Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 20

ნარკოტიკები

მიზანი:
მსმენელები გაეცნობიან ნარკოტიკულ საშუალებებს და მათი მოხმარებით
გამოწვეულ მავნე შედეგებს.

ამოცანა:
მსმენელებმა მიიღონ ინფორმაცია ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული


ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების თაობაზე ეფუძნება საქართველოს
კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს
ასევე შედგება: საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ,
საქართველოს კანონი ახალი ფიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, სხვა კანონებისა
და მათ საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

ტერმინთა განმარტება
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში გამოყენებულ
ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
 ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის
ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც
გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და
II სიაში;
 ფსიქოტროპული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის
ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც
გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III
სიაში;
 პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც
გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2
ცხრილებში;
 ფსიქოაქტიური ნივთიერება − ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის
ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას და
შეტანილია სიებში;

1
 ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება −
საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული,
განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც
ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-
დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით;
 ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში
სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული
საშუალება;
 ნარკოტიკული საშუალების ანალოგი – ბუნებრივი ან სინთეზური
წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული
ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
ფარმაკოლოგიური მოქმედებისა;
 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა –
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ
მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-
გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია
(საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება,
მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი,
რეექსპორტი;
 ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – სამედიცინო
დაწესებულება, რომელიც ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და
ნარკომანიით დაავადებული პირის ნარკოლოგიურ და სამედიცინო-
ფსიქოლოგიურ დახმარებას;
 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების
ფაქტის დასადგენად საჭირო პროცედურისათვის თავის არიდება –
უფლებამოსილი პირისათვის კლინიკური ან/და ლაბორატორიული
გამოკვლევის მოთხოვნაზე უარის თქმა;
 ნარკომანია – დაავადება, რომელიც ხასიათდება I და II სიაში შეტანილ
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე
დამოკიდებულებით;
 ნარკომანიით დაავადებული პირი – პირი, რომელსაც შესაბამისმა სამედიცინო
დაწესებულებამ დაუსვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი;
 უკანონო მომხმარებელი – პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე
მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე
დამოკიდებულება;
 სომატური დაავადების მქონე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული
პირი – სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც ექიმმა

2
კანონიერად დაუნიშნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ფარმაცევტული პროდუქტი და რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს მასზე
დამოკიდებულება, რასაც ადასტურებს შესაბამისი სამედიცინო
დაწესებულება;
 სარეაბილიტაციო ღონისძიებები – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებებზე დამოკიდებული პირის გამოჯანმრთელებისა და
საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ მიმართულ სამედიცინო და სოციალურ
ღონისძიებათა ერთობლიობა;
 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ამ კანონის დანართებით განსაზღვრული
ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის
სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია;
 ფსიქოაქტიური ზეგავლენა – აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების,
შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის
აშლილობა;
 ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზურად დამზადებული ქიმიური ნაერთი;
 მინარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც ერთ ან ერთზე მეტ ახალ
ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს;
 საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც
დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა
გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები:


I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები −
უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები,
აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან
გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს
ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული; (მაგ: კანაფი, კოკას ფოთოლი,
ლიზერგინის მჟავა, ოპიუმი და სხვა)
II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი
სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე
სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული
საშუალებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის
თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა
საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია; (მაგ: ამფეტამინი, ბუპრენორფინი,
კოდეინი, მორფინი და სხვა)
III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და
სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით
გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი წამლის
ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან
გათანაბრებული სხვა ნივთიერებები; (მაგ: დიაზეპამი, კეტაზოლამი, ფენაზეპამი და
სხვა)

3
IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები), რომლებიც ხშირად
გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების
უკანონო დამზადებისათვის. (მაგ: ეფედრინი, კალიუმის პერმანგანატი,
ძმარმჟავაანჰიდრიდი და სხვა)

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სასწავლო,


სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენება
სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ
საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების და კომპეტენტური ორგანოს
მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ.

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ


კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში
შემოტანა და საქართველოდან გატანა
 ფიზიკურ პირს (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით
მიმავალ ფიზიკურ პირს) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს
ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო
სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.
 თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ
მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი
მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული
წესით.
 ფიზიკური პირის (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით
ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის) მიერ ინდივიდუალური
საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან
გატანა ან საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიაზე გადატანა არ განიხილება სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტად, ექსპორტად ან
ტრანზიტად.
 ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში
შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა განადგურება
განადგურებას ექვემდებარება:
 სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან
მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები;
 ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და დაბრუნებული სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი;
 სამედიცინო, საექსპერტო, სასწავლო და ვეტერინარული საქმიანობისას
გამოყენებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
ნარჩენები;
 ვადაგასული ან/და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები;
 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები − საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
 საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს
ანადგურებს საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან სახელმწიფო
ორგანო.

