Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 44

ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

თორნიკე რამაზაშვილი

საბაკალავრო ნაშრომი
სახელმწიფოსა და ინდივიდის ქცევის ფსიქოლოგია პოლიტიკის სამყაროში

ნაშრომის ხელმძღვანელი
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - ნინო წერეთელი

თბილისი, 2021
სარჩევი

ანოტაცია........................................................................................................................................3
შესავალი........................................................................................................................................4
თემა 1. ბუნებრივი ადამიანი.....................................................................................................5
1.1 ადამიანის ქცევის ფსიქოლოგია..................................................................................................5
1.2 კულტურული არსება....................................................................................................................9
1.3 პოლიტიკური ცხოველი.............................................................................................................13
1.4 იდეოლოგიზირებული სუბიექტი............................................................................................17

თავი 2. ხელოვნური ადამიანი.................................................................................................21


2.1 სახელმწიფოს ფსიქოლოგიური რაობა.....................................................................................21
2.2 ღირებულებათა მეტამორფოზა.................................................................................................26
2.3 ძალაუფლების გააზრება.............................................................................................................31

თავი 3. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია......................................................................34


3.1 სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი...........................................................................................34
3.2 ისტორია, როგორც პრობლემა...................................................................................................38

დასკვნა.........................................................................................................................................42
გამოყენებული ლიტერატურა.................................................................................................43

2
ანოტაცია

ინდივიდისა და სახელმწიფოს პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური რაობის


ანალიზი, როგორც თანამედროვე, ასევე წარსულ დროში ყოველთვის აქტუალური
და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა, რომელთა გამოკვლევასაც არაერთი
პოლიტიკური თეორია მიეძღვნა, სადაც განხილული იყო თითოეული მათგანის,
როგორც ორი ურთიერთდამოკიდებულის, ბუნებრივი და ხელოვნური ადამიანის
წარმოშობის მიზეზები და მიზნები. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიოში
მიმდინარე თითქმის ყველა მოვლენა, ეს იქნება სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა,
განიცდის პოლიტიზაციას, მით უფრო აქტუალობას ჰმატებს სახელმწიფოსა და
ინდივიდის, როგორც პროცესების მმართველების მოტივების, მიზნების და ქცევების
კვლევის აუცილებლობას ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში.

აღნიშნული ნაშრომის მიზანია, მკითხველს პირველ თავში გააცნოს საფუძვლები


ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიიდან, თუ როგორ აყალიბებს პიროვნებას მისი
წარსული, გარემო პირობები, მოთხოვნილებები და სხვა ფაქტორები, აგრეთვე რა
როლს ასრულებს კულტურა ინდივიდის ჩამოყალიბებასა თუ დათრგუნვაში და
როგორ ხდება გადასვლა პოლიტიკური ცხოველის განზომილებაში. მეორე თავში
განხილულია სახელმწიფოს პოლიტიკური და ფსიქოლოგიური რაობა, პოლიტიკური
თეორიების საფუძველზე შესწავლილია მისი წარმოშობის მიზეზები და
აუცილებლობები, აგრეთვე ადამიანური ღირებულებების შეცვლის პროცესი
სახელმწიფოებრივ დონეზე და როგორ მოხდა ძალაუფლების გააზრება. საბოლოოდ
კი, მესამე თავი ეთმობა ინდივიდისა და სახელმწიფოს შორის უდიდესი მსგავსების
აღმოჩენას და მათი საერთო თვისებების განხილვას, ხოლო ბოლოს, გადააზრებულია
ისტორიის, როგორც შესაძლო პრობლემის დანიშნულება კომუნიკაციის პროცესში.

3
შესავალი

ადამიანი იმით არ განსხვადება დანარჩენი ცოცხალი არსებებისგან, რომ მას


სხვებთან შედარებით გააჩნია მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები ანდაც
მორალი, არამედ პირველი, მხოლოდ მას აქვს უნარი, გამოიგონოს და გაავრცელოს
ფიქციები, მეორე, ჰქონდეს მოქნილი კომუნიკაცია ერთდროულად მრავალ
ადამიანთან, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა შეექმნა ყველაზე წარმატებული
ფიქცია, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო და ეს ყველაფერი მოიგონეს იმისთვის, რათა
ადამიანებს ჰქონოდათ მეტი უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის
გარანტია, რაც ფაქტია, რომ ვერ შეძლეს დამოუკიდებლად მიეღწიათ თითოეული
მათგანისთვის. შესაბამისად, როგორც ანტიკური, ისევე შემდგომი პერიოდის ეპოქის
მოაზროვნეების ამოცანას და მიზანს წარმოადგენდა, გამოეკვლიათ სახელმწიფოს
შექმნის მიზეზები და საწყისები. თითოეულმა მათგანმა, განსხვავებული რაკურსით
შეძლო წარმოედგინა სახელმწიფოს რაობა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა
სახელმწიფოს ფორმები და საბოლოო ჯამში დღეს მან მიიღო სტრუქტურულად
ყველაზე რთული, პოლიტიკური ორგანიზმის სახე.

ნიშანდობლივია, რომ ადამიანების ნება-სურვილის გარეშე სახელმწიფო


თავისთავად ვერ შეიქმნებოდა და ვერც იმ მნიშვნელობას მიიღებდა, რა
მნიშვნელობაც დღეს გააჩნია მას - სახელმწიფო და მისი ინტერესები დგას თითოეულ
ადამიანზე მაღლა, რომელსაც ზოგიერთი არ დაეთანხმებოდა, ვინაიდან
პირველსაწყისია ჯერ ბუნებრივი ადამიანი, შემდეგ კი ხელოვნური სახელმწიფო. ასეა
თუ ისე,
საინტერესოა კაცობრიობის ისტორიის რა მომენტში გადაწყვიტა ადამიანთა ჯგუფმა
შეექმნა სახელმწიფო, თუ ის ყოველთვის არსებობდა ადამიანების ცნობიერებაში. ამ
უმთავრეს კითხვაზე პასუხის გაგებისთვის საჭიროა გამოკვლეული იყოს, როგორც
ადამიანის თითოეული განზომილება და მისი როლი სახელმწიფოს შექმნაში, ასევე ამ
უკანასკნელის მნიშვნელობა ადამიანების ყოფა-ცხოვრებაში.

4
თემა 1. ბუნებრივი ადამიანი

1.1 ადამიანის ქცევის ფსიქოლოგია

ადამიანი გონიერი და ამავდროულად რთული არსებაა, რომელსაც სხვა ცოცხალი


არსებებისგან განსხვავებით მრავალი მოთხოვნილება გააჩნია და მთელი მისი
ცხოვრებაც სწორედ ამ სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. რასაკვირველია,
ადამიანთა სურვილები განსხვავებულია ერთმანეთისგან, ზოგიერთისთვის
სასიცოცხლო მოვლენებთან დაკავშირებული ბუნებრივი მოთხოვნილებებია
ცხოვრების განმსაზღვრელი, ზოგისთვის კი ისეთი მაღალი ღირებულებები,
როგორიცაა მორალური, ინტელექტუალური, ესთეტიკური და სხვა. ყოველ
შემთხვევაში, ადამიანთა შორის მრავალმხრივი სხვაობაა იმის მიხედვით, თუ
თითოეულს რა სურვილები გააჩნია და რა ფორმებით ცდილობს მიაღწიოს მას, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულს გარკვეული მოთხოვნილება უყალიბდება
გარკვეულ გარემოში, რომელმაც თავისი სურვილი სხვადასხვა საშუალებებით უნდა
დაიკმაყოფილოს.

გარკვეული მოთხოვნილებების ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა


ენიჭება თითოეული ადამიანის წარსულს, უფრო კონკრეტულად კი იმ გარემოს,
რომელშიც ის აღიზარდა და რა ემოციებმა, განცდებმა თუ შთაბეჭდილებებმა შეუქმნა
მას ბიძგი, ერთგვარი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ მიიღებს ქცევის
კონკრეტულ ფორმას, შესაბამისად, გარემო პირობები უზრუნველყოფს ადამიანის
ქცევის განსაზღვრას, სხვა შემთხვევაში, გარშემო არსებულ სამყაროსთან გარკვეული
ურთიერთობის დამყარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სწორედ ამ კონტექსტში, აზროვნებითი პროცესი
წარმოადგენს გზას, რომელიც წინ უძღვის საბოლოო გადაწყვეტილებას და
რომელზეც გადის ადამიანი, სანამ მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების
შესაბამისად გადადგავდეს საბოლოო ნაბიჯს, სადაც ის განიხილავს ქცევის

5
სხვადასხვა შესაძლო განვითარებებს და ბოლოს ირჩევს მისთვის ყველაზე
მიზანშეწონილ ვარიანტს.

ზემოთქმულის საილუსტრაციო მაგალითია1 რომაელი სახელმწიფო მოღვაწის,


იულიუს კეისრის ისტორიული გადაწყვეტილება რუბიკონის გალახვასთან
დაკავშირებით, რომელსაც შეეძლო ავანტურულად, ყოველგვარი აზროვნებითი
პროცესების გარეშე გაეცა ბრძანება მდინარის გადალახვასთან და რომის წინააღმდეგ
გალაშქრებასთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედაც რომ ფიქრის, მსჯელობისა და
ყოყმანის შემდეგ მივიდა იმ ნაბიჯამდე, რომ არსებულ გარემოებაში, რესპუბლიკის
წინააღმდეგ გალაშქრება იქნებოდა მისთვის ყველაზე მიზანშეწონილი
გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვა ამას.
დღეს კი, იულიუს კეისრის აღნიშნული ქცევა ,,რუბიკონის გადალახვა“ წარმოადგენს
ძნელად გადასალახავი დაბროკლების გადალახვას, დიდი მიზნისთვის ყველაფრის
სასწორზე დადებას და უბრალოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის სიმბოლოს.

თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც


მიზნის მიღწევის პირდაპირი საშუალება არ არსებობს და ადამიანს უწევს სხვადასხვა
გზები მონახოს, ანუ ალტერნატივების ძიებასა და მცდელობაში მიაღწიოს
დასახულ მიზანს. ხდება ისეც, რომ ამ პროცესში მოთხოვნილებები შეიძლება
შეიცვალოს პრიორიტეტების მიხედვით და ძველი ჩანაცვლდეს ახლით. ერთი
სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია ადამიანის
მოთხოვნილება და რამდენად სურს მისი როგორც შესრულება, ასევე არშესრულება.
არსებობს ისეთი ძლიერი სურვილებიც, რომლის შეცვლასაც ადამიანი ვერ ახერხებს
და გარკვეულ შემთხვევაში მისი გამოვლინება დესტრუქციულ სახეს იძენს, ხოლო
აკვიატებული სურვილები და შექმნილი განწყობები ყოველთვის არ სრულდება
დადებითად როგორც მისი შემოქმედისთვის, ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის.

1
დ.უზნაძე - ,,ქცევის ფსიქოლოგია“, გამომცემელი ნინო ხუნდაძე, 2021, გვ.47

6
ეს კი ეხება ნიკოლო მაკიაველისეულ პოლიტიკურ ლიდერს, სადაც მმართველის
მიერ საზოგადოებრივი აზრის უარყოფის კვალდაკვალ და მისი დასახული მიზნების
ერთგულებამ, შეიძლება მას მოუტანოს გარდაუვალი დაღუპვა და ასეთები
მსოფლიოს ისტორიას ბევრი ახსოვს დიქტატორისა და დესპოტის სახელით.

როგორც უკვე აღნიშნულია, საუბარია წარსულში უკვე ჩამოყალიბებულ


განწყობებზე, რომლებიც მნიშვნელოვან, ბიძგის მიმცემ როლს ასრულებენ
მომავალში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ანუ რაც ადამიანის
გონებისთვის უკვე ნაცნობია, განცდილი და განმტკიცებული, ასახვას ჰპოვებს მის
შემდგომ ნაბიჯებში. ეს ნარატივი შეიძლება დავინახოთ როგორც იოსებ
ჯუღაშვილის, ასევე კარლ მარქსის ადრეულ ცხოვრებაში, რომლებთაც
ახალგაზრდობაში მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სასულიერო გარემოსთან და მათი
დამოკიდებულება რელიგიის მიმართ კონსერვატულ გარემოში ჩამოყალიბდა,
რომელმაც შემდგომ იქონია გავლენა მათ ათეისტურ იდეოლოგიაზე.

კარლ მარქსი დაიბადა და გაიზარდა რელიგიურ ოჯახში, სადაც მისი ორივე


მშობელი იყვნენ ებრაელები, ექვსი წლის ასაკში მოინათლა ევანგელურ ეკლესიაში და
მთელი ბავშვობა გაატარა მკაცრ, ქრისტიანულ გარემოში, რომელიც შემდგომ
გამოიხატა მისეულ კრიტიკაში რელიგიის მიმართ. მიახლოებით იგივე შეიძლება
ითქვას იოსებ ჯუღაშვილზეც, რომელიც სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და
გარიცხეს სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, მარქსისტული იდეოლოგიის
დაინტერესების გამო. სავარაუდოა, რომ მათ გონებაში ღრმად დალექილმა
ემოციებმა, განცდებმა შთაბეჭდილებებმა, რელიგია აქცია ზიზღისა ობიექტად,
რომელიც შემდეგ ქცევის სახით ანტირელიგიურ პროპაგანდასა და რეპრესიულ
პოლიტიკაში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ გამოიხატა.

