზადაა სანაძლეო დადოს, რომ ასეთი


სიწყნარე სამგზავრო გემებზეც კი არ იქნება. ეს
იმიტომ, რომ „ოდისევსის“ ხრახნი არ ხმაურობს.
კაპიტანი ისევ იწყებს დაუსრულებელ ტრაბახს.
206
სწყინს, რომ სტუმრები მალე წავლენ. ხვალ დილა
ადრიან, თითქმის გარიჟრაჟზე უკვე ბიზერტაში
იქნებიან. იუნგა მორეტის ქეთისათვის მეზღვაუ
რის სუფთა ბლუზა მოაქვს. მშვენიერი ყმაწვილია
ეს შავთვალა იტალიელი! იზრუნა, რომ ქეთის ყო
ველდღე სუფთა ტანსაცმელი ჰქონდეს! ამ ჭუჭყი
ანი გემის ნარევი ეკიპაჟი ისეთი ყურადღებით ეპყ
რობა სტუმრებს, რომ მათ ავიწყდებათ „ოდისევ
სის“ უბადრუკი შესახედაობა. ქეთი გარბის ტან
საცმლის გამოსაცვლელად და ორიოდე წუთში
უკან ბრუნდება. იგი გადახალისებულია, ლოყები შე
წითლებია და სიხარულით განათებია სახე. კიდევ
ერთი ღამე და ტუნისში იქნებიან. ქეთი დაუყოვ
ნებლივ უდეპეშებს მამას. ფულს ორ დღეში მი
იღებს, მანამდე კი კონსული მოამარაგებს. ამ კოს
ტუმებში ხომ ვერ დარჩებიან! ქეთი იცინის, მისი
კისკისი ზარივით რეკს ჰაერში. კონსული გააფორ
მებს ქორწინების აქტს და უდაბნოში გაემგზავრე
ბიან. იქ მცხუნვარე მზეა და არ არის ომის საში
ნელებანი. ხალხი ნაკლებია და მათ ხელსაც არავინ
შეუშლის. ქეთი ისე ალერსიანად მოეკიდება ჰერ
მანს, რომ შეძლებს გადაავიწყოს ომისგან გამოწ
ვეული მწუხარება.
ისინი უნებლიეთ იწყებენ ლაპარაკს ფრანგუ
ლად, რომელშიც მეტი ინტიმურობა იგრძნობა.
-

რა გვეჩქარება ამერიკაში გამგზავრება, ხომ


მართალია, ჰერი? მთელი წელიწადი ვიყოთ აქ,
207
მზეში, არაბებსა და პალმებს შორის. გსურს ასე
ჩემო საყვარელო?
შენთან ვიქნები, სადაც ისურვებ. შენთან
ყველაფერი მშვენიერად მომეჩვენება! ო, რომ
იცოდე, როგორ მიყვარხარ, ქეთი! არც ძალა მყოფ
ნის და არც სიტყვები, რომ გადმოგცე, რასაც ახ
ლა ვგრძნობ.
ქეთი სათუთად ეკვრის მას, თავის ქმარს. ეს
შეგრძნება სრულიად ახალია და ქეთის ნაზი მორ
ჩილების გრძნობით ავსებს. ისინი გამუდმებით ხე
ლიხელჩაკიდებულნი არიან. მოაჯირზე გადაყრ
დნობილნი თვალს ვერ სწყვეტენ დიდებული
ზღვის მომხიბვლელ, სიცოცხლით აღსავსე სურა
თებს.
სწრაფი, მოელვარე მფრინავი თევზები გუნდ
გუნდად ხტებიან ზემოთ და მტრედისფერი წყლის
თავზე მიქრიან. მათი გრძელი და გაშლილი ფარ
ფლები მზეზე ისე ბრწყინავს და ბზინავს, თითქოს
უზარმაზარი ნემსიყლაპიის ფრთებიაო.
როგორ უყვართ ერთმანეთი ამ ჩვენს ამე
რიკელებს,-−ეუბნება შტურმანი ლასკარისი ხნიერ
ალბანელ ჰუსეინს.
როგორც ორი მტრედს. შეხედავ მათ და
ახალგაზრდობა მოგაგონდება.
ქეთი კამბუზში იცქირება. ნეტა, სადილი მალე
იქნება? უკვე მოშივდა.
უამი თვალის გუგებს აკვესებს, ქვაბებს აჟღა
რუნებს და ჰპირდება სადილი ერთ საათში იქნე
208
ბაო. მანამდე კი ზეთისხილს სთავაზობს, მაგრამ
ქეთი უარს ეუბნება, რადგან არ ჭამს მას. ზანგი
ღონდება. შემდეგ სახე ღიმილით ებადრება და
ფორთოხლები მოაქვს.
ნასადილევს ქეთიმ გადაწყვიტა ცოტა დაესვე
ნა კაიუტაში.
იმ საზიზღარ ნავში ქეთი ისე გადაეჩვია ჰაერს,
რომ ახლა მალე იღლებოდა. ჰერმანმა გაიფიქრა,
დასვენება არც მე მაწყენსო...
გამოეღვიძათ იმიტომ, რომ სუნთქვა გაუძნელ
დათ კაიუტაში. დღისით ცხელოდა, საღამოს კი—
ჰაერი უფრო შეიხუთა. როცა გემბანზე გამოვიდ
ნენ, მეზღვაურები აქეთ-იქით დარბოდნენ, ემზა
დებოდნენ. უძრავ ჰაერში ავის მომასწავებელი რა
ღაც იგრძნობოდა.
ჰერმანმა შეშფოთებით გახედა აღმოსავლეთს.
იმ მხრიდან ღრუბლები ნელ-ნელა ფარავდა ჰორი
ზონტს. ღრუბლები ერთმანეთზე იჩხორებოდნენ,
წარმოქმნიდნენ მთებს და ჩაშავებულ ხეობებს,
ამ მთათა მწვერვალებზე თითქოს სათოფურებიანი
და კოშკებიანი ციხე-სიმაგრეები იდგა.
ჰაერი სრულიად არ მოძრაობდა, ხვატმა უფრო
იმატა.
მოიცა; ქეთი, კაპიტანთან წავალ.
ჰერმანი ჯიხურში შევიდა. ბარომეტრი თანდა
თან ეცემოდა, კაპიტანი დაკვირვებით მისჩერებო
და ცას აღმოსავლეთის მხარეზე.
14. ი. ნიკიტინი 209
ეტყობა, გრიგალი ამოვარდება,—თქვა ჰერ
მანმა.

მგონი უარესი იქნება, — მიუგო კაპიტან


მა,—ბუნება ყალყზე წამოდგომას აპირებს!
რა იყო, ჰერი?—მოუსვენრად
-

ჰკითხა ქე
თიმ ჰერმანს, როცა ის დაბრუნდა.
ქარიშხალი იქნება, ჩემო კარგო, და ცუდია,
რომ ღამდება.
რა უშავს მერე! ხომ არ დავიხრჩობით?
-

არა, მაგრამ ეს „ოდისევსი“ პატრონივით


ბეხრეკია.
არა უშავს რა, მე ბედი მწყალობს! უდარ
—შენ კი ახლა ჩემი ხარ!
დელად მიუგო
ჰაერი
, ქეთიმწინანდებურად უძრავად იდგა, თითქოს
გაყუჩდაო. სიცხე აუტანელი გახდა და ოფლმა
დაასხა ხალხს. წყალი სარკესავით სწორი და
ტყვიასავით მძიმე იყო. დასავლეთს ნისლის რიდე
გადაეკრა და მზეც დაიბინდა. დაძაბული განწყო
ბილება შეიქმნა. ქარმა მხოლოდ ერთხელ ღამეუ
ლი ფრინველივით უხმაუროდ გადაიქროლა და
ირგვლივ ისევ მიყუჩდა ყველაფერი. ოდნავ აგ
რილდა. წყალს თანდათან მოედო ჭავლი. რბილი
მტრედისფერი ქსოვილის ზედაპირზე დიდ-დიდი
ნაკეცები გაჩნდა და „ოდისევსმა“ რწევა დაიწყო,
კვეთდა წუთის წინ სწორი ზედაპირის ნაოჭებს.
ქარმა თანდათან იმძლავრა, ძალუმად დაუბერა,
თითქოს სადღაც სარკმელი გამოაღესო. ზღვას
210
მრისხანება დაეტყო, ტალღები სულ მაღლა და
სწრაფად ყელყელაობდნენ.
ნახევარ საათში ბინდიც დაეშვა. ჰორიზონტს
ღრუბლები გადაეკრა. ჰერმანმა ქეთის კაიუტაში
დარჩენა ურჩია, რადგან ახლა გემბანზე გაჩერება
სასიამოვნო არ იყო. ცა საწვიმრად ემზადებოდა.
ჰერმანს უნდოდა კაპიტანისთვის შეეთავაზებინა
დახმარება და თავისი გამოცდილება. მე მალიმალ
მოვალ და დაგხედავო,–უთხრა მან ქეთის. ისინი
ძირს ჩავიდნენ, მაგრამ ქეთის არ სურდა ჰერმანი
უცებ გაეშვა, მუხლზე ჩამოუჯდა და მოეხვია. ქე
თიმ ანაზდად მოიწყინა. რა კარგი იყო კაშკაშა
მზე. სამაგიეროდ ისინი ხომ დიდხანს იქნებიან ერ
თად იქ, აფრიკაში? ქეთის ძალიან შეუყვარდა ჰერ
მანი, რადგან მან გადაუშალა ახალი სამყარო, ბედ
ნიერების სამყარო, რომელიც ახლა აგრე სავსეა
ჰერმანისადმი მისი ნაზი გრძნობებით...
როცა ჰერმანი გემბანზე ამოვიდა, დაინახა,
რომ ქარიშხალი სულ უფრო ძლიერდებოდა. მეზ
ღვაურის გამოცდილმა თვალმა წყვდიადში კარგად
შენიშნა მისი ძალა.
ჰერმანს არა ერთხელ უნახავს ქარიშხალი
ზღვაზე, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი გრძნობები
აღარ ეუფლებოდა. მასთან იყო ქეთი, მისი მეუღ
ლე, მისი ძვირფასი სიცოცხლე. ჰერმანმა უნდა და
იფაროს იგი და აი, საოცრად გაშმაგებულია ზღვის
წინააღმდეგ. ნუთუ, როგორც ქეთი ამბობდა, მარ
თლა არ შეიძლებოდა მოცდა. ხვალ ხომ ტუნისში
211
იქნებოდნენ! ვინ იცის, ეს ბერძნული ძველი გობი
გაუძლებს, თუ არა შტორმს?
ჰერმანს ბედისწერა სამაგიეროს უხდის მოვა
ლეობის დავიწყების გამო. ის დეზერტირია, რო
მელმაც ზღვის ფსკერზე მიატოვა მისთვის ჩაბარე
ბული გემი მთელი ეკიპაჟითურთ. ახლა დაღუპუ
ლი ეკიპაჟის სული წყევლა-კრულვას უგზავნის ამ
ქარიშხალში, მაგრამ ქეთი ხომ უდანაშაულოა.
ჰერმანს ძალიან უნდა ახლა მასთან ყოფნა, მაგრამ
თავი უნდა შეიკავოს. ქეთი კაიუტაში უნდა დარ
ჩეს: კაიუტაში საშიში არაფერია. თვითონაც აუ
ცილებლად უნდა იყოს აქ, დაუღალავად ადევნოს
თვალყური ამ პატარა გემის ქარიშხალთან ბრძო
ლას. საფრთხის წუთებში კი მოახერხებს ქეთის
ამოყვანას მაღლა. ხოლო საფრთხის დანახვა შე
საძლოა მხოლოდ აქ.
ჰერმანი კაპიტნის ჯიხურისკენ გაემართა.
შტურვალთან თვითონ ლასკარისი იდგა.
შტორმი ისევ ძლიერდებოდა, ზღვაც უცნაუ
რად ღელავდა და აძნელებდა გემის მართვას,
წყალს აქეთ-იქით - ტყორცნიდა, ვეება ტალღებს
გახელებით ახეთქებდა ერთმანეთს. წყალი ყოვე
ლი მხრიდან შემოდგომოდა გემბანს. ქარი დამცი
ნავად ზუზუნებდა, ტრიალებდა, ტალღებს ქეჩო
ზე მოგდებულ ქაფის ქუდს წივილით აცლიდა და
ბრძოლის წინ თავს უშიშვლებდა მათ, დაქუცმა
ცებულ ქაფს - სტვენით ფანტავდა შემუსვრილი
ზვირთების ზემოთ. ცაზე ბოლქვა-ბოლქვად დაგ
212
რაგნილი ღრუბლები ელვის მკრთალ ისრებს ის
როდნენ და ამით სერავდნენ სწრაფად გადმოსულ
ღამის წყვდიადს. ტალღების გრიალში მეხის ყრუ
გრუხუნი მოისმოდა.
ჰერმანმა ვეღარ აიტანა მარტოობა და ქვემოთ
კაიუტისაკენ გაემართა, გზად იკავებს და მერხებს
სჭიდებდა ხელს.
ქეთი იღგა და ორივე ხელით ჩასჭიდებოდა სა
წოლის ძგიდეს.
იატაკზე გადადიოდა აქაფებული წყალი.
-

- საიდან გაჩნდა წყალი?


ჰერმანი ილუმინატორთან მივარდა. ერთმანეთს
შეხეთქებული ტალღების ნამსხვრევები იქ სარკ
მელში იჭრებოდნენ.
ადგილიდან დაძვრა არ შემიძლია, დამ
წუხრებით წარმოთქვა ქეთიმ.ისედაც დავშავდი,
საწოლიდან გადმოვვარდი. ცუდად ვარ, ღმერთო
ჩემო! კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე?
ჩემო საბრალოვ, არ ვიცი... ვფიქრობ...
ჰერმანმა სიტყვაც ვერ დაამთავრა, ბურთივით
გადავარდა კაიუტის კარისკენ.
-

ქეთი, ყოველ შემთხვევისათვის საშველი


სარტყელი ჩამოიცვი.
რამე დაიშავე?
არა.

ჰერმანმა სარტყელი იპოვა და მკერდზე მია


მაგრა.
დაჯექ საწოლის კიდეზე და ხელი ძგიდეზე
წაატანე, აი, აგრე! ფეხი არსად გადადგა, რაც არ
უნდა შემზარავად მოგეჩვენოს აქ ყოფნა.
მე ვფიქრობ, ჰაერზე გასვლა აჯობებს.
არა, არა, ჩემო ძვირფასო, იქ საშინელებაა.
რწევას მიუჩვეველი ადამიანი შეიძლება ადვილად
გადავარდეს წყალში. მხოლოდ აქ არის უხიფათო
ადგილი.