ნარკომანიით დაავადებული პირის გამოვლენა, აღრიცხვა და I, II და III სიაში


შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მიღების
ფაქტის დადგენა
 I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და
ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
 I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით
დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.
 საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან
საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით
დაავადებული პირებისა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების შესახებ. ბანკში
მოთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
 ანონიმური მომსახურების ან/და მკურნალობის შემთხვევაში ნარკოლოგიური
მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უფლება აქვს, ერთიან

5
საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნოს პერსონალური მონაცემების
გარეშე. ასეთი მონაცემები არის საექიმო საიდუმლოება, რომლის
განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური
მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის
მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ
ეგზემპლარად დგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი
ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება
დაწესებულებაში.

ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა


 ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური
მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული
რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის
სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.
 საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში
ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით
შეინარჩუნოს ანონიმურობა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
 ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი
ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს
პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე მას
ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
 პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის,
მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის
წესებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო.

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა


პოპულარიზაცია და რეკლამა
 აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი
პოპულარიზაცია და რეკლამა − ნარკოტიკული საშუალებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი
შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით

6
წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ
შორის, ინტერნეტის, გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული
ლიტერატურისა.
 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა
გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე ნებისმიერი
სხვა საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას,
რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.
აკრძალულია:
o სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა;
o სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა


 აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება,
წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში
უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით
საერთაშორისო გადაზიდვა.
 სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური
საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან
საქართველოდან გატანა.
 სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური
საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან
გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული
ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი.
 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით
დადგენილ პასუხისმგებლობას.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის


სახელმწიფო კომისია
 იქმნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის
ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ სახელმწიფო კომისიის
დებულება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა
და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

7
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის
სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის
სახელმწიფო კომისია:
 აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის
ბაზარზე მიმოქცევას;
 ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული
რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების
გათვალისწინებით;
 საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების
ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის
ინიციირებისთვის;
 აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში
ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების
თაობაზე.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის
ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს
წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ კანონის დანართებში
შეტანის ინიციირებისთვის, თუ:
 არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის
გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება
ნარკოტიკული სიმთვრალის გამოსაწვევად ხდებოდა;
 მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს,
საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ასეთი
საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია.
 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის
სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის
დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ
ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიების განხორციელება ნაკლებად
გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის
თავიდან ასაცილებლად.

8
ნარკოტიკები შეიძლება დავყოთ რამოდენიმე
ძირითად ჯგუფებად
 დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ.
ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან
მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ:
ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი, კოდეინი და სხვა.
 სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია:
კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები (ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.
 ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–
ჰალუცინაციებს. ესენია: LLSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება
კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებები (წებოები,
საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.

საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკებია:


 სუბოტექსი - შეიცავს ბუპრენორფინს. გარკვეული დოზის შემდეგ მისი
ნარკოტიკული ეფექტი აღარ მატულობს და დოზის გაზრდას აზრი
ეკარგება. ალკოჰოლურ, საძილე ან დამამშვიდებელ პრეპარატებთან ერთად
მისი მიღება იწვევს სუნთქვის ცენტრის პარალიზებას და სიკვდილს. სხვა
ორგანოებთან ერთად სუბოტექსი განსაკუთრებით ღვიძლს აზიანებს.
 ჰეროინი - წარმოადგენს მორფინის ნახევრად სინთეზურ ნაწარმს,
ორგანიზმზე ზემოქმედების სიძლიერით მორფინზე 20-ჯერ ძლიერია.
იწვევს ინვალიდობას, გულის გაჩერებას, ღვიძლის დაშლასა და სისხლ-
ძარღვთა დაავადებებს. მასზე ყველაზე სწრაფად ვითარდება
დამოკიდებულება.
 მარიხუანა - მისი მოწევიდან 2-5 წუთში იწყება ინტოქსიკაციის
(მოწამვლის) პირველი ფაზა, ვითარდება შიშის მშფოთვარე-ეჭვნეული
მდგომარეობა. ირღვევა სივრცის, განათების, ზომების, ფერების აღქმის
უნარი. ხასიათდება ემოციური აშლით, კუნთოვანი სისუსტით, დეპრესიით.
არსებობს ფსიქოზის განვითარების საშიშროება.
 ე.წ. ვინტი - თვითნაკეთი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი
ეფედრონი, რომელიც ფსიქოსტიმულატორების ჯგუფს მიეკუთვნება. იწვევს
ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას, კრუნჩხვას, პარკინსონიზმს,
ღრმა ჭკუასუსტობას, ტვინში სისხლის ჩაქცევასა და სიკვდილს. მის
მოსამზადებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები კი იწვევს თავის
უბნების მძიმე დაზიანებასა და კვდომას. მკურნალობით მათი აღდგენა
შეუძლებელია.
 ნიანგი- მოგეხსენებათ 2010 წლიდან საქართველოში გაჩნდა ახალი
ნარკოტიკული პრეპარატი, რომლის შექმნაც ძალზედ ადვილი და იაფია, ამ