შესაბამისად, ხასიათი, როგორც ფიქსირებული და რთულად ცვალებადი


განწყობების ერთობლიობის პროცესი მოიცავს სუბიექტურ ფაქტორებს, სადაც თუ
ადამიანის არაერთგვარი ბუნებრივი მოთხოვნილებები დამოკიდებულია ადამიანის

7
ევოლუციურ-კულტურული განვითარების ისტორიაზე, ხასიათის ჩამოყალიბებაზე
ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემო, არამედ პირიქით, ხასიათიც თავისებურად
აყალიბებს გარემოს და შესაბამისად ადამიანიც საკუთარი ინტეპრეტაციების
პრიზმაში ატარებს მის გარშემო თითოეულ ფაქტს, სადაც შესაბამისად იკვეთება
კავშირი გარემოსა და ადამიანის ხასიათს შორის.

ისტორიული, პოლიტიკური ადამიანების ხსენებისას, სავსებით რელევენატური


იქნებოდა ადამიანების ტიპოლოგიების ხსენებაც, რომელიც არაერთმა მეცნიერმა
შეისწავლა და თავისებურად წარმოაჩინა. ამ შემთხვევაში, ყველაზე უფრო
საინტერესო იქნებოდა დიმიტრი უზნაძის მიერ ხსენებული2 გერმანელი
ფსიქოლოგის შრაპნგერის ცდის ხსენება, ეს უკანასკნელი ფიქრობდა, რომ
ადამიანების ტიპოლოგიის დადგენისთვის მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების იმ
სფეროს, საკუთარი ღირებულებებით, რომელიც განსაკუთრებულად იზიდავს მას,
სადაც ხაზგასასმელია პოლიტიკური ადამიანი, რომლისთვისაც ძალაუფლებაა
უმაღლესი მისწრაფება და შესაბამისად ამავე ღირებულებებიდანაც აქვს ამოსავალი
წერტილი.

ამრიგად, თითოეული ისეთი კომპონენტი, როგორიცაა ადამიანის წარსული,


გარემო პირობები, ცვლადი მოთხოვნილებები, აზროვნებითი პროცესები, უკვე
შექმნილი თუ ჯერ კიდევ შეუქმნელი განწყობები და სხვა ფაქტორები, წარმოადგენენ
ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიის შემადგენელ ნაწილებს და ერთ დიდ რთულ,
ერთმანეთზე დამოკიდებულ მთლიანობას, რომელთა გარეშეც თავისთავად ქცევა,
არაფერს წარმოადგენს და სწორედ ამ ერთობლიობის შედეგად ყალიბდება
ინდივიდი, საკუთარი უნიკალური ისტორიებით, ღირებულებებითა და
მსოფლმხედველობით.

2
დ.უზნაძე - ,,ქცევის ფსიქოლოგია“, გამომცემელი ნინო ხუნდაძე, 2021, გვ.94

8
1.2 კულტურული არსება

დღევანდელი გაგებით კულტურას, რომელსაც არაერთი მრავალფეროვანი


განმარტება გააჩნია და სხვადასხვა დროში, განსხვავებული ინტერპრეტაციით
იყენებდნენ, ძირითადად ნიშნავს და გულისხმობს ეპოქის, ადამიანისა და
საზოგადოების ცხოვრების სტილს, რომელიც ვლინდება ადამიანური საქმიანობის
სხვადასხა სფეროთა ერთობლიობაში - ყოველთვის არ ატარებდა ამ განსაზღვრებას.
ტერმინი თავდაპირიველად არისტოკრატებთან მიმართებით გამოიყენებოდა,
რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო დახვეწილი მანერები, ინტელექტუალობა
და სწორედ ამით განასხვავებდნენ მას ზემოთაღნიშნული თვისებების არმქონე,
ანუ ,,არაკულტურული“ ადამიანებისგან.

ამავე დროში, ბერძენი ფილოსოფოსები ფიქრობდნენ, რომ კულტურა უფრო


ფართო და რთული ცნებაა, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული კლიმატისა და
კონტინენტებთან მიმართებისას, ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი
თავის დიალოგში ,,სახელმწიფო“, სოკრატეს პირით ამტკიცებს, რომ სამყარო
დაყოფილია სამ კულტურულ ზონად განსხვავებული ეთიკური თვისებებით,
მაგალითად ჩრდილოეთში დასახლებული თრაკიელები და სკვითები
გამოირჩეოდნენ სულისკვეთებითა და აგრესიულობით, ცენტრალურ ზონაში
მცხოვრები ბერძნებისთვის დამახასიათებელი იყო სიყვარული ცოდნის მიმართ,
ხოლო სამხრეთელი ფინიკიელები გამოირჩეოდნენ პრაგმატულობით.

მიუხედავად იმისა, რომ პლატონი კულტურებზე საუბრისას გამოირჩეოდა


ეთნოცენტრიზმით, მართლაც რომ თითოეული ქვეყნის მკაცრი კლიმატისა თუ
ინდუსტრიული რევოლუციის კვალდაკალ, არსებული კულტურებისთვის
დამახასიათებელია ის განსაკუთრებული ნიშა, რომელიც განსხვავებთ სხვა ხალხების
კულტურებისგან და შესაბამისად თითოეული სოციუმისთვის დამახასითებლია
მაგალითად, არა მხოლოდ, საერთო კანის ფერის ქონა, არამედ სახელმწიფოებრივ
დონეზეც აისახა მიდრეკილება ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიმართ.

9
რაც შეეხება ადამიანს, ადრეული ცხოვრება მიმდინარეობს სპეციფიკურ
პირობებში და სანამ დამოუკიდებლობას მიაღწევს, მის ყოველდღიურობას მართავენ
უფროსი ადამიანები, ხოლო იმისთვის, რათა ადამიანი ინდივიდად შედგეს და
გაითვიცნობიეროს საკუთარი მე, ის ცხოვრებაში გარკვეულ საფეხურებს გადის.
რასაკვირველია, რომ პიროვნების სოციალიზაციაში, ანუ ადამიანის ინდივიდად
ჩამოყალიბებასა და საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სოციალური ნორმების,
კანონების, ქცევის მოდელის, ღირებულებების ათვისების პროცესში მარტო
მშობლები, მასწავლებლები, ნათესავები და მეგობრები როდი იღებენ მონაწილეობას,
არამედ გარკვეული ინსტიტუციებიც. თუმცა ცხადია ისიც, რომ არსებობენ
გამონაკლისები, რომლებიც გარემოებებისდა გათვალისწინებით, ვერ იზრდებიან
ოჯახში, აკლიათ დაწყებითი განათლება და სხვა ფაქტორებისდა შესაბამისად
ამოგდებულები არიან სოციალიზაციის კონტექსტიდან.

ითვლება, რომ კულტურა აყალიბებს საზოგადოების წევრებს პიროვნებებად,


სადაც საზოგადოებაში არსებული მრწამსის, ღირებულებების, ნორმების, წესებისა და
სხვადასხვა იდეალების ათვისების შემდეგ ადამიანი უნდა შედგეს ინდივიდად,
მაგრამ შეიძლება ითქვას ისიც, რომ კულტურა არათუ არეგულირებს ადამიანის
ქცევებსა და ურთიერთობას დანარჩენ ადამიანებთან, არამედ თრგუნავს კიდევაც
ინდივიდს. სწორედ ამ აზრს იზიარებდა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ
ფროიდი, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანის თავისუფლებასა და მისწრაფებებს
ზღუდავს კულტურა და საზოგადოება, სადაც მან უფრო ზუსტად იგულისხმა ის
სექსუალური თუ აგრესიული ქცევები, რომელიც საზოგადოებაში მიუღებელი და
ტაბუირებულია. ყოველ შემთხვევაში, საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა აყალიბებს
ინდივიდს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, მაგრამ თან
განსხვავებულია მისი დანარჩენი წევრებისგან, თუკი ისინი ყალიბდებიან
კულტურის სისტემაში, მაგრამ მაინც განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ.

10
საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდებს ერთმანეთისგან განსხვავებული
საჭიროებები, ხედვები გააჩნიათ და ამ გადმოსახედიდან, თითოეული ადამიანი
მართლაც რომ ინდივიდია, მაგრამ ეს იმთავითვე არ ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს
გააზრებული საკუთარი ინდივიდუალურობა. ეს უკანასკნელი დგება მხოლოდ მაშინ,
როდესაც ადამიანი იწყებს თვითგარმოკვევის პროცესს და იაზრებს საკუთარი
პიროვნული ზრდა-განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. ლოგიკური რომ
ჩნდება კითხვა, თუ რა გარემოში და ვისი დახმარებით თუ მის გარეშე პოულობს
ადამიანი საკუთარ ,,მეს“. ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ
ადამიანების სოციალიზაციაში, ეს იქნება ოჯახები, სკოლები, კლუბები, რომლებიც
ბოლომდე ვერ ეხმარებიან თითოეულ მათგანს, აღმოაჩინონ საკუთარი თავი,
იმდენად ღრმად არიან ჩაფლულები საკუთარ ბიუროკრატიულ სისტემებში.

არ არსებობს ერთი, უნიკალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც ადამიანი


გააცნობიერებს საკუთარ თავს და შედგება ინდივიდად, მაგრამ არსებობს ის საერთო
მინიმალური წესი, რომელიც ახასიათებს თითოეულ ინდივიდს, ეს არის ისეთ
აზრებთან წვდომის უნარი, რომელიც შორს დგას საყოველთაოდ მიღებული
აზრისგან, რაც საბოლოოდ აიძულებს ინდივიდს მოიქცეს უმრავლესობის
საწინააღმდეგოდ. ამასთან დაკავშირებით გასული საუკუნის ქართველმა
ფილოსოფმა, მერაბ მამარდაშვილმა გონებამახილურად აღნიშნა, რომ ადამიანებმა
ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს ის აზრი, რომ ისინი წარმოადგენენ ინდივიდებს,
ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე კი მიუღწეველია კერძო პირთა ავტონომიურობა, რაც
საკუთრივ ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს
თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ფუნდამენტს. შესაბამისად, ინდივიდად
შედგომა, არა მხოლოდ ადამიანის პიროვნული ზრდის შესაძლელობას იძლევა,
არამედ ,,დომინოს ეფექტივით“3 ხელს უწყობს ლიბერალიზმისა და დემოკრატიის

3
დომინოს ეფექტი - ერთიმეორის მიყოლებით წაქცეული დომინოს ქვებისა და სახელმწიფოების
მეტაფორული ანალოგია, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში XX ს-ის 50-იან და 60-იან წლებში
გახდა პოპულარული (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი, 2004, გვ.67)

11
განვითარებას, რაც საბოლოოდ მეტად ტოლერანტულ, პროგრესულ და ჰარმონიულ,
გარემოს ქმნის სახელმწიფოებსა თუ ადამიანთა შორის ურთიერთობებში.

ასეა თუ ისე, რომ არ არსებობდეს კულტურა, სოციალიზაცის პროცესი და


ზოგადად საზოგადოება, რომლის განუყოფელი ნაწილია ინდივიდი, ამ
უკანასკნელის არსებობა არც იქნებოდა საჭირო, ვინაიდან ისევ მერაბ მამარდაშვილის
თქმით ,,იმისთვის, რომ არსებობდეს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას
გვაიძულებს.“ სავსებით ადეკვატური იქნება, რომ სიბნელედ შეიძლება ჩაითვალოს
საზოგადოების ის მანკიერებები და სტერეოტიპული, დრომოჭმული შეხედულებები,
რომლებიც გამომდინარეობს მათი კოლექტიური მენტალიტეტიდან და ეხება
პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სხვა საკითხებს, ხოლო აზროვნებას,
როგორც - გამოსავალს ყოველივე აქედან, განმათლებლობის ეპოქაში
გათვიცნობიერებულმა, თავისუფალმა ინდივიდებმა მიმართეს, რამაც საბოლოოდ
კაცობრიობას მოუტანა განვითარების ახალი ეტაპი და მოიცვა ადამიანთა
ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროები. ურთიერთდამოკიდებულება ამ
ელემენტებს შორის, იმდენად მჭიდროა, რომ სოციალიზაციის პროცესის შეწყვეტა
გამოიწვევდა კულტურის დასასრულს, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე საკუთრივ
ინდივიდი ვერ ჩამოყალიბდებოდა და საბოლოო შედეგად დადგებოდა ისეთი
ცოცხალი, უკონტროლო არსებების ერთობლიობა, რომლებიც არავითარ ინტერესს არ
ავლენენ, როგორც საკუთარი იდენტობის, ასევე დანარჩენი თავისნაირი ცოცხალი
არსებების მიმართ, ხოლო მათ შორის არსებული ურთიერთობები იქნებოდა
მოუწესრიგებელი, პრიმიტიული და საბოლოოდ ისინი დაბრუნდებოდნენ
პრეისტორიულ პერიოდში.

კულტურასა და ადამიანის მიმართებაზე საუბრისას, არ უნდა გამორჩეს ის


მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ორივეს გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობები, სადაც
კულტურას არ შეუძლია ადამიანის ნებისმიერი ქცევა მართოს, ისევე როგორც ამ

12
უკანასკნელისთვის შეუძლებელია გადააჭარბოს საკუთარ შესაძლებლობებს და
შეასრულოს ისეთი რამ, რაც საზოგადოებისთვის მოსაწონი და მისაღებია.

