Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 43

კაზუსი 1

1. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად


პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ
მდგომარეობას,კაზუსში კი ჩანს,რომ მხოლოდ პრეზიდენტმა გამოსცა და
არ აქვს პრემიერ-მინისტრის წარდგინება,ამიტომ ეს გარემოება არის
მცდარი.
2. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად
საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილების განხორციელებისა და
საქმიანობის წესის თანახმად მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ნ პრიმა 5-ის
თანახმად პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საომარი
მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
რომელიც პარლამენტის მხრიდან დამტკიცებას არ საჭიროებს.აღნიშნულ
კაზუსში ჩანს,რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავდაცვის ძალების
გამოყენება რისი უფლებაც მას არ აქვს.
4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-2 მუხლის 1ლი პუნქტის
თანახმად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი
შესაძლებელია შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს
და აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის
თავმჯდომარე.აღნიშნულ კაზუსში ჩანს,რომ პარლამენტის შენობაც
განადგურდა და პარლამენტის შეკრება რთული იყო,შესაბამისად
პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია დროებით შეცვალოს
პარლამენტის ადგილსამყოფელი.
5. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის
მქონე დეკრეტებს.დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.
დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი
დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ
დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრეზიდენტმა 3 დღის
შემდეგ მიმართა პარლამენტს საომარი მდგომარეობის გამოცადების
ბრძანებულების დამტკიცების მოთხოვნით რაც შეცდომაა,პრეზიდენტი
ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს
ორგანული კანონის ძალის დეკრეტს რომელიც დაუყოვნებლივ უნდა
წარედგინოს პარლამენტს,ამასთან საომარი მდგომარეობა უკვე აღარ იყო
ქვეყანაში ანუ ვადა გასული იყო შესაბამისად დეკრეტი აღარ იყო საჭირო
შესაბამისად პარლამენტის უარი მართებულია.
კაზუსი N2

საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საერთო


სასამართლოების შესახებ მე-40 მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად
მოსამართლე ხელშეუხებელია და მისი დაპატიმრება,დაკავება,ნამქანის
ან სახლის ჩხრეკა დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
თანხმობის გარეშე,თუკი დანაშაულზე წასწრება გვაქვს სახეზე მაშინ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თუკი
საბჭო თანხმობას არ გასცემს,მოსამართლე უნდა
გათავისუფლდეს.აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულზე
წასწრება,კაზუსიდან ჩანს,რომ თანხმობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანმა გასცა რისი უფლებაც მას არ გააჩნდა შესაბამისად მოსამართლე
ლუსმანაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,აქვე გვაქვს
კიდევ ერთი გარემოება,პროკურორმა ჩხრეკაზე მიმართა და ჩხრეკაზე
მიიღო თანხმობა,შემდეგ დააკავა რაც დაუშვებელია შესაბამისად
მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
კაზუსი N3

1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის და


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1ლი პუნქტის
თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება აქვს
პარლამენტის თავმჯდომარეს,პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ 1/3-ს,კომიტეტს და ფრაქციას.პარლამენტის დადგენილების
პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. კაზუსიდან
ჩანს,რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა დროებითი
საგამოძიებო კომისია რაც არასწორია,ბრძანებით არა,დადგენილებით
უნდა შექმნას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ მთავრობას,პარლამენტის
წევრს,კომიტეტს,ფრაქციას,აფხაზეთის ავტპნომიური რესპუბლიკის და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოს და არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს. კაზუსიდან ჩანს,რომ
დროებით საგამოძიებო კომისიას არ აქვს უფლება რომ საკანონმდებლო
ინიციაივით მიმართოს პარლამენტს და ამიტომ დროებითი საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარემ მიმართა,თავმჯდომარე ისედაც დროებითი
საგამოძიებო კომისიის წევრია,შესაბამისად მას არ ჰქონდა უფლება
საკანონმდებლო ინიციატივით მიემართა.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 137-ე მუხლის 1ლი
პუნქტის და 140-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო
ბიუჯეტში ცვლილება პარლამენტს შექაქვს ერთი მოსმენით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ სამი მოსმენით შეიტანეს მასში ცვლილება რაც შეცდომაა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
პარლამენტის რეგლამენტის 121-ე მუხლის თანახმას მიღებული კანონი
პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა 10 დღის ვადაში.კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ 2 კვირის ვადაში გადაეგზავნა რაც
ვადის გადაცილებაა და შეცდომაა.
5. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
პარლამენტის რეგლამენტის 122-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმას
პრეზიდენტი ხელს აწერს 2 კვირის ვადაში და ასევე შეუძლია
მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. აღნიშნული
გარემოება კაზუსში სწორია ვინაიდან პრეზიდენტმა 2 კვირის ვადაში
დაუბრუნა მოტივირებული შენშვნებით პარლამენტს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და პარლამენტის რეგლამენტის 122-ე
მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მოტივირებულ
შენიშვნებს ის 5 დღის ვადაში უგზავნის პრეზიდენტს და პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს 5
დღის ვადაში.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრეზიდენტს 5 დღის ვადაში
გადაეგზავნა ანუ ეს გარემოება მართებულია,თუმცა პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში მოაწერა ხელი რაც
შეცდომაა.

კაზუსი N4

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს


საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლეა აქვს პარტიას რომელსაც ჰყავს მისი
წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან თუ არ ჰყავს მაშინ არანაკლებ 25 000
ამომრჩევლის სია უნდა წარადგინოს. აღნიშნულ კაზუსში ჩანს,რომ პარტიის
თავმჯდომარე მოქმედი პარლამენტის წევრია შესაბამისად მასარ სჭირდება
წარადგინოს 25 000 ამომრჩევლის სიაა, მეორე გარემოებაა აქვე ეს არის რომ 24999
ამომრჩევლის სია წარადგინა რაც არ არის საკმარისი.
142-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად 1 აგვისტომდე უნდა წარადგინოს პარტიამ
ამომჩეველთა სია,აღნიშნულ კაზუსში ჩანს,რომ პარტიის თავმჯდომარემ 3 აგვისტოს
წარადგინა,ანუ ვადას გადააცილა შესაბამისას ეს გარემოებაც შეცდომაა.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯომარის გადაწყვეტილების მიზეზს არასწორია ზემოთ


აღნიშნული მსჯელობის გამო, პარტიას არ სჭირდებოდა წარედგინა ამომრჩეველთა
სიის წარდგენა ვინაიდან პარტიის თავმჯდომარე იყო უკვე პარლამენტის
წევრი,პარტიას შეეძლო უარი ეთქვა ვადის გადაცილების გამო,ვინაიდან პარტიის
თავმჯდომარემ 3 აგვისტოს წარადგინა ამომრჩეველთა სია მაშინ როდესაც 1
აგვისტომდე უნდა წარედგინა.
კაზუსი N5

1. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის და


საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია და
დაუშვებელია მისი დაკავება ან გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს
თანხმობის გარეშე,თუკი სახეზე გვაქვს დანაშაულზე წასწრება მაშინ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თუ
ის თანხმობას არ გასცემს დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
დემეტრაძეს წაასრეს დანაშაულის ჩადენაში და გენერალურმა
პროკურორმა მიმართა პრეზიდენტს უფლებამოსილების შეწყვეტის
თაობაზე რაც არასწორია,მას დაუყოვნებლივ უნდა მიემართა
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მიეღო თანხმობა დაკავებასთან
დაკავშირებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის დ
ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს
უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თუ მან ჩაიდინა
მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი.კფგდან ჩანს,რომ
დემეტრაძე წაასწრეს დანაშაულის ჩადენაში შესაბამისად მან ჩაიდინა
მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი და მას უნდა შეუწყდეს
უფლებამოსლება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული
კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი. ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ ორგანული კანონის მე-16 პუნქტის მე-3 მუხლის თანახმად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს
პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს
სასამართლოს. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
გენერალურმა პროკურორმა მიმართა პრეზიდენტს დემეტრაძის
უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე,მას უნდა შეეტყობინებინა
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის,რომ დანაშაულზე წაასწრეს და
უნდა განეხეილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე,რომელიც
შემდგომ უნდა გადაეგზავნა პრეზიდენტისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის მე-
7 პრიმა 3 მუხლის 1ლი და მე-4 პუნქტების თანახმად პრეზიდენტის
თანახელმოწერას არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე
განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლის დანიშვნას. კაზუსში აღნიშნული გარემოება,რომ
პრეზიდენტმა კონტრასიგნაციისთვის გადაუგზავნა პრემიერ-მინისტრს
არის შეცდომა,ვინაიდან პრეზიდენტს თანახელმოწერა არ სჭირდება
იმისათვის რომ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე,
შესაბამისად არც მისი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის სჭირდება მას
თანახელმოწერა.
5. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის მე-7 პრიმა 3-ის მე-6 პუნქტის თანახმად პრეზიდენტის
მიერ გადაცემული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრს გააქვს
მთავრობის სდომაზე განსახილველად და თუკი უმრავლესობა მხარს
დაუჭერს პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს.კაზუსში აღნიშნული
გარემოება,რომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სწორედ
აქედან გამომდინარე არის შეცდომა.
6. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების
განხორციელებისა და საქმიანობის წესის სესახებ მე-7 პრიმა 3 მუხლის
მე-7 პუნქტის თანახმად  თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-
მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს
მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს
პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის
შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ
აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-
მინისტრს თანახელმოწერისათვის. ამის შემდეგ მეორდება ამ მუხლის მე-
6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. ამავე მუხლის მე-8
პუნქტის თანახმად თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ
შეუძლია პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადასცეს იმავე
შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის
ვადაში. შესაბამისად თუკი პრემიერ-მინისტრი ხელმეორედაც არ
მოიწონებს სამართლებრივ აქტს პრეზიდენტი ვეღარ გადასცემს იმავე
შინაარსის სამართლებრივ აქტს თანახელმოწერისთვის.

კაზუსი N6

1. მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის


მე-9 მუხლის 1ლი პუნქტის გ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის გ
ქვეპუნქტების თანახმად პრემიერ მინისტრს უფლებამოსილება უწყდება
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრემიერ-მინისტრის მიმართ
კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
შესაბამისად მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.
2. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის 1ლი პუნქტის,მთავრობის
სტრუქტურის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად და მთავრობის
სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის სესახებ
ორგანული კანონიე მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პრემიერ-
მინისტრის გადადგომის ან ისი უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს უფლებამოსილების
შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
3. მე-9 მუხლის 1ლი პუნქტის გ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის გ
ქვეპუნქტების თანახმად კაზუსიდან ჩანს,რომ პრემიერ-მინისტრს
უფლებამოსილება შეუწყდა შესაბამისად მას არ აქვს უფლება კვლავ
უხელმძღვანელოს მას ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2
პუნქტის,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის 1ლი
პუნქტის და მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტი მთავრობის
უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის
გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2
კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო
შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული რემიერ-
მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის
შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება
სამთავრობო პროგრამა. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
პარლამენტის 52მა წევრმა წამოაყენა ახალი-პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურა რაც დაუშვებელია,ვინაიდან ამის უფლება აქვს
არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიას.
5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 162-ე მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად პარლამენტის ნდობის საკითხს კენჭი ეყრება არა
უადრეს მე-7 და არა უგვიანეს მე-14 დღისა.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ მე-14 დღეს ეყარა კენჭი,შესაბამისად ეს
გარემოება მართებულია.
6. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად პარლამენტისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საჭიროა
სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაწერა ანუ 76 -ის
მხარდაჭერა. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ 75მა
დაუჭირა მხარი რაც არ არის საკმარისი.
7. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და განხორციელების
წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმას თუკი პრეზიდენტი ხელს არ
მოაწერს და დანიშნულ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს იგი
დანიშნულად ჩაითვლება.კფგდან ჩანს,რომ პრეზიდენტი მეორე დღესვე
გადადგა თანამდებობიდან თან ისე,რომ ხელი არ მოაწერა პრემიერ-
მინისტრის დანიშვნას,თუკი პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს 2 დღის
ვადაში ხელს პრემიერ-მინისტრი იგი დანიშნულად ითვლება.
კაზუსი N7

საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საერთო


სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1ლი
პუნქტის თანახმად მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი
იურიდიული განათლება,არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება უნდა
ჰქონდეს გავლილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო
კურსი,უნდა იყოს იუსტიციის მსმენელთა სიაში შეყვანილი და
მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული.კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრეზიდენტმა იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს წარუდგინა 39 წლის ორმაგი მოქალაქეობის
მქრონე(ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეობა) ამასთან
მოსამართლეობის კანდიდატი კარგად ფლობდა ქართულ ენას,
აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება
მიღებული, თუმცა არ ჰქონდა ჩაბარებული მოსამართლის
საკვალიფიკაციო გამოცდა და ამასთან მას ჰქონდა 10 წლიანი
გამოცდილება ოღონდ ადვოკატურის შესაბამისად აღნიშნულ
მოქალაქეს, არ ჰქონდა გავლილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის
სასწავლო კურსი და არ იყო იუსტიციის მსმენელთა სიაში შეყვანილი,
შესაბამისად აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს
და ის ვერ დაინიშნება მოსამართლედ.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი თუ არის საერთო სასამართლოების
ყოფილი მოსამართლე უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის
გასვლამდე. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ აღნიშნული
მოქალაქე არ არის საერთო სასამართლოების ყოფილი
მოსამართლე,შესაბამისად იგი არ თავისუფლდება მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან და აგრეთვე იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყეტილება,რომ საპატიოდ მიიჩნია
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობა,მცდარია.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად აღნიშნული მოქალაწე არცერთ წინაპირობას არ
აკმაყოფილებს შესაბამისად ის არ თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში სწავლისაგან.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარის მიზეზს ნაწილობრივ
არის მართალი ვინაიდან პირს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა არ არის
შემზღუდველი ფაქტორი, ზემოთ აღნიშნული მსჯელობებიდან
გამომდინარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ეთქვა უარი იმაზე, რომ
არ ჰქონდა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, არც
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსი გაუვლია და არიყო
იუსტიციის მსმენელთა სიაში შეყვანილი, ამასთან მას ჰქონდა
გამოცდილება 10 წლიანი, თუმცა ეს იყო ადვოკატურის გამოცდილება და
არა მოსამართლის.
კაზუსი 8

1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1ლი პუნქტის და


პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს მთავრობას,
პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ შინაგან საქმეთა
სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივით წარადგინა კანონპროექტი
რისი უფლებაც მას არ ჰქონდა,შესაბამისად ეს გარემოება შეცდომაა.
2. პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად
კანონი დაჩქარებული წესით მიიღება თუ იგი ითვალისწინებს კანონში
ცვლილების შეტანას.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
ცვლილების განხორციელება კი არა კანონის მიღება სურთ დაჩქარებული
წესით რაც შეცდომაა.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის
ინიციატორის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ
შესაძლებელია მიღებულ იქნეს როგორც კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კფგდან ჩანს,რომ
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა რაც კანონდარღვევაა.
4. პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის 1ლი პუნქტის ა ქვეპუნქტის
და 38-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად კომიტეტი თავისი
კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული
სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების,
პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების
პროექტებს;კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული
აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და
აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი
მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ
აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების
სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ
ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.
4. პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია
შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის
ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობა, მათი შესრულების მდგომარეობა. იგი შეისწავლის და
აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში
გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც
უგზავნის შესაბამის უწყებას. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ კომიტეტმა მიიჩნია საზოგადოების პროტესტიდან
გამომდინარე აღნიშნული კანონის მიღება მიზანშეუწონელი იყო და
უარყოფითი დასკვნა დაწერა რისი უფლებაც მას არ ჰქონდა,ვინაიდან
კომიტეტი ამოწმებს შესაბამისობას კონსტიტუციასთან
დ,კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან და აანალიზებს ხარვეზებს,
შეიმუშავებს რეკომენდაციებს.აღნიშნულ შემთხვევაში კომიტეტს
რეკომენდაცია არ დაუწერია, მან დასკვნა დაწერა რისი უფლებაც არ
ჰქონდა.
5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-8
პუნქტის და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად კანონი მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს
სრული შემადგენლობის უმრავლესობა მაგრამ არანაკლებ 1/3.აღნიშნულ
კაზუსში მხარი დაუჭირა 54მა პარლამენტის წევრმა და კანონის
მისაღებად ყველაზე ცოტა 50 ხმა იყო საჭირო,შესაბამისად აღნიშნული
გარემოება მართებულია.
6. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 121-ე მუხლის პირველი
პუნქტის და კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად პარლამენტის მიერ
მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს.აღნიშნულ
კაზუსში ჩანს,რომ 7 დღის ვადაში გადაეგზავნა რაც მართებულია.
7. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
პრეზიდენტი კანონს ხელს აწერს 2 კვირის ვადაში,აღნიშნულ კაზუსში
ჩანს,რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და არც მოტივირებული
შენიშვნები დაუბრუნა.
7. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის და რეგლამენტის 122-ე
მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად თუ პრეზიდენტი არც მოტივირებულ
შენიშვნებს დაუბრუნებს და არც ხელს მოაწერს მაშინ 5 დღის ვადაში
ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტის თავმჯდომარემ
პრეზიდენტისთვის გადაცემიდან 10 დღის გასვლის შემდეგ მოაწერა
ხელი,რაც დაუშვებელია ვინაიდა პრეზიდენტს 14 დღე ანუ 2 კვირა აქვს
დრო რომ მოაწეროს ხელი,ხოლო თავმჯდომარემ 10 დღის გასვლის
შემდეგ მოაწერა რაც შეცდომაა.