9
პრეპარატის ერთ–ერთი ინგრედიენტია ტოქსიკური ნარევი, რომელიც
საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის მილების გასაწმენდად
გამოიყენება. მედიკოსების თქმით ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი მხოლოდ
ერთია რომ ამ პრეპარატის იგრედიენტების გაყიდვის დროს აუცილებლად
მოხდეს პირადობის მოთხოვნა.
 ბიო-პლანი-ეს არის ბუნებრივი, მცენარეული ნივთიერება, როგორც ანაშა,
ზუსტად იგივე ფორმულაა, უბრალოდ, ერთი მოლეკულა შეცვლილია და
ხელოვნურად არის გაკეთებული, მას დიდი დოზით იღებენ და ხდება
ინტოქსიკაცია, რაც იწვევს მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობას. მომხმარებლებმა
არ იციან, რომ ამ საშუალების შემადგენლობაში არსებული აქტიური
ნივთიერება ზუსტად იგივეა, რაც სხვა ნარკოტიკებში არსებული ტედრა
ჰიდრო–კანაბინოლი, უბრალოდ, ის ხელოვნურად შექმნილია.
ბიონარკოტიკი იწვევს ფსიქოზს უფრო გართულებულ ფორმებში, ვიდრე სხვა
ნარკოტიკი, ხოლო მასზე დამოკიდებულება არის ქრონიკული და საჭიროებს
ხანგრძლივ მკურნალობას.

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი "ნარკოტიკები"

- საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტერმინი "ოპიატები" აღნიშნავს


ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით ჰგავს მორფინს, ხოლო ტერმინი
"ოპიოიდები" - ნივთიერებებს, რომლებიც მორფინის მსგავსად მოქმედებს ადამიანის
ორგანიზმზე, თუმცა ქიმიური სტრუქტურით მისგან განსხვავდება. აღნიშნული
კლასიფიკაციის თანახმად, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება უკანონო ბრუნვაში
ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი,
დიონინი (ეთილმორფინი) და ჰეროინი. ოპიოიდებს შორის კი ყველაზე
გავრცელებულია მეტადონი, ფენტანილი, კეტამინი, ფენციკლიდინი და
ბუპრენორფინი (სუბუტექსი). ოპიატების წყაროს წარმოადგენს დამაძინებელი
ყაყაჩოს (ხაშხაში, Pაპავერ სომნიფერუმ) რძეწვენი - ოპიუმი. ამჟამად ხაშხაშის
კულტურას მისდევენ ინდოეთში (მთავარი ლეგალური მწარმოებელი),
ავსტრალიაში, ჩინეთში, კორეაში, ავღანეთში, პაკისტანში, ირანში, ლაოსში,

