Professional Documents
Culture Documents
რომის სამართლის საფუძვლები კონსპეკტი
რომის სამართლის საფუძვლები კონსპეკტი
ნივთების კლასიფიკაცია
რომაული სამართლის მიხედვით ნივთებს ეწოდება Res (რეს). ნივთების
სხვადასხვა სახედ დაყოფის ყველაზე ძველი სახელი იყო res mancipi (რეს
მანსიპი) და res nec mancipi (რეს ნეკ მანსიპი).
res mancipi ნიშნავდა ისეთ ნივთებს, რომლებშიც შედიოდა მიწები ამ
მიწებზე დასახლებული მონები, მიწის დასამუშავებლად განკუთვნილი
პირუტყვი, ასევე შენობები. გასხვისების წესის მიხეთვით res mancipi
მოითხოვდა ქონების გასხვისების გართულებულ წესს.
res nec mancipi–ის კატეგორიაში შედიოდა ყველა სხვა დანარჩენი ნივთი.
მაგალითად, საოჯახო ნივთები, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები,
წვრილფეხა პირუტყვი, ფული და სხვ. res nec mancipi შეიძლებოდა უბრალო
გადაცემის გზით შესრულებულიყო, ანუ გასხვისებულიყო.
ასევე რომის სამართალი იცნობდა ნივთების ისეთ დაყოფას როგორიცაა:
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები (საწამლავი) res extra
commercium; ნივთები რომლებიც არ არის ამოღებული სამოქალაქო
ბრუნვიდან – res in commercium.
რომის სამართალი იცნობდა ასევე ნივთების ასეთ დაყოფას:
ა) საერთო, ანუ ყველას კუთვნილი ნივთები (ჰაერი, მდინარე და სხვ.)
ბ) სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები (ციხეები, საპყრობილეები, საერთო
გზები, თეატრები)
გ) რელიგიური დანიშნულების ნივთები – ეკლესიები, სალოცავეები,
შესაწირი ადგილები.
რომის სამართალი ნივთებს ასევე ყოფდა რთულ და მარტივ, შედგენილ, ანუ
ერთობლივ ნივთებად. მარტივი ნივთები იყო ისეთი ნივთები, რომლებიც არ
შედგებოდა სხვადასხვა შემადგენელი ნაწილისაგან (ქვა, მორი და სხვ.);
რთული ნივთები, რომლებიც შედგებოდა სხვადასხვა ნაწილისგან (შენობა და
სხვ.); ერთობლივი ნივთები, ანუ შედგენილი ნივთები, რომლებიც შედგებოდა
სხვადასხვა ნივთისაგან, მაგრამ არა როგორც ერთი ნივთი, არამედ როგორც
ნივთთა ერთობლიობა (ჯოგი და სხვ.). რომის სამართალი იცნობდა ასევე
ძირითად ნივთებს და (ნივთებს მის შემადგენელ ნაწილს).
იმპერატორის კონსტიტუციები
იმპერიის პერიოდში (I-V სს.) სახალხო კრებების როლი დაეცა და კანონების
გამოცემის უფლება მიისაკუთრა იმპერატორმა. იმპერატორის
განკარგულებებს ეწოდებოდა „კონსტიტუციები“. ისინი ოთხი სახისა იყო:
ა) ედიქტები – მთელი მოსახლეობისათვის საერთო სავალდებულლო
განკარგულებები;
ბ) რესკრიპტები – ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები;
გ) მანდატები – იმპერატორის მიერ მოხელეებისათვის მიცემული
დავალებები, ინსტრუქციები;
დ) დეკრეტები – იმპერატორის გადაწვეტილებები მასთან შესულ სადავო
საქმეებზე.
ლეგისაქციური პროცესი
////////////////////////////////
ფორმულარული პროცესი
////////////////////////
საღვთო ნივთების კლასიფიკაცია
(ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ)
ექსტრაორდინალური პროცესი
///////////////////////////
სერვიტუტები
საკუთარ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის
უფლების გარდა, რომის სამართალმა დაამუშავა სხვისი ნივთით
სარგებლობის უფლება, iura in re aliena.
სხვისი ნივთით სარგებლობის უფლების ძირითად სახეს
წარმოადგენდა სერვიტუტი. სერვიტუტები ორ კატეგორიად იყოფა:
ა) ნივთობრივი, ანუ საადგიმამულო სერვიტუტები – servitudes pracdiales;
ბ) პირადი სერვიტუტები – servitudes personarym.
საადგილმამულო სერვიტუტის ძალით არამესაკუთრეს უფლება
ეძლეოდა ესარგებლა სხისი მიწით (ევლო ფეხით, ცხენით მეზობლის
ნაკვეთზე; გაერეკა ამ ნაკვეთზე პირუტყვი და სხვ. ამ ყველაფერს ეწოდება
სასოფლო სერვიტუტი)
რომის სამართალი იცნობდა სამოქალაქო სერვიტუტსაც, რაც
გულისხმობდა ქალაქში მეზობლის მიწითა თუ ნაკვეთით სარგებლობის
უფლებას (მეზობელს შეეძლო ესარგებლა მეზობლის კედლით, გაეყვანა
მეზობელის ტერიტორიაზე წვიმის წყლისათვის არხი).
პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის სასარგებლოდ
ხდებოდა სხვისი ნივთიდან სარგებლობის მიღება. პირადი სერვიტუტის
ძირითადი სახე იყო უზუფრუქტი – usus fructus.
სერვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო ნივთის მესაკუთრის ნება–
სურვილზე. მესაკუთრე სერვიტუტს გადასცემდა სხვა პირს ან ანდერძით,
ან კიდევ ხელშეკრულებით. შეიძლებოდა სერვიტუტი წარმოშობილიყო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ხანდაზმულობით.
სერვიტუტის უფლების შეწყვეტას უახლოვდება შემთხვევები, როდესაც
ნივთი გადადის სერვიტუტის მქონდე პირის საკუთრებაში, ე.ი. იმ დროს
ხდება სერვიტუტის შეერთება საკუთრების უფლებასთან.
მეურვეობა და მზრუნველობა
რომაული სამართალი ზრუნავდა იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ
პატრონი ან მოკლებუნი იყვნენ მამის ხელისუფლებას, რომეული
სამართალი ასევე მფარველობდა იმ ქალებს, რომლების მიმართაც შეწყდა
ქორწინება, იმ ბავშვებს, რომლებსაც გარდაეცვალა მამა ან ორივე მშობელი,
და ბოლოს, რომაული სამართალი ზრუნავდა სულით ავადმყოფზეც.
ამრიგად, წარმოიშვა მეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტი.
რომაული სამართლით მეურვეები ენიშნებოდათ განქორწინებულ ქალებსა
და არასრულწლოვნებს. მზრუნველები ენიშნებოდათ როგორც
სრულწლოვნებს 25 წლამდე, ისე სულით ავადმყოფებს. მეურვეები და
მზრუნველები იცავდნენ, განაგებდნენ მეურვეობასა და მზრუნველობაში
შესული პირის ქონებას, მის პიროვნებას.
რომის სამართლის გავლენა ძვ. ქართულ სამართალზე
სენატი.
სენატი რექსების ხანაში ჩამოყალიბდა და უხუცესთა საბჭოს
წარმოადგენდა. მასში გვარების უხუცესები შედიოდნენ.რესპუბლიკის
პერიოდში სენატი ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური
ორგანო გახდა. სენატორთა დანიშვნა ხდებოდა კონსულების მიერ,
მეოთხე საუკუნიდან კი– ცენზორი ნიშნავდა.
სენატის სხდომებს მაგისტრატები ხელმძღვანელობდნენ. მეოთხე
საუკუნიდან სენატს დაევალა კანონპროექტების წინასწარი განხილვა.
სენატს ჰქონდა ასევე ვეტოს უფლება.
სენატი ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით, სამხედრო ბიუჯეტს 1
წლით. სენატი აწესებდა გადასახადებს და შემოსავლის საგანგებო
წყაროებს ეძებდა. საგარეო პოლიტიკაში სენატი აქტიურად
მონაწილეობდა. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დებდა
ხელშეკრულებებს, აგზავნიდა ელჩებს. სენატი ანაწილებდა პროვინციებს
არმიების მხედართუფროსთა შორის. სენატს შეეძლო დაენიშნა
დიქტატორი, ან მიენიჭებინა მაგისტრატებისათვის შეუზღუდავი
ძალაუფლება.
სენატი ხელმძღვანელობდა რელიგიურ ცერემონიალებს, ზრუნავდა
ტაძრების აგებაზე და სხვ.
ხელშეკრულების კლასიფიკაცია
რომაელმა იურისტმა გაიუსმა ხელშეკრულებათა დადების წესის
მიხედვით მოახდინა ხელშეკრულების კლასიფიკაცია ოთხ ჯგუფად:
1) რეალური ხელშეკრულება. (გულისხმობს ნივთის უშუალოდ
გადაცემას.
2) ლიტერატული ხელშეკრულება (ნამდვილობისათვის მოითხოვს
წერილობით გაფორმებას)
3) კონსესუალური ხელშეკრულება ( საკმარისია შეთანხმება,
ყოველგვარი ფორმალობების გარეშე)
4) ვერბალური ხელშეკრულება (საჭირო არ იყო წერილობითი
გაფორმება, მაგრამ საჭირო იყო განსაზღვრული სიტყვების
წარმოთქმა.)
რომის სამართალი იცნობდა ასევე ხელშეკრულებების კლასიფიკაციას
მათი შინაარსის მიხედვით :
ა) ცალმხრივი( ყველა სახის ვალდებულება მხოლოდ ერთ მხარეს
ეკისტება, ხოლო უფლებები აქვს მეორე მხარეს)
ბ) ორმხრივი (უფლებები და მოვალეობები ორივე მხარეს აქვს).