Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

შემაჯამებელი პროექტი სტატისტიკაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

ლიკა ბასილაშვილი

კურსის ხელმძღვანელი:აკაკი დანელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2020

შესავალი
ცვლადების დახმარებით აღწერილია შემაჯამებელ პროექტში საქართველოში
მცხოვრები ოჯახების,კერძოდ კი გურიის სტატისტიკური ანალიზი.

ცვლადებია:

1. D6-პენსიონერი კაცი
2. E5-7_ოჯახში აქვთ ქსელის ტელეფონი
3. E5-8_ოჯახში აქვთ ინტერნეტი
4. F29_სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი
5. S2_ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით რომელ კატეგორიას
მიაკუთვნებდით თქვენს შინამეურნეობას?
6. I2_ოჯახის შემოსავლები თვითდასაქმებიდან (საშუალოდ თვეში)
7. C8_ოჯახის მთლიანი ფულადი დანახარჯები (ლარი, საშუალოდ
თვეში)

დამატებითი ცვლადი:

I1_ოჯახის შემოსავლები დაქირავებული შრომიდან (საშუალოდ თვეში)

კვლევის მიზანია მოცემული ცვლადების გაანალიზება სტატისტიკური მეთოდების


გამოყენებით და გურიის რეგიონის სტატისტიკური სურათის წარმოჩენა.
1. D6-პენსიონერი კაცის რაოდენობა ოჯახში; სიხშირული განაწილების ცხრილი
გურიის რეგიონისთვის:

რეგიონი გურია    
       
D6-პენსიონ.კაცი რაოდენობა ფარდ.სიხშირე% დაგრ.ფარდობითი სიხშირე%
0 494 74% 74%
1 177 26% 100%
სულ 671 100%  

აღწერა: აგებულია D6 პენსიონერი კაცის დაყრდნობით სიხშირული განაწილების


ცხრილი,რომელიც გაფილტრულია გურიის ოჯახებისთვის და მოცემული ცხრილის
საშუალებით ვარკვევთ,თუ რამდენი პენსიონერი კაცია გურიის ოჯახებში.
გამოკითხულთა 671 ოჯახიდან მთლიან გურიაში 494 ოჯახია ისეთი,სადაც
პენსიონერი კაცი არ ჰყავთ,ეს ოჯახების 74%-ს შეადგენს. მთლიანი ოჯახებიდან 177-
ია ისეთი,სადაც პენსიონერი კაცი 1-ია,ეს მთლიანი ოჯახების 26%-ია.

ჯვარედინი ცხრილი.D6-პენსიონერი კაცის რაოდენობა ოჯახში გურიის რეგიონის


მიხედვით ქალაქად თუ სოფლად

რეგიონი გურია    
D6-პენსიონერი
კაცი ქალაქი სოფელი სულ
0 91 403 494
1 14 163 177
სულ 105 566 671
აღწერა: მოცემულია ჯვარედინა ცხრილი,სადაც D6-პენსიონერი კაცი
განაწილებულია გურიის რეგიონისთვის ქალაქად და სოფლად. გურიაში ქალაქად
მცხოვრები 91 ოჯახია ისეთი,სადაცპენსიონერი კაცი არ ჰყავთ, გურიაში სოფლად
მცხოვრები 403 ოჯახს არ ჰყავს პენსიონერი კაცი. სულ გურიაში 494 ოჯახს არ ჰყავს
პენსიონერი კაცი. გურიაში ქალაქად მცხოვრებ 14 ოჯახს ჰყავს 1 პენსიონერი კაცი,
გურიის ოჯახების საერთო რაოდენობიდან სოფლად მცხოვრებ 163 ოჯახს ჰყავს 1
პენსიონერი კაცი, გურიაში მცხოვრებ 177 ოჯახს ჰყავს 1 პენსიონერი კაცი.

D6_პენსიონერთა კაცის განაწილება გურიის ოჯახებში. სვეტოვანი დიაგრამა

აღწერა: მოცემულია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნაჩვენებია პენსიონერ კაცთა


განაწილება გურიის ოჯახებში, თუ რამდენ % ოჯახს ჰყავს პენსიონერი კაცი და
რამდენს არა. აქ იგივე ინფორმაციაა დატანილი,რაც სიხშირული განაწილების
ცხრილში.
D6-პენსიონერ კაცთა განაწილება აჭარის რეგიონსა და გურიაში. სვეტებიანი
დიაგრამა:

აღწერა:მოცემული სვეტებიანი დიაგრამა არის აჭარის ოჯახებში განაწილებული პენსიონერი


კაცის რაოდენობა. მოცემული ორივე სვეტებიანი დიაგრამიდან ჩანს, რომ თითქმის ერთი და
იგივე მდგომარეობაა ორივე რეგიონში პროცენტული მაჩვენებლით.