10
ტაილანდში. წარმოებული ოპიუმის მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი
გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, დანარჩენი ნარკოტიკების უკანონო
წარმოებას ხმარდება. მორფინს იღებენ ოპიუმიდან და არალეგალურ ბაზარზე
ხვდება სხვადასხვა სისუფთავის პრეპარატების სახით. არსებობს მორფინის
რამდენიმე სახეობა: მორფინი-ნედლეული (გამოიყენება ჰეროინის მისაღებად
იატაკქვეშა ლაბორატორიებში), გასუფთავებული მორფინი და სამედიცინო
მორფინი. ჰეროინი (დიაცეტილმორფინი) (აკრძალულია საქართველოში)
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და "მძიმე" ნახევრად სინთეზურ ნარკოტიკს.
იღებენ მორფინისგან ან მორფინის შემცველი ნებისმიერი ნედლეულისგან: ოპიუმის
ექსტრაქტისგან, ხაშხაშის ნამჯის ექსტრაქტისგან. სუფთა ჰეროინი მწარე გემოს მქონე
თეთრი ფხვნილია, არალეგალური ჰეროინი კი განსხვავდება ფერით – მოთეთრო-
მოყვითალოდან მუქ ყავისფრამდე, რაც განპირობებულია მასში სხვადასხვა
მინარევის არსებობით. საქართველოში ნარკოტიკებით გამოწვეული
სიკვდილიანობის დიდი წილი მოდის ჰეროინზე. ოპიატების მოხმარების ხერხებია:
პირის ღრუდან მიღება, ცხვირით შესუნთქვა, მოწევა და ინექცია (კანქვეშ, კუნთში,
ვენაში). ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ვენაში გაკეთება, რაც არცთუ იშვიათად
ლეტალური შედეგით სრულდება. ორგანიზმზე ოპიატების ზემოქმედება
ძირითადად შემდეგნაირად ვლინდება: ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს-ის)
მხრივ - ეიფორია, ტკივილის გაყუჩება, სუნთქვისა და ხველის ცენტრის დათრგუნვა,
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - კოლიკა, ყაბზობა (შეკრულობა), კუნთების
მოდუნება, ფიზიკური აქტივობის შემცირება. ოპიატების ხანგრძლივი მოხმარების
შედეგად ვითარდება მათდამი ლტოლვა, ფიზიკური და ფსიქიკური
დამოკიდებულება. ოპიუმისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება ყალიბდება 3-4
თვეში, მორფინისადმი - 2 თვეში, ჰეროინისადმი - კიდევ უფრო სწრაფად. კანქვეშ და
პერორალური გზით ოპიატების დიდი დოზის მიღებისას სიკვდილი დგება 2-4
საათში, ხოლო ვენაში შეყვანისას - მყისიერად. კოდეინს ნაკლები აქტიურობა
ახასიათებს, ვიდრე სხვა ოპიატებს. ორგანიზმში კოდეინი, ისევე როგორც ჰეროინი
და დიონინი, მორფინად გარდაიქმნება. ბუპრენორფინი ვენაში, კანქვეშ და
სუბლინგვურად (ენის ქვეშ) შეყვანისას ამჟღავნებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ
ეფექტს, რომელიც 25-40-ჯერ აღემატება მორფინისას, მოქმედების ხანგრძლივობაც
1,2-2-ჯერ მეტია, ვიდრე მორფინისა და შეადგენს 8 საათს.
- როგორც ცნობილია, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ხელოვნურად
შექმნილი პრეპარატი - მეტადონი, რომელიც ჰეროინით განპირობებული ქცევითი
დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.
- მეტადონი არის ხანგრძლივმოქმედი ოპიოიდური სინთეზური პრეპარატი. ის
ოპიატების ანტაგონისტია და ეფექტურად გამოიყენება ოპიატური
დამოკიდებულების სამკურნალოდ. მეტადონი ხსნის მწვავე სიმპტომებს და

11
ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას. ჩანაცვლების თერაპიის დროს გამოიყენება
მეტადონის სტაბილური დოზა, რომელიც საკმარისია ნარკოტიკული
ზემოქმედებისა და ეიფორიის ბლოკირებისთვის. მეტადონი გამოიყენება მხოლოდ
ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს. მედიცინაში მისმა ფართო
გამოყენებამ მისი "ქუჩაში" გატანა გამოიწვია. 1970 წლიდან მეტადონის გამოყენებამ
საგრძნობლად გაზარდა სიკვდილიანობა. მეტადონს აქვს მაღალი მისწრაფება
ოპიატური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს მასზე ფიზიკური და
ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. მისდამი ტოლერანტობა ნელა
ვითარდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მეტადონის მოქმედება გამოიხატება
ეიფორიით, ტკივილის მოხსნით, ძილიანობით, ხველის რეფლექსის დათრგუნვით,
სუნთქვის უკმარისობისა და კრუნჩხვების განვითარებით. დოზის გადაჭარბება
იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, სისხლის მიმოქცევის შენელებას, ფილტვების
შეშუპებას, თირკმლის მწვავე უკმარისობას. საქართველოში ხშირია მეტადონის
გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ლეტალობა. მეტადონის ჰიდროქლორიდი
გამოდის როგორც საინექციო ფორმით, ისე სუსპენზიისა და ტაბლეტების სახით. ის
შეჰყავთ ვენაში, კუნთებში, კანქვეშ, იღებენ პერორალურად.
შავი ბაზრის ყველაზე ცნობილ სტიმულატორებს მიეკუთვნება კოკაინი
(აკრძალულია საქართველოში), ამფეტამინი, მეტამფეტამინი (აკრძალულია
საქართველოში), მეზოკარბი და ეფედრინი. სტიმულატორების საერთო ზემოქმედება
ორგანიზმზე გამოიხატება ფიზიკური აქტიურობისა და გონებრივი
შრომისუნარიანობის გაზრდით, მადის, ძილიანობის და დაღლილობის
შემცირებით, გუნება-განწყობის გამოკეთებით. ამასთან ერთად, თავს იჩენს
მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, არაადეკვატური რეაქციები, უძილობა,
არტერიული წნევის მომატება. სტიმულატორების განსაკუთრებულ საფრთხეს
წარმოადგენს მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. არალეგალურ გაყიდვაში
სტიმულატორები ხვდება სხვადასხვა დოზირებითა და ფორმით - როგორც
ტაბლეტები, კაფსულები, სიროფი, ელექსირი.
ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ტაბლეტებს იღებენ პერორალურად, მათ ფხვნილს
შეისუნთქავენ ცხვირით ან ინექციის სახით იკეთებენ ვენაში, ხოლო კრისტალურ
(განსაკუთრებით სუფთა) მეტამფეტამინს ეწევიან. მოწევის დროს ტვინზე
ზემოქმედება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შესუნთქვისას. ამფეტამინს როგორც
სტიმულატორს დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები,
რომელთაც ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ატანა უხდებათ
(მძღოლები, სტუდენტები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვა). მას შემდეგ, რაც
აღმოჩენილ იქნა ამფეტამინის თვისება, გამოიწვიოს მყისიერი და ძლიერი
ეიფორიული ეფექტი ვენაში ინექციის შედეგად, მისი ბოროტად გამოყენება
ეპიდემიასავით გავრცელდა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.
ევროპაში ამფეტამინის არალეგალური სინთეზი სჭარბობს მეტამფეტამინისას, ხოლო
აშშ-სა და იაპონიაში - პირიქით.

