Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 19

,,სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი-2018“

სახელმწიფო ნინო ბაბუნაშვილის წინააღმდეგ


მოწმეები:

ბრალდების მხარე:

გიორგი აბესაძე (მამრობითი) – 22 წლის. სტუდენტი. საცხოვრებელი ადგილი- თბილისი,

ც.დადიანის 147

ვაკო ბერიძე (მამრობითი) – 24 წლის. მუშაობს ბარმენად დისკო კლუბში. გიორგი

აბესაძის საუკეთესო მეგობარი. საცხოვრებელი ადგილი- თბილისი, ც დადიანის 78

ქეთევან მაისურაძე(მდედრობითი) ექსპერტი 47 წლის საცხოვრებელი ადგილი- თბილისი,

ქეთევან წამებულის გამზსირი #13 ბინა #16

ლიკა ტყემალაძე (მდედრობითი)- 26 წლის, მუშაობდა ნინო ბაბუნაშვილთან ერთად

მასაჟის ცენტრში. საცხოვრებელი ადგილი თბილისი, ა.წერეთლის #24

დაცვის მხარე:

ნინო ბაბუნაშვილი-ბრალდებული (მდედრობითი) – 23 წლის სტუდენტი. ბრალდებული.

საცხოვრებელი ადგილი- თბილისი,აბაშიძის 48

მუხრან ონიანი (მამრობითი) – 22 წლის დისკოტეკის დაცვა. საცხოვრებელი ადგილითბილისი,


გლდანი VIII მიკრორაიონი 117 კორპუსი მე-8 სართული სადარბაზო#4 ბინა

#65

სოფიკო ზაზულია ( მდედრობითი) -22 წლის სტუდენტი. საცხოვრებელი ადგილი- ისანი

ქეთევან წამებულის გამზირი #63

ნოდარ ჩიჩუა (მამრობითი) – 35 წლის გამომძიებელი. სამუშაო ადგილი -დიდუბეჩუღურეთის

პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილება. დაოჯახებული

საქმის შეჯამება:

ქეთი ბედკრულაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი აქვს წაყენებული ნინო

ბაბუნაშვილს

მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

ფაქტების შეჯამება:

2013 წლის 14 ივნისს ორმა მეგობარმა გადაწყვიტა წასულიყო ცნობილ ადგილობრივ

დისკო კლუბში სახელად ,,დარქ ჰოლში“ . აღნიშნული კლუბი ცნობილია, როგორც ძალიან

ხმაურიანი და ბნელი ადგილი. ორი მეგობარი, რომელიც წავიდა დისკოტეკაზე არიან

ნინო ბაბუნაშვილი და ქეთი დადიანი. (მსხვერპლი). საღამოს განმავლობაში გოგონებმა

რამდენიმე ბიჭი გაიცნეს დისკოტეკაზე, მათ შორის იყო გიორგი აბესაძე და მისი

საუკეთესო მეგობარი ვაკო ბერიძე, რომელიც იმავე კლუბში მუშაობდა, როგორც ბარმენი.

გოგონებს ყველაზე მეტად გიორგი აბესაძე მოეწონათ, სიმპატიური ახალგაზრდა

ყმაწვილი.

ორივე მეგობარი ნინოც და ქეთიც გიორგისთან ცეკვით და ჭორაობით იყო გართული

მთელი საღამოს განმავლობაში. ისინი სვამდნენ ლუდს და არაყს. ალკოჰოლი

ახალგაზრდებს კარგად მოეკიდათ. ერთ მომენტში ნინო და ქეთი ხმამაღალ კამათშიც

შევიდნენ ერთმანეთთან იმის გასარკვევად, თუ ვისი გახდებოდა გიორგი; ცხადი იყო, რომ

ორივე მათგანს გიორგი ძალიან მოსწონდა და რომ ასე უბრალოდ არცერთი მათგანი არ
დათმობდა გიორგის.

გიორგის ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, გოგონები ერთმანეთს შეაჯიბრა კიდეც არყის

დალევაში. მან გაიხუმრა კიდეც ვინც მეტ არაყს დალევდა მიიღებდა „ბატონ გიორგის“

საჩუქრად. ამის შემდეგ გოგონებმა შეუკვეთეს კიდევ ერთი ბოთლი არაყი, რათა

გამოევლინათ პრიზის მფლობელი. ბოლო ყლუპის შემდეგ ქეთი ცოტა უცნაურად იქცევა,

საუბრობს გაუგებარი ინტონაციით, იქცევა გამომწვევად, ბართან ხედავს უცნაურ

ფიგურებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და უჭირს სუნთქვა. ერთ მომენტში,

როდესაც ის ცეკვავს გიორგისთან, იგი ხდება ცუდად და ერევა გული მის წინ მდგომ

გიორგის პერანგზე. ამის შემდეგ გოგონას ბარბაცით მიიყვანენ მაგიდასთან, ხოლო

ზიზღით აღსავსე გიორგი გარბის ტუალეტში ტანსაცმლის გასაწმენდად.

როდესაც გიორგი დაბრუნდა მაგიდასთან, მან დაინახა კუთხეში მარტოდ მჯდომი ქეთი,

რომელიც მივიდა ნინოსთან და უთხრა, რომ ნინომ მოიგო პრიზი და შეუძლია გაიხაროს.

ამის შემდეგ გიორგი და ნინო გადიან ბნელ კუთხეში და ესიყვარულებიან ერთმანეთს.

ამასობაში ქეთი დგება და გადის დისკო კლუბის აივანზე, რომელიც გარს ეკვრის საცეკვაო

მოედანს. აივანი 3 მეტრის სიმაღლეზეა იმ ადგილიდან, სადაც გოგონები ისხდნენ.

უეცრად ქეთი დადიანი იწყებს ტრიალს, კარგავს ბალანსს და კისრით ეცემა საცეკვაო

მოედანზე. მიღებული ტრამვისგან იგი ადგილზევე გარდაიცვლება.

პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა შემდეგი

მტკიცებულებები:

1) გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის დონე სისხლში იყო 10მლ, ანუ

საშუალოზე მაღალი. სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა,

რომ სისხლში იყო ნივთიერება „კეტამინი,“ რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებაა.