აჭარა:

არ არის პენსიონერი კაცი:616 (74%)

1 პენსიონერი კაცი:219 (26%)

გურია:

არ არის პენსიონერი კაცი:494 (74%)

1 პენსიონერი კაცი:177 (26%)


ხაზოვანი დიაგრამა D6 ცვლადისთვის გურიის რეგიონისთვის

აღწერა: მოცემულია ხაზოვანი დიაგრამა გურიის რეგიონისთვის, საიდანაც


შესაძლებელია დავასკვნათ,რომ გურიის რეგიონში 494-ია ისეთი ოჯახი,სადაც
პენსიონერი კაცი საერთოდ არ ჰყავთ,ხოლო 177-ია ისეთი ოჯახი,სადაც პენსიონერი
კაცის რაოდენობა 1-ია. ასეთ შედეგი შესაძლებელია გამოწვეული იყოს
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.

2. E5-7 გურიის რეგიონში ოჯახების განაწილება ქსელის ტელეფონის არსებობა


კვარტლების მიხედვით:

რეგიონი გურია        
E5-7 1 2 3 4 სულ
0 137 158 163 153 611
1 14 18 13 15 60
სულ 151 176 176 168 671
აღწერა: მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია გურიაში ქსელის ტელეფონის განაწილება
კვარტლების მიხედვით. ამ ცხრილში კარგად ჩანს თუ რამდენ ოჯახს აქვს ქსელის
ტელეფონი და რამდენს არა,გამოკითხულია 671 ოჯახი. გურიაში
611ოჯახიდან,პირველ კვარტალში მცხოვრები137 ოჯახია ისეთი,რომელსაც არ აქვს
ქსელის ტელეფონი;მეორე კვარტალში 158 ოჯახია ისეთი,რომელსაც ქსელის
ტელეფონი არ აქვს;მე-3 კვარტალში 163ია ისეთი ოჯახი,ვისაც ქსელის ტელეფონი არ
აქვს და მე-4 კარტალში 153 ოჯახია ისეთი,ვისაც ქსელის ტელეფონი არ აქვს. სულ 611
ოჯახს არ აქვს ქსელის ტელეფონი. გურიის გამოკითხულთა 60 ოჯახიდან პირველ
კვარტალში მცხოვრებ 14 ოჯახს აქვს ქსელის ტელეფონი; მეორე კვარტალში
მცხოვრებ 18 ოჯახს აქვს ქსელის ტელეფონი;მე-3 კვარტალში მცხოვრებ 13 ოჯახს
ქსელის ტელეფონი აქვს და მე-4 კვარტალში მცხოვრებ 15 ოჯახს აქვს ქსელის
ტელეფონი.სულ გამოკითხულთა 671 ოჯახიდან 60 ოჯახს აქვს ქსელის ტელეფონი.

3. E5-8 გურიის ოჯახები განაწილებული ინტერნეტის მიხედვით:


რეგიონი გურია
E5-8 რაოდენობა ფარდ.სიხშ.% დაგრ .ფარდ.სიხშ.%
0 641 96% 96%
1 30 4% 100%
სულ 671 100%
აღწერა: მოცემულია E5_8 ცვლადი, რომელიც აჩვენებს ინტერნეტი აქვთ თუ არა
ოჯახებს. მოცემულია გურიის რეგიონი, სადაც განაწილებულია ოჯახები
ინტერნეტის ქონის მიხედვით. დიაგრამის მიხედვით ჩანს,რომ 96%-ს ინტერნეტი არ
აქვს(მოსახლეობის დიდ ნაწილს), ხოლო 4%-ს ინტერნეტი აქვს.

4. F29_სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი

რეგიონი გურია
F-29 სიხშირე ფარდ.სიხშირე% დაგრ .ფარდ.სიხშ%
(blank) 6 1% 1%
0-1 531 79% 80%
1-2 130 19% 99%
2-3 4 1% 100%
სულ 671 100%

აღწერა:მოცემულია სასოფლო F29 ცვლადი,რომელიც აჩვენებს სასოფლო სამეურნეო


მიწის ფართობის განაწილებას გურიის ოჯახებში. ნაჩვენებია,რომ 1 და 1ჰექტარზე
ნაკლები მიწის ფართობი აქვთ გურიის 531 ოჯახს; 1დან 2 ჰექტრამდე აქვს გურიის
130 ოჯახს, ხოლო 2-დან 3 ჰექტრის ჩათვლით აქვს გურიის 4 ოჯახს.