12
საქართველოში ეფედრინის შემცველი პრეპარატებისგან ფოსფორის, იოდისა და სხვა
ძლიერი დამჟანგველების საშუალებით იღებენ მეტამფეტამინს, რომელიც
დაბინძურებულია რეაქციის პროდუქტებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის
ნეგატიურ ზემოქმედებას. ხშირია ლეტალური შედეგიც. ფსიქოლოგიური
დამოკიდებულება ყალიბდება ძალიან სწრაფად: ვენაში 3-5 ინექციის და 2-3 კვირის
განმავლობაში არარეგულარული პერორალური მიღების შემდეგ. სტიმულატორების
ხანგრძლივი გამოყენება იწვევს თავბრუხვევას, წონის კლებას, იმუნიტეტის
დაქვეითებას, კოორდინაციის დარღვევას, აგრესიულობას, პანიკურ მდგომარეობასა
და პარანოიას. დოზის მნიშვნელოვან გადაჭარბებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის
ფუნქციის მკვეთრ დარღვევამდე და მიოკარდიუმის ინფარქტამდე მივყავართ.
კოკაინი (ჟარგონული სახელწოდება - "კოკა", "კოკსი", "კრეკი") წარმოადგენს ერთ-
ერთ ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებას მთელ მსოფლიოში. მას
შეიცავს მარადმწვანე ბუჩქის - კოკას (Erythroxylon coca) ფოთლები.
ფარმაკოლოგიური მოქმედებით ის ოპიატებისგან განსხვავდება და მიეკუთვნება
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებს. მისი ხანგრძლივი და
უკონტროლო მიღება იწვევს ძლიერ ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.
კოკაინს, როგორც წესი, იღებენ ცხვირით შესუნთქვის გზით, ასევე - მოწევის გზით
თამბაქოსა და მარიხუანასთან ერთად. იკეთებენ ვენაშიც. კოკაინი მოქმედებს
უშუალოდ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც შეიცავს ინსტინქტური ნეტარების
ცენტრს. განსაკუთრებით კატასტროფულია კოკაინის ზემოქმედება გულ-
სისხლძარღვთა სისტემაზე, სუნთქვის ცენტრსა და ცნს-ზე. ყოველივე ეს
გამოიხატება ქცევითი გადახრებით, მძიმე დეპრესიით, პარანოიდული
მოშლილობებით, "კოკაინური" ფსიქოზებით, ჰალუცინაციებითა და ტვინის
ინსულტებით. კოკაინის ხანგრძლივი გამოყენებით და ზედოზირებით გამოწვეულმა
სიკვდილიანობამ, ქალებსა და ბავშვებშიც კი, მეტისმეტად მოიმატა, ამიტომ კოკაინი
ჰეროინსა და ამფეტამინთან ერთად განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკად განიხილება.
საყურადღებოა აგრეთვე ჰალუცინოგენები. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც იწვევს
რეალური სამყაროს აღქმის (განსაკუთრებით - მხედველობის, ყნოსვის, გემოვნების)
დარღვევას, ასევე - სივრცის (მიმართულება, დაშორება, მდებარეობა) და დროის
არასრულფასოვან აღქმას. ამ ნივთიერებათა დიდი დოზები იწვევს მხედველობით
ჰალუცინაციებს. ჰალუცინოგენების საერთო თვისებაა ადამიანის გუნება-განწყობისა
და აზროვნების შეცვლის უნარი. ყველაზე ცნობილ ჰალუცინოგენებს მიეკუთვნება:
ლსდ (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი), მესკალინი, ფსილოციბინი, ფსილოცინი,
ფენციკლიდინი, მარიხუანა, ამფეტამინის მეტოქსინაწარმები (ექსტაზი).
ჰალუცინოგენები იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. გარდა ამისა,
მათ ხანგრძლივ გამოყენებას ტვინის პროგრესული დაზიანება მოჰყვება. ლსდ
(ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი) ერთ-ერთი ყველაზე აქტიური
ფსიქოტროპული საშუალებაა როგორც სინთეზურ, ასევე ბუნებრივ ნაერთებს შორის.
მისდამი მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანებში ამ ნივთიერების 20-25 მკგ-ის
(გრამის მემილიონედის!!!) მიღებამაც კი შეიძლება ფსიქიკის სერიოზული დარღვევა
და ჰალუცინაციები გამოიწვიოს. დანარჩენებში ანალოგიურ ეფექტს 100-150 მკგ
ნივთიერება იწვევს. ლსდ ვრცელდება ფხვნილის, კაფსულების, ტაბლეტების და

