საქართველო ალექსანდრეს წინააღმდეგ

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

საქართველო ალექსანდრეს წინააღმდეგ

2016 წლის 15 სექტემბერს 22:08 წუთზე, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ზარი დანაშაულებრივი
ქმედების განხორციელების თაობაზე. ზარი განახორციელა მოქალაქე თამარ ზარნაძემ, რომელმაც
საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ თბილისში, ბალავაძის ქუჩა N49 ნომერში ადამიანის
მკვლელობის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქმეზე დაიწყო გამოძიება. 2016 წლის
16 სექტემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ალექსანდრე ზოიძეს თავისი მეუღლის მარიკა ცინცაძის
განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი დამამძიემებელ გარემოებებში. კერძოდ მკვლელობა წინასწარი
შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი მათსავე სახლში ქალაქ თბილისში ბალავაძის ქუჩა N49
ნომერში. ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქმის მთავარი გამომძიებლის გიგა სისაურის მოხსენებითი ბარათი

2016 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:10 წუთზე, ოპერატორმა გადმომცა შეტყობინება, რომ ბალავაძის
ქუჩა N49-ში მომხდარი იყო მკვლელობა. მე დაუყოვნებლივ გავემართე შემთხვევის ადგილზე. როდესაც
აღნიშნულ მისამართზე გამოვცხადდი , შემთხვევის ადგილზე მეზობლები იმყოფებოდნენ, მე გამოვიძახე
დამხმარე ძალები. N49 ნომერში შესვლისთანავე სადარბაზოში დავინახე იატაკზე დაგდებული გვამი. გვამი
ეკუთვნოდა შუა ხნის ქალბატონს, როგორც შემდეგში გაირკვა ეს იყო მარიკა ცინცაძე, გვამი მთლიანად
სისხლში იყო ამოსვრილი, თუმცა დერეფანში გვამის გარშემო სისხლი არ იყო. მე არ შემიმოწმებია იგი
ცოცხალი იყო თუ არა, ვინაიდან გვამს გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა დიდი ჭრილობა და მივხვდი,
რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იქნებოდა. ირგვლივ მეზობლები ირეოდნენ, მე ვუბრძანე
ყველას, რომ არ შეხებოდნენ არაფერს და დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი. როდესაც ამას ვიძახდი
გავიგონე აყალმაყალის ხმა, ეს ხმაური N2 ბინიდან გამოდიოდა, სადაც მეზობლები იმყოფებოდნენ, როდესაც
ბინაში შევედი სისხლის დიდი გუბე დავინახე. ბინაში იმყოფებოდა რამდენიმე მეზობელი და ისინი იქვე
კუთხეში მჯდომ კაცს (რომელიც შემდგომში აღმოჩნდა ალექსანდრე ზოიძე) უყვიროდნენ „შე ცოლის
მკვლელო, როგორ გააკეთე ეს საშინელება, ჯოჯოხეთს იმსახურებ!“. ამ დროს ჩემი განყოფილებიდან
მოვიდნენ დამხმარე ძალები და კრიმინალისტები და მეც მათთან ერთად უზრუნველვყავი, რომ შემთხვევის
ადგილიდან გასულიყო ყველა მეზობელი და რომ კრიმინალისტებს დაეწყოთ მუშაობა. ამასთანავე მე
ჩავიწერე სამი პოტენციური მოწმის სახელი და ისინი გადავიყვანე პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად.
შემდეგ კი დავბრუნდი შემთხვევის ადგილას, რათა მეთვალყურეობა გამეწია მტკიცებულებათა მოძიებისა
და ამოღებისათვის. მინდა დავაკონკრეტო, რომ ალექსანდრე ზოიძე მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი,
1
როდესაც გადავიყვანეთ განყოფილებაში. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩვენთვის, იყო ჩუმად,
ჩაფიქრებული. ჩემი საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით მას გავაცანი ბრალდების შესახებ
დადგენილება და გავაფრთხილე მის ყველა უფლებაზე. ალექსანდრე ზოიძემ განაცხადა, რომ იყენებდა
დუმილის უფლებას და იმ დღისით მას არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია, მისი გამოკითხვა მხოლოდ
მომდევნო დღეს, ანუ 17 სექტემბერს მოვახერხეთ, როდესაც იგი ესაუბრა დედამისის მიერ დაქირავებულ
ადვოკატს. ბრალდებულმა თქვა, რომ დუმილის უფლებას აღარ იყენებდა და მზად იყო ჩვენთვის ჩვენება
მოეცა. პოტენციურ მოწმეთა განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მე დავბრუნდი შემთხვევის ადგილზე მისი
დათვალიერების მიზნით. სანამ მე დავბრუნდებოდი, შემთხვევის ადგილს ჩემი თანამშრომლები იცავდნენ.
განვმარტავ, რომ ბალავაძის N49 სახლი არის ე.წ. „იტალიურ ეზოიანი“ სახლი და დაყოფილია ბინებად, მათ
შორის N2 ბინა გადავამოწმეთ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებში და ეკუთვნის სანდრა გრიგოლიას,
ალექსანდრე ზოიძის დედას. როდესაც განყოფილებიდან დავბრუნდი შემთხვევის ადგილზე
უპირველესყოვლისა დავათვალიერე გარდაცვლილი. მას გულ-მკერდის არეში დიდი ჭრილობა
აღენიშნებოდა, ასევე შევნიშნე ჩალურჯება სახის მარჯვენა ნაწილში. მე დავათვალიერე N2 ბინა. ბინა არის
ორ ოთახიანი. ბინაში შესვლისას ჯერ არის მისაღები ოთახი და შემდეგ 1 გასასვლელი კარი. ბინაში
შესვლისას აღმოვაჩინე, რომ იატაკზე სისხლის დიდი გუბე იდგა. მისაღებ ოთახში რამდენიმეგან ნივთები
დაბლა იყო გადმოყირავებული. ბინაში აღმოვაჩინე გარდაცვლილის მობილური ტელეფონი.
ექსპერტკრიმინალისტებმა შესაბამისი ხსნარებით დაამუშავეს ბინის იატაკი და აღმოჩნდა, რომ სისხლის
კვალი ხელოვნურად იყო გამქრალი იატაკიდან, რაც მიუთითებს იმას, რომ დამნაშავემ იზრუნა შემთხვევის
ადგილის გასუფთავებაზე. მე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა სახლის გარშემო პერიმეტრი, სახლის უკანა
გასასვლელიდან რომ გავედი შევამჩნიე გასასვლელთან მდგომი მანქანა, მანქანის უკანა მარცხენა კარი ღია
იყო. მანქანის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მანქანა ეკუთვნოდა ალექსანდრე ზოიძეს. მანქანასთან
ახლოს ლამპიონი არ იყო, ამიტომ ჩემი მობილურის „ფლეში“-ს შუქზე დავათვალიერე მანქანა, სადაც
აღმოვაჩინე ალექსანდრე ზოიძის საბუთები და ბეისბოლის ხელკეტი, მანქანის საბარგულის
დათვალიერებისას აღმოვაჩინე სალაშქრო ზურგზაკი და ხელის ნიჩაბი. ვინაიდან შემთხვევის ადგილზე ვერ
აღმოვაჩინეთ მკვლელობის იარაღი, გადავწყვიტე დაგვეთვალიერებინა მიმდებარე ტერიტორია. ბალავაძის
ქუჩის მახლობლად ნაგვის ურნაში ნაპოვნი იქნა სისხლში ამოსვრილი ნაჯახი. ნაჯახის პირი მთთლიანად
სისხლიანი იყო. მე ასევე დავნიშნე ბიოლოგიური ექსპერტიზებიც. მე გადავამოწმე ბრალდებულის
პლასტიკური ბარათით შესრულებული ოპერაციები და დავადგინე შემდეგი, რომ 15 სექტემბერს
დაახლოებით 12:00 საატზე ბრალდებულს თავისი პლასტიკური ბარათით შეძენილი აქვს 20 ლარად
ღირებული სალაშქრო ნაჯახი, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სოფლის მეურნეობის მაღაზიაში.
პლასტიკურ ბარათზე სხვა ოპერაცია არ ფიქსირდება. მოხსენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია,
აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.
2
ლია ბუაძე