შენ?
მე უნდა წავიდე. _ ეკიპაჟი მცირერიცხოვა
ნია, მდგომარეობა კი მეტად სერიოზული. იქ ყო
ველი ზედმეტი ადამიანი საჭირო იქნება. ჩემი მო
ვალეობაა, დავეხმარო მათ. ნახვამდის, ჩემო მეგო
ბარო. ხშირად შემოვიხედავ, არ შეგეშინდეს.
მოიცა! მოდი ჩემთან.
ჰერმანი საწოლს მიუახლოვდა.
არ გადამაფიქრებინო. მეც მიმძიმს უშენო
ბა, მაგრამ იქ უთუოდ უნდა წავიდე.
არა, არ გადაგაფიქრებინებ! მინდა გაკოცო
მხოლოდ.
ქეთიმ ორივე ხელით აუწია - თავი და მაგრად
აკოცა ტუჩებში.
გემბანზე მკაფიოდ ისმოდა ყვირილი და ფეხე
ბის ბრაგაბრუგი.
-

მხოლოდ ფრთხილად იყავი, თუ ღმერთი


გწამს!
ჰერმანს სიხარულისა და შიშისაგან გული ძა
ლუმად უძგერდა. ის ტრაპისაკენ გაექანა, გზად
214
კედელს ეჭიდებოდა, წუთით შეყოვნდა: გემი ძლი
ერ გადაიხარა.
ქარიშხალი ზუზუნით თარეშობდა წყვდიადში
და ქაოსად აქცევდა ცასა და ზღვას. ყალყზე შე
მართულ ტალღებს მარილიან ქაფს აცლიდა და
სახეში სცემდა ჰერმანს, თითქოს დასცინისო მის
ბედნიერებას. სიკვდილის სისველით რეცხდა მისი
ტუჩებიდან სიცოცხლის მხურვალე კოცნის ნაკვა
ლევს. ჰერმანმა ჯიხურამდე ძლივს მიაღწია. გეძი
ხან ტალღათა უფსკრულში ვარდებოდა და ილუ
მინატორების მოცახცახე შუქით ანათებდა მის
წიაღში მიმალულ საიდუმლოებას, ხან მძიმედ მი
იწევდა ზემოთ და ანძების გამხდარ მკლავებს ვედ
რებით იწვდიდა უტყვი, მრისხანე ცისკენ. მერე
ერთიანად ათრთოლებული შეხტებოდა და გვერდ
ზე წვებოდა უთანასწორო ბრძოლაში ძლეული.
მეზღვაურთა შავი სილუეტები ფარნების მო
ცახცახე სინათლეში ეჭიდებოდნენ ქიმებს, გემთ
სართავებს, კამბუზის კუთხეებს, შემდეგ სიბნელეში
ინთქმებოდნენ სხვადასხვა ენაზე აღმომხდარი ლან
ძღვა-გინებითა და ერთმანეთში არეული კრულვი
თა და ვედრებით.

ჰერმანს უნდოდა ისევ შევარდნილიყო კაიუტა


ში, მაგრამ გადახრილი გემის წინაერდოზე გადა
ვარდა, ძლივს მოასწრო ხელი წაეტანებინა ღუზის
ჯალამბარისათვის. სწორედ ამ დროს გემი ისე გა
დაიხარა, მთელი გემბანი თითქმის შვეულად დაე
კიდა...

215
გემი თითქოს ხვნეშისო, ისე ნელა წამოიმარ
თა. ქეთის გამო შეწუხებული ჰერმანი მოწყდა ჯა
ლამბარს და კიჩოსკენ გაიჭრა, რომ კაიუტაში ჩა
სულიყო. ამ დროს გვერდითმა ძლიერმა ბიძგმა
ქიმისკენ მოისროლა.
უცებ ჰერმანმა გემის ქიმიდან რამდენიმე სა
ჟენზე ელვის შუქში სველი მაღალი ფრიალო
კლდე შენიშნა.
ნუთუ ისინი ქარიშხალმა და ღელვამ სადმე ნა
პირთან მიაგდო და ახლა კლდეებს მიამსხვრევს?
ჰერმანმა ფიქრიც ვერ დაამთავრა, რომ ვიღა
ცამ ფრანგულად დაუყვირა:
ხელი ჩასჭიდეთ რამეს! ის აქეთ მოიწევს!
გვიანღა იყო. ცოფმორეული წყლის უზარმაზა
რი მასა გემბანს დააცხრა, ჰერმანი ძირს დასცა,
ორჯერ გადაატრიალა, რაღაცას - დაახეთქა ფეხე
ბით და აღმუვლებული სტიქიის წყვდიადში გა
დატყორცნა.
ჰერმანი მაშინვე დატრიალდა ღრმა შავ მორევ
ში. მერე სადღაც შორს, ზვირთის მიღმა გაკრთა
„ოდისევსის“ შუქი და ყველაფერი შთაინთქა გაშ
მაგებული ღამის წყვდიადში.
,

[პრ
วงกล
თავი პირველი

ეული გული

რიჟრაჟდებოდა, მთელი ღამის განმავლობაში


მღელვარებისაგან მოღლილ-მოქანცული ზღვა კი
უკვე დასვენებას ჩქარობდა. იგი ნელი რწევით მია
ქანებდა ნაპირებისაკენ ჭავლის ვეება ნაოჭებს.
ქარი არ ქროდა. წვიმა ახალი გადაღებული
იყო და ალიონის ბინდში ცა ჯერ კიდევ ღრუბლებს
24 წ
დაებურა. ერთთავად დაჭრილი და სასწაულებრი
ვად გადარჩენილი ძველისძველი „ოდისევსი“ მო
ნანავე ტალღებზე მიირწეოდა ნაპირისაკენ.
გაფითრებული და აღელვებული ქეთი ქიმთან
იდგა და ჰორიზონტს დაძაბულად ათვალიერებდა
ჭოგრით. ვიდრე თვალი გაწვდებოდა, ზღვა უკაც
რიელი იყო, მხოლოდ შორიახლო ტალღებზე ჩან
და „ოდისევსიდან“ ჩაშვებული ბაიდა. მასში მო
ხუცი ალბანელი ჰუსეინი იჯდა და ზღვას ათვალი
ერებდა. იგი ეძებდა შვილს, რომელიც ღამით
ჰერმანთან ერთად ტალღებმა მოტაცეს.
ქეთიმ ჭოგრი ძირს დაუშვა და უმწეოდ მიმო
იხედა. უამი შეშფოთებით უცქეროდა, ვერ გაე
ბედა ყავა შეეთავაზებინა. თითქოს დამნაშავედ
გრძნობდა თავს, რომ ვერ დაიცვა „ბანა“. ქეთიმ
გადახედა მას, მოაგონდა წუხელ დატრიალებული
საშინელება და ისევ მოიმარჯვა ჭოგრი. ჭოგრი
თვალებში ჩამდგარ ცრემლს უფარავდა, მაგრამ
აკანკალებული ქვედა ტუჩი მაინც ამჟღავნებდა
მის მღელვარებას. ღმერთო ჩემო! რისთვის? რის
თვის მოხდა ეს?
ნუთუ ჰერმანს ბედად ეწერა დაღუპვა? ბედი,
რომელსაც წინ აღუდგა ქეთის სიყვარული, უფ
რო ძლიერი აღმოჩნდა!
როგორ ევედრებოდა ქეთი კაპიტანს უკანვე
გაებრუნებინა გემი, მზად იყო ორჯერ მეტი გადა
ეხადა, ვიდრე კარიოტაკისი იღებდა ამ რეისის
თვის, მაგრამ კაპიტანი გულქვა ადამიანი აღმოჩნ 1

და. „ოდისევსი“ ძლივს იდგა წყალზე. ადამიანები


218
მოიქანცნენ ტუმბოზე მუშაობით, წყალი კი მაინც
მთლიანად ვერ ამოქაჩეს ტრიუმიდან. გემი ისე
დაც იძულებული იყო ბიზერტის ნაცვლად რო
მელიმე პირველივე ნავსადგურს მიდგომოდა. აი,
საცაა შევა კიდეც ხამამეთის ყურეში, იქიდან კი
სუზა სულ რამდენიმე კილომეტრზეა. ახლა კარიო
ტაკისს ვერაფერი აიძულებს გაშლილ ზღვაში გა
სვლას.
საშინლად შეშინებულ კარიოტაკისს ფრთხი
ლად მიჰყავდა „ოდისევსი“ ყურეს აღმოსავლეთ
ნაპირის გასწვრივ წყალში ვერაგულად მიმალულ
კლდეებს შორის.
მზე ისევ გამობრწყინდა და ლურჯი ცის ფონ
ზე, მწვანე პალმებსა და ოლეანდრებში თვალის
მომჭრელად კრთოდნენ თანამედროვე არაბული
ღარიბი სოფლებით გარშემორტყმული კართაგე
ნის დროინდელ ციხე-სიმაგრეთა ძველთა-ძველი ნა
ნგრევები. ახლაც იგივე მზე ანათებდა მათ, იგივე
ზღვა ელამუნებოდა მათ საძირკვლებს.
„ოდისევსის“ ხრინწიანმა საყვირმა ქეთი გემ
ბანზე ამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კი
დევ ადრე იყო, სუზის ნავსადგურში სიცოცხლე
ჩქეფდა. თევზითა და მწვანილით დატვირთული
ნავები, რომელთა იალქნები დახეულ-დაფლეთილი
და ათას ადგილას დაკერებული იყო, ძლივს მიცუ
რავდნენ ყურეში. ისინი ბაზრისკენ მიდიოდნენ.
ნაპირთან, ყავახანების წინ დაფენილ ჭილობზე ორი
არაბი იჯდა. ისინი კამათელს ათამაშებდნენ და არა
ფერს აქცევდნენ ყურადღებას. ზედ მისადგომზე,
პირდაპირ ნაკრაულებზე არხეინად გაშხლართული
ყო ტუნისელი. მას ცისფერი მოსასხამი ეცვა და
თეთო ჩალმაშემოხვეული წითელი ფესკა ეხურა.
ტუნისელი პაპიროსს ეწეოდა და ზიზღით ათვალიე
რებდა ორ გათქვირებულ, შარვლიან ებრაელ ქალს,
რომლებსაც თავშალი შემოეხვიათ. ქალებს ჭუჭყია
ნი ბავშვები შემორტყმოდათ. მტვირთავი ზანგები
აქეთ-იქით მიდი-მოდიოდნენ და ყველასათვის გაუ
გებარი ხორხისმიერი ბგერებით ესიტყვებოდნენ
ერთმანეთს.
ქეთი უკვე მოუთმენლობისაგან თრთის. იგი და
უყოვნებლივ გასწევს კონსულთან. ჯიუტია და აი
ძულებს მას ყოველგვარი ზომები მიიღოს ჰერმა
ნის მოსაძებნად და გადასარჩენად. კარიოტაკისს
ეეჭვება, რომ ამერიკის კონსული სუზაში იყოს, ყო
ველ შემთხვევაში, თუ აქ არ არის, ტუნისში მაინც
აუცილებლად იქნება, იქამდე კი სულ ასოცი კი
ღომეტრია რკინიგზით. იგი ქეთის სიამოვნებით
ასესხებს სამგზავრო ფულს. ვიდრე გემს შეაკეთე
ბენ, მას ხომ კარგა ხანს მოუწევს აქ გაჩერება, ქე
თი მოასწრებს ვალის დაბრუნებას. ქეთი ყველა
ფერზე თანახმაა, ყველაფრისთვის მადლობელია.
ბოლოს ტრაპები ჩაუშვეს, ქეთი მისადგომისკენ
გაეშურა, მაგრამ უეცრად შედგა, შეცბუნდა, რად
გან მიუჩვეველი იყო აღმოსავლეთის მრავალ ენა
ზე მოჟრიამულე ბრბოს, რომელიც უმალვე ირგვ
ლივ შემოერტყა, ქეთის უჩვეულო კოსტუმმა გან
საკუთრებული ყურადღება მიიპყრო. საბედნიეროდ
220
გვერდით უამი მოჰყვებოდა. უამს თავისი თქმით
ახლა გემზე საქმე არ ჰქონდა და სიამოვნებით გა
ჰყვებოდა მისის ქალაქში. უწინარეს ყოვლისა, მისი
ალბათ ბაზარში გაივლის კოსტუმის შესაძენადო,
ნათქვამს დაურთო მან. უამი მართალს ამბობდა.
ქეთი გემზე ბრუნდება, რომ კაპიტანს ფული
გამოართვას. შემდეგ უამთან ერთად ისევ ჩამორბის
საბიჯელაზე. ქეთი თამამად იჭრება ბრბოში. შავი
გოლიათის დანახვაზე ბრბო აქეთ-იქით იწევს და
ისინი ვიწრო ქუჩით კიბის საფეხურებს მიჰყვებიან
ქალაქისაკენ. მაგრამ ქალაქი შიშს ჰგვრის და გულს
უტეხს ქეთის. კაპიტანს მართალი უთქვამს — კონ
-

სული ქალაქში არ აღმოჩნდა. ეტყობა, ქეთი ვერ


იშოვის იმდენ ფულს, რამდენიც თავისი აზრით
დასჭირდება. მას უნდა ზღვის ყველა მიმართულე
ბით დაუყოვნებლივ დაგზავნოს კატარღები. მაგრამ
ომიანობის დროა და ამას სჭირდება არა მარტო
ფული, არამედ ოფიციალური ნებართვაც და ხე
ლისუფლების დახმარებაც. ამავე დროს, თუ ახლა
ჰერმანი ცოცხალია, მისთვის მნიშვნელოვანია ყო
ველი საათი, ყოველი წუთიც კი. ქეთის გული უჩე
რდება, სუნთქვა უმძიმს, მთლად მოთენთილი და
ქანცმილეული ბრუნდება გემზე. მეთევზეთა ბაი
ღის გაგზავნა უაზრობაა, შედეგი გვიანობამდე არ
იქნება, ესეც არ იყოს, იქ დარჩა ჰუსეინის ბაიდა,
რომელიც დაკარგულებს გაცილებით გულდასმით
ეძებს, ვიდრე საერთოდ დაქირავებული ხალხი. ქე
თიმ სასწრაფოდ უნდა გასწიოს ტუნისისაკენ, მაგ
რამ მატარებელი საღამოს ექვს საათზე გადის.
ქეთი ფულს ართმევს კარიოტაკისს და სურს
ვოგზალში წავიდეს ბილეთის ასაღებად. სულერ
თია ძალა არ შესწევს ერთ ადგილას იჯდეს.
უამსაც უნდა ტუნისში წასვლა. ასე რომ ტუ
ნისამდე შეუძლია გაჰყვეს ქეთის.
ქეთი ცდილობს უარი უთხრას. მას არაფრის
ეშინია, უზომოდ მადლობელია უამის. უთანამგზავ
როდაც გაახერხებს ყველაფერს.
„ოჰო! „ უამს ძალიან უნდა გასეირნება! კაპი
ტანთან დაგროვილი აქვს ფული! ამავე დროს, დი
დი ხანია არ ყოფილა ტუნისში; ესეც არ იყოს, ესი
ამოვნება შეესწროს მისტრის კრაიტონის სიხა
რულს, როცა იგი იპოვის მისტერ კრაიტონს. მის
ტერ კრაიტონი ჩინებულად ცურავს და, რა თქმა
უნდა, გადარჩებოდა, უამი სავსებით დარწმუნე
ბულია.
ქეთი აღტაცებულია ველურის ამ თავისებური
ტაქტით. ისინი ერთად მიდიან ვოგზალში.
სწორედ ქეთის გამგზავრების წინ დაბრუნდა გა
წამებული ჰუსეინი. მოხუცს ყველაფერი გადაებ
რუნებინა, მაგრამ კვალისთვის ვერ მიეგნო.
სწრაფად აგიზგიზებული სიჭაბუკესავით ხან
მოკლე აფრიკული დაისი იჭრება ვაგონის ღია ფან
ჯარაში. ვაგონი ელვის სისწრაფით მიაქანებს ქე
თისა და მის თანმხლებ ზანგს. მწუხრის მოახლოე
ბასთან ერთად, ქეთის გულს ღამის წყვდიადივით
შავბნელი სევდა ეუფლება.