13
ნახატებიანი ფურცლის ნაჭრების სახით, ძირითადად - 50-300 მკგ დოზებით. ლსდ-ს
ქრონიკული მოხმარება იწვევს ქრომოსომების მუტაციას, გენეტიკური დაავადებების
მქონე ბავშვების დაბადებას, ძალადობის აქტების პროვოცირებას და სუიციდს.
- მარიხუანა არალეგალურ ნივთიერებებს შორის ყველაზე ხშირად მოხმარებადი
საშუალებაა აშშ-ში. ცნობილია, რომ მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ "უკურეაქციის"
სიმპტომები იშვიათად აღიძვრება.
- კანაფი (Cannabis sativa) ფართოდ გავრცელებული მცენარეა, რომელსაც
ფსიქოაქტიური თვისებების გამო დიდი ხანია იყენებენ განსაკუთრებული
მდგომარეობის - ეიფორიისა და ჰალუცინაციის მისაღწევად. არალეგალურ ბაზარზე
იყიდება კანაფისგან დამზადებული შემდეგი პროდუქტები:
 მარიხუანა – კანაფის შეფოთლილი და ყვავილებიანი გამშრალი და
დაქუცმაცებული ზედა ნაწილი, რომელშიც აქტიური ნივთიერებების -
კანაბინოიდების შემცველობა მაღალია;
 ჰაშიში - მწვანე, მუქი-ყავისფერი ან შავი ფერის ფისი, რომელიც მზადდება
განსაკუთრებული ტექნოლოგიით;
 ჰაშიშის ზეთი - კონცენტრირებული მუქი ბლანტი სითხე, რომელშიც
კანაბინოიდების შემცველობა ძალიან მაღალია.
კანაფის პროდუქტების მიღების გზებია: მოწევა თამბაქოსთან ერთად; დაღეჭვა,
ნახარშის დალევა ან საკვებში დამატება; ინტრავენური მოხმარება (ძალიან
იშვიათია). ორგანიზმში მოხვედრისას კანაბინოიდები გროვდება ცხიმით მდიდარ
ორგანოებში და ნელ-ნელა გადადის სისხლში. აქედან გამომდინარე, კანაფის
პროდუქტები დიდხანს რჩება ორგანიზმში. მარიხუანას მიღება იწვევს სედაციას,
მოძრაობითი ფუნქციის დარღვევას, თავბრუხვევას, შიმშილის შეგრძნებას,
ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას, ეიფორიას, განცხრომისა და ნეტარების
შეგრძნებას. ნერვულ-ფსიქიკური ეფექტებიდან აღსანიშნავია მეხსიერების
დაქვეითება, დროისა და სივრცის აღქმის ცვლილება, ტკივილის ბარიერის აწევა,
სექსუალურ ემოციათა ცვლილებები, ჰალუცინაციები, საკუთარი თავის როგორც
პიროვნების აღქმის უნარის დაკარგვა, დეპერსონალიზაცია, ფსიქოზები. მაღალი
დოზების მიღებისას შეიმჩნევა შფოთვა, ბოდვა, პარანოია, პანიკური მდგომარეობა,
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. მარიხუანას ქრონიკული მოწევა იწვევს
მამაკაცის ძირითადი ჰორმონის - ტესტოსტერონის შემცველობის შემცირებას.
მარიხუანაზე ფიზიკური დამოკიდებულება სუსტია და ყოველთვის არ ვითარდება,
ამიტომ მოხსნის სინდრომიც არ არის გამოხატული. ის რამდენიმე საათიდან 4
დღემდე გრძელდება.

