Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 76

ნესტან კუპრავა

მე ვსწავლობ კითხვას!
კრებული კლასგარეშე კითხვისთვის
ანბანისშემდგომი პერიოდი
სარჩევი
ჩიტი-ჩიორა-ვაჟა-ფშაველა---------------------------------------------------------------გვ.3
როგორ გააცილეს ყვავილებმა ზამთარი-ნესტან კუპრავა----------------------------გვ.4
იის ნატვრა-გივი ჭიჭინაძე----------------------------------------------------------------გვ.6
ყოჩივარდა-გივი ჭიჭინაძე----------------------------------------------------------------გვ.6
გაზაფხული-გივი ჭიჭინაძე---------------------------------------------------------------გვ.6
ჩიტუნამ იას უმღერა-ნესტან კუპრავა---------------------------------------------------გვ.7
გაზაფხული-ილია ჭავჭავაძე--------------------------------------------------------------გვ.8
მშვიდობაში-მზია ჩხეტიანი---------------------------------------------------------------გვ.8
დედის სიმღერა-ნოდარ შამანაძე---------------------------------------------------------გვ.10
ყოჩაღი-ცირა ქიტიაშვილი----------------------------------------------------------------გვ.12
როგორ გამოვაცხვეთ ნამცხვარი-ნესტან კუპრავა--------------------------------------გვ.13
სტვენია ჩაიდანი-ნესტან კუპრავა--------------------------------------------------------გვ.15
გამოვაცხვე ნამცხვარი-ნესტან კუპრავა------------------------------------------------ გვ.16
მერცხლის ბუდე-თამაზ ბიბილური----------------------------------------------------- გვ.17
კატო და კატა-იაკობ გოგებაშვილი-------------------------------------------------------გვ.18
მერცხლის სიმღერა-ვაჟა -ფშაველა-------------------------------------------------------გვ.18
ჩიტი-ჩიორა-ვალერიან კახაძე------------------------------------------------------------ გვ.19
ჩიტი-ილია ჭავჭავაძე-----------------------------------------------------------------------გვ.21
კარგი ჩიტი-გიორგი წერეთელი---------------------------------------------------------- გვ.21
გამოიგონე ამბავი---------------------------------------------------------------------------გვ.22
ვაშლის ხეს რგავს მახარე------------------------------------------------------------------გვ.24
მარტი, აპრილი, მაისი--------------------------------------------------------------------- გვ.25
აპრილს ველით-გივი ჭიჭინაძე-----------------------------------------------------------გვ.27
ცხოველები და მათი შვილები-ნესტან კუპრავა----------------------------------------გვ.28
დედის სიყვარული-მექსიკური ზღაპრის მიხედვით----------------------------------გვ30
როგორი ცხოველია ციყვი-ნესტან კუპრავა---------------------------------------------გვ.32
სახტუნელა-ნესტან კუპრავა--------------------------------------------------------------გვ.34
მოხერხებული თაგვი-ნესტან კუპრავა--------------------------------------------------გვ.35
ვეფხვი და წრუწუნა-ოტია იოსელიანი--------------------------------------------------გვ.37
დათუნია ავად გახდა-ნესტან კუპრავა---------------------------------------------------გვ.38
მელია და თხა-იგავ-არაკი-----------------------------------------------------------------გვ.41
გამოიგონე ამბავი---------------------------------------------------------------------------გვ.42
ფუტკარი-ნესტან კუპრავა-----------------------------------------------------------------გვ.43
ფუტკარი-გივი ჭიჭინაძე------------------------------------------------------------------ გვ.47
ყმაწვილი და პეპელა-აკაკი წერეთელი--------------------------------------------------გვ.47
პატარა კუს ამბავი-ნესტან კუპრავა------------------------------------------------------გვ.48
წვიმა-გივი ჭიჭინაძე------------------------------------------------------------------------გვ.51

1
გაზაფხულის ფერები-ნესტან კუპრავა---------------------------------------------გვ.52
იყვნენ ასე ლამაზები!-იმერი ხარაძე------------------------------------------------გვ.55
ყაყაჩოსა სიწითლითა-ხალხური----------------------------------------------------გვ.55
მაისი-ვარდების თვეა!-ნესტან კუპრავა--------------------------------------------გვ.56
ნეტავი ვიყო მე ვარდი-ხალხური---------------------------------------------------გვ.57
იავნანა-ნოდარ დუმბაძე-------------------------------------------------------------გვ.57
მაიას ყვავილები-გიორგი შატბერაშვილი-----------------------------------------გვ.58
ვენაცვალე-გიორგი წერეთელი------------------------------------------------------გვ.61
სიმღერა საქართველოზე-გივი ჭიჭინაძე-------------------------------------------გვ.63
ზაფხული-შოთა ამირანაშვილი-----------------------------------------------------გვ.63
გამოიგონე ამბავი---------------------------------------------------------------------გვ.64
გამოიგონე ამბავი---------------------------------------------------------------------გვ.65
მოდით, ერთად წავიკითხოთ!-ნესტან კუპრავა-----------------------------------გვ. 66
გამოიცანი, ვინ არის------------------------------------------------------------------გვ. 68
ზარმაცი და ბეჯითი-იაკობ გოგებაშვილი-----------------------------------------გვ.69
ბავშვის სათვალე-იაკობ გოგებაშვილი---------------------------------------------გვ.69
სწავლაზე ზარმაცი, ლეკურზე მამაცი-იაკობ გოგებაშვილი---------------------გვ.69
ზღვა, მზე და ოთარიკო-ლეო ქიაჩელი (შენგელაია)------------------------------გვ.70
ამდენი ბევრი-მარიჯანი--------------------------------------------------------------გვ.73
ცურვა ვიცით-გიორგი წერეთელი-------------------------------------------------- გვ.73
ზაფხულის სურათი-მაია წიგნაძე---------------------------------------------------გვ.74

2
ჩიტი-ჩიორა
ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,
ბუნება ტურფად გადაიშალა,
მწვანობს ჯეჯილი,
ჰყვავის ხეხილი,
მინდვრად ცხვარი ჩანს
გადაფენილი.
ჩიტი-ჩიორა გალობს
და გალობს,
არც დაეძინა,
არც დაიღალა...

დიან წყარონი
უხვად ყველგანა,
რარიგად ხარობს
მთელი ქვეყანა.

3
როგორ გააცილეს ზამთარი გაზაფხულის ყვავილებმა
ზამთარს გაზაფხულის ყვავილები არასოდეს ენახა. ჩიოდა, ყვავილები მიწიდან
თოვლის დადნობამდე არ ამოდიანო. ძალიან უნდოდა მათი ნახვა.
ზამთრის ჩივილი მიწის გულში ჩათბუნებულმა ენძელებმა გაიგონეს.
შეეცოდათ და ამოვიდნენ,- ჯერ თეთრი, მერე-
ვარდისფერი, შემდეგ- იასამნისფერი. ნიავმა
დაუბერა, ენძელებმა ცეკვა დაიწყეს.
-რა სილამაზეა! რა კარგად ცეკვავენ!
თითქოს პაწია ბალერინები იყონ!-ზამთარი
სიხარულით აცრემლდა.
მისმა ცრემლებმა თოვლი დაადნო.
მიწიდან ყოჩივარდამაც გაბედა ამოსვლა.
ყოჩივარდას ია მოჰყვა. აი, ფურისულაც
გამოჩნდა...
-მომავალ შეხვედრამდე, ზამთარო!- ყვავილებმა ზამთარი სულ ცეკვა-ცეკვით
გააცილეს.
ერთად ვიფიქროთ წაკითხულზე
1. ამათგან ზღაპარში რომელი იყო? შემოხაზე:

ვარდი ყოჩივარდა ია ფურისულა

გვირილა ენძელა ტიტა ზამბახი

2. აქ ჩამოთვლილთაგან ენძელას რომელი თვისება ჰქონდა? ხაზით დაუკავშირე:

4
3. წინადადებაში „არეული სიტყვები“ სწორად დანომრე:

არასოდეს გაზაფხულის ზამთარს ენახა ყვავილები.

4. ყვავილებს მიუწერე სახელები:

იქ, სადაც ჩასაწერია,


ყველგან საგანგებო
ბადეა საჭირო.

5. შეადგინე წინადადება სიტყვებისგან: ია, ყვავილი, გაზაფხული:

ია

6. იმსახურებს თუ არა ზამთარი მადლობას? შენ როგორი სიტყვებით


გააცილებდი? გააფერადე:

მადლობელი ვართ, ზამთარო!


