ფარისებური ჯირკვალი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი მოთავსებულია ფარისებრ ხრტილზე. ფარისებური ჯირკვალი


იმყოფება ჰიპოფიზის კონტროლქვეშ, ჰიპოფიზი მასთან აგზავნის თირეოტროფულ ჰორმონს
(TSH), მის საპასუხოდ ფარისებური ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ თიროქსინს, რომელიც 60%
იოდისაგან შედგება.

თიროქსინი გამოიყოფა სისხლში, რომელიც მას მიაქვს სამიზნე ორგანოების უჯრედებთან


და მათში აჩქარებს ნახშირწყლების ჟანგვას და ცილების სინთეზს.

ფარისებური ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ზრდასრულ ასაკში იწვევს მიქსედემას. ამ დროს


გულის შეკუმშვათა რიტმი შემცირებულია, სხეულის ტემპერატურა და წნევა დაბალია,
ნერვული სისტემა არააქტიურია , ადამიანს ახასიათებს ძილიანობა, ჭარბი წონა, თმიანობა .

ჰიპოთირეოიდიზმის ერთ-ერთ ფორმას ენდემური ჩიყვი ეწოდება, ეს დაავადება


ძირითადად დამახასიათებელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის,
რადგან იქ ძირითადად მყინვარული წყალია, რომელიც მინიმალური რაოდენობის იოდს
შეიცავს, შედეგად განვითარებული იოდდეფიციტი ორგანიზმში იწვევს ფარისებური
ჯირკვლის გადიდებას, რადგან ის იწყებს ჭარბი თიროქსინის გამომუშავებას, თუმცა ეს
თიროქსინი უიოდოა და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

იოდდეფიციტით გამოწვეული ჰიპოთირეოიდიზმი ადრეულ ასაკში იწვევს კრეტინიზმს,


რომლისთვისაც დამახასიათებელია გონებრივი ჩამორჩენა და ზრდის შეჩერება, ასეთ
ადამიანებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები: არიან დაბლები, აქვთ დიდი ენა, რომელიც
პირში ვერ ეტევა, ფართო სახე, მოკლე ცხვირი და მეტყველებენ თითქმის დაუნაწევრებლად.

ფარისებური ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ზრდასრულ ასაკში იწვევს ბაზედოვის დაავადებას,


ამ დროს ადამიანს ახასიათებს მომატებული ტემპერატურა, აჩქარებული გულისცემა,
ჭარბოფლიანობა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა, არაბუნებრივად გადმოკარკლული
თვალები.

You might also like