კაზუსი 9
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ
თანამდებობაზე.კონკურსში მონაწილეობა მიიღო 63 წლის თ.
ლაბაურმა,რომელიც ერთდროულად არის საქრთველოსა და რუსეთის
ფედერაციის მოქალაქე,უმაღლესი იურიდიული განათლება თ.
ლაბაურმა მიიღო რუსეთში,თუმცა იგი ფლობს სახელმწიფო ენას. თ.
ლაბაურს ასევე გააჩნია რუსეთის იურიდიულ კომპანიაში მუშაობის 7
წლიანი გამოცდილება. თ. ლაბაურს ჩაბარებული აქვს მოსამართლის
საკვალიფიკაციო გამოცდა.იუსტიციის სამინისტრომ თ. ლაბაური არ
დანიშნა მოსამართლედ იმ მოტივით,რომ იურიდიული განათლება მას
აქვს მიღებული რუსეთში და მაშასადამე თ.ლაბაური არ იცნობს
საქართველოს კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას.გარდა ამისა
ვინაიდან მოსამართლე ინიშნება 3 წლის ვადით,ხოლო თ. ლაბაური 63
წლის იყო ის ვერ მოასწრებდა სამოსამართლეო ვადის ამოწურვას და
ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით მისი დანიშვნა
დაუშვებელი იყო.იუსტიციის სამინისტროს თ.ლაბაურის მოსამართლედ
დანიშვნაზე უარის მიზეზი ასევე ის გარემოება იყო,რომ
მოსამართლეობის კანდიდატი ასევე იყო რუსეთის მოქალაქე.იუსტიციის
სამინისტროს მტკიცებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის
საზიანოა,რომ საქმეს იხილავდეს მოსამართლე,რომელიც
ერთდროულად არის რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე.
შეაფასეთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება,აკმაყოფილებს თუ
არა თ. ლაბაური მოსამართლის დანიშვნისათვის კანონით დადგენილ
მოთხოვნას? შეაფასეთ სამართლებრივად ყველა ფაქტობრივი გარემოება.
1. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 35-ე მუხლის
თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს.კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ იუსტიციის სამინისტრომ
გამოაცხადა კონკურსი რაც შეცდომაა.
2. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საერთო
სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი
პუნქტების თანახმად მოსამართლე შეიძლება აირჩეს საქართველოს
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან,რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება,სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება,ფლობს
ქართულ ენას,ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო
გამოცდა,გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსი და
შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა სიაში. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ ლაბაური არის 63 წლის,ორმაგი
მოქალაქე(აქედან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე),ფლობს ქართულ
ენას,აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,ჩაბარებული აქვს
მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, მუშაობის 7 წლიანი
გამოცდილება.თუმცა აქვე არის ერთი გარემოება, ლაბაურს არ აქვს
გავლილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსი და არ არის შეყვანილი
იუსტიციის მსმენელთა სიაში,შესაბამისად ის ყველა კრიტერიუმს ვერ
აკმაყოფილებს.
3. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 35-ე მუხლის
მე-9 პუნქტის თანახმად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
გამწესდებს 3 წლის ვადით თუმცა საერთო სასამართლოების შესახებ
ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ზ ქვეპუნქტის
თანახმად მოსამართლეს უფლებამოსილება უწყდება 65 წლის
ასაკიდან.ლაბაურს უფლება აქვს იმუშაოს 65 წლის ასაკის მიღწევამდე
შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი ასაკთან
დაკავშირებით,რომ იგი ვერ შეძლებს სამოსამართელო ვადის ამოწურვას
არის მცდარი,ვინაიდან მას შეუძლია იმუშაოს 65 წლის ასაკამდე და
შემდეგ გაათავისუფლონ ან თავად დატოვოს თანამდებობა.
4. არც საქართველოს კონსტიტუციაში და არც საერთო სასამართლოების
შესახებ ორგანული კანონში არ არის ნახსენები რომ დაუშვებელია
მოსამართლე იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე.შესაბამისად იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს უარი ამ გარემოების გამო მცდარია.

კაზუსი 10
მოსამართლე გიორგაძე ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.პროკურატურამ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მიმართ შესაბამისი
ღონისძიების გამოყენებისა და მისი სახლის ჩხრეკაზე თანხმობის
გაცემის შუამდგომლობით მიმართა.იუსტიციის უმაღლესი სბჭოს
მდივანმა აღნიშნული თანხმობა გასცა.რის საფუძველზეც მოსამართლე
დააკავეს და სახლის ჩხრეკა განხორციელდა.ამის თაობაზე გორის
საქალაქო სასამართლოს ეცნობა.სადაც ხსენებული მოსამართლე
გამწესებული გახლდათ.გორის სასამართლომ ფაქტი უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარეს შეატყობინა,რომელმაც დაკვებული
მოსამართლის დაუყოვნებლივ გათავიუფლება მოითხოვა,რაზეც
პროკურატურამ უარი განაცხადა,იმ მოტივით,რომ მოსამართლის
დაკავებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა არსებობდა.
კითხვა: განსაზღვრეთ მონაწილე თითოეული პირისა თუ ორგანოს
საქმიანობის მართლზომიერება.

1. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-40 მუხლის


პირველი პუნქტის და კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად მოსამართლე ხელშეუხებელია და მისი დაკავება,დაპატიმრება
ან ჩხრეკა დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის
გარეშე.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პროკურატურამ
მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩხრეკაზე თანხმობის
შუამდგომლობით რაზედაც თანხმობა მიიღო და მოსამართლე დააკავეს
რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ ვინაიდან მას თანხმობა ჰქონდა
მხოლოდ ჩხრეკაზე და არა დაკავებაზე ამიტომ მოსამართლე
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