1.3 პოლიტიკური ცხოველი

საუკუნეთა მანძილზე ადამიანის დეფინიცია იცვლებოდა და ყოველი ახალი


ეპოქა თუ მოაზროვნე მას თავისებურად განსაზღვრავდა, რომლებიც თითქოსდა
აწესებდნენ ადამიანის ახალ განზომილებას, სხვა ზნეობრივი მოდელითა და
განსხვავებული დამოკიდებულებით საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან
მიმართებით. იმანუელ კანტისთვის ადამიანი იყო რაციონალური, ხოლო თომას
ჰობსისთვის პოლიტიკური არსება, ჟან-ჟაკ რუსო მასში ხედავდა თავისუფლების
მფლობელ არსებას, მათზე გაცილებით ადრე კი არისტოტელემ უწოდა პოლიტიკური
ცხოველი და თვლიდა,
რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც გააჩნია სიკეთისა და
ბოროტების, სამართლიანობისა და უსამართლობისა და სხვა ისეთი შეგრძნებები, რაც
მთლიანობაში წარმოადგენს ოჯახისა და სახელმწიფოს საფუძველს და ამ
უკანასკნელის გარეშე ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა, სადაც მან
უნდა იცხოვროს პოლიტიკურ ან სამოქალაქო საზოგადოებაში, მაშასადამე ის
ბუნებრივად არის და უნდა იყოს როგორც სოციალური, ისევე პოლიტიკური არსება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და როგორც უკვე აღნიშნულია პირველ თავშიც,


თითოეულ ადამიანს გააჩნია განსხვავებული მოთხოვნილებები და სურვილები,
ხოლო არისტოტელეს ხედვებში ხაზგასასმელია ის აზრი, რომ ადამიანების
სურვილების კატეგორიაში ამატებს პუნქტს მისწრაფებას სახელმწიფოებრივი
ურთიერთობებისკენ, რომელიც თითქოსდა ძალიან მყარადაა მოთავსებული
ადამიანის გონებაში და მასზე უარის მთქმელი კი შედარებულია განმარტოვებულ
პაიკთან საჭადრაკო დაფაზე. სხვა სიტყვებით, ადამიანის ყოველდღიურ
საქმიანობაში არისტოტელეს შემოჰყავს ისეთი მოვლენა, როგორიცაა პოლიტიკა, რაც
პირველ

13
რიგში, ნიშნავს მისთვის სამართლიანობას, სიკეთესა და ზოგადად სამართლიან
საზოგადოებას, სადაც ადამიანი და პოლიტიკა იმდენად შესისხლხორცებულია
ერთმანეთთან, რომ თითქოს პოლიტიკური ცხოველი ჟღერდეს ადამიანის ახალ
სახეობად.

არისტოტელესთან განსხვავებით, თომას ჰობსის დამოკიდებულება ადამიანის


მიმართ უფრო მეტად კომპლექსურია და პოლიტიკურ მდგომარეობას წინ უსწრებს
ბუნებრივი მდგომარეობა, სადაც ეს უკანასკნელი გამომდინარეობს ადამიანის
თავისუფლების შეგრძნებიდან და იმ ვნებებიდან, რომელიც მდგომარეობს
თვითგადარჩენასა და სხვების მხრიდან მუდმივი საფრთხის მოლოდინში, ასეთი
მდგომარება ხასიათდება როგორც ,,ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ“, ანუ სახეზეა
ადამიანთა შორის უსაფრთხოების, დაძაბულობის, უნდობლობის ერთობლიობით
გამოწვეული გარემო, რაც შემდეგ დასაბამს აძლევს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას,
როგორც ადამიანთა უსაფრთხოების გარანტს. ორივე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ
ადამიანში თითქოსდა გენეტიკურად დევს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ
ბუნებრივად და კანონზომიერად ვითარდება, რომ ერთი ადამიანი უნდა შეუერთდეს
მეორეს, ჩამოაყალიბონ ერთგვარი შეთანხმება, წესები და საბოლოოდ შექმნან ისეთი
ფიქცია, რომლის რწმენაც მათ მიიყვანს პოლიტიკურ წესრიგის შექმნამდე.

თომას ჰობსთან თუ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა უარყოფით ფერებშია


აღწერილი, სადაც ადამიანი თავისუფალია და ეს უკანასკნელი აღქმულია როგორც
თვითნებური და მხოლოდ საკუთარი ნებით-სურვილებით მოქმედი არსება, ჯონ
ლოკთან ადამიანი უფრო მართვადი, სამართლიანი და აღმატებულია ყოველივე
ცხოველურ ინსტიქტებსა თუ მოთხოვნილებებზე. მასთან პიროვნების გონება არის
მისთვისვე კანონი, რომელიც უკრძლავს მას სხვა ადამიანის მოკვლას, ზიანის
მიყენებასა და ზოგადად სხვის მიმართ ძალადობის განხორციელებას, განხვავებით
თომას ჰობსისა, რომელსაც სახელმწიფოს ცნება შემოჰყავს, როგორც შემაკავებელი
ფაქტორი ადამიანის თვითნებობის და განსხვავებით არისტოტელესგან, რომელიც

14
ინსტიქტების კატეგორიას მიაკუთვნებდა როგორც სახელმწიფოს შექმნას, ასევე
ურთიერთობების შექმნასაც კი საწინააღმდეგო სქესთან. თითოეული მოაზროვნე
ადამიანთან მიმართებით იყენებს ძირითადად ისეთ ტერმინებს, როგორიცაა
სამართლიანი, მორალური, მოწესრიგებული, კეთილი, რომელსაც განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს.

ადამიანის ბუნება ისტორიული ევოლუციის შედეგად რომ ჩამოყალიბდა ეს


ისეთივე აშკარაა, როგორც დროთა განმავლობაში რომ იცვლებოდა პოლიტიკური
ადამიანის განმარტება, რასაც შემდეგ მოყვებოდა უკვე არსებული პოლიტიკური
თეორიების აზრობრივი გაგრძელებები, მისი კატეგორიული უარყოფა ან/და
საერთოდ ახალი შეხედულებების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, ჟან-ჟაკ რუსო
ადამიანის ბუნებით მდგომარეობაზე საუბრისას და ადამიანთა შორის არსებული
ურთიერთობების საჭიროებაზე სვამს კითხვას, რომ საერთოდ რისთვის შეიძლება
დასჭირდეს ერთ ადამიანს მეორე ადამიანი, ვიდრე მგელს ან მაიმუნს სჭირდება
თავისი მსგავსი, ეს ისეთივე ამოუხსნელია, როგორც ის, თუ რამ უბიძგა ადამიანს
კავშირი ჰქონდეს თავისნაირთან.

ბუნებრივ მდგომარეობაზე საუბრისას, რომელზეც საუბრობდნენ წინამორბედები,


სადაც არსებობს ძალის კანონი და ერთის მეორეზე ბატონობის მექანიზმი და რასაც
შემდეგ კანონზომიერად მოსდევს სახელმწიფოს შექმნა, რუსო საერთოდ უარყოფს ამ
მექანიზმის არსებობას, ვინაიდან ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საერთოდ არც
კი ესმოდათ რას ნიშნავდა ბატონობა, დამონება. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ის
პრიმიტული მაგალითები, სადაც ერთმა ადამიანმა მეორეს შეიძლება წაართვას
ქონება ან იძალადოს მასზე, არამედ საუბარია თუ როგორ შეიძლება აიძულოს ვინმე
თავის სასარგებლოდ იმუშაოს, ანუ საუბარია ძალის გაცნობიერებასა და
არაპრიმიტულ ქცევით მოდელზე. რუსო სთავაზობს ადამიანებს შეხედულებას,
რომლის მიხედვითაც ჯერ ადამიანმა უნდა შეექმნას ისეთი მდგომარეობა, რათა

15
არსებობა გაუჭირდეს მეორე ადამიანის გარეშე, რაც ბუნებრივ მდგომარეობაში ეს
შეუძლებელი იქნებოდა.

ეს დაახლოებით ისეთივე გაუცნობიერებლობაა, რომელიც ჰგავს ადამ


ფერგიუსონის შრომებში იმ ადამიანს, რომელიც გაჰყვა საკუთარ ბელადს ისე რომ
ვერც კი გააცნობიერა, რომ ამით მან მუდმივი სუბორდნიციის მოდელი შექმნა ან/და
იმ ადამიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მიწა თავის საკუთრებაა და ამით ის გახდა
სამოქალაქო სამართლის თუ პოლიტიკური დაწესებულის შექმნელი. ერთი სიტყვით,
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული მოაზროვნეების იდეები, ერთი მხრივ,
ურთიერთსაპირისპიროა, მეორე მხრივ შეიძლება მათი მოქცევა ქრონოლოგიაში,
სადაც ისინი არათუ დაუპირისპირდებიან, არამედ ერთმანეთს აზრობრივადაც
შეავსებენ. დასაწყისად შეიძლება იყოს მიჩნეული საკუთრების ცნების გაჩენა და
შესაბამისად ადამიანის ქონებების გაჩენა, რასაც მოჰყვა ძარცვა, მითვისება და
უწესრიგობა, შუა ნაწილად ის უკონტროლო, ქაოტური მდგომარეობა, რომელიც უკვე
ცნობილია სახელწოდებით ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ 4 და ბოლოს ისევ
წესრიგის შესაქმნელად ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი ხელშეკრულება,
რომელიც დაგვირგვინდა სახელმწიფოს შექმნით.

მაშასადამე, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ადამიანზე, სავსებით


რელევანტურია, რომ მას ეწოდოს სოციალური არსებაც და ამ შემთხვევაში
აღნიშნული ტერმინი განიხილება კიდევაც პოლიტიკურის ტოლფასად, რომელსაც
სხვა ცოცხალი ჭკვიანი თუ შედარებით ნაკლებად ჭკვიანი არსებებისგან
განსხვავებით შეუძლია იცხოვროს, მონაწილეობა მიიღოს და შექმნას პოლიტიკური
საზოგადოება, შესაბამისად თუკი თითოეული მოაზროვნე თავისებურად განმარტავს
პოლიტიკურ ადამიანს, ალბათ ყველა დათანხმდებოდა იმაში, რომ პოლიტიკა არის

4
სიტყვები ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ” - ეკუთვნის თომას ჰობსს საკუთარ წიგნში ,,ლევიათანი“

16
ისეთი კონსტრუქცია, რომელთან ურთიერთობასაც ვერცერთი ადამიანი აარიდებს
თავს და რომლის კონტექსტშიც, დროთა განმავლობა შეიცვლებოდა ადამიანის ახალი
პოლიტიკური სახეობები.

ამ მხრივ კი ცვლილებები ინდივიდისა და სოციუმის პიროვნულ სტრუქტურაში


დაიწყო გვიანი შუასაკუნეებიდან, ხოლო პოლიტიკური ცვლილებების გარდამტეხი
პერიოდი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, როდესაც დღის წესრიგში
ინდუსტრიულმა ცხოვრებამ სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური
საკითხები დააყენა და როგორც კაპიტალიზმის, ისევე სოციალoზმის გამოჩენით
დაიწყო ახალი სახეობის ადამიანის, კაპიტალისტურ და სოციალისტურ
საზოგადოებაში არსებული ინდივიდის შექმნა, რომლის სულისკვეთება, ინტერესები
უკვე განსხვავდებოდა მისი წინამორბედი ეპოქის ადამიანებისგან.

1.4 იდეოლოგიზირებული სუბიექტი

ბოლო საუკუნეებია რაც საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ ადამიანი


გონიერი, რაციონალური არსებაა, რომლის თითოეულ გადაწყვეტილებას
განსაზღვრავს პირადი ინტერესები, მაგალითისთვის და როგორც უკვე აღნიშნულია,
ჰობსი და სხვა მოაზროვნეები ადამიანის მიერ ძალაუფლებისკენ სწრაფვას
მიიჩნევდნენ ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რომელიც განპირობებებულია
მთელ ლოგიკურ მიზეზებთა შორის იმ მთავარი მიზეზით, რომლის მიხედვითაც
საზოგადოებრივი სიკეთეები არაა ყველასთვის თანაბრად გადანაწილებული და ამის
გამო ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა, მაგრამ მას შემდეგ გავიდა
მრავალი საუკუნე და გაიზარდა ადამიანის ეკონომიკური დამოუკიდებლობა,
მნიშვნელოვანი გახდა კერძო საკუთრების საკითხი, კაპიტალის დაგროვება,
კონკურენციის მნიშვნელობა, რამაც საბოლოოდ ჰობსის შეხედულებებს აქტუალობა
დაუკარგა.