მე ვარ ლია ბუაძე. ამჟამად ვმუშაობ ბაგა ბაღში დამლაგებლად. ვარ 67 წლის ქვრივი და ვცხოვრობ მარტო. მე
ვცხოვრობ ბალავაძის ქუჩაზე N49 სახლში N1 ბინაში და ვარ ალექსანდრე ზოიძის და მისი ცოლის მეზობელი.
ჩვენს სახლში ძალიან თხელი კედლებია და ხმა კარგად გადის. ჩემი სახლი არის პირველ სართულზე და
სადარბაზოდან პირველია ხელმარჯვნივ. მე მაკავშირებს საერთო კედელი ალექსანდრეს სახლთან. მე ვიცნობ
ჩემს მეზობელ თამარ ზარნაძეს, ისიც ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობს, თუმცა მასთან კარგი ურთიერთობა არც
მე მაქვს და არც სანდრას ოჯახს არ აქვს, ვინაიდან უთანხმოება მოუვიდათ ეზოში ავტოფარეხის გამო.
ზარნაძემ მოინდომა მიესაკუთრებინა ზოიძეების ავტოფარეხის ადგილი, მათ კი ამის საშუალება არ მისცეს,
ამი გამო თამარ ზარნაძე დღემდე ემტერება მათ. მე ალექსანდრეს დაბადებაც კი მახსოვს, მის ოჯახთან ახლო
ურთიერთობა მაკავშირებს, რადგანაც ისინი ძალიან კარგი მეზობლები არიან. ნებისმიერ დროს, როცა რამე
დამჭირდებოდა შემეძლო დამეძახა ალექსანდრესთვის და ის ისეთი კარგი ბიჭია ხელებში ჩაგადნებოდათ.
ალექსანდრე ძალიან კეთილი ბიჭია და ყველა მეზობელს ასე ეხმარებოდა. მას მამა ადრეულ ასაკში
გარდაეცვალა, მას სანდრა ობლად ზრდიდა, თუმცა მაინც ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი გაზარდა.
პატარაობიდანვე სპორტში ყოჩაღი გამოდგა და მთელს სამეზობლოს გვახარებდა თავისი წარმატებებით.
ალექსანდრე მგონი 20 წლისა იყო, როცა ძალიან შეუყვარდა მარიკა. ბავშვს ძალიან უყვარდა გოგო, სწორედ
ამიტომ ადგა და მოიტაცა. თავიდან მარიკა ჭირვეულობდა თითქოს დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ
გადახედა თუ რა სავსე ოჯახში და რა ბიჭთან მოხვდა და დარჩა. ხანდახან მიკვირს, როგორ უძლებდა
ალექსანდრე მარიკას კაპრიზებს, რომ არა სანდრა ალბათ დიდი ხნის გაშორებულებიც იქნებოდნენ. მათ

