Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

3.4.

ტემპერატურა
აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითად განტოლებაში შედის
მოლეკულების კონცენტრაციის 𝑛 და გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკური
ენერგიის ̅̅̅
𝐸𝑘 ნამრავლი. თუ ჩავთვლით, რომ აირი მოთავსებულია უცვლელი 𝑉
𝑁
მოცულობის ჭურჭელში, მაშინ 𝑛 = 𝑉 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡 (𝑁 – მოლეკულების რაოდენობა
ჭურჭელში). ამ შემთხვევაში წნევის ცვლილება ∆𝑝 პროპორციულია საშუალო
̅̅̅𝑘 .
კინეტიკური ენერგიის ცვლილებისა ∆𝐸
არსებობს კითხვები: პრაქტიკულად, როგორ შეიძლება შევცვალოთ მოლეკულების
მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგია? რომელი ფიზიკური სიდიდე უნდა
შევცვალოთ, რომ შეიცვალოს საშუალო კინეტიკური ენერგია ̅̅̅
𝐸𝑘 ? ცდები გვიჩვენებს, რომ
ასეთი სიდიდეა ტემპერატურა.
ტემპერატურის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული სითბური წონასწორობის ცნებასთან.
ერთმანეთთან შეხებაში მყოფ სხეულებს შეუძლიათ ენერგიის გაცვლა. სითბურ
კონტაქტში მყოფ სხეულებს შორის გადაცემულ ენერგიას სითბოს რაოდენობა ეწოდება.
სითბური წონასწორობა სითბურ კონტაქტში მყოფ სხეულთა სისტემის ისეთი
მდგომარეობაა, რომლის დროსაც არ ხდება სითბოს გადაცემა ერთი სხეულიდან მეორეზე
და სხეულების ყველა მაკროსკოპული პარამეტრი რჩება უცვლელი. ტემპერატურა
ფიზიკური პარამეტრია, რომელიც ერთნაირია სითბურ წონასწორობაში მყოფი ყველა
სხეულისთვის. ტემპერატურის ცნების შემოტანის შესაძლებლობა გამომდინარეობს
ცდიდან. კანონს, რომლის თანახმადაც თავიდან სხვადასხვა ტემპერატურის მქონე
სხეულებს შორის გარკვეული დროის შემდეგ მყარდება სითბური წონასწორობა და მათი
ტემპერატურები თანაბრდება, თერმოდინამიკის ნულოვანი კანონი ეწოდება.
ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება ფიზიკური ხელსაწყოები  თერმომეტრები,
რომლებშიც ტემპერატურის სიდიდე განისაზღვრება რომელიმე ფიზიკური პარამეტრის
ცვლილებით. თერმომეტრის შესაქმნელად საჭიროა ავირჩიოთ თერმომეტრული
ნივთიერება (მაგალითად, ვერცხლისწყალი, სპირტი) და ამ ნივთიერების მახასიათებელი
თერმომეტრული სიდიდე (მაგალითად, ვერცხლისწყლის ან სპირტის სვეტის სიგრძე).
სხვადასხვა კონსტრუქციის თერმომეტრებში გამოიყენება ნივთიერების სხვადასხვა
ფიზიკური თვისება (მაგალითად, მყარი სხეულების წრფივი ზომების ცვლილება ან
გამტარების ელექტრული წინაღობის ცვლილება გაცხელებისას).
თერმომეტრი უნდა იყოს დაკალიბრებული. ამისათვის ის მოჰყავთ სითბურ კონტაქტში
სხეულებთან, რომელთა ტემპერატურები ითვლება მოცემულად. ყველაზე ხშირად
გამოიყენება მარტივი ბუნებრივი სისტემები, რომლებშიც ტემპერატურა რჩება უცვლელი
გარემოსთან სითბოცვლის მიუხედავად  ყინულისა და წყლის ნარევი; წყლისა და
ორთქლის ნარევი ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე დუღილისას. ცელსიუსის
ტემპერატურული შკალის მიხედვით ყინულის დნობის წერტილს შეესაბამება 0C
ტემპერატურა, ხოლო წყლის დუღილის წერტილს  100C. თერმომეტრის კაპილარში
სითხის სვეტის სიგრძის ცვლილება 0C-დან 100C-მდე სიგრძის 1/100-ით მიღებულია
1C-ის ტოლად. ზოგიერთ ქვეყანაში (აშშ) ფართოდ გამოიყენება ფარენგეიტის შკალა (𝑇𝐹 ),
რომელშიც ყინულიანი წყლის ტემპერატურად მიჩნეულია 32F, ხოლო წყლის დუღილის
ტემპერატურად  212F. ამგვარად,
9 9
𝑇𝐹 = 𝑇𝐶 + 32𝑜 ან 𝑇𝐶 = (𝑇𝐹 − 32𝑜 ).
5 5
ფიზიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ აირის თერმომეტრებს (ნახ. 3.4.1),
რომლებშიც თერმომეტრულ ნივთიერებად გამოყენებულია უცვლელი მოცულობის (𝑉 =
𝑐𝑜𝑛𝑠𝑡) ჭურჭელში მოთავსებული გაიშვიათებული აირი (ჰელიუმი, ჰაერი), ხოლო
თერმომეტრულ სიდიდედ  აირის წნევა 𝑝. ცდა გვიჩვენებს, რომ როცა 𝑉 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡, აირის
წნევა იზრდება ცელსიუსის შკალით გაზომილი ტემპერატურის ზრდასთან ერთად.