222
აგვისტო ყველაზე ცხელი დროა აფრიკის სანა
პიროზე. მაიორ არტურ ჰედსონი მეტად დაღონე
ბული გახლდათ, რომ სამსახურის საქმეებმა და სამ
ხედრო ამბებმა საშუალება არ მისცეს მთებში წა
სულიყო.
სიმსუქნის გამო იგი სიცხეს ვერ ეგუებოდა. აი,
დღესაც საოცრად გაიტანჯა. მადლობა ღმერთს,
რომ არსებობს ღამეები და ზღვიდან მსუბუქი ბრი
ზი უბერავს.
თეთრპიჟამიანი მისტერ ჰედსონი საღამოს თა
ვის სახლის ზედა ტერასაზე იჯდა, ზანტად ღეჭავდა
აჟუიას“ და ყავას ელოდებოდა. ახალი ფინიკის
სურნელოვანი მასა ფქვილიანი იყო და წყურვილს
იწვევდა, თანაც დღისით ყავა არ დაილეოდა. რა
თქმა უნდა, ჰედსონმა იცოდა, რომ მასავით მსუქან
ადამიანს ფქვილიანი საჭმელი არ ეჭმეოდა. მაგრამ
„აჟუია“ ისეთი გემრიელი იყო, უარს ვერ ამ
ბობდა.

პატარა ზანგმა ბიჭმა — ზანემ ყავიანი ჯამი მო


-

იტანა და შეზლონგის მახლობლად დაბალ მაგიდა


ზე დადგა.
უჰ! ყავა შესანიშნავია, მხოლოდ ძალიან ცხე
ლია. არა, ღამეები ნამდვილად სასიამოვნოა, განსა
კუთრებით უმთვარო ღამეები, როცა აურაცხელ
ტერასაზე მხოლოდ ქუჩის უხილავი ფარნების ათი
ნათები კრთის. ამ ფანტასტიკურ შუქში ტერასების
საფეხურებზე მოძრაობენ მსუბუქ თეთრ სამოსელ
ში გახვეული მდუმარე ლანდები. ღამის უზადო სი
223
წყნარეში უეცრად გაისმის მუეძინის შორეული გა
მყივანი ხმა. მუეძინი ადიდებს ალაჰს ამ მშვენიერი
ღამის შექმნისათვის და ალბათ მართალიცაა.
მისტერ ჰედსონი ოხრავს. გული უწუხს და ცდი
ლობს ვეება „ფლორ-ფინის“ ბოლით დაიმშვიდოს
იგი...

ვინ ქალია? რომელი ქალი? ჰედსონს, არავითა


რი სურვილი არა აქვს ესაუბროს ქალს. ახლა ღა
მეა და პიჟამო აცვია, სმოკინგს ხომ ვერ ჩაიცმევს
მისთვის? დალახვროს ეშმაკმა! განა შეიძლება სუ
ლელური მოხსენებით ესოდენ მშვენიერი საღამოს
მყუდროების დარღვევა? ეტყობა, ამ ვირ სელიმს
დისციპლინას ვერასოდეს შეაგნებინებ!
მაიორი ჰედსონი რომ კონსულია, ეს განა უფ
ლებას აძლევს მის თანამემამულე მშვენიერ მოგზა
ურ ქალებს ლოგინიდან გამოათრიონ იგი თავიანთი
ჭირვეულობის გამო?! ჯანიც გავარდნიათ, წინ წყა
ლი - უკან მეწყერი! უთუოდ, ვიღაც ღრმად მოხუ
ცებული მისი იქნება, რომელსაც თავისი კოდაკის
თვის ფოტოფირი შემოაკლდა.
ო, არა! სელიმი არწმუნებს, რომ ეწვია ახალ
გაზრდა, ლამაზი მისი, რომელიც დაიხრჩო და ა5
ლა სურს უთუოდ ნახოს კონსული.
ღმერთო ჩემო! რა ხეპრეები არიან ეს მავრები?
თუ დაიხრჩო, როგორღა შეეძლო აქ მოსვლა?
სელიმი მიდის ამის გამოსარკვევად, მაგრამ ისე
ვე მალე ბრუნდება და ამბობს, რომ მისი დაჟინებით
224
მოითხოვს კონსულის ნახვას, ვინაიდან ახლა მას
ეხრჩობა საქმრო.
მისტერ არტურ ჰედსონი ატყობს, რომ სელიმი
აშკარად მისის მხარეზეა და არ აცდება ტანსაცმ
ლის გამოცვლა. მაიორმა სიგარის ნამწვი გადაის
როლა და ამ ნამწვის გაფანტულ ნაპერწკლებში ტე
რასის ვიწრო კიბის საფეხურებზე ხვნეშით დაეშვა
ეზოსკენ.
მისტერ ჰედსონზე საკმაოდ არასასიამოვნო შთა
ბეჭდილება მოახდინა სტუმარმა. ქალს ადგილობ
რივი ქსოვილისაგან შეკერილი უხეირო კაბა და უბ
რალო თეთრი წელზედა ეცვა. ჰედსონს ქალი მა
შინვე საეჭვო პიროვნებად მოეჩვენა, მაგრამ წუთის
შემდეგ სტუმრის ლურჯი თვალების ცეცხლმა და
უჩვეულო დაჟინებამ, ვიდრე მისმა სიტყვებმა, და
არწმუნა რომ ეწვია ნამდვილი ამერიკელი ქალი.
როგორ არა, როგორ არა! „კოლორადო“! გერმანე
ლების ამ ახალი დანაშაულის ამბავი უკვე მთელმა
მსოფლიომ იცის! ო, ჰედსონი მზად არის რადიოთი
დაუკავშირდეს ნორფოლკს, რა თქმა უნდა, ყოველ
გვარ ზომებს მიიღებს მისტერ კრაიტონის მოსაძებ
ნად, მაგრამ ახლა უკვე ღამეა და მის პაიკერსაც
კარგად მოეხსენება, რომ კონსულს დიდი სიძნელე
ეღობება.
ქეთის აზრით კი ღამემდე ჯერ კიდევ ბევრი დრო
იყო.

- ჩემთვის ცხადია, რომ ამ ზანტ აღმოსავლეთ


ში ძალიან მალე ღამდება და, როგორც ეტყობა, ეს
15, ი, ნიკიტინი 225
აფუჭებს ამერიკელებს! მისტერ ჰედსონ, დიდი
ხანია ბრძანდებით ამ მხარეში?.. მე თვითონ შევად
გენ მამაჩემთან გასაგზავნ დეპეშას და მზად ვარ
თვითონვე წავიღო ტელეგრაფში, თუ თქვენს მსა
ხურებს ღამით ტუნისში სიარული ეშინიათ. მე მხო
ლოდ ფული მინდა.
ჰედსონს შერცხვა. მან ჩინებული გაკვეთილი
მიიღო. ერთ საათში რადიომ ნორფოლკში გადასცა
სასიამოვნო ამბავი „კოლორადოდან“ ქეთისა და
ჰარის გადარჩენის შესახებ, აგრეთვე საკონსულოს
ოფიციალური ცნობა. სანაპიროზე კი, თვით ტრი
პოლამდე, მთელი ღამე გადასცემდნენ ტელეგრა
ფისტები ოკეანის გადაღმა მდებარე უძლიერესი
რესპუბლიკის წარმომადგენლის შეკითხვებს ზღვა
ში დაკარგული ჰარი კრაიტონის შესახებ.
ქეთისთვის მზად არის ოთახი და მშვენიერი ლო
გინი. შეუძლია აქ მოისვენოს, როგორც საკუთარ
სახლში, მაგრამ არ ეძინება და არც დაიძინებს. სე
ლიმს მისთვის მოაქვს ვახშამი, ქეთი კი პირსაც არ
აკარებს. სამაგიეროდ ქვემოთ, სამზარეულოში,
უამი ორი ადამიანის მაგივრად ნთქავს ყველაფერს,
რაც კი მოაქვს პატარა შავ ზანეს. კონსულის მსა
ხურნი ღამემდე უსმენენ ზანგის ჟრუანტელის მო
მგვრელ ნაამბობს ზღვაზე ამტყდარი ქარიშხლისა და
შტორმის შესახებ, რომლებიც ცოცხალ ადამიანებს
იტაცებდნენ გემიდან.
226
თავი მეორე

კერტენელი მეთევზეები

ღია ზღვის მხარეს კუნძული - უკაცრიელი იყო.


ოდნავ დასავლეთით, იქ, სადაც ზღვის დამრეც ნა
პირზე ტალღა თავისუფლად მიიწევდა, მზეზე ორი
ადამიანი დახრილიყო და ქვიშაზე რაღაცას დასჩე
რებოდა.
წუთის შემდეგ ერთი მათგანი წამოდგა და მოკ
ლეტარიან ჩიბუხს მოუკიდა. მისი წითელი შალის
აჩი დილის მზის შუქზე ახასხას და. მზის სხივები
ქურდულად შეიჭრა მის გადაღეღილ ჭრელ ქურ
თუკში და განიერ ახალგაზრდულ მკერდზე ხუჭუჭა
თმა ოქროსფრად აუკიაფა.
თავი გაანებე, ანსან! სულერთია ჭაბუკი გა
თავებულია!
ასე ნუ ამბობ, შვილო! ქვეყანაზე ყველაფე
რია მოსალოდხელი, ეტყობა, მაგარი ჭაბუკია, მზე
მიუშვი, გათბეს!.. ჰაკორი, ცეცხლი მოიტა! ო, აქ
ღამემ რამდენი უბედურება დაატრიალა! ალბათ,
ეს მარტო არ არის! ნაპირი უნდა გავსინჯოთ ახლა,
ტალღა გამორიყავს ყველას, ვინც უკვე სულს გაე
ყარა.
მოხუცმა ჩიბუხი გემრიელად მოქაჩა და რამ
დენჯერმე ნაფაზი ზედიზედ დაარტყა.
აბა, იმ კონცხამდე გაიარე, მიიხედ-მოიხედე.
მე კი ამასთან დავრჩები.
227
ჭაბუკი ნაპირს გაჰყვა, ტილოს შარვალი მუხლე
ბამდე აეკარწახებინა და გამხდარ ფეხებს მკვიდ
რად ადგამდა ქვიშაზე.
ანსანი ცხედრის გვერდით ჩაცუცქდა და მას პა
ლმის გამხმარი ტოტის პატარა ფრთა კვლავ შეუ
ღიტინა ნესტოებში.
რამდენიმე წუთში ცხედარს ყელი შეუტოკდა,
ისე როგორც სლოკინის დროს იცის.
მოხუცმა პალმის ტოტის ფრთა განზე გადააგდო
და „დამხრჩვალს“ მკლავები რამდენჯერმე გაუშალა
და ისევ მკერდზე დაუწყო, მერე ყელზე ცერი და

!
-

,
აჭირა და პირქვე გადააბრუნა.