არაფერში გვჭირდები, თავი ბუნებისთვის შენ აუცილებელი ხარ!
მოგვაბეზრე! წადი, ზამთარო, გაგვეცალე! მომავალ შეხვედრამდე!

5
კითხვაში სავარჯიშოდ!

იის ნატვრა
-რას ინატრებ, იავ, რასა?
-წვიმის ხმასა წკრიალასა,
მუდამ ასე ვამშვენებდე
საქართველოს იალაღსა.

ყოჩივარდა
არ მაშინებს ზამთრის სუსხი,
თავს ამოვყოფ თოვლში მარდად,
ჭრელ ყვავილებს წინ მოვუძღვი,
მიტომ მქვია ყოჩივარდა.

გაზაფხული
ამოსულა ენძელა,
ველს ამშვენებს ბარდნალას,
-ძლივს არ გავიღვიძეო?!-
ხარობს დათვი დანდალა.

6
ჩიტუნამ იას უმღერა

იასა, ია-იასა,
მშვენიერ გოგონიასა,
ლურჯი კაბა რომ აცვია,
მორცხვად თავდახრილს,
პაწიას...
მზემ დაურწია აკვანი,
ცამ დილის ცვარი აპკურა,
ნიავიც დიდხანს ეფერა,
ყვავილს საყვარელს, სანუკვარს.
ჩიტუნამ ტკბილად უმღერა:
-დღეებს გისურვებ მზიანსა,
ჩვენი ტყე- ველის მშვენებას,
ჩვენს პირმშვენიერ იასა!

1. შემოხაზე სწორი პასუხი,- ლექსის მიხედვით, ვინ უმღერის იას?


ა. მზე; ბ. ბავშვი; გ. ჩიტუნა.
2. შემოხაზე სწორი პასუხი, წელიწადის რომელი დროა ლექსში ასახული?
ა. გაზაფხული ბ. ზაფხული გ. შემოდგომა დ. ზამთარი

3. წელიწადის რომელ დროებზე მიგვანიშნებენ ეს ბავშვები? ხაზით დააკავშირე


ნახატთან შესაბამისი სიტყვები:

გაზაფხული

ზაფხული

შემოდგომა

ზამთარი

7
4. დაალაგე „არეული მარცვლები და დაწერე სიტყვა:

ფხუზაგალი

5. დაალაგე და სწორად დაწერე წინადადებაში „არეული“ სიტყვები:


საყვარელ უმღერა ჩიტუნამ ყვავილს ტკბილად.

აქ საჭიროა პირველი კლასის საწერი ბადე.

6. თითოეული უჯრიდან შეარჩიე სიტყვები და შეადგინე წინადადებები:

ნიავი არემარე ფრთხილად მორთო


გაზაფხულმა ყვავილს ლამაზად მოეფერა

7. გაიხსენე წელიწადის დროები და ნახატი შესაბამისი ფერებით გააფერადე:

8
კითხვაში სავარჯიშოდ

გაზაფხული
ვიშ, გაზაფხული
მოდის მორთული,
მოდის და მოაქვს
ცით სიხარული.
ამწვანდა მთები,
ტყე და მინდვრები,
ათასფრად ჰყვავის
ბაღი და ზვრები.

მშვიდობაში
მზე-მზექალა სერზე შედგა,
გაუცინა იას გაშლილს,
ლურჯი კაბა მოულოცა:
-მშვიდობაში, მშვიდობაში!

9
დედის სიმღერა

შენ ჯერ ისევ ჩვილი ხარ,


დედის თვალისჩინი ხარ!
შენ ბებიას მზე ხარ,
მის კალთაში წევხარ!
მამის აღმაფრენა ხარ,
პაპის გახარება ხარ!
სინათლე ხარ და-ძმის,
სიყვარული გაგზრდის.
იმედი ხარ ერის,
საქართველო გელის.

1. ლექსისა და ნახატის მიხედვით, ვის ესაუბრება დედა? დაწერე:

2. გარდა დედისა, კიდევ ვინ ელის ბავშვის გაზრდას? იპოვე ლექსში და


გადაიწერე:

3. ამოიწერე სიტყვები,-ლექსში ნახსენები ოჯახის წევრები:

4. შენს ოჯახში ვინ და ვინ ცხოვრობს? დაწერე:

10
5. 3 მარტი დედის დღეა. მიულოცე დედას ეს დღე! დააკვირდი ნიმუშს და მსგავსი
მისალოცი ტექსტი შენც დაწერე. დაამზადე ამგვარი ბარათი:

ჩემო დედიკო!
გილოცავ დედის დღეს!
ძალიან მიყვარხარ!
შენი შვილი ნინიკო

11
კითხვაში სავარჯიშოდ!
ყოჩაღი
ერთმა ბიჭმა დედას
გაუხარა გული,
თურმე წერა იცის
ჩაწიკწიკებული,
თურმე კითხვა იცის
ჩაჭიკჭიკებული,
სიმღერები იცის
ჩაბულბულებული.
იღიმება დედა,
როგორც გაზაფხული.

დედაქალაქს, დედაენას,
და ჩვენს ლამაზ დედამიწას,
მშვენიერი სახელები
საყვარელმა დედამ მისცა.

დახატე შენი დედიკოს პორტრეტი

12
როგორ გამოვაცხვეთ ნამცხვარი
ბებია ნამცხვარს გვიცხობდა. ვუყურე, ვუყურე და მეც მომინდა ნამცხვრის
გამოცხობა.
ვაშაა! ბებია დავითანხმე. ჩემმა
ძამიკომ-ნიკამ დახმარება შემომთავაზა.
გავცერით ფქვილი, ავთქვიფეთ კვერცხი და
შაქარი, შევურიეთ ფქვილი, შევაზილეთ
კარაქი. ბოლოს ცომს შოკოლადის ნატეხებიც
მოვაყარეთ. ბებიამ ღუმელი გაახურა.
ნამცხვარი უკვე გამოცხვა. ახლა უნდა
გაგვეგრილებინა.
დედა, მამა და ბაბუა სამსახურიდან
დაბრუნდნენ. სასწრაფოდ ნამცხვრის
მოსატანად გავიქეცი.
სამზარეულოში ნიკა დამხვდა, ჩვენს
ნამცხვარს გამალებით სანსლავდა!
ლანგარზე პატარა ნაჭერიღა დარჩენილიყო!
რომ გავუბრაზდი, შერცხვა და თავი იმართლა:
-რა უნდა მექნა, თათია? ერთ ნაჭერს რომ შევჭამდი, მეორე მინდებოდა... სულ შენი
ბრალია, ნამცხვარი ასეთი გემრიელი რომ გააკეთე!

1. შენი აზრით, ამბავს ვინ ჰყვება?


ა. ბიჭუნა ბ. გოგონა გ. ბებია

2. რა თანმიმდევრობით გააკეთეს ბავშვებმა ნამცხვარი? დანომრე:

შეურიეს ფქვილი.

გაცრეს ფქვილი.

ბოლოს შოკოლადის ნატეხებიც მოაყარეს.

ათქვიფეს კვერცხი და შაქარი.

შეაზილეს კარაქი.

13
3. შემოხაზე, ვისთვის აკეთებდნენ ბავშვები ნამცხვარს?
ა. უნდოდათ ბებიასთვის მიერთმიათ.
ბ. უნდოდათ ოჯახის ყველა წევრისთვის მიერთმიათ.

4. როგორ იმართლა თავი პატარა ბიჭუნამ?


ა. ნამცხვარი ძალიან გემრიელი იყო და უნებურად სულ შევჭამეო.
ბ. არ მინდოდა ნამცხვარი სხვასაც ეჭამაო.

5. დაწერე, რა ჰქვია ერთად მცხოვრებ ახლობელ ადამიანებს?

6. ოჯახის რომელი წევრებია ნახსენები მოთხრობაში? შენი ოჯახი რამდენი


წევრისგან შედგება? დაწერე:

და

ჩემს ოჯახში ცხოვრობს:


აქ საჭიროა სპეციალური ბადე.

