Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

კაზუსები:

გთხოვთ, თანდართული კაზუსები ამოხსნებით სქემის მიხედვით:


კაზუსის ამოხსნის სქემა მოიცავს 4 საფეხურს:
1. ჰიპოთეზა - დასმულ შეკითხვაზე ჰიპოთეტური პასუხი, ერთგვარი დაშვება.
ჰიპოთეზა შეგიძლიათ დაიწყოთ სიტყვით ,,შესაძლებელია“.
2. ნორმის მოძიება - მიეთითება ნორმა/ნორმები, რომელიც დაყენებული
ჰიპოთეზის დასაბუთებაში გამოიყენება
3. სუბსუმცია - საბუთდება დაყენებული ჰიპოთეზა. იყენებთ მითითებულ
ნორმებს, თეორიულ ცოდნას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკას.
4. დასკვნა - ჰიპოთეზაში დასახულ საკითხი დასკნით ფორმაში გადმოიცემა.

კაზუსი 1.

მოქალაქე ნანა გოგიბერიძემ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს და მოითხოვა


სახალხო დამცველის დასკვნები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე.

სახალხო დამცველის აპარატმა ნანა გოგიბერიძეს უარი განუცხადა მოთხოვნის


დაკმაყოფილებაზე და მიუთითა, რომ მასზე არ ვრცელდება საქარველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაციის
გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

შეაფასებთ, წარმოადგენს თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს სახალხო დამცველის


აპარატი? ვრცელდება თუ არა მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოქმედება?

ამოხსნა
ჰიპოთეზა: შესაძლებელია, სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს
ადმინისტრაციულ ორგანოს მისი ორგანიზაციული და ფუნქციონალური გაგებით.
აგრეთვე შესაძლებელია სზაკის მოქმედება ვრცელდებოდეს სახალხო
დამცველის აპარატზე.
ნორმის მოძიება (სამართლის ნორმა) - სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”
ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს;
სზაკის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტი: 2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III
თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე:
გ) საქართველოს სახალხო დამცველი;
სუბსუმცია :საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს
ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდგომ - სზაკი),
რომელიც აწესრიგებს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების
განხორციელების პროცესს, მიუხედავად სუბიექტის ორგანიზაციული მოწყობის
სამართლებრივი ფორმისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სზაკ-ი ადგენს
ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას და გვთავაზობს მის ორგვარ - ორგანიზაციულ
და ფუნქციონალურ გაგებას. ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიციის პირველი
ნაწილი სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციულ გაგებას მოიაზრებს
და ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის
იურიდიული პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა). ამ
შემთხვევაში სუბიექტის ადმინისტრაციულ ორგანოდ განსაზღვრისათვის
არსებითია სუბიექტის ორგანიზაციული მოწყობის ფორმა. როგორც კაზუსიდან
დგინდება, სახალხო დამცველი წარმოადგენს სახელმწიფო ორგანის ამდენად ,
ექცევა ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიციის პირველ ნაწილში.
დასადგენია, სახალხო დამცველის აპარატი, მისი უფლებამოსილებების
გათვალისწინებით, ხომ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს
ფუნქციონალური გაგებითაც. როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული
კანონმდებლობა აღიარებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალურ გაგებას
და ასეთად მიიჩნევს კანონით მინიჭებული მმართველობითი ფუნქციების
განხორციელების პროცესში ნებისმიერ პირს და ორგანოს, მიუხედავად
ხელისუფლების ამა თუ იმ შტოსადმი მისი ორგანიზაციული კუთვნილებისა ან/და
ორგანიზაციული მოწყობის ფორმისა. როგორც კაზუსიდან ირკვევა, სახალხო
დამცველის აპარატის უფლებამოსილებები ცალსახად წარმოადგენს საჯარო-
სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სზაკის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ
ქვეპუნქტის თანახმად: 2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ
ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე, ჩამონათვალში
ვხვდებით სახალხო დამცველსაც, აღნიშნულიდან გამომდინარე ნანა
გოგიბერიძის მოთხოვნის შემთხვევაში რადგან იგი შეეხებოდა მესამე თავს
ვრცელდებოდა სზაკის მოქმედება.
დასკვნა - აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი
წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს მისი ორგანიზაციული და
ფუნქციონალური გაგებით. ამავდროულად აპარატის უარი ნანა გოგიბერიძის
მოთხოვნაზე იმ მიზეზით რომ მასზე არ ვრცელდება სზაკის მოქმედება არასწორია,
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახალხო
დამცველის აპარატზე.
კაზუსი 2.

,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“


საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირი
ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს სსიპ -
საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია.

ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში


თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა
განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა გამოსცა განკარგულება თანამდებობის


პირის დაჯარიმების თაობაზე, ვინაიდან მან არ წარადგინა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

განსაზღვრეთ, მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაციული მოწობისა და საქმიანობის


სამართლებრივი ფორმები.

ჰიპოთეზა: შესაძლებელია სსიპ-საჯარო სამსახურის ბიურო წარმოადგენს


ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის საჯარო ფორმას.

როგორც ვიცით საჯარო მმართველობა შედგება სამი ელემენტისაგან ,ესენია:


ორგანიზაციული მოწყობის ფორმები, ადმინისტრაციული წარმოება და საქმიანობის
სამართლებრივი ფორმები. თავის მხრივ ორგანიზაციული მოწყობის ფორმები იყოფა
ორად ესენია საჯარო და კერძო, კერძოში მოიაზრება კერძო სამართლის
იურიდიული პირები და ფიზიკური პირები, ხოლო საჯაროში: სახელმწიფო
ორგანოები, თვითმართველობის ორგანოები და სსიპები, იქედან გამომდინარე რომ
საჯარო სამსახურის ბიურო წარმოადგენს სსიპ-ს აქედან გამომდინარე იგი
მიეკუთვნება ორგანიზაციული მოწყობის საჯარო ფორმას. რაც შეეხება საქმიანობის
სამართლებრივ ფორმებს, იგი ორგანიზაციული მოწყობის ფორმების მსგავსად იყოფა
ორ ნაწილად საჯაროდ და კერძოდ, კერძო მოიცავს მხოლოდ სამოქალაქო
ხელშეკრულებას, ხოლო საჯაროში მოიაზრება: ინდივიდუალური აქტი,
ნორმატიული აქტი, ადმინისტრაციული აქტი და რეალაქტი. იქედან გამომდინარე
რომ სსიპ- საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა გამოსცა განკარგულება
თანამდებობის პირის დაჯარიმების თაობაზე, ეს წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს
, მაშასადამე იგი მიეკუთვნება საქმიანობის საჯარო სამართლებრივ ფორმას.

დასკვნა: სსიპ-საჯარო სამსახურის ბიურო წარმოადგენს ორგანიზაციული


მოწყობისა და საქმიანობის საჯარო ფორმას.

კაზუსი 3.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული
ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში, მოქალაქე ერეკლე გიორგაძემ
მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და
მოითხოვა 2016 წლის 9 თებერვალს გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის
სამართლის #0007780414 საქმის მასალების სრულად გადაცემა. ვინაიდან ერეკლე
გიორგაძე არ წარმოადგენდა მხარეს, მას უარი ეთქვა მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე,
კანონიერია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უარი?
ჰიპოთეზა: შესაძლებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უარი იყოს კანონიერი

ნორმა: სზაკის 44-ე მუხლი: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს


პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა
კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო
ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის
პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური
მონაცემები საჯაროა.“

სუბსუმცია: სზაკის -ს 27-ე მუხლის მიხედვით: ა) საჯარო დაწესებულება –


ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის
სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი
დაფინანსების ფარგლებში;, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცალსაცად
წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას. სზაკის 44-ე მუხლის თანახმად : „საჯარო
დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები
თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან
სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე
წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.“ კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე მას შემდეგ რაც საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების
ფარგლებში, მოქალაქე ერეკლე გიორგაძემ მიმართა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და გიორგაძეს უარი ეთქვა მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე ,რადგან არ წარმოადგენდა მხარეს სისხლის სამართლის
#0007780414 საქმეში უნდა გადავამოწმოთ რამდენიმე ფაქტი, ჰქონდა თუ არა
აღნიშნულ პირს იმ პირის თანხმობა ვისაც შეეხებოდა აღნიშნული მონაცემები და
რამდენაც მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება საჯარო
ინფორმაციის ,ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. პირველ რიგში
რადგანაც კაზუსში არსადაა ნახსენები საქმეში მონაწილე პირის თანხმობა
შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნულის გამო გიორგაძის მოთხოვნა ვერ
აკმაყოფილებს 44- ე პუნქტს, რომელიც პერსონალური მონაცემის გაცემმისთვის
პიროვნების თანხობის შემთხვევაში ნებას რთავს საჯარო დაწესებულებას
გაახმაუროს ინფორმაცია. მეორე მხრივ არც საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზანს ატარებდა რადგან აღნიშნული გარემოება კაზუსში არ
იკვეთება შესაბამისად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომ შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპოლიციო დებარტამენტის უარი იყო კანონიერი.

You might also like