პრაქტიკიდან ცნობილია შემთხვევები, როცა ეს საშუალება გომოყენებული

ყოფილა იძულებითი სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით მსხვერპლის

წინააღმდეგობის გაწევის შესამცირებლად.


2) კეტამინმა მსხვერპლში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: ჰალუცინაცია,

დროის შეგრძნების დაკარგვა, პიროვნების აღქმის უნარი, დამახინჯებული ხმებისა

და გარემოს აღქმა, კონტროლის დაკარგვა, დაუძლურება, სუნთქვის პრობლემები,

კრუნჩხვა, გულის რევა, სხეულის დაუმორჩილებლობა, მეხსიერების პრობლემები,

გაშეშება, მგრძნობელობის დაკარგვა, კოორდინაციის უნარის დაკარგვა,

აგრესიული ან უხეში ქცევა და არეული საუბარი.

3) პოლიციის გამოძიებამ გამოავლინა თვითმხილველი, რომელმაც დაინახა თუ

როგორ ჩაუყარა ნინო ბაბუნაშვილმა თეთრი ფხვნილი იმ საღამოს ქეთი დანელიას

ჭიქაში. ჩხრეკისას ნინოს ჩანთიდან ამოღებული იქნა პატარა ბოთლი, სადაც

თეთრი ფხვნილის ნარჩენები იყო ძირზე შემორჩენილი. აღნიშნული ფხვნილის

ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა რომ ბოთლში არსებული

ფხვნილი იყო კეტამინი. საგამოძიებო უწყებამ გადაამოწმა ბოთლზე არსებული

თითის ანაბეჭდები და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი თითის ანაბეჭდი რომელიც

ბოთლზე მოიპოვებოდა ეკუთვნოდა გიორგი აბესაძეს, ხოლო მეორე- ნინო

ბაბუნაშვილს.

4)ბრალდების მხარე თვლის, რომ ნინო ბაბუნაშვილმა ქეთი ბედკრულაშვილს

გამიზნულად ჩაუყარა ნარკოტიკი სასმელში, რათა გაემარჯვა არყის შეჯიბრში და

საჩუქრად მიეღო სიმპატიური გიორგი. პროკურატურამ წაუყენა შესაბამისი

ბრალდება ნინო ბაბუნაშვილს.

ნინო ბაბუნაშვილი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას და ხელს ადებს გიორგის,

რომელმაც მისი თქმით, ქეთის ნარკოტიკი ჩაუყარა ჭიქაში, რათა შემდეგ ადვილად

დაემყარებინა სქესობრივი კავშირი მასთან.

ბრალდებული ნინო ბაბუნაშვილი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა

ადგილობრივი მასაჟის ცენტრში - „სასიამოვნო ქალბატონები“. მან აღნიშნულ


ცენტრში მუშაობა ინციდენტამდე 6 თვით ადრე დაასრულა. მასაჟის ცენტრის

დაკეტვა განპირობებული იყო იმით, რომ ეს ცენტრი შემჩნეულ იქნა კეტამინის

გამოყენებაში. როგორც გაირკვა, ცენტრის თანამშრომლები კლიენტების

მოდუნების მიზნით და ამით მასაჟის პროცედურის განსამძაფრებლად იყენებდნენ

კეტამინს.

ორი წლის წინ გიორგი აბესაძე ყოფილმა მეგობარმა გოგონამ უჩივლა იმაზე, რომ

გიორგი მას ნარკოტიკებით აბრუებდა და მასთან ამყარებდა არასასურველ

სქესობრივი კავშირს. იმის გამო, რომ იმ პერიოდში აბესაძეს ამ საქმეზე ბრალი არ

წაყენებინა, მეგობარი გოგონა შეეშვა საქმეს, თუმცა ამის შემდეგ არც გიორგის არ

შეხვედრია.

კანონმდებლობა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 - ე მუხლი

მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით

1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით

ვადით ორიდან

ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით

ვადით სამიდან

ხუთ წლამდე.

გიორგი აბესაძის ჩვენება

დავიბადე 1991 წლის 16 მაისს ქალაქ ქუთაისში. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, ც.დადიანის

147ში.ვსწავლობ თბილისში, მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტში, კერძოდ შევისწავლი

ფარმაკოლოგიას და სამომავალოდ დიდი სურვილი მაქვს წავიდე დიდ მედიცინაში და


გამოვიდე ექიმი. მე და ვაკო ბერიძე ვმეგობრობთ უკვე 4 წელია. ვაკო თბილისიდანაა, მე

მას და მის ოჯახს დავუმეგობრდი მას შემდეგ, რაც ჩამოვედი თბილისში. უფრო მეტიც მე

ვთვლი, რომ ვარ ვაკოს ოჯახის წევრი. 14 ივნისს მე წავედი დისკოტეკაზე, რათა მენახა

ჩემი მეგობარი ვაკო, რომელიც იქ ბარმენად მუშაობს. ცოტა მინდოდა წამეცეკვა კიდეც,

რადგან კარგი მოცეკვავე ვარ. იმ საღამოს ჩემზე კარგად კლუბში არავინ ცეკვავდა.

საღამოს განმავლობაში გავიცანი ნინო და ქეთი. ისინი სასიამოვნო გოგონები იყვნენ,

შესაბამისად მათთან ერთად გავჩერდი. ნინოს და ქეთის მოვეწონე, არცკი მიკვირს რადგან

ძალიან სიმპატიური ვარ და ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ჩემს გამო გოგონებს

უჩხუბიათ კიდეც. მარტივად შემიძლია ხელი დავადო ნებისმიერ გოგონას და წავიყვანო

ჩემთან სახლში ღამის გასათენებლად. იმ საღამოს მე ორივე გოგონასთან გავატარე დრო და

მათთან ერთად ბევრიც ვიცეკვე. ქეთი მართლა ძალიან მაგარი გოგო იყო.