კაზუსი 11
საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთ საქართველოში ფაროსანას
მასიური შემოსვლით გამოწვეული ეპიდემიის გამო მთელ
ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.პრეზიდენტმა
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან მე-3 დღეს გადაუგზავნა
პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის.პრემიერ-მინისტრმა
პრეზიდენტის ბრძანებულების მიღებისთანავე მოიწვია მთავრობის
სხდომა სადაც გადაწყდა რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება
გარდაუვალია.მთავრობის მტკიცებით,მოსახლეობის ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია კონსტიტუციით
გარანტირებული ზოგიერთი ძირითადი უფლების
შეზღუდვა.მთავრობის სხდომაზე ერთხმად მიღებულ იქნა
განკარგულება ზოგიერთი ძირითადი უფლების შეზღუდვის
შესახებ.ორივე გადაწყვეტილება(საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ და ზოგიერთი ძირითადი უფლების შეზღუდვის შესახებ)
დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიჩნია,რომ პრეზიდენტმა
დაარღვია კონსტიტუცია და წინადადებით მიმართა საპარლამენტო
ფრაქციას ,,საქართველოს ოცნება’’ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
გადაყენების შესახებ.ფრაქციის 70-მა წევრმა აღძრა პროცედურა და
საქმის მასალები გადაგზავნილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად
პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
გადაყენების საკითხს,რომელსაც მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა
წევრმა.
შეაფასეთ სამართლებრივად ყველა ფაქტობრივი გარემოება.
1. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ნ პრიმა 4
ქვეპუნქტის თანახმად საომარ მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.აღნიშნულ კაზუსში პრეზიდენტმა
თავისი ინიციატივით გამოაცხადა რაც დაუშვებელია და არ აქვს ამის
უფლება.
2. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-1 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ ორგანული კანონის მე-7 პრიმა 3 მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ შედის
კონსტიტუციის 53-ის მეორე პუნქტის და მე-7პ რიმა3 მუხლის მე-4
პუნქტის იმ ჩამონათვალში ომელსაც თანახელმოწერა არ
სჭირდება.შესაბამისად აღნიშნული გარემოება,რომ პრემიერ-მინისტრს
გადაუგზავნა თანახელმოწერისთვის მართებულია.
3. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის მე-7 პრიმა 3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად
სამართლებრივი აქტი რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას პრემიერ-
მინისტრს გადაეცემა არაუგვიანეს მე-2 დღეს.აღნიშნულ კაზუსში
პრეზიდენტმა მე-3 დღეს გადაუგზავნა რაც უკვე დარღვევაა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ნ პრიმა 4 ქვეპუნქტის
თანახმად პრეზიდენტი გამოსცემს ორგანული ძალის მქონე
დეკრეტს.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრეზიდენტის
ბრძალებულებისთანავე მოიწვია მთავრობის სხდომა პრემიერმა,რაც
უკვე შეცდომაა.პრეზიდენტს უნდა გამოეცა დეკრეტი და არა
ბრძანებულება.
5. მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ვ ქვეპუნქტის თანახმად პრემიერი ხელს
აწერს დადგენილებებსა და განკარგულებებს.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ მიიღო განკარგულება,რაც მართებულია.
6. პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და
აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი
დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა),
მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით
საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ
გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა
წინადადებით საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს ოცნება’’ რისი
უფლებაც მას არ ჰქონდა,შესაბამისად ეს გარემოებაც მცდარია.
7. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 178-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად იმპიჩმენტის
აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
1/3-ს. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ფრაქციის 70-მა
წევრმა აღძრა იმპიჩმენტის პროცედურა.აღნიშნული გარემოება
მცდარია,ვინაიდან ფრაქციის ყველა წევრი პარლამენტის წევრი არ არის
შესაბამისად მათ არ ჰქონდათ ამის უფლება.
8. პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად თუ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ
დაადასტურა არც რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების
არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა
წყდება. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ საკონსტიტუციო
სასამართლომ უარყოფითი დასკვნა გააკეთა თუმცა ამის მიუხედავად
პარლამენტმა მაინც უყარა კენჭი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
გადაყენებას შესაბამისად ეს გარემოება არ არის მართებული.
9. კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და რეგლამენტის 180-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით
გადაყენებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ 2/3.
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტის 85მა წევრმა
დაუჭირდა მხარი, 150-ის 2/3 არის 100 და შესაბამისად იმისათვის რომ
პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვალოს 100ზე
მეტი პარლამენტის წევრის ხმა არის საჭირო,შესაბამისად 85 წევრის
მხარდაჭერა საკმარისი არ არის და პრეზიდენტი გადაყენებულად არ
ჩაითვლება.
კაზუსი 12
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით,2020 წლის 21 მარტს
მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია და ქვეყანაში შექმნილი
უწესრიგობიდან გამომდინარე პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო
ინიციატივა კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციების
გამკაცრების თაობაზე.კერძოდ,კარანტინის წესების დარღვევისათვის
პირს დაკისრებოდა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა როგორც მთავრობის მეთაურმა და
მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრმა დაარწმუნა პარლამენტის
უმრავლესობა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის
აუცილებლობაში და პარლამენტს მიაღებინა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ეს ცვლილებები.
პრეზიდენტმა ამ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე
აღმასრულებელი ხელისუფლების განსახორციელებლად გამოსცა
ბრძანებულება და მაშინვე გამოაქვეყნა.
ხალხმა როგორც ხელისუფლების წყარომ 25 000 ამომრჩევლის
ხელმოწერით მიმართა პარლამენტს,რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის
წესით გადაეყენებინა თანამდებობიდან.ვინაიდან მან ასეთი
ინიციატივის განხორციელებით დაარღვია კონსტიტუცია.
აღმოჩნდა,რომ ამასობაში საქართველოს პრეზიდენტს ქრთამი ქონდა
აღებული ორი მსჯავრდებულისგან შეწყალების სანაცვლოდ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პრეზიდენტის
წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და ამის თაობაზე აცნობა საქართველოს
პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების დასადგენად მიმართა საკონსტიტუციო
სასამართლოს.საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა აღნიშნული
საკითხის განხილვაზე.
შეაფასეთ სამართლებრივად ყველა ფაქტობრივი გარემოება.
1. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად
პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას იწვევს პარლამენტის
თავმჯდომარის,მთავრობის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ¼-ის მოთხოვნის საფუძველზე. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ თავისი ინიციატივით მოიწვია რაც
დაუშვებელია და შეცდომა.
2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და
რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკანონმდებლო
ინიციატივით წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს მთავრობას,
პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ქვეყანაში შექმნილი
უწესრიგობისთვის პრეზიდენტმა მიმართა საკანონმდებლო
ინიციატივით კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციის
გამკაცრების თაობაზე,პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივით
მიმართვის უფლება არ აქვს ამიტომ ეს გარემობა მცდარია.
3. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 51-ე
მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების
უმაღლედი მთავარსარდალი;ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკური
პარტიის წევრი.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
პრეზიდენტმა როგორც მთავრობის მეთაურმა და მოქმედი პოლიტიკური
პარტიის წევრმა დაარწმუნა ყველა აღნიშნული საკანონმდებლო
ინიციატივის აუცილებლობაში. შესაბამისად აღნიშნული გარემოებები
მცდარია.
4. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და
რეგლამენტის 178-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების უფლება აქვს პარლამეტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ 1/3 -ს.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების მოთხოვნით მიმართა 25 000-მა ამომრჩეველმა რაც
არასწორა,ვინაიდან მათ არ ჰქონდათ უფლება იმპიჩმენტის აღძვრის
მოთხოვნის.
5. პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში
დასკვნისათვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ 25 000-მა ამომრჩეველმა იმპიჩმენტის
აღძვრისთვის მიმართა პარლამენტს,მათ უნდა მიემართათ
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.
6. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის და
რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად თუ პარლამენტმა ამ
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება
დაუშვებელია. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ
საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო განხილვაში შესაბამისად
ხელმეორედ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა დაუშვებელია.

