Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

სისტემათა ინჟინერინგი

ლექცია 1: სისტემათა ინჟინერინგი და


თანამედროვე სისტემები

2021წელი
განხილული საკითხები

➢ სისტემათა ინჟინერინგის კავშირი სხვა საინჟინრო


დისციპლინებთან.
➢ სისტემათა ინჟინერინგის მახასიათებლები
➢ სისტემათა ინჟინერინგი, პროექტის მენეჯმენტის ნაწილი
➢ თანამედროვე სისტემათა ინჟინერინგის ევოლუციის
განმსაზღვრელი ფაქტორები
➢ მოდულურობის კონცეფცია
სისტემათა ინჟინერინგის კავშირი
სხვა საინჟინრო დისციპლინებთან
სისტემათა ინჟინრის დანიშნულებაა რთული სისტემების შექმნის და
ექსპლუატაციის ხელმძღვანელობა. "ხელმძღვანელობა" ნიშნავს მრავალი
შესაძლო სამოქმედო გზებიდან ერთ-ერთის არჩევის იდეას, რომელსაც შემდეგ
სისტემის შექმნაში ჩართული სხვა სპეციალისტები გაჰყვებიან
სიტყვა "რთული" იმ სისტემებს გამოარჩევს, რომლებიც არატრივიალურად
(ორიგინალური) დაკავშირებულ განსხვავებული გვარობის
ელემენტებისგან შედგებიან. ასეთ სისტემების შექმნაში სისტემათა
ინჟინრებთან ერთად ე.წ. დარგობრივი ინჟინრებიც მონაწილეობენ,
რომლებიც მათ სხვადასხვა კომპონენტებს აპროექტებენ.
სისტემათა ინჟინერინგის
მახასიათებლები
სხვა ინჟინრული დისციპლინებისგან სისტემათა ინჟინერინგი რამდენიმე
არსებითი ასპექტით განსხვავდება:
 სისტემათა ინჟინრი სისტემას განიხილავს მთლიანად , როგორც ერთი
მთლიანობის ფუნქციონირებას. როგორც შიგნიდან ისე ურთიერთქმედებას
სხვა სისტემებთან და გარემოსთან; მას აინტერესებს ტექნიკური პროექტიც, და
ის გარე ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი შეზღუდვების
დაწესება საპროქტო გადაწყვეტილებებისთვის.
 შეიმუშავებენ ახალი სისტემის კონცეფციას, რომელიც სრულად
დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს; გადაწყვეტილებები არ
ეფუძნება რაოდენობრივ ცოდნას, ეყრდნობა ხარისხობრივ შეფასებებს და
სხვადასხვა მაჩვენებლებს შორის ბალანის დამყარებას; ხოლო ახალი
ტექნოლოგიების დროს ემყარება სხვადასხვა გამოცდილებას;
 სისტემათა ინჟინერინგი ტრადიციულ საინჟინრო დისციპლინებს
ერთმანეთთან აკავშირებს;
 კოორდინირებულად მუშაობა; მნიშვნელოვანია მაშინ როცა ცალკეული
ელემენტების დაპროექტება, გამოცდა და მიწოდება სხვადასხვა
ორგანიზაციების მიერ ხდება.
სისტემათა ინჟინერინგი, პროექტის
მენეჯმენტის ნაწილი

 სისტემური ინჟინერინგი პროექტის მართვის


განუყოფელი ნაწილია, მაშინ როცა იგი საინჟინრო
სამუშაოებთანაა დაკავშირებული: პროექტის გეგმის
მიხედვით განსახორციელებლად საჭიროა:
 მიზნის დასახვა;
 შესრულების კონტროლი;
 შედეგების შეფასება;
 აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების
ჩატარება.
თანამედროვე სისტემათა ინჟინერინგის
ევოლუციის განმსაზღვრელი ფაქტორები

 ტექნიკური პროგრესი;
 კონკურენცია;
 სპეციალიზაცია;
 ტექნიკური პროგრესი, იძლევა სისტემის
ფუნქციონალური და სხვა შესაძლებლობების
ამაღლების შანსს. მაგრამ იმავდროულად იგი იმ
რისკებს წარმოშობს, რომლებიც უშუალოდ
პროექტირებას ეხება და რომლებიც სისტემათა
ინჟინრის მხრიდან მართვას საჭიროებენ.
თანამედროვე სისტემათა ინჟინერინგის
ევოლუციის განმსაზღვრელი
ფაქტორები
 კონკურენცია-მოითხოვს საუკეთესო სისტემურ
გადაწყვეტილებების გამოყენებას ,რისთვისაც აუცილებელია
სისტემური იერარქიის სხვადასხვა დონეზე გამოყენებულ
ალტერნატიულ მიდგომებს შორის კომპრომისის მოძიება;
 სპეციალიზაცია, შეწყვილება რომელიც მოითხოვს სისტემის
შემადგენელ ნაწილებად დაყოფას, რომლებიც კონკრეტული
ნაკეთობების სხვადასხვა ტიპებს მიეკუთვნებიან და რომელთა
დაპროექტება და დამზადება შესაძლებელია სათანადო
სპეციალისტების მიერ, ხოლო ურთიერთთავსებადობა და
ურთიერთქმედება უზრუნველყოფილია მკაცრად დადგენილი
პირობების არსებობით.
მოდულურობის
კონცეფცია
 სისტემის შემადგენელ ნაწილებად დაყოფის პირდაპირ შედეგს
მოდულურობის კონცეფცია წარმოადგენს. მოდულურობა
სისტემის ცალკეული კომპონენტების
ურთიერთდამოუკიდებლობის ხარისხის საზომია. სისტემათა
ინჟინერინგის უმნიშვნელოვნესი ამოცანაა მოდულურობის
მაღალი დონის მიღწევა, რათა ინტერფეისები და
ურთიერთქმედება მაქსიმალურად გამარტივდეს. ამის მიღწევა
შესაძლებელს ხდის წარმოება იყოს ეფექტურად ორგანიზებული
და სისტეა ინტეგრირებული,რაც ამარტივებს მის გამოცდას,
ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს ექსპლუატაციის პირობებში,
აგრეთვე სისტემის საიმედობის ამაღლებას და მოდერნიზებას,
მისი ექსპლუატაციიდან გამოყვენის გარეშე. სისტემის შემადგენელ
ნაწილებად — მოდულებად დაყოფის პროცესს ფუნქციონალურ
დეკომპოზიციას უწოდებენ..
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like