3
ხშირად ჩხუბიც მოსდიოდათ ხოლმე, თორე სხვა მხრივ მშვიდი ოჯახი ჰქონდათ. ამაზე ლაპარაკი არ
მინდოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მარიკას პატიოსნების საკითხზე ცუდი ხმები დადიოდა. ავი ხმები
ლაპარაკობდნენ მარიკა ალექსანდრეს ღალატობსო, თუმცა მე ამ ყველაფრის არ მჯერა და მგონია რომ
ბოროტი ენების მოგონილია. 2016 წლის 15 სექტემბერს სახლში ვიყავი. მახსოვს შუადღისას, ალექსანდრე
უცხოეთიდან დაბრუნდა. ალექსანდრემ მაკოცა და თბილად მომიკითხა. დაახლოებით 19:30 საათზე იწყება
ჩემი საყვარელი სერიალი „სიყვარულის წყურვილი“, სერიალი დაახლოებით საათნახევარში დამთავრდა.
როდესაც ტელევიზორი გამოვრთე გავიგონე რაღაც წიოკის ხმა. დერეფანში რომ გავიხედე დავინახე
ალექსანდრეს სახლის კარის წინ მდგარი ვიღაც მაღალი, ჩადგმული ქალი, რომელიც კარზე აბრახუნებდა და
გაჰყვიროდა „გამიღე კარი შე ბოზო, სად დაიმალე, კახას ცოლი ვარ, გამოდი თავი უნდა მოგჭრა შენი
საქციელის გამო!“. სადარბაზოში სიბნელე იყო და ის ქალი მე ვერ მხედავდა. დავინახე როგორ გააღო მარიკამ
სახლის კარი და როგორ დაუყვირა მანაც, ვინ ხარ გაეთრიე აქედანო. ეს ვიღაც კახას ცოლი მარიკას სახლში
შევარდა, უცებ მარიკამ მე შემამჩნია და დამიძახა „ჩემი დაქალია ლია დეიდა, არ შეგეშინდეთ“ და კარი
მიიხურა. სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა, თუმცა მე გადავწყვიტე მარიკას საქმეში აღარ
ჩავრეულიყავი, თან ჩემი საყვარელი მეორე სერიალი „ფული და ავი ზრახვები“ უნდა დაწყებულიყო ჩავრთე
ტელევიზორი და იმის ყურება გავაგრძელე. სერიალი შუაშიც არ იქნებოდა, როდესაც კარი ერთერთმა
მეზობელმა შემომიღო და მითხრა, რომ უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს. როდესაც გავედი ხალხი იყო
შეკრებილი და დავინახე, რომ ზოიძეების ბინის წინ ვიღაცას ეხვეოდნენ, როდესაც ახლოს მივედი დავინახე
რომ მკვდარი მარიკა ეგდო ძირს. ვიღაცამ მითხრა, რომ ალექსანდრემ მარიკა მოკლაო. ამის გაგონებაზე გული
წამივიდა და როდესაც მოვგონდი სასწრაფო დახმარება მედგა თავზე. საწყალი მარიკა ძალიან შემეცოდა.
ახლა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ყოფილა. რა საცოდაობაა, როგორ გაუხარდებოდა სანდრას შვილიშვილი. რა
სისულელეა, ალექსანდრეს რატომ უნდა მოეკლა თავისი ცოლი. ის ამას არასდროს ჩაიდენდა. მე გამაცნეს,
რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენება
დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.