ნახაზი 3.4.1.
აირის თერმომეტრი მუდმივი მოცულობით
მუდმივი მოცულობის მქონე აირის თერმომეტრის დასაგრადუირებლად შეიძლება
გაიზომოს წნევა ორ სხვადასხვა ტემპერატურაზე (მაგალითად, 0C და 100C),
დავიტანოთ წერტილები 𝑝0 და 𝑝100 გრაფიკზე და მათ შორის გავატაროთ წრფე (ნახ. 3.4.2).
ჩვენ მივიღებთ დამაკალიბრებელ გრაფიკს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია
განვსაზღვროთ აგრეთვე სხვა წნევის შესაბამისი ტემპერატურაც. თუ მოვახდენთ
გრაფიკის ექსტრაპოლირებას დაბალი წნევების ზონაში, შეიძლება განვსაზღვროთ
გარკვეული „ჰიპოთეტური“ ტემპერატურა, რომლის დროსაც აირის წნევა გახდებოდა
ნულის ტოლი. ცდა გვიჩვენებს, რომ ეს ტემპერატურა უდრის -273,15C-ს და არ არის
დამოკიდებული აირის თვისებებზე. პრაქტიკულად, გაცივებით ნულოვანი წნევის მქონე
აირის მიღება შეუძლებელია, რადგან ძალიან დაბალ ტემპერატურებზე ყველა აირი
გადადის თხევად ან მყარ მდგომარეობაში.

ნახაზი 3.4.2.
აირის წნევის დამოკიდებულება ტემპერატურაზე, როცა 𝑉 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡

1848 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უ. კელვინმა (თომსონი) შემოიღო ტემპერატურის


ახალი შკალა (კელვინის შკალა), რომელშიც ნულოვან ტემპერატურად მიჩნეულია აირის
ნულოვანი წნევის წერტილი, ხოლო ერთეულოვანი გრადუსი იგივეა, რაც ცელსიუსის
შკალაში:
𝑇𝐾 = 𝑇𝐶 + 273,15.
SI სისტემაში ტემპერატურის საზომ ერთეულად მიჩნეულია კელვინი (°K). მაგალითად,
თუ ოთახის ტემპერატურაა 𝑇𝐶 =20°С, მაშინ კელვინის შკალით ტემპერატურა იქნება 𝑇𝐾 =
293,15°K.
კელვინის შკალას ტემპერატურის აბსოლუტური შკალა ეწოდება. ფიზიკური თეორიების
ასაგებად ის ყველაზე უფრო მოხერხებული შკალაა.
აღარაა აუცილებელი კელვინის შკალის მიბმა ორ ფიქსირებულ წერტილთან  ყინულის
დნობის წერტილთან და ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე წყლის დუღილის
წერტილთან, როგორც ეს მიღებულია ცელსიუსის შკალაში.
გარდა აირის ნულოვანი წნევის წერტილისა, რომელსაც ტემპერატურის აბსოლუტური
ნული ეწოდება, საკმარისია შემოვიღოთ კიდევ ერთი ფიქსირებული საყრდენი წერტილი.
კელვინის შკალაში ასეთ წერტილად აღებულია წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურა
(0,01°С), რომელშიც სითბურ წონასწორობაში იმყოფება სამივე ფაზური მდგომარეობა 
ყინული, წყალი, ორთქლი. კელვინის შკალით სამმაგი წერტილის ტემპერატურად
მიღებულია 273,16K.
აირის თერმომეტრები დიდები და პრაქტიკულად მოუხერხებლებია. ისინი გამოიყენება
ზუსტი სტანდარტის როლში და სხვა ტიპის თერმომეტრების კალიბრებისთვის.
ამგვარად, მუდმივი 𝑉 მოცულობის მქონე ჭურჭელში მოთავსებული გაიშვიათბული
აირის წნევა პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მის აბსოლუტურ
ტემპერატურაზე: 𝑝~𝑇. მეორე მხრივ, ცდა გვიჩვენებს, რომ უცვლელი მოცულობისა 𝑉 და
ტემპერატურის 𝑇 პირობებში აირის წნევა პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული
ნივთიერების რაოდენობის 𝜈 ჭურჭლის მოცულობასთან 𝑉 შეფარდებაზე:
𝜈 𝑁 𝑛
𝑝~ = = ~𝑛,
𝑉 𝑁𝐴 𝑉 𝑁𝐴
სადაც 𝑁 მოლეკულების რაოდენობაა ჭურჭელში, 𝑁𝐴  ავოგადროს მუდმივა, 𝑛 = 𝑁⁄𝑉 
მოლეკულების კონცენტრაცია (ანუ მოლეკულების რაოდენობა მოცულობის ერთეულში).
თუ გავაერთიანებთ აღნიშნულ პროპორციულ დამოკიდებულებებს, შეიძლება ჩავწეროთ:
𝑝 = 𝑘𝑛𝑇, (3.4.1)
სადაც 𝑘 ყველა აირისთვის საერთო უნივერსალური მუდმივაა. მას ბოლცმანის მუდმივა
ეწოდება მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი შემქმნელის ავსტრიელი
ფიზიკოსის ლ. ბოლცმანისi საპატივცემლოდ. ბოლცმანის მუდმივა ერთ-ერთი
ფუნდამენტალური ფიზიკური მუდმივაა. SI სისტემაში მისი რიცხვითი მნიშვნელობაა:

𝑘 = 1,38 ∙ 10−23.
𝐾
თუ (3.4.1) ტოლობას შევადარებთ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითად
განტოლებას (3.3.1), მივიღებთ:
3
̅̅̅
𝐸𝑘 = 𝑘𝑇, (3.4.2)
2
ე.ი. მოლეკულების ქაოსური მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგია
პირდაპირპროპორციულია აბსოლუტური ტემპერატურისა.
ამგვარად, ტემპერატურა არის მოლეკულების გადატანითი მოძრაობის საშუალო
კინეტიკური ენერგიის საზომი.
საყურადღებოა, რომ მოლეკულის გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკური
ენერგია არ არის დამოკიდებული მის მასაზე. სითხეში ან აირში შეწონილ ბროუნის
ნაწილაკს აქვს ისეთივე საშუალო კინეტიკური ენერგია, როგორც ცალკეულ მოლეკულას,
რომლის მასა რამდენიმე რიგით ნაკლებია ბროუნის ნაწილაკის მასაზე. ეს დასკვნა
ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ჭურჭელში მოთავსებულია სხვადასხვა
მოლეკულური მასის მქონე ქიმიურად არაურთიერთქმედი აირების ნარევი.
წონასწორულ მდგომარეობაში სხვადასხვა აირის მოლეკულებს სითბური მოძრაობის
ერთნაირი საშუალო კინეტიკური ენერგიები ექნებათ, რომლებიც მხოლოდ ნარევის
ტემპერატურით განისაზღვრება. აირების ნარევის წნევა ჭურჭლის კედლებზე არის
თითოეული აირის პარციალური წნევის ჯამი:
𝑝 = 𝑝1 + 𝑝2 + 𝑝3 + ⋯ = (𝑛1 + 𝑛2 + 𝑛3 + ⋯ )𝑘𝑇.
ამ თანაფარდობაში 𝑛1 , 𝑛2 , 𝑛3 , ⋯ ნარევში სხვადასხვა აირების მოლეკულების
კონცენტრაციებია. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ენაზე ეს თანაფარდობა
გამოხატავს XIX საუკუნის დასაწყისში დადგენილ დალტონის კანონს: ქიმიურად
არაურთიერთქმედი აირების ნარევის წნევა უდრის მათი პარციალური წნევების ჯამს.

ლუდვიგ ბოლცმანი (Boltzmann) (20.II.1844–5.IX.1906)


i

ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. კლასიკური სტატისტიკური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


ძირითადი შრომები აირების კინეტიკურ თეორიაში, თერმოდინამიკასა და გამოსხივების თეორიაში. 1866
წელს გამოიყვანა აირის მოლეკულების სიჩქარეების მიხედვით განაწილების კანონი (ბოლცმანის
სტატისტიკა). ბოლცმანის წონასწორული განაწილების ფორმულა საფუძვლად დაედო კლასიკურ
სტატისტიკურ ფიზიკას. 1871 წელს გამოთქვა ერგოდიკული ჰიპოთეზა. იდეალური აირების კინეტიკურ
თეორიაში სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით გამოიყვანა აირების კინეტიკური განტოლება (1872),
რომელიც წარმოადგენს ფიზიკური კინეტიკის საფუძველს. ფიზიკური სისტემის ენტროპია დაუკავშირა
მისი მდგომარეობის ალბათობას (1872) და დაამტკიცა თერმოდინამიკის მეორე საწყისის სტატისტიკური
ხასიათი, მისცა მას საკუთარი ფორმულირება, რითაც მიაყენა საბოლოო დარტყმა სამყაროს სითბური
სიკვდილის იდეალისტურ ჰიპოთეზას. გამოსხივების შესწავლისას პირველად გამოიყენა
თერმოდინამიკის პრინციპი. სინათლის წნევაზე ჯ. მაქსველის ჰიპოთეზის გამოყენებით 1884 წელს
თეორიულად აღმოაჩინა სითბური გამოსხივების კანონი, რომლის მიხედვითაც აბსოლუტურად შავი
სხეულის გამოსხივების ენერგია მისი აბსოლუტური ტემპერატურის მეოთხე ხარისხის პროპორციულია.
ეს კანონი 1879 წელს ექსპერიმენტალურად აღმოაჩინა ი. სტეფანმა (სტეფან-ბოლცმანის კანონი).

You might also like