პაოლო იაშვილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პაოლო იაშვილის ლექსი „პოეზია“ - იდეურ-მხატვრული ანალიზი.

ქართველ სიმბოლისტ პოეტთა გაერთიანების ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ,


როგორც თავის შემოქმედებით, ასევე განსაკუთრებული ტრაგიკული აღსასრულით , იყო
პაოლო იაშვილი, რომელსაც ეკუთვნის ლექსი „პოეზია“. ლექსის სათაური საშუალებას
გვაძლევს კითხვის დაწყებამდე წარმოდგენა შევიქმნათ ლექსის მოსალოდნელ თემასა
და მთავარ სათქმელზე, რომელიც გულისხმობს, თუ რა დანიშნულება აქვს პოეზიას
ავტორისთვის და რამდენად რთულია პოეტური ცხოვრება. ნაწარმოების იწყება მეტად
ემოციული ტაეპით, სადაც თვალნათლივ იკვეთება პოეტის დამოკიდებულება პოეზიის
მიმართ „გაგიჟება სჯობს თუ გათავდა სიტყვის მადანი და თვალთა დათხრა თუ მზეს ქებით
ვეღარ დავხვდებით“. აშკარაა, რომ პაოლოსთვის გარდა იდეური მხრივ, მნიშველოვანია ,
რამდენად შეძლებს პოეტი გაამდიდროს ლექსი სიტყვებით და გვეუბნება , რომ მდიდარი
ლექსიკური მარაგის გარეშე, პოეტი ვერა თუ შეძლებს შთაგონების ფურცელზე
გადმოტანეს, ვეღარც არსებობას შეძლებს, როგორც პოეტი. ავტორი უნიკალურ
შემოქმედებას აღწერს, როგორც გულიდან წამოსულს და ხორცშესხმულს, რომელიც
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება თუ იგი პოეზიაში ბოლომდე ჩაიძირება „ლექსო
გულიდან ხორცად, რომ ხარ გამონატანი თუ უნაპიროდ სამუდამოდ არ გაჩაღდები “.
შთაგონების წყარო, ეს ის უმნიშვნელოვანესი რამაა, რის გარეშეც პოეტის ცხოვრება
წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ამ მტკივნეულ მომენტს პოეტი ადარებს ომს ,
მკვლელობას, ჭირს, რომელიც ყველაზე მეტად გამანადგურებელია კაცობრიობისთვის .
„არი ომი, არი მკვლელობა, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად
თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით
დასნულება“. პოეტი გვებნება, რომ ხალხისთვის იგი მხოლოდ ლექსის მწერალია, რადგან
რთულია ჩასწვდე პოეტის სამყაროს და მიუხვე გულის ტკივილს „მაგრამ ვინ იცის რა
ცეცხლშია გამოხვეული, ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი“. მსგავსი იდეა, ასევე
შეგვხვდა რეალისტი მწერლის, ილია ჭავჭავაძის ლექსში „ჩემო კალამო“, სადაც ახსენებს ,
რომ თუ ხალხი ვერა, ღმერთი მაინც შეძლებს მათი სამყაროს შეცნობას „თუ კაცმა ვერ
სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი“.
შემდეგ სტროფში, ავტორი ყურადღებას ამახვილებს, თუ რა გამოარჩევს მას სხვა
ადამიანებისგან და გვეუბნება, რომ მან უნდა შეძლოს ყველაფრის დანახვა და არა
ადამიანური, არამედ პოეტური თვალით „რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა
ვნახო“ და მუდვიმად იყოს ისეთი მხატვრული სახის ძიებაში, რომელიც შეაქმნევინებს
უნიკალურ ლექსს „რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს
წმინდა, როგორც პეპელა“. როგორც ვკითხულობთ, პოეტისთვის ერთი სიტყვაც კი
საკმარისი ყოფილა, რომ პოეტის სული მის მონად ქცეულა, სანამ იგი მის ლექსად
გადმოტანას შეძლებდა. „შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი , და სისხლი , აზრი ,
სული იქცნენ იმის მონებად“. როგორც ყველა ხელოვანისთვის, პაოლოსთვის
გამძაფრებული მუზა და მწველი წერის სურვილი, სწორედ ღამით მოსულა, რადგან,
როგორც წესი გენიალური შემოქმედება განთიადამდე იქმნება და გარიჟრაჟზე
აღმოჩნდებოდა, რომ მას მთელი სული ჩაუდია თავის ლექსში. „გავიდა ღამე, მოასკდება
კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება“. საკუთარი
შემოქმედებისთვის თავგანწირვაზე ლექსში „მეწყერი“ საუბრობს ტიციან ტაბიძეც „ მე არ
ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს“. პოეზიის
შექმნის სირთულე და ის განსაკუთრებით ემოციური მომენტი, რომელსაც საკუთარ
შემოქმედებისთვის თავგანწირვა და მთელი არსებული ემოციების შემოქმედებისთვის
მიძღვნა ჰქვია, პაოლომ შეადარა ცხოვრების ერთი წლის დაკარგვას, რითაც კიდეც უფრო
გაამძაფრა პოეტური ცხოვრების ხვედრი „რამდენი ლექსი დაიწერა , იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ
ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია“ პოეტი ნამდვილი მხოლოდ იმ შემთხევაშია, თუ იგი მის
ერთ კარგ ნაშრომს არ დასჯერდება და მუდმივად შთაგონების ძიებასა და პოეზიის
შექმნაში იქნება.

You might also like