7. გინდა, შენც მიართვა ოჯახს ნამცხვარი? დაამზადე ამ მარტივი რეცეპტის


მიხედვით:

შოკოლადის „ძეხვი“
დაგჭირდება: ფხვიერი ორცხობილა-2 შეკვრა, შაქარი-1
ჭიქა, კაკაოს ფხვნილი-3 სუფრის კოვზი, ნიგოზი- ერთი
სავსე ჭიქა, კარაქი -ერთი შეკვრა.
დაფხვენი ორცხობილა, შეურიე კაკაოს ფხვნილი,
დაჭრილი ნიგოზი და შაქარი. შეაზილე დარბილებული
კარაქი. გადმოიტანე დაფაზე, მიეცი ძეხვის ფორმა და
შეახვიე პაკეტში. ნამცხვარი რამდენიმე საათით შედე
მაცივარში.
დაჭერი როგორც ძეხვი და ოჯახს ჩაისთან ერთად
მიართვი.

14
წაიკითხე ნახატების დახმარებით
სტვენია ჩაიდანი

დედამ სტვენია იყიდა. ყველა სტვენია მხიარულია.

აინთება გაზქურა, სტვენია წყალს აათუხთუხებს, მერე კი უსტვენს.

სუფრა გააწყო. მაგიდაზე ელაგა ,

თეფშით და გემრიელი .

-მობრძანდით, ჩაი დალიეთ!-დაუსტვინა .

მაგიდისკენ გამოქანდნენ და , მათ შეუერთდნენ

და . მაგიდასთან დასხდნენ და .

რა სჯობს ასეთ მხიარულ ჩაის სმას! მთელი ოჯახი მაგიდასთან შეკრებილა.

სტვენია მხიარულად უსტვენს, ბავშვები კი სახუმარო სიმღერას

მღერიან: რა კარგია, რომ ერთად ვართ! რა ჯობია ასეთ ვახშამს, სტვენია სტვენს , ჩვენ

კი ვმღერით: ჩაისა ვსვამთ! ვაშა! ვაშა!

15
კითხვაში სავარჯიშოდ!

გამოვაცხვე ნამცხვარი
-გამოვაცხვე ნამცხვარი,
რძით და თაფლით დამტკბარი,
ბებოს მივუცქრიალე,
გული ავუფრთხიალე.
ბაბუ თვალს არ მაცილებს,
მასაც გავუნაწილე,

დედა ბედნიერია:
-იფ რა გემრიელია!
მამა მხიარულია!
-ეს ხომ სასწაულია!
პატარამ რომ ამგვარი
გამოგვიცხო ნამცხვარი.
გიქებთ ოქროს ხელსაო!
მრავალ, მრავალ წელსაო!

16
მერცხლის ბუდე
თბილი დღეები დაიჭირა. ერთ მშვენიერ დღეს მერცხლებიც მოფრინდნენ.
ზოგს ძველი ბუდე დახვდა. ზოგმა
ახალი უნდა ააშენოს. ბუდე არ დახვდა
იმგვარად, როგორადაც დატოვა.
ბუდე ლამაზი უნდა იყოს. იწყება
შენება. მერცხლებს მოაქვთ ბუმბული,
ბალახის ღეროები, ნამჯა, ტალახი...
ბუდე მზად არის!
ერთ დღეს ბუდიდან ისმის ჭყიპინი.
ეს პატარა მერცხლების-ბარტყების
ხმაა.
მერცხლებმა ბარტყები დაჩეკეს.
1. შეავსე წინადადებები:
თბილი დადგა.

მერცხლებმა გაიკეთეს.

ჩიტუნებმა დაჩეკეს.

2. ამოიწერე ტექსტიდან, რა დასჭირდათ მერცხლებს ბუდის გასაკეთებლად?

აქ საჭიროა პირველი კლასის საწერი ბადე!

17
კითხვაში სავარჯიშოდ!

კატო და კატა
აივანზე პურის მარცვლები ეყარა. იქვე
მშიერი კატა იწვა. თვალები დახუჭული
ჰქონდა. ჩიტის ბარტყს ეგონა, კატას
სძინავსო და ახლოს დაუჯდა მარცვლების
ასაკენკად.
იქვე კეთილი კატო წინდას ქსოვდა. იმან
კარგად იცოდა კატის ეშმაკობა. კატოს
შეეცოდა გამოუცდელი ბარტყი, აუქშია,
გააფრთხო და გადაარჩინა კატის კლანჭებს.

მერცხლის სიმღერა
დავჩეკე წვრილი ბარტყები,
დამეზრდებიან მალეო;
იფრენენ, იჭიკჭიკებენ
ლაღად დღესა თუ ხვალეო.
კატავ, შე ამოსაგდებო,
ცოტა ხანს დამაცალეო!..
რა გინდა? რას მეპარები?
დედა ვარ, შემიბრალეო!

18
ჩიტი ჩიორა

ჩიტი ჩიორა გიგა ბიჭის ეზოში დაფუთფუთებდა. ბუდის გასაკეთებლად


ადგილს ეძებდა. საქმეში გართულ ჩიტუნას გიგამ ქვა ესროლა. ჩიტუნას ქვა კინაღამ
თავში მოხვდა.
-მივხვდი, მივხვდი, რატომ არ არიან ამ ეზოში ჩიტები!-თქვა ჩიორამ.
ფრთა ფრთას შემოჰკრა და თვითონაც გაეცალა ქვასროლია ბიჭის ეზოს.

1. რატომ დაფუთფუთებდა ჩიტუნა გიგას ეზოში? ამოიწერე ტექსტიდან:

აქ საჭიროა პირველი კლასის საწერი ბადე.

2. ჩასვი წინადადებაში გამოტოვებული სიტყვა:


გიგამ ჩიტუნას ----------------- ესროლა.

3. დაწერე ტექსტის მიხედვით, როგორი ბიჭია


გიგა?
გიგა ----------------------------- ბიჭია.

4. შენი აზრით, როგორ მოიქცა გიგა? შენ როგორ


მოიქცეოდი? დაწერე ერთი წინადადებით:

მე ------------------------------------------------------
---------------------------------------------------------

19
დაეხმარე ჩიტუნიას, გაუკეთე მას სახლი!

ჩიტუნიას სახლის დასამზადებლად დაგჭირდება: ხილის წვენის კოლოფი,


მაკრატელი, ფანქარი, ხის ჩხირი, ხმელი ბალახი, წებოვანი ლენტი, ზონარი.
 აიღე ხილის წვენის ცარიელი ყუთი და ერთ მხარეს მრგვალი „ფანჯარა“
გამოჭერი;
 „ფანჯრის“ ქვემოთ მაკრატლის წვერით ნახვრეტი გააკეთე;
 ნახრეტში გაუყარე ფანქარი ან ხის ჩხირი,-ეს ქანდარაა, ჩიტუნია რომ ჩამოჯდეს
და დაისვენოს;
 ყუთის ფსკერზე დაყარე ხმელი ბალახი;
 წებოვანი ლენტით (სკოჩით) ყუთს თავი გადაუწებე, -წვიმა რომ არ ჩავიდეს.
 სახურავს მაკრატლის წვერით გაუკეთე ნახვრეტები ზონარის გასაყრელად.

20
კითხვაში სავარჯიშოდ!
ჩიტი
ვგალობ და ვგალობ
და იმით ვხარობ,
რომ მე ქვეყანას
გალობით ვატკბობ.
ღამეს ვატარებ
ხეზედა ძილით,
დილას ვათენებ
გალობით ტკბილით.

კარგი ჩიტი
რა ჩიტი მყავს, წამო, ნახე,
თავს მევლება,
მატკბობს,
მალხენს...
ის რომ ბუდობს,
იმ მაღალ ხეს
ყოველდღე ვრწყავ,
რომ არ გახმეს.

21
გამოიგონე ამბავი

1. უპასუხე შეკითხვებს:

 წელიწადის რომელი დრო დადგა?


 რა გააკეთეს ბაბუამ და ბავშვებმა?
 რაზე დაამაგრეს პატარა სახლი?
 რომელი ფრინველები დასახლდნენ ამ პატარა სახლში?

 რას აკეთებს ეს გოგონა?


 როგორ შეიძლება ადამიანები
ფრინველებს დაეხმარონ?

22
 ეს ბავშვები რას აკეთებენ?
 ბიჭი რას აკეთებს?
 რატომ უნდა დარგონ ადამიანებმა ხე?
 ბუნებას რატომ უნდა გავუფრთხილდეთ?

 ეს კაცი რას აკეთებს?


 რა შეიძლებოდა შემთხვეოდა ტყის
პატარა ბინადარს?
 როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
 შენ როგორ მოიქცეოდი?

2. მოცემული ნახატებიდან ერთ-ერთი შეარჩიე და აღწერე 1 ან 2 წინადადებით:


აქ პირველი კლასის საწერი ბადე უნდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------

23
კითხვაში სავარჯიშოდ!

