შუამდინარეთი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შუამდინარეთი(ბაბლონი,ასურეთი,ურარტუ,დიაოხი,კოლხა)

ბაბილონი:

ორ მდინარეს, ევფრატსა და ტიგროს შორის არსებულ ტერიტორიას შუამდინარეთი, ანუ მესოპოტამია


ეწოდება მას „ნაყოფიერ ნახევარმთვარესც“ უწოდებენ). მესოპოტამიაში ორი სხვადასხვა ხალხი
ცხოვრობდა: სამხრეთით შუმერები, ხოლო ჩრდილოეთით აქადელები.
ძვ.წ IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე შუამდინარეთში ჩრდილოეთიდან სემიტური ტომები შემოიჭრენ. მათ
ჩრდილოეთ შუამდინარეთში ქალაქ-სახელმწიფო- აქადი ჩამოაყალიბეს. ძვ. წ III ათასწლეულში აქადში
ახალგაზრდა სარგონი გამეფდა, რომელმაც მთელი შუამდინარეთი დაიპყრო სპარსეთის ყურემდე და
ერთიანი აქადის სახელმწიფო ჩამოაყალიბა. სარგონის წარმატება განპირობებული იყო ძლიერი არმიით,
რომლის ძირითად ბირთვს ქმნიდნენ კარგად აღჭურვილი ქვეითები.
ძვ.წ XVIII საუკუნეში მესოპოტამიაში მიმდინარე პირველობისთვის ბრძოლაში ჩაება ქალაქი ბაბილონი,
რომელიც მისი სტრატეგიული მდებატეობიდან გამომდინარე, მალე სახელმწიფოს ცენტრი გახდა.
ბაბილონის მფარველი ღვთაება მარდუქი მთელი შუამდინარეთის მთავარი ღვთაება გახდა.
ბაბილონი განსაკუთრებულ ძლიერებას მეფე ხამურაბის დროს მიაღწია (ძვ.წ 1792-1750 წწ).მან ქვეყნიდან
განდევანა უცხოელი დამპყრობლები-ელამელები და მთელი შუამდინარეთი დაიმორჩილა. ხამურაბმა
ჩაატარა მრავალი რეფორმა. მის ყველაზე ცნობილ მიღწევად აღიარებულია 282 მუხლისგან შემდგარი
კანონთა კრებული, რომელიც ისტორიაში პირველ კანონთა კრებულად ითვლება.
ხამურაბის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონი დასუსტდა. ძვ.წ X საუკუნეში ასურეთის სახელმწიფომ
რამდენჯერმე დალაშქრა ბაბილონი და დაიმორჩილა.
ძვ.წ VII საუკუნის ბოლოს ბაბილონის ძლიერება კვლავ აღდგა. ის განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე
ნაბუქოდონოსორ II-ის (604-562) დროს, როდესაც ბაბილონის სამეფოს საზღვრები ხმელთაშუა ზღვისა და
სპარსეთის ყურეს შორის გადაიჭიმა. ძვ.წ 586 წელს ნაბუქოდონოსორმა დალაშქრა იუდეის სამეფო,
რომელიც ამ უკანასკნელის გაუქმებით და ებრაელების ბაბილონში გადასახლებით დასრულდა
(ე.წ.ბაბილონის ტყვეობა).
ნაბუქოდონოსორის პერიოდში ბაბილონიში დიდ აღმშენებლობა მიმდინარეობდა. ბაბილონი ძველი
აღმოსავლეთის უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა, სადაც დახლოებით 200 ათასი ადამინი ცხოვრობდა.
ნაბუქოდონოსორმა განაახლა ზიკურათი (მრავალსაფეხურიანი საკულტო ნაგებობა), რომელიც მისი
სიმაღლის გამო დაუკავშირეს ბაბილონის გოდოლს; ქალაქის გალავანი, მასვე მიეწერება სემირამოდას
დაკიდული ბაღების გაშენება.
ძვ.წ 546-538 წლებში დასუსტებული ბაბილონი აქამენიანთა მეფე კიროსმა დაიპყრო.

ასურეთი:

ძვ.წ III ათასწლეულის II ნახევარში არაბეთის ნახევარკუნძულიდან წინა აზიაში შემოჭრილი სემიტური
ტომების შთამომავლები იყვნენ ასურელები, რომელთა დასახლებების ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი
ასური
ასურეთი მდინარე ტიგროსის შუა და ზემო წელზე მდებარეობდა. ჩრდილოეთ მაღალმთიან ზონაში
განვითარდა მესაქონლეობა, სამხრეთით დაბლობ რაიონებში მიწადმოქმედება.
ასურეთის მდებარეობის გამო მის ტერიტორიაზე გადიოდა ძირითადი სავაჭრო მარშუტები; ბუნებრივი
საზღვრების (ზღვებისა და ქედების) არ ქონის გამო ასურელებს არსებული ტერიტორიის და სავაჭრო
გზების დასაცავად გამუდმებული ბრძოლა უწევდათ, ამიტომ ისინი მეომარ ხალხად ჩამოყალიბდნენ.
თავდაპირველად ასურელები ბაბილონსა და მითანს ემორჩილებოდნენ. ძვ.წ XV-XIV საუკუნიდან ასურეთი
დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ასურეთის მეფეებმა თანდათან დაიპყრეს მეზობელი ქვეყანა -მითანის
სამეფო და ხეთიური ოლქები. ასურეთი განსაკუთრებით გაიზარდა და გაძლიერდა მეფე ტიგლათფილესერ
I -ის (ძვ.წ 1115-1077 წწ.) დროს. მან დალაშქრა „ნაირის ქვეყნები“, დაიპყრო ბაბილონი, დახარკა ფინიკიური
ქალაქები. ასურეთს დროდადრო საფრთხეს უქმნიდნენ ურარტუ და არამეული ტომები.
ასურეთის ხელახლა გაძლიერება (ე.წ. „ახალასურულ ხანა“) დაკავშირებულია ტიგლათფილესერ III-ის (ძვ.წ
745-727 წწ.) სახელთან. მან გაატარა სანხედრო-ადმინისტრაციული რეფორმა. ბრინჯაოს იარაღი შეცვალა
რკინის იარაღით, შექმნა კავალერია, დახვეწა საომარი ეტლების ფორმა, ქვეითი ჯარის წამყვან ძალას
რკინის ჯავშნით შეჭურვილი და ხის ფარით დაცული მშვილდოსნები წარმოადგენდნენ.
მისი მემკვიდრის სარგონ II-ის (722-705 წწ.) დროს ასურეთი კიდევ უფრო გაძლიერდა. სარგონმა დალაშქრა
ურარტუ, ბაბილონი. მისმა ვაჟმა სინაქერიბმა ახალ დედაქალაქად ნინევია აირჩია.
გარეგნული ძლევამოსილების მიუხედავად, ასუერთი შიდა კრიზისმა მოიცვა. ძვ.წ VII საუკუნის
ბოლოსთვის სამეფო საგვარეულოს შიგნით ტახტისთვის ბრძოლამ ასურეთი დაასუსტა, რასაც გარეშე
საფრთხეც დაემატა. ასურეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ მიდია და ბაბილონი. ბაბილონის მეფე
ნაბოფალასარმა სამხრეთიდან შეუტია ასურეთს, ხოლო მიდიის მეფე კიაქსარმა-ჩრდილოეთიდან. ისინი
ქალაქ ასურთან შეხვდენენ ერთმანეთს. ძვ.წ 612 წელს მოკავშირეებმა ნინევია აიღეს. ძვ.წ 605 წელს
ქარხემიშთან ბრძოლაში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა საბოლოოდ დაამარცხა ასურეთის
უკანასკნელი მეფე ასურბალიტი.
XIX საუკუნის ბოლოს არქეოლოგებმა ნინევიის ნანგრევებში აღმოჩნეს ასურეთის მეფის ასურბანიფალის
(ძვ.წ VII ს) ბიბლიოთეკა, რომელიც იმდროინდელი მსოფლიოსთვის უდიდესად ითვლება. ჩვენი ცოდნა
შუმერების, ბაბილონელებისა და ასურელების შესახებ ძირითადად ამ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ 30
ათასამდე თიხის ფირფიტაზე ჩაწერილ ინფორმაციას ეფუძნება. მათ შორის გილგამეშის ეპოსიც.

ურარტუ:

ურარტუს სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ვანისა და ურუმის ტბების მიდამოებში მდებარეობდა. მან ძვ. წ
IX საუკუნიდან ძვ.წ VI ს-მდე იარსება. მისი დედაქალაქი იყო ტუშფა. ურარტუს ძლიერების ხანად ძვ.წ VIII
ს. ითვლება. სწორედ ამ პერიოდში დალაშქრეს მეფეებმა მენუამ, არგიშთი I-მა და სარდურ II-მ
ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, მათ შორის დიაოხი და კოლხა. ურარტუს სამეფოს
დიდი დარტყმა ჯერ ძვ.წ VIII-ს-ის ბოლოს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა სკვითებმა და კიმერიელებმა
მიაყენეს, შემდეგ კი ირანის ტერიტორიაზე წარმოქმნილმა მიდიის სამეფომ, რომელმაც ძვ.წ 590 წელს
დაიპყრო ურარტუ. ურარტუელები წერდნენ ლურსმნული დამწერლობით, რომელიც ასურელებისგან
შეითვისეს, თუმცა მათ ის უფრო გაამარტივეს და ნიშბებს ნაკლები მნიშვნელობა დაუტოვეს.

დიაოხი და კოლხა:

ძვ.წ II ათსწლეულის ბოლოს ქართველურმა ტომებმა შექმნეს პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები


დიაოხი ძვ.წ XII-VIII ს.ს და კოლხა ძვ.წ XI-VIII ს.ს.
ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I თავის წარწერაში მოგვითხრობს ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის
ქვეყნების“ წინააღმდეგ ძვ. წ 1112 წელს. სხვა დატყვევებულ მეფეთა შორის ამ წარწერაში იხსენიება დაიანის
(დიაოხის) მეფე სიენი. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტუს მეეფები მენუა (ძვ.წ 810-786 წწ.) და
არგიშთი მენუას ძე (ძვ.წ 786-764 წწ.).ისინი მოგვითხრობენ თავიანთ ლაშქრობაზე დიაოხის წინააღმდეგ.
მენუა იხსენიებს დიაოხის მეფე უტურფუშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას. დიაოხის
ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსს და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. არგიშთის შემდეგ დიაოხი
აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში ჩნდება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე
დიდი გაერთიანება - კოლხა. როგორც ჩანს, დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და
დამეზობლების შემდეგ მათ შორის ომი დაიწყო.ამის შესახებ ლაპარაკია სარდურ II-ის წარწერებში,
საიდანაც ჩანს, რომ მან ორჯერ (ძვ.წ. 750-741 წწ.) ილაშქრა კოლხაში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუში.
ძვ.წ VIII ს-ის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან დიწყო მომთაბარე სკვითებისა და კიმერიელების
შემოსევები. სწორედ ამ შემოსევების შედეგად ურარტუ დასუსტდა, ხოლო კოლხა საერთოდ განადგურდა.

You might also like