პირველ რიგში, კაპიტალისტურ საზოგადოებაში თითოეულმა ინდივიდმა


მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიწყო მუშაობა, რაც მაგალითად პირველყოფილი

17
საზოგადოებისთვის არ იყო დამახასიათებელი და ეკონომიკური ურთიერთობების
წარმოებაც იმ მიზეზით დაიწყო ადამიანმა, რომ პირადი სარგებელი ენახა, ხოლო
მანამდე თუ ეკონომიკურ სისტემას მეთაური აკონტროლებდა, ახლა ეკონომიკას
ბაზარი არეგულირებს და ამრიგად ადამიანების ცნობიერებაში გაჩნდა აკვიატებული
მისწრაფება მხოლოდ შრომისკენ, რაც მანამდე ადამიანებისთვის არ იყო ბუნებრივი
და დამახასიათებელი მიდრეკილება. მას შემდეგ, რაც გაიზარდა ადამიანის, ანუ
რაციონალური არსებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის როლი,
ინდუსტრიული კაპიტალიზმის დროს აქტუალური გახდა სოციალური და
პოლიტიკური პირობების საწინააღმდეგოდ შექმნილი მსოფლმხედველობა,
რომელიც ცნობილია სოციალიზმის სახელით და შეცვალა, როგორც
სახელმწიფოების პოლიტიკური ბედი, ასევე ადამიანების ცნობიერებაში გააჩინა
ძლიერი დამოკიდებულება პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმმა ინდივიდი განათავისუფლა და მისცა


ავტონომიურობის განცდა და საკუთარი ბედის შექმნის შესაძლებლობა,
ამადროულად გამოიწვია სხვადასხვა ფენებს შორის, უფრო ზუსტად კი ღარიბებსა და
მდიდრებს შორის უფსკულის გაჩენა და ღატაკთა ფენის უკმაყოფილება. მას შემდეგ,
რაც კაპიტალისტებმა დაიწყეს მოგების გადანაწილება, სადაც თავად უკვე აღარ
მუშაობდნენ, რომლის გამოც გასაკეთებელი საქმე მთლიანად ნაწილდებოდა მუშებზე
და მათი ანაზღაურება იყო საკმაოდ მცირე, შედეგად დადგა თანამშრომლობაზე
დაფუძნებული უტოპიური თემების შექმნა, რომლის თვალსაჩინო მაგალითს
წარმოადგენდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ განვითარებული
კომპლექსური და სისტემური თეორიები, რომელთა მტკიცებით კაპიტალიზმის
დამხობა გარდაუვალი იყო, რევოლუციის გზით.

კაპიტალიზმის ეკონომიკურმა ფსიქოლოგიამ მოიტანა მთელი რიგი ცვლილებები


და ისევ კაპიტალიზმის კონტექსტში ინდივიდი დარჩა მარტო, ის მხოლოდ და
მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე გახდა დამოკიდებული, სწორედ ამ სულიერი

18
სიმარტოვის შემავსებლის და ამასთანავე ეკონომიკური პრობლემების მომგვარებლის
როლი, გარკვეულ წრეებისთვის ითავა სოციალისტურმა იდეებმა, რომლისთვისაც
მნიშვნელობა გაზრდილ ინდივიდზე მაღლა ისევ კოლექტივი დადგა და მხოლოდ ამ
იდეას შეეძლო სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. თუმცა ამის
საფასური იქნებოდა ის, რომ ადამიანი კვლავ გახდებოდა ეკონომიკური და
პოლიტიკური ნიშნით ბორკილებდადებული არათავისუფალი არსება. მიუხედავად
საფასურისა, სოციალისტურ იდეებს გაუჩნდნენ მომხრეები და შესაბამისი
პოლიტიკური პარტიებიც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით ქადაგებდნენ
არსებული სოციალური და პოლიტიკური სურათის შეცვლას რევოლუციის გზით,
რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა ისეთ ჩამორჩენილ ქვეყნებში, როგორიც იყო
რუსეთი და საბოლოოდ რევოლუციონერ სოციალისტებს მისცა საშუალება,
მოსულიყვენ ხელისუფლების სათავეში და კვლავ შეექმნათ ადამიანის ახალი
სახეობა.

რევოლუციონერი სოციალისტების მიერ რუსეთის სათავეში მოსვლის შემდეგ


დაწყებულმა საბჭოთა ხელისუფლების შექმნის პროცესმა, გააკეთა სხვა არაფერი, თუ
არა შექმნა ადამიანის ახალი ტიპი, რაც ცხადია, რომ ადამიანის ბუნების გარდაქმნა
ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გარდაქმნის ტიპები ერთმანეთისგან
განსხვავდება, ეს შეიძლება იყოს ჰიტლერის წარმოდგენისული არიული რასის
შექმნის იდეიდან დაწყებული, დამთავრებული დაჩაგრული მუშების
პროლეტარული ძმობის შექმნამდე. გარდა იმისა, რომ მსგავსი სისტემებისთვის
დამახასიათებელია ინდივიდის გათიშვა, ლიდერის კულტის შექმნა, მტრის ხატის
იდეა და გამუდმებული თვალთვალი ადამიანის პირად ცხოვრებაზე, რომელიც
გონებამახვილურად აღნიშნა მეოცე საუკუნის ინგლისელმა მწერლმა და
ტოტალიტარული რეჟიმის ლიტერატურული მოდელის აღმწერელმა ჯორჯ
ორუელმა შემდეგი სიტყვებით ,,დიდი ძმა შენ გიყურებს“5 მაინც უმნიშვნელოვანესია

5
სიტყვები ,,დიდი ძმა შენ გიყურებს“ ეკუთვნის ჯორჯ ორუელს საკუთარ წიგნში ,,1984“, სადაც დიდ
ძმაში იგულისხმა ტოტალიტარული რეჟიმის მეთაური, ხოლო ყურება განმარტებულია როგორც მის
მიერ ხალხის მიმართ გამუდმებულ თვალთვალში, რომელიც უზრუნველყოფილია მოსასმენი

19
იმის ხაზგასმა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელი ქვეყნის მოქალაქე თუ
რომელი პროფესიის მატარებელია, ის პირველ რიგში - საბჭოთა ადამიანია.

იდეოლოგიზირებულ ადამიანს გონებაში დაღად დაასვეს იდეა, რომ სახელმწიფო


იქნება ეს თუ სახელმწიფოთა კავშირი, აუცილებლად დგას ადამიანზე მაღლა და ეს
უკანასკნელი სხვა არაფერია თუ არა უპირობო მსახური სახელმწიფოსი, შესაბამისად
ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა ადამიანის ცხოვრების ყოველდიურ წესს,
ღირებულებებს, მორალს და სანაცვლოდ მიიღებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ
უტოპიურ წოდებას, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მოქალაქე წარმოადგენს ყველაზე
უნიკალურ ადამიანს მთელს მსოფლიოში, თუმცა სანაცვლოდ კი ჩამორთმეული
ჰქონდა თავისუფალი აზრის გამოხატვის, პირადი საკუთრების, რელიგიური
რწმენის, ნაციონალური ღირებულებების ქონისა და გამოხატვის უფლება, ხოლო
ინდივიდისა და ინდივიდუალიზაციის გათიშვის ხარჯზე, გააძლიერეს ბრბოს
ფენომენი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგადაც განაგრძობს არსებობას,
ეს იქნება საბჭოთა ინსტიტუციებისა თუ საბჭოთა მენტალობის გადმონაშთის სახით.

ადამიანის ბუნების მრავალსაუკუნოვანმა პოლიტიკურმა გარდაქმნებმა მრავალი


რთული ეტაპი განვლო, რომელიც ბოლოს გასულ საუკუნეში დაგვირგვინდა
ჰომოსოვიეტიკუსის სახით და საბოლოოდ დააკარგვინა ადამიანს საკუთარი
იდენტობის განცდა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი უნიკალური ტიპის შექმნა
კაცობრიობის ისტორიას არც ახსოვს, მან იმდენად ღრმად და ხანგრძლივად გაიდგა
ფესვი საზოგადოების ცნობიერებაში. თუკი ადამიანის პიროვნება ყალიბდებოდა
კულტურაში და მისი სოციალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა სხვადასხვა
ასპექტებიდან, ყოველივე ეს, ექსკლუზიური უფლება შთანთქა და მიისაკუთრა
საბჭოთა კავშირმა და ადამიანების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების თითოეულ
სფეროში თავად დაიკავა მონოპოლია პიროვნების მართვა-განვითარების,
შესაბამისად ეს არ იყო მცდელობა ჭეშმარიტად კულტურული ადამიანის შექმნის.

აპარატებით.

20
ამასთანავე, ეს არ იყო არც პოლიტიკური ცხოველის შექმნის იდეის მსგავსი,
რომელზეც არისტოტელე საუბრობდა საუკუნეების წინ და ამით მან ადამიანი
უბრალოდ სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტში შემოიყვანა და
მისი მისწრაფება დაუკავშირა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, არამედ
სახელმწიფოებრივი პრინციპის შექმნის სურვილით განმსჭვალულმა საბჭოთა
ხელისუფლებამ იმდენად აირიდა არისტოტელესეული პოლიტიკის, როგორც
ადამიანური საქმიანობის უმაღლესი ფორმის განხორციელების მცდელობა, რომ
სანაცვლოდ შექმნა ყოველისმომცველი სახელმწიფო, სადაც პიროვნება აღარ
წარმოადგენს რაიმე ღირებულებას და მხოლოდ ადამიანების ცნობიერების მართვა
არის მათი მთავარი დანიშნულება და მიზანი.

ამრიგად, ადამიანის ახალი პოლიტიკური სახეობების შექმნის მცდელობების


გარდა, სახელმწიფოსა და სახელმწოებრივი იდეის შექმნისა და გააზრების საკითხი
არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდივიდთან მიმართების კონტექსში და წარმოადგენს
მომდევნო თავის მიზანს, სადაც წარმოდგენილი იქნება სახელმწიფოს შექმნის
თეორიები, მისი განვითარების ეტაპები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი
როგორც ძველებური, ასევე ახლებური გააზრების საკითხი.

თავი 2. ხელოვნური ადამიანი

2.1 სახელმწიფოს ფსიქოლოგიური რაობა

როგორც უკვე განხილულია პირველ თავში, ადამიანის ქცევას განსაზღვრავს მისი


წარსული, გარემო პირობები, მოთხოვნილებები და სხვა ისეთი ფაქტორები,
რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის, როგორც ერთადერთი ცოცხალი და
გონიერი არსებისთვის დედამიწაზე, რაც არ შეიძლება იგივე ითქვას სახელმწიფოზე,
ვინაიდან როგორც მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი ეკონომისტი ფრედერიკ ბასტია
იტყოდა, ,,სახელმწიფო ეს არის დიდი ფიქცია.“6 ამ უკანასკნელში კი არაფერია ცუდი,

6
ფ.ბასტია ,,სახელმწიფო და სხვა ესეები“, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცელობა, 2016, გვ. 53

21
ის ნაწილია ადამიანის აზროვნებისა და განვითარების. ამადროულად სახელმწიფო
ისეთივე ფიქციაა, როგორც ფული, კორპორაცია, დემოკრატია, ისინი თავისთავად არ
არსებობენ, მხოლოდ მნიშვნელობა მინიჭებული, მიღებული და განვრცობილი
წარმატებული ისტორიებია, რომელთა დაჯერების გარეშეც დღეს წარმოუდგენელია
თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირება, იმდენად ღრმად გაჯდა ადამიანის
ცნობიერებაში, რომ თითქოსდა ობიექტურ რეალობად იქცა.

მიმდინარე საუკუნის ისრაელელი ისტორიკოსი და ცნობილი მოაზროვნე იუვალ


ნოე ჰარარი, საკუთარ წიგნში ,,ჰომო დეუსი - ხვალინდელი დღის მოკლე ისტორია“,
წერს შემდეგ რამეს ფიქციების შესახებ, რომ თუკი ცხოველთა სამყაროს წევრები
არსებობენ ორმაგ რეალობაში, სადაც ერთი მხრივ, მათთვის ნაცნობია ისეთი
ობიექტური რეალობები, როგორიცაა ხე, ქვა, წყალი და ნებისმიერი სხვა რამ, რასაც
შეიძლება ცოცხალი არსება შეეხოს, დაინახოს და იგრძნოს, მეორე მხრივ ასევე
მათთვის ნაცნობია ისეთი სუბიექტური რეალობები, როგორიცაა შიში, სიხარული,
სურვილი და სხვა ემოციები, რასაც ცხოველთა სამყაროს წევრები განიცდიან, ხოლო
რაც შეეხება ადამიანს, ამ მხრივ ის ცხოვრობს სამმაგ რეალობაში, ზემოთაღნიშნული
ორის გარდა, მესამე რეალობას წარმოადგენს მისი გამოგონილი და წარმატებულად
განვრცობილი ისტორიები.

არა მხოლოდ ბოლო საუკუნეებში, არამედ ძალიან დიდი ხნის წინ, კერძოდ ძველი
წელთაღრიცხვით უკვე მეხუთე საუკუნეშიც ადამიანები ფიქრობდნენ
სახელმწიფოზე, როგორც იდეაზე, რომელიც პლატონის შრომებში მიიღო შედარებით
სრულყოფილი და სისტემატური სახე. შეიძლება ითქვას, რომ მისეული პროექტი
სახელმწიფოს იდეალური პროექტი ვერ განხროციელდა, ალბათ ამიტომაც აღმოჩნდა
ნაკლებად პოპულარული იდეა იმისთვის, რათა რეალობა გამხდარიყო. შემდგომი
პოლიტიკური მწერლობაც მაკიაველის ჩათვლით, დაკავებულები იყვნენ მათთვის
იდეალური სახელმწიფოს პროექტირებებით.

22
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პლატონისეული სახელმწიფო უტოპიურად
ჟღერს, მაგრამ თომას მორის ნაშრომი ,,უტოპია”-ში არსებული სახელმწიფოც არ
აღმოჩნდა ბოლომდე წარმოსახვითი იმ გაგებით, რომ უტოპიური სოციალიზმის
ელემენტები ისესხა მრავალი საუკუნის შემდეგ საბჭოთა კავშირმა, ესე იყო იდეა
საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული ქონებრივი თანასწორობის
გამოცხადების შესახებ, კერძო საკუთრების სრული მოსპობა და რაც ყველაზე
ხაზგასასმელია, ისესხა გადაადგილების მკაცრი, შეზღუდვა - უტოპიელი დროებით
დატოვებდა საკუთარ ქვეყანას და სხვაგან წავიდოდა იმ პირობით, რომ მასთან
ერთად იქნება მოქალაქეთა ჯგუფი და ექნებოდა გამგებლის ნებადამრთველი
ბარათი.7

პლატონიც სახელმწიფოზე საუბრისას იწყებს მისი წარმოსახვით და აზრობრივად


წარმოიდგენს სახელმწიფოს წარმოშობას, რაც შეეხება ამის მიზეზად, სოკრატეს
მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ მის წარმოშობას განაპირობებს ადამიანის სურვილები,
რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია სიცოცხლისთვის აუცილებელი
მოთხოვნილებების უზრუნველყოფასთან, რომელსაც ადამიანი ინდივიდუალურად
ვერ გაუმკლავდება. გარდა სურვილებისა, პლატონი პარალელურად განიხილავს
ადამიანთა შორის არსებული უსამართლობისგან გამოწვეულ ზარალს და მის
პრევენციად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რაც საბოლოოდ უნდა მიეცეს
ხელშეკრულების ან/დაც კანონმდებლობის სახე, საუბარია კონვეციონალურ
საწყისზე.