ვაშლის ხეს რგავს მახარე

ვაშლის ხეს რგავს მახარე,


მთელ ქვეყანას ახარებს,
რწყავს და მიწას უბარავს,
ცივ ნიავს არ აკარებს.
-გაიზარდე ვაშლის ხევ!
სიომ ნაზად გარწიოს,
მზემ გაგათბოს ცხრათვალამ
და ძლიერ ხედ გაქციოს!

ამოიკითხე რებუსი და ქვემოთ დაწერე:

აქ უნდა პირველი კლასის საწერი ბადე.


--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------

24
მარტი, აპრილი, მაისი
მარტმა -გაზაფხულის შვილმა
გააღვიძა მზე როცა,
ადგა და თავისი ტახტი
აპრილს გადაულოცა.
-მეც ხომ გაზაფხულის ძე ვარ,
რით ვარ მარტზე ნაკლები?
არც აპრილმა დაიშურა
ოსტატობა ნაქები.
გადაფინა მთა-გორებზე
ვარდ-ყვავილთა ხალიჩა,
ფუტკარი ყვავილს დაბზუის,
პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს,
მთა და ბარი გაზაფხულის
სილამაზეს იმშვენებს,
ტყეში ციყვი დაფუსფუსებს,
ჩიტი ბუდეს იშენებს.
აპრილი კი არაკრაკებს
თავის ოქროს სალამურს,
დედა გაზაფხულს უმღერის
მშვენიერს და საამურს.
სააპრილო საქმეებით
მოიჯერებს გულს როცა,
ადგება და თავის გვირგვინს
მაისს გადაულოცავს.

25
1. რომელია ზედმეტი? გადახაზე:
მარტი აპრილი აგვისტო მაისი
2. წინადადებები ტექსტის მიხედვით დაასრულე:
ფუტკარი ყვავილს ----------------------------------------------
ციყვი ტყეში------------------------------------------------------
ჩიტი ბუდეს------------------------------------------------------
აპრილი ოქროს სალამურს-------------------------------------

3. დაალაგე, სწორად დანომრე ლექსში არეული სტრიქონები:

პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს. ------------


ვარდ-ყვავილთა ხალიჩა, ------------
ფუტკარი ყვავილს დაბზუის, ------------
გადაფინა მთა-გორებზე -------------
4. ლექსიდან გადმოიწერე კითხვითი წინადადება:
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
აქ საჭიროა სპეციალური ბადე.

5. დაახასიათე გაზაფხული, როგორია იგი?

გაზაფხული

26
კითხვაში სავარჯიშოდ
აპრილს ველით

-ჭიკ-ჭიკ!-მალე
მარტიც გავა.
-ჭიკ-ჭიკ!-ჩიტი
უხმობს აპრილს.
მზემ ყვავილთა საქარგავად
გამონასკვა ოქროს ძაფი.
-ჩუხ-ჩუხ!-მთიდან
მოქრის წყაროც,
ლამის ქვებზე
იმტვრევს თავ-პირს,
სურს პირველი მიესალმოს
ბეღურა ჩიტს,
მზეს და აპრილს...

27
ცხოველები და მათი შვილები
გაზაფხული დადგა. ტყე შეიფოთლა. მიწა ბალახით შეიმოსა, ყვავილებით
მოირთო.
დათუნია დიდონა და მისი ბურდღუნა ბელიკო
ბუნაგიდან გამოძვრნენ, გაზაფხულის ყვავილებით
მორთულ ტყეში გაისეირნეს.
-ყვავილები არასოდეს მენახა. რა ლამაზი ყოფილა,
დედიკო!-დაიძახა ბელიკომ.
-შენ უფრო ლამაზი ხარ, შვილიკო!-გაუღიმა დედამ.
მელაკუდა ლეა და
მისი ლეკვი ლოლიკოც
გამოვიდნენ სოროდან,
ბორცვზე დასხდნენ და ტყეს ზემოდან გადმოხედეს.
-ჩვენ ვინ ვართ, დედა?-ჰკითხა ლოლიკომ
დედას.
- მე მელია ვარ, შვილო, შენ კი პატარა
მელაკუდა!
-რა კარგია, რომ მეც მელიად დავიბადე. ძალიან
მიყვარხარ, ჩემო დედიკო!-პატარა მელაკუდა დედას
ჩაეხუტა.

1. როგორ შეიცვალა ბუნება გაზაფხულზე? მოძებნე და გადმოიწერე:


დადგა --------------------------------------------------
ტყე -----------------------------------------------------
მიწა ბალახებით---------------------------------------
ყვავილებით -------------------------------------------
2. რას გაგონებს ეს სიტყვები? გაზაფხული თუ ზამთარი? ქვეშ მიუწერე:
თოვლი ენძელა
ყინვა დარი
სუსხი კვირტები
სიცივე მერცხალი
ფიფქები ყვავილები
--------------------------- --------------------------------

3. დაასრულე, ტყეში სეირნობენ...


დათუნია და მისი -------------------------------
მელია და მისი-----------------------------------

28
4. შემოხაზე, რომელი აზრი მოგაჩნია სწორად?

ა. თავიანთ ნაშიერებზე ცხოველებიც ზრუნავენ;


ბ. თავიანთ შვილებზე მხოლოდ ადამიანები ზრუნავენ.
5. იპოვე ნახატზე და შემოხაზე განსხვავებები:

6. დააკავშირე დააკავშირე ნახატზე გამოსახული საგნები თავიანთ ჩრდილებთან:

29
კითხვაში სავარჯიშოდ

დედის სიყვარული

საკბილოს საძებნელად წასულ მელიას თავისი მელიკო სოროში აღარ დაუხვდა.


წავიდა საძებნელად. ბუჩქებიდან ტურამ
გამოჰყო თავი.
-ძმაო, ტურიკო, ჩემი შვილი არსად
შეგხვედრია?-შესტირა მელიამ.
-როგორი იყო შენი შვილი, დაო?-
ჰკითხა ტურამ.
-ჩემი შვილი? ის ძალიან ლამაზი იყო.
პატარა დრუნჩი ჰქონდა, მძივივით
თვალები და მარდი ფეხები. მბზინვარე
ბეწვი და ფაფუკი კუდი ძალიან
უხდებოდა.
-არა, ასეთი არავინ შემხვედრია. მარტო
ერთი პატარა მელა ვნახე. ყურები ჩამოეყარა. ცარიელი ძვალი და ტყავი იყო.
თვალები აცაბაცა გაურბოდა...
- ეგ ხომ ჩემი შვილია! -დაიძახა მელიამ.
-შენ არ თქვი, ჩემი შვილი ლამაზიაო? მომატყუე?
-არა, ძმაო ტურიკო, ხომ გაგიგია, ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონს და ყველაზე
ლამაზად მიაჩნიაო.

იპოვე ხუთი განსხვავება და შემოხაზე:

30
დაასახელე ცხოველები და მათი ნაშიერები, გააფერადე წრეები, გარეული
ცხოველებისა წითლად, შინაურისა-მწვანედ;

31
როგორი ცხოველია ციყვი

ბავშვები სკოლის ეზოში თამაშობდნენ. ბარბარემ მაღლა აიხედა და... უცებ


ციყვი დაინახა, ხიდან რომ იჭყიტებოდა. გოგონამ თავის ძმას-მათეს დაუძახა:
-მათე, ეს ხომ ციყვია?
-ჰო, ეს ციყვია,- გარეული ცხოველი. ხომ ხედავ, როგორი გრძელი და ფაფუკი
კუდი აქვს. ყურებს პაწია ფუნჯები უმშვენებს.
-ჩვენთან საიდან მოვიდა?
-ციყვი ტყეში, ხეზე ცხოვრობს. საცხოვრებელს ფუღუროში ბალახისგან,
ბუმბულისგან და სხვა რბილი საფენებისგან იკეთებს. ციყვის შვილს დღნაჩვი ჰქვია.
- რით იკვებება?
-ციყვი მიირთმევს თხილს, კაკალს, წიფლის თესლს, რკოს, მაყვალს, სოკოს.
-ზამთარში ისიც სხვა ცხოველებივით იძინებს?
-ციყვი ზამთრისთვის ფუღუროში კაკალს, თხილს, რკოს, გირჩებს იმარაგებს.
ძილს არ ეძლევა, ხეებზე არხეინად დახტის.
-ნეტავი, ეს ციყვუნია სულ ჩვენთან დარჩეს,-ინატრა ბარბარემ.
-ეს პაწია ცხოველი ზოგჯერ ადამიანებსაც სტუმრობს, მათ სასიმინდეებში
იპარება,-უთხრა მათემ,-ნუ დარდობ, ეს ციყვი კიდევ ბევრჯერ გვესტუმრება.