კაზუსი 13
2020 წლის 6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე
სხდომა,რომელზედაც ერთ-ერთ საკითხად გამარტივებული წესით უნდა
განეხილათ და მიეღოთ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’
საქართველოს კანონპროექტი,რომლის მიხედვითაც ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავდა
საქართველოს მთავრობა.კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის
წესით პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-
მინისტრმა.პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით განხილვის შემდეგ
კანონპროექტს პარლამენტის დამსწრე 90 წევრიდან მხარი დაუჭირა 47-მა
პარლამენტის წევრმა.ამის შემდეგ,კანონპროექტი 15 დღის ვადაში
გადაეგზავნა პრეზიდენტს,რომელმაც მას ხელი არ მოაწერა და
მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს.პარლამენტმა
კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშვნებს,თუმცა დამსწრე 110 წევრიდან მას
მხარი დაუჭირა 52-მა დეპუტატმა.ამიტომ პარლამენტმა კენჭი უყარა
კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას და დამსწრე 110 წევრიდან
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა.ამის შემდეგ
პარლამენტმა 5 დღის ვადაში კანონი გადაუგზავნა პრეზიდენტს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასეთ კაზუსში
აღწერილი ყველა მოქმედება.
1. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად პრეზიდენტი
რიგგარეშე სხდომას იწვევს მთავრობის,პარლამენტის თავმჯდომარის ან
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 -ის
მოთხოვნით.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრემიერ-
მინისტრის ინიციატივით მოიწვია პრეზიდენტმა რიგგარეშე
სხდომა.აღნიშნული შემთხვევა მცდარია,პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა
უფლება მოეთხოვა რიგგარეშე სხდომის ჩატარების სხდომა და არც
პრეზიდენტს ჰქონდა ამ მოთხოვნის შესრულების უფლება.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 118-ე მუხლის 1ლი
პუნქტის თანახმად კანონის გამარტივებული წესით მიღება
შესაძლებელია რომელიც შეეხება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის
ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების
ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების
გარეშე.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ კანონპროექტის
მიღება სურთ დაჩქარებული წესით რაც შეცდომაა და დაუშვებელია,ამის
უფლება არ აქვთ.
3.საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის
წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ პრემიერ-მინისტრმა კანონპროექტი წარუდგინა
საკანონმდებლო ინიციატივით პარლამეტს რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
და აღნიშნული გარემოება შეცდომაა.
4.საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-8პუნქტის თანახმად კანონი მიღებულად
ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ 1/3. სრული
შემადგენლობის 1/3 არის 50,ანუ იმისათვის,რომ კანონი მიღებულად
ჩაითვალოს არანაკლებ 50 მხარდაჭერა სჭირდება.კაზუსიდან ჩანს,რომ
47-მა დაუჭირა მხარი რაც საკმარისი არ არის და კანონი მიღებულად არ
ჩაითვლება.
5. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის და
რეგლამენტის 121-ე მუხლის თანახმად მიღებული კანონი პრეზიდენტს
10 დღის ვადაში გადაეცემა.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ 15 დღის ვადაში გადაეგზავნა.აღნიშნული გარემოება უკვე
ვადაგადაცილებულია,ანუ ეს უკვე შეცდომაა,მას უნდა გადაეგზავნა 15
დღის ნაცვლად 10 დღის ვადაში.
6. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და
რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოტივირებული
შენიშვნებს პარლამენტი 1 მოსმენით განიხილავს რასაც სჭირდება
ანალოგიურად არანაკლებ 1/3 ხმა.კაზუსიდან ჩანს,რომ 52-მა დეპუტატმა
დაუჭირა მხარი პრეზიდენტის შენიშვნებს,შესაბამისად კანონი
მიღებულად ითვლება ვინაიდან 15-ის 1/3 არის 50 ანუ მინიმუმ 50 ხმა
იყო საჭირო,ამასთან შემდეგ თავდაპირველ რედაქციას უყარეს კენჭი რაც
უკვე შეცდომაა ვინაიდან პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული კანონი
მოტივირებული შენიშვნებით ითვლება მიღებულად.

კაზუსი 14
2020 წლის 10 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა
საქართველოს პარლამენტს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.საერთაშორისო
ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე პარლამენტის
თავმჯდომარემ წამყვან კომიტეტად განსაზღვრა თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტი.საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო 75 ხმით
და 15 დღის ვადაში გადაუგზავნა პრეზიდენტს,რომელმაც ხელი მოაწერა
და გამოაქვეყნა პარლამენტის გადაწყვეტილება.
1. პარლამენტის რეგლამენტის 192-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ ორგანული კანონის მე-5 მუხლის ქ პუნქტის თანახმად
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიციებისთვის,დენონსირების ან
გაუქმების შესახებ პარლამენტს მიმართავს მთავრობა.კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ თავდაცვის მინისტრმა მიმართა
პარლამენტს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირების შესახებ,მას ამის უფლება არ გააჩნდა,ვინაიდან
მხოლოდ მთავრობას შეუძლია მიმართოს პარლამენტს საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე.
2. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 192-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად პარლამენტი
სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებად
გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა რომელიც ეხება ქვეყნის
მთლიანობას.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ 75მა
დაუჭირა მხარი რაც საკმარისი არ არის,ვინაიდან ეს არის მხოლოდ
ნახევარი და არა უმრავლესობა საჭიროა მინიმუმ 76 ხმა.
3. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 121-ე მუხლის თანახმად პარლამენტის მიერ მიღებული
კანონი პრეზიდენტს 10 დღის განმავლობაში გადაეცემა.კაზუსიდან
ჩანს,რომ 15 დღის ვადაში გადაუგზავნა რაც უკვე ვადის გადაცილებაა და
დაუშვებელია.
4. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად 2
კვირის ვადაში აწერს პრეზიდენტი ხელს.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე


მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება.ახალი მთავრობისათვის ნდობის
გამოცხადებამდე,მთავრობის უფლებამოსილებას ახორციელებდა
საქართველოს პარლამენტი.მთავრობის უფლებამოსილების
შეწყვეტიდან,პარლამენტმა მე-8 დღეს ნდობა გამოუცხადა პარლამენტის
არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის
კანდიდატებს.მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის 67-მა პარლამენტის წევრმა.
ახალი პრემიერ-მინისტრი იმავდროულად იყო პარტიის გენერალური
მდივანი,შესაბამისად,მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ
კანონპროექტებს უმრავლესობის მხრიდან მუდმივად ჰქონდა
მხარდაჭერა.თუმცა,საგადასახადო კოდექსში მომზადებულ
ცვლილებებზე,რომლითაც მთავრობას სურდა დღგ-ს პროცენტის
შემცირება,რომ ბიზნესი წაეხალისებინა,მან ვერ მიიღო პარლამენტის
უმრავლესობის მხარდაჭერა და კანონპროექტი ჩავარდა.ამით
უკმაყოფილო პრემიერ-მინისრმა პარლამენტის წინაშე დასვა მთავრობის
ნდობის საკითხი.ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 79-მა
პარლამენტის წევრმა.საქართველოს პრეზიდენტმა ჩათვალა,რომ
პოლიტიკური უთანხმოება იყო პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის
უმრავლესობას შორის და რადგან კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-
მინისტრი პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე,პრემიერ-მინისტრი
თანამდებობიდან გადააყენა.
საქართველოს პარლამენტმა ჩათვალა,რომ პრემიერ-მინისტრის
გადაყენება იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას და მეორე დღესვე
პარლამენტის 51-მა წევრმა წამოაყენა ახალი პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურა და მთავრობას თავიდან გამოუცხადა ნდობა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასეთ კაზუსში
აღწერილი ყველა მოქმედება.
1. საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 58-ე
მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მთავრობას უფლებამოსილება უწყდება
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან.კაზუსიდან ჩანს,რომ
პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მთავრობას
უფლებამოსილება შეუწყდა რაც მცდარია.
2.
3. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 160-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად პარლამენტი
მთავრობას ნდობას უცხადებს 2 კვირის განმავლობაში და ნდობის
მისაღებად საჭიროა უმრავლესობა.კაზუსიდან ჩანს,რომ მე-8 დღეს
გამოუცხადა ნდობა აღნიშნული სწორია და მხარი დაუჭირა 67-მა
პარლამენტის წევრმა,რაც შეცდომაა ვინაიდან უმრავლესობა არის 76
დეპუტატის მხარდაჭერა.
4.საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენრის 160-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად პარლამენტი
ნდობას უცხადებს 2 კვირის განმავლობასი და ნდობის მისაღებად
საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა.კაზუსიდან ჩანს,რომ ნდობის
გამოცხადებას 79მა დაუჭირა მხარი რაც სავსებით საკმარისია ნდობის
გამოცხადებისთვის.
5. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 160-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად პარლამენტი
მთავრობას ნდობას უცხადებს 2 კვირის განმავლობაში და ნდობის
მისაღებად საჭიროა უმრავლესობა.კაზუსიდან ჩანს,რომ 51-მა წევრმა
წამოაყენა კანდიდარტურა,რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ ვინაიდან
არცევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურმა მარტიამ უნდა
წარმოადგინოს ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