მაშასადამე, პლატონისთვის სახელმწიფოს დანიშნულება მდგომარეობს


ადამიანთა შორის საერთო წესების შექმნაში, რომელმაც უნდა აარიდოს მათ შორის
გარკვეული ზარალის მიყენება, რაც იდეაში თითქმის იგივენაირად ჟღერს თომას
ჰობსთან, სადაც მას შემდეგ, როდესაც ადამიანები გადავლენ პოლიტიკურ
მდგომარეობაში ცხოვრობენ კონვენციით გათვალისწინებული წესებით და რაც
ყველაზე მთავარია, თითოეულმა უნდა გაიაზროს და შეასრულოს ეს, რათა
7
თ.მორი - ,,უტოპია“, გამომცემლობა ,,თბილისი“, 1983, გვ.55

23
სახელმწიფომ ფუნქციონალურად იმუშაოს. მაგრამ გამონაკლისს, რომელსაც
ვხვდებით თომას ჰობსთან არის შემდეგი, რომ თავისთავად ხელშეკრულება არაა
საკმარისი უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის და მის შესასრულებად საჭიროა
მახვილის, ანუ იძულების მექანიზმის გამოყენება და ამრიგად მას შემოჰყავს საჯარო
ხელისუფლების ცნება, რომელიც სასჯელის შიშის ქვეშ მოაქცევს ადამიანებს, რათა
შეასრულონ არსებული სამართლებრივი წესები, ხოლო სანაცვლოდ, რაც უნდა
დათმონ ადამიანებმა, არის საკუთარი ნება და დაუქვემდებარონ ერთს, რაშიც
იგულისხმება სუვერენი. რაც შეეხება მის მოსწავლეს, არისტოტელესთვის
სახელმწიფო უმთავრესად ასოცირდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან,
რომლებიც ქმნიან ოჯახებს, შემდეგ ეს ოჯახები ქმნიან სოფლებს და სოფლების
გაერთიანება წარმოადგენს უკვე სახელმწიფოს. შესაბამისად მისთვის, სახელმწიფო
ეს არის არა აზრისმიერი კონსტრუქცია როგორც პლატონისთვის, არამედ
ბუნებრივად არსებული მოვლენა.

უკვე ოდნავ გვიან, რომაელი პოლიტიკოსი ციცერონიც დაინტერესდა


სახელმწიფოს შექმნის მიზეზებით, ისიც ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეების
მსგავსად ადამიანთა შორის საერთო ინტერესების ქონას მიიჩნევს სახელმწიფოს
ბაზისად, თუმცაღა, მხოლოდ ეს არ წარმოადგენს საკმარისს მიზეზს შესაქმნელად,
არამედ ამას ემატება კონკრეტული სამართლებრივი წესები, რომელმაც უნდა
შეასრულოს მთავარი დანიშნულება და ის თუ, საიდან მომდინარეობს ეს წესები,
წყაროდ მიიჩნევს არა ბუნებით სამართალს, რომელიც თითქოსდა თითოეული
ხალხებისთვის საერთოა, არამედ ურთიერთშეთანხმებას, და მას ადამიანები
აყალიბებენ.

სახელმწიფოს შექმნის საწყისებთან დაკავშირებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია


ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებებიც, ისიც აღიარებს რა კონვენციის მნიშვნელობას,
როგორც ბაზისად და უშუალოდ სახელმწიფოზე საუბრისას, მოქალაქეების
გაერთიანებას მიიჩნევს პოლიტიკურ ორგანიზმად, რომლებიც პასიურ

24
მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ ეწოდებათ სახელწმიფო, ხოლო აქტიურ
მდგომარეობაში მყოფს კი უწოდებს სუვერენს და ამრიგად განასხვავებს ყველას
ნებას, საერთო ნებისგან. პირველს მიიჩნევს კერძო ინტერესების გამომხატველად და
ამის მაგალითს შეიძლება წარმოადგენდეს ის ,,სახელმწიფოებრივი ინტერესები“,
რომელიც რეალურად მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო ინტერესია და არა საერთო,
ხოლო რაც შეეხება მეორეს, საერთო ნება მიაჩნია საერთო ინტერესების
გამომხატველად, ისევე როგორც სუვერენი მიაჩნია კოლექტიურად არსებად.
საზოგადოებრივი კავშირიც სწორედ რომ ასე იქმნება, როდესაც სხვადასხვა კერძო
ინტერესები თანხვედრაში მოდის.

თეორიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ სახელმწიფოს შექმნას წინ


უძღოდა ადამიანების მიერ ერთგვარი წესები შექმნა, რომელსაც უფრო წინ უძღოდა
ამის საჭიროება და შესაძლებელი ჩაითვალოს, რომ ეს გამომდინარეობს ადამიანური
საჭიერობებიან ან/დაც მანკიერებებიდან. შესაბამისად სახელმწიფოს, როგორც
მოვლენის დანახვა შესაძლებელია ორგვარად და შეიძლება მიჩნეულ იყოს როგორც
ძალაუფლების გადამეტების, პრივილეგიების, კორუფციის, მექრთამეობის წყაროდ
და ,,აუცილებელ ბოროტებად“8, ისევე პროგრესის, უსაფრთხოების, სტაბილურობის,
სიმშვიდის, სიკეთისა და ბედნიერების წყაროდ. შესაბამისად, ერთი საკითხია,
როგორ გამოიყურება და გაიაზრება ესა თუ ის პოლიტიკური თეორია და მეორეა
რეალობასთან მიმართებით რამდენად გეგმაზომიერი აღმოჩნდება და
ინტერპრეტირდება ხოლმე ადამიანების მიერ. ადამ ფერგიუსონიც ფრთხილად
ეკიდება მსგავს საკითხს და თვლიდა, რომ საზოგადოება აღფრთოვანებით ეკიდება
სახელმწიფოს შექმნის თეორიტიკოსებს, მაგრამ რაც რეალურად შემდეგ ხდებოდა,
იყო მხოლოდ შემთხვევითი გარემოებების შედეგი.

აღნიშნული საკითხის მსგავსად, ერთმნიშვნელოვნად პასუხგაუცემელია ისიც,


თუ რა განაპირობებდა ამა თუ იმ პოლიტიკური მმართველის მიერ მიწების

8
სიტყვები ,,სახელმწიფო აუცილებელი ბოროტება“ ეკუთვნის მე-18 საუკუნის ამერიკელ პოლიტიკურ
მოღვაწე ტომას პეინს.

25
დაპყრობის მოტივს, დიდი ქალაქების აშენების სურვილს, პოეტების მიერ პიესების
დაწერას, მხატვრული ტილოების შექმნას ან უბრალოდ ადამიანმა გააკეთოს რაიმე
ღირებული, დასამახსოვრებელი, სამუდამო. ერნესტ ბეკერი იყო მეოცე საუკუნის
წარმოშობით ამერიკელი კულტურული ანთროპოლოგიის წარმომადგენელი,
რომლის წიგნმა ,,სიკვდილის უარყოფა“ ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში დიდი
გარდატეხა მოახდინა. უფრო ზუსტად კი, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის
მთავარი აზრის განხილვა არის შემდეგი, რომ ბეკერის აზრით სიკვდილის შიში არის
ის შფოთვა, რაც ადამიანებს აწუხებთ და საფუძვლად უდევს ყველა საქმეს. გარდა
იმისა, რომ ადამიანს გააჩნია ფიზიკური ,,მე“, რომელიც უბრალოდ არსებობს
თითოეული ცოცხალი არსების მსგავსად და ბოლოს კვდება, ხოლო ამ შიშის
კომპენსაციისთვის არსებობს კონცეპტუალური ,,მე“, რაც გულისხმობს შექმნას ისეთ
რამ, რაც იქნება მარადიული.

სწორედ ამიტომ, გარდა პიესებისა, მხატვრობისა თუ კულტურისა, მთელი


ცივილიზაციები, არსებული ქალაქებიც, მთავრობებიც, უფლებამოსილი ორგანოებიც
განეკუთვნებიან ,,უკვდავების პროექტებს“, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი,
ადამიანის სიკვდილის შემდეგაც გააგრძელოს არსებობა და დედამიწაზე დატოვოს
თავისი კვალი, ხოლო რაც შეეხება ომებსა და რევოლუციებს, ბეკერი ამას აფასებს,
როგორც ,,უკვდავების პროექტებს შეჯახების შედეგს“ და განპირობებულია
ერთმანეთის მიუღებლობით, უკომპრომისობით, სადაც ადამიანებს ყოველთვის
თხოვდნენ ,,უკვადავების პროექტის“ დაცვას, მეორისგან.

აქედან გამომდინარე, სუბიექტურად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო


წარმოადგენს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ხელოვნურ ,,უკვდავების პროექტს“,
რაც კი ოდესმე შეუქმნია ადამიანს და წარმოადგენს ადამიანური ბუნების
გამოვლინებას, ამაში მდგომარეობს სახელმწიფოს არსი და მაშასადმე დღეს უკვე
სახელმწიფო წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ინტერპრეტაციის თვალსაჩინო
შედეგს.

26
2.2 ღირებულებათა მეტამორფოზა

ვინაიდან უკვე ითქვა სახელმწიფოს შექმნის მიზეზების, არსის, დანიშნულების


და ზოგადად მისი ფსიქოლოგიური რაობის შესახებ, სავსებით რელევანტურია
განიმარტოს მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რაობაც. დღეს სახელმწიფო
წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,
კონკრეტულ ტერიტორიაზე ის არსებობს პოლიტიკური ინსტიტუტის სახით,
რომელსაც ერთადერთს გააჩნია ძალის გამოყენების ექსკლუზიური, კანონიერი
უფლება და მას მართავს ხალხის მიერ არჩეული საჯარო ხელისუფლება, თუმცა ეს
ყოველთვის ასე არ იყო და დროთა განმავლობაში იცვლებოდა სახელმწიფოს
ფორმები, 1648 წლისთვის კი მიიღო სახელმწიფოებრიობის ის თვისებები, რაც დღეს
ახასიათებთ ქვეყნებს, ესენია სუვერენიტეტის ცნება, პოლიტიკური
დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე,
სახელმწიფოს მიერ თითოეულ მის თვისებაზე ზრუნვასა და განხორციელებას
სჭირდება, როგორც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუციების არსებობა, ასევე ის
პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ფონი, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში
მუშაობდნენ თეორიტიკოსები, რომლებმაც განსაზღვრეს ისეთი პოლიტიკა,
როგორიცაა ის დღეს, ესენი ძირითადად იყვნენ თომას ჰობსი და ნიკოლო მაკიაველი.

ორივე მათგანი სახელმწიფოს ძალაუფლების ფენომენს აღიქვამდა რეალისტურად


და პრაგმატულად, რომელიც შემდეგ აისახა სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე.
ვინაიდან სახელმწიფო, როგორც ხელოვნური ადამიანი წარმოიქმნა ბუნებრივი
ადამიანების საერთო ნებითა და თანხმობით ხელშეკრულების საფუძველზე, მას
დაეკისრა უმთავრესი პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე,
ხოლო რაც შეეხება სხვა ისეთ პასუხისმგებლობას, როგორიცაა ზრუნვა მათ
კეთილდღეობაზე, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს სხვადასხვა მოწყობის
ფორმაზე და მათში არსებული თითოეული პოლიტიკური ლიდერის ნება-
სურვილზე.

27
როგორც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს მთელი რიგი ფაქტორები, ასევე
სახელმწიფოს ქცევა და ხასიათი განისაზღვრა და მოექცა ისეთ ეთიკურ ჩარჩოში,
სადაც ადამიანურმა ღირებულებებმა განიცადეს ტრანსფორმაცია და მაგალითისთვის
მორალმა მიიღო პოლიტიკური მორალის სახელწოდება, მეგობრული ურთიერთობა
იქცა სიტუაციურ მოკავშირეობად, გაქრა ისეთი ზნეობრივი პრინციპი, როგორიცაა
ალტრუიზმი და ეს უკანასკნელი საერთოდ არც არსებობს სახელმწიფოთა შორის
ურთიერთობებში, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოებრივი ინტერესი
გახდა მთავარი იდეაფიქსი და პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი,
იმისდა მიუხედავად ეს ინტერესი ერთი თუ მრავალი ადამიანის გამოხატულებაა.