არაჩვეულებრივი ხასიათები ჰქონდა, მის გვერდით ძალიან კარგი იყო ყოფნა. იგი იყო

ძალიან სექსუალური, თუმცა ჰქონდა ძლიერი ნებისყოფა და უყვარდა ბევრი ლაპარაკი. მე

ის უფრო მომეწონა და ძალიან დამწყდა გული, როცა გავიგე რომ ის გარდაიცვალა. ეს

ყველაფერი ნინოს ეჭვიანობის გამო მოხდა. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო. თუმცა ნინო

ისეთი სექსუალური არ იყო როგორც ქეთი, მე მაინც დავინტერესდი ნინოთი, იმიტომ რომ

გაგებული მქონდა ჭორები ნინოზე, რომ ადრე მუშაობდა მასაჟის სალონში და ვიფიქრე

საინტერესო იქნებოდა ასეთ გოგონასთან ღამის გატარება. დავინტრიგდი ამ ფაქტით და

მოვინდომე გამოცდილ გოგონასთან ურთიერთობა. მახსოვს ერთ მომენტში, როცა

გამოვდიოდი საპირფარეშოდან დავინახე ნინო და ქეთი რაღაცაზე კამათობდნენ,

გავიფიქრე კამათის მიზეზი ალბათ მე ვიქნებოდი რადგან გოგონები ხშირად ჩხუბობენ

ჩემს გამო და ახლაც არ იქნებოდა გასაკვირი რომ ჩემს გამო წაეჩხუბათ ერთმანეთში, ეს

პირველი შემთხვევა არ იყო რომ გოგონებს მოსვლიათ დაპირისპირება ჩემს გამო.

გავიგონე ნინოს საუბარი როცა მან ქეთის უთხრა: „არ არსებობს რომ ის შენი გახდეს, შე

კახპავ“, ქეთიმ კი უპასუხა „რატომ ფიქრობ რომ მას მოუნდება ისეთი მეძავი როგორიც შენ
ხარ?“ ამ სიტყვების შემდეგ ნინომ ქეთის ხელი გაარტყა და მათ ჩხუბი დაიწყეს. მე ჩავერიე

ამ გაუგებრობაში, გავაჩერე ორივე და გოგონები მაგიდასთან დავაბრუნე. მათ დაწყნარება

ვთხოვე, ავუხსენი რომ აზრი არ ჰქონდა მათ დაპირისპირებას, რადგან საბოლოო ჯამში

მაინც მე გადავწყვეტდი რომელთან გავატარებდი იმ საღამოს. მერე მე მათ ხუმრობით

ვუთხარი, ვინც მეტს დალევდა ის მოიგებდა შეჯიბრს და წამომყვებოდა სახლში. მათ ეს

სერიოზულად მიიღეს და დალევაში შეჯიბრი წამოიწყეს. წინააღმდეგობა არ გამიწევია,

რადგან ვიფიქრე ნასვამი გოგონები უფრო საინტერესოები იქნებოდნენ და თუ ორივე

თანახმა იქნებოდა, ერთად წავიდოდით ჩემს ბინაში. ნინოც და ქეთიც სვამდნენ არაყს და

აყოლებდნენ ლუდს. ერთ მომენტში ნინოს მართლაც ვკითხე საათი, რადგან დისკოტეკაზე

არასოდეს ვატარებ მობილურს და საათს. ნინომ მითხრა რომ არც მას ჰქონდა საათი ხელზე

და მთხოვა შემემოწმებინა მობილური, რომელიც იდო მის ჩანთაში. მართლაც ჩავყავი

ხელი მის ჩანთაში და ვიპოვე მობილური ტელეფონი, მას ბევრი რამ ეყარა ჩანთაში, მათ

შორის ყავისფერი ბოთლი თეთრი ფხვნილით. ეს რომ დავინახე, მაშინ ვიფიქრე რომ ნინო

ნამდვილად მაგარი კლაბერი გოგონა იყო. შემდეგ მე ქეთის ვეცეკვებოდი.

მოულოდნელად იგი ცუდად გახდა, გული აერია და მის წინ მყოფი მეც კი დამსვარა.

ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მივხვდი რომ ეს ალკოჰოლის ბრალი იყო. ამის შემდეგ

წავედი საპირფარეშოში რათა გამეწმინდა პერანგი და როცა უკან დავბრუნდი, ქეთი

კუთხეში იჯდა და გაოგნებული იყურებოდა ჰაერში. მივედი მასთან და ვკითხე თუ

როგორ იყო, მაგრამ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ შემომხედა და გაკვირვებული

მაშტერდებოდა. მალევე მოგვიახლოვდა იქვე მდგარი ნინო, რომელმაც მითხრა „დაანებე

წაგებულს თავი და ჩემთან წამოდიო.“ მე მას გავყევი ბნელ ოთახში, სადაც ვსაუბრობდით

და შემდეგ მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. უცბად საშინელი კივილი შემოგვესმა საცეკვაო

მოედნიდან. წამოვდექით და დავინახეთ, რომ ქეთი გარდაცვლილი იყო. ეს დიდი შოკი

იყო ჩემთვის. მე გავიგე, რომ ნინოს ადვოკატები ცდილობენ შეთხზან ისეთი ისტორია

თითქოს ქეთის სიკვდილში რაიმე დანაშაული მიმიძღვის. ეს მტკნარი ტყუილია. გოგოს


შესაბმელად ნარკოტიკები არ მჭირდება. გოგო როცა მინდა მაშინ მეყოლება და ამაში ვერ

ვხედავ ნარკოტიკების საჭიროებას, ყველა საღამოს შემიძლია გოგონას შებმა.ინციდენტი,

რომელიც მოხდა ჩემს ყოფილ გოგოსთან არის მტკნარი სიცრუე. არ უნდოდა რომ მის

შეყვარებულს გაეგო, რომ ჩემთან იწვა და ამიტომ მან მოიგონა ეს ისტორია. იმის გამო რომ

ეს ყველაფერი დიდი სიცრუე იყო, ეს საქმე არც კი მისულა გამოძიების ეტაპამდე.

ბუნებრივია, რომ არც ამ შემთხვევაში გამომიყენებია ნარკოტიკები გოგონების ხელში

ჩასაგდებად. ეს არც არაფერში არ მჭირდებოდა, რადგან მე ვიყავის ის ადამიანი,

რომელთანაც საღამოს გატარება თავად გოგონებს უნდოდათ.