4
თამარ ზარნაძე

მე ვარ თამარ ზარნაძე, გასათხოვარი, 43 წლის. დავიბადე და გავიზარდე ბალავაძის ქუჩა N49 სახლში, მეექვსე
ბინაში. შესაბამისად აქ მოსახლე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ. ჩვენი სადარბაზო საკმაოდ დიდია და
რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სადარბაზოში. ჩემი სახლი N49 სადარბაზოს მთავარი შესასვლელიდან სულ
ბოლოა ხელმარცხნივ. ჩემი ბინის შემოსასვლელს, რომ გაცდები უკანა ვიწრო გასასვლელია ეზოში. მე ვარ
ალექსანდრე ზოიძისა და ლია ბუაძეს მეზობელი. ისინი ცხოვრობენ ჩემი ბინის წინ და მარჯვნივ. ზოიძეებისს
ოჯახთან კარგი ურთიერთობა არასდროს არ მაკავშირებდა, ვინაიდან ჩხუბისმოყვარული და ავი ხალხია.
რამდენიმე წლის წინ სანდრას ბიჭმა ალექსანდრემ განაცხადა, რომ ჩემის სახლის წინ ჩემი ავტოფარეხის
ადგილი მისი იყო. ამაზე დიდი ჩხუბი მოგვივიდა, მახსოვს ის ვაჟბატონი მთვრალი შემომივარდა სახლში და
ლანძღვა გინებით ამიკლო, ეგ ადგილი ჩვენია და გინდაც შენი იყოს მაინც წაგართმევთ შენ რაში გჭირდება
ნეტავო. როდესაც ვუთხარი თუ რა თავხედი იყო მან სახეში ხელი გამარტყა, პოლიციის გამოძახებას
ვაპირებდი, მაგრამ სანდრა ფეხებში ჩამივარდა და ამის გამო პოლიციას აღარ გამოვუძახე. ალექსანდრე
ბავშვობიდანვე ჩხუბისთავი იყო.. საერთოდ ეგ ბიჭი დედამისის დაღუპულია, მახსოვს ჩემს წინ ქანთარიების
ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ალექსანდრეს უსაქციელობით შეწუხებულები იყვნენ და ოჯახის უფროსმა
ალექსანდრეს სთხოვა, აქ ხალხი ვცხოვრობთ და ნორმალურად მოიქეცი პატივი გვეციო. ამაზე ალექსანდრე
მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან, ეცა გაგი ქანთარიას და სასტიკად სცემა. ამის შემდეგ ქანთარიების
ოჯახი საერთოდ გადავიდა ჩვენი სადარბაზოდან და დღეს მათი სახლი დაკეტილია. მარიკას ძალიან კარგად
ვიცნობდი, ბევრჯერ შემოსულა საწყალი გოგო ჩემთან და გული მოუოხებია. ალექსანდრე ხშირად სვამდა
ხოლმე და მთვრალს კიდევ უფრო საშინელი ხასიათი ჰქონდა. არაერთხელ მინახავს მარიკას სახეზე
დალურჯებები და რომ ვეკითხებოდი რა მოგივიდათქო ხან იმიზეზებდა წავიქეცი, ხან იძახდა თავი რაღაცას
მივარტყიო. 2016 წლის 15 სექტემბერს სახლში ვიყავი, დილით დაახლოებით 10 საათი იქნებოდა
სადარბაზოში მარიკა შემხვდა, სოფელში ვაპირებ წასვლასო, ხვალ ალექსანდრე ჩამოდისო, ეტყობოდა რომ
ძალიან აღელვებული იყო. მე მთელი დღე სახლში დავფუსფუსებდი, შუადღისას ეზოში ჩავედი , ცოტა
სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი და მაგ დროს დავინახე როგორ შედიოდა ალექსანდრე სახლში, მახსოვს ერთ
5
ხელში დიდი ჩანთა ეჭირა, მეორე ხელში კი რაღაც გრძელი ჯოხივით შეფუთული. საღამოს ჩემს დაქალთან
ნათია ჯალაღონიასთან გავედი ყავის დასალევად, რომელიც ახლოსვე ცხოვრობს. სახლში დაახლოებით
21:30 საათზე დავბრუნდი, სადარბაზოში უკანა შემოსასვლელიდან ავედი, დერეფანში შუქი არ ენთო, ამიტომ
ჩემი მობილურის ეკრანით გავანათე იქაურობა და ისე შევედი ჩემს ბინაში. არანაირი ხმაური არ გამიგონია,
მხოლოდ ლიას ტელევიზორის ხმა ისმოდა, სერიალში ერთ-ერთი პერსონაჟი ღალატის გამო ეჩხუბებოდა
მეორეს. როდესაც სახლში შევედი, მახსოვს სამშაბათი იყო და ამ დროს პოპულარული თოქ-შოუ „ბედი,
სიყვარული და ერთი შანსი“ იწყება ხოლმე, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთხელ გადის. სწორედ ამიტომ
ჩავრთე ტელევიზორი და დავიწყე თოქ-შოუს ყურება. რამდენიმე წუთში გავიგონე ქალის ყვირილის ხმა,
ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ალექსანდრეს დამსახურებით ჩვენი სადარბაზო მშვიდი
არასდროს ყოფილა. მახსოვს, რომ რამდენჯერმე გავიგონე თითქოს კარის გაღება-დაკეტვის ხმა, თითქოს
დერეფანში ვიღაც გადიგამოდიოდა, ცოტა ხნის შემდეგ აშკარად ჩემი კარის წინ ვიღაცამ გაიარა, რადგანაც
ჩემი კარის წინ იატაკი ჭრაჭუნობს. ამაზე დავინტერესდი ნეტა, ვინ დადის ამ შუაღამისასთქო, მივედი ჩემს
კართან, შიგნიდან ავანთე დერეფანში დამონტაჟებული ნათურა და გარეთ გავიხედე, რა დროსაც საშინელება
დავინახე. ალექსანდრეს მარიკას დასისხლიანებული სხეული ეჭირა ხელში და შუა დერეფანში მოდიოდა
თავისი ბინიდან ჩემი ბინის მიმართულებით. შუქის ანთებაზე ალექსანდრე შეცბა, რამდენიმე წამი
ხმაამოუღებლად ვუყურებდით ერთმანეთს, იგი გაჩერდა და შემდეგ ალექსანდრემ ყვირილი დაიწყო, თამარ
მიშველე მარიკა მომიკლესო. ამაზე მეც წიოკი ავტეხე, მივხვდი, რომ ალექსანდრემ მარიკა მოკლა,
გამოვარდნენ მეზობლებიც და შემდეგ პოლიციაც მალევე მოვიდა. დარწმუნებული ვარ, მან მოკლა.
ალექსანდრე მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი და ჩუმად მიიპარებოდა უკანა გასასვლელისკენ და
მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ყვირილი რაც მე დამინახა. შემთხვევით რომ არ გამეხედა ვერავინ ვერ
გაიგებდა, რომ მარიკა მისი მოკლული იყო. მე გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა
დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს
ვადასტურებ ხელმოწერით.