32
1. ვინ ჰყვება ციყვზე ამბავს,-მათე თუ ბარბარე?
ა. მათე ბ. ბარბარე
2. შემოხაზე,-როგორ ცხოველია ციყვი?
ა. შინაური ბ. გარეული
3. შემოხაზე, ამათგან რას მიირთმევს ციყვი?
თხილს, ხორცს, პურს, კაკალს, წიფლის თესლს, მსხალს, რკოს,
მაყვალს, კარაქს, ყველს, სოკოს.
4. გზა დაებნა, ფუღურომდე სწორი
გზით მიიყვანე:

5. ამოიკითხე რებუსი, პასუხი ქვემოთ


დაწერე:

6. ცხოველები თავიანთ
საცხოვრებელთან და საკვებთან ხაზით
დააკავშირე:

33
კითხვაში სავარჯიშოდ!

სახტუნელა

ციყვებმა ბებერი ხის


ფუღუროში დაიდეს ბინა.
მამა ციყვმა ხის განიერ
ტოტზე საქანელა დაკიდა.
-რა კარგად მოიფიქრე,
დღეიდან ჩვენი ცელქი შვილები
ხიდან ხეზე ხტუნვაში აღარ
დაიღლებიან,-გაუხარდა დედა
ციყვს.
ცარო და ცქვიტო საქანელაზე
დასკუპდნენ. გაქანდნენ -
გამოქანდნენ და ჰოპ!-მეზობელ
ხეზე მკვირცხლად გადახტნენ.
-მამამ საქანელა კი არა, სახტუნელა გაგვიკეთა!-უხაროდათ ციყვუნიებს.

შეავსე კროსვორდი აქ გამოსახული ცხოველებით:

34
მოხერხებული თაგვი

თაგვები ტყეში, სოკოებით გავსებულ მდელოზე დაცუნცულებდნენ. მიეპარა


მელია და ერთ-ერთი თათებში მოიგდო.
თაგუნამ თავი გაიმხნევა და დაიძახა:
-მშვიდობით, მეგობრებო! რასაც დაგპირდით, შევასრულე, ჩვენს მტერზე შური
ვიძიე!
იქვე ახლოს, ბუჩქებში მიმალული თაგვები მაშინვე მიუხვდნენ:
-მშვიდობით, მეგობარო! ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!
-ამას რატომ ამბობთ?-გაუკვირდა მელიას.
-ახია შენზე, მელაკუდავ! შეჭამ თუ არა ჩვენს მეგობარს, მაშინვე მოკვდები! მან
ახლახან შხამიანი სოკო მიირთვა!
მელიამ მაშინვე გაუშვა თაგუნა და სოროსკენ მოკურცხლა.
-რა სულელია! როგორ გავაბრიყვეთ!-გაიძახოდნენ გახარებული თაგვები.
მელიაც კმაყოფილი იყო თავისი თავით:
-უჭკუო თაგვები! ეგონათ, ასე გამაცურებდნენ?

35
1. როგორია თაგუნა? მელაკუდა? ხაზებით შეაერთე შესაბამის სიტყვებთან:

უჭკუო უგუნური

ძლიერი
სულელი

საზრიანი გონიერი მოხერხებული

2. ამოიკითხე ანდაზა:

3. მეგეწონა პატარა თაგუნას საზრიანობა, მოხერხებულობა? ახსენი, რატომ?

4. შემოხაზე, რომელი სიტყვა აღნიშნავს ბევრს? -თაგვი თუ თაგვები?..

თაგვი, თაგვები, მელია, მელიები, სოკო სოკოები

36
კითხვაში სავარჯიშოდ

ვეფხვი და წრუწუნა
ერთ წრუწუნას ვეფხვის ბუნაგთან ჰქონდა ბინა. ვეფხვი რომ დაიღრიალებდა,
ცხოველებს შიშით გული უსკდებოდათ. თაგუნა სოროდან გამოძვრებოდა და
გაქცეულებს მისძახოდა:
-რა გაშინებთ? სად გარბიხართ? ერთი უბრალო ვეფხვია. კატას ჰგავს, მეტი
არაფერი. თქვენ კატისა უნდა გეშინოდეთ, თორემ ვეფხვს რა სჭირს საშიში?
შებრუნდებოდა თავის სოროში და ბუზღუნებდა:
-ახია მათზე ყველაფერი, ვეფხვი კატისგან რომ ვერ გაურჩევიათო.

გამოიყვანე თაგუნა ლაბირინთიდან, ყველის ნაჭერთან სწორი გზით მიიყვანე:

37
დათუნია ავად გახდა!

ამ ზღაპრის წაკითხვა უფრო საინტერესო და სახალისო რომ გახდეს, გამოიყენე


ნახატები:
მწვანე ტყის ბინადრებმა ძალიან მოიწყინეს. იცით, რატომ? ავად

გახდა. დათუნიას მეგობრები ძალიან შეშინდნენ დამაშინვე ექიმი

გამოიძახეს. ექიმმა ავადმყოფს უებარი წამალი- გამოუწერა.

დათუნიას მეგობრები ახლა იმაზე შეწუხდნენ,- წამალს ვერ ვიშოვით, ბრაზიანი,

ზუზუნა თავის სკას ახლოსაც არ გაგვაკარებსო.

მაგრამ სულ ტყუილად შიშობდნენ,-ზუზუნა ძალიანაც

კეთილი ყოფილიყო,-მან თვითონვე მოუტანა ავადმყოფს.

უცებ გამოკეთდა. ეგ კი არა, ხუმრობის გუნებაზეც დადგა:

-რა კარგი ყოფილა ავად გახდომა! ვეცდები, დღეიდან ავად ხშირად გავხდე!

აი ნახავთ! დღეიდან თქვენი სწორედ ასე მოიქცევა!

მწვანე, ყიყინა , ხტუნია , დინჯი

ზოლიანი , ლამაზი და ეშმაკუნა

38
დიდხანს იცინოდნენ, ნახეთ, ჩვენი რა ხუმარა ყოფილა, ეს რა
მოიფიქრაო.

ზუზუნა სულაც არ გაბრაზებულა, იმასაც კი გაეცინა:

-ეჰ, რას ვიზამთ! მაინც დათვია! გაფრთხილებ, მსუნაგო, ავად

გახდომა არც კი გაიფიქრო! ისედაც მოგართმევ, არ მოგაკლდება!

1. დათუნიას ავად გახდომა შენც უთუოდ გეწყინებოდა. დაწერე, ავადმყოფს რას


უსურვებ?

ძვირფასო დათუნია!

გისურვებ--------------------------------------------------

--------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------

შენი მეგობარი--------------------------------------------

39
2. ამ წინადადებაში სიტყვებია არეული. დაალაგე და სწორად დაწერე;

გემრიელი დათუნიამ თაფლი ავადმყოფმა მიირთვა.

-----------------------------------------------------------------------------------

3. გამრჯე ფუტკარს თაფლისთვის რა უნდა ვუთხრათ? ჩაწერე უჯრებში;

4. გაააფერადე:

40
კითხვაში სავარჯიშოდ
მელია და თხა

მელია მინდორში მიდიოდა. უცებ ჭაში ჩავარდა. ბედად, ჭაში ცოტა წყალი
იდგა. მელია ამოსვლას ვერ ახერხებდა. იდგა წყალში და წუხდა.
ამ დროს ჭაში თხამ ჩაიხედა:
-მანდ რას აკეთებ, მელაკუდა?
-სიგრილეში ვისვენებ,-უთხრა მელიამ,- შენც ჩამოხტი!
გაბრიყვდა თხა და წყალში ჩახტა. მელია ზურგზე შეახტა თხას, მერე მაღლა
ახტა და ტყისკენ მოკურცხლა.
დარჩა ჭაში სულელი თხა. პატრონმა ძლივს მიაგნო. რქებზე მოსჭიდა ხელი და
ამოიყვანა.

რა სულელია!
მანდ რას აკეთებ,
მელაკუდა?
ხომ ხედავ?
სიგრილეში
ვისვენებ!

ამაზე ხომ
უნდა
მეფიქრა!

გამოიცანი

ოჩოფეხა, აყლაყუდა, ბუძგა, ბუძგა, ნემსეკალა,


ზურგზე ადევს ქონის გუდა. ახლოს ვერვინ მიეკარა.