უკვე

მაგრად
ჭაბუკო
გათბი

მზეზე
გათბი

დაცხა, — წაიჩურჩულა მოხუცმა, მერე წამოიწია,


მზე ხელით მოიჩრდილა და მიაქცერდა ზღვას, სა
დაც ტალღებზე თოლიასავით მსუბუქად ხტოდა
იალქანი,
შორს ნაპირზე გამოჩნდა ჰაკორი.
-აქ მეტი არავინ ჩანს! — დაიძახა მან.
გახედე, ჰაკორი, ეს ხომ ლეია? — გასძახა მო
ხუცმა.
— ჰო. იალქანი, თითქოს მისას ჰგავს! — მოის
მა პასუხად.
აქეთ დაუძახე, მათარაში გადასაყლურწი უნ
და ჰქონდეს. მე მგონია ჩვენს ჭაბუკს მალე დასჭირ
დება გადაკვრა. ეტყობა, გადაიფიქრა იმ სოფელს
გამგზავრება.
ლეიმ მოიტანა მაგარი ვერმუტით სავსე თით
ქოსდა ტერაკოტისგან გაკეთებული მათარა,
ჰერმან კრეისლერი თავისუფლდებოდა უნება
ლიეთ ჩაყლაპული მარილიანი წყლისაგან და უკვე
ოდნავ სუნთქავდა. ლეი უამბობდა ჰაკორის, რომ
ღამით ქარიშხალმა ბევრი ბადე დაგლიჯა, გუშინ სა
თევზაოდ გასული ოცი ნავიდან ოთხი სულ არ და
ბრუნებულა და ჯერ კიდევ არ იციან, მათ სადმე
ნაპირთან შეაფარეს თავი თუ დაიღუპნენ.
ამ საუბარში ანსანი მოკლე შენიშვნებს ურთავ
და, თანაც ჰერმანს დასტრიალებდა თავს. მას რაქ
დენიმე ყლუპი ვერმუტი ჩაასხა პირში. ამან ჰერმა
ნი აიძულა თვალები ოდნავ გაეხილა და მოდუნე
ბულ ფილტვებში ჰაერი ჩაესუნთქა.
ჰაკორი, ხედავ, შენ კი მარწმუნებდი, ჭაბუკი
გათავებულიაო. ლეი დაიხმარე, კარაპზე გადაიყვა
ნეთ და შინისაკენ მშვიდობით იარეთ.
კერკენის ორი კუნძული სწორედ სფაქსის პირ
დაპირ, ყურე - გაბესში მდებარეობს. მეთევზეთა
სოფლები მატერიკისკენ პირშექცეული დასავლეთ
ნაპირზეა მიმოფანტული. იქეთ გაემართა კარაპი და
ჰაკორის ნუშა. ანსანი გადაჯდა ლეის კარაპში, აქვე
ჩააწვინეს ჰერმანიც. ჰერმანს ხანგამოშვებით ცოტ
ცოტა არაყს აყლაპებდნენ.
ჰერმანი თვალებამღვრეული იყურებოდა, ვერ
გაერკვია სად იყო და ვისთან.
ამ გაურკვევლობას კიდევ უფრო აძლიერებდა
ის გარემოება, რომ ირგვლივ ხედავდა ვიღაც ადა
მიანებს, მაგრამ ფინიკიელთა შთამომავლების სა
229
უბარში ვერ არჩევდა ვერც ერთ ნაცნობ ბგერას.
ჰერმანს ისინი ეგონა ავადმყოფი ტვინის მიერ წარ
მოსახული მოჩვენებანი.
ერთხელ მოუნდა კითხვა მიეცა მათთვის, მაგრამ
გულის რევამ ხელი ააღებინა ამ სურვილზე. ახლა
ყველაფერს გულგრილად უყურებდა. ერთხელ გო
ნებაში გაუელვა ნაცნობმა სახემ და ჩაესმა სანუკ
ვარი მშობლიური ხმა, ოღონდ, ნაცნობის სახელი
ვერ მოიგონა. ის ალბათ დაიღუპა და მასთან ერ
თად ყველა. ამ აზრმა გული აუძგერა, მაგრამ ყვე
ლაფერი ამით დასრულდა. ჰერმანი ისევ გაეხვია
ბურანში.
ეე, ჭაბუკო! ძილი არ ივარგებს! — დამრიგებ
ლური კილოთი შენიშნა ანსანმა და სქელი კვამლი
ნესტოებში შეუბოლა.
ჰერმანმა თავი გააქნია, თვალები გაახილა და
დაინახა ვიღაც კაცი. უცხოს მაგარი კბილები დაე
კრიჭა, თვალები უცინოდა, ენერგიულ მხიარულ
სახეზე ქარი ოდნავ შეჭაღარავებულ შავ წვერ-ულ
ვაშს უნანავებდა.
ჰერმანმა ძუძუთა ბავშვივით უსუსურად გაიღი
მა. ბერიკაცს გაეცინა.
- აგრეა, ძმაო! ძილი არ შეიძლება! გესმის?
არ შეიძლება! საცაა მივალთ და დედაკაცი ცხელ
ცხელ ქერის კვერებს გაჭმევს! ლეი, ჩემი სიტყვები
არ ესმის! შენ ცოტა მაინც იცი ფრანგული, უთხა
რი, რომ ძალა მოიკრიფოს, მალე შევნაყრდებით
230
თქო, თორემ ვატყობ მარტო სასმელი მობეზრდა,
ძილი ერევა.
ჰერმანმა თავი ოდნავ მოაბრუნა, როცა მისთვის
ცნობილ ერთ-ერთ ენაზე რაღაც ბგერები ჩაესმა.
ხედავ! — თქვა ანსანმა, — აკი ვამბობდი,
ფრანგი უნდა იყოს-მეთქი! ლეი, იალქანი მოუშვი,
აქ, მოსახვევს იქით, ქარი უფრო ძლიერ უბერავს.
კარაპი ძალზე გადაიხარა და ჩვამასავით გაქანდა
კერკენის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ.
ჰერმანმა ორი დღე და ღამე დაჰყო მეთევზე ან
სანთან. ამ ხნის განმავლობაში სავსებით მომჯობინ
და და ჩაწვდა ყველაფერს, რაც თავს გადახდა. მო
ხუცი შვილივით უვლიდა. ჰერმანს კი გული დამძი
მებოდა. წუხდა იმიტომაც, რომ არ შეეძლო მად
ლობა გადაეხადა, ვინაიდან ის ენები, რომლებზეც
თვითონ ლაპარაკობდა, ამ ხალხს სრულებით არ
ესმოდა. მხოლოდ მაშინ, როცა შემოვიდა ლეი,
ჰერმანმა მოასწრო და მოხუცს გადარჩენისთვის მა
დლობა მოახსენა. ლეის საშუალებით გააგებინა აგ
რეთვე, რომ თვითონ ფრანგი მეზღვაური კი არა
ამერიკელი იყო და ზღვაზე მარცხი განიცადა. თა
ვის თავს რომ ამერიკელს უწოდებდა, ეს აგონებდა
ადამიანს, რომელმაც სიყვარულის ძალით თავისი
სამშობლოს მოქალაქედ აქცია და, რომელსაც ასე
უეცრად დასცილდა. ახლა ის აღარ ჰყავდა გვერ
r

დით, არც არაფრის გაგება შეეძლო მის შესახებ.


ჰერმანი დარწმუნებული იყო, რომ „ოდისევსი“
ვერ გაუძლებდა შტორმს და დაიღუპებოდა. სას
231
წაულად ეჩვენებოდა თავისი გადარჩენა და არ მო
ელოდა, თუ ქეთისაც ასეთივე ბედი ეწეოდა. დღეს
ნასადილევს ლეი მატერიკზე გადაიყვანდა. ჰოდა,
ვერ ისაზრებდა საით, ან რისთვის წავიდოდა. სისუ
ლელე იყო ამერიკელ მოქალაქედ თავის გასაღება,
როცა ქეთი გვერდით არ ჰყავდა. მაგრამ საქმე ისაა,
რომ მხოლოდ ამ გზით თუ მიაკვლევდა მის გზასა
და კვალს. თორემ, ვინ იყო თვითონ? ან ვინ აცნო
ბებდა რაიმეს ქეთის შესახებ? ჰერმანმა ოდნავ მი
აკარა პირი მსუქან ქამბალას, შემდეგ გულთბილად
გადაეხვია ანსანს, მაგრად ჩამოართვა ორივე ხელი,
გამოემშვიდობა მას და დიასახლისსაც. როცა ის სა
იალქნო ბაგირივით ნერვებდაჭიმული ნუშაში ჯდე
ბოდა, მტკიცედ გადაწყვიტა: თუ დღე-ღამის გან
მავლობაში ვერაფერს გაიგებდა „ოდისევსის“ და
ქეთის შესახებ, ამერიკელობას თავს გაანებებდა და
საფრანგეთის ხელისუფლებას ჩაბარდებოდა, რო
გორც გერმანელი სამხედრო მეზღვაური.
ჰერმანს სული დამძიმებოდა, ხანდახან სწყინდა
კიდეც, რომ ლმობიერმა ტალღამ კერკენის რბილ
ქვიშაზე გარიყა ნაცვლად იმისა, რომ ზღვის ფსკერ
ზე ჩაეძირა. ამიტომ საიქიოდან დაბრუნებული ადა
მიანის ფრიად უცნაური გრძნობა დაეუფლა, როცა
ერთბაშად მოხვდა ორმოცდაათი ათასი კაცით და
სახლებულ ახმაურებულ ქალაქში. ამ დღეებში კონ
სული სფაქსში არ გახლდათ, ტრიპოლს სწვეოდა.
სამაგიეროდ სფაქსში იყო დიდი ამერიკელი სოვდა
გარი ფილპოტსი. კონსულის არყოფნის დროს მას
232
შეეძლო დახმარება აღმოეჩინა და ხელი შეეწყო
ზღვაზე ავარიაში მოყოლილი თანამემამულესთვის.
ასე უთხრეს ჰერმანს პოლიციის ბიუროში, საბერძ
ნეთის გემის შესახებ კი აქ არაფერი იცოდნენ; ხმა
გავრცელდა თითქოს აღმოსავლეთიდან მომავალი
რომელიღაც გემი ქვებზე გაირიყა კუნძულ მალტის
ახლოს, მაგრამ გადარჩნენ თუ არა მგზავრები, ან
ვისი იყო გემი, ბიუროს არავითარი ცნობა არ გა
აჩნდა.
შეიძლება „ოდისევსი“ იყო. ის ხომ ამ დროს
დაახლოებით მალტის დონეზე მიდიოდა! ჰერმანს
გული ტკივილით ეკუმშებოდა.
მისტერ ედმონდ ფილპოტსი ამჟამად ცხოვრობ
და ქალაქგარეთ სფაქსის სახელგანთქმულ ბაღებში.
ეს ბაღები ოცდაათი ვერსის მანძილზე ორანჟერე
ებივით მოსდებოდა სანაპიროს.
ჰერმანმა არ იცოდა, რა მანძილი _ იყო იქამდე,
მაგრამ ეკიპაჟი არ დაუქირავებია, რადგან ფული არ
ჰქონდა, თან შესაძლოა მისტერ ფილპოტსი შინ არ
დახვედროდა. მან გადაწყვიტა, ფიზიკური სისუსტე
დაეძლია, და ფეხით გაუდგა გზას. ჰერმანს გაგანია
სიცხე და ქეთის ამბის გაუგებრობა გულს უწუ
ხებდა.
უცებ დაღლილობა გადაავიწყდა და წამოენთო,
ვინაიდან გვერდით ჩაუარა ფრანგ ცხენოსანთა წი
თელი დოლომანებში გამოწყობილი და დიდებულ
ცხენებზე ამხედრებულ არაბთა სამხედრო რაზმმა.
სპაგები ნელა მიდიოდნენ, მათ წინ კი ცხენს სიცი
233
ლით მიანავარდებდა ორი ფრანგი ოფიცერი. ჰერ
მანი დიდხანს გასცქეროდა მიმავალთ
მან დიდი წვალებით იპოვა ნუშისა და ზეთისხი
ლის ხეებში საგანგებოდ მიმალული მისტერ ფილ
პოტსის ვილა. და სწორედ იმ დროს, როცა იქ უნ
და შესულიყო, საშინელი დაღლა იგრძნო მუხლებ
ში. იქვე ვენახის ირგვლივ შემორტყმულ ქვის და
ბალ ყორეზე ჩამოჯდა და შუბლიდან ოფლი მოიწ
მინდა...
ნეტავ სცოდნოდა, რომ ამ სახლში უკვე იდო
ტუნისიდან გამოგზავნილი დეპეშა, რომლითაც ჰა
რი კრაიტონს დაეძებდნენ!

თავი მესამე

ქეთის გედი

ქეთი მოუთმენლად დადიოდა ვოგზლის ბაქანზე.


იგი გახდა, გაფართოებული, აგზნებული თვალებით
მიშტერებოდა მისტერ ჰედსონს. თითქოს შიშობდა,
რომ მისი მღელვარებით გაწამებული ჰედსონი ატ
ყუებდა და მისტერ ფილპოტსის დეპეშა კონსუ
ლის მიერ მის დასამშვიდებლად მოგონილი მითი
იყო.

ვიდრე მატარებელი გაჩერდებოდა, ქეთიმ ვა


გონის ფანჯარაში მანამდე შენიშნა საყვარელი ადა
მიანის სახე. ჰედსონმა ვერ შეაჩერა ქეთი, ვერც
-

ფეხდაფეხ აედევნა სიმსუქნის გამო.


234
პირდაპირ აუტანელია, კონსულმა ვეღარ მოას
წრო იგი დაერიგებინა. მაგრამ გული მოულბა,
როცა დაინახა, რომ ქეთი ჩამოსულ ჯენტლმენს
თავზე მოეხვია, სიხარულის წუთებს ვეღარ გაუძ
ლო და ბავშვივით წასკდა ცრემლები. ჯენტლმენი
ამშვიდებდა ქეთის, თავზე ხელს უსვამდა და ხე
ლებს უკოცნიდა. ქეთის აღტყინება ისევე სწრა
ფად მინელდა, როგორც ჩვეულებრივ ყველაფერი
იცვლებოდა მასში. ჰერმანმა ორივე ხელი მოჰკიდა
თავზე და მთელი სახე, თვალები და პირი გულ
მხურვალედ დაუკოცნა.
მისტერ ჰედსონი ერთგვარი უხერხულობას და
ამავე დროს შურს გრძნობდა. იგი სულ ორმოცი
წლისა იყო.
ბოლოს ჰერმანმა დრო გამონახა და მიესალმა
ჰედსონს, რადგან უცებ მიხვდა, რომ ის ქეთის
ახლდა.
— აჰ, ჰერი, ჰერი, მან გიპოვათ თქვენ! ეს მის
ტერ ჰედსონია, შესანიშნავი ადამიანია! — უთხრა
ქეთიმ ჰერმანს.
შემდეგ ხელი გაუწოდა მისტერ ჰედსონს და
კონსულიც აღელვებით, მაგრამ მოწიწებით ეამბო
რა ზედ.
--

წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ!