თუ პოლიტიკა დაკავშირებულია ადამიანური საქმიანობის უმაღლეს ფორმასთან,


მაშინ რატომ არ აისახა პოლიტიკურ საქმიანობაში ზემოთწარმოდგენილი
ადამიანური ღირებულებები, ამასთან დაკავშირებით იდეალიზმის თვალსაჩინო
წარმომადგენელს, იმანუელ კანტს ჰქონდა შემდეგი მოსაზრება, რომ როდესაც
საკითხი დგება პოლიტიკისა და მორალის შეთავსებაზე, მათ შორის აშკარად
არსებული წინააღმდეგობა განპირობებულია არაერთი ფაქტორით, უმთავრესად კი
ამ ორი ცნების განსაზღვრებით, სხვა სიტყვებით, მორალი წარმოადგენს თეორიულ,
ხოლო პოლიტიკა უშუალოდ პრაქტიკულ სამართალმცოდნეობას, რაც ქმნის დიდ
წინააღმდეგობას თანამშრომლობაში. აღნიშნულის თვალსაჩინოებისთვის მოჰყავს 9
ერთი მხრივ, მორალური პოლიტიკოსის მაგალითი, რომელიც მორალთან
შეთავსებად სახელმწიფოებრივ ღირებულებებს აყალიბებს, ხოლო, მეორე მხრივ
პოლიტიკური მორალისტიდან, რომელიც მორალურ პრინციპებს დაუკავშირებს და
შეაგუებს სახელმწიფოს ინტერესებთან.

რაც შეეხება პოლიტიკური თეორიის დანიშნულების ხელახლა გამააზრებელისა


და დიქტატორი პოლიტიკური ლიდერების საყვარელი წიგნის ავტორს, ნიკოლო
მაკიაველს, მისთვის მორალს საერთოდ კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან და
როდესაც საუბარია მაღალ ღირებულებეზე, სადაც მორალი არ განიმარტება
9
მ.ბიჭაშვილი - ,,პოლიტიკური თეორია“, გამომცელობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006, გვ. 86

28
ყველასთვის ერთიანი ფორმით, ნიკოლო მაკიაველიმ მას მიანიჭა ახალი
განზომილება და ჩამოაყალიბა პოლიტიკური მორალის სახელწოდებით,
რომლისთვისაც ყოველგვარი მიზნის მისაღწევად გამართლებულია ნებისმიერი, ეს
იქნება ბრუტალური, ვერაგული თუ სხვა საშუალებების გამოყენება, სადაც
მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შედეგები და არაფერი სხვა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ზოგადად უარყოფდა მორალს ანდაც ეკლესიურ


სწავლებებს ზნეობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, არამედ პირიქით, მიიჩნევდა,
რომ ადამიანები ვერასდროს იქნებოდნენ ისეთები, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს
და პოლიტიკური ლიდერისთვისაც უმჯობესია იხელმძღვანელოს არა მარადიული
სამართლიანობის დამყარების მცდელობით, არამედ ისეთი მოქმედებებით,
რომელსაც ქვეყნისთვის პრაგმატული წარმატება მოაქვს, შესაბამისად მაკიაველიმ
პრაგმატული ინსტრუქცია შესთავაზა მკითხველებს სახელმწიფოს მართვისა და
პოლიტიკური ლიდერის ბუნების შესახებ, ვინაიდან მისთვის უმთავრესი
ღირებულება იყო მხოლოდ სახელმწიფო და არა ადამიანი, რომლის იდეებიც შემდეგ
მოიწონეს ისეთმა დიქტატორებმა, როგორებიც იყვნენ ნაპოლეონი, ჰიტლერი და
სტალინი.

მაშასადამე, სახელმწიფოს თვისებებზე საუბრისას აღნიშნულ მოდიფიცირებულ


ღირებულებებს თავისთავად სახელმწიფო, როგორც ხელოვნური ადამიანი ვერ
შექმნიდა, მის ჩამოყალიბებაში კვლავ ბუნებრივმა ადამიანებმა და საუკუნეების
განმავლობაში პოლიტიკური თეორიების საფუძველზე, გადამწყვეტი და
პრაქტიკული როლი შეასრულეს პოლიტიკურმა მმართველებმა. ხოლო რაც შეეხება,
ერთი სახელმწიფოს დამოკიდებულებას მეორე სახელმწიფოსთან მიმართებით,
თავდაპირველი პოლიტიკური ხედვები დაფუძნებული იყო კლასიკურ რეალიზმზე,
რომელმაც პოლიტიკური რეალობის ხიფათიანობა დაუქვემდებარა ადამიანის
ბუნების ბოროტ მხარეს და თითოეული ხედვა, გამომდინარეობდა კონკრეტული
ისტორიული მოვლენიდან თუ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან.

29
ბერძენი ისტორიკოსის, თუკიდიდეს მიერ პელოპონესის ომის აღწერით მან ხაზი
გაუსვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ხასიათს, სადაც უნდობლობა
სუფევს მათ შორის და თვითგადარჩენაზე ზრუნვა არის ერთადერთი სწორი
გამოსავალი. ამავე კონტექსტში, თანასწორობა არ ნიშნავს თანასწორუფლებიანობას,
ვინაიდან ,,ძლიერნი აკეთებენ იმას, რისი ძალაც შესწევთ და სუსტნი ურიგდებიან
იმას, რასაც უნდა შეურიგდნენ.“10 სავსებით სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ
აღნიშნული ხედვა იყო მეტნაკლებად პრიმიტიული და დაფუძნებული ძალის
პრიმატზე, მაგრამ აღნიშნული ხედვა გამომდინარეობდა მაშინ არსებული
პოლიტიკური რეალობიდან და პარალელურად მიმდინარეობდა პელოპონესის ომი.

მაშასადამე, ძალის ცნებამ და მისი გამოყენების შესაძლებლობამ გამოიწვია


სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც გარდა
ექსპანსიისა, მდგომარეობდა დროებითი კავშირების შექმნაშიც, პელოპონესოს ომის
კონტექსტში ასეთი გაერთიანება იყო ცნობილი ,,პელოპონესის კავშირის“ და ,,ათენის
კავშირით“ და რასაკვირველია ამგვარ გაერთიანებებს დროებითი ხასიათი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნე გავიდა თუკიდიდესა და მაკიაველის


შეხედულებებიდან სახელმწიფოს ხასიათისა და მათი ურთიერთობების შესახებ,
იგივე აზრს იზიარებდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა
ჰანს მორგენთაუც, რომ ადამიანის ბუნება არის მტაცებლური და ეს აისახება კიდევაც
საერთაშორისო ურთიერთობებზეც, როგორც ადამიანებს გააჩნიათ პირადი
ინტერესები რომლის მინიმუმია უსაფრთხოება და გადარჩენა, ზუსტად იგივეს
მიიჩნევს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებშიც. პოლიტიკას ადარებდა ერთგვარ
არენას, სადაც ადრე თუ გვიან ინტერესები აუცილებლად შეეჯახება ერთმანეთს და
გამოიწვევდა დაპირისპირებას, ხოლო კაცობრიობის ისტორიაც სხვა არაფერია, თუ
არა გაუთავებელი კონფლიქტების ისტორია, ალბათ სწორედ ამიტომაც არ შეცვლილა

10
Thucydides “History of the Peloponnesian war”, Chapter xvii, Sixteenth Year of the War - The Melian
Conference - Fate of Melos https://www.mtholyoke.edu/acad/intrel/melian.htm

30
საუკუნეების შემდეგ რეალიზმის რეაქციის ტიპი პოლიტიკურ რეალობაზე, რადგანაც
ეს უკანასკნელი თავისი ბუნებით უცვლელია.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა მოკავშირეობის დინამიკა და ხასიათიც,


თუმცაღა ალტრუისტული დამოკიდებულება არ დაუნერგავს სახელმწიფოთა შორის.
მაგრამ პანევროპულმა მოძრაობებმა, დემოკრატიისა თუ ლიბერალიზმის იდეებმა,
ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდამოკიდებულის
გაზრდამ, დაპირისპირებული ქვეყნების შერიგების საკითხმა, შუამავლების გაზრდამ
ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნითა და
მათი ჩართულობის გაზრდით, უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა მოკავშირეობის
ცნებას და სასაუბრო ტერმინოლოგიაშიც ჩნდება ტერმინი ,,მეგობარი სახელწმიფო“,
მაგრამ მაინც, ისეთი ტემპით არცერთ სხვა ფაქტორს არ გაუზრდია მოკავშირეობის
მნიშვნელობა, როგორც საერთო იდეოლოგიური მტრის აღზევებას და მის
წინააღმდეგ გაერთიანებას, რომელიც პერიოდულად ხდებოდა ხოლმე საუკუნეების
განმავლობაში. მაგრამ მაინც, დღესაც თითოეული სახელმწიფო ხელმძღვანელობს
პრინციპით, რომლის მიხედვითაც მათი ეროვნული ინტერესებია მუდმივი და
როგორც მოკავშირე, ასევე მტერი ცვალებადი პოლიტიკის სამყაროში.

2.3 ძალაუფლების გააზრება

პოლიტიკის სამყაროში მმართველობის ფორმები და სახელმწიფოს მოწყობის


საკითხი იდგა იმაზე, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ხელოვნური ადამიანი და
შესაბამისად, თითოეული ფორმაც გამოხატავდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის
ინტერესებს. მაგალითისთვის ოლიგარქიაში ადამიანთა მცირე, ელიტური ნაწილი
იყენებდა ძალაუფლებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ტირანიის დროს
მხოლოდ ერთი ადამიანს, არისტოკრატიაში საუკეთესო გვარიშვილებს ეჭირათ
ძალაუფლება, ხოლო დემოკრატიამ შემოიტანა აზრი, რომლის მიხედვითაც
თითოეული ადამიანი იღებს მონაწილეობას სახელმწიფოს მართვის საქმეში მათი
ყოველგვარი სოციალური თუ პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად. ასეა თუ ისე,

31
როდესაც ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის და მათი ბუნების წინაშე დგება
ძალაუფლების ხელში ჩაგდების საკითხი, ეს იმთავითვე არ იძლევა მისი სწორად
გამოყენების გარანტიას, ხოლო ის, თუ რას ნიშნავს სწორად გამოყენებული
ძალაუფლება, ამ საკითხში სახელმწიფოს შექმნის თეორიების უმრავლესობა
ერთხმადად თანხმდება - ადამიანთა კოლექტიური თანხმობის შედეგად,
სახელმწიფო იღებს ძალაუფლების პასუხისმგებლობას და ზრუნავს
ადამიანებისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ამრიგად, ძალაუფლების მიღებისა და გამოყენებისას, ადამიანის ბუნების


მანკიერი თუ არამანკიერი ნაწილი გამოვლინდება, ეს დამოკიდებულია ონორე დე
ბალზაკის თქმით11 ადამიანის დიდბუნებოვანობაზე, რომლის თქმითაც ძალაუფლება
ჰგავს პატარა ბავშვის ხელში უბრალო სათამაშოს, რიშელიეს ხელში ნაჯახს, ხოლო
ნაპოლეონისთვის ძალაუფლება დედამიწის ასაწევი ოწინარია, საბოლოოდ კი მისი
მიღება უცვლელად ტოვებს მხოლოდ დიდი სულისა და ზნეობის მქონე ადამიანებს.

აღსანიშნავია ისიც, თუ ადამიანების ბუნება ეგოისტურია და მტაცებლური მაშინ


ამდენი საუკუნის შემდეგ და ხოლოდ მეოცე საუკუნეში რატომ დადგა ადამიანური
ბუნების ყველაზე მანკიერი ნაწილის გამოვლინების და პოლიტიკური რეჟიმის სახით
მიცემული ტოტალიტარიზმის არსებობის საკითხი, პასუხი კი მდგომარეობს
შემდეგში, რომ იმისთვის, რათა სახელმწიფოში ტოტალიტარულმა რეჟიმმა
მოიკიდოს ფეხი, გარდა იმისა, რომ საჭიროა არსებობდეს შესაბამისი სოციალური თუ
პოლიტიკური გარემო, უმთავრესად მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრებაში
არსებობდეს და გარკვეული მნიშვნელობაც ჰქონდეს საზოგადოებრივ ინსტიტუტებს,
რომელთა სრული კონტროლითაც რეჟიმი შეეცდება გარდაქმნას სოციუმისა და
ზოგადად ადამიანის ბუნება, ამ მხრივ კი მეოცე საუკუნე გამოდგა ყველაზე
ნაყოფიერი ერთზე მეტი ტოტალიტარული რეჟიმის არსებობისა და
განხორციელებისთვის.

11
ონორე დე ბალზაკი ,,შაგრენის ტყავი“, მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, 19973, გვ. 234

32
მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარულმა რეჟიმებმა მთლიანად შეცვალეს
მეოცე საუკუნის დინამიკა, კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული და
პასუხისმგებლები არიან მილიონობით ადამიანის სიკვდილსა თუ წამებაზე, მათ
მცდელობას, შეექმნათ ერთგვარი ახალი პოლიტიკური წესრიგი, მოჰყვა რამდენიმე
სახელმწიფოთა გაერთიანება თუ კავშირები. მაგალითისთვის, ერთი მხრივ,
იტალიაში წარმოიშვა ფაშიზმი, რომელიც შემდეგ წარმატებით გავრცელდა
გერმანიაში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც, ხოლო შემდეგ აღნიშნულმა ქვეყნებმა
ერთმანეთთან გაერთიანებითა და მხარდაჭერით სხვა ქვეყნებზე მიიტანიეს იერიში,
მეორე მხრივ, კომუნიზმი წარმატებით გავრცელდა რუსეთში, რომლის შემდეგადაც
შეიქმნა საბჭოთა რეპუბლიკების გაერთიანება და ამ შემთხვევაშიც იგივენაირად
ებრძოდნენ იდეოლოგიური თუ სხვა ნიშნით დანარჩენ ქვეყნებს. როგორც
მაოისტური ჩინეთი, ისევე ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირიც, თითოეულ
მათგანმა ტოტალიტარული იდეის გარშემო შეძლო რამდენიმე ქვეყნის გაერთიანება.
სამივე მათგანი შედგა, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო, საერთო
მსგავსებებით და თითოეული მათგანის პრეტენზიით, შეექმნათ მაღალი სახის
ადამიანური ყოფიერება და მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის, ერთობის და
მათი გაგებით იდეალური საზოგადოების შექმნა ჰქონდათ განზრახული, რომელიც
თითქოსდა საერთოდ არ ჟღერს საშიშროებად, სანაცვლოდ შედეგად დადგა
ადამიანთა მასობრივი მხვერპლი, რომელიც სცდება ყოველგვარ მორალურ თუ
პოლიტიკურ საზღვარს.