მიწისქვეშეთის მკვიდრი ვარ,


გვირაბებს ვთხრი და მივდივარ.

41
გამოიგონე ამბავი

1. სურათებისა და შეკითხვების დახმარებით გამოიგონე ამბავი:


 როგორი იყო პატარა სპილო?
 რა დაინახა ერთხელ სპილომ ტყეში?
 როგორ მოიქცა სპილო?
 მოეწონათ მეგობრებს სპილოს საქციელი? რა ქნეს მათ?

2. შეარჩიე რომელიმე ნახატი და აღწერე ორი წინადადებით:


აქ სასურველია პირველი კლასის რვეულის ბადე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------

42
ფუტკარი

ფუტკარი პაწია, ბზუილა, მშრომელი მწერია. მას ოთხი ფრთა აქვს და ექვსი
ფეხი.
სკა ფუტკრის პატარა და კოპწია სახლია.
პაწია მწერი საჰაერო გზით მიჰქრის ყვავილების ქვეყნისკენ. ეს გრძელი,
ძნელი და შორი გზაა.
ყვავილების ქვეყანა ვრცელი და ჭრელი მინდორია. ფუტკარი მთელი დღე
თავს დასტრიალებს ყვავილებს. იგი ხორთუმით ტკბილ წვენს წუწნის, ფეხებით
ყვავილების მტვერს აგროვებს.
ფუტკარი თაფლსა და ცვილს ამზადებს. თაფლი სქელი და ტკბილი სითხეა.
ცვილს სანთლის დასამზადებლად ვიყენებთ.
მოსაღამოვდა. გამრჯე, დაუღალავი ფუტკარი თავის სკაში ბრუნდება. ხვალ
დილით იგი თავის საქმიანობას ადრიანად შეუდგება.

43
1. უპასუხე შეკითხვებს:
 სად ცხოვრობს ფუტკარი?
 რამდენი ფრთა აქვს ფუტკარს? რამდენი ფეხი?
 რისგან ამზადებს იგი თაფლს?
 როგორია თაფლი?
 რისთვის ვიყენებთ ცვილს?

2. როგორია ფუტკარი? ის სიტყვები შემოხაზე, რომლებიც მას ახასიათებს:

მშრომელი ზარმაცი საქმიანი ჭიკჭიკა ბზუილა უქნარა ზოზინა ზუზუნა

სასარგებლო სწრაფი მგალობელი დაუზარებელი გამრჯე შრომისმოყვარე

3. ჩაწერე უჯრებში, რას გვიმზადებს ფუტკარი?

4. შემოხაზე, რა ჰქვია ფუტკრის საცხოვრებელს?

ა. ბუდე; ბ. სახლი; გ. სკა.

44
5. რას ამბობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თაფლი? გააფერადე:

რა ყოჩაღია როგორი
რა ტკბილი
ფუტკარი! შრომისმოყვარე
თაფლია!
მწერია ფუტკარი!

6. წინადადებებს დააკვირდი? მათ ბოლოს რა ნიშანია დასმული? იგი გვიჩვენებს,


რომ რაღაც ძალიან მოგვეწონა (ან გვეწყინა) და აღტაცებას ვერ ვმალავთ.
შემოხაზე სწორი პასუხი, დაიმახსოვრე ეს ნიშანი და საჭიროების დროს
გამოიყენე:

წერტილი კითხვის ნიშანი

ძახილის ნიშანი

7. გამოიცანი რებუსი და დაწერე:

45
8. შეავსე კროსვორდი მწერების სახელებით, რამდენ მწერს ხედავ ნახატზე, ჩაწერე
უჯრაში:



ჭ ჭ ნ




9. ფუტკარი სკასთან სწორი გზით მიიყვანე:

46
კითხვაში სავარჯიშოდ

ფუტკარი
როგორ ცხოვრობ, ფუტკარო,
უფანჯრებოდ, უკაროდ?
სახლში რატომ არ გიდგას
კარადა ან მაგიდა?
არც საწოლი, არც სკამი
და არც ჭაღი ბროლისა!
რად არა გაქვს სიმდიდრე
შესაფერი დროისა?
მოურთავი ოჯახი,
თქვი, ვის მოეწონება?
-თაფლით სავსე ფიჭები,
აი, ჩემი ქონება.

ყმაწვილი და პეპელა

ჭრელი პეპელა დაათრო


და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

47
პატარა კუს მბავი

გაზაფხულის ცაზე ღრუბელმა კოკამ გამოისეირნა.


-ვაიმე! კოკა მოდის! ახლა კოკისპირულად იწვიმებს!-შეშინებულმა ჩიტებმა
მაშინვე ბუდეებს მიაშურეს. ჭიანჭველა ბეგი ბუდისკენ წაცუხცუხდა.
კალია გუგამ ისკუპა და ღობეს გადაევლო. თხუნელა თომამ სასწრაფოდ
მოძებნა მიწაში ხვრელი. ცხოველები ბუნაგებსა და სოროებში მიიმალნენ.
-ნახეთ, ჩემი როგორ ეშინიათ!-კოკა სიამაყისგან უფრო გაიბერა.
ღრუბელმა ძირს ჩამოიხედა. ეს რა დაინახა! პატარა კუ -კოლა
ბოსტანში შეპარულიყო და კომბოსტოს არხეინად
ახრამუნებდა. შიში სულაც არ ეტყობოდა. ღრუბელმა წარბები
შეიკრა, ლოყები დაბერა, დაიქუხა და წვიმა შხაპუნით
ჩამოასხა.
-შხაპ-შხუპ! შხაპ-შხუპ! ხრამ-ხრუმ! ხრამ-ხრუმ!-იმ დღეს
ბოსტანში ასეთი ხმები ისმოდა.
კოკა ისე გაბრაზდა, ფთილები ბოლომდე დაიწურა. რად გინდა? კოლა მას
ჩირადაც არ აგდებდა. ბუდიდან ჩიორა დარიამ გამოყო თავი:
-გეგონა, კოლასაც შეაშინებდი? ასედაც მოგიხდება, ბრაზიანო, მიდი ახლა და
აშხაპუნე!

48
დარცხვენილმა კოკამ ჩაიგრუხუნა:
- იმას, ვისაც სახლი მუდამ ზურგით დააქვს, წვიმით როგორ შეაშინებ? ეჰ! რა
გაეწყობა, აჯობებს, გადავიღო! აქედან დროზე გავიპარო!

1. შემოხაზე, როგორია კოკისპირული წვიმა?


ა. ჩქარი და ძლიერი; ბ. ნელი და სუსტი;

2. შემოხაზე, რას ნიშნავს, „ჩირადაც არ აგდებდა?“


ა. ჩირს არ აძლევდა; ბ. მისი სულაც არ ეშინოდა;

3. დაწერე, სად არის პატარა კუ?

აქ სპეციალური ბადეა საჭირო.

4. დაწერე, შენი აზრით, პატარა კუს წვიმისა რატომ არ ეშინია?

აქ სპეციალური ბადეა საჭირო.

5. ხაზით დააკავშირე, რომელია ამათგან კუს, ლოკოკინას და ობობას


თავშესაფარი?

ფუღურო სორო ბუნაგი ბაკანი ბუდე აბლაბუდა ნიჟარა სახლი

6. შეავსე კროსვორდი ქვეწარმავლების სახელებით:

ხ კ

გ ლ

ნ გ

49
1. ამინდი მუდამ იცვლება, ხან მზიანი ამინდია, ხან-წვიმიანი. დააკვირდი ნახატს
და ხაზებით დააკავშირე სიტყვებთან:

ღრუბლიანი

მზიანი

ქარიშხლიანი

ქარიანი

წვიმიანი

თოვლიანი

2. გააფერადე ნახატი:

50
კითხვაში სავარჯიშოდ
წვიმა

სკუპი-სკუპი,
სკუპებით
ზვარში გავილუმპები,
უქოლგოდ და უქუდოდ,
ვიდრე ვნახავ
მუხუდოს,
ცხიკ-ცხიკ-ცხიკ!
ვაცემინებ ცხვირს,
მზეო, სტაფილოსფერო,
სხივებს როდის მოგვფენო?
უთავბოლოდ წვიმს,
ჩირგვში ვზივარ, მწყინს...

კურდღელი კურდღელაური

მზეო, გამოდი,
გამოანათე!