მისტერ ჰედსონი წინ გაუძღვა ორივეს.
– ჩემო ძვირფასო! - ჩემო კარგო! ჩურჩუ
ლებდა ქეთი და ჰერმანს ეკვროდა.
—- ჩემო ბედნიერებავ, სიცოცხლევ! იმედი არ
235
მქონდა
ნი.
რომ ისევ გნახავდი! — ეუბნებოდა ჰერმა
-

მზე უკვე სხივებს აფრქვევდა ქალაქს, როცა


ეტლი კონსულის სახლისკენ მიქროდა. უამი სულ
უკან იხედებოდა, პირი წუთითაც არ მოუკუმავს და
თეთრი კბილები მზეზე უელავდა. ჰერმანი ზანგს
ალერსიანად უქნევდა თავს. მან უკვე იცოდა, რომ
უამი ქეთის ერთგული მეგობარი და თანამგზავრი
იყო, რომ ისიც დაეძებდა ჰერმანს, როგორც შე
ეძლო. ქეთი – ენას არ ასვენებდა, ჰერმანის ხელი

_
ორივე ხელით ეჭირა და ცდილობდა ერთბაშად მო
ეთხრო მისთვის ყველაფერი. დღესაც რომ არ მიე
ღო რაიმე ცნობა ჰერმანის შესახებ, ამას ვეღარ გა
დაიტანდა.
მისტერ ჰედსონი გაჩუმებული იყო, შესცქერო
და მათ, ვეება სიგარას ნელა აბოლებდა, ჩუმად ოხ
რავდა და უცოლო კაცის ცხოვრების უარყოფით
მხარეებს უკვირდებოდა.
ჰერმანი ყვებოდა, რომ სიკვდილის პირას იყო!
ყვებოდა შესანიშნავ კერკენელ მეთევზეებზე, რო
მლებმაც სიცოცხლე დაუბრუნეს და, რომლებსაც
არც ერთი ევროპული ენა არ ესმოდათ.
ქეთის თვალებში კურცხალი უჩნდებოდა, როცა
წარმოიდგენდა ცივ ქვიშაზე გარიყულ ჰერმანს. მა
გრამ იმის სასიხარულო გრძნობა, რომ ყოველივე
ეს წარსულს ჩაბარდა, ყველაფერს ჩრდილავდა.
ქეთის ისევ სჯეროდა თავისი ბედისა, თავისი ვარ
სკვლავისა.
- ჰერი, ჰერი, ჩემო ძვირფასო! არასდროს არ
-

236
მიფიქრია, რომ ასე სიყვარული შეიძლებოდა. ეს
მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა გვერდით არ მყავ
დით, როცა თქვენ საფრთხე გელოდათ.
გამოჩნდა კონსულის სახლიც! მისტერმა ბრძანა
საუზმეზე შამპანური მოეტანათ.
იქნებ კონსულმა იმდენი გულკეთილობა გამოი
ჩინოს, დღესვე, საუზმის შემდეგ, გააფორმოს მათი
ქორწინება?
ქეთის ლურჯი, ახლა ღრმად ჩავარდნილი თვა
ლები ვედრებით იმზირებოდნენ.
- პატრი?
პატრი შემდეგ გააკეთებს თავის საქმეს. ქეთის
უნდა დღესვე შეატყობინოს მამას, რომ ასე დაუნა
ნებლად გაიმეტა მისი გვარი.
კონსულის სახლში ამ დღეების განმავლობაში
გაისმა სიცილი.
პირველადგან შეიძლება უარი ეთქვას ქეთის? ცხადია, მი
სტერ ჰედსონი თანახმაა! სწორედ დღეს სადილად
ეყოლება მეგობარი მისტერ რობერტ ბლაკვუდი.
იგი სიამოვნებით შეასრულებს მოწმის მოვალეო
ბას. მეორე მოწმე კი მისი მდივანი იქნება.
არა, ქვეყანაზე ცოტაა მისტერ ჰედსონისთანა
მომხიბლავი ადამიანი.
საუზმე ტკბილ საუბარში გაგრძელდა.
ნასაუზმევს ქეთიმ და ჰერმანმა კონსულის ეტ
ლით ქალაქში გასწიეს. ორივეს გამოწყობა სჭირ
დებოდა. ქეთის ამისათვის გუშინ არ ეცალა. მაღა–
ზიაში შესვლაც კი არ მოფიქრებია.
ბაზრებში ჭრელი ხალხი ხმაურობდა, აქ უმეტე
სად იყვნენ ებრაელები, რომლებსაც შეეძლოთ უბ
რალო რამეზე აეტეხათ აურზაური. დუქნების გას
წვრივ თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. თვალს იტა
ცებდა განსაცვიფრებელი აბრეშუმის თავშლები,
ოქრომკედით ნაქარგი და მსუბუქად მოჩითული აბ
რეშუმის ქსოვილების ნაზი ტონები — ეს არაბთა
ათასწლოვანი კულტურის ნაკვალევი. ცივ ევროპე
ლებს, რომელთათვისაც უცხო იყო მზითა და
ბრწყინვალებით სავსე ეს შორეული კულტურა, გუ
ლი უნებლიეთ მიუწევდათ მსუბუქი და ნაზი ნივთე
ბისაკენ.
მამაკაცებს მათი არა გაეგებოდათ რა. ქეთი კი
ბედნიერი იყო. უნდოდა შეესყიდა ყველა ბაზარი.
აბრეშუმში გაეხვია საყვარელი ადამიანი და მისთ
ვის თავზე დაეხურა ფირუზიანი თეთრად მოქათქა
თე ჩალმა. ქეთისთვის იგი იქნებოდა მეუფე. შეიხი.
თვითონ კი — მისი პატარა მონა.
ბოლოს ისინი ხელიდან დაუძვრნენ გაქნილ
მავრს და ისევ ქალაქში გამოსწიეს, მაგრამ იძულე
ბული გახდნენ ნაბიჯით ევლოთ. აქ ნამდვილი მე
რედ მოსვლა იყო. კაფეები ხალხს აევსო. გაზეთე
ბის გამყიდველები ყვირილით სმენას ახშობდნენ
და ეტლში მსხდომთ გაზეთებს თავმომაბეზრებლად
აჩრიდნენ, არც კი ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა
ცხენებს ჩავარდნოდნენ ფეხებში.
ასე გავიდა დრო ქალაქში, ვიდრე აუტანელი სი
ცხისაგან ცხოვრება სულ არ ჩაკვდა. ქუჩები და
238
ცარიელდა და დადგა სიესტის ჟამი. აი, ფანჯრის
დარაბები იხურება, ყველანი შიშვლდებიან და სა
ღამომდე იტანჯებიან გაუსაძლისი ძილით. მხოლოდ
არაბები დაზოზინებენ ბულვარში ყავახანების მახ
ღობლად, ზანგები კი ყურეში საწყობებთან და ნავ
მისადგომებზე მუშაობას თავს არ ანებებენ.
ჰერმანი მარტოდმარტოა, ფიქრებში გართულა

-
კონსულის კაბინეტში, რომელიც თავაზიანად და
უთმო მისტერ ჰედსონმა. დახურული დარაბებიდან
ესმის, როგორ ჩუხჩუხებს შადრევანი შიგა ეზოში,
არ ეძინება და გონების თვალით უკვირდება ყველა
ფერს, რითაც დაასაჩუქრა ბედმა. იგი ახლა კრაი
ტონად უნდა გარდაისახოს.
ჰერმანმა მთელი ნებისყოფა უნდა დაძაბოს და
სულიდან ამოიგლიჯოს ძველი ფესვები, რომ თავი
დან აიცილოს გაორების მტანჯველი წუთები. მას არ
შეუძლია ქეთის დაკარგვა. არასოდეს არც ერთი
ადამიანი არ ყოფილა მისთვის ასე ძვირფასი. ახლა
კი, როცა სამშობლოს გამოესალმა, როცა ჰერმან
კრეისლერი ყველასთვის მოკვდა, შემორჩა მხო
ლოდ ქეთი, და ის გახდა ჰერმანის მთელი სიცოცხ
ლე, მთელი სული და გული.
საღამოს, როცა ცხოვრებას თანდათან დაეტყო
გამოცოცხლება, შადრევანთან, შიგა ეზოში სადი
ლის მზადება დაიწყეს. ეზოს ავსებდა ჟასმინისა და
ვარდის ბუჩქების სურნელება, რომელიც საუცხო
ოდ ექსოვებოდა შადრევნის წყლის წვეთების წკრი
ალა ურიოშო ხმას. სელიმი მაგიდასთან ფუსფუსებ
239
და, უამი კი — სამზარეულოში კაბინეტში, მის
-

ტერ ჰედსონის მიერ საქორწინო ხელშეკრულების


გაფორმების შემდეგ, მამაკაცებმა ისარგებლეს მისის
კრაიტონის იქ არ ყოფნით და სიგარები გააბოლეს.
მისტერ რობერტ ბლაკვუდი აქაური - ძველი
მცხოვრები გახლდათ. მისტერ კრაიტონს ურჩევდა,
ალჟირში წასვლამდე ტუნისის მიდამოები დაეთვა
ლიერებინა. აქედან, სულ თხუთმეტიოდე კილო
მეტრზე იყო ნანგრევები ძველი კართაგენისა, რო
მელიც აგრე გმირულად ებრძოდა რომს. ახლა, რო
ცა მესამე წელი გრძელდებოდა ეს შეუბრალებელი
ომი, მისტერ ბლაკვუდს გაახსენდა ისტორია. მისი
აზრით მეტად სასარგებლო იქნებოდა ომში ამერი
კის ჩარევა, რათა მალე დამთავრებულიყო ეს ხოც
ვა-ჟლეტა.
– კი მაგრამ, ვის უნდა მიემხროს? — შეეკითხა
-

ჰერმანი.
— ბუნებრივია, მოკავშირეებს! — გაკვირვებით
მიუგო მისტერმა ბლაკვუდმა.
მისტერ კრაიტონმა სურნელოვანი ბოლი უფრო
ღრმად შეისუნთქა.
გერმანელი ხალხი ძალიან ნიჭიერია, სამწუ
ხარო იქნება თუ იგი მოსპეს.–თქვა მან.
ო! — წამოიძახა ჰედსონმა, — ეს ჯერ კიდევ
——

გაურკვეველია, გერმანელები შესანიშნავად ომო


ბენ, ამის უარყოფა არ შეიძლება, თუმცა არ მიყ
ვარს ისინი.
-

არა, მისტერ ჰედსონ, ომის დასასრული წა


240
თელია! — შეესიტყვა კრაიტონი. — ხომ მართალია,
მისტერ ბლაკვუდ?
- ო, დიახ, ისევე როგორც თქვენ, ღრმად მწამს,
რომ მოკავშირეები გაიმარჯვებენ.
გამოჩნდა სელიმი. მისის კრაიტონი მზად იყო და
მათ მაგიდასთან იწვევდა. თავად სასტუმრო ოთახ
ში იცდიდა.
სადილი - მხიარული გამოდგა. ქეთი მიმზიდვე
ლად გამოიყურებოდა ახალ შესანიშნავ კაბაში. თვა
14
ლები უბრწყინავდა, ენამახვილობდა. მისტერ ბლა
კვუდი ჭკუას კარგავდა ქეთიზე და ამას მოურიდე
ბლად აღიარებდა.
მისტერ ჰედსონი კი გრძნობდა, როგორ დაცარი
ელდებოდა აქაურობა დღეს ახალგაზრდა ცოლ
ქმრის სასტუმროში გადასვლის შემდეგ, მაგრამ ქე
თიმ გულკეთილობა გამოიჩინა. დაპირდა, რომ ხვალ
აქ, ძვირფას მისტერ ჰედსონთან ისადილებდნენ.
კონსულის სახლმა დაუბრუნა მათ სიცოცხლე და
ისინი სამუდამოდ შეაკავშირა. ქეთი არასოდეს და
ივიწყებდა ამ სახლს...
ამ უმთვარო, ვარსკვლავიან ღამეს. მისტერ ჰედ
სონს პირველად დაეუფლა სევდა, როცა მარტო
იჯდა სახლის აივანზე თეთრ პიჟამოში გამოწყობი
ლი. დღეს მას „აჟუია“ არ უჭამია და არც ყავა
მოუთხოვია. წინ ედგა ერთი ბოთლი ბურგუნდიუ
ლი ღვინო და ეჩვენებოდა, რომ მისი, როგორც ღა
მეების მეგობრის ხარისხი შესამჩნევად გაუარესე
ბულიყო.
16. ი. ნიკიტინი 241
თავი მეოთხე

ე ს ე ლ ა ი ლ ი

ქალაქის ზედა, აღმოსავლეთ უბანში აგებული


მავრიტანული პატარა სახლი გახდა ქეთის ოცნება,
ის არჩია ქვემოთ მდებარე სასტუმროს, როცა დარ
წმუნდა, რომ სექტემბრის დამდეგს არ შეიძლებოდა
უდაბნოში გამგზავრება. ამ დროს იქ ქრის სამხრეთ
აღმოსავლეთის ქარი, რომელსაც უდაბნოს წიაღი
დან გაგანია სიცხე მოჰყვება და ყველაფერს ცეც
ხლს უკიდებს. განსაკუთრებით საშინელია ღამე.
ადამიანს ძილი თითქმის არ ეკარება, ორმოცგრა
დუსიან სიცხეში უგემურად თვლემს, ჰაერი ისე
ნელა მოძრაობს, როგორც გავარვარებულ ღუმელ
ში, წვრილი, შეუმჩნეველი ქვიშა იჭრება ყველგან,
წყურვილი ტანჯავს ადამიანს, მაგრამ დალევა არ
შეიძლება. წყლის დალევა მთელი კანის მსუბუქი
ანთების ნიადაგზე საშინელ ბღერს აჩენს.
ამიტომ საჭიროა ორი-სამი კვირით დაცდა. აქ
ეს დრო ისე მშვენიერია, მთელი თვე შეუმჩნევლად
გადის აღმოსავლეთ უბანში.
ქალაქის ზემო ნაწილში, დაკლაკნილ ქუჩების
ლაბირინთში ძნელია შეყვარებულთა პოვნა. სახლი
გარედან შეუხედავია, სხვა სახლებისგან არ გამო
ირჩევა. მაგრამ მდიდარმა მავრმა თავისი სიამოვ
ნებისათვის შიგნით აღმოსავლური მდიდრულობა
არ დააკლო.
242
ქეთი და ჰერმანი ყველასაგან შორს, რბილ ბალი
შებსა და ნაზ აბრეშუმის ქსოვილებში ერთმანეთით
სუნთქავენ.
აქ ყველაფერი სიყვარულს ეხმატკბილება და
არ აძინებს ქეთის. არაბთა ცეცხლოვანი პოეზია სა
უკუნოდ ჩაკირულა ამ სათუთ, ნაზ და ოსტატურ
არაბესკებში. ოქროს ფონზე გაყინულა არაბთა
კულტურის მისტიკური სული, იდუმალად გამოკრ
თის ყველგან და შეუმჩნევლად დატყვევებს გულს.
საუკუნეთა შორეთიდან სულს იდგამს, ცოცხლდება
ჰარამხანის განცხრომა და ალერსი, სავსე სიცოცხ
ლის აღმნთები ხელოვნების სურნელებითა და სი
ყვარულის საიდუმლოებით.
ქეთი და ჰერმანი იშვიათად გამოდიან გარეთ.
მათ აღარ ესაჭიროებათ ადამიანები.
ხოლო როცა სახლს ტოვებენ, ერიდებიან ევრო
პელთა ბრბოს. მეთიჯას ვილა თვალწარმტაც ორან
ჟერეას ჰგავს. მის ვენახებში ოქროსფერი მტევნები
კიაფობენ. პალმების ჩრდილში მოჩანს გადაყვით
ლებული სარგო და ქერი. ბაღებსა და გზების გასწვ
რივ ერთმანეთში არეულა კორპის მუხა და ნუში,
ფისტისა და ლიმონის ხეები.
აქ იშვიათად თუ შეხვდებათ ვინმე. ათასში ერთ
ხელი გამოჩნდებიან ბერბერები — უძველეს ნუმი
დიელთა შთამომავალნი, რომლებიც მთებში ცხოვ
რობენ და იშვიათად ჩამოდიან ძირს, ფრანგებთან.
ბერბერებს შესანიშნავი ცხენები ჰყავთ. ცხენზე ისე
243
ამაყად სხედან და ისე ოსტატურად დაჰყავთ. ქეთი
აღფრთოვანებულია.
უკვე გავიდა ექვსი კვირა, ქეთისა და ჰერმანის
ბედნიერება ალჟირის ცასავით უღრუბლო იყო.
დღეს რაღა მაინცდამაინც ამ ბაბ-ელ-უედის გა
რეუბანში წამოვიდნენ.
ეტლი უცებ შეჩერდა. მას გზა გადაუჭრა რაღაც
მსვლელობამ. მიერეკებოდნენ ჭუჭყიან, ჩამოკონ
კილ, გაძვალტყავებულ ადამიანებს. მათ გარს შე
მორტყმოდნენ ცხენოსანი არაბები, რომლებიც ჩა
მორჩენილებს თოფის კონდახით უბიძგებდნენ.
ჰერმანს უცებ შეაჟრჟოლა და ყრუდ დაი
გმინა.
ქეთი შიშნეულად შებრუნდა მისკენ.
„რა მოხდა? რა მოუვიდა?“
ჰერმანი გაფითრებულიყო, ნაკბენ ქვედა ტუჩზე
სისხლი ოდნავ მოჟონავდა.
„რა მოხდა? ცუდად არის?“
ჰერმანმა თავი უსიტყვოდ გააქნია.
ქეთის მყისვე გაუელვა თავში: ესენი უთუოდ
გერმანელი სამხედრო ტყვეები არიან!
ქეთიმ ხელი გაჰკრა მეეტლეს, მაგრამ მას არ
შეეძლო გზა განეგრძო, ვიდრე ტყვეების ჯგუფი არ
ჩაუვლიდა.
ქეთიმ ნელა აიღო ჰერმანის ხელი. აქ სალაპარა
კო არაფერი იყო. ჰერმანმა ხელი ფრთხილად გაი
თავისუფლა.
შინ მდუმარედ დაბრუნდნენ. ქეთიმ იგრძნო, .
244
რომ საჭირო იყო ჰერმანის მარტო დატოვება და
ტერასაზე გავიდა.
უამმა ხვალ დილითვე უნდა გაიგოს, როდის
გადის მატარებელი აინ-სეფრაში.
-როგორ? მისის უკვე მიემგზავრებით უდაბ
ნოში? მე რაღა უნდა ვაკეთო? — ჰკითხა უამმა.
კარგო, უამ! შენც გაემგზავრები შინ — მო
-