ნებისმიერი დემოკრატიული თუ არადემოკრატიული პოლიტიკური მართვის


სისტემის განხორციელების შედეგადად, ერთი სახელმწიფო მეორე ან უფრო მეტ
სახელმწიფოსთან ქმნის კოლაბორაციას, ერთგვარ მოქნილ კავშირს, ეს უკანასკნელი
კი დამახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ჯგუფისთვის, ვინაიდან
მხოლოდ მათ შეუძლიათ იდეების გავრცელებით მართონ ადამიანთა უზარმაზარი
რაოდენობა. შესაბამისად, სახელმწიფო არ წარმოადგენს თავისთავად თვითმყოფ,
დამოუკიდებლად განვითარებულ ორგანიზმს, ის მხოლოდ ადამიანის ნება-

33
სურვილიდან გამომდინარე აშკარა შედეგია. ამავდროულად მხოლოდ ბუნებრივი და
ხელოვნური ადამიანის თანამშრომლობის შედეგად მოხდა ღირებულებათა
გადააზრება და მისი დამკვიდრება პოლიტიკის კონტექსტში, რომლის მეშვეობითაც
მოქმედებდნენ და მოქმედებენ სახელმწიფოები.

მაშასადამე, ბუნებრივ და ხელოვნურ ადამიანს შორის არსებული მსგავსება


საკმაოდ ბუნებრივი და თვალსაჩინოა, ხოლო არსებული მსგავსების ფსიქოლოგიური
თუ პოლიტიკური მახასიათებლების გააზრების საკითხი წარმოადგენს მომდევნო
თავის მიზანს, სადაც წარმოდგენილი იქნება თეორიები იმ სისტემურობის შესახებ,
რომელიც ადამიანთა კომუნიკაციის შედეგად ლაგდება მათი სოციალური როლების
მიხედვით, ისევე როგორც სახელმწიფოთა შორის ძალის გადანაწილების პრინციპით.
ხოლო ისტორია, რომელიც არსებობს სახელმწიფოებისა თუ ადამიანთა წარსულში,
მისი დავიწყებით შესაძლებელი იქნება თუ არა არსებული კონფლიქტების
მოგვარება.

თავი 3. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია

3.1 სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

ფილიპ ზიმბარდო 21-ე საუკუნის გავლენიანი ფსიქოლოგია ამერიკიდან,


რომელიც 1971 წელს გახდა ცნობილი ე.წ. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის 12 გამო.
აღნიშნული სოციალურ-ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა თუ
როგორ იცვლებოდა ადამიანების ქცევა კონკრეტულ გარემოში, როდესაც მათ
ენიჭებათ გარკვეული სოციალური როლები. ექსპერიმენტის ყოველი წევრი იყო
სტუდენტი, რომლებმაც ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა. ისინი განათავსეს
ციხეში ორი კვირით და დაყვეს ორ კატეგორიად - პატიმრებად და
ზედამხედველებად. ამავდროულად, არსებობდა წესები, რომლებსაც ისინი უნდა

12
ფ.ზიმბარდო ,,ფსიქოლოგია და ცხოვრება“, თბილისი, 2010, გვ.702

34
დამორჩილებოდნენ, ხოლო ამის შემდეგ თითოეულის ბუნებამ გამოავლინა
კონკრეტული ქცევის ტიპები, მაგალითისთვის ერთი მხრივ, ზედამხედველთა
კატეგორია ითხოვდა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე პატიმრებს შეესრულებინათ
მათთვის დაწესებული წესები, სადაც წინააღმდეგობის შემთხვევაში ისინი
დაკარგავდნენ საკუთარ პრივილეგიებს, მეორე მხრივ, კი მსგავს მკაცრ მოპყრობას
პატიმრების მხრიდან მოყვებოდა პროტესტი.

ყოველივე უფრო მეტად მწვავდებოდა მას შემდეგ, როდესაც ზედამხედველები


სასჯელს უწესებდნენ პატიმრებს, რათა თავი დამცირებულად ეგრძნოთ.ყოველდღე
მონაწილეთა მდგომარეობა მძიმდებოდა. პატიმრის როლში მყოფმა სტუდენტებმა
გამოავლინეს პათოლოგიური ქცევები, ზოგიერთი ეგუებოდა მსგავს მოპყრობას,
ზოგიც ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა, გარკვეულ რაოდენობას განუვითარდა
სტრესი და დეპრესია. მძიმე შედეგების გამო, ფსიქოლოგები იძულებულები გახდნენ
ორკვირიანი ექსპერიმენტი დაესრულებინათ ექვს დღეში. შედეგად,
მონაწილეებისთვის არავის უსწავლია როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ისინი არც
მანამდე ყოფილან ციხეში, აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგად თითოეულმა გაიგო
ადამიანის ბუნების შესახებ მეტი და დაისწავლა განსხვავება ძალაუფლების ქონასა
და არ ქონას შორს.

ექსპერიმენტმა ნათლად გამოაჩინა ის, რომ ფიქტიურ გარემოში, ახალმა


სოციალურმა რეალობამ შექმნა, მათ გარშემო არსებული ობიექტური, აშკარა
რეალობა, სადაც თითოეულმა გამოავლინა მისთვის უცნობი ბუნება და შესაბამისი
რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს მიენიჭა გარკვეული სტატუსი
ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და სრულიად შემთხვევით - გარემო
იყო ანარქიული, ხოლო რაც უფრო მეტი იყო შეურაცხყოფა, მით უფრო მეტი იყო
საპასუხო რეაქცია - წინააღმდეგობა. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ზუსტად იგივე
აზრს იმეორებდა მეოცე საუკუნის ამერიკელი პოლიტოლოგი და ნეორეალიზმის
წარმომადგენელი ჯონ მირშაიმერი, როდესაც აღწერდა13 რეალიზმის მიდგომას
13
ე.აკობია ,,საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2007, გვ. 22

35
საერთაშორისო ურთიერთობებისადმი, რაც ბადებს სავსებით რელევანტურ აზრს,
რომ მისი თეორია ასევე შეიძლება განიხილებოდეს ადამიანების ქცევაზე,
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მაგალითზე,

უფრო ვრცლად კი, საერთაშორისო სისტემის დახასიათებასთან დაკავშირებით,


პირველ ნაწილში საუბარს იწყებს მისი ანარქიულობით, ეს უკანასკნელი ნიშნავს
იმას, რომ სისტემა შედგება როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური
ერთეულებისგან, ასევე არ არსებობს მათზე ზემდგომი, უმაღლესი მმართველო
ორგანო და თითოეულისისთვის სუვერენიტეტი თანდაყოლილი თვისებაა. რაც
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის სოციალურ და
ფსიქოლოგიურ კონტექსტზე, სადაც თითოეული ადამიანი იყო დამოუკიდებელი,
ავტონომიური არსება და გააჩნდათ საკუთარ თავის მართვის უნარი, ხოლო მათზე
ზემდგომი ორგანო, უბრალოდ არ არსებობდა, სწორედ ამიტომაც შეფერხდა
ექსპერიმენტის ჩატარება და ბუნებასის გამოვლენასთან ერთად ამან გამოიწვია მათ
შორის სრული დაპირისპირება და განუვითარდათ ბუნებრივი, თანდაყოლი აგრესია,
რასაც აღწერს მირშაიმერი რეალიზმის დახასიათების მეორე ნაწილში.

მესამე ნაწილიც დაახლოებით ჰგავს მეორეს, იმ გამონაკლისით, რომ


ხაზგასმულია ის გაურკვევლობა, რომლის აცილებასაც სახელმწიფოები ვერ
შეძლებენ, რაშიც რასაკვირველია იგულისხმება აგრესიული განზრახვების თავიდან
არიდების შეუძლებლობა, რასაც მიზეზშედეგობრივად მოჰყვება მირშაიმერის
მეოთხე ნაწილის, ანუ თვითგადარჩენის მოტივი და სახელმწიფოების
სუვერენიტეტის შენარჩუნება. ხოლო სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის კონტექსზე
ზუსტად იგივეს გამეორება შეიძლება - პერმანენტულ რეჟიმში უკვე,
განხორციელებული და განუხორციელებელი აგრესიისა და მუქარის თავიდან
არიდება იყო შეუძლებელი, რასაც მოყვებოდა დაცვის მექანიზმის გააქტიურება, ამ
შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა, რაშიც ირიბად იგულისხმება საკუთარი

36
იდენტობის შენარჩუნების ძლიერი სურვილი.რაც შეეხება მეხუთე ნაწილს,
აქცენტირებულია სახელმწიფოების რაციონალურობა, რაც სავსებით თანხვედრაშია
ადამიანთან და ეს უკანასკნელიც რაციონალური არსებაა.

ჯონ მირშაიმერი აღნიშნული თეორიის საფუძველზე გამოყოფს სახელმწიფოთა


ქცევის სამ ძირითად ფორმას; პირველი ეს არის სახელმწიფოების მხრიდან მუდმივი
საშიშროების მოლოდინში ყოფნა, რაც გამოვლინდა ადამიანთა შორის ექსპერიმენტის
მაგალითზე, მეორე წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ საკუთარ თავზე
დამოკიდებულება და ამავდროულად ალიანსები განიხილება დროებით მოვლენად,
რადგანაც სხვა სახელმწიფოები წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს. ისევე როგორც
უკვე აღნიშნული ფიქციური ციხის მაგალითმა აჩვენა, ადამიანების დარჩენას
მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე და პატიმრების ალიანსიც ფორმალურად
უპირისპირდებოდა ზედამხედველთა ალიანსს, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების
სრული უმრავლესობა არ იყვნენ ერთიანი სულისკვეთებით და საერთო
ძალისხმევით.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, აქცენტირებულია ფარდობითი ძლიერება სხვა


ქვეყანასთან მიმართებით, ანუ რაც უფრო ძალა, ამ შემთხვევაში მეტი სამხედრო
უპირატესობა აქვს სახელმწიფოს, მით უფრო შეძლებს საკუთარი უსაფრთხოება
უზრუნველყოს საშიშ გარემოში. ისევე როგორც ზედამხედველების მხრიდან
საკუთარი პრივილეგიებისა და ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში,
გარანტირებული იქნებოდა მათი უსაფრთხოება. საბოლოო ჯამში, რეალიზმის
ცენტრალური მოსაზრება არის ის, რომ ანარქია იწვევს კონკურენციას და
კონფლიქტს, რაც ართულებს სახელმწიფოთა თანამშრომლობას, ისევე როგორც
ექსპერიმენტის მაგალითზე შეუძლებელი გახდა რაიმე სახის თანამშრომლობის
მიღწევა და ის თუ რა უშლის ხელს თანშრომლობას, ესაა ფარდობითი მოგება და
ღალატის საშიშროება.

37
რასაკვირველია, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ხედვა მრავალია და
ყოველთვის არსებობდა დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ხედვა
უფრო ზუსტად აღწერს და განსაზღვრავს სახელმწიფოთა ქცევის მოტივს, მაგრამ
კაცობრიობის ისტორიაში დასრულებული, გაყინული თუ მიმდინარე
კონფლიქტების სიმრავლე და კომპლექსურობა სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა
სახელმწიფოების მხრიდან მუდმივად თვითგადარჩენაზე ზრუნვას და აბსოლუტური
მოგების14 ინტერესს. საინტერესოა ისიც, რომ მირშაიმისეური
წინარსარმეტყველებები გამართლდა ევროპაში გაზრდილ ძალადობებთან
დაკავშირებით, რომელიც ეფუძნებოდა ევროპაში სუპერ სახელმწიფოების
არარსებობის გამო, რის გამოც სისტემა ხდება მეტად არასტაბილური და
მიდრეკილები არიან დესტრუქციისკენ.

აქედან გამომდინარე შეიძლება გამოითქვას ის მოსაზრებასც, რომ სტენფორდის


ციხის ექსპერიმენტში, თუკი იარსებებდა მათზე ზემდგომი ხელისუფლება, ანდაც
ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მსგავსი ადამიანი, შესაძლებელი იქნებოდა
თავიდან არიდებული ყოფილიყო ის ექსცესები, რომლებიც მოხდა. ისევე როგორც,
უნიპოლარული ან ბიპოლარული სისტემა იძლეოდა უფრო მეტი უსაფრთხოების
გარანტიას სახელმწიფოთა სისტემისთვის, ვიდრე მულტიპოლარული.