სანდრა გრიგოლია

დასმულ კითხვაზე გპასუხობთ, რომ ბრალდებული არის ჩემი შვილი და ვცხოვრობ მასთან და მის ცოლთან
ერთად, ბალავაძის N49 ნომერში, მეორე ბინაში. ჩემი შვილი დაახლოებით 7-8 წლის წინ დაქორწინდა,
ალექსანდრეს ძალიან უყვარდა მარიკა, თუმცა მარიკა არ მოყვებოდა ცოლად, რის გამოც ალექსანდრემ ის
მოიტაცა. შემდეგ მარიკაც დარჩა და მშვენიერი ოჯახი შექმნეს. მე ძალიან ვიყავი გახარებული ჩემი
6
ერთადერთი შვილის ბედნიერებით და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი ჰარმონიული თანაცხოვრებით
ვხარობდი. ერთი ის მაწუხებდა, რომ შვილი არ ყავდათ. ალექსანდრეს ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა.
იმ დღეს, როდესაც ეს უბედურება მოხდა მე დილიდან სახლში ვიყავი. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე
მარიკამ მითხრა, რომ წოდორეთში ჩვენს აგარაკზე მიდიოდა და საღამოს დაბრუნდებოდა. ვიცოდი, რომ
ალექსანდრე მეორე დღეს ბრუნდებოდა სახლში, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც შუადღისას
ალექსანდრე უცხოეთიდან დაბრუნდა. მომიყვა თავისი უცხოეთის მოგზაურობის ამბები, თურმე რაღაც
საქმე გამოსჩენია და ერთი დღით ადრე მაგიტომ გამოფრინდა საქართველოში, თუმცა რა საქმე იყო ეს არ
მიკითხავს. ჩემი და საბერძნეთში სამუშაოდაა წასული და მისი ბინის გასაღები მაქვს მე, რათა პერიოდულად
ავიდე და ბინას მივხედო ხოლმე. ვინაიდან დიდი ხანი იყო, რაც ბინა შემოწმებული არ მქონდა ,
გადაწყვეტილი მქონდა იმ დღეს წავსულიყავი ჩემი დის სახლში. დაახლოებით 3 საათზე ალექსანდრემ
გამიყვანა ჩემი დის სახლში და თვითონ თავის საქმეზე წავიდა. საღამოსთვის ალექსანდრეს დავურეკე, რომ
საჭმელი მქონდა მისთვის გამზადებული და გამოევლო ჩემთვის, დაახლოებით 7 საათზე მოვიდა ჩემი დის
სახლში და ჩემთან ერთად იყო. სახლის დალაგება ბოლომდე ვერ მოვასწარი და ალექსანდრეს
ვეწუწუნებოდი ხვალ ისევ გამოსვლა მომიწევს-მეთქი. მახსოვს ალექსანდრემ მკითხა თუ რომელი საათი იყო,
მე ვუთხარი რომ 21:45 საათი იყო, ალექსანდრემ თქვა, რომ სახლში გავიდოდა და მითხრა, დავრჩენილიყავი
ჩემი დის სახლში, რომ აღარ მეწვალა მეორე დღეს გასვლა- გამოსვლით. კითხვაზე გპასუხობთ, რომ
ალექსანდრე ნასვამი არ იყო. მანქანით ჩვენს სახლამდე სავარაუდოდ 20 წუთი მაინც დაჭირდებოდა რომ
მისულიყო. მარიკას მკვლელობის შესახებ, ამ ღამეს მეზობლებმა გამაგებინეს. ღმერთო საშინელებაა. რა
სისულელეა, ალექსანდრე ადამიანის მკვლელი არაა და მით უმეტეს საკუთარი ცოლის, რომელიც ისე
უყვარდა რომ გიჟდებოდა. მე გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი
პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს ვადასტურებ
ხელმოწერით.

ელზა ირემაძე
7
ვმუშაობ სამედიცინო ცენტრ „ჰიგეაში“ გინეკოლოგად. გარდაცვლი მარიკას ვიცნობდი, რადგანაც იგი იყო
ჩემი პაციენტი. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს მარიკა ალექსანდრესთან ერთად მოსული იყო ჩემთან
კონსულტაციაზე. მე გავაგზავნე ანალიზების ასაღებად, რომელმაც აჩვენა, რომ იგი რამდენიმე კვირის
ორსული იყო, რაც მე რა თქმა უნდა ორივეს ვახარე. მარიკასაც და მის მეულესაც ეს ფაქტი ძალიან გაუხარდათ
და მახსოვს მეუღლემ ვისკი მომიტანა საჩუქრად ასეთი კარგი ამბის გამო. დასმულ კითხვაზე გპასუხობთ,
რომ 2016 წლის 15 სექტემბერს საღამოს საათებში ზუსტი დრო არ მახსოვს მე მართლაც ვიყავი მისული
მარიკას საცხოვრებელ სახლში. ჩემი იქ მისვლის მიზეზი გახდათ ის ფაქტი, რომ შემთხვევით ჩემი ქმრის
პერსონალურ კომპიუტერში გავხსენი მისი „facebook”-ის ექაუნთი, სადაც წავიკითხე მისი და მარიკას
მიმოწერა. საიდანაც ფარდა აეხადა იმ ფაქტს, რომ ისინი საყვარლები იყვნენ და ჩუმ-ჩუმად დადიოდნენ
სასტუმრო „ლიდიაში“ პერიოდულად. ეს რომ გავიგე ძალიან გავმწარდი და მაშინვე გავემართე ამ ქალთან
რათა სახალხოდ გამომეჭენებინა მისი უზნეო საქციელი! როდესაც მივედი, სადარბაზო ჩაბნელებული იყო
და არავინ არ დამინახავს. N2 ბინის კარზე რამდენჯერმე დავაბრახუნე და ხმამაღლა დავუყვირე, რომ კარი
გაეღო. გარკვეული დროის შემდეგ მარიკამ კარი გააღო, მას არ უნდოდა, რომ სახლში შევეშვი, მაგრამ შემდეგ
ხელი ვკარი მას და ძალით შევვარდი მასთან. მახსოვს ძალიან გამწარებული ვიყავი, რადგანაც მარიკამ
მითხრა, რომ ჩემ კახას სინამდვილეში ის უყვარდა და ბავშვს სწორედ კახასგან ელოდებოდა. როდესაც ეს
მითხრა ამაზე ჭკუიდან გადავედი და სახეში სილა გემრიელად გავაწანი, პირში მივახალე ყველაფერი რასაც
მასზე ვფიქრობდი და ვუთხარი რომ ჩემ ქმარს აღარ გაკარებოდა ახლოს, თორემ რაც მოხდებოდა თავისი
თავისთვის დაებრალებინა. მისვლიდან სავარაუდოდ 15 წუთში გამოვედი მათი სახლიდან, თუმცა ზუსტად
ნამდვილად არ მახსოვს რამდენი ხანი დავყავი მათ სახლში. გავიგე, რომ ალექსანდრეს ეჭვიანობის გამო
ცოლი მოუკლავს, გარდაცვლილზე ცუდს არ იძახიან, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ მარიკამ ეს დაიმსახურა.
თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ მე და კახა უკვე 9 წელია რაც ცოლქმარი ვართ. გვყავს 2 შვილი და გვაქვს
ბედნიერი ოჯახი. ჩემი მეუღლე 13 სექტემბერს გაემგზავრა ვენესუელაში, სადაც მან დაიწყო მუშაობა ნავთობ
მაგნატის პირად დაცვად და 1 წლის განმავლობაში იქ მოუწევს ყოფნა. ამ დროის განმავლობაში მას არ აქვს
უფლება ჩემთან კონტაქტი იქონიოს, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ამ ამბების შემდეგ მე მასთან
საუბარი არ მქონია. ვფიქრობ, რომ ჩამოვა, მისი საყვარლის გამო რთული საუბარი გაიმართება ჩვენს შორის.
მე გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი,
ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.