მბაზაში.

— ო! მეტად კმაყოფილი ვარ, რადგან მისის ასე


კეთილია. ახლა მდიდარი ვარ, შემიძლია აღარ ვიმ
სახურო! ისედაც დიდი ხანია მინდოდა სამშობლო
ში დაბრუნება! მაგრამ გული მიტირის, მენანება
მისისთან განშორება იქნებ, მეც წამოვიდე უდაბ
ნოში?

– არა, ეს არ შეიძლება. ისე მოიქეცი, როგორც


გეუბნები.
ო, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გავაკეთებ
როგორც მისის სურს!
დამწუხრებული ზანგი ტერასიდან ძირს ჩადის.
ამ სახლში ეს ღამე ყველასათვის მწუხარე და
ნაღვლიანია.
ქეთი ამ ღამეს მარტო ატარებს ტერასაზე.
რა ხდება ახლა იქ, ქვემოთ, საყვარელი ადამია
ნის გულში?
ისიც მარტოა, მღელვარე ფიქრებში გართული.
ქეთის შეუძლია დაამშვიდოს იგი, მაგრამ ინსტინქ
ტი უკარნახებს თავს ძალა დაატანოს და ჰერმანი
მარტო დატოვოს.
245
ძნელია, მაგრამ ჰერმანმა ოდესმე ხომ მაინც
უნდა განიცადოს ეს, ოდესმე ხომ ბოლომდე უნდა
ჩაუკვირდეს თავის მდგომარეობას? ამიტომ ახლა
მისთვის ხელის შეშლა არ ივარგებს.
ქეთი მას წაიყვანს უდაბნოში. იქ არ არის ხალ
ხი, არც მტერი, არც ომი, არც ტყვეებია იქ, არც
გაზეთები. იქ არაფერი არაა! იქ კვლავ იმეფებს ქე
თი და უდაბნო.
შემდეგ კი ვნახოთ. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტ
ილია და უნდა შესრულდეს კიდეც.

დილით ყავაზე ქეთი ჰერმანს სთავაზობს, მაშინ


ვე გაემგზავრონ, როგორც კი უამის საჭირო ცნო
ბებს შეკრებს.
ჰერმანი თანახმაა. ქეთი გახარებულია! მაშასადა
მე, ჰერმანი იტანჯება, მაგრამ ვერ წარმოუდგენია,
მოშორდეს ქეთის, არ იყოს მასთან, არ აკეთოს ის,
რაც ქეთის სურს. ქეთის უნდა მოეფეროს ჰერმანს,
მაგრამ დღეს თავშეკავებულია და გრძნობს, რომ
ჰერმანი აფასებს მის თავშეკავებას.
მე ვფიქრობ, შენთვის საჭიროა რამე გასარ
თობი. შეუძლებელია მარტო მე შემომყურებდე.
ხომ მართალია? — თქვა ქეთიმ.
-

რატომ ფიქრობ ასე? ალბათ, გუშინდელი შე


მთხვევის გამო ასკვნი, მაგრამ უნდა მაპატიო, ძა
ლიან ავღელდი. ამას ვერ აცდება ჩემს მდგომარეო
ბაში მყოფი ადამიანი და შეიძლება კიდევ განმეორ
დეს. ოღონდ, გახსოვდეს, შენ ყველაფერი ხარ ჩემ
246
თვის! გუშინდელმა შემთხვევამ კიდევ უფრო და
მარწმუნა, რომ შენ გეკუთვნის მთელი ჩემი სიცოკ
ხლე! მოდი ჩემთან.
— მე მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა კიდევ რა
ღაც, აი, ვთქვათ წმინდა მამაკაცური რამ! — ამბობ
და ჰერმანის მუხლებზე ჩამომჯდარი ქეთი და წარა
მარა ატრიალებდა მისი თეთრი კურტაკის ღილს.
გიყვარს ნადირობა?
მიყვარს!
ჩინებულია. ბედეკერი ამბობს დიდი ატლა
სის განშტოებებზე მთის ცხვრებსა და ქურციკებზე
სანადიროდ საუკეთესო ადგილებიაო. ვიყიდოთ თო
ფები, მერე მეც წამიყვანე სანადიროდ, კარგი?
- შენ მართალი ხარ, როგორც ყოველთვის. ნა
დირობა მამაკაცისათვის საუკეთესო თავშესაქცე
ვია.

– საკითხი გადაწყვეტილია.
ქეთი ზეზე ხტება, ხელს ჰკიდებს ჰერმანს და
ექაჩება.
წავიდეთ! - ახლა დავემშვიდობოთ ჩვენს
სახლს, მასში ყველაფერი სიყვარულითაა გაჟღენ
თილი. მითხარი, აქ ხომ ცუდად არ გრძნობდი თავს?

მეორე დღეს საღამოს კრაიტონები საუკეთესო


შტუცერებითა და თითქმის მთელი ექსპედიციისა
თვის სამყოფი მარაგით მიემგზავრებიან აინ-სეფრა
ში. ეს არის ფრანგთა უკანასკნელი გამაგრებული
1 შტუცერი თოფია ერთგვარი
247
პუნქტი უდაბნოს დასაწყისთან. ამის იქით, სამხრე
თით, მდებარეობს ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი
უკიდეგანო სივრცე, რომელიც სავსეა მომხიბვლე
ლი საიდუმლოებითა და საშინელი ფათერაკებით.
დილით მატარებელი გამოდის სანაპირო ტროპი
კული ველიდან (იგი თელიას მთაგრეხილს ზღვაზე
მიუკრავს) და პირდაპირ სამხრეთისკენ უხვევს დი
დი ატლასის მასივისაკენ. ახლა მატარებელი მიქრის
გამხმარი ბალახით დაფარულ ტრამალზე. მშრალი
უსიცოცხლო ტრამალი ოდნავ ამრავალფეროვნებს
მზეზე მინასავით მოლაპლაპე მარილიან ჭაობებს.
მატარებელი დიდხანს ჩერდება ტრამალის პატ
რა სადგურზე და ქეთის უნდა თავი გაარიდოს ვა
გონის დახშულ ჰაერს. ირგვლივ სიცარიელეა, ადა
მიანები არ ჩანან. მახლობლად დგას აქლემი. ის
ჭკვიანური ნაღვლიანი თვალებით უფლეგმატურად
შესცქერის მატარებელს და ნერწყვით დამბალ გამ
ხმარ ნარეკალას ცოხნის. მის გვერდით, მიწაზე ჩა
მოკონკილი არაბი თვლემს.
ბოლოს მატარებელი დიდი ატლასის გრილ
ხეობაში შეიჭრა. აქ მთები ტყეებს დაუბურავს.
ერთმანეთს ენაცვლება ფისტის ხე და იფანი, რცხი
ლა და კედარი. აქა-იქ მთის ველებზე კრთის „დუ
არები“ -

მომთაბარე ბერბერების საზაფხულო


სადგომთა ალაჩოყები, შემდეგ ისევ ტყეები იწ
ყება.
მართლაც, ჩინებული სანადირო ადგილები უნ
და იყოს აქ.
248
მატარებელმა გარდი-გარდმო გადაჭრა ატლასი
და მის სამხრეთ მთების ძირას გავიდა. გამოჩნდა
თეთრი სახლების პატარა ჯგუფი. ეს იყო აინ-სეფრა.
აქ იდგა ოცდახუთკაციანი გარნიზონი. აინ-სეფრაში
მთავრდება რკინიგზა და იწყება უდაბნო.
ექვსცხენა მძიმე ომნიბუსით მიემართებიან პირ
ველი ოაზისკენ — „ეს-სელაილისაკენ“. ეს სახელი
არაბულია და ნიშნავს „უდაბნოს განაპირას“. და
ზისი ათ კილომეტრზეა აინ-სეფრადან.
მშრალი და ხარბი ქვიშის ტალღები შეჩერებუ
ლან და უმწეოდ გაქვავებულან უზარმაზარი კლდო
ვანი მთების წინ.
სრული სამი საათი ქვიშებზე მიღოღავს ომნი
ბუსი მთების განტოტებათა გასწვრივ, რომლებიც
თანდათან ბორცვებად იქცევიან.
ქეთი თვლემს ერთნაირი რწევისა და დახშული
ჰაერის გამო. მათ გარდა ომნიბუსში არის ერთი
მგზავრი ჭაღარა, მაღალი მოხუცი. ის დუმს და
-

თვლემს. ირგვლივაც ყველაფერი დუმილითაა მო


ცული. ჰერმანი ფიქრებში გართულა. რა შორსაა ახ
ლა ყველაფერი, რაც ევროპაში ხდება! ყოველივე
ეს დავიწყებას უნდა მიეცეს. ჰერმანს ყველაზე
უფრო დედა აგონდება. დედისთვის სამუდამოდ
მოკვდა და ახლა ვერ გაბედავდა მასთან მისვლას.
მიუხედავად სიყვარულისა, დედა შეცოდებას არ
აპატიებდა.
— O, meine Mutter1. — ჩუმად აღმოხდა ჰერ
- -

მანს.

1 ვაი, დედა! (გერ.)


249
მოხუც მგზავრს ქუთუთოები ოდნავ შეუტოკ
და, მზერა წამით შეავლო ჰერმანს და ისევ მშვი
დად დახუჭა თვალები. ჰერმანიც ისე იჭერს თავს,
თითქოს თვლემს.
ბოლოს გამოჩნდა ოაზისი! აქ ბორცვებზე ატ
ლასის უკანასკნელ განტოტებებზე მწვანე ტყე
შეფენილა. აშოლტილი პალმები კენწეროებს აშ 1

რიალებენ. ვეება ქვების კალაპოტში ნაკადული მო


რაკრაკებს. მარცხნივ ორი ციცაბო ბორცვი თით
ქოს ჭიშკარს ქმნის. მათ მიღმა თხელ ნისლში ზიმ
ზიმებს უკიდეგანო ყვითელი ზღვა. ერთ-ერთი
ბორცვის ძირას, მწვანე კორომში თეთრი სასტუმ
რო მოჩანს. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არაა.
ომნიბუსი ერთი მგზავრის ამარა წაღოღიალდა
არაბთა სოფლისაკენ. სასტუმროს ახლოს, ბაღში
არაბი ბიჭი ზის და ფლეიტისებურ საკრავს უკ
რავს. საკრავის ნაზი, მწუხარე ბგერები უფრო სა
გრძნოს ხდიან უდაბნოს სიწყნარეს.