5. S2_ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით რომელ კატეგორიას მიაკუთვნებდით


თქვენს შინამეურნეობას?
აღწერა:მოცემულია წრიული დიაგრამა,რომელზეც ნაჩვენებია ოჯახების განაწილება
ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით გურიაში. მოცემული დიაგრამის მიხედვით 346
ოჯახია გურიაში საშუალოდ შეძლებული. 264 ოჯახია ღარიბი; 46 ოჯახია ღატაკი; 13
ოჯახია შეძლებული და 2 ოჯახია მდიდარი.

6. I2_ოჯახის შემოსავლები თვითდასაქმებიდან (საშუალოდ თვეში).


რეგიონი გურია
I2- შემ . თვით . რაოდენობა ფარდ.სიხშ% დაგრ .ფარდ.სიხშ%
0-150 625 93% 93%
150-300 26 4% 97%
300-450 13 2% 99%
450-600 4 1% 100%
600-750 3 0% 100%
სულ 671 100%
აღწერა: მოცემული სიხშირული განაწილებისა და დიაგრამის მიხედვით მოცემულია
I2-შემ.თვითდასაქმებიდან გურიის ოჯახებისთვის, საიდანაც შეგვიძლია დავინახოთ
თუ რა რაოდენობის ფულადი შემოსავლები აქვთ საშუალოდ თვეში გურიის
რეგიონში. გურიის მთლიან რეგიონში 671 ოჯახიდან 625 ოჯახს აქვს 0-150 ლარამდე
შემოსავალი,26 ოჯახს 150-300-მდე,რომელიც საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს და
მთლიანი გურიის ოჯახებისთვის 97%-ია ისეთი,ვისი შემოსავლებიც არ აღემატება
300 ლარს. მთლიანი გურიის რეგიონისთვის 13 ოჯახი არის ისეთი, რომელთა
საშუალო შემოსავალი თვეში შეადგენს 300-450 ლარამდე, ეს კი ოჯახთა რაოდენობის
2%-ია, გურიის რეგიონისთვის 97%-ია ისეთი ოჯახი, რომელთა საშუალოდ თვეში
შემოსავალი არ აღემატება 450 ლარს. გურიის რეგიონში 4 ოჯახია ისეთი, რომელთა
საშუალო შემოსავალი თვითდასაქმებიდან არის 450-600 ლარამდე, ოჯახთა
რაოდენობა კი 1%-ია. გურიის რეგიონში 3 ოჯახია ისეთი, რომელთა საერთო
შემოსავალი თვითდასაქმებიდან 600-750 ლარამდე.

საშუალო :23

სტანდ.გადახრა: 82

დისპერსია: 6800

დიაპაზონი:667
კორელაციის კოეფიციენტი:0.9. ორ ცვლადს შორის ( I2-სა C8-ს )დამოკიდებულება
არის ძლიერი დადებითი კავშირი.

7. C8_ოჯახის მთლიანი ფულად ხარჯებსა (ლარი, საშუალოდ თვეში) და I1 შორის


დამოკიდებულება

აღწერა: კორელაციის კოეფიციენტი მივიღე 0.72 და ორ ცვლადს შორის


დამოკიდებულება არის ძლიერი დადებითი.( =correl-ფორმულით).

C8 ფულადი ხარჯები გურიის მიხედვით:

საშუალო:543,12
სტანდარტული გადახრა:552

დისპერსია:305169

დიაპაზონი:5389,92

მედიანა:375,33

გურიის ფილტრის გარეშე C8-ფულადი ხარჯების მოდა: 134,7

კვლევის შედეგი:
ჩანს,რომ გურიის რეგიონი,ფაქტობრივად, დაცლილია პენსიონერი კაცისგან, მსგავსი
მდგომარეობაა აჭარაშიც.

გურიის რეგიონში ოთხივე კვარტალში ქსელის ტელეფონი არ ჰქონდა 671 ოჯახიდან


611 ოჯახს,საკმაოდ დიდ ნაწილს,ხოლო 50 ოჯახს ჰქონდა.

სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი 1 ჰექტრამდე აქვს გურიაში 531


ოჯახს,რაც გამოკითხულთა ოჯახების ნახევარზე მეტს წარმოადგენს.

ასევე დადგინდა, რომ გურიაში საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტი(641).

ასევე ჩანს წრიული დიაგრამიდან, რომ ქონებრივი განაწილების მიხედვით გურიაში


საკმაოდ დიდი ნაწილი ოჯახების(346) საშუალოდ შეძლებულია, ხოლო 264 ოჯახი
ღარიბი.

ასევე გურიის რეგიონში I2-შემოსავლები თვითდასაქმებიდან საშუალოდ თვეში 625


ოჯახს აქვს 0-150 ლარამდე შემოსავალი. ეს კი მთლიანი რაოდენობის 93%-ია.

You might also like