Esg

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

როგორც წინა თემაში შეგპირდით (იხ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების
როლი განათლებაში), მინდა მოკლედ (რამდენად მოკლედ გამოვა, ვერ
გპირდებით) გაგაცნით ეროვნული სასწავლო გეგმა და შევეცადო
ჩამოვაყალიბო მისი მნიშვნელობის საკითხები ჩვენი შვილების აღზრდის,
განათლების, მოტივაციის, რეალიზების, სოციალური აქტიურობის და
ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

სურვილი მექნებოდა, შეიქმნას ციკლი , რომესაც დავარქმევ: "რა


სარგებლობა მოაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას" (1,2,3,4 და ა.შ), რადგან
ძალიან რთულია ერთ "სტატიაში" ჩაატიო ყველა ინფორმაცია ეროვნული
სასწავლო გეგმის შესახებ და ამავდროულად ყველანაირად ეცადო, რომ ეს
ინფორმაცია არ იყოს დატვირთული ძალიან სპეციფიური ტერმინებით,
რათა მკითხველს გაუადვილდეს მისი მიღება. მკითხველებში მხოლოდ
პროფესიონალებს არ ვგულისხმობ. მასწავლებლებთან ერთად, ჩვენ,
მშობლები უზარმაზარ როლს ვთამაშობთ ჩვენი შვილების ჩამოყალიბება-
განათლებისა და განვითარების პროცესში, ამიტომ ძალიან მინდა,
მშობელმა გაიგოს ის, თუ რომელი დოკუმენტი განსაზღვრავს მისი
შვილის ცოდნის დაუფლების პროცესს სკოლაში და რას წარმოადგენს ეს
დოკუმენტი. 

ამ ჩანაწერში მინდა მოკლედ განვმარტო რა არის ეროვნული სასწავლო


გეგმა, რა დანიშნულება აქვს მას და როგორაა ის ორგანიზებული.

1. რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ)?


ეროვნული სასწავლო გეგმა არის საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი
(დაახლოებით 2 000 გვერდამდე), რომლის საფუძველზეც ხორციელდება
სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში (უფრო მოკლედ - სკოლებში). სასწავლო გეგმით
განისაზღვრება თუ რას, როგორ, რამდენს ვასწავლით. ამასთანავე არ
დაგვავიწყდეს, რომ ესგ არის ე,წ, "მოსწავლის სტანდარტი", ანუ სასწავლო
გეგმა აყალიბებს იმ მიზნებსა და შედეგებს, თუ როგორი მოსწავლე გვსურს
გავზარდოთ, რა უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და კომპეტენციას უნდა ფლობდეს
ის ერთის მხრივ თითოეულ საგანსა და თითოეულ კლასში და მეორეს
მხრივ ზოგადი განათლების დასრულების შემდგომ.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია როგორც სწავლა-სწავლების
ორგანიზაციული საკითხები, ასევე საათობრივი ბადე საგნებისა და
კლასების მიხედვით და ყველაზე მნიშვნელოვანი - საგნობრივი
სტანდარტები, თითოეული კლასის მიხედვით, არჩევითი საგნების
სტანდარტების ჩათვლით.

ეროვნული სასწავლო გეგმის აღსრულება სავალდებულოა ყველა


სკოლისთვის. ამასთანავე ამ დოკუმენტის საფუძველზე სკოლა
ვალდებულია მოამზადოს სასკოლო სასწავლო გეგმა, სადაც დაზუსტებული
იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საკითხები - უფრო
დეტალურად, მაგ.: სკოლის მისია, გაკვეთილების ცხრილი, პედაგოგები,
სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ნუსხა, თუ სკოლას
აქვს პროფილი (ანუ მაგალითად ფიზიკა-მათემატიკური ან უცხოური
ენები), შესაბამისი სტრატეგიები, ინფორმაცია დამატებითი სავალდებულო
საგნების, წრეების შესახებ და სხვა.

2. რა დანიშნულება აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას ?


1. ესგ არის ქვეყნის მთავარი ოპერატიული დოკუმენტი ზოგადი
განათლების სფეროში და მასში დეტალურადაა განვრცობილი ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნები
2. ესგ წარმოადგენს მოსწავლის სტანდარტს, შესაბამისად, ის წარმოადგენს
ზოგადი განათლების მოსწავლეზე ორიენტირებულ კონცეფციას
3. ესგ არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სავალდებულო,
სამუშაო დოკუმენტი, რაზეც შენდება თითოეული სკოლის
საგანმანათლებლო პროცესი
4. ესგ-ს საფუძველზე მზადდება მასწავლებლის სტანდარტი, როგორც
ზოგად ნაწილში (უნარებში), ასევე პროფესიულ ნაწილში (საგნობრივი),
რასაც შემდგომში ეფუძნება (უნდა ეფუძნებოდეს) მასწავლებლების
სასერტიფიკაციო საგამოცდო პროგრამა და ტესტური დავალებები
5. ესგ-ს საფუძველზე მზადდება სკოლის გამოსაშვები (საატესტატო)
გამოცდების საგამოცდო პროგრამა 8 საგანში
6. ესგ-ს საფუძველზე მზადდება უმაღლეს სასწავლებელში მისაღები
ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამა ყველა საგანში
7. ესგ-ს საფუძველზე მზადდება მოსწავლეთა აკადემიური
ცოდნის ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების მოდელები და
პროგრამები
8. ესგ-ს საფუძველზე ხდება დეტალიზება სკოლების ავტორიზაციის
პროცესის (აქ სხვა მოთხოვნებიცაა რასაკვირველია)
9. ესგ-ს საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, თუ კონკრეტულად
რომელი დამხმარე საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება იქნას
შეთავაზებული სკოლებისთვის
10 ესგ-ს საფუძველზე მზადდება სახელმძღვანელოები (მოსწავლის და
მასწავლებლის) და მიმდინარეობს გრიფირების (გრიფირების თემაზე სხვა
დროს დავწერ) პროცესი