51
გაზაფხულის ფერები

გაზაფხული იწურებოდა.
-მშვენიერ გაზაფხულს მალე მხიარული ზაფხული შეცვლის,-თქვეს
საღებავებმა,-ისეთი რა დავხატოთ, რომ გაზაფხულის ფერები არავის დაავიწყდეს?
ბევრი იფიქრეს, იკამათეს, იშრომეს და მშვენიერი სურათი დახატეს. მათი
ნახატი ახლა მოლბერტზე დევს. დააკვირდით და თვითონვე გამოიცანით:
რომელმა საღებავმა დახატა კამკამა და გამჭვირვალე ცა?
ცაზე ცხრათვალა მზე რომელმა ააბრდღვიალა?
ქუნქულა, ფაფუკი ღრუბელი ვისი დახატულია?
რომელმა საღებავმა დახატა ზღაპრულად მოხასხასე მინდორი?
ვრცელი მინდორი ბრდღვიალა, ლამაზი ყაყაჩოებით რომელმა მორთო?
მშვენიერ ყაყაჩოებს გული რომელმა საღებავმა მოუხატა?
-რა ფერებია! რა სილამაზე!-თავიანთი ნახატი საღებავებსაც ძალიან მოეწონათ,
-აი, სწორედ ასეთია გაზაფხულის მიწურული!

1. დაწერე ფერები იმ საღებავებისა, რომლებმაც გაზაფხულის სურათი დახატეს:

აქ საგანგებო ბადეა საჭირო

52
2. ზღაპრის მიხედვით, რა როგორია? დაასრულე წინადადებები:
( სიტყვების გვერდით ბადეა საჭირო)

ცა არის ----------------------------------------------------------------------
მზე არის ----------------------------------------------------------------------
ღრუბელი არის --------------------------------------------------------------
მინდორი არის ---------------------------------------------------------------
ყაყაჩო არის -------------------------------------------------------------------
ყაყაჩოს გული არის ----------------------------------------------------------

3. როგორია წელს გაზაფხული? მოგეწონა? შეადგინე ერთი წინადადება და


დაწერე:

გაზაფხული არის----------------------------------------------------------------------------

აქ სპეციალური ბადეა საჭირო

4. გაიხსენე გაზაფხულის ფერები და შენც დახატე ზღაპარში აღწერილი სურათი:

53
5. გააფერადე, შეავსე „ფერების ბორბალი“ ცისარტყელას ფერებით:

ფერები

6. გააფერადე ცისარტყელა:

54
კითხვაში სავარჯიშოდ

იყვნენ ასე ლამაზები!

ყაყაჩოებს წითელ ბაფთებს


ნუ წაართმევ, ქარო,
თორემ მერე სადღა გინდა
სირცხვილს დაემალო?
-იყვნენ ასე ლამაზები,
აღარ გაეკარო!

ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
ყმაწვილსა კარგი სწავლითა
დედა გაუხარებია.

55
როგორ გაჩნდა ვარდი
ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო
ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად
გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა.
-რა ვქნა, როსას რით ვუშველო?-დარდობდა ასკილი. მან
მთელი თავისი სიყვარული მოიკრიბა და წვრილი, წითელი
ნაყოფი გამოისხა.
ფერია როსამ ასკილის ჩაი დალია და უცებ გამოკეთდა.
წამალმა სასწაული მოახდინა.
მადლიერმა ფერიამ გადაწყვიტა ასკილი უფრო
გაელამაზებინა. ყვავილის ყველა ფურცელს მან გულის ფორმა
მისცა და ყვავილედად შეკრა. მართლა ულამაზესი გამოუვიდა,-
ერთად შეკრული მრავალი გული! ფერიამ ყვავილს თავისი
სახელი-როსა დაარქვა. როსა ჩვენებურად ვარდია.
მშვენიერი ყვავილების დასაცავად ფერიამ ვარდის ტოტებს
ბასრი ეკლები დაასხა. სიყვარულს დაცვა სჭირდება, ბოროტმა და
შურიანმა რომ ვერ ავნოს.
საღამოს, მთვარე რომ ამოვა, ვარდის ბუჩქზე ბულბული
ჯდება. ჩიტუნა საამურად გალობს. ამბობენ, რომ იგი ადამიანებს
ფერია როსასა და ასკილის სიყვარულის ამბავს უყვება.

გამოცანა
სურნელს აკმევს მწვანე ტოტზე
დედოფალი ასფურცელა,
ასი კბილბასრი ნაგაზი
მოსხდომია ირგვლივ მცველად.

56
კითხვაში სავარჯიშოდ

ნეტავი ვიყო მე ვარდი

ნეტავი, ვიყო მე ვარდი, იავნანა


შენს წინა გავიშლებოდე,
ბულბული ვარდის
პატარა ჩიტად მაქცია,
კოკორზე
უბეში ჩაგიჯდებოდე.
მღეროდა იავნანასო,
კატამ თქვა:-მოვეპარები
და გადავსანსლავ ამასო.
ამის გამგონე ბულბულსა
ნისკარტში ჩაეცინაო,
ხმას აუწია და კატას
მკვდარივით ჩაეძინაო.

57
მაიას ყვავილები
პატარა მაია ბოლო დროს გვიან იძინებდა, ამიტომ ადრე ადგომა
ეზარებოდა.
-შვილო,-უთხრა დიდედა მართამ,-მზის ჩასვლისას ჩვენი ლამაზი
ყვავილებიც კი იძინებენ, რომ დილით, მზის ამოსვლისას გააახილონ თვალი.
-ყვავილების ძილი ვის გაუგონია!- გაკვირვებით წამოიძახა მაიამ.
-კარგი! მზის ჩასვლისას ვნახოთ!-მიუგო დიდედამ.

***
მზე ჩავიდა. ყვავილები თითქოს თვალებს ხუჭავდნენ. მათი ფურცლები
მწვანე პარკუჭებში დაიმალნენ.
-დიდედა, ყვავილებმა მართლა დაიძინეს! –ახარა მაიამ დიდედას.
დილით მაია ადრე წამოხტა. მზე ამოდიოდა. ყვავილების მწვანე
პარკუჭანები პირს ხსნიდნენ. ბუნება ხარობდა. ტოროლა ცაში გალობდა.
ფუტკრები ზუზუნით გამოდიოდნენ სკებიდან. მერცხალი მწერებს დასდევდა.
-რა კარგია დილა! დღეიდან გვიან აღარ ავდგები!-თქვა გოგონამ და სუფთა
ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
1. როდის იძინებენ ყვავილები? როდის იღვიძებენ?

ყვავილები იძინებენ აქ საგანგებო ბადეა საჭირო.

ყვავილები იღვიძებენ აქ საგანგებო ბადეა საჭირო.

58
2. შენ გიყვარს ყვავილები? გააფერადე და შემოხაზე მათი სახელწოდებები:

ია ტიტა გვირილა
ყაყაჩო მზესუმზირა ზამბახი
ვარდი ორქიდეა იასამანი

3. რა მოეწონა მაიას, დილით ადრე ადგომა რატომ გადაწყვიტა? ამოიწერე


მოთხრობიდან ორი წინადადება:

აქ საჭიროა შესაბამისი ბადე.

4. შეავსე კროსვორდი აქ გამოსახული ყვავილების სახელებით:

59
5. როგორია დღე? როგორია ღამე? დაასრულე წინადადებები:

დღე არის ----------------------------------------------------------------------------------

ღამე არის-----------------------------------------------------------------------------------

6. გააფერადე ნახატები დღისა და ღამის ფერებით:

60
ზაფხულის არდადეგები დაიწყო!
გილოცავთ!
ვენაცვალე

ვენაცვალე ამ მთებს
და მის მწვანე კალთებს,
სადაც ბუჩქი იბნევს
ყვავილების ბაფთებს,
სადაც მიწა ანთებს
ყვავილების სანთლებს!

სად ცხოვრობ?
------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------

დაასრულე წინადადება,-როგორია შენი ქალაქი


ან სოფელი?
ჩემი ქალაქი (ან სოფელი) არის:---------------------
------------------------------------------------------------------

სად გაატარებ ზაფხულის არდადეგებს?


-------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------

კითხვაში სავარჯიშოდ

61
ზაფხული წლის ყველაზე მხიარული დროა. რას ვაკეთებთ ზაფხულობით?
წინადადებები დააკავშირე ნახატებთან. გაააფერადე:

ვმოგზაურობთ

ვთევზაობთ

ვთამაშობთ

ზღვაზე
ვისვენებთ

სალაშქროდ
მივდივართ

იპოვე და მონიშნე განსხვავებები:

62
კითხვაში სავარჯიშოდ

სიმღერა საქართველოზე

მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო, ლიცლიცაო,
დათოვლილო მთაო,
მთაო, ქათქათაო.
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო,
საქართველოს მზეო,
სულ იგიზგიზეო!