ქეთევან მაისურაძის(ექსპერტის) წერილობითი ჩვენება

მე ვარ ქეთევან მისურაძე 47 წლის ვარ ექსპერტი და მაქვს 15 წლიანი სტაჟი ამ

კონკრეტულ სფეროში. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, ქეთევან წამებულის განზსირი #13

ბინა #16-შიგაგაცნობთ ექსპერტიზის პასუხებს. გვამის გაკვეთამ დაადასტურა, რომ ქეთი

დანელიას სისხლში ალკოჰოლის დონე იყო 10მლ. მის სხეულში აღმოჩნდა კეტამინის

დიდი მოცულობა რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევდა ჰალუცინაციებს, გულის რევას,

თავბრუს ხვევას, გონების დაბინდვას, ორიენტაციის დაკარგვას, თავის ტკვილს და ა.შ.

ეჭვმიტანილის ჩანთა იყო ღია კრემისფერი, რომელშიც აღოჩნდა ყავისფერი პატარა

ბოთლი(დაახლოებით 15 მლ) რომელზეც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად

აღმოჩნდა 2 თითის ანაბეჭდი. ერთ-ერთი მათგანი ემთხვევა გიორგი აბესაძის ანაბეჭდს

ხოლო მეორე ნინო ბაბუნაშვილისას. ბოთლში ნაპოვნია თეთრი ფერის ფხვნილი,

სახელად კეტამინი. ძრითადად გამოიყენება ზოოლოგიაში,იგი ცნობილია როგორც

ცხოველების დამაწყნარებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება ქირურგიული


ოპერაციის დროს. კეტამინის გამოყენება არასამედიცინო მიზნებისათვის და სათანადო

ნებართვის/რეცეპტის გარეშე, უკანონოა. ასევე გეტყვით, რომ ნინო ბაბუნაშვილის

სისხლში ალკოჰოლის დონე იყო 12მლ. აგრეთვე მის სხეულში არანაირი უკანონო

ნარკოტიკული კვალი არ აღინიშნებოდა. ქეთი დანელიას სისხლში კი ალკოჰოლის დონე

10მლ-ს აღწევდა. ქეთის სიკვდილი გამოწვეული იყო კისრის მოტეხილობის გამო.

შეგახსენებთ რომ ქეთი დანელიას მკვლელობა წამიერი იყო.

ვაკო ბერიძის ჩვენება

დავიბადე 1989 წლის 10 ივნისს თბილისში.დავამთავრე მედიცინის მეცნიერებათა

ინსტიტუტი, მივიღე ბაკალავრის დიპლომი და მომავალ წელს ვგეგმავ ჩავაბარო

სამედიცინო ინსტიტუტში.,მე და გიორგი უკვე 4 წელია ვმეგობრობთ. რაც ის თბილისში

გადმოვიდა ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებთ, ხშირად მოდის ჩემს სახლში და კარგად

იცნობს ჩემს ოჯახს. მე საღამოობით ვმუშაობ კლუბში „დარქ ჰოლი“, რათა მოვაგროვო

სწავლის ფული. მამაჩემი ადგილობრივი ვეტერინარია და გახსნილი აქვს ვეტერინარული

კლინიკა ქალაქში. იქაც ვმუშაობ რათა მოვაგროვო დამატებით სწავლის ფული. 14 ივნისს

ვმუშაობდი დისკოტეკაზე. კლუბი სავსე იყო სტუმრებით. გიორგიც მოვიდა იმ ღამეს,

რათა გაეცნო გოგონები, როგორც იცის ხოლმე. ის ძალიან გამოცდილია ამ საქმეში. ამდენი

ხნის მეგობრობიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა გიორგის გაუჭირდა

გოგონას დაინტერესება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისში, შემდეგ კი ყველაფერი ისე

მოხდა, როგორც გიორგი უნდოდა. გოგონასთან არაჩვეულებრი ღამის გატარების შემდეგ

თავად ამ გოგოს შეეშინდა რომ ამ ღამის შესახებ მის მეგობარ ბიჭს არ გაეგო და გიორგის

ათასი ჭორი მოუგონა. ერთ-ერთი ჭორი იმასაც ეხებოდა, რომ თითქოს გიორგი მას

ნარკოტიკები შეაყნოსინა, რაც ტყუილია.ჩვენ იმ საღამოს გავიცანით ორი გოგონა, ნინო და

ქეთი. ორივეს ეტყობოდათ რომ მოეწონათ გიორგი, მაგრამ ჩემი აზრით ნინოს უფრო

მოეწონა ვიდრე ქეთის. იქიდან გამომდინარე, რომ მე იმ საღამოს ვმუშაობდი ბევრი


არაფერი დამინახავს, თუ რა ხდებოდა ამ სამს შორის.ერთხელ დავინახე, რომ ქეთიმ და

ნინომ რაღაცაზე წაიჩხუბეს, ისინი ბართან ახლოს იდგნენ, როცა ნინომ სახეში ხელი

გაარტყა ქეთის.მათთან მივიდა მუხრანი და გორგი და გააშველეს. ცოტა ხნის შემდეგ ნინო

მოვიდა ბართან და კიდევ დაამატა სასმელი.მივაწოდე შეკვეთილი სასმელი ლანგარზე

დადებული. ხელითვე ვანიშნე, თუ რომელი სასმელი ვისი იყო, მახსოვს იქვე ჩამეკითხა

„დარწმუნებული ხარ, რომ ეს ქეთის ჭიქაა?“ მე დავუდასტურე და ვუთხარი რომ ეს

ნამდვილად ქეთის იყო, რადგან ქეთის გარდა ლუდი წვენით არავის შეუკვეთავს, ჭიქაში

არსებული სითხეც კი განსხვავებული ფერის იყო. ნინოს ეს შეკითხვა მაშინ კი უცნაურად

მეჩვენა.შემდგეგ ნინო მაგიდას დაუბრუნდა, რომელიც ბარის მოპირდაპირე მხარეს

მდებარეობდა, დავინახე თუ როგორ ჩაუყარა ნინომ თეთრი ფერის ფხვნილი ქეთის სავსე

ჭიქაში, ხოლო როგორც კი დამინახა რომ მე მას ვუყურებდი, უმალ შეინახა ბოთლი თავის

ჩანთაში. ბოთლის ირგვლივ პატარა ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული და ცდილობდა