ალექსანდრე ზოიძე

მე ვარ ალექსანდრე ზოიძე. დავიბადე 1987 წელს და ვარ 30 წლის. ვარ ყოფილი მოკრივე და ამჟამად
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოკრივეთა გუნდს ვწვრთნი. კრივზე 12 წლის ვიყავი როცა შევედი.
ძალიან მომწონდა, როდესაც თავის დაცვა შემეძლო. ჩემი აზრით, ყველა კაცი უნდა დადიოდეს რაიმე
8
სპორტზე, ვინაიდან ფიზიკური სიძლიერე კაცს ფსიქოლოგიურადაც აძლიერებს და როცა კაცი ხარ ძლიერი
უნდა იყო. კრივი ერთი შეხედვით მარტივი სპორტია, თუმცა აქ მთავარი დისციპლინა, მკაცრი წესები და
მწვრთნელის მორჩილებაა. უკვე 4 წელია, რაც ნაკრებს ვწვრთნი და ჩემი სიმკაცრის წყალობით საქმე კარგად
მიდის და ჩემი ბიჭები წარმატებას აღწევენ. მე, როგორც მამაჩემი იტყოდა, ადრეულ ასაკში მოვიყვანე ცოლი.
უკვე 8 წელი ხდება, რაც მარიკა ცინცაძე ჩემი ცოლია. მე ის ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვარ მასაც
ძალიან ვუყვარდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. ჩვენ არასდროს არ ვჩხუბობდით. ჩვენს ოჯახში
ყოველთვის სიმშვიდე იყო. მე და მარიკას შვილი არ გვყავდა, ყოველთვის იმედი მქონდა რომ ბიჭი
გაგვიჩნდებოდა. თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს
ნაკრები წავიყვანე უნგრეთის ჩემპიონატზე და საქართველოში დავბრუნდი 2016 წლის 15 სექტემბრის
დილას. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე სახლში გამოვემართე, ძალიან დაღლილი ვიყავი და
დასვენება მინდოდა. სახლში დაახლოებით 13:00 საათზე მოვედი, თუმცა ჩემი ცოლი სახლში არ დამხვდა,
რაც ცოტა მეწყინა. დედაჩემმა მითხრა, რომ მარიკა დილით ჩვენს აგარაკზე გავიდა, იქიდან დაქალთან უნდა
გაიაროს და დაიბარა საღამოს დავბრუნდები სახლშიო. ცოტახანი სახლში ვიყავი, შუადღისას დედაჩემი
გავიყვანე დეიდაჩემის სახლში, იქიდან კი დარბაზში წავედი, რომ ცოტა წამევარჯიშა. საღამოს დედამ
დამირეკა, დეიდას სახლში ამოდი რამეს შეგაჭმევო და მეც იქ ავედი. დეიდაჩემის ბინიდან გვიან გავედი,
ხოლო დედაჩემი იქ დავტოვე და ვუთხარი რომ მარიკა დაბრუნებული იქნებოდა მარტო არ შეეშინდეს
მასთან წავალთქო. დეიდაჩემის ბინიდან პირდაპირ სახლში გავემართე, დაღლილი ვიყავი და მანქანა
შესასვლელთან ახლოს გავაჩერე, ფეხით სიარული მეზარებოდა. სანამ სადარბაზოში შევიდოდი მახსოვს
ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა და მობილურზე მას ველაპარაკებოდი, როდესაც სადარბაზოს უკანა გასასვლელის
კარი გაიღო და იქიდან ვიღაცამ გამოიხედა, უკვე ბნელოდა ამიტომ ნამდვილად ვერ დავინახე ვინ იყო. ამ
პიროვნებამ მე რომ დამინახა უკან შემბრუნდა, დაახლოებით 1 წუთში მობილური გავთიშე და ავედი
სახლში.. მას შემდეგ რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს, რადგანაც შემდეგ ჩემი ცხოვრება დამთავრდა.. ჩემი
ბინის კარი ღია დამხვდა, სანამ სახლში შევიდოდი გულმა რეჩხი მიყო. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება
დატრიალდა ჩემს ოჯახში. როგორც კი შევედი დავინახე დაბლა დაგდებული ჩემი ცოლის გვამი. მე
გაგიჟებული მივმარდი მას და დავუწყე სინჯვა. თან ვყვიროდი მარიკა, მარიკა, მაგრამ ის მკვდარი იყო.. არ
მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი მასთან, შემდეგ ვიფიქრე იქნებ მარიკა ცოცხალია სასწრაფოდ საავადმყოფოში
უნდა წავიყვანო მეთქი, ავდექი გავიქეცი და ეზოში დატოვებული მანქანის კარი გავაღე, რათა მარიკა
ფრთხილად ჩამესვა მანქანაში. სახლში როდესაც მოვბრუნდი იგი ხელშე ავიყვანე და დერეფანში
გამოვიყვანე, რათა მანქანაში ჩამესვა და საავადმყოფოში წამეყვანა.. დერეფანში რომ ვიყავი ჩემი მეზობელი
თამარ ზარნაძე დავინახე, მე მას შევუძახე მიშველე, მგონი მარიკა მომიკლეს მეთქი. თამარმა შემომხედა და
შემდეგ ყვირილი მორთო, ამ ხმაზე მეზობლები გამოვარდნენ.. თაამარა მეზობლებს უყვიროდა ალექსანდრემ
მარიკა მოკლა, ხალხო არ მისცეთ საშუალება რომ გაიქცესო. შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს.. როდესაც
9
პოლიცია მოვიდა მე მათ გავყევი. ჩემი ცხოვრება დამთავრდა. მე ოჯახი ამომიწყვიტეს. ამას არავის ვაპატიებ!
!

