3.2 ნივთიერების რაოდენობა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

3.2.

ნივთიერების რაოდენობა
მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიაში მიღებულია ნივთიერების რაოდენობა ჩავთვალოთ
ნაწილაკების რაოდენობის პროპორციულად. ნივთიერების რაოდენობის ერთეულს
მოლი ეწოდება.
მოლი არის ნივთიერების რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე ნაწილაკს
(მოლეკულას), რამდენ ატომსაც შეიცავს 0,012კგ 12C ნახშირბადი. ნახშირბადის
მოლეკულა შესდგება ერთი ატომისგან.
ამგვარად, ერთ მოლ ნებისმიერ ნივთიერებაში ნაწილაკების (მოლეკულების) ერთი და
იგივე რაოდენობაა. ამ რიცხვს ავოგადროს მუდმივა 𝑁𝐴 ეწოდება:

𝑁𝐴 = 6,02 ∙ 1023 მოლი−1.


ავოგადროს რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიდიდეა მოლეკულურ-
კინეტიკურ თეორიაში.
ნივთიერების რაოდენობა 𝜈 განისაზღვრება როგორც ნივთიერების ნაწილაკების
(მოლეკულების) რაოდენობის 𝑁 შეფარდება ავოგადროს რიცხვთან 𝑁𝐴 :
𝑁
𝜈 = . (3.2.1)
𝑁𝐴
ერთი მოლი ნივთიერების მასას მოლური მასა 𝑀 ეწოდება. მოლური მასა უდრის ერთი
მოლეკულის მასის 𝑚0 ნამრავლს ავოგადროს რიცხვზე:

𝑀 = 𝑁𝐴 ∙ 𝑚0 . (3.2.2)
მოლური მასის ერთეულია კილოგრამი მოლზე (კგ/მოლი). ნივთიერებებისთვის,
რომელთა მოლეკულები ერთი ატომისგან შესდგებიან, ხშირად გამოიყენება ტერმინი
„ატომური მასა“.
ატომებისა და მოლეკულების მასის ერთეულად მიღებულია ნახშირბადის 12C იზიტოპის
(მასური რიცხვით 12) ატომის მასის 1/12. მას მასის ატომური ერთეული (მ.ა.ე.) ეწოდება:
1 მ. ა. ე. = 1,66 ∙ 10−27 კგ.
ეს სიდიდე თითქმის ემთხვევა პროტონის ან ნეიტრონის მასას. მოცემული ნივთიერების
ატომის ან მოლეკულის მასის შეფარდებას 12C ნახშირბადის ატომის მასის 1/12-თან
ფარდობითი მასა ეწოდება.
ავოგადროს რიცხვის და მ.ა.ე.-ს განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ
103
1 მ. ა. ე. = . (3.2.3)
𝑁𝐴
თუ მოცემული ნივთიერების მოლეკულაში პროტონების და ნეიტრონების (ანუ
ნუკლონების) საერთო რაოდენობას აღვნიშნავთ X-ით, მაშინ მოლეკულის მასისთვის
გვექნება:
𝑚0 = 𝑋 ∙ მ. ა. ე.
(3.2.3)-ის გათვალისწინებით მივიღებთ:
𝑋 ∙ 103
𝑚0 = .
𝑁𝐴
ამ გამოსახულების ჩასმა (3.2.2) ფორმულაში მოგვცემს:
𝑀 = 𝑋 ∙ 103 .
აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი ნივთიერების მოლური მასის
გამოსათვლელად საკმარისია დავითვალოთ მის მოლეკულაში ნუკლონების რაოდენობა
და მიღებული შედეგი გავამრავლოთ 1000-ზე, ხოლო თუ 𝑀-ს ვზომავთ გ/მოლ-ებში, მაშინ
მისი რიცხვითი მნიშვნელობა პირდაპირ ემთხვევა ნივთიერების მოლეკულაში
ნუკლონების რაოდენობას.

You might also like