3.2 ისტორია, როგორც პრობლემა

ისტორია გაცილებით მეტია, ვიდრე კაცობრიობის, ეპოქების, სახელმწიფოებისა


თუ უბრალოდ ადამიანების შესახებ ინფორმაციის ზუსტად აღწერა და შემდეგ
გადაცემა თაობებში. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ წარსულზე ცოდნით, არამედ ის
აწმყოს მოკვლევაცაა. ისტორიაზე საუბრისას მთავარი კითხვა უნდა იყოს არა
მხოლოდ ,,რა მოხდა“, არამედ ,,რატომ მოხდა“, ხოლო მომხდარი მოვლენები
აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, ვინაიდან ,,ვინც აკონტროლებს წარსულს, ის

14
აბსოლუტური მოგება (absolute gains) ნიშნავს, რომ თითოეული მხარე მხოლოდ დაინტერესებულია
მაქსიმალური მოგებით და არ ადარდებს სხვისი მონაპოვარი. (საერთაშორისო ურთიერთობების
თეორია, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006, გვ.23)

38
აკონტროლებს მომავალს, ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს
წარსულსაც“15 და შესაბამისად მოვლენათა განვითარების ცოდნაზე პახუსიმგებლობა
და პრეროგატივა მას უნდა დაეკისროს. ხშირად მომხდარა ისეც, რომ ამა თუ იმ
საკითხის შესახებ ცოდნები განადგურებულა, გაყალბებულა, ინტერპრეტირებულა,
რომლის დროსაც ისტორია ჩერდება და ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, მის
დანიშნულებას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგანაც მას არ შეუძლია ზუსტად
გადასცეს მომხდარი. ამავდროულად, ისტორია შეიძლება გახდეს შემაფერხებელი
ფაქტორი და და მანიპულაციის საგანი, როგორც ადამიანების, ისე სახელმწიფოთა
შორის ურთიერთობებში და გაართულოს სტაბილური ურთიერთობის განვითარების
შესაძლებლობა. მაგალითად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ისტორიის როლს
კონფლიქტის კონტექსტში.

პირველ რიგში, კონფლიქტი ეს არის ის უნივერსალური კატეგორია, რომელსაც


მრავალი მეცნიერება შეისწავლის და ეს იქნება მისი განმარტება თუ გადაჭრის გზები,
განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცაღა მისი შესწავლა და მოგვარება უნდა
განიხილებოდეს კომუნიკაციის პროცესის ფსიქოლოგიიდან, ვინაიდან სწორედ მის
ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს კონფლიქტი. მისი გამოწვევის მიზეზი მრავალია და
ერთმანეთისგან განსხვავებული, ხოლო რაც უფრო ახალი დაწყებულია კონფლიქტი,
მით უფრო მარტივი და უმტკივნელოა მისი მოგვარება.

რასაკვირველია, რომ კომუნიკაცია წარმოადგენს მიზანდასახულ ქცევას, რომლის


დროსაც ხდება გარკვეული ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა და ინფორმაცია სხვა
არაფერია, თუ არა უკვე ინტერპრეტირებული ცნობა რაიმეს ან ვინმეს შესახებ,
შესაბამისად კონფლიქტი ჩნდება იქ, როდესაც ინტერესების, შეხედულებების თუ
მიზნების დაპირისპირება ხდება, ორ ან მეტ მხარეს შორის. არაა აუცილებელი, რომ
კონფლიქტის მიზეზი ყოველთვის იყოს ობიექტურად არსებული, არამედ ის
შეიძლება იყოს წარმოსახვითიც.ხოლო რაც შეეხება მის შედეგებს, მას შეიძლება
მოჰყვეს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი შედეგები თუმცა მაინც, კონფლიქტი,
15
ჯ.ორუელი ,,1984“, გამომცემლობა პალიტრა L, 2011, გვ.24

39
როგორც მოვლენა ასოცირდება უარყოფითთან, რომელსაც გააჩნია უარყოფითი
ელფერი და მოაქვს ადამიანებისთვის ძირითადად ურთიერთობების გაფუჭება,
ხოლო სახელმწიფოთა შორის ეს იწვევს ომებსა და დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებით, სახელმწიფოთა შორის არსებული კონფლიქტების ჭრილში


გაბატონებულია აზრი იმის შესახებ, რომ ცალსახად ერთი მხარეა გამარჯვებული,
ხოლო მეორე დამარცხებული, რაც ცხადია ყოველთვის ეს ასე არააა. უკვე მომხდარი
კონფლიქტების გაანალიზება იძლევა იმის საშუალება, რათა თავიდან არიდებული
იყოს მომავალი დაპირისპირებები, მაგრამ კონფლიქტი ხდება კომპლექსური მას
შემდეგ, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს ორზე მეტს, სხვა მხარის
ჩართულობის შედეგად იზრდება მანიპულაციის, გამწვავების და კონფლიქტის
გადაუჭრელობის შანსები. ყოველივე ამის თვალსაჩინო მაგალითს კი წარმოადგენს
1992-93 წლებში მიმდინარე აფხაზეთს ომი, სადაც ქართულ და აფხაზურ მხარეს
შორის და ამ უკანასკნელის მიღმა იდგა რუსული მხარე, რომლის დამსახურებითა და
ინსპირირებითაც გაართულა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ მომხდარი კონფლიქტის მოგვარება
გაცილებით რთულია და რაც უფრო გადის წლები, ერთი შეხედვით მით
შეუძლებელი ჩანს მისი მოგვარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
სასარგებლოდ, მაგრამ გარდა სახელმწიფოს სპეციალური პოლიტიკსა,
მოლაპარაკებებისა თუ კომპრომისების, პირველ რიგში არ შეიცვალა აზროვნების
წესი, შეუძლებელი იქნება კონფლიქტის საბოლოოდ დაძლევა, ამაში კი იგულისხმება
ისტორიის, ამ შემთხვევაში როგორც უკვე მომხდარის არ გახსენება და კომუნიკაციის
სწორი ფორმის შერჩევა.

აფხაზეთის კონფლიქტის შესწავლა და გააზრება უნდა დაიწყოს ორი ასპექტით,


პირველი, ორ მხარეს შორის ისტორიის დავიწყებით იმ გაგებით, რომ წარსულში
მომხდარის გახსენებას აქვს მხოლოდ ერთი მხარე - საფრთხეს უქმნის შერიგებისა და
ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას. ამავდროულად, აღნიშნულ კონფლიქტში

40
რუსული მხარის მუდმივი ჩართულობა არათუ მოაგვარებს, არამედ გაართულებს
შერიგების საკითხს და შესაბამისად ქართულმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს მისი
ჩართულობა და პასუხისმგებლობა აიღოს კომუნიკაციაის წარმოებაზე, მიუხედავად
დაბრკოლებებისა. მეორე, ქართულმა მხარემ სწორედ უნდა შეარჩიოს კომუნიკაციის
ისეთ ფორმა, რომელიც წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
ემოციური წონები იქნება ქართული მხარის სასარგებლოდ.

უფრო დაწვრილებით კი, გარდა პოლიტიკური და ისტორიული ასპექტების,


გასათვალისწინებელია აფხაზების ფსიქო-ემოციური ფონი, ის თუ რას წარმოადგენს
მათთვის აფხაზეთი და ის თუ ვინები არიან მათთვის ქართველები. თუკი ქართული
მხარისთვის იდეაფიქსს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და
ამით იწყებს კომუნიკაციას აფხაზ მხარესთან, ამ უკანასკნელის ცნობიერებაში უკვე
გამჯდარი და წონადია აფხაზეთის, როგორც მისი სამშობლოს და არა საქართველოს
დაცვის დიდი სურვილი, რითაც კომუნიკაციაში ქართველი უკვე შეცდომას უშვებს,
ვინაიდან ემოციური წონები და ის, რომ სამშობლო უფრო მეტია ვიდრე
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გადახრილია აფხაზისკენ. ამავდროულად,
გასათვალისწინებელია დროითი ფაქტორიც, აფხაზეთის ომიდან გასულია თითქმის
30 წელი, რომლის დროსაც შეიცვალა თაობები, რომლებთაც უწევთ განსხვავებულ
საინფორმაციო გარემოში ცხოვრება და რომლებისთვისაც აფხაზეთის გარდა
დანარჩენი საქართველოს ნაწილები წარმოადგენს უცხოს, ხოლო სიუცხოვე
ყოველთვის დაკავშირებულია რიდთან, შიშთან, გაუცხოებასთან ან აგრესიასთან.

ამრიგად, როდესაც ქართული მხარისკენ არ დგას დროითი უპირატესობა, არც


აფხაზი ერის განწყობა, რომელსაც ემატება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებისა
და რუსული მხარის განსაკუთრებული ჩართულობა შერიგების შეფერხებასთან
დაკავშირებით, ქართველების მხრიდან კომუნიკაციამ არ უნდა მიიღოს ის სახე, რა
სახეც აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებით. ამაში
იგულისხმება პირველ რიგში შემოერთების საკითხი, როგორც რუსეთის ფედერაციის

41
ინტერესს კვლავ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენების აღდგენა
პოსტსაბჭოთა სივრცეში და ამავე სივრცეში ტერიტორიალური პრეტენზიის
გაცხადება, აგრეთვე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის მსგავსად,
ძალდატანებით არ უნდა მოსთხოვოს დაუყოვნებლივ შემოუერთდეს საქართველოს
(როცა ეს ასე არც მოხდება და მით უფრო გართულდება შერიგების პროცესი)
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ოდითაგნვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი
იყო, განსხვავებით საქართველოს მიკუთვნულობისა საბჭოთა კავშირისადმი,
რომელიც იყო ძალდატანებითი და არა ნებაყოფლობითი.

დასკვნა

აღნიშნულ ნაშრომში, განხილული ძირითადი საკითხებიდან გამომდინარე


შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდისა და სახელმწიფოს შორის კავშირი, მართლაც რომ
საკმაოდ თვალსაჩინო და აშკარაა. ინდივიდი საკუთარი უნიკალური ისტორიებით
არსებობს კულტურაში, რომლის გარეშეც ვერ ჩამოყალიბდებოდა ინდივიდად, ამ
უკანასკნელისგან კი ყალიბდება კავშირები, ოჯახები, რაც ბოლოს სახელმწიფოს
სახეს იღებს და პიროვნებაც შესაბამისად თანაარსებობს პოლიტიკურ
საზოგადოებაში, მოსწონს მას ეს თუ არა. პოლიტიკური იდეოლოგიების
აქტუალობის ზრდასთან, როგორც გაიზარდა ინდივიდის როლი, მის საპირწონედ
იყო მცდელობები მისი გათიშვის, საბოლოო ჯამში კი მისი მნიშვნელობისა და
როლის ახლად გააზრების საჭიროება დააყენა ლიბერალურ-დემოკრატიულ
სახელმწიფოში. ამავდროულად, სახელმწიფოზე საუბრისას ხაზი გაესვა იმ
მივიწყებულ აზრს, რომ ის წარმოადგენს ადამიანების მიერ მოგონილ ფიქციას,
რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა რთულ, პოლიტიკურ ორგანიზმად,
ადამიანური ფასეულობებისგან გასნხვავებული ღირებულებით.

რაც შეეხება მიგნებებს, საინტერესო კავშირს წარმოადგენდა სტენფორდის ციხის


ფაქტის ფსიქოლოგიური ნარატივისა და ჯონ მირშაიმერის პოლიტიკურ თეორიას

42
შორის, სადაც გამოჩნდა, რომ ანარქიულობა და სისტემურობა ადამიანისა და
სახელმწიფოს თვისებაა. ხოლო ისტორია, რომელიც ემსახურება ეპოქის,
სახელმწიფოს თუ უბრალოდ ადამიანების ცხოვრების აღწერას, შესაძლოა გახდეს
მანიპულაციის და დაპირისპირებების საგანი ადამიანთა და სახელმწიფოთა
ურთიერთობებში მისი მოქნილი ხასიათიდან გამომდინარე, რაც არაერთხელ
მომხდარა და ახლაც ხდება. ერთი სიტყვით, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელმწიფო
ვერ იარსებებდა ადამიანის ნების გარეშე, ხოლო ადამიანი იარსებებდა თუ არა
სახელმწიფოს გარეშე, ეს თავად მკითხველის გადასაწყვეტია.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აკობია ე., “საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, “სოციალურ მეცნიერებათა


ცენტრი“, 2006წ.
2. არისტოტელე, “პოლიტიკა“, 2010 წ.
3. ბიჭაშვილი მ.,“პოლიტიკური თეორია“, “სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“,
2006წ.
4. მაგშტადტი თ., “გავიგოთ პოლიტიკა“, “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა“, 2010წ.
5. მორი თ., “უტოპია“, ,,თბილისი“, 1983 წ.
6. სმელზერი ნ., “კულტურა და საზოგადოება“, “საზოგადოება უკეთესი
საზოგადოებისთვის“, 2012 წ.
7. უზნაძე დ., “ქცევის ფსიქოლოგია წელი“, გამომცემელი ნინო ხუნდაძე, 2011 წ.
8. ფრომი ე., “თავისუფლებისგან გაქცევა“, “ინტელექტი“, 2020 წ.
9. ხუციშვილი გ., “როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები“, “კონფლიქტებისა და
მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“, 2016 წ.
10. ჰეივუდი ე.,“პოლიტიკური იდეოლოგიები“, “ლოგოს პრესი“, 2004 წ.
11. Ernest Becker, “The denial of death,” 1973

43
12. Kurt Raaflaub, Richard Talbert, “Geography and Ethnography: Perceptions of the World
in Pre-Modern Societies”, 2009
13. Yuval Noah Harrari, “Homo Deus – a brief history of tomorrow”, 2015

44

You might also like