ენდოკრინული სისტემა, ჰიპოფიზიviii

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ორგანოთა სისტემის ფუნქციონირება

ადამიანში ორგანოთა სისტემები ასრულებენ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან ფუნქციებს,


მაგრამ ისინი მოქმედებენ არა დამოუკიდებლად, არამედ შეთანხმებულად. ორგანოთა
სისტემების შეთანხმებულ მუშაობას არეგულირებს ნერვული და ენდოკრინული
(ჰუმორული) სისტემა.

ადამიანის ენდოკრინული (ჰუმორული) სისტემას ქმნის ჯირკვლები, რომლებიც


წარმოქმნიან და გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ე.წ. სეკრეტებს.

არსებობს ჯირკვლების სამი ტიპი:

1. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები: საკუთარ სეკრეტებს (ამ შემთხვევაში მათ


ჰორმონები ეწოდებათ) გამოყოფენ პირდაპირ სისხლში, რომლის მეშვეობითაც ისინი
ცირკულირებენ მთელ ორგანიზმში, სისხლიდან გადადიან განსაზღვრულ
ქსოვილებში და ზეგავლენას ახდენენ მხოლოდ კონკრეტული სამიზნე ორგანოების
უჯრედებზე.
ჰორმონი არის ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნივთიერება, რომელიც თავისი
აგებულებით შესაძლოა იყოს ცილა ან ლიპიდი.
ცილოვანია მაგ. ჰიპოფიზისა და ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები, ლიპიდურია
სტეროიდული ჰორმონები, მაგ. სასქესო.
ჰორმონის ზეგავლენა უჯრედზე შეიძლება იყოს სამგვარი:
1. ჰორმონი უჯრედში უკავშირდება ცილა-რეცეპტორს და ცვლის უჯრედის
პლაზმური მემბრანის განვლადობას სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ.
2. ააქტიურებს ან თრგუნავს სხვადასხვა ფერმენტების მოქმედებას უჯრედში.
3. ააქტიურებს უჯრედში იმ ფერმენტების წარმოქმნას, რომელიც მოცემულ
მომენტშია საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის.
2. გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები: საკუთარ, გამომუშავებულ სეკრეტს გამოყოფენ
სპეციალურ სადინარში, რომელიც ან გარეთ გამოიყოფა, ან სხეულის შინაგან
ღრუებში ჩაედინება. გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებია: საოფლე, საცრემლე, საჭმლის
მომნელებელი, ცხიმოვანი და სხვა.
3. შერეული სეკრეციის ჯირკვლები: საკუთარ ჰორმონებს გამოყოფენ სისხლშიც, ხოლო
განსხვავებულ სეკრეტებს სადინარის ღრუში. შერეული ჯირკვლებია კუჭქვეშა
(პანკრეასი) და სასქესო.

ჰიპოფიზი

თავის ტვინში მოთავსებულია შინაგანი სეკრეციის ცენტრალური ჯირკვალი_ჰიპოფიზი,


რომელიც სხვა დანარჩენი პერიფერიული ჯირკვლების ფუნქციონირებას აკონტროლებს,
კერძოდ ჰიპოფიზი პერიფერიულ ჯირკვლებთან აგზავნის სპეციფიკურ ჰორმონებს,
რომლებიც ახდენენ მათი მოქმედების გააქტიურებას და სისხლში საპასუხო ჰორმონების
გამოყოფას. ჰიპოფიზი გარდა სხვა ჯირკვლების მასტიმულირებელი ჰორმონებისა ასევე
გამოყოფს ორგანიზმზე პირდაპირი ეფექტის მქონე ჰორმონებს:

1. ზრდის ჰორმონ სომატოტროპინს- რომელიც განაპირობებს ძვლების ზრდას.


სომატოტროპინის მეტობა ადამიანში იწვევს გიგანტიზმს (სიმაღლე 2,5მ-მდე), ნაკლებობა
ჰიპოფიზარულ ჯუჯობას(სიმაღლე 1,5 მ-მდე), ხოლო თუ სომატოტროპინი ჭარბად
გამოიყო ზრდასრულ ასაკში, როდესაც ძვლები უკვე ბოლომდე ფორმირებულია,
ვითარდება დაავადება აკრომეგალია, შედეგად ხდება ყბის, მტევნების, ტერფების,
ცხვირისა და ყურის ნიჟარების უპროპორციო ზრდა.
2. ოქსიტოცინს-რომელიც განაპირობებს გლუვი კუნთების შეკუმშვას, ოქსიტოცინი
განსაკუთრებით ჭარბად გამოიყოფა მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს, ის იწვევს
საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას.
3. ვაზოპრესინს-რომელიც ასტიმულირებს პირველადი შარდიდან წყლის უკუშეწოვას და
ამცირებს შარდის მოცულობას.

ჰიპოფიზი თავისი ქმედებით არ არის დამოუკიდებელი, ის იმყოფება თავის ტვინის ერთ-


ერთი უბნის, ჰიპოთალამუსის დაქვემდებარებაში.

ამრიგად, იქმნება ერთგვარი იერარქიული სისტემა: ჰიპოთალამუსი წარმოადგენს


ენდოკრინული რეგულაციის ცენტრს, ის ასტიმულირებს ჰიპოფიზის ფუნქციონირებას,
ჰიპოფიზი პერიფერიულ ჯირკვლების, ხოლო მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონები
უჯრედულ დონეზე ცვლიან სასიცოცხლო პროცესების ინტენსივობას.

ჰიპოფ იზი

ჰიპოთალ ამუსი

საკვერ ცხე
ფ არ ისებრ ი

სათესლ ე თირ კმელ ზედა

You might also like