თავი მეხუთე

უდაბნოს შვილი

მზე ბორცვის გადაღმა ეშვებოდა. ხეობიდან


ტყის გრილმა ნიავმა წამოუქროლა და გულმა შვე
ბა იგრძნო. ქეთი სასტუმროს ვერანდაზე გამოვიდა
და სუფთა ჰაერი მთელი მკერდით შეისუნთქა.
250
ო, რა ღვინოსავით დამათრობელი ჰაერია!
— მუსიო ბონივარ, თუ შეიძლება ყავა აქ მო
გვიტანეთ! უთხრა ჰერმანმა სასტუმროს პატ

რონს, რომელიც მდიდარი ამერიკელებს ლაქუცით


დასდევდა უკან, რადგან იცოდა, რომ იანკები
ფულს არ იშურებდნენ.
აი, აქ, მუსიო, მადამ! აქ გირჩევთ! აქედან
კლდეების ხედი საუცხოოდ იშლება, იქ ჰორი
ზონტზე კი უდაბნოა. მზე სწორედ ახლა ჩადის და
მიდამო ლამაზადაა განათებული.
პატარა და ჩამრგვალებული მუსიო ბონივარს
მელოტი უპრიალებს. იგი ვერანდის მარცხენა კუ
თხეში, მოაჯირის ახლოს მაგიდასთან ფუსფუსებს.
— აჰ, რა ლამაზია! შეხედე, ჰერი! _ აბა, ერთი
-

შეხედე!
დიახ, დიახ, ძალიან ნაზი ფერებია! მუსიო
ბონივარ, თუ შეიძლება ჩემეული კონიაკი მომი
ტანეთ.
ქეთი დაჯდა და ჩაფიქრებით მიაჩერდა ხეობას,
რომლის იქით მოვარდისფრო მსუბუქ ბურში გაქ
ვავებული ქვიშა ბზინავდა.
— ქეთი! რაზე დაფიქრდი?
– არ ვიცი. რატომღაც აქ ყველაფერი განსაც
ვიფრებელია. ჰაერიც და ფერებიც უჩვეულოა!
ჩვენ ხომ ახლახან ვიყავით ალჟირში! იქ ყველაფე
რი ნათელი, ფერად-ფერადი, პოეტურია, მაგრამ
ყველაფერი ეს მაინც სულ სხვაა, ვგრძნობ, როგორ
მიზიდავს უდაბნო. განა აქეთ ტყუილუბრალოდ
251
მომიწევდა გული! უდაბნოში რაღაც იმალება და
შეუმჩნევლად მატყვევებს.
დიახ, არ გედავები, ყველაფერი მეტად სა
ინტერესოა, მაგრამ ბუნების ეს ჭუჭყიანი ბავშვე
ბი მხოლოდ ზიზღს მგვრის. აბა, შეხედე. განა ისი
ნი არ აფუჭებენ დაისის ამ წარმტაც სურათს?
სასტუმროს ბაღის ღობესთან, როგორც ყო
ველთვის საღამოობით, მდუმარედ იდგა და პირ
დაღებული შესცქეროდა სუფთად და ლამაზად
ჩაცმულ ადამიანებს ძონძებში გახვეული ორი
სამი არაბი, ასეთივე ფალასებიანი ქალები და დე
დების შარვლებს ჩაჭიდებული რამდენიმე ჭუჭ
ყიანი, თმახუჭუჭა ბავშვი. ბავშვები თითებს იწუ
წნიდნენ.
ეტყობოდა, აქ ქალაქურ ჩვეულებას არ იცავ
დნენ: ქალები უჩადროდ იყვნენ და დანაოჭებულ,
მზემოკიდებულ ყავისფერ კანს აჩენდნენ. ზეთის
ხილივით დიდი შავი თვალებით მწუხარედ, ბავშ
ვურად იყურებოდნენ. ისინი არაფერს აკეთებდ
ნენ, ამიტომ გაუგებარი იყო, გასაკითხს ელოდნენ,
თუ თავიანთ თავს ფრანგების სიძულვილს უნერ
გავდნენ, იმით რომ მათ ყოველდღე შესცქეროდ
ნენ სახეში. საქმე ისაა, რომ ფრანგებმა არაბებს
ზედა ზღვის ნაპირას საუკეთესო მიწის ნაკვეთი
წაართვეს.
— მე სრულიადაც არ ვლაპარაკობ არაბების
-

შესახებ. არა, უდაბნო მიტაცებს, მიზიდავს. მინდა


გულში ჩავხედო მას. მინდა გავყვე ქარავანს უდა
252
ბნოს შუაგულში, ყველაზე შორეული ოაზისები
საკენ.
– დიახ, არაფერი საქმე არა გვაქვს, მართალია
ადამიანებს გავურბივართ, მაგრამ აქ მეტისმეტი
უდაბნოა. გარდა ამ ესპანელი მხატვრისა და მისი
ცოლისა, ირგვლივ არავინ არის.
ის ძალიან კარგი ქალია. ხომ მართალია? —

ეშმაკურად შეეკითხა ქეთი.


გეთანხმები, მაგრამ ვერ წარმომედგინა,
რომ ესპანელი ქალი ქერა იქნებოდა. შენ კი მხატვ
რის ეტიუდები ჯერ არ გინახავს? მგონი, ისიც შე
ყვარებულია უდაბნოზე!
— არა, მე ეტიუდები არ მაინტერესებს! რის
გადმოცემა შეუძლია მხატვარს? მარტოოდენ სა
ღებავებისა და გარეგნობისა! მე კი უდაბნოში
ვგრძნობ რაღაც შინაგანი ძალასა და მომხიბვლე
ლობას. თითქოს ვიღაც უხილავი ღრმად და იდუ
მალად სუნთქავს ჩემს გვერდით!
ქეთი, რა ფანტაზიორი ხარ! არ მეგონა, თუ
ასეთი იყავი. აი, ყავაც! სიმართლე უნდა ითქვას,
აქაური ყავა მართლაც ჩინებულია!
მუსიო ბონივარი თავაზიანად უსხამს კონიაკს
მუსიო კრაიტონს.
მადამ გნებავთ?
დიახ! ჰერი ყავაში ჩამისხი!
ქეთი გრძნობს, რომ აგზნებულია, გული სად
ღაც მიუწევს, რაღაცა უნდა, სულში ბუნდოვანი
რამ ჩაბუდებია, და ეშინია თავისი განწყობი
253
ლებისა; ეჩვენება, თითქოს ჰერი ხელს უშლის,
თითქოს მარტო უნდა ყოფნა და ამ აზრზე იჭერს
თავის თავს.
ვიდრე ჰერმანი მუსიო ბონივარს ეკითხებოდა
ღვინოებზე, უდაბნოზე და იმის შესახებ, აქ ყო
ველთვის ასე ცოტა იყო თუ არა ხალხი, ქეთიმ ის
ევ დაისხა ყავა და კონიაკი ჩაუმატა.
ქეთი! საყვედურით შენიშნა ჰერმანმა.
-

ეს ნერვებს მიმშვიდებს!
პირიქით!
არა, არა! აუტანელი ხარ! დამისხი კონიაკი!
ჰერმანი უხალისოდ თანხმდება.
ბაღის მხრიდან ვერანდაზე ამოდიან მხატვარი
გაბრიელ ვალდესი და მისი მეუღლე.
ოსმანი, განუყრელი ოსმანი, _ მათ ფეხდაფეხ
მოსდევს და საღებავების ყუთი და შტატივი მო
აქვს.
საღამო მშვიდობისა, მადამ კრაიტონ! რა
მშვენიერი საღამოა, არა?
საღამო მშვიდობისა! ხატავდით?
ვცდილობდი, მაგრამ უდაბნოს ვერასოდეს
დახატავ!
გამარჯობათ, გამარჯობათ, მადამ ვალდეს!
დაბრძანდით ჩვენთან!
მერსი. მუსიო ბონივარ, გეთაყვა, ყავა და
აბსენტი მოგვიტანეთ.
რილ, ყუთს შევიტან ოთახში, კარგი?
- კარგი, ლოლიტა!
254
პატარა, ნაზი ლოლიტა ვეება, უშნო ოსმანთან
ერთად მიდის.
ბნელდება. ირგვლივ დუმილი _ ისადგურებს,
ადამიანები რამდენიმე ხანს ჩუმად არიან.
რატომ ამბობთ, უდაბნოს ვერასოდეს დახა
ტავო? — ჰკითხა ქეთიმ მხატვარს.
-

იმიტომ, რომ ყოველ წუთს იცვლება, მისი


მოჩვენებითი ერთფეროვნება იმდენად ცვალება
დია, წარმოუდგენელია ყოველივეს ჩაწვდე. ეს ხან
დახან მაცოფებს, ხანდახან კი თავაუღებლივ სულ
უფრო გატაცებით ვხატავ. მინდა მთლიანად დავე
უფლო უდაბნოს, ისე როგორც შეყვარებულს უნ
და მოეხვიოს საყვარელ ქალს, მის ყოველ ნაკვთს
და არ გაუშვას ვიდრე მთლიანად არ შეისრუტავს
მაცოცხლებელ ნექტარს.
-

თქვენ მართლაც შეყვარებულივით ლაპა


რაკობთ. უთხრა
-

ქეთიმ მხატვარს. იგი ბორც


ვების ზემოთ უდაბნოს მშვიდ სივრცეს გაჰყუ
რებდა.
ვალდესმა ერთი სირჩა აბსენტი და ნახევარი
ფინჯანი ყავა დალია.
— ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოშხამულა
უდაბნოს ჰაერით, შეუძლებელია შეყვარებული
არ გახდეს. უდაბნო თავისკენ იზიდავს მას, თანაც
უფრო და უფრო ძლიერ. ასეთი ადამიანი სადაც
არ უნდა წავიდეს, ყოველთვის ინაღვლებს უდაბ
ნოზე, როგორც საყვარელ ქალს ძალით დაცილე
255
ბული ჭაბუკი განუზომელია და უდაბნოს მიზიდუ
ლობის ძალა.
რატომღაც მე ვერ ვგრძნობ ამას! თქვა
კონიაკი გნებავთ?
ჰერმანმა. MALAY
მერსი. ცოტა დაიცადეთ და იგრძნობთ. -
მიუგო მხატვარმა. გინახავთ აქ მზის ამოსვლა?
ჯერ არა? ო! როცა პირველი ვარდისფერი სხივები
ნაზად ეფინებიან ქვიშას, უნაზესი მუსიკის ვიბ
რაციასავით ათასგვარ ელფერს ქმნიან! თქვენ არ
გესმით ეს მუსიკა. იგი უტყვია. ხედავთ მხოლოდ
სხივების ციმციმს, მაგრამ გრძნობთ მუსიკას!
გრძნობთ, როგორ იწყებს გულის ძგერას და შინა
განი მღელვარება გიპყრობთ. გინდათ იტიროთ და
კიდეც იმღეროთ, ხოლო სულის სიღრმეში წყნარი
ნაღველი ჩაგბუდებიათ. სული თითქოს წინასწარ
გრძნობს განშორებას და წუხს ამ სილამაზით და
კოდილი.

მხატვარი - გაჩუმდა. წამოუბერა უდაბნოს


თბილმა ნიავმა.
აანთეს სინათლე. ღამის სიბნელით გარემოცუ
ვერანდა გაჩირაღდნებულ გემს დაემსგავსა.
ლი ვალდესმა კიდევ გადაკრა კონიაკი. მთვლემარე
უდაბნოს დიად მდუმარებაში ისევ გაისმა ვალდე
სის ხმა:

- ახლა ღამეა, უდაბნოს ღამე! დაკვირვები- -


ხართ უდაბნოს, როცა მას გულმშვიდად სძინავს
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ? როცა ძილ
256
ში ღრმად. ძალუმად სუნთქავს? თქვენ გრძნობთ,
როგორ ქრის ეს მიმოზას ფოთოლივით ნაზი. მშვი
დი თბილი ნიავი, სული მღერის. გინდათ იფრინოთ.
მარადისობა გიხმობთ, გრძნობთ უდაბნოს სუნთქ
ვას, და ეს სუნთქვა რიტმულად ეხმიანება თქვენს
სულში აფრთონებულ ემოციებს.
– თქვენ პოეტი ბრძანდებით! — მშვიდად თქვა
ქეთიმ. იგი პირდაპირ სახეში შესცქეროდა ვალ
დესს და ხედავდა, როგორ ირხეოდა იმის ტუ
ჩები.
— პოეტი გახდებით თქვენც და ყველა, ვინც
იცხოვრებს უდაბნოში და შეიყვარებს მას! _ მი
უგო ვალდესმა. — მალე დაიწყება მთვარიანი ღა
მეები! ეს უდაბნოს ზღაპარია. ამ ღამეების დროს,
როცა უდაბნოს დაჰნათის მთვარე, ყველაფერი სავ
სეა ჯადოქრობით, ვერცხლისფერი სხივები მიცურა
ვენ და თრთიან უსასრულო ქვიშებში, თითქოს პაწა
წინა ელფები ანცობენო, ცეკვავენ, მსუბუქნი და
ჰაეროვანნი, ციმციმებენ და გიხმობენ. გინდათ
იცუროთ, იცეკვოთ მათთან ერთად შუქის ამ ვერ
ცხლისფერ ზღვაში...
— თქვენ ჩინებულად ლაპარაკობთ! ამოიოხ
რა ოცნებამორეულმა ქეთიმ, — მე არ ვიცი, ნამ
-

დვილად ასეა თუ არა, კარგად არ ვიცნობ უდაბ


ნოს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მართალს ამბობთ. აქ
სულ რამდენიმე დღე ვარ და გადავხალისდი, მინ
და ვიფრინო, მინდა ირგვლივ ყველაფერი საი
დუმლოს ჩამჩურჩულებდეს.
257
17. ი. ნიკიტინი
თქვენ მხატვრის ალღო გაქვთ და მგრძნობი
არე ბრძანდებით, ამიტომაც ერთბაშად იგრძენით
უდაბნოს მშვენიერება.
— ხვალიდან მეც ვაპირებ შევიცნო უდაბნოს
მშვენიერება. მახლობელ მთებში ბევრია მთის
ცხვარი, ჩაურთო ჰერმანმა, — ასეთ პირობებში
ნადირობა დიდებული უნდა იყოს.
ვერანდის კიბის საფეხურებზე, განათებულ ად
გილას ვიღაც გამოჩნდა, თითქოს უდაბნოს წყვდი
ადს უჩუმრად გამოეყოო.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ქეთი უცებ
შეტოკდა, მხატვარი კი უმალვე შეტრიალდა სკამ
ზე.
ბაღიდან ამოვიდა ოფიცრის ფორმაში გამო
წყობილი, სპაგის წითელდოლომანიანი ახალგაზრდა
არაბი. მას თავზე თეთრი ჩალმა ჰქონდა. არაბმა
მხედრული სალამი მისცა იქ მყოფთ, ოდნავ დაი
ხარა და ჩუმად მიუჯდა პატარა მაგიდას სასტუმ
როს შიგა შესასვლელთან. ჩამოვარდა სიჩუმე.
- უდაბნოს ზღაპარია! — ნელა ჩაილაპარაკა
მხატვარმა.
მართლაც, ათასერთი ღამიდან მოსულსა
ჰგავს — ინგლისურად შენიშნა ქეთიმ.
-

სამწუხაროდ, საზიზღარი ზღაპარია! – ასე


ვე მიუგო ჰერმანმა.
რატომ? - გაიკვირვა ქეთიმ და მხრები აი
ჩეჩა.
258
ფრანგები არ ერიდებიან ეს ველურები ომ
ში გამოიყენონ.
რილ! ო, წმინდაო მარიამ, როგორ შემეშინ
და! ატიკტიკდა ლოლიტა. ის ქარივით შემოიჭრა
ვერანდაზე, და უცებ შეეჩეხა პატარა მაგიდას, იმას
ახალგაზრდა არაბი რომ უჯდა.
წამის შემდეგ ლოლიტა სწრაფად მივიდა მაგი
დასთან, რომელსაც კამპანია შემოსხდომოდა. მას
სახე აწითლებოდა, ხოლო ქერა კულულები ცოტა
გაწეწვოდა.
რა თქმა უნდა შეეშინდებოდა, როცა დაინახა
უცნობი, თანაც ასე უცნაურად გამოწყობილი! მა
გრამ თვითონ სად იყო ამდენ ხანს? ყავა უკვე
გაცივდა.