14
მარიხუანა და ჰაშიში

უძველესი დროიდან იყო ცნობილი ინდური მარიხუანა. იმ მცენარეთა


შესახებ, რომელთა მოწევა, დაღეჭვა ან შესუნთქვა დროებით ქვეცნობიერ
აზროვნებას აღვიძებდა და ფანტაზიათა სრული რეალიზების საშუალებას იძლეოდა,
პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XIX საუკუნეების ჩინური
ხელნაწერები შეიცავს. მათ თვისებებს იცნობდა ისტორიკოსი ჰეროდოტეც. ძველ
ეგვიპტეში ამ ბალახებს ერთნაირად ეტანებოდნენ ფარაონი თუ ვაჭარი, ქურუმი თუ
ხელოსანი, ქალი თუ კაცი. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში – ინდური კანაფის
ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა,
რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ
გამოსახავდნენ.

კანაფის ზემოქმედების ვიზუალური ნიშნები:


 მოთენთილობა ან პირიქით, გადაჭარბებული აღზნებადობა
 ძილისკენ მიდრეკილება ან პირიქით;
 ჩაწითლებული თვალები;
 პირისა და ყელის გაშრობა

ექსტაზი

ექსტაზის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ღამის კლუბებში


ექსტაზი – “მოცეკვავე სიკვდილი” – ნარკოტიკია, რომელსაც დღეს ახალგაზრდების
დიდი ნაწილი დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში დროსტარებისას მოიხმარს. იგი
გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს მე-20 საუკუნის დამდეგს ამფეტამინის მოლეკულის
ქიმიური აღნაგობის ტრანსფორმაციის გზით. I მსოფლიო ომის დროს ექსტაზის
აქტიურად იყენებდნენ გერმანულ არმიაში – მისი მიღების შემდეგ ჯარისკაცები
ვეღარ გრძნობდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და სიცივეს. მოგვიანებით

15
პრეპარატით ფსიქიატრები დაინტერესდნენ, მაგრამ მან იმედი არ გაამართლა.
დამანგრეველი თვისებების გამო დეპრესიის სამკურნალოდ მის გამოყენებაზე უარი
თქვეს ამერიკელმა მკვლევრებმაც. ექსტაზი 70-80%-ით ამცირებს სისხლში
სეროტონინის დონეს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ
თვისებას უკავშირდება ადამიანთა უეცარი გარდაცვალება დისკოთეკებსა და ღამის
კლუბებში. ექსტაზი მიჩვევას იწვევს, ამიტომ პირები მისი ხშირი გამოყენების
შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნარკომანებად იქცევიან.

კოკა და კოკაინი

ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის
წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის
შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო
30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა
ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების
განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის
გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ


კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების
წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს,
მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას
ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ
მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის
შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა
ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი
შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა
კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება
კოკაინი.
 კოკაინი არის ალკალოიდი, რომელიც შედის კოკას ფოთლის შემადგენლობაში.
 კოკაინი არის უსუნო, თეთრი კრისტალური ფხვნილი, რომელიც მიიღება კოკას
პასტისაგან.
 კოკაინის მიღება ხდება შესუნთქვის გზით, ინექციით და სხვა ფორმითაც.

16
ოპიუმი და მორფიუმი

კოკაინი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერთადერთი ნარკოტიკი როდია.


არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს
შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის
დამზადება დაიწყეს. ოპიუმის მოწევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში.
საბოლოოდ ამან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა
ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი…
როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს
მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ – უცხოეთშიც გაეყიდათ.
ამ მიზნით ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა
და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის
მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის
დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო
უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ
მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და
ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო
ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ
სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება
მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და
ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და
მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით –
ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.
ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს
წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და
დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და
ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ
პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით
ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული
დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების
შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი
ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი,
ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: – ინექციით; – მოწევით: ხდება მისი