მიდიოდით, გზად სადმე ხომ არ შეჩერებულხართ ან რაიმე ხომ არ შეგიძენიათ? პასუხი: არა, არსად არ
შევჩერებულვარ. ტაქსში ჩავჯექი და პირდაპირ სახლში წავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ერთი სული
მქონდა როდის ვნახავდი ჩემს ცოლს. კითხვა: მაშ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ვიდეო კამერის ჩანაწერებით
დასტურდება 12:00 საათზე კახეთის გზატკეცილზე სოფლის მეურნეობის მაღაზიაში თქვენი ყოფნა? პასუხი:
რა ჩანაწერები.. მე არსად არ ვყოფილვარ სხვაგან... უი, უი, მაპატიეთ.. დამავიწყდა, ახლა გამახსენდა..
როდესაც სახლში მოვდიოდი გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეში მეგობრები სალაშქროდ მივდიოდით და
ნაჯახი გვჭირდებოდა. შესაბამისად მაღაზიაში შევიარე და ნაჯახი ვიყიდე. როდესაც სახლში მივედი ნაჯახი
იქვე კართან დავდე. შემდეგ ნაჯახი არ მინახავს. კითხვა: ბატონო ალექსანდრე, როგორი იყო თქვენი და
თქვენი ცოლის ბოლოდროინდელი ურთიერთობა. ხომ არ ყოლია მას საყვარელი? პასუხი: რა საყვარელი, რა
სისულელეა, რაებს მეკითხებით.ჩვენ ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვრას, ..... გვიყვარდა.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2016 წლის 16 სექტემბერი 18:00 საათი

ექსპერტი თაკო გინტური, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო .
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 6 წლიანი სტაჟი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ N1
ფუთაში აღმოჩნდა ნაჯახი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 ფუთაში აღმოჩნდა მარიკა ცინცაძის კუთვნილი
ტანსაცმელი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N3 ფუთაში მარიკა ცინცაძის სისხლის ნიმუში. N4 ფუთაში
ალექსანდრე ზოიძის ბიოლოგიური ნიმუშო. N5 ფუთაში ალექსანდრე ზოიძის სისხლიანი ტანსაცმელი. N6
ფუთაში სისხლიანი ტილოები. მე ჩავატარე ექსპერტიზა N1 ფუთაში მოთავსებულ ნაჯახზე და დავადგინე
რომ ნაჯახის რკინის პირის ნაწილზე არსებული სისხლი ემთხვევა მარიკა ცინცაძის სისხლის ჯგუფს. ნაჯახის
ტარზე აღმოვაჩინე ბიოლოგიური პროფილი, რომელიც 90%-ით ემთხვევა ალექსანდრე ზოიძის ბიოლოგიურ
პროფილს. მარიკა ცინცაძის ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი ემთხვევა მისივე სისხლის ჯგუფს.
ალექსანდრე ზოიძის წარმოდგენილ ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის დიდი ნაწილი ემთხვევა მარიკა
ცინცაძის სისხლის ჯგუფს, მხოლოდ მაისურის ქვედა მარჯვენა მხარეს აღმოჩენილი სისხლის ნიმუში
ემთხვევა ალექსანდრე ზოიძის სისხლის ჯგუფს. ტილოებზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი ემთხვევა მარიკა
ცინცაძის სისხლის ჯგუფს.