თითებით ბოთლს არ შეხებოდა. მე გავიფიქრე, ალბათ რამე წამალს სვამს მეთქი და

ყურადღება არ მიმიქცევია. დარწმუნებით ვერ გეტყვით, თუ ვის ჭიქაში ჩაყარა მან

აღნიშნული ფხვნილი, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე ალბათ ქეთის ჭიქა იყო. 45 წუთის

შემდე ქეთი ცეკვისას ცუდად გახდა და მომიწია საცეკვაო მოედნის

დასუფთავება.როდესაც დალაგებას მოვრჩი, დავინახე როგორ ესიყვარულებოდნენ

ერთმანეთს ნინო და გიორგი კუთხეში.მაშინათვე გამახსენდა, რომ მანამდე მე და გიორგი

ვსაუბრობდით: თურმე ნინო გამოცდილი გოგონა ყოფილა,სადღაც უმუშავია. რა თქმა

უნდა, გიორგი მაშინვე დაინტერესდა მასთან ურთიერთობით,თუმცა მას ქეთი უფრო

მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ნაკლებად „გამოცდილი იყო“.გიორგის,

როგორც წესი, უყვარს ახალი გამოცდილების მიღება გოგოებში და ვერ იტანს, როცა უარს

ეუბნებიან. როდესაც საცეკვაო მოედნიდან გამოვდიოდი, საწმენდი ტილოთი,დავინახე

ქეთი. ის მოაჯირთან იდგა, უცებ ხელი მოკიდა მოაჯირს და ჯებირს გადმოახტა.

გაოგნებული ვუყურებდი, ასეთი რამ არასოდეს მენახა, თითქოს ეს გამიზნულად გააკეთა,


მაგრამ სინამდვილეში არც კი იცოდა, თუ რა გააკეთა. ის სახით დაეცა საცეკვაო მოედანს

და ნათელი იყო რომ ადგილზე გარდაიცვლებოდა. კისრის მოტეყვის ხმაც კი გავიგე,

საშინელება იყო. კეტამინზე მსმენია, რადგან მამაჩემი ხშირად იყენებს ამ პრეპარატს

ცხოველებზე ქირურგიული ოპერაციის დროს. არასოდეს გამომიყენებია და არც ამიღია ეს

ფხვნილი მამაჩემისგან, არასოდეს. მახსოვს გიორგიმ მითხრა, აღნიშნულ ნარკოტიკს

იყენებენ გოგონების შესაბმელადო, მერე ადვილია მათი შენს ჭკუაზე დამორჩილებაო.

ლიკა ტყემალაძე

მოგესალმებთ, მე ვარ ლიკა ტყემალაძე, მე ვიცნობ ნინო ბაბუნაშვილს, ჩვენ ერთად

ვმუშაობდით მასაჟის ცენტრში, ჩვენ სულ რამდენიმე თვე მოგვიწია ერთად

მუშაობა, ნინოზე შემიძლია გითხრათ რომ საკმაოდ კონტაქტური გოგონაა,

თუმცა ურთიერთობა მასთან სამსხურის გარეთ არ მქონია, რადგან ნინო ჩემგან

განსხვავებით ძალიან აქტიური ცხოვრების ადამიანია, უყვარს კლუბში სიარული,

მე კი სხვანაირ გართობას ვაპირებ უპირატესობას.

კითხვაზე გპასუხობთ-დიახ მე გამანთავისუფლეს მასაჟის ცენტრიდან, რადგან

ვიყენებდი კეტამინს კლიენტების მოსადუნებლად, თუმცა ეს რა თქმა უნდა იყო

ნებაყოფლობითი და ძირითადად სურვილს ჩემი მუდმივი კლიენტები

გამოთქვამდნენ, კეტამინის გამოყენება მალევე დაიწყო ნინომაც, რადგან ჩემი

კლიენტები ყოველთვის მეტს მიხდიდნენ ვიდრე სხვა თანამშრომლებს, ამიტომ

მან მთხოვა მიმეცა კეტამინი და მეც უარი არ მითქვამს. გარკვეული დროის

შემდგომ, ჩვენი მასაჟის ცენტრით პოლიცია დაინტერესდა და მე სამსახურიდან

გამანთავისუფლეს, მე გამოძიებას ვუთხარი რომ არ ვიცოდი ამ ნივთიერების

შესახებ რომ ითვლებოდა ნარკოტიკულ საშუალებად, მე რომ ეს მცოდნოდა

ნამდვილად არ დავარღვევდი კანონს, ასევე მითხრეს რომ თუ

ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან და ვიტყოდი სიმართლეს ამ საქმესთან


დაკავშირებით რა ინფორმაციასაც ვფლობ იმის შესახებ, ჩემი საქმე

გადაიხედებოდა, რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი.

მუხრან ონიანის ჩვენება

ბოლო 2 წელია ვმუშაობ კლუბში - ,,დარქ ჰოლი“ . აღნიშნულ კლუბს ესაჭიროება კარგი

დაცვა, რადგან აქ უამრავი ახალგაზრდა სტუდენტი მოდის, თვრება და მერე კარგავს თავს,

თუ რაიმე საფრთხეს ვხედავ, მაშინვე ვუშვებ გარეთ, რათა სხვა სტუმარი არ შეწუხდეს.