საქართველოს მე-7 მოწვევის დეპუტატს ირაკლი ლემონჟავას


პარლამენტმა უფლებამოსილება იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ მის
მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ლემონჯავამ გადაწყვიტა გაესაჩივრებინა, როგორც პირველი ინსტანციის
სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში, ისე მასთან მასთან
ერთად პირდაპირ უზენაეს სასამართლოში შეეტანა საჩივარი
პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. იგი თავს
დამნაშავედ არ სცნობდა და უზენაეს სასამართლოში შეტანილ საჩივარში
აღნიშნავდა, რომ მას პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა და
სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ის სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა.
კითხვა: რა პროცედერული დარღვევები იქნა დაშვებული?
1. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის და
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პარლამენტის წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების
შეწყვეტის შესახებ;
ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა
შეუთავსებელ საქმიანობას;
გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო
მორიგი სხდომების ნახევარზე
მეტს;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია
დამნაშავედ;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად
და მოთავსებულია შესაბამის
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან
გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ სასამართლოს გამამტყუნებელი
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა შესაბამისად ლემონჟავას
უფლებამოსილება შეუწყდება.
2.საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის და
რეგლამენტის მე-6 მუხლის 1ლი პუნქტის თანახმას პარლამენტის ეს
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო
სასამართლოში.კაზუსიდან ჩანს,რომ ლემონჯავამ გადაწყვიტა
გაესაჩივრებინა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი
ზემდგომ ინსტანციაში, ისე მასთან მასთან ერთად პირდაპირ უზენაეს
სასამართლოში შეეტანა საჩივარი პარლამენტის გადაწყვეტილების
გაუქმების მოთხოვნით.აღნიშნული გარემოება მცდარია,ვინაიდან მა
ზემდგომ ინსტანციაში კიარა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა
გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება.
3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის მე-11 მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად პარლამენტის
წევრი ხელშეუხებელია,მისი დაკავება,დაპატიმრება,გაჩხრეკა
პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია,გარდა იმ შემთხვევისა
თუკი სახეზე გვაქვს დანაშაულზე წასწრება დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თანხმობა
არ ჰქონდა და არ ჰქონდათ უფლება სისხლისსამართლებივ
პასუხისგებაში მიეცათ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტს


საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა: იქ, სადაც ,,აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკა წერია’’, ამოღებულ იქნეს ,,ავტონომიური’’
და დარჩეს ,,აფხაზეთის რესპუბლიკა’’. მისი თქმით,აღნიშნული
აფხაზეთის აღიარებას არ ნიშნავს, მით უფრო სუვერენულ
სახელმწიფოდ. მოცემულის მაგალითები რუსეთის ფედერაციაში
გვხვდება, კერძოდ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, რომელიც
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ გვევლინება. აქვე დაამატა, რომ
მოცემული აფხაზური მხარის ნებასაც ემთხვევა, რომლის შემდეგაც
შესაძლებელია ტერიტორიული რეინტეგრაციის საკითხის მსჯელობის
განახლება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოცემული ტერმინოლოგიური
ხასიათის ცვლილებას წარმოადგენს და ამდენად შესაძლებელია მისი
გამარტივებული წესით მიღება.
კითხვა: აქვს თუ არა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს
უფლება განიხილოს საკითხი გამარტივებული წესით და საერთოდ არის
თუ არა საქართველოს პარლამენიტი დღეს მოქმედი კანონმდებლობით
უფლებამოსილი განიხილოს საქმე გამარტივებული წესით?
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ:საქართველოს მთავრობას, პარლამენტის
წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტის წევრმა კაპანაძემ მიმართა
საკანონმდებლო ინიციატივის წესით კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის თაობაზე.აღნიშნული გარემოება მართებულია.
2.რეგლამენტის 118-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად კანონი
გამარტივებული წესით მიიღება რომელიც შეეხება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის
ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების
ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების
გარეშე.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ იქ
სადაც ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა’’ წერია ამოღებულ
იქნეს ,,ავტონომიური’’ და დარჩეს ,,აფხაზეთის
რესპუბლიკა’’.აღნიშნული ითვალისწინებს ტერმინოლოგიური ხასიათის
ცვლილებას,შესაბამისად იგი მიიღება გამარტივებული წესით.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით მოიწვია