აჰ, ღმერთო ჩემო! ოთახებში მუდამ ასეთი


უწესრიგობაა და ყოველთვის გინდა შინ დაბრუ
ნებისთანავე უცებ მიალაგ-მოალაგო. თქვა ლო
ლიტამ.
კი მაგრამ სად არის ოსმანი? — დაინტერეს
და ვალდესი.
ღმერთო ჩემო! მე რა ვიცი? მოიტანა თუ
- არა ყუთი, მაშინვე უკან გამობრუნდა. ალბათ სო
ფელში წავიდა! ეს ვინ არის? საიდან მო
სულა?
პატარა ესპანელ ქალს ბინდდაკრული თვალები
ცნობისმოყვარეობით უელავდა.
ყველამ მხრები აიჩეჩა.
— დაბრძანდით ლოლიტა. ყავა არ გნებავთ?
259
არა, არა! მუსიო კრაიტონ, კონიაკი მომა
წოდეთ! მერსი! უმჯობესია, მე და მადამ კრაიტონ
მა ბაღში გავისეირნოთ. ხომ აჯობებს? მადამ კრა
იტონ, გნებავთ გასეირნება?
სიამოვნებით გავისეირნებ! მიუგო ქე
თიმ, — მამაკაცებმა თავი მომაბეზრეს.
- მადლობას გწირავთ! — უთხრა მხატვარმა.
ქეთის გაეცინა.
ნუ გამიჯავრდებით, გეთაყვა! - ძალიან მიყ
ვარხართ!

ქეთის ალერსიანმა სიცილმა უცნობის ყურად


ღება მიიპყრო.
როცა ქეთი წასასვლელად წამოდგა, მისი თვა
ლები არაბის თვალებს შეხვდა. ქეთიმ მზერა შეა
ყოვნა, რითაც ზრდილობის წესები დაარღვია. არ
აბს თვალები ღამესავით ჩაუმუქდა, მაგრამ შავი
ბრილიანტის ელვარებით განუწყვეტლივ უციმ
ციმებდა.
მუსიო ბონივარი უკვე არაბთან ტრიალებდა.
ქალები ბაღში გავიდნენ. მამაკაცებმა ამოისუნ
თქეს, ფეხები გაჭიმეს, კონიაკი დაისხეს და სი
გარები გააბოლეს.
ეს კაცი საინტერესოა მხატვრის თვალსაზ
რისით! უცნობზე - თქვა _ ვალდესმა, ახლავე
-

გავიგებთ ვინ არის. მუსიო ბონივარ! გეთაყვა, აბ


სენტი კიდევ მომიტანეთ.
-

კონიაკი არ მოგწონთ?
260
- ო, არა! მადლობელი გახლავართ, მუსიო
კრაიტონ. მინდა მუსიო ბონივარი აქ მოვიდეს.
აბსენტი მალე მოიტანეს.
- მუსიო ბონივარ, კონიაკს ინებებთ ქალების
ჭიქით?
— ო, მადლობელი ვარ მუსიო!
ერთი მიბრძანეთ, ვინაა ეს კაცი?
მუსიო ბონივარმა ხმას დაუწია:
ეს ალი-ბენ-ზოაირ-სეიდი გახლავთ, სპაგთა
ოფიცერია ალჟირში. მოკლედ ალი-სეიდს, ან ბენ
ალის ეძახიან. მას აქ ყველა იცნობს. არაბთა შო
რის დიდი პატივით სარგებლობს,
- რატომ?

— იგი ემირ აბდ-ელ-ქადერულედ-მაჰიდინის


ძველი გვარეულობის ჩამომავალია. მისი გვარეუ
ლობა მე-19 საუკუნეში გააფთრებით ეომებოდა
საფრანგეთს, ჰოდა, ჩვენი ალჟირის ხელისუფლება
ძლიერ აფასებს იმას, რომ ალი-სეიდი ფრანგთა
ოფიცერი გახდა. მის გვარეულობას დიდი გავლე
ნა აქვს ტომთა შორის. ეს კი მეტად მნიშვნელო
ვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით დღეს, ომის
დროს. ამის წყალობით აქ მშვიდობიანად მიმდი
ნარეობს მობილიზაცია და არაბებს სავსებით ლო
იალურად უჭირავთ თავი. არა, მერსი, მეტს აღარ
გეახლებით! ლუსიენ ბონივარი არ ვიყო, თუ ამ
ალის „ბაშ-აღაზე“ მეტი გავლენა არ ჰქონდეს. ო,
ახლა უნდა წავიდე. მერსი, მუსიო.
261
ერთი წუთის შემდეგ ბონივარი უკვე ოფიცერს
ესაუბრებოდა.
ბაღში კი ლოლიტას ქეთისთვის ხელკლავი გა
ეკეთებინა და ენას არ ასვენებდა. ამბობდა, რომ
ქეთი ამერიკელი ქალია და სრულიად არ იცნობს
არაბებს. ისინი ოდესღაც ესპანეთში ბატონობ
დნენ. გრენადას დღემდე შემორჩა მათი ბრწყინვა
ლებისა და დიდებულების კვალი. ესპანელთა ცეცხ
ლოვანი ტემპერამენტი ხომ არაბთა მემკვიდრეო
ბაა! მადამ კრაიტონი უნდა ერწმუნოს ლოლიტას
სიტყვებს: ამქვეყნად არაბებივით არავის შეუძ
ლია სიყვარული. მადამ კრაიტონი ხომ ჯერ კიდევ
სრულიად ახალგაზრდაა. ეს-ესაა გათხოვდა, მაგრამ
ერთი სცადოს და ცოტა გაეაშიკოს ამ უცნობს.
ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ცოდვად არ ჩაეთვლე
ბა. მალე დარწმუნდება, რა ცეცხლია მასში დამა
ღული! ო, ლოლიტა ნამყოფია - აქ! იცნობს არა
ბებს. ერთი შეხედვით შეატყო, რომ ეს ახალგაზრ
და არაბი ნამდვილი „უდაბნოს შვილია“. ხომ მარ
თალია? ქეთი არც ეკამათებოდა და არც ეთანხმე
ბოდა ლოლიტას. უსმენდა მის საუბარს და თავის
თვის ფიქრობდა. როცა ისინი მამაკაცებისაკენ გა
მობრუნდნენ და სასტუმროში ამოვიდნენ, ქეთის
თვალები ისევ შეეფეთნენ არაბის თვალებს და ქე
თიმ თვალები დახარა.
262

%"
თავი მეექვსე

მირაჟე გ ი

კაშკაშა დღეა დასიცხულ ცას მტრედისფერი


დასდებია. ერთ-ერთი ბორცვის სამხრეთ მხარეს,
კლდის პატარა შვერილზე, მაღლა თეთრად მო
ჩანს ნაცნობი წარმოსადეგი ადამიანის სილუეტი.
ქეთი მარტოა. მალე დღე-ღამე გავა, რაც მარტოა.
ჰერმანი სანადიროდ იყო წასული.
აქ ქეთის გარდა არავინაა. იგი პირველად გა
დასცქერის უდაბნოს, ვიდრე თვალი გადასწვდება.
ირგვლივ თაკარა უსაზღვრო სივრცეა, ქვემოთ
თავბრუდამხვევი სიცარიელე.
ქეთი გარინდულა. სულს უვსებს სრული თავი
სუფლება. მთელი მისი არსება უაღრესად დაძა
ბულია. უდაბნოს ჭვრეტა ახალ შეგრძნებებს აღუ
ძრავს და საკუთარ თავს სულ სხვა თვალით უყუ
ურებს. იქნებ გუშინ ალი-სეიდი მართალს ეუბნებო
და: ადამიანი წინააღმდეგობებითა და მოულოდნე
ლობებით არის შექმნილი, თქვენ ჯერ კიდევ არ
იცნობთ თქვენს თავსო.
იქნებ, მართლაც არ იცნობს!
ეს ცხელი ჰაერი და შორეთის მირაჟები სისხლს
უჩქროლებს, და სისხლი მთელ სხეულში უშხუის.
ქეთის აღარ შეუძლია მარტო დარჩენა, გული ისე
თი მღელვარებით უთრთის, შიშობს რაიმე სისუ
ლელე არ ჩაიდინოს.
263
ქეთი ოაზისისკენ ეშვება.
აი, იქ. მოსახვევში გაკრთა წითელი დოლომანი
და თეთრი ჩალმა. გამოჩნდა მოქნილი ფიგურა. ეს
ალი-სეიდია. ნამდვილად, მაგრამ ნუთუ სპაგი დაე
ძებდა მას? ქეთის რაღაც ღრმად მიმალულმა სიხა
რულმა აუტოკა გული. ეს სულის პატარა სრული
ად შეუმჩნეველი ღიმილი იყო.
ქეთის ამხიარულებს გაარშიყება და იმის ხილ
ვა, რომ ეს ველურზე ისე მოქმედებს, როგორც გა
ფიცხებულ ცხენზე შოლტის დაკვრა.
ალი-სეიდი მოწიწებით კოცნის ხელზე, ეკი
თხება როგორ ბრძანდებითო და ბავშვივით ჯიქურ
აპყრობს ლამაზ თვალებს.
ნუთუ მადამს ასე შორს მარტო წასვლისა არ
ეშინია? თუ უდაბნომ უკვე დაიმონა და თავისკენ
იხმობს?

დიახ, ქეთი თანდათან გრძნობს უდაბნოს მიმ


ზიდველ ძალას. ალი-სეიდი კი გრძნობს ამას? რა
თქმა უნდა, მასაც უყვარს უდაბნო.
ო! ალი-სეიდი უდაბნოს შვილია და მთელი არ
სებით მას ეკუთვნის! უდაბნო მას არავითარ საი
დუმლოს არ უმალავს.
შეიძლება ქეთიმაც გაიგოს თუნდაც მცირედი
რამ ამ საიდუმლოებათაგან?
ქეთის ლურჯი თვალები წამით ალის უძირო
შავ თვალებს ჩააცქერდა.
ეს შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც უდაბნოს
ეკუთვნის!
264
მაშ, ვერასოდეს გავიგებ მის საიდუმლოე
ბას...
-

ვისაც სურს ჩაწვდეს უჩვეულო რაიმეს,


არაფრის არ უნდა ეშინოდეს!
ო, ქეთის არაფრის არ ეშინია. იმდენი უჩვეუ
ლო რამ უნახავს, ალი-სეიდს ალბათ, არც დასიზმ
რებია.
ალი-სეიდი არ ეკამათება. მადამი მშვენიერი
ქვეყნის ქალია, ქვეყნისა, რომლის შესახებ ამდენ
სასწაულს ჰყვებიან. თვითონ კი ღატაკი შვილია
უდაბნოსი, სადაც ბევრი საიდუმლოებაა, მაგრამ
არც ერთი სასწაული არ არის.
ქეთი ირონიას გრძნობს ალი-სეიდის ლაპარაკ
ში, ამიტომ უნდა ოდნავ შეარყიოს მისი თვითდა
ჯერებულობა. არა, როგორც ჩანს არც უდაბნოში
არიან მოკლებულნი სასწაულებს: არაბი ფრანგი
ოფიცერი გამხდარა და, ეტყობა ძალიან ამაყობს
სამხედრო ფორმითა და, განსაკუთრებით, წითელი
ლაბადით.
ქეთის უფრო ლურჯი ფერები მოსწონს: მათში
იგრძნობა ჰაეროვნება რაღაც დიადი და არააქა
ური.
ალი-სეიდი ეთანხმება მადამს, მაგრამ მისი აზ
რით ლურჯი და მტრედისფერი ტონები მეტად ცი
ვი და უდაბნოსათვის შეუფერებელია. აქ უფრო
შესაფერია წითელი ფერი. ეს მგრძნობელობის
ნამდვილი ფერია. სისხლის ამაჩქროლებელი ცო
ცხალი ფერიაო.
265
ალი-სეიდი მეტად ზრდილობიანია, კარგად ლა
პარაკობს ფრანგულად. ისინი სოფლისაკენ მიემარ
თებიან. ალი-სეიდი ნაღვლიანად ამბობს, რომ აქე
დან ორ დღეში უნდა წავიდეს.
რატომ ნაღვლობთ? თქვენ ხომ შვებულე
ბით მიდიხართ შინ, უდაბნოში?
დიახ, მაგრამ ახლა ძალიან მინდა ვიყო ეს
სელაილში. მილორდს, თქვენს ქმარს, ძალიან უყ
ვარს ნადირობა?
რატომ მეკითხებით?
თქვენ, ალბათ, დიდხანს დარჩებით აქ არა?
არ ვიცი... თქვენ ცხენით წახვალთ? მგონი,
გზა აქვე, ეს-სელაილის მახლობლად თავდება.
, ცხენით.
დიდხანს მოუნდებით მგზავრობას?
ორ დღე-ღამეს!
ჩამოვარდა სიჩუმე. ქეთის უცნაურად ეჩვენე
ბოდა, რომ ალი-სეიდმა ორი დღე-ღამე უნდა ია
როს ცხენით პაპანაქება სიცხეში უკიდეგანო ქვი
შაზე და უცებ გაჩნდეს თავის სახლში, რომ იქ
სადღაც შორს, ქვიშებში შეუძლიათ იცხოვრონ გა
უვალი. თაკარა სივრცით მთელ სამყაროს მოწყვე
ტილ ადამიანებს... მერედა როგორ ცხოვრობენ იქ?
ჰო, უდაბნოს აქვს თავისი საიდუმლოებანი
ალი-სეიდმა თითქოს გამოიცნო ქეთის აზრები.
— დიახ, მადამ, უდაბნო - მშვენიერია, სავსეა
საიდუმლოებით და მისი მომხიბვლელობა განუყ
რელი სიყვარულივით მომაკვდინებელია.
266

You might also like