კარგად ვიცნობ გიორგი აბესაძეს, ის მინიმუმ კვირაში 2 ჯერ სტუმრობს ჩვენს კლუბს და

პირველი მისი საქმე გოგონების გაცნობა და შემდეგ მათი სახლში წაყვანაა. მიუხედავად

იმისა, რომ ის ძალიან სიმპატიური ბიჭია, ორჯერ მქონდა შემთხვევა, როცა გოგონები

ჩემთან ჩიოდნენ, თავს არ გვანებებსო. დიდი ხნის წინ გავაგდებდი მას ჩვენი

დისკოტეკიდან, მაგრამ ჩვენი ბარმენი, ვაკო თავზე გადამახტა და უფროსთან გაიქცა, იმის

სათხოვნელად. რომ არ გაგვეშვა კლუბიდან. ვაკო შეიძლება ძალიან კარგი ბარმენია,

მაგრამ დაცვის საკითხი მე მაბარია და არ მიყვარს, როცა ჩემს საქმეში ერევიან ხოლმე.

ვაკოს და გიორგის წყალობით ჩემი სამიანობა უფრო და უფრო რთულდება, მეტი

ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.დიდი ხანია ვაკვირდები გიორგის, რადგან არ

ვენდობი ასეთ ახალგაზრდებს. მას ყველასთან ერთნაირი მიდგომა აქვს. ის აკვირდება

გოგონებს, შეარჩევს მისთვის სასურველ გოგონას, უყიდის უამრავი რაოდენობის სასმელს

კარგად დაათრობს და შემდეგ მიყავს თავისთან სახლში. ერთ საღამოს დავინახე გოგონას

ჩააცივდა და არ მისცა გასაქანი - ის უარს ეუბნებოდა მაგრამ გიორგი განაგრძობდა

გოგონას შებმას, ერთ მომენტში გოგონამ წასვლა სცადა, მაგრამ ბატონმა აბესაძემ ის
გააჩერა. ვალდებული ვიყავი ჩავრეულიყავი და დამეცვა ახალგაზრდა მანდილოსანი. ამის

შემდეგ გოგონა წავიდა, გავიგე როგორ მიაძახა გიორგიმ: „დაახვიე აქედან, არც კი იცი,

რაზე თქვი უარი!“ 14 ივნისის საღამოს მე დავინახე ნინო და ქეთი, რომლებიც გაცხარებით

კამათობდნენ და შემდეგ ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს, რათქმაუნდა, მე ისინი

გავაშველე, სხვა დროს ნამდვილად გავაგდებდი ორივე მათგანს გარეთ ასეთი

საქციელისათვის, უბრალოდ ნინო ძალიან კარგი გოგონაა, თავაზიანად პატიება მთხოვა

და მომიბოდიშა, რომ აღარ იჩხუბებდა. სახეშიც იმიტომ გაარტყა ქეთის ხელი, რომ ქეთის

რაღაც ცუდი სახელი დაუძახია ნინოსთვის. შემდეგ მივედი ქეთისთან და მას გავესაუბრე,

მითხრა, რომ გიორგი მას აწუხებდა და ეპატიჟებოდა მასთან სახლში ღამის გასათევად.

გოგონები შემეცოდნენ და თავი დავანებე, რადგან აღარაფერს აშავებდნენ, ვიფიკრე

დარჩნენ, დაისვენონთქო. ნეტა გიორგი მაშინვე გამეგდო კლუბიდან, იმის

გათვალისწინებით მერე რაც მოხდა.გოგონების ჩხუბის შემდეგ გიორგის გავესაუბრე,

მითხრა რომ ძალიან გამომწვევი იყო ის ფაქტი, რომ გოგონები გიორგის გამო ჩხუბობდნენ.

გადაწყვიტა იქნებ ორივე დაერწმუნებინა იმაში, რომ ყველას ერთად გაეტარებინათ

საღამო მის სახლში. ბატონი აბესაძე ყოველთვის ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ძალიან

პოპულარული იყო გოგოებში, თითქოსდა ეს ძალიან მაინტერესებდა. ისიც კი მითხრა,

რომ ამ ორი გოგოდან ქეთი უფრო მოსწონდა, რადგან ის უფრო სექსუალური იყო, ვიდრე

ნინო. გიორგიმ მითხრა რომ რაღაც გეგმა ჰქონდა გოგონებთან მიმართებაში, როცა ვკითხე,

რას აპირებდა გამიცინა და გაიარა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.

მოგვიანებით იმ საღამოს, როდესაც ვაწარმოებდი კლუბის ტერიტორიის შემოვლას,

დავინახე გიორგი. ის იდგა გოგონების მაგიდასთან და მიწვდა რომელიღაცა ჭიქას. კარგად

ვერ დავინახე რომელ ჭიქას მოკიდა ხელი ან რას აკეთებდა, რადგან მე ძალიან მოშორებით

ვიდექი და თან ძალიან ბნელოდა. მივხვდი, რომ რაღაც წესრიგში არ უნდა ყოფილიყო. მე

მგონია, რომ ის ნარკოტიკებს უყრიდა ქეთის ჭიქაში, მაგრამ არ ვიცი, სინამდვილეში ასე

იყო თუ არა. კუთხეში დავინახე ნინო და გიორგი, რომლებიც ერთმანეთთან


საუბრობდნენ. ნამდვილად დავინახე, რომ არ კოცნიდნენ ერთმანეთს. არ დამინახავს, თუ

როგორ დაეცა ქეთი საცეკვაო მოედანზე, მაგრამ მალევე მივედი შემთხვევის ადგილას.

საშინელება იყო. კლუბის მეპატრონე ჩემზე ძალიან გაბრაზდა, რადგან წესრიგზე მე ვარ

პასუხისმგებელი,მაგრამ ნომ მას განუმარტა, რომ ეს ყველაფერი გიორგის ბრალი იყო. მე

და ნინო ახლა ერთმანეთს ვხვდებით. გიორგი კი ნამდვილი ავადმყოფია.