17
გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; – ინჰალაციის გზით. ჰეროინის
ზემოქმედება: ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: –
გუგების შევიწროვება; – სხეულის ტემპერატურის დაკლება; – მაჯისცემისა და
სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური
ზემოქმედება: – მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; – რეაგირების უნარის
დაკარგვა; – უემოციობა; – სრული მოდუნება.
ოპიუმის ზემოქმედების ვიზუალური ნიშნებია:
 დაქვეითებული აქტიობა ან პირიქით გადაჭარბებული;
 ძილისკენ მიდრეკილება ან პირიქით;
 კომფორტისკენ სწრაფვა;
 შევიწროებული გუგები;
 ჩაწითლებული თვალები;
 პირისა და ყელის გაშრობა.
ოპიუმისაგან მიღებული ნახევრად სინთეზური ნარკოტიკული საშუალება
ჰეროინის მოხმარება იწვევს შემდეგ ფიზიოლოგიურ ეფექტებს :
 შევიწროებული გუგები;
 შენელებული ფიზიკური აქტივობა;
 მეტყველების შენელება;
 მშრალი კანი და მოლურჯო ფრჩხილები.

ამფეტამინები

ამფეტამინები წარმოადგენენ, ასევე,ლაბორატორიაში დამზადებულ


პრეპარატებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა
ცნობილი. ისინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას მაღლა სწევენ და
სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ,
ამიტომ “ამაღლებულ” განწყობას,როგორც წესი, თან სდევს მოწყენილობა
და დეპრესია. პრობლემა იმით იწყება რომ მომხმარებელი შესაძლოა მოტყუვდეს და
იმისათვის, რომ თავი “კარგად” იგრძნოს, კიდევ ერთი დოზა მიიღოს. ასეთ
დროს ვითარდება ამ ნივთიერებისადმი მიჩვევა და მომხმარებელი მასზე
ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.ამფეტამინები და მეტ-ამფეტამინები
სინთეზური ნარკოტიკული საშუალებებია, რომელიც გვხვდება, ფხვნილის და
კრისტალების სახით

18
ჰალუცინოგენები

ჰალუცინოგენები ნარკოტიკების სხვადასხვაგვარ ჯგუფებს წარმოადგენენ


ზოგიერთი ბუნებრივია. მაგალითად,“ჯადოსნური სოკოები” და კაქტუსის
ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი. სხვები
ლაბორატორიებში მზადდება. მაგალითად,
LSD, რომელიც “მჟავის” სახელითაა ცნობილიდა ჰალუცინაციებს იწვევს.
ამ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და
აღქმაზე უდუდეს გავლენას ახდენენ. მომხმარებელს ჰალუცინაციები ეწყება.
ჰალუცინოგენების უმეტესობა მიჩვევას არ იწვევს, თუმცა მისი ხანგრძლივი
მოხმარების შედეგად ვითარდება ლტოლვა ამ ნივთიერებისადმი. LSD-ს საშუალო
დონის “ეიფორიის” მსგავსია, რაც იმაში გამოიხატება, რომ იცვლება ადამიანის
მხედველობითი, ბგერითი აღქმა.

ბარბიტურატები

ლაბორატორიებში დამზადებული ესპრეპარატები ექიმების მიერ ენიშნება


პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ უძილობა ანაღგზნებულობა ”საძილე აბების” ან,
შესაბამისად,”დეპრესანტების” სახით.მაღალი დოზით ბარბიტურატების გამოყენება
ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი ეფექტით ხასიათდება.

,,სუბოტექსის” ზემოქმედების ვიზუალური ნიშნები:

19
 მოთენთილობა ან პირიქით, გადაჭარბებული აღზნებადობა
 ძილისკენ მიდრეკილება ან პირიქით;
 სიძნელეები დროის მსვლელობის აღქმასთან დაკავშირებით;
 შესუსტებული ან შეზღუდული ხანმოკლე მეხსიერება; ჩაწითლებული
თვალები;
 პირისა და ყელის გაშრობა

ბიო-პლანი (სპაისი)

ბიო ანუ იგივე სპაისი მოსაწევი, სინთეტიკური ნივთიერებაა. პირველად ბიო


მოსაწევი ევროპაში 14 წლის წინ გამოჩნდა. მას მარიხუანას მსგავსი ეფექტი აქვს.
თუმცა მისი მოქმედება გაცილებით მალე იწყება და უფრო ძლიერია. ის რამდენიმე
სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების შერევის შედეგად მიიღება.
როგორ მოქმედებს ბიოპლანი ორგანიზმზე, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები,
აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება,
ნევროზი და ფსიქოზი.
ხშირია სუიციდის ფაქტები ბიოს ზემოქმდების დროს. ეს ნივთიერება
დამღუპველად მოქმედებს ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
 საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპულინივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ; 22.05.12წ;
 საქართველოს კანონი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. 28.04.14წ.

20

You might also like