პარლამენტის რიგგარეშე სესია,რომელზედაც ერთ-ერთ საკითხად
დაჩქარებული წესით უნდა განეხილათ და მიეღოთ ,,რელიგიური
გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი.
კანონპროექტი საკანონმდბელო ინიციატივის სახით წარუდგინა 15 000
ამომრჩეველმა, რომელზედაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დაწერა. მიუხედავად ამისა,
საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კანონპროექტი
პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზნით ჩასვა პლენარული სხდომის
დღის წესრიგში. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხლვის
შემდეგ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 52 პარლამენტის
წევრმა. ამის შემდეგ, 5 დღის ვადაში კანონპროექტი გადაეგზავნა
პრეზიდენტს, რომელმაც მას ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტისათვის
კანონპროექტის გადაცემიდან 15 დღის გასვლის შემდეგ პარლამენტის
თავმჯდომარემ ხელი მოაწერა კანონპროექტს და გამოქვეყნა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასეთ კაზუსში
აღწერილი ყველა ქმედება.
1.საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად აქართველოს
პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს
მთავრობის მოთხოვნით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე
სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრეზიდენტმა თავისი
ინიციატივით მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია.აღნიშნული
გარემოება მცდარია ვინაიდან პრეზიდენტს თავისი ინიციატივით არ
ჰქონდა უფლება მოეწვია რიგგარეშე სესია.
2. რეგლამენტის 117-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად კანონი
პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს
დაჩქარებული წესით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება
იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების
შეტანას.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ დაჩქარებული
წესით უნდა განეხილათ და მიეღოთ ,,რელიგიური გაერთიანებების
შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი.შესაბამისად აღნიშნული
გარემოება მცდარია ვინაიდან კანონში ცვლილების შეტანას არ
ითვალისწინებს ამიტომ მას დაჩქარებული წესით ვერ განიხილავენ.
3. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის
წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის
სახით წარუდგინა 15 000 ამომრჩეველმა.აღნიშნული გარემოება
არასწორია,ვინაიდან 15 000 ამომრჩველი არ არის საკმარისი
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისთვის,არამედ არანაკლებ 25 000
ამომრჩეველია საჭირო.
4.რეგლამენტის 37-ე მუხლის 1ლი პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად
შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის
ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვის კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დაწერა.აღნიშნული
გარემოება მცდარია ვინაიდან კომიტეტი უბრალოდ ამზადებს
პლენარული სხდომებისთვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების
დადგენილების და გადაწყვეტილებები ს პროექტებს და მას არ აქვს
უფლება დასკვნა დაწეროს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კანონი მიღებულად
ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის
უმრავლესობა მაგრამ არანაკლებ 1/3.კანონი მიღებულად ჩაითვლება თუ
მას დაუჭერს მინიმუმ 50 წევრი.კაზუსის ფაქობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ 52-მა დაუჭირა მხარი შესაბამისად კანონი მიღებულად
ითვლება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 121-ე მუხლის თანახმად პრეზიდენტს მიღებული კანონი
ხელმოსაწერად გადაეცემა 10 დღის ვადაში.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ 5 დღის ვადაში გადაეგზავნა ხელმოსაწერად ანუ
ჩაეტია ვადაში შესაბამისად აღნიშნული გარემოება მართებულია.
7.საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის და
რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად თუკი პრეზიდენტი
2 კვირის ვადაში არ მოაწერს ხელს და არც მოტივირებული შენიშვნებით
დაუბრუნებს ამ შემთხვევაში ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე 5
დღის ვადაში და აქვეყნებს მაცნეზე.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ გადაცემიდან 14 დღეში პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა და
არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს რის შემდეგაც
პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი,შესაბამისად აღნიშნული
გარემოება მართებულია.

2019 წლის 6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე
სხდომა, რომელზედაც ერთ-ერთ საკითხად გამარტივებული წესით
უნდა განეხილათ და მიეღოთ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’
საქართველოს კანონპროქეტი, რომლის მიხედვითაც ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავდა
საქართველოს მთავრობა. კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის
წესით პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით განხილვის შემდეგ
კანონპროექტს პარლამენტის დამსწრე 90 წევრიდან მხარი დაუჭირა 47-მა
პარლამენტის წევრმა. ამის შემდეგ, კანონპროექტი 15 დღის ვადაში
გადაეგზავნა პრეზიდენტს, რომელმაც მას ხელი არ მოაწერა და
მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს. პარლამენტმა
კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა დამსწრე 110 წევრიდან
მას მხარი დაუჭირა 52-მა დეპუტატმა. ამიტომ პარლამენტმა კენჭი უყარა
კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას და დამსწრე 110 წევრიდან
მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა. ამის შემდეგ, პარლამენტმა 5 დღის
ვადაში კანონი გადაუგზავნა პრეზიდენტს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასეთ კაზუსში
აღწერილი ყველა ქმედება.
1.საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის
წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო
მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. კაზუსის
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
მოიწვია რიგგარეშე სხდომა.აღნიშნული გარემოება მცდარია ვინაიდან
პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა პრეზიდენტისთვის
რიგგარეშე სესია მოეწვია,ამასთან არც პრეზიდენტს ჰქონდა უფლება
მოეწვია რიგგარეშე სხდომა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით.
2. რეგლამენტის 118-ე მუხლის 1ლი პუნქტის თანახმად საქართველოს
კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, იმ
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება
მხოლოდ კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან
ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის
ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის
ცვლილების გარეშე, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და
მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის
111-ე მუხლით დადგენილი წესით. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ ერთ-ერთ საკითხად გამარტივებული წესით უნდა განეხილათ
და მიეღოთ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს
კანონპროქეტი, რომლის მიხედვითაც ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავდა საქართველოს
მთავრობა.აღნიშნული გარემოება მცდარია და ვერ განიხილება
აღნიშნული კანონი გამარტივებული წესით,ვინაიდან არ ითვალისწინებს
მასში ცვლილების შეტანას არამედ,ითვალისწინებს კანონის მიღებას და
კანონი დაჩქარებული წესით არ მიიღება.
3.საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და
რეგლამენტი ს 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტის
წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის
წესით პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენის უფლება
არ აქვს შესაბამისად აღნიშნული გარემოება არ არის სწორი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კანონი მიღებულად
ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ
კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.
ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუ
კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ორგანული კანონის მიღების
სხვა წესი. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ მხარი დაუჭირა
47-მა დეპუტატმა რაც არ არის საკმარისი ვინაიდან იმისათვის რომ
კანონი მიღებულად ჩაითვალოს მინიმუმ 51-მა დეპუტატმა უნდა
დაუჭიროს მხარი.
5.საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის 1ლი პუნქტის და
რეგლამენტის 121-ე მუხლის თანახმად მიღებული კანონი პრეზიდენტს
ხელმოსაწერად გადაეცემა 10 დღის ვადაში.კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ 15 დღის ვადაში გადაეცა რაც ვადის
გადაცილეებაა და დარღვევაა.
6.საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და
რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ საქართველოს
პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის
საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად
საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი
მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის
საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს
პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს
მას.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ პარლამენტმა კენჭი
უყარა პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა დამსწრე 110 წევრიდან მას
მხარი დაუჭირა 52-მა დეპუტატმა,ანუ კანონი მიღებულად ჩაითვლება
ვინაიდან 51 დეპუტატის მხარდაჭერა უკვე საკმარისია კანონის
მისაღებად.აღნიშნული გარემოება,რომ კენჭი თავდაპირველ რედაქციას
უყარეს მცდარია,ვინაიდან პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ შენიშვნებს
უკვე ეყარა კენჭი და მიღებულად ითვლება.ამასთან კიდევ ერთი
გარემოება რომ 5 დღის განმავლობაში გადაუგაზვნა პრეზიდენტს
ხელმოსაწერად აღნიშნული გარემოება მართებულია.

You might also like