ნინო ბაბუნაშვილი წერილობითი ჩვენება:

მე მქვია ნინო ბაბუნაშვილი დავიბადე 1990 წლის 10 ივნისს. ვცხოვრობ ქალაქ

თბილისში,აბაშიძის 48-ში. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე

დისკოტეკაზე ვიმყოფებოდი, როდესაც ქეთი გადმოვარდა აივნიდან და ადგილზე

გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ნამდვილად ვმუშაობდი მასაჟის ცენტრში. იქ ვმუშაობდი

მხოლოდ ფულის გამო, რადგან სწავლის ფულს ვაგროვებდი. განათლება ძალიან

მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ არ ვნანობ, რომ ამ საქმიანობას ვეწეოდი. ეს

ერთადერთი საშუალება იყო, რათა სწავლა გამეგრძელებინა. ზოგადად არ მიყვარს ამ

თემაზე საუბარი. ცენტრში მუშაობისას ვიცოდი, რომ რამდენიმე ჩემი კოლეგა იყენებდა

ნორკოტიკს კლიენტების მოსადუნებლად, სტრესის მოხსნის მიზნით, მაგრამ არასოდეს

გამომიყენებია ნარკოტიკი და არც კლიენტებს ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ნარკოტიკი

მიეღოთ მასაჟამდე. ჩემი თანამშრომლებიდან კეტამინს ავრცელებდა ლიკა ტყემალაძე,

სანაცვლოდ კი კლიენტები მასაჟის სსანაცვლოდ მისაღებ თანხას უორმაგებდნენ, მეც

მრავალჯერ მქონია ეს შემოთავაზება მისგან, მეუბნებოდა რომ კლიენტებიც კმაყოფილები

დარჩებოდნენ და მეც მეტის გამომუშავებას შევძლებდი თუმცა ყოველთვის უარს

ვეუბნებოდი, რადგან ვიცოდი რომ ეს არ იყო კანონიერი, როდესაც პოლიციამ ამ

ყველაფრის შესახებ გაიგო, ლიკამ მე დამადანაშაულა და მითხრა რომ მხოლოდ მე

„მაწყობდა“ და შემეძლო ამ ყველაფრის მოყოლა პოლიციაში რადგან იცოდა რომ

სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებდი და რადგან კეტამინთანაც არანაირი შეხება არ

მქონია „სუფთად“ გამოვძვრებოდი ამ საქმიდან.


სიმართლეა, რომ მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, გაგვემართა მეგობრული შეჯიბრი

გიორგის მოსაპოვებლად იმ ღამით კლუბში. ახლა რომ მახსენდება, მეცინება - არაფერი

განსაკუთრებული ამ ბიჭში არ იყო. მე და ქეთი ბავშვობიდან ვეჯიბრებოდით ერთმანეთს,

როგორც სკოლაში სწავლისას, ასევე ბიჭების გულის მოგებისას. მიყვარს, როცა ვიგებ. იმ

საღამოს გადავწყვიტეთ, გაგვემართა შეჯიბრი სმაში, მე ვიცოდი რომ გავიმარჯვებდი და

დავთანხმდი. იმ საღამოს პატარა გაუგებრობაც მოგვივიდა მე და ქეთის, ვიკამათეთ იმაზე,

თუ ვის დარჩებოდა გიორგი იმ საღამოს მაგრამ წყობიდან მაშინ გამოვედი, როცა ქეთიმ

მეძავი მიწოდა, აი მაშინ გაბრაზებულმა სახეში გავარტყი ხელი. ის ყოველთვის

მახსენებდა იმ ფაქტს, რომ ოდესღაც მასაჟისტად ვმუშაობდი სალონში. მან იცოდა მწარე

საუბარი და ხანდახან ძალიან მტკენდა გულს.

ვფიქრობ გიორგი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ვერ მიიღო თანხმობა ჩვენგან, ღამე

ერთად გაგვეტარებინა მის სახლში.მე და ქეთიმ მისი ამგვარი შემოთავაზება იქვე

უარვყავით. პასუხად გვითხრა, არსებობს უამრავი გზა გოგონების დასაყოლიებლად და

რომ მან ყველა გზა კარგად იცოდა. მე ვფიქრობ, ეს იყო ის მომენტი, როცა მან გადაწყვიტა

ქეთისთვის ნარკოტიკები ჩაეყარა და ამ გზით დაეყოლიებინა ის.

გიორგიმ ერთ მომენტში მკითხა, თუ რომელი საათი იყო. საათს არ ვატარებ, ამიტომ

ვუთხარი ჩემს ჩანთაში ენახა მობილური და ისე გაეგო დრო. მან ჩაყო ხელი ჩანთაში და

სავსებით შესაძლებელია, სწორედ მაშინ ჩამიდო ყავისფერი ბოთლი ჩანთაში!

ქეთისთვის არანაირი ნარკოტიკი არ მიმიცია და ძალიან ვწუხვარ, რომ ის გარდაიცვალა.

საშინელი ტრაგედიაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გიორგის ბრალია.

ვადასტურებ რომ მართლაც ვხვდები მუხრანს. ის არაჩვეულებრივი მამაკაცია და ისე

მეპყრობა, როგორც ნამდვილ მანდილოსანს.


სოფიკო ზაზულიას ჩვენება

გამარჯობა მე ვარ სოფიკო ზაზულია 22 წლის , სტუდენტი. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში

ისანში ქეთევან წამებულის #63-ში

გიორგი ბაბუნაშვილი გავიცანი 2013 წლის 3მარტს კლუბში ,,დარქ ჰოლი“.

თავიდან ასე თუ ისე ნორმალური ბიჭი ჩანდა საკმაოდ მიმზიდველი და სიმპატიურიც.

მაგრამ ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ გიორგი აბესაძე ჩემს გაბრუებას ცილობდა და

სავარაუდოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას. მაშინვე დავრეკე პოლიციაში და ამ ამბის

შესახევ ვუამბე. ვუთხარი რომ გიორგი ბაბუნაშვილს ჩემი ნარკოტიკების ქვეშ მოქცევა

სურდა.მაგრამ ამ დროს თურმე გიორგი მისმენდა. როდესაც ტელეფონი გავთიშე, გიორგი

ზურგიდან მომეპარა და ყელზე დანა მომადო. გამაფრთხილა, რომ ცოტა ხანში მის

თვალწინ გადამერეკა საპატრულო პოლიციაში და წინა ჩვენებაზე უარი მეთქვა. სხვა გზა

არც მქონდა ავდექი და ზუსტად ისე მოვიქეცი როგორც გიორგიმ მიბრძანა. ვუთხარი, რომ

უკანონო და ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია დაწინა ზარმა ისინი უბრალოდ

