Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზოგადოება .

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დემოკრატიული, სრულყოფილი სახელმწიფოს


ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელსაც ობიექტურობა, სიზუსტე და ჟურნალისტიკის
ეთიკის ნორმების ფარგლებში მუშაობა მართებს. ხალხისთვის სწორი ინფორმაციის
მიწოდება, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა მედიის უმთავრესი პასუხისმგებლობაა .
ხალხის ნდობას ყველაზე მარტივად პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მედია
მოიპოვებს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია არა ფინანსური კეთილდღეობა , არამედ
პროფესიონალიზმი და ერთგული მსმენელი თუ მკითხველი. საინტერესოა, რამდენად
დიდ გავლენას ახდენს მედია საზოგადოებაზე და შეიძლება თუ არა თან გარკვეული
საფრთხეებიც ახლდეს.
სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მასმედია გადამწყვეტ როლს თამაშობს . ხშირად
სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე ერთადერთ ძალად უსამართლობასთან ბრძოლის დროს.
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიერ სწორად გაშუქებული ინფორმაცია ,
საზოგადოებას თავისუფალი მოქმედებისკენ უბიძგებს და საკუთარი ძალების რწმენას
უნერგავს. ხშირად, სისტემასთან ბრძოლის დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
ხალხის ინტერესების დამცველ ერთადერთ ძალად იქცევიან. სწორედ ამიტომ,
შუამდგომლობა, რომელიც ხორციელდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ,
მასმედიის მნიშველობაზე უსვამს ხაზს.
თუმცა ხშირად ის გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული . მედიიას შეუძლია
ხალხის დეზინფორმაცია ისე, რომ არც კი შეიტანონ მის სირცუეში ეჭვი, რაც ხშირად
ხალხს ბრბოდ აქცევს. ისევე როგორც ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასეთივე
სისწრაფით ვრცელდება დეზინფორმაციაც. მადიის ხელშია რა სახით იქნება
მაყურებლამდე ინფორმაცია მიწოდებული და იმის გათვალისწინებით , რომ ძირითად
შემთხვევაში ხალხის მედია წიგნიერების დონე დაბალია , ინფორმაცია გადამოწმების
გარეშე ვრცელდება. მედიაზე ბრმად მინდობილი საზოგადოება ჟურნალისტების
სუბიექტური შეხედულებების, რომელიც ხშირად პოლიტიკურ ინტერესებს გულისხმობს ,
თანაზიარი და საბოლოოდ, დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება.
ასე, რომ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და რამდენაც
შეუძლება დიდი როლი ითამაშოს მის ინფორმირებაში, იმდენად შეუძლია უარყოფითად
იმოქმედოს მასზე.

You might also like