ზაფხული
გია, აბა, მითხარი,
თუ გინახავს ზაფხული?
როგორ არა, გასულ წელს
სოფელში მაქვს ნახული.

63
გამოიგონე ამბავი

წელიწადის რა დროა? ასე რატომ ფიქრობ? სად არიან ეს ბავშვები? რას აკეთებენ,
როგორ ატარებენ ისინი დროს?

დაწერე პასუხი ერთ-ერთ კითხვაზე:

--------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------

რა შეიძლება იყოს პიკნიკის კალათაში? დაწერე:

--------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------

64
გამოიგონე ამბავი

1. დაარქვი ბავშვებს სახელები, აღწერე ნახატები:

2. შენ მიერ გამოგონილი ამბავი ქვემოთ ორი-სამი წინადადებით დაწერე:


აქ საჭიროა პირველი კლასის რვეულის ბადე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------

65
მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ.


-ნიკაა!-ყვირის პატარა ნიკო,-სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ!
აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წამოწოლილა, წიგნი გადაუშლია და გატაცებით
კითხულობს.
-რა დროს წიგნია? დაჭერობანას თამაში გვინდა!-ბუზღუნებს პატარა ნიკო.
-კითხვა უსწავლია ბიჭს!-ჯავრობს ანანო.
თვითონ კითხვა არ იციან. ნიკას წყრომით უყურებენ... მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ
მიიწევენ. ჯერ კიდევ ბრაზობენ.
-გინდათ, ხმამაღლა წაგიკითხოთ? მერე კი ვათამაშოთ!-ეპატიჟება მათ ნიკა.
რა საინტერესო ზღაპარია! ბავშვებს სულ დაავიწყდათ, თამაშს რომ
აპირებდნენ:
-კიდევ წაგვიკითხე, რა, კიდევ! ნეტავ, რა მოხდება!
კითხვას მურიკელა და ფისოც ესწრებიან. ეგ რაა, ხეზე ჩიტებიც კი
გატრუნულან.
ზაფხულის არდადეგები დაიწყო! თამაშის, გართობის და ბევრი საინტერესო
წიგნის წაკითხვის დროა!

66
1. იპოვე მოთხრობაში და ამოიწერე,- რა დაიწყო? ახლა რის დროა?
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------

2. ცხრილში იპოვე სიტყვა „წიგნი“ სხვადასხვა მიმართულებით და შემოხაზე:

გ ნ ნ წ ი გ ნ ი
წ ი გ ნ ი წ ი გ
ი წ ი გ ნ ი წ ნ
გ წ ი გ ნ გ ი ი
ნ წ წ წ ი ნ გ წ
ი წ ი გ ნ ი ნ წ
წ ი გ ნ ი ნ ი ი
ი ნ გ ი წ ი ნ გ

3. იპოვე ყველა განსხავება და მონიშნე:

67
გამოიცანი, ვინ არის?
ზაფხულის არდადეგებზე ალბათ ბევრ ცნობილ და ყველა ბავშვისთვის
საყვარელ ზღაპარს კითხულობ. ახლა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟების
გამოცნობა მოგიწევს.
თუ სიტყვებში არეულ ასოებს დაალაგებ, მიიღებ ცნობილი ზღაპრების
პერსონაჟთა სახელებს. როცა მათ გამოიცნობ, ნახატები დანომრე;

1. ბ მ ო კ ლ ე 2. თ ლ ე ი წ დ უ ქ ა 3. ჟ ნ ს ა ი მ ი

--------------------- ------------------------ -----------------------

1. ც ა რ ა ნ ქ ი ა ქ ე 5. ნ ო პ ი ო ქ ი 6. ლ ა ე ბ

----------------------- ---------------------- ----------------------

7. რ ა ი ლ ე ი 8. ქ ი ფ ი ფ ა 9. ნ კ კ ო ი ა

------------------ ------------------ ----------------

შენ რა წიგნი აირჩიე ზაფხულის არდადეგებზე საკითხავად? რის შესახებაა ეს


წიგნი? ვინ არიან ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები? რა მოგეწონა? რა არ მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს შენი შთაბეჭდილებები.

68
კითხვაში სავარჯიშოდ

ბავშვის სათვალე
-მამილო, მეც მიყიდე სათვალე.
-რად გინდა, შვილო?
-შენსავით წიგნები უნდა ვიკითხო.
-კარგი,-უთხრა მამამ და უყიდა ანბანი.

ზარმაცი და ბეჯითი
სანდრომ უთხრა თავის დასა:
-კეკე, ჯერ ვითამაშოთ, მერე ვიკითხოთო.
კეკემ უთხრა:
-არა, ჯერ ვიკითხოთ, მერე ვითამაშოთო.

სწავლაზე ზარმაცი, ლეკურზე მამაცი


-ვანო, სკოლაში წადიო.
-ფეხები საშინლად მტკივაო.
-ვანო, მოდი, ერთი ლეკური დაუარეო.
-აბა,ერთი კარგი ტაში დაუკარითო.

69
ზღვა, მზე და ოთარიკო
რა იცოდა ოთარიკომ, რომ ზღვა ამისთანა იყო. ისე შეუყვარდა, რომ მასთან
განშორება აღარ შეუძლია.
რა საყვარელი ყოფილა ზღვა და მისი მოკენჭილი ნაპირი!
ძალიან დიდია ზღვა, თვალს ვერ გადააწვდენ, მაგრამ კეთილია და ალერსიანი,
თითქოს დიდი სულაც არ იყოს.
ხანდახან გაჯავრებაც სცოდნია. უჰ, მაშინ რა ავია! ისე ღმუის, ვის არ შეაშინებს.
ეს მაშინ ხდება, როცა დიდი ქარია და ავდარი.
როცა ზღვა ავია, ოთარიკო ნავში არ ჯდება, არც ბანაობს, შორიდან უცქერის
ხოლმე. გაჯავრებული ზღვაც კი უყვარს ოთარიკოს.

ყოფილხარ ზღვაზე? ალბათ იცი, რომ ზღვაზე ყოფნისას გარკვეული წესები უნდა
დაიცვა. ამასთანავე, ზღვას უნდა გაუფრთხილდე. დააკვირდი ნახატს, წაიკითხე, რა
წერია აბრაზე. კიდევ რა შეიძლება ეწეროს ცარიელ აბრებზე? შეადგინე საჭირო
წინადადებები. მოუყევი მეგობრებს შენი შთაბეჭდილებების შესახებ.

70
1. ამათგან რომელს იცნობ?
დაწერე მათი სახელები:
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------
---------------------------------------------

2. დაეხმარე ნავს რომ ნავსადგურში დაბრუნდეს:

71
3. იპოვე ნახატებზე განსხვავებები და მონიშნე:

4. დააკავშირე თავიანთ ჩრდილებთან:

5. რას აკეთებს ეს კაცი? დაწერე:

---------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------

72
კითხვაში სავარჯიშოდ

ამდენი ბევრი
პატარა თამრიკო პირველად იყო ზღვაზე. გოგონა განცვიფრებული უცქეროდა
ტალღების მიმოქცევას. იგი უსმენდა წყლის ხმაურს, აგროვებდა
კენჭებს, ნიჟარებს და ძლიერ კმაყოფილი იყო.
როცა დედამ თამრიკოს საბანაოდ ზღვაში შეყვანა
დააპირა, გოგონა შეკრთა, დედას ხელებზე მოეხვია და
მუდარით უთხრა:
-დედიკო, ასეთი პატარა ვარ და რად მინდა ამდენი
ბევრი წყალი!

ცურვა ვიცით
ამ ზაფხულზე ზღვისპირეთში
გავკაჟდებით მე და ზური...
ცურვა ვიცით: ბაყაყური,
თევზური და მედუზური.

მხიარულ არდადეგებს
გისურვებთ!

73
ზაფხულის სურათი

ზაფხულია. გვირილებმა ისე ცხელა, მდინარეში


გაახილეს თვალი, სულ დამშრალა წყალი,
ხიდან ლოყებდაბრაწული ჭიანჭველა მზეს ეძახის:
იღიმება მსხალი, -არის შენი ბრალი!

74
კლასგარეშე საკითხავი კრებული
თქვენთვის შეადგინა:
ნესტან კუპრავამ
მომავალ შეხვედრამდე!
თბილისი
2019 წელი

75

You might also like