10
აუტოფსია

ექსპერტი თორნიკე ქარელი - მედიცინის დოქტორი. თბილისის საექსპერტო ბიუროს საავადმყოფო. სამუშაო
გამოცდილება: 8 წელი საექსპერტო ბიუროში.
გარდაცვალების დრო : 15/09/2016; აუტოფსიის დრო : 16/09/2016, 00:05 კლინიკური მონაცემები: 2016 წლის 15
სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შეატყობინეს ცივი იარაღის
დარტყმის შედეგად გარდაცვალების ფაქტის შესახებ და სხეულზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით
გამოიძახეს შემთხვევის ადგილას. ქალბატონი აღმოჩენილი იყო N49 კორპუსის სადარბაზოში. იგი იყო
გარდაცვლილი, ხოლო დაახლოებით 23:45 საათისათვის სხეული გადატანილი იყო პროზექტურაში
ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელთა მიერ. მიცვალებულის სხეულის ექსპერტიზა 00:05 საათზე დავიწყე.
აუტოფსიის ჩატარებამდე, გადავიღე თავის ქალისა და სხეულის რენტგნების სურათები და დავასვი
ინიციალები `ი.", შემდეგ კი შევინახე. რენდგენის სურათიდან ირკვევა, რომ მიცვალებული გარდაცვლილია
მკერდის არეში ნახევრად ბასრი ცივი იარაღის დარტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია ძლიერი
სისხლნაკლებობა. ჭრილობა საკმაოდ ღრმაა, აღნიშნული ზომის ჭრილობის გამოწვევას თუ იარაღი ბასრი
იქნებოდა შეძლებდა საშუალო ძალის მქონე ნებისმიერი ადამიანი. მიცვალებულის თავის ქალის რენტგენის
სურათიდან ირკვევა, რომ მიცვალებულს აღენიშნება ქვედა ყბის მოტეხილობა. მოტეხილობა გამოწვეულია
მკვრივი საგნის დარტყმით. გვამზე ექსპერტიზის ჩატარების დროს აღმოვაჩინეთ თმის 1 გრძელი ღერი,
აღნიშნული თმის ბიოლოგიური პროფილი ემთხვევა ელზა ირემაძის ბიოლოგიურ პროფილს.
გარდაცვლილის ფრჩხილებიდან აღებული იქნა ქსოვილის ბოჭკოები, რომლებმაც არ გამოავლინა მსგავსება
სახლში არსებული ქსოვილის ბოჭკოებთან და არც ალექსანდრე ზოიძის ტანსაცმლის ქსოვილის
ბოჭკოებთან. აღნიშნული ქსოვილის ბოჭკოები მსგავსია ელზა ირემაძის მაისურის ქსოვილის ბოჭკოების

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა

ექსპერტიზის ჩატარების დრო: 2016 წლის 25 - 29 სექტემბერი ექსპერტის სახელი და გვარი: თიკო ჯაფარიძე
სამუშაო ადგილი: გორის ექსპერტიზის კერძო ბიურო სამუშაო გამოცდილება: ექსპერტიზის ეროვნულ
ბიუროში 6 წელი, 5 წელი გორის ექსპერტიზის ბიურო განათლება: საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, ფსიქიატრიის ბაკალავრი, გორის უნივერსიტეტი ფსიქიატრიის მაგისტრი. ჩვენი
ექსპერტიზის ბიურო უკვე 5 წელია რაც დაფუძნდა ქალაქ გორში და ვეწევით აქტიურ საქმიანობას. ჩვენთან
მომმართვა შეუძლია ნებისმიერ პირს და სათანადო დოკიმენტაციის მოწოდების საფუძველზე ვატარებთ

11
ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. 2016 წლის 25 სექტემბერს ჩვენს ბიუროს მომართეს ალექსანდრე ზოიძის
ინტერესების დამცელმა ადვოკატებმა ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი
იქნა ალექსანდრე ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე მისი ბავშვობის
დღიურები და ჩანაწერები. ექსპერტიზის ჩატარება ხდება შემდეგნაირად, ჩვენ ვიკვლევთ ამ პიროვნების
წარსულთან დამაკავშირებელ ნიბისმიერ ინფორმაციას და შემდეგ ვესაუბრებით ამ პიროვნებას. ალექსანდრე
ზოიძეს 3 დღის განმავლობაში ვესაუბრებოდი. ვსაუბრობდით უშუალოდ დანაშაულის დღესთან და წინა
დღეებთან დაკავშირებით, მასზე და მისი ცოლის ურთიერთობაზე და სხვა საქმისთვის ირელევანტურ
თემებზეც. საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ როდესაც ალექსანდრე თავის ცოლზე საუბრობს მისი ხმის
ტემბრი იცვლება, იგი ლაპარაკობს სიყვარულით და მშვიდად. მასთან საუბრისას რამდენჯერმე გავიარეთ
შემთხვევის დღე, იგი დეტალურად ყვება მოვლენებს, ყველაჯერზე დამაჯერებლად საუბრობს და 100%-ით
იდენტურად ყვება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. იგი უარყოფს დანაშაულის მის მიერ
ჩადენას და დამნაშავედ სხვას ასახელებს. ცოლის სიკვდილზე საუბრისას მისი ემოცია არ იცვლება, იგი
ისეთივე სიმშვიდით ლაპარაკობს მისი ცოლის მკვლელობის ფაქტზე, როგორც მასთან ცხოვრების სხვა
წლებზე. მოვლენებს იგი აბსოლუტურად სწორად აღიქვამს, არ აღენიშნება სწრაფი გაღიზიანება მისთვის
გამაღიზიანებელ ინფორმაციაზეც კი. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ იგი
არის სავსებით ჯანმრთელი ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი. შემიძლია დავახასიათო, როგორც
მშვიდი, ნაკლებად აფექტური პიროვნება.

12

You might also like