3. როგორაა ორგანიზებული ეროვნული სასწავლო გეგმა?

როგორც მოგახსენეთ, ესგ დაახლოებით 2000 გვერდიანი დოკუმენტია. ის 3


მთავარი ნაწილისგან შედგება:

1. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები. აქ თქვენ ნახავთ


ინფორმაციას: ზოგადი განათლების საფეხურები და მათი ამოცანები,
სასწავლო წლის კალენდარი, მოსწავლეთა რაოდენობები კლასში,
დამრიგებლები, საგნობრივი კათედრები და მათი ფუნქციები,
საგანმანათლებლო რესურსები და მათი ტიპები, სასკოლო სასწავლო გეგმა,
მოსწავლის აკადემიური შეფასების სისტემები, აკადემიური მიღწევების
დონეები, ქულების დაანგარიშების წესები, გაცდენები და გამოცდები,
ინკლუზიური განათლება,  ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები,
სავალდებულო და არჩევითი საგნების ნუსხა და ჯგუფები
და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები (ეს უკანასკნელი გთხოვთ
დაიმახსოვროთ, რადგან მას ცალკე სერია მიეძღვნება, უმნიშვნელოვანესი
თემაა)

2. საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები - დეტალური


ინფორმაცია საათობრივი დატვირთვების შესახებ კლასებისა და
საგნების მიხედვით ქართულენოვანი და ეროვნული უმცირესობების
სკოლებისთვის; ასევე, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო
მინიმალური რაოდენობა კლასებისა და საგნების მიხედვით და
აბიტურისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობა საგნების მიხედვით.

3. საგნობრივი პროგრამები (თითოეული კლასის მიხედვით თითოეულ


საგანში)
საგნობრივი პროგრამა მოიცავს საგნის სწავლების მიზნებსა და ამოცანებს,
შეფასებების კომპონენტებს საგნის მიხედვით, შემაჯამებელ დავალებათა
ტიპებს, შეფასების რუბრიკებს, და უშუალოდ საგნობრივ სტანდარტს
- თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების
შესამოწმებელ ინდიკატორებს და სავალდებულო და სარეკომენდაციო
შინაარსობრივი საკითხების ჩამონათვალს.
მარტივი მაგალითისთვის მოვიყვან ამონარიდს ქართული ენისა და
ლიტერატურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტიდან:

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები (სულ 15 შედეგი)


მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა.

მიმართულება: კითხვა
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., 
ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
1.8. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე (ინდიკატორები, თუ როგორ შევამოწმოთ მივაღწიეთ თუ არა შედეგს):

 დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;

 იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს   (მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს

დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);

 ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.


რა თქმა უნდა მოსწავლის მისაღწევი შედეგები მომდევნო კლასებში რთულდება და გადის უფრო რთულ და კომპლექსურ
კომპეტენციებზე. ამასთანავე სტანდარტში მოცემულია სავალდებულო შინაარსობრივი ჩამონათვალი როგორც ლიტერატურის, ასევე
ენობრივი (გრამატიკული) კომპეტენციების მიმართულებით.

4. არჩევითი საგნები (ამ ეტაპზე 40-მდე არჩევით საგანს ვთავაზობთ მოსწავლეებს


მეათე კლასიდან)

მაპატიეთ, თუ ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ნამდვილად ჩავთვალე პროფესიულ


მოვალეობად ამ ჩანაწერის მომზადება და გავრცელება, რადგან, კიდევ ერთხელ, ეს
თითეულ ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ასევე დიდი ინტერესით მივიღებ თქვენს
შენიშვნებს, კრიტიკას, კომენტარებს და ჩავერთვები დისკუსიებში, მზად ვარ
დაგიზუსტოთ, დეტალურად მოგაწოდოთ ესგ-სთან დაკავშირებული ყველა
ინფორმაცია და არსებული ელექტრონული რესურსები. ესგ-ს სრული ვერსიის
სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-გვერდით: www.ncac.ge მენიუში: ეროვნული
სასწავლო გეგმა 2011-2016.

You might also like