Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

„ვაჰ, დრონი, დრონი“

შინაარსი
ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსს „ვაჰ, დრონი, დრონი“
პესიმისტური განწყობით იწყებს. მას ენატრება საქართველოს
იმდროინდელი „ტკბილად ნაგემებნი“ წარმატება და კეთილდღეობა,
იგი მისტირის იმ დროს. პოეტი ამბობს, რომ ის ბედნიერი და
უდარდელი დრო მსწრაფმავალ სიზმარივით წავიდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძეს უკვირს, თუ როგორ შეძლო სულმდგარად
დარჩენილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ მოშორდა „ძალს
ცხოვრებისა“, ანუ სამშობლოს. იგი იხსენებს ძველ დროს,
თავისუფლებას, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, და უფრო იძულებს
აწმყოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, როგორც ნამდვილი რომანტიკოსი
პოეტი, მომავლის იმედს არ კარგავს. მას სჯერა, რომ „უსასოდ“, ანუ
უიმედოდ, არსებობას სიკვდილი სჯობს.
ალექსანდრე, როგორც ჭუშმარიტი პატრიოტი, ერთგულია
სამშობლოსი. იგი მზად არის „მტკიცედ და მყარად“ დადგეს მის
დასაცავად. იგი დარწმუნებულია, რომ არ უნდა დაემორჩილოს დროის
ცვლას და ბრძოლა შეწყვიტოს, არამედ იგივე დარჩეს, „მარად და მარად“ .
პოეტი პატრიოტიზმით სავსე სტრიქონით ამთავრებს ლექსს. ამბობს,
რომ მიუხედავად იმისა, თუ სად არის, ყოველთვის დაუდგება
სამშობლოს მხარში და ჟამთა სვლას არ დაემორჩილება.

You might also like