შეცდომაში შეიყვანა. მათ ჩემი მონაცემები ჩაიწერეს და 5 მარტს გამომძიებელმა

დამიბარა, მე მივედი განყოფილებაში, იქ კვლავ დავადსტურე რომ ყველაფერი ჩემი

ფანტაზიის ნაყოფი იყო გაბრაზების ნიადაგზე, გამომძიებემა მითხრა რომ თუ რაიმეს

ვმალავდი შემეძლო მეთქვა და უზრუნველყოფდა ჩემს უსაფრთხოებას თუმცა იმდენად


შეშინებული ვიყავი ვარჩიე ჯობდა ყველაფერი დამევიწყებინა და სიმართლე დამემალა,

გამომძიებელმა მრავალი მცდელობის მიუხედავად რადგან საჭირო ინფორმაცია ვერ

მიიღო მითხრა რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მიმემართა თუ რაიმეს მოყოლას

გადავწყვეტდი, ამის შემდეგ საქმის გამოძება შეწყდა.

ნოდარ ჩიჩუას ჩვენება

გამარჯობა. მე გახლავართ ნოდარ ჩიჩუა, ვმუშაობ დიდუბე- ჩუღურეთის პოლიციის

სამმართველოს მეორე განყოფილებაში. ვარ გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან

დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 მარტს ღამის საათებში განყოფილებაში

შემოვიდა ზარი. ზარის ავტორი გახლდათ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც

შემდგომში იდენტიფიცირებული იქნა როგორც სოფიკო ზაზულია. ქალბატონი

აცხადებდა, რომ ვიღაც მამაკაცი მის გაბრუებას ცდილობდა. სატელეფონო საუბრის დროს

სხვა უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მას არ გადმოუცია. სიმართლე გითხრათ, ძლიან

ცუდად ისმოდა და ეგეც ძლივს გავიგეთ, ქალბატონს ვთხოვეთ მისამართი სადაც

თვითონ იმყოფებოდა იმ მომენტში თუმცა მან შუა საუბარში ყურმილი დაკიდა. ჩვენ

აღარ გვიცდია მასთან დაკავშირება, ვინაიდან განყოფილებაში ხშირია შემთხვევები

როდესაც მოქალაქეები ცდილობენ „იხუმრონ“ და მსგავსი სახის ზარებით შეცდომაში

შეიყვანონ პოლიციელები. ესეც ასეთ შემთხვევად ჩავთვალეთ. სიმართლე გითხრათ,

თავიდან ცოტა ეჭვიც შემეპარა და ჩავთვალე რომ ამ ქალბატონს ნამდვილად რაღაც

უჭირდა მაგრამ პირველი ზარიდან მალევე, დაახლოებით 5-7 წუთში იმავე გოგონამ, ანუ

სოფიკო ზაზულიამ კვლავ დარეკა განყოფილებაში და გვითხრა რომ ეს ყველაფერი

სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის მიუხედავად მე მაინც ჩვიწერე მისი პირადი

მონაცემები და განყოფილებაში გამოკითხვისთვის დავიბარე. 5 მარტს ის გამოცხადდა

განყოფილებაში,მისი პოზიცია კვლავ უცვლელი იყო, თუმცა ჩემი 8 წლიანი

გამოცდილებიდან გამომდინარე რაც ვარ გამომძიებელი, ესეთუ შემთხვევა ხშირია და


მარტივად ვხვდები ხოლმ როცა ვინმე მატყუებს ან რაღაცას არ ამბობს, სოფიკოსაც

ეტყობოდა რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბბდა, თითქოს უნდოდა ეთქვა მაგრამ

ეშინოდა, მე ბევრი ველაპარაკე და მაქსიმალურად ვეცადე რომ მოეყოლა ყველაფერი, მე

ვუთხარი რომ თუ ვინმე ემუქრებოდა ჩვენ ყველაფრს გავაკეთებდით და სათანადოდ

ვუზრუნველყოფდით მის უსაფრთხოებას, თუმცა ის ჯიუტად განაგრძობდა ფაქტის

უარყოფას და აცხადებდა, რომ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.მითხრა რომ მას

დამის შეყვარებულს იმ საღამოს რაღაც პატარა უთანხმოება მოუვიდათ და ამ ზარით მის

შეშინებასა და დასჯას ცდილობდა. საქმის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მეც აღარ

გავართულე სიტუაცია და უბრალოდ სიტყვიერად გავაფრთხილე, რომ მსგავსი

საქციელები უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა და ხელს უშლის სამართალდამცავების

მუშაობას.

გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

მხარეები შეთანხმდნენ საქმეში შემდეგი მტკიცებულებების დაშვებაზე:

1. მოხდა ქეთი დანელიას გვამის გაკვეთა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა შემდეგი

მტკიცებულებები:

1.1 ქეთი დანელია გარდაიცვალა კისრის მოტეხილობით, რაც გამოწვეული იყო

დაცემით. ის 14 ივნისის ღამეს დისკო კლუბის აივნიდან საცეკვაო მოედანზე

გადავარდა. სიკვდილი იყო წამიერი.

1.2 ქეთი დანელიას სისხლში ალკოჰოლის დონე იყო 10 მლ.

2. პატარა ყავისფერი ბოთლი, აღმოჩენილი ნინო ბაბუნაშვილის ჩანთაში. ექსპერტიზამ

დაადგინა შემდეგი:

2.1 ნაწილობრივი ანაბეჭდი აღმოჩენილ იქნა ბოთლის გარეკანზე. აღნიშნული

თითების ანაბეჭდი ემთხვევა გიორგი აბესაძის თითის ანაბეჭდს.ფიქსირდება

კიდევ ერთი თითის ანაბეჭდი რომელიც ეკუთვნის ნინო ბაბუნაშვილს

2.2 ბოთლში ნაპოვნია თეთრი ფერის ფხვნილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ


ბოთლში არსებული ფხვნილი არის კეტამინი.

ყავისფერი ბოთლი ნაპოვნი ნინოს ჩანთაში

მტკიცებულება #2ყავისფერ ბოთლში ნაპოვნი თეთრი ფხვნილი:

You might also like