Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შედარებით-ისტორიული მეთოდი

ფუძემდებლები: რასმუს რასკი, ფრანც ბოპი, იაკობ გრიმი, ალექსანდრე ვოსტოკოვი.

პერიოდი - მე-19 ს. დასაწყისი.

შედ.-ისტ. მეთ. შედარების მეშვეობით გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ ერთობლივი


და განსხვავებული მოვლენები მონათესავო ენებში, გამოვთვალოთ მათი ისტორიული
განვითარების თავისებურება.

მეთოდი გამოიყენება ნათესავი ენების შესასწავლად და მათ ნათესავური სიახლოვის


დასაზუსტებლად. ამ მეთოდის ფარგლებში ადარებენ თანამედროვე ენობრივ
მოვლენებს, რათა რეკონსტრუირებული იქნას მათი ისტორიული წინაპარი
(რეტროსპექტული ანალიზი). მეთოდი ეყრდნობა ფონეტიკური, მორფოლოგიური,
სინტაქსური და სხვ. ენობრივი დონეების განვითარების კანონზომიერებს. მისი
ძირითადი მიზანია - შედარების გზით მივიღოთ რამოდენიმე ნათეს.ენის საერთო
არქეტიპი.

ამ პროცედურების შედეგად ვღებულობთ გენეტიკურად ეკვივალენტურ ფორმებს და


წარმოდგენას ფუძე-ენაზე, როგორი იყო ის მონათესავო ენებზე დაყოფამდე.

ძირითადი დებულებები:

1) ყველა ენა განუმეორებელია და მისი თავისებურება მხოლოდ სხვა ენებთან


შედარებით შეიძლება გამოვავლინოთ.
2) ენები ნათესავური კავშირების მიხედვით კონცენტრირებული არიან ენობრივ
ჯგუფებში და ოჯახებში.
3) მონათესავო ენების განსხვავებული მოვლენები აიხსნება მათი უწყვეტი
განვითარებით.

შედარ.-ისტ. მეთოდის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული კიდევ ორი მეთოდური


პროცედურა:

ა) ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ერთ ენის ორი


მდგომარეობის შესადარებლად, მაგალითად: ფონეტიკური სისტემა ძველ ქართულში
და ახალ ქართულში;

ბ) შედარ.-შეპირისპირებითი (ან შეპირისპირებითი) მეთოდი, როდესაც შედარებითი


პროცედურები გამოყენებული იქნა არამონათესავო ენების შესასწავლად, მაგალითად,
ინგლისური და ქართლი ენების შეპირისპირებითი გრამატიკა.
მეთოდის უპირატესობა:

- ენის ფონეტიკურისა და მორფოლოგიური სისტემების რეკონსტრუქციის


საშუალებას გვაძლევს;
- ენის ისტორიის იმ მონაკვეთზე ვღებულობთ წარმოდგენას, რომელიც არ არის
დამწერლობის ძეგლებში დაფიქსირებული;
- მონათესავო ენებს შორის არსებული განსხვავებები თავს იყრის ერთ ენობრივ
არქეტიპში.

უარყოფითი მხარეები:

- შეუძლებელია ენის წარმოდგენა სისტემის სახით;


- მეთოდი არაეფექტურია იზოლირებული ენების შესწავლის დროს (მაგ. ჩინური,
იაპონური);
- მეთოდი უძლურია ისეთი ენობრივი მოვლენების შესწავლის დროს, რომლის
სიახლოვე აიხსნება ენების ინტეგრაციის პროცესით.

ამ მეთოდის საფუძველზე ენათმეცნიერებაში ჩამოყალიბდა შედარებით-ისტორიული


ლინგვისტური პარადიგმა. ტერმინი „მეცნიერული პარადიგმა“ ტ.კუნს ეკუთვნის,
რომელმაც მის ნაშრომში „სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა“ აღნიშნა, რომ
„მეცნიერული პარადიგმა არის ყველას მიერ აღიარებული მეცნიერული მიღწევები,
რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აძლევენ მეცნიერულ საზოგადოებას
პრობლემების წამოყენების და მათი გადაწყვეტის მოდელს“.

შედარ.-ისტორ. პარადიგმა აღიარებულია როგორც პირველი სამეცნიერო ლინგვისტური


პარადიგმა, ამ პერიოდში ინტენსიურად მუშავდებოდა ენების გენეტიკური
კლასიფიკაციები და იქმნებოდა შედარებ.-ისტორიული გრამატიკები და ლექსიკონები.

მომდევნო სამეცნიერო ლინგვისტური პარადიგმები:

- სისტემურ-სტრუქტურული პარადიგმა;
- ანთროპოცენტრული პარადიგმა.

You might also like